ლანსოლი
LANSOL®
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; რეფლუქს-ეზოფაგიტი; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; სტრესული წყლულები; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №10 (1X10)
- მწარმოებელი
- GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043288
- რეგისტრირებულია
- 22 მაისი 2025, მოქმედებს 22 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლანსოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
სტრესული წყლულები;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას.
მიღების წესი და დოზირება
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.
კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ ორჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლი/სთ-ში დონის მიღწევამდე.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსარიცხად, რადგან ლანსოლით თერაპიამ შესაძლებელია დაავადების კლინიკური სურათის წაშლა გამოიწვიოს.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.
ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება ლანსოლის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ლანსოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შესწავლილი არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ლანსოპრაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ძილიანობა. ასეთ შემთხვევაში, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს მოსალოდნელია რეაქციების შენელება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლანსოლი არ ახდენს გავლენას დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ვარფარინის, პრედნიზოლონის, ფენიტოინისა და თეოფილინის მეტაბოლიზმზე.
პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობის II და III ტრიმესტრში ინიშნება დიდი სიფრთხილით.
გვერდითი მოვლენები
დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად - შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი, რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ლანსოპრაზოლის 30 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: გრანულირებული შაქარი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის კარბონატი, სუკროზა, სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.
მოქმედების მექანიზმი
ლანსოლი ბენზიმიდაზოლიდან წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტალურ უჯრედებში მეტაბოლიზდება და ახდენს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+- K+- ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. ამცირებს პეფსინის გამომუშავებას, განსაკუთრებით პრეპარატის ძილის წინ მიღებისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით, ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. ლანსოლი არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა
ლანსოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1,5-2,2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. ლანსოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
ლანსოლი
(LANSOPRAZOLE)
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ლანსოპრაზოლის 30 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: გრანულირებული შაქარი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის კარბონატი, სუკროზა, სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.
მოქმედების მექანიზმი
ლანსოლი ბენზიმიდაზოლიდან წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტალურ უჯრედებში მეტაბოლიზდება და ახდენს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+- K+- ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. ამცირებს პეფსინის გამომუშავებას, განსაკუთრებით პრეპარატის ძილის წინ მიღებისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით, ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. ლანსოლი არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა
ლანსოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1,5-2,2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. ლანსოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
ჩვენება
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
სტრესული წყლულები;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა (I ტრიმესტრი);
ლაქტაცია.
უსაფრთხოების ზომები
მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსარიცხად, რადგან ლანსოლით თერაპიამ შესაძლებელია დაავადების კლინიკური სურათის წაშლა გამოიწვიოს.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.
ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება ლანსოლის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ლანსოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შესწავლილი არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ლანსოპრაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ძილიანობა. ასეთ შემთხვევაში, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს მოსალოდნელია რეაქციების შენელება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობის II და III ტრიმესტრში ინიშნება დიდი სიფრთხილით.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ლანსოლი არ ახდენს გავლენას დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ვარფარინის, პრედნიზოლონის, ფენიტოინისა და თეოფილინის მეტაბოლიზმზე.
პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.
დოზირება და მიღების წესი
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.
კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ ორჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლი/სთ-ში დონის მიღწევამდე.
გვერდითი მოვლენები
დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად - შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი, რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 30 მგ, 10 კაფსულა ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
მისამართი:
რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო
ტელ.: 2404383
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



