პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ლევორენჯი

LEVORENG

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდებაა ლევორენჯი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ლევორენჯის ტაბლეტები შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. ლევოფლოქსაცინი მიეკუთვნება სამკურნალო პროდუქტების ჯგუფს სახელწოდებით ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის ქინოლონების ოჯახის ანტიბიოტიკი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოფლოქსაცინი (levofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
მწარმოებელი
Medinfar Manufacturing S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-040827
რეგისტრირებულია
23 აპრილი 2024, მოქმედებს 23 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Farmoz – Sociedade Tecnico Medicinal, S.A. (პორტუგალია)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალევორენჯი და სხვა წამალი ერთად

ლევორენჯი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდებაა ლევორენჯი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ლევორენჯის ტაბლეტები შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. ლევოფლოქსაცინი მიეკუთვნება სამკურნალო პროდუქტების ჯგუფს სახელწოდებით ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის ქინოლონების ოჯახის ანტიბიოტიკი. ის მოქმედებს თქვენს ორგანიზმში ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებზე შეტევის გზით.

ლევორენჯის ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ:

  • სინუსები
  • ფილტვები, ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემები ან პნევმონია
  • საშარდე გზები, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ჩათვლით
  • პროსტატის ჯირკვალი, თუ გაქვთ ხანგრძლივი ინფექცია
  • კანი და კანქვეშა ქსოვილი, კუნთების ჩათვლით. მას ზოგჯერ "რბილ ქსოვილს" უწოდებენ.

ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციებში, ლევორენჯის ტაბლეტები შეიძლება გამოყენებული იქნას ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედების შემდეგ ციმბირის წყლულით ფილტვების დაავადების ან დაავადების გაუარესების ალბათობის შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ მიიღება ეს პრეპარატი

  • მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად
  • გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყლის დაყოლებით
  • ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების დროს ან საკვების მიღებებს შორის ნებისმიერ დროს.

დაიცავით კანი მზის შუქისგან

მოერიდეთ მზის პირდაპირ შუქს ამ პრეპარატის მიღებისას და მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში, რადგანაც თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდება მზის მიმართ და შეიძლება დაიწვას, გაგიჩნდეთ ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე დაბუშტუკება, თუ არ მიიღებთ შემდეგ სიფრთხილის ზომებს:

  • დარწმუნდით, რომ იყენებთ მაღალ-ეფექტურ მზისგან დამცავ კრემს
  • ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს თქვენს ხელებსა და ფეხებს
  • მოერიდეთ მზის ქვეშ წოლას.

თუ თქვენ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს, არ მიიღოთ ეს პრეპარატები ლევორენგთან ერთად. მიიღეთ ამ მედიკამენტების დოზა ლევორენჯის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

რამდენის მიღებაა საჭირო

  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ლევორენჯის ტაბლეტი უნდა მიიღოთ
  • დოზა დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპზე და იმაზე, თუ სად არის ინფექცია თქვენს ორგანიზმში
  • თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია თქვენი ინფექცია
  • თუ გრძნობთ, რომ თქვენი პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

სინუსების ინფექცია

  • 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, დღეში ერთხელ

ფილტვების ინფექცია, სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში

პნევმონია

1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, ერთხელ ან ორჯერ დღეში

საშარდე გზების ინფექცია, თირკმელების ან შარდის ბუშტის ჩათვლით

  • ½ ან 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, დღეში ერთხელ

პროსტატის ჯირკვლის ინფექცია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექცია, კუნთების ჩათვლით

  • 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, ერთხელ ან ორჯერ დღეში.

მოზრდილები და ხანდაზმულები თირკმელების პრობლემებით

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს ბავშვებსა და მოზარდებს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლევორენჯის ტაბლეტები

თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სხვა სამედიცინო დახმარებას. თან წაიღეთ წამლის შეფუთვა, რადგანაც ექიმმა იცოდეს თუ რა მიიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები: კრუნჩხვითი შეტევები, ცნობიერების აბნევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვა, ტრემორი და გულის პრობლემები - გამოიწვიოს გულის არათანაბარი ცემა, ასევე გულისრევა ან კუჭის წვა.

თუ დაგავიწყდათ ლევორენჯის ტაბლეტების მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ თითქმის არ არის მოსული შემდეგი დოზის მიღების დრო. არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ ლევორენჯის ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ ლევორენჯის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ტაბლეტების კურსი, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ან ბაქტერიები გახდეს რეზისტენტული პრეპარატის მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის პრეპარატის დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • ალერგიული ხართ ლევოფლოქსაცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, ან ამ ერეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

  • ოდესმე გქონიათ ეპილეფსია
  • თქვენ ხართ ბავშვი ან მოზარდი
  • ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას
  • ხართ მეძუძური დედა

ამ პრეპარატის მიღებისას

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტკივილი და შეშუპება სახსრებში და მყესების ანთება ან გაწყვეტა. თქვენი რისკი იზრდება, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), გადანერგილი გაქვთ ორგანო, გაქვთ თირკმლის პრობლემები ან თუ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და ლევორენჯი თ თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. მყესის ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნებისას (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში), შეწყვიტეთ ლევორენჯის მიღება, მიმართეთ თქვენს ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ყოველგვარ არასაჭირო ვარჯიშს, რადგანაც ამან შეიძლება გაზარდოს მყესების გაწყვეტის რისკი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არა ხართ დარწმუნებული, ლევორენჯის მიღებამდე ეგაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ლევორენჯის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

  • თქვენ ხართ 60 წლის ან მეტი ასაკის
  • თქვენ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ (იხილეთ პუნქტი „სხვა პრეპარატები და ლევორენჯი “)
  • როდესმე გქონიათ კრუნჩხვა
  • გქონდათ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო
  • გაქვთ თირკმელების პრობლემები
  • გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც "გლუკოზა - 6 - ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი". ამ პრეპარატის მიღებისას მეტი ალბათობაა, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნათ სისხლთან დაკავშირებით.
  • როდესმე გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
  • როდესმე გქონიათ გულის პრობლემები: სიფრთხილეა საჭირო ამ სახის პრეპარატის გამოყენებისას, თუ გაქვთ თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ჩანს ეკგ-ზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (სახელწოდებით "ბრადიკარდია"), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ ანამნეზში გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), თქვენ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული, ან თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე პათოლოგიურ ცვლილებებს (იხ. პუნქტი "სხვა პრეპარატები და ლევორენჯი ").
  • გაქვთ დიაბეტი
  • როდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები
  • გაქვთ მიასთენია გრავისი
  • თუ ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ როდესმე განგივითარდათ მძიმე გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, დაბუშტუკება და/ან პირის ღრუში წყლულები.

იშვიათად შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდება, შეწყვიტეთ ლევორენჯის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

კანის სერიოზული რეაქციები

ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

  • SJS/TEN (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) შეიძლება თავდაპირველად გაჩნდეს ტორსზე მოწითალო სამიზნისმაგვარი ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება გაჩნდეს პირის, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცელებულ აქერცვლაში და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში ან ფატალური აღმოჩნდეს.
  • DRESS თავდაპირველად ვლინდება როგორც გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, შემდეგ გავრცელებული გამონაყარით, სხეულის მაღალი ტემპერატურასთან ერთად, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით სისხლის ანალიზში და ლეიკოციტების გარკვეული ტიპის მომატებით (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძებით. თუ გაგიჩნდებათ სერიოზული გამონაყარი ან სხვა ჩამოთვლილი კანის სიმპტომები, შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გახანგრძლივებული, დამაუძლურებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები

ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ლევორენჯი ც, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი ხანგრძლივია (გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში), იწვევს დაუძლურებას ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის და სმენის გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების დარღვევა, მძიმე დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები. ლევოფლოქსაცინის, ლოქსადინის მიღების შემდეგ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლასის ანტიბიოტიკით.

თუ არა ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნული სიტუაცია თქვენ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლევორენჯის მიღებამდე.

გაესაუბრეთ ექიმს ლევორენჯის მიღებამდე:

  • თუ დაგისვეს მსხვილი სისხლძარღვის გაფართოების დიაგნოზი (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა).
  • თუ გქონიათ აორტის დისექციის ადრინდელი ეპიზოდი (აორტის კედლის გაგლეჯა).
  • თუ დაგისვეს გულის სარქველებიდან გაჟონვის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).
  • თუ გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის, თანდაყოლილი გულის სარქვლის დაავადების ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მიდრეკილების ოჯახური ანამნეზი (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).

თუ იგრძნობთ უეცარ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმისა და დისექციის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. თქვენი რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ უეცრად დაგეწყებათ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების, ან მუცლის შეშუპებას, ან ახლად დაწყებულ გულის ფრიალს (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლოდროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, რადგანაც ლევორენგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. გარდა ამისა, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ლევორენჯის მოქმედებაზე.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რადგანაც მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა ლევორენგთან ერთად მიღებისას:

  • კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებსაც უწოდებენ - გამოიყენება ანთების დროს. მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ მყესების ანთება და/ან გაწყვეტა.
  • ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ სისხლდენა (სისხლის დაკარგვა). თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების ჩატარება, რათა შეამოწმოს რამდენად კარგია თქვენი სისხლის შედედება. თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ კრუნჩხვები.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ კრუნჩხვები.

ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ. მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.

  • პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ გავლენას ახდენენ თქვენი გულისცემაზე. ეს მოიცავს პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის პათოლოგიური რითმისთვის (ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიისთვის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევებისთვის (ანტიფსიქოზური საშუალებები), ბაქტერიული ინფექციებისთვის („მაკროლიდური“ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
  • პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრის დროს, და ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რომელიმე ამ პრეპარატის ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას. თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

არ მიიღოთ ლევორენჯის ტაბლეტები შემდეგ პრეპარატებთან ერთად, რადგანაც ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევორენჯის ტაბლეტების მოქმედებაზე:

  • რკინის ტაბლეტები (ანემიისთვის), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის ან გულძმარვის დროს), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს). იხილეთ ქვემოთ პუნქტი 3 „თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“.

შარდის ტესტები ოპიატებზე

შარდის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს "ცრუ დადებითი" შედეგები ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების გამო, რომლებსაც "ოპიატებს"უწოდებენ, იმ პირებში, რომლებიც იღებენ ლევორენგს.

თუ თქვენი ექიმი აპირებს შარდის ტესტის ჩატარებას, უთხარით, რომ იღებთ ლევორენგს.

ტუბერკულოზის ტესტები

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს "ცრუ უარყოფითი" შედეგები ზოგიერთი ტესტისთვის, რომლებიც გამოიყენება ლაბორატორიაში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიების აღმოსჩენად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ მიუთითა პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ეფექტებზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პუნქტი 5.3).

თუმცა, ადამიანებში მონაცემების არარსებობის გამო და ექსპერიმენტული მონაცემების გამო, რომლებიც მიუთითებენ მზარდი ორგანიზმის წონის მტარებელი ხრტილის ფტორქინოლონებით დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3).

ძუძუთი კვება

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ; თუმცა სხვა ფტორქინოლონები გამოიყოფიან დედის რძეში. ადამიანებში მონაცემების არარსებობის გამო და ექსპერიმენტული მონაცემების გამო, რომლებიც მიუთითებენ მზარდი ორგანიზმის წონის მტარებელი ხრტილის ფტორქინოლონებით დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3).

ფერტილობა

ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ვირთაგვებში ფერტილობის ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.

  • 7 ეფექტები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტმა (მაგ. თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები) შეიძლება დაარღვიოს პაციენტის ყურადღების კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი და, შესაბამისად, შეიძლება წარმოადგენდეს რისკს იმ სიტუაციებში, როდესაც ამ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ. ავტომანქანის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განგივითარდეთ გვერდითი ეფექტები, მათ შორის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრიალების შეგრძნება (ვერტიგო) ან მხედველობის ცვლილებები. ზოგიერთმა ამ გვერდითი ეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენზე ყურადღებაზე და რეაქციის სისწრაფეზე. თუ ეს მოხდება, არ მართოთ ავტომობილი და ნუ შეასრულებთ რაიმე სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ძლიერ ყურადღებას.

ლევორენჯი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი ან ზომიერია და ხშირად ქრება მცირე დროის შემდეგ.

შეწყვიტეთ ლევორენჯის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში, თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს)

  • გაქვთ ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.

შეწყვიტეთ ლევორენჯის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • წყლიანი დიარეა, რომელშიც შეიძლება იყოს სისხლი, შესაძლოა კუჭის სპაზმებით და მაღალი ტემპერატურით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის მწვავე პრობლემის ნიშნები
  • ტკივილი და ანთება მყესებში ან იოგებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი გაწყვეტა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი
  • კრუნჩხვები
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის დარღვევები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხილეთ პუნქტი 2.
  • სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანი)

წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის, სახელწოდებით "ნეიროპათია" ნიშნები.

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):

  • კანის მძიმე გამონაყარი სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ისინი შეიძლება გაჩნდეს ტორსზე მოწითალო სამიზნისმაგვარი ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები, და მათ შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხილეთ პუნქტი 2.
  • მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან მტკივნეული მუცელი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რაც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფატალურ უკმარისობას.

თუ ლევორენჯის მიღებისას მხედველობა დაგიქვეითდებათ ან გაქვთ თვალის სხვა დარღვევები, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თვალის სპეციალისტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • ძილის პრობლემები
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • გულისრევა, ღებინება, და დიარეა
  • ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება სისხლში

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილება, ინფექცია სოკოთი სახელწოდებით Candida, რომელსაც შეიძლება მკურნალობა დასჭირდეს
  • ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება, რომელსაც აჩვენებს ზოგიერთი სისხლის ანალიზების შედეგები (ლეიკოპენია, ეოზინოფილია)
  • სტრესის განცდა (შფოთვა), ცნობიერების აბნევის შეგრძნება, ნერვიულობის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება, კანკალი, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
  • ქოშინი (დისპნოე)
  • გემოვნების ცვლილებები, მადის დაკარგვა, კუჭის აშლილობა ან საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის არეში, შებერილობის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა.
  • ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი
  • სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს უჩვეულო შედეგები ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) პრობლემების გამო
  • ზოგადი სისუსტე

  • სისხლჩაქცევები და ადვილად სისხლდენა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
  • ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია)
  • გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
  • არარსებული საგნების დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები, პარანოია), თქვენი აზროვნებისა და ფიქრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური აზრების ან მოქმედებების გაჩენის რისკით.
  • დეპრესიის შეგრძნება, ფსიქიკური პრობლემები, მოუსვენრობის შეგრძნება (შფოთვა), პათოლოგიური სიზმრები ან კოშმარები
  • ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ტერფებში (პარესთეზია)
  • პრობლემები სმენასთან (ტინიტუსი) ან მხედველობასთან (ბუნდოვანი მხედველობა)
  • უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
  • კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენიის გრავისის მქონე ადამიანებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
  • თირკმელების ფუნქციონირების ცვლილებები და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ალერგიული რეაქციით, რომელსაც ინტერსტიციული ნეფრიტი ეწოდება.
  • ცხელება
  • მკვეთრად შემოსაზღვრული, ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ალაგდება ანთების შემდეგომი ნარჩენი ჰიპერპიგმენტაციით; ჩვეულებრივ ხდება მათი რეციდივი კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ადგილას ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედების შემდეგ.

სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტებია:

  • ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია): ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან გაყვითლება ერითროციტების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
  • ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, რომელიც არ გაივლის. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
  • სისხლის მიმოქცევის დაკარგვა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი)
  • სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
  • ყნოსვის ცვლილება, ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)
  • მოძრაობისა და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
  • ცნობიერების ან მდგრადობის დროებითი დაკარგვა (სინკოპე)
  • მხედველობის დროებითი დაკარგვა
  • სმენის დაქვეითება ან დაკარგვა
  • პათოლოგიურად სწრაფი გულის რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რითმის ცვლილება (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს ეკგ-ზე- გულის ელექტრული აქტივობა)
  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი)
  • ფილტვების ალერგიული რეაქციები
  • პანკრეატიტი
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა)
  • სისხლძარღვების ანთება, რომლებიც ატარებენ სისხლს თქვენს სხეულში, ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი)
  • პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
  • კუნთების გაწყვეტა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი)
  • სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)
  • ტკივილი, ზურგის, გულმკერდის და კიდურების ტკივილის ჩათვლით
  • პორფირიის შეტევები ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
  • მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).

ხანგრძლივი (თვემდე ან წლამდე) ან მუდმივი წამლისმიერ გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების გაუარესება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის გაუარესება დაკავშირებულია ქინოლონური და ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარ - არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოებისა და დასუსტების ან აორტის კედლის გაგლეჯის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება გასკდეს და შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, და ასევე გულის სარქველებიდან გაჟონვა. იხილეთ პუნქტი 2.

ანგარიშგება გვერდითი ეფექტების შესახებ.

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების ანგარიშგებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

ცხოველებში ტოქსიკურობის კვლევების ან კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩატარებულია სუპრა-თერაპიული დოზებით, ლევოფლოქსაცინის დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების აბნევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კონვულსიური კრუნჩხვები, QT ინტერვალის გახანგრძლივება, და ასევე კუჭ-ნაწლავის მხრივი რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანის ეროზია.

ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მათ შორის ცნობიერების აბნევის მდგომარეობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. ანტაციდები შეიძლება გამოყენებული იქნას კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად. ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზის და CAPD-ის ჩათვლით, არ არის ეფექტური ლევოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოსაყოფად. სპეციფიჯური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. ლევორენჯი 500 მგ-ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.

სხვა ინგრედიენტებია:

ბირთვი

მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

გარსი

ჰიპრომელოზა 6 cps, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი 400, ტალკი, რკინის ყვითელი, წითელი და შავი ოქსიდი (E172).

როგორია ლევორენჯის ტაბლეტების გარეგნობა და შეფუთვის შემადგენლობა

ლევორენჯის 500 მგ ტაბლეტები აღწერილია, როგორც მოგრძო ტაბლეტები, ყვითელიდან მოყვითალომდე ფერის ბირთვით და ღია ვარდისფერი გარსით, გამყოფი ღარით ერთ მხარეს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარეთა კოლოფზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1.10 – ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები. ანტიბაქტერიული პრეპარატები. ქინოლონები.

ათქ კოდი: J01MA12

ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებას და რაცემული სამკურნალწამლო ნივთიერება ოფლოქსაცინის S (-) ენანტიომერი.

მოქმედების მექანიზმი

როგორც ფტორქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.

PK/PD ურთიერთდამოკიდებულება

ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მრუდის ქვეშ მდებარე ფართობზე (AUC) და მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC).

რეზისტენტობის მექანიზმი

ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა მიიღწევა ეტაპობრივი პროცესით სამიზნე საიტის მუტაციებით ორივე ტიპის II ტოპოიზომერაზაში, დნმ გირაზასა და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტობის სხვა მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ში) და გადინების მექანიზმებმა შეიძლება ასევე იმოქმედოს ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარობაზე.

აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასების ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის ზოგადად ჯვარედინი რეზისტენტობა არ არსებობს.

ზღვრული მნიშვნელობები

EUCAST რეკომენდაციას უწევს MIC ზღვრულ მნიშვნელობებს ლევოფლოქსაცინისთვის, და ცალკე გამოყოფს მგრძნობიარეს საშუალოდ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისგან, და საშუალოდ მგრძნობიარეს რეზისტენტული მიკროორგანიზმებისგან, რაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში MIC ტესტირებისთვის (მგ/ლ).

EUCAST კლინიკური MIC ზღვრული მნიშვნელობები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია 2.0, 2012-01-01):

პათოგენი

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Enterobacteriacae

≤1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Pseudomonas spp.

≤1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Acinetobacter spp.

≤1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Staphylococcus spp.

≤1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

S. pneumoniae1

≤2 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Streptococcus A,B,C,G

≤1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

H.influenzae 2, 3

≤1 მგ/ლ

>1 მგ/ლ

M.catarrhalis 3

≤1 მგ/ლ

>1 მგ/ლ

არა-სახეობებთან დაკავშირებული ზღვრული მნიშვნელობები 4

≤1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

  • ლევოფლოქსაცინის ზღვრული მნიშვნელობები დაკავშირებულია მაღალი დოზებით თერაპიასთან.
  • ფტორქინოლონების დაბალი დონის რეზისტენტობა (ციპროფლოქსაცინის MIC-ები 0.12 0.5 მგ/ლ) შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ რეზისტენტობას აქვს კლინიკური მნიშვნელობა H. influenzae-ით სასუნთქი გზების ინფექციებში.
  • შტამები, რომელთა MIC მნიშვნელობები აღემატება მგრძნობიარობის ზღვრულ მნიშვნელობას, ძალიან იშვიათია ან ჯერ არ არის დაფიქსირებული. საიდენტიფიკაციო და ანტიმიკრობული მგრძნობიარობის ტესტები ნებისმიერ ასეთ შტამზე უნდა განმეორდეს და თუ შედეგი დადასტურდა, შტამი უნდა გაიგზავნოს საცნობარო ლაბორატორიაში. სანამ არ იქნება მტკიცებულება დადასტურებულ შტამებზე MIC-ით მიმდინარე რეზისტენტულ ზღვრული მნიშვნელობაზე მეტი კლინიკური პასუხის შესახებ, ისინი უნდა იყოს დაფისირებული, როგორც რეზისტენტული.
  • ზღვრული მნიშვნელობები ვრცელდება პერორალურ დოზაზე 500 მგ x 1-დან 500 მგ x 2-მდე და ინტრავენურ დოზაზე 500 მგ x 1-დან 500 მგ x 2-მდე.

შეძენილი რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროის მიხედვით შერჩეული სახეობებისთვის. სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მივმართოთ ექსპერტის კონსულტაციას, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ საშუალების გამოყენება მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციისას საეჭვოა.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები

Bacillus anthracis

Staphylococcus aureus, მეთიცილინისადმი მგრძნობიარე

Staphylococcus saprophyticus

Streptococci, C და G ჯგუფი

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae

Streptococcus pyogenes

აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიები

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae

Haemophilus parainfluenzae

Klebsiella oxytoca

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

Proteus vulgaris*

Providencia rettgeri

ანაერობული ბაქტერიები

Peptostreptococcus

სხვები

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Chlamydia trachomatis

Legionella pneumophila

Mycoplasma pneumoniae

Mycoplasma hominis

Ureaplasma urealyticum

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები

Enterococcus faecalis

Staphylococcus aureus მეთიცილინ-რეზისტენტული#

კოაგულაზა- უარყოფითი Staphylococcus spp.

აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები

Acinetobacter baumannii

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli

Klebsiella pneumoniae

Morganella morganii

Proteus mirabilis*

Providencia stuartii

Pseudomonas aeruginosa

Serratia marcescens

ანაერობული ბაქტერიები

Bacteroides fragilis

ბუნებრივად რეზისტენტული შტამები

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები

Enterococcus faecium

# მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus, დიდი ალბათობით, თანარეზისტენტულია ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება, და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 99-100%.

საკვები მცირე ეფექტს ახდენს ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე.

წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 48 საათის ფარგლებში 500 მგ დღეში ერთჯერ ან ორჯერ დოზირების რეჟიმის შემდეგ.

დისტრიბუცია

ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილას.

ლევოფლოქსაცინის დისტრიბუციის საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლ-ს 500 მგ ერთჯერადი და განმეორებითი დოზების შემდეგ, რაც მიუთითებს ორგანიზმის ქსოვილებში ფართო დისტრიბუციაზე.

პენეტრაცია ქსოვილებში და ორგანიზმის სითხეებში

დადგინდა, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის ამომფენ სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტუკის სითხეში), პროსტატის ქსოვილსა და შარდში.

თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ბიოტრანსფორმაცია

ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მისი მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ამ მეტაბოლიტებზე მოდის შარდში გამოყოფილი დოზის < 5%. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.

ელიმინაცია

ლევოფლოქსაცინის პერორალურად და ინტრავენურად გამოყენების შემდეგ, ის შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t½: 6-8 სთ). მისი ექსკრეცია ხდება ძირითადად თირკმლების გზით (გამოყენებული დოზის > 85%).

ლევოფლოქსაცინის საშუალო აშკარა მთლიანი ორგანიზმის კლირენსი 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო 175 +/ 29.2 მლ/წთ.

არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ინტრავენურად და პერორალურად გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პერორალური და ინტრავენური გამოყენების მეთოდები ურთიერთჩანაცვლებადია.

ხაზოვნება

ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 50-დან 1000 მგ-მდე დიაპაზონში.

სპეციალური პოპულაციები

სუბიექტები თირკმლის უკმარისობით

თირკმლის უკმარისობა გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად თირკმელებით ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ

Clcr [მლ/წთ]

< 20

20 - 49

50 - 80

ClR [მლ/წთ]

13

26

57

t1/2 [სთ]

35

27

9

ხანდაზმული სუბიექტები

არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის კინეტიკის მხრივ ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის, კრეატინინის კლირენსთან დაკავშირებულიგანსხვავებების გარდა.

გენდერული განსხვავებები

მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტების ცალკეულმა ანალიზმა აჩვენა მცირე და ზღვრული გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად რელევანტურია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ლევორენჯი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლევოფლოქსაცინი

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენის მსგავსი იყოს.

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტის ჩათვლით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ლევორენჯის ტაბლეტები
  • რა უნდა იცოდეთ ლევორენჯის ტაბლეტების მიღებამდე
  • როგორ მიიღება ლევორენჯის ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ლევორენჯის ტაბლეტები
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის და რისთვის გამოიყენება ლევორენჯის ტაბლეტები

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდებაა ლევორენჯი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ლევორენჯის ტაბლეტები შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით ლევოფლოქსაცინი. ლევოფლოქსაცინი მიეკუთვნება სამკურნალო პროდუქტების ჯგუფს სახელწოდებით ანტიბიოტიკები. ლევოფლოქსაცინი არის ქინოლონების ოჯახის ანტიბიოტიკი. ის მოქმედებს თქვენს ორგანიზმში ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებზე შეტევის გზით.

ლევორენჯის ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ:

  • სინუსები
  • ფილტვები, ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემები ან პნევმონია
  • საშარდე გზები, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ჩათვლით
  • პროსტატის ჯირკვალი, თუ გაქვთ ხანგრძლივი ინფექცია
  • კანი და კანქვეშა ქსოვილი, კუნთების ჩათვლით. მას ზოგჯერ "რბილ ქსოვილს" უწოდებენ.

ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციებში, ლევორენჯის ტაბლეტები შეიძლება გამოყენებული იქნას ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედების შემდეგ ციმბირის წყლულით ფილტვების დაავადების ან დაავადების გაუარესების ალბათობის შესამცირებლად.

  • რა უნდა იცოდეთ ლევორენჯის ტაბლეტების მიღებამდე

ამ პრეპარატის მიღებამდე

თქვენ არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები, ლევორენჯის ჩათვლით, თუ წარსულში გქონდათ რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია ქინოლონების/ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატების მიღებისას. ამ სიტუაციაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.

არ მიიღოთ ლევორენჯი , თუ:

  • ალერგიული ხართ ლევოფლოქსაცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, ან ამ ერეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

  • ოდესმე გქონიათ ეპილეფსია
  • თქვენ ხართ ბავშვი ან მოზარდი
  • ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას
  • ხართ მეძუძური დედა

ამ პრეპარატის მიღებისას

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტკივილი და შეშუპება სახსრებში და მყესების ანთება ან გაწყვეტა. თქვენი რისკი იზრდება, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), გადანერგილი გაქვთ ორგანო, გაქვთ თირკმლის პრობლემები ან თუ მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და ლევორენჯი თ თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. მყესის ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნებისას (მაგალითად, ტერფის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში), შეწყვიტეთ ლევორენჯის მიღება, მიმართეთ თქვენს ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ყოველგვარ არასაჭირო ვარჯიშს, რადგანაც ამან შეიძლება გაზარდოს მყესების გაწყვეტის რისკი.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არა ხართ დარწმუნებული, ლევორენჯის მიღებამდე ეგაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლევორენჯის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

  • თქვენ ხართ 60 წლის ან მეტი ასაკის
  • თქვენ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ (იხილეთ პუნქტი „სხვა პრეპარატები და ლევორენჯი “)
  • როდესმე გქონიათ კრუნჩხვა
  • გქონდათ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო
  • გაქვთ თირკმელების პრობლემები
  • გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც "გლუკოზა - 6 - ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი". ამ პრეპარატის მიღებისას მეტი ალბათობაა, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნათ სისხლთან დაკავშირებით.
  • როდესმე გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
  • როდესმე გქონიათ გულის პრობლემები: სიფრთხილეა საჭირო ამ სახის პრეპარატის გამოყენებისას, თუ გაქვთ თანდაყოლილი ან ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება (ჩანს ეკგ-ზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (სახელწოდებით "ბრადიკარდია"), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ ანამნეზში გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), თქვენ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული, ან თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე პათოლოგიურ ცვლილებებს (იხ. პუნქტი "სხვა პრეპარატები და ლევორენჯი ").
  • გაქვთ დიაბეტი
  • როდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები
  • გაქვთ მიასთენია გრავისი
  • თუ ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ როდესმე განგივითარდათ მძიმე გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, დაბუშტუკება და/ან პირის ღრუში წყლულები.

იშვიათად შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდება, შეწყვიტეთ ლევორენჯის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

კანის სერიოზული რეაქციები

ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

  • SJS/TEN (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) შეიძლება თავდაპირველად გაჩნდეს ტორსზე მოწითალო სამიზნისმაგვარი ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება გაჩნდეს პირის, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის ამ მძიმე გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცელებულ აქერცვლაში და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში ან ფატალური აღმოჩნდეს.
  • DRESS თავდაპირველად ვლინდება როგორც გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, შემდეგ გავრცელებული გამონაყარით, სხეულის მაღალი ტემპერატურასთან ერთად, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით სისხლის ანალიზში და ლეიკოციტების გარკვეული ტიპის მომატებით (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძებით. თუ გაგიჩნდებათ სერიოზული გამონაყარი ან სხვა ჩამოთვლილი კანის სიმპტომები, შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გახანგრძლივებული, დამაუძლურებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები

ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ლევორენჯი ც, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი ხანგრძლივია (გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში), იწვევს დაუძლურებას ან პოტენციურად შეუქცევადია. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის და სმენის გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების დარღვევა, მძიმე დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები. ლევოფლოქსაცინის, ლოქსადინის მიღების შემდეგ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლასის ანტიბიოტიკით.

თუ არა ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნული სიტუაცია თქვენ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლევორენჯის მიღებამდე.

გაესაუბრეთ ექიმს ლევორენჯის მიღებამდე:

  • თუ დაგისვეს მსხვილი სისხლძარღვის გაფართოების დიაგნოზი (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა).
  • თუ გქონიათ აორტის დისექციის ადრინდელი ეპიზოდი (აორტის კედლის გაგლეჯა).
  • თუ დაგისვეს გულის სარქველებიდან გაჟონვის დიაგნოზი (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).
  • თუ გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის, თანდაყოლილი გულის სარქვლის დაავადების ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მიდრეკილების ოჯახური ანამნეზი (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).

თუ იგრძნობთ უეცარ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმისა და დისექციის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას. თქვენი რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ უეცრად დაგეწყებათ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების, ან მუცლის შეშუპებას, ან ახლად დაწყებულ გულის ფრიალს (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და ლევორენჯი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლოდროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, რადგანაც ლევორენგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. გარდა ამისა, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ლევორენჯის მოქმედებაზე.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რადგანაც მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა ლევორენგთან ერთად მიღებისას:

  • კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებსაც უწოდებენ - გამოიყენება ანთების დროს. მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ მყესების ანთება და/ან გაწყვეტა.
  • ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად. მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ სისხლდენა (სისხლის დაკარგვა). თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების ჩატარება, რათა შეამოწმოს რამდენად კარგია თქვენი სისხლის შედედება. თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ კრუნჩხვები.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ კრუნჩხვები.

ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ. მეტი ალბათობით შეიძლება განგივითარდეთ ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტები.

  • პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ გავლენას ახდენენ თქვენი გულისცემაზე. ეს მოიცავს პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის პათოლოგიური რითმისთვის (ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიისთვის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიკური დარღვევებისთვის (ანტიფსიქოზური საშუალებები), ბაქტერიული ინფექციებისთვის („მაკროლიდური“ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
  • პრობენეციდი - გამოიყენება პოდაგრის დროს, და ციმეტიდინი - გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რომელიმე ამ პრეპარატის ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას. თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

არ მიიღოთ ლევორენჯის ტაბლეტები შემდეგ პრეპარატებთან ერთად, რადგანაც ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევორენჯის ტაბლეტების მოქმედებაზე:

  • რკინის ტაბლეტები (ანემიისთვის), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის ან გულძმარვის დროს), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს). იხილეთ ქვემოთ პუნქტი 3 „თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“.

შარდის ტესტები ოპიატებზე

შარდის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს "ცრუ დადებითი" შედეგები ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების გამო, რომლებსაც "ოპიატებს"უწოდებენ, იმ პირებში, რომლებიც იღებენ ლევორენგს.

თუ თქვენი ექიმი აპირებს შარდის ტესტის ჩატარებას, უთხარით, რომ იღებთ ლევორენგს.

ტუბერკულოზის ტესტები

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს "ცრუ უარყოფითი" შედეგები ზოგიერთი ტესტისთვის, რომლებიც გამოიყენება ლაბორატორიაში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიების აღმოსჩენად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

არ მიიღოთ ლევორენჯი , თუ:

  • ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად
  • კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განგივითარდეთ გვერდითი ეფექტები, მათ შორის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრიალების შეგრძნება (ვერტიგო) ან მხედველობის ცვლილებები. ზოგიერთმა ამ გვერდითი ეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენზე ყურადღებაზე და რეაქციის სისწრაფეზე. თუ ეს მოხდება, არ მართოთ ავტომობილი და ნუ შეასრულებთ რაიმე სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ძლიერ ყურადღებას.

ლევორენჯი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

  • როგორ მიიღება ლევორენჯის ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ მიიღება ეს პრეპარატი

  • მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად
  • გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყლის დაყოლებით
  • ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების დროს ან საკვების მიღებებს შორის ნებისმიერ დროს.

დაიცავით კანი მზის შუქისგან

მოერიდეთ მზის პირდაპირ შუქს ამ პრეპარატის მიღებისას და მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში, რადგანაც თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდება მზის მიმართ და შეიძლება დაიწვას, გაგიჩნდეთ ჩხვლეტის შეგრძნება ან მძიმე დაბუშტუკება, თუ არ მიიღებთ შემდეგ სიფრთხილის ზომებს:

  • დარწმუნდით, რომ იყენებთ მაღალ-ეფექტურ მზისგან დამცავ კრემს
  • ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს თქვენს ხელებსა და ფეხებს
  • მოერიდეთ მზის ქვეშ წოლას.

თუ თქვენ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს, არ მიიღოთ ეს პრეპარატები ლევორენგთან ერთად. მიიღეთ ამ მედიკამენტების დოზა ლევორენჯის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

რამდენის მიღებაა საჭირო

  • თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენი ლევორენჯის ტაბლეტი უნდა მიიღოთ
  • დოზა დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპზე და იმაზე, თუ სად არის ინფექცია თქვენს ორგანიზმში
  • თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია თქვენი ინფექცია
  • თუ გრძნობთ, რომ თქვენი პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

სინუსების ინფექცია

  • 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, დღეში ერთხელ

ფილტვების ინფექცია, სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე ადამიანებში

  • 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, დღეში ერთხელ

პნევმონია

1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, ერთხელ ან ორჯერ დღეში

საშარდე გზების ინფექცია, თირკმელების ან შარდის ბუშტის ჩათვლით

  • ½ ან 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, დღეში ერთხელ

პროსტატის ჯირკვლის ინფექცია

  • 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, დღეში ერთხელ

კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექცია, კუნთების ჩათვლით

  • 1 ტაბლეტი ლევორენჯი 500 მგ, ერთხელ ან ორჯერ დღეში.

მოზრდილები და ხანდაზმულები თირკმელების პრობლემებით

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს ბავშვებსა და მოზარდებს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლევორენჯის ტაბლეტები

თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სხვა სამედიცინო დახმარებას. თან წაიღეთ წამლის შეფუთვა, რადგანაც ექიმმა იცოდეს თუ რა მიიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები: კრუნჩხვითი შეტევები, ცნობიერების აბნევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვა, ტრემორი და გულის პრობლემები - გამოიწვიოს გულის არათანაბარი ცემა, ასევე გულისრევა ან კუჭის წვა.

თუ დაგავიწყდათ ლევორენჯის ტაბლეტების მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ თითქმის არ არის მოსული შემდეგი დოზის მიღების დრო. არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ ლევორენჯის ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ ლევორენჯის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ტაბლეტების კურსი, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ან ბაქტერიები გახდეს რეზისტენტული პრეპარატის მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის პრეპარატის დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი ან ზომიერია და ხშირად ქრება მცირე დროის შემდეგ.

შეწყვიტეთ ლევორენჯის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში, თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს)

  • გაქვთ ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.

შეწყვიტეთ ლევორენჯის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • წყლიანი დიარეა, რომელშიც შეიძლება იყოს სისხლი, შესაძლოა კუჭის სპაზმებით და მაღალი ტემპერატურით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის მწვავე პრობლემის ნიშნები
  • ტკივილი და ანთება მყესებში ან იოგებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი გაწყვეტა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი
  • კრუნჩხვები
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის დარღვევები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). იხილეთ პუნქტი 2.
  • სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის ექსკრეციის დარღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (SIADH).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანი)

წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის, სახელწოდებით "ნეიროპათია" ნიშნები.

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):

  • კანის მძიმე გამონაყარი სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ისინი შეიძლება გაჩნდეს ტორსზე მოწითალო სამიზნისმაგვარი ლაქების ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები, და მათ შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხილეთ პუნქტი 2.
  • მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან მტკივნეული მუცელი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რაც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფატალურ უკმარისობას.

თუ ლევორენჯის მიღებისას მხედველობა დაგიქვეითდებათ ან გაქვთ თვალის სხვა დარღვევები, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თვალის სპეციალისტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • ძილის პრობლემები
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • გულისრევა, ღებინება, და დიარეა
  • ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება სისხლში

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილება, ინფექცია სოკოთი სახელწოდებით Candida, რომელსაც შეიძლება მკურნალობა დასჭირდეს
  • ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება, რომელსაც აჩვენებს ზოგიერთი სისხლის ანალიზების შედეგები (ლეიკოპენია, ეოზინოფილია)
  • სტრესის განცდა (შფოთვა), ცნობიერების აბნევის შეგრძნება, ნერვიულობის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება, კანკალი, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
  • ქოშინი (დისპნოე)
  • გემოვნების ცვლილებები, მადის დაკარგვა, კუჭის აშლილობა ან საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის არეში, შებერილობის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა.
  • ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი
  • სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს უჩვეულო შედეგები ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) პრობლემების გამო
  • ზოგადი სისუსტე

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლჩაქცევები და ადვილად სისხლდენა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
  • ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია)
  • გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
  • არარსებული საგნების დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები, პარანოია), თქვენი აზროვნებისა და ფიქრების შეცვლა (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური აზრების ან მოქმედებების გაჩენის რისკით.
  • დეპრესიის შეგრძნება, ფსიქიკური პრობლემები, მოუსვენრობის შეგრძნება (შფოთვა), პათოლოგიური სიზმრები ან კოშმარები
  • ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ტერფებში (პარესთეზია)
  • პრობლემები სმენასთან (ტინიტუსი) ან მხედველობასთან (ბუნდოვანი მხედველობა)
  • უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
  • კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენიის გრავისის მქონე ადამიანებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
  • თირკმელების ფუნქციონირების ცვლილებები და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ალერგიული რეაქციით, რომელსაც ინტერსტიციული ნეფრიტი ეწოდება.
  • ცხელება
  • მკვეთრად შემოსაზღვრული, ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ალაგდება ანთების შემდეგომი ნარჩენი ჰიპერპიგმენტაციით; ჩვეულებრივ ხდება მათი რეციდივი კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ადგილას ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედების შემდეგ.

სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტებია:

  • ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია): ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან გაყვითლება ერითროციტების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
  • ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, რომელიც არ გაივლის. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
  • სისხლის მიმოქცევის დაკარგვა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი)
  • სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
  • ყნოსვის ცვლილება, ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია)
  • მოძრაობისა და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
  • ცნობიერების ან მდგრადობის დროებითი დაკარგვა (სინკოპე)
  • მხედველობის დროებითი დაკარგვა
  • სმენის დაქვეითება ან დაკარგვა
  • პათოლოგიურად სწრაფი გულის რითმი, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რითმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რითმის ცვლილება (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს ეკგ-ზე- გულის ელექტრული აქტივობა)
  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი)
  • ფილტვების ალერგიული რეაქციები
  • პანკრეატიტი
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა)
  • სისხლძარღვების ანთება, რომლებიც ატარებენ სისხლს თქვენს სხეულში, ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი)
  • პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
  • კუნთების გაწყვეტა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი)
  • სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)
  • ტკივილი, ზურგის, გულმკერდის და კიდურების ტკივილის ჩათვლით
  • პორფირიის შეტევები ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
  • მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).

ხანგრძლივი (თვემდე ან წლამდე) ან მუდმივი წამლისმიერ გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების გაუარესება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის გაუარესება დაკავშირებულია ქინოლონური და ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარ - არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოებისა და დასუსტების ან აორტის კედლის გაგლეჯის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება გასკდეს და შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, და ასევე გულის სარქველებიდან გაჟონვა. იხილეთ პუნქტი 2.

ანგარიშგება გვერდითი ეფექტების შესახებ.

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების ანგარიშგებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება ლევორენჯის ტაბლეტები

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარეთა კოლოფზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლევორენჯის ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. ლევორენჯი 500 მგ-ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს.

სხვა ინგრედიენტებია:

ბირთვი

მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, კროსპოვიდონი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

გარსი

ჰიპრომელოზა 6 cps, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი 400, ტალკი, რკინის ყვითელი, წითელი და შავი ოქსიდი (E172).

როგორია ლევორენჯის ტაბლეტების გარეგნობა და შეფუთვის შემადგენლობა

ლევორენჯის 500 მგ ტაბლეტები აღწერილია, როგორც მოგრძო ტაბლეტები, ყვითელიდან მოყვითალომდე ფერის ბირთვით და ღია ვარდისფერი გარსით, გამყოფი ღარით ერთ მხარეს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

გამოშვების ფორმა:

500 მგ ტაბლეტები

  • შეფუთვაში 7 ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Farmoz – Sociedade Técnico-Medicinal, S.A.

Rua da Tapada Grande, n° 2

Abrunheira, 2710-228 Sintra

პორტუგალია

მწარმოებელი:

Medinfar Manufacturing S.A.,

Parque Industrial Armando Martins Tavares,

Rua Outeiro da Armada, n° 5 – Sebal – 3150-194 Condeixa-A-Nova, პორტუგალია

ამ ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის აგვისტო.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა