- მოქმედი ნივთიერება
- ესციტალოპრამი (escitalopram)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- APOTEX RESEARCH PRIVATE LIMITED, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023556
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-ესციტალოპრამი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აპო-ესციტალოპრამი მიიღოს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღეში, უმჯობესია, ერთსა და იმავე დროს. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მცირე დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს. დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აპო-ესციტალოპრამის მიღება მაინც უნდა გაგრძელდეს, რადგან მედიკამენტის მოქმედების დაწყებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება;
აპო-ესციტალოპრამის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია წამლის მიღების უეცრად შეწყვეტა, მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, თუ ეს არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. აპო-ესციტალოპრამით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა.
მიღების წესი
აპო-ესციტალოპრამის ტაბლეტები
მიიღება ყოველდღე, ერთჯერადად
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე. აპო-ესციტალოპრამის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
უკუჩვენებები
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება პიმოზიდთან ერთად;
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა მონოამინის ოქსიდაზის ანტიდეპრესანტებს (როგორიცაა, მაგ.: ფენელზინის სულფატი, მოკლობემიდი);
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი იხ. “აპო-ესციტალოპრამი შეიცავს”);
აპო-ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია ან მძიმე გვერდითი მოვლენა;
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს თანდაყოლილი “QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი”.
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა:
ესციტალოპრამის ოქსალატი
პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებია:
ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი და ტიტანიუმის დიოქსიდი.
პრეპარატის ფარმაცევტული ფორმები:
10 მგ და 20 მგ ტაბლეტები
სიფრთხილის ზომები
ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია მაშინ, როცა ექიმი მუდმივად ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
აპო-ესციტალოპრამი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
ახლადაღმოცენებული ან გამწვავებული ემოციური ან ქცევითი დარღვევები
პრეპარატით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან დოზის კორექციისას, პაციენტების მცირე რაოდენობას, ამ ტიპის მედიკამენტების მიღებისას, აღენიშნება მდგომარეობის გაუარესება გაუმჯობესების ნაცვლად. კერძოდ, შეიძლება აღინიშნოს ახლადაღმოცენებული ან გამწვავებული აგზნება, მტრული განწყობა, შფოთვა, სუიციდალური ან სხვების დაზიანების აზრები. სუიციდალური აზრები ან ქმედება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ უფრო უმეტესად - 18-24 წლის ასაკის პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. საჭიროა პაციენტის ყურადღებით გამოკვლევა. დაუშვებელია მედიკამენტის შეწყვეტა თვითნებურად.
უფრო მეტად, მსგავსი აზრები აღინიშნება ისეთ პაციენტებში, რომელთაც ადრეც ჰქონიათ თვითდაზიანების ფიქრები.
პაციენტისათვის სასარგებლო იქნება, თუ ის ახლო ნათესავს ან მეგობარს შეატყობინებს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. ახლობლებმა უნდა შეატყობინონ პაციენტს, თუ მისი დეპრესიული მდგომარეობა ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან აღენიშნება ქცევის ცვლილებები.
მედიკამენტის გავლენა ფეხმძიმობასა და ახალშობილებზე
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს, თუ აპო-ესციტალოპრამით თერაპიის განმავლობაში დადგა ორსულობა. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას.
შესაძლო გართულებები ახალშობილებში (რომლებიც ვლინდება ნებისმიერი უახლესი ანტიდეპრესანტის, მათ შორის, აპო-ესციტალოპრამის მიღებისას):
პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით, ახალშობილებში, რომელთა დედები ფეხმძიმობის დროს იღებდნენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI), როგორიცაა ესციტალოპრამის ოქსალატი ან სხვა ახალი ანტიდეპრესანტი, განვითარდა გართულებები, რომლებიც მოითხოვდა ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას, ხელოვნურ სუნთქვასა და ზონდით კვებას. აღწერილი სიმპტომები მოიცავს: კვების და/ან სუნთქვის პრობლემებს, ციანოზს, გულყრას, სხეულის ტემპერატურის ცვლილებას, ღებინებას, ჰიპოგლიკემიას, დაჭიმულ ან ზედმეტად მოდუნებულ კუნთებს, გამოხატულ რეფლექსებს, ტრემორს, კანკალს, გაღიზიანებადობას, ლეთარგიას, ძილიანობას, ძილის დარღვევებსა და მუდმივად ტირილს. უმრავლეს შემთხვევებში ახალი ანტიდეპრესანტის მიღება ხდებოდა ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში. აღნიშნული სიმპტომები გამოწვეულია ან ანტიდეპრესანტის პირდაპირი ზემოქმედებით ახალშობილზე, ან შესაძლოა იყოს წამლის უეცარი შეწყვეტის შედეგად განვითარებული მოხსნის სინდრომი. ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში, აღნიშნული სიმპტომები თავისით გადის. საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ, თუ ბავშვს ისევ აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე.
პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN) და უახლესი ანტიდეპრესანტები:
ფეხმძიმობის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო ტრიმესტრში, აპო-ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტების მიღებამ ახალშობილებში შეიძლება გაზარდოს ფილტვების მძიმე დაავადების განვითარების რისკი, ე.წ. ახალშობილების პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რომელიც იწვევს სუნთქვის პრობლემებს დაბადებისთანავე, კერძოდ: გახშირებულ სუნთქვასა და ციანოზს. სიმპტომები ჩნდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან.
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ და იღებს სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI), ან უახლეს ანტიდეპრესანტებს, მკურნალ ექიმთან ერთად უნდა შეფასდეს სხვადასხვა მკურნალობის სქემის შესაძლო რისკები და სარგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტა არ მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძვლების მოტეხილობების რისკი:
აპო-ესციტალოპრამის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ძვლების მოტეხილობების რისკი ხანდაზმულებში, ოსტეოპოროზის ან ძვლების მოტეხილობის სხვა მაღალი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. პაციენტი განსაკუთებით ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დაეცეს, განსაკუთრებით, თუ აღენიშნება თავბრუსხვევა ან დაბალი არტერიული წნევა.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
აპო-ესციტალოპრამის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გუგების გაფართოება, რომელიც შეიძლება მწვავე გალუკომის შეტევის მიზეზი გახდეს თვალის ვიწრო კუთხეების მქონე პაციენტებში. აპო-ესციტალოპრამის მიღებამდე თვალების გამოკვლევით შესაძლებელია განისაზღვროს, აქვს თუ არა პაციენტს დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი. საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების გაწევა, თუ პაციენტს აღენიშნება:
თვალის ტკივილი
მხედველობის ცვლილება
თვალისირგვლივი არის შესივება ან სიწითლე.
აპო-ესციტალოპრამის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს:
ყველა სამედიცინო პრობლემის, მათ შორის, გულის დაავადებების, ანამნეზში გულყრების არსებობის, მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების, ღვიძლის ან თირკმელების დაავადების, დიაბეტის შესახებ;
სისხლის შედედების დარღვევის ან თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობის შესახებ;
თუ პაციენტს თვითონ ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება QT/QTc ინტერვალის გახანგრძლივება;
თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია გულისწასვლის შემთხვევები;
თუ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება უეცარი სიკვდილი <50 წლამდე ასაკში;
თუ პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ.: კალიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დაბალი დონე) ან მდგომაროებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ.: ღებინება, დიარეა, დეჰიდრატაცია);
თუ პაციენტს აღენიშნება კვების დარღვევა ან არის მკაცრ დიეტაზე;
თუ პაციენტს უახლოეს წარსულში ჰქონდა მოტეხილობა ან აქვს ოსტეოპოროზი ან ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები;
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან ძუძუთი კვებას;
თუ პაციენტი იტარებს ელექტროკონვულსიურ თერაპიას;
ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ (რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი), რომელსაც პაციენტი იღებს ან იღებდა ბოლო 14 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები, პიმოზიდი, სხვა ანტიდეპრესანტები, ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის დროს), ლითიუმი, ტრამადოლი ან ტრიპტოფანის შემცველი მედიკამენტები;
თუ პაციენტს როდესმე ჰქონია ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი მედიკამენტების აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ალერგიული რეაქცია;
თუ პაციენტი არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მომხმარებელი;
თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ ბუნებრივ ან მცენარეულ პროდუქტს (როგორიცაა, მაგ.: კრაზანა);
თუ პაციენტი მართავსს ავტომობილს ან ასრულებს სახიფათო დავალებებს მუშაობის პროცესში.
მედიკამენტების ურთიერთქმედება
მედიკამენტების ძლიერი ურთიერთქმედება
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა შემდეგ მედიკამენტებს:
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაგ.: ფენელზინი, ტრანიციპრომინი, მოკლობემიდი ან სელეგილინი)
პიმოზიდი
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)
მეთილენის ლურჯი (ინტრავენურად)
ქვემოთ ჩამოთვლილი სია მოიცავს მედიკამენტებს, მაგრამ არასრულად, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი აპო-ესციტალოპრამთან ერთდროული მიღებისას. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის (რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი ან ბუნებრივი/მცენარეული) შესახებ, რომელთა მიღებასაც პაციენტი აპირებს აპო-ესციტალოპრამთან ერთად.
სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიძლება რეაქციაში შევიდნენ აპო-ესციტალოპრამთან:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არითმიის დროს (ანტიარითმიული საშუალებები)
ანტიფსიქოზური საშუალებები
ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ
დიურეტიკები (შარდმდენები)
საფაღარათო საშუალებები (მათ შორის, ოყნები)
სეროტონინის უკუმიტაცების სხვა სელექტიური ინჰიბიტორები ან სხვა ანტიდეპრესანტები (მაგ.: იმიპრამინი, დიზიპრამინი)
ლითიუმი
ტრიპტოფანი
ციმეტიდინი
ტრიპტანები (მაგ.: სუმატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი, ნარატრიპტანი)
ფლუკონაზოლი
კეტოკონაზოლი
იტრაკონაზოლი
რაცემიკული ციტალოპრამი (ცელექსა)
ვარფარინი
ომეპრაზოლი
მცენარეული პროდუქტები, როგორცაა კრაზანა
გარკვეული მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლის შედედებაზე და გააძლიერონ სისხლდენა (ვარფარინი, დაბიტრაგანი), აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (მაგ.: იბუპროფენი)
ტკივილის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ფენტანილი (გამოიყენება ანესთეზიაში ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ), ტრამადოლი, ტაპენტადოლი, მეპერიდინი, მეთადონი, პენტაზოცინი
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ხველების დროს, მაგ.: დექსტრომეტორფანი
აპო-ესციტალოპრამით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
აპო-ესციტალოპრამის ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის ალბათობა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევების განვითარება და სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლდენაც კი. სისხლდენის ალბათობა იზრდება, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები ან იღებს პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტებზე.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით (SSRI) მკურნალობამ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე (ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის (რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი) და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან აპირებს, რომ მიიღოს.
პრეპარატის მიღების წესები
გვერდითი მოვლენები
აპო-ესციტალოპრამმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: გულისრევა, გაძლიერებული ოფლიანობა, დიარეა, დაღლილობა, ცხელება, ყაბზობა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედილობა, ძილის დარღვევები, მადის დაკარგვა, გაძლიერებული მადა, წონის მომატება, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის მიღწევის დაქვეითების უნარი, ერექტილური დისფუნქცია, აგზნება, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობა, მთქნარება, ტრემორი, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, გულძმარვა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კუჭის ტკივილი და გულის რიტმის ცვლილება.
ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტამდე ან დოზის შემცირებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. სიმპტომები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, უჩვეულო სიზმრები, აგზნება, ემოციური განურჩევლობა, კონცენტრაციის გაძნელება, თავის ტკივილი, შაკიკი, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა ან სხვა სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირებისას ან მისი მოხსნისას. მსგავსი სიმპტომები შეიძლება განვითარდეს დოზის გამოტოვებისას. აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ თავისით ქრება და არ საჭიროებს მკურნალობას. მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. შეიძლება საჭიროა გახდეს ესციტალოპრამის დოზის კორექცია სიმპტომების შესამსუბუქებლად.
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა და ქრება რამდენიმე დღის შემდეგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ გვერდითი მოვლენები შემაწუხებელია და მუდმივია, ან ვითარდება უჩვეულო გვერდითი ეფექტები აპო-ესციტალოპრამის მიღებისას.
ჩვეულებრივ, აპო-ესციტალოპრამი არ მოქმედებს პაციენტის ყოველდღიურ ნორმალურ აქტივობაზე. თუმცა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა არ არის მიზანშეწონილი, სანამ არ გაირკვევა, თუ როგორ მოქმედებს აპო-ესციტალოპრამი პაციენტზე.
მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომები/ეფექტები
ეცნობოს ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტს
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
არახშირი
ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ტუჩების, სახის, ენის, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, გამონაყარი კანზე, წყლულები პირის ღრუში ან თვალებზე
არახშირი
ალერგიული რეაქციები: მხოლოდ გამონაყარი კანზე, მხოლოდ ჭინჭრის ციება
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის ცვლილება: ჰიპოგლიკემია (სიმპტომებია: თავბრუსხვევა, ენერგიის ნაკლებობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კანკალი ან ოფლიანობა) ან ჰიპერგლიკემია (სიმპტომები: წყურვილის შეგრძნება, ხშირი შარდვა, სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვისას ხილის სუნი)
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება: სისხლჩაქცევა ან უჩვეულო სისხლდენა კანიდან ან სხვა ადგილებიდან
ჰალუცინაციები: მხედველობითი ან სმენითი
მანია: ჰიპერაქტიური ქცევა ან აზრები
სხეულის ან სახის უკონტროლო მოძრაობები
შარდვის შეკავება
იშვიათი
სეროტონინის სინდრომი: სიმპტომების კომბინაცია, შესაძლოა მოიცავდეს: შფოთვას, ცნობიერების დაბინდვას, ტრემორს, კუნთების მოულოდნელ მოძრაობას, ცხელებას
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება: დაღლილობა, სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა მტკივნეულ, გაშეშებულ ან კუნთების არაკოორდირებულ მოძრაობასთან ერთად
გლაუკომა: თვალის ტკივილი, მხედველობის ცვლილება, თვალის ირგვლივი არის შეშუპება ან სიწითლე
ძალიან იშვიათი
გულყრები: ცნობიერების დაკარგვა უკონტროლო მოძრაობასთან
ღვიძლის დაზიანება: სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, მადის დაკარგვას ქავილთან, კანისა და სკლერების სიყვითლესთან, მუქ შარდთან ერთად.
გასტროინტესტინალური სისხლდენა: სისხლიანი ღებინება ან სისხლიანი განავალი
იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ახლადაღმოცენებული ან გამწვავებული ემოციური ან ქცევითი დარღვევები
აკატიზია: მოუსვენრობა და წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა
სიხშირე უცნობია
გულის სიხშირისა და რიტმის ცვლილება, გულის თრთოლვა, გულისწასვლა
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია. წამლის მიღებისას ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი. ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს აპო-ესციტალოპრამის კოლოფი. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს: თავბრუსხვევა, ტრემორი, შფოთვა, კრუნჩხვები, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, არტერიული წნევის დაქვეითება და გულყრა.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო აპო-ესციტალოპრამის დიდი დოზა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვებისას პაციენტმა უნდა მიიღოს შემდეგი დოზა დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შენახვის პირობები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად აპო-ესციტალოპრამი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C) ნესტისაგან დაცულ ადგილას. კონტეინერი მჭიდროდ უნდა იყოს თავდახურული;
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ექიმის დანიშნულების მიხედვით პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ გამოუყენებელი ტაბლეტები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში, თუ არ არის ექიმის მითითება მათი სახლში შენახვის შესახებ.
მედიკამენტი განკუთვნილი მხოლოდ პაციენტისათვის. გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით, დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირებისათვის სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ნაწილი III: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აპო-ესციტალოპრამი
ესციტალოპრამის ტაბლეტები USP
აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს სამნაწილიანი "პროდუქტის მონოგრაფიის" მე-3 ნაწილს, რომელიც გამოცემულ იქნა კანადაში აპო-ესციტალოპრამის ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ და შექმნილია სპეციალურად მომხმარებლისთვის. მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ქვემოთ მოცემული ინფორმაციის წაკითხვა. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა აპო-ესციტალოპრამით მკურნალობის განმავლობაში, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა. აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს პრეპარატის ზოგად მიმოხილვას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას აპო-ესციტალოპრამის შესახებ. ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტის შესახებ
მედიკამენტის გამოყენება:
აპო-ესციტალოპრამი ინიშნება დეპრესიის სიმპტომების მოსახსნელად. ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია მაშინ, როცა ექიმი მუდმივად ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
მოქმედების მექანიზმი:
აპო-ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების პრეპარატების ჯგუფს, უფრო ზუსტად, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფს (SSRI).
აპო-ესციტალოპრამი ზრდის თავის ტვინში ქიმიური ნივთიერების, სეროტონინის (5-ჰიდროქსიტრიპტამინის) დონეს. მიჩნეულია, რომ სეროტონინის სისტემის დარღვევა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი დეპრესიისა და მსგავსი დაავადებების განვითარებაში.
მედიკამენტი არ გამოიყენება:
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება პიმოზიდთან ერთად;
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა მონოამინის ოქსიდაზის ანტიდეპრესანტებს (როგორიცაა, მაგ.: ფენელზინის სულფატი, მოკლობემიდი);
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი იხ. “აპო-ესციტალოპრამი შეიცავს”);
აპო-ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია ან მძიმე გვერდითი მოვლენა;
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს თანდაყოლილი “QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი”.
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა:
ესციტალოპრამის ოქსალატი
პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებია:
ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი და ტიტანიუმის დიოქსიდი.
პრეპარატის ფარმაცევტული ფორმები:
10 მგ და 20 მგ ტაბლეტები
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ამ ტიპის მედიკამენტებით მკურნალობა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია მაშინ, როცა ექიმი მუდმივად ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
აპო-ესციტალოპრამი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
ახლადაღმოცენებული ან გამწვავებული ემოციური ან ქცევითი დარღვევები
პრეპარატით მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან დოზის კორექციისას, პაციენტების მცირე რაოდენობას, ამ ტიპის მედიკამენტების მიღებისას, აღენიშნება მდგომარეობის გაუარესება გაუმჯობესების ნაცვლად. კერძოდ, შეიძლება აღინიშნოს ახლადაღმოცენებული ან გამწვავებული აგზნება, მტრული განწყობა, შფოთვა, სუიციდალური ან სხვების დაზიანების აზრები. სუიციდალური აზრები ან ქმედება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ უფრო უმეტესად - 18-24 წლის ასაკის პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. საჭიროა პაციენტის ყურადღებით გამოკვლევა. დაუშვებელია მედიკამენტის შეწყვეტა თვითნებურად.
უფრო მეტად, მსგავსი აზრები აღინიშნება ისეთ პაციენტებში, რომელთაც ადრეც ჰქონიათ თვითდაზიანების ფიქრები.
პაციენტისათვის სასარგებლო იქნება, თუ ის ახლო ნათესავს ან მეგობარს შეატყობინებს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. ახლობლებმა უნდა შეატყობინონ პაციენტს, თუ მისი დეპრესიული მდგომარეობა ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან აღენიშნება ქცევის ცვლილებები.
მედიკამენტის გავლენა ფეხმძიმობასა და ახალშობილებზე
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს, თუ აპო-ესციტალოპრამით თერაპიის განმავლობაში დადგა ორსულობა. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას.
შესაძლო გართულებები ახალშობილებში (რომლებიც ვლინდება ნებისმიერი უახლესი ანტიდეპრესანტის, მათ შორის, აპო-ესციტალოპრამის მიღებისას):
პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით, ახალშობილებში, რომელთა დედები ფეხმძიმობის დროს იღებდნენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI), როგორიცაა ესციტალოპრამის ოქსალატი ან სხვა ახალი ანტიდეპრესანტი, განვითარდა გართულებები, რომლებიც მოითხოვდა ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას, ხელოვნურ სუნთქვასა და ზონდით კვებას. აღწერილი სიმპტომები მოიცავს: კვების და/ან სუნთქვის პრობლემებს, ციანოზს, გულყრას, სხეულის ტემპერატურის ცვლილებას, ღებინებას, ჰიპოგლიკემიას, დაჭიმულ ან ზედმეტად მოდუნებულ კუნთებს, გამოხატულ რეფლექსებს, ტრემორს, კანკალს, გაღიზიანებადობას, ლეთარგიას, ძილიანობას, ძილის დარღვევებსა და მუდმივად ტირილს. უმრავლეს შემთხვევებში ახალი ანტიდეპრესანტის მიღება ხდებოდა ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში. აღნიშნული სიმპტომები გამოწვეულია ან ანტიდეპრესანტის პირდაპირი ზემოქმედებით ახალშობილზე, ან შესაძლოა იყოს წამლის უეცარი შეწყვეტის შედეგად განვითარებული მოხსნის სინდრომი. ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში, აღნიშნული სიმპტომები თავისით გადის. საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ, თუ ბავშვს ისევ აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე.
პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN) და უახლესი ანტიდეპრესანტები:
ფეხმძიმობის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო ტრიმესტრში, აპო-ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტების მიღებამ ახალშობილებში შეიძლება გაზარდოს ფილტვების მძიმე დაავადების განვითარების რისკი, ე.წ. ახალშობილების პერსისტენტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რომელიც იწვევს სუნთქვის პრობლემებს დაბადებისთანავე, კერძოდ: გახშირებულ სუნთქვასა და ციანოზს. სიმპტომები ჩნდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან.
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ და იღებს სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI), ან უახლეს ანტიდეპრესანტებს, მკურნალ ექიმთან ერთად უნდა შეფასდეს სხვადასხვა მკურნალობის სქემის შესაძლო რისკები და სარგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტა არ მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძვლების მოტეხილობების რისკი:
აპო-ესციტალოპრამის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ძვლების მოტეხილობების რისკი ხანდაზმულებში, ოსტეოპოროზის ან ძვლების მოტეხილობის სხვა მაღალი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. პაციენტი განსაკუთებით ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დაეცეს, განსაკუთრებით, თუ აღენიშნება თავბრუსხვევა ან დაბალი არტერიული წნევა.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
აპო-ესციტალოპრამის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გუგების გაფართოება, რომელიც შეიძლება მწვავე გალუკომის შეტევის მიზეზი გახდეს თვალის ვიწრო კუთხეების მქონე პაციენტებში. აპო-ესციტალოპრამის მიღებამდე თვალების გამოკვლევით შესაძლებელია განისაზღვროს, აქვს თუ არა პაციენტს დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი. საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების გაწევა, თუ პაციენტს აღენიშნება:
თვალის ტკივილი
მხედველობის ცვლილება
თვალისირგვლივი არის შესივება ან სიწითლე.
აპო-ესციტალოპრამის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს:
ყველა სამედიცინო პრობლემის, მათ შორის, გულის დაავადებების, ანამნეზში გულყრების არსებობის, მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების, ღვიძლის ან თირკმელების დაავადების, დიაბეტის შესახებ;
სისხლის შედედების დარღვევის ან თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობის შესახებ;
თუ პაციენტს თვითონ ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება QT/QTc ინტერვალის გახანგრძლივება;
თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია გულისწასვლის შემთხვევები;
თუ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება უეცარი სიკვდილი <50 წლამდე ასაკში;
თუ პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ.: კალიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დაბალი დონე) ან მდგომაროებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ.: ღებინება, დიარეა, დეჰიდრატაცია);
თუ პაციენტს აღენიშნება კვების დარღვევა ან არის მკაცრ დიეტაზე;
თუ პაციენტს უახლოეს წარსულში ჰქონდა მოტეხილობა ან აქვს ოსტეოპოროზი ან ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები;
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან ძუძუთი კვებას;
თუ პაციენტი იტარებს ელექტროკონვულსიურ თერაპიას;
ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ (რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი), რომელსაც პაციენტი იღებს ან იღებდა ბოლო 14 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები, პიმოზიდი, სხვა ანტიდეპრესანტები, ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის დროს), ლითიუმი, ტრამადოლი ან ტრიპტოფანის შემცველი მედიკამენტები;
თუ პაციენტს როდესმე ჰქონია ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი მედიკამენტების აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ალერგიული რეაქცია;
თუ პაციენტი არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მომხმარებელი;
თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ ბუნებრივ ან მცენარეულ პროდუქტს (როგორიცაა, მაგ.: კრაზანა);
თუ პაციენტი მართავსს ავტომობილს ან ასრულებს სახიფათო დავალებებს მუშაობის პროცესში.
მედიკამენტების ურთიერთქმედება
მედიკამენტების ძლიერი ურთიერთქმედება
დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა შემდეგ მედიკამენტებს:
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაგ.: ფენელზინი, ტრანიციპრომინი, მოკლობემიდი ან სელეგილინი)
პიმოზიდი
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)
მეთილენის ლურჯი (ინტრავენურად)
ქვემოთ ჩამოთვლილი სია მოიცავს მედიკამენტებს, მაგრამ არასრულად, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი აპო-ესციტალოპრამთან ერთდროული მიღებისას. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის (რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი ან ბუნებრივი/მცენარეული) შესახებ, რომელთა მიღებასაც პაციენტი აპირებს აპო-ესციტალოპრამთან ერთად.
სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიძლება რეაქციაში შევიდნენ აპო-ესციტალოპრამთან:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არითმიის დროს (ანტიარითმიული საშუალებები)
ანტიფსიქოზური საშუალებები
ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ
დიურეტიკები (შარდმდენები)
საფაღარათო საშუალებები (მათ შორის, ოყნები)
სეროტონინის უკუმიტაცების სხვა სელექტიური ინჰიბიტორები ან სხვა ანტიდეპრესანტები (მაგ.: იმიპრამინი, დიზიპრამინი)
ლითიუმი
ტრიპტოფანი
ციმეტიდინი
ტრიპტანები (მაგ.: სუმატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი, ნარატრიპტანი)
ფლუკონაზოლი
კეტოკონაზოლი
იტრაკონაზოლი
რაცემიკული ციტალოპრამი (ცელექსა)
ვარფარინი
ომეპრაზოლი
მცენარეული პროდუქტები, როგორცაა კრაზანა
გარკვეული მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლის შედედებაზე და გააძლიერონ სისხლდენა (ვარფარინი, დაბიტრაგანი), აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (მაგ.: იბუპროფენი)
ტკივილის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ფენტანილი (გამოიყენება ანესთეზიაში ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ), ტრამადოლი, ტაპენტადოლი, მეპერიდინი, მეთადონი, პენტაზოცინი
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ხველების დროს, მაგ.: დექსტრომეტორფანი
აპო-ესციტალოპრამით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
აპო-ესციტალოპრამის ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის ალბათობა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევების განვითარება და სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლდენაც კი. სისხლდენის ალბათობა იზრდება, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები ან იღებს პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტებზე.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით (SSRI) მკურნალობამ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე (ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის (რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი) და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან აპირებს, რომ მიიღოს.
პრეპარატის მიღების წესები
რეკომენდებული დოზა:
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აპო-ესციტალოპრამი მიიღოს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღეში, უმჯობესია, ერთსა და იმავე დროს. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მცირე დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს. დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აპო-ესციტალოპრამის მიღება მაინც უნდა გაგრძელდეს, რადგან მედიკამენტის მოქმედების დაწყებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება;
აპო-ესციტალოპრამის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია წამლის მიღების უეცრად შეწყვეტა, მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, თუ ეს არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. აპო-ესციტალოპრამით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა.
მიღების წესი
აპო-ესციტალოპრამის ტაბლეტები
მიიღება ყოველდღე, ერთჯერადად
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე. აპო-ესციტალოპრამის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი. ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს აპო-ესციტალოპრამის კოლოფი. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს: თავბრუსხვევა, ტრემორი, შფოთვა, კრუნჩხვები, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, არტერიული წნევის დაქვეითება და გულყრა.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო აპო-ესციტალოპრამის დიდი დოზა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვებისას პაციენტმა უნდა მიიღოს შემდეგი დოზა დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
აპო-ესციტალოპრამმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: გულისრევა, გაძლიერებული ოფლიანობა, დიარეა, დაღლილობა, ცხელება, ყაბზობა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედილობა, ძილის დარღვევები, მადის დაკარგვა, გაძლიერებული მადა, წონის მომატება, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის მიღწევის დაქვეითების უნარი, ერექტილური დისფუნქცია, აგზნება, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, დაძინების გაძნელება, ძილიანობა, მთქნარება, ტრემორი, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, გულძმარვა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კუჭის ტკივილი და გულის რიტმის ცვლილება.
ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტამდე ან დოზის შემცირებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. სიმპტომები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, უჩვეულო სიზმრები, აგზნება, ემოციური განურჩევლობა, კონცენტრაციის გაძნელება, თავის ტკივილი, შაკიკი, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა ან სხვა სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირებისას ან მისი მოხსნისას. მსგავსი სიმპტომები შეიძლება განვითარდეს დოზის გამოტოვებისას. აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ თავისით ქრება და არ საჭიროებს მკურნალობას. მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. შეიძლება საჭიროა გახდეს ესციტალოპრამის დოზის კორექცია სიმპტომების შესამსუბუქებლად.
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა და ქრება რამდენიმე დღის შემდეგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ გვერდითი მოვლენები შემაწუხებელია და მუდმივია, ან ვითარდება უჩვეულო გვერდითი ეფექტები აპო-ესციტალოპრამის მიღებისას.
ჩვეულებრივ, აპო-ესციტალოპრამი არ მოქმედებს პაციენტის ყოველდღიურ ნორმალურ აქტივობაზე. თუმცა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა არ არის მიზანშეწონილი, სანამ არ გაირკვევა, თუ როგორ მოქმედებს აპო-ესციტალოპრამი პაციენტზე.
მძიმე ხასიათის გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომები/ეფექტები
ეცნობოს ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტს
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
არახშირი
ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ტუჩების, სახის, ენის, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, გამონაყარი კანზე, წყლულები პირის ღრუში ან თვალებზე
არახშირი
ალერგიული რეაქციები: მხოლოდ გამონაყარი კანზე, მხოლოდ ჭინჭრის ციება
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის ცვლილება: ჰიპოგლიკემია (სიმპტომებია: თავბრუსხვევა, ენერგიის ნაკლებობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კანკალი ან ოფლიანობა) ან ჰიპერგლიკემია (სიმპტომები: წყურვილის შეგრძნება, ხშირი შარდვა, სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვისას ხილის სუნი)
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება: სისხლჩაქცევა ან უჩვეულო სისხლდენა კანიდან ან სხვა ადგილებიდან
ჰალუცინაციები: მხედველობითი ან სმენითი
მანია: ჰიპერაქტიური ქცევა ან აზრები
სხეულის ან სახის უკონტროლო მოძრაობები
შარდვის შეკავება
იშვიათი
სეროტონინის სინდრომი: სიმპტომების კომბინაცია, შესაძლოა მოიცავდეს: შფოთვას, ცნობიერების დაბინდვას, ტრემორს, კუნთების მოულოდნელ მოძრაობას, ცხელებას
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება: დაღლილობა, სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა მტკივნეულ, გაშეშებულ ან კუნთების არაკოორდირებულ მოძრაობასთან ერთად
გლაუკომა: თვალის ტკივილი, მხედველობის ცვლილება, თვალის ირგვლივი არის შეშუპება ან სიწითლე
ძალიან იშვიათი
გულყრები: ცნობიერების დაკარგვა უკონტროლო მოძრაობასთან
ღვიძლის დაზიანება: სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, მადის დაკარგვას ქავილთან, კანისა და სკლერების სიყვითლესთან, მუქ შარდთან ერთად.
გასტროინტესტინალური სისხლდენა: სისხლიანი ღებინება ან სისხლიანი განავალი
იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ახლადაღმოცენებული ან გამწვავებული ემოციური ან ქცევითი დარღვევები
აკატიზია: მოუსვენრობა და წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა
სიხშირე უცნობია
გულის სიხშირისა და რიტმის ცვლილება, გულის თრთოლვა, გულისწასვლა
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია. წამლის მიღებისას ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მედიკამენტის შენახვის წესი
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად აპო-ესციტალოპრამი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C) ნესტისაგან დაცულ ადგილას. კონტეინერი მჭიდროდ უნდა იყოს თავდახურული;
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ექიმის დანიშნულების მიხედვით პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ გამოუყენებელი ტაბლეტები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში, თუ არ არის ექიმის მითითება მათი სახლში შენახვის შესახებ.
მედიკამენტი განკუთვნილი მხოლოდ პაციენტისათვის. გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით, დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირებისათვის სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესება კანადის მცხოვრებლებისათვის შესაძლებელია მძიმე და მოულოდნელი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით კანადის ჯანდაცვის ორგანოებისათვის. შეტყობინებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ახალი გვერდითი მოვლენების იდენტიფიცირებასა და პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ცვლილებას.
შეტყობინება შესაძლებელია 3 გზით:
ონლაინ რეჟიმში MedEffect-ის ვებ-გვერდზე (http://hc-sc.gc.ca/dhp-mps/medeff/index-eng.php);
უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345
მომხმარებლის მიერ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ბარათის ფორმის შევსებითა და მისი გაგზავნით:
ფაქსით ნომერზე: 1-866-678-6789 (დარეკვა უფასოა), ან
ფოსტის საშუალებით მისამართზე:
კანადის უსაფრთხოების პროგრამა
კანადის ჯანდაცვა, საფოსტო ყუთი 0701E
ოტავა, ონტარიო, K1A 0K9
ფოსტით გადმოგზავნილი ნიმუშები და მომხმარებლის მიერ შევსებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ბარათები ხელმისაწვდომია MedEffect-ის ვებ-გვერდზე (http://hc-sc.gcca/dhp-mps/medeff/index-eng.php).
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მიმართვა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთან. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სხვა სპეციალისტთან.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის მომზადებული ინსტრუქციისა და პროდუქტის სრული მონოგრაფის მიღება შესაძლებელია DISpedia-სთან კონტაქტით, აპოტექსის მედიკამენტთა საინფორმაციო სამსახურში შემდეგ ნომერზე: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქციის ნახვა, ასევე, შესაძლებელია ვებგვერდზე http://www.apotex.ca/products.
ინსტრუქცია მომზადდა აპოტექს ინკ. მიერ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
შესწორების თარიღი: 30 მარტი, 2017
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


