კეტამო 30
KETAMO 30
ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის სინდრომის მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღწევის საჭიროებისას.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოროლაკი (ketorolac)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -SKYMAP PHARMACEUTICALS PVT. LTD(ინდოეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041899
- რეგისტრირებულია
- 22 აგვისტო 2024, მოქმედებს 22 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს ,,ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტამო 30 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის სინდრომის მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღწევის საჭიროებისას.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ვლინდება 30 წუთში როგორც ინტამუსკულური, ასევე ინტრავენური შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური ანელგეზია გრძელდება 1-2 სთ-ის განმავლობაში, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 სთ-ს. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია სტაციონარის პირობებში.
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის და პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით.
ზრდასრულებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ, შემდგომში საჭიროებისამებრ - 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ. უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში კეტოროლაკის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 2 საათში უმცირესი ეფექტური დოზით. ამასთან, სადღეღამისო ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 90 მგ-ს ახალგაზრდა პაციენტებში და 60 მგ-ს ხანდაზმულ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში. 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
პრეპარატის გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს კეტოროლაკის პერორალურ ფორმაზე გადასვლა. კომბინირებული (პარენტერალური და პეროლრალური) მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
საინექციო ხსნარი განკუთვნილია ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანისთვის. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში ნელა ან ვენაში ბოლუსური ინექციის სახით არა უმცირეს 15 წმ-ის განმავლობაში. დაუშვებელია პრეპარატის ეპიდურალური და სპინალური გამოყენება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასპირინის ან სხვა პროსტაგლანდინის ინჰიბიტორების მიღების ფონზე ანამნეზში, ასთმის, რინიტის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების ჩათვლით.
ბრონქული ასთმა.
სრული ან ნაწილობრივი სინდრომოკომპლექსი ცხვირის პოლიპებით, ანგიონევროზული შეშუპებით ან ბრონქოსპაზმით.
16 წლამდე ასაკი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში; სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში.
გულის მძიმე უკმარისობა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
თირკმლის მძიმე და საშუალო ხარისხის (შრატის კრეატინინი >160 მკმოლ/ლ) უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების ან დეჰიდრატაციის გამო.
ორსულობის, მშობიარობის და ლაქტაციის პერიოდი.
ანალგეზიის მიზნით ქირურგიული ჩარევის წინ და ინტრაოპერაციულად (სისხლდენის მატების რისკის გამო).
საეჭვო ან დადასტურებული სისხლდენა; ჰემორაგიის ან არასრულყოფილი ჰემოსტაზის მაღალ რისკთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემდგომი პერიოდი; სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მათ შორის ჰემორაგიული დიათეზით და კოაგულოპათიით.
ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინის ან ჰეპარინის დაბალი დოზებით (2500-5000 ერთეული ყოველ 12 საათში) მიღება), აცეტილსალიცილის მჟავის (აცმ) ან სხვა აასს-ის (ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით), ოქსპენტიფილინის, პრობენეციდის და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფად უმოკლესი კურსით გამოყენებით. არ არის რეკომენდებული კეტოროლაკის ი/მ და ი/ვ გამოყენება უწყვეტი მრავალჯერადი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ზოგ პაციენტებში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ი/ვ ან ი/მ შეყვანიდან 30 წუთის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა.
კეტამო 30 სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებრო-ვასკულური დაავადების, სისხლის მოცულობის და/ან თირკმლისმიერი სისხლის ნაკადის შემცირების, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ქოლეცისტიტის, ქოლესტაზის, აქტიური ჰეპატიტის, სეფსისის, ცხვირხახის ლორწოვანი გარსის პოლიპების დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
კეტოროლაკის გამოყენება დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების მაღალ რისკთან, განსაკუთრებით რეკომენდებული ჩვენებების შეუსაბამოდ და/ან მაღალი დოზებით ხანგრძლივი დანიშვნის შემთხვევაში. კუჭ-ნაწლავის წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი უფრო მარალია ხანდაზმულებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა დაწყლულების და სისხლდენის განვითარების რისკის შემცველ პრეპარატებს (პერორალური კორტიკოსტეროიდები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა ასპირინი). აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში საჭიროა გასტროპროტექტორული თერაპიის (მიზოპროსტოლი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) გამოყენება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, კეტამო 30-ის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
აასს-ბის მიღება, კეტოროლაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ანასტომოზის უკმარისობის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ კეტოროლაკის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა.
კეტოროლაკის ტრომეთამინი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას. კეტოროლაკის ტრომეთამინის გამოყენების შეწყვეტისას, ასმ-სგან განსხვავებით, რომელსაც გააჩნია უფრო ხანგრძლივი ეფექტი, თრომბოციტების ფუნქცია აღდგება 24-48 საათში. კეტამო 30 არ გამოიყენება პაციენტებში კოაგულაციის დარღვევებით. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებს, საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.
კეტოროლაკი არ ინიშნება ჰემორაგიის ან არასრულყოფილი ჰემოსტაზის მაღალ რისკთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ. სიფრთხილეა საჭირო ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც სრულყოფილ ჰემოსტაზს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, როგორიცაა კოსმეტიკური ან ამბულატორიული ქირურგია, პროსტატის რეზექცია ან ტონზილექტომია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილების შერეული დარღვვებით არსებობს ასეპტიური მენინგიტის განვითარების რისკი.
ზოგიერთი აასს-ს გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის ზრდა. ამგვარი რისკი არ არის გამორიცხული ასევე კეტოროლაკის გამოყენებისას.
სითხის შეკავების და პერიფერიული შეშუპების მომატებული რისკის გამო კეტოროლაკით მკურნალობის პერიოდში პაციენტები არაკონტროლირებადი ჰიპერტონიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებრო-ვასკულური დაავადებებით, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავნითარების რისკით (ჰიპერტონია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა და ა. შ.) საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.
ოპტიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღებად ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში შესაძლებელია ოპიოიდული ანალგეზური საშუალებების (მორფინი, პეპტიდინი) ერთდროული გამოყენება. მიუხედავათ იმისა, რომ კეტოროლაკთან კომბინაციაში ოპიოიდების დოზა ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელ დოზაზე უფრო დაბალია, საჭიროა გვერდითი მოვლენების გათვალისწინება, განსაკუთრებით პოსტოპერაციულ პერიოდში.
როგორც ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორმა, კეტამო 30-მა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 10 მგ ეთანოლს, რაც უნდა იყოს გთვალისწინებული მაღალი რისკის პაციენტთა მკურნალობაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კეტამო 30-ის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
შეფუთვა:
1 მლ საინექციო ხსნარი ქარვისფერ მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოროლაკთან კომბინაციაში რეკომენდებული არ არის
აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა აასს-ბთან კომბინაციაში გამოყენება, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით, ზრდის მძიმე აასს-ასოცირებული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.
უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან, როგორიცაა ვარფარინი, სისხლდენის განვითარების რისკის გამო. ვარფარინთან კომბინაციის მკვეთრი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.
ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტების თერაპიული დოზებით, ჰეპარინის დაბალი პროფილაქტიკური დოზებით და დექსტრანების ჩათვლით, ერთდროული გამოყენების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან გამოყენება იწვევს ლითიუმის კონცენტრაციის მატების და მისი თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებას.
პრობენეციდთან კომბინირებული გამოყენება ზრდის კეტოროლაკის პლაზმურ კონცენტრაციას და ნახევარგამოყოფის პერიოდს.
აასს-ბი აქვეითებს მიფეპრისტონის ეფექტურობას, ამიტომ კეტოროლაკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის შემდეგ.
კეტამო 30-ის და ოქსპენტიფილინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენის განვითარების საშიშროების გამო.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოროლაკთან კომბინაციაში საჭიროებს სიფრთხილეს
გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ანტითრომბოციტულ საშუალებებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და წყლულის წარმოქმნის რისკს.
პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში მცირდება მეთოტრექსატის კლირენსი, რამაც შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ეფექტი.
თერაპიულ კონცენტრაციებში დიგოქსინი, ვარფარინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, პიროქსიკამი, აცეტამინოფენი, ფენიტოინი და ტოლბუტამიდი არ ახდენენ გავლენას კეტოროლაკის შეკავშირების ხარისხზე პლაზმის ცილებთან.
კეტოროლაკის პარენტერალური გამოყენება ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ ეფექტს დაახლოებით 20%-ით, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ასეთი კომბინაციის გამოყენებისას პაციენტებში გულის ფუნქციის დეკომპენსაციით.
კეტამო 30 აქვეითებს დიურეზული საშუალებების ეფექტს, რის შედეგადაც იზრდება კეტოროლაკის ნეფროტოქსიკურობა.
ნეფროტოქსიკურობის რისკი იზრდება ასევე ციკლოსპორინთან და ტაკროლიმუსთან ერთდროული გამოყენების დროს.
აასს-მა შეიძლება შეამციროს დიურეტიკების და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობა. აასს-ის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან და/ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებთან გამოყენების დროს ზოგ პაციენტში თირკმელის ფუნქციის დარღვევით (მაგ., ხანდაზმულებში ან პაციენტებში გაუწყლოებით) შეიძლება გაიზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის (როგორც წესი, შექცევადი) განვითარების რისკი. შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების დოზები მსგავსი კომბინირებული თერაპიის დროს სათანადოდ უნდა იქნას შერჩეული, გარდა ამისა, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება და კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში, ასევე გულის უკმარისობის გამწვავება.
პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომის დროს კეტოროლაკი ამცირებს ოპიოიდური ანალგეტიკების დამატებითი გამოყენების აუცილებლობას.
აასს-ის და ქინოლონების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.
აასს-ის ზიდოვუდინთან გამოყენების დროს იზრდება ჰემატოტოქსიკური მოქმედების რისკი. ჰემართროზისა და ჰემატომების განვითარების რისკი იზრდება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენენ თერაპიას ზიდოვუდინით და იბუპროფენით.
კვლევების მიხედვით, კეტოროლაკის ტრომეთამინი არ აინდუცირებს და არ თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობს თავად კეტოროლაკის ან სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმში. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ კეტამო 30 იქონიებს გავლენას სხვა სამკურნალო საშუალებების ღვიძლის ფერმენტების მიერ განპირობებულ ფარმაკოკინეტიკაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პეპტიური წყლული, პერფორაცია და/ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი/დისკომფორტი მუცლის არეში, მელენა, ჰემატომეზისი, სტომატიტი, წყლულოვანი სტომატიტი, ბოყინი, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, გასტრო-ინტესტინური წყლული, რექტალური სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კუჭის სისავსის შეგრძნება, კოლიტისა და კრონის დაავადებების გამწვავება, გასტრიტი.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტენზია, ხორხის შეშუპება.
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ანორექსია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია.
ფსიქიკური დარღვევები: ანომალური ფიქრები, დეპრესია, უძილობა, აგზნება, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქციები, ჰალუცინაციები, ეიფორია, კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ძილიანობა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, პარესთეზია, ჰიპერკინეზები, ასეპტიკური მენინგიტი.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი, სმენის დაქვეითება, ვერტიგო, გემოს დარღვევა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდვის გახშირება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება, ოლიგურია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ტკივილი წელის არეში (ჰემატურიით და აზოტემიით ან მათ გარეშე).
გულის მხრივ: პალპიტაცია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა.
სისხლძარღვთა მხრივ: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა, ჰიპერემია, სიფერმკრთალე, პოსტოპერაციული სისხლდენა ჭრილობიდან.
რესპირატორული დარღვევები: ასთმა, დისპნოე, სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვის შეშუპება.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულო-პაპულური გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, ოფლიანობა, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ძალიან იშვიათად) ჩათვლით, მულტიფორმული ერითემა, კანის ფოტომგრძნობელობა, მწვავე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: მიალგია, ფუნქციური დარღვევები.
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: ძლიერი წყურვილი, ასთენია, შეშუპება, ადგილობრივი რეაქციები, ცხელება, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, დაღლილობა, სისუსტე, წონაში მატება.
ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: სისხლდენის დროის გახანგრძლივება, შრატისმიერი შარდოვანას კონცენტრაციის მატება, კრეატინინის კონცენტრაციის მატება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია,
პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი, თირკმლის დისფუნქცია, დეზორიენტაცია, აგზნება, ძილიანობა, თავბრუ, ხმაური ყურებში, გულყრა. ძალიან იშვიათად: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეა, არტერიული ჰიპერტენზია, კრუნჩხვა, სუნთქვის დათრგუნვა, კომა.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. საჭიროა შარდის სათანადო გამოყოფის უზრუნველყოფა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი. ჭარბი დოზირების შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ არანაკლებ 4 საათისა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია კეტოროლაკის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.
შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
კეტოროლაკის ტრომეთამინს – 30 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა,მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტამო 30 წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, წამლისმიერ დამოკიდებულებას, არ ახდენს სედაციურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას. გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის უნარი.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოროლაკი სწრაფად და სრულად აბსორბირდება ინტრამუსკულური (ი/მ) შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) ერთჯერადი დოზის 30 მგ შემდეგ მიიღწევა 50 წთ-ში და შეადგენს 2.2 მკგ/მლ-ს.
ერთჯერადი დოზის 10 მგ ინტრავენური (ი/ვ) შეყვანის შემდეგ Cmax შეადგენს 2.4 მკგ/მლ-ს, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Тmax) – 5.4 წთ-ს, განაწილების მოცულობა– 0.15 ლ/კგ-ს, ხოლო ტოტალური პლაზმური კლირენსი - 0.35 მლ/წთ/კგ-ს.
კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა წრფივია, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დღე-ღამის განმავლობაში 6 საათიანი ინტერვალებით შეყვანის შემდეგ. მრავალჯერადი გამოყენება არ ახდენს გავლენას პრეპარატის კლირენსზე.
კეტოროლაკს ახასიათებს პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირება (99%), რომელიც არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაცაზე.
შეყვანილი დოზის 50%-ზე მეტი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა თირკმელების (91.4%) და ნაწლავების (6.1%) საშუალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კეტამო 30
KETAMO 30
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოროლაკი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე ხსნარი;
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
კეტოროლაკის ტრომეთამინს – 30 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა,მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი, 30 მგ/მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები. ძმარმჟავას წარმოებულები.
ATC Code: M01AB15.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტამო 30 წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
პრეპარატი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, წამლისმიერ დამოკიდებულებას, არ ახდენს სედაციურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას. გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის უნარი.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოროლაკი სწრაფად და სრულად აბსორბირდება ინტრამუსკულური (ი/მ) შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) ერთჯერადი დოზის 30 მგ შემდეგ მიიღწევა 50 წთ-ში და შეადგენს 2.2 მკგ/მლ-ს.
ერთჯერადი დოზის 10 მგ ინტრავენური (ი/ვ) შეყვანის შემდეგ Cmax შეადგენს 2.4 მკგ/მლ-ს, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Тmax) – 5.4 წთ-ს, განაწილების მოცულობა– 0.15 ლ/კგ-ს, ხოლო ტოტალური პლაზმური კლირენსი - 0.35 მლ/წთ/კგ-ს.
კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა წრფივია, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დღე-ღამის განმავლობაში 6 საათიანი ინტერვალებით შეყვანის შემდეგ. მრავალჯერადი გამოყენება არ ახდენს გავლენას პრეპარატის კლირენსზე.
კეტოროლაკს ახასიათებს პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირება (99%), რომელიც არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაცაზე.
შეყვანილი დოზის 50%-ზე მეტი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა თირკმელების (91.4%) და ნაწლავების (6.1%) საშუალებით.
ჩვენება:
ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის სინდრომის მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღწევის საჭიროებისას.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ვლინდება 30 წუთში როგორც ინტამუსკულური, ასევე ინტრავენური შეყვანის შემდეგ. მაქსიმალური ანელგეზია გრძელდება 1-2 სთ-ის განმავლობაში, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 სთ-ს. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია სტაციონარის პირობებში.
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის და პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით.
ზრდასრულებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ, შემდგომში საჭიროებისამებრ - 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ. უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში კეტოროლაკის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 2 საათში უმცირესი ეფექტური დოზით. ამასთან, სადღეღამისო ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 90 მგ-ს ახალგაზრდა პაციენტებში და 60 მგ-ს ხანდაზმულ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში. 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
პრეპარატის გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს კეტოროლაკის პერორალურ ფორმაზე გადასვლა. კომბინირებული (პარენტერალური და პეროლრალური) მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
საინექციო ხსნარი განკუთვნილია ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანისთვის. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში ნელა ან ვენაში ბოლუსური ინექციის სახით არა უმცირეს 15 წმ-ის განმავლობაში. დაუშვებელია პრეპარატის ეპიდურალური და სპინალური გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პეპტიური წყლული, პერფორაცია და/ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი/დისკომფორტი მუცლის არეში, მელენა, ჰემატომეზისი, სტომატიტი, წყლულოვანი სტომატიტი, ბოყინი, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, გასტრო-ინტესტინური წყლული, რექტალური სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კუჭის სისავსის შეგრძნება, კოლიტისა და კრონის დაავადებების გამწვავება, გასტრიტი.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტენზია, ხორხის შეშუპება.
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ანორექსია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია.
ფსიქიკური დარღვევები: ანომალური ფიქრები, დეპრესია, უძილობა, აგზნება, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქციები, ჰალუცინაციები, ეიფორია, კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ძილიანობა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, პარესთეზია, ჰიპერკინეზები, ასეპტიკური მენინგიტი.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი, სმენის დაქვეითება, ვერტიგო, გემოს დარღვევა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდვის გახშირება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება, ოლიგურია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ტკივილი წელის არეში (ჰემატურიით და აზოტემიით ან მათ გარეშე).
გულის მხრივ: პალპიტაცია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა.
სისხლძარღვთა მხრივ: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა, ჰიპერემია, სიფერმკრთალე, პოსტოპერაციული სისხლდენა ჭრილობიდან.
რესპირატორული დარღვევები: ასთმა, დისპნოე, სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვის შეშუპება.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულო-პაპულური გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, ოფლიანობა, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ძალიან იშვიათად) ჩათვლით, მულტიფორმული ერითემა, კანის ფოტომგრძნობელობა, მწვავე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: მიალგია, ფუნქციური დარღვევები.
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: ძლიერი წყურვილი, ასთენია, შეშუპება, ადგილობრივი რეაქციები, ცხელება, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, დაღლილობა, სისუსტე, წონაში მატება.
ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: სისხლდენის დროის გახანგრძლივება, შრატისმიერი შარდოვანას კონცენტრაციის მატება, კრეატინინის კონცენტრაციის მატება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასპირინის ან სხვა პროსტაგლანდინის ინჰიბიტორების მიღების ფონზე ანამნეზში, ასთმის, რინიტის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების ჩათვლით.
ბრონქული ასთმა.
სრული ან ნაწილობრივი სინდრომოკომპლექსი ცხვირის პოლიპებით, ანგიონევროზული შეშუპებით ან ბრონქოსპაზმით.
16 წლამდე ასაკი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში; სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში.
გულის მძიმე უკმარისობა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
თირკმლის მძიმე და საშუალო ხარისხის (შრატის კრეატინინი >160 მკმოლ/ლ) უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების ან დეჰიდრატაციის გამო.
ორსულობის, მშობიარობის და ლაქტაციის პერიოდი.
ანალგეზიის მიზნით ქირურგიული ჩარევის წინ და ინტრაოპერაციულად (სისხლდენის მატების რისკის გამო).
საეჭვო ან დადასტურებული სისხლდენა; ჰემორაგიის ან არასრულყოფილი ჰემოსტაზის მაღალ რისკთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემდგომი პერიოდი; სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მათ შორის ჰემორაგიული დიათეზით და კოაგულოპათიით.
ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინის ან ჰეპარინის დაბალი დოზებით (2500-5000 ერთეული ყოველ 12 საათში) მიღება), აცეტილსალიცილის მჟავის (აცმ) ან სხვა აასს-ის (ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით), ოქსპენტიფილინის, პრობენეციდის და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოროლაკთან კომბინაციაში რეკომენდებული არ არის
აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა აასს-ბთან კომბინაციაში გამოყენება, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით, ზრდის მძიმე აასს-ასოცირებული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.
უკუნაჩვენებია ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან, როგორიცაა ვარფარინი, სისხლდენის განვითარების რისკის გამო. ვარფარინთან კომბინაციის მკვეთრი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.
ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტების თერაპიული დოზებით, ჰეპარინის დაბალი პროფილაქტიკური დოზებით და დექსტრანების ჩათვლით, ერთდროული გამოყენების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან გამოყენება იწვევს ლითიუმის კონცენტრაციის მატების და მისი თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებას.
პრობენეციდთან კომბინირებული გამოყენება ზრდის კეტოროლაკის პლაზმურ კონცენტრაციას და ნახევარგამოყოფის პერიოდს.
აასს-ბი აქვეითებს მიფეპრისტონის ეფექტურობას, ამიტომ კეტოროლაკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის შემდეგ.
კეტამო 30-ის და ოქსპენტიფილინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენის განვითარების საშიშროების გამო.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება კეტოროლაკთან კომბინაციაში საჭიროებს სიფრთხილეს
გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ანტითრომბოციტულ საშუალებებისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და წყლულის წარმოქმნის რისკს.
პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებთან კომბინაციაში მცირდება მეთოტრექსატის კლირენსი, რამაც შეიძლება გაზარდოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ეფექტი.
თერაპიულ კონცენტრაციებში დიგოქსინი, ვარფარინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, პიროქსიკამი, აცეტამინოფენი, ფენიტოინი და ტოლბუტამიდი არ ახდენენ გავლენას კეტოროლაკის შეკავშირების ხარისხზე პლაზმის ცილებთან.
კეტოროლაკის პარენტერალური გამოყენება ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ ეფექტს დაახლოებით 20%-ით, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ასეთი კომბინაციის გამოყენებისას პაციენტებში გულის ფუნქციის დეკომპენსაციით.
კეტამო 30 აქვეითებს დიურეზული საშუალებების ეფექტს, რის შედეგადაც იზრდება კეტოროლაკის ნეფროტოქსიკურობა.
ნეფროტოქსიკურობის რისკი იზრდება ასევე ციკლოსპორინთან და ტაკროლიმუსთან ერთდროული გამოყენების დროს.
აასს-მა შეიძლება შეამციროს დიურეტიკების და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობა. აასს-ის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან და/ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებთან გამოყენების დროს ზოგ პაციენტში თირკმელის ფუნქციის დარღვევით (მაგ., ხანდაზმულებში ან პაციენტებში გაუწყლოებით) შეიძლება გაიზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის (როგორც წესი, შექცევადი) განვითარების რისკი. შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების დოზები მსგავსი კომბინირებული თერაპიის დროს სათანადოდ უნდა იქნას შერჩეული, გარდა ამისა, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება და კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში, ასევე გულის უკმარისობის გამწვავება.
პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომის დროს კეტოროლაკი ამცირებს ოპიოიდური ანალგეტიკების დამატებითი გამოყენების აუცილებლობას.
აასს-ის და ქინოლონების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.
აასს-ის ზიდოვუდინთან გამოყენების დროს იზრდება ჰემატოტოქსიკური მოქმედების რისკი. ჰემართროზისა და ჰემატომების განვითარების რისკი იზრდება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენენ თერაპიას ზიდოვუდინით და იბუპროფენით.
კვლევების მიხედვით, კეტოროლაკის ტრომეთამინი არ აინდუცირებს და არ თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობს თავად კეტოროლაკის ან სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმში. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ კეტამო 30 იქონიებს გავლენას სხვა სამკურნალო საშუალებების ღვიძლის ფერმენტების მიერ განპირობებულ ფარმაკოკინეტიკაზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, ჰიპერვენტილაცია,
პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი, თირკმლის დისფუნქცია, დეზორიენტაცია, აგზნება, ძილიანობა, თავბრუ, ხმაური ყურებში, გულყრა. ძალიან იშვიათად: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეა, არტერიული ჰიპერტენზია, კრუნჩხვა, სუნთქვის დათრგუნვა, კომა.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. საჭიროა შარდის სათანადო გამოყოფის უზრუნველყოფა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი. ჭარბი დოზირების შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ არანაკლებ 4 საათისა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია კეტოროლაკის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფად უმოკლესი კურსით გამოყენებით. არ არის რეკომენდებული კეტოროლაკის ი/მ და ი/ვ გამოყენება უწყვეტი მრავალჯერადი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ზოგ პაციენტებში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ი/ვ ან ი/მ შეყვანიდან 30 წუთის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა.
კეტამო 30 სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებრო-ვასკულური დაავადების, სისხლის მოცულობის და/ან თირკმლისმიერი სისხლის ნაკადის შემცირების, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ქოლეცისტიტის, ქოლესტაზის, აქტიური ჰეპატიტის, სეფსისის, ცხვირხახის ლორწოვანი გარსის პოლიპების დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
კეტოროლაკის გამოყენება დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების მაღალ რისკთან, განსაკუთრებით რეკომენდებული ჩვენებების შეუსაბამოდ და/ან მაღალი დოზებით ხანგრძლივი დანიშვნის შემთხვევაში. კუჭ-ნაწლავის წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი უფრო მარალია ხანდაზმულებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა დაწყლულების და სისხლდენის განვითარების რისკის შემცველ პრეპარატებს (პერორალური კორტიკოსტეროიდები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა ასპირინი). აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში საჭიროა გასტროპროტექტორული თერაპიის (მიზოპროსტოლი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) გამოყენება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში, კეტამო 30-ის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
აასს-ბის მიღება, კეტოროლაკის ჩათვლით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ანასტომოზის უკმარისობის გაზრდილ რისკთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ კეტოროლაკის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა.
კეტოროლაკის ტრომეთამინი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას. კეტოროლაკის ტრომეთამინის გამოყენების შეწყვეტისას, ასმ-სგან განსხვავებით, რომელსაც გააჩნია უფრო ხანგრძლივი ეფექტი, თრომბოციტების ფუნქცია აღდგება 24-48 საათში. კეტამო 30 არ გამოიყენება პაციენტებში კოაგულაციის დარღვევებით. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებს, საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.
კეტოროლაკი არ ინიშნება ჰემორაგიის ან არასრულყოფილი ჰემოსტაზის მაღალ რისკთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ. სიფრთხილეა საჭირო ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც სრულყოფილ ჰემოსტაზს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, როგორიცაა კოსმეტიკური ან ამბულატორიული ქირურგია, პროსტატის რეზექცია ან ტონზილექტომია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილების შერეული დარღვვებით არსებობს ასეპტიური მენინგიტის განვითარების რისკი.
ზოგიერთი აასს-ს გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის ზრდა. ამგვარი რისკი არ არის გამორიცხული ასევე კეტოროლაკის გამოყენებისას.
სითხის შეკავების და პერიფერიული შეშუპების მომატებული რისკის გამო კეტოროლაკით მკურნალობის პერიოდში პაციენტები არაკონტროლირებადი ჰიპერტონიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებრო-ვასკულური დაავადებებით, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავნითარების რისკით (ჰიპერტონია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა და ა. შ.) საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.
ოპტიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღებად ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში შესაძლებელია ოპიოიდული ანალგეზური საშუალებების (მორფინი, პეპტიდინი) ერთდროული გამოყენება. მიუხედავათ იმისა, რომ კეტოროლაკთან კომბინაციაში ოპიოიდების დოზა ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელ დოზაზე უფრო დაბალია, საჭიროა გვერდითი მოვლენების გათვალისწინება, განსაკუთრებით პოსტოპერაციულ პერიოდში.
როგორც ციკლოოქსიგენაზა/პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორმა, კეტამო 30-მა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 10 მგ ეთანოლს, რაც უნდა იყოს გთვალისწინებული მაღალი რისკის პაციენტთა მკურნალობაში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
კეტამო 30-ის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
შეფუთვა:
1 მლ საინექციო ხსნარი ქარვისფერ მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


