კეტამო
KETAMO
ზომიერად გამოხატული მწვავე ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ფექტის მიღწევის საჭიროებისას.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (ketorolac)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Private Joint Stock Company (PJSC) “Pharmaceutical Firm Darnytsa”(უკრაინა)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041335
- რეგისტრირებულია
- 18 ივნისი 2024, მოქმედებს 18 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტამო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზომიერად გამოხატული მწვავე ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ფექტის მიღწევის საჭიროებისას.
მიღების წესი და დოზირება
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზით ხანმოკლე დროის განმავლობაში. პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ-ს (1 ტაბ.) მრავალჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ-ს 4-6 სთ-ში ერთხელ. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 6-8 სთ-მდე. პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანიდან ტაბლეტურ ფორმაზე გადასვლა:
- 17-64 წლის პაციენტები: 20 მგ პერორალურად ერთჯერადად და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მგ ყოველ 4 საათში;
- ≥65 წლის პაციენტები, პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით და/ან სხეულის მასით <50 კგ: 10 მგ პერორალურად ერთჯერადად და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მგ ყოველ 4 საათში.
კეტამოს პარენტერული მკურნალობიდან პერორალურზე გადასვლის დროს, პრეპარატის ორივე ფორმის ჯამური სადღეღამისო დოზა გადასვლის დღეს არ უნდა აღემატებოდეს 90 მგ-ს (ხანდაზმულ, 50 კგ-ზე ნაკლები წონის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში – 60 მგ-ს), პერორალური კომპონენტის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს პოსტოპერაციული პაციენტებისთვის და 7 დღეს ძვალ-კუნთოვანი ტკივილის დროს.
შესაძლებელია კეტამოს ოპიოიდურ ანალგეტიკებთან ერთდროული გამოყენება, ვინაიდან კეტოროლაკი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ ახდენს ოპიოიდებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის და სედატიური მოქმედების გაძლიერებას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ; მწვავე პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ახლო წარსულში, წყლულის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევები ანამნეზში; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები; გასტროინტესტინური, ცერებროვასკულური ან სხვა გენეზის სისხლდენა/სისხლჩაქცევა; მდგომარეობა, რომლის დროსაც არსებობს სისხლდენის განვითარების და არასრული ჰემოსტაზის მაღალი რისკი, ჰემორაგიული დიათეზი; სისხლის შედედების დარღვევა; სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიკოაგულანტების (ჰეპარინის დაბალი დოზების (2500-5000 სე ყოველ 12 სთ-ში ერთხელ) ჩათვლით), აცეტილსალიცილის მჟავას, ვარფარინის, პენტოქსიფილინის, პრობენეციდის და ლითიუმის მარილების ერთდროული მიღება; ბრონქული ასთმის სიმპტომები, რინიტი, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება ანამნეზში სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიღების შემდეგ; ბრონქული ასთმა; გულის, ღვიძლის, თირკმლის მძიმე უკმარისობა; ჰიპოვოლემია და დეჰიდრატაცია; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი; 17 წლამდე ასაკი; მწვავე ქირურგიული პათოლოგია. არ გამოიყენება ტკივილის კუპირებისთვის ქირურგიული ოპერაციის წინა პერიოდში და ოპერაციის დროს, კორონარული შუნტირების დროს და სამეანო პრაქტიკაში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა.
კეტამო სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის (იზრდება ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი), ქოლეცისტიტის, ქოლესტაზის, აქტიური ჰეპატიტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებრო-ვასკულური დაავადების, სისხლის მოცულობის და/ან თირკმლისმიერი სისხლის ნაკადის შემცირების, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, სეფსისის, სისტემური წითელი მგლურას, ცხვირის და ცხვირხახის ლორწოვანი გარსის პოლიპების დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ისეთი გართულებები, როგორიცაა წყლული, სისხლდენა, პერფორაცია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს ყოველგვარი წინამორბედი ნიშნების გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად დაბალი დოზით იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სისხლდენის განვითარების რისკის შემცველ პრეპარატებს, საჭიროა დამცველი საშუალებების (მიზოპროსტოლი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) გამოყენება.
ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი მატულობს კეტამოს დოზის და თერაპიის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, კეტამოს მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის ზრდა. ამგვარი რისკი არ არის გამორიცხული ასევე კეტოროლაკის გამოყენებისას.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ანასტომოზის უკმარისობის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ კეტოროლაკის გამოყენებისას რეკომენდებულია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა და სიფრთხილე.
კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას. თრომბოციტების ფუნქცია ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 24-48 სთ-ის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
როგორც ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორმა, კეტამომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კეტამოს გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კეტამოს გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კვლევების მიხედვით, კეტოროლაკის ტრომეტამინი არ აინდუცირებს და არ თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ თავად კეტოროლაკის ან სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმში.
კეტამო არ გამოიყენება პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან, ციკლოსპორინებთან კომბინაციაში. უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი) სისხლდენის განვითარების რისკის გამო.
არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკის ზრდის გამო არ არის რეკომენდებული კეტოროლაკის გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰობიტორებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან).
ერთდროული გამოყენება აქვეითებს დიგოქსინის, პარაცეტამოლის, ფენიტოინის, ტოლბუტამიდის შეკავშირებას პლაზმის ცილებთან და ზრდის მათ ტოქსიკურობას.
კეტამო აქვეითებს დიურეზული საშუალებების ეფექტს, რის შედეგადაც იზრდება კეტოროლაკის ნეფროტოქსიკურობა.
მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ეფექტი.
აგფ-ინჰიბიტორებთან და/ან არბ-ებთან (ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები) ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია გაიზარდოს თირკმლის დისფუნქციის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში დეჰიდრატაციით. ამავდროულად, აგფ-ინჰიბიტორების და/ან არბ-ების ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენება იწვევს გულის უკმარისობის გამწვავებას.
ციკლოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ციკლოსპორინების ნეფროტოქსიკურობას.
გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ანტითრომბოციტულ საშუალებებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.
კეტამოს და ქინოლონების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.
კეტოროლაკი აქვეითებს მიფეპრისტონის ეფექტურობას, ამიტომ კეტოროლაკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის შემდეგ.
კეტამოს და ოქსპენტიფილინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლჩაქცევების განვითარების საშიშროების გამო.
ლითიუმის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას ფერხდება ორგანიზმიდან ლითიუმის გამოყოფა და საჭიროა პაციენტების სათანადო მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკური ეფექტების ნიშნების გამო.
კეტოროლაკის ტრომეტამინის ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან (ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა კრუნჩხვის გამოვლენის ერთეული შემთხვევები.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამინს ფსიქოტროპულ საშუალებებთან (ფლუოქსეტინი, თიოტიქსენი, ალპრაზოლამი) ერთად, აღინიშნა ჰალუცინაციების შემთხვევები.
ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ეფექტი, რაც შესაძლებელს ხდის შემცირდეს მათი დოზა.
ნივრის, ხახვის, ორფრთიანი გინკოს ექსტრაქტების შემცველმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს კეტოროლაკის ეფექტის გაძლიერება და ჰემორაგიული გართულებების რისკის მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პეპტიური წყლული, პერფორაცია და/ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბოყინი, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გულისრევა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, ღებინება (ზოგჯერ სისხლიანი), ეზოფაგიტი, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, კუჭის სისავსის შეგრძნება, მელენა, სტომატიტი, წყლულოვანი სტომატიტი, პანკრეატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, ანორექსია, სპაზმი და წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში;
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ჰეპატიტი;
ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, შფოთვა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, პარესთეზიები, ფუნქციური დარღვევები, დეპრესია, ეიფორია, კრუნჩხვა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზია, ასეპტიკური მენინგიტი;
საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ფუნციური დარღვევები;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება ან შეკავება, ოლიგურია, პოლიურია, თირკმლის უკმარისობა, ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია, ჰემატურია, პროტეინურია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ტკივილი წელის არეში, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: წამოხურება, ბრადიკარდია, არითმია, სიფერმკრთალე, არტერიული ჰიპერტენზია, პალპიტაცია, შეშუპება, გულის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: პურპურა, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემატომები, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ლიმფადენოპათია, პანციტოპენია, ეოზინოფილია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, რინიტი, ცხვირის სიმშრალე, ქოშინი, ბრონქული ასთმა, ფილტვის შეშუპება;
ჰემოსტაზის მხრივ: იშვიათად – სისხლდენა ცხვირიდან და პოსტოპერაციული ჭრილობიდან, რექტალური სისხლდენა;
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა, რეტრობულბარული ნევრიტი, მხედველობის დარღვევა, ცრემლდენა, ხმაური/ტკივილი ყურებში, სმენის დაქვეითება;
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS);
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, სხვადასხვა დერმატოლოგიური რეაქციები;
სხვა: ასთენია, სხეულის მასის მომატება, სახის, ენის, კიდურების შეშუპება, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ჰიპერვენტილაცია, არტერიული ჰიპერტენზია, იშვიათად: დიარეა, დეზორიენტაცია, აგზნება, ძილიანობა, თავბრუ, ხმაური ყურებში, არტერიული ჰიპერტენზია, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, სუნთქვის დათრგუნვა, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. აუცილებელია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის გულდასმით კონტროლი. პრეპარატის პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღების შემდეგ პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა მოხდეს არანაკლებ 4 სთ-ის განმავლობაში. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების დროს უნდა მოხდეს დიაზეპამის შეყვანა. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკილირება, ჰემოდიალიზი ან სისხლის გადასხმა არაეფექტურია პრეპარატის პლაზმის ცილებთან მაღალი კავშირის გამო.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: კეტოროლაკის ტრომეთამინს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტამო წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, არ ახდენს სედაციურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას, არ იწვევს გუგების შევიწროებას. გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის უნარი.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოროლაკი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ერთჯერადი დოზის 10 მგ მიღების შემდეგ აღწევს პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 0.7-1.1 მკგ/მლ 44 წთ-ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. ცხიმით მდიდარი საკვები აქვეითებს პრეპარატის აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არ მოქმედებს მის ხარისხზე. ანტაციდების ერთდროული მიღება არ ახდენს გავლებას კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკაზე.
პლაზმიდან ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2) ჯანმრთელ ახალგაზრდებში შეადგენს საშუალოდ 5.3 სთ-ს. Т1/2 იზრდება ხანდაზმულ სუბიექტებში და თირკმლის უკმარისობის დროს. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ს.
მეტაბილიზდება ძირითადად ღვიძლში, გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის და ნაკლბად - P-ჰიდროქსილირების გზით.
ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით (91.4%), დანარჩენი – ნაწლავების საშუალებით.
კეტოროლაკი ძალიან ძნელად შეაღწევს ტვინის ქსოვილში, გაივლის პლაცენტარულ ბარიერებს, უმნიშვნელოდ გადადის დედის რძეში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კეტამო
KETAMO
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოროლაკი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, სუსტი მოყვითალო ელფერის და ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტი ნაზოლით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: კეტოროლაკის ტრომეთამინს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, 10 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები. ძმარმჟავას წარმოებულები.
ათქ-კოდი: M01AB15.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტამო წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, არ ახდენს სედაციურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას, არ იწვევს გუგების შევიწროებას. გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის უნარი.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოროლაკი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ერთჯერადი დოზის 10 მგ მიღების შემდეგ აღწევს პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 0.7-1.1 მკგ/მლ 44 წთ-ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. ცხიმით მდიდარი საკვები აქვეითებს პრეპარატის აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არ მოქმედებს მის ხარისხზე. ანტაციდების ერთდროული მიღება არ ახდენს გავლებას კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკაზე.
პლაზმიდან ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2) ჯანმრთელ ახალგაზრდებში შეადგენს საშუალოდ 5.3 სთ-ს. Т1/2 იზრდება ხანდაზმულ სუბიექტებში და თირკმლის უკმარისობის დროს. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ს.
მეტაბილიზდება ძირითადად ღვიძლში, გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის და ნაკლბად - P-ჰიდროქსილირების გზით.
ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით (91.4%), დანარჩენი – ნაწლავების საშუალებით.
კეტოროლაკი ძალიან ძნელად შეაღწევს ტვინის ქსოვილში, გაივლის პლაცენტარულ ბარიერებს, უმნიშვნელოდ გადადის დედის რძეში.
ჩვენება:
ზომიერად გამოხატული მწვავე ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ფექტის მიღწევის საჭიროებისას.
მიღების წესი და დოზირება:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზით ხანმოკლე დროის განმავლობაში. პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ-ს (1 ტაბ.) მრავალჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ-ს 4-6 სთ-ში ერთხელ. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 6-8 სთ-მდე. პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანიდან ტაბლეტურ ფორმაზე გადასვლა:
- 17-64 წლის პაციენტები: 20 მგ პერორალურად ერთჯერადად და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მგ ყოველ 4 საათში;
- ≥65 წლის პაციენტები, პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით და/ან სხეულის მასით <50 კგ: 10 მგ პერორალურად ერთჯერადად და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მგ ყოველ 4 საათში.
კეტამოს პარენტერული მკურნალობიდან პერორალურზე გადასვლის დროს, პრეპარატის ორივე ფორმის ჯამური სადღეღამისო დოზა გადასვლის დღეს არ უნდა აღემატებოდეს 90 მგ-ს (ხანდაზმულ, 50 კგ-ზე ნაკლები წონის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში – 60 მგ-ს), პერორალური კომპონენტის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს პოსტოპერაციული პაციენტებისთვის და 7 დღეს ძვალ-კუნთოვანი ტკივილის დროს.
შესაძლებელია კეტამოს ოპიოიდურ ანალგეტიკებთან ერთდროული გამოყენება, ვინაიდან კეტოროლაკი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ ახდენს ოპიოიდებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის და სედატიური მოქმედების გაძლიერებას.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პეპტიური წყლული, პერფორაცია და/ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბოყინი, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გულისრევა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, ღებინება (ზოგჯერ სისხლიანი), ეზოფაგიტი, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, კუჭის სისავსის შეგრძნება, მელენა, სტომატიტი, წყლულოვანი სტომატიტი, პანკრეატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, ანორექსია, სპაზმი და წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში;
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ჰეპატიტი;
ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, შფოთვა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, პარესთეზიები, ფუნქციური დარღვევები, დეპრესია, ეიფორია, კრუნჩხვა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზია, ასეპტიკური მენინგიტი;
საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ფუნციური დარღვევები;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება ან შეკავება, ოლიგურია, პოლიურია, თირკმლის უკმარისობა, ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია, ჰემატურია, პროტეინურია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ტკივილი წელის არეში, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: წამოხურება, ბრადიკარდია, არითმია, სიფერმკრთალე, არტერიული ჰიპერტენზია, პალპიტაცია, შეშუპება, გულის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: პურპურა, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემატომები, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ლიმფადენოპათია, პანციტოპენია, ეოზინოფილია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, რინიტი, ცხვირის სიმშრალე, ქოშინი, ბრონქული ასთმა, ფილტვის შეშუპება;
ჰემოსტაზის მხრივ: იშვიათად – სისხლდენა ცხვირიდან და პოსტოპერაციული ჭრილობიდან, რექტალური სისხლდენა;
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა, რეტრობულბარული ნევრიტი, მხედველობის დარღვევა, ცრემლდენა, ხმაური/ტკივილი ყურებში, სმენის დაქვეითება;
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS);
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, სხვადასხვა დერმატოლოგიური რეაქციები;
სხვა: ასთენია, სხეულის მასის მომატება, სახის, ენის, კიდურების შეშუპება, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ; მწვავე პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ახლო წარსულში, წყლულის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევები ანამნეზში; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები; გასტროინტესტინური, ცერებროვასკულური ან სხვა გენეზის სისხლდენა/სისხლჩაქცევა; მდგომარეობა, რომლის დროსაც არსებობს სისხლდენის განვითარების და არასრული ჰემოსტაზის მაღალი რისკი, ჰემორაგიული დიათეზი; სისხლის შედედების დარღვევა; სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიკოაგულანტების (ჰეპარინის დაბალი დოზების (2500-5000 სე ყოველ 12 სთ-ში ერთხელ) ჩათვლით), აცეტილსალიცილის მჟავას, ვარფარინის, პენტოქსიფილინის, პრობენეციდის და ლითიუმის მარილების ერთდროული მიღება; ბრონქული ასთმის სიმპტომები, რინიტი, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება ანამნეზში სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიღების შემდეგ; ბრონქული ასთმა; გულის, ღვიძლის, თირკმლის მძიმე უკმარისობა; ჰიპოვოლემია და დეჰიდრატაცია; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი; 17 წლამდე ასაკი; მწვავე ქირურგიული პათოლოგია. არ გამოიყენება ტკივილის კუპირებისთვის ქირურგიული ოპერაციის წინა პერიოდში და ოპერაციის დროს, კორონარული შუნტირების დროს და სამეანო პრაქტიკაში.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
კვლევების მიხედვით, კეტოროლაკის ტრომეტამინი არ აინდუცირებს და არ თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ თავად კეტოროლაკის ან სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმში.
კეტამო არ გამოიყენება პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან, ციკლოსპორინებთან კომბინაციაში. უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი) სისხლდენის განვითარების რისკის გამო.
არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკის ზრდის გამო არ არის რეკომენდებული კეტოროლაკის გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰობიტორებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან).
ერთდროული გამოყენება აქვეითებს დიგოქსინის, პარაცეტამოლის, ფენიტოინის, ტოლბუტამიდის შეკავშირებას პლაზმის ცილებთან და ზრდის მათ ტოქსიკურობას.
კეტამო აქვეითებს დიურეზული საშუალებების ეფექტს, რის შედეგადაც იზრდება კეტოროლაკის ნეფროტოქსიკურობა.
მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ეფექტი.
აგფ-ინჰიბიტორებთან და/ან არბ-ებთან (ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები) ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია გაიზარდოს თირკმლის დისფუნქციის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში დეჰიდრატაციით. ამავდროულად, აგფ-ინჰიბიტორების და/ან არბ-ების ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენება იწვევს გულის უკმარისობის გამწვავებას.
ციკლოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ციკლოსპორინების ნეფროტოქსიკურობას.
გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ანტითრომბოციტულ საშუალებებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.
კეტამოს და ქინოლონების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.
კეტოროლაკი აქვეითებს მიფეპრისტონის ეფექტურობას, ამიტომ კეტოროლაკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის შემდეგ.
კეტამოს და ოქსპენტიფილინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლჩაქცევების განვითარების საშიშროების გამო.
ლითიუმის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას ფერხდება ორგანიზმიდან ლითიუმის გამოყოფა და საჭიროა პაციენტების სათანადო მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკური ეფექტების ნიშნების გამო.
კეტოროლაკის ტრომეტამინის ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან (ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა კრუნჩხვის გამოვლენის ერთეული შემთხვევები.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამინს ფსიქოტროპულ საშუალებებთან (ფლუოქსეტინი, თიოტიქსენი, ალპრაზოლამი) ერთად, აღინიშნა ჰალუცინაციების შემთხვევები.
ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ეფექტი, რაც შესაძლებელს ხდის შემცირდეს მათი დოზა.
ნივრის, ხახვის, ორფრთიანი გინკოს ექსტრაქტების შემცველმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს კეტოროლაკის ეფექტის გაძლიერება და ჰემორაგიული გართულებების რისკის მომატება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ჰიპერვენტილაცია, არტერიული ჰიპერტენზია, იშვიათად: დიარეა, დეზორიენტაცია, აგზნება, ძილიანობა, თავბრუ, ხმაური ყურებში, არტერიული ჰიპერტენზია, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, სუნთქვის დათრგუნვა, კომა. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. აუცილებელია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის გულდასმით კონტროლი. პრეპარატის პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღების შემდეგ პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა მოხდეს არანაკლებ 4 სთ-ის განმავლობაში. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების დროს უნდა მოხდეს დიაზეპამის შეყვანა. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკილირება, ჰემოდიალიზი ან სისხლის გადასხმა არაეფექტურია პრეპარატის პლაზმის ცილებთან მაღალი კავშირის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა.
კეტამო სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის (იზრდება ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი), ქოლეცისტიტის, ქოლესტაზის, აქტიური ჰეპატიტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებრო-ვასკულური დაავადების, სისხლის მოცულობის და/ან თირკმლისმიერი სისხლის ნაკადის შემცირების, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, სეფსისის, სისტემური წითელი მგლურას, ცხვირის და ცხვირხახის ლორწოვანი გარსის პოლიპების დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ისეთი გართულებები, როგორიცაა წყლული, სისხლდენა, პერფორაცია, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს ყოველგვარი წინამორბედი ნიშნების გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად დაბალი დოზით იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სისხლდენის განვითარების რისკის შემცველ პრეპარატებს, საჭიროა დამცველი საშუალებების (მიზოპროსტოლი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) გამოყენება.
ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი მატულობს კეტამოს დოზის და თერაპიის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, კეტამოს მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის ზრდა. ამგვარი რისკი არ არის გამორიცხული ასევე კეტოროლაკის გამოყენებისას.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კეტოროლაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ანასტომოზის უკმარისობის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ კეტოროლაკის გამოყენებისას რეკომენდებულია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა და სიფრთხილე.
კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას. თრომბოციტების ფუნქცია ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 24-48 სთ-ის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
როგორც ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორმა, კეტამომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კეტამოს გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კეტამოს გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


