პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ჰუმირა

HUMIRA

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ჰუმირა, ეს არის სტერილური საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომელიც 20 მგ, 0,2 მლ ხსნარში გახსნილ 20 მგ მოქმედ ნივთიერება-ადალიმუმაბს შეიცავს. კოლოფში 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორია, თითოეული ინჟექტორი სპირტიან სალფეთქთან ერთად ბლისტერშია შეფუთული. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ადალიმუმაბი (adalimumab)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/0,2მლ საინექციო ხსნარი მზა ინჟექტორი №2
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის (TNF-alpha) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AB04
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0170
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰუმირა და სხვა წამალი ერთად

ჰუმირა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰუმირა, ეს არის სტერილური საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომელიც 20 მგ, 0,2 მლ ხსნარში გახსნილ 20 მგ მოქმედ ნივთიერება-ადალიმუმაბს შეიცავს.

კოლოფში 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორია, თითოეული ინჟექტორი სპირტიან სალფეთქთან ერთად ბლისტერშია შეფუთული.

ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (სახსრებზე მოქმედი მწვავე (ანთებითი) დაავადება).

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (სახსრების და მყესების ძვალზე მიმაგრების ადგილებზე მოქმედი მწვავე (ანთებითი) დაავადება).

ბავშვებში ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (კანის ვერცხლისფერი ბალთებით დაფარული წითელი, ქერქისებრი დაზიანებების გამომწვევი კანის დაავადება).

ბავშვებში კრონის დაავადება (საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადება).

ბავშვებში უვეიტი(თვალის განსაზღვრულოი ნაწილის ანთებითი დაავადება.

ჰუმირას მოქმედი ნივთიერება ადალიმუმაბი არის ადამიანის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც წარმოებულია კულტივირებულ უჯრედებში.

ადალიმუმაბის მიზანია იმუნურ სისტემაში მნიშვენლოვანი როლის შემსრულებელი და ზემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს მომატებული დონეზე არსებული, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-) სახელით ცნობილი პროტეინი. ჰუმირა, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-)-ის შებოჭვით ამ დაავადებების გამწვავების პროცესს ამცირებს.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი სახსრების მწვავე ანთებითი დაავადებაა და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვთა ასაკში ვლინდება.

ჰუმირა, 2-17 წლის ასაკოვან ჯგუფში პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაუნიშნონ. თუ, ეს წამლები საკმარის შედეგს არ მოგვცემს, ბავშვთან პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ ჰუმირას დანიშვნა შეიძლება.

ჰუმირას, მეტოტრექსატთან ერთად გამოიყენებთ თუ ცალკე, ექიმი გადაწყვეტს.

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი, სახსრების და მყესების ძვალზე მიმაგრების ადგილებზე მოქმედი მწვავე (ანთებითი) დაავადებაა.

ჰუმირა, 6-17 წლის ასაკის ბავშვებში ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაუნიშნონ, თუ ეს წამლები საკმარის შედეგს არ გამოიღებს, მაშინ თქვენს ბავშვთან ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტის სამკურნალოდ ჰუმირა დაინიშნება.

ბავშვებში ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის დაავადება (ბალთისებრი ფსორიაზი)

ბავშვებში ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი; ეს არის კანის ვერცხლისფერი ბალთებით დაფარული, წითელი, ბალთა-ბალთა, ქერქოვანი დაზიანების გამომწვევი კანის დაავადება. ბალთისებრიმა ფსორიაზმა შეიძლება ფრჩხილებიც დააზიანოს, გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევა და ფრჩხილების სარეცელიდან მტკივნეული მოცილება. სხეულის იმუნური სისტემის პრობლემის დროს, კანის უჯრედების ზრდის მატებით ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის განვითრება ვლინდება.

ჰუმირა, ტოპიკალური(ადგილობრივი) მკურნალობის ანდა ფოტოთერაპიის უშედეგობისას ანდა 4-17 წლის ასკობრივ ჯგუფში და მოზარდებში მძიმე ქრონიკული ბალთისებრი ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ბავშვებში კრონის დაავადება

კრონის დაავადება, ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე(ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა, 6-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოვლენილი კრონის დაავადების მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაუნიშნონ, თუ ეს წამლები საკმარის შედეგს არ გამოიღებს, ბავშვთან გამოვლენილი დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემცირების მიზნით ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია.

ბავშვებში გამოვლენილი უვეიტი

არაინფექციური უვეიტი, ეს არის თვალის განსაზღვრული ნაწილის მწვავე (ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა, 2 წლის ასაკიდან, თვალის ქრონიკული არაინფექციური ჩირქოვანი დაავადებების, უვეიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული ჩირქოვანი დაავადება მხედველობის დაქვეითებას და/ანდა თვალში მფრინავი სხეულების (მხედველობის ველში მოძრავი შავი წერტილები ანდა წვრილი ხაზები) გამოვლენას იწვევს. ჰუმირა, აღნიშნული ანთების შემცირებით ავლენს ეფექტს.

თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაუნიშნონ, თუ ეს წამლები საკმარის შედეგს არ გამოიღებს, ბავშვთან გამოვლენილი დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემცირების მიზნით ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია.

  • ჰუმირას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სერიოზული ინფექციის რისკი, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, 65 წლამდე ასაკის ავადმყოფებთან შედარებით, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში უფრო მაღალია.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის-TNF ბლოკერების გამოყენებასთან დაკაშირებით დადასტურებულია ლეიკემიის სახელით ცნობილი სისხლის სიმსივნის (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია) განვითარება.

ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ, ბავშვს ადალიმუმაბის ანდა ამ წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან (იხილეთ ნაწილი- 6) რომელიმეს მიმართ ალერგია აქვს.

თუ, ბავშვს აქტიური ტუბერკულოზის (ჭლექი)ჩათვლით, სხვა სერიოზული ინფექციური(მიკრობული) დაავადება აქვს (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’). მაგ. თუ, ცხელება, ჭრილობები, დაღლილობა, სტომატოლოგიური პრობლემების მსგავსი ინფექციის ნიშნები ვლინდება, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ, ბავშვს საშუალო ანდა მძიმე ხარისხის გულის უკმარისობა აქვს, ანდა ბავშვს წარსულში ანდა ამჟამად სერიოზული გული პრობლემები აქვს, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

ჰუმირა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ:

ალერგიული რეაქციები

თუ, ბავშვს ჰაერის უკმარისობა, ხმაურიანი სუნთქვა, თავბრუსხვევა, შეშუპებები ანდა გამონაყარის მსგავსი ალერგიული რეაქციები აქვს, ჰუმირას უფრო მეტი დოზა არ გაუკეთოთ, იშვიათადაც რომ იყოს, აღნიშნული რეაქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამიტომ სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ინფექციები

თუ, ბავშვს ხანგრძლივი ანდა ლოკალური ინფექციები (მაგ.ფეხის წყლული) აქვს, ჰუმირას დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, გთხოვთ, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

ჰუმირათი მკურნალობის დროს, ბავშვების ინფიცირება უფრი ადვილია. თუ, ბავშვს ფილტვებთან დაკაშირებით პრობლემა აქვს, ეს ინფიცირების რისკს ზრდის. ეს ინფექციები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, ესენია:

ტუბერკულორი (ჭლექი),

ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული ანდა ბაქტერიული ინფექციიის გამომწვევი ინფექციები,

სისხლში ძლიერი ინფექცია (სეფსისი)

იშვითად, ეს ინფექციები სასიცოცხლოდ საშიში შეიძება იყოს. თუ, ბავშვს ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემები აქვს, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმმა, შეიძლება ჰუმირას გამოყენება დროებით შეაჩეროს.

თუ, ბავშვთან სოკოვანი ინფექცია (მაგ.ჰისტოპლაზმოზისი, კოქსიიოდომიოზი ანდა ბლასტომიკოზი) ხშირად ერთსადაიგივე მიდამოში ვლინდება ანდა სხეულის ზედაპირზე მონაცვლეობით სხვდასხვა მიდამოში ვლინდება, ექიმს აცნოებთ.

თუ, ბავშვმა წარსულში განმეორებითი (მორეციდივე) ინფექციები გადაიტანა ანდა ინფექციის რისკის მომატების განმაპირობებელი სხვა მდგომარეობა აქვს, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირათი მკურნალობის დროს, ბავშვმა და ექიმმაც ინფექციის სიმპტომების განვითრებას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს. თუ, ბავშვს ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემები აქვს, ექიმს აცნობეთ.

ტუბერკულოზი

ავადმყოფები, რომლებიც ჰუმირათი მკურნალობის კურსს გადიან, დაფიქსირებულია ტუბერკულოზის (ჭლექის) შემთხვევები. ექიმი, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე ბავშვს გასინჯავს, ტუბერკულოზის მანიშნებელი სიმპტომების და ნიშნების არსებობას განსაზღვრავს. აღნიშნული გასინჯვა მოიცავს დაავადების ანამნეზის და შესაბამისი სკრინინგული გამოკვლევების (მაგ. გულმეკრდის რენტგენოგრაფია და ტუბერკულოზის კანის ტესტი) ჩატარებას და შეფასებას. გაკეთებული კვლევების მართვა და მიღებული შედეგები ბავშვის ,,ავადმყოფის გაფრთხილების ბარათში’’ ჩაიწერება.

თუ, ბავშვმა მანამდე ტუბერკულოზური ინფექცია გადაიტანა ანდა ტუბერკულოზიან პიროვნებასთან კონტაქტი ჰქონდა, ეს ექიმს აცნოებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ, ბავშვთან აქტიური ტუბერკულოზი ვლინდება, ჰუმირა არ გამოიყენოთ.

თუ, ბავშვთან ტუბერკულოზის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა ტარდება, მკურნალობის დროს შეიძლება ტუბერკულოზი განვითრდეს.

თუ, ტუბერკულოზის ნიშნები (მაგ.ჯიუტი ხველა, წონის დაკარგვა, სისუსტე, მსუბუქი ტემპერატურა)გაქვთ ანდა მკურნალობის დროს ანდა შემდეგ რაიმე სახის ინფექცია გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

B ჰეპატიტი

თუ, ფიქრობთ რომ ბავშვი B ჰეპატიტის მატარებელია, (HBV (ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთება)ან აქვს აქტიური HBV დაავადება ანდა HBV გადაცემის რისკის ქვეშაა, ექიმს აცნობეთ.

ექიმმა, ბავშვს HBV ანალიზი უნდა გაუკეთოს. ჰუმირათი მკრუნალობამ ვირუსის მატარებელ ავადმყოფებში შეიძლება დაავადების აქტიური ფორმის განვითარება გამოიწვიოს.

ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა პრეპარატს ღებულობს, HBV დაავადების აქტიური ფორმაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს.

ქირურგიული ჩარევები ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა

თუ, ბავშვთან ქირურგიული ჩარევა იგეგმება ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, ექიმს აცნობეთ, რომ ბავშვი ჰუმირათი მკურნალობას იტარებს. ექიმმა დროებით შეიძლება ჰუმირათი მკურნალობის შეჩერება გთხოვოთ.

დემიელინიზაციური დაავადება

თუ, ბავშვს დემიელინიზაციური დაავადება აქვს (მრავლობითი სკლეროზის მსგავსად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი დაავადება)ანდა ახლად გამოვლინდა, ექიმმა ჰუმირას გამოყენების ანდა არ გამოყენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. თუ, ბავშვს მხედველობის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა ანდა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება ექნება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

აცრები

  • ზოგიერთი აცრა ინფექციის განვითარებას იწვევს და ამიტომ, ჰუმირათი მკურნალობის დროს არ უნდა გაკეთდეს.

ბავშვთან ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, შესაძლებელია, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენირებულია ბავშვთან ასაკის შესაბამისი აცრების დასრულება.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირა იქნება გამოყენებული, ორსულობის დროს მიღებული ბოლო დოზიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგაც, ბავშვთან ამ ტიპის ინფექციების განვითრების რისკი მაღალია. ბავშვთან აცრების გაკეთების დროს ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ერთობლივად გადაწყვეტს, თქვენ ექიმს აუცილებლად აცნობეთ, რომ ჰუმირას იყენებთ.

გულის უკმარისობა

თუ, ბავშვს გულის მსუბუქი უკმარისობა აქვს და ჰუმირათი მკურნალობას გადის, გულის უკმარისობის მაჩვენებლები ექიმმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს. თუ, ბავშვს წარსულში ანდა ამჟამად გულის უკმარისობა აქვს, ექიმს აცნობეთ. თუ, გულის უკმარისობის ნიშნები გამოვლინდება (მაგ.ჰაერის უკმარისობა ანდა ფეხების შესივება), სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ. ექიმი, ჰუმირას მიღების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

ცხელება, სისხლჩაქცევები, დალურჯება და ფერმკრთალი შესახედაობა

ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში, სხეულში ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე ანდა სისხლდენის შეჩერებაში მონაწილე უჯრედების წარმოება საკამრისი რაოდენობით არ ხდება, ამ დროს ექიმმა შეიძლება მკურნალობის შეჩერება გადაწყვიტოს. თუ, ბავშვთან განვითარდება ცხელება, რომელიც დაბლა არ იწევს, თუ სხეულზე სისხლჩაქცევები და დალურჯებები განვითრდება ანდა კანი ძლაინ ფერმკრთალი იქნება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

სიმსივნე

  • აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან ანდა მოზარდებთან, რომლებიც ჰუმირას ანდა სხვა TNF მაბლოკირებელ საშუალებებს იყენებენ, იშვიათად შეიძლება სიმსივნის ზოგიერთი სახეობა გამოვლინდეს.

ავადმყოფები, რომლებსაც ხანგრძლივი დაავადების ანამნეზი აქვთ, ასევე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები აქვთ, ლიმფომის (ლიმფურ სისტემაზე მოქმედი სიმსივნე) და ლეიკემიის (სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი სიმსივნე) გამოვლენის რისკი საშუალოზე მაღალი შეიძლება იყოს.

თუ, ბავშვი ჰუმირას ღებულობს, ლიმფომის, ლეიკემიის და სიმსივნის სხვა სახეობების გამოვლენის რისკი შეიძლება მაღალი იყოს. ავადმყოფები, რომელიც ჰუმირას ღებულობენ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმედ მიმდინარე ლიმფომის იშვიათი სახეობა. ამ ავადმყოფთაგან ზოგიერთს, აზათიოპრინით ანდა 6-მერკაპტოპურინითაც აქვს მკურნალობა ჩატარებული.

თუ, ბავშვი ჰუმურასთან ერთად აზათიოპრინს და 6-მერკაპტოპურინსაც ღებულობს, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ ავადმყოფებში, მელანომის გარდა კანის სხვა სიმსივნეებიც შეიძლება გამოვლინდეს.

მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის შემდეგ კანის ახალი დაზიანებები (იარები ანდა ლაქები) თუ გამოვლინდება ანდა არსებული დაზიანებები შეიცვლება, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, პერიოდულად საჭიროა ცერიკალური სიმსივნის (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის) სკრინინგული გამოკვლევა.

  • ავადმყოფები, რომლებიც სხვა TNF ბლოკერით მკრუნალობენ და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)აქვთ, ლიმფომის გარდა სიმსივნის სხვა შემთხვევებიც ფიქსირდება. თუ, ბავშვს ფქოდ აქვს ანდა ინტენსიურად სიგარეტის მომხმარებელია, TNF ბლოკერით მკურნალობის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

იმუნური სისტემის დაავადება

ჰუმირათი მკურნალობა, იშვიათ შემთხვევებში ლუპუსის(წითელი მგლურა) მსგავსი სინდრომების გამოვლენებას იწვევს. მუდმივი და აუხსნელი გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი ანდა დაღლილობის ნიშნების გამოვლენისას, ექიმს დაუკავშირდით.

ბიოლოგიური პროდუქტებზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად, პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი ავადმყოფის ისტორიაში უნდა ჩაიწეროს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰუმირას კანქვეშა გამოყენებიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჰუმირა, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰუმირას ყოველი დამტკიცებული დოზისთვის რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული. თუ, ბავშვს განსხვავებული დოზა ესაჭიროება, ექიმი, შესაბამისი დოზის ფორმულას გამოგიწერთ.

პოლიარტიკულარული ბავშვთა იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

2 წლის და მეტი, 30 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

2 წლის და მეტი, 10-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6 წლის და მეტი, 30 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

6 წლის და მეტი, 15-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

ბავშვთა ბალთისებრი ფსორიაზი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 30 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 40 მგ, შემდეგ 1 კვირის შემდეგ 40 მგ.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 40 მგ

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 15-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 20 მგ, შემდეგ 1 კვირის შემდეგ 20 მგ.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 20 მგ

ბავშვებში კრონის დაავადება

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 40 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 80 მგ, შემდეგ 2 კვირის შემდეგ 40 მგ. თუ, უფრო სწრაფი ეფექტია საჭირო, ბავშვის ექიმი საწყისი დოზის სახით 160 მგ და შემდეგ კი 2 კვირის შემდეგ 80 მგ დოზას გამოუწერს.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა იქნება:2 კვირაში ერთხელ 40 მგ.

ბავშვის ექიმი დოზას ყოველ კვირას 40 მგ-მდე ანდა ყოველ 2 კვირაში 80 მგ-მდე გაზრდის.

6-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 40 მგ, შემდეგ 2 კვირის შემდეგ 20 მგ. თუ, უფრო სწრაფი ეფექტია საჭირო, ბავშვის ექიმი საწყისი დოზის სახით 80 მგ და შემდეგ კი 2 კვირის შემდეგ 40 მგ დოზას გამოუწერს.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა იქნება:2 კვირაში ერთხელ 20 მგ.

ბავშვის ექიმი დოზას ყოველ კვირას 20 მგ-მდე გაზრდის.

ბავშვებში უვეიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

2 წელზე მეტი ასაკის და <30 კგ-მდე სხეულის წონის მქონე ბავშვები

2 კვირაში ერთხელ 20 მგ

ბავშვის ექიმი, ნორმალური დოზის დაწყებამდე 1 კვირით ადრე საწყის დოზის სახით შეიძლება 40 მგ გამოგიწერთ.

რეკომენდირებულია, ჰუმირას მეტოტრექსატთან ერთდ გამოყენება.

2 წელზე მეტი ასაკის და 30 კგ და მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები

2 კვირაში ერთხელ 40 მგ

ბავშვის ექიმი, ნორმალური დოზის დაწყებამდე 1 კვირით ადრე საწყის დოზის სახით შეიძლება 80 მგ გამოგიწერთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ჰუმირა, კანქვეშა ინექციის სახით (სუბკუტანეული ინექცია)კეთდება.

ჰუმირას ინექციის მომზადებისა და გაკეთებისთვის მითითებები:

ქვემოთ მოცემული მითითებები განმარტავს, თუ, როგორ უნდა გაკეთდეს ჰუმირას ინექცია. გთხოვთ, ეს მითითებები ყურადღებით წაითხეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულეთ. თუ, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთებას აპირებათ, ექიმი ანდა ექთანი გასწავლით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ. თუ, ვერ გაიგებთ, როგორ ხდება ინექციამდე მომზადება და შემდეგ მისი გაკეთება, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთება არ სცადოთ.

თუ, შესაბამისი ტრენინგი გავლილი ექნება ბავშვს, საკუთარ თავზე თავადაც შეძლებს ინექციის გაკეთებას ანდა ნემსის გაკეთება შეუძლია ინექციის ტექნიკის მცოდნე ოჯახის წევრს ანდა მეგობარსაც.

ჰუმირა, იგივე ინჟექტორში ანდა წამლის ფლაკონში სხვა წამალს არ უნდა შეურიოთ.

ფოტო-1- ინჟექტორი-- დგუში-- სახელური- ნემსის სახურავი

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, მზა შპრიცი არ გამოიყენოთ და ექიმს დ ან ფარმაცევტს დაუკავშირდით:

თუ,ხსნარის ფერი მღვრიე, ფერი შეცვლილი ანდა შიგნით ნაწილაკებია

თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია

თუ, ხსნარი გაყინულია ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ იყო

თუ, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაეცა ანდა გატეხილია

ინექციის გაკეთებამდე ნემსს სახურავი არ მოხსნათ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • წინა მომზადება

ჰუმირა მაცივრიდან გამოიტანეთ.

ინექციამდე, ჰუმირა ოთახის ტემპერატურაზე 15-30 წუთი დააყოვნეთ.

სანამ ჰუმირას ოთახის ტემპერატურაზე აყოვნებთ, ნემსს სახურავი არ მოხსნათ.

ჰუმირა, სხვა საშუალებით არ გაათბოთ. მაგ.მიკროტალღურში ანდა თბილ წყალში არ გაათბოთ.

ფოტო-2- ინჟექტორი-- სპირტიანი სალფეთქი (ხელის დაბანის მაჩვენებელი ფოტო)

გაოყენების ბოლო ვადა გადაამოწმეთ. თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სუფთა და გლუვ ზედაპირზე დაალაგეთ:

1 გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი და

1 სპირტიანი სალფეთქი

ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.

  • ინექციის ადგილის შერჩევა და მომზადება

ფოტო-3- მიდამოები სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

მიდამოები, სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

ინექციის გაკეთებისთვის ერთი ადგილი შეარჩიეთ:

ბავშვის ფეხების წინა ზედაპირი ანდა

ბავშვის მუცლის არე, ჭიპის ირგვლივ, ჭიპიდან სულ ცოტა 5 სმ მოშორებით მუცლის ზედაპირი (აბდომინალური არე)

ინექციის ადგილი, ბავშვზე ბოლო გაკეთებული ინექციის მიდამოდან სულ ცოტა 3 სმ მოშორებით უნდა იყოს

ინექციის ადგილი სპირტიანი სალფეთქით რგოლისებრი მოძრაობებით გაწმინდეთ.

ტანისამოსის ზემოდან ინექცია არ გააკეთოთ.

კანის დაზიანებულ, გაწითლებულ, დალურჯებულ, მკვრივ, დაწყლულებულ, ნახეთქის მქონე ანდა ფსორიაზის ბალთის არეში ინექცია არ გააკეთოთ.

ფოტო-4 -ინჟექტორის დაჭერა და სახურავის მოხსნა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ერთი ხელით დაიჭირეთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ხსნარი გადაამოწმეთ.

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა.

თუ, ხანრი შემღვრეულია ანდა მას ნაწილაკებია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი თუ დაგივარდათ ანდა გაგიტყდათ, არ გამოიყენოთ.

ნემსის სახურავი, მეორე ხელით ნელ-ნელა ზემოთ მოქაჩვით მოხსენით. ნემსის სახურავი გადააგდეთ. სახურავი კვლავ არ დაახუროთ.

ნემსს, თითებით არ შეეხოთ ანდა ნემსი არაფერთან კონტაქტში არ მოახვედროთ.

ფოტო-5- ნემსით ზემოთ მიმართული ინჟექტორის დაჭერა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ჰაერის რომ დაინახოთ, თვალის ღერძის პირდაპირ დაიჭირეთ.

ჰაერის გარეთ გამოდევნისთვის დგუში მსუბუქად შეაქანეთ.

ნემსის წვერზე ხსნარის წვეთის დანახვა ნორმალურია.

ფოტო-6- მარცხენა ხელით კანის ნაკეცის გაკეთება და მარჯვენა ხელით ინექციის გაკეთება.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, როგორც კალამი, საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოიქციეთ, ერთი ხელით დაიჭირეთ.

მეორე ხელით ბავშვის საინექციო მიდამოს კანი მოკეცეთ და ამობურცული, მკვრივი ზედაპირი რომ შენარჩუნდეს,ისე დაიჭირეთ.

  • ჰუმირას ინექციის გაკეთება

ფოტო-7-8- ნემსი კანში 45 გრადუსიანი კუთხით, ერთჯერადი სწრაფი მოძრაობით დაასეთ.

ნემსის კანში შეტანის შემდეგ, კანი, რომელსაც იჭერთ, ხელი გაუშვით.

ხსნარის სრულად ინჟექტირებამდე, დგუში ნელ-ნელა შიგნით შეიყვანეთ.

ფოტო-9- ინექციის დასრულებისას, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი იგივე კუთხით დაჭერით კანიდან გამოიტანეთ.

ინექციის დასრულების შემდეგ, ინექციის ადგილას კანზე ბამბა ანდა მარლა დაადეთ.

არ დაზილოთ

ინექციის ადგილას მცირე სისხლდენა ნორმალურია

  • გამოყენებული მასალის განადგურება

ჰუმირას გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არავითარ შემთხვევაში განმეორებით არ უნდა იქნას გამოყენებული. ნემსი არავითარ შემთხვევაში განმეორებით არ გამოიყენოთ.

ინექციის შემდეგ, გამოყენებული ინჟექტორის კალამი ექიმის, ფარმაცევტის ანდა ექთნის მითითებების შესაბამისად სპეციალურ ყუთში უნდა მოათავსოთ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადაყაროთ. შესაბამის პირობებში განადგურების მიზნით ყველაზე ახლო სამედიცინო დაწესებულებას ჩააბარეთ.

ეს ყუთი ბავშვებისგან შორს, მოუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

ნემსის სახურავი, სპირტიანი სალფეთქი, ბამბა ანდა მარლა ნორმალურ საყოფაცხოვრებო ნაგავში შეგიძლიათ ჩააგდოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება

ჰუმირა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი) გამოყენება

65 წელი და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში სპეციალური დოზების რეკომენდაცია არ არსებობს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა :

ჰუმირასა და ავადმყოფთა ამ პოლუპაციაში კვლევა არ ჩატარებულა. დოზის რეკომენდაცია ვერ კეთდება.

თუ ფიქრობთ, რომ ჰუმირას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ჰუმირას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, შემთვევით ჰუმირას საჭირო დოზაზე მეტი გაიკეთეთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

წამლის ყუთი თან იქონიეთ, თუნდაც ცარიელი იყოს.

თუ, ჰუმირას საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ,მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ჰუმირას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ბავშვთან ჰუმირას ინექციის გაკეთება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, მაშივნე გაუკეთეთ. შემდეგ, თითქოს დოზის გაკეთება არ დაგვიწყებიათ, ბავშვს ჩვეული გეგმით შესაბამის დროზე ინექციის დოზა გაუკეთეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაუკეთოთ.

ჰუმირათი მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

ჰუმირათი მკურნალობის დასრულების გადაწყვეტილება ექიმის გარეშე არ მიიღოთ. თუ, ჰუმირას გამოყენებას შეაჩერებთ, ბავშვთან არსებული დაავადების ნიშნები კვლავ გამოვლინდება.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის, ასევე ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები. ამ გვერდით ეფექტებთან დაკაშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს და საჭირო გახდეს მკურნალობა. გვერდითი ეფექტები, ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ ცოტა 4 თვის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ჰუმირას გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ძლიერი გამონაყარი, ურტიკარია ანდა ალერგიის სხვა ნიშნები

სახის, ხელების და ფეხების შეშუპება

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება

ვარჯიშის დროს ანდა დაწოლისას ჰაერის უკმარისობა ანდა ფეხების შეშუპება

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჰუმირას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვმოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ცხელება, ტანში სისუსტე, იარები, კბილის პრობლემები, შარდვისას წვა და ინფექციის სხვა ნიშნები

სისუსტის და ან დაღლილობის შეგრძნება

ხველა

დაბუჟება

ჩხვლეტის შეგრძნება

მხედველობის გაორება

ხელებსა და ფეხებში სისუსტე

შეშუპება, რომელიც არ იკლებს ანდა ღია იარები

მუდმივი ცხელება, დალურჯებები, სისხლჩაქცევები და კანის სიფერმკრთლის მსგავსი სისხლის დაავადების სხვა ნიშნები

ესენი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყოს საჭირო. სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, შეიძლება ჰუმირას გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფქტების მანიშნებელი იყოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰუმირას გამოყენებისას და ჰუმირას ინექციის შემდეგ სულ ცოტა 5 თვის განმავლობაში ორსულობას მოერიდეთ, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფქტური მეთოდი გამოიყენეთ.

თუ, ორსულობა დადასტურებულია ანდა ორსულობაზე ეჭვი არსებობს ანდა ორულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ჰუმირა, ორუსულობის დროს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროებისას უნდა იქნას გამოყენებული.

ორსულებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰუმირას მომხმარებელი დედები და იგივე დაავადების მქონე და ჰუმირას არ მომხმარებელი დედების შედარებისას, ორსულობის დროს ჰუმირას მომხმარებელი დედების შვილებთან თანდაყოლილი ანომალიების რისკი უფრო მაღალი არ არის.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირას გამოიყენებთ, ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს.

ბავშვთან ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე, ჯერ ბავშვის პედიატრს და სხვა სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ორსულობის დროს ჰუმირას იყენებდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.(უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,, აცრები’’ ).

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების დროს ჰუმირას გამოყენება შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჰუმირა, თქვენი შვილის ავტომობილის, მოტოციკლეტის ანდა სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ჰუმირას ინექციის შემცეგ შეიძლება უმნიშვნელო თავბრუსხვევა ანდა მხედველობის დარღვევა გამოვლინდეს.

ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000- დან >1 ავადმყოფთან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული

ინექციის ადგილას რეაქცია(ტკივილი, შესივება, სიწითლე ანდა ქავილი)

სასუნთქი გზების ინფექციები(გაცივება, ცხირიდან გამონადენი, წიაღების ინფექცია, ფილტვების ანთების ჩათვლით)

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

გულისრევა და ღებინება

გამონაყარი

ძვლებსა და კუნთებში ტკივილი

გავრცელებული:

სერიოზული ინფექიცები(გრიპის და სისხლის მოწამლვის ჩათვლით)

ნაწლავთა ინფექცია(ღებინების და დიარეის გამომწვევი გასტროენტერიტის ჩათვლით)

კანის ინფექციები(ცელულიტი და ჰერპეს ზოსტერის ჩათვლით)

ყურის ინფექციები

პირის ღრუს ინფექციები(კბილების ინფექციის და ტუჩის ჰერპესის ჩათვლით)

რეპროდუქციული სისტემის ინფექციები

საშარდე გზების ინფექციები

სოკოვანი ინფექციები

სახსრების ინფექციები

კეთილთვისებიანი სიმსივნეები

კანის სიმსივნეები

ალერგიული რეაქციები (სეზონური ალერგიის ჩათვლით)

სითხის დაკარგვა(პირველი ნიშნებია წყურვილი და მსუბუქი თავის ტკივილი. გაუწყლოვანება თუ მატულობს, შარდის ფერი გამუქდება).

ფსიქიკური ცვლილებები (დეპრესიის ჩათვლით)

შფოთვითი მდგომარეობა

ჩაძინების გაძნელება

მგრძნობელობის დარღვევები-ჩხვლეტის , დაბუჟების, წვის შეგრძნება

მიგრენი

ნერვული ფესვების კომპესია(წელის და ფეხის ტკივილის ჩათვლით)

მხედველობის დარღვევები

თვალის ანთება

თვალის ქუთუთოს ანეთება და თვალის შესივება

ვერტიგო(წონასწორობის დარღვევასთან დაკაშირებული გაბრუება და თავბრუსხვევა)

გულის ცემის გახშირება

მაღალი არტერიული წნევა

შეხურება(შეხურების შეგრძნება)

ჰემატომა (სისხლძარღვების გარეთ კანის დაგროვება)

ხველა

ასთმა

ჰაერის უკმრისობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა(წითელი ანდა შავი ფერის განავალი)

დისპეფსია(საჭმლის მონელების პრობლემები, კუჭის შებერილობა, გულძმარვა)

რეფლუქსი(გამიოვლინდება საყლაპავში წვის შეგრძნებით(გუმკერდის არეში შეიგძრნობა), კუჭის სითხის პირის ღრუში გადმოსვლა და მონელების პრობლემები).

Sicca-ს სინდრომი (თვალის და პირის ღრუში სიმშრალე)

ქავილი

გამონაყარი ქავილით

დალურჯებები

კანის ანთება (ეგზემას მსგავსი)

ხელის და ფეხის თითების ფრჩხილების მტვრევა

ჭარბი ოფლიანობა

თმის ცვენა

ფსირიაზის განვითრება ანდა დამძიმება

კუნთების შეკუმშვები

შარდში სისხლის არსებობა

თირკმლების პრობლემები

ტკივილი მკერდში

ედემა (შეშუპება)

ცხელება

სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც სისხლჩქცევის ანდა დალურჯებების რისკს ზრდის

ჭრილობების შეხორცების დაგვიანება

ნაკლებად გავრცელებული:

პირობით-პათოგენური ინფექციები (სხეულის იმუნიტეტის დაქვეითებისას გამოვლენილი ინფექციები, ტუბერკულოზის ჩათვლით)

ნევროლოგიური ინფექციები (თავის ტვინის გარსების ვირუსული ინფექციის ჩათვლით)

თვალის ინფექციები

ბაქტერიული (ბაქტერიის სახელით ცნობილი მიკრობებით გამოწვეული) ინფექციები

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება და ინფექციები (კრუნჩხვების მსგავსი მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოშარდვისას წვის შეგრძნება)).

სიმსივნე

სიმსივნეები, რომლებიც ლიმფურ სისტემაზე მოქმედებენ

მელანომა (კანის სიმსივნის სახეობა)

იმუნური სისტემის დარღვევები, როემლიც გავლენას ახდენს ფილტვებზე, კანზე და ლიმფურ კვანძებზე(უფრო ხშირად სარკოიდოზის სახით გამოვლინდება)

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)

კანკალი

ნეიროპათია(ნეიროპათია სხეულის ბევრ ორგანოზე ახდენს ზემოქმედებას, ნერვების დაზიანება ვითარდება. ხელის, ფეხის და ტერფების ტკივილით, დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით ვლინდება).

დამბლა

სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური

გულის ცემის რითმის დარღვევა (წამიერი გაჩერების შეგრძნება)

გულის უკმარისობა, რომელიც იწვევს ჰაერის უკმარისობას ანდა კოჭების შეშუპებას

მიოკარდიუმის ინფარქტი(ხშირად მკერდიდან მხარში, მკლავში კეფაში, კბილებში, ყბაში, მუცელში ანდა ზურგში გადამცემი ტკივილით ვლინდება. ამ ტკივილს შეიძლება თან ახლდეს ჰაერის უკმარისობა, ხველა, თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა, გულისრევა და ღებინება)

არტერიის კედელში პარკისებრი ფორმაციის განვითარება, ვენების ანთებითი ცვლილებები და თრომბის განვითარება, სისხლძარღვების დახშობა.(დიაგნოზი ექიმის მხრიდან დაისმება, ნაკლებად იძლევა მანიშნებელ სიმპტომებს. შეიძლება გამოიწვიოს სხეულზე დალურჯებები, ტკივილი).

ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ფილტვების დაავადებები(ანთების ჩათვლით)

ფილტვების ემბოლია(ფილტვების სისხლძაღვების დახშობა:ვლინდება ჰაერის უკმარისობით, მკერდში ტკივილით, ხველით და პირიდან სისხლის გადმოსვლით, გონების დაკარგვით).

პლევრალური ეფუზია(ფილტვების გარსში(პლევრაში) სითხის დაგროვება, ვლინდება:მკერდში ტკივილით, ხველით, ჰაერის უკმარისობით).

პანკრეასის ანთება, რომელიც მუცლის და ზურგის არეში ძლიერი ტკივილით ვლინდება.

ყლაპვის გაძნელება

სახის შესივება

ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაღვლის ბუშტში კენჭი( ვლინდება: მუცლის ტკივილით, სიყვითლით, შარდის გაწითლებით ანდა ყავისფერი ფერით, გულისრევით, ღებინებით და ხშირი ცხელებით).

ღვიძლის გაცხიმოვნება

ღამის ოფლიანობა

ჭრილობის (იარის)ნაწიბურები

კუნთების არანორმალური სისუსტე

სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელიც კანის დაზიანებით ვლინდება, კანის, გულის, ფილტვების, სახსრების და სხვა ორგანოების სისტემური ანთებითი დაავადებებით)

ძილის დარღვევები

იმპოტენცია

ანთებითი პროცესების გამწვავება

იშვიათი:

ლეიკემია(სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი დაავადება)

ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს შოკი

მრავლობითი სკლეროზი (დიაგნოზი ექიმის მიერ დაისმება. ეს არის დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და ზურგის ტვინზე მოქმედებს. ვლინდება: მხედველობის დარღვევებით, დაღლილობით, დაბუჟების მსგავსი სიმპტომებით).

ნერვული სისტემის დაავადებები (მხედველობის ნერვის მწვავე ანთება) და კუნთების სისუსტე, არანორმალური შეგრძნებები, ხელებსა და სხეულის ზემო ნაწილებში შეკრთომის გამომწვევი გილიან-ბარის სინდრომის მსგავსი).

გულის ტუმბოს ფუნქციის შეჩერება

პულმონალური ფიბროზი ( ფილტვებში ანთების შემდგომი კვალი, ვლინდება: მშრალი ხველით, ჰაერის უკმქრისობით).

ნაწლავების გახვრეტა-პერფორაცია(ვლინდება:მუცლის ძლიერი ტკივილით, კანკალით, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით).

ჰეპატიტი (ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

B ჰეპატიტის კვლავ გამწვავება

ავტოიმუნური ჰეპატიტი( იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)

სტივენს-ჯონსის სინდრომი(ადრეული სიმპტომები: სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, სიწითლე).

ალერგიულ რეაქციებთან დაკაშირებით სახის შეშუპება

მულტიფორმული ერითემა (კანის ჩირქოვანი გამონაყარი)

ლუპუსის(მგლურას) მსგავსი სინდრომი (ვლინდება: სისუსტით, კანის გამონაყარით, სახსრების დაზიანებით და ცხელებით).

ანგიოედემა (კანის ლოკალური შეშუპება)

კანის ლიქენოიდული რეაქცია (კანის რეაქცია, როემლიც ვლინდება ქავილით და წითელი-მოლურჯო რეაქციით).

უცნობი:

ჰეპატოსპლენიკური T-უჯრედოვანი ლიმფომა (ხშირად სასიკვდილოდ საშიშია, იშვიათი სისხლის სიმისვნე)

მერკელის უჯრედოვანი კარცინომა(კანის სიმისვნის სახეობა)

ღვიძლის უკმარისობა

დერმატომიოზიტის სახელით ცნობილი მდგომარეობის დამძიმება (კანის სისწითლე, რომელსაც თან ახლავს კუნთების სისუსტე)

ჰუმირას გამოყენებისას განხორციელებული კლინიკური კვლევებით დაფიქსირდა, რომ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მანიშნებელი სიმპტომები არ ვლინდება, მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლენდეს. ესენია:

ძალიან გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში ლიპიდების მაღალი მაჩვენებელი

ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებელი

გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

სისხლში თრომბიციტების რაოდენობის დაცემა (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები, თრომბოციტები)

სისხლში შარდჟავას მაჩვენებლის მომატება

სისხლში ნატრიუმის ანორმალური მაჩვენებელი

სისხლში კალციუმის დაბალი მაჩვენებელი

სისხლში ფოსფატების დაბალი მაჩვენებელი

სისხლში შაქრის მაღლი მაჩვენებელი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი მაჩვენებელი

სისხლში აუტოანტისხეულების არსებობა

სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი

ნაკლებად გავრცელებული:

სისხლში ბილირუბინის მაღალი მაჩვენებელი(ღვიძლის ფუნქციური სინჯით ვლინდება)

იშვიათი:

სისხლში თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ჰუმირას შენახვა

ჰუმირა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 2-80 C ტემპერატურაზე მაცივარში. არ გაყინოთ. გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი სინათლისგან დაიცავით, ამისთვის თავის ყუთში შეინახეთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი 250 C ტემპერატურამდე 14 დღის განმავლობაში შეიძლება შეინახოს. ინჟექტორი სინათლისგან დაცული უნდა იყოს და თუ, 14 დღის განმავლობაში არ იქნება გამოყენებული, უნდა გადააგდოთ. ინჟექტორის მაცივრიდან გამოტანის პირველი დღე და გადაგდების, ანუ 14 დღის შემდგომი თარიღი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ჰუმირა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ. გარემოს დაცვის მიზნით გამოუყენებელი ჰუმირა ქალაქის წყლებსა და ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. AbbVie თიბბი ილაჩლარ სანაი ვე თიჯარეთ

უმეანიე/სტამბული/თურქეთი

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma-Fertigung GmBH&Co.KG,

Schützenstrasse, 88212 რავენსბურგი/გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 13/02/2020 დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ჰუმირა 20 მგ/0,2 მლ საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი

სტერილური

განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული გამოყენებითვის მზა ინჟექტორი 20მგ/0,2 მლ ადალიმუმაბს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421), პოლისორბატ 80 (E433), საინექციო წყალი.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის/თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ჰუმირა?

ჰუმირას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ჰუმირა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ჰუმირას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ჰუმირა?

ჰუმირა, ეს არის სტერილური საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომელიც 20 მგ, 0,2 მლ ხსნარში გახსნილ 20 მგ მოქმედ ნივთიერება-ადალიმუმაბს შეიცავს.

კოლოფში 2 ცალი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორია, თითოეული ინჟექტორი სპირტიან სალფეთქთან ერთად ბლისტერშია შეფუთული.

ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (სახსრებზე მოქმედი მწვავე (ანთებითი) დაავადება).

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (სახსრების და მყესების ძვალზე მიმაგრების ადგილებზე მოქმედი მწვავე (ანთებითი) დაავადება).

ბავშვებში ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (კანის ვერცხლისფერი ბალთებით დაფარული წითელი, ქერქისებრი დაზიანებების გამომწვევი კანის დაავადება).

ბავშვებში კრონის დაავადება (საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადება).

ბავშვებში უვეიტი(თვალის განსაზღვრულოი ნაწილის ანთებითი დაავადება.

ჰუმირას მოქმედი ნივთიერება ადალიმუმაბი არის ადამიანის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც წარმოებულია კულტივირებულ უჯრედებში.

ადალიმუმაბის მიზანია იმუნურ სისტემაში მნიშვენლოვანი როლის შემსრულებელი და ზემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს მომატებული დონეზე არსებული, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-) სახელით ცნობილი პროტეინი. ჰუმირა, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-)-ის შებოჭვით ამ დაავადებების გამწვავების პროცესს ამცირებს.

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი სახსრების მწვავე ანთებითი დაავადებაა და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვთა ასაკში ვლინდება.

ჰუმირა, 2-17 წლის ასაკოვან ჯგუფში პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაუნიშნონ. თუ, ეს წამლები საკმარის შედეგს არ მოგვცემს, ბავშვთან პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ ჰუმირას დანიშვნა შეიძლება.

ჰუმირას, მეტოტრექსატთან ერთად გამოიყენებთ თუ ცალკე, ექიმი გადაწყვეტს.

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი, სახსრების და მყესების ძვალზე მიმაგრების ადგილებზე მოქმედი მწვავე (ანთებითი) დაავადებაა.

ჰუმირა, 6-17 წლის ასაკის ბავშვებში ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება მეტოტრექსატის მსგავსი, დაავადების მოდიფიკატორი სხვა წამალი დაუნიშნონ, თუ ეს წამლები საკმარის შედეგს არ გამოიღებს, მაშინ თქვენს ბავშვთან ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტის სამკურნალოდ ჰუმირა დაინიშნება.

ბავშვებში ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის დაავადება (ბალთისებრი ფსორიაზი)

ბავშვებში ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი; ეს არის კანის ვერცხლისფერი ბალთებით დაფარული, წითელი, ბალთა-ბალთა, ქერქოვანი დაზიანების გამომწვევი კანის დაავადება. ბალთისებრიმა ფსორიაზმა შეიძლება ფრჩხილებიც დააზიანოს, გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევა და ფრჩხილების სარეცელიდან მტკივნეული მოცილება. სხეულის იმუნური სისტემის პრობლემის დროს, კანის უჯრედების ზრდის მატებით ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის განვითრება ვლინდება.

ჰუმირა, ტოპიკალური(ადგილობრივი) მკურნალობის ანდა ფოტოთერაპიის უშედეგობისას ანდა 4-17 წლის ასკობრივ ჯგუფში და მოზარდებში მძიმე ქრონიკული ბალთისებრი ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ბავშვებში კრონის დაავადება

კრონის დაავადება, ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე(ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა, 6-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოვლენილი კრონის დაავადების მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება. თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაუნიშნონ, თუ ეს წამლები საკმარის შედეგს არ გამოიღებს, ბავშვთან გამოვლენილი დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემცირების მიზნით ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია.

ბავშვებში გამოვლენილი უვეიტი

არაინფექციური უვეიტი, ეს არის თვალის განსაზღვრული ნაწილის მწვავე (ანთებითი) დაავადება.

ჰუმირა, 2 წლის ასაკიდან, თვალის ქრონიკული არაინფექციური ჩირქოვანი დაავადებების, უვეიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული ჩირქოვანი დაავადება მხედველობის დაქვეითებას და/ანდა თვალში მფრინავი სხეულების (მხედველობის ველში მოძრავი შავი წერტილები ანდა წვრილი ხაზები) გამოვლენას იწვევს. ჰუმირა, აღნიშნული ანთების შემცირებით ავლენს ეფექტს.

თქვენს შვილს, თავდაპირველად შეიძლება სხვა წამალი დაუნიშნონ, თუ ეს წამლები საკმარის შედეგს არ გამოიღებს, ბავშვთან გამოვლენილი დაავადების სიმპტომების და ნიშნების შემცირების მიზნით ჰუმირას გამოყენება შესაძლებელია.

  • ჰუმირას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სერიოზული ინფექციის რისკი, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, 65 წლამდე ასაკის ავადმყოფებთან შედარებით, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში უფრო მაღალია.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის-TNF ბლოკერების გამოყენებასთან დაკაშირებით დადასტურებულია ლეიკემიის სახელით ცნობილი სისხლის სიმსივნის (მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია) განვითარება.

ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ, ბავშვს ადალიმუმაბის ანდა ამ წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან (იხილეთ ნაწილი- 6) რომელიმეს მიმართ ალერგია აქვს.

თუ, ბავშვს აქტიური ტუბერკულოზის (ჭლექი)ჩათვლით, სხვა სერიოზული ინფექციური(მიკრობული) დაავადება აქვს (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’). მაგ. თუ, ცხელება, ჭრილობები, დაღლილობა, სტომატოლოგიური პრობლემების მსგავსი ინფექციის ნიშნები ვლინდება, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ, ბავშვს საშუალო ანდა მძიმე ხარისხის გულის უკმარისობა აქვს, ანდა ბავშვს წარსულში ანდა ამჟამად სერიოზული გული პრობლემები აქვს, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია (იხილეთ ნაწილი-,,ჰუმირა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

ჰუმირა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ:

ალერგიული რეაქციები

თუ, ბავშვს ჰაერის უკმარისობა, ხმაურიანი სუნთქვა, თავბრუსხვევა, შეშუპებები ანდა გამონაყარის მსგავსი ალერგიული რეაქციები აქვს, ჰუმირას უფრო მეტი დოზა არ გაუკეთოთ, იშვიათადაც რომ იყოს, აღნიშნული რეაქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამიტომ სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ინფექციები

თუ, ბავშვს ხანგრძლივი ანდა ლოკალური ინფექციები (მაგ.ფეხის წყლული) აქვს, ჰუმირას დაწყებამდე ექიმს გაესაუბრეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, გთხოვთ, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

ჰუმირათი მკურნალობის დროს, ბავშვების ინფიცირება უფრი ადვილია. თუ, ბავშვს ფილტვებთან დაკაშირებით პრობლემა აქვს, ეს ინფიცირების რისკს ზრდის. ეს ინფექციები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, ესენია:

ტუბერკულორი (ჭლექი),

ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული ანდა ბაქტერიული ინფექციიის გამომწვევი ინფექციები,

სისხლში ძლიერი ინფექცია (სეფსისი)

იშვითად, ეს ინფექციები სასიცოცხლოდ საშიში შეიძება იყოს. თუ, ბავშვს ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემები აქვს, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმმა, შეიძლება ჰუმირას გამოყენება დროებით შეაჩეროს.

თუ, ბავშვთან სოკოვანი ინფექცია (მაგ.ჰისტოპლაზმოზისი, კოქსიიოდომიოზი ანდა ბლასტომიკოზი) ხშირად ერთსადაიგივე მიდამოში ვლინდება ანდა სხეულის ზედაპირზე მონაცვლეობით სხვდასხვა მიდამოში ვლინდება, ექიმს აცნოებთ.

თუ, ბავშვმა წარსულში განმეორებითი (მორეციდივე) ინფექციები გადაიტანა ანდა ინფექციის რისკის მომატების განმაპირობებელი სხვა მდგომარეობა აქვს, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირათი მკურნალობის დროს, ბავშვმა და ექიმმაც ინფექციის სიმპტომების განვითრებას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს. თუ, ბავშვს ცხელება, წყლულები, სისუსტე ანდა კბილთან დაკაშირებული პრობლემები აქვს, ექიმს აცნობეთ.

ტუბერკულოზი

ავადმყოფები, რომლებიც ჰუმირათი მკურნალობის კურსს გადიან, დაფიქსირებულია ტუბერკულოზის (ჭლექის) შემთხვევები. ექიმი, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე ბავშვს გასინჯავს, ტუბერკულოზის მანიშნებელი სიმპტომების და ნიშნების არსებობას განსაზღვრავს. აღნიშნული გასინჯვა მოიცავს დაავადების ანამნეზის და შესაბამისი სკრინინგული გამოკვლევების (მაგ. გულმეკრდის რენტგენოგრაფია და ტუბერკულოზის კანის ტესტი) ჩატარებას და შეფასებას. გაკეთებული კვლევების მართვა და მიღებული შედეგები ბავშვის ,,ავადმყოფის გაფრთხილების ბარათში’’ ჩაიწერება.

თუ, ბავშვმა მანამდე ტუბერკულოზური ინფექცია გადაიტანა ანდა ტუბერკულოზიან პიროვნებასთან კონტაქტი ჰქონდა, ეს ექიმს აცნოებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ, ბავშვთან აქტიური ტუბერკულოზი ვლინდება, ჰუმირა არ გამოიყენოთ.

თუ, ბავშვთან ტუბერკულოზის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა ტარდება, მკურნალობის დროს შეიძლება ტუბერკულოზი განვითრდეს.

თუ, ტუბერკულოზის ნიშნები (მაგ.ჯიუტი ხველა, წონის დაკარგვა, სისუსტე, მსუბუქი ტემპერატურა)გაქვთ ანდა მკურნალობის დროს ანდა შემდეგ რაიმე სახის ინფექცია გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

B ჰეპატიტი

თუ, ფიქრობთ რომ ბავშვი B ჰეპატიტის მატარებელია, (HBV (ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთება)ან აქვს აქტიური HBV დაავადება ანდა HBV გადაცემის რისკის ქვეშაა, ექიმს აცნობეთ.

ექიმმა, ბავშვს HBV ანალიზი უნდა გაუკეთოს. ჰუმირათი მკრუნალობამ ვირუსის მატარებელ ავადმყოფებში შეიძლება დაავადების აქტიური ფორმის განვითარება გამოიწვიოს.

ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა პრეპარატს ღებულობს, HBV დაავადების აქტიური ფორმაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს.

ქირურგიული ჩარევები ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა

თუ, ბავშვთან ქირურგიული ჩარევა იგეგმება ანდა სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, ექიმს აცნობეთ, რომ ბავშვი ჰუმირათი მკურნალობას იტარებს. ექიმმა დროებით შეიძლება ჰუმირათი მკურნალობის შეჩერება გთხოვოთ.

დემიელინიზაციური დაავადება

თუ, ბავშვს დემიელინიზაციური დაავადება აქვს (მრავლობითი სკლეროზის მსგავსად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი დაავადება)ანდა ახლად გამოვლინდა, ექიმმა ჰუმირას გამოყენების ანდა არ გამოყენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. თუ, ბავშვს მხედველობის დარღვევა, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა ანდა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება ექნება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

აცრები

  • ზოგიერთი აცრა ინფექციის განვითარებას იწვევს და ამიტომ, ჰუმირათი მკურნალობის დროს არ უნდა გაკეთდეს.

ბავშვთან ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, შესაძლებელია, ჰუმირათი მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენირებულია ბავშვთან ასაკის შესაბამისი აცრების დასრულება.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირა იქნება გამოყენებული, ორსულობის დროს მიღებული ბოლო დოზიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგაც, ბავშვთან ამ ტიპის ინფექციების განვითრების რისკი მაღალია. ბავშვთან აცრების გაკეთების დროს ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ერთობლივად გადაწყვეტს, თქვენ ექიმს აუცილებლად აცნობეთ, რომ ჰუმირას იყენებთ.

გულის უკმარისობა

თუ, ბავშვს გულის მსუბუქი უკმარისობა აქვს და ჰუმირათი მკურნალობას გადის, გულის უკმარისობის მაჩვენებლები ექიმმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს. თუ, ბავშვს წარსულში ანდა ამჟამად გულის უკმარისობა აქვს, ექიმს აცნობეთ. თუ, გულის უკმარისობის ნიშნები გამოვლინდება (მაგ.ჰაერის უკმარისობა ანდა ფეხების შესივება), სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ. ექიმი, ჰუმირას მიღების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

ცხელება, სისხლჩაქცევები, დალურჯება და ფერმკრთალი შესახედაობა

ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში, სხეულში ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე ანდა სისხლდენის შეჩერებაში მონაწილე უჯრედების წარმოება საკამრისი რაოდენობით არ ხდება, ამ დროს ექიმმა შეიძლება მკურნალობის შეჩერება გადაწყვიტოს. თუ, ბავშვთან განვითარდება ცხელება, რომელიც დაბლა არ იწევს, თუ სხეულზე სისხლჩაქცევები და დალურჯებები განვითრდება ანდა კანი ძლაინ ფერმკრთალი იქნება, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

სიმსივნე

  • აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან ანდა მოზარდებთან, რომლებიც ჰუმირას ანდა სხვა TNF მაბლოკირებელ საშუალებებს იყენებენ, იშვიათად შეიძლება სიმსივნის ზოგიერთი სახეობა გამოვლინდეს.

ავადმყოფები, რომლებსაც ხანგრძლივი დაავადების ანამნეზი აქვთ, ასევე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები აქვთ, ლიმფომის (ლიმფურ სისტემაზე მოქმედი სიმსივნე) და ლეიკემიის (სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი სიმსივნე) გამოვლენის რისკი საშუალოზე მაღალი შეიძლება იყოს.

თუ, ბავშვი ჰუმირას ღებულობს, ლიმფომის, ლეიკემიის და სიმსივნის სხვა სახეობების გამოვლენის რისკი შეიძლება მაღალი იყოს. ავადმყოფები, რომელიც ჰუმირას ღებულობენ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმედ მიმდინარე ლიმფომის იშვიათი სახეობა. ამ ავადმყოფთაგან ზოგიერთს, აზათიოპრინით ანდა 6-მერკაპტოპურინითაც აქვს მკურნალობა ჩატარებული.

თუ, ბავშვი ჰუმურასთან ერთად აზათიოპრინს და 6-მერკაპტოპურინსაც ღებულობს, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ ავადმყოფებში, მელანომის გარდა კანის სხვა სიმსივნეებიც შეიძლება გამოვლინდეს.

მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის შემდეგ კანის ახალი დაზიანებები (იარები ანდა ლაქები) თუ გამოვლინდება ანდა არსებული დაზიანებები შეიცვლება, ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას მომხმარებელ 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, პერიოდულად საჭიროა ცერიკალური სიმსივნის (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის) სკრინინგული გამოკვლევა.

  • ავადმყოფები, რომლებიც სხვა TNF ბლოკერით მკრუნალობენ და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)აქვთ, ლიმფომის გარდა სიმსივნის სხვა შემთხვევებიც ფიქსირდება. თუ, ბავშვს ფქოდ აქვს ანდა ინტენსიურად სიგარეტის მომხმარებელია, TNF ბლოკერით მკურნალობის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

იმუნური სისტემის დაავადება

ჰუმირათი მკურნალობა, იშვიათ შემთხვევებში ლუპუსის(წითელი მგლურა) მსგავსი სინდრომების გამოვლენებას იწვევს. მუდმივი და აუხსნელი გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი ანდა დაღლილობის ნიშნების გამოვლენისას, ექიმს დაუკავშირდით.

ბიოლოგიური პროდუქტებზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად, პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი ავადმყოფის ისტორიაში უნდა ჩაიწეროს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ჰუმირას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰუმირას კანქვეშა გამოყენებიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰუმირას გამოყენებისას და ჰუმირას ინექციის შემდეგ სულ ცოტა 5 თვის განმავლობაში ორსულობას მოერიდეთ, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფქტური მეთოდი გამოიყენეთ.

თუ, ორსულობა დადასტურებულია ანდა ორსულობაზე ეჭვი არსებობს ანდა ორულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ჰუმირა, ორუსულობის დროს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროებისას უნდა იქნას გამოყენებული.

ორსულებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰუმირას მომხმარებელი დედები და იგივე დაავადების მქონე და ჰუმირას არ მომხმარებელი დედების შედარებისას, ორსულობის დროს ჰუმირას მომხმარებელი დედების შვილებთან თანდაყოლილი ანომალიების რისკი უფრო მაღალი არ არის.

თუ, ორსულობის დროს ჰუმირას გამოიყენებთ, ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს.

ბავშვთან ნებისმიერი აცრის გაკეთებამდე, ჯერ ბავშვის პედიატრს და სხვა სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ორსულობის დროს ჰუმირას იყენებდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.(უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,, აცრები’’ ).

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების დროს ჰუმირას გამოყენება შეიძლება.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ჰუმირა, თქვენი შვილის ავტომობილის, მოტოციკლეტის ანდა სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ჰუმირას ინექციის შემცეგ შეიძლება უმნიშვნელო თავბრუსხვევა ანდა მხედველობის დარღვევა გამოვლინდეს.

ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გაფრთხილების განმაპირობებელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ბავშვი სხვა წამალს ღებულობს, ახლო პერიოდში მიიღო ანდა მიღების ალბათობა არსებობს, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

სერიოზული ინფექციების რისკის არსებობის გამო, ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედი ნივთიერების შემცველ წამლებთან ერთდ არ გამოიყენოთ.

ანაკინრა

აბატასეპტი (იმუნურ სისტემაზე მოქმედი წამლები)

ჰუმირა, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ:

მეტოტრექსატი

განსაზღვრული დაავადებების მოდიფიკატორი ანტი-რევმატიული წამლები (მაგ. სულფასალაზინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლეფლუნომიდი და ოქროს პრეპარატები, რომელთა ინჟექტირებაც შეიძლება).

სტეროიდები ანდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (აას; არასტეროიდული სტრუქტურის მწვავე პროცესის სამკურნალო წამლები)ჩათვლით ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

ამ თემასთნ დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ექიმს მიმართეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ჰუმირა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჰუმირა, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ჰუმირას ყოველი დამტკიცებული დოზისთვის რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული. თუ, ბავშვს განსხვავებული დოზა ესაჭიროება, ექიმი, შესაბამისი დოზის ფორმულას გამოგიწერთ.

პოლიარტიკულარული ბავშვთა იუვენილური იდიოპათიური ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

2 წლის და მეტი, 30 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

2 წლის და მეტი, 10-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

ენტეზიტთან დაკაშირებული ართრიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6 წლის და მეტი, 30 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 40 მგ

6 წლის და მეტი, 15-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

ორ კვირაში ერთხელ 20 მგ

ბავშვთა ბალთისებრი ფსორიაზი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 30 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 40 მგ, შემდეგ 1 კვირის შემდეგ 40 მგ.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 40 მგ

4-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 15-30 კგ-ს შორის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 20 მგ, შემდეგ 1 კვირის შემდეგ 20 მგ.

ამის შემდეგ ნორმალური დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 20 მგ

ბავშვებში კრონის დაავადება

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

6-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 40 კგ-ზე მეტი ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 80 მგ, შემდეგ 2 კვირის შემდეგ 40 მგ. თუ, უფრო სწრაფი ეფექტია საჭირო, ბავშვის ექიმი საწყისი დოზის სახით 160 მგ და შემდეგ კი 2 კვირის შემდეგ 80 მგ დოზას გამოუწერს.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა იქნება:2 კვირაში ერთხელ 40 მგ.

ბავშვის ექიმი დოზას ყოველ კვირას 40 მგ-მდე ანდა ყოველ 2 კვირაში 80 მგ-მდე გაზრდის.

6-17 წლამდე ასაკოვანი ჯგუფი, 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

საწყისი დოზა: 40 მგ, შემდეგ 2 კვირის შემდეგ 20 მგ. თუ, უფრო სწრაფი ეფექტია საჭირო, ბავშვის ექიმი საწყისი დოზის სახით 80 მგ და შემდეგ კი 2 კვირის შემდეგ 40 მგ დოზას გამოუწერს.

ამის შემდეგ ნორმალური დოზა იქნება:2 კვირაში ერთხელ 20 მგ.

ბავშვის ექიმი დოზას ყოველ კვირას 20 მგ-მდე გაზრდის.

ბავშვებში უვეიტი

ასაკი და სხეულის წონა

რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ

შენიშვნა

2 წელზე მეტი ასაკის და <30 კგ-მდე სხეულის წონის მქონე ბავშვები

2 კვირაში ერთხელ 20 მგ

ბავშვის ექიმი, ნორმალური დოზის დაწყებამდე 1 კვირით ადრე საწყის დოზის სახით შეიძლება 40 მგ გამოგიწერთ.

რეკომენდირებულია, ჰუმირას მეტოტრექსატთან ერთდ გამოყენება.

2 წელზე მეტი ასაკის და 30 კგ და მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები

2 კვირაში ერთხელ 40 მგ

ბავშვის ექიმი, ნორმალური დოზის დაწყებამდე 1 კვირით ადრე საწყის დოზის სახით შეიძლება 80 მგ გამოგიწერთ.

რეკომენდირებულია, ჰუმირას მეტოტრექსატთან ერთდ გამოყენება.

მიცემის გზა და მეთოდი:

ჰუმირა, კანქვეშა ინექციის სახით (სუბკუტანეული ინექცია)კეთდება.

ჰუმირას ინექციის მომზადებისა და გაკეთებისთვის მითითებები:

ქვემოთ მოცემული მითითებები განმარტავს, თუ, როგორ უნდა გაკეთდეს ჰუმირას ინექცია. გთხოვთ, ეს მითითებები ყურადღებით წაითხეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულეთ. თუ, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთებას აპირებათ, ექიმი ანდა ექთანი გასწავლით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ. თუ, ვერ გაიგებთ, როგორ ხდება ინექციამდე მომზადება და შემდეგ მისი გაკეთება, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთება არ სცადოთ.

თუ, შესაბამისი ტრენინგი გავლილი ექნება ბავშვს, საკუთარ თავზე თავადაც შეძლებს ინექციის გაკეთებას ანდა ნემსის გაკეთება შეუძლია ინექციის ტექნიკის მცოდნე ოჯახის წევრს ანდა მეგობარსაც.

ჰუმირა, იგივე ინჟექტორში ანდა წამლის ფლაკონში სხვა წამალს არ უნდა შეურიოთ.

ფოტო-1- ინჟექტორი-- დგუში-- სახელური- ნემსის სახურავი

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, მზა შპრიცი არ გამოიყენოთ და ექიმს დ ან ფარმაცევტს დაუკავშირდით:

თუ,ხსნარის ფერი მღვრიე, ფერი შეცვლილი ანდა შიგნით ნაწილაკებია

თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია

თუ, ხსნარი გაყინულია ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ იყო

თუ, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაეცა ანდა გატეხილია

ინექციის გაკეთებამდე ნემსს სახურავი არ მოხსნათ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • წინა მომზადება

ჰუმირა მაცივრიდან გამოიტანეთ.

ინექციამდე, ჰუმირა ოთახის ტემპერატურაზე 15-30 წუთი დააყოვნეთ.

სანამ ჰუმირას ოთახის ტემპერატურაზე აყოვნებთ, ნემსს სახურავი არ მოხსნათ.

ჰუმირა, სხვა საშუალებით არ გაათბოთ. მაგ.მიკროტალღურში ანდა თბილ წყალში არ გაათბოთ.

ფოტო-2- ინჟექტორი-- სპირტიანი სალფეთქი (ხელის დაბანის მაჩვენებელი ფოტო)

გაოყენების ბოლო ვადა გადაამოწმეთ. თუ, გამოყენების ბოლო ვადა გასულია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სუფთა და გლუვ ზედაპირზე დაალაგეთ:

1 გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი და

1 სპირტიანი სალფეთქი

ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.

  • ინექციის ადგილის შერჩევა და მომზადება

ფოტო-3- მიდამოები სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

მიდამოები, სადაც შეიძლება ინექციის გაკეთება

ინექციის გაკეთებისთვის ერთი ადგილი შეარჩიეთ:

ბავშვის ფეხების წინა ზედაპირი ანდა

ბავშვის მუცლის არე, ჭიპის ირგვლივ, ჭიპიდან სულ ცოტა 5 სმ მოშორებით მუცლის ზედაპირი (აბდომინალური არე)

ინექციის ადგილი, ბავშვზე ბოლო გაკეთებული ინექციის მიდამოდან სულ ცოტა 3 სმ მოშორებით უნდა იყოს

ინექციის ადგილი სპირტიანი სალფეთქით რგოლისებრი მოძრაობებით გაწმინდეთ.

ტანისამოსის ზემოდან ინექცია არ გააკეთოთ.

კანის დაზიანებულ, გაწითლებულ, დალურჯებულ, მკვრივ, დაწყლულებულ, ნახეთქის მქონე ანდა ფსორიაზის ბალთის არეში ინექცია არ გააკეთოთ.

ფოტო-4 -ინჟექტორის დაჭერა და სახურავის მოხსნა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ერთი ხელით დაიჭირეთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ხსნარი გადაამოწმეთ.

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა.

თუ, ხანრი შემღვრეულია ანდა მას ნაწილაკებია, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი თუ დაგივარდათ ანდა გაგიტყდათ, არ გამოიყენოთ.

ნემსის სახურავი, მეორე ხელით ნელ-ნელა ზემოთ მოქაჩვით მოხსენით. ნემსის სახურავი გადააგდეთ. სახურავი კვლავ არ დაახუროთ.

ნემსს, თითებით არ შეეხოთ ანდა ნემსი არაფერთან კონტაქტში არ მოახვედროთ.

ფოტო-5- ნემსით ზემოთ მიმართული ინჟექტორის დაჭერა

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში ჰაერის რომ დაინახოთ, თვალის ღერძის პირდაპირ დაიჭირეთ.

ჰაერის გარეთ გამოდევნისთვის დგუში მსუბუქად შეაქანეთ.

ნემსის წვერზე ხსნარის წვეთის დანახვა ნორმალურია.

ფოტო-6- მარცხენა ხელით კანის ნაკეცის გაკეთება და მარჯვენა ხელით ინექციის გაკეთება.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი დაიჭირეთ ისე, როგორც კალამი, საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოიქციეთ, ერთი ხელით დაიჭირეთ.

მეორე ხელით ბავშვის საინექციო მიდამოს კანი მოკეცეთ და ამობურცული, მკვრივი ზედაპირი რომ შენარჩუნდეს,ისე დაიჭირეთ.

  • ჰუმირას ინექციის გაკეთება

ფოტო-7-8- ნემსი კანში 45 გრადუსიანი კუთხით, ერთჯერადი სწრაფი მოძრაობით დაასეთ.

ნემსის კანში შეტანის შემდეგ, კანი, რომელსაც იჭერთ, ხელი გაუშვით.

ხსნარის სრულად ინჟექტირებამდე, დგუში ნელ-ნელა შიგნით შეიყვანეთ.

ფოტო-9- ინექციის დასრულებისას, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი იგივე კუთხით დაჭერით კანიდან გამოიტანეთ.

ინექციის დასრულების შემდეგ, ინექციის ადგილას კანზე ბამბა ანდა მარლა დაადეთ.

არ დაზილოთ

ინექციის ადგილას მცირე სისხლდენა ნორმალურია

  • გამოყენებული მასალის განადგურება

ჰუმირას გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არავითარ შემთხვევაში განმეორებით არ უნდა იქნას გამოყენებული. ნემსი არავითარ შემთხვევაში განმეორებით არ გამოიყენოთ.

ინექციის შემდეგ, გამოყენებული ინჟექტორის კალამი ექიმის, ფარმაცევტის ანდა ექთნის მითითებების შესაბამისად სპეციალურ ყუთში უნდა მოათავსოთ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადაყაროთ. შესაბამის პირობებში განადგურების მიზნით ყველაზე ახლო სამედიცინო დაწესებულებას ჩააბარეთ.

ეს ყუთი ბავშვებისგან შორს, მოუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

ნემსის სახურავი, სპირტიანი სალფეთქი, ბამბა ანდა მარლა ნორმალურ საყოფაცხოვრებო ნაგავში შეგიძლიათ ჩააგდოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება

ჰუმირა, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი) გამოყენება

65 წელი და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში სპეციალური დოზების რეკომენდაცია არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა :

ჰუმირასა და ავადმყოფთა ამ პოლუპაციაში კვლევა არ ჩატარებულა. დოზის რეკომენდაცია ვერ კეთდება.

თუ ფიქრობთ, რომ ჰუმირას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ჰუმირას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, შემთვევით ჰუმირას საჭირო დოზაზე მეტი გაიკეთეთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

წამლის ყუთი თან იქონიეთ, თუნდაც ცარიელი იყოს.

თუ, ჰუმირას საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ,მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ჰუმირას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ბავშვთან ჰუმირას ინექციის გაკეთება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, მაშივნე გაუკეთეთ. შემდეგ, თითქოს დოზის გაკეთება არ დაგვიწყებიათ, ბავშვს ჩვეული გეგმით შესაბამის დროზე ინექციის დოზა გაუკეთეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაუკეთოთ.

ჰუმირათი მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

ჰუმირათი მკურნალობის დასრულების გადაწყვეტილება ექიმის გარეშე არ მიიღოთ. თუ, ჰუმირას გამოყენებას შეაჩერებთ, ბავშვთან არსებული დაავადების ნიშნები კვლავ გამოვლინდება.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის, ასევე ჰუმირას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები. ამ გვერდით ეფექტებთან დაკაშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს და საჭირო გახდეს მკურნალობა. გვერდითი ეფექტები, ჰუმირას ბოლო ინექციიდან სულ ცოტა 4 თვის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ჰუმირას გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ძლიერი გამონაყარი, ურტიკარია ანდა ალერგიის სხვა ნიშნები

სახის, ხელების და ფეხების შეშუპება

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება

ვარჯიშის დროს ანდა დაწოლისას ჰაერის უკმარისობა ანდა ფეხების შეშუპება

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჰუმირას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვმოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ცხელება, ტანში სისუსტე, იარები, კბილის პრობლემები, შარდვისას წვა და ინფექციის სხვა ნიშნები

სისუსტის და ან დაღლილობის შეგრძნება

ხველა

დაბუჟება

ჩხვლეტის შეგრძნება

მხედველობის გაორება

ხელებსა და ფეხებში სისუსტე

შეშუპება, რომელიც არ იკლებს ანდა ღია იარები

მუდმივი ცხელება, დალურჯებები, სისხლჩაქცევები და კანის სიფერმკრთლის მსგავსი სისხლის დაავადების სხვა ნიშნები

ესენი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყოს საჭირო. სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, შეიძლება ჰუმირას გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფქტების მანიშნებელი იყოს.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000- დან >1 ავადმყოფთან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული

ინექციის ადგილას რეაქცია(ტკივილი, შესივება, სიწითლე ანდა ქავილი)

სასუნთქი გზების ინფექციები(გაცივება, ცხირიდან გამონადენი, წიაღების ინფექცია, ფილტვების ანთების ჩათვლით)

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

გულისრევა და ღებინება

გამონაყარი

ძვლებსა და კუნთებში ტკივილი

გავრცელებული:

სერიოზული ინფექიცები(გრიპის და სისხლის მოწამლვის ჩათვლით)

ნაწლავთა ინფექცია(ღებინების და დიარეის გამომწვევი გასტროენტერიტის ჩათვლით)

კანის ინფექციები(ცელულიტი და ჰერპეს ზოსტერის ჩათვლით)

ყურის ინფექციები

პირის ღრუს ინფექციები(კბილების ინფექციის და ტუჩის ჰერპესის ჩათვლით)

რეპროდუქციული სისტემის ინფექციები

საშარდე გზების ინფექციები

სოკოვანი ინფექციები

სახსრების ინფექციები

კეთილთვისებიანი სიმსივნეები

კანის სიმსივნეები

ალერგიული რეაქციები (სეზონური ალერგიის ჩათვლით)

სითხის დაკარგვა(პირველი ნიშნებია წყურვილი და მსუბუქი თავის ტკივილი. გაუწყლოვანება თუ მატულობს, შარდის ფერი გამუქდება).

ფსიქიკური ცვლილებები (დეპრესიის ჩათვლით)

შფოთვითი მდგომარეობა

ჩაძინების გაძნელება

მგრძნობელობის დარღვევები-ჩხვლეტის , დაბუჟების, წვის შეგრძნება

მიგრენი

ნერვული ფესვების კომპესია(წელის და ფეხის ტკივილის ჩათვლით)

მხედველობის დარღვევები

თვალის ანთება

თვალის ქუთუთოს ანეთება და თვალის შესივება

ვერტიგო(წონასწორობის დარღვევასთან დაკაშირებული გაბრუება და თავბრუსხვევა)

გულის ცემის გახშირება

მაღალი არტერიული წნევა

შეხურება(შეხურების შეგრძნება)

ჰემატომა (სისხლძარღვების გარეთ კანის დაგროვება)

ხველა

ასთმა

ჰაერის უკმრისობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა(წითელი ანდა შავი ფერის განავალი)

დისპეფსია(საჭმლის მონელების პრობლემები, კუჭის შებერილობა, გულძმარვა)

რეფლუქსი(გამიოვლინდება საყლაპავში წვის შეგრძნებით(გუმკერდის არეში შეიგძრნობა), კუჭის სითხის პირის ღრუში გადმოსვლა და მონელების პრობლემები).

Sicca-ს სინდრომი (თვალის და პირის ღრუში სიმშრალე)

ქავილი

გამონაყარი ქავილით

დალურჯებები

კანის ანთება (ეგზემას მსგავსი)

ხელის და ფეხის თითების ფრჩხილების მტვრევა

ჭარბი ოფლიანობა

თმის ცვენა

ფსირიაზის განვითრება ანდა დამძიმება

კუნთების შეკუმშვები

შარდში სისხლის არსებობა

თირკმლების პრობლემები

ტკივილი მკერდში

ედემა (შეშუპება)

ცხელება

სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც სისხლჩქცევის ანდა დალურჯებების რისკს ზრდის

ჭრილობების შეხორცების დაგვიანება

ნაკლებად გავრცელებული:

პირობით-პათოგენური ინფექციები (სხეულის იმუნიტეტის დაქვეითებისას გამოვლენილი ინფექციები, ტუბერკულოზის ჩათვლით)

ნევროლოგიური ინფექციები (თავის ტვინის გარსების ვირუსული ინფექციის ჩათვლით)

თვალის ინფექციები

ბაქტერიული (ბაქტერიის სახელით ცნობილი მიკრობებით გამოწვეული) ინფექციები

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება და ინფექციები (კრუნჩხვების მსგავსი მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოშარდვისას წვის შეგრძნება)).

სიმსივნე

სიმსივნეები, რომლებიც ლიმფურ სისტემაზე მოქმედებენ

მელანომა (კანის სიმსივნის სახეობა)

იმუნური სისტემის დარღვევები, როემლიც გავლენას ახდენს ფილტვებზე, კანზე და ლიმფურ კვანძებზე(უფრო ხშირად სარკოიდოზის სახით გამოვლინდება)

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)

კანკალი

ნეიროპათია(ნეიროპათია სხეულის ბევრ ორგანოზე ახდენს ზემოქმედებას, ნერვების დაზიანება ვითარდება. ხელის, ფეხის და ტერფების ტკივილით, დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით ვლინდება).

დამბლა

სმენის დაკარგვა, ყურებში ხმაური

გულის ცემის რითმის დარღვევა (წამიერი გაჩერების შეგრძნება)

გულის უკმარისობა, რომელიც იწვევს ჰაერის უკმარისობას ანდა კოჭების შეშუპებას

მიოკარდიუმის ინფარქტი(ხშირად მკერდიდან მხარში, მკლავში კეფაში, კბილებში, ყბაში, მუცელში ანდა ზურგში გადამცემი ტკივილით ვლინდება. ამ ტკივილს შეიძლება თან ახლდეს ჰაერის უკმარისობა, ხველა, თავბრუსხვევა, გაბრუება, გონების დაკარგვა, გულისრევა და ღებინება)

არტერიის კედელში პარკისებრი ფორმაციის განვითარება, ვენების ანთებითი ცვლილებები და თრომბის განვითარება, სისხლძარღვების დახშობა.(დიაგნოზი ექიმის მხრიდან დაისმება, ნაკლებად იძლევა მანიშნებელ სიმპტომებს. შეიძლება გამოიწვიოს სხეულზე დალურჯებები, ტკივილი).

ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ფილტვების დაავადებები(ანთების ჩათვლით)

ფილტვების ემბოლია(ფილტვების სისხლძაღვების დახშობა:ვლინდება ჰაერის უკმარისობით, მკერდში ტკივილით, ხველით და პირიდან სისხლის გადმოსვლით, გონების დაკარგვით).

პლევრალური ეფუზია(ფილტვების გარსში(პლევრაში) სითხის დაგროვება, ვლინდება:მკერდში ტკივილით, ხველით, ჰაერის უკმარისობით).

პანკრეასის ანთება, რომელიც მუცლის და ზურგის არეში ძლიერი ტკივილით ვლინდება.

ყლაპვის გაძნელება

სახის შესივება

ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაღვლის ბუშტში კენჭი( ვლინდება: მუცლის ტკივილით, სიყვითლით, შარდის გაწითლებით ანდა ყავისფერი ფერით, გულისრევით, ღებინებით და ხშირი ცხელებით).

ღვიძლის გაცხიმოვნება

ღამის ოფლიანობა

ჭრილობის (იარის)ნაწიბურები

კუნთების არანორმალური სისუსტე

სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელიც კანის დაზიანებით ვლინდება, კანის, გულის, ფილტვების, სახსრების და სხვა ორგანოების სისტემური ანთებითი დაავადებებით)

ძილის დარღვევები

იმპოტენცია

ანთებითი პროცესების გამწვავება

იშვიათი:

ლეიკემია(სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედი დაავადება)

ძლიერი ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს შოკი

მრავლობითი სკლეროზი (დიაგნოზი ექიმის მიერ დაისმება. ეს არის დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და ზურგის ტვინზე მოქმედებს. ვლინდება: მხედველობის დარღვევებით, დაღლილობით, დაბუჟების მსგავსი სიმპტომებით).

ნერვული სისტემის დაავადებები (მხედველობის ნერვის მწვავე ანთება) და კუნთების სისუსტე, არანორმალური შეგრძნებები, ხელებსა და სხეულის ზემო ნაწილებში შეკრთომის გამომწვევი გილიან-ბარის სინდრომის მსგავსი).

გულის ტუმბოს ფუნქციის შეჩერება

პულმონალური ფიბროზი ( ფილტვებში ანთების შემდგომი კვალი, ვლინდება: მშრალი ხველით, ჰაერის უკმქრისობით).

ნაწლავების გახვრეტა-პერფორაცია(ვლინდება:მუცლის ძლიერი ტკივილით, კანკალით, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით).

ჰეპატიტი (ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

B ჰეპატიტის კვლავ გამწვავება

ავტოიმუნური ჰეპატიტი( იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)

კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)

სტივენს-ჯონსის სინდრომი(ადრეული სიმპტომები: სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, სიწითლე).

ალერგიულ რეაქციებთან დაკაშირებით სახის შეშუპება

მულტიფორმული ერითემა (კანის ჩირქოვანი გამონაყარი)

ლუპუსის(მგლურას) მსგავსი სინდრომი (ვლინდება: სისუსტით, კანის გამონაყარით, სახსრების დაზიანებით და ცხელებით).

ანგიოედემა (კანის ლოკალური შეშუპება)

კანის ლიქენოიდული რეაქცია (კანის რეაქცია, როემლიც ვლინდება ქავილით და წითელი-მოლურჯო რეაქციით).

უცნობი:

ჰეპატოსპლენიკური T-უჯრედოვანი ლიმფომა (ხშირად სასიკვდილოდ საშიშია, იშვიათი სისხლის სიმისვნე)

მერკელის უჯრედოვანი კარცინომა(კანის სიმისვნის სახეობა)

ღვიძლის უკმარისობა

დერმატომიოზიტის სახელით ცნობილი მდგომარეობის დამძიმება (კანის სისწითლე, რომელსაც თან ახლავს კუნთების სისუსტე)

ჰუმირას გამოყენებისას განხორციელებული კლინიკური კვლევებით დაფიქსირდა, რომ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მანიშნებელი სიმპტომები არ ვლინდება, მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლენდეს. ესენია:

ძალიან გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა

სისხლში ლიპიდების მაღალი მაჩვენებელი

ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებელი

გავრცელებული:

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

სისხლში თრომბიციტების რაოდენობის დაცემა (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები, თრომბოციტები)

სისხლში შარდჟავას მაჩვენებლის მომატება

სისხლში ნატრიუმის ანორმალური მაჩვენებელი

სისხლში კალციუმის დაბალი მაჩვენებელი

სისხლში ფოსფატების დაბალი მაჩვენებელი

სისხლში შაქრის მაღლი მაჩვენებელი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი მაჩვენებელი

სისხლში აუტოანტისხეულების არსებობა

სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი

ნაკლებად გავრცელებული:

სისხლში ბილირუბინის მაღალი მაჩვენებელი(ღვიძლის ფუნქციური სინჯით ვლინდება)

იშვიათი:

სისხლში თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ჰუმირას შენახვა

ჰუმირა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 2-80 C ტემპერატურაზე მაცივარში. არ გაყინოთ. გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი სინათლისგან დაიცავით, ამისთვის თავის ყუთში შეინახეთ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი 250 C ტემპერატურამდე 14 დღის განმავლობაში შეიძლება შეინახოს. ინჟექტორი სინათლისგან დაცული უნდა იყოს და თუ, 14 დღის განმავლობაში არ იქნება გამოყენებული, უნდა გადააგდოთ. ინჟექტორის მაცივრიდან გამოტანის პირველი დღე და გადაგდების, ანუ 14 დღის შემდგომი თარიღი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ჰუმირა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ. გარემოს დაცვის მიზნით გამოუყენებელი ჰუმირა ქალაქის წყლებსა და ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. AbbVie თიბბი ილაჩლარ სანაი ვე თიჯარეთ

უმეანიე/სტამბული/თურქეთი

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma-Fertigung GmBH&Co.KG,

Schützenstrasse, 88212 რავენსბურგი/გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 13/02/2020 დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა