პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ესციტალოპრამ ბიოგარანი 10მგ

ESCITALOPRAM BIOGARAN® 10mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა ვიცოდეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მწარმოებელი
Bluepharma Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-044499
რეგისტრირებულია
17 დეკემბერი 2025, მოქმედებს 17 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაესციტალოპრამ ბიოგარანი 10მგ და სხვა წამალი ერთად

ესციტალოპრამ ბიოგარანი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რა უნდა ვიცოდეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ამ მედიკამენტის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულები

დეპრესია

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

პანიკური აშლილობა

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ესციტალოპრამ ბიოგარანის® საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ, შემდეგ იზრდება 10 მგ-მდე დღეში. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა 5 მგ-მდე დღეში ან გაზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ესციტალოპრამ ბიოგარანის® როგორც წესი, არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი «გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები».

თირკმელების უკმარისობა

სიფრთხილეა საჭირო თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზები.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზები.

პაციენტები, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც ფერმენტი CYP2C19-ის ნელი მეტაბოლიზატორები

ამ გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. დაიცავით თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზები.

მიღების წესი

პერორალური

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტები გადაყლაპეთ ცოტა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ, მწარე გემო აქვს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

შესაძლოა, დაახლოებით ორი კვირა იყოს საჭირო, მანამ სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. განაგრძეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება, მაშინაც კი, თუ გარკვეული დროის განმავლობაში თავს უკეთ არ იგრძნობთ.

არ შეცვალოთ მედიკამენტის დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

განაგრძეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, სიმპტომები შესაძლოა ხელახლა გამოვლინდეს. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მდგომარეობის გაუმჯობესებიდან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ესციტალოპრამ ბიოგარანი®

თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი ესციტალოპრამ ბიოგარანი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. დოზის გადაჭარბების ზოგიერთი ნიშანი შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აგზნებადობა, კრუნჩხვები, კომა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის ვარდნა და სხეულის სითხეების შემადგენლობის დარღვევა. ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას თან იქონიეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® კოლოფი/ბლისტერი.

თუ დაგავიწყდათ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და ეს დაძინებამდე გაგახსენდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. მომდევნო დღეს გააგრძელეთ ჩვეულებრივად. თუ მხოლოდ ღამით ან მომდევნო დღეს გაგახსენდათ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებისამებრ.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, რეკომენდებულია ესციტალოპრამ ბიოგარანის® დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით ერთბაშად შეწყვეტისას, შესაძლოა განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტისას. რისკი უფრო მაღალია, როდესაც ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება ხდება ხანგრძლივად და მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. პაციენტთა უმეტესობაში ეს სიმპტომები მსუბუქია და სპონტანურად ქრება 2 კვირაზე ნაკლებ დროში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ისინი შესაძლოა იყოს მძიმე ან ხანგრძლივი (2-დან 3 თვემდე ან მეტხანს).

თუ ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეამჩნევთ მძიმე სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, მან გადაწყვიტოს მკურნალობის განახლება და დოზის თანდათანობით შემცირება.

მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა (არასტაბილურობა ან წონასწორობის დაკარგვა), ჩხვლეტის შეგრძნება, და (უფრო იშვიათად) ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნებები, მათ შორის თავის არეში, ძილის დარღვევა (მძაფრი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვის შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა, კანკალი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციურობა ან გაღიზიანება, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის პრობლემები, გულის ფეთქვის ძლიერი შეგრძნება (პალპიტაციები).

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

სიფრთხილის ზომები

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა დაავადების ან გადატანილი დაავადების შესახებ, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს მათი გათვალისწინება, განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ეპილეფსია. ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება უნდა შეწყდეს (კრუნჩხვის გამოვლენის პირველივე შემთხვევაში ან კრუნჩხვების სიხშირის ზრდის შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი 4);

თუ გაქვთ თირკმელების (თირკმელების დაავადება) ან ღვიძლის (ღვიძლის დაავადება) უკმარისობა. შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის კორექცია;

თუ გაქვთ დიაბეტი, ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია;

თუ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე გაქვთ;

გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისკენ და სისხლჩაქცევებისკენ, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ პუნქტი «ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა»);

თუ გადიხართ ელექტროშოკურ თერაპიას;

თუ გაქვთ კორონარული დაავადება;

თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ გულის პრობლემები, ან ახლახან გადაიტანეთ გულის შეტევა;

თუ გაქვთ შენელებული გულისცემა მოსვენებულ მდგომარეობაში და/ან თუ იცით, რომ გაქვთ მარილის დეფიციტის რისკი ძლიერი და ხანგრძლივი დიარეის, ღებინების ან შარდმდენი პრეპარატების მიღების შედეგად;

თუ წამოდგომის დროს გრძნობთ აჩქარებულ ან არარეგულარულ გულისცემას, გონების დაკარგვას, დისკომფორტს ან თავბრუსხვევას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის რიტმის დარღვევაზე;

თუ გაქვთ ან გქონიათ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეობები (თვალშიდა წნევის მომატება).

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მქონე ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს მანიაკალური ეპიზოდი, რაც ვლინდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეების წარმოშობით, არაადეკვატური სიხარულის შეგრძნებით ან გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან უძრავად ჯდომის ან დგომის გაძნელება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მსგავსმა პრეპარატებმა (რომლებსაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (SSRI)) შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაღრმავება

თუ გაქვთ დეპრესია ან/და შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ ტიპის მედიკამენტები მოქმედებას იწყებს არა დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ.

ამ სახის სიმპტომის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია შემდეგ შემთხვევებში:

თუ წარსულში გქონიათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ.

თუ ახალგაზრდა ხართ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდური მიდრეკილებები მეტად აღინიშნებოდა ფსიქიატრიული ანამნეზის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ ფიქრების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ან პირდაპირ საავადმყოფოში წადით.

შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ მეგობარს ან ნათესავს, აუხსნათ, რომ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა გაქვთ და სთხოვოთ ამ ანოტაციის წაკითხვა. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან ხედავენ თუ არა რაიმე სახის ცვლილებას თქვენს ქცევაში.

ბავშვები და მოზარდები

ესციტალოპრამ ბიოგარანი® არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობისას მომატებულია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური აზრები და აგრესიული ქცევა (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა ან ბრაზი). თუმცა, ექიმმა შესაძლოა მაინც დანიშნოს ესციტალოპრამ ბიოგარანი® 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, თუ ჩათვლის, რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა ესციტალოპრამ ბიოგარანი® 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა და გსურთ ამ საკითხის განხილვა, მიმართეთ მას. 18 წლამდე ასაკის პაციენტის მიერ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებისას რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამ ბიოგარანის® ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება ზრდასთან, ფიზიკურ მომწიფებასთან, აგრეთვე გონებრივ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით ჯერ არ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

არასელექციური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs), რომლებიც შეიცავენ ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქაზიდი, ნიალამიდი და ტრანილციპრომინი. თუ თქვენ მიიღეთ რომელიმე ჩამოთვლილი მედიკამენტი, ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტასა და ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობის დაწყებას შორის საჭიროა 14-დღიანი ინტერვალი;

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტის შემდეგ, ამ მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა 7დღიანი ინტერვალი;

შექცევადი არასელექციური ინჰიბიტორები (MAO-A), რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

შექცევადი არასელექციური ინჰიბიტორები (MAO-B), რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;

ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი);

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები;

იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ასევე ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად), ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში ესციტალოპრამის დონის მატება.

კრაზანა (Hypericum perforatum - მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლის გასათხელებლად გამოყენებული მედიკამენტები, ე.წ. ანტიკოაგულანტები). ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ სისხლდენის რისკი. ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები, ე.წ. ანტიკოაგულანტები). თქვენი ექიმი, სავარაუდოდ, გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების დროს ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობის დასაწყისში და ბოლოს, რათა უზრუნველყოს ანტიკოაგულანტის დოზის შესაბამისობა;

მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება (მოწევის შეწყვეტისა და დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნული მედიკამენტები ზრდის კრუნჩხვების განვითრების რისკს;

ნეიროლეფსიური საშუალებები (შიზოფრენიისა და ფსიქოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები) და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) კრუნჩხვების განვითარების მომატებული რისკის გამო;

ფლეკაინიდი, პროპაფენონი, მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). შესაძლოა საჭირო იყოს ესციტალოპრამ ბიოგარანის® დოზის კორექცია;

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის ან მაგნიუმის რაოდენობას სისხლში, რადგან ასეთი კომბინაცია ზრდის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულის რითმის დარღვევების რისკს.

არ მიიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®, თუ იღებთ გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს ან ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გულის რიტმის დარღვევა, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები, (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (როგორიცაა სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი) ან გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ პუნქტი 3).

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ესციტალოპრამ ბიოგარანის® შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ესციტალოპრამ ბიოგარანის® ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, არ მიიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი® მანამ სანამ ექიმთან წინასწარ არ განიხილავთ მკურნალობის შესაძლო რისკებსა და სარგებელს.

თუ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში იღებდით ესციტალოპრამ ბიოგარანს®, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა ახალშობილს გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, კანის ლურჯად შეფერვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, კუნთების შეკუმშვა ან მოდუნება, სწრაფი რეფლექსები, კანკალი, მოუსვენრობა, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. თუ თქვენს ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ თქვენს მეანს და/ან ექიმს, რომ იღებდით ესციტალოპრამ ბიოგარანს®. ორსულობის, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის პერიოდში ესციტალოპრამ ბიოგარანის® მსგავსი მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ახალშობილში მძიმე დაავადების, ფილტვის მდგრადი ჰიპერტენზიის განვითარების (PPHN) რისკი, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გახშირებით და კანის მოლურჯო შეფერილობით. ეს სიმპტომები, როგორც წესი, დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მეანს ან/და ექიმს.

თუ ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდით ესციტალოპრამ ბიოგარანს®, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობისთანავე ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს რომ იღებთ ესციტალოპრამ ბიოგარანს®, რათა შეძლოს დახმარების გაწევა.

ორსულობის პერიოდში ესციტალოპრამ ბიოგარანის® გამოყენების შემთხვევაში, მისი მიღება არ უნდა შეწყდეს ერთბაშად.

შესაძლებელია, რომ ესციტალოპრამი გადავა დედის რძეში.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსი პრეპარატი, ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, თუმცა დღემდე ადამიანის ნაყოფიერებაზე არანაირი გავლენა არ დაფიქსირებულა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა რეკომენდებული არ არის, მანამ სანამ არ გაარკვევთ როგორ მოქმედებს ესციტალოპრამ ბიოგარანი® თქვენზე.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® შეიცავს ნატრიუმს.

ამ მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად «ნატრიუმის გარეშეა».

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.

ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ასევე იყოს თქვენს დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომლებიც გაუმჯობესებისთანავე ალაგდება.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს:

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):

პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის გასტროინტესტინური სისხლდენა.

იშვიათი (შესაძლოა აღენიშნებოს1000-დან 1 პაციენტს):

კანქვეშ, ენის, ტუჩების, ხახის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).

მაღალი სიცხე, აღგზნებადობა, დეზორიენტაცია, კანკალი და კუნთების უნებლიე შეკუმშა, რაც შესაძლოა იყოს იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც სეროტონინის სინდრომი ეწოდება.

განუსაზღვრელი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობას)

შარდვის გაძნელება;

გულყრები (კრუნჩხვითი შეტევები), იხილეთ ასევე პუნქტი «გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები»;

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (ჰეპატიტი);

აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, რაც შესაძლოა იყოს «პირუეტის» ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა) ნიშანი;

ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობისთანავე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი «ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა»;

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ, იხილეთ ასევე პუნქტი «გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები»;

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ასევე გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტზე მეტს):

პირღებინება (გულძრმარვა);

თავის ტკივილი.

ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):

ცხვირის დახშობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი);

მადის გაძლიერება ან დაქვეითება;

შფოთვა, აღგზნებადობა, უჩვეულო სიზმრები, ჩაძინების გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, კანის ჩხვლეტის შეგრძნება;

დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე;

ჭარბი ოფლიანობა;

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია);

სექსუალური დარღვევები (ეაკულაციის შეფერხება, ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ორგაზმის დარღვევები ქალებში);

დაღლილობა, ცხელება;

წონის მომატება.

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი კანზე, ქავილი (პრურიტი);

კბილების კრაჭუნი, აგზნება, ნერვიულობა, პანიკის შეტევები, ცნობიერების დაბინდვა;

ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა, გულის წასვლა (სინკოპე);

გუგების გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევები, ყურებში შუილი (ტინიტუსი);

თმის ცვენა;

ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა;

არარეგულარული მენსტრუაცია;

წონაში კლება;

აჩქარებული გულისცემა;

ხელების ან ფეხების შეშუპება;

სისხლდენა ცხვირიდან.

იშვიათი (შესაძლოა აღენიშნოს1000-დან 1 პაციენტს):

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები;

გულისცემის შენელება.

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (სიმპტომებია: პირღებინება, გულძმარვა, დისკომფორტის შეგრძნება კუნთების სისუსტით ან ცნობიერების დაბინდვით);

თავბრუსხვევის შეგრძნება ფეხზე წამოდგომისას არტერიული წნევის დაცემის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა (სისხლში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება);

პათოლოგიური მოძრაობები (უნებლიე მოძრაობები);

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

პათოლოგიური სისხლდენის ნიშნები, განსაკუთრებით კანსა და ლორწოვან გარსებზე (სისხლჩაქცევები) და სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია);

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის მატება, რაც იწვევს წყლის შეკავებას და სისხლის გათხელებას, რაც ამცირებს ნატრიუმის რაოდენობას (ადჰ-ს არასათანადო სეკრეცია);

პროლაქტინის დონის მატება სისხლში;

რძის გამონადენი მამაკაცებსა და ქალებში ლაქტაციის გარეშე;

მანია;

აღნიშნული ტიპის პრეპარატების მიღებისას პაციენტებში აღინიშნა ძვლის მოტეხილობების რისკის გაზრდა;

გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. QT ინტერვალის გახანგრძლივება), რომელიც ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე, გამოკვლევა, რომელიც ზომავს გულის ელექტრულ აქტივობას.

გარდა ამისა, ცნობილია რამდენიმე არასასურველი გვერდითი მოვლენა, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ ისე, როგორც ესციტალოპრამი (ესციტალოპრამ ბიოგარანის® აქტიური ნივთიერება):

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია),

მადის დაკარგვა.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ უშუალოდ გაცხადების ეროვნული სისტემის მეშვეობით: სამკურნალო პროდუქციის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონალური ცენტრების ქსელში, ვებგვერდი: https://signalement.social-sante.gouv.fr/

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის:

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ესციტალოპრამი................................................................................................................... 5 მგ

ესციტალოპრამის ოქსალატის სახით თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ესციტალოპრამი................................................................................................................... 10 მგ

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ესციტალოპრამი................................................................................................................... 15 მგ

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ესციტალოპრამი................................................................................................................... 20 მგ

სხვა კომპონენტებია:

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმით გაჯერებული მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრი Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400 და ტიტანის დიოქსიდი (E171)).

რა არის ესციტალოპრამ ბიოგარანი® და გარე შეფუთვის შიგთავსი.

ეს მედიკამენტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, 14 ან 28 ტაბლეტის შემცველ კოლოფებში, ბლისტერულ შეფუთვაში (PVC/PE/PVDC/ალუმინი).

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, 15 მგ და 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ეს მედიკამენტები წარმოდგენილია გამყოფი ხაზის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, 28 ტაბლეტის შემცველ კოლოფებში, ბლისტერულ შეფუთვაში (PVC/PE/PVDC/ალუმინი).

ტაბლეტები შესაძლოა გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, 15 მგ და 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ეს მედიკამენტები არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიდეპრესანტი/სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი - ATC კოდი: N06AB10.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® აქტიური ნივთიერება არის ესციტალოპრამი. ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (ISRS).

ესციტალოპრამ ბიოგარანი® გამოიყენება დეპრესიის (დიდი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან აგორაფობიის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) სამკურნალოდ.

თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს დაახლოებით ორი კვირა. განაგრძეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება, მაშინაც კი თუ გაუმჯობესება მაშინვე ვერ იგრძნით.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა ვიცოდეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე.

არასდროს მიიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®

თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში;

თუ იღებთ MAO ინჰიბიტორების ჯგუფის სხვა მედიკამენტებს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი);

თუ გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონიათ გულის რიტმის დარღვევა (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე);

თუ იღებთ ანტიარითმულ მედიკამენტებს ან ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე (იხილეთ პუნქტი «სხვა მედიკამენტები და ესციტალოპრამ ბიოგარანი®»).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 5 მგ (ESCITALOPRAM BIOGARAN®)

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, 15 მგ და 20 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ სხვა პირებს, თუნდაც იგივე სიმპტომები ჰქონდეთ რაც თქვენ, ამან შეიძლება ავნოს მათ.

რაიმე სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ანოტაციის შინაარსი:

  • რა არის ესციტალოპრამ ბიოგარანი® და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა ვიცოდეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე.
  • როგორ მივიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • როგორ შევინახოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები
  • რა არის ესციტალოპრამ ბიოგარანი® და რისთვის გამოიყენება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტი/სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი - ATC კოდი: N06AB10.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® აქტიური ნივთიერება არის ესციტალოპრამი. ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (ISRS).

ესციტალოპრამ ბიოგარანი® გამოიყენება დეპრესიის (დიდი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან აგორაფობიის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) სამკურნალოდ.

თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს დაახლოებით ორი კვირა. განაგრძეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება, მაშინაც კი თუ გაუმჯობესება მაშინვე ვერ იგრძნით.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა ვიცოდეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე.

არასდროს მიიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®

თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში;

თუ იღებთ MAO ინჰიბიტორების ჯგუფის სხვა მედიკამენტებს, მათ შორის სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი);

თუ გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონიათ გულის რიტმის დარღვევა (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე);

თუ იღებთ ანტიარითმულ მედიკამენტებს ან ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე (იხილეთ პუნქტი «სხვა მედიკამენტები და ესციტალოპრამ ბიოგარანი®»).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა დაავადების ან გადატანილი დაავადების შესახებ, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს მათი გათვალისწინება, განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ეპილეფსია. ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება უნდა შეწყდეს (კრუნჩხვის გამოვლენის პირველივე შემთხვევაში ან კრუნჩხვების სიხშირის ზრდის შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი 4);

თუ გაქვთ თირკმელების (თირკმელების დაავადება) ან ღვიძლის (ღვიძლის დაავადება) უკმარისობა. შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის კორექცია;

თუ გაქვთ დიაბეტი, ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია;

თუ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე გაქვთ;

გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისკენ და სისხლჩაქცევებისკენ, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ პუნქტი «ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა»);

თუ გადიხართ ელექტროშოკურ თერაპიას;

თუ გაქვთ კორონარული დაავადება;

თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ გულის პრობლემები, ან ახლახან გადაიტანეთ გულის შეტევა;

თუ გაქვთ შენელებული გულისცემა მოსვენებულ მდგომარეობაში და/ან თუ იცით, რომ გაქვთ მარილის დეფიციტის რისკი ძლიერი და ხანგრძლივი დიარეის, ღებინების ან შარდმდენი პრეპარატების მიღების შედეგად;

თუ წამოდგომის დროს გრძნობთ აჩქარებულ ან არარეგულარულ გულისცემას, გონების დაკარგვას, დისკომფორტს ან თავბრუსხვევას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის რიტმის დარღვევაზე;

თუ გაქვთ ან გქონიათ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეობები (თვალშიდა წნევის მომატება).

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მქონე ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს მანიაკალური ეპიზოდი, რაც ვლინდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეების წარმოშობით, არაადეკვატური სიხარულის შეგრძნებით ან გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან უძრავად ჯდომის ან დგომის გაძნელება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მსგავსმა პრეპარატებმა (რომლებსაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (SSRI)) შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაღრმავება

თუ გაქვთ დეპრესია ან/და შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ ტიპის მედიკამენტები მოქმედებას იწყებს არა დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ.

ამ სახის სიმპტომის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია შემდეგ შემთხვევებში:

თუ წარსულში გქონიათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ.

თუ ახალგაზრდა ხართ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდური მიდრეკილებები მეტად აღინიშნებოდა ფსიქიატრიული ანამნეზის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ ფიქრების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ან პირდაპირ საავადმყოფოში წადით.

შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ მეგობარს ან ნათესავს, აუხსნათ, რომ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა გაქვთ და სთხოვოთ ამ ანოტაციის წაკითხვა. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან ხედავენ თუ არა რაიმე სახის ცვლილებას თქვენს ქცევაში.

ბავშვები და მოზარდები

ესციტალოპრამ ბიოგარანი® არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობისას მომატებულია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური აზრები და აგრესიული ქცევა (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა ან ბრაზი). თუმცა, ექიმმა შესაძლოა მაინც დანიშნოს ესციტალოპრამ ბიოგარანი® 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, თუ ჩათვლის, რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა ესციტალოპრამ ბიოგარანი® 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა და გსურთ ამ საკითხის განხილვა, მიმართეთ მას. 18 წლამდე ასაკის პაციენტის მიერ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღებისას რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამ ბიოგარანის® ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება ზრდასთან, ფიზიკურ მომწიფებასთან, აგრეთვე გონებრივ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით ჯერ არ არის შესწავლილი.

სხვა მედიკამენტები და ესციტალოპრამ ბიოგარანი®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

არასელექციური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs), რომლებიც შეიცავენ ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქაზიდი, ნიალამიდი და ტრანილციპრომინი. თუ თქვენ მიიღეთ რომელიმე ჩამოთვლილი მედიკამენტი, ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტასა და ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობის დაწყებას შორის საჭიროა 14-დღიანი ინტერვალი;

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტის შემდეგ, ამ მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა 7დღიანი ინტერვალი;

შექცევადი არასელექციური ინჰიბიტორები (MAO-A), რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

შექცევადი არასელექციური ინჰიბიტორები (MAO-B), რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;

ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი);

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები;

იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ასევე ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად), ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში ესციტალოპრამის დონის მატება.

კრაზანა (Hypericum perforatum - მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლის გასათხელებლად გამოყენებული მედიკამენტები, ე.წ. ანტიკოაგულანტები). ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ სისხლდენის რისკი. ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები, ე.წ. ანტიკოაგულანტები). თქვენი ექიმი, სავარაუდოდ, გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების დროს ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობის დასაწყისში და ბოლოს, რათა უზრუნველყოს ანტიკოაგულანტის დოზის შესაბამისობა;

მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება (მოწევის შეწყვეტისა და დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნული მედიკამენტები ზრდის კრუნჩხვების განვითრების რისკს;

ნეიროლეფსიური საშუალებები (შიზოფრენიისა და ფსიქოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები) და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) კრუნჩხვების განვითარების მომატებული რისკის გამო;

ფლეკაინიდი, პროპაფენონი, მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური საშუალებები). შესაძლოა საჭირო იყოს ესციტალოპრამ ბიოგარანის® დოზის კორექცია;

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის ან მაგნიუმის რაოდენობას სისხლში, რადგან ასეთი კომბინაცია ზრდის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გულის რითმის დარღვევების რისკს.

არ მიიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®, თუ იღებთ გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს ან ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გულის რიტმის დარღვევა, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები, (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (როგორიცაა სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი) ან გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ პუნქტი 3).

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ესციტალოპრამ ბიოგარანის® შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ესციტალოპრამ ბიოგარანის® ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, არ მიიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი® მანამ სანამ ექიმთან წინასწარ არ განიხილავთ მკურნალობის შესაძლო რისკებსა და სარგებელს.

თუ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში იღებდით ესციტალოპრამ ბიოგარანს®, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა ახალშობილს გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, კანის ლურჯად შეფერვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, კუნთების შეკუმშვა ან მოდუნება, სწრაფი რეფლექსები, კანკალი, მოუსვენრობა, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. თუ თქვენს ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ თქვენს მეანს და/ან ექიმს, რომ იღებდით ესციტალოპრამ ბიოგარანს®. ორსულობის, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის პერიოდში ესციტალოპრამ ბიოგარანის® მსგავსი მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ახალშობილში მძიმე დაავადების, ფილტვის მდგრადი ჰიპერტენზიის განვითარების (PPHN) რისკი, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გახშირებით და კანის მოლურჯო შეფერილობით. ეს სიმპტომები, როგორც წესი, დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ვლინდება. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მეანს ან/და ექიმს.

თუ ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდით ესციტალოპრამ ბიოგარანს®, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობისთანავე ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს რომ იღებთ ესციტალოპრამ ბიოგარანს®, რათა შეძლოს დახმარების გაწევა.

ორსულობის პერიოდში ესციტალოპრამ ბიოგარანის® გამოყენების შემთხვევაში, მისი მიღება არ უნდა შეწყდეს ერთბაშად.

შესაძლებელია, რომ ესციტალოპრამი გადავა დედის რძეში.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსი პრეპარატი, ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, თუმცა დღემდე ადამიანის ნაყოფიერებაზე არანაირი გავლენა არ დაფიქსირებულა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა რეკომენდებული არ არის, მანამ სანამ არ გაარკვევთ როგორ მოქმედებს ესციტალოპრამ ბიოგარანი® თქვენზე.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® შეიცავს ნატრიუმს.

ამ მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად «ნატრიუმის გარეშეა».

  • როგორ მივიღოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®

ამ მედიკამენტის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულები

დეპრესია

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

პანიკური აშლილობა

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ესციტალოპრამ ბიოგარანის® საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ, შემდეგ იზრდება 10 მგ-მდე დღეში. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა 5 მგ-მდე დღეში ან გაზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ესციტალოპრამ ბიოგარანის® რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში, ერთიანად მიღებით. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ესციტალოპრამ ბიოგარანის® როგორც წესი, არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი «გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები».

თირკმელების უკმარისობა

სიფრთხილეა საჭირო თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზები.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზები.

პაციენტები, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც ფერმენტი CYP2C19-ის ნელი მეტაბოლიზატორები

ამ გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. დაიცავით თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზები.

მიღების წესი

პერორალური

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტები გადაყლაპეთ ცოტა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ, მწარე გემო აქვს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

შესაძლოა, დაახლოებით ორი კვირა იყოს საჭირო, მანამ სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. განაგრძეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება, მაშინაც კი, თუ გარკვეული დროის განმავლობაში თავს უკეთ არ იგრძნობთ.

არ შეცვალოთ მედიკამენტის დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

განაგრძეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, სიმპტომები შესაძლოა ხელახლა გამოვლინდეს. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მდგომარეობის გაუმჯობესებიდან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ესციტალოპრამ ბიოგარანი®

თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი ესციტალოპრამ ბიოგარანი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. დოზის გადაჭარბების ზოგიერთი ნიშანი შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აგზნებადობა, კრუნჩხვები, კომა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის ვარდნა და სხეულის სითხეების შემადგენლობის დარღვევა. ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას თან იქონიეთ ესციტალოპრამ ბიოგარანის® კოლოფი/ბლისტერი.

თუ დაგავიწყდათ ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და ეს დაძინებამდე გაგახსენდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. მომდევნო დღეს გააგრძელეთ ჩვეულებრივად. თუ მხოლოდ ღამით ან მომდევნო დღეს გაგახსენდათ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებისამებრ.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, რეკომენდებულია ესციტალოპრამ ბიოგარანის® დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით ერთბაშად შეწყვეტისას, შესაძლოა განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღების შეწყვეტისას. რისკი უფრო მაღალია, როდესაც ესციტალოპრამ ბიოგარანის® მიღება ხდება ხანგრძლივად და მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. პაციენტთა უმეტესობაში ეს სიმპტომები მსუბუქია და სპონტანურად ქრება 2 კვირაზე ნაკლებ დროში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ისინი შესაძლოა იყოს მძიმე ან ხანგრძლივი (2-დან 3 თვემდე ან მეტხანს).

თუ ესციტალოპრამ ბიოგარანით® მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეამჩნევთ მძიმე სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, მან გადაწყვიტოს მკურნალობის განახლება და დოზის თანდათანობით შემცირება.

მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა (არასტაბილურობა ან წონასწორობის დაკარგვა), ჩხვლეტის შეგრძნება, და (უფრო იშვიათად) ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნებები, მათ შორის თავის არეში, ძილის დარღვევა (მძაფრი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვის შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა, კანკალი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციურობა ან გაღიზიანება, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის პრობლემები, გულის ფეთქვის ძლიერი შეგრძნება (პალპიტაციები).

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.

ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ასევე იყოს თქვენს დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომლებიც გაუმჯობესებისთანავე ალაგდება.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს:

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):

პათოლოგიური სისხლდენა, მათ შორის გასტროინტესტინური სისხლდენა.

იშვიათი (შესაძლოა აღენიშნებოს1000-დან 1 პაციენტს):

კანქვეშ, ენის, ტუჩების, ხახის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).

მაღალი სიცხე, აღგზნებადობა, დეზორიენტაცია, კანკალი და კუნთების უნებლიე შეკუმშა, რაც შესაძლოა იყოს იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც სეროტონინის სინდრომი ეწოდება.

განუსაზღვრელი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობას)

შარდვის გაძნელება;

გულყრები (კრუნჩხვითი შეტევები), იხილეთ ასევე პუნქტი «გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები»;

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (ჰეპატიტი);

აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, გონების დაკარგვა, რაც შესაძლოა იყოს «პირუეტის» ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა) ნიშანი;

ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობისთანავე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი «ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა»;

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ, იხილეთ ასევე პუნქტი «გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები»;

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ასევე გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტზე მეტს):

პირღებინება (გულძრმარვა);

თავის ტკივილი.

ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):

ცხვირის დახშობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი);

მადის გაძლიერება ან დაქვეითება;

შფოთვა, აღგზნებადობა, უჩვეულო სიზმრები, ჩაძინების გაძნელება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, კანის ჩხვლეტის შეგრძნება;

დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე;

ჭარბი ოფლიანობა;

კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია);

სექსუალური დარღვევები (ეაკულაციის შეფერხება, ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ორგაზმის დარღვევები ქალებში);

დაღლილობა, ცხელება;

წონის მომატება.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი კანზე, ქავილი (პრურიტი);

კბილების კრაჭუნი, აგზნება, ნერვიულობა, პანიკის შეტევები, ცნობიერების დაბინდვა;

ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა, გულის წასვლა (სინკოპე);

გუგების გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევები, ყურებში შუილი (ტინიტუსი);

თმის ცვენა;

ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა;

არარეგულარული მენსტრუაცია;

წონაში კლება;

აჩქარებული გულისცემა;

ხელების ან ფეხების შეშუპება;

სისხლდენა ცხვირიდან.

იშვიათი (შესაძლოა აღენიშნოს1000-დან 1 პაციენტს):

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები;

გულისცემის შენელება.

განუსაზღვრელი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობას)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (სიმპტომებია: პირღებინება, გულძმარვა, დისკომფორტის შეგრძნება კუნთების სისუსტით ან ცნობიერების დაბინდვით);

თავბრუსხვევის შეგრძნება ფეხზე წამოდგომისას არტერიული წნევის დაცემის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა (სისხლში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება);

პათოლოგიური მოძრაობები (უნებლიე მოძრაობები);

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

პათოლოგიური სისხლდენის ნიშნები, განსაკუთრებით კანსა და ლორწოვან გარსებზე (სისხლჩაქცევები) და სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია);

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის მატება, რაც იწვევს წყლის შეკავებას და სისხლის გათხელებას, რაც ამცირებს ნატრიუმის რაოდენობას (ადჰ-ს არასათანადო სეკრეცია);

პროლაქტინის დონის მატება სისხლში;

რძის გამონადენი მამაკაცებსა და ქალებში ლაქტაციის გარეშე;

მანია;

აღნიშნული ტიპის პრეპარატების მიღებისას პაციენტებში აღინიშნა ძვლის მოტეხილობების რისკის გაზრდა;

გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. QT ინტერვალის გახანგრძლივება), რომელიც ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე, გამოკვლევა, რომელიც ზომავს გულის ელექტრულ აქტივობას.

გარდა ამისა, ცნობილია რამდენიმე არასასურველი გვერდითი მოვლენა, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ ისე, როგორც ესციტალოპრამი (ესციტალოპრამ ბიოგარანის® აქტიური ნივთიერება):

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია),

მადის დაკარგვა.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ უშუალოდ გაცხადების ეროვნული სისტემის მეშვეობით: სამკურნალო პროდუქციის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონალური ცენტრების ქსელში, ვებგვერდი: https://signalement.social-sante.gouv.fr/

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შევინახოთ ესციტალოპრამ ბიოგარანი®

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, 15 მგ და 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ეს მედიკამენტები არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები

რას შეიცავს ესციტალოპრამ ბიოგარანი®

აქტიური ნივთიერება არის:

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ესციტალოპრამი................................................................................................................... 5 მგ

ესციტალოპრამის ოქსალატის სახით თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ესციტალოპრამი................................................................................................................... 10 მგ

ესციტალოპრამის ოქსალატის სახით თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 15 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ესციტალოპრამი................................................................................................................... 15 მგ

ესციტალოპრამის ოქსალატის სახით თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ესციტალოპრამი................................................................................................................... 20 მგ

ესციტალოპრამის ოქსალატის სახით თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის.

სხვა კომპონენტებია:

ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმით გაჯერებული მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრი Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400 და ტიტანის დიოქსიდი (E171)).

რა არის ესციტალოპრამ ბიოგარანი® და გარე შეფუთვის შიგთავსი.

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეს მედიკამენტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, 14 ან 28 ტაბლეტის შემცველ კოლოფებში, ბლისტერულ შეფუთვაში (PVC/PE/PVDC/ალუმინი).

ესციტალოპრამ ბიოგარანი® 10 მგ, 15 მგ და 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

ეს მედიკამენტები წარმოდგენილია გამყოფი ხაზის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, 28 ტაბლეტის შემცველ კოლოფებში, ბლისტერულ შეფუთვაში (PVC/PE/PVDC/ალუმინი).

ტაბლეტები შესაძლოა გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/გამომყენებელი

Laboratories Biogaran

შარლ დე გოლის ბულვარი № 15

92707 კოლომბი სედექსი

მწარმოებელი

BLUEPHARMA INDUSTRIA FARMACEUTICA S.A.

SÃO. MARTINHO DO BISPO

3045-016 კოიმბრა

პორტუგალია

წინამდებარე ანოტაციის ბოლო შემოწმების თარიღი: 2024 წლის მარტი

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამკურნალო პროდუქციის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ANSM (საფრანგეთი) ვებგვერდზე.

ფარმაბრაილი: ანოტაცია ხელმისაწვდომია ბრაილის შრიფტით, გადიდებული სიმბოლოებით და აუდიო ვერსიით ვებგვერდზე: handicapzero.org, განყოფილება მედიკამენტების ანოტაციები და ნომერზე: 0 800 39 39 51. ზარი და მომსახურება უფასოა.

BIOGARAN

804366807

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა