ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ციტოლესი

Citoles®

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მწარმოებელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-046368
რეგისტრირებულია
24 სექტემბერი 2026, მოქმედებს 24 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებაციტოლესი და სხვა წამალი ერთად

ციტოლესი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ესციტალოპრამის ან ციტოლესის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი „დამხმარე ნივთიერებები).

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება მაო-ს (მონოამინოქსიდაზა) ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს, სელეგილინის (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები), მოკლობემიდის (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) და ლინეზოლიდის (ანტიბიოტიკი) ჩათვლით.

თუ იღებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება).

თუ დაბადებიდან გაქვთ ან გქონდათ გულის არარეგულარული რითმი ეპიზოდი (რაც გამოჩნდა ელექტროკარდიოგრამაზე; გულის ფუნქციის შესაფასებლად ჩატარებული გამოკვლევის დროს).

თუ დანიშნული გაქვთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე (IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტი-ალერგიული საშუალებები (ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი) (იხ. პუნქტი ,,სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება“).

სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვს ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რისი მხედველობაში მიღებაც აუცილებელია თქვენი ექიმისთვის, კერძოდ:

გთხოვთ შეატყობონოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

თუ გაქვთ ეპილეფსია, ან თუ პრეპარატის გამოყენების დროს პირველად განვითარდა ეპილეფსიური (კრუნჩხვითი) ეპიზოდი, ან თუ ეპილეფსიური კრუნჩხვები გახშირდა, ციტოლესის გამოყენება უნდა შეწყდეს (იხილეთ „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს თქვენთვის დანიშნული დოზის კორექცია.

თუ გაქვთ დიაბეტი, ციტოლესით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭრო გახდეს ინსულინისა და/ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.

თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების მიდრეკილება, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“).

თუ გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ელექტროშოკური თერაპია).

თუ გაქვთ გულის კორონარული სისხლძარღვების დაავადება.

თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები ან ბოლო ხანებში გადაიტანეთ გულის შეტევა.

თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმიდან მარილების დაკარგვასთან გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების გამო, ან გამოწვეული იყოს დიურეტიკების მიღებით.

თუ აღგენიშნებათ გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა წამოდგომისას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის პულსაციის დარღვევაზე.

გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გქონდათ წარსულში

რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება “Torsade des Pointes“ (გულის რითმის დარღვევის ნაირსახეობა) განვითარების მაღალი რისკი მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ, მაგალითად გულის შეგუბებითი უკმარისობა, პირველად განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის დაბალი რითმი, ან თანმხლები დაავადების ან პრეპარატის გამოყენების გამო ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემია (სისხლშიმაგნიუმის დაბალი დონე) მიდრეკილების დროს.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება

მანიაკალურ-დეპრესიული (ბიპოლარული აშლილობა) დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო ბედნიერებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ ამას განიცდით, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს მოუსვენრობა, მუდმივად მოძრაობაში ყოფნის სურვილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს.

ციტოლესის (SSRIs/SNRIs) მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში. ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ფიქრები თვითმკვლელობაზე და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანებასთან ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები. ამგვარი ფიქრები შესაძლოა გამძაფრდეს პირველად ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგანაც ყველა ამ პრეპარატმა რომ იმოქმედოს, საჭიროა დრო, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 კვირა, თუმცა ზოგჯერ - მეტიც.

სავარაუდოდ, შესაძლოა ასე იფიქროთ:

თუ ადრე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.

თუ ხართ ახალგაზრდა ადამიანი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაში აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ასაკის მოზრდილ ახალგაზრდებში, რომელთაც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გამუდმებით გაქვთ აზრები თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

დიდად დაგეხმარებათ, თუ თქვენი დეპრესიისა ან შფოთვითი აშლილობის შესახებ დაელაპარაკებით თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს და სთხოვთ მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვას. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, გითხრან, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა თანდათან უარესდება ან თუ აღელვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.

ანტიდეპრესანტული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და 24 წლამდე ახალგაზრდა მოზარდებში, არსებობს სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის ზრდის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველა პაციენტის მონიტორინგი ოჯახის წევრის ან მომვლელის მიერ, მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების გამო, როგორიცაა შფოთვა და აკათიზია, ან სუიციდის ალბათობა, განსაკუთრებით პრეპარატით თერაპიის კურსის საწყის თვეებში, ან დოზის ცვლილების დროს - იქნება ეს გაზრდა თუ შემცირება. ციტოლესი ნაჩვენებია დეპრესიის (მძიმე დეპრესიული მდგომარეობები), პანიკური აშლილობის (ღია სივრცის შიში) ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დროს. ციტოლესი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ციტოლესის ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ წინამდებარე კლასის მედიკამენტების მიღებისას 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორებიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდალური ფიქრები და მტრული დამოკიდებულება (განსაკუთრებით, აგრესია, საპირისპირო ქცევა და სიბრაზე). მიუხედავად ამისა, ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტებს შესაძლოა დაუნიშნოს ესციტალოპრამი, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა ესციტალოპრამი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ დაბრუნდეთ ექიმთან. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ, როცა 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ესციტალოპრამს. გარდა ამისა, ჯერ არ დადასტურებულა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითრებასთან დაკავშირებით.

თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ ან გქონიათ წარსულში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ციტოლესის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ციტოლესის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე (როგორ გამოიყენება ციტოლესი?).

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციტოლესის შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ციტოლესის ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ციტოლესი, თუ ხართ ორსულად, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ პრეპარატთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

თუ თქვენ იღებთ ციტოლესს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვებითი სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დაჭიმული ან მოდუნებული კუნთები, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, მღელვარება, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება.თუ დაბადებისას თქვენს ბავშვს აქვს რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ციტოლესს. ორსულობისას, კერძოდ კი ბოლო 3 თვის განმავლობაში, ციტოლესის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის რისკი ჩვილებში, სახელწოდებით ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია, რაც აჩქარებს სუნთქვას და ჩვილს უჩნდება სილურჯე. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ამას შეამჩნევთ თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ ციტოლესს იღებთ ორსულობის ბოლოს, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევები, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობისშემდგომი ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ციტოლესს, რათა მათ შეძლონ შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.

თუ ორსულობის პერიოდში მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენება, მისი მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება.

თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ციტოლესი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ ესციტალოპრამი, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად, ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ციტოლესი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციტოლესის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ არ განიხილება.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

„არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები“ (MAOIs), რომლებიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდის იზოკარბოქსაზიდს, ტრანილციპრომინს და ნიალამიდს. თუ თქვენ ღებულობდით ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებიდან ერთ ერთს, ციტოლესის მიღებამდე საჭიროა 14 დღიანი ინტერვლის დაცვა. ციტოლესის მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა 7 დღიანი ინტერვალის დაცვა მათი მიღების გასაგრძელებლად.

„ მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

„მაო-ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობისას) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (ამინომჟავები, რომლებიც გამოიყენება საკვები დანამატების სახით).

იმიორამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (ოპიოიდები, გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ეს მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს.

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), პფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინფარქტის რისკის შესამცირებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ესციტალოპრამის რაოდენობის ზრდა.

კრაზანას (Hypericum perforatum) - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება.

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები – ანუ, ანტიკოაგულანტები). აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენისკენ მიდრეკილება.

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად – ანუ, ანტიკოაგულანტები). მკურნალი ექიმი სავარაუდოთ შეამოწმებს სისხლის შედედების უნარს როგორც ციტოლესის მიღებამდე, ასევე ციტოლესით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამგვარად, დადგინდება თქვენს მიერ მიღებული ანტიკოაგულანტის დოზის ადექვატურობა.

მეფლოქუინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყნებეა ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენება ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს.

ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის და ფსიქოზების სამკურნალო პრეპარატები), კრუნჩხვითი მზაობის ზრდის რისკის გამო, და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).

ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი (ანტიდეპტრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოტური საშუალებები). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენებისას საჭიროა ციტოლესის დოზის კორექცია.

არ მიიღოთ ციტოლესი, თუ იღებთ გულისცემის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულისცემის რითმზე, როგორიცაა ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ი.ვ. ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ალერგიული დაავადებების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატები (მაგ., ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კალიუმის და მაგნიუმის დონეს სისხლში და ზრდის სიცოცხლისთვის საშიშ გულის არითმიების რისკს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

  • როგორ გამოიყენება ციტოლესი?

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის მიიღეთ ესციტალოპრამი ექიმის დანიშნულებისამებრ. აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთთან, თუ დარწმუნებული არა ხართ.

მოზრდოლები:

დეპრესიის მკურნალობა:

ციტოლესის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა (ვლინდება უეცრად და შემთხვევით, განმეორებითი ინტენსიური დისტრესითა ან შიშის შეტევით)

პირველი კვირის განმავლობაში მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში, ხოლო მეორე კვირიდან ხდება დოზის გაზრდა – 10 მგ/დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემდგომი ზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 20 მგ/დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (შფოთვის და შიშის განცდა სოციალურ გარემოში სხვების ნეგატიური აღქმით)

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ დოზაზე პაციენტის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა ან შეამციროს დოზა – 5 მგ-მდე/დღეში, ან გაზარდოს იგი – 20 მგ-მდე/დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ხანგრძლივი, ექსტრემალური და მოულოდნელი შფოთვითი სიტუაცია) ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები, იდეები და იმპულსები განმეორებითი ქცევებითა და გონებრივი მოქმედებებით)

ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

  • მიღების წესი და მეთოდი:

პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი გადაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტი არ დაღეჭოთ, მას მწარე გემო აქვს.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის მოთავსება ჭდიანი მხრით ზემოთ და გაყოფა ორ ნაწილად. ტაბლეტის გადატეხვა შუახაზზე შესაძლებელია მის გვერდებზე საჩვენებელი თითების დაჭერით, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

  • ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები

ციტოლესი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლის ასაკამდე). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 2 „ციტოლესის გამოყენებამდე“.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

ციტოლესის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენ დღიურ 5 მგ-ს ერთჯერადად. ექიმმა დოზა შესაძლოა გაზარდოს დღეში 10 მგ-მდე.

  • განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე ფუნქციის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

პაციენტები, CYP2C19 ფერმენტის ცნობილი ცუდი მეტაბოლიზმით:

ამ ცნობილი გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

დაავადების სიმპტომების შემცირება ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმის ინფორმირების გარეშე. განაგრძეთ ციტოლესის მიღება იმ ხანგრძლივობით, რაც გირჩიათ ექიმმა. პრეპარატით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების თავიდან წარმოშობა. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ციტოლესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ციტოლესი

საჭირო დოზაზე მეტი ციტოლესის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, დისკომფორტის ნიშნები არ შეიმჩნევა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აღგზნება, განმუხტვა (კონვულსია), კომა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, სისხლის წნევის დაწევა და ორგანიზამში სითხის/მარილის ბალანსის დარღვევა.

თან იქონიეთ ციტოლესის შეფუთვა/კოლოფი, როდესაც მიმართავთ ექიმს ან ჰოსპიტალს.

თუ დაგავიწყდათ ციტოლესის მიღება:

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია ციტოლესის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 1–ზე მეტ მომხმარებელში 10–დან.

ხშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 100–დან.

არახშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 1000–დან.

იშვიათი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 10000–დან.

უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და, მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ციტოლესისმიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

არახშირი:

ძლიერი სისხლდენა გასტროინტესტინალური სისხლდენის ჩათვლით.

იშვიათი:

თუ აღგენიშნებათ კანის, ენის, ტუჩების, ხახის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ თქვენ გაქვთ ცხელება, აგზნებადობა, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა – ეს შეიძლება იყოს ისეთი იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელიც სეროტონინის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. თუ შენიშნავთ მსაგვს ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ თუნდაც ერთერთი მათგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

უცნობი:

შარდვის გაძნელება

განმუხტვები (კრუნჩხვები) (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზინებაზე (ჰეპატიტი)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, როგორიცაა “პირუეტის ტიპის” პარკუჭოვანი ტაქიკარდია

თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები; იხილეთ აგრეთვე განყოფილება „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ციტოლესის მიღებისას“

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი:

გულისრევა

თავის ტკივილი

ხშირი:

რინიტი, ცხვირის გაჭედვა (სინუსიტი)

მადის გაძლიერება ან დაქვეითება

შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, კანზე უჩვეულო შეგრძნებები

დიარეა, შეკრულობა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთების და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია)

სექსუალური დარღვევები (გახანგრძლივებული ეაკულაცია, ერექციის სისუსტე, დაქვეითებული ლიბიდო, ქალებში ორგაზმის მიღწევის გაძნელება)

დაღლილობა, ცხელება

წონის მომატება

არახშირი:

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი კანზე, ქავილი (პრურიტუსი)

კბილების უნებლიე კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა, გონების დაბინდვა

ძილის დარღვევა, გემოს შეცვლა, გულის წასვლა (სინკოპე)

თვალის გუგების გაფართოება (მიდრიაზი), დაბინდული მხედველობა, შუილი ყურებში (ტინიტუსი)

თმის ცვენა

ჭარბი მენსტრუალური სისხლდება

მენსტრუქციის დარღვევა

წონის დაკლება

გახშირებული გულისცემა

ხელების და ფეხების შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი:

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, (საკუთარი თავის არარეალურად ან საკუთარი სხეულისგან განცალკევებულად აღქმა), ჰალუცინაციები (უცნაური საგნების დანახვა ან ხმების გაგონება)

გულისცემის შენელება

უცნობი:

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (სიმპტომები მოიცავს გულისრევის შეგრძნებას, ცუდად ყოფნას, კუნთების სისუსტეს და დაბნეულობას)

თავბრუსხვევა სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება სისხლში)

მოძრაობის დარღვევა (კუნთების უნებლიე მოძრაობა)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

სისხლდენები კანზე და ლორწოვანზე სისხლჩაქცევების ჩათვლით (ეკქიმოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა (თრომბოციტოპენია)

კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში წყლის შეკავების და სისხლის განზავების შედეგად, რაც გამოწვეულია ADH ჰორმონის (ADH-ის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) გაზრდილი სეკრეციით.

რძის გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი.

მანია (ჭარბი აქტივობის ან ზედმეტი აგზნების ეპიზოდები).

ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამ ტიპის მედიკამენტს

გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, რაც გულის ელექტრო აქტივობის საზომია).

  • მშობიარობის შემდეგ ძლიერი ვაგინალური სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი „ორსულობა“.

გარდა ამისა, ცნობილია მრავალი გვერდითი ეფექტი, რომელიც ვლინდება ისეთი მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც მოქმედებს ესციტალოპრამის (ციტოლესის აქტიური ინგრედიენტი) მსგავსად.

ესენია:

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია (გაუნძრევლად ყოფნის შეუძლებლობა))

მადის დაქვეითება

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • როგორ ინახება ციტოლესი?

შეინახეთ ციტოლესი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ.

არ გამოიყენოთ ციტოლესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იღებთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reŗitpaŗa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467

Maslak / İstanbul

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No : 3

Esenyurt / İstanbul

ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 16/01/2024.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალურ და განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა შეგიძლიათ სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით QR კოდის სკანირებით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

ციტოლესი® 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური სუბსტანციები: 20 მგ ესციტალოპრამი, 25.55 მგ ესციტალოპრამის ოქსალატის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილი 200), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ოპადრი II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 3350, ტალკი).

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ აპირებთ ექიმთან ვიზიტს ან კლინიკაში წასვალს, შეატყობინეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.

მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.

  • რა არის ციტოლესი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • ციტოლესის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ციტოლესი?
  • როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
  • როგორ ინახება ციტოლესი
  • რა არის ციტოლესი და რისთვის გამოიყენება იგი?

ციტოლესი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, ოვალური ფრომის, ნაზოლის მქონე ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს.

ციტოლესი ბაზარზე წარმოდგენილია 14, 28, 56 და 84 ტაბლეტის შემცველი შეფუთვებით.

ციტოლესი შეიცავს ესციტალოპრამს. ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის (დიდი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცეში ყოფნის შიში), სოციალური შფოთვა (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

ესციტალოპრამი მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRIs) სახელწოდებით ცნობილ ანტიდეპრესანტების ჯგუფს. აღნიშნული მედიკამენტები სეროტონინის დონის აწევის გზით მოქმედებენ სეროტონინის სისტემაზე თავის ტვინში. დარღვევები სეროტონინის სისტემაში მიიჩნევა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითრების მნიშვნელოვან ფაქტორად.

შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება, განაგრძეთ ციტოლესის მიღება.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • ციტოლესის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს:

თუ გაქვთ ალერგია ესციტალოპრამის ან ციტოლესის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი „დამხმარე ნივთიერებები).

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება მაო-ს (მონოამინოქსიდაზა) ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს, სელეგილინის (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები), მოკლობემიდის (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) და ლინეზოლიდის (ანტიბიოტიკი) ჩათვლით.

თუ იღებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება).

თუ დაბადებიდან გაქვთ ან გქონდათ გულის არარეგულარული რითმი ეპიზოდი (რაც გამოჩნდა ელექტროკარდიოგრამაზე; გულის ფუნქციის შესაფასებლად ჩატარებული გამოკვლევის დროს).

თუ დანიშნული გაქვთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე (IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტი-ალერგიული საშუალებები (ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი) (იხ. პუნქტი ,,სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება“).

სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვს ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რისი მხედველობაში მიღებაც აუცილებელია თქვენი ექიმისთვის, კერძოდ:

გთხოვთ შეატყობონოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

თუ გაქვთ ეპილეფსია, ან თუ პრეპარატის გამოყენების დროს პირველად განვითარდა ეპილეფსიური (კრუნჩხვითი) ეპიზოდი, ან თუ ეპილეფსიური კრუნჩხვები გახშირდა, ციტოლესის გამოყენება უნდა შეწყდეს (იხილეთ „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს თქვენთვის დანიშნული დოზის კორექცია.

თუ გაქვთ დიაბეტი, ციტოლესით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭრო გახდეს ინსულინისა და/ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.

თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების მიდრეკილება, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“).

თუ გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ელექტროშოკური თერაპია).

თუ გაქვთ გულის კორონარული სისხლძარღვების დაავადება.

თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები ან ბოლო ხანებში გადაიტანეთ გულის შეტევა.

თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმიდან მარილების დაკარგვასთან გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების გამო, ან გამოწვეული იყოს დიურეტიკების მიღებით.

თუ აღგენიშნებათ გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა წამოდგომისას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის პულსაციის დარღვევაზე.

გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გქონდათ წარსულში

რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება “Torsade des Pointes“ (გულის რითმის დარღვევის ნაირსახეობა) განვითარების მაღალი რისკი მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ, მაგალითად გულის შეგუბებითი უკმარისობა, პირველად განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის დაბალი რითმი, ან თანმხლები დაავადების ან პრეპარატის გამოყენების გამო ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემია (სისხლშიმაგნიუმის დაბალი დონე) მიდრეკილების დროს.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება

მანიაკალურ-დეპრესიული (ბიპოლარული აშლილობა) დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო ბედნიერებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ ამას განიცდით, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს მოუსვენრობა, მუდმივად მოძრაობაში ყოფნის სურვილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს.

ციტოლესის (SSRIs/SNRIs) მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში. ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ფიქრები თვითმკვლელობაზე და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანებასთან ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები. ამგვარი ფიქრები შესაძლოა გამძაფრდეს პირველად ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგანაც ყველა ამ პრეპარატმა რომ იმოქმედოს, საჭიროა დრო, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 კვირა, თუმცა ზოგჯერ - მეტიც.

სავარაუდოდ, შესაძლოა ასე იფიქროთ:

თუ ადრე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.

თუ ხართ ახალგაზრდა ადამიანი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაში აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ასაკის მოზრდილ ახალგაზრდებში, რომელთაც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გამუდმებით გაქვთ აზრები თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

დიდად დაგეხმარებათ, თუ თქვენი დეპრესიისა ან შფოთვითი აშლილობის შესახებ დაელაპარაკებით თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს და სთხოვთ მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვას. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, გითხრან, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა თანდათან უარესდება ან თუ აღელვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.

ანტიდეპრესანტული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და 24 წლამდე ახალგაზრდა მოზარდებში, არსებობს სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის ზრდის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველა პაციენტის მონიტორინგი ოჯახის წევრის ან მომვლელის მიერ, მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების გამო, როგორიცაა შფოთვა და აკათიზია, ან სუიციდის ალბათობა, განსაკუთრებით პრეპარატით თერაპიის კურსის საწყის თვეებში, ან დოზის ცვლილების დროს - იქნება ეს გაზრდა თუ შემცირება. ციტოლესი ნაჩვენებია დეპრესიის (მძიმე დეპრესიული მდგომარეობები), პანიკური აშლილობის (ღია სივრცის შიში) ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დროს. ციტოლესი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ციტოლესის ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ წინამდებარე კლასის მედიკამენტების მიღებისას 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორებიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდალური ფიქრები და მტრული დამოკიდებულება (განსაკუთრებით, აგრესია, საპირისპირო ქცევა და სიბრაზე). მიუხედავად ამისა, ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტებს შესაძლოა დაუნიშნოს ესციტალოპრამი, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა ესციტალოპრამი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ დაბრუნდეთ ექიმთან. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ, როცა 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ესციტალოპრამს. გარდა ამისა, ჯერ არ დადასტურებულა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითრებასთან დაკავშირებით.

თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ ან გქონიათ წარსულში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ციტოლესის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ციტოლესის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე (როგორ გამოიყენება ციტოლესი?).

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციტოლესის შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ციტოლესის ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ციტოლესი, თუ ხართ ორსულად, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ პრეპარატთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

თუ თქვენ იღებთ ციტოლესს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვებითი სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დაჭიმული ან მოდუნებული კუნთები, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, მღელვარება, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება.თუ დაბადებისას თქვენს ბავშვს აქვს რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ციტოლესს. ორსულობისას, კერძოდ კი ბოლო 3 თვის განმავლობაში, ციტოლესის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის რისკი ჩვილებში, სახელწოდებით ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია, რაც აჩქარებს სუნთქვას და ჩვილს უჩნდება სილურჯე. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ამას შეამჩნევთ თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ ციტოლესს იღებთ ორსულობის ბოლოს, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევები, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობისშემდგომი ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ციტოლესს, რათა მათ შეძლონ შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.

თუ ორსულობის პერიოდში მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენება, მისი მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება.

თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ციტოლესი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ ესციტალოპრამი, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად, ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ავტომობილისას და მექანიზმების მართვის უნარი

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ციტოლესი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციტოლესის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ არ განიხილება.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

„არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები“ (MAOIs), რომლებიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდის იზოკარბოქსაზიდს, ტრანილციპრომინს და ნიალამიდს. თუ თქვენ ღებულობდით ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებიდან ერთ ერთს, ციტოლესის მიღებამდე საჭიროა 14 დღიანი ინტერვლის დაცვა. ციტოლესის მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა 7 დღიანი ინტერვალის დაცვა მათი მიღების გასაგრძელებლად.

„ მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

„მაო-ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობისას) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (ამინომჟავები, რომლებიც გამოიყენება საკვები დანამატების სახით).

იმიორამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (ოპიოიდები, გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ეს მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს.

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), პფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინფარქტის რისკის შესამცირებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ესციტალოპრამის რაოდენობის ზრდა.

კრაზანას (Hypericum perforatum) - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება.

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები – ანუ, ანტიკოაგულანტები). აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენისკენ მიდრეკილება.

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად – ანუ, ანტიკოაგულანტები). მკურნალი ექიმი სავარაუდოთ შეამოწმებს სისხლის შედედების უნარს როგორც ციტოლესის მიღებამდე, ასევე ციტოლესით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამგვარად, დადგინდება თქვენს მიერ მიღებული ანტიკოაგულანტის დოზის ადექვატურობა.

მეფლოქუინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყნებეა ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენება ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს.

ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის და ფსიქოზების სამკურნალო პრეპარატები), კრუნჩხვითი მზაობის ზრდის რისკის გამო, და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).

ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი (ანტიდეპტრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოტური საშუალებები). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენებისას საჭიროა ციტოლესის დოზის კორექცია.

არ მიიღოთ ციტოლესი, თუ იღებთ გულისცემის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულისცემის რითმზე, როგორიცაა ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ი.ვ. ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ალერგიული დაავადებების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატები (მაგ., ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კალიუმის და მაგნიუმის დონეს სისხლში და ზრდის სიცოცხლისთვის საშიშ გულის არითმიების რისკს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

  • როგორ გამოიყენება ციტოლესი?

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის მიიღეთ ესციტალოპრამი ექიმის დანიშნულებისამებრ. აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთთან, თუ დარწმუნებული არა ხართ.

მოზრდოლები:

დეპრესიის მკურნალობა:

ციტოლესის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა (ვლინდება უეცრად და შემთხვევით, განმეორებითი ინტენსიური დისტრესითა ან შიშის შეტევით)

პირველი კვირის განმავლობაში მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში, ხოლო მეორე კვირიდან ხდება დოზის გაზრდა – 10 მგ/დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემდგომი ზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 20 მგ/დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (შფოთვის და შიშის განცდა სოციალურ გარემოში სხვების ნეგატიური აღქმით)

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ დოზაზე პაციენტის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა ან შეამციროს დოზა – 5 მგ-მდე/დღეში, ან გაზარდოს იგი – 20 მგ-მდე/დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ხანგრძლივი, ექსტრემალური და მოულოდნელი შფოთვითი სიტუაცია) ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები, იდეები და იმპულსები განმეორებითი ქცევებითა და გონებრივი მოქმედებებით)

ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

  • მიღების წესი და მეთოდი:

პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი გადაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტი არ დაღეჭოთ, მას მწარე გემო აქვს.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის მოთავსება ჭდიანი მხრით ზემოთ და გაყოფა ორ ნაწილად. ტაბლეტის გადატეხვა შუახაზზე შესაძლებელია მის გვერდებზე საჩვენებელი თითების დაჭერით, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

  • ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები

ციტოლესი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლის ასაკამდე). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 2 „ციტოლესის გამოყენებამდე“.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

ციტოლესის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენ დღიურ 5 მგ-ს ერთჯერადად. ექიმმა დოზა შესაძლოა გაზარდოს დღეში 10 მგ-მდე.

  • განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე ფუნქციის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

პაციენტები, CYP2C19 ფერმენტის ცნობილი ცუდი მეტაბოლიზმით:

ამ ცნობილი გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

დაავადების სიმპტომების შემცირება ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმის ინფორმირების გარეშე. განაგრძეთ ციტოლესის მიღება იმ ხანგრძლივობით, რაც გირჩიათ ექიმმა. პრეპარატით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების თავიდან წარმოშობა. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ციტოლესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ციტოლესი

საჭირო დოზაზე მეტი ციტოლესის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, დისკომფორტის ნიშნები არ შეიმჩნევა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აღგზნება, განმუხტვა (კონვულსია), კომა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, სისხლის წნევის დაწევა და ორგანიზამში სითხის/მარილის ბალანსის დარღვევა.

თან იქონიეთ ციტოლესის შეფუთვა/კოლოფი, როდესაც მიმართავთ ექიმს ან ჰოსპიტალს.

თუ დაგავიწყდათ ციტოლესის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ საღამო ხანს დაძინებამდე, დაუყოვნებლივ მიიღეთ იგი. შემდგომი დოზა მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ პრეპარატის მიღება თქვენ მხოლოდ ღამით, ან მეორე დღეს გაგახსენდათ, გამოტოვეთ დოზა შემდეგ ჩვეულებისამებრ განაგრძეთ მისი მიღება.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ციტოლესის მიღება:

არ შეწყვიტოთ ციტოლესის მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას. მკუნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ექიმი თანდათნობით შეგიმცირებთ ციტოლესის დოზას რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

ციტოლესის მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით თუ ის უეცრად მოხდა, შეიძლება იგრძნოთ აბსტინენციის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ციტოლესით მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას. სიმპტომების გამოვლენის რისკი უფრო მაღალია, როდესაც ციტოლესი გამოიყენებოდა დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით ან დოზის შემცირება მოხდა ძალიან სწრაფად. პაციენტების უმეტესობა თვლის, რომ სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად გაივლის ორ კვირაში. თუმცა ზოგიერთ პაციენტებში სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ინტენსივობით ან იყოს ხანგრძლივი (2-3 თვე ან მეტი). თუ მკურნალობის შეწყვეტისას განიცდით აბსტინენციის სიმპტომებს, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწვიტოს, რომ გესაჭიროებათ ტაბლეტების თავიდან მიღება და დოზის კიდევ უფრო ნელ-ნელა შემცირება.

მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლო სიმპტომები მოიცავს შემდეგს: თავბრუსხვევა (არასტაბილურობა ან წონასწორობის დარღვევა), ჩხვლეტისა და წიწკნის შეგრძნება, წვის შეგრძნება და ელექტროშოკის შეგრძნება, მათ შორის თავში (უფრო იშვიათად), ძილის დარღვევა (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა ან აგზნება, ტრემორი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციურობა ან გაღიზიანება, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის დარღვევა, გულისცემის აჩქარება ან გულისცემის შეგრძნება.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია ციტოლესის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 1–ზე მეტ მომხმარებელში 10–დან.

ხშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 100–დან.

არახშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 1000–დან.

იშვიათი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 10000–დან.

უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და, მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ციტოლესისმიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

არახშირი:

ძლიერი სისხლდენა გასტროინტესტინალური სისხლდენის ჩათვლით.

იშვიათი:

თუ აღგენიშნებათ კანის, ენის, ტუჩების, ხახის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ თქვენ გაქვთ ცხელება, აგზნებადობა, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა – ეს შეიძლება იყოს ისეთი იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელიც სეროტონინის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. თუ შენიშნავთ მსაგვს ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ თუნდაც ერთერთი მათგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

უცნობი:

შარდვის გაძნელება

განმუხტვები (კრუნჩხვები) (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზინებაზე (ჰეპატიტი)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, როგორიცაა “პირუეტის ტიპის” პარკუჭოვანი ტაქიკარდია

თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები; იხილეთ აგრეთვე განყოფილება „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ციტოლესის მიღებისას“

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი:

გულისრევა

თავის ტკივილი

ხშირი:

რინიტი, ცხვირის გაჭედვა (სინუსიტი)

მადის გაძლიერება ან დაქვეითება

შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, კანზე უჩვეულო შეგრძნებები

დიარეა, შეკრულობა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთების და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია)

სექსუალური დარღვევები (გახანგრძლივებული ეაკულაცია, ერექციის სისუსტე, დაქვეითებული ლიბიდო, ქალებში ორგაზმის მიღწევის გაძნელება)

დაღლილობა, ცხელება

წონის მომატება

არახშირი:

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი კანზე, ქავილი (პრურიტუსი)

კბილების უნებლიე კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა, გონების დაბინდვა

ძილის დარღვევა, გემოს შეცვლა, გულის წასვლა (სინკოპე)

თვალის გუგების გაფართოება (მიდრიაზი), დაბინდული მხედველობა, შუილი ყურებში (ტინიტუსი)

თმის ცვენა

ჭარბი მენსტრუალური სისხლდება

მენსტრუქციის დარღვევა

წონის დაკლება

გახშირებული გულისცემა

ხელების და ფეხების შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი:

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, (საკუთარი თავის არარეალურად ან საკუთარი სხეულისგან განცალკევებულად აღქმა), ჰალუცინაციები (უცნაური საგნების დანახვა ან ხმების გაგონება)

გულისცემის შენელება

უცნობი:

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (სიმპტომები მოიცავს გულისრევის შეგრძნებას, ცუდად ყოფნას, კუნთების სისუსტეს და დაბნეულობას)

თავბრუსხვევა სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება სისხლში)

მოძრაობის დარღვევა (კუნთების უნებლიე მოძრაობა)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

სისხლდენები კანზე და ლორწოვანზე სისხლჩაქცევების ჩათვლით (ეკქიმოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა (თრომბოციტოპენია)

კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში წყლის შეკავების და სისხლის განზავების შედეგად, რაც გამოწვეულია ADH ჰორმონის (ADH-ის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) გაზრდილი სეკრეციით.

რძის გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი.

მანია (ჭარბი აქტივობის ან ზედმეტი აგზნების ეპიზოდები).

ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამ ტიპის მედიკამენტს

გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, რაც გულის ელექტრო აქტივობის საზომია).

  • მშობიარობის შემდეგ ძლიერი ვაგინალური სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი „ორსულობა“.

გარდა ამისა, ცნობილია მრავალი გვერდითი ეფექტი, რომელიც ვლინდება ისეთი მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც მოქმედებს ესციტალოპრამის (ციტოლესის აქტიური ინგრედიენტი) მსგავსად.

ესენია:

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია (გაუნძრევლად ყოფნის შეუძლებლობა))

მადის დაქვეითება

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • როგორ ინახება ციტოლესი?

შეინახეთ ციტოლესი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ.

არ გამოიყენოთ ციტოლესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იღებთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reŗitpaŗa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467

Maslak / İstanbul

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No : 3

Esenyurt / İstanbul

ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 16/01/2024.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალურ და განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა შეგიძლიათ სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით QR კოდის სკანირებით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა