პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ლანსობელი 30მგ

Lansobel 30mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკა Helicobacter pylori-ის (H. pylori) ერადიკაცია H. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
ფორმა და შეფუთვა
30მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28 (2X14)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039697
რეგისტრირებულია
6 დეკემბერი 2023, მოქმედებს 6 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფიო შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალანსობელი 30მგ და სხვა წამალი ერთად

ლანსობელი 30მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა

რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკა

Helicobacter pylori-ის (H. pylori) ერადიკაცია H. pylori-სთან დაკავშირებული წყლულის სამკურნალო შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი ~დოზირება და მიღების წესი~), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა

სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება გრძელდება იგივე დოზით მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის მკურნალობა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივ, წყლული ხორცდება 4 კვირაში, მაგრამ პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს იგივე დოზით მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს ეზოფაგიტი:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს იგივე დოზით მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკა:

15 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 30 მგ-მდე.

Helicobacter pylori-ის ერადიკაცია:

შესაფერისი კომბინირებული თერაპიის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბაქტერიულ რეზისტენდობასთან დაკავშირებით ადგილობრივი ოფიციალური მეთოდოლოგიური პრინციპები, მკურნალობის ხანგრძლივობა (უმრავლეს შემთხვევაში 7 დღე, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენება.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ ლანსობელს ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული კომბინაციით:

კლარითრომიცინი 250-500 მგ ორჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ ორჯერ დღეში

კლარითრომიცინი 250 მგ ორჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ ორჯერ დღეში

H. pylori-ის 90%-მდე ერადიკაციის სიხშირე გამოვლინდა კლარითრომიცინის კომბინირებით ლანსოპრაზოლთან და ამოქსიცილინთან ან მეტრონიდაზოლთან ერთად.

ერადიკაციის წარმატებული მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ, რეინფექციის რისკი დაბალია და შესაბამისად რეციდივი ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე შეფასდა რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს 30 მგ ლანსოპრაზოლს ორჯერ დღეში, 1 გ ამოქსიცილინს ორჯერ დღეში და 400-500 მგ მეტრონიდაზოლს ორჯერ დღეში. ამ კომბინაციის გამოყენებისას გამოვლინდა ერადიკაციის უფრო დაბალი სიხშირე, იმ რეჟიმთან შედარებით, რომელშიც ჩართულია კლარითრომიცინი. ეს რეჟიმი შეიძლება მოსახერხებელი იყოს მათთვის, ვინც ვერ ღებულობს კლარითრომიცინს, როგორც ერადიკაციის თერაპიის ნაწილს, როდესაც მეტრონიდაზოლის მიმართ ადგილობრივი რეზისტენტობის სიხშირე დაბალია.

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით:

30 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 4 კვირის განმავლობაში. რისკის ჯგუფის ან ძნელად შეხორცებადი წყლულების მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ან/და უფრო მაღალი დოზების გამოყენება.

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში (როგორიცაა ასაკი 65 წელს ზემოთ ან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ანამნეზში), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით:

15 მგ ერთხელ დღეში. თუ მკურნალობა არაეფექტიანია, საჭიროა 30 მგ-ის დღეში ერთხელ გამოყენება.

სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს ან 30 მგ-ს დღეში. სიმპტომების შემსუბუქება აღინიშნება სწრაფად. განიხილება დოზის ინდივიდუალური შერჩევა. თუ სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნა 4 კვირის განმავლობაში დღიური დოზით 30 მგ, რეკომენდებულია შემდგომი გამოკვლევის ჩატარება.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება ინდივიდუალურად დაკორექტირდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიც საჭიროა. ასევე გამოიყენება 180 მგ-მდე დღიური დოზები. თუ საჭიროა დღეში 120 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება, ის უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 50%-ით (იხ. პარაგრაფები ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~ და ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~).

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმულებში ლანსოპრაზოლის დაქვეითებული კლირენსის გამო ინდივიდუალური ჩვენების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება. არგუმენტირებული კლინიკური ჩვენების გარეშე, ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

გამოყენება პედიატრიაში:

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო ბავშვებში ლანსობელის გამოყენება რეკომენდებული არ არის (ასევე, იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). დაუშვებელია 1 წლამდე ასაკის პატარა ბავშვების მკურნალობა, რადგან არსებული მონაცემებით არ არის ნაჩვენები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობის დადებითი ეფექტი.

მიღების წესი

ოპტიმალური ეფექტისთვის, ლანსობელის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში დილით, გარდა H. pylori-ის ერადიკაციისთვის გამოყენების შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მიიღება ორჯერ დღეში, ერთხელ - დილით და ერთხელ - საღამოს. ლანსობელის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). კაფსულები უნდა იქნას მიღებული მთლიანად, სითხესთან ერთად.

პაციენტები ყლაპვის გაძნელებით; კვლევებით და კლინიკური პრაქტიკით რეკომენდებულია კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა მცირე რაოდენობის წყალში, ვაშლის/ტომატის წვენში ან მცირე რაოდენობის მსუბუქ საკვებში (მაგალითად, იოგურტში, ვაშლის პიურეში) მიღების გასაადვილებლად.

ასევე, შეიძლება კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა 40 მლ ვაშლის წვენში ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით შესაყვანად (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). სუსპენზიის ან ნარევის მომზადების შემდეგ სამედიცინო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია პარაგრაფში ~დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი~.

სიფრთხილის ზომები

როგორც წყლულის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობის შემთხვევაში, ლანსოპრაზოლის გამოყენებით კუჭის წყლულის მკურნალობისას უნდა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე, რადგან ლანსოპრაზოლს შეუძლია სიმპტომების შენიღბვა და დიაგნოზის დაგვიანება.

როგორც პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორს (პტი), ლანსოპრაზოლს შეუძლია გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების რისკი, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, Clostridium difficile.

რეკომენდებული არ არის ლანსოპრაზოლის კომბინირება აივ პროთეაზის ინჰიბიტორებთან, რომლებისთვისაც აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის მჟავას pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები~). თუ შეუძლებელია ლანსოპრაზოლის აივ პროთეაზის ინჰიბიტორებთან კომბინაციის თავიდან აცილება, რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პროტონული ტუმბოს ისეთი ინჰიბიტორებით, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, სულ მცირე სამი თვის, და უმრავლეს შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში, აღინიშნა მძიმე ჰიპომაგნიემია. შეიძლება განვითარდეს ჰიპომაგნიემიის ისეთი სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, მაგრამ ისინი შეიძლება დაიწყოს აშკარა სიმპტომების გარეშე და იყოს შეუმჩნეველი. დაავადებული პაციენტების უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია გამოსწორდა მაგნიუმის ჩანაცვლების და პტი-ით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტებში, ვისთვისაც მოსალოდნელია ხანგრძლივი მკურნალობა ან ვინც ღებულობს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ჰიპომაგნიემიის გამომწვევ პრეპარატებთან (მაგალითად, დიურეზულებთან) ერთად, სამედიცინო მუშაკმა უნდა განახორციელოს მაგნიუმის დონის გაზომვა პტი-ით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.

ქრომოგრანინი A-ს (CgA) მომატებულ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევაზე. აღნიშნული გავლენის თავიდან ასაცილებლად, ლანსობელით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს ანალიზის ჩატარებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე (იხ. პარაგრაფი 5.1). თუ CgA-ს და გასტრინის დონეები არ დაუბრუნდება საწყის დიაპაზონს ანალიზის დაწყების შემდეგ, ის უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

მჟავასუპრესიული პრეპარატებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე წელი) ყოველდღიურმა მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) შეწოვის დარღვევამდე, რაც გამოწვეულია ჰიპო- ან აქლორჰიდრიით. ციანოკობალამინის უკმარისობა უნდა იქნას მიღებული მხედველობაში პაციენტებში ზოლინგერ-ელისონის სინდრომით და ჰიპერსეკრეციის სხვა პათოლოგიური მდგომარეობებით, რომლებიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, ხანგრძლივი თერაპიის შედეგად ორგანიზმში ვიტამინი B12-ის მარაგის დაქვეითების ან ვიტამინი B12-ის დონის შემცირების რისკის ფაქტორების მქონე პირებში (როგორიცაა ხანდაზმულები) ან შესაბამისი კლინიკური სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში.

ლანსოპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები ~დოზირება და მიღების წესი~ და ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~).

ლანსოპრაზოლით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის შემცირებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭში ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლანსოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება მცირედიდ გაზარდოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella და Campylobacter.

გასტრო-დუოდენური წყლულების მქონე პაციენტებში H. Pylori-ის ინფექცია უნდა იქნას განხილული შესაძლო ეტიოლოგიურ ფაქტორად.

H. Pylori-ის ერადიკაციისთვის ლანსოპრაზოლის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენების დროს, საჭიროა ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინება.

1 წელზე მეტი დროის განმავლობაში შემანარჩუნებელი თერაპიის უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემების გამო პაციენტებს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობის კონტროლი და რისკის/სარგებლის გულდასმით შეფასება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლანსოპრაზოლს, დაფიქსირდა კოლიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები. შესაბამისად, მძიმე ან/და ხანგრძლივი ფაღარათის შემთხვევაში, უნდა იქნას განხილული მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

გარდა პაციენტებისა, რომლებსაც უტარდებათ H. Pylori-ის ინფექციის ერადიკაციის მკურნალობა, დიარეის შენარჩუნების შემთხვევაში ლანსოპრაზოლის მიღება უნდა შეწყდეს, მიკროსკოპული კოლიტის შესაძლებლობის გამო კოლაგენული ბოჭკოების გასქელებით ან ანთებითი უჯრედების ინფილტრაციით, რაც აღინიშნა მსხვილი ნაწლავის ლორწოსქვეშა გარსში. უმრავლეს შემთხვევაში, მიკროსკოპული კოლიტის სიმპტომები ქრება ლანსოპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პეპტიური წყლულის პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი მკურნალობა აასს-ით, უნდა იქნას შეზღუდული მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (მაგალითად, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, პერფორაცია ან წყლული ანამნეზში, ხანდაზმული ასაკი, ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოების მხრივ გვერდითი რეაქციების რისკს [მაგალითად, კორტიკოსტეროიდები ან ანტიკოაგულანტები], სერიოზული თანმხლები ფაქტორების არსებობა ან აასს-ის მაქსიმალური რეკომენდებული დოზების ხანგრძლივი გამოყენება).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (>1 წელი) გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის ძვლების მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში ან სხვა არსებული რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. დაკვირვებითი კვლევებით დადგენილია, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს შეუძლია გაზარდოს მოტეხილობების საერთი რისკი 10-40%-ით. ეს რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რისკის ფაქტორებით. ოსტეოპოროზის რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის აუცილებელია მეთვალყურეობა მიმდინარე კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება.

ქვემწვავე კანის წითელი მგლურა (SCLE)

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია ქვემწვავე კანის წითელი მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. დაზიანებების, განსაკუთრებით კანზე მზის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული უბნების გამოვლენის შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ართრალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებისთვის და სამედიცინო მუშაკმა უნდა განიხილოს ლანსოპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ფონზე განვითარებულმა ქვემწვავე კანის წითელმა მგლურამ შეიძლება გაზარდოს ქვემწვავე კანის წითელი მგლურას რისკი პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებით (იხ. პარაგრაფი ~არასასურველი მოვლენები~).

გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე

ქრომოგრანინი A-ს (CgA) მომატებულ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევაზე. აღნიშნული გავლენის თავიდან ასაცილებლად, ლანსოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს ანალიზის ჩატარებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოდინამიკური თვისებები~). თუ CgA-ს და გასტრინის დონეები არ დაუბრუნდება საწყის დიაპაზონს ანალიზის დაწყების შემდეგ, ის უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

ლანსობელი შეიცავს საქაროზას, ამიტომ მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსეულებში ლანსოპრაზოლის გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ მავნე ზემოქმედას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე.

შესაბამისად, ორსულობის პერიოდში ლანსოპრაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ძუძუთი კვება:

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ლანსოპრაზოლი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგენილია ლანსოპრაზოლის გამოყოფა რძეში.

გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ ან ლანსოპრაზოლით მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის ლანსოპრაზოლით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა:

ადამიანებში ფერტილობაზე ლანსოპრაზოლის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არის. მაკე ვირთაგვებსა და ბოცვრებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ არის გამოვლენილი ლანსოპრაზოლთან დაკავშირებული ზიანი ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შეიძლება განვითარდეს გვერდითი სამკურნალწამლო რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევები და ძილიანობა (იხ. პარაგრაფი ~არასასურველი მოვლენები~). ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში რეაქციის უნარი შეიძლება შემცირდეს.

გვერდითი მოვლენები

სიხშირე განისაზღვრება, როგორც ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1,000, <1/100); იშვიათი (>1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია*, ეოზინოფილია, ლეიკოპენია*

ანემია

აგრანულოციტოზი*, პანციტოპენია*

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური შოკი*

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპომაგნიემია*, ჰიპომაგნიემია* იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~

ჰიპოკალციამია*, ჰიპოკალიემია*

ფსიქიკური აშლილობა

დეპრესია

უძილობა, ჰალუცინაცია, დაბნეულობა

მხედველობითი ჰალუცინაციები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

მოუსვენრობა, ვერტიგო, პარესთეზია, ძილიანობა, ტრემორი

დარღვევები თვალის მხრივ

მხედველობითი დარღვევები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება, გულისრევა, დიარეა, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, მეტეორიზმი, პირ-ხახის სიმშრალე, კუჭის პოლიპები (მსუბუქი ფორმით)

გლოსიტი, ეზოფაგის კანდიდოზი, პანკრეატიტი, გემოს დარღვევა

კოლიტი*, სტომატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ჰეპატიტი, სიყვითლე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი

პეტექია, პურპურა, თმის ცვენა, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*

ქვემწვავე კანის წითელი მგლურა* (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~)

სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)*

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია, მიალგია, ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის ძვლების მოტეხილობა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~)

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (შესაძლო პროგრესირებით თირკმლის უკმარისობამდე)

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

დაღლილობა

შეშუპება

ცხელება, ჰიპერჰიდროზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანორექსია, იმპოტენცია

ლაბორატორიული კვლევები

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციების გაზრდა, ჰიპონატრიემია

  • პოსტმარკეტინგული შემთხვევები

† ჰიპოკალციემია და/ან ჰიპოკალიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნიემიის გამოვლენასთან.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ არასასურველ მოვლენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ლანსოპრაზოლის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

სამკურნალო საშუალებები, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია pH-ზე

ლანსოპრაზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვაზე, რომელთა პერორალური ბიოშეღწევადობისთვის მნიშვნელოვანია კუჭის pH.

აივ პროთეაზას ინჰიბიტორები:

რეკომენდებული არ არის ლანსოპრაზოლის კომბინირება აივ პროთეაზას ინჰიბიტორებთან, რომლებისთვისაც აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის მჟავას pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~).

კვლევით ნაჩვენებია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ლანსოპრაზოლის (60 მგ ერთხელ დღეში) 400 მგ ატაზანავირთან ერთდროულად გამოყენება იწვევს ატაზანავირის ექსპოზიციის მნიშვნელოვან შემცირებას (AUC და Cmax დაახლოებით 90%-იანი შემცირება).

კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი:

კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვა ძლიერდება კუჭის მჟავის არსებობით. ლანსოპრაზოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის სუბთერაპიული კონცენტრაციები, რის გამოც საჭიროა ამ კომბინაციისგან თავის შეკავება.

დიგოქსინი:

ლანსოპრაზოლისა და დიგოქსინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში დიგოქსინის დონის გაზრდა. შესაბამისად, საჭიროა პლაზმაში დიგოქსინის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, დიგოქსინის დოზის კორექტირება ლანსოპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და დასრულებისას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება ფერმენტით P450

ლანსოპრაზოლმა შესაძლოა გაზარდოს ისეთი სამკურნალო საშუალებების პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ლანსოპრაზოლის გამოყენებისას პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტით და აქვს ვიწრო თერაპიული ფანჯრის ეფექტი.

ვარფარინი:

60 მგ ლანსოპრაზოლის და ვარფარინის ერთდროულად გამოყენება არ ცვლის ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას და სნთ-ს.

არსებობს ცნობები სნთ-ის და პროთრომბინული დროის გაზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ პტი-ს და ვარფარინს. სნთ-ის და პროთრომბინული დროის გაზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს პათოლოგიურ სისხლდენამდე და სიკვდილამდეც კი. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები მკურნალობა ლანსოპრაზოლით და ვარფარინით, შეიძლება საჭირო იყოს მონიტორინგი სნთ-ის და პროთრომბინული დროის გაზრდის თვალსაზრისით.

თეოფილინი:

ლანსოპრაზოლი ამცირებს თეოფილინის პლაზმურ კონცენტრაციას, რის გამოც შესაძლებელია ამ დოზის მოსალოდნელი კლინიკური ეფექტის შემცირება. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ლანსოპრაზოლის თეოფილინთან კომბინირებული მიღების შემთხვევაში.

ტაკროლიმუსი:

ლანსოპრაზოლის ერთდროულად გამოყენება ზრდის ტაკროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას (CYP3A და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი). ლანსოპრაზოლის ექსპოზიციამ გაზარდა ტაკროლიმუსის საშუალო ექსპოზიცია 81%-მდე. რეკომენდებულია ტაკროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი ლანსოპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და დასრულებისას.

P-გლიკოპროტეინით ტრანსპორტირებადი პრეპარატები

in-vitro კვლევებში აღინიშნა, რომ ლანსოპრაზოლი აინჰიბირებს სატრანსპორტო ცილას P-გლიკოპროტეინს (P-gp). აღნიშნულის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ლანსოპრაზოლზე

CYP2C19-ის ინჰიბიტორები

ფლუვოქსამინი:

ლანსოპრაზოლის და CYP2C19-ის ინჰიბიტორის ფლუვოქსამინის ერთდროულად გამოყენებისას უნდა იქნას განხილული დოზის შემცირება. ლანსოპრაზოლის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება 4-ჯერ.

CYP2C19-ის და CYP3A4-ის ინდუქტორები

CYP2C19-სა და CYP3A4-ზე მოქმედ ფერმენტის ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hipericum perforatum), შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ლანსოპრაზოლის პლაზმური კონცენტრაცია.

სხვა

მეტოტრექსატი:

მეტოტრექსატის მაღალ დოზასთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ან გახანგრძლივდეს შრატში მეტოტრექსატის ან/და მისი მეტაბოლიტების დონე, რაც შეიძლება იწვევდეს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.

ამიტომ, მეტოტრექსატის მაღალი დოზის გამოყენებისას, უნდა იქნას განხილული ლანსოპრაზოლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა.

სუკრალფატი/ანტაციდები:

სუკრალფატი/ანტაციდები შეიძლება ამცირებდეს ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობას. შესაბამისად, ლანსოპრაზოლის მიღება უნდა მოხდეს ამ პრეპარატების მიღებიდან სულ მცირე 1 საათის შემდეგ.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები:

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების შემსწავლელი ფორმალური კვლევები არ ჩატარებულა, ლანსოპრაზოლის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზა

ადამიანებში ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ არსებობს

(თუმცა მწვავე ტოქსიკურობა სავარაუდოდ დაბალია) და შესაბამისად მკურნალობის

ინსტრუქციებიც უცნობია. მაგრამ, კვლევებში ლანსოპრაზოლის პერორალური დღიური დოზის 180მგ-მდე და ინტრავენური დოზის 90მგ-მდე გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები არ გამოვლენილა.

ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფი ~არასასურველი მოვლენები~.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. ლანსოპრაზოლი მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

თითო კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს, დამხმარე ნივთიერების სახით - კრისტალიზირებულ საქაროზას; საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171), ლურჯ პატენტირებულ V-ს (E131), რკინის წითელ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

შენახვის პირობები

შეინახეთ 25◦C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გაცემის პირობები:

პვქ/ტე/პვდქ-ალ ბლისტერი, ბლისტერულ შეფუთვაში 14 და 28 კაფსულა ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროპელეტით, 14 კაფსულა თითო ბლისტერში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სხვა სამკურნალწამლო ფორმები:

ლანსობელი 15 მგ გასტრორეზისტენტური კაფსულა: გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ - ალ, 28 (2x14) გასტრორეზისტენტური კაფსულა მუყაოს შეფუთვებში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

ათქ კოდი: A02BC03

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ლანსოპრაზოლი არის კუჭის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. კუჭის პარიესულ უჯრედებში H+/K+ატფ-აზას ინჰიბირების გზით ის თრგუნავს კუჭის მჟავას ფორმირების ბოლო სტადიას. ინჰიბირება არის დოზადამოკიდებული და შექცევადი, მისი ეფექტი ვრცელდება კუჭის მჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციაზე. ლანსოპრაზოლი კონცენტრირდება პარიესულ უჯრედებში და აქტიურდება მათ მჟავე გარემოში, ამასთან პრეპარატი რეაქციაში შედის H+/K+ატფ-აზას სულფჰიდრულ ჯგუფთან, რაც იწვევს ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას.

გავლენა კუჭის მჟავას სეკრეციაზე:

ლანსოპრაზოლი არის პარიესული უჯრედების პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ლანსოპრაზოლი არის ორი აქტიური ენანტიომერის რაცემატი, რომლებიც პარიესული უჯრედების მჟავა გარემოში ბიოტრანსფორმირდება აქტიურ ფორმად. იმის გამო, რომ ლანსოპრაზოლი სწრაფად ინაქტივირდება კუჭის მჟავას მიერ, სისტემური აბსორბციისთვის ის მიიღება პერორალურად ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ფორმით(ფორმებით).

შეწოვა და განაწილება

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ლანსოპრაზოლი ავლენს მაღალ (80-90%) ბიოშეღწევადობას. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1.5-2.0 საათში. საკვების მიღება ამცირებს ლანსოპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს და დაახლოებით 50%-ით ამცირებს ბიოშეღწევადობას. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 97%-ს.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

ლანსოპრაზოლი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში, მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად. ლანსოპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად კატალიზდება ფერმენტით CYP2C19. მეტაბოლიზმში ასევე მონაწილეობს ფერმენტი CYP3A4. ჯანმრთელ პირებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღებისას პლაზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ჯანმრთელ პირებში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ აკუმულაციის მტკიცებულება არ არსებობს. პლაზმაში აღმოჩენილია ლანსოპრაზოლის სულფონის, სულფიდის და 5-ჰიდროქსილის წარმოებულები. აღნიშნულ მეტაბოლიტებს არ აქვთ ან აქვთ ძალიან სუსტი ანტისეკრეტორული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის კლირენსი მცირდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 50-100%-ით. ხანდაზმულ პაციენტებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია არ არის გაზრდილი.

ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში

1-17 წლის ასაკის ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის შეფასებით დადგენილია, რომ პრეპარატის ექსპოზიცია არის მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი, პრეპარატის გამოყენებისას დოზით 15 მგ 30 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში და დოზით 30 მგ 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში. 17 მგ/სხეულის ზედაპირის მ2 ან 1 მგ/სხეულის მასის კგ-ზე დოზის კვლევებმა ასევე გამოავლინა ლანსოპრაზოლის შედარებითი ექსპოზიცია 2-3 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით.

მოზრდილებთან შედარებით, ლანსოპრაზოლის უფრო მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა 2-3 თვემდე ასაკის ჩვილებში 1,0 მგ/კგ და 0,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ერთჯერადი დოზის გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის დროს

ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია გაორმაგებულია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევებით და გაცილებით მომატებულია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევით.

CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორები

CYP2C19 ექვემდებარება გენეტიკურ პოლიმორფიზმს და ვლინდება პოპულაციის 2-6%-ში, მათ ეწოდებათ სუსტი მეტაბოლიზატორები, ისინი არიან მუტანტური CYP2C19 ალელური ჰომოზიგოტები და შესაბამისად არ გააჩნიათ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი. ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია რამდენიმეჯერ უფრო მაღალია სუსტი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, ვიდრე აქტიური მეტაბოლიზატორების შემთხვევაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლანსობელი 30 მგ

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროპელეტი კაფსულაში

შემადგენლობა:

თითო კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს, დამხმარე ნივთიერების სახით - კრისტალიზირებულ საქაროზას; საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171), ლურჯ პატენტირებულ V-ს (E131), რკინის წითელ ოქსიდს (E172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

ათქ კოდი: A02BC03

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ლანსოპრაზოლი არის კუჭის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. კუჭის პარიესულ უჯრედებში H+/K+ატფ-აზას ინჰიბირების გზით ის თრგუნავს კუჭის მჟავას ფორმირების ბოლო სტადიას. ინჰიბირება არის დოზადამოკიდებული და შექცევადი, მისი ეფექტი ვრცელდება კუჭის მჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციაზე. ლანსოპრაზოლი კონცენტრირდება პარიესულ უჯრედებში და აქტიურდება მათ მჟავე გარემოში, ამასთან პრეპარატი რეაქციაში შედის H+/K+ატფ-აზას სულფჰიდრულ ჯგუფთან, რაც იწვევს ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას.

გავლენა კუჭის მჟავას სეკრეციაზე:

ლანსოპრაზოლი არის პარიესული უჯრედების პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ლანსოპრაზოლი არის ორი აქტიური ენანტიომერის რაცემატი, რომლებიც პარიესული უჯრედების მჟავა გარემოში ბიოტრანსფორმირდება აქტიურ ფორმად. იმის გამო, რომ ლანსოპრაზოლი სწრაფად ინაქტივირდება კუჭის მჟავას მიერ, სისტემური აბსორბციისთვის ის მიიღება პერორალურად ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ფორმით(ფორმებით).

შეწოვა და განაწილება

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ლანსოპრაზოლი ავლენს მაღალ (80-90%) ბიოშეღწევადობას. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1.5-2.0 საათში. საკვების მიღება ამცირებს ლანსოპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს და დაახლოებით 50%-ით ამცირებს ბიოშეღწევადობას. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 97%-ს.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

ლანსოპრაზოლი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში, მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად. ლანსოპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად კატალიზდება ფერმენტით CYP2C19. მეტაბოლიზმში ასევე მონაწილეობს ფერმენტი CYP3A4. ჯანმრთელ პირებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღებისას პლაზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ჯანმრთელ პირებში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ აკუმულაციის მტკიცებულება არ არსებობს. პლაზმაში აღმოჩენილია ლანსოპრაზოლის სულფონის, სულფიდის და 5-ჰიდროქსილის წარმოებულები. აღნიშნულ მეტაბოლიტებს არ აქვთ ან აქვთ ძალიან სუსტი ანტისეკრეტორული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის კლირენსი მცირდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 50-100%-ით. ხანდაზმულ პაციენტებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია არ არის გაზრდილი.

ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში

1-17 წლის ასაკის ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის შეფასებით დადგენილია, რომ პრეპარატის ექსპოზიცია არის მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი, პრეპარატის გამოყენებისას დოზით 15 მგ 30 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში და დოზით 30 მგ 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში. 17 მგ/სხეულის ზედაპირის მ2 ან 1 მგ/სხეულის მასის კგ-ზე დოზის კვლევებმა ასევე გამოავლინა ლანსოპრაზოლის შედარებითი ექსპოზიცია 2-3 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით.

მოზრდილებთან შედარებით, ლანსოპრაზოლის უფრო მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა 2-3 თვემდე ასაკის ჩვილებში 1,0 მგ/კგ და 0,5 მგ/სხეულის მასის კგ-ზე ერთჯერადი დოზის გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის დროს

ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია გაორმაგებულია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევებით და გაცილებით მომატებულია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევით.

CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორები

CYP2C19 ექვემდებარება გენეტიკურ პოლიმორფიზმს და ვლინდება პოპულაციის 2-6%-ში, მათ ეწოდებათ სუსტი მეტაბოლიზატორები, ისინი არიან მუტანტური CYP2C19 ალელური ჰომოზიგოტები და შესაბამისად არ გააჩნიათ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი. ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია რამდენიმეჯერ უფრო მაღალია სუსტი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, ვიდრე აქტიური მეტაბოლიზატორების შემთხვევაში.

ჩვენება და გამოყენება:

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა

რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკა

Helicobacter pylori-ის (H. pylori) ერადიკაცია H. pylori-სთან დაკავშირებული წყლულის სამკურნალო შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი ~დოზირება და მიღების წესი~), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა

სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

დოზირება

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება გრძელდება იგივე დოზით მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის მკურნალობა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივ, წყლული ხორცდება 4 კვირაში, მაგრამ პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს იგივე დოზით მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს ეზოფაგიტი:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს იგივე დოზით მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკა:

15 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 30 მგ-მდე.

Helicobacter pylori-ის ერადიკაცია:

შესაფერისი კომბინირებული თერაპიის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბაქტერიულ რეზისტენდობასთან დაკავშირებით ადგილობრივი ოფიციალური მეთოდოლოგიური პრინციპები, მკურნალობის ხანგრძლივობა (უმრავლეს შემთხვევაში 7 დღე, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენება.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ ლანსობელს ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული კომბინაციით:

კლარითრომიცინი 250-500 მგ ორჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ ორჯერ დღეში

კლარითრომიცინი 250 მგ ორჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ ორჯერ დღეში

H. pylori-ის 90%-მდე ერადიკაციის სიხშირე გამოვლინდა კლარითრომიცინის კომბინირებით ლანსოპრაზოლთან და ამოქსიცილინთან ან მეტრონიდაზოლთან ერთად.

ერადიკაციის წარმატებული მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ, რეინფექციის რისკი დაბალია და შესაბამისად რეციდივი ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე შეფასდა რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს 30 მგ ლანსოპრაზოლს ორჯერ დღეში, 1 გ ამოქსიცილინს ორჯერ დღეში და 400-500 მგ მეტრონიდაზოლს ორჯერ დღეში. ამ კომბინაციის გამოყენებისას გამოვლინდა ერადიკაციის უფრო დაბალი სიხშირე, იმ რეჟიმთან შედარებით, რომელშიც ჩართულია კლარითრომიცინი. ეს რეჟიმი შეიძლება მოსახერხებელი იყოს მათთვის, ვინც ვერ ღებულობს კლარითრომიცინს, როგორც ერადიკაციის თერაპიის ნაწილს, როდესაც მეტრონიდაზოლის მიმართ ადგილობრივი რეზისტენტობის სიხშირე დაბალია.

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით:

30 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 4 კვირის განმავლობაში. რისკის ჯგუფის ან ძნელად შეხორცებადი წყლულების მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ან/და უფრო მაღალი დოზების გამოყენება.

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში (როგორიცაა ასაკი 65 წელს ზემოთ ან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ანამნეზში), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით:

15 მგ ერთხელ დღეში. თუ მკურნალობა არაეფექტიანია, საჭიროა 30 მგ-ის დღეში ერთხელ გამოყენება.

სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს ან 30 მგ-ს დღეში. სიმპტომების შემსუბუქება აღინიშნება სწრაფად. განიხილება დოზის ინდივიდუალური შერჩევა. თუ სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნა 4 კვირის განმავლობაში დღიური დოზით 30 მგ, რეკომენდებულია შემდგომი გამოკვლევის ჩატარება.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება ინდივიდუალურად დაკორექტირდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიც საჭიროა. გამოიყენება 180 მგ-მდე დღიური დოზები. თუ საჭიროა დღეში 120 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება, ის უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 50%-ით (იხ. პარაგრაფები ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~ და ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~).

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმულებში ლანსოპრაზოლის დაქვეითებული კლირენსის გამო ინდივიდუალური ჩვენების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება. არგუმენტირებული კლინიკური ჩვენების გარეშე, ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

პედიატრიული პოპულაცია:

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო ბავშვებში ლანსობელის გამოყენება რეკომენდებული არ არის (ასევე, იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). დაუშვებელია 1 წლამდე ასაკის პატარა ბავშვების მკურნალობა, რადგან არსებული მონაცემებით არ არის ნაჩვენები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობის დადებითი ეფექტი.

მიღების წესი

ოპტიმალური ეფექტისთვის, ლანსობელის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში დილით, გარდა H. pylori-ის ერადიკაციისთვის გამოყენების შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მიიღება ორჯერ დღეში, ერთხელ - დილით და ერთხელ - საღამოს. ლანსობელის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე (იხ. პარაგრაფო ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). კაფსულები უნდა იქნას მიღებული მთლიანად, სითხესთან ერთად.

პაციენტები ყლაპვის გაძნელებით; კვლევებით და კლინიკური პრაქტიკით რეკომენდებულია კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა მცირე რაოდენობის წყალში, ვაშლის/ტომატის წვენში ან მცირე რაოდენობის მსუბუქ საკვებში (მაგალითად, იოგურტში, ვაშლის პიურეში) მიღების გასაადვილებლად.

ასევე, შეიძლება კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა 40 მლ ვაშლის წვენში ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით შესაყვანად (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). სუსპენზიის ან ნარევის მომზადების შემდეგ სამედიცინო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია პარაგრაფში ~დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი~.

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:

როგორც წყლულის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობის შემთხვევაში, ლანსოპრაზოლის გამოყენებით კუჭის წყლულის მკურნალობისას უნდა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე, რადგან ლანსოპრაზოლს შეუძლია სიმპტომების შენიღბვა და დიაგნოზის დაგვიანება.

როგორც პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორს (პტი), ლანსოპრაზოლს შეუძლია გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების რისკი, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, Clostridium difficile.

რეკომენდებული არ არის ლანსოპრაზოლის კომბინირება აივ პროთეაზის ინჰიბიტორებთან, რომლებისთვისაც აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის მჟავას pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები~). თუ შეუძლებელია ლანსოპრაზოლის აივ პროთეაზის ინჰიბიტორებთან კომბინაციის თავიდან აცილება, რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პროტონული ტუმბოს ისეთი ინჰიბიტორებით, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, სულ მცირე სამი თვის, და უმრავლეს შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში, აღინიშნა მძიმე ჰიპომაგნიემია. შეიძლება განვითარდეს ჰიპომაგნიემიის ისეთი სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, მაგრამ ისინი შეიძლება დაიწყოს აშკარა სიმპტომების გარეშე და იყოს შეუმჩნეველი. დაავადებული პაციენტების უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია გამოსწორდა მაგნიუმის ჩანაცვლების და პტი-ით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტებში, ვისთვისაც მოსალოდნელია ხანგრძლივი მკურნალობა ან ვინც ღებულობს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ჰიპომაგნიემიის გამომწვევ პრეპარატებთან (მაგალითად, დიურეზულებთან) ერთად, სამედიცინო მუშაკმა უნდა განახორციელოს მაგნიუმის დონის გაზომვა პტი-ით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.

ქრომოგრანინი A-ს (CgA) მომატებულ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევაზე. აღნიშნული გავლენის თავიდან ასაცილებლად, ლანსობელით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს ანალიზის ჩატარებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე (იხ. პარაგრაფი 5.1). თუ CgA-ს და გასტრინის დონეები არ დაუბრუნდება საწყის დიაპაზონს ანალიზის დაწყების შემდეგ, ის უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

მჟავასუპრესიული პრეპარატებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე წელი) ყოველდღიურმა მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) შეწოვის დარღვევამდე, რაც გამოწვეულია ჰიპო- ან აქლორჰიდრიით. ციანოკობალამინის უკმარისობა უნდა იქნას მიღებული მხედველობაში პაციენტებში ზოლინგერ-ელისონის სინდრომით და ჰიპერსეკრეციის სხვა პათოლოგიური მდგომარეობებით, რომლებიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, ხანგრძლივი თერაპიის შედეგად ორგანიზმში ვიტამინი B12-ის მარაგის დაქვეითების ან ვიტამინი B12-ის დონის შემცირების რისკის ფაქტორების მქონე პირებში (როგორიცაა ხანდაზმულები) ან შესაბამისი კლინიკური სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში.

ლანსოპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები ~დოზირება და მიღების წესი~ და ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~).

ლანსოპრაზოლით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის შემცირებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭში ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლანსოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება მცირედიდ გაზარდოს კუჭ-ნაწლავური ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella და Campylobacter.

გასტრო-დუოდენური წყლულების მქონე პაციენტებში H. Pylori-ის ინფექცია უნდა იქნას განხილული შესაძლო ეტიოლოგიურ ფაქტორად.

H. Pylori-ის ერადიკაციისთვის ლანსოპრაზოლის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენების დროს, საჭიროა ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინება.

1 წელზე მეტი დროის განმავლობაში შემანარჩუნებელი თერაპიის უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემების გამო პაციენტებს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობის კონტროლი და რისკის/სარგებლის გულდასმით შეფასება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლანსოპრაზოლს, დაფიქსირდა კოლიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები. შესაბამისად, მძიმე ან/და ხანგრძლივი ფაღარათის შემთხვევაში, უნდა იქნას განხილული მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

გარდა პაციენტებისა, რომლებსაც უტარდებათ H. Pylori-ის ინფექციის ერადიკაციის მკურნალობა, დიარეის შენარჩუნების შემთხვევაში ლანსოპრაზოლის მიღება უნდა შეწყდეს, მიკროსკოპული კოლიტის შესაძლებლობის გამო კოლაგენული ბოჭკოების გასქელებით ან ანთებითი უჯრედების ინფილტრაციით, რაც აღინიშნა მსხვილი ნაწლავის ლორწოსქვეშა გარსში. უმრავლეს შემთხვევაში, მიკროსკოპული კოლიტის სიმპტომები ქრება ლანსოპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პეპტიური წყლულის პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი მკურნალობა აასს-ით, უნდა იქნას შეზღუდული მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (მაგალითად, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, პერფორაცია ან წყლული ანამნეზში, ხანდაზმული ასაკი, ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოების მხრივ გვერდითი რეაქციების რისკს [მაგალითად, კორტიკოსტეროიდები ან ანტიკოაგულანტები], სერიოზული თანმხლები ფაქტორების არსებობა ან აასს-ის მაქსიმალური რეკომენდებული დოზების ხანგრძლივი გამოყენება).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (>1 წელი) გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის ძვლების მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში ან სხვა არსებული რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. დაკვირვებითი კვლევებით დადგენილია, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს შეუძლია გაზარდოს მოტეხილობების საერთი რისკი 10-40%-ით. ეს რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რისკის ფაქტორებით. ოსტეოპოროზის რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის აუცილებელია მეთვალყურეობა მიმდინარე კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება.

ქვემწვავე კანის წითელი მგლურა (SCLE)

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია ქვემწვავე კანის წითელი მგლურას ძალიან იშვიათ შემთხვევებთან. დაზიანებების, განსაკუთრებით კანზე მზის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული უბნების გამოვლენის შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ართრალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებისთვის და სამედიცინო მუშაკმა უნდა განიხილოს ლანსოპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ფონზე განვითარებულმა ქვემწვავე კანის წითელმა მგლურამ შეიძლება გაზარდოს ქვემწვავე კანის წითელი მგლურას რისკი პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებით (იხ. პარაგრაფი ~არასასურველი მოვლენები~).

გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე

ქრომოგრანინი A-ს (CgA) მომატებულ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევაზე. აღნიშნული გავლენის თავიდან ასაცილებლად, ლანსოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს ანალიზის ჩატარებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოდინამიკური თვისებები~). თუ CgA-ს და გასტრინის დონეები არ დაუბრუნდება საწყის დიაპაზონს ანალიზის დაწყების შემდეგ, ის უნდა განმეორდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.

ლანსობელი შეიცავს საქაროზას, ამიტომ მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობით.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში:

ორსულობა:

ორსეულებში ლანსოპრაზოლის გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ მავნე ზემოქმედას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე.

შესაბამისად, ორსულობის პერიოდში ლანსოპრაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ძუძუთი კვება:

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ლანსოპრაზოლი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგენილია ლანსოპრაზოლის გამოყოფა რძეში.

გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ ან ლანსოპრაზოლით მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის ლანსოპრაზოლით მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა:

ადამიანებში ფერტილობაზე ლანსოპრაზოლის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არის. მაკე ვირთაგვებსა და ბოცვრებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებით არ არის გამოვლენილი ლანსოპრაზოლთან დაკავშირებული ზიანი ფერტილობაზე.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

შეიძლება განვითარდეს გვერდითი სამკურნალწამლო რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევები და ძილიანობა (იხ. პარაგრაფი ~არასასურველი მოვლენები~). ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში რეაქციის უნარი შეიძლება შემცირდეს.

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:

სიხშირე განისაზღვრება, როგორც ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1,000, <1/100); იშვიათი (>1/10,000, <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია*, ეოზინოფილია, ლეიკოპენია*

ანემია

აგრანულოციტოზი*, პანციტოპენია*

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური შოკი*

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპომაგნიემია*, ჰიპომაგნიემია* იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~

ჰიპოკალციამია*, ჰიპოკალიემია*

ფსიქიკური აშლილობა

დეპრესია

უძილობა, ჰალუცინაცია, დაბნეულობა

მხედველობითი ჰალუცინაციები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

მოუსვენრობა, ვერტიგო, პარესთეზია, ძილიანობა, ტრემორი

დარღვევები თვალის მხრივ

მხედველობითი დარღვევები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება, გულისრევა, დიარეა, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, მეტეორიზმი, პირ-ხახის სიმშრალე, კუჭის პოლიპები (მსუბუქი ფორმით)

გლოსიტი, ეზოფაგის კანდიდოზი, პანკრეატიტი, გემოს დარღვევა

კოლიტი*, სტომატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ჰეპატიტი, სიყვითლე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი

პეტექია, პურპურა, თმის ცვენა, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*

ქვემწვავე კანის წითელი მგლურა* (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~)

სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)*

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია, მიალგია, ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის ძვლების მოტეხილობა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~)

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (შესაძლო პროგრესირებით თირკმლის უკმარისობამდე)

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

დაღლილობა

შეშუპება

ცხელება, ჰიპერჰიდროზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანორექსია, იმპოტენცია

ლაბორატორიული კვლევები

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციების გაზრდა, ჰიპონატრიემია

  • პოსტმარკეტინგული შემთხვევები

† ჰიპოკალციემია და/ან ჰიპოკალიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნიემიის გამოვლენასთან.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ არასასურველ მოვლენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ლანსოპრაზოლის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

სამკურნალო საშუალებები, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია pH-ზე

ლანსოპრაზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვაზე, რომელთა პერორალური ბიოშეღწევადობისთვის მნიშვნელოვანია კუჭის pH.

აივ პროთეაზას ინჰიბიტორები:

რეკომენდებული არ არის ლანსოპრაზოლის კომბინირება აივ პროთეაზას ინჰიბიტორებთან, რომლებისთვისაც აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის მჟავას pH-ზე, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~).

კვლევით ნაჩვენებია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ლანსოპრაზოლის (60 მგ ერთხელ დღეში) 400 მგ ატაზანავირთან ერთდროულად გამოყენება იწვევს ატაზანავირის ექსპოზიციის მნიშვნელოვან შემცირებას (AUC და Cmax დაახლოებით 90%-იანი შემცირება).

კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი:

კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვა ძლიერდება კუჭის მჟავის არსებობით. ლანსოპრაზოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის სუბთერაპიული კონცენტრაციები, რის გამოც საჭიროა ამ კომბინაციისგან თავის შეკავება.

დიგოქსინი:

ლანსოპრაზოლისა და დიგოქსინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში დიგოქსინის დონის გაზრდა. შესაბამისად, საჭიროა პლაზმაში დიგოქსინის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, დიგოქსინის დოზის კორექტირება ლანსოპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და დასრულებისას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება ფერმენტით P450

ლანსოპრაზოლმა შესაძლოა გაზარდოს ისეთი სამკურნალო საშუალებების პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ლანსოპრაზოლის გამოყენებისას პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტით და აქვს ვიწრო თერაპიული ფანჯრის ეფექტი.

ვარფარინი:

60 მგ ლანსოპრაზოლის და ვარფარინის ერთდროულად გამოყენება არ ცვლის ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას და სნთ-ს.

არსებობს ცნობები სნთ-ის და პროთრომბინული დროის გაზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ პტი-ს და ვარფარინს. სნთ-ის და პროთრომბინული დროის გაზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს პათოლოგიურ სისხლდენამდე და სიკვდილამდეც კი. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები მკურნალობა ლანსოპრაზოლით და ვარფარინით, შეიძლება საჭირო იყოს მონიტორინგი სნთ-ის და პროთრომბინული დროის გაზრდის თვალსაზრისით.

თეოფილინი:

ლანსოპრაზოლი ამცირებს თეოფილინის პლაზმურ კონცენტრაციას, რის გამოც შესაძლებელია ამ დოზის მოსალოდნელი კლინიკური ეფექტის შემცირება. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ლანსოპრაზოლის თეოფილინთან კომბინირებული მიღების შემთხვევაში.

ტაკროლიმუსი:

ლანსოპრაზოლის ერთდროულად გამოყენება ზრდის ტაკროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას (CYP3A და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი). ლანსოპრაზოლის ექსპოზიციამ გაზარდა ტაკროლიმუსის საშუალო ექსპოზიცია 81%-მდე. რეკომენდებულია ტაკროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი ლანსოპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და დასრულებისას.

P-გლიკოპროტეინით ტრანსპორტირებადი პრეპარატები

in-vitro კვლევებში აღინიშნა, რომ ლანსოპრაზოლი აინჰიბირებს სატრანსპორტო ცილას P-გლიკოპროტეინს (P-gp). აღნიშნულის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება ლანსოპრაზოლზე

CYP2C19-ის ინჰიბიტორები

ფლუვოქსამინი:

ლანსოპრაზოლის და CYP2C19-ის ინჰიბიტორის ფლუვოქსამინის ერთდროულად გამოყენებისას უნდა იქნას განხილული დოზის შემცირება. ლანსოპრაზოლის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება 4-ჯერ.

CYP2C19-ის და CYP3A4-ის ინდუქტორები

CYP2C19-სა და CYP3A4-ზე მოქმედ ფერმენტის ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hipericum perforatum), შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ლანსოპრაზოლის პლაზმური კონცენტრაცია.

სხვა

მეტოტრექსატი:

მეტოტრექსატის მაღალ დოზასთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ან გახანგრძლივდეს შრატში მეტოტრექსატის ან/და მისი მეტაბოლიტების დონე, რაც შეიძლება იწვევდეს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.

ამიტომ, მეტოტრექსატის მაღალი დოზის გამოყენებისას, უნდა იქნას განხილული ლანსოპრაზოლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა.

სუკრალფატი/ანტაციდები:

სუკრალფატი/ანტაციდები შეიძლება ამცირებდეს ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობას. შესაბამისად, ლანსოპრაზოლის მიღება უნდა მოხდეს ამ პრეპარატების მიღებიდან სულ მცირე 1 საათის შემდეგ.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები:

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების შემსწავლელი ფორმალური კვლევები არ ჩატარებულა, ლანსოპრაზოლის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება გრძელდება იგივე დოზით მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის მკურნალობა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივ, წყლული ხორცდება 4 კვირაში, მაგრამ პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს იგივე დოზით მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს ეზოფაგიტი:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს იგივე დოზით მომდევნო 4 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს ეზოფაგიტის პროფილაქტიკა:

15 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 30 მგ-მდე.

Helicobacter pylori-ის ერადიკაცია:

შესაფერისი კომბინირებული თერაპიის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბაქტერიულ რეზისტენდობასთან დაკავშირებით ადგილობრივი ოფიციალური მეთოდოლოგიური პრინციპები, მკურნალობის ხანგრძლივობა (უმრავლეს შემთხვევაში 7 დღე, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენება.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ ლანსობელს ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული კომბინაციით:

კლარითრომიცინი 250-500 მგ ორჯერ დღეში + ამოქსიცილინი 1 გ ორჯერ დღეში

კლარითრომიცინი 250 მგ ორჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ ორჯერ დღეში

H. pylori-ის 90%-მდე ერადიკაციის სიხშირე გამოვლინდა კლარითრომიცინის კომბინირებით ლანსოპრაზოლთან და ამოქსიცილინთან ან მეტრონიდაზოლთან ერთად.

ერადიკაციის წარმატებული მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ, რეინფექციის რისკი დაბალია და შესაბამისად რეციდივი ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე შეფასდა რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს 30 მგ ლანსოპრაზოლს ორჯერ დღეში, 1 გ ამოქსიცილინს ორჯერ დღეში და 400-500 მგ მეტრონიდაზოლს ორჯერ დღეში. ამ კომბინაციის გამოყენებისას გამოვლინდა ერადიკაციის უფრო დაბალი სიხშირე, იმ რეჟიმთან შედარებით, რომელშიც ჩართულია კლარითრომიცინი. ეს რეჟიმი შეიძლება მოსახერხებელი იყოს მათთვის, ვინც ვერ ღებულობს კლარითრომიცინს, როგორც ერადიკაციის თერაპიის ნაწილს, როდესაც მეტრონიდაზოლის მიმართ ადგილობრივი რეზისტენტობის სიხშირე დაბალია.

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით:

30 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც სრულად არ არიან გამოჯანმრთელებული აღნიშნულ პერიოდში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 4 კვირის განმავლობაში. რისკის ჯგუფის ან ძნელად შეხორცებადი წყლულების მქონე პაციენტებში შეიძლება მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის ან/და უფრო მაღალი დოზების გამოყენება.

აასს-თან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში (როგორიცაა ასაკი 65 წელს ზემოთ ან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ანამნეზში), რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი მკურნალობა აასს-ით:

15 მგ ერთხელ დღეში. თუ მკურნალობა არაეფექტიანია, საჭიროა 30 მგ-ის დღეში ერთხელ გამოყენება.

სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს ან 30 მგ-ს დღეში. სიმპტომების შემსუბუქება აღინიშნება სწრაფად. განიხილება დოზის ინდივიდუალური შერჩევა. თუ სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნა 4 კვირის განმავლობაში დღიური დოზით 30 მგ, რეკომენდებულია შემდგომი გამოკვლევის ჩატარება.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 60 მგ-ს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება ინდივიდუალურად დაკორექტირდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამდენიც საჭიროა. ასევე გამოიყენება 180 მგ-მდე დღიური დოზები. თუ საჭიროა დღეში 120 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება, ის უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 50%-ით (იხ. პარაგრაფები ~განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას~ და ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~).

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმულებში ლანსოპრაზოლის დაქვეითებული კლირენსის გამო ინდივიდუალური ჩვენების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება. არგუმენტირებული კლინიკური ჩვენების გარეშე, ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

გამოყენება პედიატრიაში:

შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო ბავშვებში ლანსობელის გამოყენება რეკომენდებული არ არის (ასევე, იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). დაუშვებელია 1 წლამდე ასაკის პატარა ბავშვების მკურნალობა, რადგან არსებული მონაცემებით არ არის ნაჩვენები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობის დადებითი ეფექტი.

მიღების წესი

ოპტიმალური ეფექტისთვის, ლანსობელის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში დილით, გარდა H. pylori-ის ერადიკაციისთვის გამოყენების შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატი მიიღება ორჯერ დღეში, ერთხელ - დილით და ერთხელ - საღამოს. ლანსობელის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). კაფსულები უნდა იქნას მიღებული მთლიანად, სითხესთან ერთად.

პაციენტები ყლაპვის გაძნელებით; კვლევებით და კლინიკური პრაქტიკით რეკომენდებულია კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა მცირე რაოდენობის წყალში, ვაშლის/ტომატის წვენში ან მცირე რაოდენობის მსუბუქ საკვებში (მაგალითად, იოგურტში, ვაშლის პიურეში) მიღების გასაადვილებლად.

ასევე, შეიძლება კაფსულების გახსნა და გრანულების შერევა 40 მლ ვაშლის წვენში ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით შესაყვანად (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკური თვისებები~). სუსპენზიის ან ნარევის მომზადების შემდეგ სამედიცინო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

დოზის გადაჭარბება:

ადამიანებში ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ არსებობს

(თუმცა მწვავე ტოქსიკურობა სავარაუდოდ დაბალია) და შესაბამისად მკურნალობის

ინსტრუქციებიც უცნობია. მაგრამ, კვლევებში ლანსოპრაზოლის პერორალური დღიური დოზის 180მგ-მდე და ინტრავენური დოზის 90მგ-მდე გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები არ გამოვლენილა.

ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფი ~არასასურველი მოვლენები~.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. ლანსოპრაზოლი მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25◦C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გაცემის პირობები:

პვქ/ტე/პვდქ-ალ ბლისტერი, ბლისტერულ შეფუთვაში 14 და 28 კაფსულა ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროპელეტით, 14 კაფსულა თითო ბლისტერში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სხვა სამკურნალწამლო ფორმები:

ლანსობელი 15 მგ გასტრორეზისტენტური კაფსულა: გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ - ალ, 28 (2x14) გასტრორეზისტენტური კაფსულა მუყაოს შეფუთვებში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე/თურქეთი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა