პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ელიპა

elipa®

ურეცეპტოდ5მგ/მლინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

ელიპა ნაჩვენებია ოფთალმოლოგიაში ყველა ანთებით სიტუაციაში, სადაც სასარგებლოა პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა, კერძოდ ტკივილის კონტროლისა და პრეოპერაციული და პოსტტრავმული ანთებითი რეაქციის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოროლაკი (ketorolac)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ATC კოდი
S01BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-042958
რეგისტრირებულია
18 მარტი 2025, მოქმედებს 18 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (პორტუგალია)
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაელიპა და სხვა წამალი ერთად

ელიპა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ელიპა ნაჩვენებია ოფთალმოლოგიაში ყველა ანთებით სიტუაციაში, სადაც სასარგებლოა პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა, კერძოდ ტკივილის კონტროლისა და პრეოპერაციული და პოსტტრავმული ანთებითი რეაქციის დროს. იგი ასევე ნაჩვენებია ინტრაოპერაციული მიოზის დათრგუნვაში და კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ანთების და კისტოზური მაკულარული შეშუპების პროფილაქტიკაში. ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო იგი ასევე ნაჩვენებია ალერგიული კონიუნქტივიტის, კერძოდ, სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატურ მკურნალობაში.

მიღების წესი და დოზირება

მომზადება ქირურგიული ჩარევისათვის: 1 წვეთი ყოველ ნახევარ საათში ყოველ თვალის კაკალში, ორი საათის განმავლობაში ქირურგიულ ჩარევამდე (საერთო ჯამში 4 წვეთი).

პოსტოპერაციული პერიოდი: სამედიცინო კრიტერიუმები განსაზღვრავს დოზირებას 3 კვირის განმავლობაში (რეკომენდებული პერიოდი ამ პრეპარატის გამოყენებისთვის).

სხვა ჩვენებებისას: რეკომენდებული საშუალო დოზაა 1 წვეთი თვალის კაკალზე, 4-ჯერ დღეში. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტი, თუ ექიმი სხვაგვარად არ განიხილავს.

ამ სამკურნალო პროდუქტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა:

თუ დაგავიწყდათ ერთი ან მეტი დოზა, მიიღეთ შემდეგი ზომები:

თუ ჯერ არ ახლოვდება მომდევნო დოზის გამოყენების დრო, მაშნ დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები და არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. განაგრძეთ თვალის წვეთების გამოყენება ამ მომენტიდან ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუკი უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის ჩაწვეთების დრო, მაშინ გამოტოვეთ ეს დოზა და ჩაიწვეთეთ დოზირება ჩვეულებრივ მომდევნო დოზის გამოყენების დროს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. განაგრძეთ თვალის წვეთების გამოყენება ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუ გამოიყენეთ ზედმეტი დოზირება:

მოცემული ფარმაცევტული ფორმისთვის, დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები

ელიპა უკუნაჩვენებია აქტიური ნივთიერების (კეტოროლაკ ტრომეთამინის) ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში. არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის გამოვლენის ალბათობა აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან. ელიპა უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში, რომლებმაც ადრე გამოავლინეს მგრძნობელობა ამ პრეპარატების მიმართ. ელიპა არ უნდა იქნას გამოყენებული კონტაქტურ ლინზებთან ერთდროულად.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი გამოიყენება ობიექტურად შეფასებული მდგომარეობის სამკურნალოდ. ამ მიზნით, მკაცრად უნდა იქნეს დაცული სამედიცინო ჩვენებები.

მომხარებელმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარამცევტს არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

ყოველთვის შეამოწმეთ მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადა.

ინახება არაუმეტეს 30˚C ტემპერატურის პირობებში.

ვინაიდან ეს პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის, არ შეიძლება წვეთოვანი ფლაკონის სხვა გზით გამოყენება.

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ეს პრეპარატიც უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ეს პროდუქტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს: შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება; მოარიდეთ პრეპარატი რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს; კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ გამოყენების წინ და უნდა ჩაისვათ ისინი პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ; პრეპარტმა შესაძლოა გამოიწვიოს ლინზების ფერის ცვლილება.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენების ინსტრუქციის გადახედვის თარიღია 2022 წლის ივნისი.

E100473.06.01

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ გამოიყენოთ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის, სანამ დაიწყებთ ან შეყვეტთ თვალის წამლების ან პროდუქტების გამოყენებას.

ელიპა კარგად გადაიტანება ოფთალმოლოგიურ და სისტემურ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ანტიბიოტიკები, სედატიური საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მიოტიკები, მიდრიატიკები, ციკლოპლეგიური საშუალებები და კორტიკოსტეროიდები.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰემორაგიული მიდრეკილება ან გადიან ანტიკოაგულანტულ მკურნალობას, პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში მისი გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ელიპა არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის. კეტოროლაკის ტრომეთამინი გამოიყოფა დედის რძეში სისტემური მიღების შემდეგ.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის სახეზე ცნობილი ეფექტები.

გვერდითი მოვლენები

თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ გამოვლინდა თვალებში და ქუთუთოებში ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება ჩაწვეთებისთანავე, კერძოდ, ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში. ასევე დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები, თვალის გაღიზიანება, ზედაპირული თვალის ინფექციები და ზედაპირული კერატიტი. ჩაწვეთების შემდეგ მხედველობა შეიძლება დროებით დაბინდული იყოს. სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს გრიპის მსგავს სიმპტომებს, გულისრევას, ღებინებას და სისხლდენას. თუ ეს ეფექტები შეგაწუხებთ ან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს. თქვენ ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე მოულოდნელ ან უჩვეულო გვერდით მოვლენას.

ურთიერთქმედებები:

არ გამოიყენოთ სხვა ოფთალმოლოგიური მედიკამენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტების ან თვალის პროდუქტების გამოყენების დაწყებამდე ან დასრულებამდე მიმართეთ ექიმს. ელიპა კარგად აიტანება ოფთალმოლოგიურ და სისტემურ მედიკამენტებთან, როგორიცაა ანტიბიოტიკები, სედატიური საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მიოტიკები, მიდრიატიკები, ციკლოპლეგიები და კორტოკოსტეროიდები. გამოყენება ჰემორაგიული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ან ანტიკოაგულანტების თერაპიის პარარელურად უნდა მოხდეს მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზა

ელიპათი დოზის გადაჭარბების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

ელიპა არის თვალის წვეთები, ხსნარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ აქტიურ ნივთიერებას კეტოროლაკის ტრომეთამინს, 5 მგ/მლ კონცენტრაციით.

შეფუთვის ზომა:

სამკურნალო საშუალების ფარმაცევტული ფორმა არის თვალის წვეთები, ხსნარი სტერილურ LD-პოლიეთილენის წვეთოვანიან ბოთლში, რომელიც შეიცავს 7.5 ან 10 მლ.

აქტივობა:

კეტოროლაკის თრომეთამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო ნივთერებას, რომელსაც გააჩნია ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება სისტემატიური გამოყენებისას. ამ მოქმედების გამომწვევი მექანიზმი ნაწილობრივ განპირობებულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. კეტოროლაკის ტრომეთამინის თვალის შეყვანა ამცირებს პროსტაგლანდინ E2-ის დონეს წყალწყალა ნამში. პროსტაგლანდინები იწვევენ თვალის გარკვეული სახის ანთებას, ვინაიდან მისი არსებობა იწვევს ვაზოდილატაციას და სისხლძარღვთა გამტარიანობის მატებას, ლეიკოტაქსის, თვალშიდა ტონუსის მატებას და სისხლ-წყლიანი სითხის ბარიერის აღდგენას. ირისის სფინქტერის შეკუმშვის გამოწვევით, პროსტაგლანდინები პასუხისმგებელნი არიან პუპილას მიოტიკურ პასუხზე თვალის ქირურგიის დროს.

შენახვის პირობები

36 თვე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

  • 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი

ელიპას თვალის წვეთები, მოცემულია 10 მლ LD-პოლიეთილენის ბოთლში, LD-პოლიეთილენის დალუქული საწვეთურით და HD-პოლიეთილენის თავსახურით. ნაკრები წინასწარ სტერილიზებულია გამა სხივებით. შევსების შემდეგ, ბოთლები იფუთება სათანადოდ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფებში შესაბამის გამოყენების ფურცელ-ჩანართთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: S01BC05 KETOROLAC

კეტოროლაკის ტრომეთამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ აქტივობას სისტემური გამოყენებისას. მექანიზმი, რომელიც იწვევს ასეთ მოქმედებებს, ნაწილობრივ განპირობებულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვის უნარით. კეტოროლაკის ტრომეთამინის თვალის ჩაწვეთება ამცირებს პროსტაგლანდინის EB28 დონეს შიდათვალის სითხეში.

პროსტაგლანდინები იწვევენ თვალის გარკვეული სახის ანთებას, ვინაიდან მისი არსებობა იწვევს ვაზოდილატაციას და სისხლძარღვთა გამტარიანობის მატებას, ლეიკოტაქსის, თვალშიდა ტონუსის მატებას და სისხლ-შიდათვალის სითხის ბარიერის რღვევას. ირისის სფინქტერის შევიწროვებით, პროსტაგლანდინები პასუხისმგებელნი არიან გუგისმიერ მიოტიკურ პასუხზე თვალის ქირურგიის დროს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ელიპას მოქმედება არსებითად ლოკალურია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ელიპა®

კეტოროლაკის ტრომეთამოლი

თვალის წვეთები, ხსნარი

შემადგენლობა:

ელიპა არის თვალის წვეთები, ხსნარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ აქტიურ ნივთიერებას კეტოროლაკის ტრომეთამინს, 5 მგ/მლ კონცენტრაციით.

შეფუთვის ზომა:

სამკურნალო საშუალების ფარმაცევტული ფორმა არის თვალის წვეთები, ხსნარი სტერილურ LD-პოლიეთილენის წვეთოვანიან ბოთლში, რომელიც შეიცავს 7.5 ან 10 მლ.

აქტივობა:

კეტოროლაკის თრომეთამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო ნივთერებას, რომელსაც გააჩნია ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება სისტემატიური გამოყენებისას. ამ მოქმედების გამომწვევი მექანიზმი ნაწილობრივ განპირობებულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. კეტოროლაკის ტრომეთამინის თვალის შეყვანა ამცირებს პროსტაგლანდინ E2-ის დონეს წყალწყალა ნამში. პროსტაგლანდინები იწვევენ თვალის გარკვეული სახის ანთებას, ვინაიდან მისი არსებობა იწვევს ვაზოდილატაციას და სისხლძარღვთა გამტარიანობის მატებას, ლეიკოტაქსის, თვალშიდა ტონუსის მატებას და სისხლ-წყლიანი სითხის ბარიერის აღდგენას. ირისის სფინქტერის შეკუმშვის გამოწვევით, პროსტაგლანდინები პასუხისმგებელნი არიან პუპილას მიოტიკურ პასუხზე თვალის ქირურგიის დროს.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმასიუტიკოს, ს.ა.

25 აპრილის გამზ., 6-6ა, 2795-225

ლინდა-ა-ველჰა-პორტუგალია

მწარმოებელი:

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმასიუტიკოს, ს.ა.

25 აპრილის გამზ., 6-6ა, 2795-225

ლინდა-ა-ველჰა-პორტუგალია

Rua Quinta do Salrego 22-22A, Portela de Carnaxide, 2790-144 Carnaxide - Portugal/

Rua Casal do Canas 6-6A, 2790-204

თერაპიული ჩვენებები:

ელიპა ნაჩვენებია ოფთალმოლოგიაში ყველა ანთებით სიტუაციაში, სადაც სასარგებლოა პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა, კერძოდ ტკივილის კონტროლისა და პრეოპერაციული და პოსტტრავმული ანთებითი რეაქციის დროს. იგი ასევე ნაჩვენებია ინტრაოპერაციული მიოზის დათრგუნვაში და კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ანთების და კისტოზური მაკულარული შეშუპების პროფილაქტიკაში. ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო იგი ასევე ნაჩვენებია ალერგიული კონიუნქტივიტის, კერძოდ, სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატურ მკურნალობაში.

უკუჩვენებები:

ელიპა უკუნაჩვენებია აქტიური ნივთიერების (კეტოროლაკ ტრომეთამინის) ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში. არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის გამოვლენის ალბათობა აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან. ელიპა უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში, რომლებმაც ადრე გამოავლინეს მგრძნობელობა ამ პრეპარატების მიმართ. ელიპა არ უნდა იქნას გამოყენებული კონტაქტურ ლინზებთან ერთდროულად.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ გამოვლინდა თვალებში და ქუთუთოებში ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება ჩაწვეთებისთანავე, კერძოდ, ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში. ასევე დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები, თვალის გაღიზიანება, ზედაპირული თვალის ინფექციები და ზედაპირული კერატიტი. ჩაწვეთების შემდეგ მხედველობა შეიძლება დროებით დაბინდული იყოს. სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს გრიპის მსგავს სიმპტომებს, გულისრევას, ღებინებას და სისხლდენას. თუ ეს ეფექტები შეგაწუხებთ ან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს. თქვენ ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე მოულოდნელ ან უჩვეულო გვერდით მოვლენას.

ურთიერთქმედებები:

არ გამოიყენოთ სხვა ოფთალმოლოგიური მედიკამენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტების ან თვალის პროდუქტების გამოყენების დაწყებამდე ან დასრულებამდე მიმართეთ ექიმს. ელიპა კარგად აიტანება ოფთალმოლოგიურ და სისტემურ მედიკამენტებთან, როგორიცაა ანტიბიოტიკები, სედატიური საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, მიოტიკები, მიდრიატიკები, ციკლოპლეგიები და კორტოკოსტეროიდები. გამოყენება ჰემორაგიული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ან ანტიკოაგულანტების თერაპიის პარარელურად უნდა მოხდეს მეთვალყურეობის ქვეშ.

სპეციალური გაფრთხილებები გამოყენების შესახებ:

ამ მედიკამენტის ერთდროული გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან ერთად არ შეიძლება. პირებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, ელიპათი მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ სათვალე. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ელიპას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ სისხლდენისადმი მიდრეკილება ან იმყოფებიან ანტიკოაგულანტული თერაპიის ქვეშ. გახსნის შემდეგ ელიპას თვალის წვეთების ხსნარის შენახვის ვადა შეადგენს 28 დღეს.

ზეგავლენა ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულ ქალებში ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ელიპა არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის. კეტოროლაკი ტრომეთამინი გამოიყოფა დედის რძეში სისტემური გამოყენების შემდეგ. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

დოზირება, გამოყენების მეთოდი და გზა:

მომზადება ქირურგიული ჩარევისათვის: 1 წვეთი ყოველ ნახევარ საათში ყოველ თვალის კაკალში, ორი საათის განმავლობაში ქირურგიულ ჩარევამდე (საერთო ჯამში 4 წვეთი).

პოსტოპერაციული პერიოდი: სამედიცინო კრიტერიუმები განსაზღვრავს დოზირებას 3 კვირის განმავლობაში (რეკომენდებული პერიოდი ამ პრეპარატის გამოყენებისთვის).

სხვა ჩვენებებისას: რეკომენდებული საშუალო დოზაა 1 წვეთი თვალის კაკალზე, 4-ჯერ დღეში. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტი, თუ ექიმი სხვაგვარად არ განიხილავს.

ამ სამკურნალო პროდუქტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ არ არის შესწავლილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა:

თუ დაგავიწყდათ ერთი ან მეტი დოზა, მიიღეთ შემდეგი ზომები:

თუ ჯერ არ ახლოვდება მომდევნო დოზის გამოყენების დრო, მაშნ დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები და არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. განაგრძეთ თვალის წვეთების გამოყენება ამ მომენტიდან ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუკი უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის ჩაწვეთების დრო, მაშინ გამოტოვეთ ეს დოზა და ჩაიწვეთეთ დოზირება ჩვეულებრივ მომდევნო დოზის გამოყენების დროს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. განაგრძეთ თვალის წვეთების გამოყენება ჩვეულებრივ რეჟიმში.

თუ გამოიყენეთ ზედმეტი დოზირება:

მოცემული ფარმაცევტული ფორმისთვის, დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

არ არის სახეზე ცნობილი ეფექტები.

გაფრთხილებები:

პრეპარატი გამოიყენება ობიექტურად შეფასებული მდგომარეობის სამკურნალოდ. ამ მიზნით, მკაცრად უნდა იქნეს დაცული სამედიცინო ჩვენებები.

მომხარებელმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარამცევტს არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

ყოველთვის შეამოწმეთ მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადა.

ინახება არაუმეტეს 30˚C ტემპერატურის პირობებში.

ვინაიდან ეს პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის, არ შეიძლება წვეთოვანი ფლაკონის სხვა გზით გამოყენება.

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ეს პრეპარატიც უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ეს პროდუქტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს: შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება; მოარიდეთ პრეპარატი რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს; კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ გამოყენების წინ და უნდა ჩაისვათ ისინი პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ; პრეპარტმა შესაძლოა გამოიწვიოს ლინზების ფერის ცვლილება.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენების ინსტრუქციის გადახედვის თარიღია 2022 წლის ივნისი.

E100473.06.01

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა