ბლოკმაქსი ფორტე ბავშვებისთვის
BlokMAX® Forte for kids
იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები მოქმედებენ ტკივილსა და სხეულის ტემპერატურის მომატებაზე ორგანიზმის რეაქციის შეცვლის გზით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან ყავისფერი მინის ბოთლი №1 შეფუთვაში შპრიც დოზატორთან ერთად
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043837
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბლოკმაქსი ფორტე ბავშვებისთვის — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები მოქმედებენ ტკივილსა და სხეულის ტემპერატურის მომატებაზე ორგანიზმის რეაქციის შეცვლის გზით.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო გამოიყენება მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის:
მსუბუქი ან ზომიერი ტკივილის დროს,
ცხელებისას.
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი უარესად გრძნობს თავს ან გაუმჯობესება არ შეინიშნება 3 დღის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
პერორალური გამოყენებისათვის.
ზუსტი დოზირების მიზნით შეფუთვას თან ახლავს პლასტმასის შპრიცი (5 მლ).
დოზირების შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია:
- ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- მოხსენით თავსახური ფლაკონს.
- მოხსენით თავსახური შპრიცს.
- დადეთ ფლაკონი მყარ, ბრტყელ ზედაპირზე და მოათავსეთ შპრიცი ფლაკონში.
- ნელა ამოსწიეთ შპრიცის დგუში სუსპენზიის რაოდენობის შესაბამის ნიშნულამდე (მილილიტრებში (მლ)), საჭირო დოზის შესაბამისად.
- ამოიღეთ შპრიცი ფლაკონიდან.
- დარწმუნდით, რომ ბავშვი ვერტიკალურ მდგომარეობაშია.
- მოათავსეთ შპრიცის წვერი ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს, თანდათან გამოუშვით პრეპარატი.
- დაელოდეთ გარკვეულ ხანს, რომ ბავშვმა გადაყლაპოს პრეპარატი.
- გაიმეორეთ 4-9 ეტაპები იმავე სახით, ვიდრე არ მისცემთ სრულ დოზას.
- პრეპარატის გამოყენების შემდეგ დახურეთ ფლაკონი თავსახურით. გამორეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და დააცადეთ გაშრობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თუ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ან თუ სიმპტომები გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატი ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს საჭიროზე მეტი დოზა
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო პრეპარატი, გამოიძახეთ ექიმი ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რომ შეფასდეს რისკი და მიიღოთ რეკომენდაციები აუცილებლად მისაღები ზომების შესახებ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება (სისხლით), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ცნობიერების არევა, ნისტაგმი (თვალის უნებლიე მოძრაობა) ან უფრო იშვიათად დიარეა. დიდი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დაბალი არტერიული წნევა, აღგზნება, ცნობიერების არევა, კომა, ჰიპერკალემია (სისხლში ზედმეტი კალიუმი), პროთრომბინის დროის/INR-ის მომატება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, სუნთქვის დათრგუნვა, ციანოზი და ბრონქული ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში, ძილიანობა, გულმკერდში ტკივილი, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, შარდში სისხლი, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის დარღვევა.
თუ დაგავიწყდათ ბავშვისათვის ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიცემა
არ მისცეთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსაციისთვის. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება ან მიცემა, მიიღეთ ან მიეცით იგი გახსენებისთანავე, შემდეგ კი მიიღეთ ან მიეცით შემდეგი დოზა ზემოთ მითითებული დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო უკუნაჩვენებია:
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების(-ების) ან ნაწილში 6.1 მოცემული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პაციენტებში, რომლებსაც მანამდე გამოუვლინდათ აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ), იბუპროფენის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიღებასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ.: ბრონქოსპაზმი, ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება).
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რაც დაკავშირებულია ასაპ-ით წინა მკურნალობასთან.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აქტიური ან განმეორებითი პეპტიკური წყლული/სისხლდენა ანამნეზში (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი განსხვავებული ეპიზოდი).
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცერებროვასკულური ან სხვა აქტიური სისხლდენა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გულის მძიმე უკმარისობის (NYHA IV) მქონე პაციენტებში.
ჰემატოპოეზის აუხსნელი დარღვევების მქონე პაციენტებში.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (იხ. ნაწილი 4.6).
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დეჰიდრატაცია (რომელიც გამოწვეულია ღებინებთ, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მიღებით).
სიფრთხილის ზომები
არ მისცეთ ბავშვს ბლოკმაქსი ფორტე საბავშვი, თუ:
ბავშვს აქვს მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან სხვა ანალოგიური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (ასაპ) ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6);
ბავშვს წასულში აწუხებდა ქოშინი, ასთმა, სურდო, სახის და/ან ხელების შეშუპება ან ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ) ან სხვა ანალოგიური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (ასაპ) მიღების შემდეგ.
ბავშვს ჰქონდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ასაპ-ის მიღებასთან.
ბავშვს აღენიშნება ან აღენიშნებოდა კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის მორეციდივე წყლულები (პეპტიკური წყლულები) ან სისხლდენა (წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის დადასტურებული ორი ან მეტი ეპიზოდი).
ბავშვს აქვს ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.
ბავშვს აქვს გულის მძიმე უკმარისობა.
ბავშვს აღენიშნება თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა.
ბავშვს აქვს სისხლის შედედების დარღვევები, რადგან იბუპროფენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო.
ბავშვს აქვს სისხლწარმოქმნის აუხსნელი დარღვევები.
ბავშვს აქვს ძლიერი დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მოხმარებით).
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სანამ ბავშვს მისცემთ ბლოკმაქს ფორტე საბავშვოს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
ბავშვს აქვს გარკვეული მემკვიდრული სისხლის დაავადებები (მაგ.: მწვავე ინტერმისიული პორფირია).
ბავშვს აქვს სისხლის შედედების დარღვევა.
ბავშვს აქვს კანის გარკვეული დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა (სწმ) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება).
ბავშვს აწუხებს ან როდესმე აწუხებდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება), რადგანაც ეს მდგომარეობები შეიძლება გაუარესდეს (იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
ბავშვს აწუხებს ან როდესმე აწუხებდა მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის უკმარისობა.
ბავშვს აქვს თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ბავშვს აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ბავშვს აწუხებს ან როდესმე აწუხებდა ასთმა ან ალერგიული დაავადებები, რადგან შეიძლება განვითარდეს ქოშინი.
ბავშვს აწუხებს თივის ცხელება, ცხვირის პოლიპები ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რადგანაც არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ასთმის შეტევების სახით (ე.წ. ანალგეტიკური ასთმა), კვინკეს შეშუპებით ან ჭინჭრის ციებით.
აქვს ინფექცია - იხ. ქვემოთ ნაწილი ,,ინფექციები’’
ბავშვმა გადაიტანა სერიოზული ოპერაცია, რადგან საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა.
ბავშვი დეჰიდრატირებულია, რადგან დეჰიდრატირებულ ბავშვებში არსებობს თირკმელების პრობლემების განვითარების მომატებული რისკი.
ბავშვი ღებულობს სხვა ასაპ-ს (მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორებს, როგორიც არის ცელეკოქსიბი ან ეტორიკოქსიბი), რადგან საჭიროა მათი ერთდროულად მიღების თავიდან აცილება (იხ. ნაწილი 2 „სხვა სამკურნალო საშუალებები და „ბლოკმაქს ფორტე საბავშვო“).
საჭიროა სიფრთხილე სხვა პრეპარატების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების განვითარების ან სისხლდენის რისკი, მაგ.: პერორალური კორტიკოსტეროიდები (მაგ.: პრედნიზოლონი), სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები (მაგ.: ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) ან ანტითრომბოციტური პრეპარატები (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა).
ზოგადად, ანალგეტიკების (რამდენიმე ტიპის) ჩვეულებრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ხანგრძლივი სერიოზული პრობლემები. აღნიშნული რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც დაკავშირებულია მარილის დაკარგვასთან და დეჰიდრატაციასთან. შესაბამისად თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ნებისმიერი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ თავის ტკივილის დროს შეიძლება გაამწვავოს ის. თუ განვითარდა ან საეჭვოა ასეთი მდგომარეობა, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის და შეწყვიტოთ მკურნალობა. პრეპარატების გადაჭარბებული გამოყენებით გამოწვეულ თავის ტკივილის დიაგნოზზე ეჭვის ქვეშ უნდა იყვნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ხშირი ან ყოველდღიური თავის ტკივილი, თავის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული გამოყენების მიუხედავად (ან მათ გამო).
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის ხანმოკლე პერიოდით გამოყენების გზით.
იბუპროფენის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის და სისხლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
კანის რეაქციები
დაფიქსირდა პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პრეპარატის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ მე-4 ნაწილში აღწერილი კანის სერიოზულ რეაქციების ნებისმიერ სიმპტომი.
რეკომენდებულია მოერიდოთ იბუპროფენის გამოყენებას ჩუტყვავილას დროს.
ინფექციები
ასაპ-მა შეიძლება შენიღბოს ინფექციისა და ცხელების სიმპტომები.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვომ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიც არის ცხელება და ტკივილი. ამრიგად, შესაძლებელია ბლოკმაქსი ფორტე საბავშვომ გადაავადოს ინფექციის შესაბამისი მკურნალობა, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი. აღნიშნული დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის და კანის ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია ჩუტყვავილასთან. თუ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, როდესაც გაქვთ ინფექცია და ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სასიკვდილო, ყველა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატით მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემებით ანამნეზში ან მათ გარეშე. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან წყლულების განვითარებისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულების წარმოქმნის ან პერფორაციის რისკი იზრდება ასაპ-ის დოზის გაზრდისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. ნაწილი 2 „არ მიიღოთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო“) და ხანდაზმულებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მინიმალური დოზით. ასეთი პაციენტებისთვის, აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მცირე დოზებით ერთდროულად მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რისკი, საჭიროა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია დამცავი საშუალებების (მაგ.: მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) გამოყენებით.
ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, როგორიც არის იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო ზრდასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ მისცემთ ბავშვს ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს, თუ:
ბავშვს აქვს გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან თუ მას ჰქონდა გულის შეტევა, კორონარული შუნტირება, პერიფერიული არტერიების დაავადება (სისხლის ცუდი მიმოქცევა ფეხებში ან ტერფებში ვიწრო ან ბლოკირებული არტერიების გამო) ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის „მინი-ინსულტი“ ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა „ტიშ“),
ბავშვს აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება ან თუ არის მწეველი.
იბუპროფენის მიღებისას აღინიშნა პრეპარატზე ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის დარღვევა, სახის და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი გულმკერდის არეში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე აღნიშნულ ნიშანს.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, სანამ ბავშვს მისცემთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს, თუ მას აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა.
ხანდაზმული ასაკი
ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი, რომლებიც წარმოიქმნება ასაპ-ის მიღებისას, კერძოდ, კუჭისა და ნაწლავების მხრივ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი 4 ”შესაძლო გვერდითი ეფექტები“.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით თუ ისინი ხანდაზმული ადამიანები არიან, უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის) შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბავშვი ღებულობს, ბოლო პერიოდში ღებულობდა ან უნდა მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მაგ.:
ანტიკოაგულაციური პრეპარატები (სისხლის გასათხიერებლად/კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, მაგ.: ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი)
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას (აგფ ინჰიბიტორები, მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, როგორიც არის ატენოლოლის შემცველი სამკურნალო საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, მაგ.: ლოზარტანი).
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება ურთიერთქმედებდეს პრეპარატთან ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო. ამგვარად, ყოველთვის უნდა მიმართოთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს, ვიდრე მიიღებთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი ღებულობს ან ბოლო პერიოდში ღებულობდა ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. კერძოდ, აცნობეთ მათ, თუ ბავშვი ღებულობს შემდეგ საშუალებებს:
სხვა ასაპ, ცოგ-2-ის
ინჰიბიტორების ჩათვლით
რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
დიგოქსინი (გულის უკმარისობის დროს)
რადგან დიგოქსინის მოქმედება შეიძლება გაიზარდოს
გლუკოკორტიკოიდები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კორტიზონს ან კორტიზონის მსგავს ნივთიერებებს)
რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭის წყლულის ან სისხლდენების განვითარების რისკი.
ანტიაგრეგანტები
რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავა (დაბალი დოზებით)
რადგან სისხლის გათხიერების ეფექტი შეიძლება დაირღვეს
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (მაგ.: ვარფარინი)
რადგან იბუპროფენმა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების მოქმედება
ფენიტოინი (ეპილეფსიითვის)
რადგან ფენიტოინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები)
რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავური სისხლდენის განვითარების რისკი.
ლითიუმი (მანიაკალურ-დეპრესიული დაავადებების და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)
რადგან ლითიუმის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს
პრობენეციდი და სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები)
რადგან იბუპროფენის გამოყოფა შეიძლება გადავადდეს
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას და დიურეტიკები (შარდმდენები)
რადგან იბუპროფენმა შეიძლება შეასუსტოს ამ პრეპარატების მოქმედება და არსებობს თირკმელებისათვის მომატებული რისკი
კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, მაგ.: ამილორიდი, კალიუმის კანრენოატი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი
რადგან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია (სისხლში ზედმეტი კალიუმი)
მეტოტრექსატი (კიბოს ან რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატი)
რადგან მეტოტრექსატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს
ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატები)
რადაგან შეიძლება დაზიანდეს თირკმელები
ზიდოვუდინი (აივ-ის სამკურნალო პრეპარატები)
რადგან იბუპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსარში სისხლდენის რისკის ზრდა ან სისხლდენები, რომლებიც იწვევენ შეშუპებას აივ–ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰემოფილია.
სულფონილშარდოვანას პრეპარატები (დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები)
რადგან სისხლში შაქრის დონე შეიძლება შეიცვალოს
ქინოლონური ანტიბიოტიკები
რადგან კრუნჩხვის (შეტევების) განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს
ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (CYP2C9 ინჰიბიტორები), რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს
რადგან იბუპროფენის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. უნდა იქნას განხილული იბუპროფენის დოზის შემცირების მიზანშეწონილობა ვორიკონაზოლთან ან ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას, განსაკუთრებით იბუპროფენის მაღალი დოზების გამოყენებისას
ბაკლოფენი
შეიძლება განვითარდეს ბაკლოფენის ტოქსიკურობა იბუპროფენის გამოყენების დაწყების შემდეგ
რიტონავირი
რიტონავირს შეუძლია გაზარდოს ასაპ-ის კონცენტრაცია პლაზმაში
ამინოგლიკოზიდები
ასაპ-მა შეიძლება შეამციროს ამინოგლოკოზიდების გამოყოფა
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს გამოყენება ალკოჰოლთან ერთად
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს გამოყენებისას ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული. ზოგიერთი გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი, მაგ.: კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული, შეიძლება გაიზარდოს ალკოჰოლის მოხმარებისას ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს გამოყენების დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა არ მიიღოთ პრეპარატი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან მომავალ ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს თირკმელების და გულის პრობლემები, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენი და ბავშვის მიდრეკილებაზე სისხლდენის მიმართ და გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან გახანგრძლივება. მოერიდეთ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებას ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ ექიმმა არ გირჩიათ სხვაგვარად. თუ პრეპარატი მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხანს, ორსულობის მე-20 კვირიდან, პრეპარატმა ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შესაძლოა გამოიწვიოს მომავალი ბავშვის თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა განაპირობოს ამნიონური სითხის დონის შემცირება, რომელიც გარს არტყავს ბავშვს (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულის სისხლძარღვების (არტერიული სადინარი) შევიწროვება. თუ გჭირდება რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.
ძუძუთი კვება
იბუპროფენის და მისი დაშლის პროდუქტების მხოლოდ მცირე რაოდენობა ხვდება დედის რძეში. ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიძლება გამოყენებული იქნას ძუძუთი კვების დროს, მაგრამ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და უმოკლესი დროის განმავლობაში. ფერტილობა ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (ასაპ), რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფერტილობაზე ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისას პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს და ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 2 მგ ნატრიუმის ბენზოატს ყოველ მლ-ში.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ დოზაზე, ე.ი. არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლებელია გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო ყველაზე დაბალი დოზების რაც შეიძლება ხანმოკლე დროის პერიოდში გამოყენებით.
ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ასაპ-ის ნებისმიერი ცნობილი გვერდითი ეფექტი. ასეთ შემთხვევაში ან ეჭვის არსებობისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიცემა ბავშვისთვის და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მოცემულ პრეპარატს, იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას თუ ბავშვს გამოუვლინდა:
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის სიმპტომები, როგორიც არის მუცლის ძლიერი ტკივილი, შავი კუპრისებრი განავალი, ღებინება სისხლით ან მუქი ნაწილაკებით, რაც ყავის ნალექივით გამოიყურება.
იშვიათი, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიც არის ასთმის გამწვავება, აუხსნელი ხიხინი ან ქოშინი, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის ვარდნა, რომელიც იწვევს შოკს. ეს შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის პირველივე გამოყენების დროსაც კი. რომელიმე ამ სიმპტომის განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოწითალო, დაბალი, სამიზნის ფორმის ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების არეებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
შეიძლება განვითარდეს კანის სერიოზული რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომებია: ფართო დაზიანება გამონაყარით, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.
წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი კანის ქვეშ მუწუკებით და ბუშტუკებით, ყველაზე ხშირად კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). ზემოთ ჩამოთვლილი თუ რომელიმე სიმპტომი განვითარდება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღება და მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. ასევე იხ. ნაწილი 2.
ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი რომელსაც ეწოდება კოუნისის სინდრომი.
აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტი, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გასტროინტესტინალური ჩივილები, როგორიც არის გულძმარვა, მუცლის ტკივილი და გულისრევა, საკვების მონელების დარღვევა, დიარეა, ღებინება, მეტეორიზმი (აირები) და ყაბზობა და კუჭიდან და/ან ნაწლავებიდან მცირე რაოდენობით სისხლის დაკარგვა, რამაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
კუჭ-ნაწლავის წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება დაწყლულებით, ნაწლავების არსებული დაავადების გაუარესება (კოლიტი ან კრონის დაავადება), გასტრიტი
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიც არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აღგზნება, გაღიზიანებადობა ან დაღლილობა
მხედველობის დარღვევა
კანის სხვადასხვა გამონაყარი
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ჭინჭრის ციებით და ქავილით
იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
ტინიტუსი (ყურებში შუილი)
სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, ტკივილი თეძოებში და/ან მუცელში, შარდში სისხლი და ცხელება შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების ნიშნები (პაპილარული ნეკროზი)
სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება
ჰემოგლობინის დონის დაქვეითება
ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
ეზოფაგიტი, პანკრეატიტი და ნაწლავური დიაფრაგმის მსგავსი სტრუქტურების წარმოქმნა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა და სახის ან ხელების შეშუპება (შეშუპება)
შარდის იშვიათი გამოყოფა და შეშუპებები (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში), შეშუპებები (შეშუპება) და მღვრიე შარდი (ნეფროზული სინდრომი); თირკმელების ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ–ერთის განვითარებისას ან თუ გრძნობთ დისკომფორტს, შეწყვიტეთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგანაც ეს შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების ან თირკმელების უკმარისობის პირველი ნიშნები.
ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია
მაღალი არტერიული წნევა, ვასკულიტი
გახშირებული გულისცემა
ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის დაზიანება (კანის გაუფერულება შეიძლება იყოს პირველი ნიშანი), განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი)
სისხლის უჯრედების წარმოქმნის პრობლემები - პირველი ნიშნები: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, ცხვირიდან და კანიდან სისხლდენა და აუხსნელი სისხლჩაქცევები. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. მოერიდეთ ყოველგვარ თვითმკურნალობას ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით ან სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც აქვეითებენ ტემპერატურას (სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალებები).
ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის მწვავე ინფექციები და გართულებები რბილი ქსოვილების მხრივ
აღწერილია ინფექციასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესების გამწვავება (მაგ.: ნეკროზული ფასციიტი), რომელიც დაკავშირებულია გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების (ასაპ) გამოყენებასთან. ინფექციის ნიშნების გაჩენის ან მათი გაუარესებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია გაირკვეს, არსებობს თუ არა ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის/ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის ჩვენებები.
იბუპროფენის გამოყენებისას დაფიქსირდა ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები კეფის კუნთების რიგიდობით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით ან ცნობიერების არევით. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტები (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები) შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ამ დაავადების მიმართ. თუ აღნიშნული განვითარდა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კანის მძიმე რეაქციები, როგორიც არის კანის გამონაყარი სიწითლით და ბუშტუკებით (მაგ.: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა (ალოპეცია).
უცნობი (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
სასუნთქი გზების რეაქტიულობა, ასთმის, ბრონქოსპაზმის ან ქოშინის ჩათვლით.
კანი მგრძნობიარე ხდება სინათლის მიმართ.
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით ზრდასთან.
ჭარბი დოზა
იპუბროფენის 400 მგ/კგ-ზე მეტი დოზების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკურობის სიმპტომები, ხოლო ტოქსიკური ეფექტების რისკი არ არის გამორიცხული >100 მგ/კგ დოზების მიღებისას.
ა) სიმპტომები
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან უფრო იშვიათად დიარეა. ასევე მოსალოდნელია ნისტაგმი, მხედველობის დაბინდვა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გაცილებით სერიოზული მომწამვლელი ტოქსიურობა აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, რაც ვლინდება ვერტიგოს, თავბრუსხვევის, ძილიანობის სახით, იშვიათად აღგზნებით და დეზორიენტაციით, გონების დაკარგვით ან კომით. ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ კონვულსიები. სერიოზული მოწამვლის დროს შესაძლოა აღინიშნოს მეტაბოლური აციდოზი. მოსალოდნელია ჰიპოთერმია და ჰიპერკალიემია და პროთრომბინის დროის/INR-ის გახანგრძლივება, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ცირკულაციური კოაგულაციის ფაქტორის მოქმედებაზე ზეგავლენით. შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი. რეკომენდებულზე მაღალი ან ჭარბი დოზის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკოვანი აციდოზი და ჰიპოკალიემია. ასთმის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ასთმის გართულება.
ბ) მართვა
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე, უნდა მოიცავდეს სასუნთქი გზების გამტარობის მართვას და გულის და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგს მანამდე, სანამ მდგომარეობა სტაბილური არ გახდება. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აქტივირებული ნახშირის პერორალურად მიღება ან კუჭის ამორეცხვა თუ პაციენტი მიმართავს ექიმს პრეპარატის პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. თუ იბუპროფენის შეწოვა უკვე მოხდა, მიიღება ტუტოვანი სუბსტანციები, რომ ხელი შეუწყოს მჟავური იბუპროფენის შარდში გამოყოფას. ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიების შემთხვევაში ვენაში შეიყვანება დიაზეპამი ან ლორაზეპამი. ასთმის დროს მიიღება ბრონქოდილატატორები. დახმარებისთვის მიმართეთ ტოქსიკოლოგიის ადგილობრივ ცენტრს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი.
5 მლ სუსპენზია პერორალურად მიღებისათვის შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, დინატრიუმის ედეტატი, სუკრალოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ყურძნის არომატიზატორი (შეიცავს პროპილენგლიკოლს E1520, არომატულ ნივთიერებებს), გემოს და არომატის გამაძლიერებლები (წყალი, პროპილენგლიკოლი E 1520, არომატული კომპონენტები), სიმეთიკონის ემულსია 30%, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო: ერთგვაროვანი სუსპენზია თითქმის თეთრიდან კრემისფერ-თეთრამდე შეფერილობის, ყურძნის სურნელით.
100 მლ სუსპენზია პერორალური მიღებისთვის მოთავსებულია 125 მლ ტევადობის მუქი შუშის ფლაკონში, დალუქულია ბავშვისთვის უსაფრთხო PP 28 ხრახნიანი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლის რგოლით რელიეფური ნაბეჭდით და შუასადებით.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი (1) ფლაკონი, ერთი პლასტმასის 5 მლ გრადუირებული შპრიცი დოზატორი და ფურცელი-ჩანართი. 5 მლ პლასტმასის შპრიცი გრადუირებულია 1,25 მლ, 2,5 მლ, 3,75 მლ და 5 მლ-ებად დოზების გაზომვისთვის.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ („ვარგისია“-მდე).
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღია მოცემული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.
სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან ნაგავში.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პროდუქტები, არასტეროიდები; პროპიონის მჟავის წარმოებულები
ათქ კოდი: M01AE01
იბუპროფენი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (ასაპ), რომელმაც აჩვენა მისი ეფექტურობა ცხოველების ზოგად ექსპერიმენტული ანთების მოდელებში, პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებით. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ანთებით ტკივილს, შეშუპებას და ცხელებას. გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
იბუპროფენის კლინიკური ეფექტურობა გამოვლინდა მსუბუქი და ზომიერად ძლიერი ტკივილის სიმპტომური მკურნალობის დროს, როგორიც არის კბილის ტკივილი, თავის ტკივილი და ცხელების სიმპტომური მკურნალობა.
ტკივილგამაყუჩებელი დოზა ბავშვებში შეადგენს 7-10 მგ/კგ-ს ერთ დოზაზე მაქსიმუმ 30 მგ/კგ დღეში. ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიცავს იბუპროფენს, რომელმაც ღია კვლევაში 15 წუთში აჩვენა ანტიპირეტული მოქმედების დაწყება და ამცირებს ცხელებას ბავშვებში 8 საათამდე პერიოდით.
ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით იბუპროფენმა შეიძლება კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზის მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე, როდესაც ისინი მიიღება ერთდროულად. ზოგიერთმა ფარმაკოდინამიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც იბუპროფენის 400 მგ ერთჯერადი დოზები მიიღებოდა სწრაფი გამოთავისუფლების აცეტილსალიცილის მჟავის (81 მგ) მიღებამდე 8 საათის განმავლობაში ან მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, აღინიშნა აცეტილსალიცილის მჟავის ეფექტურობის დაქვეითება თრომბოქსანის ფორმირების ან თრომბოციტების აგრეგაციის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაუზუსტებელი მონაცემები მოცემულ კლინიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ იბუპროფენის რეგულარულმა, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავის კარდიოპროტექტორული ეფექტი. კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ განიხილება იბუპროფენის პერიოდულად გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4.5).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. ლიტერატურული მონაცემები ადასტურებს, რომ ბავშვებში იბუპროფენის შეწოვა, მეტაბოლიზმი და გამოყოფა მიმდინარეობს ისევე, როგორც მოზრდილებში.
პერორალური მიღების შემდეგ იბუპროფენი ნაწილობრივ შეიწოვება კუჭში და შემდეგ მთლიანად წვრილ ნაწლავში. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის (ჰიდროქსილაცია, კარბოქსილაცია, კონიუგაცია) შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფიან სრულად, ძირითადად თირკმელებით (90%), აგრეთვე სანაღვლე გზით. ჯანმრთელი სუბიექტებში, აგრეთვე ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.8-3.5 საათს. პლაზმის ცილებთან შეაკავშირება შეადგენს დაახლოებით 99%-ს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ვინაიდან იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის შეცვლილი ფარმაკოკინეტიკა. ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დაფიქსირდა ცილებთან შეკავშირების შემცირება, მთლიანი იბუპროფენის და შეუკავშირებელი (S)-იბუპროფენის პლაზმური დონის მომატება, (S)-იბუპროფენის AUC-ის უფრო მაღალი მნიშვნელობა და ენანტიომერული AUC (S/R) თანაფარდობის ზრდა. თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე, დიალიზზე მყოფ პაციენტებში იბუპროფენის საშუალო თავისუფალი ფრაქცია შეადგენდა დაახლოებით 3%-ს, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, რომელთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1%. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს იბუპროფენის მეტაბოლიტების დაგროვება. აღნიშნული ეფექტის მნიშვნელობა უცნობია. მეტაბოლიტების გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზით (იხ. ასევე ნაწილი 4.3).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ალკოჰოლურ დაავადებებს ღვიძლის ფუნქციის მსუბუქ და ზომიერ დარღვევებთან ერთად არ გამოუწვევია ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების არსებითი ცვლილება. ღვიძლის დაავადებამ შეიძლება შეცვალოს იბუპროფენის დისპოზიციური კინეტიკა. ციროზით დაავადებულ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (Child Pugh-ს ქულა 6-10) აღინიშნა ნახევარ-გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება, საშუალოდ 2-ჯერ და ენანტიომერული AUC თანაფარდობა (S/R) მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფში, რაც მიუთითებს (R)-იბუპროფენის აქტიურ (S)-ენანიტომერად მეტაბოლური ინვერსიის დარღვევაზე (იხ. ასევე ნაწილი 4.3).
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ცხოველებში ჩატარებულ ექსპერიმენტებში იბუპროფენის სუბქრონიკული და ქრონიკული ტოქსიურობა ძირითადად გამოვლინდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაზიანებისა და წყლულების ფორმით.
In vitro და in vivo კვლევებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება იბუპროფენის მუტაგენური პოტენციალის შესახებ. ვირთაგვებსა და თაგვებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა იბუპროფენის კანცეროგენული მოქმედების რაიმე მტკიცებულება.
იბუპროფენმა გამოიწვია ოვულაციის დათრგუნვა ბოცვრებში და განაპირობა სხვადასხვა ცხოველების სახეობებში (ბოცვერი, ვირთაგვა, თაგვი) იმპლანტაციური დარღვევები. ვირთაგვებსა და ბოცვრებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იბუპროფენი კვეთს პლაცენტას. დედისთვის ტოქსიური დოზების მიღების შემდეგ აღინიშნა მანკების (პარკუჭის ძგიდის დეფექტები) განვითარების სიხშირის ზრდა ვირთაგვების ნაშიერებში.
- ფარმაცევტული მახასითებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცერინი
ქსანტანის გუმფისი
მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა
ნატრიუმის კარმელოზა
პოლისორბატი 80
დინატრიუმის ედეტატი
სუკრალოზა
ლიმონმჟავას მონოჰიდრატი
ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი
ნატრიუმის ბენზოატი
ყურძნის არომატიზატორი (შეიცავს პროპილენ გლიკოლს E1520, საგემოვნო-არომატული ნივთიერებები)
გემოს მაკორექტირებელი არომატიზატორი
წყალი
პროპილენ გლიკოლი E1520
არომატიზატორი კომპონენტები
სიმეთიკონის ემულსია 30%
ნატრიუმის ქლორიდი
წყალი, გასუფთავებული
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
56864250001905022860000ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო 200 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო 200 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია
იბუპროფენი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მოცემულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი უარესად გრძნობს თავს ან გაუმჯობესება არ შეინიშნება 3 დღის შემდეგ.
ფურცელი-ჩანართში შედის:
- რა არის ბლოკმაქსი ფორტე საბავშო და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღებამდე
- ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ბლოკმაქსი ფორტე საბავშო და რისთვის გამოიყენება
იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები მოქმედებენ ტკივილსა და სხეულის ტემპერატურის მომატებაზე ორგანიზმის რეაქციის შეცვლის გზით.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო გამოიყენება მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის:
მსუბუქი ან ზომიერი ტკივილის დროს,
ცხელებისას.
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი უარესად გრძნობს თავს ან გაუმჯობესება არ შეინიშნება 3 დღის შემდეგ.
- რა უნდა იცოდეთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღებამდე
არ მისცეთ ბავშვს ბლოკმაქსი ფორტე საბავშვი, თუ:
ბავშვს აქვს მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან სხვა ანალოგიური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (ასაპ) ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6);
ბავშვს წასულში აწუხებდა ქოშინი, ასთმა, სურდო, სახის და/ან ხელების შეშუპება ან ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ) ან სხვა ანალოგიური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (ასაპ) მიღების შემდეგ.
ბავშვს ჰქონდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ასაპ-ის მიღებასთან.
ბავშვს აღენიშნება ან აღენიშნებოდა კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის მორეციდივე წყლულები (პეპტიკური წყლულები) ან სისხლდენა (წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის დადასტურებული ორი ან მეტი ეპიზოდი).
ბავშვს აქვს ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.
ბავშვს აქვს გულის მძიმე უკმარისობა.
ბავშვს აღენიშნება თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა.
ბავშვს აქვს სისხლის შედედების დარღვევები, რადგან იბუპროფენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო.
ბავშვს აქვს სისხლწარმოქმნის აუხსნელი დარღვევები.
ბავშვს აქვს ძლიერი დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მოხმარებით).
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სანამ ბავშვს მისცემთ ბლოკმაქს ფორტე საბავშვოს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
ბავშვს აქვს გარკვეული მემკვიდრული სისხლის დაავადებები (მაგ.: მწვავე ინტერმისიული პორფირია).
ბავშვს აქვს სისხლის შედედების დარღვევა.
ბავშვს აქვს კანის გარკვეული დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა (სწმ) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება).
ბავშვს აწუხებს ან როდესმე აწუხებდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება), რადგანაც ეს მდგომარეობები შეიძლება გაუარესდეს (იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
ბავშვს აწუხებს ან როდესმე აწუხებდა მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის უკმარისობა.
ბავშვს აქვს თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ბავშვს აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ბავშვს აწუხებს ან როდესმე აწუხებდა ასთმა ან ალერგიული დაავადებები, რადგან შეიძლება განვითარდეს ქოშინი.
ბავშვს აწუხებს თივის ცხელება, ცხვირის პოლიპები ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რადგანაც არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ასთმის შეტევების სახით (ე.წ. ანალგეტიკური ასთმა), კვინკეს შეშუპებით ან ჭინჭრის ციებით.
აქვს ინფექცია - იხ. ქვემოთ ნაწილი ,,ინფექციები’’
ბავშვმა გადაიტანა სერიოზული ოპერაცია, რადგან საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა.
ბავშვი დეჰიდრატირებულია, რადგან დეჰიდრატირებულ ბავშვებში არსებობს თირკმელების პრობლემების განვითარების მომატებული რისკი.
ბავშვი ღებულობს სხვა ასაპ-ს (მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორებს, როგორიც არის ცელეკოქსიბი ან ეტორიკოქსიბი), რადგან საჭიროა მათი ერთდროულად მიღების თავიდან აცილება (იხ. ნაწილი 2 „სხვა სამკურნალო საშუალებები და „ბლოკმაქს ფორტე საბავშვო“).
საჭიროა სიფრთხილე სხვა პრეპარატების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულების განვითარების ან სისხლდენის რისკი, მაგ.: პერორალური კორტიკოსტეროიდები (მაგ.: პრედნიზოლონი), სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები (მაგ.: ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) ან ანტითრომბოციტური პრეპარატები (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა).
ზოგადად, ანალგეტიკების (რამდენიმე ტიპის) ჩვეულებრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ხანგრძლივი სერიოზული პრობლემები. აღნიშნული რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც დაკავშირებულია მარილის დაკარგვასთან და დეჰიდრატაციასთან. შესაბამისად თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ნებისმიერი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ თავის ტკივილის დროს შეიძლება გაამწვავოს ის. თუ განვითარდა ან საეჭვოა ასეთი მდგომარეობა, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის და შეწყვიტოთ მკურნალობა. პრეპარატების გადაჭარბებული გამოყენებით გამოწვეულ თავის ტკივილის დიაგნოზზე ეჭვის ქვეშ უნდა იყვნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ხშირი ან ყოველდღიური თავის ტკივილი, თავის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული გამოყენების მიუხედავად (ან მათ გამო).
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის ხანმოკლე პერიოდით გამოყენების გზით.
იბუპროფენის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის და სისხლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
კანის რეაქციები
დაფიქსირდა პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პრეპარატის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ მე-4 ნაწილში აღწერილი კანის სერიოზულ რეაქციების ნებისმიერ სიმპტომი.
რეკომენდებულია მოერიდოთ იბუპროფენის გამოყენებას ჩუტყვავილას დროს.
ინფექციები
ასაპ-მა შეიძლება შენიღბოს ინფექციისა და ცხელების სიმპტომები.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვომ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიც არის ცხელება და ტკივილი. ამრიგად, შესაძლებელია ბლოკმაქსი ფორტე საბავშვომ გადაავადოს ინფექციის შესაბამისი მკურნალობა, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი. აღნიშნული დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის და კანის ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია ჩუტყვავილასთან. თუ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, როდესაც გაქვთ ინფექცია და ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სასიკვდილო, ყველა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატით მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემებით ანამნეზში ან მათ გარეშე. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან წყლულების განვითარებისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულების წარმოქმნის ან პერფორაციის რისკი იზრდება ასაპ-ის დოზის გაზრდისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. ნაწილი 2 „არ მიიღოთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო“) და ხანდაზმულებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მინიმალური დოზით. ასეთი პაციენტებისთვის, აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მცირე დოზებით ერთდროულად მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რისკი, საჭიროა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია დამცავი საშუალებების (მაგ.: მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) გამოყენებით.
ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, როგორიც არის იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო ზრდასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ მისცემთ ბავშვს ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს, თუ:
ბავშვს აქვს გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან თუ მას ჰქონდა გულის შეტევა, კორონარული შუნტირება, პერიფერიული არტერიების დაავადება (სისხლის ცუდი მიმოქცევა ფეხებში ან ტერფებში ვიწრო ან ბლოკირებული არტერიების გამო) ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის „მინი-ინსულტი“ ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა „ტიშ“),
ბავშვს აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება ან თუ არის მწეველი.
იბუპროფენის მიღებისას აღინიშნა პრეპარატზე ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის დარღვევა, სახის და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი გულმკერდის არეში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე აღნიშნულ ნიშანს.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, სანამ ბავშვს მისცემთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს, თუ მას აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა.
ხანდაზმული ასაკი
ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი, რომლებიც წარმოიქმნება ასაპ-ის მიღებისას, კერძოდ, კუჭისა და ნაწლავების მხრივ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი 4 ”შესაძლო გვერდითი ეფექტები“.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით თუ ისინი ხანდაზმული ადამიანები არიან, უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის) შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბავშვი ღებულობს, ბოლო პერიოდში ღებულობდა ან უნდა მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მაგ.:
ანტიკოაგულაციური პრეპარატები (სისხლის გასათხიერებლად/კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, მაგ.: ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი)
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას (აგფ ინჰიბიტორები, მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, როგორიც არის ატენოლოლის შემცველი სამკურნალო საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, მაგ.: ლოზარტანი).
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება ურთიერთქმედებდეს პრეპარატთან ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო. ამგვარად, ყოველთვის უნდა მიმართოთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს, ვიდრე მიიღებთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი ღებულობს ან ბოლო პერიოდში ღებულობდა ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. კერძოდ, აცნობეთ მათ, თუ ბავშვი ღებულობს შემდეგ საშუალებებს:
სხვა ასაპ, ცოგ-2-ის
ინჰიბიტორების ჩათვლით
რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
დიგოქსინი (გულის უკმარისობის დროს)
რადგან დიგოქსინის მოქმედება შეიძლება გაიზარდოს
გლუკოკორტიკოიდები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კორტიზონს ან კორტიზონის მსგავს ნივთიერებებს)
რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭის წყლულის ან სისხლდენების განვითარების რისკი.
ანტიაგრეგანტები
რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავა (დაბალი დოზებით)
რადგან სისხლის გათხიერების ეფექტი შეიძლება დაირღვეს
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები (მაგ.: ვარფარინი)
რადგან იბუპროფენმა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების მოქმედება
ფენიტოინი (ეპილეფსიითვის)
რადგან ფენიტოინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები)
რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავური სისხლდენის განვითარების რისკი.
ლითიუმი (მანიაკალურ-დეპრესიული დაავადებების და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)
რადგან ლითიუმის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს
პრობენეციდი და სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები)
რადგან იბუპროფენის გამოყოფა შეიძლება გადავადდეს
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას და დიურეტიკები (შარდმდენები)
რადგან იბუპროფენმა შეიძლება შეასუსტოს ამ პრეპარატების მოქმედება და არსებობს თირკმელებისათვის მომატებული რისკი
კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, მაგ.: ამილორიდი, კალიუმის კანრენოატი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი
რადგან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია (სისხლში ზედმეტი კალიუმი)
მეტოტრექსატი (კიბოს ან რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატი)
რადგან მეტოტრექსატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს
ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატები)
რადაგან შეიძლება დაზიანდეს თირკმელები
ზიდოვუდინი (აივ-ის სამკურნალო პრეპარატები)
რადგან იბუპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსარში სისხლდენის რისკის ზრდა ან სისხლდენები, რომლებიც იწვევენ შეშუპებას აივ–ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰემოფილია.
სულფონილშარდოვანას პრეპარატები (დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები)
რადგან სისხლში შაქრის დონე შეიძლება შეიცვალოს
ქინოლონური ანტიბიოტიკები
რადგან კრუნჩხვის (შეტევების) განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს
ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (CYP2C9 ინჰიბიტორები), რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს
რადგან იბუპროფენის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. უნდა იქნას განხილული იბუპროფენის დოზის შემცირების მიზანშეწონილობა ვორიკონაზოლთან ან ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას, განსაკუთრებით იბუპროფენის მაღალი დოზების გამოყენებისას
ბაკლოფენი
შეიძლება განვითარდეს ბაკლოფენის ტოქსიკურობა იბუპროფენის გამოყენების დაწყების შემდეგ
რიტონავირი
რიტონავირს შეუძლია გაზარდოს ასაპ-ის კონცენტრაცია პლაზმაში
ამინოგლიკოზიდები
ასაპ-მა შეიძლება შეამციროს ამინოგლოკოზიდების გამოყოფა
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს გამოყენება ალკოჰოლთან ერთად
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს გამოყენებისას ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული. ზოგიერთი გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი, მაგ.: კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული, შეიძლება გაიზარდოს ალკოჰოლის მოხმარებისას ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს გამოყენების დროს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა არ მიიღოთ პრეპარატი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან მომავალ ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს თირკმელების და გულის პრობლემები, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენი და ბავშვის მიდრეკილებაზე სისხლდენის მიმართ და გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან გახანგრძლივება. მოერიდეთ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებას ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ ექიმმა არ გირჩიათ სხვაგვარად. თუ პრეპარატი მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხანს, ორსულობის მე-20 კვირიდან, პრეპარატმა ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შესაძლოა გამოიწვიოს მომავალი ბავშვის თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა განაპირობოს ამნიონური სითხის დონის შემცირება, რომელიც გარს არტყავს ბავშვს (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულის სისხლძარღვების (არტერიული სადინარი) შევიწროვება. თუ გჭირდება რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.
ძუძუთი კვება
იბუპროფენის და მისი დაშლის პროდუქტების მხოლოდ მცირე რაოდენობა ხვდება დედის რძეში. ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიძლება გამოყენებული იქნას ძუძუთი კვების დროს, მაგრამ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და უმოკლესი დროის განმავლობაში. ფერტილობა ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (ასაპ), რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფერტილობაზე ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისას პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს და ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 2 მგ ნატრიუმის ბენზოატს ყოველ მლ-ში.
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ დოზაზე, ე.ი. არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
- ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
უნდა მიიღოთ სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო მინიმალური ეფექტური დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.
თუ გაქვთ ინფექცია დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები (მაგ.: ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან მწვავდება (იხ. ნაწილი 2).
ჩვეულებრივი დოზირება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ:
ბავშვის
სხეულის მასა
(ასაკი)
ერთჯერადი დოზა და
მიღების წესი
სიხშირე 24 საათში *
7-9 კგ (6-11 თვე)
1 x 1,25 მლ (ექვივალენტურია 50 მგ იბუპროფენის, ერთი გაზომვა შპრიცის საშუალებით)
3-4-ჯერ
10-15 კგ
(1-3 წელი)
1 x 2,5 მლ (ექვივალენტურია 100 მგ იბუპროფენის, ერთი გაზომვა შპრიცის საშუალებით)
3-ჯერ
16-19 კგ
(4-5 წელი)
1 x 3,75 მლ (ექვივალენტურია 150 მგ იბუპროფენის, ერთი გაზომვა შპრიცის საშუალებით)
3-ჯერ
20-29 კგ
(6-9 წელი)
1 x 5 მლ (ექვივალენტურია 200 მგ იბუპროფენის, ერთი გაზომვა შპრიცის საშუალებით)
3-ჯერ
30-40 კგ
(10-12 წელი)
1 x 7,5 მლ (ექვივალენტურია 300 მგ იბუპროფენის, ორი გაზომვა შპრიცის საშუალებით)
3-ჯერ
- დოზები მიიღება დაახლოებით ყოველ 6-8 საათში.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ან 7 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში.
მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებისთვის ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღება რეკომენდებულია კვების დროს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისათვის.
ზუსტი დოზირების მიზნით შეფუთვას თან ახლავს პლასტმასის შპრიცი (5 მლ).
დოზირების შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია:
- ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- მოხსენით თავსახური ფლაკონს.
- მოხსენით თავსახური შპრიცს.
- დადეთ ფლაკონი მყარ, ბრტყელ ზედაპირზე და მოათავსეთ შპრიცი ფლაკონში.
- ნელა ამოსწიეთ შპრიცის დგუში სუსპენზიის რაოდენობის შესაბამის ნიშნულამდე (მილილიტრებში (მლ)), საჭირო დოზის შესაბამისად.
- ამოიღეთ შპრიცი ფლაკონიდან.
- დარწმუნდით, რომ ბავშვი ვერტიკალურ მდგომარეობაშია.
- მოათავსეთ შპრიცის წვერი ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს, თანდათან გამოუშვით პრეპარატი.
- დაელოდეთ გარკვეულ ხანს, რომ ბავშვმა გადაყლაპოს პრეპარატი.
- გაიმეორეთ 4-9 ეტაპები იმავე სახით, ვიდრე არ მისცემთ სრულ დოზას.
- პრეპარატის გამოყენების შემდეგ დახურეთ ფლაკონი თავსახურით. გამორეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და დააცადეთ გაშრობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თუ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ან თუ სიმპტომები გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატი ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს საჭიროზე მეტი დოზა
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო ან ბავშვმა შემთხვევით მიიღო პრეპარატი, გამოიძახეთ ექიმი ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რომ შეფასდეს რისკი და მიიღოთ რეკომენდაციები აუცილებლად მისაღები ზომების შესახებ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება (სისხლით), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ცნობიერების არევა, ნისტაგმი (თვალის უნებლიე მოძრაობა) ან უფრო იშვიათად დიარეა. დიდი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დაბალი არტერიული წნევა, აღგზნება, ცნობიერების არევა, კომა, ჰიპერკალემია (სისხლში ზედმეტი კალიუმი), პროთრომბინის დროის/INR-ის მომატება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, სუნთქვის დათრგუნვა, ციანოზი და ბრონქული ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში, ძილიანობა, გულმკერდში ტკივილი, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, შარდში სისხლი, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის დარღვევა.
თუ დაგავიწყდათ ბავშვისათვის ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიცემა
არ მისცეთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსაციისთვის. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება ან მიცემა, მიიღეთ ან მიეცით იგი გახსენებისთანავე, შემდეგ კი მიიღეთ ან მიეცით შემდეგი დოზა ზემოთ მითითებული დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლებელია გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭირო ყველაზე დაბალი დოზების რაც შეიძლება ხანმოკლე დროის პერიოდში გამოყენებით.
ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ასაპ-ის ნებისმიერი ცნობილი გვერდითი ეფექტი. ასეთ შემთხვევაში ან ეჭვის არსებობისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიცემა ბავშვისთვის და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მოცემულ პრეპარატს, იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას თუ ბავშვს გამოუვლინდა:
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის სიმპტომები, როგორიც არის მუცლის ძლიერი ტკივილი, შავი კუპრისებრი განავალი, ღებინება სისხლით ან მუქი ნაწილაკებით, რაც ყავის ნალექივით გამოიყურება.
იშვიათი, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიც არის ასთმის გამწვავება, აუხსნელი ხიხინი ან ქოშინი, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის ვარდნა, რომელიც იწვევს შოკს. ეს შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის პირველივე გამოყენების დროსაც კი. რომელიმე ამ სიმპტომის განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოწითალო, დაბალი, სამიზნის ფორმის ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების არეებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
შეიძლება განვითარდეს კანის სერიოზული რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომებია: ფართო დაზიანება გამონაყარით, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.
წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი კანის ქვეშ მუწუკებით და ბუშტუკებით, ყველაზე ხშირად კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). ზემოთ ჩამოთვლილი თუ რომელიმე სიმპტომი განვითარდება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღება და მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. ასევე იხ. ნაწილი 2.
ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი რომელსაც ეწოდება კოუნისის სინდრომი.
აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტი, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გასტროინტესტინალური ჩივილები, როგორიც არის გულძმარვა, მუცლის ტკივილი და გულისრევა, საკვების მონელების დარღვევა, დიარეა, ღებინება, მეტეორიზმი (აირები) და ყაბზობა და კუჭიდან და/ან ნაწლავებიდან მცირე რაოდენობით სისხლის დაკარგვა, რამაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
კუჭ-ნაწლავის წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება დაწყლულებით, ნაწლავების არსებული დაავადების გაუარესება (კოლიტი ან კრონის დაავადება), გასტრიტი
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიც არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აღგზნება, გაღიზიანებადობა ან დაღლილობა
მხედველობის დარღვევა
კანის სხვადასხვა გამონაყარი
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ჭინჭრის ციებით და ქავილით
იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
ტინიტუსი (ყურებში შუილი)
სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, ტკივილი თეძოებში და/ან მუცელში, შარდში სისხლი და ცხელება შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების ნიშნები (პაპილარული ნეკროზი)
სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება
ჰემოგლობინის დონის დაქვეითება
ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
ეზოფაგიტი, პანკრეატიტი და ნაწლავური დიაფრაგმის მსგავსი სტრუქტურების წარმოქმნა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა და სახის ან ხელების შეშუპება (შეშუპება)
შარდის იშვიათი გამოყოფა და შეშუპებები (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში), შეშუპებები (შეშუპება) და მღვრიე შარდი (ნეფროზული სინდრომი); თირკმელების ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ–ერთის განვითარებისას ან თუ გრძნობთ დისკომფორტს, შეწყვიტეთ ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგანაც ეს შეიძლება იყოს თირკმელების დაზიანების ან თირკმელების უკმარისობის პირველი ნიშნები.
ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია
მაღალი არტერიული წნევა, ვასკულიტი
გახშირებული გულისცემა
ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის დაზიანება (კანის გაუფერულება შეიძლება იყოს პირველი ნიშანი), განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი)
სისხლის უჯრედების წარმოქმნის პრობლემები - პირველი ნიშნები: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, ცხვირიდან და კანიდან სისხლდენა და აუხსნელი სისხლჩაქცევები. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. მოერიდეთ ყოველგვარ თვითმკურნალობას ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით ან სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც აქვეითებენ ტემპერატურას (სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალებები).
ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის მწვავე ინფექციები და გართულებები რბილი ქსოვილების მხრივ
აღწერილია ინფექციასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესების გამწვავება (მაგ.: ნეკროზული ფასციიტი), რომელიც დაკავშირებულია გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების (ასაპ) გამოყენებასთან. ინფექციის ნიშნების გაჩენის ან მათი გაუარესებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია გაირკვეს, არსებობს თუ არა ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის/ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის ჩვენებები.
იბუპროფენის გამოყენებისას დაფიქსირდა ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები კეფის კუნთების რიგიდობით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით ან ცნობიერების არევით. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტები (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები) შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ამ დაავადების მიმართ. თუ აღნიშნული განვითარდა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კანის მძიმე რეაქციები, როგორიც არის კანის გამონაყარი სიწითლით და ბუშტუკებით (მაგ.: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა (ალოპეცია).
უცნობი (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)
სასუნთქი გზების რეაქტიულობა, ასთმის, ბრონქოსპაზმის ან ქოშინის ჩათვლით.
კანი მგრძნობიარე ხდება სინათლის მიმართ.
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის მცირედით ზრდასთან.
- ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ („ვარგისია“-მდე).
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღია მოცემული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.
სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან ნაგავში.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი.
5 მლ სუსპენზია პერორალურად მიღებისათვის შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, დინატრიუმის ედეტატი, სუკრალოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ყურძნის არომატიზატორი (შეიცავს პროპილენგლიკოლს E1520, არომატულ ნივთიერებებს), გემოს და არომატის გამაძლიერებლები (წყალი, პროპილენგლიკოლი E 1520, არომატული კომპონენტები), სიმეთიკონის ემულსია 30%, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვოს აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ბლოკმაქსი ფორტე საბავშვო: ერთგვაროვანი სუსპენზია თითქმის თეთრიდან კრემისფერ-თეთრამდე შეფერილობის, ყურძნის სურნელით.
100 მლ სუსპენზია პერორალური მიღებისთვის მოთავსებულია 125 მლ ტევადობის მუქი შუშის ფლაკონში, დალუქულია ბავშვისთვის უსაფრთხო PP 28 ხრახნიანი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლის რგოლით რელიეფური ნაბეჭდით და შუასადებით.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი (1) ფლაკონი, ერთი პლასტმასის 5 მლ გრადუირებული შპრიცი დოზატორი და ფურცელი-ჩანართი. 5 მლ პლასტმასის შპრიცი გრადუირებულია 1,25 მლ, 2,5 მლ, 3,75 მლ და 5 მლ-ებად დოზების გაზომვისთვის.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
ალექსანდრე მაკედონელის ბულვარი 12
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ. + 389 2 310 40 00
ფაქსი: + 389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
