ლევოფლოქს-დენკი 5მგ/მლ
Levoflox-Denk 5mg/ml
დოზირების დღიური რეჟიმი (სიმწვავის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა1 (სიმძიმის შესაბამისად) საზოგადოებისგან შეძენილი პნევმონია 500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ 7-14დღე მწვავე პიელონეფრიტი 500 მგ დრეში ერთჯერ 7-10 დღე საშარდე გზების გართულებული ინფექციები 500 მგ დღეში ერთჯერ 7-14 დღე ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034214
- რეგისტრირებულია
- 18 იანვარი 2022, მოქმედებს 18 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევოფლოქს-დენკი 5მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოზირების დღიური რეჟიმი (სიმწვავის შესაბამისად)
მკურნალობის ხანგრძლივობა1 (სიმძიმის შესაბამისად)
საზოგადოებისგან შეძენილი პნევმონია
500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ
7-14დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ დრეში ერთჯერ
7-10 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთჯერ
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
500 მგ დღეში ერთჯერ
28 დღე
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ
7-14 დღე
ინჰალაციური ციმბირის წყლული
500 მგ დღეში ერთჯერ
8 კვირა
1მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს ინტრავენურს დამატებული პერორალური მკურნალობა. ინტრავენურიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლის დრო დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ნორმად განიხილება 2-დან 4 დღემდე პერიოდი.
სპეციალური ჯგუფის მოსახლეობა
თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ)
მიღების წესი და დოზირება
250 მგ/24 სთ
500 მგ/24 სთ
500 მგ/12 სთ
კრეატინინის კლირენსი
საწყისი დოზა: 250 მგ
საწყისი დოზა: 500 მგ
საწყისი დოზა: 500 მგ
50-20 მლ/წთ
შემდეგ: 125 მგ/24სთ
შემდეგ: 250 მგ/24 სთ
შემდეგ: 250 მგ/12 სთ
19-10 მლ/წთ
შემდეგ: 125 მგ/48სთ
შემდეგ: 125 მგ/24 სთ
შემდეგ: 125 მგ/12 სთ
<10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და CAPD ჩათვლით)1
შედგეგ: 125 მგ/48 სთ
შემდეგ: 125 მგ/24 სთ
შემდეგ: 125 მგ/ 24 სთ
1ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ, არ საჭიროებს დამატებით დოზირებას.
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის დროს
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზმდება ღვიძლის მიერ, არ საჭიროებს დოზის კორექციას. ძირითადად ხდება თირკლისმიერი გამოყოფა.
ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენს დოზის კორექციას, გარდა თირკმლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4.4 „ ტენდინიტის და მყესების წყვეტა“ და „QT ინტერვალის გახანგრძლივება“).
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზრდილებში (იხ.პუნქტი 4.3)
გამოყენების მეთოდები
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ განკუთვნილია მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიისთვის; იგი მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ. ინფუზიის დრო უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 წუთს 250 მგ–იანი ან 60 წუთს 500 მგ–იანი ლევოფლოქსაცინისთვის ( იხ. პუნქტი 4.4).
უკუჩვენებები
ლევოფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული:
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა აქტიური ნივთიერების, სხვა რომელიმე ქინოლონის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მყესის მხრივ დარღვევები, რაც დაკავშირებულია ფტორქინოლონის მიღებასთან.
ბავშვებში ან მოზარდებში
ორსულობის დროს
ლაქტაციის დროს
სიფრთხილის ზომები
ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებმაც წარსულში განუვითრდათ სერიოზული გვერდით რეაქციები ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი საშუალებების გამოყენების დროს (იხ. პუნქტი 4.8). ამ ჯგუფის პაციენტებში ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის არ არსებობის და სარგებელ/რისკის შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.3).
რეზისტენტობის რისკი
მეთილიცინის მიმართ რეზისტენტული S.aureus, დიდი ალბათობით კო-რეზისტენტულია ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ. ამიტომ ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული MRSA-ს ცნობილი ან მოსალოდნელი ინფექციების სამკურნალოდ, თუ ლაბორატორიული ანალიზებით არ დადგინდა ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ (და ძირითადად რეკომენდებული ანტიბაქტერიული საშუალებები MRSA ინფექციების სამკურნალოდ მიუღებელია).
საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული პათოგენის E.coli-ს რეზისტენტულობა ფტორქინოლონების მიმართ განსხვავედება ევროკავშირის ქვეყნებში. რეცეპტის გამომწერმა უნდა გაითვალისწინოს ფტორქინოლონებისადმი E. coli-ს რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება.
ინჰალაციური ციმბირის წყლული: გამოყენება ადამიანებში ეფუძვნება in vitro Bacillus anthracis-ის მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველებში ექსპერიმენტულ მონაცემებს ადამიანებში შეზღუდული რაოდენობის მონაცემებთან ერთად. მკურნალმა ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეროვნული ან/და საერთაშორისო პროტოკოლები ციმბირის წყლულის მკურნალობის შესახებ.
გახანგრძლივებული, ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციები
არის შეტყობინებები პაციენტებში ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებისას ხანგრძლივი (გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული უარყოფითი რეაქციების ძალიან მცირე რაოდონობის შემთხვევების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ხანდახან მრავალ, სხეულის სისტემაზე (ძვალკუნთოვანი, ნერვული, ფსიქიატრიული და შეგრძნებები) მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკ-ფაქტორებისა. ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს ნებისმიერი სერიოზული გვერდითი ეფექტის პირველივე ნიშნის გამოვლენისთანავე და კონსულტაციისათვის მიემართოს ექიმს.
ინფუზიის დრო
ინფუზიის რეკომენდებული დრო 250 მგ ლევოფლოქსაცინისთვის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 წუთს და 500 მგ ლევოფლოქსაცინისთვის 60 წუთს. ოფლოქსაცინისთვის ცნობილია, რომ ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია და არტერიული წნევის დროებითი ვარდნა. იშვიათ შემთხვევებში, არტერიული წნევის ძლიერი ვარდნის შედეგად, შეიძლება მოხდეს სისხლის მიმოქცევის დაქვეითება. ლევოფლოქსაცინის მოხმარების დროს თუ არტერიული წნნევა მკვეთრად დაეცა (ოფლოქსაცინის L-იზომერი) დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ინფუზია.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა
ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არ შემოიფარგლება აქილევსის მყესით) ზოგჯერ ორმხრივი, როგორც ადრე ასევე მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება 1000 მგ დღიური დოზით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში, ხანდაზმულ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ორგანოს გადანერგვის მქონე პაციენტებში და იმ პირებში რომლებიც კომბინირებულ თერაპიაში ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოერიდოთ კორტიკოსტეროიდებთან ერთად კომბინირებულ თერაპიას.
ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ. მტკივნეული შეშუპება, ანთება) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და გათვალისწინებული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურების შესაბამისი მკურნალობა (მაგ. იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ მიიღება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.
Clostridium difficile- დაკავშირებული დაავადება
დიარეა, განსაკუთრებით თუ მძიმეა, ხანგრძლივი და/ან სისხლიანი, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება იყოს სიმპტომური Clostridium difficile-თან დაკავშირებული დაავადება (CDAD). CDAD შეიძლება განსხვავდებოდეს სიცოცხლისათვის საშიში ფორმები სიმძიმის მიხედვით, რომლის ყველაზე გამწვავებული ფორმაა ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.8). ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინის მიღების დროს ან მის შემდეგ განუვითარდებათ ძლიერი დიარეა. თუ არსებობს ეჭვი ან CDAD დადასტურებულია, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს დაუყონებლივ და უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი თერაპიული ზომები. პერისტალტიკის დამთრგუნველი სამკურნალო პროდუქტები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ მდგომარეობაში.
კრუნჩხვითი შეტევებისადმი მიდრეკილი პაციენტები
ქინოლონებს შეუძლიათ კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირებაც და კრუნჩხვითი შეტევების განვითარება. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3) და სხვა ქინოლონების მსგავსად ზედმიწევნითი სიფრთხილით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან კრუნჩხვითი შეტევებისკენ, ან კომბინირებულ თერაპიაში ღებულობენ აქტიური ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ცერებრალური კრუნჩხვთ ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი (იხ. პუნქტი 4.5). კონვულსიური კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.8) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა.
პაციენტები G-6-ფოსფატის დეჰიდროგენეზას დეფიციტით
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფარული ან აქტიური დეფექტის მქონე პაციენტებს, ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, მიდრეკილნი არიან ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისაკენ. ამიტომ, ამ ჯგუფის პაციენტებში ლევოფლოქსაცის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰემოლიზის შესაძლო გამოვლინება.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ვინაიდან ლევოფლოქსაცინის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით, ლევოფლოქსაცინის დოზის უნდა დარეგულირდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული, პოტენციურად ფატალური რეაქციები (მაგ. ანგიოდემა, ანაფილაქსიურ შოკამდე), საწყისი დოზის მიღების შემდეგაც ( იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა დაუყონებლივ უდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმს, რომელიც დანიშნავს შესაბამის საწყის გადაუდებელ დახმარების ზომებს.
კანის მხრივ მძიმე გვერდითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის მიღების დროს გამოვლინდა კანის მხრივ მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილია, როგორც ლაელის სინდრომი), სტივენ ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური (იხ. პუნქტი 4.8). მედიკამენტის დანიშვნის დროს, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ კანის მხრივ მძიმე რეაქციების შესახებ და გადიოდნენ მონიტორინგს. ამ მოსალოდნელი სიმპტომების და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და განხილული უნდა იქნეს ალტერნატიული მკურნალობა. ლევოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სერიოზული კანის მხრივ რეაქციები, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS სინდრომი, აღარ უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის თავიდან დაწყება.
დისგლიკემია
როგორც ყველა ქინოლონთან, აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია, უფრო ხშირად ვლინდება ხანდაზმულ, ძირითადად დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიაში პერორალურად ღებულობდნენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგ., გლიბენკლამიდს) ან ინსულინს. გამოვლინდა ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე პაციენტებშ, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი (იხ. პუნქტი 4,8). ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყონებლივб თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში გლუკოზის დონის მხრივ დარღვევები და გასათვალისწინებელია ალტერნატიული ანტიბაქტერიული არაფტორქინოლონური თერაპია.
ფოტომგრძნობელობითი რეაქციის პრევენცია
ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს გამოვლინდა ფოტომგრძნობელობითი რეაქციები (იხ. პუნქტი 4.8). რეკომენდებულია რომ პაციენტები მოერიდონ მზის ძლიერ ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს თუ ეს არ არის აუცილებელი, (მაგ. ნათურა მზის გამოსხივებით, სოლარიუმი) მკურნალობის დროს, და შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში, რათა მოხდეს ფოტომგრძნობელობითი რეაქციების თავიდან აცილება.
პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით
კოაგულაციის ტესტების შესაძლო მატების გამო (PT/INR) და/ან სისხლდენის განვითარება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით და K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად (მაგ. ვარფარინი), ამ წამლების ერთდროულად მიღებისას უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.5).
ფსიქოზური რეაქციები
ფსიქოზური რეაქციები გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აღნიშნული პროგრესირდა სუიციდური აზრებამდე და თვით-დაზიანების ქცევამდე - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის პირველივე დოზის მიღების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). თუ პაციენტს განუვითარდა აღნიშნული რეაქციები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება პირველივე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე და რჩევისთვის მიემართოს დამნიშვნელს. გასათვალისწინებელია ალტერნატიული არაფტორქინოლონური ანტიბაქტერიული თერაპია და შესაბამისი ზომების მიღება. ლევოფლოქსაცინი სიფრთხილით მიიღება მიმდინარე ან ანამნეზში ფსიქიატრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად:
თანდაყოლილი ხანგრძლივი QT სინდრომი
იმ მედიკამენტებითან კომბინირებული თერაპია, რომელიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებს QT ინტერვალს (მაგ. IA და III კლასის არითმიის სამკურნალო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები)
არაკორექტირებული ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპომაგნიემია)
კარდიალური დაავადება (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი QTc-ს გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ საჭიროა ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის სიფრთხილით გამოყენება (იხ. პუნქტები 4.2 „ხანდაზმული პაციენტები“, 4.5, 4.8 და 4.9).
აორტის ანევრიზმა და განშრევება, და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა
ეპიდემიოლოგიური კვლევებით, ფტორქინოლონების მიღების შემდეგ გამოვლინდა აორტის ანევრიზმის და განშრების რისკის გაზრდა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ფტორქინოლონებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში, გამოვლინდა აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ფატალური) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. პუნქტი 4.8).
აქედან გამომდინარე, ფტორქინოლონები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სარგებელის და რისკის სიფრთხილით შეფასების შემდეგ და მკურნალობის სხვა ვარიანტების გათვალისწინებით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ანევრიზმის დაავადების დადებითი ოჯახური ანამნეზი, ან აორტის ანევრიზმის და /ან აორტის განშრევების წინასწარგანწყობილი მდგომარეობები, ან გულის სარქვლის დაავადება ან სხვა რისკფაქტორების წინასწარგანწყობილი მდგომარეობა.
როგორც აორტის ანევრიზმისთვის, ასევე განშრევებისთვის და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობისთვის (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები როგორიცაა, მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით
აორტის ანევრიზმის და განშრევება (მაგ. ვასკულარული დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი და გიგანტურუჯრედოვანი ართერიტი ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შერგენის სინდრომი) ან დამატებით
გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობას (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტი).
აორტის ანევრიზმის და განშრევების და მათი გარღვევის რისკი ასევე შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიაში ღებულობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებს.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის მოულოდნელი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყონებლივ მიმართოს ექიმს ან გადაუდებელ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
პაციენტებმა დაუყონებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ქოშინის გამწვავების, გულის პალპიტაციის განმეორების ან მუცლის და ქვედა კიდურების შეშუპების შემთხვევაში.
პერიფერიული ნეიროპათია
ქინოლონებს და ფტორქინოლონების მიღების დროს პაციენტებს გამოუვლინდათ სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შეთხვევები, რომელმაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე. ლევოფლოქსაცინით მომკურნალე პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ უწყვეტი მკურნალობის დაწყებამდე აცნობონ მკურნალ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, წვის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება (იხ. პუნქტი 4.8).
ღვიძლი და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები
ღვიძლის ნეკროზის შემთხვევა ღვიძლის ფატალურ უკმარისობამდე, გამოვლინდა ლევოფლოქსაცინით მომკურნალე ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები მწვავე დაავადებები, მაგალითად სეფსისი (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ შეწყვიტონ მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა ღვიძლის დაავადების ისეთი ნიშნები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის მუქი შეფერილობა, ქავილი ან მუცლის შებერილობა.
მიასთენია გრავისის გამწვავება
ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, აქვთ ნეირომუსკულური ბლოკირების მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. პოსტმარკეტინგული მწვავე გვერდითი რეაქციები, მათ შორის გარდაცვალება, და რესპირატორული დახმარების აუცილებლობა, გამოვლინდა ფტორქინოლონის გამოყენების დროს მიასთენია გრავიტის მქონე პაციენტებში. ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მიასთენია გრავისი.
მხედველობის მხრივ დარღვევები
მხედველობის გაუარესების ან თვალებზე სხვა რაიმე სახის ზეგავლენის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს (იხ. პუნქტები 4.7 და 4.8)
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივად, შესაძლოა გამოიწვიოს არა-მგრძნობიარე ორგანიზმების რაოდენობის ზრდა. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე
ლევოფლოქსაცინით მომკურნალე პაციენტებში, შარდში ოპიატების განმსაზღვრელმა ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. ოპიატების დადებითი მაჩვენებლების დადასტურებას შეიძლება დასჭირდეს უფრო კონკრეტული მეთოდით კვლევა.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება შეაფერხოს Mycobacterium tuberculosis ზრდა და აქედან, გამომდინარე შესაძლოა აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგები ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიურ კვლევაში.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 3.5 მგ ნატრიუმს 1 მლ ხსნარში, 177 მგ ნატრიუმს 50 მლ ხსნარში და 354 მგ ნატრიუმს 100 მლ ხსნარში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული, მოზარდებში დღეში მაქსიმუმ 2 გ ნატრიუმის, 0.175%, 8.85% და 17.7% ის ექვივლენტურია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედება ლევოფლოქსაცინზე
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
კლინიკურ კვლევაში არ გამოვლინდა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან. ამასთან, მოსალოდნელიცერებრალური კრუნჩხვების ბარიერის მკვეთრი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ქინოლონებთან ერთად მიიღება თეოფილინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვით ბარიერს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია დაახლოებით 13 %-ით უფრო მაღალია ფენბუფენთან ერთად, ვიდრე როცა მიიღება მონოთერაპიის სახით.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24 %) და პრობენეციდით (34 %). აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ორივე მედიკამენტს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკისმიერი სეკრეციის ბლოკირება. ამასთან, კვლევაში გამოყენებული დოზების მიღების დროს, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები ნაკლებად სავარაუდოა იყოს კლინიკურად რელევანტური. ლევოფლოქსაცინი, თირკმლის ტუბულარულ სეკრეციაზე მომქმედი მედიკამენტებთან ერთად, როგორიც არის პრობენეციდი და ციმეტიდინი, კომბინირებულ თერაპიაში გამოიყენება სიფრთხილით, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სხვა რელევანტური ინფორმაცია
კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებიდან ვლინდება, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არ ირღვევა კლინიკურად რელევანტური ხარისხით, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ეფექტი სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
ცოკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარდაშლის პერიოდი ლევოფლოქსაცინთან კომბინირებული თერაპიის დროს გაიზარდა 33 %-ით.
ვიტამინი K-ს ანტაგონისტები
მომატებული კოაგულაციის ანალიზები (PT/INR) და/ან სისხლდენა, რომლებიც შესაძლოა იყოს მწვავე, გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით ვიტამინი K-ს ანტაგონისთტან ერთად (მაგ. ვარფარინი). კოაგულაციის ანალიზები, აქედან გამომდინარე უნდა შემოწმდეს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით (იხ. პუნქტი 4.4).
QT ინტერვალის გახანგრძლივებით ცნობილი სამკურნალო საშუალებები
ლევოფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო საშუალებებს (მაგ. ანტიარითმიების კლასი IA და III, ტრიციკლური ანტიდპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშალებები) (იხ. პუნქტი 4.4 „QT ინტერვალის გახანგრძლივება“).
სხვა რელევანტური ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინმა გავლენა არ მოახდინა თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (რომელიც არის კვლევის სუბსტრატი CYP1A2), რაც მიუთითებს, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
შეზღუდული მონაცემები არსებობს ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ ვლინდება პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობის მხრივ (იხ. პუნქტი 5.3). ამასთან, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ადამიანებზე, და ექსპერიმენტული მონაცემები ავლენს ფტორქინოლონების მიერ მოუმწიფებელ ორგანიზმის ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების დაზიანების რისკს, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3 ).
ძუძუთი კვება
ლეევოფლოქსცინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს ქალებში. არასაკმარისია ინფორმაცია დედის რძეში ლევოფლოქსაცინის გადასვლის შესახებ. ამასთან, სხვა ფტორქინოლონები გადადის დედის რძეში. ადამიანის მონაცემების არარსებობის და იმ ექსპერიმენტული მონაცემების გავლენით ჩანს, ფტორქინოლონების მიერ მოუმწიფებელ ორგანიზმის ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების დაზიანების რისკს, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალბატონებისათვის (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3).
ფერტილობა
ლევოფლოქსაცინს არ გამოუწვევია ნაყოფიერების დაქვეითება და რეპროდუქციული მოქმედება ვირთხებში.
გავლენა ავტომანქანის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე
ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტებმა (მაგალითად, თავბრუსხვევა / ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის მხრივ დარღვევები) შეიძლება შეაფერხოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი და, შესაბამისად, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იმ სიტუაციებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება (მაგ. ავტომობილის ან ოპერაციული მოწყობილობის მართვა).
არაასასურველი ეფექტები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ემყარება 8300-ზე მეტ პაციენტში კლინიკური კვლევების მონაცემებს და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებას.
ამ ცხრილში სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის მიხედვით:
ძალიან ხშირი
≥ 1/10
ხშირი
≥ 1/100 to < 1/10
არახშირი
≥ 1/1,000 to < 1/100
იშვიათი
≥ 1/10,000 to < 1/1,000
ძალიან იშვიათი
< 1/10,000
უცნობი
არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია დადგენა
სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიზნით.
ორგანოთა სისტემის კლასი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობი
ინფექციები და ინვაზიები
სოკოვანი ინფექცია, მათ შორის Candida ინფექცია, პათოგენის რეზისტენტულობა
დარღვევები სის-ხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია,
ეოზინოფილია
თრომბოციტოპენია,
ნეიტროპენია
პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ანგიოედემა,
ჰიპერმგრძნობელობა
(იხ. პუნქტი 4.4)
ანაფილაქსიური შოკი a;
ანაფილაქტოიდური შოკი a (იხ. პუნქტი 4.4)
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი სეკრეციის სინდრომი (SIADH)
მეტაბოლიზმი და კვების მხრივ დარღვევები
ანორექსია
ჰიპოგლიკემია, განსა-კუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპოგლიკემიური კომა (იხ. პუნქტი 4.4)
ჰიპერგლიკემია;
(იხ. პუნქტი 4.4)
ფსიქიკური დარღვევები *
უძილობა
შფოთვა,
დაბნეულობა, ნერვოზი
ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაცია, პარანოია), დეპრესია, დაბნეულობა,
უჩვეულო სიზმრები;
კოშმარები, დელირიუმი
ფსიქოზური დარღვევები
თვითდაზიანებით, მათ შორის სუიციდის აზრები ან სუიციდის მცდელობა (იხ. პუნქტი 4.4)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძილიანობა,
ტრემორი, დისგევზია
კრუნჩხვა (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4), პარესთეზია, მეხსიერების დაქვეითება
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (იხ. პუნქტი 4.4), პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია (იხ. პუნქტი 4.4), პაროსმია, ანოსმიის ჩათვლით, დისკინე-ზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, აგევზია, სინკოპე, კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია
დარღვევები მხედველობის მხრივ*
მხედველობის დარ-ღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა (იხ. პუნქტი 4.4 )
მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (იხ. პუნქტი 4.4), უვეიტი
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ*
ვერტიგო
ხმაური ყურებში
სმენის დაკარგვა; სმენის დარღვევა
კარდიალური დარღვევები
ტაქიკარდია,
პალპიტაცია
პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, პარ-კუჭოვანი არითმია და torsade de pointes (ძირითადად გამოვლინდა QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქ-ტორების მქონე პაციენტებში), ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პუნქტები 4.4 და 4.9)
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ფლებიტი
ჰიპოტენზია
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ქოშინი
ბრონქოსპაზმი,
ალერგიული პნევმონიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, გულისრევა, ღებინება
ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა
ჰემორაგიული დიარეა, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ენტეროკოლიტის ნიშანი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.4); პანკრეატიტი
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ALT/AST, ტუტეფოსფატაზა,
GGT )
სისხლში ბილირუბინის დონის მომატება
სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური შემთხვევები, ღვიძლის მწვავე უკმარისო-ბით, ძირითადად, ძირითადი მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4); ჰეპატიტი
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევებიb
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი
წამლისმიერი რეაქციები, ეოზი-ნოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. პუნქტი 4.4), ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (იხ. პუნქტი 4.4), ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, სტომატიტი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ათრალგია, მიალგია
მყესების მხრივ დარღვევები (იხ. პუნქტი 4,3 და 4,4), მათ შორის ტენდინიტი (მაგ. აქილევსის მყესი, კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებისათვის (იხ. პუნქტი 4.4)
რაბდომიოლიზი, მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) (იხ. პუნქტი 4.3 და 4.4), ლიგამენტის გაწყვეტა, კუნთების გაწყვეტა, ართრიტი
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტესტინალური ნეფრიტით გამოწვეული)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები
ინფუზიის ადგილზე რეაქცია (ტკივილი, სიწითლე)
ასთენია
პირექსია
ტკივილი (მათ შორის ზურგის, გულ-მკერდის და კიდურების)
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
b ლორწოვანი გარსის რეაქციები ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდგაც კი
- ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას აღინიშნა ხანგრძლივი (თვეების ან წლების მანძილზე), დამაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ რამდენიმე, ხანდახან მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასზე და შეგრძნებებზე (ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათიები, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა და სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევები), ზოგიერთ შემთხვევებში მიუხედავად არსებული რისკფაქტორებისა (იხ. პუნქტი 4.4)
- * აორტის ანევრიზმა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გაწყვეტით (ფატალური შედეგის ჩათვლით) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4), გამოვლინდა იმ პაციენტებშ, რომლებიც ღებულობენ ფტორქინოლონებს.
სხვა არასასურველი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლონის მიღებასთან, მოიცავს:
პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
ავტორიზაციის შემდეგ მედიკამენტის საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთება მნიშვნელოვანია. აღნიშნული სამედიცინო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივ მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის თანამშრომლებს სთხოვენ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
ცხოველებში ჩატარებული ტოქსიკურობის ან ზეთერაპიული დოზებით ჩატარებული კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის ჭარბი დოზირების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები (დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და კრუნჩხვები) და QT ინტერვალის გაზრდა.
CNS-ის ეფექტები, (მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი) გამოვლინდა პოსტ მარკეტინგულ კვლევებში.
დოზის გადაჭარბების შემთხევვაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. გახანგრძლივებული QT ინტერვალის შემთვევაში უნდა განხორციელდეს ECG-ს მონიტორინგი.
ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD არაეფექტურია სხეულიდან ლევოფოქსაცინის გამოძევებისათვის. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი
1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 5 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 5.13 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტურია.
50 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 256.5 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტურია.
100 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 513 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატისექვივალენტურია.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:
1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 3.5 მგ (0.15 მმოლ) ნატრიუმს.
50 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 177 მგ (7.7 მმოლ) ნატრიუმს.
100 მლ საინფუზიო ხსნარის შეიცავს 354 მგ (15.4 მმოლ) ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი: 3 წელი
შენახვის ვადა გარე შეფუთვის მოხსნის შემდეგ: 3 დღე (ოთახის განათებაზე)
შენახვის ვადა რეზინის საცობის მოხსნის შემდეგ: გამოიყენება დაუყონებლივ (იხ. პუნქტი 6.6).
შენახვის ვადა განზავების შემდეგ: ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ-ის ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა წარმოდგენილი იყო 6.6 პუნქტში ჩამოთვლი პროდუქტებთან განზავების შემდეგ ("ნარევი სხვა საინფუზიო ხსნარებთან ") 25°C ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში და 5°C ტემპერატურაზე 14 დღის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ არ გამოიყენება დაუყონებლივ, გამოყენებამდე შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და ზოგადად არ უნდა აღემატებოდეს 24 საათზე მეტს 2-8°C ტემპერატურის პირობებში, თუ განზავება მოხდა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 შენახვის სპეციალური ზომები
ინახება 250C დაბალ ტემპერატურაზე. არ შეიძლება გაყინვა.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში (იხ. პუნქტი 6.3).
გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი.
შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ ხელმისაწვდომია 50 მლ და 100 მლ უფერო შუშის ფლაკონებში (I ტიპის მინა) ალუმინის თავსახურით, ქლორბუტილის რეზინის ჩამკეტი და მოსაცლელი პოლიპროპილენის ხუფით.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი შეიცავს 50 მლ ან 100 მლ საინფუზიო ხსნარს. შეიძლება შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს ბაზარზე
განადგურების სპეციალური მოთხოვნები და სიფრთხილის ზომები
ლევოფლოქს-დენკი 5 მგ/მლ უნდა იქნას გამოყენებული რეზინის ხუფის პერფორაციისთანავე, ბაქტერიული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თუ ხსნარი არ გამოყენება დაუყოვნებლივ, გამოყენების შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
ინფუზიის დროს არ არის აუცილებელი სინათლისგან დაცვა.
ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე უნდა მოხდეს ხსნარის ვიზუალურად დათვალიერება. იგი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამჭვირვალეა, მომწვანო – ყვითალი შეფერილობის ხსნარი და ნაწილაკებისგან თავისუფალი.
გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სხვა საინფუზიო ხსნარებთან ნარევი
ლევოფლოქს-დენკი 5 მგ/მლ თავსებადია შემდეგ საიფუზიო ხსნარებთან:
0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
5% დექსტროზის ინექცია
- 5% დექსტროზა რინგერის ხსნარში.
პარენტერალური კვებისათვის განკუთვნილი კომბინირებულ ხსნარები (ამინომჟავები, გლუკოზა, ელექტროლიტები).
ასევე იხილეთ პუნქტი 6.2 ”შეუთავსებლობები”.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი გერმანიაში
94258.00.00
გერმანიაში პირველი ავტორიზაციის თარიღი
- 12.2015
- ტექსტის მიმოხილვის თარიღი
11/2020
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12.
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონის კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და წარმოადგენს ოფლოქსაცინის რაცემიული აქტიური ნივთიერების S (-) ენანტიომერს.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს DNA-DNA ჰირაზის კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
PK/PD ურთიერთობა
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მის მრუდის ქვეშ მყოფ (AUC) და მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციაზე (MIC).
რეზისტენტობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცნისადმი რეზისტენტობა მიიღწევა სტადიური პროცესის მუტაციის საშუალებით, როგორც ორივე ტიპის II –ტოპოიზომერაზებში, დნმ ჰირაზა და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტობის სხვა მექანიზმებს, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (გავრცელებული Pseuddomonas aeruginosa) და უკუდენის მექანიზმებს, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობელობაზე.
ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორი აშინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებები სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ არსებობს.
მგრძნობელობის ზღვარი
ლევოფლოქსაცინისთვის EUCAST-ის რეკომენდებული MIC მგრძნობელობის ზღვარი, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში MIC ანალიზისთვის მგრძნონიარე ორგანიზმების გასამიჯნად მოსალოდნელი საშუალოდ მგრძნობიარე ორგანიზმები და საშუალოდ მგრძნობიარე რეზისტენტული ორგანიზმებისგან (მგ/ლ).
EUCAST კლინიკური MIC მგრძნობელობის ზღვარი ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 7.0, 2020-04):
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriaceae
< 0.5 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Pseudomonas spp.
<0.001 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Acinetobacter spp.
< 0.5 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Staphylococcus aureus
< 0.001 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Coagulase-negative Staphylococcus
< 0.001 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Enterococcus spp. (only uncomplicated urinary tract infections)
< 4 მგ/ლ
>4 მგ/ლ
Streptococcus ssp A,B,C,G
< 0.001 მგ/ლ
>2მგ/ლ
S.pneumoniae
< 0.001 მგ/ლ
>2 მგ/ლ
H. influenzae
<0.06 მგ/ლ
>0.06 მგ/ლ
M. catarrhalis
<0.125 მგ/ლ
>0.125 მგ/ლ
ზღვრები, რომელიც არ მიეკუთვნება სახეობებს*
< 0.5 მგ/ლ
>1 მგ/ლ
- ძირითადად შრატის ფარმაკოკინეტიკაზე დაყრდნობით (იხილეთ. www.nak-deutschland.org)
შეძენილი რეზისტენტულობის გავრცელება გარკვეული შტამებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის და დროის მიხედვით და სასურველია რეზისტენტულობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ქონა, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროებისამებრ, გასათვალისწინებელია ექსპერტის აზრი, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ გარკვეული საშუალებების გავლენა, ინფექციური გამომწვევების ზოგიერთ სახეობებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება
ჩვეულებრივი მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus methicillin-მგრძნობიარეა
Staphylococcus saprophyticus
სტრეპტოკოკი C და G ჯგუფის
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობული გრამ–უარყოფითი მიკროორგანიზმები
Eikenella corrodens
Haemophilus influenza
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
ანაერობული მიკროორგანიზმები
Peptostreptococcus
სხვა
Clamydophila pneumoniae
Clamydophila psittaci
Clamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumonia
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები, რომლებისთვის შეძენილი რეზისტენტულობა შესაძლებელია იყოს პრობლემა
აერობული გრამ–დადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus methicillin-მგრძნობიარეა#
კოაგულაზა უარყოფითი Staphylococcus spp.
აერობული გრამ–უარყოფითი ბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
თანდაყოლილი რეზისტენტული შტამები
აერობული გრამ–დადებითი ბაქტერია
Enterococcus faecium
# მეთილიცინის მიმართ რეზისტენტული S. aureus, დიდი ალბათობით მდგრადია ფტორქინოლონის, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სთ-ის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99-100 %.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
სტაბილური მდგომარეობის მიღწევა ხდება 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ დოზის მიღების რეჟიმში 48 საათის განმავლობაში.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილას.
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენების შემდეგ არის დაახლოებით 100 ლ და 500 მგ დოზები სხეულის ქსოვილებში ფართო განაწილების მითითებით.
შეღწევადობა ქსოვილებში და სხეულის სითხეებში
გამოვლენილია, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელურ სითხეში, ალვეოლარული მაკროფაგების, ფილტვების ქსოვილში, კანზე (გამონაყარის სითხე), პროსტატის ქსოვილში და შარდში. ამასთან ლევოფლოქაცინს აქვს ცუდი შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტები არიან დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის 5 %-ს და გამოიყოფა შარდში. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის კირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t 1/2: 6-8 სთ). ექსკრეცია ძირითადად მიმდინარეობს თირკმლისმიერი გზით (მიღებული დოზის >85 %).
500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინის საერთო კლირენსი იყო 175+/- 29.2 მლ/წთ.
პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნება, ვარაუდობენ, რომ მიღების პერორალური და ინტრავენური გზები ურთიერთჩანაცვლებადია.
ხაზოვანება
ლევოფლოქსაცინი ექვემდებარება ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 50-დან 1000 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.
განსაკუთრებული პოპულაცია
თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში, მცირდება თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი, და იზრდება ნახევარგამყოფის პერიოდი, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ ცხრილში.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაშ 500მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ:
CLcr [მლ/წთ]
< 20
20-49
50-80
CLR [მლ/წთ]
13
26
57
t ½ [სთ]
35
27
9
ხანდაზმული სუბიექტები
ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში არ აღინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავებები, გარდა კრეატინინის კლირენსის განსხვავებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა.
სქესობრივი განსხვავებები
მამაკაცებსა და ქალებშ ცალ-ცალკე ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა მცირედან-უმნიშვნელომდე განსხვავება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ ეს გენდერული განსხვავებები წარმოადგენდეს კლინიკურად რელევანტურს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი
1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 5 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 5.13 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტურია.
50 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 256.5 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტურია.
100 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 513 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატისექვივალენტურია.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:
1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 3.5 მგ (0.15 მმოლ) ნატრიუმს.
50 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 177 მგ (7.7 მმოლ) ნატრიუმს.
100 მლ საინფუზიო ხსნარის შეიცავს 354 მგ (15.4 მმოლ) ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1
ფარმაცევტული ფორმა
საინფუზიო ხსნარი.
გამჭვირვალე, მომწვანო-ყვითელი ფერის ხსნარი
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1):
მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (იხ. პუნქტი 4.4)
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
ინჰალაციური ციმბირის წყლული: ექსპოზიციის შემდეგი პროფილაქტიკა და მკურნალობა (იხ. პუნქტი 4.4).
ქვემოთ ჩამოთვნილი ჩვენების დროს ლევოფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება შეუსაბამოა.
საზოგადოებისგან შეძენილი პნევმონია
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესაბამისი ოფიციალური გაიდლაინები.
დოზირება და მიღების წესი
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ მიიღება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით დღეში ერთხელ ან ორჯერ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე ან სიმძიმეზე და პათოგენის სავარაუდო მგრძნობელობაზე. ლევოფლოქსაცინის ინტრავენური ფორმით მკურნალობის დაწყების შემდეგ, მკურნალობა შეიძლება დასრულდეს შესაბამისი პერორალური ფორმით, და განხილული იქნას შესაბამისი მკურნალობა ინდივიდუალური პაციენტებისათვის.
დიზირება
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ-ის რეკომენდებული დოზა შემდეგია:
დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტთათვის (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ)
ჩვენება
დოზირების დღიური რეჟიმი (სიმწვავის შესაბამისად)
მკურნალობის ხანგრძლივობა1 (სიმძიმის შესაბამისად)
საზოგადოებისგან შეძენილი პნევმონია
500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ
7-14დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ დრეში ერთჯერ
7-10 დღე
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთჯერ
7-14 დღე
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
500 მგ დღეში ერთჯერ
28 დღე
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ
7-14 დღე
ინჰალაციური ციმბირის წყლული
500 მგ დღეში ერთჯერ
8 კვირა
1მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს ინტრავენურს დამატებული პერორალური მკურნალობა. ინტრავენურიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლის დრო დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ნორმად განიხილება 2-დან 4 დღემდე პერიოდი.
სპეციალური ჯგუფის მოსახლეობა
თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ)
დოზირების რეჟიმი
250 მგ/24 სთ
500 მგ/24 სთ
500 მგ/12 სთ
კრეატინინის კლირენსი
საწყისი დოზა: 250 მგ
საწყისი დოზა: 500 მგ
საწყისი დოზა: 500 მგ
50-20 მლ/წთ
შემდეგ: 125 მგ/24სთ
შემდეგ: 250 მგ/24 სთ
შემდეგ: 250 მგ/12 სთ
19-10 მლ/წთ
შემდეგ: 125 მგ/48სთ
შემდეგ: 125 მგ/24 სთ
შემდეგ: 125 მგ/12 სთ
<10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და CAPD ჩათვლით)1
შედგეგ: 125 მგ/48 სთ
შემდეგ: 125 მგ/24 სთ
შემდეგ: 125 მგ/ 24 სთ
1ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ, არ საჭიროებს დამატებით დოზირებას.
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის დროს
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზმდება ღვიძლის მიერ, არ საჭიროებს დოზის კორექციას. ძირითადად ხდება თირკლისმიერი გამოყოფა.
ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენს დოზის კორექციას, გარდა თირკმლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4.4 „ ტენდინიტის და მყესების წყვეტა“ და „QT ინტერვალის გახანგრძლივება“).
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზრდილებში (იხ.პუნქტი 4.3)
გამოყენების მეთოდები
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ განკუთვნილია მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიისთვის; იგი მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ. ინფუზიის დრო უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 წუთს 250 მგ–იანი ან 60 წუთს 500 მგ–იანი ლევოფლოქსაცინისთვის ( იხ. პუნქტი 4.4).
შეუთავსებლობისთვის იხ. პუნქტი 6.2 და თავსებადობა სხვა ინფუზიურ ხსნარებთან, იხ. პუნქტი 6.6.
უკუჩვენებები
ლევოფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული:
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა აქტიური ნივთიერების, სხვა რომელიმე ქინოლონის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მყესის მხრივ დარღვევები, რაც დაკავშირებულია ფტორქინოლონის მიღებასთან.
ბავშვებში ან მოზარდებში
ორსულობის დროს
ლაქტაციის დროს
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებმაც წარსულში განუვითრდათ სერიოზული გვერდით რეაქციები ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი საშუალებების გამოყენების დროს (იხ. პუნქტი 4.8). ამ ჯგუფის პაციენტებში ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის არ არსებობის და სარგებელ/რისკის შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.3).
რეზისტენტობის რისკი
მეთილიცინის მიმართ რეზისტენტული S.aureus, დიდი ალბათობით კო-რეზისტენტულია ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ. ამიტომ ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული MRSA-ს ცნობილი ან მოსალოდნელი ინფექციების სამკურნალოდ, თუ ლაბორატორიული ანალიზებით არ დადგინდა ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ (და ძირითადად რეკომენდებული ანტიბაქტერიული საშუალებები MRSA ინფექციების სამკურნალოდ მიუღებელია).
საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული პათოგენის E.coli-ს რეზისტენტულობა ფტორქინოლონების მიმართ განსხვავედება ევროკავშირის ქვეყნებში. რეცეპტის გამომწერმა უნდა გაითვალისწინოს ფტორქინოლონებისადმი E. coli-ს რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება.
ინჰალაციური ციმბირის წყლული: გამოყენება ადამიანებში ეფუძვნება in vitro Bacillus anthracis-ის მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველებში ექსპერიმენტულ მონაცემებს ადამიანებში შეზღუდული რაოდენობის მონაცემებთან ერთად. მკურნალმა ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეროვნული ან/და საერთაშორისო პროტოკოლები ციმბირის წყლულის მკურნალობის შესახებ.
გახანგრძლივებული, ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციები
არის შეტყობინებები პაციენტებში ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებისას ხანგრძლივი (გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული უარყოფითი რეაქციების ძალიან მცირე რაოდონობის შემთხვევების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ხანდახან მრავალ, სხეულის სისტემაზე (ძვალკუნთოვანი, ნერვული, ფსიქიატრიული და შეგრძნებები) მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკ-ფაქტორებისა. ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს ნებისმიერი სერიოზული გვერდითი ეფექტის პირველივე ნიშნის გამოვლენისთანავე და კონსულტაციისათვის მიემართოს ექიმს.
ინფუზიის დრო
ინფუზიის რეკომენდებული დრო 250 მგ ლევოფლოქსაცინისთვის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 წუთს და 500 მგ ლევოფლოქსაცინისთვის 60 წუთს. ოფლოქსაცინისთვის ცნობილია, რომ ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია და არტერიული წნევის დროებითი ვარდნა. იშვიათ შემთხვევებში, არტერიული წნევის ძლიერი ვარდნის შედეგად, შეიძლება მოხდეს სისხლის მიმოქცევის დაქვეითება. ლევოფლოქსაცინის მოხმარების დროს თუ არტერიული წნნევა მკვეთრად დაეცა (ოფლოქსაცინის L-იზომერი) დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ინფუზია.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა
ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არ შემოიფარგლება აქილევსის მყესით) ზოგჯერ ორმხრივი, როგორც ადრე ასევე მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება 1000 მგ დღიური დოზით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში, ხანდაზმულ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ორგანოს გადანერგვის მქონე პაციენტებში და იმ პირებში რომლებიც კომბინირებულ თერაპიაში ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოერიდოთ კორტიკოსტეროიდებთან ერთად კომბინირებულ თერაპიას.
ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ. მტკივნეული შეშუპება, ანთება) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და გათვალისწინებული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურების შესაბამისი მკურნალობა (მაგ. იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ მიიღება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.
Clostridium difficile- დაკავშირებული დაავადება
დიარეა, განსაკუთრებით თუ მძიმეა, ხანგრძლივი და/ან სისხლიანი, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება იყოს სიმპტომური Clostridium difficile-თან დაკავშირებული დაავადება (CDAD). CDAD შეიძლება განსხვავდებოდეს სიცოცხლისათვის საშიში ფორმები სიმძიმის მიხედვით, რომლის ყველაზე გამწვავებული ფორმაა ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.8). ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებსაც ლევოფლოქსაცინის მიღების დროს ან მის შემდეგ განუვითარდებათ ძლიერი დიარეა. თუ არსებობს ეჭვი ან CDAD დადასტურებულია, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს დაუყონებლივ და უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი თერაპიული ზომები. პერისტალტიკის დამთრგუნველი სამკურნალო პროდუქტები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ მდგომარეობაში.
კრუნჩხვითი შეტევებისადმი მიდრეკილი პაციენტები
ქინოლონებს შეუძლიათ კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირებაც და კრუნჩხვითი შეტევების განვითარება. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3) და სხვა ქინოლონების მსგავსად ზედმიწევნითი სიფრთხილით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან კრუნჩხვითი შეტევებისკენ, ან კომბინირებულ თერაპიაში ღებულობენ აქტიური ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ცერებრალური კრუნჩხვთ ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი (იხ. პუნქტი 4.5). კონვულსიური კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.8) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა.
პაციენტები G-6-ფოსფატის დეჰიდროგენეზას დეფიციტით
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფარული ან აქტიური დეფექტის მქონე პაციენტებს, ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, მიდრეკილნი არიან ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისაკენ. ამიტომ, ამ ჯგუფის პაციენტებში ლევოფლოქსაცის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰემოლიზის შესაძლო გამოვლინება.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ვინაიდან ლევოფლოქსაცინის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების საშუალებით, ლევოფლოქსაცინის დოზის უნდა დარეგულირდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული, პოტენციურად ფატალური რეაქციები (მაგ. ანგიოდემა, ანაფილაქსიურ შოკამდე), საწყისი დოზის მიღების შემდეგაც ( იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა დაუყონებლივ უდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმს, რომელიც დანიშნავს შესაბამის საწყის გადაუდებელ დახმარების ზომებს.
კანის მხრივ მძიმე გვერდითი რეაქციები
ლევოფლოქსაცინის მიღების დროს გამოვლინდა კანის მხრივ მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილია, როგორც ლაელის სინდრომი), სტივენ ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური (იხ. პუნქტი 4.8). მედიკამენტის დანიშვნის დროს, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ კანის მხრივ მძიმე რეაქციების შესახებ და გადიოდნენ მონიტორინგს. ამ მოსალოდნელი სიმპტომების და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და განხილული უნდა იქნეს ალტერნატიული მკურნალობა. ლევოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სერიოზული კანის მხრივ რეაქციები, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS სინდრომი, აღარ უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის თავიდან დაწყება.
დისგლიკემია
როგორც ყველა ქინოლონთან, აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია, უფრო ხშირად ვლინდება ხანდაზმულ, ძირითადად დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიაში პერორალურად ღებულობდნენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგ., გლიბენკლამიდს) ან ინსულინს. გამოვლინდა ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე პაციენტებშ, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი (იხ. პუნქტი 4,8). ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყონებლივб თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში გლუკოზის დონის მხრივ დარღვევები და გასათვალისწინებელია ალტერნატიული ანტიბაქტერიული არაფტორქინოლონური თერაპია.
ფოტომგრძნობელობითი რეაქციის პრევენცია
ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს გამოვლინდა ფოტომგრძნობელობითი რეაქციები (იხ. პუნქტი 4.8). რეკომენდებულია რომ პაციენტები მოერიდონ მზის ძლიერ ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს თუ ეს არ არის აუცილებელი, (მაგ. ნათურა მზის გამოსხივებით, სოლარიუმი) მკურნალობის დროს, და შეწყვეტიდან 48 საათის განმავლობაში, რათა მოხდეს ფოტომგრძნობელობითი რეაქციების თავიდან აცილება.
პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით
კოაგულაციის ტესტების შესაძლო მატების გამო (PT/INR) და/ან სისხლდენის განვითარება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით და K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად (მაგ. ვარფარინი), ამ წამლების ერთდროულად მიღებისას უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.5).
ფსიქოზური რეაქციები
ფსიქოზური რეაქციები გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აღნიშნული პროგრესირდა სუიციდური აზრებამდე და თვით-დაზიანების ქცევამდე - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის პირველივე დოზის მიღების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). თუ პაციენტს განუვითარდა აღნიშნული რეაქციები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება პირველივე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე და რჩევისთვის მიემართოს დამნიშვნელს. გასათვალისწინებელია ალტერნატიული არაფტორქინოლონური ანტიბაქტერიული თერაპია და შესაბამისი ზომების მიღება. ლევოფლოქსაცინი სიფრთხილით მიიღება მიმდინარე ან ანამნეზში ფსიქიატრიული დარღვევების მქონე პაციენტებში.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების ცნობილი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად:
თანდაყოლილი ხანგრძლივი QT სინდრომი
იმ მედიკამენტებითან კომბინირებული თერაპია, რომელიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებს QT ინტერვალს (მაგ. IA და III კლასის არითმიის სამკურნალო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები)
არაკორექტირებული ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპომაგნიემია)
კარდიალური დაავადება (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი QTc-ს გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ საჭიროა ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის სიფრთხილით გამოყენება (იხ. პუნქტები 4.2 „ხანდაზმული პაციენტები“, 4.5, 4.8 და 4.9).
აორტის ანევრიზმა და განშრევება, და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა
ეპიდემიოლოგიური კვლევებით, ფტორქინოლონების მიღების შემდეგ გამოვლინდა აორტის ანევრიზმის და განშრების რისკის გაზრდა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ფტორქინოლონებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში, გამოვლინდა აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ფატალური) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. პუნქტი 4.8).
აქედან გამომდინარე, ფტორქინოლონები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სარგებელის და რისკის სიფრთხილით შეფასების შემდეგ და მკურნალობის სხვა ვარიანტების გათვალისწინებით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ანევრიზმის დაავადების დადებითი ოჯახური ანამნეზი, ან აორტის ანევრიზმის და /ან აორტის განშრევების წინასწარგანწყობილი მდგომარეობები, ან გულის სარქვლის დაავადება ან სხვა რისკფაქტორების წინასწარგანწყობილი მდგომარეობა.
როგორც აორტის ანევრიზმისთვის, ასევე განშრევებისთვის და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობისთვის (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები როგორიცაა, მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით
აორტის ანევრიზმის და განშრევება (მაგ. ვასკულარული დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი და გიგანტურუჯრედოვანი ართერიტი ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შერგენის სინდრომი) ან დამატებით
გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობას (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტი).
აორტის ანევრიზმის და განშრევების და მათი გარღვევის რისკი ასევე შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიაში ღებულობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებს.
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის მოულოდნელი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყონებლივ მიმართოს ექიმს ან გადაუდებელ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
პაციენტებმა დაუყონებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ქოშინის გამწვავების, გულის პალპიტაციის განმეორების ან მუცლის და ქვედა კიდურების შეშუპების შემთხვევაში.
პერიფერიული ნეიროპათია
ქინოლონებს და ფტორქინოლონების მიღების დროს პაციენტებს გამოუვლინდათ სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შეთხვევები, რომელმაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე. ლევოფლოქსაცინით მომკურნალე პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ უწყვეტი მკურნალობის დაწყებამდე აცნობონ მკურნალ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, წვის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება (იხ. პუნქტი 4.8).
ღვიძლი და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები
ღვიძლის ნეკროზის შემთხვევა ღვიძლის ფატალურ უკმარისობამდე, გამოვლინდა ლევოფლოქსაცინით მომკურნალე ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები მწვავე დაავადებები, მაგალითად სეფსისი (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ შეწყვიტონ მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა ღვიძლის დაავადების ისეთი ნიშნები, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის მუქი შეფერილობა, ქავილი ან მუცლის შებერილობა.
მიასთენია გრავისის გამწვავება
ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, აქვთ ნეირომუსკულური ბლოკირების მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში. პოსტმარკეტინგული მწვავე გვერდითი რეაქციები, მათ შორის გარდაცვალება, და რესპირატორული დახმარების აუცილებლობა, გამოვლინდა ფტორქინოლონის გამოყენების დროს მიასთენია გრავიტის მქონე პაციენტებში. ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მიასთენია გრავისი.
მხედველობის მხრივ დარღვევები
მხედველობის გაუარესების ან თვალებზე სხვა რაიმე სახის ზეგავლენის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს (იხ. პუნქტები 4.7 და 4.8)
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივად, შესაძლოა გამოიწვიოს არა-მგრძნობიარე ორგანიზმების რაოდენობის ზრდა. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე
ლევოფლოქსაცინით მომკურნალე პაციენტებში, შარდში ოპიატების განმსაზღვრელმა ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. ოპიატების დადებითი მაჩვენებლების დადასტურებას შეიძლება დასჭირდეს უფრო კონკრეტული მეთოდით კვლევა.
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება შეაფერხოს Mycobacterium tuberculosis ზრდა და აქედან, გამომდინარე შესაძლოა აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგები ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიურ კვლევაში.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 3.5 მგ ნატრიუმს 1 მლ ხსნარში, 177 მგ ნატრიუმს 50 მლ ხსნარში და 354 მგ ნატრიუმს 100 მლ ხსნარში, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული, მოზარდებში დღეში მაქსიმუმ 2 გ ნატრიუმის, 0.175%, 8.85% და 17.7% ის ექვივლენტურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედება ლევოფლოქსაცინზე
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
კლინიკურ კვლევაში არ გამოვლინდა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან. ამასთან, მოსალოდნელიცერებრალური კრუნჩხვების ბარიერის მკვეთრი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ქინოლონებთან ერთად მიიღება თეოფილინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვით ბარიერს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია დაახლოებით 13 %-ით უფრო მაღალია ფენბუფენთან ერთად, ვიდრე როცა მიიღება მონოთერაპიის სახით.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24 %) და პრობენეციდით (34 %). აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ორივე მედიკამენტს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკისმიერი სეკრეციის ბლოკირება. ამასთან, კვლევაში გამოყენებული დოზების მიღების დროს, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები ნაკლებად სავარაუდოა იყოს კლინიკურად რელევანტური. ლევოფლოქსაცინი, თირკმლის ტუბულარულ სეკრეციაზე მომქმედი მედიკამენტებთან ერთად, როგორიც არის პრობენეციდი და ციმეტიდინი, კომბინირებულ თერაპიაში გამოიყენება სიფრთხილით, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სხვა რელევანტური ინფორმაცია
კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებიდან ვლინდება, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არ ირღვევა კლინიკურად რელევანტური ხარისხით, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ეფექტი სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
ცოკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარდაშლის პერიოდი ლევოფლოქსაცინთან კომბინირებული თერაპიის დროს გაიზარდა 33 %-ით.
ვიტამინი K-ს ანტაგონისტები
მომატებული კოაგულაციის ანალიზები (PT/INR) და/ან სისხლდენა, რომლებიც შესაძლოა იყოს მწვავე, გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით ვიტამინი K-ს ანტაგონისთტან ერთად (მაგ. ვარფარინი). კოაგულაციის ანალიზები, აქედან გამომდინარე უნდა შემოწმდეს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ K ვიტამინის ანტაგონისტებით (იხ. პუნქტი 4.4).
QT ინტერვალის გახანგრძლივებით ცნობილი სამკურნალო საშუალებები
ლევოფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო საშუალებებს (მაგ. ანტიარითმიების კლასი IA და III, ტრიციკლური ანტიდპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშალებები) (იხ. პუნქტი 4.4 „QT ინტერვალის გახანგრძლივება“).
სხვა რელევანტური ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინმა გავლენა არ მოახდინა თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (რომელიც არის კვლევის სუბსტრატი CYP1A2), რაც მიუთითებს, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
შეზღუდული მონაცემები არსებობს ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ ვლინდება პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობის მხრივ (იხ. პუნქტი 5.3). ამასთან, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ადამიანებზე, და ექსპერიმენტული მონაცემები ავლენს ფტორქინოლონების მიერ მოუმწიფებელ ორგანიზმის ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების დაზიანების რისკს, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3 ).
ძუძუთი კვება
ლეევოფლოქსცინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს ქალებში. არასაკმარისია ინფორმაცია დედის რძეში ლევოფლოქსაცინის გადასვლის შესახებ. ამასთან, სხვა ფტორქინოლონები გადადის დედის რძეში. ადამიანის მონაცემების არარსებობის და იმ ექსპერიმენტული მონაცემების გავლენით ჩანს, ფტორქინოლონების მიერ მოუმწიფებელ ორგანიზმის ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების დაზიანების რისკს, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალბატონებისათვის (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3).
ფერტილობა
ლევოფლოქსაცინს არ გამოუწვევია ნაყოფიერების დაქვეითება და რეპროდუქციული მოქმედება ვირთხებში.
გავლენა ავტომანქანის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე
ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტებმა (მაგალითად, თავბრუსხვევა / ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის მხრივ დარღვევები) შეიძლება შეაფერხოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი და, შესაბამისად, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იმ სიტუაციებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება (მაგ. ავტომობილის ან ოპერაციული მოწყობილობის მართვა).
არაასასურველი ეფექტები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ემყარება 8300-ზე მეტ პაციენტში კლინიკური კვლევების მონაცემებს და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებას.
ამ ცხრილში სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის მიხედვით:
ძალიან ხშირი
≥ 1/10
ხშირი
≥ 1/100 to < 1/10
არახშირი
≥ 1/1,000 to < 1/100
იშვიათი
≥ 1/10,000 to < 1/1,000
ძალიან იშვიათი
< 1/10,000
უცნობი
არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია დადგენა
სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიზნით.
ორგანოთა სისტემის კლასი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობი
ინფექციები და ინვაზიები
სოკოვანი ინფექცია, მათ შორის Candida ინფექცია, პათოგენის რეზისტენტულობა
დარღვევები სის-ხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ლეიკოპენია,
ეოზინოფილია
თრომბოციტოპენია,
ნეიტროპენია
პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ანგიოედემა,
ჰიპერმგრძნობელობა
(იხ. პუნქტი 4.4)
ანაფილაქსიური შოკი a;
ანაფილაქტოიდური შოკი a (იხ. პუნქტი 4.4)
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი სეკრეციის სინდრომი (SIADH)
მეტაბოლიზმი და კვების მხრივ დარღვევები
ანორექსია
ჰიპოგლიკემია, განსა-კუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპოგლიკემიური კომა (იხ. პუნქტი 4.4)
ჰიპერგლიკემია;
(იხ. პუნქტი 4.4)
ფსიქიკური დარღვევები *
უძილობა
შფოთვა,
დაბნეულობა, ნერვოზი
ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაცია, პარანოია), დეპრესია, დაბნეულობა,
უჩვეულო სიზმრები;
კოშმარები, დელირიუმი
ფსიქოზური დარღვევები
თვითდაზიანებით, მათ შორის სუიციდის აზრები ან სუიციდის მცდელობა (იხ. პუნქტი 4.4)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძილიანობა,
ტრემორი, დისგევზია
კრუნჩხვა (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4), პარესთეზია, მეხსიერების დაქვეითება
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (იხ. პუნქტი 4.4), პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია (იხ. პუნქტი 4.4), პაროსმია, ანოსმიის ჩათვლით, დისკინე-ზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, აგევზია, სინკოპე, კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია
დარღვევები მხედველობის მხრივ*
მხედველობის დარ-ღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა (იხ. პუნქტი 4.4 )
მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (იხ. პუნქტი 4.4), უვეიტი
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ*
ვერტიგო
ხმაური ყურებში
სმენის დაკარგვა; სმენის დარღვევა
კარდიალური დარღვევები
ტაქიკარდია,
პალპიტაცია
პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, პარ-კუჭოვანი არითმია და torsade de pointes (ძირითადად გამოვლინდა QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქ-ტორების მქონე პაციენტებში), ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პუნქტები 4.4 და 4.9)
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ფლებიტი
ჰიპოტენზია
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ქოშინი
ბრონქოსპაზმი,
ალერგიული პნევმონიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, გულისრევა, ღებინება
ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა
ჰემორაგიული დიარეა, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ენტეროკოლიტის ნიშანი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.4); პანკრეატიტი
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ALT/AST, ტუტეფოსფატაზა,
GGT )
სისხლში ბილირუბინის დონის მომატება
სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური შემთხვევები, ღვიძლის მწვავე უკმარისო-ბით, ძირითადად, ძირითადი მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4); ჰეპატიტი
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევებიb
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი
წამლისმიერი რეაქციები, ეოზი-ნოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. პუნქტი 4.4), ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (იხ. პუნქტი 4.4), ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, სტომატიტი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ათრალგია, მიალგია
მყესების მხრივ დარღვევები (იხ. პუნქტი 4,3 და 4,4), მათ შორის ტენდინიტი (მაგ. აქილევსის მყესი, კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებისათვის (იხ. პუნქტი 4.4)
რაბდომიოლიზი, მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) (იხ. პუნქტი 4.3 და 4.4), ლიგამენტის გაწყვეტა, კუნთების გაწყვეტა, ართრიტი
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტესტინალური ნეფრიტით გამოწვეული)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები
ინფუზიის ადგილზე რეაქცია (ტკივილი, სიწითლე)
ასთენია
პირექსია
ტკივილი (მათ შორის ზურგის, გულ-მკერდის და კიდურების)
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი.
b ლორწოვანი გარსის რეაქციები ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდგაც კი
- ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას აღინიშნა ხანგრძლივი (თვეების ან წლების მანძილზე), დამაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ რამდენიმე, ხანდახან მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასზე და შეგრძნებებზე (ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათიები, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა და სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევები), ზოგიერთ შემთხვევებში მიუხედავად არსებული რისკფაქტორებისა (იხ. პუნქტი 4.4)
- * აორტის ანევრიზმა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გაწყვეტით (ფატალური შედეგის ჩათვლით) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4), გამოვლინდა იმ პაციენტებშ, რომლებიც ღებულობენ ფტორქინოლონებს.
სხვა არასასურველი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლონის მიღებასთან, მოიცავს:
პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
ავტორიზაციის შემდეგ მედიკამენტის საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთება მნიშვნელოვანია. აღნიშნული სამედიცინო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივ მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის თანამშრომლებს სთხოვენ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
დოზის გადაჭარბება
ცხოველებში ჩატარებული ტოქსიკურობის ან ზეთერაპიული დოზებით ჩატარებული კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის ჭარბი დოზირების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები (დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და კრუნჩხვები) და QT ინტერვალის გაზრდა.
CNS-ის ეფექტები, (მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი) გამოვლინდა პოსტ მარკეტინგულ კვლევებში.
დოზის გადაჭარბების შემთხევვაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. გახანგრძლივებული QT ინტერვალის შემთვევაში უნდა განხორციელდეს ECG-ს მონიტორინგი.
ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD არაეფექტურია სხეულიდან ლევოფოქსაცინის გამოძევებისათვის. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12.
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონის კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და წარმოადგენს ოფლოქსაცინის რაცემიული აქტიური ნივთიერების S (-) ენანტიომერს.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს DNA-DNA ჰირაზის კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
PK/PD ურთიერთობა
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მის მრუდის ქვეშ მყოფ (AUC) და მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციაზე (MIC).
რეზისტენტობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცნისადმი რეზისტენტობა მიიღწევა სტადიური პროცესის მუტაციის საშუალებით, როგორც ორივე ტიპის II –ტოპოიზომერაზებში, დნმ ჰირაზა და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტობის სხვა მექანიზმებს, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (გავრცელებული Pseuddomonas aeruginosa) და უკუდენის მექანიზმებს, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობელობაზე.
ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორი აშინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებები სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ არსებობს.
მგრძნობელობის ზღვარი
ლევოფლოქსაცინისთვის EUCAST-ის რეკომენდებული MIC მგრძნობელობის ზღვარი, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში MIC ანალიზისთვის მგრძნონიარე ორგანიზმების გასამიჯნად მოსალოდნელი საშუალოდ მგრძნობიარე ორგანიზმები და საშუალოდ მგრძნობიარე რეზისტენტული ორგანიზმებისგან (მგ/ლ).
EUCAST კლინიკური MIC მგრძნობელობის ზღვარი ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 7.0, 2020-04):
პათოგენი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Enterobacteriaceae
< 0.5 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Pseudomonas spp.
<0.001 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Acinetobacter spp.
< 0.5 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Staphylococcus aureus
< 0.001 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Coagulase-negative Staphylococcus
< 0.001 მგ/ლ
>1 მგ/ლ
Enterococcus spp. (only uncomplicated urinary tract infections)
< 4 მგ/ლ
>4 მგ/ლ
Streptococcus ssp A,B,C,G
< 0.001 მგ/ლ
>2მგ/ლ
S.pneumoniae
< 0.001 მგ/ლ
>2 მგ/ლ
H. influenzae
<0.06 მგ/ლ
>0.06 მგ/ლ
M. catarrhalis
<0.125 მგ/ლ
>0.125 მგ/ლ
ზღვრები, რომელიც არ მიეკუთვნება სახეობებს*
< 0.5 მგ/ლ
>1 მგ/ლ
- ძირითადად შრატის ფარმაკოკინეტიკაზე დაყრდნობით (იხილეთ. www.nak-deutschland.org)
შეძენილი რეზისტენტულობის გავრცელება გარკვეული შტამებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის და დროის მიხედვით და სასურველია რეზისტენტულობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ქონა, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროებისამებრ, გასათვალისწინებელია ექსპერტის აზრი, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ გარკვეული საშუალებების გავლენა, ინფექციური გამომწვევების ზოგიერთ სახეობებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება
ჩვეულებრივი მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus methicillin-მგრძნობიარეა
Staphylococcus saprophyticus
სტრეპტოკოკი C და G ჯგუფის
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობული გრამ–უარყოფითი მიკროორგანიზმები
Eikenella corrodens
Haemophilus influenza
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
ანაერობული მიკროორგანიზმები
Peptostreptococcus
სხვა
Clamydophila pneumoniae
Clamydophila psittaci
Clamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumonia
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები, რომლებისთვის შეძენილი რეზისტენტულობა შესაძლებელია იყოს პრობლემა
აერობული გრამ–დადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus methicillin-მგრძნობიარეა#
კოაგულაზა უარყოფითი Staphylococcus spp.
აერობული გრამ–უარყოფითი ბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
თანდაყოლილი რეზისტენტული შტამები
აერობული გრამ–დადებითი ბაქტერია
Enterococcus faecium
# მეთილიცინის მიმართ რეზისტენტული S. aureus, დიდი ალბათობით მდგრადია ფტორქინოლონის, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სთ-ის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99-100 %.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
სტაბილური მდგომარეობის მიღწევა ხდება 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ დოზის მიღების რეჟიმში 48 საათის განმავლობაში.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილას.
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენების შემდეგ არის დაახლოებით 100 ლ და 500 მგ დოზები სხეულის ქსოვილებში ფართო განაწილების მითითებით.
შეღწევადობა ქსოვილებში და სხეულის სითხეებში
გამოვლენილია, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელურ სითხეში, ალვეოლარული მაკროფაგების, ფილტვების ქსოვილში, კანზე (გამონაყარის სითხე), პროსტატის ქსოვილში და შარდში. ამასთან ლევოფლოქაცინს აქვს ცუდი შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტები არიან დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის 5 %-ს და გამოიყოფა შარდში. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის კირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t 1/2: 6-8 სთ). ექსკრეცია ძირითადად მიმდინარეობს თირკმლისმიერი გზით (მიღებული დოზის >85 %).
500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინის საერთო კლირენსი იყო 175+/- 29.2 მლ/წთ.
პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნება, ვარაუდობენ, რომ მიღების პერორალური და ინტრავენური გზები ურთიერთჩანაცვლებადია.
ხაზოვანება
ლევოფლოქსაცინი ექვემდებარება ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 50-დან 1000 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.
განსაკუთრებული პოპულაცია
თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში, მცირდება თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი, და იზრდება ნახევარგამყოფის პერიოდი, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ ცხრილში.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაშ 500მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ:
CLcr [მლ/წთ]
< 20
20-49
50-80
CLR [მლ/წთ]
13
26
57
t ½ [სთ]
35
27
9
ხანდაზმული სუბიექტები
ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში არ აღინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავებები, გარდა კრეატინინის კლირენსის განსხვავებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა.
სქესობრივი განსხვავებები
მამაკაცებსა და ქალებშ ცალ-ცალკე ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა მცირედან-უმნიშვნელომდე განსხვავება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ ეს გენდერული განსხვავებები წარმოადგენდეს კლინიკურად რელევანტურს.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და გამრავლებასა და განვითარებასთან დაკავშირებით არა-კლინიკური კვლევბი არ მიუთითებს ადამიანისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს.
ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ფერტილობის და რეპროდუქციული შესაძლებლობის შესუსტება ვირთაგვებში, და მისი ერთადერთი ეფექტი ნაყოფზე იყო დედაზე ტოქსიკურობის გავლენის შედეგად დაგვიანებული მომწიფება.
ლევოფლოქსაცინი არ იწვევს გენის მუტაციას ბაქტერიულ ან ძუძუმწოვარების უჯრედებში, მაგრამ in vitro კვლევებით ვლინდება ცდომილებები ქრომოსომების მხრივ ჩინური ზაზუნას ფილტვის უჯრედებში. აღნიშნული ეფექტები შეიძლება განვმარტოთ ტოპოიზომერაზის II ინჰიბირებით. In vivo ტესტებში (მიკრონუკლეუსი, მედდის ქეომატიდების გაცვლა, დნმ-ის დაუგეგმავი სინთეზი, ლეტალობის დომინანტური ტესტები) არ ვლინდება რაიმე გენოტოქსიკური პოტენციალი. თაგვებში ჩატარებული კვლევებიდან დადგინდა, რომ ლევოფლოქსაცინს აქვს ფოტოტოქსიური მოქმედება მხოლოდ ძალიან მაღალი დოზებით მკურნალობის დროს. ლევოფლოქსაცინმა არ აჩვენა რაიმე სახის გენოტოქსიკური პოტენციალი ფოტომუტაგენობის ანალიზში, და მან შეამცირა სიმსივნის განვითარება ფოტოკარცინოგენურობის კვლევაში.
სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, თაგვებსა და ძაღლებში ლევოფლოქსაცინმა გავლენა მოახდინა ხრტილოვანზე წანაზარდები და ღრმულები) ვირთაგვებში და ძაღლებში. აღნიშნული ძირითადად ვლინდება ახალგაზრდა ცხოველებში.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ქლორიდი
მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის)
საინექციო წყალი
შეუთავსებლობები
არ შეიძლება ამ სამკურნალოო საშუალების შერევა ჰეპარინთან ან ტუტე ხსნარებთან (მაგ. ნატრიუმის ბიკარბონატი).
არ შეიძლება ამ სამკურნალოო საშუალების შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, 6.6 პუნქტში მითითებული საშუალებების გარდა.
შენახვის ვადა
გაუხსნელი ფლაკონი: 3 წელი
შენახვის ვადა გარე შეფუთვის მოხსნის შემდეგ: 3 დღე (ოთახის განათებაზე)
შენახვის ვადა რეზინის საცობის მოხსნის შემდეგ: გამოიყენება დაუყონებლივ (იხ. პუნქტი 6.6).
შენახვის ვადა განზავების შემდეგ: ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ-ის ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა წარმოდგენილი იყო 6.6 პუნქტში ჩამოთვლი პროდუქტებთან განზავების შემდეგ ("ნარევი სხვა საინფუზიო ხსნარებთან ") 25°C ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში და 5°C ტემპერატურაზე 14 დღის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ არ გამოიყენება დაუყონებლივ, გამოყენებამდე შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და ზოგადად არ უნდა აღემატებოდეს 24 საათზე მეტს 2-8°C ტემპერატურის პირობებში, თუ განზავება მოხდა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 შენახვის სპეციალური ზომები
ინახება 250C დაბალ ტემპერატურაზე. არ შეიძლება გაყინვა.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში (იხ. პუნქტი 6.3).
გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი.
შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
ლევოფლოქს-დენკ 5 მგ/მლ ხელმისაწვდომია 50 მლ და 100 მლ უფერო შუშის ფლაკონებში (I ტიპის მინა) ალუმინის თავსახურით, ქლორბუტილის რეზინის ჩამკეტი და მოსაცლელი პოლიპროპილენის ხუფით.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი შეიცავს 50 მლ ან 100 მლ საინფუზიო ხსნარს. შეიძლება შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს ბაზარზე
განადგურების სპეციალური მოთხოვნები და სიფრთხილის ზომები
ლევოფლოქს-დენკი 5 მგ/მლ უნდა იქნას გამოყენებული რეზინის ხუფის პერფორაციისთანავე, ბაქტერიული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თუ ხსნარი არ გამოყენება დაუყოვნებლივ, გამოყენების შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
ინფუზიის დროს არ არის აუცილებელი სინათლისგან დაცვა.
ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე უნდა მოხდეს ხსნარის ვიზუალურად დათვალიერება. იგი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამჭვირვალეა, მომწვანო – ყვითალი შეფერილობის ხსნარი და ნაწილაკებისგან თავისუფალი.
გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სხვა საინფუზიო ხსნარებთან ნარევი
ლევოფლოქს-დენკი 5 მგ/მლ თავსებადია შემდეგ საიფუზიო ხსნარებთან:
0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
5% დექსტროზის ინექცია
- 5% დექსტროზა რინგერის ხსნარში.
პარენტერალური კვებისათვის განკუთვნილი კომბინირებულ ხსნარები (ამინომჟავები, გლუკოზა, ელექტროლიტები).
ასევე იხილეთ პუნქტი 6.2 ”შეუთავსებლობები”.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი გერმანიაში
94258.00.00
გერმანიაში პირველი ავტორიზაციის თარიღი
- 12.2015
- ტექსტის მიმოხილვის თარიღი
11/2020
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



