ბეფრონი
Befron
იბუპროფენი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ტკივილის, როგორიცაა: ყელის, კბილის ამოჭრის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის, თავის ტკივილი, უმნიშვნლო ტკივილის და დაჭიმულობების სწრაფი და ეფექტური გაყუჩებისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/5მლ100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია პლასტიკური მასალის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035286
- რეგისტრირებულია
- 20 მაისი 2022, მოქმედებს 20 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბეფრონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იბუპროფენი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ტკივილის, როგორიცაა: ყელის, კბილის ამოჭრის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის, თავის ტკივილი, უმნიშვნლო ტკივილის და დაჭიმულობების სწრაფი და ეფექტური გაყუჩებისთვის. იბუპროფენი ასევე იწვევს მაღალი სიცხის (ცხელების), მათ შორის იმუნიზაციით გამოწვეული ცხელების, დაწევას.
მიღების წესი და დოზირება
არასასურველი ეფექტები შეიძლება, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, უმოკლესი დროის მანძილზე, რაც საჭირო იქნება სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზაა 200-400 მგ (10-20 მლ), მაქსიმუმ, დღეში სამჯერ, საჭიროების მიხედვით.
დოზებს შორის, სულ მცირე, ოთხ საათიანი შუალედი დაიცავით და 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 1200 მგ–ზე (60 მლ) მეტი.
ბავშვები
ტკივილის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში: ბეფრონის დღიური დოზაა 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე, დაყოფილი დოზებად. თანდართული კოვზის გამოყენებით, ეს შემდეგნაირად მიიღწევა:
3 - 6 თვის, 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები: ერთი 2,5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
6-12 თვის ჩვილები: ერთი 2,5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-4-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
1-3 წლის ბავშვები: ერთი 5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
4-6 წლის ბავშვები: 7,5 მლ დოზა (5 მლ + 2,5 მლ კოვზი) შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
7-9 წლის ბავშვები: ორი 5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
10-12 წლის ბავშვები: სამი 5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
დოზები უნდა მიეცეთ, დაახლოებით, ყოველ 6 – 8 საათში (ან მინიმუმ 4 საათის ინტერვალით დოზებს შორის).
პოსტიმუნიზაციური ცხელების შემთხვევაში: ერთი 2,5 მლ დოზა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, 6 საათის შემდეგ დამატებითი 2,5 მლ დოზა მოსდევს.
24 საათში - არა უმეტეს ორი 2,5 მლ დოზისა. თუ სიცხემ არ დაიწია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
არ არის განკუთვნილი 3 თვემდე ბავშვებისთვის, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თუ ბავშვის (6 თვეზე უფროსი) სიმპტომები ნარჩუნდება 3 დღის შემდეგაც, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, სამედიცინო კონსულტაციისთვის 24 საათიანი გამოყენების (3 დოზა) შემდეგ უნდა მიმართოთ.
მიღების მეთოდი
განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის.
უკუჩვენებები
გაქვთ (ან გქონდათ ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა;
ხართ ალერგიული იბუპროფენის ან პროდუქტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, ასპირინის ან სხვა მსგავსი ტკივილგამაყუჩებლის მიმართ;
ღებულობთ სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს ან ასპირინს 75 მგ-ზე მაღალი დღიური დოზით.
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
გაქვთ ან გქონდათ ასთმა, დიაბეტი, მომატებული ქოლესტერინი, სისხლის მაღალი წნევა, პარეზი, გულთან, ღვიძლთან, თირკმელთან ან ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები.
გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
თუ თქვენ შვილს აქვს ან ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, გულის პრობლემები, ვინაიდან არსებობს მცირე რისკი იმისა, რომ იბუპროფენმა გამოიწვიოს გულთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ თქვენი შვილი დაავადებულია შემდეგი დაავადებით - SLE (წითელი მგლურა, რომელიც ასახავს იმუნური სისტემის მდგომარეობას) ან სხვა მსგავსი დაავადებებით.
თუ მოზრდილი ხართ და ღებულობთ ამ პროდუქტს:
მიღებამდე გაესაუბრეთ ფარმაცევტს ან ექიმს, თუ:
ორსულად ხართ;
აპირებთ დაორსულებას (იბუპროფენი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფერტილობის დარღვევა ქალებში;
ხანდაზმული ხართ;
მწეველი ხართ.
თუ სიმპტომები 3 დღეზე მეტ ხანს ნარჩუნდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში, თუ სიმპტომები 24 საათზე (3 დოზაზე) მეტ ხანს ნარჩუნდება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სორბიტოლი:
პაციენტებმა, რომელთაც ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები აქვთ, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
საქაროზა (რაფინირებული შაქარი)
პაციენტებმა, რომელთაც ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები აქვთ, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
სიფრთხილის ზომები
ეს პროდუქტი განკუთვნილია 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ასპირინი: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეთ, თუ ექიმმა ასპირინის დაბალი დოზა დაგინიშნათ (არა უმეტეს 75 მგ დღეში), ვინაიდან ამან შეიძლება, არასასურველი რეაქციების რისკი გაზარდოს (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ ერთდროული გამოყენებისას, იბუპროფენს შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციაზე ასპირინის დაბალი დოზის ეფექტის ინჰიბირება. თუმცა, ამ მონაცემების შეზღუდულობა და ex vivo მონაცემების კლინიკურ სიტუაციაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობა გულისხმობს, რომ იბუპროფენის რეგულარულ გამოყენებასთან დაკავშირებით მყარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია და იშვიათი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ არის მოსალოდნელი (იხ. პუნქტი: ფარმაკოდინამიური თვისებები).
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი ინჰიბიტორები: მოერიდეთ ორი ან მეტი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ერთდროულ გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება არასასურველი ეფექტების რისკი გაზარდოს (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
იბუპროფენი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ შემდეგ პრეპარატებთან კომბინირებისას:
ანტიკოაგულანტები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება, ანტიკოაგულანტების, მაგალითად, ვარფარინის, ეფექტები გააძლიეროს (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ანტიჰიპერტენზიული და დიურეზული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება, ამ პრეპარატების ეფექტები შეამციროს. დიურეზულ საშუალებებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ნეფროტოქსიურობის რისკის გაზრდა შეუძლია.
კორტიკოსტეროიდები: შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის რისკის გაზრდა (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
საგულე გლიკოზიდები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება, გაამწვაოს გულის უკმარისობა, შეამციროს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
ლითიუმი: არსებობს მონაცემები პლაზმაში ლითიუმის დონის პოტენციური მომატების თაობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მესამე ტრიმესტრის განმავლობაში იბუპროფენი უკუნაჩვენებია, ვინაიდან არსებობს ნაყოფის არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვის რისკი, შესაძლო მდგრადი ფიტლვისმიერი ჰიპერტენზიით. მშობიარობის დაწყება შეიძლება დაყოვნდეს, ხოლო ხანგრძლიობა გაიზარდოს, დედასა და ბავშვში სისხლდენის ტენდენციის მომატებით.
ლაქტაცია:
ლიმიტირებულ კვლევებში, იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით გამოიყოფა დედის რძეში და სავარაუდოდ, ჩვილზე საზიანოდ არ მოქმედებს.
ზემოქმედება ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არის მოსალოდნელი მკურნალობის რეკომენდებული დოზების და ხანგრძლიობის პირობებში.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული არასასურველი ეფექტები გასტროინტესტინალური ბუნებისაა.
არახშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია.
იშვიათი: დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა და ღებინება.
ძალიან იშვიათი: პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში. წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.
დაფიქსირებულია ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს შემდეგს:
ა) არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია;
ბ) რესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობა, მაგ., ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი, დისპნოე;
გ) კანის სხვადასხვა რეაქციები, მაგ., პრურიტი, ჭინჭრის ციება, ანგიოედემა და უფრო იშვიათად ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები (ეპიდერმული ნეკროლიზის და მულტიფორმული ერითემის ჩათვლით).
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: კანზე სხვადასხვაგვარი გამონაყარი.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია, განვითარდეს კანის რეაქციების მძიმე ფორმები, მაგალითად, ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ჰემოპოეზის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).
იმუნური სისტემის დარღვევები:
ასთმის გამწვავება და ბრონქოსპაზმი.
უკვე არსებული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), იბუპროფენით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა ასეპტიური მენინგიტის სიმპტომების ერთეული შემთხვევები, როგორიცაა კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება ან დეზორიენტაცია (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ნერვული სისტემის დარღვევები:
არახშირი: თავის ტკივილი
თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, პაპილარული ნეკროზი, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც შრატში შარდოვანას დონის მომატებას და შეშუპებას უკავშირდება.
არასასურველი ეფექტის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
ბავშვებში 400 მგ/კგ-ზე მეტის მიღებამ შესაძლებელია, სიმპტომები გამოიწვიოს. მოზრდილებში დოზაზე საპასუხო ეფექტი ნაკლებად აშკარაა. დოზის გადაჭარბებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი 1,5 – 3 საათს უდრის.
სიმპტომები
პაციეტნთა უმრავლესობას, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღეს, უვითარდებათ მხოლოდ გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი ან უფრო იშვიათად დიარეა. შესაძლებელია, ყურებში შუილის, თავის ტკივილის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება. უფრო მძიმე მოწამვლის შემთხვევაში, აღინიშნება ტოქსიური გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც გამოიხატება ძილიანობით, ეპიზოდური აგზნებითა და დეზორიენტაციით ან კომით. ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ კონვულსია. მძიმე მოწამვლისას, შესაძლებელია მეტაბოლური აციდოზის განვითარება და პროთრომბინის დროის/INR გაზრდა, სავარაუდოდ, ცირკულირებადი კოაგულაციური ფაქტორების მოქმედების დათრგუნვის გამო. შესაძლებელია, განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასთმიან პაციენტებში შესაძლებელია, ასთმის გამწვავება.
მართვა
მართვა სიმპტომური და დამხმარე თერაპიით ხორციელდება, და მოიცავს ფილტვების ვენტილაციის შენარჩუნებას, გულსა და ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებზე დაკვირვებას სტაბილურობის მიღწევამდე. პაციენტს დაალევინეთ გააქტიურებული ნახშირი პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიები დიაზეპამის ან ლორაზეპამის ინტრავენური შეყვანით უნდა მოიხსნას. ასთმის შემთხვევაში ეძლევათ ბრონქოდილატატორები.
შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ, აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 100 მგ იბუპროფენს. ასევე, შეიცავს 1390 მგ რაფინირებულ შაქარს (საქაროზას), 1500 მგ სორბიტოლს (E420ii) და აცესულფამ K-ს (E950) – დამატკბობლების სახით, ნატრიუმის ბენზოატს (E211) - კონსერვანტის სახით, ყურძნის არომატიზატორს და ალურა წითელი (E129) და ბრილიანტის ლურჯს FCF (E133) - საღებავების სახით.
შენახვის პირობები
2 წელი
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი: ნობელ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.ს.
სტამბოლი/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული პროდუქტები, არასტეროიდული პრეპარატები - პროპიონის მჟავის წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE01
იბუპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავის წარმოებულ, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, რომელიც მოქმედებს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ანთებით გამოწვეულ ტკივილს, შეშუპებას და ტემპერატურას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა:
იბუპროფენი მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. ცარიელ კუჭზე მიღებისას, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დალევიდან 45 წუთში მიიღწევა. საჭმელთან ერთად მიღებისას, პიკური დონე 1-2 საათის შემდეგ მიიღწევა. ეს დროითი მაჩვენებლები დოზირების სხვადასხვა ფორმის მიხედვით იცვლება.
იბუპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, 2 საათის ტოლია.
განაწილება:
იბუპროფენი სწრაფად გადანაწილდება მთელ სხეულში. ლიმიტირებულ კვლევაში, იბუპროფენი ძალიან მცირე კონცენტრაციით აღწევდა დედის რძეში.
გამოყოფა:
პრეპარატი სწრაფად და სრულად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბეფრონი
100 მგ/5 მლ სუსპენზია
Befron
100mg/5ml suspension
Ibuprofen
შემადგენლობა:
სუსპენზიის ყოველი 5 მლ, აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 100 მგ იბუპროფენს. ასევე, შეიცავს 1390 მგ რაფინირებულ შაქარს (საქაროზას), 1500 მგ სორბიტოლს (E420ii) და აცესულფამ K-ს (E950) – დამატკბობლების სახით, ნატრიუმის ბენზოატს (E211) - კონსერვანტის სახით, ყურძნის არომატიზატორს და ალურა წითელი (E129) და ბრილიანტის ლურჯს FCF (E133) - საღებავების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული პროდუქტები, არასტეროიდული პრეპარატები - პროპიონის მჟავის წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE01
იბუპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავის წარმოებულ, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, რომელიც მოქმედებს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ანთებით გამოწვეულ ტკივილს, შეშუპებას და ტემპერატურას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა:
იბუპროფენი მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. ცარიელ კუჭზე მიღებისას, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დალევიდან 45 წუთში მიიღწევა. საჭმელთან ერთად მიღებისას, პიკური დონე 1-2 საათის შემდეგ მიიღწევა. ეს დროითი მაჩვენებლები დოზირების სხვადასხვა ფორმის მიხედვით იცვლება.
იბუპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, 2 საათის ტოლია.
განაწილება:
იბუპროფენი სწრაფად გადანაწილდება მთელ სხეულში. ლიმიტირებულ კვლევაში, იბუპროფენი ძალიან მცირე კონცენტრაციით აღწევდა დედის რძეში.
გამოყოფა:
პრეპარატი სწრაფად და სრულად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები:
იბუპროფენი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ტკივილის, როგორიცაა: ყელის, კბილის ამოჭრის ტკივილი, კბილის ტკივილი, ყურის, თავის ტკივილი, უმნიშვნლო ტკივილის და დაჭიმულობების სწრაფი და ეფექტური გაყუჩებისთვის. იბუპროფენი ასევე იწვევს მაღალი სიცხის (ცხელების), მათ შორის იმუნიზაციით გამოწვეული ცხელების, დაწევას.
უკუჩვენებები:
ჰიპერსენსიტიურობა იბუპროფენის ან პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პაციენტები, რომელთაც მანამდე ჰიპერსენსიტიურობის რეაქცია (მაგ., ასთმა, რინიტი, ანგიოედემა ან ჭინჭრის ციება) ჰქონიათ ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ.
აქტიური ან ადრე არსებული მორეციდივე პეპტიური წყლული/სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი სხვადასხვა ეპიზოდი).
კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის სისხლდენის ან პერფორაციის ისტორია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით წინა თერაპიას უკავშირდებოდა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის ან გულის უკმარისობა (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ. პუნქტი: ორსულობა და ლაქტაცია).
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
ეს პროდუქტი განკუთვნილია 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას.
არ მიიღოთ თუ:
გაქვთ (ან გქონდათ ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა;
ხართ ალერგიული იბუპროფენის ან პროდუქტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, ასპირინის ან სხვა მსგავსი ტკივილგამაყუჩებლის მიმართ;
ღებულობთ სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს ან ასპირინს 75 მგ-ზე მაღალი დღიური დოზით.
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
გაქვთ ან გქონდათ ასთმა, დიაბეტი, მომატებული ქოლესტერინი, სისხლის მაღალი წნევა, პარეზი, გულთან, ღვიძლთან, თირკმელთან ან ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები.
გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
თუ თქვენ შვილს აქვს ან ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, გულის პრობლემები, ვინაიდან არსებობს მცირე რისკი იმისა, რომ იბუპროფენმა გამოიწვიოს გულთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ თქვენი შვილი დაავადებულია შემდეგი დაავადებით - SLE (წითელი მგლურა, რომელიც ასახავს იმუნური სისტემის მდგომარეობას) ან სხვა მსგავსი დაავადებებით.
თუ მოზრდილი ხართ და ღებულობთ ამ პროდუქტს:
მიღებამდე გაესაუბრეთ ფარმაცევტს ან ექიმს, თუ:
ორსულად ხართ;
აპირებთ დაორსულებას (იბუპროფენი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფერტილობის დარღვევა ქალებში;
ხანდაზმული ხართ;
მწეველი ხართ.
თუ სიმპტომები 3 დღეზე მეტ ხანს ნარჩუნდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში, თუ სიმპტომები 24 საათზე (3 დოზაზე) მეტ ხანს ნარჩუნდება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სორბიტოლი:
პაციენტებმა, რომელთაც ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები აქვთ, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
საქაროზა (რაფინირებული შაქარი)
პაციენტებმა, რომელთაც ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები აქვთ, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ორსულობა და ლაქტაცია:
მესამე ტრიმესტრის განმავლობაში იბუპროფენი უკუნაჩვენებია, ვინაიდან არსებობს ნაყოფის არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვის რისკი, შესაძლო მდგრადი ფიტლვისმიერი ჰიპერტენზიით. მშობიარობის დაწყება შეიძლება დაყოვნდეს, ხოლო ხანგრძლიობა გაიზარდოს, დედასა და ბავშვში სისხლდენის ტენდენციის მომატებით.
ლაქტაცია:
ლიმიტირებულ კვლევებში, იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით გამოიყოფა დედის რძეში და სავარაუდოდ, ჩვილზე საზიანოდ არ მოქმედებს.
ზემოქმედება ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არის მოსალოდნელი მკურნალობის რეკომენდებული დოზების და ხანგრძლიობის პირობებში.
გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული არასასურველი ეფექტები გასტროინტესტინალური ბუნებისაა.
არახშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია.
იშვიათი: დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა და ღებინება.
ძალიან იშვიათი: პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში. წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი.
კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.
დაფიქსირებულია ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს შემდეგს:
ა) არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსია;
ბ) რესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობა, მაგ., ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი, დისპნოე;
გ) კანის სხვადასხვა რეაქციები, მაგ., პრურიტი, ჭინჭრის ციება, ანგიოედემა და უფრო იშვიათად ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები (ეპიდერმული ნეკროლიზის და მულტიფორმული ერითემის ჩათვლით).
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: კანზე სხვადასხვაგვარი გამონაყარი.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია, განვითარდეს კანის რეაქციების მძიმე ფორმები, მაგალითად, ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ჰემოპოეზის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).
იმუნური სისტემის დარღვევები:
ასთმის გამწვავება და ბრონქოსპაზმი.
უკვე არსებული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), იბუპროფენით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა ასეპტიური მენინგიტის სიმპტომების ერთეული შემთხვევები, როგორიცაა კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება ან დეზორიენტაცია (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ნერვული სისტემის დარღვევები:
არახშირი: თავის ტკივილი
თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, პაპილარული ნეკროზი, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც შრატში შარდოვანას დონის მომატებას და შეშუპებას უკავშირდება.
არასასურველი ეფექტის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ასპირინი: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეთ, თუ ექიმმა ასპირინის დაბალი დოზა დაგინიშნათ (არა უმეტეს 75 მგ დღეში), ვინაიდან ამან შეიძლება, არასასურველი რეაქციების რისკი გაზარდოს (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ ერთდროული გამოყენებისას, იბუპროფენს შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციაზე ასპირინის დაბალი დოზის ეფექტის ინჰიბირება. თუმცა, ამ მონაცემების შეზღუდულობა და ex vivo მონაცემების კლინიკურ სიტუაციაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობა გულისხმობს, რომ იბუპროფენის რეგულარულ გამოყენებასთან დაკავშირებით მყარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია და იშვიათი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ არის მოსალოდნელი (იხ. პუნქტი: ფარმაკოდინამიური თვისებები).
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი ინჰიბიტორები: მოერიდეთ ორი ან მეტი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ერთდროულ გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება არასასურველი ეფექტების რისკი გაზარდოს (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
იბუპროფენი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ შემდეგ პრეპარატებთან კომბინირებისას:
ანტიკოაგულანტები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება, ანტიკოაგულანტების, მაგალითად, ვარფარინის, ეფექტები გააძლიეროს (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
ანტიჰიპერტენზიული და დიურეზული საშუალებები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება, ამ პრეპარატების ეფექტები შეამციროს. დიურეზულ საშუალებებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ნეფროტოქსიურობის რისკის გაზრდა შეუძლია.
კორტიკოსტეროიდები: შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის რისკის გაზრდა (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
საგულე გლიკოზიდები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შეიძლება, გაამწვაოს გულის უკმარისობა, შეამციროს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
ლითიუმი: არსებობს მონაცემები პლაზმაში ლითიუმის დონის პოტენციური მომატების თაობაზე.
დოზირება და გამოყენების წესი:
დოზირება
არასასურველი ეფექტები შეიძლება, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, უმოკლესი დროის მანძილზე, რაც საჭირო იქნება სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. პუნქტი: გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზაა 200-400 მგ (10-20 მლ), მაქსიმუმ, დღეში სამჯერ, საჭიროების მიხედვით.
დოზებს შორის, სულ მცირე, ოთხ საათიანი შუალედი დაიცავით და 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 1200 მგ–ზე (60 მლ) მეტი.
ბავშვები
ტკივილის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში: ბეფრონის დღიური დოზაა 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე, დაყოფილი დოზებად. თანდართული კოვზის გამოყენებით, ეს შემდეგნაირად მიიღწევა:
3 - 6 თვის, 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები: ერთი 2,5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
6-12 თვის ჩვილები: ერთი 2,5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-4-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
1-3 წლის ბავშვები: ერთი 5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
4-6 წლის ბავშვები: 7,5 მლ დოზა (5 მლ + 2,5 მლ კოვზი) შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
7-9 წლის ბავშვები: ორი 5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
10-12 წლის ბავშვები: სამი 5 მლ დოზა შეიძლება მიეცეთ 3-ჯერ 24-საათის განმავლობაში.
დოზები უნდა მიეცეთ, დაახლოებით, ყოველ 6 – 8 საათში (ან მინიმუმ 4 საათის ინტერვალით დოზებს შორის).
პოსტიმუნიზაციური ცხელების შემთხვევაში: ერთი 2,5 მლ დოზა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, 6 საათის შემდეგ დამატებითი 2,5 მლ დოზა მოსდევს.
24 საათში - არა უმეტეს ორი 2,5 მლ დოზისა. თუ სიცხემ არ დაიწია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
არ არის განკუთვნილი 3 თვემდე ბავშვებისთვის, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თუ ბავშვის (6 თვეზე უფროსი) სიმპტომები ნარჩუნდება 3 დღის შემდეგაც, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, სამედიცინო კონსულტაციისთვის 24 საათიანი გამოყენების (3 დოზა) შემდეგ უნდა მიმართოთ.
მიღების მეთოდი
განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის.
დოზის გადაჭარბება
ბავშვებში 400 მგ/კგ-ზე მეტის მიღებამ შესაძლებელია, სიმპტომები გამოიწვიოს. მოზრდილებში დოზაზე საპასუხო ეფექტი ნაკლებად აშკარაა. დოზის გადაჭარბებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი 1,5 – 3 საათს უდრის.
სიმპტომები
პაციეტნთა უმრავლესობას, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღეს, უვითარდებათ მხოლოდ გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი ან უფრო იშვიათად დიარეა. შესაძლებელია, ყურებში შუილის, თავის ტკივილის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება. უფრო მძიმე მოწამვლის შემთხვევაში, აღინიშნება ტოქსიური გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც გამოიხატება ძილიანობით, ეპიზოდური აგზნებითა და დეზორიენტაციით ან კომით. ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ კონვულსია. მძიმე მოწამვლისას, შესაძლებელია მეტაბოლური აციდოზის განვითარება და პროთრომბინის დროის/INR გაზრდა, სავარაუდოდ, ცირკულირებადი კოაგულაციური ფაქტორების მოქმედების დათრგუნვის გამო. შესაძლებელია, განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასთმიან პაციენტებში შესაძლებელია, ასთმის გამწვავება.
მართვა
მართვა სიმპტომური და დამხმარე თერაპიით ხორციელდება, და მოიცავს ფილტვების ვენტილაციის შენარჩუნებას, გულსა და ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებზე დაკვირვებას სტაბილურობის მიღწევამდე. პაციენტს დაალევინეთ გააქტიურებული ნახშირი პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიები დიაზეპამის ან ლორაზეპამის ინტრავენური შეყვანით უნდა მოიხსნას. ასთმის შემთხვევაში ეძლევათ ბრონქოდილატატორები.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა:
ბეფრონი, 100 მგ/5 მლ სუსპენზია; წარმოდგენილია 100 მლ მინის ქარვისფერ ბოთლში, დახუფული პლასტმასის თავსახურით და 5 მლ დანაყოფებიან პლასტმასის კოვზთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი: ნობელ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.ს.
სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი: ნობელ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.ს.
დუზჯე/თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


