სხვადასხვა წარმოშობის კანის ქვემწვავე და ქრონიკული არაინფიცირებული ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით საშუალო ან მძიმე ხარისხის ალერგიული გენეზის დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობს ძლიერი ქავილით ან გარქოვანებით და მგრძნობიარეა ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ. • სებორეული დერმატიტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროკორტიზონი (hydrocortisone)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,1% (1მგ/მლ) 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიეთილენის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ზომიერი აქტივობით (ჯგუფი II)
- ATC კოდი
- D07AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043042
- რეგისტრირებულია
- 26 მარტი 2025, მოქმედებს 1 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლატიკორტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სხვადასხვა წარმოშობის კანის ქვემწვავე და ქრონიკული არაინფიცირებული ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით საშუალო ან მძიმე ხარისხის ალერგიული გენეზის დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობს ძლიერი ქავილით ან გარქოვანებით და მგრძნობიარეა ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ.
- სებორეული დერმატიტი.
- ატოპიური დერმატიტი.
- ბავშვთა პაპულოზური ურტიკარია.
- ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
- მულტიფორმული ერითემა.
- სისტემური წითელი მგლურა.
- ფსორიაზი.
- წითელი ბრტყელი ლიქენი.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატი ლატიკორტის® მცირე რაოდენობა უნდა წაესვას თხელ ფენად პათოლოგიურად შეცვლილი კანის უბნებზე მასაჟის მოძრაობებით შეღწევის გაზრდის მიზნით.
მოზრდილი პაციენტები
გამოიყენება არაუხშირეს 1-2-ჯერ დღეში. უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში; კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გარეგანი გამოყენების ხსნარის (20მლ) არაუმეტეს 1 ფლაკონი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ლატიკორტი® უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ბავშვებში, სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო ადვილად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დარღვევა და კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლატიკორტი® უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთჯერ დღეში კანის მცირე უბნებზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხანმოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე.
როგორც წესი, პრეპარატი ლატიკორტი® 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარის ფორმით გამოიყენება მკურნალობის პირველ ფაზაში, პრეპარატის ლატიკორტი® 0.1% მალამოს ფორმით დანიშვნამდე, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება კანის აქერცვლადი და მშრალი დაზიანებების დროს.
გარდა ამისა, პრეპარატი ლატიკორტი 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარის ფორმით უფრო მოსახერხებელია კანის თმიან უბნებზე გამოსაყენებლად.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ჰიდროკორტიზონის (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის) და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
- კანის ბაქტერიული, სოკოვანი, და ვირუსული (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები.
- ვულგარული, ვარდისფერი აკნე
- პერიორალური დერმატიტი.
- ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.
- კანის მთლიანობის დარღვევა (ჭრილობები, წყლულები).
- კანის სიმსივნეები.
- კანის ტუბერკულოზური ან სიფილისური დაზიანება.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
სიფრთხილით
- წასმა კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზების გამოყენება, და ასევე პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში).
- წასმა სახის კანზე და ინტერტრიგინოზულ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები).
- ოკლუზიური ნახვევების გამოყენება
- წასმა თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.
- ძუძუთი კვების პერიოდი
- კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
სიფრთხილის ზომები
უწყვეტი თერაპიის კურსი- არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში. ერიდეთ ლატიკორტი® გარეგანი გმოყენების ხსნარის მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე.
თუ ლატიკორტი® ხსნარის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ნიშნები ან კანის გაღიზიანება, ასევე გვერდითი მოვლენების ან ეფექტების გაძლიერება, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
ლატიკორტის® ხსნარის ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე წასმისას, ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გლუკოკორტისკოსტეროიდის სისტემურ აბსორბციას; შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდულ კონტროლი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციის შემდგომ სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით.
მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს ადგილობრივად ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. თუ ინფექციის სიმპტომები კვლავაც შენარჩუნდება, სამკურნალო პრეპარატის ლატიკორტი® გამოყენება უნდა შეწყდეს ინფექციის განკურნებამდე.
პრეპარატი ლატიკორტის® წასმა თვალის გარშემო და ქუთუთოების კანზე უნდა მოხდეს სიფრთხილით გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე, ანამნეზში ამ დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება გაუმწვავდეთ ამ დაავადებების მიმდინარეობა.
პრეპარატი ლატიკორტი® განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაძლიერებული შეწოვის და გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ლატიკორტი® ოკლუზიური ნახვევის ქვეშ სისხლში გლუკოკორტიკოსტეროიდების შეწოვის გაძლიერების გამო. შესაძლებელია განვითარდეს ეპიდერმისის ატროფია, სტრიები და ინფექცია.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
ბავშვები და მოზარდები
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლატიკორტი® ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის სახით, უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
თუმცა, შესაბამისი იმუნური პასუხის არარსებობის რისკის გამო, განსაკუთრებით ლატიკორტი ® ხსნარის გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე, უნდა ვერიდოთ პაციენტების ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციებს.
ლატიკორტი® ხსნარმა გარეგანი გამოყენებისათვის შეიძლება გააძლიეროს იმუნოდეპრესანტების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების ეფექტურობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატ ლატიკორტის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლოა პრეპარატ ლატიკორტის® გამოყენება ორსული ქალების მკურნალობისთვის ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ასეთ შემთხვევებში თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე უბნებით.
ძუძუთი კვება
ჰიდროკორტიზონის გარეგანი გამოყენებისას მისი დედის რძეში შეწოვილი რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ძუძუთი კვების პერიოდში გამოიყენება სიფრთხილით, ხანმოკლე კურსებით და კანის მცირე უბნებზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი ლატიკორტი® არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
გვერდითი მოვლენების ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სიხშირე უცნობია: შეიძლება განვითარდეს აკნეს მაგვარი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ურტიკარია ან ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გამწვავება.
მხედველობის ორგანოს მხრივ:
სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ).
სისტემური დარღვევები
სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას, ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის მანიფესტაცია, ზრდისა და განვითარების შეფერხება ბავშვებში, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ჰიდროკორტიზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ასევე გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ უბნებზე, სადაც მომატებულია რეზორბციის უნარი, შესაძლებელია მოხდეს დოზის გადაჭარბება, რომელსაც თან ახლავს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები.
მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიისას - ეტაპობრივი მოხსნა ან ნაკლებად აქტიური პრეპარატების დანიშვნა).
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის ბუტირატი -1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი - 30,00 მგ, პოვიდონი - 2,50 მგ, ლიმონმჟავა - 1,72 მგ, ნატრიუმის ციტრატი - 0,78 მგ, იზოპროპანოლი - 0,50 მლ, გასუფთავებული წყალი - 1,00 მლ-მდე.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე იზოპროპილის სპირტის სუნით, ნალექის და მექანიკური დანამატების გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 20C-დან 80C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის
ათქ კოდი: D07AB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სინთეზურ არა-ჰალოგენიზირებულ გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ის ახდენს ანთების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა შემავიწროვებელ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედების საშუალებით ამცირებს ექსუდაციურ რეაქციებს. გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება რეკომედნებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ჰიდროკორტიზონი ადგილობრივად გამოყენებისას ადვილად აღწევს კანის რქოვან შრეში, მცირე ხარისხით აქვს სისხლში აბსორბციისა და სისტემური ზემოქმედების უნარი. ჰიდროკორტიზონის აბსორბცია ძლიერდება თხელ კანზე გამოყენებისას ნაკეცების ან სახის არეში და ასევე დაზიანებულ ეპიდერმისზე, ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე. ჰიდროკორტიზონის აბსორბცია ასევე ძლიერდება ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან მისი კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას.
ბავშვებში ჰიდროკორტიზონის შეწოვა კანიდან უფრო მეტად არის გამოხატული მოზრდილებთან შედარებით.
მეტაბოლიზმი
სისხლში აბსორბციის შემდეგ ჰიდროკორტიზონის ბუტირატი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ჰიდროკორტიზონად და სხვა მეტაბოლიტებად.
გამოყოფა
გამოიყოფა ძირითადად გლუკურონის მჟავასთან ნაერთის სახით, მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით ძირითადად თირკმელებითა და ნაწლავებით ნაღველთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია სპეციალისტებისა და პაციენტებისთვის
ლატიკორტი®
სავაჭრო დასახელება: ლატიკორტი®
საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება: ჰიდროკორტიზონი
სამკურნალწამლო ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონის ბუტირატი -1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი - 30,00 მგ, პოვიდონი - 2,50 მგ, ლიმონმჟავა - 1,72 მგ, ნატრიუმის ციტრატი - 0,78 მგ, იზოპროპანოლი - 0,50 მლ, გასუფთავებული წყალი - 1,00 მლ-მდე.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე იზოპროპილის სპირტის სუნით, ნალექის და მექანიკური დანამატების გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის
ათქ კოდი: D07AB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სინთეზურ არა-ჰალოგენიზირებულ გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ის ახდენს ანთების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა შემავიწროვებელ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედების საშუალებით ამცირებს ექსუდაციურ რეაქციებს. გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება რეკომედნებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ჰიდროკორტიზონი ადგილობრივად გამოყენებისას ადვილად აღწევს კანის რქოვან შრეში, მცირე ხარისხით აქვს სისხლში აბსორბციისა და სისტემური ზემოქმედების უნარი. ჰიდროკორტიზონის აბსორბცია ძლიერდება თხელ კანზე გამოყენებისას ნაკეცების ან სახის არეში და ასევე დაზიანებულ ეპიდერმისზე, ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე. ჰიდროკორტიზონის აბსორბცია ასევე ძლიერდება ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან მისი კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას.
ბავშვებში ჰიდროკორტიზონის შეწოვა კანიდან უფრო მეტად არის გამოხატული მოზრდილებთან შედარებით.
მეტაბოლიზმი
სისხლში აბსორბციის შემდეგ ჰიდროკორტიზონის ბუტირატი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ჰიდროკორტიზონად და სხვა მეტაბოლიტებად.
გამოყოფა
გამოიყოფა ძირითადად გლუკურონის მჟავასთან ნაერთის სახით, მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით ძირითადად თირკმელებითა და ნაწლავებით ნაღველთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის კანის ქვემწვავე და ქრონიკული არაინფიცირებული ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით საშუალო ან მძიმე ხარისხის ალერგიული გენეზის დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობს ძლიერი ქავილით ან გარქოვანებით და მგრძნობიარეა ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ.
- სებორეული დერმატიტი.
- ატოპიური დერმატიტი.
- ბავშვთა პაპულოზური ურტიკარია.
- ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
- მულტიფორმული ერითემა.
- სისტემური წითელი მგლურა.
- ფსორიაზი.
- წითელი ბრტყელი ლიქენი.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ჰიდროკორტიზონის (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის) და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
- კანის ბაქტერიული, სოკოვანი, და ვირუსული (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები.
- ვულგარული, ვარდისფერი აკნე
- პერიორალური დერმატიტი.
- ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.
- კანის მთლიანობის დარღვევა (ჭრილობები, წყლულები).
- კანის სიმსივნეები.
- კანის ტუბერკულოზური ან სიფილისური დაზიანება.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
სიფრთხილით
- წასმა კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზების გამოყენება, და ასევე პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში).
- წასმა სახის კანზე და ინტერტრიგინოზულ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები).
- ოკლუზიური ნახვევების გამოყენება
- წასმა თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.
- ძუძუთი კვების პერიოდი
- კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობა
პრეპარატ ლატიკორტის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლოა პრეპარატ ლატიკორტის® გამოყენება ორსული ქალების მკურნალობისთვის ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ასეთ შემთხვევებში თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე უბნებით.
ძუძუთი კვება
ჰიდროკორტიზონის გარეგანი გამოყენებისას მისი დედის რძეში შეწოვილი რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ძუძუთი კვების პერიოდში გამოიყენება სიფრთხილით, ხანმოკლე კურსებით და კანის მცირე უბნებზე.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატი ლატიკორტის® მცირე რაოდენობა უნდა წაესვას თხელ ფენად პათოლოგიურად შეცვლილი კანის უბნებზე მასაჟის მოძრაობებით შეღწევის გაზრდის მიზნით.
მოზრდილი პაციენტები
გამოიყენება არაუხშირეს 1-2-ჯერ დღეში. უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში; კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გარეგანი გამოყენების ხსნარის (20მლ) არაუმეტეს 1 ფლაკონი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ლატიკორტი® უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ბავშვებში, სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო ადვილად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დარღვევა და კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლატიკორტი® უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთჯერ დღეში კანის მცირე უბნებზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხანმოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე.
როგორც წესი, პრეპარატი ლატიკორტი® 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარის ფორმით გამოიყენება მკურნალობის პირველ ფაზაში, პრეპარატის ლატიკორტი® 0.1% მალამოს ფორმით დანიშვნამდე, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება კანის აქერცვლადი და მშრალი დაზიანებების დროს.
გარდა ამისა, პრეპარატი ლატიკორტი 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარის ფორმით უფრო მოსახერხებელია კანის თმიან უბნებზე გამოსაყენებლად.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
გვერდითი მოვლენების ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სიხშირე უცნობია: შეიძლება განვითარდეს აკნეს მაგვარი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ურტიკარია ან ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გამწვავება.
მხედველობის ორგანოს მხრივ:
სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ).
სისტემური დარღვევები
სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას, ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის მანიფესტაცია, ზრდისა და განვითარების შეფერხება ბავშვებში, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ჰიდროკორტიზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ასევე გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ უბნებზე, სადაც მომატებულია რეზორბციის უნარი, შესაძლებელია მოხდეს დოზის გადაჭარბება, რომელსაც თან ახლავს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები.
მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიისას - ეტაპობრივი მოხსნა ან ნაკლებად აქტიური პრეპარატების დანიშვნა).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
თუმცა, შესაბამისი იმუნური პასუხის არარსებობის რისკის გამო, განსაკუთრებით ლატიკორტი ® ხსნარის გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე, უნდა ვერიდოთ პაციენტების ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციებს.
ლატიკორტი® ხსნარმა გარეგანი გამოყენებისათვის შეიძლება გააძლიეროს იმუნოდეპრესანტების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების ეფექტურობა.
სპეციალური მითითებები
უწყვეტი თერაპიის კურსი- არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში. ერიდეთ ლატიკორტი® გარეგანი გმოყენების ხსნარის მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე.
თუ ლატიკორტი® ხსნარის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ნიშნები ან კანის გაღიზიანება, ასევე გვერდითი მოვლენების ან ეფექტების გაძლიერება, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
ლატიკორტის® ხსნარის ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე წასმისას, ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გლუკოკორტისკოსტეროიდის სისტემურ აბსორბციას; შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდულ კონტროლი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციის შემდგომ სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით.
მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს ადგილობრივად ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. თუ ინფექციის სიმპტომები კვლავაც შენარჩუნდება, სამკურნალო პრეპარატის ლატიკორტი® გამოყენება უნდა შეწყდეს ინფექციის განკურნებამდე.
პრეპარატი ლატიკორტის® წასმა თვალის გარშემო და ქუთუთოების კანზე უნდა მოხდეს სიფრთხილით გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე, ანამნეზში ამ დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება გაუმწვავდეთ ამ დაავადებების მიმდინარეობა.
პრეპარატი ლატიკორტი® განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაძლიერებული შეწოვის და გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ლატიკორტი® ოკლუზიური ნახვევის ქვეშ სისხლში გლუკოკორტიკოსტეროიდების შეწოვის გაძლიერების გამო. შესაძლებელია განვითარდეს ეპიდერმისის ატროფია, სტრიები და ინფექცია.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
ბავშვები და მოზარდები
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლატიკორტი® ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის სახით, უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი ლატიკორტი® არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0,1%.
20მლ პოლიეთილენის ფლაკონები. ყოველ ფლაკონს აქვს ეტიკეტი.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 20C-დან 80C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ
3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3
მზა სამკურნალო ფორმის მწარმოებელი, დამფასოებელი, შემფუთავი, ხარსიხის კონტროლის გამშვები:
ფარმქარხანა სს „ელფა.“
58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქ. 21, პოლონეთი.
მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ
3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3
email: quality. [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


