ოქსალიპლატინის 5 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ინგრედიენტია ოქსალიპლატინი. ოქსალიპლატინი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (მსხვილი ნაწლავის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბო). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/10მლ (5მგ/მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Sichuan Huiyu Pharmaceutical Co. Ltd., ჩინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045111
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2026, მოქმედებს 27 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ი/მ ირაკლი კაკუბერი
ოქსალიპლატინი 5მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოქსალიპლატინის 5 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ინგრედიენტია ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (მსხვილი ნაწლავის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბო). ოქსალიპლატინი გამოიყენება სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლინის მჟავა, კომბინაციაში.
ოქსალიპლატინი არის სიმსივნის საწინააღმდეგო ან კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი და შეიცავს პლატინას.
მიღების წესი და დოზირება
ოქსალიპლატინი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
დოზა
ოქსალიპლატინის დოზა გამოითვლება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. ეს გამოთვლა ხორციელდება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.
მოზრდილებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, ჩვეულებრივი დოზა შედგენს 85 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე.
თქვენს მიერ მიღებული დოზა ასევე დამოკიდებული იქნება სისხლის ანალიზების შედეგებზე და იმაზე, გქონიათ თუ არა ადრე ოქსალიპლატინის გვერდითი ეფექტები.
მიღების წესი და გზა
ოქსალიპლატინს დაგინიშნავთ კიბოს მკურნალობის სპეციალისტი.
თქვენ მკურნალობას ჩაგიტარებთ ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელიც მოამზადებს ოქსალიპლატინის საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინი შეჰყავთ ნელი ინექციით ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-დან 6 საათამდე პერიოდის განმავლობაში.
ოქსალიპლატინს შეიყვანენ ფოლის მჟავასთან ერთად და 5-ფტორურაცილის ინფუზიამდე.
მიღების სიხშირე
ინფუზია, როგორც წესი, უნდა მიიღოთ 2 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თქვენი მკურნალობა გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვე, თუ ის განხორციელდება სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ოქსალიპლატინი
რადგან ამ მედიკამენტს შეგიყვანთ ჯანდაცვის სპეციალისტი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ის ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი ეფექტები. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა ამ გვერდითი მოვლენებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია ოქსალიპლატინის მიმართ,
ძუძუთი კვებავთ,
გაქვთ სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა,
გაქვთ ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება ხელის და/ან ფეხის თითებში და გიჭირთ ისეთი დელიკატური ამოცანების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა,
გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები.
სიფრთხილის ზომები
ოქსალიპლატინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველ პრეპარატებზე, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.
თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ან მსუბუქი დარღვევები.
თუ მკურნალობის დროს გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის ფუნქციის ტესტების პათოლოგიური შედეგები.
თუ გაქვთ ან გქონიათ გულის დარღვევები, როგორიცაა პატოლოგიური ელექტრული სიგნალი, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება, არარეგულარული გულისცემა ან გულის პრობლემების ოჯახური ანამნეზი.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა თქვენზე ნებისმიერ დროს ვრცელდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს ამ მოვლენების მკურნალობა და შესაძლოა, საჭირო გახდეს ოქსალიპლატინის დოზის შემცირება, ან ოქსალიპლატინით მკურნალობის გადადება ან შეწყვეტა.
თუ მკურნალობის დროს ყელში უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, განსაკუთრებით გადაყლაპვისას, და სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, აცნობეთ ექიმს.
თუ ხელებში ან ფეხებში ნერვული სახის პრობლემები გაქვთ, როგორიცაა დაბუჟება ან ჩხვლეტა, ან ხელებში ან ფეხებში მგრძნობელობის დაქვეითება, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვები და მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობიდან მხედველობის დაკარგვამდე, აცნობეთ ექიმს.
თუ თავს ცუდად გრძნობთ ან ავად ხართ (გულისრევა ან ღებინება), აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ძლიერი დიარეა, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ტუჩების ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (მუკოზიტი/სტომატიტი), აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ დიარეა, ან სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, აცნობეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება შეამციროს ოქსალიპლატინის დოზა ან გადადოს ოქსალიპლატინით მკურნალობა.
თუ გაქვთ აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა ხველა ან სუნთქვის გაძნელება, აცნობეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ ოქსალიპლატინით მკურნალობა.
თუ განვითარდება ძლიერი დაღლილობა, ქოშინი ან თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები), აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ცხელება (ტემპერატურა 38°C ან მეტი) ან შემცივნება, რაც შეიძლება ინფექციის ნიშნები იყოს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა, სისხლის ინფექციის განვითარების რისკი გემუქრებოდეთ.
თუ გაქვთ სიცხე ≥ 38°C, აცნობეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება დაადგინოს, რომ ასევე გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების რაპდენობის შემცირება.
თუ განვითარდება მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია), აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს თქვენი სხეულის მცირე სისხლძარღვებში თრომბების არსებობის ნიშნები.
თუ ოქსალიპლატინის მიღების დროს აღინიშნა გულის წასვლა (გონების დაკარგვა) ან არარეგულარული გულისცემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება გულის სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.
თუ გაქვთ კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან წითელ-ყავისფერ შარდთან ერთად, აცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს კუნთების დაზიანების (რაბდომიოლიზი) ნიშნები და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ან სხვა გართულებები.
თუ გაქვთ მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მაგვარი შიგთავსით ღებინება, ან მუქი ფერის/კუპრისებრი განავალი, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის წყლულის (კუჭ-ნაწლავის წყლული, პოტენციური სისხლდენით ან პერფორაციით) ნიშნები, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ აბდომინური (მუცლის) ტკივილი, სისხლიანი დიარეა და გულისრევა და/ან ღებინება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის კედელში სისხლის მიმოქცევის შემცირებით (ნაწლავის იშემია), აცნობეთ ექიმს.
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ან გეგმავთ რაიმე ვაქცინის გაკეთებას. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ უნდა გაიკეთოთ ვაქცინაცია „ცოცხალი“ ან „შესუსტებული“ ვაქცინებით, როგორიცაა ყვითელი ცხელების ვაქცინა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს დაორსულება არ არის რეკომენდებული და აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდის გამოყენება. ქალმა პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კონტრაცეფციის ზომები თერაპიის დროს და მის შემდეგ, რომელიც გრძელდება 4 თვის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განიხილოთ ექიმთან ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე.
თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ძუძუთი კვება
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ძუძუთი.
ფერტილობა
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს. მამრობითი სქესის პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციას სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით.
მამრობითი სქესის პაციენტებს ურჩევენ, არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში მიიღონ შესაბამისი კონტრაცეფციის ზომები.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევისა და ღებინების, ასევე სხვა ნევროლოგიური სიმპტომების რისკის მომატება, რომლებიც გავლენას ახდენს სიარულსა და წონასწორობაზე. ამ შემთხვევაში, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებთან. თუ ოქსალიპლატინის მიღების დროს გაქვთ მხედველობის პრობლემები, არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ მძიმე მექანიზმებთან და არ ჩაერთოთ სახიფათო საქმიანობაში.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს შემდეგი მკურნალობის დაწყებამდე.
ქვემოთ აღწერილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოგივლინდეთ.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები უეცარი ნიშნებით, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა (შეიძლება იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ). შემთხვევათა უმრავლესობაში, ეს სიმპტომები ვითარდება ინფუზიის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ, თუმცა დაგვიანებული ალერგიული რეაქციები ასევე ვლინდება რამდენიმე საათის ან თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ.
პათოლოგიური სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა.
მუდმივი ან მძიმე დიარეა ან ღებინება.
ღებინების მასებში სისხლის ან მუქი ყავისფერი ყავის ნალექის მაგვარი ნაწილაკების არსებობა.
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ან პირის ღრუს წყლულების ტკივილი).
რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ან სველი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, ქოშინი და მსტვინავი სუნთქვა, რადგან ეს შეიძლება იყოს ფილტვების სერიოზული დაავადების ნიშნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციონირების ცვლილება, კრუნჩხვები და მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობიდან მხედველობის დაკარგვამდე (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური დაავადება).
ინსულტის სიმპტომები (მათ შორის უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, დაბნეულობა, მხედველობის გაძნელება ერთ ან ორივე თვალში, სახის, ხელის ან ფეხის დაბუჟება ან სისუსტე, ჩვეულებრივ, ცალ მხარეს, სახის დახრილობა, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა და მეტყველების გაძნელება),
უკიდურესი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია), ცალკე ან თრომბოციტების დაბალ რაოდენობასთან, პათოლოგიურ სისხლჩაქცევებთან (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადებასთან ერთად, რომლის დროსაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები).
ოქსალიპლატინის სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
ოქსალიპლატინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვებზე (პერიფერიული ნეიროპათია). შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტა და/ან დაბუჟება ხელის და ფეხის თითებში, პირის ღრუს გარშემო ან ყელში, რაც ზოგჯერ შეიძლება კრუნჩხვასთან ერთად განვითარდეს. ეს ეფექტები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით, მაგალითად, მაცივრის გაღებით ან ცივი სასმელის დაჭერით. ასევე შეიძლება გაგიჭირდეთ დელიკატური ამოცანების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს სიმპტომები მთლიანად ქრება, მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლებელია პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის სიმპტომების პერსისტენტული განვითარება. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ჩხვლეტა, დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ხელებსა ან ტანში, კისრის მოხრისას.
ოქსალიპლატინმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს, და გამოიწვიოს ქოშინის შეგრძნება. ეს შეგრძნება თუ ვლინდება, ის ჩვეულებრივ ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნოა, ის დიდხანს არ გრძელდება და ყოველგვარი მკურნალობის საჭიროების გარეშე გაივლის. შედეგად, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის შეცვლა.
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, მსუბუქი გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება) და ღებინება (ცუდად ყოფნა); თუმცა, გულისრევის პროფილაქტიკურ მედიკამენტებს, როგორც წესი, ექიმი დანიშნავს მკურნალობამდე და შეიძლება გააგრძელოს მკურნალობის შემდეგაც.
ოქსალიპლატინი იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. სისხლის წითელი უჯრედების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებისადმი მიდრეკილება. მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი კურსის წინ ექიმი აიღებს სისხლს, რათა შეამოწმოს, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები.
დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილას ან მის მახლობლად ინფუზიის დროს.
ცხელება, კანკალი (ტრემორი), მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი,
წონის ცვლილება, მადის დაკარგვა ან ნაკლებობა, გემოს დარღვევები, ყაბზობა,
თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი,
კუნთების ნერვების შეშუპება, კისრის შებოჭილობა, ენის პათოლოგიური მგრძნობელობა, რამაც შესაძლოა შეცვალოს მეტყველება, სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ან პირის ღრუს წყლულები),
კუჭის ტკივილი,
პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა,
ხველა, სუნთქვის გაძნელება,
ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს წითელი და ქავილიანი, თმის მსუბუქი ცვენა (ალოპეცია),
სისხლის ანალიზების ცვლილება, მათ შორის დაკავშირებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევებთან.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)
ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით,
სისხლის სერიოზული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენიული სეფსისი), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება >38.3°C ან გახანგრძლივებული ცხელება > 38°C ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში (ფებრილური ნეიტროპენია),
საჭმლის მონელების დარღვევა და გულძმარვა, სლოკინი, წამოხურება, თავბრუსხვევა,
ოფლიანობის მომატება და ფრჩხილების მდგომარეობის დარღვევები, კანის აქერცვლა,
ტკივილი გულმკერდის არეში,
დარღვევები ფილტვების მხრივ და სურდო,
სახსრების და ძვლების ტკივილი,
ტკივილი შარდვის დროს და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, შარდვის სიხშირის ცვლილებები, გაუწყლოება,
სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება, თრომბები ფილტვებში,
მაღალი არტერიული წნევა,
დეპრესია და უძილობა,
კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები,
სისხლში კალციუმის დონის შემცირება,
დაცემა.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლის სერიოზული ინფექცია (სეფსისი), რომელიც შეიძლება ფატალური იყოს,
ნაწლავის გაუვალობა ან შეშუპება,
ნევროზულობა.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს)
სმენის დაკარგვა,
ფილტვების ქსოვილის ნაწიბურები და გასქელება სუნთქვის გაძნელებით, ზოგჯერ ფატალური (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება),
მხედველობის შექცევადი ხანმოკლე დაკარგვა,
სხეულის წვრილ სისხლძარღვებში გავრცელებული თრომბების გამო მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია), რაც შეიძლება ფატალური იყოს.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს)
ღებინების მასებში სისხლის ან მუქი ყავისფერი ყავის ნალექის მაგვარი ნაწილაკების არსებობა,
თირკმლის დაავადება, როდესაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები),
ღვიძლის სისხლძარღვოვანი დარღვევები.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),
აუტოიმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებას (აუტოიმუნური პანციტოპენია), პანციტოპენია,
სისხლის სერიოზული ინფექცია და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიკური შოკი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი,
კრუნჩხვები (სხეულის უკონტროლო კანკალი),
ყელის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,
მოხსენებულია უკიდურესი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია), ცალკე ან თრომბოციტების დაბალ რაოდენობასთან და თირკმლის დაავადებასთან ერთად, როდესაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები), რაც შეიძლება ფატალური იყოს.
გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში),
კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან წითელ-ყავისფერ შარდთან ერთად (კუნთების დაზიანების სიმპტომები, რომელსაც რაბდომიოლიზი ეწოდება), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ღებინება, რომელიც ჰგავს „ყავის ნალექს“ ან მუქი ფერის/კუპრისებრი განავალი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სიმპტომები, პოტენციური სისხლდენით ან პერფორაციით), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
საყლაპავის ანთება (საყლაპავის - მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან -ლორწოვანი გარსის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას),
ნაწლავებში სისხლის მიმოქცევის შემცირება (ნაწლავის იშემია), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
ახალი კიბოს რისკი. ლეიკემია, სისხლის კიბოს ფორმა, აღინიშნა პაციენტებში ოქსალიპლატინის სხვა ზოგიერთ მედიკამენტებთან ერთად მიღების შემდეგ. ოქსალიპლატინის და სხვა გარკვეული მედიკამენტების მიღებისას კიბოს ამ ტიპის განვითარების რისკის გაზრდის პოტენციალის შესახებ გაესაუბრეთ ექიმს.
არასიმსივნური ღვიძლის პათოლოგიური კვანძები (ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზია)
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე ან მოძებნოთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ოქსალიპლატინს.
სხვა ინგრედიენტი არის საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, ხილული ნაწილაკებისგან თავისუფალი. ოქსალიპლატინის ფლაკონები შეიცავს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ოქსალიპლატინს საინექციო წყალში. ფლაკონები მოთავსებულია კოლოფებში თითო ფლაკონით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Seacross Pharmaceuticals Ltd.
Beaumont Business Centres
6 Snow Hill
ლონდონი EC1A 2AY
გაერთიანებული სამეფო
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
გაუხსნელი ფლაკონი: ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ.
ოქსალიპლატინი არ უნდა მოხვდეს თვალებთან ან კანთან კონტაქტში. შემთხვევით დაღვრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს. ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსალიპლატინი სათანადოდ განადგურდება ექიმის ან ექთნის მიერ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი–ჩანართი მთლიანად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში
რა არის ოქსალიპლატინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ოქსალიპლატინის გამოყენებამდე
როგორ გამოვიყენოთ ოქსალიპლატინი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ შევინახოთ ოქსალიპლატინი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ოქსალიპლატინი და რისთვის გამოიყენება
ოქსალიპლატინის 5 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ინგრედიენტია ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (მსხვილი ნაწლავის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბო). ოქსალიპლატინი გამოიყენება სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, როგორიცაა 5-ფტორურაცილი და ფოლინის მჟავა, კომბინაციაში.
ოქსალიპლატინი არის სიმსივნის საწინააღმდეგო ან კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი და შეიცავს პლატინას.
- რა უნდა იცოდეთ ოქსალიპლატინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ოქსალიპლატინი, თუ:
გაქვთ ალერგია ოქსალიპლატინის მიმართ,
ძუძუთი კვებავთ,
გაქვთ სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა,
გაქვთ ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება ხელის და/ან ფეხის თითებში და გიჭირთ ისეთი დელიკატური ამოცანების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა,
გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ოქსალიპლატინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველ პრეპარატებზე, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.
თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ან მსუბუქი დარღვევები.
თუ მკურნალობის დროს გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ღვიძლის ფუნქციის ტესტების პათოლოგიური შედეგები.
თუ გაქვთ ან გქონიათ გულის დარღვევები, როგორიცაა პატოლოგიური ელექტრული სიგნალი, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება, არარეგულარული გულისცემა ან გულის პრობლემების ოჯახური ანამნეზი.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა თქვენზე ნებისმიერ დროს ვრცელდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს ამ მოვლენების მკურნალობა და შესაძლოა, საჭირო გახდეს ოქსალიპლატინის დოზის შემცირება, ან ოქსალიპლატინით მკურნალობის გადადება ან შეწყვეტა.
თუ მკურნალობის დროს ყელში უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ, განსაკუთრებით გადაყლაპვისას, და სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, აცნობეთ ექიმს.
თუ ხელებში ან ფეხებში ნერვული სახის პრობლემები გაქვთ, როგორიცაა დაბუჟება ან ჩხვლეტა, ან ხელებში ან ფეხებში მგრძნობელობის დაქვეითება, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვები და მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობიდან მხედველობის დაკარგვამდე, აცნობეთ ექიმს.
თუ თავს ცუდად გრძნობთ ან ავად ხართ (გულისრევა ან ღებინება), აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ძლიერი დიარეა, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ტუჩების ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (მუკოზიტი/სტომატიტი), აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ დიარეა, ან სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, აცნობეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება შეამციროს ოქსალიპლატინის დოზა ან გადადოს ოქსალიპლატინით მკურნალობა.
თუ გაქვთ აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა ხველა ან სუნთქვის გაძნელება, აცნობეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ ოქსალიპლატინით მკურნალობა.
თუ განვითარდება ძლიერი დაღლილობა, ქოშინი ან თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები), აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ ცხელება (ტემპერატურა 38°C ან მეტი) ან შემცივნება, რაც შეიძლება ინფექციის ნიშნები იყოს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა, სისხლის ინფექციის განვითარების რისკი გემუქრებოდეთ.
თუ გაქვთ სიცხე ≥ 38°C, აცნობეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება დაადგინოს, რომ ასევე გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების რაპდენობის შემცირება.
თუ განვითარდება მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია), აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს თქვენი სხეულის მცირე სისხლძარღვებში თრომბების არსებობის ნიშნები.
თუ ოქსალიპლატინის მიღების დროს აღინიშნა გულის წასვლა (გონების დაკარგვა) ან არარეგულარული გულისცემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება გულის სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.
თუ გაქვთ კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან წითელ-ყავისფერ შარდთან ერთად, აცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს კუნთების დაზიანების (რაბდომიოლიზი) ნიშნები და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ან სხვა გართულებები.
თუ გაქვთ მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მაგვარი შიგთავსით ღებინება, ან მუქი ფერის/კუპრისებრი განავალი, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის წყლულის (კუჭ-ნაწლავის წყლული, პოტენციური სისხლდენით ან პერფორაციით) ნიშნები, აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ აბდომინური (მუცლის) ტკივილი, სისხლიანი დიარეა და გულისრევა და/ან ღებინება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის კედელში სისხლის მიმოქცევის შემცირებით (ნაწლავის იშემია), აცნობეთ ექიმს.
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ან გეგმავთ რაიმე ვაქცინის გაკეთებას. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ უნდა გაიკეთოთ ვაქცინაცია „ცოცხალი“ ან „შესუსტებული“ ვაქცინებით, როგორიცაა ყვითელი ცხელების ვაქცინა.
სხვა მედიკამენტები და ირინოტეკანი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს დაორსულება არ არის რეკომენდებული და აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდის გამოყენება. ქალმა პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კონტრაცეფციის ზომები თერაპიის დროს და მის შემდეგ, რომელიც გრძელდება 4 თვის განმავლობაში.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განიხილოთ ექიმთან ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე.
თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ძუძუთი კვება
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ძუძუთი.
ფერტილობა
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს. მამრობითი სქესის პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციას სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით.
მამრობითი სქესის პაციენტებს ურჩევენ, არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში მიიღონ შესაბამისი კონტრაცეფციის ზომები.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევისა და ღებინების, ასევე სხვა ნევროლოგიური სიმპტომების რისკის მომატება, რომლებიც გავლენას ახდენს სიარულსა და წონასწორობაზე. ამ შემთხვევაში, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებთან. თუ ოქსალიპლატინის მიღების დროს გაქვთ მხედველობის პრობლემები, არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ მძიმე მექანიზმებთან და არ ჩაერთოთ სახიფათო საქმიანობაში.
- როგორ გამოვიყენოთ ოქსალიპლატინი
ოქსალიპლატინი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
დოზა
ოქსალიპლატინის დოზა გამოითვლება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. ეს გამოთვლა ხორციელდება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.
მოზრდილებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, ჩვეულებრივი დოზა შედგენს 85 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე.
თქვენს მიერ მიღებული დოზა ასევე დამოკიდებული იქნება სისხლის ანალიზების შედეგებზე და იმაზე, გქონიათ თუ არა ადრე ოქსალიპლატინის გვერდითი ეფექტები.
მიღების წესი და გზა
ოქსალიპლატინს დაგინიშნავთ კიბოს მკურნალობის სპეციალისტი.
თქვენ მკურნალობას ჩაგიტარებთ ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელიც მოამზადებს ოქსალიპლატინის საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინი შეჰყავთ ნელი ინექციით ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენური ინფუზია) 2-დან 6 საათამდე პერიოდის განმავლობაში.
ოქსალიპლატინს შეიყვანენ ფოლის მჟავასთან ერთად და 5-ფტორურაცილის ინფუზიამდე.
მიღების სიხშირე
ინფუზია, როგორც წესი, უნდა მიიღოთ 2 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
თქვენი მკურნალობა გაგრძელდება მაქსიმუმ 6 თვე, თუ ის განხორციელდება სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ოქსალიპლატინი
რადგან ამ მედიკამენტს შეგიყვანთ ჯანდაცვის სპეციალისტი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ის ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი ეფექტები. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა ამ გვერდითი მოვლენებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს შემდეგი მკურნალობის დაწყებამდე.
ქვემოთ აღწერილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოგივლინდეთ.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები უეცარი ნიშნებით, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა (შეიძლება იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ). შემთხვევათა უმრავლესობაში, ეს სიმპტომები ვითარდება ინფუზიის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ, თუმცა დაგვიანებული ალერგიული რეაქციები ასევე ვლინდება რამდენიმე საათის ან თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ.
პათოლოგიური სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა.
მუდმივი ან მძიმე დიარეა ან ღებინება.
ღებინების მასებში სისხლის ან მუქი ყავისფერი ყავის ნალექის მაგვარი ნაწილაკების არსებობა.
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ან პირის ღრუს წყლულების ტკივილი).
რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ან სველი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, ქოშინი და მსტვინავი სუნთქვა, რადგან ეს შეიძლება იყოს ფილტვების სერიოზული დაავადების ნიშნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, გონებრივი ფუნქციონირების ცვლილება, კრუნჩხვები და მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობიდან მხედველობის დაკარგვამდე (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის სიმპტომები, იშვიათი ნევროლოგიური დაავადება).
ინსულტის სიმპტომები (მათ შორის უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, დაბნეულობა, მხედველობის გაძნელება ერთ ან ორივე თვალში, სახის, ხელის ან ფეხის დაბუჟება ან სისუსტე, ჩვეულებრივ, ცალ მხარეს, სახის დახრილობა, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა და მეტყველების გაძნელება),
უკიდურესი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია), ცალკე ან თრომბოციტების დაბალ რაოდენობასთან, პათოლოგიურ სისხლჩაქცევებთან (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადებასთან ერთად, რომლის დროსაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები).
ოქსალიპლატინის სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
ოქსალიპლატინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვებზე (პერიფერიული ნეიროპათია). შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტა და/ან დაბუჟება ხელის და ფეხის თითებში, პირის ღრუს გარშემო ან ყელში, რაც ზოგჯერ შეიძლება კრუნჩხვასთან ერთად განვითარდეს. ეს ეფექტები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით, მაგალითად, მაცივრის გაღებით ან ცივი სასმელის დაჭერით. ასევე შეიძლება გაგიჭირდეთ დელიკატური ამოცანების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს სიმპტომები მთლიანად ქრება, მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლებელია პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის სიმპტომების პერსისტენტული განვითარება. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ჩხვლეტა, დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ხელებსა ან ტანში, კისრის მოხრისას.
ოქსალიპლატინმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს, და გამოიწვიოს ქოშინის შეგრძნება. ეს შეგრძნება თუ ვლინდება, ის ჩვეულებრივ ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნოა, ის დიდხანს არ გრძელდება და ყოველგვარი მკურნალობის საჭიროების გარეშე გაივლის. შედეგად, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის შეცვლა.
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, მსუბუქი გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება) და ღებინება (ცუდად ყოფნა); თუმცა, გულისრევის პროფილაქტიკურ მედიკამენტებს, როგორც წესი, ექიმი დანიშნავს მკურნალობამდე და შეიძლება გააგრძელოს მკურნალობის შემდეგაც.
ოქსალიპლატინი იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირებას. სისხლის წითელი უჯრედების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებისადმი მიდრეკილება. მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი კურსის წინ ექიმი აიღებს სისხლს, რათა შეამოწმოს, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები.
დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილას ან მის მახლობლად ინფუზიის დროს.
ცხელება, კანკალი (ტრემორი), მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი,
წონის ცვლილება, მადის დაკარგვა ან ნაკლებობა, გემოს დარღვევები, ყაბზობა,
თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი,
კუნთების ნერვების შეშუპება, კისრის შებოჭილობა, ენის პათოლოგიური მგრძნობელობა, რამაც შესაძლოა შეცვალოს მეტყველება, სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ან პირის ღრუს წყლულები),
კუჭის ტკივილი,
პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა,
ხველა, სუნთქვის გაძნელება,
ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს წითელი და ქავილიანი, თმის მსუბუქი ცვენა (ალოპეცია),
სისხლის ანალიზების ცვლილება, მათ შორის დაკავშირებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევებთან.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)
ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით,
სისხლის სერიოზული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენიული სეფსისი), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება >38.3°C ან გახანგრძლივებული ცხელება > 38°C ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში (ფებრილური ნეიტროპენია),
საჭმლის მონელების დარღვევა და გულძმარვა, სლოკინი, წამოხურება, თავბრუსხვევა,
ოფლიანობის მომატება და ფრჩხილების მდგომარეობის დარღვევები, კანის აქერცვლა,
ტკივილი გულმკერდის არეში,
დარღვევები ფილტვების მხრივ და სურდო,
სახსრების და ძვლების ტკივილი,
ტკივილი შარდვის დროს და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, შარდვის სიხშირის ცვლილებები, გაუწყლოება,
სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება, თრომბები ფილტვებში,
მაღალი არტერიული წნევა,
დეპრესია და უძილობა,
კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები,
სისხლში კალციუმის დონის შემცირება,
დაცემა.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
სისხლის სერიოზული ინფექცია (სეფსისი), რომელიც შეიძლება ფატალური იყოს,
ნაწლავის გაუვალობა ან შეშუპება,
ნევროზულობა.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს)
სმენის დაკარგვა,
ფილტვების ქსოვილის ნაწიბურები და გასქელება სუნთქვის გაძნელებით, ზოგჯერ ფატალური (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება),
მხედველობის შექცევადი ხანმოკლე დაკარგვა,
სხეულის წვრილ სისხლძარღვებში გავრცელებული თრომბების გამო მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია), რაც შეიძლება ფატალური იყოს.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს)
ღებინების მასებში სისხლის ან მუქი ყავისფერი ყავის ნალექის მაგვარი ნაწილაკების არსებობა,
თირკმლის დაავადება, როდესაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები),
ღვიძლის სისხლძარღვოვანი დარღვევები.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),
აუტოიმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებას (აუტოიმუნური პანციტოპენია), პანციტოპენია,
სისხლის სერიოზული ინფექცია და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიკური შოკი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი,
კრუნჩხვები (სხეულის უკონტროლო კანკალი),
ყელის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,
მოხსენებულია უკიდურესი დაღლილობა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია), ცალკე ან თრომბოციტების დაბალ რაოდენობასთან და თირკმლის დაავადებასთან ერთად, როდესაც შარდი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები), რაც შეიძლება ფატალური იყოს.
გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში),
კუნთების ტკივილი და შეშუპება, სისუსტესთან, ცხელებასთან ან წითელ-ყავისფერ შარდთან ერთად (კუნთების დაზიანების სიმპტომები, რომელსაც რაბდომიოლიზი ეწოდება), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ღებინება, რომელიც ჰგავს „ყავის ნალექს“ ან მუქი ფერის/კუპრისებრი განავალი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სიმპტომები, პოტენციური სისხლდენით ან პერფორაციით), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
საყლაპავის ანთება (საყლაპავის - მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან -ლორწოვანი გარსის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას),
ნაწლავებში სისხლის მიმოქცევის შემცირება (ნაწლავის იშემია), რაც შეიძლება ფატალური იყოს,
ახალი კიბოს რისკი. ლეიკემია, სისხლის კიბოს ფორმა, აღინიშნა პაციენტებში ოქსალიპლატინის სხვა ზოგიერთ მედიკამენტებთან ერთად მიღების შემდეგ. ოქსალიპლატინის და სხვა გარკვეული მედიკამენტების მიღებისას კიბოს ამ ტიპის განვითარების რისკის გაზრდის პოტენციალის შესახებ გაესაუბრეთ ექიმს.
არასიმსივნური ღვიძლის პათოლოგიური კვანძები (ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზია)
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე ან მოძებნოთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ შევინახოთ ოქსალიპლატინი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
გაუხსნელი ფლაკონი: ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ.
ოქსალიპლატინი არ უნდა მოხვდეს თვალებთან ან კანთან კონტაქტში. შემთხვევით დაღვრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს. ინფუზიის დასრულების შემდეგ, ოქსალიპლატინი სათანადოდ განადგურდება ექიმის ან ექთნის მიერ.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოქსალიპლატინი
აქტიური ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ოქსალიპლატინს.
სხვა ინგრედიენტი არის საინექციო წყალი.
ოქსალიპლატინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, ხილული ნაწილაკებისგან თავისუფალი. ოქსალიპლატინის ფლაკონები შეიცავს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ოქსალიპლატინს საინექციო წყალში. ფლაკონები მოთავსებულია კოლოფებში თითო ფლაკონით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Seacross Pharmaceuticals Ltd.
Beaumont Business Centres
6 Snow Hill
ლონდონი EC1A 2AY
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
Seacross Pharmaceuticals Ltd.
Beaumont Business Centres
6 Snow Hill
ლონდონი EC1A 2AY
გაერთიანებული სამეფო
ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 12/11/2024
- ----------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
ოქსალიპლატინის 5 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენების ინსტრუქცია
მნიშვნელოვანია, რომ ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის მომზადებამდე წაიკითხოთ ამ პროცედურის სრული შინაარსი.
- შემადგენლობა
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც შეიცავს 5 მგ/მლ ოქსალიპლატინს საინექციო წყალში.
- გამოშვების ფორმა
ოქსალიპლატინი გამოდის ერთჯერადი დოზის ფლაკონების სახით. თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ოქსალიპლატინის ფლაკონს (50 მგ, 100 მგ ან 200 მგ).
ოქსალიპლატინის 10 მლ ფლაკონი არის I ტიპის გამჭვირვალე მინის ფლაკონი 50 მგ ოქსალიპლატინის კონცენტრატით საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქლორბუტილის ელასტომერის საცობით.
ოქსალიპლატინის 20 მლ ფლაკონი არის I ტიპის გამჭვირვალე მინის ფლაკონი 100 მგ ოქსალიპლატინის კონცენტრატით საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქლორბუტილის ელასტომერის საცობით.
ოქსალიპლატინის 40 მლ ფლაკონი წარმოადგენს I ტიპის გამჭვირვალე მინის ფლაკონს 200 მგ ოქსალიპლატინის კონცენტრატით საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქლორბუტილის ელასტომერის საცობით.
ოქსალიპლატინი გასაყიდად შეფუთული სახით:
გაუხსნელი ფლაკონი: ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
საინფუზიო ხსნარი:
კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გლუკოზის 5%-იან (50 მგ/მლ) ხსნარში განზავების შემდეგ, გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 48 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე და 12 საათის განმავლობაში +25°C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე გახსნის შემდეგ შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, თუ განზავება არ განხორციელდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე ხსნარები. სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
- რეკომენდაციები უსაფრთხო დამუშავებისთვის
როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, ოქსალიპლატინის ხსნარების დამუშავებისა და მომზადებისას სიფრთხილეა საჭირო.
დამუშავების ინსტრუქცია
ამ ციტოტოქსიკური ნივთიერების დამუშავება სამედიცინო პერსონალის მიერ მოითხოვს ყველა სიფრთხილის ზომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამმუშავებლისა და მისი გარემოს დაცვა.
ციტოტოქსიკური საშუალებების საინექციო ხსნარების მომზადება უნდა განხორციელდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს ცოდნა გამოყენებული მედიკამენტების შესახებ, ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის მთლიანობას, გარემოს დაცვას და კერძოდ, მედიკამენტების დამმუშავებელი პერსონალის დაცვას, საავადმყოფოს პოლიტიკის შესაბამისად. ამისათვის საჭიროა გამოყოფილი მოსამზადებელი ადგილი. ამ ადგილას აკრძალულია მოწევა, ჭამა და დალევა.
პერსონალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი დამუშავების მასალებით, კერძოდ, გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ადგილის დამცავი საფარით, კონტეინერებითა და ნარჩენების შესაგროვებელი პარკებით.
ექსკრემენტები და ღებინების მასები უნდა დამუშავდეს სიფრთხილით.
ორსული ქალები უნდა გააფრთხილონ, რომ თავი აარიდონ ციტოტოქსიკურ საშუალებებთან შეხებას.
ნებისმიერი დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს იგივე სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით და ჩაითვალოს დაბინძურებულ ნარჩენად.
დაბინძურებული ნარჩენები უნდა განადგურდეს ინცინერაციის გზით შესაბამისად ეტიკეტირებულ მყარ კონტეინერებში. იხილეთ ქვემოთ მოცემული თავი „განადგურება“.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ან საინფუზიო ხსნარი კანთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ან საინფუზიო ხსნარი ლორწოვან გარსებთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
- მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
შეყვანის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ალუმინის შემცველი საინექციო აღჭურვილობა.
არ შეიყვანოთ განუზავებელი სახით.
გამხსნელად გამოიყენება მხოლოდ 5%-იანი (50 მგ/მლ) გლუკოზის საინფუზიო ხსნარი.
არ გააზავოთ ინფუზიისთვის ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან ქლორიდის შემცველ ხსნარებში.
არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს ერთი და იგივე საინფუზიო პაკეტში და არ შეიყვანოთ ერთდროულად ერთი საინფუზიო სისტემის გამოყენებით.
არ შეურიოთ ტუტე სამკურნალო საშუალებებს ან ხსნარებს, კერძოდ, 5-ფტორურაცილს, ფოლინის მჟავას პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ტრომეტამოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, და სხვა აქტიური ნივთიერებების ტრომეტამოლის მარილებს. ტუტე სამკურნალო საშუალებები ან ხსნარები უარყოფითად იმოქმედებს ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.
ფოლინის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატის ან დინატრიუმის ფოლინატის სახით) გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალიპლატინის 85 მგ/მ² ინტრავენური ინფუზია 250-500 მლ გლუკოზის 5%-იან (50 მგ/მლ) ხსნარში კეთდება ფოლინის მჟავას გლუკოზის 5%-იან (50 მგ/მლ) ხსნარში ინტრავენურ ინფუზიასთან ერთად, 2-6 საათის განმავლობაში, ინფუზიის გაკეთების ადგილის წინ უშუალოდ მოთავსებული Y-ხაზის გამოყენებით. ეს ორი სამკურნალო პროდუქტი არ უნდა კომბინირდეს ერთსა და იმავე საინფუზიო პაკეტში. ფოლინის მჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას და უნდა განზავდეს მხოლოდ იზოტონური გლუკოზის 5%-იანი (50 მგ/მლ) ხსნარით, არასდროს ტუტე ხსნარებში ან ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველ ხსნარებში.
5-ფტორურაცილთან გამოყენების ინსტრუქცია
ოქსალიპლატინი ყოველთვის უნდა იქნას შეყვანილი ფტორპირიმიდინების - ანუ 5-ფტორურაცილის - შეყვანამდე. ოქსალიპლატინის შეყვანის შემდეგ, გამორეცხეთ სისტემის ხაზი და შემდეგ შეიყვანეთ 5-ფტორურაცილი.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული სამკურნალო საშუალებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი მწარმოებლის პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
- გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხილეთ ქვემოთ).
- უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, ნაწილაკების გარეშე.
- 1 საინფუზიო ხსნარის მომზადება
ამოიღეთ კონცენტრატის საჭირო რაოდენობა ფლაკონ(ებ)იდან და შემდეგ გააზავეთ 250 მლ-დან 500 მლ-მდე გლუკოზის 5%-იანი (50 მგ/მლ) ხსნარით, რათა მიიღოთ ოქსალიპლატინის კონცენტრაცია არანაკლებ 0.2 მგ/მლ-დან 0.7 მგ/მლ-მდე.
კონცენტრაციის დიაპაზონი, რომელზეც დადასტურდა ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა, შეადგენს 0.2 მგ/მლ-დან 0.7 მგ/მლ-მდე.
შეიყვანეთ ინტრავენური ინფუზიის სახით.
გლუკოზის 5%-იან (50 მგ/მლ) ხსნარში განზავების შემდეგ, გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 48 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე და 12 საათის განმავლობაში +25°C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ეს საინფუზიო პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გახსნის შემდეგ შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, თუ განზავება არ განხორციელდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ნაწილაკების გარეშე გამჭვირვალე ხსნარები.
სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს (იხილეთ თავი „განადგურება“ ქვემოთ).
არასოდეს გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარები განზავებისთვის.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა შემოწმებულია რეპრეზენტაციული, PVC-ზე დაფუძნებული, საინფუზიო სისტემების გამოყენებით.
- 2 ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის შეყვანა არ საჭიროებს წინასწარ ჰიდრატაციას.
ოქსალიპლატინი, რომელიც განზავებულია 250-500 მლ გლუკოზის 5%-იან (50 მგ/მლ) ხსნარში არანაკლებ 0.2 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად, უნდა შეიყვანონ პერიფერიული ვენით ან ცენტრალური ვენური ხაზით 2-6 საათის განმავლობაში. როდესაც ოქსალიპლატინი შეჰყავთ 5-ფტორურაცილთან ერთად, ოქსალიპლატინის ინფუზია უნდა უსწრებდეს 5-ფტორურაცილის შეყვანას.
- 3 განადგურება
სამკურნალო პროდუქტის ნარჩენები, ასევე ყველა მასალა, რომელიც გამოყენებული იყო განზავებისა და შეყვანისთვის, უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური საშუალებებისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
