ლევოფლოქსაცინი
Levofloxacin
ხანგრძლივი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის გამო, ეს პროდუქტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფექციის სამკურნალოდ რეკომენდებული სხვა ანტიბიოტიკები არასათანადოა. ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ჩვენებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038141
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2023, მოქმედებს 18 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
- განმცხადებელი
- შპს „ინტერ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევოფლოქსაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ხანგრძლივი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის გამო, ეს პროდუქტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფექციის სამკურნალოდ რეკომენდებული სხვა ანტიბიოტიკები არასათანადოა. ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ჩვენებას. სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები არასათანადოდ ითვლება, არის:
- არსებობს რეზისტენტობა ინფექციის სამკურნალოდ რეკომენდებული სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკების მიმართ;
- სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია კონკრეტულ პაციენტში;
- სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკებმა გამოიწვია გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას;
- სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
მოზრდილებში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- არაჰოსპიტალური პნევმონია
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები / კანისა და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექცია.
- მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
- გაურთულებელი ცისტიტი
- ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და სამკურნალო მკურნალობა
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, მათ შორის ბრონქიტი.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებშიც ინტრავენური ლევოფლოქსაცინით საწყისი მკურნალობის დროს გაუმჯობესება აღინიშნა. გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები.
მიღების წესი და დოზირება
250 მგ / 24 სთ
500 მგ / 24 სთ
500 მგ /12 სთ
პირველი დოზა:
250 მგ
პირველი დოზა:
500 მგ
პირველი დოზა:
500 მგ
50-20 მლ / წთ
შემდეგ: 125 მგ/ 24 სთ
შემდეგ: 250 მგ / 24 სთ
შემდეგ:
250 მგ / 12 სთ
19 – 10 მლ/ წთ
შემდეგ: 125 მგ / 48 სთ
შემდეგ: 125 მგ / 24 სთ
შემდეგ:
125 მგ / 12 სთ
< 10 მლ / წთ
(მათ შორის ჰემოდიულიზი და ერთი CAPD სეანსი)
შემდეგ: 125 მგ / 48 სთ
შემდეგ: 125 მგ / 24 სთ
შემდეგ:
125 მგ / 24 სთ
1 ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ დამატებითი დოზები საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან ლევოფლოქსაცინი მნიშვნელოვანი რაოდენობით არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
ხანდაზმული მოსახლეობა
დოზირების კორექტირება ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის, გარდა შემთხვევებისა, როცა იგი გათვალისწინებულია თირკმელების ფუნქციის მიხედვით (ასევე გულის რითმის QT ინტერვალის გახანგრძლივების თვალსაზრისით).
პედიატრიული პოპულაცია
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
მიღების წესი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაქუცმაცების გარეშე და საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვების დროს ან კვებებს შორის. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა მიიღოთ რკინის მარილების, თუთიის მარილების, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების ან დიდანოზინის (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით) და სუკრალფატის მიღებამდე ან მიღებიდან სულ მცირე ორი საათით ადრე ან მის შემდეგ, რადგან შეიძლება შეწოვის შემცირება მოხდეს.
უკუჩვენებები
ლევოფლოქსაცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული:
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ,
- პაციენტებში ეპილეფსიით,
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების გაწყვეტა,
- ბავშვებში ან მოზარდებში,
- ორსულობის დროს,
- მეძუძურ ქალებში.
სიფრთხილის ზომები
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პროდუქტების გამოყენებისას. ამ პაციენტების ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
გახანგრძლივებული, შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები აღწერილია უკიდურესად იშვიათი შემთხვევები გახანგრძლივებული (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე), შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციებისა, რომლებიც აზიანებს სხვადასხვა, ზოგჯერ ერთდროულად მრავალ, ორგანოთა სისტემას (მათ შორის კუნთ-მყესოვან სისტემას, ნერვულ სისტემას, ფსიქიკურ სფეროსა და გრძნობათა ორგანოებს), ქინოლონებისა და ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, ასაკისა და წინასწარი რისკფაქტორების მიუხედავად. ფტორქინოლონებთან ასოცირებული გახანგრძლივებული ან შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი გვერდითი ეფექტების სიმპტომების სამკურნალოდ ეფექტურად დადგენილი ფარმაკოლოგიური მკურნალობა არ არსებობს. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, ხოლო პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პრეპარატის დამნიშნელ ექიმს შესაბამისი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სიმპტომების სათანადო გამოკვლევა და თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ექსპოზიცია, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს არასასურველი რეაქციები.
რეზისტენტობის რისკი
მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus (MRSA) დიდი ალბათობით ხასიათდება ფლუოროქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ თანმხლები რეზისტენტობით. შესაბამისად, ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული დადასტურებული ან საეჭვო MRSA ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა მიკროორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ (და MRSA ინფექციების სამკურნალოდ ჩვეულებრივ რეკომენდებული ანტიბაქტერიული საშუალებები მიჩნეულია შეუსაბამოდ). ლევოფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია მწვავე ბაქტერიული სინუსიტისა და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების სამკურნალოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფექციები ადეკვატურად არის დიაგნოსტირებული. Escherichia coli-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა — რომელიც საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული პათოგენია — განსხვავდება ევროკავშირის მასშტაბით. ექიმებმა პრეპარატის დანიშვნამდე რეკომენდებულია გაითვალისწინონ E. coli-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის ლოკალური გავრცელება. ინჰალაციური ჯილეხი: ადამიანებში გამოყენება ეფუძნება Bacillus anthracis-ის ინ ვიტრო მგრძნობელობის მონაცემებს, ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებსა და შეზღუდულ კლინიკურ მონაცემებს ადამიანებში. მკურნალმა ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ ანთრაქსის მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული და/ან საერთაშორისო კონსენსუს-დოკუმენტებით.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ აქილევსის მყესი), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და აღწერილია მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვემდე პერიოდშიც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სოლიდური ორგანოების გადანერგვის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ 1000 მგ ლევოფლოქსაცინის დღიურ დოზას და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების თანმხლები გამოყენება. ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება), ლევოფლოქსაცინის ტაბლეტით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი. დაზიანებული კიდური(ები) უნდა იქნას სათანადოდ დამუშავებული (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გამოვლინდება ტენდინოპათიის ნიშნები.
მიოკლონუსი
მიოკლონუსის შემთხვევები დაფიქსირდა ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში. მიოკლონუსის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თუ ლევოფლოქსაცინის დოზა არ არის კორექტირებული კრეატინინის კლირენსის მიხედვით. ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მიოკლონუსის პირველივე გამოვლენისთანავე და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადება
დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მკურნალობიდან რამდენიმე კვირის ჩათვლით), შეიძლება იყოს Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადების (CDAD) სიმპტომი. CDAD შეიძლება იყოს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე სიმძიმის, რომლის ყველაზე მძიმე ფორმაა ფსევდომემბრანული კოლიტი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განუვითარდათ სერიოზული დიარეა. თუ CDAD არის საეჭვო ან დადასტურებული, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგ., პერორალური ვანკომიცინი). პერისტალტიკის დამთრგუნველი პროდუქტები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ სიტუაციაში.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება
ქინოლონებმა შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვების ზღურბლი და გამოიწვიონ კრუნჩხვები. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსიის ისტორია და, სხვა ქინოლონების მსგავსად, უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ეპილეფსიის მიმართ ან თანმხლები მკურნალობა აქვთ ცერებრალური კრუნჩხვების ზღურბლის დამწევი პრეპარატებით, როგორიცაა თეოფილინი. კრუნჩხვების შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტები G-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას აქტივობის ლატენტური ან ფაქტობრივი დეფექტებით შესაძლოა მიდრეკილნი იყვნენ ჰემოლიზური რეაქციებისკენ ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას, ამიტომ ლევოფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. თუ ლევოფლოქსაცინის გამოყენება აუცილებელია ამ პაციენტებში, უნდა მოხდეს ჰემოლიზის პოტენციური განვითარების მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანგიონევროზული შეშუპება ანაფილაქსიურ შოკამდე), ზოგჯერ საწყისი დოზის მიღების შემდეგ. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ ექიმს ან სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაუდებელ ზომებს.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილი როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს. დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა ეცნობოთ კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ისინი მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკვირვებულნი. თუ გამოვლინდება ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა. თუ პაციენტს ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას განუვითარდა სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა ამ პაციენტში არასდროს არ უნდა განახლდეს.
დისგლიკემია
ყველა ქინოლონის მსგავსად, სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის როგორც ჰიპოგლიკემია, ასევე ჰიპერგლიკემია, აღწერილია, როგორც წესი, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებას (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინს. ამ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის სიფრთხილით მონიტორინგი.
ფოტოსენსიბილიზაციის პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაცია ძალიან იშვიათია, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ მზის ძლიერ სხივებზე ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებზე (მაგ., მზის ნათურა, სოლარიუმი) ზედმეტად, ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგ., ვარფარინთან) კომბინაციაში მკურნალობისას კოაგულაციის ტესტების (PT / INR) შესაძლო ზრდის და/ან სისხლდენის გამო, ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი.
ფსიქოზური რეაქციები
ფსიქოზური რეაქციები დაფიქსირდა ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს რეაქციები გადაიზარდა სუიციდურ აზრებსა და თვითდაზიანების შემცველ ქცევაში - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს განუვითარდება ეს რეაქციები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქოზურ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად:
- თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი
- იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).
- არაკორეგირებული ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ., ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)
- ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QTc-გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ.
- ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ამ პოპულაციებში.
- გულის დაავადება (მაგ., გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
პერიფერიული ნეიროპათია
ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღინიშნა სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უნდა ურჩიონ, მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე, ძირითადად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ძირითადი დაავადებები, მაგალითად, სეფსისი. პაციენტებს უნდა ეცნობოთ მკურნალობის შეწყვეტის და ექიმთან კონსულტაციის შესახებ, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან აბდომინალური ტკივილი.
მიასთენია გრავისი გამწვავება
ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, აქვთ ნერვკუნთოვანი ბლოკადის აქტივობა და შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დარეგისტრირდა შემდგომი სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის სიკვდილიანობა და რესპირატორული მხარდაჭერის საჭიროება, დაკავშირებულია ფტორქინოლონების გამოყენებასთან მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. ლევოფლოქსაცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მიასთენია გრავისის ცნობილი ისტორიის მქონე პაციენტებში.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაქვეითების ან თვალებზე რაიმე ზემოქმედების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. თუ თერაპიის დროს სუპერინფექცია განვითარდა, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში შარდში ოპიატების სკრინინგმა შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები გამოიღოს. შესაძლოა საჭირო გახდეს ოპიატების სკრინინგის დადებითი შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიკური მეთოდით. ლევოფლოქსაცინმა შეიძლება შეაფერხოს Mycobacterium tuberculosis-ის ზრდა და, შესაბამისად, ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოზის დროს შეიძლება ცრუ უარყოფითი შედეგები გამოიღოს.
აორტის ანევრიზმა და დისექცია, და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა
ეპიდემიოლოგიური კვლევები აორტის ანევრიზმისა და დისექციის მომატებულ რისკს აღნიშნავს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტისა და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის გაზრდილ რისკს ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ფატალური შემთხვევებით), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები.
ამიტომ, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასებისა და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების დადებითი ოჯახური ისტორია, ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული აორტის ანევრიზმის და/ან აორტის დისექციის, ან გულის სარქვლის დაავადების დიაგნოზი, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან წინასწარი განწყობის მქონე მდგომარეობების არსებობისას
- როგორც აორტის ანევრიზმისა და დისექციის, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის დროს (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან სისხლძარღვოვანი ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან დამატებით
- აორტის ანევრიზმისა და დისექციის დროს (მაგ., სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შეგრენის სინდრომი) ან დამატებით
- გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის დროს (მაგ., ინფექციური ენდოკარდიტი).
აორტის ანევრიზმისა და დისექციის, ასევე მისი გახეთქვის რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს მწვავე ქოშინის, გულისცემის ახალი აჩქარების ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაშიც.
მწვავე პანკრეატიტი
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინს, შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე პანკრეატიტი. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულისრევა, სისუსტე, აბდომინალური დისკომფორტი, მუცლის მწვავე ტკივილი ან ღებინება, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო შეფასება. მწვავე პანკრეატიტის ეჭვის შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს; თუ მწვავე პანკრეატიტი დადასტურდა, ლევოფლოქსაცინის მიღება აღარ უნდა განახლდეს. სიფრთხილეა საჭირო პანკრეატიტის ისტორიის მქონე პაციენტებში.
სისხლის მხრივ დარღვევები
ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის უკმარისობა, მათ შორის ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია ან აგრანულოციტოზი. თუ სისხლის დარღვევებზე ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს სისხლის ანალიზის მონიტორინგი. პათოლოგიური შედეგების შემთხვევაში, უნდა განიხილონ ლევოფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებზე:
რკინის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი
ლევოფლოქსაცინის შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც რკინის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით) მიიღება ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებთან ერთად. ფტორქინოლონების და თუთიის შემცველი მულტივიტამინების ერთდროული მიღება ამცირებს მათ პერორალურ შეწოვას. რეკომენდებულია, რომ ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კათიონების შემცველი პრეპარატები, როგორიცაა რკინის მარილები, თუთიის მარილები, ან მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით) არ მიიღოთ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მის შემდეგ. კალციუმის მარილებს მინიმალური გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის პერორალურ შეწოვაზე.
სუკრალფატი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან ერთად მიღებისას. თუ პაციენტი ერთდროულად მიიღებს სუკრალფატს და ლევოფლოქსაცინს, უმჯობესია სუკრალფატი მიიღოთ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
კლინიკურ კვლევაში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან არ დაფიქსირებულა. თუმცა, ცერებრალური კრუნჩხვების ზღურბლის მკვეთრი შემცირება შეიძლება მოხდეს, როდესაც ქინოლონები ერთდროულად მიიღება თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან სხვა აგენტებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია დაახლოებით 13%-ით მაღალი იყო ფენბუფენის თანაარსებობისას, ვიდრე ცალკე მიღებისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლის კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24%) და პრობენეციდით (34%). ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე პრეპარატს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის დაბლოკვა. თუმცა, კვლევაში შემოწმებული დოზებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვან კინეტიკურ განსხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა არ ექნება.
სიფრთხილეა საჭირო ლევოფლოქსაცინის ერთდროულად მიღებისას მილაკოვანი თირკმლის სეკრეციაზე მოქმედ პრეპარატებთან, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ იცვლება, როდესაც ლევოფლოქსაცინი ერთდროულად ინიშნება შემდეგ პრეპარატებთან: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი და რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე
ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას 33%-ით გაიზარდა.
ვიტამინ K-ის ანტაგონისტები
ლევოფლოქსაცინის ვიტამინ K-ის ანტაგონისტებთან (მაგალითად, ვარფარინთან) ერთდროული გამოყენებისას აღწერილია კოაგულაციური ტესტების (PT/INR) მომატება და/ან სისხლდენა, რომელიც შესაძლოა მძიმე ხასიათის იყოს. შესაბამისად, ვიტამინ K-ის ანტაგონისტებით მკურნალ პაციენტებში აუცილებელია კოაგულაციური პარამეტრების მონიტორინგი.
QT ინტერვალის გახანგრძლივების უნარის მქონე პრეპარატები ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთაც ახასიათებთ QT ინტერვალის გახანგრძლივება (მაგალითად, IA და III კლასის ანტარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიპსიქოტიკური პრეპარატები).
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში დადგინდა, რომ ლევოფლოქსაცინი არ ახდენს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას (რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის საკვლევ სუბსტრატს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2-ის ინჰიბიტორი.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საკვები საკვებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. შესაბამისად, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლევოფლოქსაცინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. თუმცა, ადამიანებზე ჩატარებული კვლევების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემების გამო, რომლებიც მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის მზიდი ხრტილის დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში.
ძუძუთი კვება
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ; თუმცა, სხვა ფტორქინოლონები გამოიყოფა დედის რძეში. ადამიანებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემების გამო, რომლებიც მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის მზიდი ხრტილის დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.
ფერტილობა
ლევოფლოქსაცინმა ვირთაგვებში არ გამოიწვია ნაყოფიერების ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებს აქვთ მცირე ან საშუალო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტმა (მაგ., თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) შეიძლება შეაფერხოს პაციენტის კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი და, შესაბამისად, შეიძლება
წარმოადგენდეს რისკს იმ სიტუაციებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ., ავტომობილის მართვა ან მექანიზმების მართვა).
შეფუთვა:
10 ტაბლეტი თითოეულ ALU-PVC ბლისტერზე, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, ≤1/100), იშვიათი (≥1/10000, ≤1/1000), ძალიან იშვიათი (≤1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემური კლასი
ხშირი
(≥1/100 to <1/10 )
არახშირი
(≥1/1,000 to <1/100)
იშვიათი (≥1/10,000 to <1/1,000)
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
ინფექციები და ინვაზიები
სოკოვანი ინფექცია, მათ შორის კანდიდას ინფექცია
პათოგენის მიმართ რეზისტენტობა
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევა
ლეიკოპენია
ეოზინოფილია
თრომბოციტო
პენია
ნეიტროპენია
ძვლის ტვინის ფუნქციის უკმარისობა, მათ შორის აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ანგიონევროზული შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსიური შოკიa
ანაფილაქტოიდურიa შოკი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ანორექსია
ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში; ჰიპოგლიკემიური კომა.
ჰიპერგლიკემია
ფსიქიატრიული დარღვევები *
ინსომნია
შფოთვა
კონფუზიური მდგომარეობა
ნერვიულობა
ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით)
დეპრესია
აჟიტაცია
პათოლოგიური სიზმრები
ღამის
კოშმარები
ფსიქოზური აშლილობები თვითდაზიანების ქცევით, მათ შორის სუიციდური იდეებით ან სუიციდის მცდელობით
მანია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები*
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ძილიანობა
ტრემორი
დისგევზია
პარესთეზია
კონვულსია
მეხსიერების დარღვევა
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია
პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია
პაროსმია, მათ შორის ანოსმია
დისკინეზია
ექსტრაპირამიდული აშლილობა
აგევზია სინკოპე
კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია
მიოკლონუსი
თვალის მხრივ დარღვევები *
მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა
მხედველობის დროებითი დაკარგვა
უვეიტი
ყურისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევები *
თავბრუსხვევა
ტინიტუსი
სმენის დაკარგვა,
სმენის დარღვევა
გულის მხრივ დარღვევები **
ტაქიკარდია, პალპიტაცია
პარკუჭოვანი
ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება.
პარკუჭოვანი არითმია და ტორსადე დე პოინტი (უპირატესად აღინიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში)
ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივე
ბა
სისხლძარღვების დაავადებები**
ჰიპოტენზია
რესპირასტორული, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
დისპნოე
ბრონქოსპაზმი
ალერგიული პნევმონიტი
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დიარეა
ღებინება
გულისრევა
მუცლის ტკივილი
დისპეფსია
შებერილობა
ყაბზობა
პანკრეატიტი, ჰემორაგიული დიარეა, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, მათ შორის ფსევდომემბრანოზულ კოლიტზე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT)
სისხლში ბილირუბინის მომატება
სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური მწვავე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ძირითადად პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით
ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დაავადებებიb
გამონაყარი
ქავილი
ჭინჭრის ციება
ჰიპერჰიდროზი
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი სტივენს-ჯონსონის სინდრომი
მულტიფორმული ერითემა
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი
სტომატიტი
კანის ჰიპერპიგმენტაცია
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები *
ართრალგია
მიალგია
მყესების დაავადებები, მათ შორის ტენდინიტი (იხ. აქილევსის მყესი). კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება განსაკუთრებუ
ლი მნიშვნელობის იყოს მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში.
მყესის გაწყვეტა (მაგ., აქილევსის მყესი)
რაბდომიოლი
ზი
იოგის გაწყვეტა, კუნთების გაგლეჯა, ართრიტი
თირკმლის და შარდსასქესო სისტემის მხრივ დარღვევები
სისხლში კრეატინინის მომატება
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ., ინტერსტიციული ნეფრიტის გამო)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები*
ასთენია
პირექსია
ტკივილი
(მათ შორის ტკივილი ზურგის, გულმკერდის და კიდურების არეში)
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, შესაძლოა ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
b ლორწოვანი გარსისა და კანის რეაქციები შესაძლოა ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
ფტორქინოლონის მიღებასთან დაკავშირებული სხვა არასასურველი ეფექტებია: პორფირიის შეტევები პორფირიით დაავადებულ პაციენტებში
- ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, აღწერილია ხანგრძლივი (თვეებამდე ან წლამდე), ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც აზიანებს რამდენიმე, ზოგჯერ მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასს და შეგრძნებებს (მათ შორის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან, დაღლილობასთან, ფსიქიატრიულ სიმპტომებთან დაკავშირებული ნეიროპათიები, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დარღვევა, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა).
ამ გვერდითი მოვლენების ნაწილად შეიძლება განვითარდეს ფსიქიატრიული სიმპტომების სპექტრი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ძილის დარღვევით, შფოთვით, პანიკური შეტევებით, დაბნეულობით ან დეპრესიით. არ არსებობს ფარმაკოლოგიური მკურნალობა, რომელიც დადასტურებულად ეფექტურია ფტორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ინვალიდობის გამომწვევი გვერდითი მოვლენების სიმპტომების სამკურნალოდ. ამ გახანგრძლივებული, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი რეაქციების სიხშირის ზუსტად შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების გამოყენებით, მაგრამ წამლისმიერი გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშებიდან მიღებული ინფორმაციის სიხშირე მიუთითებს, რომ სიხშირე მინიმუმ 1/1000-დან 1/10000-მდეა (რაც შეესაბამება იშვიათი სიხშირის კატეგორიას).
- * ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გახეთქვით (მათ შორის ფატალური), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები.
ჭარბი დოზა
ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების ან სუპრათერაპიული დოზებით ჩატარებული კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე კუჭ-ნაწლავის რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანი გარსის ეროზიები.
პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰალუცინაციები და ტრემორი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და ეკგ-მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტაციდები. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD, არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოსადევნად. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ლევოფლოქსაცინი USP 500 მგ (ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი USP-ს სახით).
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გარსის ნივთიერებები: Sheff Coat PVA, შერეული ყავისფერი საღებავი, PB86620 ყავისფერი საღებავი.
შენახვის პირობები
36 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით ტენიანობისა და სინათლისგან.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის სახელი და მისამართი:
DRUG INTERNATIONAL LIMITED.
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქინოლონური ანტიბაქტერიალური საშუალებები. ფტორქინოლონები. ლევოფლოქსაცინი.
ATC კოდი: J01MA12
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება.
მოქმედების მექანიზმი
ლევოფლოქსაცინი, როგორც ფტორქინოლონური ანტიბაქტერიალური საშუალება, მოქმედებს DNA–DNA-გირაზის კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან მრუდქვეშა ფართობის (AUC) და მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობაზე.
რეზისტენტულობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ეტაპობრივი პროცესით ყალიბდება როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზების, ასევე დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე უბნის მუტაციების შედეგად. ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ში) და გამოდევნის მექანიზმები. ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის შეინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა. მოქმედების მექანიზმის გამო, ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა, როგორც წესი, არ არსებობს.
ანტიბაქტერიული სპექტრი
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული მდებარეობისა და დროის მიხედვით კონკრეტული სახეობებისთვის, ამიტომ სასურველია ადგილობრივი მონაცემების გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სპეციალისტთან კონსულტაცია მაშინ, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის ეფექტიანობა მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციის მკურნალობაში საეჭვო ხდება.
ხშირად მგრძნობიარე მიკროორგანიზმები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus saprophyticus, სტრეპტოკოკები C და G ჯგუფები, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Eikenella Corrodens, Haemophilus Influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella oxytoca, Moraxella Catarrhalis, Pasteurella Multocida, Proteusvulgaris, Providencia rettgeri.
ანაერობული ბაქტერიები: Peptostreptococcus
სხვა: Chlamydophila pneumoniae, Chlamydophilapsittaci, Chlamydiatrachomatis, Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum.
სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus methicillin–resistant, Staphylococcus coagulase-negative spp.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Acinetobacter baumannii, Citrobacterfreundii, Enterobacteraerogenes, Klebsiellapneumoniae, Enterobactercloacae, Escherichiacoli, Morganellamorganii, Proteusmirabilis, Providenciastuartii, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens.
ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides fragilis
თანდაყოლილი რეზისტენტული შტამები:
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Enterococcus faecium
მეთიცილინ-რეზისტენტულ S. Aureus-ს დიდი ალბათობით აქვს თანარეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა (აბსორბცია)
პერორალურად მიღებისას ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 99-100%-ია.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 48 საათის განმავლობაში 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღების შემდეგ.
გავრცელება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30–40% დაკავშირებულია შრატის ცილებთან.
ლევოფლოქსაცინის საშუალო გავრცელების მოცულობა ერთჯერადი და მრავალჯერადი 500 მგ დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით 100 ლიტრია, რაც მიუთითებს პრეპარატის ფართო გავრცელებაზე სხეულის ქსოვილებში.
შეღწევა ქსოვილში და სხეულის სითხეებში:
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტუკების სითხე), წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილსა და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი ძალიან მცირე რაოდენობით მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შარდით გამოყოფილი დოზის < 5%-ს შეადგენს. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური განსხვავებები შემდეგ ლევოფლოქსაცინის პლაზმიდან ადრე ნელა გამოიყოფა (ნახევრად გამოყოფის პერიოდი: 6–8 სთ). გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების გვაქვს (> 85% მიღებული დოზის).
ლევოფლოქსაცინის საშუალო მთლიანი სხეულის კლირენსი ერთჯერადი 500 მგ დოზის შემდეგ შეადგენს 175 ± 29,2 მლ/წთ.
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის პერორალური და პერორალური ინციდენტის მიხედვით, რაც მიუთითებს, რომ პერორალური დატრავენური გზები ჩანაცვლებულია.
სპეციალური პოპულაციები
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე სუბიექტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად, თირკმლის ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ფარმაკოკინეტიკა თირკმელების უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ
Clcr[მლ/წთ]
< 20
20 – 49
50 – 80
ClR [მლ/წთ]
13
26
57
t1/2[სთ]
35
27
9
ხანდაზმულები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის, მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა, გარდა კრეტინინის კლირენსის მაჩვენებლბის განსხვავებების.
გენდერული განსხვავებები
მამაკაცი და ქალი სუბიექტების ცალ-ცალკე ანალიზმა აჩვენა მცირე ან უმნიშვნელო გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ლევოფლოქსაცინი
Levofloxacin
სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება:
ლევოფლოქსაცინი, 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ლევოფლოქსაცინი USP 500 მგ (ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი USP-ს სახით).
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გარსის ნივთიერებები: Sheff Coat PVA, შერეული ყავისფერი საღებავი, PB86620 ყავისფერი საღებავი.
ფარმაცევტული ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქინოლონური ანტიბაქტერიალური საშუალებები. ფტორქინოლონები. ლევოფლოქსაცინი.
ATC კოდი: J01MA12
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება.
მოქმედების მექანიზმი
ლევოფლოქსაცინი, როგორც ფტორქინოლონური ანტიბაქტერიალური საშუალება, მოქმედებს DNA–DNA-გირაზის კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან მრუდქვეშა ფართობის (AUC) და მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობაზე.
რეზისტენტულობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ეტაპობრივი პროცესით ყალიბდება როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზების, ასევე დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე უბნის მუტაციების შედეგად. ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ში) და გამოდევნის მექანიზმები. ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის შეინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა. მოქმედების მექანიზმის გამო, ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა, როგორც წესი, არ არსებობს.
ანტიბაქტერიული სპექტრი
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული მდებარეობისა და დროის მიხედვით კონკრეტული სახეობებისთვის, ამიტომ სასურველია ადგილობრივი მონაცემების გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სპეციალისტთან კონსულტაცია მაშინ, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის ეფექტიანობა მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციის მკურნალობაში საეჭვო ხდება.
ხშირად მგრძნობიარე მიკროორგანიზმები
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus saprophyticus, სტრეპტოკოკები C და G ჯგუფები, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Eikenella Corrodens, Haemophilus Influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella oxytoca, Moraxella Catarrhalis, Pasteurella Multocida, Proteusvulgaris, Providencia rettgeri.
ანაერობული ბაქტერიები: Peptostreptococcus
სხვა: Chlamydophila pneumoniae, Chlamydophilapsittaci, Chlamydiatrachomatis, Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum.
სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus methicillin–resistant, Staphylococcus coagulase-negative spp.
აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Acinetobacter baumannii, Citrobacterfreundii, Enterobacteraerogenes, Klebsiellapneumoniae, Enterobactercloacae, Escherichiacoli, Morganellamorganii, Proteusmirabilis, Providenciastuartii, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens.
ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides fragilis
თანდაყოლილი რეზისტენტული შტამები:
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Enterococcus faecium
მეთიცილინ-რეზისტენტულ S. Aureus-ს დიდი ალბათობით აქვს თანარეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა (აბსორბცია)
პერორალურად მიღებისას ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 99-100%-ია.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 48 საათის განმავლობაში 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღების შემდეგ.
გავრცელება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30–40% დაკავშირებულია შრატის ცილებთან.
ლევოფლოქსაცინის საშუალო გავრცელების მოცულობა ერთჯერადი და მრავალჯერადი 500 მგ დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით 100 ლიტრია, რაც მიუთითებს პრეპარატის ფართო გავრცელებაზე სხეულის ქსოვილებში.
შეღწევა ქსოვილში და სხეულის სითხეებში:
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტუკების სითხე), წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილსა და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი ძალიან მცირე რაოდენობით მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შარდით გამოყოფილი დოზის < 5%-ს შეადგენს. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
პერორალური და ინტრავენური განსხვავებები შემდეგ ლევოფლოქსაცინის პლაზმიდან ადრე ნელა გამოიყოფა (ნახევრად გამოყოფის პერიოდი: 6–8 სთ). გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების გვაქვს (> 85% მიღებული დოზის).
ლევოფლოქსაცინის საშუალო მთლიანი სხეულის კლირენსი ერთჯერადი 500 მგ დოზის შემდეგ შეადგენს 175 ± 29,2 მლ/წთ.
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის პერორალური და პერორალური ინციდენტის მიხედვით, რაც მიუთითებს, რომ პერორალური დატრავენური გზები ჩანაცვლებულია.
სპეციალური პოპულაციები
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე სუბიექტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად, თირკმლის ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ფარმაკოკინეტიკა თირკმელების უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ
Clcr[მლ/წთ]
< 20
20 – 49
50 – 80
ClR [მლ/წთ]
13
26
57
t1/2[სთ]
35
27
9
ხანდაზმულები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის, მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა, გარდა კრეტინინის კლირენსის მაჩვენებლბის განსხვავებების.
გენდერული განსხვავებები
მამაკაცი და ქალი სუბიექტების ცალ-ცალკე ანალიზმა აჩვენა მცირე ან უმნიშვნელო გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
თერაპიული ჩვენებები
ხანგრძლივი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის გამო, ეს პროდუქტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფექციის სამკურნალოდ რეკომენდებული სხვა ანტიბიოტიკები არასათანადოა. ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ჩვენებას. სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები არასათანადოდ ითვლება, არის:
- არსებობს რეზისტენტობა ინფექციის სამკურნალოდ რეკომენდებული სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკების მიმართ;
- სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია კონკრეტულ პაციენტში;
- სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკებმა გამოიწვია გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას;
- სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
მოზრდილებში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- არაჰოსპიტალური პნევმონია
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები / კანისა და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექცია.
- მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
- გაურთულებელი ცისტიტი
- ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და სამკურნალო მკურნალობა
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, მათ შორის ბრონქიტი.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებშიც ინტრავენური ლევოფლოქსაცინით საწყისი მკურნალობის დროს გაუმჯობესება აღინიშნა. გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები.
დოზირება და მიღების წესი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე სავარაუდო გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებმაც ინტრავენური ლევოფლოქსაცინით საწყისი მკურნალობის დროს გაუმჯობესება აღნიშნეს; პარენტერალური და პერორალური ფორმების ბიოექვივალენტურობის გათვალისწინებით, შეიძლება ერთი და იგივე დოზირების გამოყენება.
დოზირება
ლევოფლოქსაცინის დოზირება შეიძლება რეკომენდებული იყოს შემდეგი შემთხვევებისთვის:
დოზირება ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ)
ჩვენება
დღიური დოზირების რეჟიმი
(სიმძიმის შესაბამისად)
მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
500 მგ დღეში ერთხელ
10 -14 დღე
ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება
500 მგ დღეში ერთხელ
7 – 10დღე
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7 – 14 დღე
პიელონეფრიტი
500 მგ დღეში ერთხელ
7-10 დღე
გაურთულებელი ცისტიტი
250 მგ დღეში ერთხელ
3 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ
7 – 14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
500 მგ დღეში ერთხელ
28 დღე
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
7 – 14დღე
ინჰალაციური ანთრაქსი
500 მგ დღეში ერთხელ
8 კვირა
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ≤50 მლ/წთ)
კრეატინინის კლირენსი
დოზირების რეჟიმი
250 მგ / 24 სთ
500 მგ / 24 სთ
500 მგ /12 სთ
პირველი დოზა:
250 მგ
პირველი დოზა:
500 მგ
პირველი დოზა:
500 მგ
50-20 მლ / წთ
შემდეგ: 125 მგ/ 24 სთ
შემდეგ: 250 მგ / 24 სთ
შემდეგ:
250 მგ / 12 სთ
19 – 10 მლ/ წთ
შემდეგ: 125 მგ / 48 სთ
შემდეგ: 125 მგ / 24 სთ
შემდეგ:
125 მგ / 12 სთ
< 10 მლ / წთ
(მათ შორის ჰემოდიულიზი და ერთი CAPD სეანსი)
შემდეგ: 125 მგ / 48 სთ
შემდეგ: 125 მგ / 24 სთ
შემდეგ:
125 მგ / 24 სთ
1 ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ დამატებითი დოზები საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან ლევოფლოქსაცინი მნიშვნელოვანი რაოდენობით არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
ხანდაზმული მოსახლეობა
დოზირების კორექტირება ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის, გარდა შემთხვევებისა, როცა იგი გათვალისწინებულია თირკმელების ფუნქციის მიხედვით (ასევე გულის რითმის QT ინტერვალის გახანგრძლივების თვალსაზრისით).
პედიატრიული პოპულაცია
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
მიღების წესი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაქუცმაცების გარეშე და საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვების დროს ან კვებებს შორის. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა მიიღოთ რკინის მარილების, თუთიის მარილების, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების ან დიდანოზინის (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით) და სუკრალფატის მიღებამდე ან მიღებიდან სულ მცირე ორი საათით ადრე ან მის შემდეგ, რადგან შეიძლება შეწოვის შემცირება მოხდეს.
უკუჩვენებები
ლევოფლოქსაცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული:
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ,
- პაციენტებში ეპილეფსიით,
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების გაწყვეტა,
- ბავშვებში ან მოზარდებში,
- ორსულობის დროს,
- მეძუძურ ქალებში.
არასასურველი ეფექტები
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, ≤1/100), იშვიათი (≥1/10000, ≤1/1000), ძალიან იშვიათი (≤1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემური კლასი
ხშირი
(≥1/100 to <1/10 )
არახშირი
(≥1/1,000 to <1/100)
იშვიათი (≥1/10,000 to <1/1,000)
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
ინფექციები და ინვაზიები
სოკოვანი ინფექცია, მათ შორის კანდიდას ინფექცია
პათოგენის მიმართ რეზისტენტობა
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევა
ლეიკოპენია
ეოზინოფილია
თრომბოციტო
პენია
ნეიტროპენია
ძვლის ტვინის ფუნქციის უკმარისობა, მათ შორის აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ანგიონევროზული შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსიური შოკიa
ანაფილაქტოიდურიa შოკი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ანორექსია
ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში; ჰიპოგლიკემიური კომა.
ჰიპერგლიკემია
ფსიქიატრიული დარღვევები *
ინსომნია
შფოთვა
კონფუზიური მდგომარეობა
ნერვიულობა
ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით)
დეპრესია
აჟიტაცია
პათოლოგიური სიზმრები
ღამის
კოშმარები
ფსიქოზური აშლილობები თვითდაზიანების ქცევით, მათ შორის სუიციდური იდეებით ან სუიციდის მცდელობით
მანია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები*
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ძილიანობა
ტრემორი
დისგევზია
პარესთეზია
კონვულსია
მეხსიერების დარღვევა
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია
პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია
პაროსმია, მათ შორის ანოსმია
დისკინეზია
ექსტრაპირამიდული აშლილობა
აგევზია სინკოპე
კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია
მიოკლონუსი
თვალის მხრივ დარღვევები *
მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა
მხედველობის დროებითი დაკარგვა
უვეიტი
ყურისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევები *
თავბრუსხვევა
ტინიტუსი
სმენის დაკარგვა,
სმენის დარღვევა
გულის მხრივ დარღვევები **
ტაქიკარდია, პალპიტაცია
პარკუჭოვანი
ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება.
პარკუჭოვანი არითმია და ტორსადე დე პოინტი (უპირატესად აღინიშნება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში)
ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივე
ბა
სისხლძარღვების დაავადებები**
ჰიპოტენზია
რესპირასტორული, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
დისპნოე
ბრონქოსპაზმი
ალერგიული პნევმონიტი
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დიარეა
ღებინება
გულისრევა
მუცლის ტკივილი
დისპეფსია
შებერილობა
ყაბზობა
პანკრეატიტი, ჰემორაგიული დიარეა, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, მათ შორის ფსევდომემბრანოზულ კოლიტზე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT)
სისხლში ბილირუბინის მომატება
სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური მწვავე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, ძირითადად პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით
ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დაავადებებიb
გამონაყარი
ქავილი
ჭინჭრის ციება
ჰიპერჰიდროზი
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი სტივენს-ჯონსონის სინდრომი
მულტიფორმული ერითემა
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი
სტომატიტი
კანის ჰიპერპიგმენტაცია
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები *
ართრალგია
მიალგია
მყესების დაავადებები, მათ შორის ტენდინიტი (იხ. აქილევსის მყესი). კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება განსაკუთრებუ
ლი მნიშვნელობის იყოს მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში.
მყესის გაწყვეტა (მაგ., აქილევსის მყესი)
რაბდომიოლი
ზი
იოგის გაწყვეტა, კუნთების გაგლეჯა, ართრიტი
თირკმლის და შარდსასქესო სისტემის მხრივ დარღვევები
სისხლში კრეატინინის მომატება
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ., ინტერსტიციული ნეფრიტის გამო)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები*
ასთენია
პირექსია
ტკივილი
(მათ შორის ტკივილი ზურგის, გულმკერდის და კიდურების არეში)
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები, შესაძლოა ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
b ლორწოვანი გარსისა და კანის რეაქციები შესაძლოა ზოგჯერ განვითარდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
ფტორქინოლონის მიღებასთან დაკავშირებული სხვა არასასურველი ეფექტებია: პორფირიის შეტევები პორფირიით დაავადებულ პაციენტებში
- ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, აღწერილია ხანგრძლივი (თვეებამდე ან წლამდე), ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც აზიანებს რამდენიმე, ზოგჯერ მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასს და შეგრძნებებს (მათ შორის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან, დაღლილობასთან, ფსიქიატრიულ სიმპტომებთან დაკავშირებული ნეიროპათიები, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დარღვევა, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა).
ამ გვერდითი მოვლენების ნაწილად შეიძლება განვითარდეს ფსიქიატრიული სიმპტომების სპექტრი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ძილის დარღვევით, შფოთვით, პანიკური შეტევებით, დაბნეულობით ან დეპრესიით. არ არსებობს ფარმაკოლოგიური მკურნალობა, რომელიც დადასტურებულად ეფექტურია ფტორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ინვალიდობის გამომწვევი გვერდითი მოვლენების სიმპტომების სამკურნალოდ. ამ გახანგრძლივებული, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლისმიერი რეაქციების სიხშირის ზუსტად შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების გამოყენებით, მაგრამ წამლისმიერი გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშებიდან მიღებული ინფორმაციის სიხშირე მიუთითებს, რომ სიხშირე მინიმუმ 1/1000-დან 1/10000-მდეა (რაც შეესაბამება იშვიათი სიხშირის კატეგორიას).
- * ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გახეთქვით (მათ შორის ფატალური), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებზე:
რკინის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი
ლევოფლოქსაცინის შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც რკინის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით) მიიღება ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებთან ერთად. ფტორქინოლონების და თუთიის შემცველი მულტივიტამინების ერთდროული მიღება ამცირებს მათ პერორალურ შეწოვას. რეკომენდებულია, რომ ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კათიონების შემცველი პრეპარატები, როგორიცაა რკინის მარილები, თუთიის მარილები, ან მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით) არ მიიღოთ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მის შემდეგ. კალციუმის მარილებს მინიმალური გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის პერორალურ შეწოვაზე.
სუკრალფატი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან ერთად მიღებისას. თუ პაციენტი ერთდროულად მიიღებს სუკრალფატს და ლევოფლოქსაცინს, უმჯობესია სუკრალფატი მიიღოთ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
კლინიკურ კვლევაში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან არ დაფიქსირებულა. თუმცა, ცერებრალური კრუნჩხვების ზღურბლის მკვეთრი შემცირება შეიძლება მოხდეს, როდესაც ქინოლონები ერთდროულად მიიღება თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან სხვა აგენტებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია დაახლოებით 13%-ით მაღალი იყო ფენბუფენის თანაარსებობისას, ვიდრე ცალკე მიღებისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლის კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24%) და პრობენეციდით (34%). ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე პრეპარატს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის დაბლოკვა. თუმცა, კვლევაში შემოწმებული დოზებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვან კინეტიკურ განსხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა არ ექნება.
სიფრთხილეა საჭირო ლევოფლოქსაცინის ერთდროულად მიღებისას მილაკოვანი თირკმლის სეკრეციაზე მოქმედ პრეპარატებთან, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ იცვლება, როდესაც ლევოფლოქსაცინი ერთდროულად ინიშნება შემდეგ პრეპარატებთან: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი და რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე
ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას 33%-ით გაიზარდა.
ვიტამინ K-ის ანტაგონისტები
ლევოფლოქსაცინის ვიტამინ K-ის ანტაგონისტებთან (მაგალითად, ვარფარინთან) ერთდროული გამოყენებისას აღწერილია კოაგულაციური ტესტების (PT/INR) მომატება და/ან სისხლდენა, რომელიც შესაძლოა მძიმე ხასიათის იყოს. შესაბამისად, ვიტამინ K-ის ანტაგონისტებით მკურნალ პაციენტებში აუცილებელია კოაგულაციური პარამეტრების მონიტორინგი.
QT ინტერვალის გახანგრძლივების უნარის მქონე პრეპარატები ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთაც ახასიათებთ QT ინტერვალის გახანგრძლივება (მაგალითად, IA და III კლასის ანტარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიპსიქოტიკური პრეპარატები).
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში დადგინდა, რომ ლევოფლოქსაცინი არ ახდენს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას (რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის საკვლევ სუბსტრატს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2-ის ინჰიბიტორი.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საკვები საკვებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. შესაბამისად, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ჭარბი დოზირება
ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების ან სუპრათერაპიული დოზებით ჩატარებული კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე კუჭ-ნაწლავის რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანი გარსის ეროზიები.
პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰალუცინაციები და ტრემორი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და ეკგ-მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტაციდები. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD, არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოსადევნად. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა.
ორსულობა
ლევოფლოქსაცინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. თუმცა, ადამიანებზე ჩატარებული კვლევების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემების გამო, რომლებიც მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის მზიდი ხრტილის დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში.
ძუძუთი კვება
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ; თუმცა, სხვა ფტორქინოლონები გამოიყოფა დედის რძეში. ადამიანებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემების გამო, რომლებიც მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის მზიდი ხრტილის დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.
ფერტილობა
ლევოფლოქსაცინმა ვირთაგვებში არ გამოიწვია ნაყოფიერების ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პროდუქტების გამოყენებისას. ამ პაციენტების ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
გახანგრძლივებული, შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები აღწერილია უკიდურესად იშვიათი შემთხვევები გახანგრძლივებული (თვეების ან წლების განმავლობაში მიმდინარე), შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციებისა, რომლებიც აზიანებს სხვადასხვა, ზოგჯერ ერთდროულად მრავალ, ორგანოთა სისტემას (მათ შორის კუნთ-მყესოვან სისტემას, ნერვულ სისტემას, ფსიქიკურ სფეროსა და გრძნობათა ორგანოებს), ქინოლონებისა და ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში, ასაკისა და წინასწარი რისკფაქტორების მიუხედავად. ფტორქინოლონებთან ასოცირებული გახანგრძლივებული ან შრომისუნარიანობის დამაქვეითებელი გვერდითი ეფექტების სიმპტომების სამკურნალოდ ეფექტურად დადგენილი ფარმაკოლოგიური მკურნალობა არ არსებობს. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, ხოლო პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პრეპარატის დამნიშნელ ექიმს შესაბამისი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სიმპტომების სათანადო გამოკვლევა და თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ექსპოზიცია, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს არასასურველი რეაქციები.
რეზისტენტობის რისკი
მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus (MRSA) დიდი ალბათობით ხასიათდება ფლუოროქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ თანმხლები რეზისტენტობით. შესაბამისად, ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული დადასტურებული ან საეჭვო MRSA ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა მიკროორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ (და MRSA ინფექციების სამკურნალოდ ჩვეულებრივ რეკომენდებული ანტიბაქტერიული საშუალებები მიჩნეულია შეუსაბამოდ). ლევოფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია მწვავე ბაქტერიული სინუსიტისა და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების სამკურნალოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფექციები ადეკვატურად არის დიაგნოსტირებული. Escherichia coli-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა — რომელიც საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული პათოგენია — განსხვავდება ევროკავშირის მასშტაბით. ექიმებმა პრეპარატის დანიშვნამდე რეკომენდებულია გაითვალისწინონ E. coli-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის ლოკალური გავრცელება. ინჰალაციური ჯილეხი: ადამიანებში გამოყენება ეფუძნება Bacillus anthracis-ის ინ ვიტრო მგრძნობელობის მონაცემებს, ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებსა და შეზღუდულ კლინიკურ მონაცემებს ადამიანებში. მკურნალმა ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ ანთრაქსის მკურნალობასთან დაკავშირებული ეროვნული და/ან საერთაშორისო კონსენსუს-დოკუმენტებით.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ აქილევსის მყესი), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და აღწერილია მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვემდე პერიოდშიც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სოლიდური ორგანოების გადანერგვის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ 1000 მგ ლევოფლოქსაცინის დღიურ დოზას და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების თანმხლები გამოყენება. ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება), ლევოფლოქსაცინის ტაბლეტით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი. დაზიანებული კიდური(ები) უნდა იქნას სათანადოდ დამუშავებული (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გამოვლინდება ტენდინოპათიის ნიშნები.
მიოკლონუსი
მიოკლონუსის შემთხვევები დაფიქსირდა ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში. მიოკლონუსის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თუ ლევოფლოქსაცინის დოზა არ არის კორექტირებული კრეატინინის კლირენსის მიხედვით. ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მიოკლონუსის პირველივე გამოვლენისთანავე და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადება
დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მკურნალობიდან რამდენიმე კვირის ჩათვლით), შეიძლება იყოს Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადების (CDAD) სიმპტომი. CDAD შეიძლება იყოს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე სიმძიმის, რომლის ყველაზე მძიმე ფორმაა ფსევდომემბრანული კოლიტი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განუვითარდათ სერიოზული დიარეა. თუ CDAD არის საეჭვო ან დადასტურებული, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგ., პერორალური ვანკომიცინი). პერისტალტიკის დამთრგუნველი პროდუქტები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ სიტუაციაში.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება
ქინოლონებმა შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვების ზღურბლი და გამოიწვიონ კრუნჩხვები. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსიის ისტორია და, სხვა ქინოლონების მსგავსად, უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ეპილეფსიის მიმართ ან თანმხლები მკურნალობა აქვთ ცერებრალური კრუნჩხვების ზღურბლის დამწევი პრეპარატებით, როგორიცაა თეოფილინი. კრუნჩხვების შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტები G-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას აქტივობის ლატენტური ან ფაქტობრივი დეფექტებით შესაძლოა მიდრეკილნი იყვნენ ჰემოლიზური რეაქციებისკენ ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას, ამიტომ ლევოფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. თუ ლევოფლოქსაცინის გამოყენება აუცილებელია ამ პაციენტებში, უნდა მოხდეს ჰემოლიზის პოტენციური განვითარების მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანგიონევროზული შეშუპება ანაფილაქსიურ შოკამდე), ზოგჯერ საწყისი დოზის მიღების შემდეგ. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ ექიმს ან სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაუდებელ ზომებს.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილი როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს. დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა ეცნობოთ კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ისინი მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკვირვებულნი. თუ გამოვლინდება ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა. თუ პაციენტს ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას განუვითარდა სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა ამ პაციენტში არასდროს არ უნდა განახლდეს.
დისგლიკემია
ყველა ქინოლონის მსგავსად, სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის როგორც ჰიპოგლიკემია, ასევე ჰიპერგლიკემია, აღწერილია, როგორც წესი, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებას (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინს. ამ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის სიფრთხილით მონიტორინგი.
ფოტოსენსიბილიზაციის პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაცია ძალიან იშვიათია, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ მზის ძლიერ სხივებზე ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებზე (მაგ., მზის ნათურა, სოლარიუმი) ზედმეტად, ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგ., ვარფარინთან) კომბინაციაში მკურნალობისას კოაგულაციის ტესტების (PT / INR) შესაძლო ზრდის და/ან სისხლდენის გამო, ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი.
ფსიქოზური რეაქციები
ფსიქოზური რეაქციები დაფიქსირდა ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს რეაქციები გადაიზარდა სუიციდურ აზრებსა და თვითდაზიანების შემცველ ქცევაში - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს განუვითარდება ეს რეაქციები, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ფსიქოზურ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად:
- თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი
- იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).
- არაკორეგირებული ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ., ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)
- ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QTc-გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ.
- ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ამ პოპულაციებში.
- გულის დაავადება (მაგ., გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
პერიფერიული ნეიროპათია
ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღინიშნა სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უნდა ურჩიონ, მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე, ძირითადად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ძირითადი დაავადებები, მაგალითად, სეფსისი. პაციენტებს უნდა ეცნობოთ მკურნალობის შეწყვეტის და ექიმთან კონსულტაციის შესახებ, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან აბდომინალური ტკივილი.
მიასთენია გრავისი გამწვავება
ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, აქვთ ნერვკუნთოვანი ბლოკადის აქტივობა და შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დარეგისტრირდა შემდგომი სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის სიკვდილიანობა და რესპირატორული მხარდაჭერის საჭიროება, დაკავშირებულია ფტორქინოლონების გამოყენებასთან მიასთენია გრავისით დაავადებულ პაციენტებში. ლევოფლოქსაცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მიასთენია გრავისის ცნობილი ისტორიის მქონე პაციენტებში.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაქვეითების ან თვალებზე რაიმე ზემოქმედების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. თუ თერაპიის დროს სუპერინფექცია განვითარდა, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
ლევოფლოქსაცინის მიმღებ პაციენტებში შარდში ოპიატების სკრინინგმა შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები გამოიღოს. შესაძლოა საჭირო გახდეს ოპიატების სკრინინგის დადებითი შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიკური მეთოდით. ლევოფლოქსაცინმა შეიძლება შეაფერხოს Mycobacterium tuberculosis-ის ზრდა და, შესაბამისად, ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოზის დროს შეიძლება ცრუ უარყოფითი შედეგები გამოიღოს.
აორტის ანევრიზმა და დისექცია, და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა
ეპიდემიოლოგიური კვლევები აორტის ანევრიზმისა და დისექციის მომატებულ რისკს აღნიშნავს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტისა და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის გაზრდილ რისკს ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ფატალური შემთხვევებით), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები.
ამიტომ, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასებისა და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების დადებითი ოჯახური ისტორია, ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული აორტის ანევრიზმის და/ან აორტის დისექციის, ან გულის სარქვლის დაავადების დიაგნოზი, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან წინასწარი განწყობის მქონე მდგომარეობების არსებობისას
- როგორც აორტის ანევრიზმისა და დისექციის, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის დროს (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან სისხლძარღვოვანი ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი), ან დამატებით
- აორტის ანევრიზმისა და დისექციის დროს (მაგ., სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შეგრენის სინდრომი) ან დამატებით
- გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის დროს (მაგ., ინფექციური ენდოკარდიტი).
აორტის ანევრიზმისა და დისექციის, ასევე მისი გახეთქვის რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს მწვავე ქოშინის, გულისცემის ახალი აჩქარების ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაშიც.
მწვავე პანკრეატიტი
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინს, შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე პანკრეატიტი. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულისრევა, სისუსტე, აბდომინალური დისკომფორტი, მუცლის მწვავე ტკივილი ან ღებინება, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო შეფასება. მწვავე პანკრეატიტის ეჭვის შემთხვევაში, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს; თუ მწვავე პანკრეატიტი დადასტურდა, ლევოფლოქსაცინის მიღება აღარ უნდა განახლდეს. სიფრთხილეა საჭირო პანკრეატიტის ისტორიის მქონე პაციენტებში.
სისხლის მხრივ დარღვევები
ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის უკმარისობა, მათ შორის ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია ან აგრანულოციტოზი. თუ სისხლის დარღვევებზე ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს სისხლის ანალიზის მონიტორინგი. პათოლოგიური შედეგების შემთხვევაში, უნდა განიხილონ ლევოფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებს აქვთ მცირე ან საშუალო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტმა (მაგ., თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) შეიძლება შეაფერხოს პაციენტის კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი და, შესაბამისად, შეიძლება
წარმოადგენდეს რისკს იმ სიტუაციებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ., ავტომობილის მართვა ან მექანიზმების მართვა).
შეფუთვა:
10 ტაბლეტი თითოეულ ALU-PVC ბლისტერზე, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
36 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით ტენიანობისა და სინათლისგან.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის სახელი და მისამართი:
DRUG INTERNATIONAL LIMITED.
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


