ოქსალიპლატინი აკორდი, 5მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
Oxaliplatinum Accord, 5mg/ml, koncentrat do sporządzania roztworu do infuzji
ოქსალიპლატინი აკორდის აქტიური ნივთიერებაა ოქსალიპლატინი. ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯისა და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბო). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსალიპლატინი (oxaliplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/10მლ (5მგ/მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040450
- რეგისტრირებულია
- 12 მარტი 2024, მოქმედებს 12 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ოქსალიპლატინი აკორდი, 5მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოქსალიპლატინი აკორდის აქტიური ნივთიერებაა ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯისა და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბო). ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფლუორურაცილი და ფოლიუმის მჟავა.
ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური ინფუზიის წინ საჭიროა მისი განზავება და ხსნარის მომზადება. ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს ანტინეოპლაზურ ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატს და შეიცავს პლატინას.
მიღების წესი და დოზირება
ოქსალიპლატინი აკორდი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
დოზირება
ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება სიმაღლისა და წონის მიხედვით.
მოზრდილებში, ხანდაზმულების ჩათვლით, ჩვეულებრივი დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის. მიღებული დოზის სიდიდე ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და წარსულში ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებზე.
მიღების წესი და მეთოდი
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინიშნება ექიმი ონკოლოგის მიერ.
პროცედურას ახორციელებს სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც განსაზღვრავს ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კეთდება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კეთდება ფოლიუმის მჟავასთან ერთად და 5-ფლუოურაცილის ინფუზიამდე.
მიღების სიხშირე
ჩვეულებრივ, ინფუზია ტარდება 2 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 6 თვეს სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
ოქსალიპლატინი აკორდით დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის ინფუზია ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა მისი დოზის გადაჭარბება ან დაკლება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების სიხშირე. მკურნალი ექიმი დანიშნავს გვერდითი ეფექტების შესაბამის მკურნალობას.
მკურნალობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ოქსალიპლატინის ან ოქსალიპლატინი აკორდის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (მაგ. ლაქტოზას მონოჰიდრატის) მიმართ;
ძუძუთი კვების დროს;
სისხლის უჯრედების დაქვეითებული რაოდენობის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის და/ან ფეხის თითებში და/ან უჭირს ისეთი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა მაგ.: ღილების შეკვრა ტანსაცმელზე;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები.
სიფრთხილის ზომები
ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველ მედიკამენტებზე, მაგ.: კარბოპლატინზე, ცისპლატინზე. ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს ოქსალიპლატინის ინფუზიის დროს;
თუ პაციენტს თირკმელების საშუალო ან მსუბუქი ხასიათის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მხრივ რაიმე პრობლემა ან ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები მკურნალობის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, არარგულარული გულისცემა ან გულის პრობლემების ოჯახური ანამნეზი;
თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩატარებული აქვს ვაქცინაცია დაგეგმილი აქვს ვაქცინაციის ჩატარება. ოქსალიპლატინით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ცოცხალი ან ატენუირებული ვაქცინით (მაგ. ყვითელი ცხელების ვაქცინით) აცრა.
ბავშვები
ოქსალიპლატინი აკორდი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
5-ფლუოროურაცილი (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი)
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი)
გრანისეტრონი (ანტიემეტური მედიკამენტი)
პაკლიტაქსელი (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი)
ნატრიუმის ვალპროატი (ანტიეპილეფსიური მედიკამენტი).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობა
არ არის რეკომენდებული ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ფეხმძიმობა და საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება. ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მედიკამენტით თერაპიის განმავლობაში და თერაპიის დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროს ექიმთან.
მკურნალობის დროს ფეხმძიმობის დადგომისას საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ძუძუთი კვება
დაუშვებელია ძუძუთი კვება ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს.
რეპროდუქციული ფუნქცია
ოქსალიპლატინმა შეიძლება დათრგუნოს რეპროდუქციული უნარი, რომელიც შეიძლება იყოს შეუქცევადი ხასიათის. მამაკაცმა პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის შესახებ.
მამაკაც პაციენტებში არ არის რეკომენდებული შვილის ყოლა მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში და საჭიროა შესაბამისი კონტრაცეპციული მეთოდების გამოყენება ამ დროის განმავლობაში.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც გავლენას ახდენს სიარულსა და წონასწორობაზე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების დროს მხედველობის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა სახიფათო მოქმედებების შესრულება.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თერაპიის მომდევნო კურსის დაწყებამდე ექიმს ეცნობოს ამის შესახებ.
შესაძლებელია ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების განვითარება:
ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენები
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ალერგია/ალერგიული რეაქციები, ძირითადად ვითარდება ინფუზიის დროს, ზოგჯერ შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ან პირის ღრუს წყლულები);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, უჩვეულო სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია). მკურნალმა ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი თერაპიული კურსის წინ უნდა შეამოწმოს სისხლის ანალიზი სისხლის უჯრედების საკმარის რაოდენობაზე;
აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორებიცაა: მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლის მძიმე ინფექცია ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად (ნეიტროპენიული სეფსისი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
ლეიოკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება >38.3°C ან გახანგრძლივებული ცხელება >38°C ერთ საათზე მეტ ხანს (ფებრილური ნეიტროპენია);
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები უეცრად განვითარებული ნიშნებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება, უკიდურესი დაღლილობა (გულის წასვლის შეგრძნება), უმრავლეს შემთხვევებში ეს სიმპტომები ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიის დამთავრებიდან მაშინათვე, თუმცა ასევე აღინიშნა დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები ინფუზიიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ;
მკერდის ან ზურგის ზედა ნაწილში ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და სისხლიანი ხველა (ფილტვის თრომბოზის სიმტომები).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლის მძიმე ინფექცია (სეფსისი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
გაუვალობა ან ნაწლავის შეშუპება;
სმენის პრობლემები, ტრიალის შეგრძნება, ყურებში ხმაური.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები წვრილ სისხლძარღვებში მრავლობითი თრომბების გავრცელების გამო (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;
პერსისტენტული ან მძიმე დიარეა ან ღებინება;
მხედველობის დროებითი ხანმოკლე დაკარგვა;
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, ფსიქიკური ფუნქციის ცვლილება, გულყრები და მხედველობის დარღვევა მისი დაბინდვიდან დაკარგვამდე (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიური სინდრომის, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომები);
უკიდურესი დაღლილობა, ერითროციტების რაოდენობის შემცირების გამო და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია), რომელსაც თან ახლავს, ან არ ახლავს თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, უჩვეულო სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადება ოლიგურიით ან ანურიით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები);
ფილტვების ქსოვილის ფიბროზი და გასქელება სუნთქვის გაძნელებით, ხანდახან სიცოცხლისათვის სახიფათო (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება);
მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი და წელის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია გულისრევასა და ღებინებასთან.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც გამოიყოფა მცირე რაოდენობით შარდი ან შარდი საერთოდ არ გამოიყოფა (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები);
ღვიძლის სისხლძარღვების დაზიანება (სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს და შეშუპებას, წონის მომატებას და ტერფების, კოჭების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებას).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
სისხლის მძიმე ინფექციები და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიკური შოკი), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე) და რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
კუნთების ტკივილი და შეშუპება სისუსტესთან, ცხელებასთან ან მოწითალო-ყავისფერ შარდთან კომბინაციაში (კუნთების დაზიანების რაბდომიოლიზის სიმპტომები), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება და ღებინება “ყავის ნალექის” მასით ან მუქი/კუპრისფერი განავალი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სიმპტომები, შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
ნაწლავებში სისხლის ნაკადის შემცირება (ინტესტინალური იშემია), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
ხორხის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
აუტოიმუნური რეაქცია, რომელის იწვევს ყველა უჯრედის შემცირებას (აუტოიმუნური პანციტოპენია) (სიმპტომები მოიცავს ადვილად სისხლდენას, ადვილად სისხლჩაქცევებს, ქოშინს, ძლიერ ლეთარგიას და სისუსტეს, და ინფექციების გაზრდილ რისკს იმუნური სისტემის დასუსტების გამო);
ინსულტის სიმპტომები (მათ შორის ძლიერი უეცარი თავის ტკივილი, კონფუზია, მხედველობის გაძნელება ერთ ან ორივე თვალში, სახის, მკლავების ან ფეხების კუნთების დაბუჟება ან სისუსტე, უმეტესად ცალ მხარეს; სახის “დაშვება”, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, ბალანსის და მეტყველების გაძნელება);
ფილტვების ანთება (საშიში ინფექცია), რაც შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლით;
არასიმსივნური ნოდულარული წანაზარდები ღვიძლში (ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია).
ოქსალიპლატინი აკორდის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

ოქსალიპლატინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნერვებზე (პერიფერიული ნეიროპათია). შეიძლება აღინიშნებოდეს ჩხვლეტის და/ან დაბუჟების შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, პირის ირგვლივ ან ყელში, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სპაზმები. ამ ეფექტების გამომწვევი ხშირად არის სიცივე, მაგ.: მაცივრის გაღება ან ცივი სასმელის დაჭერა. აგრეთვე, პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს ისეთი ნატიფი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა მაგ.: ღილების შეკვრა. უმრავლეს შემთხვევებში, ეს სიმპტომები თავისით ლაგდება სრულად, თუმცა მკურნალობის შემდეგ არსებობს მუდმივი ხასიათის პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარების შესაძლებლობა.
ზოგიერთ პაციენტს კისრის მოხრისას შეიძლება აღენიშნებოდეს ჩხვლეტის შეგრძნება, შოკის მსგავსი შეგრძნება ხელებში ან სხეულში გავლით.
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელში, განსაკუთრებით, ყლაპვისას და ქოშინის შეგრძნება. ეს შეგრძნება, ჩვეულებრივ, ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. ეს უსიამოვნო შეგრძნება, ჩვეულებრივ, თავისით გადის და არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, შეიძლება ექიმმა შეცვალოს მკურნალობის სქემა;
ოქსალიპლატინის კონცენტრატმა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, სუსტი გულისრევა და ღებინება; ჩვეულებრივ, ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტი ინიშნება მკურნალობამდე და შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შემდეგ;
ოქსალიპლატინის კონცენტრატმა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიძლება გამოიწვიოს სიხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირება. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (ერიტროციტების რაოდენობის შემცირება), პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებისადმი მიდრეკილება.
მკურნალი ექიმი მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი კურსის წინ შეამოწმებს სისხლის ანალიზს სისხლის უჯრედების საკმარის რაოდენობაზე.
დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილზე ან მასთან ახლოს ინფუზიის დროს;
ცხელება, კანკალი (ტრემორი), სუსტი ან ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი;
წონის ცვლილება, მადის დაქვეითება ან დაკარგვა, გემოს დარღვევები, შეკრულობა;
თავის ტკივილი, წელის ტკივილი;
ენაზე პათოლოგიური შეგრძნებები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მეტყველება;
კუჭის ტკივილი;
პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა;
ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს წითელი და ქავილით მიმდინარე, თმის სუსტი ცვენა (ალოპეცია);
სისხლის ანალიზის ცვლილებები, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის ტესტების.

დისპეფსია და გულძმარვა, სლოკინი, წამოწითლება, თავბრუსხვევა;
გაძლიერებული ოფლიანობა და ფრჩხილების ცვლილებები, კანის აქერცვლა;
მკერდში ტკივილი;
ფილტვების დაავადება და ცხვირიდან გამონადენი;
სახსრების და ძვლების ტკივილი;
ტკივილი შარდვისას და თირკმლის ფუნქციის ცვლილება, შარდვის სიხშირის ცვლილება, დეჰიდრატაცია;
სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება;
მაღალი არტერიული წნევა;
დეპრესია და უძილობა;
კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები;
კალციუმის დონის შემცირება სისხლში;
კუნთების ნერვების შეშუპება, კისრის გაშეშება;
დაცემა.

ნევროტულობა ან შფოთვა;

სმენის დაკარგვა.

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება);
კონვულსიები (სხეულის უნებლიე რხევა);
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში);
საყლაპავი მილის ანთება (საყლლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს მტკივნეული ყლაპვა და ყლაპვის გაძნელება);
ახალი სიმსივნეების განვითარების რისკი. ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და ზოგიერთი სხვა მედიამენტის კომბინაციური მკურნალობისას, არსებობს ლეიკემიის - სისხლის გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების შემთხვევები. აღნიშნული რისკის არსებობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი - l. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa, phone: + 48 22 49 21 301, fax: + 48 22 49 21 309, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
შემადგენლობა
ოქსალიპლატინი აკორდი შეიცავს:
ოქსალიპლატინი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია საინექციო წყალი და ლაქტოზას მონოჰიდრატი.
ოქსალიპლატინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
ოქსალიპლატინი აკორდი გამჭვირვალე, უფერო ხსნარია, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. თითოეული შუშის ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
20 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
40 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
2 წელი.
5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 48 საათამდე +2 - +8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას და 24 საათის განმავლობაში +25⁰C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ხსნარის შენახვის დრო და პირობები მის გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მოხდა ვალიდურ და კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
ხსნარი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი ნაწილაკების გარეშე. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული.
უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია
როგორც ყველა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერების შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ოქსალიპლატინის შემცველი ხსნარების მომზადებისას და მოხმარებისას.
მოხმარების ინსტრუქცია
ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას სამედიცინო პერსონალმა უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რათა დაცულ იქნას მომხმარებელი და გარემო.
ციტოტოქსიკური ნივთიერებების საინექციო ხსნარები მომზადებულ უნდა იქნას გამოცდილი პერსონალის მიერ ჰოსპიტალშიდა წესების შესაბამისად და რომელსაც აქვს ამ ტიპის მედიკამენტებთან მუშაობის გამოცდილება და ისეთ პირობებში, სადაც დაცული იქნება პროდუქტის მთლიანობა, გარემო და განსაკუთრებით, მედიკამენტთან მომუშავე პერსონალი. ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც აკრძალულია მოწევა, ჭამა ან დალევა.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მასალებით - გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო არის დამცავი გადასაფარებელით, კონტეინერებითა და ჩანთებით ნარჩენი ნივთიერებებისათის.
ექსკრეტები და ნაღებინები მასა უნდა დამუშავდეს სიფრთხილით.
ფეხმძიმე ქალები უნდა მოერიდონ ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობას.
ნებისმიერი დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს სიფრთხილის იგივე ზომების გამოყენებით, რადგან ის წარმოადგენს დაბინძურებულ ნარჩენ მასალას. დაბინძურებული ნარჩენი ნივთიერებები უნდა დაიწვას შესაბამისი მარკირების მქონე მყარ კონტეინერებში. იხ. ქვემოთ პარაგრაფი »ნარჩენების განადგურება«.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოხვდა კანზე, ლორწოვან გარსზე ან თვალებში, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ ჩამობანა წყლით.
ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მომზადება
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ინფუზიის დროს
დაუშვებელია საინექციო მასალის გამოყენება, რომელიც შეიცავს ალუმინს;
დაუშვებელია განუზავებელი ხსნარის ინფუზია;
განზავება შეიძლება მხოლოდ 5%-იან გლუკოზის ხსნარში. დაუშვებელია მისი განზავება ფიზიოლოგიურ ან ქლორიდების შემცველ ხსნარებში;
დაუშვებელია მისი შერევა სხვა მედიკამენტებთან ერთად იმავე საინფუზიო პაკეტში ან სხვა მედიკამენტებთან ერთად ინფუზია იმავე საინფუზიო სისტემით;
დაუშვებელია მისი შერევა ტუტე სამკურნალო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, განსაკუთრებით 5-ფლუოროურაცილთან, ფოლიუმის მჟავასთან, პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლს დამხმარე ნივთიერების სახით და ტრომეტამოლის მარილებს სხვა აქტიური ნივთიერებების სახით. ტუტე მედიკამენტები ან ხსნარები მოქმედებენ ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.
ინსტრუქცია ფოლიუმის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატთან ან ნატრიუმის ფოლინატთან)' ერთდროული გამოყენებისას
შესაძლებელია 250-500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავებული 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ინტრავენური ინფუზია ი.ვ. ფოლიუმის მჟავასთან ერთად, რომელიც განზავებლია 5%-იან გლუკოზის ხსნარში, 2-6 საათის განმავლობაში Y-სისტემის საშუალებით, რომელიც თავსდება უშუალოდ ინფუზიის წინ. ეს ორი მედიკამენტი არ უნდა შეერიოს ერთსა და იმავე საინფუზიო პაკეტში. ფოლიუმის მჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხმარე ნივთიერების სახით და განზავებულ უნდა იქნას მხოლოდ ისეთ იზოტონურ საინფუზიო ხსნარში, როგორიცაა 5% გლუკოზა. არასდროს უნდა განზავდეს ტუტე ხსნარებში, ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველ ხსნარებში.
ინსტრუქცია 5-ფლუოროურაცილთან ერთდროული გამოყენებისას
ოქსალიპლატინის ინფუზია ყოველთვის უნდა მოხდეს ფლუოროპირიმიდინების, მაგ. 5-ფლუოროურაცილის ინფუზიამდე.
ოქსალიპლატინის ინფუზიის შემდეგ სისტემა უნდა გამოირეცხოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება 5-ფლუოროურაცილის ინფუზია.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული მკურანლობისთვის განკუთვნილი პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების წაკითხვა.
გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხ. ქვემოთ);
გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ფლაკონ(ებ)იდან ამოღებულ უნდა იქნას კონცენტრატის საჭირო რაოდენობა, უნდა განზავდეს 250-500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში, მიღებულ უნდა იქნას ოქსალიპლატინი კონცენტრაციით 0.2 მგ/მლ-სა და 0.7 მგ/მლ-ს შორის. კონცენტრაციის ფარგლები, როცა შენარჩუნებულია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა, არის 0.2 მგ/მლ-დან 2.0 მგ/მლ-მდე.
ხსნარის ინფუზია ხდება ინტრავენურად.
5%-იან გლუკოზაში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 48 საათის განმავლობაში 2-8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას და 24 საათის განმავლობაში +25⁰C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსნარის შენახვის დრო და პირობები მის გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ხსნარი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი ნაწილაკების გარეშე.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული (იხ. ქვემოთ »ნარჩენების განადგურება«).
დაუშვებელია ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარების გამოყენება განსაზავებლად.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა შემოწმებულ იქნა პოლივინილქლორიდის (PVC) საინფუზიო სისტემებთან.\
ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის ინფუზია არ მოითხოვს პრეჰიდრატაციას.
ოქსალიპლატინი განზავებულ უნდა იქნას 250-500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში საბოლოო კონცენტრაციამდე არაუმცირეს 0.2 მგ/მლ, მისი ინფუზია უნდა მოხდეს პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში სისტემის საშუალებით 2-6 საათის განმავლობაში. როცა ოქსალიპლატინი ინიშნება 5-ფლუოროურაცილთან ერთად, ოქსალიპლატინის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფლუოროურაცილის ინფუზიას.
ნარჩენების განადგურება
სამკურნალო პროდუქტების ნარჩენები, ასევე ყველა საგანი, რომელიც გამოყენებულ იქნა ხსნარის განზავებისა და ინფუზიის დროს განადგურებულ უნდა იქნას ციტოტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შესახებ საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების და სახიფათო ნარჩენების განადგურების ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ოქსალიპლატინი აკორდი, 5 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ოქსალიპლატინი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ამ პრეპარატის გამოწერა ხდება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ოქსალიპლატინი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენებამდე
ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ოქსალიპლატინი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ოქსალიპლატინი აკორდი და მისი გამოყენება
ოქსალიპლატინი აკორდის აქტიური ნივთიერებაა ოქსალიპლატინი.
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ (კოლინჯის III სტადიის კიბოს მკურნალობა პირველადი სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ, კოლინჯისა და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბო). ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა 5-ფლუორურაცილი და ფოლიუმის მჟავა.
ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინტრავენური ინფუზიის წინ საჭიროა მისი განზავება და ხსნარის მომზადება. ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს ანტინეოპლაზურ ანუ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატს და შეიცავს პლატინას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენებამდე
დაუშვებელია ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ოქსალიპლატინის ან ოქსალიპლატინი აკორდის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (მაგ. ლაქტოზას მონოჰიდრატის) მიმართ;
ძუძუთი კვების დროს;
სისხლის უჯრედების დაქვეითებული რაოდენობის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელის და/ან ფეხის თითებში და/ან უჭირს ისეთი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა მაგ.: ღილების შეკვრა ტანსაცმელზე;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია პლატინის შემცველ მედიკამენტებზე, მაგ.: კარბოპლატინზე, ცისპლატინზე. ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს ოქსალიპლატინის ინფუზიის დროს;
თუ პაციენტს თირკმელების საშუალო ან მსუბუქი ხასიათის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მხრივ რაიმე პრობლემა ან ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები მკურნალობის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, არარგულარული გულისცემა ან გულის პრობლემების ოჯახური ანამნეზი;
თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩატარებული აქვს ვაქცინაცია დაგეგმილი აქვს ვაქცინაციის ჩატარება. ოქსალიპლატინით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ცოცხალი ან ატენუირებული ვაქცინით (მაგ. ყვითელი ცხელების ვაქცინით) აცრა.
ბავშვები
ოქსალიპლატინი აკორდი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ოქსალიპლატინი აკორდი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
5-ფლუოროურაცილი (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი)
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი)
გრანისეტრონი (ანტიემეტური მედიკამენტი)
პაკლიტაქსელი (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი)
ნატრიუმის ვალპროატი (ანტიეპილეფსიური მედიკამენტი).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობა
არ არის რეკომენდებული ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს ფეხმძიმობა და საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება. ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მედიკამენტით თერაპიის განმავლობაში და თერაპიის დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროს ექიმთან.
მკურნალობის დროს ფეხმძიმობის დადგომისას საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ძუძუთი კვება
დაუშვებელია ძუძუთი კვება ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს.
რეპროდუქციული ფუნქცია
ოქსალიპლატინმა შეიძლება დათრგუნოს რეპროდუქციული უნარი, რომელიც შეიძლება იყოს შეუქცევადი ხასიათის. მამაკაცმა პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის შესახებ.
მამაკაც პაციენტებში არ არის რეკომენდებული შვილის ყოლა მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში და საჭიროა შესაბამისი კონტრაცეპციული მეთოდების გამოყენება ამ დროის განმავლობაში.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ოქსალიპლატინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც გავლენას ახდენს სიარულსა და წონასწორობაზე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების დროს მხედველობის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა სახიფათო მოქმედებების შესრულება.
ოქსალიპლატინი აკორდის გამოყენების წესი
ოქსალიპლატინი აკორდი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
დოზირება
ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება სიმაღლისა და წონის მიხედვით.
მოზრდილებში, ხანდაზმულების ჩათვლით, ჩვეულებრივი დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის. მიღებული დოზის სიდიდე ასევე დამოკიდებულია სისხლის ანალიზების შედეგებზე და წარსულში ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებზე.
მიღების წესი და მეთოდი
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინიშნება ექიმი ონკოლოგის მიერ.
პროცედურას ახორციელებს სამედიცინო სპეციალისტი, რომელიც განსაზღვრავს ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო დოზას.
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კეთდება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია) 2-6 საათის განმავლობაში.
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კეთდება ფოლიუმის მჟავასთან ერთად და 5-ფლუოურაცილის ინფუზიამდე.
მიღების სიხშირე
ჩვეულებრივ, ინფუზია ტარდება 2 კვირაში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 6 თვეს სიმსივნის სრული რეზექციის შემდეგ.
ოქსალიპლატინი აკორდით დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის ინფუზია ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა მისი დოზის გადაჭარბება ან დაკლება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების სიხშირე. მკურნალი ექიმი დანიშნავს გვერდითი ეფექტების შესაბამის მკურნალობას.
მკურნალობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თერაპიის მომდევნო კურსის დაწყებამდე ექიმს ეცნობოს ამის შესახებ.
შესაძლებელია ქვემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების განვითარება:
ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენები
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ალერგია/ალერგიული რეაქციები, ძირითადად ვითარდება ინფუზიის დროს, ზოგჯერ შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების ან პირის ღრუს წყლულები);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, უჩვეულო სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია). მკურნალმა ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი თერაპიული კურსის წინ უნდა შეამოწმოს სისხლის ანალიზი სისხლის უჯრედების საკმარის რაოდენობაზე;
აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორებიცაა: მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლის მძიმე ინფექცია ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად (ნეიტროპენიული სეფსისი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
ლეიოკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ცხელება >38.3°C ან გახანგრძლივებული ცხელება >38°C ერთ საათზე მეტ ხანს (ფებრილური ნეიტროპენია);
ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები უეცრად განვითარებული ნიშნებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება, უკიდურესი დაღლილობა (გულის წასვლის შეგრძნება), უმრავლეს შემთხვევებში ეს სიმპტომები ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიის დამთავრებიდან მაშინათვე, თუმცა ასევე აღინიშნა დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები ინფუზიიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ;
მკერდის ან ზურგის ზედა ნაწილში ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და სისხლიანი ხველა (ფილტვის თრომბოზის სიმტომები).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სისხლის მძიმე ინფექცია (სეფსისი), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
გაუვალობა ან ნაწლავის შეშუპება;
სმენის პრობლემები, ტრიალის შეგრძნება, ყურებში ხმაური.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები წვრილ სისხლძარღვებში მრავლობითი თრომბების გავრცელების გამო (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო;
უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;
პერსისტენტული ან მძიმე დიარეა ან ღებინება;
მხედველობის დროებითი ხანმოკლე დაკარგვა;
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, ფსიქიკური ფუნქციის ცვლილება, გულყრები და მხედველობის დარღვევა მისი დაბინდვიდან დაკარგვამდე (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიური სინდრომის, იშვიათი ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომები);
უკიდურესი დაღლილობა, ერითროციტების რაოდენობის შემცირების გამო და ქოშინი (ჰემოლიზური ანემია), რომელსაც თან ახლავს, ან არ ახლავს თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, უჩვეულო სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადება ოლიგურიით ან ანურიით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები);
ფილტვების ქსოვილის ფიბროზი და გასქელება სუნთქვის გაძნელებით, ხანდახან სიცოცხლისათვის სახიფათო (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება);
მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი და წელის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია გულისრევასა და ღებინებასთან.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც გამოიყოფა მცირე რაოდენობით შარდი ან შარდი საერთოდ არ გამოიყოფა (თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები);
ღვიძლის სისხლძარღვების დაზიანება (სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს და შეშუპებას, წონის მომატებას და ტერფების, კოჭების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებას).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
სისხლის მძიმე ინფექციები და დაბალი არტერიული წნევა (სეპტიკური შოკი), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე) და რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
კუნთების ტკივილი და შეშუპება სისუსტესთან, ცხელებასთან ან მოწითალო-ყავისფერ შარდთან კომბინაციაში (კუნთების დაზიანების რაბდომიოლიზის სიმპტომები), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
მუცლის ტკივილი, გულისრევა, სისხლიანი ღებინება და ღებინება “ყავის ნალექის” მასით ან მუქი/კუპრისფერი განავალი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სიმპტომები, შესაძლო სისხლდენით და პერფორაციით), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
ნაწლავებში სისხლის ნაკადის შემცირება (ინტესტინალური იშემია), რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;
ხორხის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
აუტოიმუნური რეაქცია, რომელის იწვევს ყველა უჯრედის შემცირებას (აუტოიმუნური პანციტოპენია) (სიმპტომები მოიცავს ადვილად სისხლდენას, ადვილად სისხლჩაქცევებს, ქოშინს, ძლიერ ლეთარგიას და სისუსტეს, და ინფექციების გაზრდილ რისკს იმუნური სისტემის დასუსტების გამო);
ინსულტის სიმპტომები (მათ შორის ძლიერი უეცარი თავის ტკივილი, კონფუზია, მხედველობის გაძნელება ერთ ან ორივე თვალში, სახის, მკლავების ან ფეხების კუნთების დაბუჟება ან სისუსტე, უმეტესად ცალ მხარეს; სახის “დაშვება”, სიარულის გაძნელება, თავბრუსხვევა, ბალანსის და მეტყველების გაძნელება);
ფილტვების ანთება (საშიში ინფექცია), რაც შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლით;
არასიმსივნური ნოდულარული წანაზარდები ღვიძლში (ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია).
ოქსალიპლატინი აკორდის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ოქსალიპლატინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნერვებზე (პერიფერიული ნეიროპათია). შეიძლება აღინიშნებოდეს ჩხვლეტის და/ან დაბუჟების შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში, პირის ირგვლივ ან ყელში, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სპაზმები. ამ ეფექტების გამომწვევი ხშირად არის სიცივე, მაგ.: მაცივრის გაღება ან ცივი სასმელის დაჭერა. აგრეთვე, პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს ისეთი ნატიფი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა მაგ.: ღილების შეკვრა. უმრავლეს შემთხვევებში, ეს სიმპტომები თავისით ლაგდება სრულად, თუმცა მკურნალობის შემდეგ არსებობს მუდმივი ხასიათის პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარების შესაძლებლობა.
ზოგიერთ პაციენტს კისრის მოხრისას შეიძლება აღენიშნებოდეს ჩხვლეტის შეგრძნება, შოკის მსგავსი შეგრძნება ხელებში ან სხეულში გავლით.
ოქსალიპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება ყელში, განსაკუთრებით, ყლაპვისას და ქოშინის შეგრძნება. ეს შეგრძნება, ჩვეულებრივ, ვითარდება ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან რამდენიმე საათში და შეიძლება გამოწვეული იყოს სიცივის ზემოქმედებით. ეს უსიამოვნო შეგრძნება, ჩვეულებრივ, თავისით გადის და არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, შეიძლება ექიმმა შეცვალოს მკურნალობის სქემა;
ოქსალიპლატინის კონცენტრატმა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, სუსტი გულისრევა და ღებინება; ჩვეულებრივ, ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტი ინიშნება მკურნალობამდე და შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შემდეგ;
ოქსალიპლატინის კონცენტრატმა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიძლება გამოიწვიოს სიხლის უჯრედების რაოდენობის დროებით შემცირება. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (ერიტროციტების რაოდენობის შემცირება), პათოლოგიური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითების გამო). ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებისადმი მიდრეკილება.
მკურნალი ექიმი მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი კურსის წინ შეამოწმებს სისხლის ანალიზს სისხლის უჯრედების საკმარის რაოდენობაზე.
დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილზე ან მასთან ახლოს ინფუზიის დროს;
ცხელება, კანკალი (ტრემორი), სუსტი ან ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი;
წონის ცვლილება, მადის დაქვეითება ან დაკარგვა, გემოს დარღვევები, შეკრულობა;
თავის ტკივილი, წელის ტკივილი;
ენაზე პათოლოგიური შეგრძნებები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მეტყველება;
კუჭის ტკივილი;
პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან სისხლდენა;
ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს წითელი და ქავილით მიმდინარე, თმის სუსტი ცვენა (ალოპეცია);
სისხლის ანალიზის ცვლილებები, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის ტესტების.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
დისპეფსია და გულძმარვა, სლოკინი, წამოწითლება, თავბრუსხვევა;
გაძლიერებული ოფლიანობა და ფრჩხილების ცვლილებები, კანის აქერცვლა;
მკერდში ტკივილი;
ფილტვების დაავადება და ცხვირიდან გამონადენი;
სახსრების და ძვლების ტკივილი;
ტკივილი შარდვისას და თირკმლის ფუნქციის ცვლილება, შარდვის სიხშირის ცვლილება, დეჰიდრატაცია;
სისხლი შარდში/განავალში, ვენების შეშუპება;
მაღალი არტერიული წნევა;
დეპრესია და უძილობა;
კონიუნქტივიტი და მხედველობის პრობლემები;
კალციუმის დონის შემცირება სისხლში;
კუნთების ნერვების შეშუპება, კისრის გაშეშება;
დაცემა.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ნევროტულობა ან შფოთვა;
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სმენის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება);
კონვულსიები (სხეულის უნებლიე რხევა);
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში);
საყლაპავი მილის ანთება (საყლლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს მტკივნეული ყლაპვა და ყლაპვის გაძნელება);
ახალი სიმსივნეების განვითარების რისკი. ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და ზოგიერთი სხვა მედიამენტის კომბინაციური მკურნალობისას, არსებობს ლეიკემიის - სისხლის გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების შემთხვევები. აღნიშნული რისკის არსებობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი - l. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa, phone: + 48 22 49 21 301, fax: + 48 22 49 21 309, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ოქსალიპლატინი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის განზავებამდე ის შენახულ უნდა იქნას მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად და დაუშვებელია მისი გაყინვა.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 2-8C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში და +25C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამზადებული პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ ხდება დაუყოვნებლივ, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი და შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ოქსალიპლატინი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან შეიცავს რაიმე ნაწილაკებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად თვალში ან კანზე მოხვედრა. რაიმე სახის შემთხვევითი კონტაქტის დროს საჭიროა დაუყოვნელივ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
ინფუზიის დასრულების შემდეგ ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სიფრთხილით უნდა იქნას გადაგდებული ექიმის ან ექთნის მიერ.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ოქსალიპლატინი აკორდი შეიცავს:
ოქსალიპლატინი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქსალიპლატინს.
დამხმარე ნივთიერებებია საინექციო წყალი და ლაქტოზას მონოჰიდრატი.
ოქსალიპლატინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 5 მგ ოქსალიპლატინს.
ოქსალიპლატინი აკორდი გამჭვირვალე, უფერო ხსნარია, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. თითოეული შუშის ფლაკონი ინდივიდუალურად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 50 მგ ოქსალიპლატინს.
20 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ ოქსალიპლატინს.
40 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 200 მგ ოქსალიპლატინს.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Taśmowa 7, 02-677, Warszawa, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა, პოლონეთი
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ეს სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირებულია შედეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფოს სახელწოდება
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ავსტრია
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბელგია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბულგარეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ჩეხეთის რესპუბლიკა
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გერმანია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დანია

ესტონეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ფინეთი

საფრანგეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG
ესპანეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ნიდერლანდები
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ირლანდია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ირლანდია
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლიეტუვა
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლატვია

მალტა

პოლონეთი
ოქსალიპლატინი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პორტუგალია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
რუმინეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
შვედეთი
ოქსალიპლატინი აკორდი
უნგრეთი
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დიდი ბრიტანეთი
იტალია
ოქსალიპლატინი აკორდი 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: მარტი 2022.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის
-
ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მომზადების ინსტრუქცია
მნიშვნელოვანია ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის სრულად წაკითხვა ოქსალიპლატინის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარისათვის მომზადებამდე.
შემადგენლობა
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც შეიცავს 5 მგ/მლ ოქსალიპლატინს.
ფარმაცევტული ფორმა
ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია ფლაკონში ერთჯერადი დოზით. 1 ფლაკონი ერთ კოლოფში.
10 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის მოთავსებულია 15 მლ I ტიპის გამჭვირვალე მინის მილისებრ ფლაკონში 20 მმ ქლორობუტილის რეზინის საცობით ან და 20 მმ ალუმინის »flip off» იასამნისფერი ლუქით.
20 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია 20 მლ I ტიპის გამჭვირვალე მინის მილისებურ ფლაკონში (სილიკონიზირებული) 20 მმ ქლორობუტილის რეზინის საცობით და 20 მმ ალუმინის »flip off» იასამნისფერი ლუქით.
40 მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის მოთავსებულია 50 მლ I ტიპის გამჭვირვალე მინის მილისებრ ფლაკონში (სილიკონიზირებული) 20 მმ ქლორობუტილის რეზინის საცობით და 20 მმ ალუმინის »flip off » იასამნისფერი ლუქით.
შენახვის ვადა და პირობები:
2 წელი.
5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 48 საათამდე +2 - +8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას და 24 საათის განმავლობაში +25⁰C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ხსნარის შენახვის დრო და პირობები მის გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მოხდა ვალიდურ და კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია მისი გაყინვა.
ხსნარი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი ნაწილაკების გარეშე. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული.
უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია
როგორც ყველა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერების შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ოქსალიპლატინის შემცველი ხსნარების მომზადებისას და მოხმარებისას.
მოხმარების ინსტრუქცია
ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას სამედიცინო პერსონალმა უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რათა დაცულ იქნას მომხმარებელი და გარემო.
ციტოტოქსიკური ნივთიერებების საინექციო ხსნარები მომზადებულ უნდა იქნას გამოცდილი პერსონალის მიერ ჰოსპიტალშიდა წესების შესაბამისად და რომელსაც აქვს ამ ტიპის მედიკამენტებთან მუშაობის გამოცდილება და ისეთ პირობებში, სადაც დაცული იქნება პროდუქტის მთლიანობა, გარემო და განსაკუთრებით, მედიკამენტთან მომუშავე პერსონალი. ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც აკრძალულია მოწევა, ჭამა ან დალევა.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მასალებით - გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო არის დამცავი გადასაფარებელით, კონტეინერებითა და ჩანთებით ნარჩენი ნივთიერებებისათის.
ექსკრეტები და ნაღებინები მასა უნდა დამუშავდეს სიფრთხილით.
ფეხმძიმე ქალები უნდა მოერიდონ ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობას.
ნებისმიერი დაზიანებული კონტეინერი უნდა დამუშავდეს სიფრთხილის იგივე ზომების გამოყენებით, რადგან ის წარმოადგენს დაბინძურებულ ნარჩენ მასალას. დაბინძურებული ნარჩენი ნივთიერებები უნდა დაიწვას შესაბამისი მარკირების მქონე მყარ კონტეინერებში. იხ. ქვემოთ პარაგრაფი »ნარჩენების განადგურება«.
თუ ოქსალიპლატინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოხვდა კანზე, ლორწოვან გარსზე ან თვალებში, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ ჩამობანა წყლით.
ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მომზადება
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ინფუზიის დროს
დაუშვებელია საინექციო მასალის გამოყენება, რომელიც შეიცავს ალუმინს;
დაუშვებელია განუზავებელი ხსნარის ინფუზია;
განზავება შეიძლება მხოლოდ 5%-იან გლუკოზის ხსნარში. დაუშვებელია მისი განზავება ფიზიოლოგიურ ან ქლორიდების შემცველ ხსნარებში;
დაუშვებელია მისი შერევა სხვა მედიკამენტებთან ერთად იმავე საინფუზიო პაკეტში ან სხვა მედიკამენტებთან ერთად ინფუზია იმავე საინფუზიო სისტემით;
დაუშვებელია მისი შერევა ტუტე სამკურნალო პროდუქტებთან ან ხსნარებთან, განსაკუთრებით 5-ფლუოროურაცილთან, ფოლიუმის მჟავასთან, პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ტრომეტამოლს დამხმარე ნივთიერების სახით და ტრომეტამოლის მარილებს სხვა აქტიური ნივთიერებების სახით. ტუტე მედიკამენტები ან ხსნარები მოქმედებენ ოქსალიპლატინის სტაბილურობაზე.
ინსტრუქცია ფოლიუმის მჟავასთან (კალციუმის ფოლინატთან ან ნატრიუმის ფოლინატთან)' ერთდროული გამოყენებისას
შესაძლებელია 250-500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში განზავებული 85 მგ/მ2 ოქსალიპლატინის ინტრავენური ინფუზია ი.ვ. ფოლიუმის მჟავასთან ერთად, რომელიც განზავებლია 5%-იან გლუკოზის ხსნარში, 2-6 საათის განმავლობაში Y-სისტემის საშუალებით, რომელიც თავსდება უშუალოდ ინფუზიის წინ. ეს ორი მედიკამენტი არ უნდა შეერიოს ერთსა და იმავე საინფუზიო პაკეტში. ფოლიუმის მჟავა არ უნდა შეიცავდეს ტრომეტამოლს დამხმარე ნივთიერების სახით და განზავებულ უნდა იქნას მხოლოდ ისეთ იზოტონურ საინფუზიო ხსნარში, როგორიცაა 5% გლუკოზა. არასდროს უნდა განზავდეს ტუტე ხსნარებში, ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველ ხსნარებში.
ინსტრუქცია 5-ფლუოროურაცილთან ერთდროული გამოყენებისას
ოქსალიპლატინის ინფუზია ყოველთვის უნდა მოხდეს ფლუოროპირიმიდინების, მაგ. 5-ფლუოროურაცილის ინფუზიამდე.
ოქსალიპლატინის ინფუზიის შემდეგ სისტემა უნდა გამოირეცხოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება 5-ფლუოროურაცილის ინფუზია.
ოქსალიპლატინთან კომბინირებული მკურანლობისთვის განკუთვნილი პრეპარატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების წაკითხვა.
გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები (იხ. ქვემოთ);
გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ნაწილაკების გარეშე.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ფლაკონ(ებ)იდან ამოღებულ უნდა იქნას კონცენტრატის საჭირო რაოდენობა, უნდა განზავდეს 250-500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში, მიღებულ უნდა იქნას ოქსალიპლატინი კონცენტრაციით 0.2 მგ/მლ-სა და 0.7 მგ/მლ-ს შორის. კონცენტრაციის ფარგლები, როცა შენარჩუნებულია ოქსალიპლატინის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა, არის 0.2 მგ/მლ-დან 2.0 მგ/მლ-მდე.
ხსნარის ინფუზია ხდება ინტრავენურად.
5%-იან გლუკოზაში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 48 საათის განმავლობაში 2-8⁰C ტემპერატურაზე შენახვისას და 24 საათის განმავლობაში +25⁰C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსნარის შენახვის დრო და პირობები მის გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ხსნარი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი ნაწილაკების გარეშე.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული (იხ. ქვემოთ »ნარჩენების განადგურება«).
დაუშვებელია ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორიდის შემცველი ხსნარების გამოყენება განსაზავებლად.
ოქსალიპლატინის საინფუზიო ხსნარის თავსებადობა შემოწმებულ იქნა პოლივინილქლორიდის (PVC) საინფუზიო სისტემებთან.\
ხსნარის ინფუზია
ოქსალიპლატინის ინფუზია არ მოითხოვს პრეჰიდრატაციას.
ოქსალიპლატინი განზავებულ უნდა იქნას 250-500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში საბოლოო კონცენტრაციამდე არაუმცირეს 0.2 მგ/მლ, მისი ინფუზია უნდა მოხდეს პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში სისტემის საშუალებით 2-6 საათის განმავლობაში. როცა ოქსალიპლატინი ინიშნება 5-ფლუოროურაცილთან ერთად, ოქსალიპლატინის ინფუზია წინ უნდა უსწრებდეს 5-ფლუოროურაცილის ინფუზიას.
ნარჩენების განადგურება
სამკურნალო პროდუქტების ნარჩენები, ასევე ყველა საგანი, რომელიც გამოყენებულ იქნა ხსნარის განზავებისა და ინფუზიის დროს განადგურებულ უნდა იქნას ციტოტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შესახებ საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების და სახიფათო ნარჩენების განადგურების ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.