პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აქვიპლატინი

AqViplatin

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

აქვიპლატინის შემადგენელი მოქმედი ნივთიერება არის ოქსალიპლატინი. აქვიპლატინი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (III სტადიის სიმსივნის მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს მკურნალობა). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/10მლ (5მგ/მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
AqVida GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
ATC კოდი
L01XA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042793
რეგისტრირებულია
18 თებერვალი 2025, მოქმედებს 18 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააქვიპლატინი და სხვა წამალი ერთად

აქვიპლატინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აქვიპლატინის შემადგენელი მოქმედი ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.

აქვიპლატინი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (III სტადიის სიმსივნის მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს მკურნალობა).

ქვიპლატინი გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა 5-ფტორურაცილი (5-FU) და ფოლინის მჟავა (FA).

აქვიპლატინი წარმოადგენს ანტინეოპლასტიურ, ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატს და შეიცავს პლატინას.

მიღების წესი და დოზირება

აქვიპლატინი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულებში.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

დოზირება

აქვიპლატინის დოზის გამოთვლა ხდება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. იგი დგინდება თქვენი სიმაღლის და წონის შესაბამისად.

ჩვეული დოზა ზრდასრულებისთვის, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, შეადგენს 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. დოზა ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზის შედეგებზე და აქვიპლატინით წარსულში გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე.

მიღების მეთოდი

აქვიპლატინს დაგინიშნავთ ონკოლოგიური დაავადებების სპეციალისტი ექიმი.

თქვენ გიმკურნალებთ ექიმი-პროფესიონალი, რომელიც განსაზღვრავს თქვენთვის შესაბამის აქვიპლატინის დოზას.

აქვიპლატინი შეჰყავთ ინტრავენურად ნელი ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.

აქვიპლატინი შეჰყავთ ფოლინის მჟავასთან ერთად 5-ფტორურაცილის ინფუზიამდე.

გამოყენების სიხშირე

ჩვეულებრივ ინფუზია ტარდება 2 კვირაში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვე სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.

თუ მიიღეთ აქვიპლატინის ჭარბი დოზა

რადგან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბების ან მცირე დოზის მიღების რისკი ძალიან დაბალია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გაძლიერებული გვერდითი მოვლენები. შესაძლოა თქვენმა ექიმმა ჩაგიტაროთ ამ გვერდითი ეფექტების შესაბამისი მკურნალობა.

თუ გაგიჩნდათ კითხვები თქვენ მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ოქსალიპლატინის მიმართ.

ძუძუთი კვების დროს.

თუ გაქვთ სისხლის წითელი უჯრედების შემცირებული რაოდენობა.

თუ გაქვთ ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება ხელის და/ან ფეხის თითებში და გიჭირთ წვრილი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

სიფრთხილის ზომები

აქვიპლატინის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები პლატინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის ზომიერი, ან მსუბუქი დარღვევა.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ან ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები მკურნალობის პერიოდში.

თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ გულის დაავადება, როგორც გულის ელექტროიმპულსის გატარების დარღვევა, ე.წ გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არარეგულარული გულისცემა, ან გულის დაავადებებისადმი ოჯახური მიდრეკილება.

თუ ცოტა ხნით ადრე ჩაგიტარდათ ვაქცინაცია ან გეგმავთ ვაქცინირებას. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია «ცოცხალი» ან «დასუსტებული» ვაქცინებით, როგორიცაა ყვითელი ცხელების ვაქცინა.

შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ამ სიმპტომების მკურნალობა. ექიმს შეიძლება დასჭირდეს აქვიპლატინის დოზის შემცირება, მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ უსიამოვნო შეგრძნება ხორხის არეში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს ან თუ აღგენიშნებათ ქოშინი.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ნერვული დარღვევები ხელ-ფეხის არეში, როგორიცაა მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება.

თუ აღგენიშნებათ თავის ტკივილი, გუნებ-განწყობის ცვლილება, გულყრები და მხედველობის დაბინდვა მხედველობის დაკარგვამდე.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულისრევა ან ღებინება.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მძიმე დიარეა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ანთებითი პროცესი ტუჩებზე ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი/მუკოზიტი).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დიარეა, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბიციტების შემცირებული რაოდენობა. ექიმმა შესაძლოა შეამციროს აქვიპლატინის დოზა ან გადადოს აქვიპლატინით მკურნალობა.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ აუხსნელი სიმპტომები სასუნთქი სისტემის მხრივ, როგორიცაა ხველა, ან სუნთქვის გაძნელება. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს აქვიპლატინით მკურნალობა.

მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ძლიერი დაღლილობა, ქოშინი, თირკმლის დაავადება შარდის შემცირებული გამოყოფით ან შარდის შეკავებით (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ცხელება (38°C და მეტი ტემპერატურა) ან ციება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე. არსებობს სისხლის ინფექციის განვითარების რისკი.

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ 38°C-ზე მეტი ტემპერატურა. ექიმი დაადგენს, გაქვთ თუ არა ასევე სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ უეცარი სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია). ეს შეიძლება იყოს მცირე სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის ნიშანი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს დაკარგეთ გონება (ცნობიერების დაკარგვა), ან აღგენიშნებათ არარეგულარული გულისცემა, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს გულის სერიოზულ დაავადებაზე.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ კუნთების ტკივილი და შეშუპება, რომელსაც თან სდევს სისუსტე, ცხელება ან შარდის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა. ეს შეიძლება იყოს კუნთის დაზიანების (რაბდომიოლიზი) ნიშანი და გამოიწვიოს დარღვევები თირკმლის მხრივ ან სხვა სახის გართულებები.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან მუქი განავალი (კუპრისებრი განავალი), რადგან ეს შეიძლება იყოს ნაწლავთა დაწყლულების ნიშანი (კუჭ-ნაწლავის წყლული შესაძლო სისხლდენით, ან პერფორაციით).

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ტკივილი მუცლის არეში, სისხლიანი დიარეა, გულისრევა და/ან ღებინება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავთა კედლების სისხლით მომარაგების შემცირებით (ნაწლავის იშემიური დაავადება).

აქვიპლატინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ერთჯერადი დოზა, 5-ფტორურაცილის მიღებამდე, 5-ფტორურაცილის ზემოქმედების დონის ცვლილება არ აღინიშნებოდა.

In vitro, ოქსალიპლატინთან დაკავშირებული პლაზმის ცილების მნიშვნელოვანი ჩანაცვლება არ დაფიქსირებულა შემდეგი პრეპარატებით: ერითრომიცინი, სალიცილატები, გრანისეტრონი, პაკლიტაქსელი და ნატრიუმის ვალპროატი.

სიფრთხილეა საჭირო ოქსალიპლატინის ერთდროულად მიღებისას სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებთ. ასეთ სამკურნალო პროდუქტებთან კომბინირების შემთხვევაში, QT ინტერვალის მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს (იხ. თავი 4.4). სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ოქსალიპლატინი ერთდროულად ინიშნება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებიც ასოცირებულია რაბდომიოლიზთან (იხ. ნაწილი 4.4).

პაციენტებში, რომლების მკურნალობენ ოქსალიპლატინით, საჭიროა თავის არიდება ცოცხალი და დასუსუტებული ვაქცინებით ვაქცინაცცისგან (იხ. თავი 4.4.).

ორსულობა და ძუძუთი კვება

მკურნალობის პერიოდში არ უნდა დაორსულდეთ, ამიტომ, უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეპტული მეთოდი მკურნალობის პერიოდში. რეკომენდებულია კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებების გამოყენება თერაპიის დასრულებიდან 15 თვის განმავლობაში.

მამაკაც პაციენტებს ეძლევათ რჩევა თავი შეიკავონ შვილის გაჩენისგან მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში და გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები ამ პერიოდის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდით მკურნალობის პერიოდში.

ლაქტაცია

აქვიპლატინის გამოყენებისას თავი აარიდეთ ძუძუთი კვებას.

ფერტილობა ქალებსა და მამაკაცებში

ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა. სასურველია, მამაკაცებმა მკურნალობის დაწყებამდე მოახდინონ სპერმის კონსერვაცია.

ოქსალიპლატინით მკურნალობის შემდეგ პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ეძლევათ რჩევა გაიარონ გენეტიკური კონსულტაცია.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აქვიპლატინით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს თავბრუსხვევის, გულისრევის, ღებინების და ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენის რისკი, რაც გავლენას ახდენს მოძრაობასა და წონასწორობაზე. ასეთ შემთხვევებში თავი აარიდეთ მართვას და არ იმუშაოთ მექანიზმებთან. თუ აქვიპლატინით მკურნალობისას გამოგივლინდათ დარღვევები მხედველობის მხრივ, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, არ იმუშაოთ მექანიზმებთან და თავი აარიდეთ სახიფათო მოქმედებებს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამედიცინო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.

აუცილებელია აცნობოთ თქვენს ექიმს გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ.

ქვემოთ მოცემულია შესაძლო გვერდითი მოვლენების აღწერა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

უეცრად განვითარებული ალერგიული ან ანაფილაქსიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა (შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, რომ გონებას კარგავთ). უმრავლეს შემთხვევებში ეს სიმპტომები ვლინდება ინფუზიის დაწყებისთანავე ან ინფუზიის მსვლელობისას, თუმცა იყო ცნობები ინფუზიიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ დაგვიანებული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შესახებ.

პათოლოგიური სისხლნაჟღენთები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორებიცაა ყელის ანთება ან მაღალი ტემპერატურა.

პერსისტენტული ან მწვავე დიარეა ან ღებინება.

სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.

სტომატიტი/მუკოზიტი (ანთებითი პროცესი ტუჩებზე ან წყლულები პირის ღრუში).

აუხსნელი სიმპტომები სასუნთქი გზების მხრივ, როგორებიცაა მშრალი ან სველი ხველა, ქოშინი, ხიხინი ან ხმაური სუნთქვის დროს, რადგან ეს შეიძლება იყოს ფილტვის სერიოზული დაავადების მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გუნებ-განწყობის შეცვლა, გულყრები და მხედველობის დაბინდვა მხედველის დაკარგვამდე (ეს წარმოადგენს ე.წ. უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის ფენომენს, ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).

ძლიერი დაღლილობა მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და ქოშინით (ჰემოლიზური ანემია) ან კომბინაციაში თრომბიციტების რაოდენობის შემცირებასთან, პათოლოგიურ სისხლჩაქცევებთან (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადებასთან ერთად, როდესაც მცირდება შარდის გამოყოფა ან აღინიშნება შარდის შეკავება (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი).

აქვიპლატინის სხვა ცნობილი გვერდითი მოვლენები:

ძალაინ ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

აქვიპლატინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე (პერიფერიული ნეიროპათია). შესაძლებელია ჩხვლეტის/დაბუჟების შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, პირის გარშემო ან ყელში, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს კრუნჩხვა. ეს შეგრძნებები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით მაგ. მაცივრის გაღება, ცივი სასმელების მიღება. ასევე შეიძლება სირთულეები გქონდეთ ზუსტი მოქმედებების შესრულებისას, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში ეს სიმპტომები სრულიად ქრება თავისით, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის დასრულების შემდეგაც. ცალკეულ პირებს კისრის მოხრის დროს აღენიშნებათ ჩხვლეტის და შოკისმაგვარი შეგრძნება მკლავების ან ზურგის გასწვრივ.

ზოგჯერ აქვიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო მოხრჩობის მსგავსი შეგრძნება ყელში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. ეს მოვლენები ვითარდება ჩვეულებრივ ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. ეს უსიამოვნო მოვლენები დიდხანს არ გრძელდება და გაივლის ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. ექიმმა შეიძლება მიიღოს მკურნალობის შეცვლის გადაწყვეტილება.

აქვიპლატინი ზოგჯერ იწვევს დიარეას, მსუბუქ გულისრევას და ღებინებას; თუმცა, როგორც წესი, ექიმი ნიშნავს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისევე შესაძლოა, მკურნალობის შემდეგაც.

აქვიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება, რაც შესაძლოა გამოიხატოს ანემიით (ერითროციტების რაოდენობის შემცირების გამო), პათოლოგიური სისხლდენით ან სისხლჩაქცევებით (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ზრდის ინფექციების განვითარების რისკს. მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე მკურნალი ექიმი ატარებს ანალიზს სისხლში უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.

დისკომფორტი შეყვანის ადგილას ინფუზიის დროს.

ცხელება, თრთოლვა (ტრემორი), ზომიერი ან ძლიერი დაღლილობა, ტკივილი სხეულში.

წონის ცვლილება, მადის დაკარგვა ან შეცვლა, გემოს დარღვევა, ყაბზობა.

თავის ტკივილი, წელის ტკივილი.

კუნთების ნერვების ანთება, კისრის გაშეშება, უსიამოვნო შეგრძნებები ენაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა, სტომატიტი/მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში).

კუჭის ტკივილი.

პათოლოგიური სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენის ჩათვლით.

ხველა, სუნთქვის გაძნელება.

ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კანის სიწითლე და ქავილი, მსუბუქი თმის ცვენა (ალოპეცია).

ცვლილებები სისხლის ანალიზის მხრივ, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით გამოწვეული ინფექციები.

დისპეფსია და გულძმარვა, სლოკინი, წამოწითლება, თავბრუსხვევა.

სისხლის სერიოზული ინფექციები სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობასთან ერთად (ნეიტროპენიული სეფსისი), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება > 38.3°C, ან ხანგრძლივი ცხელება > 38°C 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში (ფებრილური ნეიტროპენია).

ჭარბი ოფლიანობა, ფრჩხილების დაავადება, კანის აშრევება.

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

ფილტვის დაავადება და რინიტი (სურდო).

სახსრების და ძვლების ტკივილი.

მტკივნეული შადვა და თირკმლის ფუნქციის ცვლილება, შარდის გამოყოფის სიხშირის შეცვლა, დეჰიდრატაცია.

სისხლი შარდში/განავალში, შეშუპება, ფილტვის არტერიის თრომბოზი,

ჰიპერტენზია.

დეპრესია, უძილობა.

კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები.

სისხლში კალციუმის დონის შემცირება.

  • დაცემა.

არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში):

სერიოზული ინფექციები სისხლის მხრივ (სეფსისი), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

ნაწლავის ობსტრუქცია ან ნაწლავის შეშუპება.

ნევროზულობა.

იშვიათი (ვლინდება 1.000-დან 1 პაციენტში):

სმენის დაკარგვა.

ფილტვის ქსოვილის შესქელება და მასზე ნაწიბურების წარმოქმნა სუნთქვის გაძნელებით, ზოგჯერ ფატალური (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება).

მხედველობის შექცევადი ხანმოკლე დროით დაკარგვა.

უეცარი სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები გამოწვეული მცირე სისხლძარღვებში სისხლის კოლტების ჭარბად წარმოქმნით (დარღვეული ინტრავასკულარული კოაგულაცია), ზოგჯერ ფატალური გამოსავლით.

ძლიერი დაღლილობა, რასაც თან ახლავს მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია) ან კომბინაციაში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან და თირკმლის დაავადებასთან, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოვლინდეს შარდის გამოყოფის შემცირება, ან შარდის შეკავება (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). არსებობს ცნობები ამ მდგომარეობისას ლეტალური გამოსავლის შესახებ.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1 პაციენტში):

სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.

თირკმლების დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელი ძალიან მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა ან შარდის შეკავება (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომი).

ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები.

არ არის ცნობილი (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით)

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება).

აუტოიმუნური რეაქციები, რომლებიც იწვევენ სისხლის შემადგენელი ყველა უჯრედის რაოდენობის ცვლილებას (აუტოიმუნური პანციტოპენია).

სისხლის სერიოზული ინფექციები და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიური შოკი), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

კრუნჩხვები (სხეულის არაკონტროლირებადი კრთომითი მოძრაობები).

საყლაპავის სპაზმური შეკუმშვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ლარინგოსპაზმი).

პათოლოგიური გულისცემა (გახანგრძლივებული QT ინტერვალი), რაც ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) და შეიძლება იყოს ფატალური.

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში).

კუნთების ტკივილი და შეშუპება სისუსტესთან, ცხელებასთან და შარდის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობასთან ერთად (კუნთების დაზიანების, ე.წ. რაბდომიოლიზის სიმპტომები), რაც შესაძლოა იყოს ფატალური.

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება, ან მუქი/კუპრისებრი განავალი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის სიმპტომები შესაძლო სისხლდენით, ან პერფორაციით), რაც შესაძლოა იყოს ფატალური.

საყლაპავი მილის ანთება (საყლაპავი მილის, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან, ლორწოვანი გარსის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას).

ნაწლავებისათვის სისხლის მიწოდების შემცირება (ნაწლავის იშემიური დაავადება), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

ახალი სახის კიბოს განვითარება. არსებობს ცნობები აქვიპლატინით მკურნალობის დროს ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად, ლეიკემიის განვითარების შესახებ, რომელიც არის სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმა. მიმართეთ თქვენ ექიმს ასეთი ტიპის კიბოს შესაძლო მომატებული რისკთან დაკავშირებით აქვიპლატინით სხვა პრეპარატებთან ერთად მკურნალობის დროს.

არასიმსივნური ანომალური ღვიძლის კვანძები (ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ოქსალიპლატინის ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამწვავება.

მკურნალობა

უნდა დაიწყოს ჰემატოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.

თითო ფლაკონი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ ოქსალიპლატინს.

სხვა ნივთიერებები: საინექციო წყალი.

კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.

აქვიპლატინის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

აქვიპლატინი არის გამჭვირვალე, უფერო კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

შეფუთვის ზომა:

თითოეული 10 მლ ფლაკონი კონცენტრატით შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.

თითოეული 20 მლ ფლაკონი კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.

აქვიპლატინის წარმოდგენილია შეფუთვით 1 ფლაკონი, რომელიც შეიცავს 10 მლ ან 20 მლ კონცენტრატს.

შესაძლებელია ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოებული.

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო უფლების მფლობელი:

შპს “ავერსი-რაციონალი”

დავით კობახიძის ქ. 33, 0198 თბილისი, საქართველო

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სინათლისაგან დასაცავად განზავებამდე ფლაკონი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოერიდეთ აქვიპლატინის კონტაქტს თვალთან და კანთან. შემთხვევითი კონტაქტისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ინფუზიის დასრულების შემდეგ აქვიპლატინის ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს სიფრთხილით ექიმის ან ექთნის მიერ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალევბები, პლატინის ნაერთები. ATC კოდი: L01XA03

მოქმედების მექანიზმი

ოქსალიპლატინი არის ანტინეოპლასტიკური აქტიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება პლატინის ნაერთების ახალ კლასს, რომელშიც პლატინის ატომი წარმოქმნის კომპლექსს 1,2-დიამინოციკლოჰექსანთან ("DACH") და ოქსალატის ჯგუფთან.

ოქსალიპლატინი წარმოადგენს ერთ ენანტიომერს, (SP-4-2) - [(1R, 2R) -Cyclohexane-1,2-diamine-kN, kN '] [etanedioato (2 -) - kO1, kO2] პლატინას.

ოქსალიპლატინი გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით, როგორც in vitro ციტოტოქსიკურობის, ასევე in vivo სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების სიმსივნური მოდელის სხვადასხვა სისტემებში, მათ შორის ადამიანის კოლორექტალური კიბოს მოდელებში. ოქსალიპლატინი ასევე აჩვენებს in vitro და in vivo მოქმედებას ცისპლატინის მიმართ რეზისტენტულ კიბოს სხვადასხვა მოდელებში.

სინერგიული ციტოტოქსიკური მოქმედება ფიქსირდება 5-ფტორურაცილისთან ერთად, როგორც in vitro ასევე in vivo.

ოქსალიპლატინის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა მტკიცდება, რომ ოქსალიპლატინის ბიოტრანსფორმაციის შედეგად მიღებული აკვა-წარმოებულები, შედის რა დნმ-თან ურთიერთქმედებაში, ჯაჭვშიდა და ჯაჭვშორისი კავშირების წარმოქმნის გზით, თრგუნავს დნმ-ის სინთეზს, რაც იწვევს ციტოტოქსიკურობას და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტს.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მეტასტაზური კოლორექტალური სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, ოქსალიპლატინის ეფექტურობა (85 მგ/მ2 გამეორებით ყოველ ორ კვირაში) 5-ფტორურაცილთან/ფოლინის მჟავასთან ერთად (5-FU / FA) კომბინაციაში განხილულია სამ კლინიკურ კვლევაში:

  • წინა ხაზის მკურნალობის დროს, 2–ჯგუფიანი შედარებითი III ფაზის EFC2962 კვლევა რანდომიზირებული 420 პაციენტში მხოლოდ 5-FU/FA–ით (LV5FU2, N = 210) ან ოქსალიპლატინის 5–F/FA–სთან (FOLFOX4, N =210) კომბინაციით.
  • მკურნალობაგავლილ პაციენტებში სამი ჯგუფის შედარებითი III ფაზის კვლევა EFC4584 რანდომიზირებული 821 ირინოტეკანის მიერ რეფრაქტერულ პაციენტში (CPT-11) + 5-FU/FA, მხოლოდ 5-FU/FA–ით (LV5FU2, N = 275), ოქსალიპლატინით მონო აგენტის სახით (N = 275), ან ოქსალიპლატინის 5-FU/FA–სთან (FOLFOX4, N = 271) კომბინაციიში.
  • და ბოლოს, უკონტროლო II ფაზის EFC2964 კვლევა 5-FU/FA–ის მიმართ რეფრაქტერულ პაციენტებში, რომლებსაცმკურნალობა უტარდებოდთათ ოქსალიპლატინის და 5-FU/FA–ის კომბინაციით (FOLFOX4, N = 57).

ორმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ, EFC2962 – წინა ხაზის თერაპიაში და EFC4584 – მკურნალობაგავლილ პაციენტებში, აჩვენა მნიშვნელოვნად მაღალი საპასუხო მაჩვენებელი და პროგრესირების გარეშე გადარჩენის ხანგრძლივობა (PFS) / დრო პროგრესირებამდე (TTP) შედარებით ვიდრე 5-FU/FA–ით მონოთერაპიის დროს. EFC4584–ში ჩატარებულში რეფრაქტერულად მკურნალობაგავლილ პაციენტებში, განსხვავებამ სიცოცხლისუნარიანობის მედიანებში (OS) ოქსალიპლატინის კომბინაციით და 5-FU/FA–ით მკურნალობის შორის არ მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას.

იხ. ცხრილები 6, 7 და 8

ცხრილი 6: რეაქციის კოეფიციენტი FOLFOX4 პირისპირ LV5FU2

რეაქციის კოეფიციენტი, %

(95% CI)

დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვის ITT ანალიზზე

LV5FU2

FOLFOX4

ოქსალიპლატინით მონოტერაპია

წინა ხაზის მკურნალობა EFC2962

რეაქციის შეფასება ყოველ 8 კვირაში

22 (16–27)

49 (42–56)

NA*

P მნიშვნელობა = 0.0001

მკურნალობაგავლილი პაციენტები EFC4584 (რეფრაქტერული CPT-11 + 5-FU/FA)

ეაქციის შეფასება ყოველ 6 კვირაში

  • 7 (0.0–2.7)
  • 1 (7.6–15.5)
  • 1 (0.2-3.2)

P მნიშვნელობა <0.0001

მკურნალობაგავლილი პაციენტები EFC2964

(რეფტაქტორული 5-FU/FA)

რეაქციის შეფასება ყოველ 12 კვირაში

NA*

23

(13–36)

NA*

  • NA : არ არსებობს მონაცემები

ცხრილი 7: საშუალო პროგრესირების გარეშე გადარჩენის ხანგრძლივობა (PFS) / პროგრესირებამდე საშუალო დრო (TTP) FOLFOX4 შედარებით LV5FU2

საშუალო PFS/TTP,

თვეები (95% CI)

დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვის ITT ანალიზზე

LV5FU2

FOLFOX4

ოქსალიპლატინით მონოთერაპია

წინა ხაზის მკურნალობა

EFC2962 (PFS)

  • 0 (5.5–6.5)
  • 2 (7.2–8.8)

NA*

Log–rank P მნიშვნელობა = 0.0003

მკურნალობაგავლილი პაციენტები

EFC4584 (TTP)

(რეფრაქტერული CPT-11 + 5-FU/FA)

  • 6 (1.8–2.9)
  • 3 (4.7–6.1)
  • 1 (1.6–2.7)

Log–rank P მნიშვნელობა <0.0001

მკურნალობაგავლილი პაციენტები

EFC2964

(რეფრაქტერული 5-FU/FA)

NA*

  • 1

(3.1–5.7)

NA*

  • NA : არ არსებობს მონაცემები

ცხრილი 8: საშუალო საერთო სიცოცხლისუნარიანობა (OS) FOLFOX4 შედარებით LV5FU2

საშუალო OS, თვეების

(95% CI)

ITT ანალიზი

LV5FU2

FOLFOX 4

ოქსალიპლატინით მონოთერაპია

წინა ხაზის მკურნალობა EFC2962

  • 7 (13.0–18.2)
  • 2 (14.7–18.2)

NA*

Log–rank Pმნიშვნელობა = 0.12

მკურნალობაგავლილი პაციენტები

EFC4584

(რეფრაქტერელი

CPT-11 + 5-FU/FA)

  • 8

(7.3–9.3)

  • 9

(9.1–10.5)

  • 1

(7.2-8.7)

Log-rank P მნიშვნელობა = 0.09

მკურნალობაგავლილი პაციენტები

EFC2964

(რეფრაქტერული 5-FU/FA)

NA*

  • 8

(9.3–12.8)

NA*

  • NA : არ არსებობს მონაცემები

მკურნალობაგავლილ პაციენტებში (EFC4584), რომლებსაც გააჩნდათ სიმპტომები კვლევაში ჩართვის პერიოდში, ოქსალიპლატინით და 5-FU/FA- ით მკურნალობისას უფრო მაღალი წილით განიცდიდნენ დაავადებასთან დაკავშირებულ სიმპტომების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ვიდრე ისინი, ვინც მკურნალობდნენ მხოლოდ 5-FU/FA– ით (27.7 % წინააღმდეგ 14.6%, გვ = 0.0033).

ისეთ პაციენტებში, რომელთაც არ გაუვლიათ მკურნალობა (EFC2962), სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა სამკურნალო ორ ჯგუფს შორის ცხოვრების მაჩვენებლების ხარისხში. ამასთან, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები უკეთესია საკონტროლო ჯგუფში, გლობალური ჯანმრთელობის მდგომარეობის და ტკივილისშეფასებით, ვიდრე ოქსალიპლატინის ჯგუფში გულისრევის და ღებინების გამო. ადიუვანტური თერაპიის დროს MOSAÏC–ის შედარებითი III ფაზის კვლევაში (EFC3313) რანდომიზებული იქნა 2246 პაციენტი (899 სტადია II / დიუკის B2 და 1347 სტადია III / დუკის C) პირველადი მსხვილი ნაწლავის კიბოს რეზექციის შემდეგ იღებდნენ მხოლოდ 5-FU/FA–ს(LV5FU2, N = 1123 (B2 / C = 448/675) ან ოქსალიპლატინისა და 5-FU/FA-ს (FOLFOX4, N = 1123 (B2 / C) = 451/672) კომბინაციას.

ცხრილი 9: კვლევა EFC 3313 3-წლიანი რემისიის ინტერვალი (ITT ანალიზი)*

სამკურნალო ჯგუფი

LV5FU2

FOLFOX4

პროცენტი 3–წლიანი რემისიით (95 % CI)

  • 3 (70.6–75.9)
  • 7 (76.2–81.1)

რისკების შეფარდება (95 % CI)

  • 76 (0.64–0.89)

სტატიფიცირებული Log–rank ტესტი

P=0.0008

  • საშუალო დაკვირვების ხანგრძლივობა 44.2 თვემდე (ყველა პაციენტზე დაკვირვება არა ნაკლებ 3 წლის განმავლობაში)

კვლევამ აჩვენა საერთო მნიშვნელოვანი უპირატესობა 3-წლიანი რემისიის მიმართ ოქსალიპლატინისა და 5-FU/FA კომბინაციისთვის (FOLFOX4) მხოლოდ 5-FU/FA– ზე (LV5FU2).

ცხრილი 10: კვლევა EFC 3313 3-წლიანი რემისიის ინტერვალი (ITT ანალოზი)* დაავადებების სტადიის მიხედვით

პაციენტის სტადია

სტადია II

(Dukes B2)

სტადია III

(Dukes C)

სამკურნალო ჯგუფი

LV5FU2

FOLFOX4

LV5FU2

FOLFOX4

3-წლიანი რემისიის პროცენტი (95% CI)

  • 3

(80.9–87.7)

  • 4

(84.3–90.5)

  • 8

(62.2–69.5)

  • 8

(69.4–76.2)

რისკის შეფარდება (95% CI)

  • 79 (0.57–1.09)
  • 75 (0.62–0.90)

Log–rank ტესტი

P=0.151

P=0.002

  • საშუალო დაკვირვების ხანგრძლივობა 44.2 თვემდე (ყველა პაციენტზე დაკვირვება არა ნაკლებ 3 წლის განმავლობაში)

საერთო სიცოცხლისუნარიანობა (ITT ანალიზი):

3 წლიანი ურეციდივო გადარჩენის ანალიზის დროს, რომელიც MOSAIC-ის კვლევის მთავარი კრიტერიუმი იყო, პაციენტების 85.1% ჯერ კიდევ ცოცხალი იყო FOLFOX4 ჯგუფში, 83.8% LV5FU2 ჯგუფთან შედარებით. ეს გამოვლინდა სიკვდილიანობის რისკის მთლიან შემცირებაში 10%-ით, FOLFOX4-ის სასარგებლოდ, რომელიც არ აღწევს სტატისტიკურ მნიშვნელობას (რისკების შეფარდება = 0.90).

მაჩვენებლები შეადგენდა 92.2% -ს, 92.4%-ის წინააღმდეგ, II სტადიის (Dukes B2) ქვე-პოპულაციაში (რისკების შეფარდება = 1.01) - 80.4% - 78.1% -ისწინააღმდეგ, III სტაფდიის (Dukes C) ქვე-პოპულაციაში (რისკების შეფარდება = 0.87) შესაბამისად FOLFOX4 და LV5FU2–ში.

პედიატრიული პოპულაცია

ოქსალიპლატინით მონოთერაპია შეაფასეს პედიატრიულ პოპულაციაში , ორ I ფაზის (69 პაციენტი) და ორ II ფაზის (166 პაციენტი) კვლევებში. სოლიდური სიმსივნის მქონე 235 პედიატრიულ პაციენტს (7 თვის, 22 წლის ასაკში) ჩაუტარდა მკურნალობა. ოქსალიპლატინით მონოთერპიის ეფექტურობა ნამკურნალებ პედიატრიულ პოპულაციებში დადგენილი არ იყო.

II ფაზის ორივე კვლევა შეჩერდა სიმსივნის მცირე რეაქციის გამო.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და განაწილება

ცალკეული აქტიური ნაერთების ფარმაკოკინეტიკა დადგენილი არ არის. ულტრაფილტრული პლატინის, რომელიც წარმოადგენს ყველა თავისუფალი, აქტიური და არააქტიური პლატინის ნაერთებს, ფარმაკოკინეტიკა, ოქსალიპლატინის ორსაათიანი ინფუზიის შემდეგ დოზით 130 მგ/მ2 ყოველ სამ კვირაში 1-5 ციკლისთვის და ოქსალიპლატინის დოზით 85 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში 1-3 ციკლისთვის შემდეგია:

ცხრილი 11: პლატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრის შეჯამება ულტრაფილტრატში ოქსალიპლატინის მრავალჯერადი დოზების შემდეგ 85 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ან 130 მგ/მ2 ყოველ სამ კვირაში

დოზა

Cmax

(µg/ml)

AUC0-48 (µg.h/ml)

AUC

(µg.h/ml)

t1/2α

(h)

t1/2β

(h)

t1/2γ

(h)

Vss

(l)

CL

(l/h)

85 mg/m2

საშუალო

  • 814
  • 19
  • 68
  • 43
  • 8

391

440

  • 4

SD

  • 193
  • 647
  • 40
  • 35
  • 74

406

199

  • 35

130 mg/m2

საშუალო

  • 21
  • 20
  • 9
  • 28
  • 3

273

582

  • 1

SD

  • 10
  • 40
  • 60
  • 06
  • 90
  • 0

261

  • 07

საშუალო AUC0-48 და Cmax მნიშვნელობები განისაზღვრა მე–3 (85 მგ/მ2) ან მე–5 (130 მგ/მ2) ციკლში.

საშუალო AUC, Vss და CL მნიშვნელობები განისაზღვრა 1 ციკლში.

Cmax, AUC, AUC0-48, Vss და CL მნიშვნელობანი განისაზღვრა არაკომპარტმენტული ანალიზით.

t1 / 2α, t1 / 2β და t1 / 2γ, განისაზღვრა კომპარტმენტული ანალიზით (ციკლების 1–3 კომბინაცია).

2-საათიანი ინფუზიის ბოლოს, შეყვანილი პლატინის 15% იმყოფება სისტემურ მიმოქცევაში, დანარჩენი 85% სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში ან გამოიყოფა შარდით. შეუქცევადი შეკვშირების გამო ერითროციტებთან და პლაზმის ცილებთან პლატინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი უახლოვდება ერითროციტებისა და პლაზმის ცილების ბუნებრივი განახლების დროს. საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ასევე იყო შეფასებული ამ ორ კვლევაში (85 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ან 130 მგ/მ2 ყოველ სამ კვირაში ერთხელ შეყვანისას) და შეადგენდა 771 საათს და 589-დან 1296-საათამდე, შესაბამისად. პლაზმის ულტრაფილტრატში არ აღინიშნებოდა პლატინის აკუმულირება 85 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ან 130 მგ/მ2 ყოველ სამ კვირაში ერთხელ შეყვანის შემდეგ. სტაბილური მდგომარეობა იყო მიღწეული პირველ ციკლში ამ განაწილების დიაპაზონში. ინტერ- და ინტრასუბიექტალური ცვალებადობა ზოგადად დაბალია.

ბიოტრანსფორმირება

ბიოტრანსფორმაცია in vitro ითვლება არა ფერმენტული დეგრადაციის შედეგად. არ არსებობს მტკიცებულება დიამინოციკლოჰექსანის (DACH) რგოლის ციტოქრომ P450-ის მეშვეობით მეტაბოლიზმის შესახებ. ოქსალიპლატინი განიცდის ინტენსიურ ბიოტრანსფორმაციას ორგანიზმში და პლაზმურ ულტრაფილტრატში 2 სთ-იანი ინფუზიის ბოლოს უცვლელი პრეპარატი აღარ ვლინდება. ბიოტრანსფორმაციის ზოგი ციტოტოქსიკური პროდუქტი, მათ შორის მონოქლორო-, დიქლორო- და დიაკო-DACH პლატინის სახეობები ვლინდება სისტემურ მიმოქცევაში არააქტიურ კონიუგატებთან ერთად, რომლებიც იდენტიფიცირდება მოგვიანებით.

ელიმინირება

პლატინა უპირატესად გამოიყოფა შარდით, ძირითადად 48 საათში შეყვანის შემდეგ. 5 დღის განმავლობაშ, მთლიანი დოზის დაახლოებით 54% გამოიყოფა შარდით, ხოლო <3% – განავლით.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის გავლენა ოქსალიპლატინის დისპოზიციაზე შესწავლილ იქმნა პაციენტებში თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით. ოქსალიპლატინი შეჰყავდათ დოზით 85 მგ/მ2 საკონტროლო ჯგუფში, თირკმლის ნორმალური ფუნქციით (CLcr> 80 მლ/ წთ, n = 12) და პაციენტებში მსუბუქი (CLcr = 50-დან 80 მლ/წთ, n = 13) ) და ზომიერი (CLcr = 30-დან 49 მლ/წთ, n = 11) თირკმლის უკმარისობით, ხოლო დოზით 65 მგ/მ2 თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (CLcr <30 მლ/წთ, n = 5). საშუალო ექსპოზიცია იყო 9, 4, 6 და 3 ციკლი, ხოლო PK მონაცემები ციკლში 1 მოპოვებულია შესაბამისად 11, 13, 10 და 4 პაციენტებში.

აღინიშნა პლაზმური ულტრაფილტატის (PUF) პლატინის AUC, AUC / დოზის მომატება და თირკმლის მთლიანი და რენალური CL და VSS შემცირება, თირკმლის უკმარისობის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტთა (მცირე) ჯგუფში: წერტილოვანი შეფასება (90% CL) AUC/დოზისთვის, თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით ნორმალურ თირკმლის ფუნქციასთან შედარებით, იყო 1.36 (1.08, 1.71), 2.34 (1.82, 3.01) და 4.81 (3.49, 6.64) პაციენტებში, შესაბამისად სუსტი და ზომიერი და თირკმლის მძიმე უკმარისობით.

ოქსალიპლატინის ელიმინაცია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კრეატინინის კლირენსთან. სულ PUF პლატინის CL შეადგენდა 0.74 (0.59, 0.92), 0.43 (0.33, 0.55) და 0.21 (0.15, 0.29) და VSS 0.52 (0.41, 0.65), 0.73 (0.59, 0.91) და 0.27 (0.20, 0.36) თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაბამისად. PUF პლატინის სრული კლირენსი შემცირდა შესაბამისად 26%–ით სუსტი, 57%–ით ზომიერი და 79%–ით თირკმლის მძიმე უკმარისობით, ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

PUF პლატინის თირკმლის კლირენსი შემცირდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში 30%–ით სუსტი, 65%–ით ზომიერი და 84%–ით თირკმლის მძიმე უკმარისობით, ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

აღინიშნა PUF პლატინის მომატება ბეტა–ნახევარგამოყოფის პერიოდში, თირკმლის უკმარისობის მომატებული ხარისხით, ძირითადად, მძიმე ჯგუფში. თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობის მიუხედავად, ეს მონაცემები უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოქსალიპლატინის დანიშვნისას (იხ. თავი 4.2, 4.3 და 4.4).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

აქვიპლატინი 5 მგ/მლ

AqViplatin

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ოქსალიპლატინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება აქვიპლატინი

რა უნდა იცოდეთ აქვიპლატინის გამოყენებამდე

  • როგორ გამოვიყენოთ აქვიპლატინი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ აქვიპლატინი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება აქვიპლატინი

აქვიპლატინის შემადგენელი მოქმედი ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.

აქვიპლატინი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (III სტადიის სიმსივნის მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს მკურნალობა).

ქვიპლატინი გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა 5-ფტორურაცილი (5-FU) და ფოლინის მჟავა (FA).

აქვიპლატინი წარმოადგენს ანტინეოპლასტიურ, ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატს და შეიცავს პლატინას.

  • რა უნდა იცოდეთ აქვიპლატინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აქვიპლატინი:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ოქსალიპლატინის მიმართ.

ძუძუთი კვების დროს.

თუ გაქვთ სისხლის წითელი უჯრედების შემცირებული რაოდენობა.

თუ გაქვთ ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება ხელის და/ან ფეხის თითებში და გიჭირთ წვრილი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

სიფრთხილის ზომები

აქვიპლატინის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები პლატინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ, როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ოქსალიპლატინის ნებისმიერი ინფუზიის დროს.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის ზომიერი, ან მსუბუქი დარღვევა.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ან ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები მკურნალობის პერიოდში.

თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ გულის დაავადება, როგორც გულის ელექტროიმპულსის გატარების დარღვევა, ე.წ გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არარეგულარული გულისცემა, ან გულის დაავადებებისადმი ოჯახური მიდრეკილება.

თუ ცოტა ხნით ადრე ჩაგიტარდათ ვაქცინაცია ან გეგმავთ ვაქცინირებას. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს არ უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია «ცოცხალი» ან «დასუსტებული» ვაქცინებით, როგორიცაა ყვითელი ცხელების ვაქცინა.

შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ამ სიმპტომების მკურნალობა. ექიმს შეიძლება დასჭირდეს აქვიპლატინის დოზის შემცირება, მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ უსიამოვნო შეგრძნება ხორხის არეში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს ან თუ აღგენიშნებათ ქოშინი.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ნერვული დარღვევები ხელ-ფეხის არეში, როგორიცაა მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება.

თუ აღგენიშნებათ თავის ტკივილი, გუნებ-განწყობის ცვლილება, გულყრები და მხედველობის დაბინდვა მხედველობის დაკარგვამდე.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულისრევა ან ღებინება.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მძიმე დიარეა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ანთებითი პროცესი ტუჩებზე ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი/მუკოზიტი).

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დიარეა, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბიციტების შემცირებული რაოდენობა. ექიმმა შესაძლოა შეამციროს აქვიპლატინის დოზა ან გადადოს აქვიპლატინით მკურნალობა.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ აუხსნელი სიმპტომები სასუნთქი სისტემის მხრივ, როგორიცაა ხველა, ან სუნთქვის გაძნელება. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს აქვიპლატინით მკურნალობა.

მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ძლიერი დაღლილობა, ქოშინი, თირკმლის დაავადება შარდის შემცირებული გამოყოფით ან შარდის შეკავებით (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ცხელება (38°C და მეტი ტემპერატურა) ან ციება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე. არსებობს სისხლის ინფექციის განვითარების რისკი.

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ 38°C-ზე მეტი ტემპერატურა. ექიმი დაადგენს, გაქვთ თუ არა ასევე სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ უეცარი სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია). ეს შეიძლება იყოს მცირე სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის ნიშანი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს დაკარგეთ გონება (ცნობიერების დაკარგვა), ან აღგენიშნებათ არარეგულარული გულისცემა, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს გულის სერიოზულ დაავადებაზე.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ კუნთების ტკივილი და შეშუპება, რომელსაც თან სდევს სისუსტე, ცხელება ან შარდის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა. ეს შეიძლება იყოს კუნთის დაზიანების (რაბდომიოლიზი) ნიშანი და გამოიწვიოს დარღვევები თირკმლის მხრივ ან სხვა სახის გართულებები.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან მუქი განავალი (კუპრისებრი განავალი), რადგან ეს შეიძლება იყოს ნაწლავთა დაწყლულების ნიშანი (კუჭ-ნაწლავის წყლული შესაძლო სისხლდენით, ან პერფორაციით).

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ტკივილი მუცლის არეში, სისხლიანი დიარეა, გულისრევა და/ან ღებინება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავთა კედლების სისხლით მომარაგების შემცირებით (ნაწლავის იშემიური დაავადება).

აქვიპლატინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღებას.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

მკურნალობის პერიოდში არ უნდა დაორსულდეთ, ამიტომ, უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეპტული მეთოდი მკურნალობის პერიოდში. რეკომენდებულია კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებების გამოყენება თერაპიის დასრულებიდან 15 თვის განმავლობაში.

მამაკაც პაციენტებს ეძლევათ რჩევა თავი შეიკავონ შვილის გაჩენისგან მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში და გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები ამ პერიოდის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდით მკურნალობის პერიოდში.

ლაქტაცია

აქვიპლატინის გამოყენებისას თავი აარიდეთ ძუძუთი კვებას.

ფერტილობა ქალებსა და მამაკაცებში

ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა. სასურველია, მამაკაცებმა მკურნალობის დაწყებამდე მოახდინონ სპერმის კონსერვაცია.

ოქსალიპლატინით მკურნალობის შემდეგ პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ეძლევათ რჩევა გაიარონ გენეტიკური კონსულტაცია.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

აქვიპლატინით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს თავბრუსხვევის, გულისრევის, ღებინების და ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენის რისკი, რაც გავლენას ახდენს მოძრაობასა და წონასწორობაზე. ასეთ შემთხვევებში თავი აარიდეთ მართვას და არ იმუშაოთ მექანიზმებთან. თუ აქვიპლატინით მკურნალობისას გამოგივლინდათ დარღვევები მხედველობის მხრივ, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, არ იმუშაოთ მექანიზმებთან და თავი აარიდეთ სახიფათო მოქმედებებს.

  • როგორ გამოვიყენოთ აქვიპლატინი

აქვიპლატინი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულებში.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

დოზირება

აქვიპლატინის დოზის გამოთვლა ხდება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. იგი დგინდება თქვენი სიმაღლის და წონის შესაბამისად.

ჩვეული დოზა ზრდასრულებისთვის, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, შეადგენს 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. დოზა ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზის შედეგებზე და აქვიპლატინით წარსულში გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე.

მიღების მეთოდი

აქვიპლატინს დაგინიშნავთ ონკოლოგიური დაავადებების სპეციალისტი ექიმი.

თქვენ გიმკურნალებთ ექიმი-პროფესიონალი, რომელიც განსაზღვრავს თქვენთვის შესაბამის აქვიპლატინის დოზას.

აქვიპლატინი შეჰყავთ ინტრავენურად ნელი ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.

აქვიპლატინი შეჰყავთ ფოლინის მჟავასთან ერთად 5-ფტორურაცილის ინფუზიამდე.

გამოყენების სიხშირე

ჩვეულებრივ ინფუზია ტარდება 2 კვირაში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვე სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.

თუ მიიღეთ აქვიპლატინის ჭარბი დოზა

რადგან პრეპარატი შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ, დოზის გადაჭარბების ან მცირე დოზის მიღების რისკი ძალიან დაბალია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გაძლიერებული გვერდითი მოვლენები. შესაძლოა თქვენმა ექიმმა ჩაგიტაროთ ამ გვერდითი ეფექტების შესაბამისი მკურნალობა.

თუ გაგიჩნდათ კითხვები თქვენ მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამედიცინო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.

აუცილებელია აცნობოთ თქვენს ექიმს გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ.

ქვემოთ მოცემულია შესაძლო გვერდითი მოვლენების აღწერა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

უეცრად განვითარებული ალერგიული ან ანაფილაქსიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა (შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, რომ გონებას კარგავთ). უმრავლეს შემთხვევებში ეს სიმპტომები ვლინდება ინფუზიის დაწყებისთანავე ან ინფუზიის მსვლელობისას, თუმცა იყო ცნობები ინფუზიიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ დაგვიანებული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შესახებ.

პათოლოგიური სისხლნაჟღენთები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორებიცაა ყელის ანთება ან მაღალი ტემპერატურა.

პერსისტენტული ან მწვავე დიარეა ან ღებინება.

სისხლიანი ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.

სტომატიტი/მუკოზიტი (ანთებითი პროცესი ტუჩებზე ან წყლულები პირის ღრუში).

აუხსნელი სიმპტომები სასუნთქი გზების მხრივ, როგორებიცაა მშრალი ან სველი ხველა, ქოშინი, ხიხინი ან ხმაური სუნთქვის დროს, რადგან ეს შეიძლება იყოს ფილტვის სერიოზული დაავადების მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გუნებ-განწყობის შეცვლა, გულყრები და მხედველობის დაბინდვა მხედველის დაკარგვამდე (ეს წარმოადგენს ე.წ. უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის ფენომენს, ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).

ძლიერი დაღლილობა მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით და ქოშინით (ჰემოლიზური ანემია) ან კომბინაციაში თრომბიციტების რაოდენობის შემცირებასთან, პათოლოგიურ სისხლჩაქცევებთან (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადებასთან ერთად, როდესაც მცირდება შარდის გამოყოფა ან აღინიშნება შარდის შეკავება (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი).

აქვიპლატინის სხვა ცნობილი გვერდითი მოვლენები:

ძალაინ ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

აქვიპლატინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე (პერიფერიული ნეიროპათია). შესაძლებელია ჩხვლეტის/დაბუჟების შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, პირის გარშემო ან ყელში, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს კრუნჩხვა. ეს შეგრძნებები ხშირად გამოწვეულია სიცივის ზემოქმედებით მაგ. მაცივრის გაღება, ცივი სასმელების მიღება. ასევე შეიძლება სირთულეები გქონდეთ ზუსტი მოქმედებების შესრულებისას, როგორიცაა ტანსაცმლის ღილების შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში ეს სიმპტომები სრულიად ქრება თავისით, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის დასრულების შემდეგაც. ცალკეულ პირებს კისრის მოხრის დროს აღენიშნებათ ჩხვლეტის და შოკისმაგვარი შეგრძნება მკლავების ან ზურგის გასწვრივ.

ზოგჯერ აქვიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო მოხრჩობის მსგავსი შეგრძნება ყელში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. ეს მოვლენები ვითარდება ჩვეულებრივ ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. ეს უსიამოვნო მოვლენები დიდხანს არ გრძელდება და გაივლის ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. ექიმმა შეიძლება მიიღოს მკურნალობის შეცვლის გადაწყვეტილება.

აქვიპლატინი ზოგჯერ იწვევს დიარეას, მსუბუქ გულისრევას და ღებინებას; თუმცა, როგორც წესი, ექიმი ნიშნავს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისევე შესაძლოა, მკურნალობის შემდეგაც.

აქვიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება, რაც შესაძლოა გამოიხატოს ანემიით (ერითროციტების რაოდენობის შემცირების გამო), პათოლოგიური სისხლდენით ან სისხლჩაქცევებით (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ზრდის ინფექციების განვითარების რისკს. მკურნალობის და ყოველი მომდევნო კურსის დაწყებამდე მკურნალი ექიმი ატარებს ანალიზს სისხლში უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.

დისკომფორტი შეყვანის ადგილას ინფუზიის დროს.

ცხელება, თრთოლვა (ტრემორი), ზომიერი ან ძლიერი დაღლილობა, ტკივილი სხეულში.

წონის ცვლილება, მადის დაკარგვა ან შეცვლა, გემოს დარღვევა, ყაბზობა.

თავის ტკივილი, წელის ტკივილი.

კუნთების ნერვების ანთება, კისრის გაშეშება, უსიამოვნო შეგრძნებები ენაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა, სტომატიტი/მუკოზიტი (წყლულები ტუჩებზე ან პირის ღრუში).

კუჭის ტკივილი.

პათოლოგიური სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენის ჩათვლით.

ხველა, სუნთქვის გაძნელება.

ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კანის სიწითლე და ქავილი, მსუბუქი თმის ცვენა (ალოპეცია).

ცვლილებები სისხლის ანალიზის მხრივ, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით გამოწვეული ინფექციები.

დისპეფსია და გულძმარვა, სლოკინი, წამოწითლება, თავბრუსხვევა.

სისხლის სერიოზული ინფექციები სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობასთან ერთად (ნეიტროპენიული სეფსისი), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება > 38.3°C, ან ხანგრძლივი ცხელება > 38°C 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში (ფებრილური ნეიტროპენია).

ჭარბი ოფლიანობა, ფრჩხილების დაავადება, კანის აშრევება.

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

ფილტვის დაავადება და რინიტი (სურდო).

სახსრების და ძვლების ტკივილი.

მტკივნეული შადვა და თირკმლის ფუნქციის ცვლილება, შარდის გამოყოფის სიხშირის შეცვლა, დეჰიდრატაცია.

სისხლი შარდში/განავალში, შეშუპება, ფილტვის არტერიის თრომბოზი,

ჰიპერტენზია.

დეპრესია, უძილობა.

კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები.

სისხლში კალციუმის დონის შემცირება.

  • დაცემა.

არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში):

სერიოზული ინფექციები სისხლის მხრივ (სეფსისი), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

ნაწლავის ობსტრუქცია ან ნაწლავის შეშუპება.

ნევროზულობა.

იშვიათი (ვლინდება 1.000-დან 1 პაციენტში):

სმენის დაკარგვა.

ფილტვის ქსოვილის შესქელება და მასზე ნაწიბურების წარმოქმნა სუნთქვის გაძნელებით, ზოგჯერ ფატალური (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება).

მხედველობის შექცევადი ხანმოკლე დროით დაკარგვა.

უეცარი სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები გამოწვეული მცირე სისხლძარღვებში სისხლის კოლტების ჭარბად წარმოქმნით (დარღვეული ინტრავასკულარული კოაგულაცია), ზოგჯერ ფატალური გამოსავლით.

ძლიერი დაღლილობა, რასაც თან ახლავს მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია) ან კომბინაციაში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან და თირკმლის დაავადებასთან, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოვლინდეს შარდის გამოყოფის შემცირება, ან შარდის შეკავება (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). არსებობს ცნობები ამ მდგომარეობისას ლეტალური გამოსავლის შესახებ.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000-დან 1 პაციენტში):

სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.

თირკმლების დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელი ძალიან მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა ან შარდის შეკავება (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომი).

ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები.

არ არის ცნობილი (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით)

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება).

აუტოიმუნური რეაქციები, რომლებიც იწვევენ სისხლის შემადგენელი ყველა უჯრედის რაოდენობის ცვლილებას (აუტოიმუნური პანციტოპენია).

სისხლის სერიოზული ინფექციები და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიური შოკი), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

კრუნჩხვები (სხეულის არაკონტროლირებადი კრთომითი მოძრაობები).

საყლაპავის სპაზმური შეკუმშვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ლარინგოსპაზმი).

პათოლოგიური გულისცემა (გახანგრძლივებული QT ინტერვალი), რაც ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) და შეიძლება იყოს ფატალური.

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში).

კუნთების ტკივილი და შეშუპება სისუსტესთან, ცხელებასთან და შარდის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობასთან ერთად (კუნთების დაზიანების, ე.წ. რაბდომიოლიზის სიმპტომები), რაც შესაძლოა იყოს ფატალური.

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება, ან მუქი/კუპრისებრი განავალი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის სიმპტომები შესაძლო სისხლდენით, ან პერფორაციით), რაც შესაძლოა იყოს ფატალური.

საყლაპავი მილის ანთება (საყლაპავი მილის, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან, ლორწოვანი გარსის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და ყლაპვის გაძნელებას).

ნაწლავებისათვის სისხლის მიწოდების შემცირება (ნაწლავის იშემიური დაავადება), რაც შეიძლება იყოს ფატალური.

ახალი სახის კიბოს განვითარება. არსებობს ცნობები აქვიპლატინით მკურნალობის დროს ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად, ლეიკემიის განვითარების შესახებ, რომელიც არის სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმა. მიმართეთ თქვენ ექიმს ასეთი ტიპის კიბოს შესაძლო მომატებული რისკთან დაკავშირებით აქვიპლატინით სხვა პრეპარატებთან ერთად მკურნალობის დროს.

არასიმსივნური ანომალური ღვიძლის კვანძები (ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შევინახოთ აქვიპლატინი

ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სინათლისაგან დასაცავად განზავებამდე ფლაკონი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოერიდეთ აქვიპლატინის კონტაქტს თვალთან და კანთან. შემთხვევითი კონტაქტისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ინფუზიის დასრულების შემდეგ აქვიპლატინის ნარჩენების განადგურება უნდა მოხდეს სიფრთხილით ექიმის ან ექთნის მიერ.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს აქვიპლატინი

მოქმედი ნივთიერება არის ოქსალიპლატინი.

თითო ფლაკონი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ ოქსალიპლატინს.

სხვა ნივთიერებები: საინექციო წყალი.

კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.

აქვიპლატინის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

აქვიპლატინი არის გამჭვირვალე, უფერო კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

შეფუთვის ზომა:

თითოეული 10 მლ ფლაკონი კონცენტრატით შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.

თითოეული 20 მლ ფლაკონი კონცენტრატით შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.

აქვიპლატინის წარმოდგენილია შეფუთვით 1 ფლაკონი, რომელიც შეიცავს 10 მლ ან 20 მლ კონცენტრატს.

შესაძლებელია ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოებული.

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო უფლების მფლობელი:

შპს “ავერსი-რაციონალი”

დავით კობახიძის ქ. 33, 0198 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი:

AqVida GmbH, Werkstraße 21, 23942 Dassow, Germany

ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი:

AqVida GmbH, Kaiser-Wilhelm-Str. 89, 20355 Hamburg, Germany

დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია 03/2025.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა