ალერგიული დერმატიტი. სებორეული დერმატიტი. ეგზემა. ფსორიაზი. მწერების ნაკბენები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროკორტიზონი (hydrocortisone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/გ) 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- LLC „ARPIMED“, სომხეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები სუსტი აქტივობით (I ჯგუფი)
- ATC კოდი
- D07AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043810
- რეგისტრირებულია
- 7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LLC „ARPIMED“ (სომხეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰიდროკორტიზონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალერგიული დერმატიტი.
სებორეული დერმატიტი.
ეგზემა.
ფსორიაზი.
მწერების ნაკბენები.
მიღების წესი და დოზირება
მალამო წაისმევა თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 1-4 ჯერ/დღე გაუმჯობესებამდე. ოკლუზიური სახვევის გამოყენება უკუნაჩვენებია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ვარდისფერი ფერისმჭამელები, ჩვეულებრივი ფერისმჭამელები.
პერიორალური დერმატიტი.
დისკოსებრი ფსორიაზის მონოთერაპია.
კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (უბრალო ჰერპესი, ჩუტყვავილა).
კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები.
კანის პირველადი სოკოვანი დაზიანებები.
1 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილის ზომები
ჰიდროკორტიზონი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
უნდა მოერიდოთ მალამოს ან კრემის თვალებში მოხვედრას; მოხვედრის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ ამოიბანეთ წყლით.
თუ ჰიდროკორტიზონის გამოყენების 7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ დადგა ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება, ასევე მოხსნიდან რამდენიმე დღეში სიმპტომების განახლების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ინფექციის მიერთების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
ფსორიაზის მკურნალობისას პრეპარატის გამოყენება საჭიროებს პაციენტზე ყურადღებით დაკვირვებას რეციდივის, ტოლერანტობის განვითარების, გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზის წარმოქმნის და ადგილობრივი ან სისტემური რეაქციის განვითარების პრევენციის მიზნით კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის გამო.
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლინებისას თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს უფრო სუსტი მოქმედების მქონე სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.
ოკლუზიური სახვევების გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების აბსორბციას. მალამოს ქუთუთოებზე დატანისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატის თვალებში მოხვედრის პრევენციის მიზნით.
გამოყენება პედიატრიაში
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ხანგრძლივობის სიფრთხილის ზომების დაცვით, მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან ბავშვებში არსებობს ჰიდროკორტიზონის პროპორციულად დიდი რაოდენობის სისტემური შეწოვის საშიშროება, ვინაიდან კანის საფარის ფართობი აღემატება სხეულის წონას და ეპიდერმისი არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული. პატარა ბავშვებში კანის ნაკეცებმა და საფენებმა შეიძლება გამოიწვიოს ოკლუზიური სახვევის მოქმედების მსგავსი მოქმედება, და გააძლიეროს პრეპარატის სისტემური რეზორბცია. ამ დროს შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება, შესაძლოა აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ადამიანებში გამოყენების უსაფრთხოების ადექვატური მტკიცებულება არ არსებობს. ორსულ ცხოველებში ადგიობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები. მაშასადამე, შეიძლება არსებობდეს ამგვარი ზეგავლენის ძალიან მცირე რისკი ადამიანის ნაყოფზე.
ეს პროდუქტი არ გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის ცნობილი გვერდითი მოვლენების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის დროს - ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, კანის გათხელება, სტრიები, ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერტრიქოზი, მეორეული ინფექციების მიერთება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
სისტემური რეაქციები: მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლინება, განსაკუთრებით ბავშვებში.
ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას და ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
ჭარბი დოზა
ძლიერი დოზის გადაჭარბება ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ქრონიკული დოზის გადაჭარბებისას, ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები და ასეთ შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი სტეროიდების შეწყვეტა.
შემადგენლობა
თითოეული გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის აცეტატი - 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, პროპილპარაბენი, თეთრი ვაზელინი, ეთილის სპირტი (1,62%).
აღწერილობა
ერთგვაროვანი თეთრი ფერის მალამო სუსტი სუნით.
შენახვის პირობები
3 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, გრილ და მშრალ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი.
ათქ კოდი: D07AA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. აინჰიბირებს A2 ფოსფოლიპაზას აქტივობას, რაც იწვევს პროსტალგანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. ანელებს ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერაში.
ამცირებს ანთებითი რეაქციის გამოვლინებებს, ექსუდაციურ პროცესებს და კაპილარების გამტარობას.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენების დროს, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, კანის ანთების ან დაზიანებების დროს, პრეპარატის შეწოვა შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდების სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარებით.
პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ვლინდება ეპიდერმისის ქვედა ფენებში და აღწევს სისტემურ სისხლდინებაში.
ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლით. გამოიყოფა შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელ-ჩანართი
(ინფორმაცია მომხმარებელთათვის)
ჰიდროკორტიზონი
1% გარეგანი გამოყენების მალამო
სავაჭრო დასახელება: ჰიდროკორტიზონი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰიდროკორტიზონი (Hydrocortisone)
წამლის ფორმა: 1% გარეგანი გამოყენების მალამო
შემადგენლობა
თითოეული გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის აცეტატი - 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, პროპილპარაბენი, თეთრი ვაზელინი, ეთილის სპირტი (1,62%).
აღწერილობა
ერთგვაროვანი თეთრი ფერის მალამო სუსტი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი.
ათქ კოდი: D07AA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. აინჰიბირებს A2 ფოსფოლიპაზას აქტივობას, რაც იწვევს პროსტალგანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. ანელებს ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერაში.
ამცირებს ანთებითი რეაქციის გამოვლინებებს, ექსუდაციურ პროცესებს და კაპილარების გამტარობას.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენების დროს, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, კანის ანთების ან დაზიანებების დროს, პრეპარატის შეწოვა შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდების სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარებით.
პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ვლინდება ეპიდერმისის ქვედა ფენებში და აღწევს სისტემურ სისხლდინებაში.
ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლით. გამოიყოფა შარდით.
გამოყენების ჩვენებები
ალერგიული დერმატიტი.
სებორეული დერმატიტი.
ეგზემა.
ფსორიაზი.
მწერების ნაკბენები.
გამოყენების წესი და დოზები
მალამო წაისმევა თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 1-4 ჯერ/დღე გაუმჯობესებამდე. ოკლუზიური სახვევის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის დროს - ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება, კანის გათხელება, სტრიები, ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერტრიქოზი, მეორეული ინფექციების მიერთება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
სისტემური რეაქციები: მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლინება, განსაკუთრებით ბავშვებში.
ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას და ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ვარდისფერი ფერისმჭამელები, ჩვეულებრივი ფერისმჭამელები.
პერიორალური დერმატიტი.
დისკოსებრი ფსორიაზის მონოთერაპია.
კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (უბრალო ჰერპესი, ჩუტყვავილა).
კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები.
კანის პირველადი სოკოვანი დაზიანებები.
1 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიდროკორტიზონი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
უნდა მოერიდოთ მალამოს ან კრემის თვალებში მოხვედრას; მოხვედრის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ ამოიბანეთ წყლით.
თუ ჰიდროკორტიზონის გამოყენების 7 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ დადგა ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება, ასევე მოხსნიდან რამდენიმე დღეში სიმპტომების განახლების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ინფექციის მიერთების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
ფსორიაზის მკურნალობისას პრეპარატის გამოყენება საჭიროებს პაციენტზე ყურადღებით დაკვირვებას რეციდივის, ტოლერანტობის განვითარების, გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზის წარმოქმნის და ადგილობრივი ან სისტემური რეაქციის განვითარების პრევენციის მიზნით კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის გამო.
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლინებისას თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს უფრო სუსტი მოქმედების მქონე სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.
ოკლუზიური სახვევების გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების აბსორბციას. მალამოს ქუთუთოებზე დატანისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატის თვალებში მოხვედრის პრევენციის მიზნით.
გამოყენება პედიატრიაში
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ხანგრძლივობის სიფრთხილის ზომების დაცვით, მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან ბავშვებში არსებობს ჰიდროკორტიზონის პროპორციულად დიდი რაოდენობის სისტემური შეწოვის საშიშროება, ვინაიდან კანის საფარის ფართობი აღემატება სხეულის წონას და ეპიდერმისი არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული. პატარა ბავშვებში კანის ნაკეცებმა და საფენებმა შეიძლება გამოიწვიოს ოკლუზიური სახვევის მოქმედების მსგავსი მოქმედება, და გააძლიეროს პრეპარატის სისტემური რეზორბცია. ამ დროს შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება, შესაძლოა აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
1% გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბებში 15 გ ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
3 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, გრილ და მშრალ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „არპიმედი“
სომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზ, ქ.აბოვიანი, მე-2 მიკრორაიონი, ს. 19
ტელ.: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21954
ელ. ფოსტა: [email protected]
ელ. მისამართი: www.arpimed.am
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


