ცისპლატინი ვენუს ფარმა
Cisplatin Venus Pharma
- მოქმედი ნივთიერება
- ცისპლატინი (cisplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/50მლ (1მგ/მლ) 50მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Venus Remedies Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045465
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2026, მოქმედებს 19 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
ცისპლატინი ვენუს ფარმა — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ცისპლატინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კიბოს მკურნალობის სპეციალისტის მიერ.
კონცენტრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
ცისპლატინი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში ინექციით (ინტრავენური ინფუზია).
ანაფილაქსიური რეაქციების კონტროლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დამხმარე აღჭურვილობა.
ცისპლატინი არ უნდა შევიდეს კონტაქტში ალუმინის შემცველ მასალებთან.
ცისპლატინის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობის მოსალოდნელ ეფექტებზე და იმაზე, მიიღება თუ არა ცისპლატინი დამოუკიდებლად (მონოთერაპია) თუ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია).
ცისპლატინი (მონოთერაპია):
რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
ერთჯერადი დოზა 50-დან 120 მგ/მ2-მდე სხეულის ზედაპირზე, ყოველ 3-4 კვირაში.
15-დან 20 მგ/მ²-მდე დღეში 5 დღის განმავლობაში, ყოველ 3-4 კვირაში.
ცისპლატინი სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია):
20 მგ/მ2 ან მეტი, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ, ცისპლატინი გამოიყენება სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.
ტიპიური დოზაა 40 მგ/მ² კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში.
თირკმლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის დალევა ცისპლატინით მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცისპლატინი:
თქვენი ექიმი უზრუნველყოფს თქვენი მდგომარეობისთვის სწორი დოზის მიღებას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განიცადოთ მომატებული გვერდითი ეფექტები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სიმპტომური მკურნალობა ამ გვერდითი ეფექტებისათვის. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ცისპლატინის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ შესამოწმებლად თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თქვენ გაქვთ ალერგია ცისპლატინის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
თუ წარსულში გქონიათ მომატებული მგრძნობელობა მსგავსი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, თუ გაქვთ სმენის პრობლემები
თუ გაქვთ სისხლის უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობა (ე.წ. „მიელოსუპრესია“), (თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას სისხლის ანალიზის საშუალებით)
თქვენ გაქვთ დეჰიდრატაცია
თუ გჭირდებათ „ყვითელი ცხელების“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია
თქვენ ხართ მეძუძური დედა
სიფრთხილის ზომები
ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
თუ გაქვთ ნერვის დაზიანების (პერიფერიული ნეიროპათიის) რაიმე სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან შეხების შეგრძნების დაქვეითება.
თუ ჩაგიტარდათ თავზე სხივური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით/იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, მაგალითად:
ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, როგორიცაა ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები და ამფოტერიცინი B, და ასევე სამედიცინო ინსტრუმენტულ კვლევებში გამოყენებულმა ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება გააუარესოს ცისპლატინის გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით თირკმლის პრობლემები.
ზოგიერთმა შარდმდენმა, რომელსაც მარყუჟოვანი დიურეტიკი ეწოდება, ანტიბიოტიკებმა, რომელსაც ამინოგლიკოზიდები ეწოდება და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა, რომელსაც იფოსფამიდი ეწოდება, შეიძლება გააუარესოს ცისპლატინის სმენის დამაქვეითებელი გვერდითი ეფექტები.
ბლეომიცინმა (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი), მეტოტრექსატმა (გამოიყენება კიბოს ან ართრიტის სამკურნალოდ) და პაკლიტაქსელმა (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი) შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი მოვლენები, თუ ცისპლატინიც გამოიყენება.
შეიძლება გავლენა მოახდინოს პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტურობაზე. თქვენი ექიმი გააკონტროლებს ამას სისხლის ანალიზითს საშუალებით.
გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს წონასწორობის ცვლილების სიმპტომები (როგორიცაა თავბრუსხვევა ან ტინიტუსი).
კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების (მაგ. ფენიტოინის) ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში მათი დონის შემოწმება.
ცისპლატინმა შეიძლება გააუარესოს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის, იფოსფამიდის გვერდითი ეფექტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თანდაყოლილი დეფექტების შესაძლო რისკის გამო, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა მიიღონ კონტრაცეპციული ზომები როგორც ცისპლატინით მკურნალობის პერიოდში, ასევე მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
ცისპლატინით მკურნალობამ პოტენციურად შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი სტერილობა მამაკაცებში. რეკომენდებულია, რომ მომავალში მამობის მსურველებმა განიხილონ სპერმის კრიოკონსერვაციის (გაყინვის) შესაძლებლობა მკურნალობის დაწყებამდე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეშფოთება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რამაც შეიძლება შეამციროს თქვენი ასეთი უნარები.
ცისპლატინის ინექცია შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 3.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ მლ-ში. ეს ექვივალენტურია მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 38.3%-ია.
- როგორ გამოიყენება ცისპლატინის ინექცია
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ცისპლატინის ინექცია
შემადგენლობა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ცისპლატინის ინექცია
ცისპლატინი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით ციტოსტატიკები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ცისპლატინის გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად, მაგრამ უფრო ხშირად ცისპლატინი გამოიყენება სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.
ცისპლატინს შეუძლია გაანადგუროს თქვენს ორგანიზმში არსებული უჯრედები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კიბოს გარკვეული ტიპები (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, შარდის ბუშტის, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნე, ფილტვის კიბო და გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში).
- რა უნდა იცოდეთ ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ვენუს™
ისარგებლე ინოვაციებით
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ცისპლატინი ვენუს ფარმა 1 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის
ცისპლატინი
პრეპარატის სახელწოდებაა „ცისპლატინი ვენუს ფარმა 1 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის“, მაგრამ ინსტრუქციის დანარჩენ ნაწილში მას ეწოდება "ცისპლატინის ინექცია".
ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატიდაგფინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში
- რა არის და რისთვის გამოიყენება ცისპლატინის ინექცია
- რა უნდა იცოდეთ ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ცისპლატინის ინექცია
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ცისპლატინის ინექცია
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება ცისპლატინის ინექცია
ცისპლატინი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით ციტოსტატიკები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ცისპლატინის გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად, მაგრამ უფრო ხშირად ცისპლატინი გამოიყენება სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.
ცისპლატინს შეუძლია გაანადგუროს თქვენს ორგანიზმში არსებული უჯრედები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კიბოს გარკვეული ტიპები (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, შარდის ბუშტის, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნე, ფილტვის კიბო და გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში).
- რა უნდა იცოდეთ ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ცისპლატინი, თუ:
თქვენ გაქვთ ალერგია ცისპლატინის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
თუ წარსულში გქონიათ მომატებული მგრძნობელობა მსგავსი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, თუ გაქვთ სმენის პრობლემები
თუ გაქვთ სისხლის უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობა (ე.წ. „მიელოსუპრესია“), (თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას სისხლის ანალიზის საშუალებით)
თქვენ გაქვთ დეჰიდრატაცია
თუ გჭირდებათ „ყვითელი ცხელების“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია
თქვენ ხართ მეძუძური დედა
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
თუ გაქვთ ნერვის დაზიანების (პერიფერიული ნეიროპათიის) რაიმე სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან შეხების შეგრძნების დაქვეითება.
თუ ჩაგიტარდათ თავზე სხივური თერაპია.
სხვა პრეპარატები და ცისპლატინის ინექცია
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით/იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, მაგალითად:
ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, როგორიცაა ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები და ამფოტერიცინი B, და ასევე სამედიცინო ინსტრუმენტულ კვლევებში გამოყენებულმა ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება გააუარესოს ცისპლატინის გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით თირკმლის პრობლემები.
ზოგიერთმა შარდმდენმა, რომელსაც მარყუჟოვანი დიურეტიკი ეწოდება, ანტიბიოტიკებმა, რომელსაც ამინოგლიკოზიდები ეწოდება და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა, რომელსაც იფოსფამიდი ეწოდება, შეიძლება გააუარესოს ცისპლატინის სმენის დამაქვეითებელი გვერდითი ეფექტები.
ბლეომიცინმა (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი), მეტოტრექსატმა (გამოიყენება კიბოს ან ართრიტის სამკურნალოდ) და პაკლიტაქსელმა (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი) შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი მოვლენები, თუ ცისპლატინიც გამოიყენება.
შეიძლება გავლენა მოახდინოს პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტურობაზე. თქვენი ექიმი გააკონტროლებს ამას სისხლის ანალიზითს საშუალებით.
გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს წონასწორობის ცვლილების სიმპტომები (როგორიცაა თავბრუსხვევა ან ტინიტუსი).
კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების (მაგ. ფენიტოინის) ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში მათი დონის შემოწმება.
ცისპლატინმა შეიძლება გააუარესოს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის, იფოსფამიდის გვერდითი ეფექტები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თანდაყოლილი დეფექტების შესაძლო რისკის გამო, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა მიიღონ კონტრაცეპციული ზომები როგორც ცისპლატინით მკურნალობის პერიოდში, ასევე მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
ცისპლატინით მკურნალობამ პოტენციურად შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი სტერილობა მამაკაცებში. რეკომენდებულია, რომ მომავალში მამობის მსურველებმა განიხილონ სპერმის კრიოკონსერვაციის (გაყინვის) შესაძლებლობა მკურნალობის დაწყებამდე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეშფოთება.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რამაც შეიძლება შეამციროს თქვენი ასეთი უნარები.
ცისპლატინის ინექცია შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 3.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ მლ-ში. ეს ექვივალენტურია მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 38.3%-ია.
- როგორ გამოიყენება ცისპლატინის ინექცია
დოზირება და გამოყენების მეთოდი
ცისპლატინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კიბოს მკურნალობის სპეციალისტის მიერ.
კონცენტრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
ცისპლატინი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში ინექციით (ინტრავენური ინფუზია).
ანაფილაქსიური რეაქციების კონტროლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დამხმარე აღჭურვილობა.
ცისპლატინი არ უნდა შევიდეს კონტაქტში ალუმინის შემცველ მასალებთან.
ცისპლატინის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობის მოსალოდნელ ეფექტებზე და იმაზე, მიიღება თუ არა ცისპლატინი დამოუკიდებლად (მონოთერაპია) თუ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია).
ცისპლატინი (მონოთერაპია):
რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
ერთჯერადი დოზა 50-დან 120 მგ/მ2-მდე სხეულის ზედაპირზე, ყოველ 3-4 კვირაში.
15-დან 20 მგ/მ²-მდე დღეში 5 დღის განმავლობაში, ყოველ 3-4 კვირაში.
ცისპლატინი სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია):
20 მგ/მ2 ან მეტი, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ, ცისპლატინი გამოიყენება სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.
ტიპიური დოზაა 40 მგ/მ² კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში.
თირკმლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის დალევა ცისპლატინით მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცისპლატინი:
თქვენი ექიმი უზრუნველყოფს თქვენი მდგომარეობისთვის სწორი დოზის მიღებას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განიცადოთ მომატებული გვერდითი ეფექტები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სიმპტომური მკურნალობა ამ გვერდითი ეფექტებისათვის. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ცისპლატინის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ შესამოწმებლად თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
თუ განგივითარდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია; შეიძლება განგივითარდეთ უეცარი ქავანა გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შეიძლება იგრძნოთ, რომ გული მიგდით. * გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლოა გადაეცეს ყბაში ან მკლავში, თანდართული ოფლიანობით, ქოშინით და გულისრევით (გულის შეტევა)
ტკივილი ან შეშუპება ინექციის ადგილას ინექციის გაკეთების დროს (შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ინექცია სწორად არ გაკეთდა ვენაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ინექციის ადგილის გარშემო ქსოვილებში)
ინსულტი
თავის ტვინის დისფუნქცია (ცნობიერების აბნევა, გაუგებარი მეტყველება, ზოგჯერ სიბრმავე, მეხსიერების დაკარგვა და დამბლა).
ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ძალიან ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება (რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე)
ლეიკოციტების შემცირება, რაც ზრდის ინფექციების ალბათობას (ლეიკოპენია)
თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლჩაქცევების და სისხლდენის რისკს (თრომბოციტოპენია)
ერითროციტების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და კანის სიფერმკრთალე (ანემია)
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
მაღალი ტემპერატურა
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
ძლიერი ტკივილი ან შეშუპება ფეხებში, ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება (შესაძლოა მიუთითებდეს ვენაში დამაზიანებელ სისხლის კოლტებზე)
სწრაფი, არარეგულარული ან ნელი გულისცემა
სეფსისი (სისხლის მოწამვლა)
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს:
მძიმე ალერგიული რეაქცია (იხილეთ ზემოთ)
ყურის დაზიანება (ოტოტოქსიურობა)
სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება
სპერმის წარმოქმნის დარღვევა
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს:
მწვავე ლეიკემიის მომატებული რისკი
კრუნჩხვები
გულის წასვლა, თავის ტკივილი, ცნობიერების აბნევა და მხედველობის დაკარგვა თავის ტვინის გარკვეული ფუნქციების დაკარგვა, მათ შორის ტვინის დისფუნქცია, რომელიც ხასიათდება სპაზმებით და ცნობიერების დონის დაქვეითებით
გულის შეტევა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთება (სტომატიტი).
სენსორული ნერვების პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ხასიათდება უმიზეზო ქავილის ან ჩხვლეტის შეგრძნებით და ზოგჯერ გემოს, შეხების, მხედველობის დაკარგვით, უეცარი მძაფრი ტკივილებით კისრიდან ზურგის გავლით და ფეხებამდე წინ დახრისას.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 ადამიანს:
გულის გაჩერება
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე:
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან ყელის ტკივილი
ჰემოლიზური ანემია
ვაზოპრესინის ჰორმონის (ADH) არასაკმარისი გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე და წყლის შეკავება.
სისხლში ამილაზას (ფერმენტის) მომატება.
დეჰიდრატაცია.
სისხლში კალციუმის, ფოსფატის, კალიუმის დონის დაქვეითება
სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე.
კუნთების სპაზმები.
ზურგის ტვინის დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდურებში ელექტროშოკის გავლის შეგრძნება.
გემოს დაკარგვა.
მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, უცნაური ფერები, მხედველობის დაკარგვა ან თვალის ტკივილი).
ყურებში რეკვის ხმა ან სიყრუე.
გულის პრობლემები.
უჩვეულოდ ცივი ან თეთრი ხელები და ფეხები.
ხელებში, ფეხებში, მკლავებში ან ფეხებში ჩხვლეტის, დაბუჟების ან კანკალის შეგრძნება
მუდმივი თავის ტკივილი
გულისრევის შეგრძნება
მადის დაკარგვა, ანორექსია
სლოკინი
დიარეა
ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება
სუნთქვის გაძნელება
თირკმელების ან შარდის პრობლემები
თმის ცვენა
გამონაყარი
ძლიერი დაღლილობა/სისუსტე
ინექციის ადგილზე შეშუპება ან ტკივილი
სპაზმები ან კრუნჩხვები
წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თირკმელებსა და სისხლში.
ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები თქვენს სისხლთან, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებით. თქვენი ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშებს ამ პრობლემების შესამოწმებლად. შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდით ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ Yellow Card Scheme-ის ვებსაიტის საშუალებით: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ცისპლატინის ინექცია
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე წარწერა „EXP“ -ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.
არ შეინახოთ განზავებული ხსნარი მაცივარში ან საყინულეში.
შეინახეთ ფლაკონი გარეთა კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
განზავების შემდეგ
საინფუზიო სითხეებით განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 20°C -25°C ოთახის ტემპერატურაზე.
განზავებული ხსნარი დაცული უნდა იყოს სინათლისგან. არ შეინახოთ განზავებული ხსნარი მაცივარში ან საყინულეში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი მღვრიეა ან არსებობს ნალექი, რომელიც არ იხსნება, ფლაკონი უნდა გადააგდოთ.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცისპლატინის ინექცია
აქტიური ნივთიერებაა ცისპლატინი
ხსნარის ყოველი მილილიტრი (მლ) შეიცავს 1 მილიგრამ (მგ) ცისპლატინს.
დანარჩენი ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
ცისპლატინის ინექციის გარეგნული იერახე და შეფუთვის შემცველობა
ცისპლატინის ინექცია არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, რომელიც მოთავსებულია 10 მლ, 50 მლ და 100 მლ I ტიპის ქარვისფერ შუშის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს შესაბამისად 10 მლ, 50 მლ და 100 მლ კონცენტრატს ხსნარისთვის. ფლაკონები დახურულია ბრომბუტილის რეზინის საცობით და დალუქულია ალუმინის მოსახევი თავსახურით.
თითოეული 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 10 მგ ცისპლატინს.
თითოეული 50 მლ -იანი ფლაკონი შეიცავს 50 მგ ცისპლატინს.
თითოეული 100 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ცისპლატინს.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
„ვენუს ფარმა გმბჰ“ (Venus Pharma GmbH)
ამ ბაჰნჰოფ 1-3,
59368, ვერნე, გერმანია.
მწარმოებელი
„იუროფეან ფარმა ჰაბ კფტ“ ( European Pharma. Hub Kft.)
გორსევ ივან უტკა 5, გიალი, 2360, უნგრეთი.
ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 09/2025.
მოსახევი ადგილი
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის: პროდუქტის მომზადება და მასთან მუშაობა
ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო პროდუქტის მსგავსად, ცისპლატინთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში, ტრენირებული პერსონალის მიერ, სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ ადგილას. ამისათვის უნდა იქნას გამოყენებული დამცავი ხელთათმანები. უნდა იქნას მიღებული სიფრთხილის ზომები კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად. თუ კანთან კონტაქტი მაინც მოხდა, კანი დაუყოვნებლივ უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით. კანთან კონტაქტის შემთხვევაში, დაფიქსირებულია ჩხვლეტის შეგრძნება, წვა და სიწითლე. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, ისინი საფუძვლიანად უნდა ჩამოიბანოთ წყლით. ინჰალაციის შემდეგ, დაფიქსირებულია ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ყელის გაღიზიანება და გულისრევა.
ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ციტოსტატიკურ პრეპარატებთან კონტაქტს. ცისპლატინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ კლინიცისტი არ ჩათვლის რისკს კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში კლინიკურად გამართლებულად.
ორგანიზმის გამოყოფილი ნივთიერებები და ნაღებინები სიფრთხილით უნდა იქნას უტილიზებული.
თუ ხსნარი მღვრიეა ან შეინიშნება ნალექი, რომელიც არ იხსნება, ბოთლი უნდა გადააგდოთ. დაზიანებული ბოთლს უნდა მოეპყროთ იმავე სიფრთხილის ზომებით, როგორც დაბინძურებულ ნარჩენებს. დაბინძურებული ნარჩენები უნდა შეინახოს სპეციალურად მონიშნულ ნარჩენების კონტეინერებში. იხილეთ პუნქტი „უტილიზაცია“.
ინტრავენურად შეყვანისთვის მომზადება
ამოიღეთ საჭირო რაოდენობის ხსნარი ბოთლიდან და განაზავეთ შემდეგი ხსნარების მინიმუმ 1 ლიტრში:
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9%
- ნატრიუმის ქლორიდის 0.9% / გლუკოზის 5% (1:1) ნარევი (შედეგად მიღებული საბოლოო კონცენტრაციები: ნატრიუმის ქლორიდი 0.45%, გლუკოზა 2.5%)
- ნატრიუმის ქლორიდი 0.9% და 1.875% მანიტოლი, ინექციისთვის
- ნატრიუმის ქლორიდი 0.45%, გლუკოზა 2.5% და 1.875% მანიტოლი ინექციისთვის.
გამოყენებამდე ყოველთვის დააკვირდით ინექციას. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან წარმოიქმნება უხსნადი ნალექი, ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული. გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი.
არ დაუშვათ კონტაქტი ალუმინის შემცველ საინექციო მასალასთან.
არ გამოიყენოთ განუზავებელი ფორმით.
განზავებული ხსნარების გამოყენებისას მიკრობიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობის თვალსაზრისით იხილეთ ქვემოთ „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვასთან დაკავშირებით“.
უტილიზაცია
ყველა მასალის უტილიზაცია, რომელიც გამოყენებული იქნა მომზადებისა და გამოყენებისათვის, ან რომელიც რაიმე ფორმით იყო კონტაქტში ცისპლატინთან, უნდა მოხდეს ადგილობრივი ციტოტოქსიკური გაიდლაინების შესაბამისად. არ შეიძლება მედიკამენტების უტილიზაცია ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეუთავსებლობა
არ დაუშვათ კონტაქტში შესვლა ალუმინთან. ცისპლატინი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ლითონ ალუმინთან და წარმოქმნას პლატინის შავი ნალექი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალუმინის შემცველი ყველა ინტრავენური ნაკრები, ნემსი, კათეტერი და შპრიცი.
ცისპლატინი ხსნარში იშლება ქლორიდის დაბალი შემცველობის მქონე გარემოში; ქლორიდის კონცენტრაცია უნდა იყოს მინიმუმ ნატრიუმის ქლორიდის 0.45%-ის ექვივალენტური.
თავსებადობის კვლევების არარსებობის შემთხვევაში, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს.
ანტიოქსიდანტებმა (როგორიცაა ნატრიუმის მეტაბისულფიტი), ბიკარბონატებმა (ნატრიუმის ბიკარბონატი), სულფატებმა, ფტორურაცილმა და პაკლიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს ცისპლატინის ინაქტივაცია საინფუზიო სისტემებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვასთან დაკავშირებით
სამკურნალო პროდუქტი გასაყიდად შეფუთული სახით:
საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი 1 მგ/მლ
განუზავებელი ხსნარი:
განუზავებელი ხსნარი: შეინახეთ კონტეინერი გარე კოლოფში სინათლისგან დასაცავად. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან წარმოიქმნება განუზავებელი ნალექი, ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული.
განზავებული ხსნარი:
განზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობები იხილეთ ქვემოთ „საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი განზავების შემდეგ“.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი განზავების შემდეგ:
განზავების შემდეგ
საინფუზიო სითხეებით განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 20°C -25°C ოთახის ტემპერატურაზე.
განზავებული ხსნარი დაცული უნდა იყოს სინათლისგან. არ შეინახოთ განზავებული ხსნარი მაცივარში ან საყინულეში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


