ენფლუატი არის თვალის წვეთი, რომელიც შეიცავს კეტოლორაკის ტრომეთამინს, აქტიური ნივთიერების სახით და მოცემულია 5 მლ-იან გამჭვირვალე LDPE ფლაკონებში. ენფლუატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (ketorolac)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,4% (4მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Mefar Ilac sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
- ATC კოდი
- S01BC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036800
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Biem Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „BIH“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენფლუატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენფლუატი არის თვალის წვეთი, რომელიც შეიცავს კეტოლორაკის ტრომეთამინს, აქტიური ნივთიერების სახით და მოცემულია 5 მლ-იან გამჭვირვალე LDPE ფლაკონებში.
ენფლუატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ენფლუატი გამოიყენება თვალის სიმპტომების შესამცირებლად, როგორიცაა თვალის ტკივილი და უცხო საგნების შეგრძნება, ფოტოფობია, წვა/ჩხვლეტა და ცრემლდენა თვალის ოპერაციების შემდეგ, რომელსაც ეწოდება რეფრაქციული ოპერაცია.
გარდა ამისა, დაფიქსირდა, რომ კეტოროლაკის ტრომეთამინინი არ მოქმედებს თვალის წნევაზე.
- ინფორმაცია ენფლუატის გამოყენებამდე?
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების ინსტრუქცია და გამოყენების დოზა/სიხშირე:
გამოიყენება თითო წვეთი 4-ჯერ დღეში ოპერაციიდან 4 დღის განმავლობაში პოსტოპერაციული ტკივილისა და წვის/ჩხვლეტის შეგრძნების დროს.
ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული გახსნიდან 4 კვირაში.
გამოყენების მეთოდი
დაიბანეთ ხელები თვალის წვეთების გამოყენებამდე.
- დაატრიალეთ თავსახური და გახსენით.
- მოხსენით დამცავი რგოლი ფლაკონზე.
- ისევ დაახურეთ თავსახური ფლაკონს და დაატრიალეთ. დარწმუნდით, რომ მჭიდროდ დახურეთ. თავსახურის შიგნით მყოფი კბილი გაჭრის პიპეტის წვერს და ენფლუატი მზად იქნება ჩაწვეთებისათვის. თქვენ არ გჭირდებათ ამის გამეორება შემდეგი გამოყენებისას.
- დახარეთ თავი უკან და ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ გაკეთდეს პატარა ჯიბე.
- არ დაუშვათ, რომ საწვეთურით შეეხოთ თვალს ან თვალის ქუთუთოს.
- გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა და მოუჭირეთ ისე, რომ თითო წვეთი ჩაეწვეთოს თვალში, რომელზეც ტარდება მკურნალობა.
- გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო და დახუჭეთ თვალი 30 წამით.
- ფლაკონს დაახურეთ თავსახური.
თუ წვეთი ააცილეთ თვალს, უნდა ჩაიწვეთოთ ხელახლა.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები: არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ხანდაზმულები: არ არის საჭირო სპეციალური დოზირების შერჩევა ხანდაზმულებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების და ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოკულარული გამოყენებისას არ არის საჭირო დოზირების კორექცია.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ენფლუატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ენფლუატის ზედმეტი დოზა:
თუ გამოიყენეთ ენფლუატის ზედოზირება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ენფლუატის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ენფლუატის გამოყენებას:
არ არის მოსალოდნელი არასასურველი გვერდით ეფექტები ენფლუატის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მისი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
საჭიროა სიფრთხილე ენფლუატის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში
თუ:
ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას, ფენილაცედური მჟავას წარმოებულების და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).
ადრე გქონდათ რქოვანას (თვალის ფერად მხარეს დაფარული გამჭვირვალე ფენა) დაავადებები
ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ თვალის ოპერაცია და გაქვთ თვალის ზედაპირის დაავადებები, როგორიცაა რქოვანას დაავადება, დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, მშრალი თვალის სინდრომი,
გაქვთ სისხლდენის მიმართ მიდრეკილება ან იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებს სისხლდენის დროს,
თქვენ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს: არ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას. მასში შემავალმა კონსერვანტმა შეიძლება გააღიზიანოს თვალი. მოერიდეთ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები წვეთების ჩაწვეთებამდე 15 წუთით ადრე. ცნობილია, რომ ენფლუატი იწვევს რბილ კონტაქტურ ლინზების ფერის ცვლილებას.
თუ გაწუხებთ ან წარსულში გქონდათ ეფექტები, მიმართეთ ექიმს.
ენფლუატის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
არ ვლინდება ურთიერთქმედება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას.
სიფრთხილის ზომები
არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის გამოვლენის რისკი აცეტილსალიცილის მჟავის, ფენილძმარმჟავას და მისი წარმოებულების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. სიფრთხილეა საჭირო იმ პირებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მგრძნობელობა ამ წამლების მიმართ.
ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას არსებობს სისხლდენის დროის გაზრდის პოტენციალი თრომბოციტების აგრეგაციაში ჩარევის გამო. არსებობს ცნობები, რომ არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის ქსოვილების (მათ შორის ჰიფემა) სისხლდენის გაზრდა თვალზე ქირურგიული ჩარევის დროს.
სხვა ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), მათ შორის კეტოროლაკ ტრომეთამინის ოფთალმოლოგიურმა ხსნარმაც, შეიძლება შეანელოს ან გაახანგრძლივოს შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ანელებენ ან ახანგრძლივებენ შეხორცებას. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდონ შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების გაზრდა.
ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპითელიუმის დაშლა, რქოვანას გათხელება, რქოვანას ეროზია, რქოვანას წყლულები ან რქოვანას პერფორაცია. ამ მოვლენებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან მხედველობას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ რქოვანას ეპითელიუმის დაშლის ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და უნდა ჩაუტარდეთ მკაცრი კონტროლი რქოვანას მდგომარეობაზე.
ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, რომ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თვალის გართულებული ოპერაციები, ასევე აღენიშნებათ რქოვანას დენერვაცია, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები, შაქრიანი დიაბეტი, თვალის ზედაპირის დაავადებები (მაგ., მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტი ან განმეორებითი ოპერაციები თვალის მოკლე დროში, შეიძლება გაიზარდოს რქოვანას მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს მხედველობისთვის. ამ პაციენტებში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ ოპერაციამდე 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში ან ოპერაციიდან 14 დღეზე მეტი ხნით გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პაციენტისათვის რქოვანაზე გვერდითი მოვლენების განვითარების და მათი გართულების რისკი.
რეკომენდებულია ენფლუატის სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სისხლდენის ტენდენცია ან რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო.
ენფლუატი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტაქტური ლინზების ტარებისას.
გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ პოპულაციის ჯგუფში არ არის დადასტურებული.
ენფლუატმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, რადგან ის შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით. კეტოროლაკის ტრომეთამინი არ უნდა დაინიშნოს კონტაქტური ლინზების ტარების დროს. უნდა მოერიდოთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან მედიკამენტის კონტაქტს. კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ გამოყენებამდე და უნდა ჩაისვათ წამლის ჩაწვეთებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ. ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი ცვლის რბილი კონტაქტური ლინზების ფერს.
- 5 ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების პრობლემების რისკი.
თუ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ადგილობრივ თვალის წვეთებთან ერთად, გამოყენებებს შორის უნდა დაიცვათ 5 წუთიანი ინტერვალი.
რეკომენდებულია ენფლუატის სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცნობილი სისხლდენის მიმართ მიდრეკილება ან რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაახანგრძლივონ სისხლდენის დრო.
ასევე დაფიქსირდა სხვა წამლის ურთიერთქმედებებიც. ენფლუატი უსაფრთხოდ იქნა გამოყენებული ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ანტიბიოტიკები, ბეტა ბლოკატორები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ციკლოპლეგიური საშუალებები და მიდრიატიკები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ენფლუატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიერ რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად.
ლაქტაცია
მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ენფლუატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ სიმპტომები არ გაქრება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენფლუატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცნობილია, რომ ენფლუატში შემავალი კონსერვანტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს თვალის გაღიზიანებას. რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ ჩაწვეთებამდე და უნდა ჩაისვათ ისინი ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. ცნობილია, რომ მედიკამენტი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის სიფერმკრთალეს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ჯანმრთელობის აღდგენით პროცესს.
ენფლუატი არ არის რეკომენდებული სისხლდენის მიდრეკილების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. თუ იყენებთ ენფლუატს სხვა თვალის წამალთან ერთად, უნდა დაიცვათ მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი ენფლუატის ჩაწვეთებასა და სხვა წამლის შეყვანას შორის. გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ენფლუატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებთაც ახასიათებთ მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი გამოვლინდა თქვენს შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ენფლუატის და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებას.
ხელების, ფეხების, ხელისგულების, სახის, ტუჩების ან განსაკუთრებით პირისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გართულება.
ესენი არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი გახასიათებთ თქვენ ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ენფლუატზე.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებში და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებში და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებში და 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობია სიხშირე: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემები მიხედვით.
ძალიან ხშირი:
დროებითი ჩხვლეტა და/ან წვა თვალში
ხშირი:
თვალის სიწითლე
თვალის ზედაპირზე პატარა, ნაცრისფერი უბნები
თავის ტკივილი
თვალის შეშუპება
თვალის ტკივილი
ალერგიული რეაქცია
თვალის ანთება
თვალის გაღიზიანება
თვალის ინფექცია
უცნობია სიხშირე:
თვალის გამჭვირვალე ფენის შემცირება
თვალის ზედაპირზე ლაქები
თვალის წინა მხარის ზედაპირული დაზიანება
გვერდით ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, მათ შორის ისეთი ეფექტების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ ინფორმაციის მიწოდება ვებ-გვერდის მეშვეობით www.titck.gov.tr ბმულზე ,,წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ ან თურქეთის ფარმაკოლოგიური განყოფილების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ოფთალმოლოგიური გზით გამოყენებისას დოზის არ არის ცნობილი ზედოზირების შემთხვევები. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა და უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
კეტოროლაკის ტრომეთამინი 0,4%
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.006%
დამხმარე ნივთიერებების შესახებ იხილეთ პუნქტში 6.1.
- წამლის ფორმა
თვალის წვეთები
გამჭვირვალე ხსნარი
- კლინიკური თვისებები
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ინახება ოთახის არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.
მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ენფლუატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიური, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: S01BC05
კეტოროლაკი ტრომეთამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი სისტემური მიღებისას. ითვლება, რომ მისი მოქმედების მექანიზმი გამოწვეულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ნაჩვენებია, რომ პროსტაგლანდინები არიან სხვადასხვა სახის ინტრაოკულური ანთების შუამავლები. კეტოროლაკ ტრომეთამინი, რომელიც მიიღება სისტემურად, არ იწვევს გუგის შეკუმშვას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
სტაბილური მდგომარეობის პიკური პლაზმური დონე შეადგენს 960 ნგ/მლ, 10 მგ კეტოროლაკ ტრომეტამინის სისტემატურად მიღებისას ყოველ 6 საათში ერთხელ. სისტემატური გამოყენებისას ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა, რომ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
თვალის ფარმაკოკინეტიკა:
ინფორმაცია კეტოროლაკ ტრომეტამინის თვალის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მოცემულია ქვემოთ:
აბსორბცია:
14C ეტიკეტირებული კეტოროლაკ ტრომეთამინი სწრაფად შეიწოვება თვალში კურდღლებში ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ. Tmax მიიღწევა 1 საათში თვალის წყლისებრ სითხეში - Humor aquosus-ში. Humor aquosus და ნახევარგამოყოფის პერიოდი კურდღლის რქოვანაში შეადგენდა 7,1 და 8,2 საათს.
განაწილება
ძირითადად რქოვანაში და სკლერაში, ის ეპიდემიურად ნაწილდება თვალის ქსოვილებში. Humor aquosus-ში კონცენტრაცია არის 0.22 გ ეკვ/მლ.
ბიოშეღწევადობა:
სისტემატური გამოყენებისას ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ელიმინაცია:
თვალიდან წამლის ელიმინაცია ხდება თვალშიდა სისხლის ნაკადის გზით. კლინიკური კვლევების მიხედვით, თვალშიდა წნევაზე კეტოროლაკ ტრომეტამინი მნიშვნელოვან ეფექტს არ ახდენს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ენფლუატი 0.4% სტერილური თვალის წვეთები
გამოიყენება თვალში ჩასაწვეთებლად
აქტიური ნივთიერება: ყოველი 1მლ შეიცავს 4 მგ კეტოროლაკის ტრომეთამინს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ოქტოქსინოლი 40, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა pH-ის რეგულირებისთვის და გასუფთავებული წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ ინდივიდუალურად, ამიტომ ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის.
თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში მოგიწევთ ვიზიტი ექიმთან ან კლინიკაში, უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში გამოყენების წესები. არ მიიღოთ მაღალი ან დაბალი დოზა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ენფლუატი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ენფლუატის გამოყენებამდე
- ენფლუატის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ენფლუატის შენახვის წესი
- რას წარმოადგენს ენფლუატი და რისთვის გამოიყენება?
ენფლუატი არის თვალის წვეთი, რომელიც შეიცავს კეტოლორაკის ტრომეთამინს, აქტიური ნივთიერების სახით და მოცემულია 5 მლ-იან გამჭვირვალე LDPE ფლაკონებში.
ენფლუატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ენფლუატი გამოიყენება თვალის სიმპტომების შესამცირებლად, როგორიცაა თვალის ტკივილი და უცხო საგნების შეგრძნება, ფოტოფობია, წვა/ჩხვლეტა და ცრემლდენა თვალის ოპერაციების შემდეგ, რომელსაც ეწოდება რეფრაქციული ოპერაცია.
გარდა ამისა, დაფიქსირდა, რომ კეტოროლაკის ტრომეთამინინი არ მოქმედებს თვალის წნევაზე.
- ინფორმაცია ენფლუატის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ენფლუატი შემდეგ შემთხვევებში:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მისი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
საჭიროა სიფრთხილე ენფლუატის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში
თუ:
ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას, ფენილაცედური მჟავას წარმოებულების და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).
ადრე გქონდათ რქოვანას (თვალის ფერად მხარეს დაფარული გამჭვირვალე ფენა) დაავადებები
ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ თვალის ოპერაცია და გაქვთ თვალის ზედაპირის დაავადებები, როგორიცაა რქოვანას დაავადება, დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, მშრალი თვალის სინდრომი,
გაქვთ სისხლდენის მიმართ მიდრეკილება ან იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებს სისხლდენის დროს,
თქვენ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს: არ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას. მასში შემავალმა კონსერვანტმა შეიძლება გააღიზიანოს თვალი. მოერიდეთ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები წვეთების ჩაწვეთებამდე 15 წუთით ადრე. ცნობილია, რომ ენფლუატი იწვევს რბილ კონტაქტურ ლინზების ფერის ცვლილებას.
თუ გაწუხებთ ან წარსულში გქონდათ ეფექტები, მიმართეთ ექიმს.
ენფლუატის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
არ ვლინდება ურთიერთქმედება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ენფლუატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიერ რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად.
ლაქტაცია
მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ენფლუატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ სიმპტომები არ გაქრება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენფლუატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცნობილია, რომ ენფლუატში შემავალი კონსერვანტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს თვალის გაღიზიანებას. რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ ჩაწვეთებამდე და უნდა ჩაისვათ ისინი ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. ცნობილია, რომ მედიკამენტი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის სიფერმკრთალეს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ჯანმრთელობის აღდგენით პროცესს.
ენფლუატი არ არის რეკომენდებული სისხლდენის მიდრეკილების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. თუ იყენებთ ენფლუატს სხვა თვალის წამალთან ერთად, უნდა დაიცვათ მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი ენფლუატის ჩაწვეთებასა და სხვა წამლის შეყვანას შორის. გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
- ენფლუატის გამოყენების წესი
გამოყენების ინსტრუქცია და გამოყენების დოზა/სიხშირე:
გამოიყენება თითო წვეთი 4-ჯერ დღეში ოპერაციიდან 4 დღის განმავლობაში პოსტოპერაციული ტკივილისა და წვის/ჩხვლეტის შეგრძნების დროს.
ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული გახსნიდან 4 კვირაში.
გამოყენების მეთოდი
დაიბანეთ ხელები თვალის წვეთების გამოყენებამდე.
- დაატრიალეთ თავსახური და გახსენით.
- მოხსენით დამცავი რგოლი ფლაკონზე.
- ისევ დაახურეთ თავსახური ფლაკონს და დაატრიალეთ. დარწმუნდით, რომ მჭიდროდ დახურეთ. თავსახურის შიგნით მყოფი კბილი გაჭრის პიპეტის წვერს და ენფლუატი მზად იქნება ჩაწვეთებისათვის. თქვენ არ გჭირდებათ ამის გამეორება შემდეგი გამოყენებისას.
- დახარეთ თავი უკან და ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ გაკეთდეს პატარა ჯიბე.
- არ დაუშვათ, რომ საწვეთურით შეეხოთ თვალს ან თვალის ქუთუთოს.
- გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა და მოუჭირეთ ისე, რომ თითო წვეთი ჩაეწვეთოს თვალში, რომელზეც ტარდება მკურნალობა.
- გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო და დახუჭეთ თვალი 30 წამით.
- ფლაკონს დაახურეთ თავსახური.
თუ წვეთი ააცილეთ თვალს, უნდა ჩაიწვეთოთ ხელახლა.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები: არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ხანდაზმულები: არ არის საჭირო სპეციალური დოზირების შერჩევა ხანდაზმულებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების და ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოკულარული გამოყენებისას არ არის საჭირო დოზირების კორექცია.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ენფლუატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ენფლუატის ზედმეტი დოზა:
თუ გამოიყენეთ ენფლუატის ზედოზირება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ენფლუატის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ენფლუატის გამოყენებას:
არ არის მოსალოდნელი არასასურველი გვერდით ეფექტები ენფლუატის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ენფლუატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებთაც ახასიათებთ მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი გამოვლინდა თქვენს შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ენფლუატის და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებას.
ხელების, ფეხების, ხელისგულების, სახის, ტუჩების ან განსაკუთრებით პირისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გართულება.
ესენი არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი გახასიათებთ თქვენ ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ენფლუატზე.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებში და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებში და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებში და 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობია სიხშირე: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემები მიხედვით.
ძალიან ხშირი:
დროებითი ჩხვლეტა და/ან წვა თვალში
ხშირი:
თვალის სიწითლე
თვალის ზედაპირზე პატარა, ნაცრისფერი უბნები
თავის ტკივილი
თვალის შეშუპება
თვალის ტკივილი
ალერგიული რეაქცია
თვალის ანთება
თვალის გაღიზიანება
თვალის ინფექცია
უცნობია სიხშირე:
თვალის გამჭვირვალე ფენის შემცირება
თვალის ზედაპირზე ლაქები
თვალის წინა მხარის ზედაპირული დაზიანება
გვერდით ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, მათ შორის ისეთი ეფექტების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ ინფორმაციის მიწოდება ვებ-გვერდის მეშვეობით www.titck.gov.tr ბმულზე ,,წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ ან თურქეთის ფარმაკოლოგიური განყოფილების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ენფლუატის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ინახება ოთახის არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.
მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ენფლუატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Biem İlaç San. ve Tic. A.S.
ტურგუტ რეის კად. No: 21 06570
ტანდოგანი – ანკარა /თურქეთი
ტელეფონი: 0312 230 29 29
ფაქსი: 0312 230 68 00
მწარმოებელი:
Mefar İlaç Sanayii A.Ş.
რამაზანოღლუ მაჰ. ენსარ კად. No: 20
კურტკოი-პენდიკ/სტამბული/თურქეთი
გამოყენების ინსტრუქციის დამოწმების თარიღი 29/09/2019.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


