კეტოროლაკი ბენე ფარმი
Ketorolac BENE Pharm
ძლიერი და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ტრავმები, კბილის ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ონკოლოგიური დაავადებები, მიალგია, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, ნაღრძობები, დაჭიმულობა, მოტეხილობა, რევმატოლოგიური დაავადებები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (ketorolac)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №20
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038077
- რეგისტრირებულია
- 10 მაისი 2023, მოქმედებს 10 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (რუმინეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტოროლაკი ბენე ფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ძლიერი და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ტრავმები, კბილის ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ონკოლოგიური დაავადებები, მიალგია, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, ნაღრძობები, დაჭიმულობა, მოტეხილობა, რევმატოლოგიური დაავადებები. ინიშნება სიმპტომური მკურნალობის დროს, თუმცა პრეპარატის მიღების შედეგად ტკივილის და ანთების შემცირება, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, კეტოროლაკთან სრულად ან ნაწილობრივ ასოცირებული ბრონქული ასთმა, ცხვირის და პარანაზალური წიაღების მორეციდივე პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების აუტანლობა (ანამნეზის ჩათვლით), ჭინჭრის ციება, რინიტი, რაც გამოწვეულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებით (ანამნეზში), პირაზოლონის წარმოებული პრეპარატების აუტანლობა, ჰიპოვოლემია (მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში, ჰიპოკოაგულაცია (მათ შორის ჰემოფილია), სისხლდენა ან მისი განვითარების მაღალი რისკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება, აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი, დადასტურებული ჰიპერკალემია, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, მშობიარობა, ლაქტაცია, 16 წლამდე ბავშვთა ასაკი (პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
სიფრთხილით მიიღება:
ბრონქული ასთმა; ისეთი ფაქტორების არსებობა, რომლებიც აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს: ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა და ქოლეცისტიტი; ოპერაციის შემდგომი პერიოდი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შეშუპებითი სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (პლაზმის კრეატინინი <50 მგ/ლ), ქოლესტაზი, სეფსისი, სისტემური წითელი მგლურა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება, გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადება, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება ანამნეზში, H. pylori ინფექციის არსებობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, მწვავე სომატური დაავადება, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების (მათ შორის პრედნიზოლონი), ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინი), ანტიაგრეგატების (მათ შორის კლოპიდოგრელის), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) მიღება, ხანდაზმული ასაკი (>65 წ).
სიფრთხილის ზომები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი ეფექტების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით მიღება.
ჰიპოვოლემია ზრდის გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს თირკმელების მხრივ.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან კომბინაციაში დანიშვნა. თრომბოციტების აგრეგაციაზე გავლენა წყდება 24 - 48 სთ-ში.
კეტოროლაკის მიღება არ არის რეკომენდირებული პრემედიკაციის, ანესთეზიის შენარჩუნების და ტკივილის გაყუჩების მიზნით სამეანო პრაქტიკაში.
არ გამოიყენება პარაცეტამოლთან ერთან 5 დღეზე მეტი პერიოდით. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევები პრეპარატი ინიშნება მხოლოდ თრომბოციტების მუდმივი კონტროლის ქვეშ; განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და საჭიროებს ჰემოსტაზის გულდასმით კონტროლს.
კეტოროლაკი პაციენტებში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების, კერძოდ ძილიანობის, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის განვითარებას, სასურველია მოერიდოთ ისეთი საქმიანობის შესრულებას, რაც საჭიროებს მეტ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს (ტრანსპორტის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კეტოროლაკი ბენე ფარმის ერთდროულმა მიღებამ აცეტილსალიცილის მჟავასთან ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან, კალციუმის პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოიდებთან, ეთანოლთან, კორტიკოტროპინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის წარმოქმნა და/ან სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან.
პარაცეტამოლთან ერთად მიღება ზრდის ნეფროტოქსიკურობას, ხოლო მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას კი - ჰეპატო ან ნეფრო-ტოქსიკურობას. კეტოროლაკის და მეტოტრექსატის ერთობლივად დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეტოტრექსატი ინიშნება დაბალი დოზით (საჭიროა მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაკონტროლება სისხლის პლაზმაში).
პრობენეციდი ამცირებს კეტოროლაკის პლაზმურ კლირენსს და განაწილების მოცულობას, ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ზრდის T1/2-ს. კეტოროლაკის მიღების ფონზე შესაძლებელია შემცირდეს მეტოტრექსატის და ლითიუმის კლინერსი და გაძლიერდეს აღნიშნული ნივთიერებების ტოქსიკურობა. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან, ანტიაგრეგანტებთან, ცეფოპერაზონთან, ცეფოტეტანთან და პენტოქსიფილინთან ერთად დანიშვნა ზრდის სისხლდენის რისკს. მცირდება ჰიპოტენზიური და დიურეზული პრეპარატების ეფექტი (მცირდება პროსტაგლანდინების სინთეზი თირკმელებში). ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან ერთად მიღებისას ამ უკანასკნელის დოზა შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს.
იზრდება ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი (საჭიროა დოზის კორექცია). ვალპროის მჟავასთან დანიშვნა იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევას. იზრდება ვერაპამილის და ნიფედიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
სხვა ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან (მათ შორის ოქროს პრეპარატები) ერთად დანიშვნისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი. საშუალებები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას, ამცირებენ კეტოროლაკის კლიერნსს და ზრდიან პლაზმაში მის კონცენტრაციას.
საინექციო ხსნარის შერევა ერთ შპრიცში მორფინთან, პრომეთაზინთან და ჰიდროქსიზინთან არ შეიძლება, ნალექის წარმოქმნის გამო. ფარმაცევტულად შეუთავსებელია ტრამადოლის ხსნართან, ლითიუმის პრეპარატებთან.
კეტოროლაკის ხსნარის შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
მიღების წესები და დოზები
კუნთში, ვენაში.
დოზის ვენაში შეყვანა აუცილებელია არანაკლებ 15 წმ გამნავლობაში (წამლის ფორმებისათვის, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს).
16-64 წლის პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აჭარბებს 50 კგ-ს კუნთში ერთ ჯერზე შეიყვანება არაუმეტეს 60 მგ (პერორალური მიღების გათვალისწინებით); ჩვეულებრივ კეთდება 30 მგ ყოველ 6 სთ-ში; ვენაში – 30 მგ (არაუმეტეს 15 დოზა 5 დღე-ღამის განმავლობაში). ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა ნაკლებია 50 კგ ან აქვთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, კუნთში ინექციისას ერთ ჯერზე შეჰყავთ არაუმეტეს 30 მგ (პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ კი ინიშნება 15 მგ (არაუმეტეს 20 დოზა 15 დღე-ღამეში); ვენაში-არაუმეტეს 15 მგ ყოველ 6 სთ-ში (არაუმეტეს 20 დოზა 5 დღე-ღამის განმავლობაში).
მაქსიმალური დღიური დოზა კუნთში და ვენაში ინექციისას 16-64 წლის პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აჭარბებს 50 კგ-ს შეადგენს 90 მგ/დღე-ღამეში; ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა <50 კგ ან აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ასევე ხანდაზმულებში (>65 წ) - კუნთში და ვენაში მიიღება 60 მგ/ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს.
გვერდითი მოვლენები
ხშირი- >3%, ნაკლებად ხშირი - 1-3%, იშვიათი - <1%
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - გასტრალგია, დიარეა; ნაკლებად ხშირად - სტომატიტი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, კუჭის სისავსის შეგრძნება; იშვიათად - მადის დაქვეითება, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (მათ შორის პერფორაცია ან/და სისხლდენა-კუჭის ტკივილი, სპაზმი ან წვა ეპიგასტრიუმის არეში, სისხლიანი განავალი ან მელენა, სისხლიანი ან “ყავის ნალექის” მზგავსი პირღებინება, გულისრევა, გულძმარვა და სხვა), ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატომეგალია, მწვავე პანკრეატიტი.
საშარდეს სისტემის მხრივ: იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, აზოტემია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰემოლიზური ანემია, თირკმლის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, პურპურა), გახშირებული შარდვა, შარდის მოცულობის შემცირება ან მომატება, ნეფრიტი, თირკმელთან დაკავშირებული შეშუპება.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად -სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევა (მათ შორის მხედველობთი აღქმის დარღვევა).
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - ბრონქოსპაზმი ან სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, ფილტვების შეშუპება, ხორხის შეშუპება (სუნთქვის გართულება).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები, კისრის და/ან ზურგის კუნთების რიგიდობა), ჰიპერაქტიურობა (ხასიათის შეცვლა, შფოთვა), ჰალუცინაციები, დეპრესია, ფსიქოზი, გულის წასვლა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად - არტერიული წნევის მომატება.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად - ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია.
ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: იშვიათად - ოპერაციის შემდგომი ჭრილობებიდან სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, რექტალური სისხლდენა.
კანის მხრივ: ნაკლებად ხშირად - გამონაყარი კანზე (მაკულოპაპულოზური გამონაყარის ჩათვლით), პურპურა; იშვიათად - ექსფოლიაციური დერმატიტის (ცხელება შემცივნებით ან მის გარეშე, ჰიპერემია, კანის გამკვრივება ან აქერცვლა, ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება და/ან ტკივილი), ჭინჭრის ციება, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
ადგილობრივი რეაქციები: ნაკლებად ხშირად - წვა ან ტკივილი ინექციის ადგილზე.
ალრგიული რეაქციები: იშვიათად - ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (სახის კანის ფერის შეცვლა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ტაქიპნოე, ქუთუთოების შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, მსტვინავი სუნთქვა).
სხვა: ხშირად - შეშუპება (სახის, წვივების, კოჭების, თითების, ტერფის, სხეულის წონის მომატება); ნაკლებად ხშირად - ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, იშვიათად - ენის შეშუპება, ცხელება.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭის პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია (ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება), დიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
შემადგენლობა
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამოლი-30,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%-100,0 მგ, ნატრიუმის ქლორიდი-4,35 მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი-0,50 მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან ქლორწყალბადმჟავას ხსნარი - pH=7,4-7,5-მდე მისაყვანად, საინექციო წყალი-1 მლ-მდე.
აღწერილობა
გამჭვირვალე ღია ყვითელი ხსნარი
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
G
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
საწარმო-მწარმოებელი/ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეპარატთან დაკავშირებულ პრეტენზიებს
S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. , რუმინეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ათქ კოდი: M01AB15
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოროლაკის ტრომეთამოლი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პერპარატებს. კეტოროლაკ ტრომეთამოლს გააჩნია გამოხატული ანალგეზური მოქმედება, ასევე ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა 1-ის (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ის (ცოგ-2) აქტივობის არასელექციური ინჰიბირებით, რომლებიც აკატალიზებენ არაქიდონის მჟავიდან პროსტაგლანდინების (Pg) წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავადმყოფობის დროს ტკივილის, ანთების ან ცხელების პათოგენურ განვითარებაში. ანალგეზიური ეფექტი თითქმის უტოლდება მორფინის ეფექტს, მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს.
ანალგეზური მოქმედება აღინიშნება 0,5 სთ-ში, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ-ში.
ფარმაკოკინეტიკა
ბიოშეღწევადობა არის სრული და სწრაფი. კუნთში შეყვანისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციაა (Cmax) - 1.74-3.1 მკგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროა (TCmax)-15-73წთ; ვენაში შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაციაა (Cmax)-3.69-5.61 მკგ/მლ. 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სტაბილური კონცენტრაცია (Css) მიიღწევა 24 სთ-ში, თუ პრეპარატი დანიშნულია დღეში 4-ჯერ (რეკომენდირებულ დღიურ დოზაზე მეტი) და შეადგენს კუნთში შეყვანისას-1.29-2.47 მგკ/მლ, ხოლო ვენაში შეყვანისას კი - 1.68-2.76 მკგ/მლ-ს.
პრეპარატის განაწილების მოცულობა არის 0.15-0.33 ლ/კგ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოროლაკის განაწილების მოცულობა შეიძლება 2-ჯერ გაიზარდოს, ხოლო მისი R-ენანტიომერის განაწილების მოცულობა კი იზრდება 20%-ით.
მიღებული დოზის 50%-ზე მეტი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტებია გლუკურონიდები, რომლებიც გამოიყოფიან თირკმელებით და p-ჰიდროქსიკეტოროლაკი. პრეპარატის 91% გამოიყოფა თირკმელების, ხოლო 6%-ნაწლავების გზით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შეადგენს საშუალოდ 5.3 სთ (3.5-9.2 სთ კუნთში შეყვანისას, 4-7.9 სთ ვენაში შეყვანისას). T1/2 იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში და მცირდება ახალგაზრდა პაციენტებში. ღვიძლის ფუნქცია გავლენას არ ახდენს T1/2-ზე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პლაზმაში კრეატინინის 19-50 მგ/ლ მაჩვენებლისას (168-442 მკმოლი/ლ) T1/2 არის 10.3-10.8 სთ, უფრო მეტად გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს კი >13.6 სთ.
კუნთში ინექციისას საერთო კლირენსი შეადგენს - 0.023 ლ/სთ/კგ (0.019 ლ/სთ/კგ ხანდაზმულებში), ვენაში ინექციისას კი - 0.03 ლ/სთ/კგ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციისას 19-50 მგ/ლ კი შეადგენს 0.015 ლ/სთ/კგ.
არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კეტოროლაკი ბენე ფარმი
KETOROLAC BENE PHARM
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კეტოროლაკი ბენე ფარმი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოროლაკი
წამლის ფორმა: ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარი
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამოლი-30,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%-100,0 მგ, ნატრიუმის ქლორიდი-4,35 მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი-0,50 მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან ქლორწყალბადმჟავას ხსნარი - pH=7,4-7,5-მდე მისაყვანად, საინექციო წყალი-1 მლ-მდე.
აღწერილობა
გამჭვირვალე ღია ყვითელი ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ათქ კოდი: M01AB15
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოროლაკის ტრომეთამოლი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პერპარატებს. კეტოროლაკ ტრომეთამოლს გააჩნია გამოხატული ანალგეზური მოქმედება, ასევე ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა 1-ის (ცოგ-1) და ციკლოოქსიგენაზა 2-ის (ცოგ-2) აქტივობის არასელექციური ინჰიბირებით, რომლებიც აკატალიზებენ არაქიდონის მჟავიდან პროსტაგლანდინების (Pg) წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავადმყოფობის დროს ტკივილის, ანთების ან ცხელების პათოგენურ განვითარებაში. ანალგეზიური ეფექტი თითქმის უტოლდება მორფინის ეფექტს, მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს.
ანალგეზური მოქმედება აღინიშნება 0,5 სთ-ში, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ-ში.
ფარმაკოკინეტიკა
ბიოშეღწევადობა არის სრული და სწრაფი. კუნთში შეყვანისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციაა (Cmax) - 1.74-3.1 მკგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროა (TCmax)-15-73წთ; ვენაში შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაციაა (Cmax)-3.69-5.61 მკგ/მლ. 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სტაბილური კონცენტრაცია (Css) მიიღწევა 24 სთ-ში, თუ პრეპარატი დანიშნულია დღეში 4-ჯერ (რეკომენდირებულ დღიურ დოზაზე მეტი) და შეადგენს კუნთში შეყვანისას-1.29-2.47 მგკ/მლ, ხოლო ვენაში შეყვანისას კი - 1.68-2.76 მკგ/მლ-ს.
პრეპარატის განაწილების მოცულობა არის 0.15-0.33 ლ/კგ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოროლაკის განაწილების მოცულობა შეიძლება 2-ჯერ გაიზარდოს, ხოლო მისი R-ენანტიომერის განაწილების მოცულობა კი იზრდება 20%-ით.
მიღებული დოზის 50%-ზე მეტი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტებია გლუკურონიდები, რომლებიც გამოიყოფიან თირკმელებით და p-ჰიდროქსიკეტოროლაკი. პრეპარატის 91% გამოიყოფა თირკმელების, ხოლო 6%-ნაწლავების გზით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შეადგენს საშუალოდ 5.3 სთ (3.5-9.2 სთ კუნთში შეყვანისას, 4-7.9 სთ ვენაში შეყვანისას). T1/2 იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში და მცირდება ახალგაზრდა პაციენტებში. ღვიძლის ფუნქცია გავლენას არ ახდენს T1/2-ზე. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პლაზმაში კრეატინინის 19-50 მგ/ლ მაჩვენებლისას (168-442 მკმოლი/ლ) T1/2 არის 10.3-10.8 სთ, უფრო მეტად გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს კი >13.6 სთ.
კუნთში ინექციისას საერთო კლირენსი შეადგენს - 0.023 ლ/სთ/კგ (0.019 ლ/სთ/კგ ხანდაზმულებში), ვენაში ინექციისას კი - 0.03 ლ/სთ/კგ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციისას 19-50 მგ/ლ კი შეადგენს 0.015 ლ/სთ/კგ.
არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით.
ჩვენება
ძლიერი და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ტრავმები, კბილის ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ონკოლოგიური დაავადებები, მიალგია, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, ნაღრძობები, დაჭიმულობა, მოტეხილობა, რევმატოლოგიური დაავადებები. ინიშნება სიმპტომური მკურნალობის დროს, თუმცა პრეპარატის მიღების შედეგად ტკივილის და ანთების შემცირება, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, კეტოროლაკთან სრულად ან ნაწილობრივ ასოცირებული ბრონქული ასთმა, ცხვირის და პარანაზალური წიაღების მორეციდივე პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების აუტანლობა (ანამნეზის ჩათვლით), ჭინჭრის ციება, რინიტი, რაც გამოწვეულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებით (ანამნეზში), პირაზოლონის წარმოებული პრეპარატების აუტანლობა, ჰიპოვოლემია (მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში, ჰიპოკოაგულაცია (მათ შორის ჰემოფილია), სისხლდენა ან მისი განვითარების მაღალი რისკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება, აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი, დადასტურებული ჰიპერკალემია, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, მშობიარობა, ლაქტაცია, 16 წლამდე ბავშვთა ასაკი (პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
სიფრთხილით მიიღება:
ბრონქული ასთმა; ისეთი ფაქტორების არსებობა, რომლებიც აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს: ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა და ქოლეცისტიტი; ოპერაციის შემდგომი პერიოდი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შეშუპებითი სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (პლაზმის კრეატინინი <50 მგ/ლ), ქოლესტაზი, სეფსისი, სისტემური წითელი მგლურა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება, გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადება, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება ანამნეზში, H. pylori ინფექციის არსებობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, მწვავე სომატური დაავადება, პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების (მათ შორის პრედნიზოლონი), ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინი), ანტიაგრეგატების (მათ შორის კლოპიდოგრელის), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) მიღება, ხანდაზმული ასაკი (>65 წ).
ორსულობა და ლაქტაცია
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
მიღების წესები და დოზები
კუნთში, ვენაში.
დოზის ვენაში შეყვანა აუცილებელია არანაკლებ 15 წმ გამნავლობაში (წამლის ფორმებისათვის, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს).
16-64 წლის პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აჭარბებს 50 კგ-ს კუნთში ერთ ჯერზე შეიყვანება არაუმეტეს 60 მგ (პერორალური მიღების გათვალისწინებით); ჩვეულებრივ კეთდება 30 მგ ყოველ 6 სთ-ში; ვენაში – 30 მგ (არაუმეტეს 15 დოზა 5 დღე-ღამის განმავლობაში). ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა ნაკლებია 50 კგ ან აქვთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, კუნთში ინექციისას ერთ ჯერზე შეჰყავთ არაუმეტეს 30 მგ (პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ კი ინიშნება 15 მგ (არაუმეტეს 20 დოზა 15 დღე-ღამეში); ვენაში-არაუმეტეს 15 მგ ყოველ 6 სთ-ში (არაუმეტეს 20 დოზა 5 დღე-ღამის განმავლობაში).
მაქსიმალური დღიური დოზა კუნთში და ვენაში ინექციისას 16-64 წლის პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აჭარბებს 50 კგ-ს შეადგენს 90 მგ/დღე-ღამეში; ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა <50 კგ ან აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ასევე ხანდაზმულებში (>65 წ) - კუნთში და ვენაში მიიღება 60 მგ/ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს.
გვერდითი მოქმედება
ხშირი- >3%, ნაკლებად ხშირი - 1-3%, იშვიათი - <1%
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - გასტრალგია, დიარეა; ნაკლებად ხშირად - სტომატიტი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, კუჭის სისავსის შეგრძნება; იშვიათად - მადის დაქვეითება, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (მათ შორის პერფორაცია ან/და სისხლდენა-კუჭის ტკივილი, სპაზმი ან წვა ეპიგასტრიუმის არეში, სისხლიანი განავალი ან მელენა, სისხლიანი ან “ყავის ნალექის” მზგავსი პირღებინება, გულისრევა, გულძმარვა და სხვა), ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატომეგალია, მწვავე პანკრეატიტი.
საშარდეს სისტემის მხრივ: იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, აზოტემია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰემოლიზური ანემია, თირკმლის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, პურპურა), გახშირებული შარდვა, შარდის მოცულობის შემცირება ან მომატება, ნეფრიტი, თირკმელთან დაკავშირებული შეშუპება.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად -სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევა (მათ შორის მხედველობთი აღქმის დარღვევა).
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - ბრონქოსპაზმი ან სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, ფილტვების შეშუპება, ხორხის შეშუპება (სუნთქვის გართულება).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები, კისრის და/ან ზურგის კუნთების რიგიდობა), ჰიპერაქტიურობა (ხასიათის შეცვლა, შფოთვა), ჰალუცინაციები, დეპრესია, ფსიქოზი, გულის წასვლა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად - არტერიული წნევის მომატება.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად - ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია.
ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: იშვიათად - ოპერაციის შემდგომი ჭრილობებიდან სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, რექტალური სისხლდენა.
კანის მხრივ: ნაკლებად ხშირად - გამონაყარი კანზე (მაკულოპაპულოზური გამონაყარის ჩათვლით), პურპურა; იშვიათად - ექსფოლიაციური დერმატიტის (ცხელება შემცივნებით ან მის გარეშე, ჰიპერემია, კანის გამკვრივება ან აქერცვლა, ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება და/ან ტკივილი), ჭინჭრის ციება, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
ადგილობრივი რეაქციები: ნაკლებად ხშირად - წვა ან ტკივილი ინექციის ადგილზე.
ალრგიული რეაქციები: იშვიათად - ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (სახის კანის ფერის შეცვლა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ტაქიპნოე, ქუთუთოების შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, მსტვინავი სუნთქვა).
სხვა: ხშირად - შეშუპება (სახის, წვივების, კოჭების, თითების, ტერფის, სხეულის წონის მომატება); ნაკლებად ხშირად - ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, იშვიათად - ენის შეშუპება, ცხელება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭის პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია (ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება), დიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
კეტოროლაკი ბენე ფარმის ერთდროულმა მიღებამ აცეტილსალიცილის მჟავასთან ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან, კალციუმის პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოიდებთან, ეთანოლთან, კორტიკოტროპინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის წარმოქმნა და/ან სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან.
პარაცეტამოლთან ერთად მიღება ზრდის ნეფროტოქსიკურობას, ხოლო მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას კი - ჰეპატო ან ნეფრო-ტოქსიკურობას. კეტოროლაკის და მეტოტრექსატის ერთობლივად დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეტოტრექსატი ინიშნება დაბალი დოზით (საჭიროა მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაკონტროლება სისხლის პლაზმაში).
პრობენეციდი ამცირებს კეტოროლაკის პლაზმურ კლირენსს და განაწილების მოცულობას, ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ზრდის T1/2-ს. კეტოროლაკის მიღების ფონზე შესაძლებელია შემცირდეს მეტოტრექსატის და ლითიუმის კლინერსი და გაძლიერდეს აღნიშნული ნივთიერებების ტოქსიკურობა. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან, ანტიაგრეგანტებთან, ცეფოპერაზონთან, ცეფოტეტანთან და პენტოქსიფილინთან ერთად დანიშვნა ზრდის სისხლდენის რისკს. მცირდება ჰიპოტენზიური და დიურეზული პრეპარატების ეფექტი (მცირდება პროსტაგლანდინების სინთეზი თირკმელებში). ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან ერთად მიღებისას ამ უკანასკნელის დოზა შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს.
იზრდება ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი (საჭიროა დოზის კორექცია). ვალპროის მჟავასთან დანიშვნა იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევას. იზრდება ვერაპამილის და ნიფედიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
სხვა ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან (მათ შორის ოქროს პრეპარატები) ერთად დანიშვნისას იზრდება ნეფროტოქსიკურობის რისკი. საშუალებები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას, ამცირებენ კეტოროლაკის კლიერნსს და ზრდიან პლაზმაში მის კონცენტრაციას.
საინექციო ხსნარის შერევა ერთ შპრიცში მორფინთან, პრომეთაზინთან და ჰიდროქსიზინთან არ შეიძლება, ნალექის წარმოქმნის გამო. ფარმაცევტულად შეუთავსებელია ტრამადოლის ხსნართან, ლითიუმის პრეპარატებთან.
კეტოროლაკის ხსნარის შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი ეფექტების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით მიღება.
ჰიპოვოლემია ზრდის გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს თირკმელების მხრივ.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან კომბინაციაში დანიშვნა. თრომბოციტების აგრეგაციაზე გავლენა წყდება 24 - 48 სთ-ში.
კეტოროლაკის მიღება არ არის რეკომენდირებული პრემედიკაციის, ანესთეზიის შენარჩუნების და ტკივილის გაყუჩების მიზნით სამეანო პრაქტიკაში.
არ გამოიყენება პარაცეტამოლთან ერთან 5 დღეზე მეტი პერიოდით. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევები პრეპარატი ინიშნება მხოლოდ თრომბოციტების მუდმივი კონტროლის ქვეშ; განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და საჭიროებს ჰემოსტაზის გულდასმით კონტროლს.
კეტოროლაკი პაციენტებში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების, კერძოდ ძილიანობის, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის განვითარებას, სასურველია მოერიდოთ ისეთი საქმიანობის შესრულებას, რაც საჭიროებს მეტ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს (ტრანსპორტის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა).
გამოშვების ფორმა
30 მგ/მლ ხსნარი ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად შესაყვანად.
1 მლ პრეპარატი მოთავსებულია მუქი ფერის მინის, I კლასის, ჰიდროლიზურ ამპულაში, მოცულობით 1 მლ, გასატეხი ჭდით, თითოეულ ამპულაზე არის ეტიკეტი.
10 ამპულა მოთავსებულია კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
G
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
საწარმო-მწარმოებელი/ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეპარატთან დაკავშირებულ პრეტენზიებს
S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. , რუმინეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


