პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

გინენორმი

Ginenorm

ურეცეპტოდ0.1გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ყველა წარმოშობისა და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი. პრე და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიურ ქირურგიაში. გამოიყენეთ მზა ხსნარი ან საშეტები ფლოგოზის ინტენსივობის მიხედვით, დანიშნულებისამებრ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
0.1გ/100მლ 100მლ ვაგინალური ხსნარი ბოთლი №5
მწარმოებელი
Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ვაგინალური გამოყენებისთვის
ATC კოდი
G02CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036450
რეგისტრირებულია
16 სექტემბერი 2022, მოქმედებს 16 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგინენორმი და სხვა წამალი ერთად

გინენორმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ყველა წარმოშობისა და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.

პრე და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიურ ქირურგიაში.

გამოიყენეთ მზა ხსნარი ან საშეტები ფლოგოზის ინტენსივობის მიხედვით, დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ ასაკში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი ჩათვლის აბსოლუტურად საჭიროდ ამგვარ გამოყენებას.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი არ გამოიყენება სპეციფიკური ან არასპეციფიკური სერიოზული ვულვოვაგინიტის შემთხვევაში,.

ურთიერთქმედებები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

არ ჩატარებულა კვლევები ურთიერთქმედების შესახებ.

სპეციალური გაფრთხილებები

პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის ფენომენი.

ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა.

კანისმიერი რეაქციები

დაფიქსირდა სერიოზული კანისმიერი რეაქციები გინენორმით მკურნალობისას. შეწყვიტეთ გინენორმის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ გამონაყარი, ლორწოვანი გარსის დაზიანება, ბუშტუკები ან ალერგიის სხვა ნიშნები, რადგან ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კანისმიერი რეაქციის პირველი ნიშნები. იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ.

დამხმარე კომპონენტებს შორის პრეპარატი შეიცავს პ-ჰიდროქსიბენზოატებს, როგორც კონსერვანტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გინენორმი არ უშლის ხელს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

დოზა, გამოყენების წესი და დრო

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, გამოსაყენებლად მზად ნივთიერების შემცველი ბოთლის გამოყენებით, ან ყოველი ვაგინალური გამორეცხვისთვის 1-2 საშეტის გახსნა 1 ლიტრ წყალში.

გამოყენების ინსტრუქცია

ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე ან შემთბარი სახით, ბოთლის მოთავსებით ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ.

  • მოხსენით თავსახური და დამცავი პლომბი გვერდებზე მიწოლით.
  • დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
  • გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
  • ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის სრულად დაცარიელებამდე.
  • გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, გინენორმსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მძიმე კანისმიერი რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანისმიერი გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.

ძალიან იშვიათად გამოვლინდა ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სიხშირე „უცნობი“:

ფართოდ გავრცელებული, წითელი და აქერცლილი გამონაყარი კანქვეშ პუსტულების და ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც ძირითადად განლაგებულია კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). შეწყვიტეთ გინენორმის გამოყენება ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ასევე იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები“.

კანი ხდება მგრძნობიარე სინათლის მიმართ - სიხშირე უცნობია.

ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

თუ გამოიყენეთ მეტი გინენორმი, ვიდრე საჭიროა, ან თუ ბავშვებმა შემთხვევით მიიღეს მედიკამენტი, ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რათა მიიღოთ ინფორმაცია რისკის შესახებ და რჩევები განსახორციელებელი ზომების შესახებ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (შეიძლება იყოს სისხლიანი ზოლები), თავის ტკივილს, ყურებში შუილს, დაბნეულობას და თვალების კანკალს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა: ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაცია, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სხეულში სიცივის შეგრძნება და სუნთქვის პრობლემები.

გინენორმის შემთხვევით გადაყლაპვის/დაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი გინენორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

გინენორმი 0,1 გ ვაგინალური ხსნარი

100 მლ შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ, 0,0698 გ იბუპროფენის ტოლი.

დამხმარე ნივთიერებები: 2-ფენოქსიეთანოლ-პ-მეთილის/-ეთილ/-პროპილ/-ბუტილის ჰიდროქსიბენზოატები, პოლისორბატი 20, პროპილენგლიკოლი, ყვავილის ესენცია, დეიონირებული წყალი.

გინენორმი 1 გ ფხვნილი ვაგინალური ხსნარისთვის

ერთი საშეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 1 გ, 0,698 გ იბუპროფენის ტოლი.

დამხმარე ნივთიერებები: იმიდაზოლიდინილშარდოვანა, ნატრიუმის ქლორიდი.

წამლის ფორმა და შემცველობა

0,1 გ ვაგინალური ხსნარი - 100 მლ-იანი 5 ბოთლი

0,1 გ ვაგინალური ხსნარი - 100 მლ-იანი 3 ბოთლი

1 გ ფხვნილი ვაგინალური ხსნარისთვის, 10 საშეტი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l. (აესკულაპიუს ფარმაცევტიკი ს.რ.ლ.), Via Cefalonia, 70 - 25124 Brescia (ვია ცეფალონია, 70 – 25124 ბრესცია), იტალია

შენახვის პირობები

იხ. ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზე.

ვარგისიანობის თარიღი ეხება პროდუქტს გაუხსნელ შეფუთვაში, რომელიც შენახულია სწორედ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ვაგინალური განოყენებისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გინენორმი 0,1 გ ვაგინალური ხსნარი

გინენორმი 1 გ ფხვნილი ვაგინალური ხსნარისთვის

იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ვაგინალური განოყენებისთვის.

თერაპიული ჩვენებები

ყველა წარმოშობისა და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.

პრე და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიურ ქირურგიაში.

გამოიყენეთ მზა ხსნარი ან საშეტები ფლოგოზის ინტენსივობის მიხედვით, დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ ასაკში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი ჩათვლის აბსოლუტურად საჭიროდ ამგვარ გამოყენებას.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პრეპარატი არ გამოიყენება სპეციფიკური ან არასპეციფიკური სერიოზული ვულვოვაგინიტის შემთხვევაში,.

ურთიერთქმედებები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

არ ჩატარებულა კვლევები ურთიერთქმედების შესახებ.

სპეციალური გაფრთხილებები

პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის ფენომენი.

ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა.

კანისმიერი რეაქციები

დაფიქსირდა სერიოზული კანისმიერი რეაქციები გინენორმით მკურნალობისას. შეწყვიტეთ გინენორმის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ გამონაყარი, ლორწოვანი გარსის დაზიანება, ბუშტუკები ან ალერგიის სხვა ნიშნები, რადგან ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კანისმიერი რეაქციის პირველი ნიშნები. იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ.

დამხმარე კომპონენტებს შორის პრეპარატი შეიცავს პ-ჰიდროქსიბენზოატებს, როგორც კონსერვანტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

გინენორმი არ უშლის ხელს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

დოზა, გამოყენების წესი და დრო

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, გამოსაყენებლად მზად ნივთიერების შემცველი ბოთლის გამოყენებით, ან ყოველი ვაგინალური გამორეცხვისთვის 1-2 საშეტის გახსნა 1 ლიტრ წყალში.

გამოყენების ინსტრუქცია

ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე ან შემთბარი სახით, ბოთლის მოთავსებით ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ.

  • მოხსენით თავსახური და დამცავი პლომბი გვერდებზე მიწოლით.
  • დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
  • გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
  • ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის სრულად დაცარიელებამდე.
  • გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.

დოზის გადაჭარბება

თუ გამოიყენეთ მეტი გინენორმი, ვიდრე საჭიროა, ან თუ ბავშვებმა შემთხვევით მიიღეს მედიკამენტი, ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რათა მიიღოთ ინფორმაცია რისკის შესახებ და რჩევები განსახორციელებელი ზომების შესახებ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (შეიძლება იყოს სისხლიანი ზოლები), თავის ტკივილს, ყურებში შუილს, დაბნეულობას და თვალების კანკალს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა: ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაცია, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სხეულში სიცივის შეგრძნება და სუნთქვის პრობლემები.

გინენორმის შემთხვევით გადაყლაპვის/დაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი გინენორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, გინენორმსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მძიმე კანისმიერი რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანისმიერი გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.

ძალიან იშვიათად გამოვლინდა ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სიხშირე „უცნობი“:

ფართოდ გავრცელებული, წითელი და აქერცლილი გამონაყარი კანქვეშ პუსტულების და ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც ძირითადად განლაგებულია კანის ნაკეცებში, ტანზე და ზედა კიდურებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). შეწყვიტეთ გინენორმის გამოყენება ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ასევე იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები“.

კანი ხდება მგრძნობიარე სინათლის მიმართ - სიხშირე უცნობია.

ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა და კონსერვაცია

ვარგისიანობის ვადა: იხ. ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზე.

ვარგისიანობის თარიღი ეხება პროდუქტს გაუხსნელ შეფუთვაში, რომელიც შენახულია სწორედ.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გამოიყენება. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

გინენორმი 0,1 გ ვაგინალური ხსნარი

100 მლ შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ, 0,0698 გ იბუპროფენის ტოლი.

დამხმარე ნივთიერებები: 2-ფენოქსიეთანოლ-პ-მეთილის/-ეთილ/-პროპილ/-ბუტილის ჰიდროქსიბენზოატები, პოლისორბატი 20, პროპილენგლიკოლი, ყვავილის ესენცია, დეიონირებული წყალი.

გინენორმი 1 გ ფხვნილი ვაგინალური ხსნარისთვის

ერთი საშეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 1 გ, 0,698 გ იბუპროფენის ტოლი.

დამხმარე ნივთიერებები: იმიდაზოლიდინილშარდოვანა, ნატრიუმის ქლორიდი.

წამლის ფორმა და შემცველობა

0,1 გ ვაგინალური ხსნარი - 100 მლ-იანი 5 ბოთლი

0,1 გ ვაგინალური ხსნარი - 100 მლ-იანი 3 ბოთლი

1 გ ფხვნილი ვაგინალური ხსნარისთვის, 10 საშეტი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l. (აესკულაპიუს ფარმაცევტიკი ს.რ.ლ.), Via Cefalonia, 70 - 25124 Brescia (ვია ცეფალონია, 70 – 25124 ბრესცია), იტალია

მწარმოებელი

Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l. (ლაბორატორიო ქიმიკო ფარმაცევტიკო ა. სელა ს.რ.ლ.) - Via Vicenza (ვია ვიჩენცა) 67-35016 Schio (VI) (სჩიო) იტალია

ფურცელი-ჩანართის გადახედვა იტალიის წამლის სააგენტოს მიერ

2021 წლის სექტემბერი

/ყველა გვერდზე დასმულია აესკულაპიუს ფარმაცევტიკის შტამპი და ხელმოწერილია/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა