პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

იბუნორი 400მგ

IbuNor 400mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID) ჯგუფს. ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ცხელების, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, სამკურნალოდ, ართრიტის (სახრების ანთება, ჩვეულებრივ აზიანებს ხელებსა და ტერფებს, რაც იწვევს ტკივილსა და შეშუპებას), იუვენილური რევმატოიდული …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Laboratorios NORMON, S.A, ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041154
რეგისტრირებულია
31 მაისი 2024, მოქმედებს 31 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorios NORMON, S.A (ესპანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიბუნორი 400მგ და სხვა წამალი ერთად

იბუნორი 400მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID) ჯგუფს.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ცხელების, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, სამკურნალოდ, ართრიტის (სახრების ანთება, ჩვეულებრივ აზიანებს ხელებსა და ტერფებს, რაც იწვევს ტკივილსა და შეშუპებას), იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის (ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ხრტილების დაზიანებას), მაანკილოზებელი სპონდილიტის (ხერხემლის სვეტის სახსრების ანთებითი დაავადება), არარევმატოიდული ანთებისა და პირველადი დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის) სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება არ დადგეს სასურველი შედეგი. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს იბუპროფენის მიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ეს მითითებულია ექიმის მიერ.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).

ეს მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დისპეფსიის მქონე პაციენტებმა ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ რძესთან ერთად და/ან ჭამის დროს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 12 წლის ასაკიდან მოზარდები (წონა ≥40 კგ):

მოზრდილებისა და 12 წლის ასაკიდან მოზარდებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (400 მგ) ყოველ 6-8 საათში, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.

ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია დღიური დოზა არ აღემატებოდეს 2,400 მგ-ს მოზრდილებისთვის და 1,600 მგ-ს 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ბავშვებში გამოყენება

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 40 კგ-ზე ნაკლები წონის ან 12 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულ დოზას.

ხანდაზმული პაციენტები

თუ პაციენტი 60 წელს ზემოთ ასაკისაა, ინიშნება ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები დოზა. ექიმმა შეიძლება გაზარდოს წამლის დოზა, თუ პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტის მიერ.

პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ამ შემთხვევაში ინიშნება ჩვეულებრივზე უფრო დაბალი დოზა. პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

მიღების მეთოდი

ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

პრეპარატის უფრო სწრაფი ეფექტისათვის, მისი მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე. მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია იბუპროფენის მიღება საკვებთან ერთად.

იბუპროფენის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად, არ უნდა დაიღეჭოს, გაისრისოს ან გაიწუწნოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის ღრუს დისკომფორტი და ხახის გაღიზიანება.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუნორის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენის დიდი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს მედიკამენტი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის დროს რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID), ასპირინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). რეაქციები, რომლებიც მიუთითებს ალერგიას, შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს ქავილით, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებას, ცხვირიდან გამონადენს, სუნთქვის გაძნელებას ან ასთმას;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული, კუჭიდან ან წვრილი ნაწლავიდან (12-გოჯა ნაწლავიდან) სისხლდენა, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი პირღებინება;

თუ პაციენტს აღენიშნება შავი განავალი ან ფაღარათი სისხლიანი განავლით;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლის შედედების პათოლოგია, ან იღებს ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს). თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიკოაგულანტების მიღება ამ პრეპარატთან ერთად, ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლის შედედების გარკვეული ანალიზები;

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, ფაღარათით ან სითხის მცირე მიღებით);

თუ პაციენტს მძიმე გულის უკმარისობა აქვს;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.

სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება ან მაღალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;

იბუპროფენით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მთავარ ნიშანს, ამიტომ იბუპროფენით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დიაგნოზის დასმა;

თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტროლო ანალიზები;

თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები;

რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო მაღალია რისკი, განსაკუთრებით პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;

თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;

თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (წყლის ტაბლეტები), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გმოიწვიოს ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის ყურადღებითი მონიტორინგი;

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვავილის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. ქვეთავი “ინფექციები” ქვემოთ;

ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუნორის მიღება და საჭიროა ექიმთან ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.

მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად /მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში NSAID-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) მიმართ აღინიშნება გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუნორის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.

გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ

ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

იბუნორით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);

თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია. ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

რესპირატორული დარღვევები

სიფრთხილეა საჭირო იბუპროფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა ან აქვთ ბრონქული ასთმის ანამნეზი, ქრონიკული რინიტი ან ალერგიული დაავადებები, რადგან აღწერილია, რომ იბუპროფენმა გამოიწვია ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება ასეთ პაციენტებში.

გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე. რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.

ინფექციები

იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

იბუნორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა მაგ.: ასპირინი, რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ხელს უშლიან თრომბების წარმოქმას სისხლძარღვებში), როგორიცაა ტიკლოპიდინი;

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენციისათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);

ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მეთოტრექსატი (გამოიყენება სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;

დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან დიურეზს), რადგან იზრდება თირკმელების ტოქსიკურობის რისკი;

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);

ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;

სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია;

ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)

ზიდოვუდინი (ანტივირუსული საშუალება, რომელიც გამოიყენება შიდსი-ს სამკურნალოდ);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოსარტანი);

თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;

მცენარეული ექსტრაქტები: Ginkgo biloba;

CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუნორმა. ამიტომ იბუნორის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე

იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები:

სისხლდენის დრო (შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღის განმავლობაში);

სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);

კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);

ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);

სისხლში შარდოვანას აზოტის დონე, კრეატინინის ან კალიუმის დონე შრატში (შეიძლება გაიზარდოს);

ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.

ნებისმიერი ანალიზის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიღებული აქვს იბუპროფენი.

იბუნორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

მისი მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ასევე საკვებთან ერთად. ზოგადად, მისი მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუჭის შესაძლო გაღიზიანება. არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლი, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი რეაქციები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

იბუპროფენი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის”), რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად. დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება და არ არის ექიმის მიერ დანიშნული. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ პერიოდში ან ორსულობის მცდელობისას, მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. 20 კვირის ორსულობიდან იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ნაყოფში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიოზი). თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს ექიმი პაციენტს გაუწევს დამატებით მონიტორინგს.

ძუძუთი კვება

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დედის რძეში, მისი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ამიტომ, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა.

რეპროდუქციული უნარი

შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ დაორსულების უნარის დაქვეითება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

იბუპროფენის მიღებამ შეიძლება დააყოვნოს რეაქციის დრო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზრდილი ყურადღების საჭიროების მქონე ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან კომბინაციას.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს იბუპროფენის ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღებისას უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის სეკრეციის ან მოტორიკის დარღვევა), ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, სისხლიანი ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება და სისუსტე.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აღწერილ იქნა გასტრიტი, დუოდენალური წყლულები, კუჭის წყლულები, კანის სიწითლე, კანის ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჭინჭრის ცოება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე), კანის რეაქციები სინათლეზე. ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია (ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის და ა.შ. შეგრძნება), ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, სმენის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (აფთოზური წყლულები). კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (დისპნოე). ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომი (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობა (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი დაკარგვა), თირკმლის მწვავე უკმარისობა და პაპილარული ნეკროზი (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას) შარდოვანას გაზრდილ დონესთან ერთად.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დეზორიენტაცია ან ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, აგრესიულობა, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქცია, ვერტიგო, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), სმენის დარღვევა, შექცევადი ტოქსიკური ამბლიოპია, ღვიძლის დაზიანება, შეშუპება (შესივება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), ოპტიკური ნევრიტი, ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ნიშნები შეიძლება იყოს სახის, ენის და ხორხის შეშუპება, დისპნოე (ქოშინი), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება ან მძიმე შოკი), ასეპტიკური მენინგიტი (თავისსა და ზურგის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით). ასეპტიკური მენინგიტის აღწერილი შემთხვევების უმეტესობა იბუპროფენის მიღების დროს აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენური დაავადება), რაც წარმოადგენდა უკვე არსებულ რისკ-ფაქტორს. აღწერილი ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია. სხვა გვერდითი მოვლენებია: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რაც მანიფესტირდება ხშირი ინფექციებით, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (რაც ვლინდება სუნთქვის გაძნელებითა და კანის სიფერმკრთალით), ნეიტროპენია (ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა) და აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის მიერ სისხლის სხვდასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი, სისხლდენის დროის გახანგრლივება, სისტემური წითელი მგლურა (სახსრების ტკივილი და ცხელება), მძიმე ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაზიანებები კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის დაზიანებები, ჩვეულებრივ, სხეულზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანებები, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება), მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანებები), თმის ცვენა. გამონაკლის შემთხვევებში კანის სერიოზული ინფექციები და რბილი ქსოვილების გართულებები შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს. ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დისფუნქცია), გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია.

ანთებასთან დაკავშირებული ინფექციების დამძიმება აღწერილ იქნა NSAID-ის გამოყენების დროს. თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები ან მათი გაუარესება იბუპროფენის გამოყენების დროს, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება სწრაფად.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე): კოლიტის და კრონის დაავადების (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ანთებას და შედეგად, სისხლიან ფაღარათს) გამწვავება.

მკერდში ტკივილი, რაც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას. წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი). ასეთი სიმპტომების განვითარებისას იბუნორის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. იხ. ასევე პარაგრაფი 2.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება;

სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა;

კუჭის ძლიერი ტკივილი;

კანის ბლისტერული გამონაყარი ან ძლიერი აქერცვლა;

ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;

კანის მოყვითალო ფერის პიგმენტაცია (სიყვითლე);

მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი (ალერგიული) ნიშნები (იხ. ამავე პარაგრაფში ზემოთ);

კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში;

მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტორსზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);

წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვიტარდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში” ვებგვერდის HYPERLINK "http://www.pharm.am" www.pharm.am საშუალებით ან ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით: +374 (10) 20 05 05 და +374 (96) 22 05 05. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ნახველს), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ასევე პარაგრაფი 4 ქვემოთ), ფაღარათი, ინდიფერენტული განწყობა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა, თვალების უნებლიე მოძრაობები და კუნთების კოორდინირებული მოძრაობის დარღვევა.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნევროზულობა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. მაღალი დოზების მიღებისას აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.

შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, შესაძლოა მოცირკულირე შემადედებელი ფაქტორების მოქმედებაზე გავლენის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. შესაძლებელია ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სისხლის დაბალი წნევა და სუნთქვის დაქვეითება.

სისხლის პლაზმის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი), სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა, სუნთქვის გარდამავალი გაჩერება (აპნოე), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი სისტემის დეპრესია აღწერილ იქნა იშვიათად. ასევე აღწერილ იქნა კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა (სისხლის წნევის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება და გულისცემის სიხშირის გაზრდა).

მნიშვნელოვნად დიდი დოზებით პრეპარატის მიღებისას უნდა დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი.

იბუნორის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სტეარის მჟავა, ტალკი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და მაკროგოლი 6000, ტალკი.

იბუნორის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

იბუნორი 400 მგ მოწოდებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული და ცალ მხარეს აღნიშვნით “I400”.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს და ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ალვეოლარულ შეფუთვაზე (ბლისტერებზე) და გამოყენების ინსტრუქციას.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ქვეყანაში.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავის წარმოებულები; იბუპროფენი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ათქ კოდი: M01AE01

იბუპროფენი არის არასტეროიდული ნაერთი, პროპიონის მჟავის წარმოებული გამოხატული ანალგეზური, ანტიანთებითი და ანტიპირეტული აქტივობით.

მისი მოქმედების მექანიზმი იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხლების, ტკივილის და ანთების განვითარებაში.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენი კონკურენტული პრინციპით თრგუნავს აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების ეფექტს თრომბოციტების აგრეგაციაზე, როცა მათი მიღება ხდება ერთდროულად.

ზოგიერთმა ფარმაკოდინამიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ იბუპროფენი 400 მგ ერთჯერადი დოზის მიღებამ აცეტილსალიცილის მჟავის (81 მგ) მიღებამდე 8 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 30 წუთში, გამოიწვია აცეტილსალიცილის მჟავის დაქვეითებული ეფექტი თრომბოქსანის წარმოქმნაზე ან თრომბოციტების აგრეგაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი ამ მონაცემების კლინიკურ სიტუაციებში ექსტრაპოლაციისას, არ უნდა გამოირიცხოს აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტის დაქვეითება იბუპროფენის ჩვეულებრივად ხანგრძლივი გამოყენებისას. მაღალი ალბათობით, კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფეტები იბუპროფენის ხანდახან მიღებისას არ უნდა არსებობდეს (იხ. პარაგრაფი 4.5).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

იბუპროფენს ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 800 მგ-მდე დოზებზე.

შეწოვა

პერორალურად მიღებული იბუპროფენი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან დაახლოებით 80%-ით. პიკური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) მიიღწევა (Tmax) მიღებიდან 1-2 საათში.

საკვებთან ერთად მიღებისას Tmax ყოვნდება (±2 სთ უზმოდ და ±3 სთ საკვების მიღების შემდეგ), თუმცა ამას არ აქვს გავლენა შეწოვის სიდიდეზე.

განაწილება

იბუპროფენის მოსალოდნელი განაწილების მოცულობა შიგნით მიღების შემდეგ არის 0.1 - 0.2 ლ/კგ, პლაზმურ ცილებთან ძლიერი დაკავშირებით, დაახლოებით, 99%.

მეტაბოლიზმი ან ბიოტრანსფორმაცია

იბუპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში იზობუტილის ჯგუფის ჰიდროქსილირებით და კარბოქსილირებით CYP2C9 და CYP2C8 ფერმენტებით. მის მეტაბოლიტებს არ აქვთ ფარმაკოლოგიური აქტივობა. იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივ კონიუგირდება გლუკორონის მჟავით.

გამოყოფა

იბუპროფენი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით და მიჩნეულია, რომ გამოყოფა სრულდება 24 საათში. დაახლოებით 10% გამოიყოფა უცვლელი სახით და 90% გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტებით, ძირითადად გლუკორონიდების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

იბუნორი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

იბუპროფენი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს იბუნორი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუნორის მიღებამდე

იბუნორის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იბუნორის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს იბუნორი და მისი გამოყენება

იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID) ჯგუფს.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ცხელების, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, სამკურნალოდ, ართრიტის (სახრების ანთება, ჩვეულებრივ აზიანებს ხელებსა და ტერფებს, რაც იწვევს ტკივილსა და შეშუპებას), იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის (ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ხრტილების დაზიანებას), მაანკილოზებელი სპონდილიტის (ხერხემლის სვეტის სახსრების ანთებითი დაავადება), არარევმატოიდული ანთებისა და პირველადი დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის) სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუნორის მიღებამდე

დაუშვებელია იბუნორის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID), ასპირინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). რეაქციები, რომლებიც მიუთითებს ალერგიას, შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს ქავილით, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებას, ცხვირიდან გამონადენს, სუნთქვის გაძნელებას ან ასთმას;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული, კუჭიდან ან წვრილი ნაწლავიდან (12-გოჯა ნაწლავიდან) სისხლდენა, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი პირღებინება;

თუ პაციენტს აღენიშნება შავი განავალი ან ფაღარათი სისხლიანი განავლით;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლის შედედების პათოლოგია, ან იღებს ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს). თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიკოაგულანტების მიღება ამ პრეპარატთან ერთად, ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლის შედედების გარკვეული ანალიზები;

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, ფაღარათით ან სითხის მცირე მიღებით);

თუ პაციენტს მძიმე გულის უკმარისობა აქვს;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება ან მაღალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;

იბუპროფენით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მთავარ ნიშანს, ამიტომ იბუპროფენით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დიაგნოზის დასმა;

თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტროლო ანალიზები;

თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები;

რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო მაღალია რისკი, განსაკუთრებით პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;

თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;

თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (წყლის ტაბლეტები), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გმოიწვიოს ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის ყურადღებითი მონიტორინგი;

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვავილის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. ქვეთავი “ინფექციები” ქვემოთ;

ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუნორის მიღება და საჭიროა ექიმთან ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.

მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად /მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში NSAID-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) მიმართ აღინიშნება გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუნორის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.

გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ

ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

იბუნორით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);

თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია. ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

რესპირატორული დარღვევები

სიფრთხილეა საჭირო იბუპროფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა ან აქვთ ბრონქული ასთმის ანამნეზი, ქრონიკული რინიტი ან ალერგიული დაავადებები, რადგან აღწერილია, რომ იბუპროფენმა გამოიწვია ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება ასეთ პაციენტებში.

გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე. რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.

ინფექციები

იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სხვა მედიკამენტები და იბუნორი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

იბუნორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა მაგ.: ასპირინი, რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ხელს უშლიან თრომბების წარმოქმას სისხლძარღვებში), როგორიცაა ტიკლოპიდინი;

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენციისათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);

ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მეთოტრექსატი (გამოიყენება სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;

დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან დიურეზს), რადგან იზრდება თირკმელების ტოქსიკურობის რისკი;

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);

ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;

სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია;

ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)

ზიდოვუდინი (ანტივირუსული საშუალება, რომელიც გამოიყენება შიდსი-ს სამკურნალოდ);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოსარტანი);

თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;

მცენარეული ექსტრაქტები: Ginkgo biloba;

CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუნორმა. ამიტომ იბუნორის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე

იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები:

სისხლდენის დრო (შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღის განმავლობაში);

სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);

კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);

ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);

სისხლში შარდოვანას აზოტის დონე, კრეატინინის ან კალიუმის დონე შრატში (შეიძლება გაიზარდოს);

ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.

ნებისმიერი ანალიზის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიღებული აქვს იბუპროფენი.

იბუნორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

მისი მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ასევე საკვებთან ერთად. ზოგადად, მისი მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუჭის შესაძლო გაღიზიანება. არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლი, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი რეაქციები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

იბუპროფენი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის”), რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად. დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება და არ არის ექიმის მიერ დანიშნული. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ პერიოდში ან ორსულობის მცდელობისას, მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. 20 კვირის ორსულობიდან იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ნაყოფში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიოზი). თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს ექიმი პაციენტს გაუწევს დამატებით მონიტორინგს.

ძუძუთი კვება

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დედის რძეში, მისი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ამიტომ, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა.

რეპროდუქციული უნარი

შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ დაორსულების უნარის დაქვეითება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

იბუპროფენის მიღებამ შეიძლება დააყოვნოს რეაქციის დრო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზრდილი ყურადღების საჭიროების მქონე ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან კომბინაციას.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს იბუპროფენის ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

იბუნორის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება არ დადგეს სასურველი შედეგი. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს იბუპროფენის მიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ეს მითითებულია ექიმის მიერ.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).

ეს მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დისპეფსიის მქონე პაციენტებმა ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ რძესთან ერთად და/ან ჭამის დროს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 12 წლის ასაკიდან მოზარდები (წონა ≥40 კგ):

მოზრდილებისა და 12 წლის ასაკიდან მოზარდებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (400 მგ) ყოველ 6-8 საათში, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.

ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია დღიური დოზა არ აღემატებოდეს 2,400 მგ-ს მოზრდილებისთვის და 1,600 მგ-ს 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ბავშვებში გამოყენება

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 40 კგ-ზე ნაკლები წონის ან 12 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულ დოზას.

ხანდაზმული პაციენტები

თუ პაციენტი 60 წელს ზემოთ ასაკისაა, ინიშნება ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები დოზა. ექიმმა შეიძლება გაზარდოს წამლის დოზა, თუ პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტის მიერ.

პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ამ შემთხვევაში ინიშნება ჩვეულებრივზე უფრო დაბალი დოზა. პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

მიღების მეთოდი

ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

პრეპარატის უფრო სწრაფი ეფექტისათვის, მისი მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე. მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია იბუპროფენის მიღება საკვებთან ერთად.

იბუპროფენის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად, არ უნდა დაიღეჭოს, გაისრისოს ან გაიწუწნოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის ღრუს დისკომფორტი და ხახის გაღიზიანება.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუნორის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენის დიდი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს მედიკამენტი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის დროს რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები ძრითადად ვითარდება იბუპროფენის მიღებიდან 4-6 საათში.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ნახველს), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ასევე პარაგრაფი 4 ქვემოთ), ფაღარათი, ინდიფერენტული განწყობა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა, თვალების უნებლიე მოძრაობები და კუნთების კოორდინირებული მოძრაობის დარღვევა.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნევროზულობა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. მაღალი დოზების მიღებისას აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.

შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, შესაძლოა მოცირკულირე შემადედებელი ფაქტორების მოქმედებაზე გავლენის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. შესაძლებელია ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სისხლის დაბალი წნევა და სუნთქვის დაქვეითება.

სისხლის პლაზმის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი), სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა, სუნთქვის გარდამავალი გაჩერება (აპნოე), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი სისტემის დეპრესია აღწერილ იქნა იშვიათად. ასევე აღწერილ იქნა კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა (სისხლის წნევის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება და გულისცემის სიხშირის გაზრდა).

მნიშვნელოვნად დიდი დოზებით პრეპარატის მიღებისას უნდა დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი.

იბუნორის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღებისას უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის სეკრეციის ან მოტორიკის დარღვევა), ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, სისხლიანი ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება და სისუსტე.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აღწერილ იქნა გასტრიტი, დუოდენალური წყლულები, კუჭის წყლულები, კანის სიწითლე, კანის ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჭინჭრის ცოება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე), კანის რეაქციები სინათლეზე. ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია (ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის და ა.შ. შეგრძნება), ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, სმენის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (აფთოზური წყლულები). კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (დისპნოე). ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომი (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობა (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი დაკარგვა), თირკმლის მწვავე უკმარისობა და პაპილარული ნეკროზი (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას) შარდოვანას გაზრდილ დონესთან ერთად.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დეზორიენტაცია ან ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, აგრესიულობა, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქცია, ვერტიგო, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), სმენის დარღვევა, შექცევადი ტოქსიკური ამბლიოპია, ღვიძლის დაზიანება, შეშუპება (შესივება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), ოპტიკური ნევრიტი, ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ნიშნები შეიძლება იყოს სახის, ენის და ხორხის შეშუპება, დისპნოე (ქოშინი), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება ან მძიმე შოკი), ასეპტიკური მენინგიტი (თავისსა და ზურგის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით). ასეპტიკური მენინგიტის აღწერილი შემთხვევების უმეტესობა იბუპროფენის მიღების დროს აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენური დაავადება), რაც წარმოადგენდა უკვე არსებულ რისკ-ფაქტორს. აღწერილი ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია. სხვა გვერდითი მოვლენებია: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რაც მანიფესტირდება ხშირი ინფექციებით, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (რაც ვლინდება სუნთქვის გაძნელებითა და კანის სიფერმკრთალით), ნეიტროპენია (ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა) და აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის მიერ სისხლის სხვდასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი, სისხლდენის დროის გახანგრლივება, სისტემური წითელი მგლურა (სახსრების ტკივილი და ცხელება), მძიმე ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაზიანებები კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის დაზიანებები, ჩვეულებრივ, სხეულზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანებები, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება), მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანებები), თმის ცვენა. გამონაკლის შემთხვევებში კანის სერიოზული ინფექციები და რბილი ქსოვილების გართულებები შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს. ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დისფუნქცია), გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია.

ანთებასთან დაკავშირებული ინფექციების დამძიმება აღწერილ იქნა NSAID-ის გამოყენების დროს. თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები ან მათი გაუარესება იბუპროფენის გამოყენების დროს, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება სწრაფად.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე): კოლიტის და კრონის დაავადების (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ანთებას და შედეგად, სისხლიან ფაღარათს) გამწვავება.

მკერდში ტკივილი, რაც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას. წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი). ასეთი სიმპტომების განვითარებისას იბუნორის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. იხ. ასევე პარაგრაფი 2.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება;

სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა;

კუჭის ძლიერი ტკივილი;

კანის ბლისტერული გამონაყარი ან ძლიერი აქერცვლა;

ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;

კანის მოყვითალო ფერის პიგმენტაცია (სიყვითლე);

მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი (ალერგიული) ნიშნები (იხ. ამავე პარაგრაფში ზემოთ);

კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში;

მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტორსზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);

წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვიტარდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში” ვებგვერდის HYPERLINK "http://www.pharm.am" www.pharm.am საშუალებით ან ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით: +374 (10) 20 05 05 და +374 (96) 22 05 05. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

იბუნორის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იბუნორი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სტეარის მჟავა, ტალკი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და მაკროგოლი 6000, ტალკი.

იბუნორის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

იბუნორი 400 მგ მოწოდებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამობურცული და ცალ მხარეს აღნიშვნით “I400”.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს და ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ალვეოლარულ შეფუთვაზე (ბლისტერებზე) და გამოყენების ინსტრუქციას.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ქვეყანაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის გადახედვის უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის სექტემბერი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა