პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

SYG ნექსატინი საინექციო

SYG Nexatin Inj.

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ოქსალიპლატინი არის პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საინფუზიო 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად რომელიც განკუთვნილია შემდეგისთვის: III სტადიის კოლინჯის კიბოს ადიუვანტური მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პირველადი სიმსივნის სრული რეზექცია შორსწასული კოლორექტალური კიბოს მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/10მლ (5მგ/მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
SAMYANG BIOPHARMACEUTICALS CORPORATION, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
ATC კოდი
L01XA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-037728
რეგისტრირებულია
31 მარტი 2023, მოქმედებს 31 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი”
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაSYG ნექსატინი საინექციო და სხვა წამალი ერთად

SYG ნექსატინი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოქსალიპლატინი არის პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საინფუზიო 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად რომელიც განკუთვნილია შემდეგისთვის:

III სტადიის კოლინჯის კიბოს ადიუვანტური მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პირველადი სიმსივნის სრული რეზექცია

შორსწასული კოლორექტალური კიბოს მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

ოქსალიპლატინის გამოყენება უნდა მოხდეს კვალიფიციური ექიმის მიერ, რომელსაც აქვს კიბოსსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული აგენტების გამოყენების გამოცდილება. თერაპიის შესაბამისი მენეჯმენტი და კომბინაციები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი დიაგნოსტიკური და მკურნალობის საშუალებები.

  • დოზირება

ოქსალიპლატინი 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან კომბინაციაში გამოიყენეთ 2 კვირაში ერთხელ. შორსწასული დაავედებისთვის მკურნალობა რეკომენდებულია დაავადების პროგრესირებამდე ან დაუშვებელ ტოქსიურობამდე. ადიუვანტური გამოყენებისთვის მკურნალობა რეკომენდებულია საერთო ჯამში 6 თვის განმავლობაში (12 ციკლი):

დღე 1: ოქსალიპლატინი 85მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 250-500მლ 5% იან დექსტროზის საინექციო ხსნარში და ლეიკოვორინი 200მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში, 120 წუთის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს ცალკე ფლაკონებში Y-სისტემის გამოყენებით, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 400მგ/მ2 ინტრავენური ნაკადი 2-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 600მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში 22 საათიანი მუდმივი ინფუზიის სახით.

დღე 2: ლეიკოვორინი 200მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 120 წუთის განმავლობაში, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 400მგ/მ2 ინტრავენური ნაკადი 2-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 600მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში 22 საათიანი მუდმივი ინფუზიის სახით.

ოქსალიპლატინის მიღება არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას. რეკომენდებულია ანტიემეტური საშუალებებით პრემედიკაცია, 5-HT3 ბლოკერების ჩათვლით, დექსამეტაზონთან ერთად ან მის გარეშე.

  • დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები

შემდგომი თერაპიული ციკლების წინ საჭიროა პაციენტის შეფასება კლინიკურ ტოქსიურობაზე და რეკომენდებულია ლაბორატორიული ტესტები. ინფუზიის დროის გახანგრძლივება ოქსილოპლატინისთვის 2-დან 6 საათამდე შეიძლება ამცირებდეს მწვავე ტოქსიურობას. 5-ფლუორურაცილის და ლეიკოვორინისთვის ინფუზიის დროის ცვლილება საჭირო არ არის.

ადიუვანტური თერაპია კოლინჯის III სტადიის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის

ნეიროპათია და სხვა ტოქსიურობა დახარისხებულია NCI CTC შკალის 1 ვერსიის მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-2 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, რომლებიც არ ქრება, უნდა განიხილონ ოქსალიპლატინის დოზის 75მგ/მ2-მდე შემცირება. პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-3 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, უნდა განიხილონ თერაპიის შეწყვეტა. 5-ფლუორურაცილი/ლეიკოვორინის საინფუზიო რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის.

ოქსალიპლატინის დოზის 75მგ/მ2-მდე შემცირება და საინფუზიო 5-ფლუორურაცილის შემცირება 300მგ/მ2 ნაკადამდე და 500მგ/მ2-მდე 22 საათიანი ინფუზიის დროს რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებშიც ქრება 3/4 ხარისხის გასტროინტესტინური (პროფილაქტიკური მკურნალობის მიუხედავად) მოვლენები ან მე-4 ხარისხის ნეითროპენია ან 3/4 ხარისხის თრომბოციტოპენია. შემდეგი დოზა უნდა გადავადდეს სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება ≥1.5x109L და თრომბოციტები ≥75X109/L.

დოზის მოდიფიკაცია თერაპიის დროს შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებული ადრე არანამკურნალები და ნამკურნალები პაციენტებისთვის

ნეიროპათიის დახარისხება ხდებოდა კვლევისთვის სპეციფიური ნეიროტოქსიური შკალით. სხვა ტოქსიურობის დახარისხება ხდებოდა NCI CTC ვერსია 2.0 მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-2 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, რომლებიც არ ქრება, უნდა განიხილონ ოქსალიპლატინის დოზის შემცირება 65მგ/მ2-მდე.; პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-3 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, უნდა განიხილონ თერაპიის მოხსნა. 5-ფლუორურაცილი/ლეიკოვორინის რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის. ოქსალიპლატინის დოზის შემცირება 65მგ/მ2-მდე და 5-FU-სი 20%-ით (300მგ/მ2 და 500მგ/მ2 ნაკადი 22 საათიანი ინფუზიისას) რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებშიც ქრება 3/4 ხარისხის გასტროინტესტინური (პროფილაქტიკური მკურნალობის მიუხედავად) მოვლენები ან მე-4 ხარისხის ნეითროპენია ან 3/4 ხარისხის თრომბოციტოპენია. შემდეგი დოზა უნდა გადავადდეს სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება ≥1.5x109L და თრომბოციტები ≥75X109/ლ.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

არ გაყინოთ კონცენტრირებული ხსნარი. საბოლოო განზავება არასდროს არ უნდა მოხდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან ქლორიდის შემცველი სხვა ხსნარებით. ხსნარი შემდგომში უნდა განზავდეს 250-500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში. 250-500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში განზავების შემდეგ, შენახვის ვადა არის 24 საათი 25°С ტემპერატურაზე ან 48 საათამდე მაცივარში (5°C). საბოლოო განზავების შემდეგ სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

ოქსალიპლატინი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია ოქსალიპლატინის ან პლატინის სხვა შენაერთების მიმართ. ოქსალიპლატინი უკნაჩვენებია ადამიანებში, რომლებსაც პირველი კურსის დაწყებამდე აქვთ მიელოსუპრესია, რაც ნაჩვენებია ნეიტროფილების საბაზისო რაოდენობით-2X109 ლიტრზე ნაკლები და/ან თრომბოციტების რაოდენობით 100X109 ლიტრზე ნაკლები და პერიფერიული ნეიროპათიით ფუნქციური დაზიანებით.

ამას გარდა, უკუჩვენება მოიცავს ორსულობას და ძუძუთი კვებას.

სიფრთხილის ზომები

აღწერილია ოქსალიპლატინის მიმართ ანაფილაქსიური რეაქციები და შეიძლება აღინიშნოს მისი მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეპინეფრინი, კორიტკოსტეროიდები და ანტიჰისტამინები გამოიყენება ანაფილაქსიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ალერგიული რეაქციები: 3/4 ხარისხის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციის ჩათვლით აღწერილია ოქსალიპლატინის მიმართ, კოლინჯის კიბოთი დაავადებული პაციენტების 2-3%-ში. ეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, შეიძლება აღინიშნოს გამოყენებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ნებისმიერ ციკლში და ბუნებით და სიმწვავით სხვა პლატინის შემცველი შენაერთების რეაქციების მსგავსია, როგორიცაა გამონაყარი, ურტიკარია, ერითემა, ქავილი და იშვიათად ბრონქოსპაზმი და ჰიპოტენზია. ადრე არანამკურნალებ პაციენტებში აღწერილი მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირემული სიმპტომები იყო ურტიკარია, ქავილი, სახის სიწითლე, ოქსალიპლატინის ინფუზიასთან დაკავშირებული დიარეა, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქოსპაზმი, დიაფორეზი, გულმკერდის ტკივილი, ჰიპოტენზია, დიზორიენტაცია და სინკოპე. ამ რეაქციების მართვა ჩვეულებრივ ხდება სტანდარტული ეპინეფრინით, კორტიკოსტეროიდით, ანტიჰისტამინური თერაპიით და შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის მოხსნა. აღწერილია პრეპარატთან დაკავშირებული სიკვდილი პლატინის შენაერთებზე ანაფილაქსიის შედეგად.

ნეიროპათია: ოქსალიპლატინი დაკავშირებულია ორი ტიპის ნეიროპათიასთან.მწვავე, შექცევადი, ძირითადად პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ადრე ვითარდება, ჩნდება დოზირებიდან რამდენიმე საათში ან ერთ-ორ დღეში, ქრება 14 დღეში და რომელიც ხშირად ხელახლა ჩნდება დოზირების განახლებისას.სიმპტომები შეიძლება დაილექოს ან დამძიმდეს ცივ ტემპერატურაზე ან ცივ საგნებზე ექსპოზიციისას და ჩვეულებრივ ჩნდება ტრანზიტორული პარესთეზიი, დიზესთეზიის და ჰიპოესთეზიის სახით ხელებში, ფეხებში, პერიორალურ მიდამოსა და ყელში. ასევე აღწერილია ყბის სპაზმები, ენის ანომალური შეგრძნება, დიზართრია, თვალების ტკივილი და გულმკერდში მოჭერის შეგრძნება. სენსორული ნეიროპათიის მწვავე, შექცევადი პატერნი აღინიშნა კვლევის პაციენტების დაახლოებით 56%-ში, რომლებიც ოქსალიპლატინს იღებდნენ 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად. ნებისმიერ ინდივიდუალურ ციკლში მწვავე ნეიროტოქსიურობა აღწერილი იყო პაციენტების დაახლოებით 30%-ში. დამატებით პაციენტებში 3 ხარისხის პერიფერიული სენსორული ნეიროპატიის საშუალო ციკლი იყო დაახლოებით 9 ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, ოქსალიპლატინის 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად გამოყენების ხაზში მიღებული ციკლების საშუალო რაოდენობა იყო 6. ფარინგო-ლარინგეალური დიზესთეზიის მწვავე სინდრომი, რომელიც აღწერილია კოლორექტალური კიბოთი დაავადებული ადრე არანამკურნალები პაციენტების 1-2%-ში (ხარისხი 3/4) და ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, ხასიათდება დისფაგიის ან დისპნოეს სუბიექტური შეგრძნებით, ლარინგოსპაზმის ან ბრონქოსპაზმის გარეშე (არ აღინიშნება სტრიდორი ან ქოშნი). ყინულს (მუკოზიტის პროფილაქტიკა) უნდა მოერიდონ ოქსალიპლატინის ინფუზიისას რადან ცივი ტემპერატურა შეიძლება ამძმებდეს მწვავე ნევროლოგიურ სიმპტომებს.

პერსისტიული (>14 დღე), ძირითადად პერიფერიული, სენსორული ნეიროპათია, რომელიც ჩვეულებრივ ხასიათდება პარესთეზიით, დიზესთეზიით, ჰიპოესთეზიით, მაგრამ ასევე მოიცავს პროპრიოცეფციის დეფიციტს, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ყოველდღიურ საქმიანობაზე (მაგ. წერა,ღილაკებზე ხელის დაჭერა, ყლაპვა და სიარულის გაძნელება დაზიანებული პროპრიოცეფციის გამო). ნეიროპატიის ეს ფორმები ვითარდებოდა კვლევის პაციენტების 48%-ში, რომლებიც ოქსალიპლატინს იღებდნენ 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად. პერსისტიული ნეიროპათია შეიძლება განვითარდეს წინა ნეიროპათიული მოვლენის გარეშე. იმ პაციენტების უმრავლესობა (80%), რომლებსაც განუვითარდათ 3 ხარისხის პერსისტიული ნეიროპათია, პროგრესირებდა წინა 1 ან 2 ხარისხის მოვლენებიდან. ეს სიმპტომები შეიძლება ზოგ პაციენტში გაუმჯობესდეს ოქსალიპლატინის მოხსნის შემდეგ. კოლინჯის კიბოს ადიუვანტურ კვლევაში ნეიროპათიის გრადაცია ხდებოდა წინასწარ ჩამოთვლილი მოდულით, რომელიც მიღებულია კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ტოქსიურობის საერთო კრიტერიუმების ნეირო-სენსორული პარაგრაფიდან (NCI CTC) შკალა, ვერსია 1.

ცხრილი 1 NCI CTC ხარისხი ნეიროპათიისთვის ადიუვანტურ პაციენტებში

ხარისხი

განსაზღვრება

ხარისხი 0

ცვლილებების გარეშე, ან არ არსებობა

ხარისხი 1

მსუბუქი პარესთეზია, ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა

ხარისხი 2

მსუბუქი ან საშალო ობიექტური სენსორული დაკარგვა, საშალო პარესთეზია

ხარისხი 3

ობიექტური სენსორული დაკარგვა ან პარესთეზია, რომელიც მოქმედებს ფუნქციაზე

ხარისხი 4

უცნობია

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია აღწერილი იყო ადიუვანტურ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოქსალიპლატინის კომბინაციით, 92% იანი სიხშირით (ყველა ხარისხი) და 13%-შ (3 ხარისხი). 28 დღიანი შემდგომი დაკვირვებისას მკურნალობის ბოლო ციკლის შემდეგ, ყველა პაციენტის 60%-ს აღენიშნებოდა რაიმე ხარისხის (ხარისხი 1=40%, ხარისხი 2=16%, ხარისხი 3=5%) პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, რომელიც 39%-მდე მცირდებოდა 6 თვიანი შემდგომი დაკვირვებისას (ხარისხი 1=31%, ხარისხი 2=7%, ხარისხი 3=1%) და 21%-ს 18 თვიანი შემდგომი დაკვირვებისას (ხარისხი 1=17%, ხარისხი 2=3%, ხარისხი 3=1%). შორსწასული კოლორექტალური კიბოს კვლევებში, ნეიროპათიის გრადაცია ხდებოდა კვლევასთან დაკავშირებული ნეიროტოქსიურობის შკალით, რომელიც განსხვავდებოდა NCI CTC შკალისგან, ვერსია 2.0 (იხ. ქვემოთ).

ცხრილი 2 -პარესთეზიის/დიზესთეზიის დახარისხება შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.

ხარისხი

განსაზღვრება

ხარისხი 1

გაქრა და არ იმოქმედება ფუნქციაზე

ხარისხი 2

იმოქმედა ფუნქციაზე, მაგრამ არა ყოველდღიურ საქმიანობაზე

ხარისხი 3

ტკივილი ან ფუნქციური დაზიანება, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ საქმიანობაზე

ხარისხი 4

პერსისტიული დაზიანება, რომელიც იწვევს ქმედუუნარობას ან სიცოცხლისთვის სახიფათოა

საერთო ჯამში, ნეიროპათია აღწერილი იყო შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალები პაციენტების 82%-ში (ყველა ხარისხი) და 19%-ში (3/4 ხარისხი) და ადრე ნამკურნალები პციენტების 74%-ში (ყველა ხარისხი) და 7%-ში (3/4 ხარისხი). ნეიროპათიის შექცევადობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო იმ პაციენტების კვლევებიდან, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ კოლორექტალურ კიბოს.

პულმონარული ტოქსიურობა: ოქსალიპლატინი დაკავშირებულია ფილტვის ფიბროზთან (კვლევის პაციენტების <1%), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური.

ხველის და ქოშინის კომბინირებული სიხშირე იყო 7.4% (ყველა ხარისხი) და <1% (3 ხარისხი), მე-4 ხარისხის მოვლენების გარეშე ოქსალიპლატინს პლიუს საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 4.5% (ნებისმიერი ხარისხი) და 3 ხარისხიის გარეშე და მე-4 ხარისხის მოვლენების 0.4%-ით მხოლოდ საინფუზიო 5--ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებშ. ამ კვლევაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა ეოზინოფილური პნევმონიით ოქსალიპლატინის კომბინირებულ ხაზში. ხველის, ქოშინის და ჰიპოქსიის კომბინირებული სიხშირე იყო 43% (ნებისმიერი ხარისხი) და 7% (მე-3 და მე-4 ხარისხი) ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 32% (ნებისმიერი ხარისხი) და 5% (მე-3 და მე-4 ხარისხი) ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში, უცნობი ხანგრძლივობით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ კოლორექტალურ კიბოს. მოულოდნელი რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში როგორიცაა არა-პროდუქტიული ხველა, ქოშინი, ხროტინი ან რადიოლოგიულად ფილტვის ინფილტრატები, ოქსალიპლატინი უნდა მოიხსნას ფილტვის შემდგომ კვლევამდე, რათა გამოირიცხოს ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება ან ფიბროზი.

ჰეპატოტოქსიურობა: ჰეპატოტოქსიურობა, რაც დამტკიცებულია ადიუვანტურ კვლევაში, ტრანსამინაზებისმომატებით (57% vs 34%) და ტუტე ფოსფატაზას მომატებით (42%vs20%) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ოქსალიპლატინის კომბინირებულ ხაზში, ვიდრე საკონტროლო ხაზში. ბილირუბინის მომატების სიხშირე ორივე ხაზში მსგავსი იყო. ღვიძლის ბიოფსიაში აღნიშნული ცვლილებები მოიცავს შემდეგს: პელიოზუ, კვანძოვანი რეგენერაციული ჰიპერპლაზია ან სინუსოიდალური დაზიანებები, პერისინუსოიდაური ფიგროზი და ვენურ-ოკლუზიური დაზიანებები. უნდა გაითვალისწინონ ღვიძლის ვასკულური დაზიანებები და თუ შესაძლებელია უნდა გამოიკლიონ ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტის ან პორტული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, რომელიც არ აიხსნება ღვიძლის მეტასტაზებით.

ორსულობის კატეგორია D: ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულებში გამოყენებისას. არ არსებობს ორსულ ქალებშ ოქსალიპლატინის ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ ორსულობის თავიდან აცილება ოქსალიპლატინით მკურნალობისას. დნმ-თან პირდაპირი ურთიერთქმედების საფუძველზე, ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულებში გამოყენებისას. არ არსებობს ორსულ ქალებშ ოქსალილატინის ადექვატური და კარგად კონტროლირეული კვლევები. ვირთხების რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა აჩვენა გვერდითი ეფექტები ფერტილობაზე და ემბრიო-ფეტალურ განვითრებაზე დედის დოზებით, რომლებიც დაბალი იყო ადამინისთვის რეკომენდებულ დოზებზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ან თუ პაციენტი დაორსულდება მისი მიღებისას, ის უნდა გააფრთხილონ ნაყოფისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ.შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ ორსულობისთვის თავის არიდება და ოქსალიპლატინით მკურნალობისას ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

მაკე ვირთხები იღებდნენ ოქსალიპლატინის ადამიანისთვის რეკომენდებული დოზის მეათედზე ნაკლებს სხეულის ზედაპირის მიხედვით, გესტაციის 1-5 დღეს (პრე-იმპლანტაცია), 6-10 ან 11-16 დღეს (ორგენოგენეზის დროს). ოქსალიპლატინმა გამოიწვია განვითარების დროს სიკვდილი (გაიზარდა ნაადრევი რეზორფცია) 6-10 და 11-16 დღეებში გამოყენებისას და უარყოფითად იმოქმედა ნაყოფის ზრდაზე (დაქვეითდა ნაყოფის წონა, დაგვიანდა ოსიფიკაცია) 6-10 დღეებში გამოყენებისას. შეწყვიელბამდე მამრ და მდედრ ვირთხებში ოქსალიპლატინის გამოყენებამ გამოიწვია 97%-იანი პოსტ-იმლანტაციური დანაკარგი ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ ადამიანისთვის რეკომენდებული დოზის დაახლოებით მეშვიდედს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.

მეძუძური დედები: უცნობია ოქსალიპლატინი ან მისი დერივატები გამოიყოფა თუ არა რძეში. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა რძეში და რადგან არსებობს ჩვილებში ოქსალიპლატინის სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალი, უნდა მიიღონ ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ დედისთვის პრეპარატის სარგებელიც.

პედიატრიული გამოყენება: ბავშვებში ოქსალიპლატინის ეფექტურობა დადგენილი არ არის. ოქსალილატინი შემოწმდა2 I ფაზის და 2 II ფაზის კვლევებში 7 თვიდან 22 წლამდე ასაკის 159 პაციენტშ, რომლებსაც აღენიშნეობდათ სოლიდური სიმსივნეები და მნიშვნელოვანი აქტივობა არ აღინიშნა.

გერიატრიული გამოყენება: არ აღინიშნა ასაკის მნიშვნელოვნაი ეფექტი არაფილტრირებადი პლატინის კლირენსზე. კოლინჯის კიბოს ადიუვანტური თერაპიის რანდომიზებულ კინიკურ კვლევაში 723 პაციენტი რომლებსაც მკურნალობდნენ ოქსალიპლატინით და 5 -ფლუორურაცილის/ლეიკოვორინით, იყვნენ <65 წლის ასაკის და 400 პაციენტი იყო≥65 წლის ასაკის. ქვეჯგუფის აღწერილობითმა ანალიზმა აჩვენა, რომ DFS გაუმჯობესება ოქსალიპლატინის კომბინირებულ ხაზში მხოლოდ საინფუზიო 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვირინთან შედარებით ნარჩუნდებოდა სქესებს შორის. ოქსალიპლატინის ეფექტი ≥65 წლის პაციენტებში არ იყო დასკვნითი. ქვეჯგუფების არასაკმარისმა ზომამ შეზღუდა ანალიზი რასის მიხედვით. ≥65 წლის პაციენტებში, რომლებიც ოქსალიპლატინით კომბინირებულ თერაპიას ირღებდნენ უფრო ხშირი იყო 3-4 ხარისხის გრანულოციტოპენია ვიდრე <65 წლის პაციენტებში (45% vs 39%).

პაციენტები თირკმლის დაზიანებით: პლაზმის ულტრაფილტრატში შეუკავშირებელი პლატინის ექსპოზიცია (AUC) იზრდება თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში [იხ. ფარმაკოკინეტიკა (12.3)]. სიფრთხილე და ინტენსიური მონიტორინგი საჭირო ოქსალიპლატინის გამოყენებისას თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში. ოქსალიპლატინის საწყისი დოზის შემცირება საჭირო არ არის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლრეინსი=50-80მლ/წთ) ან საშუალო (კრეატინინის კლირენსი=30-49მლ/წთ) დაზიანება. თუმცა, ოქსალიპლატინის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ ჩატარებულა სპეციფიური ციტოქრომ P-450 ზე დაფუძნებული წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები. 85მგ/მ2 ოქსალიპლატინს და 5-ფლორურაცილ/ლეიკოვორინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც 2 კვირაში ერთხელ მკურნალობდნენ. პლაზმაში 5-ფლუორურაცილის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით ზრდა აღინიშნა 130მგ/მ2 ოქსალიპლატინის 3 კვირაში ერთხელ დოზირებისას. რადგან პლატინის შემცველი სახეოები ძირითადად თირკმლით გამოიყოფა, ამ პროდუქტების კლირენსი შეიძება დაქვეითდეს პოტენციურად ნეფროტოქსიური შენაერთების მიღებისას; თუმცა ეს სპეციფიურად შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

კოლინჯის კიბოს II ან III სტადიით დაავადებული 1100-ზე მეტი და შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებული 4,000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობდა კლინიკურ კვლევებში ოქსალიპლატინით. კოლინჯის კიბოს II ან III სტადიით დაავადებულ პაციენტებშ, რომლებიც იღებდნენ ადიუვანტურ თერაპიას ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, გულისრევა, ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას მომატება, დიარეა, ღებინება, დაღლილობა და სტომატიტი. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები ადრე არანამკურნალებ და ნამკურნალებ პაციენტებში იყო სენსორული ნეიროპათია, დაღლილობა, ნეითროპენია, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

ჰემატოლოგიური ცვლილებები

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ჩამოთვლილია ჰემატოლოგიური ცვლილებები, რომლებიც აღინიშნება პაციენტების ≥5%-ში ლაბორატორიული მონაცემების და NCI ხარისხის მიხედვით, გამონაკლისია მოვლენები, რომლებიც ვითარდება ადიუვანტურ პაციენტებშ და ანემია პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ შორსწასულ კოლორექტალურ კიბოს, რომლებიც დაფუძნებულია AE შეტყობინებებზე და NCI ხარისხზე ცალკე.

ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები კოლინჯის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ადიუვანტურ თერაპიას (პაციენტების 5%).

ჰემატოლოგიური პარამეტრი

ოქსალიპლატინი + 5-FU/LV

(N=1108)

5-FU/LV (N=1111)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი

3/4 ხარისხი (%)

ანემია

76

1

67

<1

ნეითროპენია

79

41

40

5

თრომბოციტოპენია

77

2

19

<1

გვერდითი ჰემატოლოგიური რეაქციები პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ შორსწასულ კოლორექტალურ კიბოს (პაციენტების ≥5%)

ჰემატოლოგიური პარამეტრი

ოქსალიპლატინი +5-FU/LV N=259

ირინოტეკანი+5-FU/LV N=256

ოქსალიპლატინი+ირინოტეკანი N=258

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ანემია

27

3

28

4

25

3

ლეიკოპენია

85

20

84

23

76

24

ნეითროპენია

81

53

77

44

71

36

თრომბოციტოპენია

71

5

26

2

44

4

გვერდითი ჰემატოლოგიური რეაქციები ადრე ნამკურნალებ პაციენტებში(პაციენტების ≥5%)

ჰემატოლოგიური პარამეტრი

5-FU/LV (N=142)

ოქსალიპლატინი(N=153)

ოქსალიპლატინი+5-FU/LV (N=150)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ანემია

68

2

64

1

81

2

ლეიკოპენია

34

1

13

0

76

19

ნეითროპენია

25

5

7

0

73

44

თრომბოციტოპენია

20

0

30

3

64

4

თრომბოციტოპენია და სისხლდენა

თრომბოციტოპენია ხშირადა აღინიშნებოდა ოქსალიპლატინის და საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციისას. ყველა ჰემორაგიულლი მოვლენის სიხშირე ადიუვანტურ და ადრე ნამკურნალებ პაციენტებში უფრო მაღალი იყო კომბინირებული ოქსალიპლატინის ხაზში საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზთან შედარებით. ეს მოვლენები მოიცავდა გასტროინტესტინურ სისხლდენას, ჰემატურიას და ეპიქსტაქსისს. ადიუვანტურ კვლევაში ორი პაციენტი გარდაიცვალა ინტრაკრანიალური ჰემორაგიით.

3/4 ხარისხის თრომბოციტოპენიის სიხშირე იყო 2% კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებში.პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ შორსწასულ კოლორექტალურ კიბოს,3/4 ხარისხის თრომბოციტოპენიის სიხშირე იყო 3-5% და ამ მოვლენების სიხშირე უფრო მაღალი იყო ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვირონის კომბინაციისას ვიდრე ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვირონის ან 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვირონის საკონტროლო ჯგუფებში. 3/4 ხარისხის გასტროინტესტინური სისხლდენა აღწერილი იყო ადიუვანტური პაციენტების 0.2%-ში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს და 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვირონს. ადრე არანამკურნალებ პაციენტებში ეპისტაქსისის სიხშირე იყო 105 ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 2 და 1% ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ან ირინოტეკანს პლიუს ოქსალიპლატინის ხაზში.

ნეითროპენია

ნეითროპენია ხშირად აღინიშნებოდა ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციისას, მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენები აღწერილი იყო კოლინჯის კიბოთი დაავადებული პაციენტების 29 და 12%-ში. ადიუვანტურ კვლევაში 3 პაციენტი გარდაიცალა სეფსისით/ნეითროპენიური სეფსისით. მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენები აღწერილი იყო შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებული, ადრე არანამკურნალები პაციენტების 35 და 18%-ში. მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენები აღწერილი იყო ადრე ნამკურნალები პაციენტების 27 და 17%-ში. ადიუვანტურ პაციენტებში ფებრილური ნეითროპენიის (0.7%) ან დიკუმენტირებული ინფექციის სიხშირე თანმხლები 3/4 ხარისხის ნეითროპენიით (1.1%) იყო 1.8% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში. ფებრილური ნეითროპენიის სიხშირე შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში იყო 15% (ციკლების 3%) ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 4% (ციკლების 1%-ზე ნაკლები) ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში. დამატებით, იგივე პოპულაციაში მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიით მიმდინარე ინფექციის სიხშირე იყო 12% ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 8% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციისას. ფებრილური ნეითროპენიის სიხსირე ადრე ნამკურნალებ პაციენტებში იყო 1% 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 6% (ციკლების 1%-ზე ნაკლები) ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში.

გასტროინტესტინური

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს პლიუს საინფუზიო 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს კოლინჯის კიბოს ადიუვანტური მკურნალობისთვის, 3/4 ხარისხის გულისრევის და ღებინების სიხშირე უფრო მაღალი იყო ვიდრე იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ საინფუზიო 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს (იხ. ცხრილი). შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს და 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს, მე-3 და მე-4 ხარისხის ღებინების და დიარეის სიხშირე ნაკლები იყო ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით (იხ. ცხრილი). ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციას, მე-3 და მე-4 ხარისხის გულისრევის, ღებინების, დიარეის და მუკოზიტის/სტომატიტის სიხშირე გაიზარდა 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით (იხ. ცხრილი).

გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების სიხშირე ადრე არანამკურნალებ და ნამკურნალებ პაციენტებში მსგავსია ციკლებს შორის. რეკომენდებულია ანტიემეტური საშუალებებით პრემედიკაცია, 5-HT3 ბლოკერების ჩათვლით.დიარეა და მუკოზიტი შეიძლება გამწვავდეს ოქსალიპლატინის 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის დამატებით და მათი მართვა უნდა მოხდეს შესაბამისი დამხმარე ღონისძიებებით. რადგან ცივმა ტემპერატურამ შეიძლება გაამწვავოს მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები, ყინული (მუკოზიტის პროფილაქტიკისთვის) თავიდან უნდა იქნას აცილებული ოქსალიპლატინის ინფუზიისას.

დერმატოლოგიური

ოქსალიპლატინი არ ზრდიდა ალოპეციას 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან შედარებით. სრული ალოპეცია აღწერილი არ არის. კანის 3/4 ხარისხის დაზიანებების სიხშირე იყო 2% ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის და მხოლოდ საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ჯგუფებში კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებში. ხელის-ფეხის სინდრომის სიხშირე შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში იყო 2% ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 7% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში. ხელის-ფეხის სინდრომის სიხშირე ადრე ნამკურნალებ პაციენტებში იყო 13% 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 11% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში.

ინტრავენური ინექციის ადგილის რეაქციები

აღწერილია ექსტრავაზაცია, ზოგ შემთხვევაში ნეკროზის ჩათვლით. აღწერილია ინექციის ადგილის რეაქცია სიწითლის, შეშუპების და ტკივილის ჩათვლით.

ანტიკოაგულაცია და ჰემორაგია

კვლევის დროს და პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას აღწერილია პროთრომბინის დროის და INR გახანგრძლივება, ზოგჯერ ასოცირებული ჰემორაგიასთან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს და ანტიკოაგულანტებს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს და საჭიროებენ ორალურ ანტიკოაგულანტებს, შეიძლება საჭირო იყოს უფრო ინტენსიური მონიტორინგი.

თირკმლის

ყველა ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 5-10%-ს აღენიშნებოდა შრატში კრეატინინის მომატება. შრატში კრეატინინის 3/4 ხარისხის მომატების სიხშირე ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში იყო 1% ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. შრატში კრეატინინის პარამეტრები აღწერილი არ იყო ადიუვანტურ კვლევაში.

ღვიძლის

ჰეპატოტოქსიურობა (განსაზღვრული ღვიძლში ენზიმების მომატებით) დაკავშირებულია ოქსალიპლატინით კომბინირებულ თერაპიასთან. შემდეგ ცხრილში ჩამოთვლილია კლინიკური ქიმიის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის ტოქსიურობასთან და ჩნდება პაციენტების ≥5%-ში, NCI CTC ხარისხის შკალის მიხედვით ადიუვანტური პაციენტებისთვის და შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულლი ადრე არანამკურნალები პაციენტებისთვის, ლაბორატორიული მაჩვენებლები და NCI CTC ხარისხით ადრე ნამკურნალები პაციენტებისთვის.

ღვიძლის გვერდითი რეაქციები კოლინჯის II ან III სტადიის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ადიუვანტურ ტერაპიას (პაციენტების 5%).

ღვიძლის პარამეტრი

ოქსალიპლატინი +5-FU/LV

(N=1108)

5-FU/LV (N=1111)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ტრანსამინაზების მომატება

57

2

34

1

ALP მომატება

42

<1

20

<1

ბილირუბინემია

20

4

20

5

გვერდითი რეაქციები ღვიძლის-კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ანომალიები შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში (პაციენტების ≥5%)

კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები

ოქსალიპლატინი +5-FU/LV N=259

ირინოტეკანი+5-FU/LV

N=256

ოქსალიპლატინი+ირინოტეკანი N=258

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ალტ (SGPTALAT)

6

1

2

0

5

2

ასტ (SGOTASAT)

17

1

2

1

11

1

ტუტე ფოსფატაზა

16

0

8

0

14

2

საერთო ბილირუბინი

6

1

3

1

3

2

ღვიძლის გვერდითი-კლინიკურ-ლაბორატორიული ანომალიები ადრე ნამკურნალებ პაციენტებში (≥ 5%)

კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები

5-FU/LV (N=142)

ოქსალიპლატინი (N-153)

ოქსალიპლატინი+5-FU/LV (N=150)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ალტ (SGPTALAT)

28

3

36

1

31

0

ასტ (SGOTASAT)

39

2

54

4

47

0

საერთო ბილირუბინი

22

6

13

5

13

1

თრომბოემბოლიზმი

თრომბოემბოლიური მოვლენების სიხშირე კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებში იყო 6% (1.8% 3/4 ხარისხი) ინფუზიური 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 6% (3/4 ხარისხი 1.2%) ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინირებულ ხაზში. სიხშირე იყო 6 და 9% შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ და ნამკურნალებ პაციენტებში ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინირებულ ხაზში, შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ოქსალიპლატინის დოზის გადაჭარბების ცნობილი ანტიდოტი არ არსებობს. თრომბოციტოპენიის დამატებით, ოქსალოპლატინის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი გართულებები მოიცავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციას, მიელოსუპრესიას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას და ნეიროტოქსიურობას. აღწერილია ოქსალიპლატინის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია (<25,000/მმ3) სისხლდენის გარეშე, ანემია, სენსორული ნეიროპათია როგორიცაა პარესთეზია, დიზესთეზია, ლარინგოსპაზმი და სახის კუნთების სპაზმები, გასტროინტესტინური დარღვევები როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, შებერილობა, მუცლის გადიდება და მე-4 ხარისხის ნაწლავის ობსტრუქცია, მე-4 ხარისხის დეჰიდრატაცია, დისპნოე, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე ბრადიკარდია და სიკვდილი.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვისას საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე მკურნალობა. ოქსალიპლატინის მაქსიმალური დოზა რომელიც გამოყენებულია ერთჯერადი ინფუზიისას არის 825მგ.

შენახვა

ფლაკონები შეინახეთ ორიგინალურ კოლოფებში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ორიგინალური შეფუთვა შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გაყინოთ.

შეფუთვა

50მგ/10მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

100მგ/20მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

150მგ/30მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

200მგ/40მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი (10მლ) შეიცავს

ოქსალიპლატინი (Ph.Eur) 50მგ

საინექციო წყალი (Ph.Eur) 10მლ

ყოველი ფლაკონი (20მლ) შეიცავს

ოქსალიპლატინი (Ph.Eur) 100მგ

საინექციო წყალი (Ph.Eur) 20მლ

ყოველი ფლაკონი (40მლ) შეიცავს

ოქსალიპლატინი (Ph.Eur) 200მგ

საინექციო წყალი (Ph.Eur) 40მლ

აღწერა

ოქსალიპლატინი საინექციო არის ანტინეოპლაზიური აგენტი მოლეკულური ფორმულით C8H14N204Pt. და ქიმიური დასახელებით cis-[(1 R,2R)-1,2-ციკლოჰექსანდიამინ-N,N,][ოქსალოტო(2-)-O,O,] პლატინა. ოქსალიპლატინი არის ორგანპლატინის კომპექსი, რომელშიც პლატინის ატომი წარმოდგენილია 1,2-დიამინოციკლოჰექსანის (DACH) კომპლექსში და რომელსაც აქვს ოქსალატის ლიგანდი გამომსვლელი ჯგუფის სახით.

მოლეკულური წონაა 397.3. ოქსლიპლატინი მცირედ იხსნება წყალში 6მგ/მლ0თი, ძალიან მცირედ იხსნება მეთანოლში და ნაწილობრივ უხსნადია ეთანოლსა და აცეტონში.

ოქსალიპლატინი საინექციო გამოდის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ ოქსალიპლატინს სტერილური, დამცავი საშუალებებისგან თავისუფალი, წყლიანი ხსნარის სახით, განზავების შემდეგ ინტრავენური გამოყენებისთვის.

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

ოქსალიპლატინი გადის ფიზიოლოგიურ ხსნარში არაენზიმურ გარდაქმანს აქტიურ დერიატებად, ლაბილური ოქსალანტის ლიგანდის გადანაცვლებით. იქმნება რამდენიმე ტრანზიტორული რეაქტიული სახეობა, მონოაქვა და დიაქვა DACH პლატინის ჩათვლით, რომელიც კოვალენტურად უკავშირდება მაკრომოლეკულებს, იქმნება ინტერ და ინტრა-ჯაჭვური Pt-DNA ჯვარედინი კავშირები. ჯვარედინი კავშირები იქმნება ორი მიმდებარე გუანინის (GG) N7 პოზიციებს, მიმდებარე ადენინ-გუანინებს (AG) და გუანინებს შორის, რომლებიც გაყოფილია ინტერვენციული ნუკლეოდიტით (GNG). ეს ჯვარედინი კავშირები აინჰიბირებს დნმ რეპლიკაიას და ტრანსკრიპციას. ციტოტოქსიურობა უჯრედის ციკლის არასპეციფიურია, in vivo კვლევებმა აჩვენა ოქსალიპლატინის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება კოლინჯის კარცინომის წინააღმდეგ. 5-ფლუორურაცილთან კომბინაციაში ოქსალიპლატინი უფრო ძლიერად ავლენს in vitro და in vivo ანტიპროლიფერაციულ აქტივობას, ვიდრე ცალკე სხვა შენაერთები, სიმსივნის რამდენიმე მოდელში (HT29 (კოლინჯი), GR (სარძევე ჯირკვალი) და L1210 (ლეიკემია)].

ფარმაკოკინეტიკა

ოქსალიპლატინის რეაქტიული დერივატები პლაზმის ულტრაფილტრატში წარმოდგენილია შეუკავშირებელი პლატინის ფრაქციის სახით. ოქსალიპლატინის გამოყენების შემდეგ ულტრაფილტრირებადი პლატინის დონის დაქვეითება სამფაზიანია, ხასიათდება ორი შედარებით მოკლე განაწილების ფაზით (t1/2a 0.43 საათი და t1/2ß 16.8 საათი) და ხანგრძლივი ტერმინალური ელიმინაციის ფაზით (t1/2Ý; 391 საათი). 85მგ/მ2 ოქსალიპლატინის 2 საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები გამოხატული ულტრაფილტრირებადი პლატინის სახით იყო Cmax 0.814მკგ/მლ და განაწილების მოცულობა 440ლ.

უტრაფილტრირებადი პლატინის ინტერ და ინტრაპაციენტული ექსპოზიციის ვარიაბელობა (AUC0-48სთ) შეფასებული 3 ციკლის შემდეგ იყო საშუალო ან დაბალი (23 და 6%). პლატინის ულტრაფილტრირებად დონეს და კლინიკურ უსაფრთხოებას და ეფექტურობას შორის ფარმაკოდინამიური კავშირი დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები

36 თვე წარმოების თარიღიდან

რევიზიის თარიღი 2016 წლის 5 სექტემბერი

სამიანგ ბიოფარმი

სამიანგ ჰოლდინგ კორპორეიშენ

79, სინილსონგ-რო, დაედოკ-გუ, დაეჯეონ 306-230, კორეა

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

SYG ნექსატინი საინექციო *samyamg**

Biopharm

ოქსალიპლატინი საინექციო (5მგ/მლ) ინტრავენური გამოყენებისთვის.

ჩვენება და გამოყენება

ოქსალიპლატინი არის პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საინფუზიო 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად რომელიც განკუთვნილია შემდეგისთვის:

III სტადიის კოლინჯის კიბოს ადიუვანტური მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პირველადი სიმსივნის სრული რეზექცია

შორსწასული კოლორექტალური კიბოს მკურნალობა.

უკუჩვენება

ოქსალიპლატინი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია ოქსალიპლატინის ან პლატინის სხვა შენაერთების მიმართ. ოქსალიპლატინი უკნაჩვენებია ადამიანებში, რომლებსაც პირველი კურსის დაწყებამდე აქვთ მიელოსუპრესია, რაც ნაჩვენებია ნეიტროფილების საბაზისო რაოდენობით-2X109 ლიტრზე ნაკლები და/ან თრომბოციტების რაოდენობით 100X109 ლიტრზე ნაკლები და პერიფერიული ნეიროპათიით ფუნქციური დაზიანებით.

ამას გარდა, უკუჩვენება მოიცავს ორსულობას და ძუძუთი კვებას.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

არ ჩატარებულა სპეციფიური ციტოქრომ P-450 ზე დაფუძნებული წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები. 85მგ/მ2 ოქსალიპლატინს და 5-ფლორურაცილ/ლეიკოვორინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც 2 კვირაში ერთხელ მკურნალობდნენ. პლაზმაში 5-ფლუორურაცილის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით ზრდა აღინიშნა 130მგ/მ2 ოქსალიპლატინის 3 კვირაში ერთხელ დოზირებისას. რადგან პლატინის შემცველი სახეოები ძირითადად თირკმლით გამოიყოფა, ამ პროდუქტების კლირენსი შეიძება დაქვეითდეს პოტენციურად ნეფროტოქსიური შენაერთების მიღებისას; თუმცა ეს სპეციფიურად შესწავლილი არ არის.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

აღწერილია ოქსალიპლატინის მიმართ ანაფილაქსიური რეაქციები და შეიძლება აღინიშნოს მისი მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეპინეფრინი, კორიტკოსტეროიდები და ანტიჰისტამინები გამოიყენება ანაფილაქსიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ალერგიული რეაქციები: 3/4 ხარისხის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციის ჩათვლით აღწერილია ოქსალიპლატინის მიმართ, კოლინჯის კიბოთი დაავადებული პაციენტების 2-3%-ში. ეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, შეიძლება აღინიშნოს გამოყენებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ნებისმიერ ციკლში და ბუნებით და სიმწვავით სხვა პლატინის შემცველი შენაერთების რეაქციების მსგავსია, როგორიცაა გამონაყარი, ურტიკარია, ერითემა, ქავილი და იშვიათად ბრონქოსპაზმი და ჰიპოტენზია. ადრე არანამკურნალებ პაციენტებში აღწერილი მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირემული სიმპტომები იყო ურტიკარია, ქავილი, სახის სიწითლე, ოქსალიპლატინის ინფუზიასთან დაკავშირებული დიარეა, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქოსპაზმი, დიაფორეზი, გულმკერდის ტკივილი, ჰიპოტენზია, დიზორიენტაცია და სინკოპე. ამ რეაქციების მართვა ჩვეულებრივ ხდება სტანდარტული ეპინეფრინით, კორტიკოსტეროიდით, ანტიჰისტამინური თერაპიით და შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის მოხსნა. აღწერილია პრეპარატთან დაკავშირებული სიკვდილი პლატინის შენაერთებზე ანაფილაქსიის შედეგად.

ნეიროპათია: ოქსალიპლატინი დაკავშირებულია ორი ტიპის ნეიროპათიასთან.მწვავე, შექცევადი, ძირითადად პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ადრე ვითარდება, ჩნდება დოზირებიდან რამდენიმე საათში ან ერთ-ორ დღეში, ქრება 14 დღეში და რომელიც ხშირად ხელახლა ჩნდება დოზირების განახლებისას.სიმპტომები შეიძლება დაილექოს ან დამძიმდეს ცივ ტემპერატურაზე ან ცივ საგნებზე ექსპოზიციისას და ჩვეულებრივ ჩნდება ტრანზიტორული პარესთეზიი, დიზესთეზიის და ჰიპოესთეზიის სახით ხელებში, ფეხებში, პერიორალურ მიდამოსა და ყელში. ასევე აღწერილია ყბის სპაზმები, ენის ანომალური შეგრძნება, დიზართრია, თვალების ტკივილი და გულმკერდში მოჭერის შეგრძნება. სენსორული ნეიროპათიის მწვავე, შექცევადი პატერნი აღინიშნა კვლევის პაციენტების დაახლოებით 56%-ში, რომლებიც ოქსალიპლატინს იღებდნენ 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად. ნებისმიერ ინდივიდუალურ ციკლში მწვავე ნეიროტოქსიურობა აღწერილი იყო პაციენტების დაახლოებით 30%-ში. დამატებით პაციენტებში 3 ხარისხის პერიფერიული სენსორული ნეიროპატიის საშუალო ციკლი იყო დაახლოებით 9 ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, ოქსალიპლატინის 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად გამოყენების ხაზში მიღებული ციკლების საშუალო რაოდენობა იყო 6. ფარინგო-ლარინგეალური დიზესთეზიის მწვავე სინდრომი, რომელიც აღწერილია კოლორექტალური კიბოთი დაავადებული ადრე არანამკურნალები პაციენტების 1-2%-ში (ხარისხი 3/4) და ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, ხასიათდება დისფაგიის ან დისპნოეს სუბიექტური შეგრძნებით, ლარინგოსპაზმის ან ბრონქოსპაზმის გარეშე (არ აღინიშნება სტრიდორი ან ქოშნი). ყინულს (მუკოზიტის პროფილაქტიკა) უნდა მოერიდონ ოქსალიპლატინის ინფუზიისას რადან ცივი ტემპერატურა შეიძლება ამძმებდეს მწვავე ნევროლოგიურ სიმპტომებს.

პერსისტიული (>14 დღე), ძირითადად პერიფერიული, სენსორული ნეიროპათია, რომელიც ჩვეულებრივ ხასიათდება პარესთეზიით, დიზესთეზიით, ჰიპოესთეზიით, მაგრამ ასევე მოიცავს პროპრიოცეფციის დეფიციტს, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ყოველდღიურ საქმიანობაზე (მაგ. წერა,ღილაკებზე ხელის დაჭერა, ყლაპვა და სიარულის გაძნელება დაზიანებული პროპრიოცეფციის გამო). ნეიროპატიის ეს ფორმები ვითარდებოდა კვლევის პაციენტების 48%-ში, რომლებიც ოქსალიპლატინს იღებდნენ 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან ერთად. პერსისტიული ნეიროპათია შეიძლება განვითარდეს წინა ნეიროპათიული მოვლენის გარეშე. იმ პაციენტების უმრავლესობა (80%), რომლებსაც განუვითარდათ 3 ხარისხის პერსისტიული ნეიროპათია, პროგრესირებდა წინა 1 ან 2 ხარისხის მოვლენებიდან. ეს სიმპტომები შეიძლება ზოგ პაციენტში გაუმჯობესდეს ოქსალიპლატინის მოხსნის შემდეგ. კოლინჯის კიბოს ადიუვანტურ კვლევაში ნეიროპათიის გრადაცია ხდებოდა წინასწარ ჩამოთვლილი მოდულით, რომელიც მიღებულია კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ტოქსიურობის საერთო კრიტერიუმების ნეირო-სენსორული პარაგრაფიდან (NCI CTC) შკალა, ვერსია 1.

ცხრილი 1 NCI CTC ხარისხი ნეიროპათიისთვის ადიუვანტურ პაციენტებში

ხარისხი

განსაზღვრება

ხარისხი 0

ცვლილებების გარეშე, ან არ არსებობა

ხარისხი 1

მსუბუქი პარესთეზია, ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა

ხარისხი 2

მსუბუქი ან საშალო ობიექტური სენსორული დაკარგვა, საშალო პარესთეზია

ხარისხი 3

ობიექტური სენსორული დაკარგვა ან პარესთეზია, რომელიც მოქმედებს ფუნქციაზე

ხარისხი 4

უცნობია

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია აღწერილი იყო ადიუვანტურ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ოქსალიპლატინის კომბინაციით, 92% იანი სიხშირით (ყველა ხარისხი) და 13%-შ (3 ხარისხი). 28 დღიანი შემდგომი დაკვირვებისას მკურნალობის ბოლო ციკლის შემდეგ, ყველა პაციენტის 60%-ს აღენიშნებოდა რაიმე ხარისხის (ხარისხი 1=40%, ხარისხი 2=16%, ხარისხი 3=5%) პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, რომელიც 39%-მდე მცირდებოდა 6 თვიანი შემდგომი დაკვირვებისას (ხარისხი 1=31%, ხარისხი 2=7%, ხარისხი 3=1%) და 21%-ს 18 თვიანი შემდგომი დაკვირვებისას (ხარისხი 1=17%, ხარისხი 2=3%, ხარისხი 3=1%). შორსწასული კოლორექტალური კიბოს კვლევებში, ნეიროპათიის გრადაცია ხდებოდა კვლევასთან დაკავშირებული ნეიროტოქსიურობის შკალით, რომელიც განსხვავდებოდა NCI CTC შკალისგან, ვერსია 2.0 (იხ. ქვემოთ).

ცხრილი 2 -პარესთეზიის/დიზესთეზიის დახარისხება შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.

ხარისხი

განსაზღვრება

ხარისხი 1

გაქრა და არ იმოქმედება ფუნქციაზე

ხარისხი 2

იმოქმედა ფუნქციაზე, მაგრამ არა ყოველდღიურ საქმიანობაზე

ხარისხი 3

ტკივილი ან ფუნქციური დაზიანება, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ საქმიანობაზე

ხარისხი 4

პერსისტიული დაზიანება, რომელიც იწვევს ქმედუუნარობას ან სიცოცხლისთვის სახიფათოა

საერთო ჯამში, ნეიროპათია აღწერილი იყო შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალები პაციენტების 82%-ში (ყველა ხარისხი) და 19%-ში (3/4 ხარისხი) და ადრე ნამკურნალები პციენტების 74%-ში (ყველა ხარისხი) და 7%-ში (3/4 ხარისხი). ნეიროპათიის შექცევადობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო იმ პაციენტების კვლევებიდან, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ კოლორექტალურ კიბოს.

პულმონარული ტოქსიურობა: ოქსალიპლატინი დაკავშირებულია ფილტვის ფიბროზთან (კვლევის პაციენტების <1%), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური.

ხველის და ქოშინის კომბინირებული სიხშირე იყო 7.4% (ყველა ხარისხი) და <1% (3 ხარისხი), მე-4 ხარისხის მოვლენების გარეშე ოქსალიპლატინს პლიუს საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 4.5% (ნებისმიერი ხარისხი) და 3 ხარისხიის გარეშე და მე-4 ხარისხის მოვლენების 0.4%-ით მხოლოდ საინფუზიო 5--ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებშ. ამ კვლევაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა ეოზინოფილური პნევმონიით ოქსალიპლატინის კომბინირებულ ხაზში. ხველის, ქოშინის და ჰიპოქსიის კომბინირებული სიხშირე იყო 43% (ნებისმიერი ხარისხი) და 7% (მე-3 და მე-4 ხარისხი) ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 32% (ნებისმიერი ხარისხი) და 5% (მე-3 და მე-4 ხარისხი) ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში, უცნობი ხანგრძლივობით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ კოლორექტალურ კიბოს. მოულოდნელი რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში როგორიცაა არა-პროდუქტიული ხველა, ქოშინი, ხროტინი ან რადიოლოგიულად ფილტვის ინფილტრატები, ოქსალიპლატინი უნდა მოიხსნას ფილტვის შემდგომ კვლევამდე, რათა გამოირიცხოს ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება ან ფიბროზი.

ჰეპატოტოქსიურობა: ჰეპატოტოქსიურობა, რაც დამტკიცებულია ადიუვანტურ კვლევაში, ტრანსამინაზებისმომატებით (57% vs 34%) და ტუტე ფოსფატაზას მომატებით (42%vs20%) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ოქსალიპლატინის კომბინირებულ ხაზში, ვიდრე საკონტროლო ხაზში. ბილირუბინის მომატების სიხშირე ორივე ხაზში მსგავსი იყო. ღვიძლის ბიოფსიაში აღნიშნული ცვლილებები მოიცავს შემდეგს: პელიოზუ, კვანძოვანი რეგენერაციული ჰიპერპლაზია ან სინუსოიდალური დაზიანებები, პერისინუსოიდაური ფიგროზი და ვენურ-ოკლუზიური დაზიანებები. უნდა გაითვალისწინონ ღვიძლის ვასკულური დაზიანებები და თუ შესაძლებელია უნდა გამოიკლიონ ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტის ან პორტული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, რომელიც არ აიხსნება ღვიძლის მეტასტაზებით.

ორსულობის კატეგორია D: ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულებში გამოყენებისას. არ არსებობს ორსულ ქალებშ ოქსალიპლატინის ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ ორსულობის თავიდან აცილება ოქსალიპლატინით მკურნალობისას. დნმ-თან პირდაპირი ურთიერთქმედების საფუძველზე, ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულებში გამოყენებისას. არ არსებობს ორსულ ქალებშ ოქსალილატინის ადექვატური და კარგად კონტროლირეული კვლევები. ვირთხების რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა აჩვენა გვერდითი ეფექტები ფერტილობაზე და ემბრიო-ფეტალურ განვითრებაზე დედის დოზებით, რომლებიც დაბალი იყო ადამინისთვის რეკომენდებულ დოზებზე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ან თუ პაციენტი დაორსულდება მისი მიღებისას, ის უნდა გააფრთხილონ ნაყოფისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ.შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ ორსულობისთვის თავის არიდება და ოქსალიპლატინით მკურნალობისას ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

მაკე ვირთხები იღებდნენ ოქსალიპლატინის ადამიანისთვის რეკომენდებული დოზის მეათედზე ნაკლებს სხეულის ზედაპირის მიხედვით, გესტაციის 1-5 დღეს (პრე-იმპლანტაცია), 6-10 ან 11-16 დღეს (ორგენოგენეზის დროს). ოქსალიპლატინმა გამოიწვია განვითარების დროს სიკვდილი (გაიზარდა ნაადრევი რეზორფცია) 6-10 და 11-16 დღეებში გამოყენებისას და უარყოფითად იმოქმედა ნაყოფის ზრდაზე (დაქვეითდა ნაყოფის წონა, დაგვიანდა ოსიფიკაცია) 6-10 დღეებში გამოყენებისას. შეწყვიელბამდე მამრ და მდედრ ვირთხებში ოქსალიპლატინის გამოყენებამ გამოიწვია 97%-იანი პოსტ-იმლანტაციური დანაკარგი ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ ადამიანისთვის რეკომენდებული დოზის დაახლოებით მეშვიდედს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.

მეძუძური დედები: უცნობია ოქსალიპლატინი ან მისი დერივატები გამოიყოფა თუ არა რძეში. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა რძეში და რადგან არსებობს ჩვილებში ოქსალიპლატინის სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალი, უნდა მიიღონ ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ დედისთვის პრეპარატის სარგებელიც.

პედიატრიული გამოყენება: ბავშვებში ოქსალიპლატინის ეფექტურობა დადგენილი არ არის. ოქსალილატინი შემოწმდა2 I ფაზის და 2 II ფაზის კვლევებში 7 თვიდან 22 წლამდე ასაკის 159 პაციენტშ, რომლებსაც აღენიშნეობდათ სოლიდური სიმსივნეები და მნიშვნელოვანი აქტივობა არ აღინიშნა.

გერიატრიული გამოყენება: არ აღინიშნა ასაკის მნიშვნელოვნაი ეფექტი არაფილტრირებადი პლატინის კლირენსზე. კოლინჯის კიბოს ადიუვანტური თერაპიის რანდომიზებულ კინიკურ კვლევაში 723 პაციენტი რომლებსაც მკურნალობდნენ ოქსალიპლატინით და 5 -ფლუორურაცილის/ლეიკოვორინით, იყვნენ <65 წლის ასაკის და 400 პაციენტი იყო≥65 წლის ასაკის. ქვეჯგუფის აღწერილობითმა ანალიზმა აჩვენა, რომ DFS გაუმჯობესება ოქსალიპლატინის კომბინირებულ ხაზში მხოლოდ საინფუზიო 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვირინთან შედარებით ნარჩუნდებოდა სქესებს შორის. ოქსალიპლატინის ეფექტი ≥65 წლის პაციენტებში არ იყო დასკვნითი. ქვეჯგუფების არასაკმარისმა ზომამ შეზღუდა ანალიზი რასის მიხედვით. ≥65 წლის პაციენტებში, რომლებიც ოქსალიპლატინით კომბინირებულ თერაპიას ირღებდნენ უფრო ხშირი იყო 3-4 ხარისხის გრანულოციტოპენია ვიდრე <65 წლის პაციენტებში (45% vs 39%).

პაციენტები თირკმლის დაზიანებით: პლაზმის ულტრაფილტრატში შეუკავშირებელი პლატინის ექსპოზიცია (AUC) იზრდება თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში [იხ. ფარმაკოკინეტიკა (12.3)]. სიფრთხილე და ინტენსიური მონიტორინგი საჭირო ოქსალიპლატინის გამოყენებისას თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში. ოქსალიპლატინის საწყისი დოზის შემცირება საჭირო არ არის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლრეინსი=50-80მლ/წთ) ან საშუალო (კრეატინინის კლირენსი=30-49მლ/წთ) დაზიანება. თუმცა, ოქსალიპლატინის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ).

გვერდითი რეაქციები

კოლინჯის კიბოს II ან III სტადიით დაავადებული 1100-ზე მეტი და შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებული 4,000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობდა კლინიკურ კვლევებში ოქსალიპლატინით. კოლინჯის კიბოს II ან III სტადიით დაავადებულ პაციენტებშ, რომლებიც იღებდნენ ადიუვანტურ თერაპიას ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, გულისრევა, ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას მომატება, დიარეა, ღებინება, დაღლილობა და სტომატიტი. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები ადრე არანამკურნალებ და ნამკურნალებ პაციენტებში იყო სენსორული ნეიროპათია, დაღლილობა, ნეითროპენია, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

ჰემატოლოგიური ცვლილებები

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში ჩამოთვლილია ჰემატოლოგიური ცვლილებები, რომლებიც აღინიშნება პაციენტების ≥5%-ში ლაბორატორიული მონაცემების და NCI ხარისხის მიხედვით, გამონაკლისია მოვლენები, რომლებიც ვითარდება ადიუვანტურ პაციენტებშ და ანემია პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ შორსწასულ კოლორექტალურ კიბოს, რომლებიც დაფუძნებულია AE შეტყობინებებზე და NCI ხარისხზე ცალკე.

ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები კოლინჯის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ადიუვანტურ თერაპიას (პაციენტების 5%).

ჰემატოლოგიური პარამეტრი

ოქსალიპლატინი + 5-FU/LV

(N=1108)

5-FU/LV (N=1111)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი

3/4 ხარისხი (%)

ანემია

76

1

67

<1

ნეითროპენია

79

41

40

5

თრომბოციტოპენია

77

2

19

<1

გვერდითი ჰემატოლოგიური რეაქციები პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ შორსწასულ კოლორექტალურ კიბოს (პაციენტების ≥5%)

ჰემატოლოგიური პარამეტრი

ოქსალიპლატინი +5-FU/LV N=259

ირინოტეკანი+5-FU/LV N=256

ოქსალიპლატინი+ირინოტეკანი N=258

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ანემია

27

3

28

4

25

3

ლეიკოპენია

85

20

84

23

76

24

ნეითროპენია

81

53

77

44

71

36

თრომბოციტოპენია

71

5

26

2

44

4

გვერდითი ჰემატოლოგიური რეაქციები ადრე ნამკურნალებ პაციენტებში(პაციენტების ≥5%)

ჰემატოლოგიური პარამეტრი

5-FU/LV (N=142)

ოქსალიპლატინი(N=153)

ოქსალიპლატინი+5-FU/LV (N=150)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ანემია

68

2

64

1

81

2

ლეიკოპენია

34

1

13

0

76

19

ნეითროპენია

25

5

7

0

73

44

თრომბოციტოპენია

20

0

30

3

64

4

თრომბოციტოპენია და სისხლდენა

თრომბოციტოპენია ხშირადა აღინიშნებოდა ოქსალიპლატინის და საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციისას. ყველა ჰემორაგიულლი მოვლენის სიხშირე ადიუვანტურ და ადრე ნამკურნალებ პაციენტებში უფრო მაღალი იყო კომბინირებული ოქსალიპლატინის ხაზში საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზთან შედარებით. ეს მოვლენები მოიცავდა გასტროინტესტინურ სისხლდენას, ჰემატურიას და ეპიქსტაქსისს. ადიუვანტურ კვლევაში ორი პაციენტი გარდაიცვალა ინტრაკრანიალური ჰემორაგიით.

3/4 ხარისხის თრომბოციტოპენიის სიხშირე იყო 2% კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებში.პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ შორსწასულ კოლორექტალურ კიბოს,3/4 ხარისხის თრომბოციტოპენიის სიხშირე იყო 3-5% და ამ მოვლენების სიხშირე უფრო მაღალი იყო ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვირონის კომბინაციისას ვიდრე ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვირონის ან 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვირონის საკონტროლო ჯგუფებში. 3/4 ხარისხის გასტროინტესტინური სისხლდენა აღწერილი იყო ადიუვანტური პაციენტების 0.2%-ში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს და 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვირონს. ადრე არანამკურნალებ პაციენტებში ეპისტაქსისის სიხშირე იყო 105 ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 2 და 1% ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ან ირინოტეკანს პლიუს ოქსალიპლატინის ხაზში.

ნეითროპენია

ნეითროპენია ხშირად აღინიშნებოდა ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციისას, მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენები აღწერილი იყო კოლინჯის კიბოთი დაავადებული პაციენტების 29 და 12%-ში. ადიუვანტურ კვლევაში 3 პაციენტი გარდაიცალა სეფსისით/ნეითროპენიური სეფსისით. მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენები აღწერილი იყო შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებული, ადრე არანამკურნალები პაციენტების 35 და 18%-ში. მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენები აღწერილი იყო ადრე ნამკურნალები პაციენტების 27 და 17%-ში. ადიუვანტურ პაციენტებში ფებრილური ნეითროპენიის (0.7%) ან დიკუმენტირებული ინფექციის სიხშირე თანმხლები 3/4 ხარისხის ნეითროპენიით (1.1%) იყო 1.8% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში. ფებრილური ნეითროპენიის სიხშირე შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში იყო 15% (ციკლების 3%) ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 4% (ციკლების 1%-ზე ნაკლები) ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში. დამატებით, იგივე პოპულაციაში მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეითროპენიით მიმდინარე ინფექციის სიხშირე იყო 12% ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 8% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციისას. ფებრილური ნეითროპენიის სიხსირე ადრე ნამკურნალებ პაციენტებში იყო 1% 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 6% (ციკლების 1%-ზე ნაკლები) ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში.

გასტროინტესტინური

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს პლიუს საინფუზიო 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს კოლინჯის კიბოს ადიუვანტური მკურნალობისთვის, 3/4 ხარისხის გულისრევის და ღებინების სიხშირე უფრო მაღალი იყო ვიდრე იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ საინფუზიო 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს (იხ. ცხრილი). შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს და 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს, მე-3 და მე-4 ხარისხის ღებინების და დიარეის სიხშირე ნაკლები იყო ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით (იხ. ცხრილი). ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციას, მე-3 და მე-4 ხარისხის გულისრევის, ღებინების, დიარეის და მუკოზიტის/სტომატიტის სიხშირე გაიზარდა 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით (იხ. ცხრილი).

გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების სიხშირე ადრე არანამკურნალებ და ნამკურნალებ პაციენტებში მსგავსია ციკლებს შორის. რეკომენდებულია ანტიემეტური საშუალებებით პრემედიკაცია, 5-HT3 ბლოკერების ჩათვლით.დიარეა და მუკოზიტი შეიძლება გამწვავდეს ოქსალიპლატინის 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის დამატებით და მათი მართვა უნდა მოხდეს შესაბამისი დამხმარე ღონისძიებებით. რადგან ცივმა ტემპერატურამ შეიძლება გაამწვავოს მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები, ყინული (მუკოზიტის პროფილაქტიკისთვის) თავიდან უნდა იქნას აცილებული ოქსალიპლატინის ინფუზიისას.

დერმატოლოგიური

ოქსალიპლატინი არ ზრდიდა ალოპეციას 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან შედარებით. სრული ალოპეცია აღწერილი არ არის. კანის 3/4 ხარისხის დაზიანებების სიხშირე იყო 2% ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის და მხოლოდ საინფუზიო 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ჯგუფებში კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებში. ხელის-ფეხის სინდრომის სიხშირე შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში იყო 2% ირინოტეკანს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 7% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში. ხელის-ფეხის სინდრომის სიხშირე ადრე ნამკურნალებ პაციენტებში იყო 13% 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 11% ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინაციის ხაზში.

ინტრავენური ინექციის ადგილის რეაქციები

აღწერილია ექსტრავაზაცია, ზოგ შემთხვევაში ნეკროზის ჩათვლით. აღწერილია ინექციის ადგილის რეაქცია სიწითლის, შეშუპების და ტკივილის ჩათვლით.

ანტიკოაგულაცია და ჰემორაგია

კვლევის დროს და პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას აღწერილია პროთრომბინის დროის და INR გახანგრძლივება, ზოგჯერ ასოცირებული ჰემორაგიასთან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს და ანტიკოაგულანტებს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილს/ლეიკოვორინს და საჭიროებენ ორალურ ანტიკოაგულანტებს, შეიძლება საჭირო იყოს უფრო ინტენსიური მონიტორინგი.

თირკმლის

ყველა ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 5-10%-ს აღენიშნებოდა შრატში კრეატინინის მომატება. შრატში კრეატინინის 3/4 ხარისხის მომატების სიხშირე ოქსალიპლატინს პლიუს 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში იყო 1% ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. შრატში კრეატინინის პარამეტრები აღწერილი არ იყო ადიუვანტურ კვლევაში.

ღვიძლის

ჰეპატოტოქსიურობა (განსაზღვრული ღვიძლში ენზიმების მომატებით) დაკავშირებულია ოქსალიპლატინით კომბინირებულ თერაპიასთან. შემდეგ ცხრილში ჩამოთვლილია კლინიკური ქიმიის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის ტოქსიურობასთან და ჩნდება პაციენტების ≥5%-ში, NCI CTC ხარისხის შკალის მიხედვით ადიუვანტური პაციენტებისთვის და შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულლი ადრე არანამკურნალები პაციენტებისთვის, ლაბორატორიული მაჩვენებლები და NCI CTC ხარისხით ადრე ნამკურნალები პაციენტებისთვის.

ღვიძლის გვერდითი რეაქციები კოლინჯის II ან III სტადიის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ადიუვანტურ ტერაპიას (პაციენტების 5%).

ღვიძლის პარამეტრი

ოქსალიპლატინი +5-FU/LV

(N=1108)

5-FU/LV (N=1111)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ტრანსამინაზების მომატება

57

2

34

1

ALP მომატება

42

<1

20

<1

ბილირუბინემია

20

4

20

5

გვერდითი რეაქციები ღვიძლის-კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ანომალიები შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ პაციენტებში (პაციენტების ≥5%)

კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები

ოქსალიპლატინი +5-FU/LV N=259

ირინოტეკანი+5-FU/LV

N=256

ოქსალიპლატინი+ირინოტეკანი N=258

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ალტ (SGPTALAT)

6

1

2

0

5

2

ასტ (SGOTASAT)

17

1

2

1

11

1

ტუტე ფოსფატაზა

16

0

8

0

14

2

საერთო ბილირუბინი

6

1

3

1

3

2

ღვიძლის გვერდითი-კლინიკურ-ლაბორატორიული ანომალიები ადრე ნამკურნალებ პაციენტებში (≥ 5%)

კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები

5-FU/LV (N=142)

ოქსალიპლატინი (N-153)

ოქსალიპლატინი+5-FU/LV (N=150)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ყველა ხარისხი (%)

3/4 ხარისხი (%)

ალტ (SGPTALAT)

28

3

36

1

31

0

ასტ (SGOTASAT)

39

2

54

4

47

0

საერთო ბილირუბინი

22

6

13

5

13

1

თრომბოემბოლიზმი

თრომბოემბოლიური მოვლენების სიხშირე კოლინჯის კიბოთი დაავადებულ ადიუვანტურ პაციენტებში იყო 6% (1.8% 3/4 ხარისხი) ინფუზიური 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის ხაზში და 6% (3/4 ხარისხი 1.2%) ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინირებულ ხაზში. სიხშირე იყო 6 და 9% შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ, ადრე არანამკურნალებ და ნამკურნალებ პაციენტებში ოქსალიპლატინის და 5-ფლუორურაცილის/ლეიკოვორინის კომბინირებულ ხაზში, შესაბამისად.

დოზირება და მიღება

ოქსალიპლატინის გამოყენება უნდა მოხდეს კვალიფიციური ექიმის მიერ, რომელსაც აქვს კიბოსსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული აგენტების გამოყენების გამოცდილება. თერაპიის შესაბამისი მენეჯმენტი და კომბინაციები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი დიაგნოსტიკური და მკურნალობის საშუალებები.

  • დოზირება

ოქსალიპლატინი 5-ფლუორურაცილთან/ლეიკოვორინთან კომბინაციაში გამოიყენეთ 2 კვირაში ერთხელ. შორსწასული დაავედებისთვის მკურნალობა რეკომენდებულია დაავადების პროგრესირებამდე ან დაუშვებელ ტოქსიურობამდე. ადიუვანტური გამოყენებისთვის მკურნალობა რეკომენდებულია საერთო ჯამში 6 თვის განმავლობაში (12 ციკლი):

დღე 1: ოქსალიპლატინი 85მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 250-500მლ 5% იან დექსტროზის საინექციო ხსნარში და ლეიკოვორინი 200მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში, 120 წუთის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს ცალკე ფლაკონებში Y-სისტემის გამოყენებით, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 400მგ/მ2 ინტრავენური ნაკადი 2-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 600მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში 22 საათიანი მუდმივი ინფუზიის სახით.

დღე 2: ლეიკოვორინი 200მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 120 წუთის განმავლობაში, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 400მგ/მ2 ინტრავენური ნაკადი 2-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ 5-ფლუორურაცილი 600მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში 22 საათიანი მუდმივი ინფუზიის სახით.

ოქსალიპლატინის მიღება არ საჭიროებს პრეჰიდრატაციას. რეკომენდებულია ანტიემეტური საშუალებებით პრემედიკაცია, 5-HT3 ბლოკერების ჩათვლით, დექსამეტაზონთან ერთად ან მის გარეშე.

  • დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები

შემდგომი თერაპიული ციკლების წინ საჭიროა პაციენტის შეფასება კლინიკურ ტოქსიურობაზე და რეკომენდებულია ლაბორატორიული ტესტები. ინფუზიის დროის გახანგრძლივება ოქსილოპლატინისთვის 2-დან 6 საათამდე შეიძლება ამცირებდეს მწვავე ტოქსიურობას. 5-ფლუორურაცილის და ლეიკოვორინისთვის ინფუზიის დროის ცვლილება საჭირო არ არის.

ადიუვანტური თერაპია კოლინჯის III სტადიის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის

ნეიროპათია და სხვა ტოქსიურობა დახარისხებულია NCI CTC შკალის 1 ვერსიის მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-2 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, რომლებიც არ ქრება, უნდა განიხილონ ოქსალიპლატინის დოზის 75მგ/მ2-მდე შემცირება. პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-3 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, უნდა განიხილონ თერაპიის შეწყვეტა. 5-ფლუორურაცილი/ლეიკოვორინის საინფუზიო რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის.

ოქსალიპლატინის დოზის 75მგ/მ2-მდე შემცირება და საინფუზიო 5-ფლუორურაცილის შემცირება 300მგ/მ2 ნაკადამდე და 500მგ/მ2-მდე 22 საათიანი ინფუზიის დროს რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებშიც ქრება 3/4 ხარისხის გასტროინტესტინური (პროფილაქტიკური მკურნალობის მიუხედავად) მოვლენები ან მე-4 ხარისხის ნეითროპენია ან 3/4 ხარისხის თრომბოციტოპენია. შემდეგი დოზა უნდა გადავადდეს სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება ≥1.5x109L და თრომბოციტები ≥75X109/L.

დოზის მოდიფიკაცია თერაპიის დროს შორსწასული კოლორექტალური კიბოთი დაავადებული ადრე არანამკურნალები და ნამკურნალები პაციენტებისთვის

ნეიროპათიის დახარისხება ხდებოდა კვლევისთვის სპეციფიური ნეიროტოქსიური შკალით. სხვა ტოქსიურობის დახარისხება ხდებოდა NCI CTC ვერსია 2.0 მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-2 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, რომლებიც არ ქრება, უნდა განიხილონ ოქსალიპლატინის დოზის შემცირება 65მგ/მ2-მდე.; პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტიული მე-3 ხარისხის ნეიროსენსორული მოვლენები, უნდა განიხილონ თერაპიის მოხსნა. 5-ფლუორურაცილი/ლეიკოვორინის რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის. ოქსალიპლატინის დოზის შემცირება 65მგ/მ2-მდე და 5-FU-სი 20%-ით (300მგ/მ2 და 500მგ/მ2 ნაკადი 22 საათიანი ინფუზიისას) რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებშიც ქრება 3/4 ხარისხის გასტროინტესტინური (პროფილაქტიკური მკურნალობის მიუხედავად) მოვლენები ან მე-4 ხარისხის ნეითროპენია ან 3/4 ხარისხის თრომბოციტოპენია. შემდეგი დოზა უნდა გადავადდეს სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება ≥1.5x109L და თრომბოციტები ≥75X109/ლ.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

არ გაყინოთ კონცენტრირებული ხსნარი. საბოლოო განზავება არასდროს არ უნდა მოხდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან ქლორიდის შემცველი სხვა ხსნარებით. ხსნარი შემდგომში უნდა განზავდეს 250-500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში. 250-500მლ დექსტროზის 5%-იან საინექციო ხსნარში განზავების შემდეგ, შენახვის ვადა არის 24 საათი 25°С ტემპერატურაზე ან 48 საათამდე მაცივარში (5°C). საბოლოო განზავების შემდეგ სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის.

დოზის გადაჭარბება

ოქსალიპლატინის დოზის გადაჭარბების ცნობილი ანტიდოტი არ არსებობს. თრომბოციტოპენიის დამატებით, ოქსალოპლატინის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი გართულებები მოიცავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციას, მიელოსუპრესიას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას და ნეიროტოქსიურობას. აღწერილია ოქსალიპლატინის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია (<25,000/მმ3) სისხლდენის გარეშე, ანემია, სენსორული ნეიროპათია როგორიცაა პარესთეზია, დიზესთეზია, ლარინგოსპაზმი და სახის კუნთების სპაზმები, გასტროინტესტინური დარღვევები როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, შებერილობა, მუცლის გადიდება და მე-4 ხარისხის ნაწლავის ობსტრუქცია, მე-4 ხარისხის დეჰიდრატაცია, დისპნოე, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე ბრადიკარდია და სიკვდილი.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვისას საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე მკურნალობა. ოქსალიპლატინის მაქსიმალური დოზა რომელიც გამოყენებულია ერთჯერადი ინფუზიისას არის 825მგ.

შენახვა

ფლაკონები შეინახეთ ორიგინალურ კოლოფებში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ორიგინალური შეფუთვა შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გაყინოთ.

შეფუთვა

50მგ/10მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

100მგ/20მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

150მგ/30მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

200მგ/40მლ ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთული კოლოფში

შენახვის ვადა

36 თვე წარმოების თარიღიდან

რევიზიის თარიღი 2016 წლის 5 სექტემბერი

სამიანგ ბიოფარმი

სამიანგ ჰოლდინგ კორპორეიშენ

79, სინილსონგ-რო, დაედოკ-გუ, დაეჯეონ 306-230, კორეა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა