პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ადვილ ლიქვი-გელი

ADVIL LIQUI-GELS

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ადვილ ლიქვი-გელი 200 მგ კაფსულა არის ოვალური ფორმის, მწვანე, სითხით სავსე კაფსულა, რომელზეც თეთრ ფერში მოცემულია ლოგო “Advil”. შეფუთვაში მოთავსებულია 20 კაფსულა. ადვილ ლიქვი-გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (NSAID-ები). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
200მგ კაფსულა №20
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0405
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაადვილ ლიქვი-გელი და სხვა წამალი ერთად

ადვილ ლიქვი-გელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადვილ ლიქვი-გელი 200 მგ კაფსულა არის ოვალური ფორმის, მწვანე, სითხით სავსე კაფსულა, რომელზეც თეთრ ფერში მოცემულია ლოგო “Advil”. შეფუთვაში მოთავსებულია 20 კაფსულა.

ადვილ ლიქვი-გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (NSAID-ები).

ადვილ ლიქვი-გელი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

სახსრების რევმატული ანთებითი დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი) ნიშნები და სიმპტომები;

სახსრების ანთების მკურნალობა პოდაგრის დროს;

მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის მკურნალობა;

მენსტრუალური ტკივილის მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან:

მიიღება 1 ან 2 კაფსულა ყოველ 6-8 საათში, საჭიროებისამებრ. მომდევნო დოზის მიღებამდე უნდა გავიდე მინიმუმ 4 საათი. დაუშვებელია 24 საათის განმავლობაში 6-ზე მეტი კაფსულის (1200მგ) მიღება.

დაუშვებელია პრეპარატის მიცემა 12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის.

მოზრდილები:

თუ სიმპტომები უარესდება, ნარჩუნდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ბავშვები და 12-18 წლის ასაკის მოზარდები:

თუ სიმპტომები უარესდება, ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

მიღების გზა და მეთოდი

ადვილ ლიქვი-გელი განკუთვნილია პერორალურად მიღებისთვის. კაფსულა მიიღება ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია თხევადი ფორმების გამოყენება (როგორიცაა, სიროფი, სუსპენზია), რომელიც შეიცავს იმავე აქტიურ ნივთიერებას 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში გამოიყენება სიფრთხილით. ამ ასაკობრივ ჯგუფში იზრდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების სიხშირე. ამიტომ, ხანდაზმულებში გამოყენების აუზცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეირჩეს უმცირესი ეფექტური დოზა დროის ყველა მოკლე პერიოდის განმავლობაში.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს. ამ პაციენტებში საჭიროა შეძლებისდაგვარად მინიმალური დოზის გამოყენება და ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ადვილ ლიქვი-გელის მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ადვილ ლიქვი-გელის დოზის გადაჭარბებისას

ადვილ ლიქვი-გელის დოზის გადაჭარბებისას ადვილ ლიქვი-გელის დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის მიერ შემთხვევით მედიკამენტის გადაყლაპვისას ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა რჩევის ან აუცილებელის ზომების და რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

სიმპტომები: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ტკივილი მუცელში, ღებინება (შეიძლება სისხლიანი), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა და თვალების კაკლების მოძრაობა. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში. აღწერილია ტაქიკარდია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, სუნთქვის დარღვევა.

ადვილ ლიქვი-გელის დასაშვებზე მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დარჩენილი კაფსულები უნდა იქნეს მიტანილი ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ადვილ ლიქვი-გელის დოზის გამოტოვებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ადვილ ლიქვი-გელის მიღების შეწყვეტისას

არ არის აღწერილი.

უკუჩვენებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (NSAID) შეიძლება გაზარდოს პოტენციურად ფატალური თრომბოზული (სისხლის შედედებასთან დაკავშირებული) მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენებისას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ;

ადვილ ლიქვი-გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ გულის მკვებავი სისხლძარღვების ე.წ. “bypass” ოპერაციის ჩატარებამდე.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) იწვევენ კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების წყლული, პერფორაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დორს გამაფრთხილებელის სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

დაუშვებელია ადვილ ლიქვი-გელის მიღება:

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) იბუპროფენის ან ადვილ ლიქვი-გელის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტს ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის (NSAID) წარსულში მიღებისას აღენიშნა ალერგიული რეაქცია, როგორიცაა: ასთმა, რინიტი ან ჭინჭრის ციება;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეციდიული დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;

კორონარული (გულის მკვებავი) სისხლძარღვების ე.წ. “bypass” ოპერაციის ჩატარებამდე ან ჩატარების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან სხვა აქტიური სისხლდენა;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს გულის მძიმე ხარისხის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტი ორსულობის ბოლო ტრიმესტრშია;

თუ პაციენტი 12 წლამდე ასაკის ბავშვია;

პრეპარატი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით წარსულში მკურნალობის შემდეგ აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია.

ადვილ ლიქვი-გელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან წარსულში გადაიტანა მიოკარდიუმის ინფაქრტი, ჩატარებული აქვს შუნტირება, აქვს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება (სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურებში არტერიების დავიწროვების ან დახშობის გამო) ან ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით);

თუ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი;

თუ პაციენტს აქვს ასთმა, ღვიძლის, ნაწლავების ან თირკმლის დაავადება ან გრიპი;

თუ პაციენტს აქვს სისტემური წითელი მგლურა (სწმ) - შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, ცვლილებებს კანზე და სხვა ორგანოების დაავადებებს.

თუ პაციენტი ცდილობს დაორსულებას (იბუპროფენი მიეკუთვნება ისეთი პრეპარატების ჯგუფს (NSAIDs), რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ფერტილობაზე. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღდგება მკურნალობამდე არსებული მდგომარეობა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იბუპროფენის იშვიათად მიღებამ გამოიწვიოს დაორსულების შანსის შემცირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, თუ პაციენტს აქვს დაფეხმძიმებასთან დაკავშირებული პრობლემები, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან).

ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში;

12-18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, თირკმლის დაავადების განვითარების რისკის გამო. თუ ბავშვი 12-18 წლისაა და არ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს ან მოსალოდნელია დეჰიდრატაციის განვითარება ღებინების და ფაღარათის გამო, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მუცლის ტკივილის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია;

კანის და თვალების ირგვლივ სიწითლის, შეშუპების და ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანზე სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და ქსოვილის დაკარგვის (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი), ან ხელისგულებზე, სახესა და ტერფებზე სპონტანურად აღმოცენებული სიწითლის, სერიოზული ალერგიული რეაქციების (მულტიფორმული ერითემა) განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

სისხლიანი ღებინების და სისხლიანი ან შავი ფერის განავლის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. იბუპროფენის ან მსგავსი აასს-ების ხანგრძლივად მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოსალოდნელია წყლულების, სისხლდენის და პერფორაციის განვითარება, მაშინაც კი, თუ დაავადება წარსულში არ გამოვლენილა. მსგავსი გვერდითი მოვლენის რისკი იზრდება იმ ადამიანებში, რომელთაც აღნიშნული დაავადებები წარსულში აღენიშნებოდათ, ხანდაზმულებში, პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

სხეულზე უმიზეზოდ სისხლჩაქცევების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შემცივნების, კანკალის და ცხელების, სისუსტის, თავის ტკივილის და ღებინების, კისრის რიგიდობის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ყველა აღნიშნული წარმოადგენს მენინგიტის (ასეპტიური მენინგიტი) ნიშანს.

სხვა აასს-ებით მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარტის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო, რადგან არსებობს ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სისხლდენა და პერფორაცია ან წყლულის ფორმირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც შეასძლოა ლეტალურად დასრულდეს, განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში.

თუ პაციენტს აქვს თირკმლის დაავადება, საჭიროა მისი ფუნქციის მონიტორინგი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი მაღალია ადამიანებში, რომლებიც იღებენ ადვილ ლიქვი-გელს და მსგავს აასს-ებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა და ღვიძლის მხრივ დარღვევები, იღებენ არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო დიურეტიკებს და აგფ-ინჰიბიტორებს, არიან ხანდაზმულები.

აასს-ებით, მათ შორის ადვილ ლიქვი-გელით ნამკურნალებ პაციენტებში ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ანემია. საჭიროა სისხლში ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის განსაზღრვა ანემიის ნიშნების ან სიმპტომების დროს იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ებს, მათ შორის იბუპროფენს.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტი უმიზეზოდ იმატებს წონაში ან აღენიშნება სითხის რეტენცია (შეშუპება);

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება).

იბუპროფენის მსგავსი პრეპარატების გამოყენება დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების და კუჭის ან ნაწლავების პერფორაციის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.

რისკი იზრდება დოზის მომატებასთან და მკურნალობის გახანგრძლივებასთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება (10 დღე).

პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღნიშნული გაფრთხილებები ეხება ან წარსულში ეხებოდა მას.

ადვილ ლიქვი-გელის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ადვილ ლიქვი-გელის მიღება შეიძლება უზმოდ ან ჭამის შემდგ, ჭიქა წყლის მიყოლებით. ძალიან მცირე რაოდენობით პირებს შეიძლება აღენიშნოთ კუჭის სუსტი დარღვევები ადვილ ლიქვი-გელის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დოზის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ან რძესთან ერთად.

ფეხმძიმობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ადვილ ლიქვი-გელი, თუ შესაძლებელია, არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს. აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.

თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ არის რეკომენდებული ადვილ ლიქვი-გელის მიღება ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ედვილ LIQUI-GEL-ის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზას (COX)-2 ინჰიბიტორებთან.

ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის გაუარესების გამო.

ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან თირკმლის ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს.

ედვილ LIQUI-GEL გულის უკმარისობის და ჰიპერტენზიის ანამნეზის მქონე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ სიფრთხილით, რადგან იბუპროფენის მიღებასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს შეშუპება, ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა თირკმლის ფუნქციის დათრგუნვისა და/ან სითხის შეკავების გამო (იხ. 4.8. გვერდითი მოვლენები).

არსებობს მტკიცებულება, რომ ეს პრეპარატი, რომელიც აფერხებს ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, აზიანებს ქალის ნაყოფიერებას ოვულაციაზე გავლენის გამო. ეს მდგომარეობა გარდამავალია და ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ..

პაციენტები, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადების ჩივილი და ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება).

ცნობილია, რომ ასეპტიკური მენინგიტის რისკი იზრდება შერეული ტიპის შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებში და სისტემურ მგლურას ერითემატოზის (SLE) დროს.

გვერდითი მოვლენებისშემცირება შესაძლებელია პრეპარატის დაბალი დოზებით და ხანმოკლე დროით გამოყენებით. (იხ. 4.2. დოზირება და გამოყენების წესი).

არსებობს სერიოზული გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იბუპროფენის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით (2400 მგ/დღეში), შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მცირე გაზრდილ რისკთან (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). საერთო ჯამში, ეპიდემიოლოგიური კვლევები არ ვარაუდობენ, რომ იბუპროფენის დაბალი დოზა (მაგ. <1200 მგ/დღეში) შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის გაზრდილ რისკთან..

პაციენტებში უკონტროლო ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით (NYHA II-III), უკვე არსებული გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიული დაავადებებით და/ან ცერებროვასკულური დაავადებით იბუპროფენით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ფრთხილად განხილვისა და მაღალი დოზების თავიდან აცილების შემდეგ (2400 მგ/დღეში).

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, დიაბეტი, მოწევა), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა იბუპროფენის მაღალი დოზები (2400 მგ/დღეში) საჭიროა სიფრთხილე ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე.

3 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა მრავალი COX-2 შერჩევითი და არასელექტიური NSAID-ებით აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ყველა COX-2 შერჩევითი ან NSAID-ს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი რისკი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონენი შეიძლება იყვნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ. გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უნდა იქნას გამოყენებული უმცირესი ხანგრძლივობით. გულ-სისხლძარღვთა სიმპტომის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ექიმი და პაციენტი ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. პაციენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული გულ-სისხლძარღვთა სერიოზული მოვლენების სიმპტომებისა და/ან ნიშნების შესახებ და რა უნდა გააკეთოს მათი განვითარების შემთხვევაში.

არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება იმისა, რომ ასპირინის ერთდროული გამოყენება ამცირებს NSAID-ების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების რისკს. NSAID-ების ასპირინთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების რისკს.

მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა ორ დიდ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში COX-2 შერჩევითი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი ოპერაციიდან პირველი 10-14 დღის განმავლობაში.

ჰიპერტენზია

როგორც ყველა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში, ედვილ LIQUI-GEL-მა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიის ახალი დაწყება ან უკვე არსებული ჰიპერტენზიის გაუარესება, რამაც შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკი. პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ თიაზიდური დიურეზულებით ან მარყუჟის დიურეტიკებით, შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული პასუხი დიურეზულ თერაპიაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ედვილ LIQUI-GEL, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული წნევა (BP) მჭიდროდ უნდა კონტროლდებოდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის დასაწყისში და თერაპიის განმავლობაში.

გულის შეგუბებითი უკმარისობა და შეშუპება

სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. ედვილ LIQUI-GEL სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სითხის შეკავებით ან გულის უკმარისობით.

კუჭ-ნაწლავის (GI) ეფექტები - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის, სისხლდენის ან პერფორაციის რისკი არასტეროიდულ საშუალებებს, მათ შორის ADVIL LIQUI-GELS-ს, შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ანთება, სისხლდენა, წყლულის გაჩენა ან პერფორაცია კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის, რაც შეიძლება იყოს ფატალური. ეს სერიოზული გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ NSAID-ებით,გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მის გარეშე. მხოლოდ ხუთი პაციენტიდან ერთში, რომელსაც განუვითარდა სერიოზული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი NSAID-ებით მკურნალობის დროს, იყო სიმპტომური. ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, დიდი სისხლდენა ან პერფორაციები NSAID-ების გამო, როგორც ჩანს, გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-დან 6 თვემდე და პაციენტების დაახლოებით 2-4%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში. ამ ტენდენციების მდგრადობა ხანგრძლივი თერაპიის დროს ზრდის სერიოზული კუჭ-ნაწლავის მოვლენის ალბათობას პაციენტის მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა, მოკლევადიანი მკურნალობაც კი არ არის რისკის გარეშე.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ წყლულოვანი დაავადება ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (იხ. ნაწილი 4.3. უკუჩვენებები) და ხანდაზმულებში. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ NSAID-ებს და რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულის და/ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის წინა ისტორია, აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განვითარების 10-ჯერ მეტი რისკი, ვიდრე პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ ეს რისკ-ფაქტორები. სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით; ორალური კორტიკოსტეროიდებით ან ანტიკოაგულანტებით მკურნალობა, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI), ანტითრომბოციტების საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ხანდაზმული ასაკი და ცუდი ზოგადი ჯანმრთელობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტების პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ NSAID-ებით უმცირესი ეფექტური დოზა უნდა იქნას გამოყენებული უმცირესი ხანგრძლივობით. პაციენტები და ექიმები ფხიზლად უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის წყლულისა და სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ NSAID-ებით თერაპიის დროს, ხოლო დამატებითი შეფასება და მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თუ რაიმე საეჭვო კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტები არსებობს. ფაქტობრივად, NSAID-ების თერაპია უნდა შეწყდეს მანამ, სანამ არ გამოირიცხება სერიოზული კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები. მაღალი რისკის მქონე პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული მკურნალობა, გარდა არასტეროიდული საშუალებების მკურნალობისა.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია იბუპროფენის დოზების გაზრდით პაციენტებში წყლულების ანამნეზში (განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით) და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დაბალი დოზით. კომბინირებული თერაპია დამცავ აგენტებთან (როგორიცაა მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა განიხილებოდეს ამ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კომბინირებული ასპირინის დაბალი დოზების ან სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც გაზრდის კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენების რისკს.

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადება, განსაკუთრებით ხანდაზმულმა პაციენტებმა, უნდა შეატყობინონ ნებისმიერი უჩვეულო მუცლის სიმპტომი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა) მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის განვითარების ან სისხლდენის რისკი, მაგალითად; სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ორალურ კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტების, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. ნაწილი 4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).

თუ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლული აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ იბუპროფენით, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

NSAID-ები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებების ანამნეზით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან მათ შეუზლიათ დაავადების გამწვავება (იხ. ნაწილი 4.8. გვერდითი მოვლენები).

თირკმლის ეფექტები

NSAID-ების ხანგრძლივ გამოყენებას გამოუწვევია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმლის სხვა დაზიანება. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში NSAID-ების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების სინთეზის დოზადამოკიდებული დაქვეითება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება დააჩქაროს თირკმლის დეკომპენსაცია. ასეთი რეაქციის ძალიან მაღალი რისკის მქონე პაციენტები არიან თირკმელების ფუნქციის დარღვევის, გულის უკმარისობის, ღვიძლის დისფუნქციის მქონენი, დიურეზულების და ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორების გამოყენების ქვეშ მყოფნი და ხანდაზმულები. NSAID-ების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ჩვეულებრივ მიღწევადია მკურნალობამდელ მდგომარეობაზე დაბრუნება.

12-დან 18 წლამდე დეჰიდრატირებული ბავშვები და მოზარდები თირკმლის უკმარისობის რისკის ქვეშ არიან.

თირკმელების გართულებული დაავადებები

არ არსებობს ინფორმაცია კონტროლირებადი კვლევებიდან ედვილ LIQUI-GEL-ის გამოყენების შესახებ თირკმელების გართულებული დაავადების მქონე პაციენტებში. ამიტომ ედვილ LIQUI-GEL-ით მკურნალობა არ არის რეკომენდებული თირკმელების გართულებული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ საჭიროა ედვილ LIQUI-GEL-ის თერაპიის დაწყება, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგი.

ანაფილაქტოიდური რეაქციები

სხვა NSAID-ების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ედვილ LIQUI-GEL-ით ზოგიერთ პაციენტში, რომელთა რეაქცია პრეპარატის მიმართ წინასწარ უცნობია. ედვილ LIQUI-GEL არ უნდა მიეცეს ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებს. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში რინიტით ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე და პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ (იხ. ნაწილი 4.3. და ნაწილი 4.4. პეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას). ანაფილაქტოიდური რეაქციის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

კანის რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), აღწერილია ძალიან იშვიათად NSAID-ების, მათ შორის ედვილ LIQUI-GEL-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს სერიოზული მოვლენები შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე. პაციენტებში ასეთი რეაქციების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში რეაქციის დაწყება განვითარდა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. პაციენტებს წინასწარ უნდა მიეწოდოს კონსულტაცია კანის სერიოზული რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ედვილ LIQUI-GEL-ის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნის პირველი გამოჩენის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იბუპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

აცეტილსალიცილის მჟავა

აცეტილსალიცილის მჟავისა და იბუპროფენის ერთობლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვერდითი ეფექტების გაზრდის პოტენციალის გამო.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენს ერთდროულად გამოყენებისას შეუძლია კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაურკვევლობა ამ მონაცემების კლინიკურ ექსტრაპოლაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ იბუპროფენის ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის შემთხვევითი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები სავარაუდოდ არ შეინიშნება (იხ. ნაწილი 5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები).

სხვა NSAID-ები

ის არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ციკლოოქსიგენაზას (COX)-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი. (იხ. ნაწილი 4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატით, რადგან ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა ურთიერთქმედება:

აგფ-ინჰიბიტორები

ამჟამინდელი ანგარიშები მიუთითებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ეს ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს აგფ-ინჰიბიტორებთან.

ამინოგლიკოზიდები

NSAID-ებს შეუძლია შეამცირონ ამინოგლიკოზიდების ექსკრეცია.

მეთოტრექსატი

ცნობილია, რომ NSAID-ები კონკურენტულად აფერხებენ მეთოტრექსატის დაგროვებას კურდღლის თირკმელების განყოფილებებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო NSAID-ების მეთოტრექსატთან ერთად მიღებისას.

ლითიუმი

NSAID-ები იწვევდნენ პლაზმაში ლითიუმის დონის მატებას და თირკმლის ლითიუმის კლირენსის დაქვეითებას. ლითიუმის მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით და თირკმლის კლირენსი შემცირდა 20%-ით. ეს ეფექტები ეფუძნებოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. ამიტომ, ლითიუმის არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად მიღებისას პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო დაკვირვების ქვეშ ლითიუმის ტოქსიკურობაზე.

კორტიკოსტეროიდები

შეიძლება გაზარდოს არასასურველი ეფექტების რისკი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ((იხ. ნაწილი 4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ანტიჰიპერტენზიული და შარდმდენები

არასტეროიდულ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ ამ პრეპარატების ეფექტი. NSAID-ებს შეუძლიათ შეამცირონ ფუროსემიდის და თიაზიდების ნატრიურეზული ეფექტი ზოგიერთ პაციენტში. ეს ეფექტი მიეკუთვნება თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს იბუპროფენთან ერთად, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ თირკმლის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად (იხ. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - თირკმელების ეფექტები) და სასურველი დიურეზული ეფექტის მიღწევის უზრუნველსაყოფად.

ანტიკოაგულანტები

NSAID-ებს შეუძლიათ გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება. მაგალითად; ვარფარინი. (იხ. ნაწილი 4.4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას) ანტითრომბოციტების აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი.

გულის გლიკოზიდები

არასტეროიდულ საშუალებებს შეუძლიათ გააძლიერონ გულის უკმარისობა, შეამცირონ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) და გაზარდონ გლიკოზიდების დონე პლაზმაში.

ციკლოსპორინი

ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს.

მიფეპრისტონი

NSAID-ები არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან ისინი ამცირებენ მიფეპრისტონის ეფექტს.

ტაკროლიმუსი

ტაკროლიმუსთან ერთად მიცემული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის შესაძლო ნეფროტოქსიურობის რისკს.

ზიდოვუდინი

არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) დადებითი ჰემოფილიის მქონე ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ზიდოვუდინთან და იბუპროფენთან ერთად, აქვთ ჰემართროზისა და ჰემატომის გაზრდილი რისკი.

CYP2C9 ინჰიბიტორები

იბუპროფენის CYP2C9 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს იბუპროფენის (CYP2C9 სუბსტრატი) ექსპოზიცია. ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (CYP2C9 ინჰიბიტორები) კვლევამ აჩვენა გაზრდილი S(+)-იბუპროფენის ექსპოზიცია დაახლოებით 80-100%-ით. კერძოდ, იბუპროფენის მაღალი დოზები ძლიერია, როგორიცაა ვორიკონაზოლი ან ფლუკონაზოლი.

იბუპროფენის დოზის შემცირება გასათვალისწინებელია CYP2C9 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები

ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის კრუნჩხვების რისკს ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას. კრუნჩხვების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ NSAID-ებს ქინოლონებს.

მცენარეული ექსტრაქტები

გინკო ბილობამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენის რისკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

არ არის დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

დამატებითი ინფორმაცია პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ედვილ LIQUI-GEL არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა (ღია ორ მთავარ არტერიას შორის, რომელიც გამოდის გულიდან [აორტა და ფილტვის არტერია], რომელიც უნდა დაიხუროს საშვილოსნოში ღია მშობიარობის შემდეგ).

ზომები

ზოგადი

მოსალოდნელია, რომ ADVIL LIQUI-GELS არ ჩაანაცვლებს კორტიკოსტეროიდებს ან მკურნალობს კორტიკოსტეროიდების დეფიციტს. კორტიკოსტეროიდების უეცრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, უნდა შეამცირონ თერაპია ნელა და თანდათანობით, თუ მიიღება გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდული თერაპიის შეწყვეტის შესახებ.

იბუპროფენის ფარმაკოლოგიურმა აქტივობამ ADVIL LIQUI-GELS-ში [ცხელების და] ანთების შესამცირებლად შეიძლება შეამციროს დიაგნოსტიკური ნიშნების გამოყენება, რომლებიც გამოიყენება არაინფექციური მტკივნეული მდგომარეობების გართულებების გამოსავლენად.

ღვიძლის ეფექტები

ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის ზედა ზღვარამდე მატება შეიძლება მოხდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ საშუალებებს, მათ შორის ედვილ LIQUI-GEL. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, დარჩეს უცვლელი ან სპონტანურად გაქრეს მკურნალობის გაგრძელებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კლინიკურ კვლევებში, პაციენტების დაახლოებით 1%-მა აღნიშნა ALT და AST აქტივობების მკვეთრი მატება (სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს ან უფრო მეტს). გარდა ამისა, ასევე აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, ზოგიერთი ფატალური შედეგით, როგორიცაა სიყვითლე და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა.

ღვიძლის უკმარისობის ნიშნების ან/და სიმპტომების მქონე პაციენტი ან ღვიძლის ტესტის არანორმალური მნიშვნელობებით უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარებისათვის ედვილ LIQUI-GEL თერაპიის დროს. ედვილ LIQUI-GEL-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდება კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის დაავადებაზე ან გამოვლინდება სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.).

ჰემატოლოგიური ეფექტები

ანემია ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ NSAID-ებს, მათ შორის ედვილ LIQUI-GEL-ს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, ფარული ან აშკარა GI სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე დაუზუსტებელი ზემოქმედებით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, იბუპროფენის ჩათვლით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონეები, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.

რომლებიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ნაჩვენებია, რომ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს ზოგიერთ პაციენტში. ასპირინისგან განსხვავებით, მათი გავლენა თრომბოციტების ფუნქციონირებაზე ხარისხობრივად ნაკლებია, ხანმოკლე და შექცევადი. ედვილ LIQUI-GEL ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროს (PT) ან ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროს (PTT). პაციენტები, რომლებიც იღებენ ედვილ LIQUI-GEL-ს, რომლებზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებებმა, როგორიცაა კოაგულაციის დარღვევა, და ისინი, ვინც იღებენ ანტიკოაგულანტებს, უნდა იყვნენ ფრთხილად.

ადრე არსებული ასთმა

ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში ასპირინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრონქოსპაზმი, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. იმის გამო, რომ ასპირინს და სხვა NSAID-ებს შორის დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი, ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებში, ედვილ LIQUI-GEL არ უნდა იქნას გამოყენებული ასპირინის მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ადრე არსებული ასთმის მქონე პაციენტებში( იხ. ნაწილი 4.3. უკუჩვენებები).

ლაბორატორიული გამოკვლევები

იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე წყლულები და სისხლდენა შეიძლება მოხდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმებმა უნდა აკონტროლონ პაციენტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის ნიშნებსა და სიმპტომებზე. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფი პაციენტების სისხლის სრული ანალიზი და ბიოქიმიური პროფილები პერიოდულად უნდა შემოწმდეს. იბუპროფენი უნდა შეწყდეს, თუ განვითარდება ღვიძლის ან თირკმელების დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ან თუ გამოვლინდა სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.).

ეს პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს. ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რეკომენდებული დოზით და ხანგრძლივობით მიღებისას ადვილ ლიქვი-გელმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პციენტში შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების დრო. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას ისეთ სიტუციებში, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა და თავბრუსხვევა. ეს ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვილ ლიქვი-გელის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

პრეპარატი არ მიიღება სხვა აასს-ებით ან ასპირინით მკურნალობის დროს.

მოსალოდნელია ადვილ ლიქვი-გელის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ:

მოსალოდნელია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე გავლენა (აგვ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, როგორიცაა ატენოლოლი ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოსარტანი).

ამინოგლიკოზიდების კლასის ანტიბიოტიკები (მაგ.: გენტამიცინი, კანამიცინი, სტრეპტომიცინი); მათი ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს და გაიზარდოს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი;

ანტიკოაგულანტები (მაგ.: ვარფარინი); შესაძლებელია ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება (იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი);

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიაგრეგანტები, მაგ.: ასპირინი, დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი) და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინიჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს (მაგ.: ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი); იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის განვითარების რისკი;

სხვა აასს-ებთან კომბინირებული გამოყენება, როგორიცაა COX-2 ინჰიბიტორები (ე.წ. ნაპროქსენი, ცელეკოქსიბი, ნიმესულიდი) და აპსირინი, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის განვითარების რისკს და შესაბამისად, მათი მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დირუეტიკები (მაგ. ფუროსემიდი); დიურეზული ეფექტი შეიძლება შემცირდეს და თირკმლის დისფუნქციის განვითარების რისკი გაიზარდოს.

საგულე გლიკოზირები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (მაგ. დიგოქსინი, დიგიტოქსინი); ამ პრეპარატების კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს.

ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკები (სხვადასხვა ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი), ზრდის გულყრების განვითარების რისკს;

კორტიზონის ჯგუფის პრეპარატები (გამოიყენება ანთების და იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ); კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულების და სისხლდენის განვითარების რისკი იზრდება;

ლითიუმის მარილები (გამოიყენება მენტალური აშლილობის დროს) და მეთოტრექსატი (გამოიყენება სახსრების რევმატოიდული დააავადებების და სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდ); მათი ექსკრეცია შეიძლება გაიზარდოს;

მიფეპრისტონთან (აბორტის მაინდუცირებელი პრეპარატი) კომბინაციაში მიღებისას, შესაძლებელია მიფეპრისტონის ეფექტურობის დაქვეითება;

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ან იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს); მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს ან იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას); აასს-ებთან კომბბინირებული მიღებისას, შესაძლოა გაიზარდოს თირკმლის დამაზიანებელი ეფექტი;

ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ); აასს-ებთან ერთად მიღებისას იზრდება ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. არსებობს მტკიცებულება, რომ სედაციის და სახსარში სისხლის დაგროვების რისკი იზრდება აივ+ ჰემოფილიის მქონე პირებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს.

CYP2C9 ინჰიბიტორები (პრეპარტების ჯგუფი, რომელიც თრგუნავს ღვიძლის იმ ცილებს, რომლებიც იწვევს პრეპარატების ინაქტივაციას); რეკომენდებულია იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკUთრებით მაშინ, თუ მისი მაღალი დოზით მიღება ხდება ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის (სოკოს სამკურნალო პრეპარატი) შემცველ პრეპარატებთან ერთად.

გინკგო ბილობას ექსტრაქტი; შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ადვილ ლიქვი-გელში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს ადვილ ლიქვი-გელის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში დაუყოვნებლივ მიმართვა:

პეპტიური წყლული (კუჭის წყლული) ან პერფორაცია: ძლიერი ტკივილი მცულის არეში, სისხლიანი ღებინება (ან სითხე, რომელიც წააგავს ყავის მარცვლებს), სისხლი განავალში ან კუპრისფერი განავალი სისხლდენის გამო.

მენინგიტი: კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია (ადგილის, დროის და სივრცის შეგრძნების დარღვევა);

სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია): თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება, პალპიტაციები, სახის, ყელის და ენის შეშუპება, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

ასთმა და მისი გაუარესება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 10 000-დან).

სხვა გვერდითი მოვლენები:

გამოვლენის სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: 1.000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

ხშირი:

ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, გამონაყარი და ქავილი;

მუცლის ტკივილი, საკვების მოუნელებლობა, შებერილობა და გულისრევა;

თავის ტკივილი;

იშვიათი:

ფაღარათი, მეტეორიზმი, ყაბზობა და ღებინება.

ძალიან იშვიათი:

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თვალის და კანის სიყვითლე, ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში წყლულების გაჩენა, გრიპისებრი სიმპტომები, სისუსტე, ცხვირის ან კანის სისხლჩაქცვები).

თავის ტვინის გარსების ანთება (კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან ორიენტაციის დაკარგვა (დროის, ადგილის და სივრცის აღქმის შეუძლებლობა);

სერიოზული ალერგიული რეაქციები (სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნქთვის გაძნელება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება), სუნთქვის გაძნელება ან მსტვინავი სუნთქვა.

არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში;

ასთმა, ბრონქების და ბრონქიოლების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი), ქოშინი და მსტვინავი სუნთქვა.

გაღიზიანებადობა, მხედველობის დარღვევები, ტინიტუსი და თავბრუსხვევა;

შეშუპება, ტერფების და წვივების შეშუპება (პერიფერიული ედემა);

სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების შემცირება (ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი);

დარღვებები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭის ან ნაწლავების დაავადებები (პეპტიური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია), სისხლიანი ღებინება, სისხლის არსებობა განავალში, ანთებითი დაავადება, რომელსაც თან ახლავს კედლის გასქელება, წყლულებით მიმდინარე ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება) და წყლულები პირის ღრუში.

ღვიძლის მხრივ პრობლემები: სიმპტომები მოიცავს კანის და სკლერების სიყვითლეს.

თირკმლის მხრივ პრობლემები: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ქსოვილის ნეკროზი (თირკმლის პაპილარული ნეკროზი), სისხლი შარდში (ჰემატურია), ანორექსია, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, თირკმლის ანთება, რომელსაც თან ახლავს ღებინება (ინტერსტიციული ნეფრიტი), თირკმლის უმცირესი სტრუქტურული ერთეული - ნეფრონების სტრუქტურული ცვლილებები, (ნეფროზული სინდრომი), შარდში ცილის არსებობა (ალბუმინურია).

სერიოზული რეაქციები კანზე: კანის და თვალების გარშემო არსებული სისხლჩაქცევებით მიმდინარე ანთება, შეშუპება და სიწითლე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, კანის აქერცვლა და ქსოვილის დაკარგვა (ეპიდერმული ნეკროზი) ან ჩვეულებრვის, სპონტანურად აღმოცენებული რეაქციები და სიწითლე ხელზე, სახესა და ტერფებზე, რაც ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობასაც მოიცავს (მულტიფორმული ერითემა).

უცნობი:

მძიმე რეაქციები კანზე, რომელიც ცნობილია DRESS სინდრომის სახელწოდებით (რეაქციები პრეპარატის მიმართ, რომელიც ვლინდება ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით). DRESS სინდრომის სიმპტომებია: გამონაყარი, ცხელება, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება და ეოზინოფილების რაოდენობის მატება.

medikamentebma, rogoricaa ადვილ ლიქვი-გელი, SeiZleba gamoiwvios gulis Setevis (miokardiumis infarqti) an insultis riskis mcired momateba.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები ვლინდება ბავშვებში 400 მგ/კგ-ზე მეტის მიღებისას. მოზრდილებში დოზის ეფექტი ნაკლებად გამოხატულია. ჭარბი დოზირებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-3 საათს.

შემდეგი ნიშნები და სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჭარბ დოზირებასთან:

გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიკული ტკივილი და ნაკლებად ხშირად დიარეა, ტინიტუსი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის დათრგუნვა, ქოშინი, ძილიანობა, აგზნება, დეზორიენტაცია ან კომა. კრუნჩხვები, ჰიპოტენზია, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დროის/INR გახანგრძლივება. თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ასთმის გამწვავება.

მძიმე მოწამვლისას შეიძლება მოხდეს მეტაბოლური აციდოზი.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომატური და ჭარბი დოზირების დამხმარე მკურნალობა, მათ შორის სასუნთქი გზების გახსნა და გულის და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი.

გააქტიურებული ნახშირი შეიძლება მიეცეს პაციენტს პირველი საათის განმავლობაში. შემდეგ კრუნჩხვისთვის; დიაზეპამი ან ლორაზეპამი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად. ასთმის მქონე პაციენტებისთვის უნდა დაინიშნოს ბრონქოდილატატორები.

დამხმარე მკურნალობა ტარდება კუჭის ამორეცხვის და აუცილებლობის შემთხვევაში მძიმე ელექტროლიტური დისბალანსის კორექციის სახით.

დოზის დიდად გადაჭარბება ზოგადად კარგად გადაიტანება, თუ არ მიიღება სხვა პრეპარატებთან ერთად. იბუპროფენს არ გააჩნია სპეციფიური ანტიდოტი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები

სორბიტოლი 89.77 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხ. ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

ადვილ ლიქვი-გელი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია ადვილ ლიქვი-გელის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია ადვილ ლიქვი-გელის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

GlaxoSmithKline Tüketici Sağlığı A.Ş.

ლევენტი, სისლი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Catalent France Beinheim SA,

საფრანგეთი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 09/09/2020

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავის წარმოებულები

ათქ კოდი: M01A E01

იბუპროფენი არის ფენილპროპიონის მჟავის წარმოებული, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი.

ითვლება, რომ იბუპროფენი, ისევე როგორც სხვა NSAID-ები, მოქმედებს COX-1 და COX-2 ფერმენტების ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.

ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ანთებასთან დაკავშირებულ ტკივილს, შეშუპებას და ცხელებას. ის ასევე შექცევად აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ერთჯერადი დოზის კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ იბუპროფენის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვლინდება დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. სტატისტიკურად, 400 მგ იბუპროფენის ეფექტი აღემატებოდა 1000 მგ პარაცეტამოლს, როგორც დაწყების სიჩქარის, ასევე ტკივილის შემსუბუქების ხარისხის თვალსაზრისით. მოქმედების დაწყების ეს განსხვავება არის 0.6-დან 14 წუთამდე. იმავე კლინიკური კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ტკივილის შემსუბუქების დაწყებაში, როდესაც 200 მგ ერთჯერადი დოზა შედარებულია 1000 მგ პარაცეტამოლთან.

კლინიკური პარამეტრები

იბუპროფენ

Liquigel

200 მგ

იბუპროფენ Liquigel

400 მგ

აცეტამინოფენი 1გ (2x500მგ)

პლაცებო

პაკმენი და სხვ.

სრული ტკივილის შემსუბუქება

-

-

-

-

განსხვავების ჯამი ტკივილის შემსუბუქებასა და ტკივილის ინტენსივობაში

-

  • 2
  • 2
  • 8

მნიშვნელოვანი შემსუბუქების დრო (წუთები)

-

39

53

>180

ჰერში და სხვ.

სრული ტკივილის შემსუბუქება

  • 72
  • 56
  • 99
  • 25

განსხვავების ჯამი ტკივილის შემსუბუქებასა და ტკივილის ინტენსივობაში

  • 93
  • 07
  • 05
  • 46

მნიშვნელოვანი შემსუბუქების დრო (წუთები)

  • 0
  • 8
  • 4

>360

ოლსონი და სხვ.

სრული ტკივილის შემსუბუქება

-

  • 42
  • 30
  • 33

განსხვავების ჯამი ტკივილის შემსუბუქებასა და ტკივილის ინტენსივობაში

-

  • 77
  • 36
  • 60

მნიშვნელოვანი შემსუბუქების დრო (წუთები)

-

  • 2
  • 9

>360

კელშტეინი და სხვ.

სრული ტკივილის შემსუბუქება

36

30

-

52

ტკივილის ინტენსივობის განსხვავება 2 საათის ბოლოს

  • 98
  • 97

-

  • 87

მნიშვნელოვანი შემსუბუქების დრო (წუთები)

-

-

-

-

კლინიკური კვლევების მიხედვით, 400 მგ იბუპროფენს შეუძლია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შენარჩუნება 8 საათამდე.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ იბუპროფენს ერთდროულად გამოყენებისას შეუძლია კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. ზოგიერთ ფარმაკოდინამიკურ კვლევაში, აცეტილსალიცილის მჟავას ეფექტის შემცირება თრომბოქსანის ან თრომბოციტების აგრეგაციის ფორმირებაზე დაფიქსირდა, როდესაც იბუპროფენის 400 მგ ერთჯერადი დოზა მიიღება აცეტილსალიცილის მჟავას დაუყოვნებელი გამოთავისუფლების დოზის მიღებიდან 8 საათის განმავლობაში ან 30 წუთის შემდეგ (81 მგ). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაურკვევლობა ამ მონაცემების კლინიკურ ექსტრაპოლაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ იბუპროფენის ხანგრძლივმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის შემთხვევითი გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები სავარაუდოდ არ შეინიშნება (იხ. ნაწილი 4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

იბუპროფენის აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღებისას შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

ხსნადი იბუპროფენი (ედვილ LIQUI-GEL კაფსულები) სწრაფად შეიწოვება უზმოზე მიღებისას. Cmax მიიღწევა 35 წუთში; იბუპროფენის სტანდარტულ ტაბლეტებში ეს დრო დაახლოებით 90 წუთია.

განაწილება

იბუპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირების სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 99%-ს.

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 ​​საათს. სისხლში კონცენტრაცია სწრაფად მცირდება ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ.

ბიოტრანსფორმაცია

იბუპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით; წარმოიქმნება ორი არააქტიური მეტაბოლიტი (მეტაბოლიტები A და B).

გამოყოფა

ეს მეტაბოლიტები უცვლელ იბუპროფენთან ერთად გამოიყოფა თირკმელებით, როგორც ასეთი ან კონიუგატების სახით. პერორალური დოზის დაახლოებით 75-85% გამოიყოფა შარდით, დანარჩენი განავლით 24 საათის განმავლობაში.

წრფივობა/არაწრფივობა

პერორალური მიღების შემდეგ იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება. შრატში მაქსიმალური დონე მიიღწევა მიღებიდან 1-დან 2 საათში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს წრფივი კავშირი პლაზმაში თავისუფალი იბუპროფენის კონცენტრაციასა და დოზას შორის, კავშირი შეყვანილ დოზასა და იბუპროფენის კონცენტრაცია-დროის მრუდის მთლიან ფართობს შორის არ ჩანს წრფივი. იბუპროფენის და მისი მეტაბოლიტების მთლიანი შარდის გამოყოფა დოზის წრფივი ფუნქციაა. იბუპროფენის აბსორბციასა და ექსკრეციაზე გავლენას არ ახდენს დოზირების რეჟიმი 50 მგ-დან 600 მგ-მდე დოზებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ადვილ ლიქვი-გელი 200 მგ კაფსულა

განკუთვნილია შიგნით მისაღებად:

აქტიური ნივთიერება: თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ ინუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 600, 50% კალიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, თხევადი სორბიტოლი (E420), ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ქინოლონის ყვითელი (E104), ცისფერი (E131), ოპაკოდი NSP-78-18022.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.

პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ სამკურნალო საშუალებას.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ადვილ ლიქვი-გელი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ადვილ ლიქვი-გელის მიღებამდე;

ადვილ ლიქვი-გელის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ადვილ ლიქვი-გელის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია

რას წარმოადგენს ადვილ ლიქვი-გელი და მისი გამოყენება

ადვილ ლიქვი-გელი 200 მგ კაფსულა არის ოვალური ფორმის, მწვანე, სითხით სავსე კაფსულა, რომელზეც თეთრ ფერში მოცემულია ლოგო “Advil”. შეფუთვაში მოთავსებულია 20 კაფსულა.

ადვილ ლიქვი-გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (NSAID-ები).

ადვილ ლიქვი-გელი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

სახსრების რევმატული ანთებითი დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი) ნიშნები და სიმპტომები;

სახსრების ანთების მკურნალობა პოდაგრის დროს;

მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის მკურნალობა;

მენსტრუალური ტკივილის მოსახსნელად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ადვილ ლიქვი-გელის მიღებამდე

ადვილ ლიქვი-გელი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (NSAID) შეიძლება გაზარდოს პოტენციურად ფატალური თრომბოზული (სისხლის შედედებასთან დაკავშირებული) მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენებისას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ;

ადვილ ლიქვი-გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ გულის მკვებავი სისხლძარღვების ე.წ. “bypass” ოპერაციის ჩატარებამდე.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID) იწვევენ კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების წყლული, პერფორაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ დორს გამაფრთხილებელის სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

დაუშვებელია ადვილ ლიქვი-გელის მიღება:

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) იბუპროფენის ან ადვილ ლიქვი-გელის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტს ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის (NSAID) წარსულში მიღებისას აღენიშნა ალერგიული რეაქცია, როგორიცაა: ასთმა, რინიტი ან ჭინჭრის ციება;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეციდიული დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;

კორონარული (გულის მკვებავი) სისხლძარღვების ე.წ. “bypass” ოპერაციის ჩატარებამდე ან ჩატარების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან სხვა აქტიური სისხლდენა;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს გულის მძიმე ხარისხის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტი ორსულობის ბოლო ტრიმესტრშია;

თუ პაციენტი 12 წლამდე ასაკის ბავშვია;

პრეპარატი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით წარსულში მკურნალობის შემდეგ აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია.

ადვილ ლიქვი-გელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან წარსულში გადაიტანა მიოკარდიუმის ინფაქრტი, ჩატარებული აქვს შუნტირება, აქვს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება (სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურებში არტერიების დავიწროვების ან დახშობის გამო) ან ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით);

თუ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი;

თუ პაციენტს აქვს ასთმა, ღვიძლის, ნაწლავების ან თირკმლის დაავადება ან გრიპი;

თუ პაციენტს აქვს სისტემური წითელი მგლურა (სწმ) - შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, ცვლილებებს კანზე და სხვა ორგანოების დაავადებებს.

თუ პაციენტი ცდილობს დაორსულებას (იბუპროფენი მიეკუთვნება ისეთი პრეპარატების ჯგუფს (NSAIDs), რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ფერტილობაზე. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღდგება მკურნალობამდე არსებული მდგომარეობა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იბუპროფენის იშვიათად მიღებამ გამოიწვიოს დაორსულების შანსის შემცირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, თუ პაციენტს აქვს დაფეხმძიმებასთან დაკავშირებული პრობლემები, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან).

ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში;

12-18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, თირკმლის დაავადების განვითარების რისკის გამო. თუ ბავშვი 12-18 წლისაა და არ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს ან მოსალოდნელია დეჰიდრატაციის განვითარება ღებინების და ფაღარათის გამო, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მუცლის ტკივილის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია;

კანის და თვალების ირგვლივ სიწითლის, შეშუპების და ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანზე სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და ქსოვილის დაკარგვის (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი), ან ხელისგულებზე, სახესა და ტერფებზე სპონტანურად აღმოცენებული სიწითლის, სერიოზული ალერგიული რეაქციების (მულტიფორმული ერითემა) განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

სისხლიანი ღებინების და სისხლიანი ან შავი ფერის განავლის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. იბუპროფენის ან მსგავსი აასს-ების ხანგრძლივად მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოსალოდნელია წყლულების, სისხლდენის და პერფორაციის განვითარება, მაშინაც კი, თუ დაავადება წარსულში არ გამოვლენილა. მსგავსი გვერდითი მოვლენის რისკი იზრდება იმ ადამიანებში, რომელთაც აღნიშნული დაავადებები წარსულში აღენიშნებოდათ, ხანდაზმულებში, პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

სხეულზე უმიზეზოდ სისხლჩაქცევების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შემცივნების, კანკალის და ცხელების, სისუსტის, თავის ტკივილის და ღებინების, კისრის რიგიდობის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ყველა აღნიშნული წარმოადგენს მენინგიტის (ასეპტიური მენინგიტი) ნიშანს.

სხვა აასს-ებით მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარტის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო, რადგან არსებობს ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სისხლდენა და პერფორაცია ან წყლულის ფორმირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც შეასძლოა ლეტალურად დასრულდეს, განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში.

თუ პაციენტს აქვს თირკმლის დაავადება, საჭიროა მისი ფუნქციის მონიტორინგი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი მაღალია ადამიანებში, რომლებიც იღებენ ადვილ ლიქვი-გელს და მსგავს აასს-ებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა და ღვიძლის მხრივ დარღვევები, იღებენ არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო დიურეტიკებს და აგფ-ინჰიბიტორებს, არიან ხანდაზმულები.

აასს-ებით, მათ შორის ადვილ ლიქვი-გელით ნამკურნალებ პაციენტებში ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ანემია. საჭიროა სისხლში ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის განსაზღრვა ანემიის ნიშნების ან სიმპტომების დროს იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ებს, მათ შორის იბუპროფენს.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტი უმიზეზოდ იმატებს წონაში ან აღენიშნება სითხის რეტენცია (შეშუპება);

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება).

იბუპროფენის მსგავსი პრეპარატების გამოყენება დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების და კუჭის ან ნაწლავების პერფორაციის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.

რისკი იზრდება დოზის მომატებასთან და მკურნალობის გახანგრძლივებასთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება (10 დღე).

პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღნიშნული გაფრთხილებები ეხება ან წარსულში ეხებოდა მას.

ადვილ ლიქვი-გელის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ადვილ ლიქვი-გელის მიღება შეიძლება უზმოდ ან ჭამის შემდგ, ჭიქა წყლის მიყოლებით. ძალიან მცირე რაოდენობით პირებს შეიძლება აღენიშნოთ კუჭის სუსტი დარღვევები ადვილ ლიქვი-გელის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დოზის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ან რძესთან ერთად.

ფეხმძიმობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ადვილ ლიქვი-გელი, თუ შესაძლებელია, არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს. აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.

თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ არის რეკომენდებული ადვილ ლიქვი-გელის მიღება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რეკომენდებული დოზით და ხანგრძლივობით მიღებისას ადვილ ლიქვი-გელმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. იბუპროფენით მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პციენტში შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების დრო. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას ისეთ სიტუციებში, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა და თავბრუსხვევა. ეს ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვილ ლიქვი-გელის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

პრეპარატი არ მიიღება სხვა აასს-ებით ან ასპირინით მკურნალობის დროს.

მოსალოდნელია ადვილ ლიქვი-გელის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ:

მოსალოდნელია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე გავლენა (აგვ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, როგორიცაა ატენოლოლი ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოსარტანი).

ამინოგლიკოზიდების კლასის ანტიბიოტიკები (მაგ.: გენტამიცინი, კანამიცინი, სტრეპტომიცინი); მათი ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს და გაიზარდოს არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი;

ანტიკოაგულანტები (მაგ.: ვარფარინი); შესაძლებელია ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება (იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი);

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიაგრეგანტები, მაგ.: ასპირინი, დიპირიდამოლი, კლოპიდოგრელი) და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინიჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს (მაგ.: ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი); იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის განვითარების რისკი;

სხვა აასს-ებთან კომბინირებული გამოყენება, როგორიცაა COX-2 ინჰიბიტორები (ე.წ. ნაპროქსენი, ცელეკოქსიბი, ნიმესულიდი) და აპსირინი, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის განვითარების რისკს და შესაბამისად, მათი მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დირუეტიკები (მაგ. ფუროსემიდი); დიურეზული ეფექტი შეიძლება შემცირდეს და თირკმლის დისფუნქციის განვითარების რისკი გაიზარდოს.

საგულე გლიკოზირები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (მაგ. დიგოქსინი, დიგიტოქსინი); ამ პრეპარატების კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს.

ქინოლონის კლასის ანტიბიოტიკები (სხვადასხვა ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი), ზრდის გულყრების განვითარების რისკს;

კორტიზონის ჯგუფის პრეპარატები (გამოიყენება ანთების და იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ); კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულების და სისხლდენის განვითარების რისკი იზრდება;

ლითიუმის მარილები (გამოიყენება მენტალური აშლილობის დროს) და მეთოტრექსატი (გამოიყენება სახსრების რევმატოიდული დააავადებების და სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდ); მათი ექსკრეცია შეიძლება გაიზარდოს;

მიფეპრისტონთან (აბორტის მაინდუცირებელი პრეპარატი) კომბინაციაში მიღებისას, შესაძლებელია მიფეპრისტონის ეფექტურობის დაქვეითება;

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ან იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს); მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს ან იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას); აასს-ებთან კომბბინირებული მიღებისას, შესაძლოა გაიზარდოს თირკმლის დამაზიანებელი ეფექტი;

ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ); აასს-ებთან ერთად მიღებისას იზრდება ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. არსებობს მტკიცებულება, რომ სედაციის და სახსარში სისხლის დაგროვების რისკი იზრდება აივ+ ჰემოფილიის მქონე პირებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს.

CYP2C9 ინჰიბიტორები (პრეპარტების ჯგუფი, რომელიც თრგუნავს ღვიძლის იმ ცილებს, რომლებიც იწვევს პრეპარატების ინაქტივაციას); რეკომენდებულია იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკUთრებით მაშინ, თუ მისი მაღალი დოზით მიღება ხდება ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის (სოკოს სამკურნალო პრეპარატი) შემცველ პრეპარატებთან ერთად.

გინკგო ბილობას ექსტრაქტი; შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

ადვილ ლიქვი-გელის მიღების წესი

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან:

მიიღება 1 ან 2 კაფსულა ყოველ 6-8 საათში, საჭიროებისამებრ. მომდევნო დოზის მიღებამდე უნდა გავიდე მინიმუმ 4 საათი. დაუშვებელია 24 საათის განმავლობაში 6-ზე მეტი კაფსულის (1200მგ) მიღება.

დაუშვებელია პრეპარატის მიცემა 12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის.

მოზრდილები:

თუ სიმპტომები უარესდება, ნარჩუნდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ბავშვები და 12-18 წლის ასაკის მოზარდები:

თუ სიმპტომები უარესდება, ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

მიღების გზა და მეთოდი

ადვილ ლიქვი-გელი განკუთვნილია პერორალურად მიღებისთვის. კაფსულა მიიღება ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია თხევადი ფორმების გამოყენება (როგორიცაა, სიროფი, სუსპენზია), რომელიც შეიცავს იმავე აქტიურ ნივთიერებას 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში გამოიყენება სიფრთხილით. ამ ასაკობრივ ჯგუფში იზრდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების სიხშირე. ამიტომ, ხანდაზმულებში გამოყენების აუზცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეირჩეს უმცირესი ეფექტური დოზა დროის ყველა მოკლე პერიოდის განმავლობაში.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს. ამ პაციენტებში საჭიროა შეძლებისდაგვარად მინიმალური დოზის გამოყენება და ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ადვილ ლიქვი-გელის მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ადვილ ლიქვი-გელის დოზის გადაჭარბებისას

ადვილ ლიქვი-გელის დოზის გადაჭარბებისას ადვილ ლიქვი-გელის დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის მიერ შემთხვევით მედიკამენტის გადაყლაპვისას ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა რჩევის ან აუცილებელის ზომების და რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

სიმპტომები: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ტკივილი მუცელში, ღებინება (შეიძლება სისხლიანი), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა და თვალების კაკლების მოძრაობა. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში. აღწერილია ტაქიკარდია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, სუნთქვის დარღვევა.

ადვილ ლიქვი-გელის დასაშვებზე მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. დარჩენილი კაფსულები უნდა იქნეს მიტანილი ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ადვილ ლიქვი-გელის დოზის გამოტოვებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ადვილ ლიქვი-გელის მიღების შეწყვეტისას

არ არის აღწერილი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ადვილ ლიქვი-გელში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს ადვილ ლიქვი-გელის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში დაუყოვნებლივ მიმართვა:

პეპტიური წყლული (კუჭის წყლული) ან პერფორაცია: ძლიერი ტკივილი მცულის არეში, სისხლიანი ღებინება (ან სითხე, რომელიც წააგავს ყავის მარცვლებს), სისხლი განავალში ან კუპრისფერი განავალი სისხლდენის გამო.

მენინგიტი: კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია (ადგილის, დროის და სივრცის შეგრძნების დარღვევა);

სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია): თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, არტერიული წნევის დაქვეითება, პალპიტაციები, სახის, ყელის და ენის შეშუპება, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

ასთმა და მისი გაუარესება.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 10 000-დან).

სხვა გვერდითი მოვლენები:

გამოვლენის სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: 1.000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1 ან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

ხშირი:

ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, გამონაყარი და ქავილი;

მუცლის ტკივილი, საკვების მოუნელებლობა, შებერილობა და გულისრევა;

თავის ტკივილი;

იშვიათი:

ფაღარათი, მეტეორიზმი, ყაბზობა და ღებინება.

ძალიან იშვიათი:

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თვალის და კანის სიყვითლე, ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში წყლულების გაჩენა, გრიპისებრი სიმპტომები, სისუსტე, ცხვირის ან კანის სისხლჩაქცვები).

თავის ტვინის გარსების ანთება (კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან ორიენტაციის დაკარგვა (დროის, ადგილის და სივრცის აღქმის შეუძლებლობა);

სერიოზული ალერგიული რეაქციები (სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნქთვის გაძნელება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება), სუნთქვის გაძნელება ან მსტვინავი სუნთქვა.

არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში;

ასთმა, ბრონქების და ბრონქიოლების შეკუმშვა (ბრონქოსპაზმი), ქოშინი და მსტვინავი სუნთქვა.

გაღიზიანებადობა, მხედველობის დარღვევები, ტინიტუსი და თავბრუსხვევა;

შეშუპება, ტერფების და წვივების შეშუპება (პერიფერიული ედემა);

სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების შემცირება (ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი);

დარღვებები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭის ან ნაწლავების დაავადებები (პეპტიური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია), სისხლიანი ღებინება, სისხლის არსებობა განავალში, ანთებითი დაავადება, რომელსაც თან ახლავს კედლის გასქელება, წყლულებით მიმდინარე ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება) და წყლულები პირის ღრუში.

ღვიძლის მხრივ პრობლემები: სიმპტომები მოიცავს კანის და სკლერების სიყვითლეს.

თირკმლის მხრივ პრობლემები: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ქსოვილის ნეკროზი (თირკმლის პაპილარული ნეკროზი), სისხლი შარდში (ჰემატურია), ანორექსია, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, თირკმლის ანთება, რომელსაც თან ახლავს ღებინება (ინტერსტიციული ნეფრიტი), თირკმლის უმცირესი სტრუქტურული ერთეული - ნეფრონების სტრუქტურული ცვლილებები, (ნეფროზული სინდრომი), შარდში ცილის არსებობა (ალბუმინურია).

სერიოზული რეაქციები კანზე: კანის და თვალების გარშემო არსებული სისხლჩაქცევებით მიმდინარე ანთება, შეშუპება და სიწითლე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, კანის აქერცვლა და ქსოვილის დაკარგვა (ეპიდერმული ნეკროზი) ან ჩვეულებრვის, სპონტანურად აღმოცენებული რეაქციები და სიწითლე ხელზე, სახესა და ტერფებზე, რაც ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობასაც მოიცავს (მულტიფორმული ერითემა).

უცნობი:

მძიმე რეაქციები კანზე, რომელიც ცნობილია DRESS სინდრომის სახელწოდებით (რეაქციები პრეპარატის მიმართ, რომელიც ვლინდება ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით). DRESS სინდრომის სიმპტომებია: გამონაყარი, ცხელება, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება და ეოზინოფილების რაოდენობის მატება.

medikamentebma, rogoricaa ადვილ ლიქვი-გელი, SeiZleba gamoiwvios gulis Setevis (miokardiumis infarqti) an insultis riskis mcired momateba.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ადვილ ლიქვი-გელის შენახვის წესი

ადვილ ლიქვი-გელი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია ადვილ ლიქვი-გელის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია ადვილ ლიქვი-გელის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

GlaxoSmithKline Tüketici Sağlığı A.Ş.

ლევენტი, სისლი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Catalent France Beinheim SA,

საფრანგეთი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 09/09/2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა