გენკორტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი. ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტის სახით, რომლის ერთ მხარეს არის ნაჭდევი, მეორე მხარე კი სადაა. თითოეულ კოლოფში წარმოდგენილია 6 პვქ/ალ ბლისტერი, სულ - 60 ტაბლეტი. გენკორტი შეიცავს 10 მგ ჰიდროკორტიზონს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროკორტიზონი (hydrocortisone)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №60
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0094
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
გენკორტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გენკორტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი. ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტის სახით, რომლის ერთ მხარეს არის ნაჭდევი, მეორე მხარე კი სადაა. თითოეულ კოლოფში წარმოდგენილია 6 პვქ/ალ ბლისტერი, სულ - 60 ტაბლეტი.
გენკორტი შეიცავს 10 მგ ჰიდროკორტიზონს. ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. ჰორმონი ჰიდროკორტიზონი ცნობილია, როგორც გლუკოკორტიკოიდი (სტეროიდები). გენკორტი წარმოადგენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ჰიდროკორტიზონის სინთეზურ ვერსიას.
ჰიდროკორტიზონი გამოიყენება ორგანიზმში მრავალი ფუნქციის დასარეგულირებლად და შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციონირების შედეგად ორგანიზმში ჰიდროკორტიზონის დეფიციტის შესავსებად (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა), როგორც მონო-, ისე მინერალოკორტიკოიდული ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობის სახით.
თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთებითი პროცესები;
კიბოსთან ასოცირებული ჰიპერკალცემია;
რევმატული დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მათი გამწვავების და პროგრესირების დროს: ფსორიაზთან ასოცირებული ართრიტი, სახსრების ტკივილით და დეფორმაციით მიმდინარე დაავადება (რევმატოიდული ართრიტი), მტკივნეული პროგრესირებადი რევმატოიდული დაავადება, რომელსაც ახლავს ხერხემლის სახსრების რიგიდობა (მაანკილოზებელი სპონდილიტი), სახსრების ჩანთის მწვავე ანთება, კუნთის მყესის გარსის ანთება, პოდაგრით გამოწვეული სახსრების ანთება, კალციფიკაცია, სახსარშიდა სითხის ანთებითი პროცესი კალციფიკაციით (სინოვიტი), სახსრის ცალკეული სტრუქტურული ანთება (ეპიკონდილიტი).
კანის დაზიანებით მანიფესტირებული დაავადება (სისტემური წითელი მგლურა);
შეშუპებით და კუნთების სისუსტით მანიფესტირებული კანის და კუნთების ანთება (სისტემური დერმომიოზიტი);
გულის ანთებითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია რევმატიზმით (მწვავე რევმატოიდული კარდიტი);
კანის ისეთი ანთებითი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა: კანის ანთებითი დაავადება (პემფიგუსი), კანის ანთებითი პროცესი, რომლის დროსაც ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები, რაც ასოცირებულია გლუტეინისადმი მგრძნობელობის მომატებასთან (ბულოზური ჰერპესიფორმული დერმატიტი), სისხლჩაქცევები კანზე და თვალების გარშემო, ანთებითი პროცესი,რ ომელიც მიმდინარეობს სიწითლით და შეშუპებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ექსფოლიაციით მიმდინარე ანთებითი პროცესები (ექსფოლიაციური დერმატიტი), სახეზე, მკლავებსა და ტანზე კანის ლიმფომა (ფუნგოიდური მიკოზი), მძიმედ მიმდინარე ფსორიაზი, სხეულის თმიანობა, მძიმედ მიმდინარე ანთებითი პროცესები სხეულის თმიან ნაწილებში (სებორეული დერმატიტი).
ისეთი მძიმე ხარისხის ალერგიული დაავადებების მკურნალობა, რომლებიც არ რეაგირებენ შესაბამის სტანდარტულ მკურნალობაზე, როგორიცაა თივის ცხელება ან სეზონური ალერგიული რინიტი, შრატისმიერი დაავადება, ბრონქიალური ასთმა, კანის დაავადება, რომელიც გამოწვეულია კონტაქტით, ატოპიური დერმატიტი, მედიკამენტებისადმი მგრძნობელობა.
თვალის ან მისი ნაწილების მძიმე ალერგიული და ანთებითი მდგომარეობების მკურნალობა: თვალის ალერგიული ხასიათის ანთება (ალერგიული კონიუნქტივიტი), თვალის ფერადი გარსის (რქოვანა) ანთება, თვალის გამჭვირვალე ნაწილის ალერგიული ანთება (ალერგიული წყლულები), თვალის ვისურული ინფექციები (herpes zoster ophthalmicus), თვალის ფერადი გარსის ანთება, რომელსაც თან ახლავს ბადურას და თვალის სხვა ნაწილების ანთებითი დაავადებები, თვალის წინა ნაწილის ანთება, თვალის სისხლძარღვოვანი ნაწილის ანთება, ოპტიკური ნერვის ანთება, ნერვული ელემენტების ანთება.
ფილტვის ან სასუნთქი სისტემის მძიმე ხარისხის და პროგრესირებადი დაავადებების მკურნალობა: ფილტვში კვანძების და დაზიანებების წარმოქმნით მიმდინარე დაავადება (სიმპტომური სარკოიდოზი), ფილტვის დაავადება (ლეფლერის სინდრომი), ფილტვის სწრაფად პროგრესირებადი და გაუარესებადი ან დიფუზური ტუბერკულოზი, ანთებითი ხასიათის პროცესი ფილტვში, რომელიც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის სასუნთქ გზებში მოხვედრით (ასპირაციული პნევმონია).
ცხელებით, წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევებით, ცნობიერების დაბინდვით, თავის ტკივილით და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებით მიმდინარე დაავადება (იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება მოზრდილებში, აუტოიმუნური პროცესები (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს), ანემია, ერითრობლასტების რაოდენობის შემცირება სისხლში, თანდაყოლილი ანემიური მდგომარეობები (თანდაყოლილი ჰიპოპლაზიური ანემია).
სისხლის უჯრედების და ლიმფური კვანძების სიმსივნეები მოზრდილებში;
სისხლის უჯრედების მწვავე სიმსივნური პროცესები ბავშვებში;
შარდში ცილის გამოვლენა ან დიურეზის სტიმულაცია სისტემური წითელი მგლურას დროს თირკმლის სტიმულაციის შედეგად;
მსხვილი ნაწლავის ანთებითი წყლულები, რეგიონული ნაწლავური ანთებითი პროცესები (წყლულოვანი კოლიტი და რეგიონული ენტერიტი);
პროგრესირებადი და მძიმე ხარისხის ნერვული დაავადებების მკურნალობა (გაფანტული სკლეროზი), რომელიც პროგრესირებს და იწვევს შეტევებს თავის და ზურგის ტვინში ნერვული იმპულსის გამტარობის დაქვეითების ან გაუარესების გამო;
თავის ტვინის გარსების ანთებითი პროცესების მკურნალობა, რომელიც ასოცირებულია ტუბერკულოზთან, პარაზიტებით გამოწვეული მძიმე ხარისხის და ფატალური დაავადებების (ტრიქინელოზი) მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
მოზრდილები:
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ, ჰიდროკორტიზონის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 20 - 240 მგ დღეში, რაც დამოკიდებულია დაავადებაზე. დოზის განსაზღვრა და შენარჩუნება ხდება მკურნალობისადმი პაციენტის პასუხის მიხედვით.
“მკურნალი ექიმი განსაზღვრვას პრეპარატის დოზა პაციენტის დაავადების მიხედვით.”
მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვებთან ერთად ან კვებათაშორის შუალედში, უმჯობესია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მინიმალურ ეფექტურ დოზას ბავშვისთვის და დააკვირდება მის ზრდას და განვითარებას.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მკურნალობის დროს ექიმი ყურადღებით დააკვირდება პაციენტს და განსაზღვრავს დაავადების სამკურნალო ეფექტურ დოზას.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტისთვის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ გენკორტის მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გენკორტის დოზის გადაჭარბებისას
გენკორტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. პაციენტმა ექიმს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გენკორტის დოზის გადაჭარბების შესახებ.
გენკორტის მიღების დავიწყებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის გამოტოვებისას საჭიროა მოცდა და მომდევნო დოზის მიღება გეგმიურად. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს გენკორტის მიღების შეწყვეტისას
დაუშვებელია გენკორტის მიღების ერთბაშად შეწყვეტა. მკურნალი ექიმი დოზას შეამცირებს ეტაპობრივად. დაუშვებელია გენკორტის დოზის ერთბაშად შემცირება (მაგ. ისეთი დაავადებების შემდეგ, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას). პრეპარატის შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საერთო დისკომფორტი, ცხელება, სახსრების ან კუნთების ტკივილი. ტაბლეტების რაოდენობის შემცირების შესახებ რეკომენდაციას გასცემს მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.
უკუჩვენებები
თუ:
პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა გენკორტის ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
პაციენტს აქვს სისტემური სოკოვანი ინფექცია (რომელშიც ჩართულია შინაგანი ორგანოები);
პაციენტს უნდა მიეცეს ცოცხალი ან ატენუირებული ვაქცინები.
გენკორტი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც:
პაციენტი, რომელსაც უტარდება მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, აღმოჩნდება უჩვეულო სტრესულ მდგოამრეობაში (მაგ. ქირურგიული ჩარევა, ტრავმა და ა.შ.) და საჭიროებს სწრაფად მოქმედი კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდას;
ჰიდროკორტიზონმა შეიძლება შენიღბოს ორგანიზმში ინფექციის და ფებრილური დაავადების ნიშნები, ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლებელია ინფექციების განვითარება და აღნიშნული ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციური მდგომარეობები შეიძლება გამწვავდეს მკურნალობის დროს. აღნიშნული ინფექციები შეიძლება მსუბუქად მიმდინარეობდეს, ზოგჯერ კი - ფატალურად დასრულდეს. ინფექციების სიმძიმე იმატებს დოზის ზრდასთან ერთად.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კატარაქტის განვითარება, ინტრაოკულური წნევის მომატება (გლაუკომა), ოპტიკური ნერვის დაზიანება, თვალის ინფექციები.
მაღალი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სითხის და ელექტროლიტების შეკავება ორგანიშმში, შეშუპება, კალიუმის გამოყოფის მომატება. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია კალიუმის შემავსებელი მკურნალობა და მარილის მიღების შეზღუდვა.
ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფას.
ჰიდროკორტიზონის იმუნოსუპრესიული დოზებით მკურნალობის დროს შესაძლებელია დახოცილი ან ინაქტივირებული ვაქცინების გამოყენება, თუმცა ვაქცინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
დისემინირებული და აქტიური ტუბერკულოზის დროს პრეპარატი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. მკაცრი ზედამხედველობაა საჭირო მთვლემარე ან გვიანი სტადიის ტუბერკულოზის დროს, რადგან მოსალოდნელია დაავადების რეციდივი. ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი გამოყენებისას ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობა.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონი თრგუნავს იმუნურ სისტემას, პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან ჩუტყვავილას და წითელას განვითარებისკენ. სიფრთხილეა საჭირო პედიატრიულ და მოზრდილ პაციენტებში, რადგან შესაძლებელია აღნიშნული დაავადებების გართულება ან ფატალური გამოსავალი. უცნობია, თუ ჰიდროკორტიზონის რა დოზა, მიღების გზა და მკურნალობის ხანგრძლივობა იწვევს აღნიშნულ დაავადებებს, და არსებული დაავადებები ამწვავებენ თუ არა ინფექციების რისკს; ჩუტყვავილას განვითარების შემთხვევაში, პაციენტს კუნთშიდა ინექციის სახით უნდა მიეცეს ვირუსის საწინააღმდეგოდ პრეპარატი, როგორიცაა varicella zoster იმუნოგლობულინი (VZIG), ხოლო წითელას განვითარების შემთხვევაში - იმუნოგლობულინი (IG).
ჰიდროკორტიზონი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აქვს Strongiloides-ის გვარის ჭიებით გამოწვეული დაავადება. ვინაიდან ჰიდროკორტიზონი თრგუნავს იმუნურ სისტემას, ასეთ პაციენტებში მკურნალობამ შეიძლება გმაოიწვიოს ინფექციის გაუარესება, ნაწლავთა მძიმე ხარისხის და ფატალური ანთება ან სეფსისი.
თირკმელზედა ჯირკვლის მედიკამენტოზურად გამოწვეული უკმარისობა შემცირდება ჰიდროკორტიზონის დოზის შემცირებასთან ერთად. უკმარისობა შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, სტრესის ზემოქმედებისას საჭიროა ჰიდროკორტიზონით მკურნალობის დროს მარილოვანი ან მინერალოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტების მიღების გათვალისწინება.
კორტიკოსტეროიდების სამკურნალო ეფექტი აღწერილია ჰიპოთირეოზის და ციროზის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენებისას თვალის ჰერპეს ზოსტერით ინფიცირების სამკურნალოდ, სიფრთხილეა საჭირო, რადგან მოსალოდნელია თვალის კორნეალური შრის პერფორაცია.
დაუშვებელია ჰიდროკორტიზონით მკურნალობის უეცრად შეწყვეტა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თანდათანობით, დოზის საფეხურეობრივად შემცირების გზით.
ჰიდროკორტიზონით მკურნალობის დროს აღწერილ იქნა მენტალური დარღვევების, კერძოდ ეიფორიის, უძილობის, გუნება-განწყობის ცვლილებების, პიროვნული აშლილობების, მძიმე დეპრესიის განვითარება ან გამწვავება.
სიფრთხილეა საჭირო ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას ნაწლავთა ანთებითი პროცესების, ნაწლავის პერფორაციის, ნაწლავური ინფექციების, ნაწლავებზე ახლადჩატარებული ქირურგიული ჩარევების, კუჭის წყლულის, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა), ძვლის რეზორბციის, კუნთოვანი დისტროფიის და კუნთების სხვა დაავადებების დროს.
საჭიროა იმ ბავშვების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება, რომლებიც მკურნალობენ ჰიდროკორტიზონით.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰიდროკორტიზონით, აღწერილია ავთვისებიანი სიმსივნეების (კაპოშის სარკომა) განვითარების შემთხვევები, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა დაავადების რეგრესია.
არსებობს მტკიცებულება, რომ ჰიდროკორტიზონი დიდი დოზით მიღებისას ეფქტურია ე.წ. გაფანტული სკლეროზის უეცარი გაწვავებების სამკურნალოდ. თუმცა, ჰიდროკორტიზონი არ ახდენს გავლენას დაავადების განკურნებაზე და უშუალოდ დაავადებაზე.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, რისკის და სარგებლის აწონვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის, მკურნალობა კი უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად ან ინტერვალებით.
საჭიროა კონსულტაციისთვის ექიმთან მიმართვა, თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეხება ან წარსულში ეხებოდა პაციენტს.
გენკორტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გენკორტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებათაშორის შუალედში.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობის ან ლაქტაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მკურნალ ექიმს. ორსულობის და ლაქტაციის დროს გენკორტის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. გენკორტი არ მიიღება ორსულობის დროს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
გენკორტი გავლენას ახდენს ბავშვზე და აფერხებს მის განვითარებას.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ლაქტაციის დროს მიღებული გენკორტი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. გენკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
სიფრთხილის ზომები
კორტიკოსტეროიდების ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო შემცირება თანდათან უნდა მოხდეს.
როდესაც პაციენტები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, განიცდიან უჩვეულო სტრესს (მაგ., ოპერაცია, ტრავმა და ა.შ.), საჭიროა სწრაფად მოქმედი კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდით.
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშანი ან ახალი ინფექციები განვითარდეს მკურნალობის დროს. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედულ იმუნურ სისტემაზე, ჰუმორულ იმუნურ სისტემაზე ან ნეიტროფილების ფუნქციებზე, აღწერილია კორტიკოსტეროიდების ცალკე გამოყენებისას ან სხვა იმუნოსუპრესიულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ეს ინფექციები შეიძლება იყოს მსუბუქი, ზოგჯერ მძიმე ან ფატალურიც კი. კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა ზრდის ინფექციის გართულებების რისკს. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ორგანიზმში რეზისტენტობა შეიძლება შემცირდეს და ინფექციის ლოკალიზაცია შეუძლებელი იყოს.
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტი, გლაუკომა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ნერვების დაზიანება და სოკოებით ან ვირუსებით გამოწვეული მეორადი თვალის ინფექციები.
ჰიდროკორტიზონის ან კორტიზონის ზომიერი და მაღალი დოზები იწვევს არტერიული წნევის მატებას, მარილისა და წყლის შეკავებას და კალიუმის ექსკრეციის გაზრდას. ეს ეფექტები ნაკლებად ხშირია სინთეზურ წარმოებულებთან, გარდა მაღალი დოზების გამოყენებისა. შეიძლება საჭირო გახდეს დიეტური მარილის შეზღუდვა და კალიუმის დანამატები. ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.
ცოცხალი ან ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების შეყვანა უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს. მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინები შეიძლება მიეცეს პაციენტებს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს, მაგრამ ამ ვაქცინებზე პასუხი შეიძლება შემცირდეს. თუ არსებობს ვაქცინაციის ჩვენება, შეიძლება გამოყენებულ იქნას კორტიკოსტეროიდების არაიმუნოსუპრესიული დოზები.
აქტიური ტუბერკულოზის დროს ჰიდროკორტიზონის გამოყენება შეზღუდულია დათრგუნული ტუბერკულოზის დროს შესაბამისი ანტიტუბერკულოზური რეჟიმით გამოსაყენებლად. თუ კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინის რეაქტიულობის მქონე პაციენტებში, საჭიროა მათი ფრთხილად მონიტორინგი, რადგან შესაძლოა მოხდეს დაავადების რეაქტივაცია. გრძელვადიანი კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის ამ პაციენტებმა უნდა მიიღონ ქიმიოპროფილაქტიკური თერაპია.
ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა დათრგუნულია წამლების გამო, უფრო მიდრეკილნი არიან ინფექციებისკენ, ვიდრე ნორმალური ადამიანები. Მაგალითად; ჩუტყვავილა და წითელა შეიძლება უფრო მძიმედ და ფატალურად განვითარდეს არაიმუნურ ბავშვებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან მოზრდილებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. ბავშვები ან მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონიათ ეს დაავადებები, უფრო ყურადღებით უნდა აკონტროლონ. უცნობია კორტიკოსტეროიდების მიღების რომელი დოზა, გზა და ხანგრძლივობა იწვევს ინფექციის განვითარების რისკს. ასევე არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა კორტიკოსტეროიდების წინა გამოყენება ან სხვა ძირითადი დაავადების არსებობა. თუ ჩუტყვავილა განვითარდა, უნდა ჩატარდეს ვარიცელა ზოსტერის იმუნოგლობულინის (VZIG) პროფილაქტიკა. თუ წითელა განვითარდება, უნდა ჩატარდეს ინტრამუსკულური იმუნოგლობულინის (IG) პროფილაქტიკა. ანტივირუსული საშუალებებით მკურნალობა უნდა განიხილებოდეს ჩუტყვავილას განვითარებისას. ანალოგიურად, კორტიკოსტეროიდები უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით სტრონგილოიდების სავარაუდო ან ცნობილი ინვაზიის დროს. ამ პაციენტებში იმუნური სისტემის დათრგუნვამ კორტიკოსტეროიდებით შეიძლება გამოიწვიოს სტრონგილოიდის ჰიპერინფექცია, ლარვების ფართო მიგრაცია, ხშირად მძიმე ენტეროკოლიტით და შესაძლოა ფატალური გრამუარყოფითი სეპტიცემიით.
მედიკამენტებით გამოწვეული მეორადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა რეგრესირდება დოზის თანდათანობითი შემცირებით. ამ ტიპის ფარდობითი უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ თვეების განმავლობაში. ამიტომ, თუ ამ პერიოდში სტრესული სიტუაციები განვითარდა, ჰორმონოთერაპია უნდა განახლდეს. მარილი და/ან მინერალოკორტიკოიდი უნდა დაინიშნოს ერთდროულად, რადგან მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია დაქვეითდება.
ცნობილია, რომ კორტიკოსტეროიდების ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ციროზის და ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თვალის მარტივი ჰერპესის მქონე პაციენტებში რქოვანას პერფორაციის შესაძლებლობის გამო.
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვლილებები, პიროვნების ცვლილებები და ფსიქიკური აშლილობის განვითარება, დაწყებული მძიმე დეპრესიიდან ფსიქოზურ სიმპტომებამდე. ასევე, ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზური ტენდენციები შეიძლება გამწვავდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენებით.
სტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულიტის, ნაწლავის ახალი ანასტომოზის, აქტიური ან ლატენტური პეპტიური წყლულის, თირკმლის უკმარისობის, ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის და მიასთენია გრავისის დაავადების დროს, სადაც არსებობს პერფორაციის, აბსცესის ან სხვა პიოგენური ინფექციის შესაძლებლობა.
ბავშვებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, ყურადღებით უნდა აკონტროლონ ზრდა და განვითარება.
ცნობილია, რომ კაპოშის სარკომა შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. რემისიის მიღწევა შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული თერაპიის შეწყვეტით.
მიუხედავად იმისა, რომ კორტიკოსტეროიდები ეფექტური იყო გაფანტული სკლეროზის მწვავე გამწვავების დროს კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, კორტიკოსტეროიდების ეფექტი საბოლოო შედეგზე ან თავად დაავადებაზე არ იყო ნაჩვენები. კვლევები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ეფექტისთვის საჭიროა ჰიდროკორტიზონის შედარებით მაღალი დოზა. ვინაიდან გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის გართულებები დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზაზე, რისკი/სარგებელი გადაწყვეტილება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ექიმმა, ხოლო თერაპიის ხანგრძლივობა და დოზა უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალური პასუხის მიხედვით.
გენკორტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას შეუწყნარებლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
გენკორტი შეიცავს 16 მგ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს თითოეულ ტაბლეტში. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ ნატრიუმის დიეტას.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები წამლებმა, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და რიფამპინი, შეიძლება გაზარდონ კორტიკოსტეროიდების კლირენსი და მოითხოვონ კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდა სასურველი პასუხის მისაღწევად.
წამლებმა, როგორიცაა ტროლეანდომიცინი და კეტოკონაზოლი, შეიძლება დათრგუნონ კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი და შეამცირონ მისი კლირენსი. ამიტომ, კორტიკოსტეროიდის დოზა უნდა იყოს ტიტრირებული სტეროიდული ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ ასპირინის მაღალი დოზების ქრონიკული დოზების კლირენსი. ამან შეიძლება გამოიწვიოს შრატში სალიცილატების დონის დაქვეითება ან სალიცილატების ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტისას. ჰიპოპროთრომბინემიის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასპირინთან ერთად.
კორტიკოსტეროიდების მოქმედება ორალურ ანტიკოაგულანტებზე ცვალებადია. დაფიქსირდა ანტიკოაგულანტების ეფექტების მატება ან შემცირება კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, კოაგულაციის მაჩვენებლების მონიტორინგი უნდა მოხდეს სასურველი ანტიკოაგულანტული ეფექტისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რჩევა
ორსულობის კატეგორია არის C.
რეპროდუქციული პოტენციალის ქალები/კონტრაცეფცია
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში და მათ, ვინც იყენებდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს (კონტრაცეფცია).
ორსულობის პერიოდი
ორსულ ქალებში კორტიკოსტეროიდების უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი. ჰიდროკორტიზონი უნდა მიეცეს ორსულებს მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში და რისკის/სარგებლის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
გენკორტი ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება.
ლაქტაციის პერიოდი
კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, გენკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, გარდა აუცილებლობისა.
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
დედების ახალშობილები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ძუძუთი კვების დროს ან ორსულობის დროს, გულდასმით უნდა დააკვირდნენ ჰიპოადრენალიზმის ნიშნებს. დედის მკურნალობა ყურადღებით უნდა იყოს დოკუმენტირებული ახალშობილის სამედიცინო ჩანაწერში მონიტორინგის მიზნით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გენკორტმა შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგო (თავბრუსხვევა), მხედველობის გაუარესება და/ან კუნთების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენკორტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გენკორტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა, რომელმაც იცის, რომ აქვს ცალკეული შაქრის აუტანლობა, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
გენკორტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 16 მგ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემზღუდავ დიეტას.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს გენკორტთან ერთად:
პრეპარატები, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და რიფამპინი, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ენზიმებზე;
სოკოვანი ინფექციის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტროლეანდომიცინი და კეტოკონაზოლი,
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედებას,
ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები),
ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის კუპირებისთვის).
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან გენკორტში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა ყველა პაციენტს არ უვითარდება გვერდითი მოვლენები.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გენკორტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა:
კუჭ-ნაწლავის წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა, ტკივილი მუცლის არეში (განსაკუთრებით, ზურგის არეში ირადიაციით), რექტალური სისხლდენა, შავი ან სისხლიანი განავალი და/ან სისხლიანი ღებინება.
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, მუცლის ტკივილი ირადიაციით ზურგის არეში, რომელსაც თან ახლავს ღებინება, შოკი და გონების დაკარგვა.
სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების დახშობის შეგრძნება, კანის მგრძნობელობის რეაქციები, რასაც თან ახლავს გამონაყარი.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ გენკორტის მიმართ მძიმე ალერგია აქვს და შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
ხშირი გვერდითი მოვლენები:
მუცლის დაჭიმულობა;
საყლაპავის ანთება;
ჭრილობის შეხორცების გახანგრძლივება;
ძვლის რეზორბცია.
უცნობი სიხშირის:
კუშინგის სინდრომის სიმპტომების განვითარება, რომელიც, ჩვეულებრივ, ვლინდება ქალებში;
ბავშვების განვითარების შეფერხება;
სტრესი;
ტრავმა;
თირკმელზედა ჯირკვლების და ჰიპოფიზის უკმარისობა ქირურგიული ჩარევის ან დაავადების შედეგად;
არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა;
დიაბეტის განვითარება;
ინსულისადმი და დიაბეტის სამკურნალო სახვა საშუალებებისადმი მოთხოვნილების მომატება;
ჭარბი ოფლიანობა;
ნახშირწყლების ამტანობის გაუარესება;
უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი ორგანიზმში ცილების დაშლის გამო;
კატარაქტა
თვალშიდა წნევის მომატება;
თვალის კაკლის პროტრუზია;
გლაუკომა;
ქალასშიდა წნევის მომატება, რომელსაც თან ახლავს თვალის ორბიტის შეშუპება;
გულყრები;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
გულის უკმარისობა;
არტერიული ჰიპერტენზია;
კანის დასუსტება და სტრიების წარმოქმნა;
ლაქოვანი სისხლჩაქცევები კანზე.
კანის დალურჯებები;
სისხლჩაქცევები;
წამოხურება;
ჭარბი ოფლიანობა;
სუპრესიული პასუხი კანის ტესტების ჩატარებისას;
კუნთების სისუსტე;
კუნთების დაავადება (მიოპათია) სტეროიდების გამოყენების გამო;
კუნთოვანი მასის დაქვეითება;
კუნთების ნახეთქების წარმოქმნა;
ხერხემლის მალების მოტეხილობები;
ლულოვანი ძვლების მოტეხილობები;
ზედა და ქვედა კიდურების ძვლების ბოლოების უჯრედების კვდომა;
ინფექციური პროცესების შენიღბვა;
ლატენტური (მთვლემარე) ინფექციების გააქტიურება;
ოპორტუნისტული ინფექციები;
ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება;
ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა;
ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა;
ღვიძლის ფერმენტების, ალანინტრანსფერაზას (ალტ, SGPT), ასპარტატ ტრანსფერაზას (ალს, SGOT) და ტუტე-ფოსფატაზას მომატება.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
მწვავე ტოქსიკურობის და/ან სიკვდილის შესახებ ცნობები გლუკოკორტიკოიდების ჭარბი დოზირების შემდეგ იშვიათია. ანტიდოტი არ არის ხელმისაწვდომი. ჰიდროკორტიზონის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ჰიდროკორტიზონს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს.
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი რძისაგან) 69,71 მგ
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 16.00 მგ
იხილეთ 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.
შენახვის პირობები
გენკორტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.
ინახება ოთახის 25ºC-ის ქვემოთ ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვით.
ინახება ჭარბი სითბოსგან, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.
ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია გენკორტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! საჭიროა მათი მოთავსება გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok. No:3, D:2-3, 06520
ჯანკაია/ანკარა
ტელ: + 90 (312) 219 62 19
ფაქსი: + 90 (312) 219 60 10
წარმოების ადგილი:

ASO 2. ve 3. OSB Alci OSB Mah. 2013 Cad. No.24
სინჯანი/ანკარა
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 27/07/2020
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური ჰორმონის პრეპარატები (გარდა სასქესო ჰორმონებისა და ინსულინისა); კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის; ჰიდროკორტიზონი.
ათქ კოდი: H02AB09
ჰიდროკორტიზონი არის გლუკოკორტიკოიდი. გლუკოკორტიკოიდები არის სინთეზური ან ბუნებრივად წარმოქმნილი ადრენოკორტიკალური სტეროიდები, რომლებიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროკორტიზონი არის მთავარი კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან. ამავდროულად, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის დროს ჩანაცვლებით თერაპიად გამოიყენება ბუნებრივად წარმოქმნილი კორტიკოსტეროიდები (ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი) მარილშემკავებელი თვისებებით. სინთეზური ანალოგები ძირითადად გამოიყენება მათი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტისთვის მრავალი ორგანოს სისტემის დაავადებებში. გლუკოკორტიკოიდები იწვევენ გამოხატულ და მრავალფეროვან მეტაბოლურ ეფექტებს. ის ასევე ცვლის სხეულის იმუნურ პასუხს სხვადასხვა სტიმულებზე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
ჰიდროკორტიზონი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პრეპარატის 90% ან მეტი შექცევადად უკავშირდება ცილებს.
განაწილება
ჰიდროკორტიზონი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს და კორტიკოსტეროიდების დამაკავშირებელ ცილას (ტრანსკორტინი). იგი ძირითადად უკავშირდება ტრანსკორტინს ფიზიოლოგიურ კონცენტრაციებში, მხოლოდ 5-10% კორტიზოლი რჩება თავისუფალი პლაზმაში.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროკორტიზონი მეტაბოლიზდება ბევრ ქსოვილში, მაგრამ ძირითადად ღვიძლში ბიოლოგიურად არააქტიური ნაერთების სახით.
გამოყოფა
ჰიდროკორტიზონის არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით გლუკურონიდების, სულფატების ან მცირე ნაწილით უცვლელი ჰიდროკორტიზონის სახით.
წრფივობა/არაწრფივობა
ჰიდროკორტიზონი ავლენს ხაზოვან და ხაზოვან ექსკრეციას დოზის პროპორციულად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
გენკორტი 10 მგ ტაბლეტები
განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის:
- აქტიური ნივთიერება: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ჰიდროკორტიზონს.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (მიღებული ძროხის რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი (K-25), პოლისორბატი 80, მაგნიუმის სტეარატი, ერითროზინი E127.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს გენკორტი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გენკორტის მიღებამდე;
გენკორტის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გენკორტის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია
რას წარმოადგენს გენკორტი და მისი გამოყენება
გენკორტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი. ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტის სახით, რომლის ერთ მხარეს არის ნაჭდევი, მეორე მხარე კი სადაა. თითოეულ კოლოფში წარმოდგენილია 6 პვქ/ალ ბლისტერი, სულ - 60 ტაბლეტი.
გენკორტი შეიცავს 10 მგ ჰიდროკორტიზონს. ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. ჰორმონი ჰიდროკორტიზონი ცნობილია, როგორც გლუკოკორტიკოიდი (სტეროიდები). გენკორტი წარმოადგენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ჰიდროკორტიზონის სინთეზურ ვერსიას.
ჰიდროკორტიზონი გამოიყენება ორგანიზმში მრავალი ფუნქციის დასარეგულირებლად და შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციონირების შედეგად ორგანიზმში ჰიდროკორტიზონის დეფიციტის შესავსებად (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა), როგორც მონო-, ისე მინერალოკორტიკოიდული ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობის სახით.
თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთებითი პროცესები;
კიბოსთან ასოცირებული ჰიპერკალცემია;
რევმატული დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მათი გამწვავების და პროგრესირების დროს: ფსორიაზთან ასოცირებული ართრიტი, სახსრების ტკივილით და დეფორმაციით მიმდინარე დაავადება (რევმატოიდული ართრიტი), მტკივნეული პროგრესირებადი რევმატოიდული დაავადება, რომელსაც ახლავს ხერხემლის სახსრების რიგიდობა (მაანკილოზებელი სპონდილიტი), სახსრების ჩანთის მწვავე ანთება, კუნთის მყესის გარსის ანთება, პოდაგრით გამოწვეული სახსრების ანთება, კალციფიკაცია, სახსარშიდა სითხის ანთებითი პროცესი კალციფიკაციით (სინოვიტი), სახსრის ცალკეული სტრუქტურული ანთება (ეპიკონდილიტი).
კანის დაზიანებით მანიფესტირებული დაავადება (სისტემური წითელი მგლურა);
შეშუპებით და კუნთების სისუსტით მანიფესტირებული კანის და კუნთების ანთება (სისტემური დერმომიოზიტი);
გულის ანთებითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია რევმატიზმით (მწვავე რევმატოიდული კარდიტი);
კანის ისეთი ანთებითი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა: კანის ანთებითი დაავადება (პემფიგუსი), კანის ანთებითი პროცესი, რომლის დროსაც ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები, რაც ასოცირებულია გლუტეინისადმი მგრძნობელობის მომატებასთან (ბულოზური ჰერპესიფორმული დერმატიტი), სისხლჩაქცევები კანზე და თვალების გარშემო, ანთებითი პროცესი,რ ომელიც მიმდინარეობს სიწითლით და შეშუპებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ექსფოლიაციით მიმდინარე ანთებითი პროცესები (ექსფოლიაციური დერმატიტი), სახეზე, მკლავებსა და ტანზე კანის ლიმფომა (ფუნგოიდური მიკოზი), მძიმედ მიმდინარე ფსორიაზი, სხეულის თმიანობა, მძიმედ მიმდინარე ანთებითი პროცესები სხეულის თმიან ნაწილებში (სებორეული დერმატიტი).
ისეთი მძიმე ხარისხის ალერგიული დაავადებების მკურნალობა, რომლებიც არ რეაგირებენ შესაბამის სტანდარტულ მკურნალობაზე, როგორიცაა თივის ცხელება ან სეზონური ალერგიული რინიტი, შრატისმიერი დაავადება, ბრონქიალური ასთმა, კანის დაავადება, რომელიც გამოწვეულია კონტაქტით, ატოპიური დერმატიტი, მედიკამენტებისადმი მგრძნობელობა.
თვალის ან მისი ნაწილების მძიმე ალერგიული და ანთებითი მდგომარეობების მკურნალობა: თვალის ალერგიული ხასიათის ანთება (ალერგიული კონიუნქტივიტი), თვალის ფერადი გარსის (რქოვანა) ანთება, თვალის გამჭვირვალე ნაწილის ალერგიული ანთება (ალერგიული წყლულები), თვალის ვისურული ინფექციები (herpes zoster ophthalmicus), თვალის ფერადი გარსის ანთება, რომელსაც თან ახლავს ბადურას და თვალის სხვა ნაწილების ანთებითი დაავადებები, თვალის წინა ნაწილის ანთება, თვალის სისხლძარღვოვანი ნაწილის ანთება, ოპტიკური ნერვის ანთება, ნერვული ელემენტების ანთება.
ფილტვის ან სასუნთქი სისტემის მძიმე ხარისხის და პროგრესირებადი დაავადებების მკურნალობა: ფილტვში კვანძების და დაზიანებების წარმოქმნით მიმდინარე დაავადება (სიმპტომური სარკოიდოზი), ფილტვის დაავადება (ლეფლერის სინდრომი), ფილტვის სწრაფად პროგრესირებადი და გაუარესებადი ან დიფუზური ტუბერკულოზი, ანთებითი ხასიათის პროცესი ფილტვში, რომელიც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის სასუნთქ გზებში მოხვედრით (ასპირაციული პნევმონია).
ცხელებით, წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევებით, ცნობიერების დაბინდვით, თავის ტკივილით და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებით მიმდინარე დაავადება (იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება მოზრდილებში, აუტოიმუნური პროცესები (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს), ანემია, ერითრობლასტების რაოდენობის შემცირება სისხლში, თანდაყოლილი ანემიური მდგომარეობები (თანდაყოლილი ჰიპოპლაზიური ანემია).
სისხლის უჯრედების და ლიმფური კვანძების სიმსივნეები მოზრდილებში;
სისხლის უჯრედების მწვავე სიმსივნური პროცესები ბავშვებში;
შარდში ცილის გამოვლენა ან დიურეზის სტიმულაცია სისტემური წითელი მგლურას დროს თირკმლის სტიმულაციის შედეგად;
მსხვილი ნაწლავის ანთებითი წყლულები, რეგიონული ნაწლავური ანთებითი პროცესები (წყლულოვანი კოლიტი და რეგიონული ენტერიტი);
პროგრესირებადი და მძიმე ხარისხის ნერვული დაავადებების მკურნალობა (გაფანტული სკლეროზი), რომელიც პროგრესირებს და იწვევს შეტევებს თავის და ზურგის ტვინში ნერვული იმპულსის გამტარობის დაქვეითების ან გაუარესების გამო;
თავის ტვინის გარსების ანთებითი პროცესების მკურნალობა, რომელიც ასოცირებულია ტუბერკულოზთან, პარაზიტებით გამოწვეული მძიმე ხარისხის და ფატალური დაავადებების (ტრიქინელოზი) მკურნალობა.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გენკორტის მიღებამდე
დაუშვებელია გენკორტის მიღება,
თუ:
პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა გენკორტის ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
პაციენტს აქვს სისტემური სოკოვანი ინფექცია (რომელშიც ჩართულია შინაგანი ორგანოები);
პაციენტს უნდა მიეცეს ცოცხალი ან ატენუირებული ვაქცინები.
გენკორტი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც:
პაციენტი, რომელსაც უტარდება მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, აღმოჩნდება უჩვეულო სტრესულ მდგოამრეობაში (მაგ. ქირურგიული ჩარევა, ტრავმა და ა.შ.) და საჭიროებს სწრაფად მოქმედი კორტიკოსტეროიდების დოზის გაზრდას;
ჰიდროკორტიზონმა შეიძლება შენიღბოს ორგანიზმში ინფექციის და ფებრილური დაავადების ნიშნები, ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლებელია ინფექციების განვითარება და აღნიშნული ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციური მდგომარეობები შეიძლება გამწვავდეს მკურნალობის დროს. აღნიშნული ინფექციები შეიძლება მსუბუქად მიმდინარეობდეს, ზოგჯერ კი - ფატალურად დასრულდეს. ინფექციების სიმძიმე იმატებს დოზის ზრდასთან ერთად.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კატარაქტის განვითარება, ინტრაოკულური წნევის მომატება (გლაუკომა), ოპტიკური ნერვის დაზიანება, თვალის ინფექციები.
მაღალი დოზით გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სითხის და ელექტროლიტების შეკავება ორგანიშმში, შეშუპება, კალიუმის გამოყოფის მომატება. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია კალიუმის შემავსებელი მკურნალობა და მარილის მიღების შეზღუდვა.
ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფას.
ჰიდროკორტიზონის იმუნოსუპრესიული დოზებით მკურნალობის დროს შესაძლებელია დახოცილი ან ინაქტივირებული ვაქცინების გამოყენება, თუმცა ვაქცინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
დისემინირებული და აქტიური ტუბერკულოზის დროს პრეპარატი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. მკაცრი ზედამხედველობაა საჭირო მთვლემარე ან გვიანი სტადიის ტუბერკულოზის დროს, რადგან მოსალოდნელია დაავადების რეციდივი. ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი გამოყენებისას ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობა.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონი თრგუნავს იმუნურ სისტემას, პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან ჩუტყვავილას და წითელას განვითარებისკენ. სიფრთხილეა საჭირო პედიატრიულ და მოზრდილ პაციენტებში, რადგან შესაძლებელია აღნიშნული დაავადებების გართულება ან ფატალური გამოსავალი. უცნობია, თუ ჰიდროკორტიზონის რა დოზა, მიღების გზა და მკურნალობის ხანგრძლივობა იწვევს აღნიშნულ დაავადებებს, და არსებული დაავადებები ამწვავებენ თუ არა ინფექციების რისკს; ჩუტყვავილას განვითარების შემთხვევაში, პაციენტს კუნთშიდა ინექციის სახით უნდა მიეცეს ვირუსის საწინააღმდეგოდ პრეპარატი, როგორიცაა varicella zoster იმუნოგლობულინი (VZIG), ხოლო წითელას განვითარების შემთხვევაში - იმუნოგლობულინი (IG).
ჰიდროკორტიზონი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აქვს Strongiloides-ის გვარის ჭიებით გამოწვეული დაავადება. ვინაიდან ჰიდროკორტიზონი თრგუნავს იმუნურ სისტემას, ასეთ პაციენტებში მკურნალობამ შეიძლება გმაოიწვიოს ინფექციის გაუარესება, ნაწლავთა მძიმე ხარისხის და ფატალური ანთება ან სეფსისი.
თირკმელზედა ჯირკვლის მედიკამენტოზურად გამოწვეული უკმარისობა შემცირდება ჰიდროკორტიზონის დოზის შემცირებასთან ერთად. უკმარისობა შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, სტრესის ზემოქმედებისას საჭიროა ჰიდროკორტიზონით მკურნალობის დროს მარილოვანი ან მინერალოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტების მიღების გათვალისწინება.
კორტიკოსტეროიდების სამკურნალო ეფექტი აღწერილია ჰიპოთირეოზის და ციროზის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენებისას თვალის ჰერპეს ზოსტერით ინფიცირების სამკურნალოდ, სიფრთხილეა საჭირო, რადგან მოსალოდნელია თვალის კორნეალური შრის პერფორაცია.
დაუშვებელია ჰიდროკორტიზონით მკურნალობის უეცრად შეწყვეტა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თანდათანობით, დოზის საფეხურეობრივად შემცირების გზით.
ჰიდროკორტიზონით მკურნალობის დროს აღწერილ იქნა მენტალური დარღვევების, კერძოდ ეიფორიის, უძილობის, გუნება-განწყობის ცვლილებების, პიროვნული აშლილობების, მძიმე დეპრესიის განვითარება ან გამწვავება.
სიფრთხილეა საჭირო ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას ნაწლავთა ანთებითი პროცესების, ნაწლავის პერფორაციის, ნაწლავური ინფექციების, ნაწლავებზე ახლადჩატარებული ქირურგიული ჩარევების, კუჭის წყლულის, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა), ძვლის რეზორბციის, კუნთოვანი დისტროფიის და კუნთების სხვა დაავადებების დროს.
საჭიროა იმ ბავშვების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება, რომლებიც მკურნალობენ ჰიდროკორტიზონით.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰიდროკორტიზონით, აღწერილია ავთვისებიანი სიმსივნეების (კაპოშის სარკომა) განვითარების შემთხვევები, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა დაავადების რეგრესია.
არსებობს მტკიცებულება, რომ ჰიდროკორტიზონი დიდი დოზით მიღებისას ეფქტურია ე.წ. გაფანტული სკლეროზის უეცარი გაწვავებების სამკურნალოდ. თუმცა, ჰიდროკორტიზონი არ ახდენს გავლენას დაავადების განკურნებაზე და უშუალოდ დაავადებაზე.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, რისკის და სარგებლის აწონვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის, მკურნალობა კი უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად ან ინტერვალებით.
საჭიროა კონსულტაციისთვის ექიმთან მიმართვა, თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეხება ან წარსულში ეხებოდა პაციენტს.
გენკორტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გენკორტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებათაშორის შუალედში.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობის ან ლაქტაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მკურნალ ექიმს. ორსულობის და ლაქტაციის დროს გენკორტის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. გენკორტი არ მიიღება ორსულობის დროს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
გენკორტი გავლენას ახდენს ბავშვზე და აფერხებს მის განვითარებას.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ლაქტაციის დროს მიღებული გენკორტი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. გენკორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
გენკორტმა შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგო (თავბრუსხვევა), მხედველობის გაუარესება და/ან კუნთების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენკორტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გენკორტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტმა, რომელმაც იცის, რომ აქვს ცალკეული შაქრის აუტანლობა, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
გენკორტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 16 მგ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემზღუდავ დიეტას.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს გენკორტთან ერთად:
პრეპარატები, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და რიფამპინი, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ენზიმებზე;
სოკოვანი ინფექციის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტროლეანდომიცინი და კეტოკონაზოლი,
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედებას,
ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები),
ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის კუპირებისთვის).
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
გენკორტის მიღების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
მოზრდილები:
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ, ჰიდროკორტიზონის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 20 - 240 მგ დღეში, რაც დამოკიდებულია დაავადებაზე. დოზის განსაზღვრა და შენარჩუნება ხდება მკურნალობისადმი პაციენტის პასუხის მიხედვით.
“მკურნალი ექიმი განსაზღვრვას პრეპარატის დოზა პაციენტის დაავადების მიხედვით.”
მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვებთან ერთად ან კვებათაშორის შუალედში, უმჯობესია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მინიმალურ ეფექტურ დოზას ბავშვისთვის და დააკვირდება მის ზრდას და განვითარებას.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მკურნალობის დროს ექიმი ყურადღებით დააკვირდება პაციენტს და განსაზღვრავს დაავადების სამკურნალო ეფექტურ დოზას.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტისთვის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ გენკორტის მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გენკორტის დოზის გადაჭარბებისას
გენკორტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. პაციენტმა ექიმს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გენკორტის დოზის გადაჭარბების შესახებ.
გენკორტის მიღების დავიწყებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის გამოტოვებისას საჭიროა მოცდა და მომდევნო დოზის მიღება გეგმიურად. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს გენკორტის მიღების შეწყვეტისას
დაუშვებელია გენკორტის მიღების ერთბაშად შეწყვეტა. მკურნალი ექიმი დოზას შეამცირებს ეტაპობრივად. დაუშვებელია გენკორტის დოზის ერთბაშად შემცირება (მაგ. ისეთი დაავადებების შემდეგ, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის სწრაფ დაქვეითებას). პრეპარატის შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საერთო დისკომფორტი, ცხელება, სახსრების ან კუნთების ტკივილი. ტაბლეტების რაოდენობის შემცირების შესახებ რეკომენდაციას გასცემს მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან გენკორტში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა ყველა პაციენტს არ უვითარდება გვერდითი მოვლენები.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გენკორტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა:
კუჭ-ნაწლავის წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა, ტკივილი მუცლის არეში (განსაკუთრებით, ზურგის არეში ირადიაციით), რექტალური სისხლდენა, შავი ან სისხლიანი განავალი და/ან სისხლიანი ღებინება.
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, მუცლის ტკივილი ირადიაციით ზურგის არეში, რომელსაც თან ახლავს ღებინება, შოკი და გონების დაკარგვა.
სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების დახშობის შეგრძნება, კანის მგრძნობელობის რეაქციები, რასაც თან ახლავს გამონაყარი.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ გენკორტის მიმართ მძიმე ალერგია აქვს და შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
ხშირი გვერდითი მოვლენები:
მუცლის დაჭიმულობა;
საყლაპავის ანთება;
ჭრილობის შეხორცების გახანგრძლივება;
ძვლის რეზორბცია.
უცნობი სიხშირის:
კუშინგის სინდრომის სიმპტომების განვითარება, რომელიც, ჩვეულებრივ, ვლინდება ქალებში;
ბავშვების განვითარების შეფერხება;
სტრესი;
ტრავმა;
თირკმელზედა ჯირკვლების და ჰიპოფიზის უკმარისობა ქირურგიული ჩარევის ან დაავადების შედეგად;
არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა;
დიაბეტის განვითარება;
ინსულისადმი და დიაბეტის სამკურნალო სახვა საშუალებებისადმი მოთხოვნილების მომატება;
ჭარბი ოფლიანობა;
ნახშირწყლების ამტანობის გაუარესება;
უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი ორგანიზმში ცილების დაშლის გამო;
კატარაქტა
თვალშიდა წნევის მომატება;
თვალის კაკლის პროტრუზია;
გლაუკომა;
ქალასშიდა წნევის მომატება, რომელსაც თან ახლავს თვალის ორბიტის შეშუპება;
გულყრები;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
გულის უკმარისობა;
არტერიული ჰიპერტენზია;
კანის დასუსტება და სტრიების წარმოქმნა;
ლაქოვანი სისხლჩაქცევები კანზე.
კანის დალურჯებები;
სისხლჩაქცევები;
წამოხურება;
ჭარბი ოფლიანობა;
სუპრესიული პასუხი კანის ტესტების ჩატარებისას;
კუნთების სისუსტე;
კუნთების დაავადება (მიოპათია) სტეროიდების გამოყენების გამო;
კუნთოვანი მასის დაქვეითება;
კუნთების ნახეთქების წარმოქმნა;
ხერხემლის მალების მოტეხილობები;
ლულოვანი ძვლების მოტეხილობები;
ზედა და ქვედა კიდურების ძვლების ბოლოების უჯრედების კვდომა;
ინფექციური პროცესების შენიღბვა;
ლატენტური (მთვლემარე) ინფექციების გააქტიურება;
ოპორტუნისტული ინფექციები;
ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება;
ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა;
ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა;
ღვიძლის ფერმენტების, ალანინტრანსფერაზას (ალტ, SGPT), ასპარტატ ტრანსფერაზას (ალს, SGOT) და ტუტე-ფოსფატაზას მომატება.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გენკორტის შენახვის წესი
გენკორტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.
ინახება ოთახის 25ºC-ის ქვემოთ ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვით.
ინახება ჭარბი სითბოსგან, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.
ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია გენკორტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! საჭიროა მათი მოთავსება გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok. No:3, D:2-3, 06520
ჯანკაია/ანკარა
ტელ: + 90 (312) 219 62 19
ფაქსი: + 90 (312) 219 60 10
წარმოების ადგილი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.
ASO 2. ve 3. OSB Alci OSB Mah. 2013 Cad. No.24
სინჯანი/ანკარა
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 27/07/2020
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.