პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

იბულეკი საბავშვო

Ibulek® children

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

იბულეკი საბავშვო შეიცავს იბუპროფენს. იგი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხსნიან ტკივილს, ამცირებენ ანთებას და ცხელებას. იბულეკი საბავშვო გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორის ვაქცინაციის შემდეგ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/5მლ 120მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შეფუთვაში შპრიც დოზატორთან ერთად
მწარმოებელი
Adipharm EAD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042117
რეგისტრირებულია
1 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „3დ ჯორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაიბულეკი საბავშვო და სხვა წამალი ერთად

იბულეკი საბავშვო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იბულეკი საბავშვო შეიცავს იბუპროფენს. იგი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხსნიან ტკივილს, ამცირებენ ანთებას და ცხელებას.

იბულეკი საბავშვო გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორის ვაქცინაციის შემდეგ. მისაღებია კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელის და ყურის ანთების, თავის ტკივილის, დაჭიმვის და დაზიანებების შემდგომი მსუბუქი ტკივილის მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების გამარტივების მიზნით შეფუთვაში მოთავსებულია 5 მლ შპრიცი, რომელიც გამოიყენება პრეპარატის მისაღებად.

5 მლ შპრიცის გამოყენების წესი

  • მოათავსეთ დოზირების შპრიცი ფლაკონში.
  • შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში სუსპენზიის საჭირო რაოდენობის ამოსაღებად, რომელიც აღნიშნულია შპრიცზე.
  • შპრიცის ბოლო მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. დააწექით დგუშს ქვემოთ ისე, რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად ჩავიდეს.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ. დოზირება

უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. იბულეკი საბავშვოს გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტის მისაღწევად ყველაზე დაბალი დოზით. სიმარტივისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ასაკობრივი ჯგუფი

სხეულის წონა (კგ)

რეკომენდებული დღიური დოზა

3-6 თვის და 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები

5-7,6

2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში

6-12 თვის ჩვილები

7,7-9

2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში

1-3 წლის ბავშვები

10-16

5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში

4-6 წლის ბავშვები

17-20

7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში

7-9 წლის ბავშვები

21-30

10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში

10-12 წლის ბავშვები

31-40

15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში

ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი

განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისთვის

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ვაქცინაციის შემდგომი ცხელებისთვის (2-6 თვის ბავშვები) რეკომენდებული დოზა არის 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 6 საათიანი ინტერვალით. ორზე მეტი ერთჯერადი დოზა 2,5 მლ (50 მგ) არ მიიღება 24 საათის განმავლობაში. თუ სიცხე არ იკლებს, უნდა მიმართოთ ექიმს.

3 თვემდე ასაკის ჩვილებში იბულეკი საბავშვო გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. იგი არ მიიღება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რჩევის გარეშე ≥6 თვიდან 12 წლამდე ჩვილებსა და ბავშვებში და 12-18 წლის მოზარდებში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. თუ სიმპტომები გაუარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

≥3 თვიდან ≤5 თვემდე ასაკის 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილებში თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვების დროს.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!

თუ არ ხართ დარწმუნებული ბავშვის ავადმყოფობაში ან თუ მას ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი იბულეკი საბავშვო

თუ მიიღეთ იბულეკი საბავშვოს საჭიროზე მეტი დოზა ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღო ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის და საჭირო ზომების შესახებ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (სისხლთან შერეული), თავის ტკივილს, ხმებს ყურებში, დაბნეულობას და თვალის სწრაფ და უნებლიე მოძრაობებს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.

თუ დაგავიწყდათ იბულეკი საბავშვოს დოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.

თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო ახლოს არის, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ბავშვს აქვს ალერგია იბუპროფენის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

ბავშვს ოდესმე ჰქონდა ისეთი ალერგიული რეაქცია, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების შემდეგ;

ბავშვი არის 3 თვეზე ნაკლები ასაკის;

ბავშვი იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;

ბავშვი იღებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;

ბავშვს აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

ბავშვს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება;

ბავშვს აქვს მემკვიდრული აუტანლობა ფრუქტოზის (ხილის შაქრის) მიმართ.

აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, თუ ექიმი არ დანიშნავს. იგი არ მიიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ იბულეკი საბავშვო:

თუ იბუპროფენის მიღებისას დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის ნიშნები აღნიშნულ პრეპარატზე, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, სახის და კისრის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი გულმკერდის არეში. მაშინვე შეწყვიტეთ იბულეკი საბავშვოს გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე აღნიშნულ ნიშანს.

იბუპროფენით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი. შეწყვიტეთ იბულეკი საბავშვოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ კანის სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვს:

აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;

აქვს დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;

აწუხებს ასთმა ან ფილტვის ნებისმიერი ალერგიული დაავადება;

აქვს ან ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;

აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;

აქვს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;

თუ ზრდასრული ხართ და იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ მოცემული ინფორმაცია ვრცელდება თქვენზეც, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადაიტანეთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ეწევით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, იბუპროფენის გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს გულის პათოლოგიის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის ოდნავ ზრდა. ეს რისკი უფრო იზრდება მაღალი დოზების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის აღნიშნული პრეპარატის მიღება.

არსებობს ინფორმაცია (თუმცა შეზღუდული), რომლის მიხედვით დედის რძეში იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით ვლინდება, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინოს ჩვილზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ პრეპარატებს:

იბუპროფენის შემცველი სხვა პრეპარატები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალებები, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;

აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): შესაძლოა შეიცვალოს ეფექტი;

შარდის გამომუშავების გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები): იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;

სისხლის გასათხელებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, როგორიც არის დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): იზრდება სისხლდენის რისკი;

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): შესაძლოა შემცირდეს მათი ეფექტი.

ლითიუმი (გამოიყენება განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

მეთოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი სახეობის სამკურნალო საშუალება): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალოდ): არსებობს სახსრებსა და კანში სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი;

კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის და ა.შ. სამკურნალოდ): იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;

საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების პრევენციისთვის): არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა;

მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის)

ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): იზრდება კრუნჩხვების რისკი;

იბულეკი საბავშვოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტი.

მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის მიზანშეწონილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბაშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მოცემული პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. თუ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მიმართეთ ექიმს.

ნაყოფიერება

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება (დაორსულების უნარი) ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის შეწყვეტისას. არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იბულეკი საბავშვო გავლენას მოახდენს დაორსულების შესაძლებლობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ცდილობთ დაორსულებას.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

იბულეკი საბავშვოს ზეგავლენა ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის მოსალოდნელი თუ იგი გამოიყენება რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით.

იბულეკი საბავშვოს შეიცავს მალტიტოლს

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატის მიღებამდე. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულება არის 2,3 კკალ/გ.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:

ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;

გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ღებინება სისხლით ან მუქი ნაწილაკებით, რომლებიც ჰგავს ყავის ნალექს, განავლის ფერის შეცვლა (ღია წითელი ან კუპრისფერი შავი);

კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:

კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;

თვალების გაყვითლება, უფერული განავლი, მუქი შარდი;

ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;

აუხსნელი სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან ინფექციები, როგორიც არის გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.

მოწითალო ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი];

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის ტემპერატურის მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება (DRESS სინდრომი);

წითელი, ქერცლიანი, ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა შეშუპებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს:

ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი

იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;

ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის ოდნავ მომატებული რისკი; ეს ნაკლებად სავარაუდოა რეკომენდებული დოზების მიღებისას, კოლიტის და კრონის დაავადების გაუარესება, მაღალი არტერიული წნევა.

უცნობი - ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის კუნისის სინდრომის ნიშანი.

საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

დამიან გრუევის ქ. 8

1303 სოფია

ტელ: +35 928903417

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი. თითო 5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;

სხვა ინგრედიენტები: თხევადი მალტიტოლი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნარევი).

როგორია ვიზუალურად იბულეკი საბავშვო და რა შედის შეფუთვაში

იბულეკი საბავშვოს პერორალური სუსპენზია არის მოთეთრო ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.

120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.

დოზატორი: 5 მლ შპრიცი-დოზატორი პერორალური გამოყენებისთვის, რომელიც გრადუირებულია ნახევარი მილილიტრებით 5 მლ-მდე.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

იბულეკი საბავშვო

100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია

(იბუპროფენი)

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

მიმართეთე ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ ბავშვი უკეთესად არ გრძნობს თავს ან შეინიშნება გაუარესება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება 3-5 თვის ჩვილებში და მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან შეინიშნება გაუარესება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის იბულეკი საბავშვო და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ იბულეკი საბავშვოს მიღებამდე
  • იბულეკი საბავშვოს მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • იბულეკი საბავშვოს შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის იბულეკი საბავშვო და რისთვის გამოიყენება

იბულეკი საბავშვო შეიცავს იბუპროფენს. იგი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხსნიან ტკივილს, ამცირებენ ანთებას და ცხელებას.

იბულეკი საბავშვო გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორის ვაქცინაციის შემდეგ. მისაღებია კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ტკივილის, კბილის ტკივილის, ყელის და ყურის ანთების, თავის ტკივილის, დაჭიმვის და დაზიანებების შემდგომი მსუბუქი ტკივილის მოსახსნელად.

  • რა უნდა იცოდეთ იბულეკი საბავშვოს მიღებამდე

არ გამოიყენოთ იბულეკი საბავშვო, თუ:

ბავშვს აქვს ალერგია იბუპროფენის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

ბავშვს ოდესმე ჰქონდა ისეთი ალერგიული რეაქცია, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების შემდეგ;

ბავშვი არის 3 თვეზე ნაკლები ასაკის;

ბავშვი იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;

ბავშვი იღებს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;

ბავშვს აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

ბავშვს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება;

ბავშვს აქვს მემკვიდრული აუტანლობა ფრუქტოზის (ხილის შაქრის) მიმართ.

აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, თუ ექიმი არ დანიშნავს. იგი არ მიიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენეთ იბულეკი საბავშვო:

თუ იბუპროფენის მიღებისას დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის ნიშნები აღნიშნულ პრეპარატზე, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, სახის და კისრის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი გულმკერდის არეში. მაშინვე შეწყვიტეთ იბულეკი საბავშვოს გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე აღნიშნულ ნიშანს.

იბუპროფენით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი. შეწყვიტეთ იბულეკი საბავშვოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ კანის სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვს:

აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;

აქვს დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;

აწუხებს ასთმა ან ფილტვის ნებისმიერი ალერგიული დაავადება;

აქვს ან ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;

აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;

აქვს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;

თუ ზრდასრული ხართ და იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ მოცემული ინფორმაცია ვრცელდება თქვენზეც, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადაიტანეთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ეწევით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, იბუპროფენის გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს გულის პათოლოგიის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის ოდნავ ზრდა. ეს რისკი უფრო იზრდება მაღალი დოზების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის აღნიშნული პრეპარატის მიღება.

არსებობს ინფორმაცია (თუმცა შეზღუდული), რომლის მიხედვით დედის რძეში იბუპროფენი ძალიან დაბალი კონცენტრაციით ვლინდება, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინოს ჩვილზე.

სხვა პრეპარატები და იბულეკი საბავშვო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ პრეპარატებს:

იბუპროფენის შემცველი სხვა პრეპარატები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული საშუალებები, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;

აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): შესაძლოა შეიცვალოს ეფექტი;

შარდის გამომუშავების გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები): იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;

სისხლის გასათხელებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, როგორიც არის დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): იზრდება სისხლდენის რისკი;

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): შესაძლოა შემცირდეს მათი ეფექტი.

ლითიუმი (გამოიყენება განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

მეთოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი სახეობის სამკურნალო საშუალება): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალოდ): არსებობს სახსრებსა და კანში სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი;

კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის და ა.შ. სამკურნალოდ): იზრდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის რისკი;

საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების პრევენციისთვის): არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა;

მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის)

ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): იზრდება კრუნჩხვების რისკი;

იბულეკი საბავშვოს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტი.

მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის მიზანშეწონილი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბაშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მოცემული პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების პერიოდში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. თუ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მიმართეთ ექიმს.

ნაყოფიერება

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება (დაორსულების უნარი) ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის შეწყვეტისას. არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იბულეკი საბავშვო გავლენას მოახდენს დაორსულების შესაძლებლობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ ცდილობთ დაორსულებას.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

იბულეკი საბავშვოს ზეგავლენა ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე არ არის მოსალოდნელი თუ იგი გამოიყენება რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით.

იბულეკი საბავშვოს შეიცავს მალტიტოლს

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატის მიღებამდე. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულება არის 2,3 კკალ/გ.

  • იბულეკი საბავშვოს მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების გამარტივების მიზნით შეფუთვაში მოთავსებულია 5 მლ შპრიცი, რომელიც გამოიყენება პრეპარატის მისაღებად.

5 მლ შპრიცის გამოყენების წესი

  • მოათავსეთ დოზირების შპრიცი ფლაკონში.
  • შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში სუსპენზიის საჭირო რაოდენობის ამოსაღებად, რომელიც აღნიშნულია შპრიცზე.
  • შპრიცის ბოლო მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. დააწექით დგუშს ქვემოთ ისე, რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად ჩავიდეს.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ. დოზირება

უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. იბულეკი საბავშვოს გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტის მისაღწევად ყველაზე დაბალი დოზით. სიმარტივისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ასაკობრივი ჯგუფი

სხეულის წონა (კგ)

რეკომენდებული დღიური დოზა

3-6 თვის და 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილები

5-7,6

2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში

6-12 თვის ჩვილები

7,7-9

2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში

1-3 წლის ბავშვები

10-16

5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში

4-6 წლის ბავშვები

17-20

7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში

7-9 წლის ბავშვები

21-30

10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში

10-12 წლის ბავშვები

31-40

15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში

ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი

განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით გამოყენებისთვის

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ვაქცინაციის შემდგომი ცხელებისთვის (2-6 თვის ბავშვები) რეკომენდებული დოზა არის 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს 6 საათიანი ინტერვალით. ორზე მეტი ერთჯერადი დოზა 2,5 მლ (50 მგ) არ მიიღება 24 საათის განმავლობაში. თუ სიცხე არ იკლებს, უნდა მიმართოთ ექიმს.

3 თვემდე ასაკის ჩვილებში იბულეკი საბავშვო გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. იგი არ მიიღება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ჩვილებში.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რჩევის გარეშე ≥6 თვიდან 12 წლამდე ჩვილებსა და ბავშვებში და 12-18 წლის მოზარდებში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. თუ სიმპტომები გაუარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

≥3 თვიდან ≤5 თვემდე ასაკის 5 კგ-ზე მეტი წონის ჩვილებში თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვების დროს.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!

თუ არ ხართ დარწმუნებული ბავშვის ავადმყოფობაში ან თუ მას ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი იბულეკი საბავშვო

თუ მიიღეთ იბულეკი საბავშვოს საჭიროზე მეტი დოზა ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღო ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის და საჭირო ზომების შესახებ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (სისხლთან შერეული), თავის ტკივილს, ხმებს ყურებში, დაბნეულობას და თვალის სწრაფ და უნებლიე მოძრაობებს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.

თუ დაგავიწყდათ იბულეკი საბავშვოს დოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.

თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო ახლოს არის, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:

ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;

გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ღებინება სისხლით ან მუქი ნაწილაკებით, რომლებიც ჰგავს ყავის ნალექს, განავლის ფერის შეცვლა (ღია წითელი ან კუპრისფერი შავი);

კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში:

კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;

თვალების გაყვითლება, უფერული განავლი, მუქი შარდი;

ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;

აუხსნელი სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან ინფექციები, როგორიც არის გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.

მოწითალო ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი];

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის ტემპერატურის მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება (DRESS სინდრომი);

წითელი, ქერცლიანი, ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა შეშუპებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს:

ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი

იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;

ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის ოდნავ მომატებული რისკი; ეს ნაკლებად სავარაუდოა რეკომენდებული დოზების მიღებისას, კოლიტის და კრონის დაავადების გაუარესება, მაღალი არტერიული წნევა.

უცნობი - ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის კუნისის სინდრომის ნიშანი.

საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

დამიან გრუევის ქ. 8

1303 სოფია

ტელ: +35 928903417

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • იბულეკი საბავშვოს შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იბულეკი საბავშვო

აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი. თითო 5 მლ სუსპენზია შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;

სხვა ინგრედიენტები: თხევადი მალტიტოლი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნარევი).

როგორია ვიზუალურად იბულეკი საბავშვო და რა შედის შეფუთვაში

იბულეკი საბავშვოს პერორალური სუსპენზია არის მოთეთრო ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.

120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.

დოზატორი: 5 მლ შპრიცი-დოზატორი პერორალური გამოყენებისთვის, რომელიც გრადუირებულია ნახევარი მილილიტრებით 5 მლ-მდე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ადიფარმი იეიდი (Adipharm EAD)

სიმეონოვსკოს შოსეს ბულ. 130, 1700 სოფია, ბულგარეთი

აღნიშნულ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

ადიფარმი იეიდი (Adipharm EAD)

სიმეონოვსკოს შოსეს ბულ. 130, 1700 სოფია, ბულგარეთი

ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი:

აპრილი, 2024 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა