ოქსალიპლატინი 5მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
Oxaliplatin 5mg/ml Concentrate for Solution for lnfusion
პრეპარატის სახელწოდება არის ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, თუმცა ინსტრუქციის დანარჩენ ნაწილში იგი მოიხსენიება, როგორც "ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად". …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ (50მგ/10მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037446
- რეგისტრირებულია
- 2 მარტი 2023, მოქმედებს 2 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ოქსალიპლატინი 5მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატის სახელწოდება არის ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, თუმცა ინსტრუქციის დანარჩენ ნაწილში იგი მოიხსენიება, როგორც "ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯის და სწორი ნაწლავის მეტასტაზირებადი სიმსივნის მკურნალობა). ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლიუმის მჟავა.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური ინფუზიის წინ საჭიროა მისი განზავება და ხსნარის მომზადება. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს ანტინეოპლაზიურ ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატს და შეიცავს პლატინას.
მიღების წესი და დოზირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
დოზირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება სიმაღლისა და წონის მიხედვით.
მოხუცებულთა ჩათვლით, მოზრდილებში სტანდარტული დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. დოზა ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და წარსულში ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებზე.
მიღების წესი და მეთოდი
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინიშნება სიმსივნის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მიერ.
პროცედურას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც განსაზღვრავს ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური შეყვანა ხდება ნელი ინექციის სახით რომელიმე ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიყვანება ფოლიუმის მჟავასთან ერთად და 5-ფლუოროურაცილის ინფუზიამდე.
მიღების სიხშირე
ჩვეულებრივ, ინფუზია ტარდება 2 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 6 თვეს სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ოქსალიპლატინის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
თუ პაციენტს აქვს სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა;
თუ პაციენტს ხელის და/ან ფეხის თითებში აქვს ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება და უჭირს ნატიფი მოძრაობების შესრულება, მაგალითად, ღილების შეკვრა;
თირკმლის მძიმე პრობლემების არსებობისას.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულკტაცია:
თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველი ისეთი სამკურნალო საშულებების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი. ოქსალიპლატინით ნებისმიერი ინექციის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება;
საშუალო სიმძიმის თირკმლის პრობლემების დროს;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ნებისმიერი პრობლემა ან მკურნალობის პერიოდში აღენიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილება;
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონია გულის ელექტროგამტარებლობის დარღვევა – QT ინტერვალის გახანგრძლივება, აღენიშნება არარეგულარული გულისცემა ან დატვირთული აქვს ოჯახური ანამნეზი გულის პრობლემების მხრივ;
თუ პაციენტი ახლო წარსულში ვაქცინირებულია ან აპირებს აცრის ჩატარებას უახლოეს მომავალში. ოქსალიპლატინით მკურანლობის პერიოდში, პაციენტს არ უნდა ჩაუტარდეს აცრა ცოცხალი ან “ატენუირებული” ვაქცინით (მაგ. ყვითელი ცხელების აცრა).
გამოყენება ბავშვებში
ოქსალიპლატინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებდა წარსულში ან იღებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. განსაკუთრებით:
5-ფლუოროურაცილი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);
სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები);
გრანისეტრონი (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატი);
პაკლიტაქსელი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
ნატრიუმის ვალპროატი (ანტიეპილეფსიური პრეპარატი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ორსულობა არ არის რეკომენდებული და საჭიროა ეფექტური კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევა. ქალებისთვის საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური ზომების გატარება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დაწყებამდე მოხდეს ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
ძუძუთი კვება
ოქსალიპლატინით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება დაუშვებელია.
ფერტილობა
ოქსალიპლატინს შესაძლოა ჰქონდეს ფერტილობის საწინააღმდეგო მოქმედება, ზოგჯერ შეუქცევადი სახის. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მამაკაცი პაციენტების ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.
მამაკაცებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და სხვა ნევროლოგიური ეფექტები, რაც გავლენას ახდენს მოძრაობისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების დროს მხედველობის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა საშიში მოქმედებების შესრულება.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მკურნალობის მომდევნო კურსის დაწყებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება.
შესაძლებელია ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების განვითარება:
ყველაზე საშიში გვერდითი მოვლენები:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტმა შენიშნა რომელიმე ჩამოთვლილთაგანი:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ალერგიები/ალერგიული რეაქციები, უმეტესად ინფუზიის დროს, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშიც;
სტომატიტი/მუკოზიტი (წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, პათოლოგიური სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის გამო). მკურნალობის და ყოველი ახალი კურსის დაწყებამდე, ექიმი შეამოწმებს პაციენტის სისხლის უჯრედების რაოდენობას;
უეცრად განვითარებული რესპირატორული სიმპტომები, მათ შორის მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუთნქვა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ძლიერი ინფექცია სისხლში, რომელიც თან ახლავს სისხლით თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებას (ნეიტროპენიური სეფსისი). აღნიშნული შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რაც თანხლებულია ტემპერატურული რეაქციით > 38.3C ან 38C რომელიც ხანგრძლივდება 1 საათზე მეტად (ფებრილური ნეიტროპენია);
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები, როგორიცაა უეცრად განვითარებული გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ვიზინგი ან სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა (პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს გულის წასვლის შეგრძნება). უმეტეს შემთხვევებში, აღნიშნული მოვლენები ვითარდება პრეპარატის შეყვანისას ან უშუალოდ შეყვანის შემდგომ პერიოდში, თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს დაყოვნებული ტიპის რეაქციები, ინფუზიიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეშიც კი;
ტკივილი გულმკერდის ან ბეჭების მიდამოში, სუნთქვის გაძნელება და სისხლიანი ხველა (ფილტვის თრომბოზის ნიშნები).
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სისხლის საშიში ინფექციები (სეფსისი), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
ნაწლავების დახშობა ან შეშუეპება;
სმენის დარღვევები, ვერტიგო, ხმაური ყურებში.
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
უეცრად განვითარებული სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მცირე ზომის სისხლძარღვებში ფართოდ გავრცელებული თრომბოზის გამო (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
პათოლოგიური სისხლჩაქცევები, სისხლდენები ან ინფექციისთვის დამახასიათებეილი ნიშნები, მაგ. ყელის ტკივილი ან მაღალი ცხელება;
პერსისტირებადი ან ძლიერი ფაღარათი ან ღებინება;
მხედველობის შექცევადი, მცირე ხნიანი დაკარგვა;
სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, მენტალური ფუნქციის ცვლილებას, გულყრებს და მხედველობის დარღვევებს - მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, რაც წარმოადგენს იშვიათ ნევროლოგიურ დარღვევას);
უკიდურესი დაღლილობა, რასაც თან ახლავს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია). აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს დამოუკიდებლად ან ისეთ მოვლენებთან ერთად, როგორიცაა თრომბოციტოპენია, პათოლოგიური სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის გამო) და თირკმელების დაზიანება, როდესაც მცირდება ან საერთოდ წყდება შარდის გამოყოფა (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები);
ფილტვის ქსოვილის ჩანაწვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით და ფილტვების ქსოვილის შესქელება, რასაც თან ახლვას სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ზოგჯერ შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება).
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და წელის მიდამოში, რაც თანხლებულია გულისრევით და ღებინებით.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
თირკმელების დაზიანება, როდესაც მცირდება ან საერთოდ წყდება შარდის გამოყოფა (თირკმელების უკმარისობის სიმპტომები);
ღვიძლის სისხლძარღვების დარღვევები (სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს და მუცლის შეშუპებას, წონის მატებას და ქსოვილების შეშუპებას ფეხებში, მუხლებში ან სხეულის სხვა მიდამოში).
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
სისხლის საშიში ინფექცია და არტერიული ჰიპოტენზია (სეპტიური შოკი), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
გულის რიტმის დარღვევები (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაც დგინდება ეკგ კვლევით და შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან მოწითალო-მოყავისფრო შარდის არსებობასთან ერთად (რაბდომიოლოზის სიმპტომები). აღნიშნული მდგოამრეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ამონაღები მასა, რომელიც წააგავს “ყავის მარცვლებს”, მუქი ფერის/კუპრისებრი განავალი (პეპტიური წყლულის სიმპტომები, რასაც თან ახლავს პერფორაციის ან სისხლდენის რისკი). აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ნაწლავებში (ნაწლავთა იშემია), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
ხახის სპაზმი, რამაც შესაძლოა გამიწვიოს სუნთქვის გაძნელება;
აუტოიმუნური რეაქცია, რაც იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითებას (აუტოიმუნური პანციტოპენია)(სიმპტომები მოიცავს მიდრეკილებას სისხლდენებისადმი და სისხლჩაქცევებისადმი, სუნთქვის უკმარისობას, უკიდურეს დაღლილობას და სისუსტეს, მიდრეკილებას ინფექციების მიმართ დაქვეითებული იმუნიტეტის გამო);
ინსულტის სიმპტომები (უეცრად განვითარებული, ძლიერი თავის ტკივილი, კონფუზია, მხედველობის დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში, სახის, მკლავის ან ფეხის დაბუჟება ან სისუსტე, უმეტესად ცალ მხარეს, სახის “ჩამოშვება”, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, ბალანსის დარღვევა და მეტყველების გაძნელება);
პნევმონია (ფილტვების საშიში ინფექცია), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
არასიმსივნური გენეზის პათოლოგიური ნოდულები ღვიძლში (ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში):
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შესაძლოა დააზიანოს ნერვები (პერიფერიული ნეიროპათია). შესაძლოა განვითარდეს ჩხვლეტის და/ან დაბუჟების შეგრძება ხელის ან ფეხის თითებში, პირის ირგვლივ ან ხახაში. აღნიშნული ზოგჯერ შესაძლოა ასოცირებული იყოს კრამპებთან.
აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ აღმოცენდებიან სიცივის ზემოქმედების შედეგად, მაგ. საყინულეს გამოღების ან ცივი სასმელის ხელში ჭერის დროს. შესაძლოა გართულდეს ნატიფი მოძრაობების შესრულების უნარი, როგორიცაა ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ეს სიმპტომები სრულად ქრება თავისით, არსებობს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარების მუდმივი სიმპტომების დარჩენის შესაძლებლობა მკურნალობის დასრულების შემდგომ.
ცალკეულ პირებს კისრის მოხრის დროს აღენიშნებათ ჩხვლეტის ან “დენის დარტყმის” შეგრძნება მკლავების ან ტანის გასწვრივ.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას ყელში, განსაკუთრებით, ყლაპვის დროს და ასევე ქოშინის შეგრძნებას. აღნიშნული შეგრძნება, ჩვეულებრივ, ვლინდება ინფუზიის დროს ან მისი დასრულებიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებითაც. ეს უსიამოვნო შეგრძნება არ გრძელდება დიდხანს და რაიმე მკურნალობის საჭიროების გარეშე ლაგდება. ექიმმა შეიძლება მიიღოს მკურნალობის შეცვლის გადაწყვეტილება.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს დიარეას, მსუბუქ გულისრევის შეგრძნებას (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) და ღებინებას (შეუძლოდ ყოფნა); თუმცა, როგორც წესი, ექიმი ნიშნავს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს მკურნალობის დაწყებამდე, რაც შესაძლოა გაგრძელდეს მკურნალობის შემდეგაც.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. ერითროციტების რაოდენობის შემცირება იწვევს ანემიას (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), პათოლოგიურ სისხლდენას ან სისხლჩაქცევას (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ზრდის ინფექციებისადმი მიდრეკილებას. მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს რათა დარწმუნდეს, რომ სისხლის უჯრედების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია.
დისკომფორტის შეგრძნება ინფექციის ადგილას ან მის მიმდებარედ, ინფუზიის დროს;
ცხელაბა, ტრემორი, მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, ტკივილი სხეულის სხვადასხვა მიდამოში;
წონის ცვლილებები, მადის დაქვეითება ან უმადობა, გემოვნების ცვლილები, ყაბზობა;
თავის ტკივილი, წელის ტკივილი;
ენის შეგრძნების ცვლილები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების დარღვევები;
კუჭის ტკივილი;
პათოლოგიური სისხლდენები, მათ შორის სისხლდენა ცხვირიდან;
ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, რაც შესაძლოა იყოს წითელი ფერის და თან ახლდეს ქავილი, მსუბუქი ინტენსივობის თმის ცვენა (ალოპეცია);
სისხლის ანალიზების ცვლილებები, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის დასადგენად.
ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
მოუნელებლობა და გულძმარვა, სლოკინი, ალები, თავბრუსხვევა;
ჭარბი ოფლიანობა და ფრჩხილების დარღვევები, კანის აქერცვლა;
ტკივილი გულ-მკერდის არეში;
ფილტვისმიერი დარღვევები და რინორეა;
სახსრების და ძვლების ტკივილი;
ტკივილი შარდვისას და თირკმლის ფუნქციური ცვლილებები, შარდვის სიხშირის ცვლილებები, გაუწყლოვნება;
სისხლიანი შარდვა/განავალი, ვენების შეშუპება;
არტერიული ჰიპერტენზია;
დეპრესია ან უძილობა;
კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები;
კალციუმის რაოდენობის შემცირება სისხლში;
კუნთების ნეირონების შეშუპება, კისრის გაშეშება;
დაცემა.
ნაკლებად ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ნერვოტულობა.
იშვიათი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სმენის დაქვეითება.

ალერგიული ვასკულიტი (სისხძარღვების ანთება);
გულყრები (სხეულის უკონტროლო კრთომები);
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში);
საყლაპავი მილის ანთება (საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას);
ახლად განვითარებული კიბოს რისკი. ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მკურნალობისას არსებობს ლეიკემიის (სისხლის გარკვეული ტიპის კიბო) განვითარების შემთხვევები. ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე, აღნიშნული ტიპის კიბოს მომატებული რისკის შესახებ პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
ვინაიდან პრეპარატის შეყვანას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ნაკლებად მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება ან საჭიროზე ნაკლები რაოდენობით მიღება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენების მატება. მკურნალი ექიმი ნიშნავს სათანადო მკურნალობას აღნიშნული გვერდითი მოვლენებისთვის.
მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს:
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:
1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
თითოეული შუშის ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ინდივიდუალურ შეფუთვაში.
10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
20 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
40 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
2 წელი.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება +2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და +25C-ზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახსნის შემდეგ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს +2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება ერთჯერადად. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი ექვემდებარება განადგურებას.
რეკომენდაციები პრეპარატთან მუშაობისას უსაფრთხოების შესახებ
ტოქსიური თვისებების მქონე სხვა ნაერთების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ოქსალიპლატინის ხსნარის მომზადებისა და მისი გამოყენების დროს.
გამოყენების ინსტრუქციები
ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ მოითხოვს სიფრთხილის ზომების გატარებას, რათა მოხდეს მათი და ირგვლივ მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვა.
ციტოტოქსიკური აგენტების საინექციო ხსნარები უნდა მომზადდეს აღნიშნულ პრეპარატებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ, გარდა ამისა, საჭიროა პრეპარატის მთლიანობის შენარჩუნება, გარემოს და პრეპარატთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყოს მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულ ზონაში თამბაქოს მოხმარება, საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მასალებით, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ზედაპირის დამცავი საფარით, კონტეინერებით და ნაგვის შესაგროვებელი ყუთებით.
სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.
ორსულებმა თავი უნდა აარიდონ ციტოტოქსიკურ აგენტებთან მუშაობას.
ნებისმიერი დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს იმავე სიფრთხილის ზომებით და მიჩნეულ იქნეს დაბინძურებულ ნარჩენ მასალად. კონტამინირებული ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს შესაბამისი ეტიკეტის მქონე რიგიდულ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ ნაწილი "განადგურება".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კანთან შეხებისას, უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ ზედმიწევნით ჩამობანა წყლით. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ზედმიწევნით ჩამობანა წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შეყვანისას
არ გამოიყენება ინექციისთვის ალუმინის შემცველი მასალა,
არ შეიყვანება განუზავებელი პრეპარატი,
გამხსნელის სახით გამოიყენება მხოლოდ გლუკოზის 5%–იანი საინფუზიო ხსნარი. დაუშვებელია საინფუზიო ხსნარის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველი სხვა ხსნარებით.
არ უნდა მოხდეს შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან საინფუზიო ჩანთაში და არ შეიყვანება სხვა პრეპარატები იმავე საინფუზიო მილით.
არ უნდა მოხდეს შერევა ტუტე რეაქციის მქონე სამედიცინო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, როგორებიცაა 5–ფთორურაცილისა და ფოლიუმის მჟავის პროდუქტები, რომელიც დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ტრომეტამოლს და სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებები ან ხსნარები უარყოფითად მოქმედებს ოქსალიპლატინის მდგრადობაზე.
ინსტრუქციები ფოლიუმის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატი ან დინატრიუმის ფოლინატი) ერთად გამოყენებისას
250 ან 500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილი 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ინტრავენური ინფუზია შეიყვანება გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილ ფოლიუმის მჟავასთან ერთად, 2-6 საათის განმავლობაში, ინფუზიამდე შეყვანილი Y-ხაზის მეშვეობით.
დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის შერევა საინფუზიო ჩანთაში. ფოლიუმის მჟავა დამხმარე ნივთიერების სახით არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს და უნდა განზავდეს მხოლოდ გლუკოზის 5%-იან იზოტონურ ხსნარში და არა ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებში ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველ სხვა ხსნარებში.
5-ფთორურაცილის გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალიპლატინი მიიღება ფთოროპირიმიდინების - მაგალითად, 5-ფთორურაცილის შეყვანამდე.
ოქსალიპლატინის შეყვანის შემდეგ ხდება საინფუზიო მილის გამორეცხვა და 5-ფთორურაცილის შეყვანა.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული მკურანლობისთვის განკუთვნილი პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების წაკითხვა.
- გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხ. ქვემოთ);
- გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
სათანადო რაოდენობის კონცენტრატი უნდა იქნას ფლაკონიდან ამოღებული და განზავდეს 250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში ისე, რომ ოქსალიპლატინის კონცენტრაციამ მიაღწიოს არაუმცირეს 0,2 – 0.7 მგ/მლ-ს; კონცენტრაციის სპექტრი, რომელშიც ოქსალიპლატინი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ მდგრადობას არის 0,2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე.
შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის სახით.

გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის დათვალიერება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ - პუნქტი “განადგურება”).
არასდროს გამოიყენება გამხსნელად ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარები.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა გამოცდილ იქნა შესაბამისი, PVC-დაფუძნებული შესაყვანი ნაკრებით.
ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის შეყვანისას წინასწარი ჰიდრატაცია არ არის საჭირო.
250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრაცია არ უნდა იყოს 0,2 მგ/მლ-ზე ნაკლები, მისი ინფუზია ხდება პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში 2-6 საათის განმავლობაში. ოქსალიპლატინითა და 5-ფთორურაცილით კომბინირებული მკურნალობის დროს ოქსალიპლატინის ინფუზია წინ უსწრებს 5-ფთორურაცილის ინფუზიას.
განადგურება
სამედიცინო პროდუქტის ნარჩენები და განზავებისა და შეყვანის დროს გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოსტატიკურ აგენტებთან დაკავშირებული საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად და მავნე ნარჩენების განადგურების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და რისთვის გამოიყენება ის;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე;
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი;
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და რისთვის გამოიყენება იგი
პრეპარატის სახელწოდება არის ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, თუმცა ინსტრუქციის დანარჩენ ნაწილში იგი მოიხსენიება, როგორც "ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯის და სწორი ნაწლავის მეტასტაზირებადი სიმსივნის მკურნალობა). ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლიუმის მჟავა.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური ინფუზიის წინ საჭიროა მისი განზავება და ხსნარის მომზადება. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს ანტინეოპლაზიურ ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატს და შეიცავს პლატინას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე;
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ოქსალიპლატინის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
თუ პაციენტს აქვს სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა;
თუ პაციენტს ხელის და/ან ფეხის თითებში აქვს ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება და უჭირს ნატიფი მოძრაობების შესრულება, მაგალითად, ღილების შეკვრა;
თირკმლის მძიმე პრობლემების არსებობისას.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულკტაცია:
თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველი ისეთი სამკურნალო საშულებების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი. ოქსალიპლატინით ნებისმიერი ინექციის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება;
საშუალო სიმძიმის თირკმლის პრობლემების დროს;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ნებისმიერი პრობლემა ან მკურნალობის პერიოდში აღენიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილება;
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონია გულის ელექტროგამტარებლობის დარღვევა – QT ინტერვალის გახანგრძლივება, აღენიშნება არარეგულარული გულისცემა ან დატვირთული აქვს ოჯახური ანამნეზი გულის პრობლემების მხრივ;
თუ პაციენტი ახლო წარსულში ვაქცინირებულია ან აპირებს აცრის ჩატარებას უახლოეს მომავალში. ოქსალიპლატინით მკურანლობის პერიოდში, პაციენტს არ უნდა ჩაუტარდეს აცრა ცოცხალი ან “ატენუირებული” ვაქცინით (მაგ. ყვითელი ცხელების აცრა).
გამოყენება ბავშვებში
ოქსალიპლატინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებდა წარსულში ან იღებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. განსაკუთრებით:
5-ფლუოროურაცილი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);
სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები);
გრანისეტრონი (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატი);
პაკლიტაქსელი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
ნატრიუმის ვალპროატი (ანტიეპილეფსიური პრეპარატი).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ორსულობა არ არის რეკომენდებული და საჭიროა ეფექტური კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევა. ქალებისთვის საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური ზომების გატარება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დაწყებამდე მოხდეს ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
ძუძუთი კვება
ოქსალიპლატინით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება დაუშვებელია.
ფერტილობა
ოქსალიპლატინს შესაძლოა ჰქონდეს ფერტილობის საწინააღმდეგო მოქმედება, ზოგჯერ შეუქცევადი სახის. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მამაკაცი პაციენტების ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.
მამაკაცებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და სხვა ნევროლოგიური ეფექტები, რაც გავლენას ახდენს მოძრაობისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარზე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, დაუშვებელია ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების დროს მხედველობის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა საშიში მოქმედებების შესრულება.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
დოზირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება სიმაღლისა და წონის მიხედვით.
მოხუცებულთა ჩათვლით, მოზრდილებში სტანდარტული დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. დოზა ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და წარსულში ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებზე.
მიღების წესი და მეთოდი
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინიშნება სიმსივნის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მიერ.
პროცედურას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც განსაზღვრავს ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური შეყვანა ხდება ნელი ინექციის სახით რომელიმე ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიყვანება ფოლიუმის მჟავასთან ერთად და 5-ფლუოროურაცილის ინფუზიამდე.
მიღების სიხშირე
ჩვეულებრივ, ინფუზია ტარდება 2 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 6 თვეს სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ვინაიდან პრეპარატის შეყვანას ახორციელებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ნაკლებად მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება ან საჭიროზე ნაკლები რაოდენობით მიღება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენების მატება. მკურნალი ექიმი ნიშნავს სათანადო მკურნალობას აღნიშნული გვერდითი მოვლენებისთვის.
მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მკურნალობის მომდევნო კურსის დაწყებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება.
შესაძლებელია ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების განვითარება:
ყველაზე საშიში გვერდითი მოვლენები:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტმა შენიშნა რომელიმე ჩამოთვლილთაგანი:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ალერგიები/ალერგიული რეაქციები, უმეტესად ინფუზიის დროს, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშიც;
სტომატიტი/მუკოზიტი (წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, პათოლოგიური სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის გამო). მკურნალობის და ყოველი ახალი კურსის დაწყებამდე, ექიმი შეამოწმებს პაციენტის სისხლის უჯრედების რაოდენობას;
უეცრად განვითარებული რესპირატორული სიმპტომები, მათ შორის მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუთნქვა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ძლიერი ინფექცია სისხლში, რომელიც თან ახლავს სისხლით თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებას (ნეიტროპენიური სეფსისი). აღნიშნული შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რაც თანხლებულია ტემპერატურული რეაქციით > 38.3C ან 38C რომელიც ხანგრძლივდება 1 საათზე მეტად (ფებრილური ნეიტროპენია);
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები, როგორიცაა უეცრად განვითარებული გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ვიზინგი ან სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა (პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს გულის წასვლის შეგრძნება). უმეტეს შემთხვევებში, აღნიშნული მოვლენები ვითარდება პრეპარატის შეყვანისას ან უშუალოდ შეყვანის შემდგომ პერიოდში, თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს დაყოვნებული ტიპის რეაქციები, ინფუზიიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეშიც კი;
ტკივილი გულმკერდის ან ბეჭების მიდამოში, სუნთქვის გაძნელება და სისხლიანი ხველა (ფილტვის თრომბოზის ნიშნები).
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სისხლის საშიში ინფექციები (სეფსისი), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
ნაწლავების დახშობა ან შეშუეპება;
სმენის დარღვევები, ვერტიგო, ხმაური ყურებში.
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
უეცრად განვითარებული სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მცირე ზომის სისხლძარღვებში ფართოდ გავრცელებული თრომბოზის გამო (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
პათოლოგიური სისხლჩაქცევები, სისხლდენები ან ინფექციისთვის დამახასიათებეილი ნიშნები, მაგ. ყელის ტკივილი ან მაღალი ცხელება;
პერსისტირებადი ან ძლიერი ფაღარათი ან ღებინება;
მხედველობის შექცევადი, მცირე ხნიანი დაკარგვა;
სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, მენტალური ფუნქციის ცვლილებას, გულყრებს და მხედველობის დარღვევებს - მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, რაც წარმოადგენს იშვიათ ნევროლოგიურ დარღვევას);
უკიდურესი დაღლილობა, რასაც თან ახლავს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია). აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს დამოუკიდებლად ან ისეთ მოვლენებთან ერთად, როგორიცაა თრომბოციტოპენია, პათოლოგიური სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის გამო) და თირკმელების დაზიანება, როდესაც მცირდება ან საერთოდ წყდება შარდის გამოყოფა (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები);
ფილტვის ქსოვილის ჩანაწვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით და ფილტვების ქსოვილის შესქელება, რასაც თან ახლვას სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ზოგჯერ შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება).
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და წელის მიდამოში, რაც თანხლებულია გულისრევით და ღებინებით.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
თირკმელების დაზიანება, როდესაც მცირდება ან საერთოდ წყდება შარდის გამოყოფა (თირკმელების უკმარისობის სიმპტომები);
ღვიძლის სისხლძარღვების დარღვევები (სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს და მუცლის შეშუპებას, წონის მატებას და ქსოვილების შეშუპებას ფეხებში, მუხლებში ან სხეულის სხვა მიდამოში).
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
სისხლის საშიში ინფექცია და არტერიული ჰიპოტენზია (სეპტიური შოკი), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
გულის რიტმის დარღვევები (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაც დგინდება ეკგ კვლევით და შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან მოწითალო-მოყავისფრო შარდის არსებობასთან ერთად (რაბდომიოლოზის სიმპტომები). აღნიშნული მდგოამრეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ამონაღები მასა, რომელიც წააგავს “ყავის მარცვლებს”, მუქი ფერის/კუპრისებრი განავალი (პეპტიური წყლულის სიმპტომები, რასაც თან ახლავს პერფორაციის ან სისხლდენის რისკი). აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ნაწლავებში (ნაწლავთა იშემია), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
ხახის სპაზმი, რამაც შესაძლოა გამიწვიოს სუნთქვის გაძნელება;
აუტოიმუნური რეაქცია, რაც იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითებას (აუტოიმუნური პანციტოპენია)(სიმპტომები მოიცავს მიდრეკილებას სისხლდენებისადმი და სისხლჩაქცევებისადმი, სუნთქვის უკმარისობას, უკიდურეს დაღლილობას და სისუსტეს, მიდრეკილებას ინფექციების მიმართ დაქვეითებული იმუნიტეტის გამო);
ინსულტის სიმპტომები (უეცრად განვითარებული, ძლიერი თავის ტკივილი, კონფუზია, მხედველობის დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში, სახის, მკლავის ან ფეხის დაბუჟება ან სისუსტე, უმეტესად ცალ მხარეს, სახის “ჩამოშვება”, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, ბალანსის დარღვევა და მეტყველების გაძნელება);
პნევმონია (ფილტვების საშიში ინფექცია), რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში;
არასიმსივნური გენეზის პათოლოგიური ნოდულები ღვიძლში (ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში):
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შესაძლოა დააზიანოს ნერვები (პერიფერიული ნეიროპათია). შესაძლოა განვითარდეს ჩხვლეტის და/ან დაბუჟების შეგრძება ხელის ან ფეხის თითებში, პირის ირგვლივ ან ხახაში. აღნიშნული ზოგჯერ შესაძლოა ასოცირებული იყოს კრამპებთან.
აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ აღმოცენდებიან სიცივის ზემოქმედების შედეგად, მაგ. საყინულეს გამოღების ან ცივი სასმელის ხელში ჭერის დროს. შესაძლოა გართულდეს ნატიფი მოძრაობების შესრულების უნარი, როგორიცაა ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ეს სიმპტომები სრულად ქრება თავისით, არსებობს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარების მუდმივი სიმპტომების დარჩენის შესაძლებლობა მკურნალობის დასრულების შემდგომ.
ცალკეულ პირებს კისრის მოხრის დროს აღენიშნებათ ჩხვლეტის ან “დენის დარტყმის” შეგრძნება მკლავების ან ტანის გასწვრივ.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას ყელში, განსაკუთრებით, ყლაპვის დროს და ასევე ქოშინის შეგრძნებას. აღნიშნული შეგრძნება, ჩვეულებრივ, ვლინდება ინფუზიის დროს ან მისი დასრულებიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებითაც. ეს უსიამოვნო შეგრძნება არ გრძელდება დიდხანს და რაიმე მკურნალობის საჭიროების გარეშე ლაგდება. ექიმმა შეიძლება მიიღოს მკურნალობის შეცვლის გადაწყვეტილება.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ზოგჯერ იწვევს დიარეას, მსუბუქ გულისრევის შეგრძნებას (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) და ღებინებას (შეუძლოდ ყოფნა); თუმცა, როგორც წესი, ექიმი ნიშნავს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს მკურნალობის დაწყებამდე, რაც შესაძლოა გაგრძელდეს მკურნალობის შემდეგაც.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. ერითროციტების რაოდენობის შემცირება იწვევს ანემიას (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), პათოლოგიურ სისხლდენას ან სისხლჩაქცევას (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ზრდის ინფექციებისადმი მიდრეკილებას. მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს რათა დარწმუნდეს, რომ სისხლის უჯრედების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია.
დისკომფორტის შეგრძნება ინფექციის ადგილას ან მის მიმდებარედ, ინფუზიის დროს;
ცხელაბა, ტრემორი, მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, ტკივილი სხეულის სხვადასხვა მიდამოში;
წონის ცვლილებები, მადის დაქვეითება ან უმადობა, გემოვნების ცვლილები, ყაბზობა;
თავის ტკივილი, წელის ტკივილი;
ენის შეგრძნების ცვლილები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების დარღვევები;
კუჭის ტკივილი;
პათოლოგიური სისხლდენები, მათ შორის სისხლდენა ცხვირიდან;
ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, რაც შესაძლოა იყოს წითელი ფერის და თან ახლდეს ქავილი, მსუბუქი ინტენსივობის თმის ცვენა (ალოპეცია);
სისხლის ანალიზების ცვლილებები, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის დასადგენად.
ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
მოუნელებლობა და გულძმარვა, სლოკინი, ალები, თავბრუსხვევა;
ჭარბი ოფლიანობა და ფრჩხილების დარღვევები, კანის აქერცვლა;
ტკივილი გულ-მკერდის არეში;
ფილტვისმიერი დარღვევები და რინორეა;
სახსრების და ძვლების ტკივილი;
ტკივილი შარდვისას და თირკმლის ფუნქციური ცვლილებები, შარდვის სიხშირის ცვლილებები, გაუწყლოვნება;
სისხლიანი შარდვა/განავალი, ვენების შეშუპება;
არტერიული ჰიპერტენზია;
დეპრესია ან უძილობა;
კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები;
კალციუმის რაოდენობის შემცირება სისხლში;
კუნთების ნეირონების შეშუპება, კისრის გაშეშება;
დაცემა.
ნაკლებად ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ნერვოტულობა.
იშვიათი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სმენის დაქვეითება.
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ალერგიული ვასკულიტი (სისხძარღვების ანთება);
გულყრები (სხეულის უკონტროლო კრთომები);
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში);
საყლაპავი მილის ანთება (საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას);
ახლად განვითარებული კიბოს რისკი. ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მკურნალობისას არსებობს ლეიკემიის (სისხლის გარკვეული ტიპის კიბო) განვითარების შემთხვევები. ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე, აღნიშნული ტიპის კიბოს მომატებული რისკის შესახებ პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
განზავებამდე, ფლაკონი ინახება კოლოფში, სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება გარე შეფუთვაზე და ფლაკონზე მოცემული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
მომზადების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება +2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და +25C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახნის შემდეგ პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს +2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან შეიცავს რაიმე ნაწილაკს.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოხვედრა თვალში ან კანზე. ნებისმიერი სახის შემთხვევითი კონტაქტის დროს, დაუყოვნელივ უნდა მიემართოს ექიმს ან ექთანს.
ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სიფრთხილით განადგურებას ახორციელებს ექიმი ან ექთანი.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს:
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:
1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ხსნარს, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
თითოეული შუშის ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს ინდივიდუალურ შეფუთვაში.
10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
20 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
40 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Accord Healthcare Limited,
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow HA1 4HF, UK
აკორდ ჰელსქეარ ლიმიტედ,
სეიჯ ჰაუზ, 319 პინერ როუდ, ნორს ჰაროუ ჰა1 4ჰფ, დიდი ბრიტანეთი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი ქვეყნის დასახელება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
გაერთიანებული სამეფო
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ავსტრია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბელგია
ოქსალიპლატინი აკორდ ჰელსქეა 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბულგარეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ჩეხეთის ღესპუბლიკა
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გერმანია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დანია

ესტონეთი
ესპანეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG
ფინეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
საფრანგეთი
უნგრეთი
ირლანდია
იტალია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლატვია

ლიტვა
მალტა
ნიდერლანდები
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პოლონეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პორტუგალია
რუმინეთი
შვედეთი
ოქსალიპლატინი აკორდი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარითი: 02/2022
წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მომზადების გზამკვლევი
მნიშვნელოვანია ამ პროცედურის შემადგენლობის სრულად წაკითხვა ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მომზადების წინ
ფორმულირება
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე უფერო ხსნარს, რომელიც შეიცავს 5 მგ/მლ ოქსალიპლატინს.
აღწერილობა
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია ერთჯერადი დოზის ფლაკონში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი.
10 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 15 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში (სილიკონიზებული), რომელსაც აქვს 20 მმ ზომის V9048 FM259/0 OMNIFLEX PLUS (ომნიფლექს ფლას) 2500/RF რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იისფერი თავსახური.
20 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 20 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში (სილიკონიზებული), რომელსაც აქვს 20 მმ ზომის V9048 FM259/0 OMNIFLEX PLUS (ომნიფლექს ფლას) 2500/RF რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იისფერი თავსახური.
40 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 50 მლ მოცულობის მქონე ტიპი 1 გამჭვირვალე შუშის მილისებრ ფლაკონში (სილიკონიზებული), რომელსაც აქვს 20 მმ ზომის V9048 FM259/0 OMNIFLEX PLUS (ომნიფლექს ფლას) 2500/RF რეზინის საცობი და 20 მმ ზომის ალუმინის იისფერი თავსახური.
შენახვის ვადა:
2 წელი.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება +2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და +25C-ზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახსნის შემდეგ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს +2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება ერთჯერადად. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი ექვემდებარება განადგურებას.
რეკომენდაციები პრეპარატთან მუშაობისას უსაფრთხოების შესახებ
ტოქსიური თვისებების მქონე სხვა ნაერთების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ოქსალიპლატინის ხსნარის მომზადებისა და მისი გამოყენების დროს.
გამოყენების ინსტრუქციები
ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ მოითხოვს სიფრთხილის ზომების გატარებას, რათა მოხდეს მათი და ირგვლივ მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვა.
ციტოტოქსიკური აგენტების საინექციო ხსნარები უნდა მომზადდეს აღნიშნულ პრეპარატებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ, გარდა ამისა, საჭიროა პრეპარატის მთლიანობის შენარჩუნება, გარემოს და პრეპარატთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყოს მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულ ზონაში თამბაქოს მოხმარება, საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მასალებით, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ზედაპირის დამცავი საფარით, კონტეინერებით და ნაგვის შესაგროვებელი ყუთებით.
სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.
ორსულებმა თავი უნდა აარიდონ ციტოტოქსიკურ აგენტებთან მუშაობას.
ნებისმიერი დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს იმავე სიფრთხილის ზომებით და მიჩნეულ იქნეს დაბინძურებულ ნარჩენ მასალად. კონტამინირებული ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს შესაბამისი ეტიკეტის მქონე რიგიდულ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ ნაწილი "განადგურება".
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კანთან შეხებისას, უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ ზედმიწევნით ჩამობანა წყლით. ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ზედმიწევნით ჩამობანა წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შეყვანისას
არ გამოიყენება ინექციისთვის ალუმინის შემცველი მასალა,
არ შეიყვანება განუზავებელი პრეპარატი,
გამხსნელის სახით გამოიყენება მხოლოდ გლუკოზის 5%–იანი საინფუზიო ხსნარი. დაუშვებელია საინფუზიო ხსნარის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველი სხვა ხსნარებით.
არ უნდა მოხდეს შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან საინფუზიო ჩანთაში და არ შეიყვანება სხვა პრეპარატები იმავე საინფუზიო მილით.
არ უნდა მოხდეს შერევა ტუტე რეაქციის მქონე სამედიცინო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, როგორებიცაა 5–ფთორურაცილისა და ფოლიუმის მჟავის პროდუქტები, რომელიც დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ტრომეტამოლს და სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებები ან ხსნარები უარყოფითად მოქმედებს ოქსალიპლატინის მდგრადობაზე.
ინსტრუქციები ფოლიუმის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატი ან დინატრიუმის ფოლინატი) ერთად გამოყენებისას
250 ან 500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილი 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ინტრავენური ინფუზია შეიყვანება გლუკოზის 5%-იან ხსნარში გახსნილ ფოლიუმის მჟავასთან ერთად, 2-6 საათის განმავლობაში, ინფუზიამდე შეყვანილი Y-ხაზის მეშვეობით.
დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის შერევა საინფუზიო ჩანთაში. ფოლიუმის მჟავა დამხმარე ნივთიერების სახით არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს და უნდა განზავდეს მხოლოდ გლუკოზის 5%-იან იზოტონურ ხსნარში და არა ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებში ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის შემცველ სხვა ხსნარებში.
5-ფთორურაცილის გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალიპლატინი მიიღება ფთოროპირიმიდინების - მაგალითად, 5-ფთორურაცილის შეყვანამდე.
ოქსალიპლატინის შეყვანის შემდეგ ხდება საინფუზიო მილის გამორეცხვა და 5-ფთორურაცილის შეყვანა.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული მკურანლობისთვის განკუთვნილი პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების წაკითხვა.
- გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხ. ქვემოთ);
- გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
სათანადო რაოდენობის კონცენტრატი უნდა იქნას ფლაკონიდან ამოღებული და განზავდეს 250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში ისე, რომ ოქსალიპლატინის კონცენტრაციამ მიაღწიოს არაუმცირეს 0,2 – 0.7 მგ/მლ-ს; კონცენტრაციის სპექტრი, რომელშიც ოქსალიპლატინი ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ მდგრადობას არის 0,2 მგ/მლ-დან 2 მგ/მლ-მდე.
შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის სახით.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება +2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და +25C-ზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, გახსნის შემდეგ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს +2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის დათვალიერება. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. კონცენტრატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ - პუნქტი “განადგურება”).
არასდროს გამოიყენება გამხსნელად ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარები.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა გამოცდილ იქნა შესაბამისი, PVC-დაფუძნებული შესაყვანი ნაკრებით.
ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის შეყვანისას წინასწარი ჰიდრატაცია არ არის საჭირო.
250-500 მლ გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ, ოქსალიპლატინი კონცენტრაცია არ უნდა იყოს 0,2 მგ/მლ-ზე ნაკლები, მისი ინფუზია ხდება პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში 2-6 საათის განმავლობაში. ოქსალიპლატინითა და 5-ფთორურაცილით კომბინირებული მკურნალობის დროს ოქსალიპლატინის ინფუზია წინ უსწრებს 5-ფთორურაცილის ინფუზიას.
განადგურება
სამედიცინო პროდუქტის ნარჩენები და განზავებისა და შეყვანის დროს გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოსტატიკურ აგენტებთან დაკავშირებული საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად და მავნე ნარჩენების განადგურების შესახებ ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.