პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

ჰიდროკორტიზონი ნორმონი 100 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG

Hidrocortisona Normon 100 mg polvo y disolvente para solución inyectable y para perfusión EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ჰიდროკორტიზონი ნორმონი შეიცავს ჰიდროკორტიზონს ნატრიუმის სუქცინატის სახით. ჰიდროკორტიზონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. კორტიკოსტეროიდებს ანუ სტეროიდებს. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში და მნიშვნელოვანია ორგანიზმის მრავალი ფუნქციისათვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰიდროკორტიზონი (hydrocortisone)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელად მინის ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB09
რეგისტრაციის ნომერი
რ-046698
რეგისტრირებულია
17 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაჰიდროკორტიზონი ნორმონი 100 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG და სხვა წამალი ერთად

ჰიდროკორტიზონი ნორმონი 100 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰიდროკორტიზონი ნორმონი შეიცავს ჰიდროკორტიზონს ნატრიუმის სუქცინატის სახით. ჰიდროკორტიზონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. კორტიკოსტეროიდებს ანუ სტეროიდებს. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში და მნიშვნელოვანია ორგანიზმის მრავალი ფუნქციისათვის.

ექსტრა კორტიკოსტეროიდის, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი, გამოყენება ეფექტური გზაა სხვადასხვა დაავადების, რომელიც მოიცავს ანთებას ორგანიზმში, სამკურნალოდ. ჰიდროკორტიზონი ამცირებს ანთებას, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევდა პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას. მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად პაციენტმა ეს მედიკამენტი უნდა მიიღოს რეგულარულად.

კორტიკოსტეროიდები ასევე გამოიყენება შოკის სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების, ჰიპერმგრძნობელობითი (ანფილქსიური) რეაქციები ან სვხა სტრესული მდგომარეობების შემდეგ. ეს მოიცავს ანთებით ან ალერგიულ მდგომარეობებს, რომლებიც აზიანებენ:

ნაწლავებს, როგორიცაა კრონის დაავადება (ნაწლავების ანთება) ან წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება);

ფილტვებს, როგორიცაა ბრონქული ასთმა ან ანთება გამოწვეული ნაღბინების მასის ან კუჭის შიგთავსის ასპირაციით;

კანს, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აუტოიმუნური დარღვევა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა იწვევს კანზე ბლისტერებს და კანის აქერცვლას) ან სისტემური წითელი მგლურა (ლუპუსი).

ეს მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების გარდა სხვა შემთხვევებშიც, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა ან სხვა სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა მათთან დაკავშირებული შოკის მკურნალობა.

ორგანოს ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის ან ისეთი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა, როგორიცაა ჰიპოთირეოიდული კომა, ნეკროზული ვასკულიტი და რევმატოიდული ართრიტი.

თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, მისი მდგომარეობა უარესდება ან მისთვის გაურკვეველია, რატომ დაენიშნა ეს მედიკამენტი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მიღების წესი და დოზირება

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება გაკეთდეს ინტრავენური ინექციის, ინტრავენური ინფუზიის ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით. გადაუდებელ შემთხვევაში საწყისი გამოყენებისთვის უპირატესი მეთოდია ინტრავენური ინექცია. საწყისი გადაუდებელი პერიოდის შემდეგ განხილულ უნდა იქნეს უფრო ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ან პერორალური პრეპარატის გამოყენება.

დოზა, ჩვეულებრივ, მერყეობს 100 მგ-დან 500 მგ-მდე, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, და კეთდება ინტრავენური ინექციით 1-10 წუთის განმავლობაში. ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 2, 4 ან 6-საათიანი ინტერვალებით პაციენტის პასუხისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

დოზირების მოთხოვნები ცვალებადია და უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად სამკურნალო დაავადების, მისი სიმძიმისა და მკურნალობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მკურნალობის მიმართ პაციენტის პასუხის საფუძველზე. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში რისკისა და სარგებლის შეფასება მუდმივად უნდა ხდებოდეს.

სათანადო შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს პრეპარატის საწყისი დოზის თანდათანობით შემცირებით შესაბამისი დროის ინტერვალებში, სანამ მიღწეული არ იქნება უმცირესი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური კლინიკური პასუხის შენარჩუნებას.

ზოგადად, კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე, ჩვეულებრივ, არაუმეტეს 48-72 საათისა. თუ ჰიდროკორტიზონის მაღალი დოზებით მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია 72 საათზე მეტხანს, შეიძლება განვითარდეს ჰიპერნატრიემია. ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ამ სამკურნალო პროდუქტის ჩანაცვლება სხვა კორტიკოსტეროიდით, მაგალითად, მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატით, რადგან ამ შემთხვევაში ნატრიუმის შეკავება უმნიშვნელოა ან არ აღინიშნება.

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით და არა უეცრად (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლესი შესაძლო პერიოდის განმავლობაში (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა წარმოადგენს სტანდარტული მკურნალობის დამატებას და არ ანაცვლებს მას.

ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ეფექტი შესაძლოა გაძლიერდეს (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4) და შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტები: ჰიდროკორტიზონი ძირითადად გამოიყენება მწვავე, ხანმოკლე მდგომარეობების დროს. მითითებების შესაბამისად გამოყენებისას არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ხანდაზმულებში დოზის შეცვლის აუცილებლობაზე. თუმცა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ასაკობრივ ჯგუფში კორტიკოსტეროიდების ხშირი გვერდითი მოვლენების უფრო სერიოზული შედეგები; ამასთანავე, საჭიროა მკაცრი კლინიკური მეთვალყურეობა (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

პედიატრიული პოპულაცია: მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებსა და ბავშვებში დოზა შეიძლება შემცირდეს, იგი უფრო მეტად განისაზღვრება მდგომარეობის სიმძიმითა და პაციენტის პასუხით, ვიდრე ასაკით ან სხეულის წონით, თუმცა არ უნდა იყოს დღეში 25 მგ-ზე ნაკლები (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

ეს სამკურნალო პროდუქტი არ არის რეკომენდებული ინტრათეკალური გამოყენებისთვის.

გამოყენების მეთოდი

ხსნარების მომზადება:

ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციისთვის ხსნარი უნდა მომზადდეს ასეპტიკურად: ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველ ფლაკონს უნდა დაემატოს არაუმეტეს 2 მლ საინექციო სტერილური წყალი, შეინჯღრეს და ამოღებული იქნეს გამოსაყენებელი რაოდენობა.

აღდგენილი ხსნარი იზოტონურია ან თითქმის იზოტონური.

ინტრავენური ინფუზიისთვის თავდაპირველად უნდა მომზადდეს ხსნარი ფლაკონში არაუმეტეს 2 მლ საინექციო სტერილური წყლის დამატებით. შემდეგ ეს ხსნარი შეიძლება დაემატოს წყალში დექსტროზის 5%-იანი ხსნარის 100-1000 მლ-ს (მაგრამ არანაკლებ 100 მლ-ს) (ან იზოტონურ მარილიან ხსნარს, თუ პაციენტს ნატრიუმის მიღება შეზღუდული არ აქვს).

დაუშვებელია ამ სამკურნალო პროდუქტის შერევა სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, გარდა SmPC-ის პარაგრაფში 6.6 მითითებული პროდუქტებისა.

აღდგენის შემდეგ ხსნარის pH მერყეობს 7.0-დან 8.0-მდე.

პარენტერალური სამკურნალო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების არსებობაზე. აღდგენილი ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხილული ნაწილაკების გარეშე.

განადგურება:

ნებისმიერი გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ანამნეზში აქვს ალერგიული ან სხვა სახის რეაქცია ამ მედიკამენტის, კორტიკოსტეროიდის შემცველი ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ან ამ მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის გამოყენების შემდეგ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან სიწითლე, სახის ან ტუჩების შეშუპება, ან ქოშინი;

თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი სოკოვანი ინფექცია (მაგალითად, კანდიდოზი);

თუ პაციენტს ახლახან ჩაუტარდა ან უახლოეს პერიოდში უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერი ვაქცინაცია.

ამ მედიკამენტის ინექცია დაუშვებელია:

ზურგის ტვინში (ინტრათეკალურად) [გარდა ქიმიოთერაპიის გარკვეული სქემების ნაწილისა] ან ეპიდურულად. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ინტრათეკალური შეყვანისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან ხანგრძლივი გამოყენება გავლენას ახდენს მათ ზრდასა და განვითარებაზე და შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა.

თუ ჰიდროკორტიზონი გამოიყენება დღენაკლულ ჩვილში, შესაძლოა საჭირო გახდეს გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგი.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობის განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სიფრთხილის ზომები

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა. ექიმს ასევე შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის უფრო მკაცრი მონიტორინგი, დოზის შეცვლა ან სხვა მედიკამენტის დანიშვნა.

ჩუტყვავილა, ჰერპეს ზოსტერი ან თვალის ჰერპესული ინფექცია. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ჰქონდა კონტაქტი ჩუტყვავილათი ან ჰერპეს ზოსტერით დაავადებულ პირთან და თავად ეს დაავადებები ადრე არ გადაუტანია, ან არ არის დარწმუნებული, გადატანილი აქვს თუ არა ისინი;

მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). ეს მოიცავს დეპრესიას ამ მედიკამენტის მსგავსი სტეროიდული პრეპარატების გამოყენებამდე ან მათი გამოყენებისას, ან ამ დაავადებების არსებობას ოჯახურ ანამნეზში;

თუ პაციენტს აღენიშნება გუნება-განწყობის ცვალებადობა, უძილობა და პიროვნული ცვლილებები;

თუ პაციენტი იმყოფება უჩვეულო სტრესის ქვეშ;

თუ პაციენტს უვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;

კუშინგის სინდრომი (ჰორმონული დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლში კორტიზოლის მაღალი დონით);

შაქრიანი დიაბეტი (ან დიაბეტის არსებობა ოჯახურ ანამნეზში);

ეპილეფსია, კრუნჩხვები ან გულყრები;

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გლაუკომის არსებობა ოჯახურ ანამნეზში;

კატარაქტა;

მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის სხვა დარღვევების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა;

გულის პრობლემები, გულის უკმარისობის ან ინფექციების ჩათვლით;

ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);

სითხის შეკავება ორგანიზმში;

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება);

თუ პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი).

პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელსა და წელის არეში);

პერიტონიტი (ნაწლავებისა და კუჭის გარშემო არსებული თხელი გარსის, პერიტონეუმის, ანთება);

სახსრების ინფექცია;

თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;

კუნთების პრობლემები (ტკივილი ან სისუსტე), რომლებიც წარსულში განვითარდა სტეროიდული მედიკამენტების გამოყენებისას;

მიასთენია გრავისი (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების დაღლილობასა და სისუსტეს);

ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები - ძვლები, რომლებიც ადვილად ტყდება);

ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის იშვიათი სიმსივნე. თირკმელზედა ჯირკვლები მდებარეობს თირკმლების ზემოთ);

კანის აბსცესი;

კუჭის წყლული, დივერტიკულიტი (ნაწლავის კედლის ანთება) ან კუჭის ან ნაწლავების სხვა სერიოზული პრობლემები;

თრომბოფლებიტი: ვენების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია თრომბოზით (ვენებში სისხლის კოლტებით) და იწვევს ფლებიტს (გაწითლებულ, შეშუპებულ და შეხებისას მტკივნეულ ვენებს);

თავის ტვინის ტრავმული დაზიანება;

ტუბერკულოზი (TB) ან წარსულში გადატანილი ტუბერკულოზი;

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ თვალის დაავადება (ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია), რომლის დროსაც თვალის შიგნით, უკანა ნაწილში არსებული ქსოვილის სინათლისადმი მგრძნობიარე შრის (ბადურის) ქვეშ გროვდება სითხე, რაც იწვევს მხედველობის დარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის ჩამოშლა.

კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის პათოლოგიური რაოდენობით დაგროვება ზურგის ტვინის გარსზე ან მის გარეთ (ეპიდურული ლიპომატოზი).

თუ ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას პაციენტს აღენიშნება კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კრამპები და გაშეშება, საჭიროა ექიმთან სწრაფად მიმართვა. ეს შეიძლება იყოს თირეოტოქსიკური პერიოდული დამბლის სახელით ცნობილი მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (ჰიპერთირეოზის) მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰიდროკორტიზონით მკურნალობენ. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა.

გამოყენება სპორტსმენებში:

სპორტსმენები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-ტესტის დადებითი შედეგი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მედიკამენტს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰიდროკორტიზონის ან სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე:

აცეტაზოლამიდი - გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ანტიკოაგულანტები - გამოიყენება სისხლის „გასათხელებლად“, მაგალითად, აცენოკუმაროლი, ფენინდიონი და ვარფარინი;

ანტიქოლინერგული საშუალებები - მედიკამენტები, ე.წ. ნეირო-კუნთოვანი ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ქირურგიული პროცედურის დროს;

ანტიქოლინესთერაზული საშუალებები - გამოიყენება მიასთენია გრავისის (კუნთების დაავადების) სამკურნალოდ, მაგალითად, დისტიგმინი და ნეოსტიგმინი;

ანტიბიოტიკები - მაგალითად, იზონიაზიდი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტროლეანდომიცინი;

ანტიდიაბეტური საშუალებები - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ;

ანტიემეტური საშუალებები - მაგალითად, აპრეპიტანტი და ფოსაპრეპიტანტი, გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის;

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები - კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები - რიფამპინი და რიფაბუტინი - ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის (TB) სამკურნალოდ;

ანტივირუსული საშუალებები - გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ;

არომატაზის ინჰიბიტორი - ამინოგლუტეთიმიდი - გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) - ასპირინი (მაღალი დოზით) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ;

ანტიეპილეფსიური/ანტიკონვულსანტური პრეპარატები - ბარბიტურატები, კარბამაზეპინი და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

კარბენოქსოლონი - გამოიყენება გულძმარვის დროს;

ციკლოსპორინი - გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა მძიმე რევმატოიდული ართრიტი, მძიმე ფსორიაზი, ან ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ;

კალციუმის არხების ბლოკატორები – დილტიაზემი;

საგულე გლიკოზიდები - დიგოქსინი - გამოიყენება გულის უკმარისობის და/ან არარეგულარული გულისცემის დროს;

იმუნოსუპრესანტები - ტაკროლიმუსი და ციკლოფოსფამიდი - გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოცილების რეაქციის პრევენციისთვის;

ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები - პანკურონიუმი, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ქირურგიული პროცედურის დროს;

პერორალური კონტრაცეპტივები - ესტროგენების შემცველი პრეპარატები;

ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლები: კობიცისტატის შემცველი პრეპარატები;

კალიუმის დონის დამაქვეითებელი საშუალებები, მაგალითად, დიურეზული საშუალებები, ამფოტერიცინი B, ქსანთენები ან ბეტა₂-აგონისტები (მაგალითად, ასთმის სამკურნალო მედიკამენტები);

ვაქცინები - ექიმს ან ექთანს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ახლახან ჩაუტარდა ან უახლოეს პერიოდში უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერი ვაქცინაცია. ამ მედიკამენტის გამოყენებისას პაციენტს არ უნდა გაუკეთდეს „ცოცხალი“ ვაქცინებით აცრა. სხვა ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტიანი იყოს;

გრეიფრუტის წვენი.

თუ პაციენტი მედიკამენტს ან მედიკამენტებს ხანგრძლივად იღებს

თუ პაციენტი მკურნალობს შაქრიანი დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის ან სითხის შეკავების (შეშუპების) გამო, ამის შესახებ ექიმს უნდა ეცნობოს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ამ მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტების დოზის კორექცია.

ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებამდე ექიმს, სტომატოლოგს ან ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იყენებს ამ მედიკამენტს.

თუ პაციენტს სჭირდება გამოკვლევის ჩატარება ექიმთან ან საავადმყოფოში, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ექთანს ეცნობოს ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ. ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი გამოკვლევის შედეგებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ორსულად არის, ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან მას შეუძლია შეანელოს ბავშვის ზრდა. კორტიკოსტეროიდები გადიან პლავენტარულ ბარიერს, რაც დაკავშირებულია ბავშვის დაბალი წონით დაბადების რისკთან.

კატარაქტა აღინიშნა ჩვილებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ხანგრძლივად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით.

ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს, უნდა აცნობოს ექიმს, რადგან კორტიკოსტეროიდების მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება გრძელდება, ბავშვს დასჭირდება დამატებითი შემოწმებები, რათა დადასტურდეს, რომ ეს მედიკამენტი მასზე გავლენას არ ახდენს.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ კლასის მედიკამენტების გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის. რადგან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა გულყრები, ამ სიმპტომების განვითარებისას პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

ჰიდროკორტიზონი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი თითოეულ ფლაკონში შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ექიმი ამ მედიკამენტს ნიშნავს ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა სერიოზული გახდეს.

ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს ჰიდროკორტიზონის მსგავსი მედიკამენტების (სტეროიდების) გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყდეს. ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

ექიმი შემდეგ გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მედიკამენტის გამოყენება:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება ან ხმაურით სუნთქვა და სუნთქვის გაძნელება. ამ ტიპის გვერდითი მოვლენები იშვიათია, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული;

მწვავე პანკრეატიტი, მუცლის ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგში და შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, შოკი და ცნობიერების დაკარგვა;

წყლულები ან სისხლმდენი წყლულები, რომელთა სიმპტომებია მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგში და შესაძლოა დაკავშირებული იყოს სწორი ნაწლავიდან სისხლდენასთან, შავ ან სისხლიან განავალთან და/ან სისხლიან ღებინებასთან;

ინფექციები. ამ მედიკამენტს შეუძლია შენიღბოს ან შეცვალოს ზოგიერთი ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, ან შეამციროს ინფექციისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, რის გამოც მათი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება რთულდება. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტემპერატურის მომატებასა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას. ადრე გადატანილი ტუბერკულოზური ინფექციის გამწვავების სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლიანი ნახველით ხველა ან გულმკერდის ტკივილი. ამ მედიკამენტმა შეიძლება ასევე გაზარდოს მძიმე ინფექციის განვითარების ალბათობა. მან შეიძლება ასევე გაზარდოს ინფექციებისადმი მგრძნობელობა, რამაც შეიძლება შენიღბოს ან შეცვალოს ნორმალური რეაქციები კანის სინჯებზე, მაგალითად, ტუბერკულოზის სინჯზე;

ფილტვის ემბოლია (სისხლის თრომბი ფილტვში), რომლის სიმპტომებია მკერდში უეცარი, მკვეთრი ტკივილი, ქოშინი და სისხლიანი ნახველით ხველა;

ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), რომლის სიმპტომებია თავის ტკივილი ღებინებით, ენერგიის ნაკლებობა და ძილიანობა. ეს გვერდითი მოვლენა, ჩვეულებრივ, ვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;

თრომბოფლებიტი (სისხლის თრომბები, ანუ თრომბოზი ფეხის ვენაში), რომლის სიმპტომებია მტკივნეული, შეშუპებული, გაწითლებული და შეხებისას მტკივნეული ვენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას ან ისეთი სხვა უჩვეულო ეფექტის გამოვლენისას, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია. სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

სისხლი, გული და სისხლის მიმოქცევა

გულის მიერ სისხლის გადაქაჩვის პრობლემები (გულის უკმარისობა), რომლის სიმპტომებია კოჭების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება;

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), რომლის სიმპტომებია თავის ტკივილი ან გულისრევა;

ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ლეიკოციტოზი);

დაბალი არტერიული წნევა;

გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) დღენაკლულ ჩვილებში.

წყალი და მარილები ორგანიზმში

შეშუპება და მაღალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია ორგანიზმში წყლისა და მარილების შემცველობის გაზრდით;

სხეულის კიდურების, მაგალითად, კოჭების, შეშუპება;

კრუნჩხვები და სპაზმები ორგანიზმიდან კალიუმის დაკარგვის გამო. იშვიათ შემთხვევებში ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეგუბებითი უკმარისობა (როდესაც გული სისხლს სათანადოდ ვერ ტუმბავს).

საჭმლის მომნელებელი სისტემა

გულისრევა ან ღებინება;

საყლაპავის წყლულები ან კანდიდოზი (დისკომფორტი ყლაპვისას);

საჭმლის მონელების დარღვევა;

მუცლის შებერილობა;

მუცლის ტკივილი;

დიარეა.

ყურები

თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო).

თვალები

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება, რომელიც იწვევს თვალების ტკივილსა და თავის ტკივილს);

მხედველობის ნერვის შეშუპება (იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება პაპილედემა და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა);

მხედველობის ნერვის დაზიანება ან კატარაქტა (გამოიხატება მხედველობის გაუარესებით);

თვალის წინა ნაწილში არსებული გამჭვირვალე ნაწილის (რქოვანას) ან თვალის თეთრი ნაწილის (სკლერის) გათხელება;

თვალის ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების გაუარესება;

თვალის კაკლების წინ წამოწევა (ეგზოფთალმი);

მხედველობის დარღვევა, როგორიცაა ბრმა ლაქები, მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა და ფორმების დამახინჯება, რაც გამოწვეულია თვალის უკანა ნაწილის ამომფენი ქსოვილის (ბადურის) ქვეშ სითხის დაგროვებით;

მხედველობის დაბინდვა.

ზოგადი დარღვევები

დაღლილობის ან ცუდად ყოფნის შეგრძნება;

კანის რეაქციები ინექციის ადგილას.

ჰორმონები და მეტაბოლური სისტემა

ნორმალური ზრდის შენელება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, რაც შეიძლება მუდმივი იყოს;

არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არარსებობა ქალებში;

მრგვალი ან მთვარისებრი სახე (კუშინგოიდური სახე);

მადისა და წონის მომატება;

შაქრიანი დიაბეტი ან არსებული დიაბეტის გაუარესება;

ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ჰორმონის დონის დაქვეითება, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს დაბალ არტერიულ წნევასა და თავბრუსხვევას. ეს ეფექტი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს;

სისხლში შარდოვანას დონის გაზრდა;

კორტიკოსტეროიდით მკურნალობის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს გარკვეული ქიმიური ნივთიერებების (ფერმენტების), ალანინტრანსამინაზის, ასპარტატტრანსამინაზისა და ტუტე ფოსფატაზას რაოდენობა, რომლებიც ორგანიზმს მედიკამენტებისა და ორგანიზმში არსებული ნივთიერებების დაშლაში ეხმარება. ცვლილება, ჩვეულებრივ, მცირეა და ფერმენტების დონეები ნორმას უბრუნდება მედიკამენტის ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოყოფის შემდეგ. ამ შემთხვევაში პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ცვლილება გამოვლინდება სისხლის ანალიზში;

მედიკამენტის მოხსნის სინდრომი მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ცხელება, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, დაღლილობა, სახსრების ტკივილი, კანის აქერცვლა, წონის კლება და დაბალი არტერიული წნევა;

სისხლში ცხიმების, მაგალითად, ქოლესტერინის, პათოლოგიური დონე;

ორგანიზმში ცხიმების პათოლოგიური დაგროვება;

კუნთები და ძვლები

კუნთების ტკივილი;

კუნთების სისუსტე ან ატროფია;

მყიფე ძვლები (ძვლები, რომლებიც ადვილად ტყდება);

ძვლების მოტეხილობები;

ძვლებისა და სახსრების დაშლა სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, რაც იწვევს ტკივილს მენჯ-ბარძაყის მიდამოში;

კუნთის მყესების გაგლეჯა, რაც იწვევს ტკივილს და/ან შეშუპებას;

კუნთების კრუნჩხვები ან სპაზმები.

ნერვული სისტემა და გუნება-განწყობის დარღვევები

სტეროიდებმა, ამ მედიკამენტის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

ეს პრობლემები ხშირია როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში. ისინი შეიძლება განუვითარდეს ამ ტიპის მედიკამენტების მიმღები ყოველი 100 ადამიანიდან დაახლოებით 5-ს.

დეპრესიის შეგრძნება, თვითმკვლელობაზე ფიქრის ჩათვლით;

ამაღლებული გუნება-განწყობა (მანია) ან გუნება-განწყობის მონაცვლეობით ამაღლება და დაქვეითება;

შფოთვა, ძილის პრობლემები, აზროვნების გაძნელება ან დაბნეულობა და მეხსიერების დაკარგვა;

ისეთი საგნების ან მოვლენების შეგრძნება, დანახვა ან გაგონება, რომლებიც არ არსებობს. უცნაური და შემაშინებელი აზრები, ქცევის შეცვლა ან მარტოობის შეგრძნება. ამ პრობლემებიდან რომელიმეს განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ნერვული სისტემის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

გულყრებს (კრუნჩხვით შეტევებს), თავბრუსხვევას, ძილიანობას, სუნთქვის გაძნელებას, გაღიზიანებადობას, სიცივის, სიცხის ან დაბუჟების შეგრძნებას, ყურებში ხმაურს ან ცნობიერების დაკარგვას;

თავის ტკივილს;

ზურგის ტკივილს, ფეხებში ძალის ან მგრძნობელობის დაქვეითებას და/ან წონასწორობის დაკარგვას, რაც გამოწვეულია ხერხემლის არხში ცხიმის დაგროვებით (ეპიდურული ლიპომატოზი).

კანი

აბსცესი, განსაკუთრებით ინექციის ადგილებთან ახლოს;

აკნე;

ჭრილობების ცუდი შეხორცება;

კანის გათხელება სტრიებით;

სტრიები (კანის გაჭიმვის ხაზები);

სისხლჩაქცევები;

მცირე იისფერი/წითელი ლაქები კანზე;

ღია ან მუქი ლაქები კანზე, ან უჩვეულო შეფერილობის ლაქების მომრავლება;

სხეულსა და სახეზე თმის ჭარბი ზრდა;

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

გაძლიერებული ოფლიანობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.notificaRAM.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 133,7 მგ ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატს (რაც შეესაბამება 100 მგ ჰიდროკორტიზონს).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ფოსფატი, უწყლო მონონატრიუმის ფოსფატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო წყალს.

გამხსნელი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ეს მედიკამენტი წარმოდგენილია ფლაკონებით, რომლებიც შეიცავს სტერილურ თეთრ ან მოთეთრო ფერის ლიოფილიზებულ ფხვნილს, და ამპულებით, რომლებიც შეიცავს 2 მლ საინექციო წყალს.

ლიოფილიზებული ფხვნილი წარმოდგენილია I ტიპის უფერო მინის 2 მლ-იან ფლაკონებში, ხოლო გამხსნელი - I ტიპის უფერო მინის 2 მლ-იან ამპულებში.

მედიკამენტი ხელმისაწვდომია ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 50 ფლაკონსა და გამხსნელის 50 ამპულას, ან შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 ფლაკონსა და გამხსნელის 1 ამპულას.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760

Tres Cantos

Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760

ტრეს კანტოსი

მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია:

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის

დამატებითი ინფორმაციისთვის საჭიროა პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების (SmPC) გაცნობა.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

ხსნარი აღდგენისა და განზავების შემდეგ:

ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 4 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.

თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენების პერიოდში შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი კონტეინერებისა და მედიკამენტების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ჰიდროკორტიზონი ნორმონი 100 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ჰიდროკორტიზონი (ნატრიუმის სუქცინატის სახით)

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა;

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ჰიდროკორტიზონი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენებამდე

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ჰიდროკორტიზონი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ალოპურინოლი ნორმონი და მისი გამოყენება

ჰიდროკორტიზონი ნორმონი შეიცავს ჰიდროკორტიზონს ნატრიუმის სუქცინატის სახით. ჰიდროკორტიზონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. კორტიკოსტეროიდებს ანუ სტეროიდებს. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში და მნიშვნელოვანია ორგანიზმის მრავალი ფუნქციისათვის.

ექსტრა კორტიკოსტეროიდის, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი, გამოყენება ეფექტური გზაა სხვადასხვა დაავადების, რომელიც მოიცავს ანთებას ორგანიზმში, სამკურნალოდ. ჰიდროკორტიზონი ამცირებს ანთებას, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევდა პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას. მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად პაციენტმა ეს მედიკამენტი უნდა მიიღოს რეგულარულად.

კორტიკოსტეროიდები ასევე გამოიყენება შოკის სამკურნალოდ ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების, ჰიპერმგრძნობელობითი (ანფილქსიური) რეაქციები ან სვხა სტრესული მდგომარეობების შემდეგ. ეს მოიცავს ანთებით ან ალერგიულ მდგომარეობებს, რომლებიც აზიანებენ:

ნაწლავებს, როგორიცაა კრონის დაავადება (ნაწლავების ანთება) ან წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება);

ფილტვებს, როგორიცაა ბრონქული ასთმა ან ანთება გამოწვეული ნაღბინების მასის ან კუჭის შიგთავსის ასპირაციით;

კანს, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აუტოიმუნური დარღვევა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა იწვევს კანზე ბლისტერებს და კანის აქერცვლას) ან სისტემური წითელი მგლურა (ლუპუსი).

ეს მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების გარდა სხვა შემთხვევებშიც, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა ან სხვა სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა მათთან დაკავშირებული შოკის მკურნალობა.

ორგანოს ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის ან ისეთი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა, როგორიცაა ჰიპოთირეოიდული კომა, ნეკროზული ვასკულიტი და რევმატოიდული ართრიტი.

თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, მისი მდგომარეობა უარესდება ან მისთვის გაურკვეველია, რატომ დაენიშნა ეს მედიკამენტი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენებამდე

დაუშვებელია ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენება

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ანამნეზში აქვს ალერგიული ან სხვა სახის რეაქცია ამ მედიკამენტის, კორტიკოსტეროიდის შემცველი ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ან ამ მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის გამოყენების შემდეგ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი ან სიწითლე, სახის ან ტუჩების შეშუპება, ან ქოშინი;

თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი სოკოვანი ინფექცია (მაგალითად, კანდიდოზი);

თუ პაციენტს ახლახან ჩაუტარდა ან უახლოეს პერიოდში უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერი ვაქცინაცია.

ამ მედიკამენტის ინექცია დაუშვებელია:

ზურგის ტვინში (ინტრათეკალურად) [გარდა ქიმიოთერაპიის გარკვეული სქემების ნაწილისა] ან ეპიდურულად. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ინტრათეკალური შეყვანისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან ხანგრძლივი გამოყენება გავლენას ახდენს მათ ზრდასა და განვითარებაზე და შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა.

თუ ჰიდროკორტიზონი გამოიყენება დღენაკლულ ჩვილში, შესაძლოა საჭირო გახდეს გულის ფუნქციისა და სტრუქტურის მონიტორინგი.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობის განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა. ექიმს ასევე შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის უფრო მკაცრი მონიტორინგი, დოზის შეცვლა ან სხვა მედიკამენტის დანიშვნა.

ჩუტყვავილა, ჰერპეს ზოსტერი ან თვალის ჰერპესული ინფექცია. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ჰქონდა კონტაქტი ჩუტყვავილათი ან ჰერპეს ზოსტერით დაავადებულ პირთან და თავად ეს დაავადებები ადრე არ გადაუტანია, ან არ არის დარწმუნებული, გადატანილი აქვს თუ არა ისინი;

მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). ეს მოიცავს დეპრესიას ამ მედიკამენტის მსგავსი სტეროიდული პრეპარატების გამოყენებამდე ან მათი გამოყენებისას, ან ამ დაავადებების არსებობას ოჯახურ ანამნეზში;

თუ პაციენტს აღენიშნება გუნება-განწყობის ცვალებადობა, უძილობა და პიროვნული ცვლილებები;

თუ პაციენტი იმყოფება უჩვეულო სტრესის ქვეშ;

თუ პაციენტს უვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;

კუშინგის სინდრომი (ჰორმონული დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სისხლში კორტიზოლის მაღალი დონით);

შაქრიანი დიაბეტი (ან დიაბეტის არსებობა ოჯახურ ანამნეზში);

ეპილეფსია, კრუნჩხვები ან გულყრები;

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გლაუკომის არსებობა ოჯახურ ანამნეზში;

კატარაქტა;

მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის სხვა დარღვევების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა;

გულის პრობლემები, გულის უკმარისობის ან ინფექციების ჩათვლით;

ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);

სითხის შეკავება ორგანიზმში;

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება);

თუ პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი).

პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელსა და წელის არეში);

პერიტონიტი (ნაწლავებისა და კუჭის გარშემო არსებული თხელი გარსის, პერიტონეუმის, ანთება);

სახსრების ინფექცია;

თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;

კუნთების პრობლემები (ტკივილი ან სისუსტე), რომლებიც წარსულში განვითარდა სტეროიდული მედიკამენტების გამოყენებისას;

მიასთენია გრავისი (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების დაღლილობასა და სისუსტეს);

ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები - ძვლები, რომლებიც ადვილად ტყდება);

ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის იშვიათი სიმსივნე. თირკმელზედა ჯირკვლები მდებარეობს თირკმლების ზემოთ);

კანის აბსცესი;

კუჭის წყლული, დივერტიკულიტი (ნაწლავის კედლის ანთება) ან კუჭის ან ნაწლავების სხვა სერიოზული პრობლემები;

თრომბოფლებიტი: ვენების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია თრომბოზით (ვენებში სისხლის კოლტებით) და იწვევს ფლებიტს (გაწითლებულ, შეშუპებულ და შეხებისას მტკივნეულ ვენებს);

თავის ტვინის ტრავმული დაზიანება;

ტუბერკულოზი (TB) ან წარსულში გადატანილი ტუბერკულოზი;

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ თვალის დაავადება (ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია), რომლის დროსაც თვალის შიგნით, უკანა ნაწილში არსებული ქსოვილის სინათლისადმი მგრძნობიარე შრის (ბადურის) ქვეშ გროვდება სითხე, რაც იწვევს მხედველობის დარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის ჩამოშლა.

კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის პათოლოგიური რაოდენობით დაგროვება ზურგის ტვინის გარსზე ან მის გარეთ (ეპიდურული ლიპომატოზი).

თუ ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას პაციენტს აღენიშნება კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კრამპები და გაშეშება, საჭიროა ექიმთან სწრაფად მიმართვა. ეს შეიძლება იყოს თირეოტოქსიკური პერიოდული დამბლის სახელით ცნობილი მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (ჰიპერთირეოზის) მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰიდროკორტიზონით მკურნალობენ. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა.

გამოყენება სპორტსმენებში:

სპორტსმენები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-ტესტის დადებითი შედეგი.

სხვა მედიკამენტები და ჰიდროკორტიზონი ნორმონი

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მედიკამენტს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰიდროკორტიზონის ან სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე:

აცეტაზოლამიდი - გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ანტიკოაგულანტები - გამოიყენება სისხლის „გასათხელებლად“, მაგალითად, აცენოკუმაროლი, ფენინდიონი და ვარფარინი;

ანტიქოლინერგული საშუალებები - მედიკამენტები, ე.წ. ნეირო-კუნთოვანი ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ქირურგიული პროცედურის დროს;

ანტიქოლინესთერაზული საშუალებები - გამოიყენება მიასთენია გრავისის (კუნთების დაავადების) სამკურნალოდ, მაგალითად, დისტიგმინი და ნეოსტიგმინი;

ანტიბიოტიკები - მაგალითად, იზონიაზიდი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტროლეანდომიცინი;

ანტიდიაბეტური საშუალებები - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ;

ანტიემეტური საშუალებები - მაგალითად, აპრეპიტანტი და ფოსაპრეპიტანტი, გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის;

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები - კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი;

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები - რიფამპინი და რიფაბუტინი - ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის (TB) სამკურნალოდ;

ანტივირუსული საშუალებები - გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ;

არომატაზის ინჰიბიტორი - ამინოგლუტეთიმიდი - გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) - ასპირინი (მაღალი დოზით) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ;

ანტიეპილეფსიური/ანტიკონვულსანტური პრეპარატები - ბარბიტურატები, კარბამაზეპინი და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

კარბენოქსოლონი - გამოიყენება გულძმარვის დროს;

ციკლოსპორინი - გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა მძიმე რევმატოიდული ართრიტი, მძიმე ფსორიაზი, ან ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ;

კალციუმის არხების ბლოკატორები – დილტიაზემი;

საგულე გლიკოზიდები - დიგოქსინი - გამოიყენება გულის უკმარისობის და/ან არარეგულარული გულისცემის დროს;

იმუნოსუპრესანტები - ტაკროლიმუსი და ციკლოფოსფამიდი - გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოცილების რეაქციის პრევენციისთვის;

ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები - პანკურონიუმი, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ქირურგიული პროცედურის დროს;

პერორალური კონტრაცეპტივები - ესტროგენების შემცველი პრეპარატები;

ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლები: კობიცისტატის შემცველი პრეპარატები;

კალიუმის დონის დამაქვეითებელი საშუალებები, მაგალითად, დიურეზული საშუალებები, ამფოტერიცინი B, ქსანთენები ან ბეტა₂-აგონისტები (მაგალითად, ასთმის სამკურნალო მედიკამენტები);

ვაქცინები - ექიმს ან ექთანს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ახლახან ჩაუტარდა ან უახლოეს პერიოდში უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერი ვაქცინაცია. ამ მედიკამენტის გამოყენებისას პაციენტს არ უნდა გაუკეთდეს „ცოცხალი“ ვაქცინებით აცრა. სხვა ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტიანი იყოს;

გრეიფრუტის წვენი.

თუ პაციენტი მედიკამენტს ან მედიკამენტებს ხანგრძლივად იღებს

თუ პაციენტი მკურნალობს შაქრიანი დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის ან სითხის შეკავების (შეშუპების) გამო, ამის შესახებ ექიმს უნდა ეცნობოს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ამ მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტების დოზის კორექცია.

ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებამდე ექიმს, სტომატოლოგს ან ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იყენებს ამ მედიკამენტს.

თუ პაციენტს სჭირდება გამოკვლევის ჩატარება ექიმთან ან საავადმყოფოში, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ექთანს ეცნობოს ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ. ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი გამოკვლევის შედეგებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ პაციენტი ორსულად არის, ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან მას შეუძლია შეანელოს ბავშვის ზრდა. კორტიკოსტეროიდები გადიან პლავენტარულ ბარიერს, რაც დაკავშირებულია ბავშვის დაბალი წონით დაბადების რისკთან.

კატარაქტა აღინიშნა ჩვილებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ხანგრძლივად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით.

ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს, უნდა აცნობოს ექიმს, რადგან კორტიკოსტეროიდების მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება გრძელდება, ბავშვს დასჭირდება დამატებითი შემოწმებები, რათა დადასტურდეს, რომ ეს მედიკამენტი მასზე გავლენას არ ახდენს.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ამ კლასის მედიკამენტების გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის. რადგან კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა გულყრები, ამ სიმპტომების განვითარებისას პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

ჰიდროკორტიზონი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი თითოეულ ფლაკონში შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა იქნეს გამოყენებული ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან ხელახლა კონსულტაცია.

ინფორმაცია დოზირების შესახებ

ექიმი განსაზღვრავს ინექციის ადგილს, მედიკამენტის რაოდენობასა და ინექციების რაოდენობას სამედიცინო მდგომარეობისა და მისი სიმძიმის მიხედვით. სიმპტომების ეფექტიანად შესამსუბუქებლად ექიმი პაციენტს შეუყვანს უმცირეს დოზას უმოკლესი შესაძლო პერიოდის განმავლობაში. მარილების დონის დაბალანსების მიზნით ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს სხვა ტიპის სტეროიდის ან მარილის დანამატის მიღება.

ზრდასრულები

ეს მედიკამენტი კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ ინექციის სახით, ვენაში (ინტრავენურად) ან კუნთში (ინტრამუსკულარულად). ჩვეულებრივ, პირველი დოზა კეთდება ვენაში, განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევაში.

მედიკამენტი კეთდება ნელა, 1-10 წუთის განმავლობაში. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, განმეორებითი დოზის ინექცია შეიძლება მოხდეს 2-6-საათიანი ინტერვალებით. მაღალი დოზები, ჩვეულებრივ, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში.

მედიკამენტი თავდაპირველად იხსნება საინექციო სტერილურ წყალში. თუ მედიკამენტი უნდა გაკეთდეს ინფუზიის სახით (ტუმბოს ან წვეთოვანი სისტემის გამოყენებით), მას შემდეგ დამატებით ურევენ სხვა შესაბამის სითხეს. დაუშვებელია მასთან ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შერევა.

ხანდაზმული პაციენტები

მკურნალობა, ჩვეულებრივ, ისეთივეა, როგორიც შედარებით ახალგაზრდა ზრდასრულებში. თუმცა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს პაციენტის უფრო რეგულარული შემოწმება, რათა შეაფასოს მისი მდგომარეობა ამ მედიკამენტით მკურნალობისას.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ბავშვების ზრდაზე, ამიტომ ექიმი დანიშნავს უმცირეს დოზას (არ უნდა იყოს დღეში 25 მგ-ზე ნაკლები).

ჰიდროკორტიზონი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მას გაუკეთდა ამ მედიკამენტის ზედმეტი რაოდენობის ინექცია, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ჰიდროკორტიზონი ნორმონის დოზის მიღების დავიწყებისას

რადგან ეს მედიკამენტი კეთდება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, დოზის გამოტოვება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ფიქრობს, რომ მას დოზა არ გაუკეთდა.

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოყენების შეწყვეტისას

ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, თუ პაციენტი:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა ეს მედიკამენტი;

იღებდა კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს, როგორიცაა ეს მედიკამენტი;

გასული წლის განმავლობაში უკვე ჩატარებული აქვს კორტიკოსტეროიდების ტაბლეტების ან ინექციების კურსი;

ამ მკურნალობის დაწყებამდე უკვე ჰქონდა თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემები (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა).

მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ამ მედიკამენტის გამოყენება თანდათანობით უნდა შეწყდეს. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ქავილს, ცხელებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სურდოს, თვალებში წებოვანი გამონადენის დაგროვებას, ოფლიანობასა და წონის კლებას.

თუ ამ მედიკამენტის დოზის შემცირებისას პაციენტის სიმპტომები კვლავ ვლინდება ან მძიმდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ფსიქიკური პრობლემები ამ მედიკამენტის გამოყენებისას

ამ მედიკამენტის მსგავსი სტეროიდების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (იხ. ასევე მე-4 პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

ეს დაავადებები შეიძლება იყოს სერიოზული;

ჩვეულებრივ, ისინი იწყება მედიკამენტის გამოყენებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში;

მათი განვითარების ალბათობა უფრო მაღალია მაღალი დოზების გამოყენებისას;

ამ პრობლემების უმრავლესობა ქრება დოზის შემცირების ან მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, თუ პრობლემები განვითარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი მკურნალობა.

თუ პაციენტს (ან ამ მედიკამენტის მომხმარებელ სხვა პირს) აღენიშნება ფსიქიკური პრობლემების ნებისმიერი ნიშანი, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტს აქვს დეპრესია ან შესაძლოა ფიქრობდეს თვითმკვლელობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქიკური პრობლემები განვითარდა დოზის შემცირებისას ან მკურნალობის შეწყვეტისას.

ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ექიმი ამ მედიკამენტს ნიშნავს ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა სერიოზული გახდეს.

ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს ჰიდროკორტიზონის მსგავსი მედიკამენტების (სტეროიდების) გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყდეს. ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

ექიმი შემდეგ გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მედიკამენტის გამოყენება:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება ან ხმაურით სუნთქვა და სუნთქვის გაძნელება. ამ ტიპის გვერდითი მოვლენები იშვიათია, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული;

მწვავე პანკრეატიტი, მუცლის ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგში და შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, შოკი და ცნობიერების დაკარგვა;

წყლულები ან სისხლმდენი წყლულები, რომელთა სიმპტომებია მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგში და შესაძლოა დაკავშირებული იყოს სწორი ნაწლავიდან სისხლდენასთან, შავ ან სისხლიან განავალთან და/ან სისხლიან ღებინებასთან;

ინფექციები. ამ მედიკამენტს შეუძლია შენიღბოს ან შეცვალოს ზოგიერთი ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, ან შეამციროს ინფექციისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, რის გამოც მათი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება რთულდება. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტემპერატურის მომატებასა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას. ადრე გადატანილი ტუბერკულოზური ინფექციის გამწვავების სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლიანი ნახველით ხველა ან გულმკერდის ტკივილი. ამ მედიკამენტმა შეიძლება ასევე გაზარდოს მძიმე ინფექციის განვითარების ალბათობა. მან შეიძლება ასევე გაზარდოს ინფექციებისადმი მგრძნობელობა, რამაც შეიძლება შენიღბოს ან შეცვალოს ნორმალური რეაქციები კანის სინჯებზე, მაგალითად, ტუბერკულოზის სინჯზე;

ფილტვის ემბოლია (სისხლის თრომბი ფილტვში), რომლის სიმპტომებია მკერდში უეცარი, მკვეთრი ტკივილი, ქოშინი და სისხლიანი ნახველით ხველა;

ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), რომლის სიმპტომებია თავის ტკივილი ღებინებით, ენერგიის ნაკლებობა და ძილიანობა. ეს გვერდითი მოვლენა, ჩვეულებრივ, ვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;

თრომბოფლებიტი (სისხლის თრომბები, ანუ თრომბოზი ფეხის ვენაში), რომლის სიმპტომებია მტკივნეული, შეშუპებული, გაწითლებული და შეხებისას მტკივნეული ვენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას ან ისეთი სხვა უჩვეულო ეფექტის გამოვლენისას, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია. სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

სისხლი, გული და სისხლის მიმოქცევა

გულის მიერ სისხლის გადაქაჩვის პრობლემები (გულის უკმარისობა), რომლის სიმპტომებია კოჭების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება;

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), რომლის სიმპტომებია თავის ტკივილი ან გულისრევა;

ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ლეიკოციტოზი);

დაბალი არტერიული წნევა;

გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) დღენაკლულ ჩვილებში.

წყალი და მარილები ორგანიზმში

შეშუპება და მაღალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია ორგანიზმში წყლისა და მარილების შემცველობის გაზრდით;

სხეულის კიდურების, მაგალითად, კოჭების, შეშუპება;

კრუნჩხვები და სპაზმები ორგანიზმიდან კალიუმის დაკარგვის გამო. იშვიათ შემთხვევებში ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეგუბებითი უკმარისობა (როდესაც გული სისხლს სათანადოდ ვერ ტუმბავს).

საჭმლის მომნელებელი სისტემა

გულისრევა ან ღებინება;

საყლაპავის წყლულები ან კანდიდოზი (დისკომფორტი ყლაპვისას);

საჭმლის მონელების დარღვევა;

მუცლის შებერილობა;

მუცლის ტკივილი;

დიარეა.

ყურები

თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო).

თვალები

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება, რომელიც იწვევს თვალების ტკივილსა და თავის ტკივილს);

მხედველობის ნერვის შეშუპება (იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება პაპილედემა და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა);

მხედველობის ნერვის დაზიანება ან კატარაქტა (გამოიხატება მხედველობის გაუარესებით);

თვალის წინა ნაწილში არსებული გამჭვირვალე ნაწილის (რქოვანას) ან თვალის თეთრი ნაწილის (სკლერის) გათხელება;

თვალის ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების გაუარესება;

თვალის კაკლების წინ წამოწევა (ეგზოფთალმი);

მხედველობის დარღვევა, როგორიცაა ბრმა ლაქები, მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა და ფორმების დამახინჯება, რაც გამოწვეულია თვალის უკანა ნაწილის ამომფენი ქსოვილის (ბადურის) ქვეშ სითხის დაგროვებით;

მხედველობის დაბინდვა.

ზოგადი დარღვევები

დაღლილობის ან ცუდად ყოფნის შეგრძნება;

კანის რეაქციები ინექციის ადგილას.

ჰორმონები და მეტაბოლური სისტემა

ნორმალური ზრდის შენელება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, რაც შეიძლება მუდმივი იყოს;

არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არარსებობა ქალებში;

მრგვალი ან მთვარისებრი სახე (კუშინგოიდური სახე);

მადისა და წონის მომატება;

შაქრიანი დიაბეტი ან არსებული დიაბეტის გაუარესება;

ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ჰორმონის დონის დაქვეითება, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს დაბალ არტერიულ წნევასა და თავბრუსხვევას. ეს ეფექტი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს;

სისხლში შარდოვანას დონის გაზრდა;

კორტიკოსტეროიდით მკურნალობის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს გარკვეული ქიმიური ნივთიერებების (ფერმენტების), ალანინტრანსამინაზის, ასპარტატტრანსამინაზისა და ტუტე ფოსფატაზას რაოდენობა, რომლებიც ორგანიზმს მედიკამენტებისა და ორგანიზმში არსებული ნივთიერებების დაშლაში ეხმარება. ცვლილება, ჩვეულებრივ, მცირეა და ფერმენტების დონეები ნორმას უბრუნდება მედიკამენტის ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოყოფის შემდეგ. ამ შემთხვევაში პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ცვლილება გამოვლინდება სისხლის ანალიზში;

მედიკამენტის მოხსნის სინდრომი მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ცხელება, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, დაღლილობა, სახსრების ტკივილი, კანის აქერცვლა, წონის კლება და დაბალი არტერიული წნევა;

სისხლში ცხიმების, მაგალითად, ქოლესტერინის, პათოლოგიური დონე;

ორგანიზმში ცხიმების პათოლოგიური დაგროვება;

კუნთები და ძვლები

კუნთების ტკივილი;

კუნთების სისუსტე ან ატროფია;

მყიფე ძვლები (ძვლები, რომლებიც ადვილად ტყდება);

ძვლების მოტეხილობები;

ძვლებისა და სახსრების დაშლა სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, რაც იწვევს ტკივილს მენჯ-ბარძაყის მიდამოში;

კუნთის მყესების გაგლეჯა, რაც იწვევს ტკივილს და/ან შეშუპებას;

კუნთების კრუნჩხვები ან სპაზმები.

ნერვული სისტემა და გუნება-განწყობის დარღვევები

სტეროიდებმა, ამ მედიკამენტის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

ეს პრობლემები ხშირია როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში. ისინი შეიძლება განუვითარდეს ამ ტიპის მედიკამენტების მიმღები ყოველი 100 ადამიანიდან დაახლოებით 5-ს.

დეპრესიის შეგრძნება, თვითმკვლელობაზე ფიქრის ჩათვლით;

ამაღლებული გუნება-განწყობა (მანია) ან გუნება-განწყობის მონაცვლეობით ამაღლება და დაქვეითება;

შფოთვა, ძილის პრობლემები, აზროვნების გაძნელება ან დაბნეულობა და მეხსიერების დაკარგვა;

ისეთი საგნების ან მოვლენების შეგრძნება, დანახვა ან გაგონება, რომლებიც არ არსებობს. უცნაური და შემაშინებელი აზრები, ქცევის შეცვლა ან მარტოობის შეგრძნება. ამ პრობლემებიდან რომელიმეს განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ნერვული სისტემის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

გულყრებს (კრუნჩხვით შეტევებს), თავბრუსხვევას, ძილიანობას, სუნთქვის გაძნელებას, გაღიზიანებადობას, სიცივის, სიცხის ან დაბუჟების შეგრძნებას, ყურებში ხმაურს ან ცნობიერების დაკარგვას;

თავის ტკივილს;

ზურგის ტკივილს, ფეხებში ძალის ან მგრძნობელობის დაქვეითებას და/ან წონასწორობის დაკარგვას, რაც გამოწვეულია ხერხემლის არხში ცხიმის დაგროვებით (ეპიდურული ლიპომატოზი).

კანი

აბსცესი, განსაკუთრებით ინექციის ადგილებთან ახლოს;

აკნე;

ჭრილობების ცუდი შეხორცება;

კანის გათხელება სტრიებით;

სტრიები (კანის გაჭიმვის ხაზები);

სისხლჩაქცევები;

მცირე იისფერი/წითელი ლაქები კანზე;

ღია ან მუქი ლაქები კანზე, ან უჩვეულო შეფერილობის ლაქების მომრავლება;

სხეულსა და სახეზე თმის ჭარბი ზრდა;

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

გაძლიერებული ოფლიანობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.notificaRAM.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჰიდროკორტიზონი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

ხსნარი აღდგენისა და განზავების შემდეგ:

ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 4 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.

თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენების პერიოდში შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი კონტეინერებისა და მედიკამენტების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰიდროკორტიზონი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 133,7 მგ ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატს (რაც შეესაბამება 100 მგ ჰიდროკორტიზონს).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ფოსფატი, უწყლო მონონატრიუმის ფოსფატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო წყალს.

გამხსნელი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

ჰიდროკორტიზონი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ეს მედიკამენტი წარმოდგენილია ფლაკონებით, რომლებიც შეიცავს სტერილურ თეთრ ან მოთეთრო ფერის ლიოფილიზებულ ფხვნილს, და ამპულებით, რომლებიც შეიცავს 2 მლ საინექციო წყალს.

ლიოფილიზებული ფხვნილი წარმოდგენილია I ტიპის უფერო მინის 2 მლ-იან ფლაკონებში, ხოლო გამხსნელი - I ტიპის უფერო მინის 2 მლ-იან ამპულებში.

მედიკამენტი ხელმისაწვდომია ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 50 ფლაკონსა და გამხსნელის 50 ამპულას, ან შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 ფლაკონსა და გამხსნელის 1 ამპულას.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760

Tres Cantos

Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760

ტრეს კანტოსი

მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია:

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის

დამატებითი ინფორმაციისთვის საჭიროა პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების (SmPC) გაცნობა.

დოზირება და გამოყენების მეთოდი

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება გაკეთდეს ინტრავენური ინექციის, ინტრავენური ინფუზიის ან ინტრამუსკულარული ინექციის სახით. გადაუდებელ შემთხვევაში საწყისი გამოყენებისთვის უპირატესი მეთოდია ინტრავენური ინექცია. საწყისი გადაუდებელი პერიოდის შემდეგ განხილულ უნდა იქნეს უფრო ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ან პერორალური პრეპარატის გამოყენება.

დოზა, ჩვეულებრივ, მერყეობს 100 მგ-დან 500 მგ-მდე, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, და კეთდება ინტრავენური ინექციით 1-10 წუთის განმავლობაში. ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 2, 4 ან 6-საათიანი ინტერვალებით პაციენტის პასუხისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

დოზირების მოთხოვნები ცვალებადია და უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად სამკურნალო დაავადების, მისი სიმძიმისა და მკურნალობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მკურნალობის მიმართ პაციენტის პასუხის საფუძველზე. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში რისკისა და სარგებლის შეფასება მუდმივად უნდა ხდებოდეს.

სათანადო შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს პრეპარატის საწყისი დოზის თანდათანობით შემცირებით შესაბამისი დროის ინტერვალებში, სანამ მიღწეული არ იქნება უმცირესი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური კლინიკური პასუხის შენარჩუნებას.

ზოგადად, კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე, ჩვეულებრივ, არაუმეტეს 48-72 საათისა. თუ ჰიდროკორტიზონის მაღალი დოზებით მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია 72 საათზე მეტხანს, შეიძლება განვითარდეს ჰიპერნატრიემია. ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ამ სამკურნალო პროდუქტის ჩანაცვლება სხვა კორტიკოსტეროიდით, მაგალითად, მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატით, რადგან ამ შემთხვევაში ნატრიუმის შეკავება უმნიშვნელოა ან არ აღინიშნება.

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით და არა უეცრად (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლესი შესაძლო პერიოდის განმავლობაში (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა წარმოადგენს სტანდარტული მკურნალობის დამატებას და არ ანაცვლებს მას.

ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ეფექტი შესაძლოა გაძლიერდეს (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4) და შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტები: ჰიდროკორტიზონი ძირითადად გამოიყენება მწვავე, ხანმოკლე მდგომარეობების დროს. მითითებების შესაბამისად გამოყენებისას არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ხანდაზმულებში დოზის შეცვლის აუცილებლობაზე. თუმცა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ასაკობრივ ჯგუფში კორტიკოსტეროიდების ხშირი გვერდითი მოვლენების უფრო სერიოზული შედეგები; ამასთანავე, საჭიროა მკაცრი კლინიკური მეთვალყურეობა (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

პედიატრიული პოპულაცია: მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებსა და ბავშვებში დოზა შეიძლება შემცირდეს, იგი უფრო მეტად განისაზღვრება მდგომარეობის სიმძიმითა და პაციენტის პასუხით, ვიდრე ასაკით ან სხეულის წონით, თუმცა არ უნდა იყოს დღეში 25 მგ-ზე ნაკლები (იხ. SmPC-ის პარაგრაფი 4.4).

ეს სამკურნალო პროდუქტი არ არის რეკომენდებული ინტრათეკალური გამოყენებისთვის.

გამოყენების მეთოდი

ხსნარების მომზადება:

ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციისთვის ხსნარი უნდა მომზადდეს ასეპტიკურად: ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველ ფლაკონს უნდა დაემატოს არაუმეტეს 2 მლ საინექციო სტერილური წყალი, შეინჯღრეს და ამოღებული იქნეს გამოსაყენებელი რაოდენობა.

აღდგენილი ხსნარი იზოტონურია ან თითქმის იზოტონური.

ინტრავენური ინფუზიისთვის თავდაპირველად უნდა მომზადდეს ხსნარი ფლაკონში არაუმეტეს 2 მლ საინექციო სტერილური წყლის დამატებით. შემდეგ ეს ხსნარი შეიძლება დაემატოს წყალში დექსტროზის 5%-იანი ხსნარის 100-1000 მლ-ს (მაგრამ არანაკლებ 100 მლ-ს) (ან იზოტონურ მარილიან ხსნარს, თუ პაციენტს ნატრიუმის მიღება შეზღუდული არ აქვს).

დაუშვებელია ამ სამკურნალო პროდუქტის შერევა სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, გარდა SmPC-ის პარაგრაფში 6.6 მითითებული პროდუქტებისა.

აღდგენის შემდეგ ხსნარის pH მერყეობს 7.0-დან 8.0-მდე.

პარენტერალური სამკურნალო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების არსებობაზე. აღდგენილი ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხილული ნაწილაკების გარეშე.

განადგურება:

ნებისმიერი გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა