ცისპლატინი 1მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
Cisplatin 1mg/ml Concentrate for Solution for lnfusion
ცისპლატინს შეუძლია პაციენტის ორგანიზმში იმ უჯრედების დაზიანება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს განსაზღვრული ტიპის სიმსივნის განვითარება (სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, ნაღვლის ბუშტის სიმსივნე, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნე, ფილტვის კიბო და ცერვიკალური კიბო რადიოთერაპიასთან კომბინაციაში). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცისპლატინი (cisplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ (100მგ/100მლ) 100მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-020891
- რეგისტრირებულია
- 29 ნოემბერი 2016, მოქმედებს 29 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“
- GMP
- -
ცისპლატინი 1მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცისპლატინს შეუძლია პაციენტის ორგანიზმში იმ უჯრედების დაზიანება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს განსაზღვრული ტიპის სიმსივნის განვითარება (სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, ნაღვლის ბუშტის სიმსივნე, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნე, ფილტვის კიბო და ცერვიკალური კიბო რადიოთერაპიასთან კომბინაციაში).
მკურნალი ექიმი პაციენტს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.
ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ცისპლატინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კიბოს მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის საშუალებით.
კონცენტრატი განზავებულია ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, რომელიც შეიცავს გლუკოზას.
ცისპლატინი გამოიყენება მხოლოდ ვენაში ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია).
ანაფილაქსიური რეაქციის კონტროლისთვის ვაუცილებელია დამხმარე აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
ცისპლატინი კონტაქტში არ უნდა მოვიდეს ალუმინის შემცველ მასალასთან.
ცისპლატინის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია პაციენტის თვითმგრძნობელობაზე, მკურნალობის მოსალოდნელ ეფექტებზე და იმაზე ცისპლატინი გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) თუ სხვა აგენტებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია).
ცისპლატინი (მონოთერაპია):
რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
ერთჯერადი დოზა 50-120მგ/მ2 ორგანიზმის ზედაპირზე, 3-4 კვირაში ერთხელ.
15-20მგ/მ2 დღეში 5 დღის განმავლობაში, 3-4 კვირაში ერთხელ.
ცისპლატინი სხვა ქიმიოთერაპიულ აგენტებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია):
20მგ/მ2 ან მეტი, 3-4 კვირაში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისთვის ცისპლატინი გამოიყენება რადიოთერაპიასთან კომბინაციაში.
ტიპიური დოზაა 40მგ/მ2 კვირაში 6 კვირის განმავლობაში.
თირკმელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად პაციენტმა უნდა დალიოს წყლის უხვი რაოდენობა 24 საათის პერიოდში ცისპლატინით მკურნალობის შემდეგ.
თუ პაციენტი ფიქრობს რომ მიიღო ცისპლატინის გადაჭარბებული დოზა
მკურნალი ექიმი უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობისთვის სწორი დოზის გამოყენებას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება გაძლიერებული გვერდითი მოვლენები. მკურნალი ექიმი პაციენტს ჩაუტარებს სიმპტომურ მკურნალობას ამ გვერდითი ეფექტებისთვის. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ჭარბი რაოდენობით ცისპლატინი დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
პაციენტი ალერგიულია ცისპლატინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მე-6 განყოფილებაში ჩამოთვლილი)
პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობელობა) პლატინის შენაერთების შემცველი ნებისმიერი პრეპარატის მიმართ
პაციენტს აქვს თირკმელების დაავადება (თირკმელების დისფუნქცია)
პაციენტს აწუხებს დეჰიდრატაცია
პაციენტს აქვს ძვლის ტვინის ფუნქციის სუპრესია, შესაძლო სიმპტომების: მკვეთრად გამოხატული დაღლილობა, ადვილი დალურჯება ან სისხლდენა, ინფექციების გამოვლინება
პაციენტს აღენიშნება სმენის დარღვევა
პაციენტს აწუხებს ცისპლატინის გამოყენებით გამოწვეული ნერვული სისტემის დარღვევები
პაციენტი ლაქტაციის პერიოდშია
კომბინირებული ცოცხალ ვაქცინებთან ერთად, ყვითელი ცხელების ვაქცინის ჩათვლით.
ფენიტოინთან კომბინაცია პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით (იხ. ,,ცისპლატინის გამოყენება ქვემოთ მოცემულ პრეპარატებთან ერთად”).
სიფრთხილის ზომები
მკურნალი ექიმი ჩაატარებს ტესტებს კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის და მაგნიუმის დონის განსაზღვრისთვის სისხლში, აგრეთვე, სისხლის სურათის შესწავლისთვის და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური და ნევროლოგიური ფუნქციის შესასწავლად.
ცისპლატინის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სპეციალისტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიის გამოყენების გამოცდილება.
პაციენტის სმენა შემოწმდება ცისპლატინით ყოველ მკურნალობამდე.
თუ პაციენტს აწუხებს ნერვული დარღვევები, რომელიც არ არის გამოწვეული ცისპლატინით.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს თავზე სხივური თერაპია.
თუ პაციენტს აწუხებს ინფექცია. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
თუ პაციენტი გეგმავს ბავშვების ყოლას (იხ. ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა).
თუ ზემოთ მითითებული რომელიმე ეხება პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
ცისპლატინის დასხმის შედეგად დაბინძურებული კანი დაუყოვნებლივ უნდა ოქნას დაბანილი წყლის და საპნის გამოყენებით. თუ ცისპლატინის ინექცია ხდება სისხლძარღვებს გარეთ შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კანზე ცისპლატინის ინფილტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება (ცელულიტი, ფიბროზი და ნეკროზი).
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს იმ შემთხვევშიც კი, თუ ეს მოვლენები აღენიშნებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს განცხადებები ეხება იმ პროდუქტებს, რომლებსაც იყენებდა უახლოეს წარსულში ან გამოიყენებს მომავალში.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატებსი შესახებ რომლებსაც ღებულობს, ან ღებულობდა ან შესაძლოა მიიღოს ნებისმიერ პრეპარატი.
ძვლის ტვინის ფუნქციის მაინჰიბირებელი საშუალებების ან რადიაციის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინზე ცისპლატინის გვერდითი მოვლენების პოტენცირება.
ცისპლატინის ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს სხვა ციტოსტატიკურ პრეპარატებთან ერთადროული დანიშვნის შემთხვევაში (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა ბლეომიცინი და მეთოტრექსატი.
ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებებმა (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც შეიცავს ფუროსემიდს, ჰიდრალაზინს, დიაზოქსიდს და პროპრანოლოლს) შეიძლება გაზარდოს თირკმელებზე ცისპლატინის ტოქსიკური ეფექტი.
ცისპლატინის ტოქსიკურობამ შეიძლება მძიმედ დააზიანოს თირკმელები, როდესაც გამოიყენება იმ აგენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა ზოგიერთი ინფექციის პრევენცია/მკურნალობა (ანტიბიოტიკები: ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, და/ან ამფოტერიცინი B) და კონტრასტული აგენტები.
ცისპლატინის ტოქსიკურობამ შეიძლება დააზიანოს სმენა, როდესაც ინიშნება სმენის უნარზე მოქმედ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.
თუ პაციენტი ცისპლატინით მკურნალობის დროს ღებულობს პოდაგრას სამკურნალო საშუალებებს, მაშინ საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების ცვლილება (მაგ. ალოპურინოლი, კოლხიცინი, პრობენეციდი და/ან სულფინპირაზონი).
ცისპლატინთან კომბინაციაში აგენტების მიღება, რომელიც ზრდის შარდის ექსკრეციას (მარყუჟოვანი შარდმდენები) (ცისპლატინის დოზა: მეტი 60მგ/მ2-ზე, შარდის სეკრეცია: 1000მლ-ზე ნაკლები 24 საათის განმავლობაში) შეიძლება იწვევდეს თირკმელებზე და სმენაზე ტოქსიკურ ეფექტებს.
სმენის დაზიანების პირველი ნიშნები (თავბრუსხვევა და/ან ხმაური ყურებში) შეიძლება დაფარული იყოს ცისპლატინით მკურნალობის დროს- რადგან ამ დროს პაციენტი ღებულობს საშუალებებს ჰიპერმგრძნობელობის დათრგუნვისთვის (ანტიჰისტამინები, როგორიც არის ბუკლიზინი, ციკლიზინი, ლოქსაპინი, მეკლოზინი, ფენოთიაზინები, თიოქსანტენები და/ან ტრიმეტობენზამიდები).
ცისპლატინის იფოსფამიდთან კომბინაციაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაზანება.
ცისპლატინით მკურნალობის ეფექტები შეიძლება შემცირდეს პირიდოქსინის და ჰექსამეთილმელამინის ერთდროული გამოყენებისას.
ბლეომიცინთან და ვინბლასტინთან კომბინაციაში გამოყენებისას ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ხელის და/ან ფეხის თითების სიფერმკრთალე ან ლურჯი შეფერილობა (რეინოს ფენომენი).
პაკლიტაქსელით მკურნალობამდე ან დოცეტაქსელთან კომბინაციაში ცისპლატინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების მძიმე დაზიანება.
ბლეომიცინთან და ეტოპოზიდთან კომბინაციაში ცისპლატინის გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს სისხლში ლითიუმის დონე. აქედან გამომდინარე რეგულარულად საჭიროა ლითიუმის დონის შემოწმება.
ცისპლატინი ამცირებს ფენიტოინის ეფექტებს ეპილეფსიის მკურნალობის დროს.
პენიცილამინი შეიძლება ამცირებდეს ცისპლატინის ეფექტურობას.
ცისპლატინს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს კოაგულაციის პრევენციისთვის გამოყენებულ საშუალებებზე (ანტიკოაგულანტები). აქედან გამომდინარე კოაგულაციის შემოწმება საჭიროა უფრო ხშირად კომბინირებული გამოყენებისას.
ციკლოსპორინთან ერთად ცისპლატინის გამოყენებამ შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა სისხლის თეთრი უჯრედების გაზრდილი პროდუქციით (ლიმფოციტები).
ცისპლატინით მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინები.
ცისპლატინით მკურნალობის დროს პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს ყვითელი ცხელების ვაქცინაცია (იხ. აგრეთვე, ,,ცისპლატინი არ მიიღება”).
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობს ცისპლატინს, ან თუ გეგმავს მის გამოყენებას.
ცისპლატინი არ გამოიყენება ორსულობის დროს სანამ ამას აუცილებლად საჭიროდ არ ჩათვლის ექიმი.
ცისპლატინით მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმაცლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
ცისპლატინით მკურნალობის დროს საჭიროა ლაქტაციისგან თავის შეკავება.
ცისპლატინით მკურნალობისას მამრობითი სქესის პაციენტებს ურჩევენ თავი შეიკავონ ბავშვის ჩასახვისგან მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში. ამას გარდა მამაკაცებს ურჩევენ მკურნალობის დაწყებამდე სპერმის პრეზერვაციას.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა და/ან ღებინება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მდგომარეობა, დაუშვებელია მექანიზმების მართვა, რაც მოითხოვს სრულ ყურადღებას.
ცისპლატინის ინექცია შეიცავს ნატრიუმს
ცისპლატინი შეიცავს 3.5მგ ნატრიუმს მლ-ში. საჭიროა აღნიშნულის გათვალისწინება თუ პაციენტმა უნდა დაიცვას ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტა.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს შემდგომ მკურნალობამდე.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ შენიშნავს ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერის განვითარებას:
მუდმივი ან მძიმე დიარეა ან ღებინება
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების წყლულები ან პირში წყლულები)
სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება
აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა არაპროდუქტიული ხველა, სუნთქვის გაძნელება ან სველი ხიხინი
ყლაპვის გაძნელება
დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში
მომატებული დაღლილობა
არანორმალური სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
ინფექციის ნიშნები როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა
დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილას, ან მის ახლოს ინფუზიის დროს.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლნდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლი და ლიმფური სისტემა: ძვლის ტვინის სუპრესია, რომელიც ხასიათდება თეთრი უჯრედების მწვავე დაქვეითებით, რაც ინფექციას უფრო სავარაუდოს ხდის (ლეიკოპენია), თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლჩაქცევების და სისხლდენის რისკს (თრომბოციტოპენია), აგრეთვე, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სისუსტე ან სუნთქვის უკმარისობა (ანემია).
კვება და მეტაბოლიზმი: ელექტროლიტების დონის შემცირება (ნატრიუმი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა (ანორექსია), გულისრევა, ღებინება, დიარეა.
თირკმელები და საშარდე ტრაქტი: შარდის მჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია) სისხლში (მაგ. პოდაგრა).
ზოგადი სიმპტომები: ცხელება.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)
ინფექციები: სისხლის მოწამვლა (სეფსისი).
გული: არითმია, გულისცემის შემცირების ჩათვლით (ბრადიკარდია), გაძლიერებული გულისცემა (ტაქიკარდია).
სისხლძარღვები: ვენების ანთება (ფლებიტი) ინექციის ადგილას.
რესპირატორული დარღვევები: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ფილტვების ანთება (პნევმონია) და სუნთქვის უკმარისობა.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარის, ეკზემის ჩათვლით ქავილით და ბუშტუკების ფორმირებით (ჭინჭრის ციება), კანის სიწითლე და ანთება (ერითემა) ან ქავილი (პრურიტუსი), (ანაფილაქტოიდური რეაქციები) სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა სახის შეშუპება და ცხელება, სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია), გულისცემის გაძლიერება (ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), დისტრესი სასუნთქი კუნთების სპაზმების შედეგად (ბრონქოსპაზმი).
სმენა: ყურის დაზიანება (ოტოტოქსიკურობა).
კვება და მეტაბოლიზმი: ელექტროლიტების დონის დაქვეითება (მაგნიუმი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მეტალის ნალექი ღრძილებზე.
კანი: თმის ცვენა (ალოპეცია).
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: დისფუნქციური სპერმატოგენეზი და ოვულაცია, მკერდის მტკივნეული ზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია).
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)
იმუნური სისტემა: მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაციები) სისხლის დაბალი წნევით (ჰიპოტენზია), გაძლიერებული გულისცემით (ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელებით (დისპნოე), დისტრესით სასუნთქი გზების კუნთების სპაზმების გამო (ბრონქოსპაზმი). სახის შეშუპება და ცხელება; იმუნური სისტემის დათრგუნვა (იმუნოსუპრესია).
ნერვული სისტემა: ტვინის გარკვეული ფუნქციების დაკარგვა, ტვინის დისფუნქიის ჩათვლით, რომელსაც ახასიათებს სპაზმები და ცნობიერების დონის დაქვეითება (ენცეფალოპათია), სენსორული ნერვების პერიფერიული ნეიროპათია (ბილატერალური, სენსორული ნეიროპათია), ხასიათდება ღიტინით, ქავილით, ან ჩხვლეტით მიზეზის გარეშე და ზოგჯერ ხასიათდება გემოვნების, შეხების, მხედველობის დაკარგვით, უეცარი ტკივილით კისრიდან ზურგის გავლით ფეხებისკენ წინ დახრისას, შეტევებით (გულყრები).
სმენა: ნორმალური საუბრის წარმართვის შეუძლებლობა, სმენის დაკარგვა (ძირითადად ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში).
გული: სისხლის დონის წნევის გაზრდა, კორონარული არტერიის დაავადება და გულის შეტევები.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: შემცირებული ალბუმინის (პროტეინი) დონე სისხლში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი).
ზოგადი: ცისპლატინი სხვა მსგავსი მედიკამენტების მსგავსად ზრდის ლეიკემიის (მწვავე ლეიკემიის) რისკს.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში)
კვება და მეტაბოლიზმი: სისხლში რკინის დონის გაზრდა.
გული: გულის (კარდიალური) გაჩერება.
უცნობი:
ინფექციები: ინფექცია
სისხლი და ლიმფური სისტემა: ჰემოლიზური ანემია.
ჰორმონები: ტვინში ვაზოპრესორული ჰორმონის არასაკმარისი პროდუქცია (SIADH), სისხლში ამილაზას (ფერმენტი) მომატება.
კვება და მეტაბოლიზმი: ელექტროლიტების დონის დაქვეითება (კალციუმი, ფოსფატი, კალიუმი) სისხლში კუნთების სპაზმით და/ან ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
ნერვული სისტემა: სპინალური დაავადება, ტვინის დისფუნქცია (გონების დაბინდვა, დარღვეული მეტყველება, ზოგჯერ სიბრმავე, მეხსიერების დაკარგვა და დამბლა); ინსულტი, გემოვნების დაკარგვა (აგევზია) აგრეთვე, საძილე არტერიის დახშობა.
ზოგადი სიმპტომები: სისუსტე (ასთენია), დეჰიდრატაცია, შეშუპება (ედემა), ტკივილი, სიწითლე და ანთება კანზე (ერითემა, კანის წყლული) ინექციის ადგილას.
თირკლმელები და საშარდე ტრაქტი: თირკმელების დისფუნქცია, როგორიცაა შარდის პროდუქციის უკმარისობა (ანურია) და შარდით სისხლის მოწამვლა (ურემია).
ძვალ-კუნთოვანი სისტემა: კუნთების სპაზმი
კანი და დერმა: თმის ცვენა, გამონაყარი
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის დონის მომატება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა (ანორექსია), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სლოკინი.
სისხლძარღვები: სისხლის ნაკადის დისფუნქცია, მაგ. ტვინში, მაგრამ აგრეთვე, ხელის და ფეხის თითებში (რეინოს სინდრომი), თრომბოზული მიკროანგიოპათია კომბინირებული ჰემოლიზური ურემიულ სინდრომთან.
გული: კარდიული დარღვევები
სმენის და წონასწორობის ფუნქცია: სმენის დაკარგვა ტინიტუსთან კომბინაციაში (ხმაური ყურებში).
თვალები: მხედველობის დაბინდვა, ფერების აღქმის და თვალის მოძრაობის დარღვევები. შეშუპება (პაპილოედემა), მხედველობის ნერვის ანთება კომბინირებული ტკივილთან და ნერვის ფუნქციის შემცირებასთან (ოპტიკური ნევრიტი), სიბრმავე ტვინის დისფუნქციის შედეგად.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
თუ გამოვლინდება ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარამცევტს ან ექთანს. მათ შორის, ისეთი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც არ არის ანოტაციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების აღრიცხვით პაციენტი ეხმარება პრეპარატის უსაფრთოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებში.
დიდი ბრიტანეთისთვის - გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით შემდეგ საიტზე www.mhra.gov.uk/yellowcard.
ირლანდიისთვის - პაციენტს შეუძლია გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HPRA Pფარმაკოუსაფრთხოების საშუალებით
ეარლსფორტ ტერასა, IRL - დუბლინი 2
ტელ: +353 1 6764971, ფაქსი: +353 1 6762517
ვებ-საიტი: www.hpra.ie, e-mail: [email protected]
შენახვის პირობები
ცისპლატინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი ინახება მეორეულ კოლოფში (ცისპლატინის სინათლისგან დაცვის მიზნით).
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ/მლ
კონტიენერი ინახება მეორეულ კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.
არ გამოიყენება ცისპლატინის ინექცია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე ”EXP” შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს კონკრეტული თვის ბოლო დღეს. ცისპლატინი არ გამოიყენება, თუ პაციენტი შენიშნავს დაზიანების ვიზუალურ ნიშნებს.
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებული იქნა მომზადების და მიღებისთვის ან რომელიც კონტაქტში იყო ცისპლატინთან რაიმე გზით, უნდა განადგურდეს ადგილობრივი ციტოტოქსიური გაიდლაინების მიხედვით.
თუ პაციენტი შენიშნავს, რომ ხსნარი იმღვრევა ან აღინიშნება ნალექი, რომელიც არ იხსნება ფლაკონი უნდა განადგურდეს.
დამატებითი ინფორმაცია
ცისპლატინის ინექციის შემადგენლობა:
ცისპლატინის ინექცია შეიცავს აქტიურ ნივთიერება ცისპლატინს.
ხსნარის ყოველი მილილიტრი (მლ) შეიაცვს 1 მილიგრამ (მგ) ცისპლატინს, ეს მედიკამენტი გამოდის ქარვისფერ მინის კონტეინერებში, რომლებსაც ეწოდება ფლაკონები.
შეფუთვა 10მლ 25მლ 50მლ 100მლ
ცისპლატინის რაოდენობა 10მგ 25მგ 50მგ 100მგ
გამოდის შეფუთვებში, რომელიც შეიცავს ერთ ფლაკონს (ყველა აღნიშნული შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი).
სხვა ინგრედიენტები მოიცავს საინექციო წყალს, ნატრიუმის ქლორიდს, ქლორწყალბადმჟავას (pH დასარეგულირებლად) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH დასარეგულირებლად).
ცისპლატინის ინექციის გარეგანი სახე და შეფუთვა:
ცისპლატინის ინექცია არის გამჭვირვალე, უფერო ან მკრთალი ყვითელი ხსნარი ქარვისფერ მინის ფლაკონში, თითქმის თავისუფალი ნაწილაკებისგან, გამჭვირვალე სახრახნიანი თავსახურით.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 10მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 10მგ ცისპლატინს.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 25მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 25მგ ცისპლატინს.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 50მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 50მგ ცისპლატინს.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 100მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 100მგ ცისპლატინს.
შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ზომის შეფუთვა.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Accord Healthcare Limited
Sage House, 319, Pinner Road, North Harrow, Middlesex, HA1 4HF,
United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ
სეიჯ ჰაუსი, 319 პაინერ როუდი, ჩრდილოეთ ჰაროუ, მიდლესექსი, ჰა1 4ჰფ,
გაერთიანებული სამეფო.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
აკკორდი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ცისპლატინი 1მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ცისპლატინი
პაციენტის პრეპარატის დასახელებაა ,,ცისპლატინი 1მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი”, მაგრამ გამოყენების ინსტრუქციაში შემდგომ მოხსენიებული იქნება როგორც, ,,ცისპლატინის ინექცია”.
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება საჭირო გახდეს მისი ხელახალი გაცნობა.
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად მან შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს.
გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი რეაქციები, რომლებიც არ არის მოცემული ან ინსტრუქციაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის ცისპლაინის ინექცია და მისი გამოყენება
ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე
ცისპლატინის ინექციის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ცისპლატინის ინექციის შენახვის წესი
დამატებითი ინფორმაცია
რა არის ცისპლატინის ინექცია და მისი გამოყენება
ცისპლატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციტოსტატიკები, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ცისპლატინი შეიძლება გამოყენებული იყოს ცალკე, მაგრამ უფრო ხშირად სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.
რისთვის გამოიყენება ის?
ცისპლატინს შეუძლია პაციენტის ორგანიზმში იმ უჯრედების დაზიანება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს განსაზღვრული ტიპის სიმსივნის განვითარება (სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, ნაღვლის ბუშტის სიმსივნე, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნე, ფილტვის კიბო და ცერვიკალური კიბო რადიოთერაპიასთან კომბინაციაში).
მკურნალი ექიმი პაციენტს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.
ცისპლატინის ინექციის გამოყენებამდე
ცისპლატინი არ მიიღება, თუ:
პაციენტი ალერგიულია ცისპლატინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მე-6 განყოფილებაში ჩამოთვლილი)
პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობელობა) პლატინის შენაერთების შემცველი ნებისმიერი პრეპარატის მიმართ
პაციენტს აქვს თირკმელების დაავადება (თირკმელების დისფუნქცია)
პაციენტს აწუხებს დეჰიდრატაცია
პაციენტს აქვს ძვლის ტვინის ფუნქციის სუპრესია, შესაძლო სიმპტომების: მკვეთრად გამოხატული დაღლილობა, ადვილი დალურჯება ან სისხლდენა, ინფექციების გამოვლინება
პაციენტს აღენიშნება სმენის დარღვევა
პაციენტს აწუხებს ცისპლატინის გამოყენებით გამოწვეული ნერვული სისტემის დარღვევები
პაციენტი ლაქტაციის პერიოდშია
კომბინირებული ცოცხალ ვაქცინებთან ერთად, ყვითელი ცხელების ვაქცინის ჩათვლით.
ფენიტოინთან კომბინაცია პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით (იხ. ,,ცისპლატინის გამოყენება ქვემოთ მოცემულ პრეპარატებთან ერთად”).
გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა
მკურნალი ექიმი ჩაატარებს ტესტებს კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის და მაგნიუმის დონის განსაზღვრისთვის სისხლში, აგრეთვე, სისხლის სურათის შესწავლისთვის და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური და ნევროლოგიური ფუნქციის შესასწავლად.
ცისპლატინის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სპეციალისტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიის გამოყენების გამოცდილება.
პაციენტის სმენა შემოწმდება ცისპლატინით ყოველ მკურნალობამდე.
თუ პაციენტს აწუხებს ნერვული დარღვევები, რომელიც არ არის გამოწვეული ცისპლატინით.
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს თავზე სხივური თერაპია.
თუ პაციენტს აწუხებს ინფექცია. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
თუ პაციენტი გეგმავს ბავშვების ყოლას (იხ. ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა).
თუ ზემოთ მითითებული რომელიმე ეხება პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
ცისპლატინის დასხმის შედეგად დაბინძურებული კანი დაუყოვნებლივ უნდა ოქნას დაბანილი წყლის და საპნის გამოყენებით. თუ ცისპლატინის ინექცია ხდება სისხლძარღვებს გარეთ შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კანზე ცისპლატინის ინფილტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება (ცელულიტი, ფიბროზი და ნეკროზი).
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს იმ შემთხვევშიც კი, თუ ეს მოვლენები აღენიშნებოდა წარსულში.
სხვა პრეპარატები და ცისპლატინი
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს განცხადებები ეხება იმ პროდუქტებს, რომლებსაც იყენებდა უახლოეს წარსულში ან გამოიყენებს მომავალში.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატებსი შესახებ რომლებსაც ღებულობს, ან ღებულობდა ან შესაძლოა მიიღოს ნებისმიერ პრეპარატი.
ძვლის ტვინის ფუნქციის მაინჰიბირებელი საშუალებების ან რადიაციის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინზე ცისპლატინის გვერდითი მოვლენების პოტენცირება.
ცისპლატინის ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს სხვა ციტოსტატიკურ პრეპარატებთან ერთადროული დანიშვნის შემთხვევაში (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა ბლეომიცინი და მეთოტრექსატი.
ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებებმა (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც შეიცავს ფუროსემიდს, ჰიდრალაზინს, დიაზოქსიდს და პროპრანოლოლს) შეიძლება გაზარდოს თირკმელებზე ცისპლატინის ტოქსიკური ეფექტი.
ცისპლატინის ტოქსიკურობამ შეიძლება მძიმედ დააზიანოს თირკმელები, როდესაც გამოიყენება იმ აგენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიცაა ზოგიერთი ინფექციის პრევენცია/მკურნალობა (ანტიბიოტიკები: ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, და/ან ამფოტერიცინი B) და კონტრასტული აგენტები.
ცისპლატინის ტოქსიკურობამ შეიძლება დააზიანოს სმენა, როდესაც ინიშნება სმენის უნარზე მოქმედ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.
თუ პაციენტი ცისპლატინით მკურნალობის დროს ღებულობს პოდაგრას სამკურნალო საშუალებებს, მაშინ საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების ცვლილება (მაგ. ალოპურინოლი, კოლხიცინი, პრობენეციდი და/ან სულფინპირაზონი).
ცისპლატინთან კომბინაციაში აგენტების მიღება, რომელიც ზრდის შარდის ექსკრეციას (მარყუჟოვანი შარდმდენები) (ცისპლატინის დოზა: მეტი 60მგ/მ2-ზე, შარდის სეკრეცია: 1000მლ-ზე ნაკლები 24 საათის განმავლობაში) შეიძლება იწვევდეს თირკმელებზე და სმენაზე ტოქსიკურ ეფექტებს.
სმენის დაზიანების პირველი ნიშნები (თავბრუსხვევა და/ან ხმაური ყურებში) შეიძლება დაფარული იყოს ცისპლატინით მკურნალობის დროს- რადგან ამ დროს პაციენტი ღებულობს საშუალებებს ჰიპერმგრძნობელობის დათრგუნვისთვის (ანტიჰისტამინები, როგორიც არის ბუკლიზინი, ციკლიზინი, ლოქსაპინი, მეკლოზინი, ფენოთიაზინები, თიოქსანტენები და/ან ტრიმეტობენზამიდები).
ცისპლატინის იფოსფამიდთან კომბინაციაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაზანება.
ცისპლატინით მკურნალობის ეფექტები შეიძლება შემცირდეს პირიდოქსინის და ჰექსამეთილმელამინის ერთდროული გამოყენებისას.
ბლეომიცინთან და ვინბლასტინთან კომბინაციაში გამოყენებისას ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ხელის და/ან ფეხის თითების სიფერმკრთალე ან ლურჯი შეფერილობა (რეინოს ფენომენი).
პაკლიტაქსელით მკურნალობამდე ან დოცეტაქსელთან კომბინაციაში ცისპლატინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების მძიმე დაზიანება.
ბლეომიცინთან და ეტოპოზიდთან კომბინაციაში ცისპლატინის გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს სისხლში ლითიუმის დონე. აქედან გამომდინარე რეგულარულად საჭიროა ლითიუმის დონის შემოწმება.
ცისპლატინი ამცირებს ფენიტოინის ეფექტებს ეპილეფსიის მკურნალობის დროს.
პენიცილამინი შეიძლება ამცირებდეს ცისპლატინის ეფექტურობას.
ცისპლატინს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს კოაგულაციის პრევენციისთვის გამოყენებულ საშუალებებზე (ანტიკოაგულანტები). აქედან გამომდინარე კოაგულაციის შემოწმება საჭიროა უფრო ხშირად კომბინირებული გამოყენებისას.
ციკლოსპორინთან ერთად ცისპლატინის გამოყენებამ შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა სისხლის თეთრი უჯრედების გაზრდილი პროდუქციით (ლიმფოციტები).
ცისპლატინით მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინები.
ცისპლატინით მკურნალობის დროს პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს ყვითელი ცხელების ვაქცინაცია (იხ. აგრეთვე, ,,ცისპლატინი არ მიიღება”).
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობს ცისპლატინს, ან თუ გეგმავს მის გამოყენებას.
ცისპლატინი არ გამოიყენება ორსულობის დროს სანამ ამას აუცილებლად საჭიროდ არ ჩათვლის ექიმი.
ცისპლატინით მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმაცლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
ცისპლატინით მკურნალობის დროს საჭიროა ლაქტაციისგან თავის შეკავება.
ცისპლატინით მკურნალობისას მამრობითი სქესის პაციენტებს ურჩევენ თავი შეიკავონ ბავშვის ჩასახვისგან მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში. ამას გარდა მამაკაცებს ურჩევენ მკურნალობის დაწყებამდე სპერმის პრეზერვაციას.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა და/ან ღებინება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მდგომარეობა, დაუშვებელია მექანიზმების მართვა, რაც მოითხოვს სრულ ყურადღებას.
ცისპლატინის ინექცია შეიცავს ნატრიუმს
ცისპლატინი შეიცავს 3.5მგ ნატრიუმს მლ-ში. საჭიროა აღნიშნულის გათვალისწინება თუ პაციენტმა უნდა დაიცვას ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტა.
ცისპლატინის ინექციის გამოყენების წესი
დოზირება და მიღების მეთოდი
ცისპლატინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კიბოს მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის საშუალებით.
კონცენტრატი განზავებულია ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, რომელიც შეიცავს გლუკოზას.
ცისპლატინი გამოიყენება მხოლოდ ვენაში ინექციის სახით (ინტრავენური ინფუზია).
ანაფილაქსიური რეაქციის კონტროლისთვის ვაუცილებელია დამხმარე აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
ცისპლატინი კონტაქტში არ უნდა მოვიდეს ალუმინის შემცველ მასალასთან.
ცისპლატინის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია პაციენტის თვითმგრძნობელობაზე, მკურნალობის მოსალოდნელ ეფექტებზე და იმაზე ცისპლატინი გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) თუ სხვა აგენტებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია).
ცისპლატინი (მონოთერაპია):
რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
ერთჯერადი დოზა 50-120მგ/მ2 ორგანიზმის ზედაპირზე, 3-4 კვირაში ერთხელ.
15-20მგ/მ2 დღეში 5 დღის განმავლობაში, 3-4 კვირაში ერთხელ.
ცისპლატინი სხვა ქიმიოთერაპიულ აგენტებთან კომბინაციაში (კომბინირებული ქიმიოთერაპია):
20მგ/მ2 ან მეტი, 3-4 კვირაში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისთვის ცისპლატინი გამოიყენება რადიოთერაპიასთან კომბინაციაში.
ტიპიური დოზაა 40მგ/მ2 კვირაში 6 კვირის განმავლობაში.
თირკმელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად პაციენტმა უნდა დალიოს წყლის უხვი რაოდენობა 24 საათის პერიოდში ცისპლატინით მკურნალობის შემდეგ.
თუ პაციენტი ფიქრობს რომ მიიღო ცისპლატინის გადაჭარბებული დოზა
მკურნალი ექიმი უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობისთვის სწორი დოზის გამოყენებას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება გაძლიერებული გვერდითი მოვლენები. მკურნალი ექიმი პაციენტს ჩაუტარებს სიმპტომურ მკურნალობას ამ გვერდითი ეფექტებისთვის. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ჭარბი რაოდენობით ცისპლატინი დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს შემდგომ მკურნალობამდე.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ შენიშნავს ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერის განვითარებას:
მუდმივი ან მძიმე დიარეა ან ღებინება
სტომატიტი/მუკოზიტი (ტუჩების წყლულები ან პირში წყლულები)
სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება
აუხსნელი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა არაპროდუქტიული ხველა, სუნთქვის გაძნელება ან სველი ხიხინი
ყლაპვის გაძნელება
დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში
მომატებული დაღლილობა
არანორმალური სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
ინფექციის ნიშნები როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა
დისკომფორტის შეგრძნება ინექციის ადგილას, ან მის ახლოს ინფუზიის დროს.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლნდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლი და ლიმფური სისტემა: ძვლის ტვინის სუპრესია, რომელიც ხასიათდება თეთრი უჯრედების მწვავე დაქვეითებით, რაც ინფექციას უფრო სავარაუდოს ხდის (ლეიკოპენია), თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლჩაქცევების და სისხლდენის რისკს (თრომბოციტოპენია), აგრეთვე, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სისუსტე ან სუნთქვის უკმარისობა (ანემია).
კვება და მეტაბოლიზმი: ელექტროლიტების დონის შემცირება (ნატრიუმი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა (ანორექსია), გულისრევა, ღებინება, დიარეა.
თირკმელები და საშარდე ტრაქტი: შარდის მჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია) სისხლში (მაგ. პოდაგრა).
ზოგადი სიმპტომები: ცხელება.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)
ინფექციები: სისხლის მოწამვლა (სეფსისი).
გული: არითმია, გულისცემის შემცირების ჩათვლით (ბრადიკარდია), გაძლიერებული გულისცემა (ტაქიკარდია).
სისხლძარღვები: ვენების ანთება (ფლებიტი) ინექციის ადგილას.
რესპირატორული დარღვევები: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ფილტვების ანთება (პნევმონია) და სუნთქვის უკმარისობა.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარის, ეკზემის ჩათვლით ქავილით და ბუშტუკების ფორმირებით (ჭინჭრის ციება), კანის სიწითლე და ანთება (ერითემა) ან ქავილი (პრურიტუსი), (ანაფილაქტოიდური რეაქციები) სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა სახის შეშუპება და ცხელება, სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია), გულისცემის გაძლიერება (ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), დისტრესი სასუნთქი კუნთების სპაზმების შედეგად (ბრონქოსპაზმი).
სმენა: ყურის დაზიანება (ოტოტოქსიკურობა).
კვება და მეტაბოლიზმი: ელექტროლიტების დონის დაქვეითება (მაგნიუმი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მეტალის ნალექი ღრძილებზე.
კანი: თმის ცვენა (ალოპეცია).
რეპროდუქტიული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: დისფუნქციური სპერმატოგენეზი და ოვულაცია, მკერდის მტკივნეული ზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია).
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)
იმუნური სისტემა: მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაციები) სისხლის დაბალი წნევით (ჰიპოტენზია), გაძლიერებული გულისცემით (ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელებით (დისპნოე), დისტრესით სასუნთქი გზების კუნთების სპაზმების გამო (ბრონქოსპაზმი). სახის შეშუპება და ცხელება; იმუნური სისტემის დათრგუნვა (იმუნოსუპრესია).
ნერვული სისტემა: ტვინის გარკვეული ფუნქციების დაკარგვა, ტვინის დისფუნქიის ჩათვლით, რომელსაც ახასიათებს სპაზმები და ცნობიერების დონის დაქვეითება (ენცეფალოპათია), სენსორული ნერვების პერიფერიული ნეიროპათია (ბილატერალური, სენსორული ნეიროპათია), ხასიათდება ღიტინით, ქავილით, ან ჩხვლეტით მიზეზის გარეშე და ზოგჯერ ხასიათდება გემოვნების, შეხების, მხედველობის დაკარგვით, უეცარი ტკივილით კისრიდან ზურგის გავლით ფეხებისკენ წინ დახრისას, შეტევებით (გულყრები).
სმენა: ნორმალური საუბრის წარმართვის შეუძლებლობა, სმენის დაკარგვა (ძირითადად ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში).
გული: სისხლის დონის წნევის გაზრდა, კორონარული არტერიის დაავადება და გულის შეტევები.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: შემცირებული ალბუმინის (პროტეინი) დონე სისხლში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი).
ზოგადი: ცისპლატინი სხვა მსგავსი მედიკამენტების მსგავსად ზრდის ლეიკემიის (მწვავე ლეიკემიის) რისკს.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში)
კვება და მეტაბოლიზმი: სისხლში რკინის დონის გაზრდა.
გული: გულის (კარდიალური) გაჩერება.
უცნობი:
ინფექციები: ინფექცია
სისხლი და ლიმფური სისტემა: ჰემოლიზური ანემია.
ჰორმონები: ტვინში ვაზოპრესორული ჰორმონის არასაკმარისი პროდუქცია (SIADH), სისხლში ამილაზას (ფერმენტი) მომატება.
კვება და მეტაბოლიზმი: ელექტროლიტების დონის დაქვეითება (კალციუმი, ფოსფატი, კალიუმი) სისხლში კუნთების სპაზმით და/ან ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
ნერვული სისტემა: სპინალური დაავადება, ტვინის დისფუნქცია (გონების დაბინდვა, დარღვეული მეტყველება, ზოგჯერ სიბრმავე, მეხსიერების დაკარგვა და დამბლა); ინსულტი, გემოვნების დაკარგვა (აგევზია) აგრეთვე, საძილე არტერიის დახშობა.
ზოგადი სიმპტომები: სისუსტე (ასთენია), დეჰიდრატაცია, შეშუპება (ედემა), ტკივილი, სიწითლე და ანთება კანზე (ერითემა, კანის წყლული) ინექციის ადგილას.
თირკლმელები და საშარდე ტრაქტი: თირკმელების დისფუნქცია, როგორიცაა შარდის პროდუქციის უკმარისობა (ანურია) და შარდით სისხლის მოწამვლა (ურემია).
ძვალ-კუნთოვანი სისტემა: კუნთების სპაზმი
კანი და დერმა: თმის ცვენა, გამონაყარი
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის დონის მომატება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა (ანორექსია), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სლოკინი.
სისხლძარღვები: სისხლის ნაკადის დისფუნქცია, მაგ. ტვინში, მაგრამ აგრეთვე, ხელის და ფეხის თითებში (რეინოს სინდრომი), თრომბოზული მიკროანგიოპათია კომბინირებული ჰემოლიზური ურემიულ სინდრომთან.
გული: კარდიული დარღვევები
სმენის და წონასწორობის ფუნქცია: სმენის დაკარგვა ტინიტუსთან კომბინაციაში (ხმაური ყურებში).
თვალები: მხედველობის დაბინდვა, ფერების აღქმის და თვალის მოძრაობის დარღვევები. შეშუპება (პაპილოედემა), მხედველობის ნერვის ანთება კომბინირებული ტკივილთან და ნერვის ფუნქციის შემცირებასთან (ოპტიკური ნევრიტი), სიბრმავე ტვინის დისფუნქციის შედეგად.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
თუ გამოვლინდება ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარამცევტს ან ექთანს. მათ შორის, ისეთი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც არ არის ანოტაციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების აღრიცხვით პაციენტი ეხმარება პრეპარატის უსაფრთოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებში.
დიდი ბრიტანეთისთვის - გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით შემდეგ საიტზე www.mhra.gov.uk/yellowcard.
ირლანდიისთვის - პაციენტს შეუძლია გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HPRA Pფარმაკოუსაფრთხოების საშუალებით
ეარლსფორტ ტერასა, IRL - დუბლინი 2
ტელ: +353 1 6764971, ფაქსი: +353 1 6762517
ვებ-საიტი: www.hpra.ie, e-mail: [email protected]
ცისპლატინის ინექციის შენახვის წესი
ცისპლატინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი ინახება მეორეულ კოლოფში (ცისპლატინის სინათლისგან დაცვის მიზნით).
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ/მლ
კონტიენერი ინახება მეორეულ კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.
არ გამოიყენება ცისპლატინის ინექცია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე ”EXP” შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს კონკრეტული თვის ბოლო დღეს. ცისპლატინი არ გამოიყენება, თუ პაციენტი შენიშნავს დაზიანების ვიზუალურ ნიშნებს.
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებული იქნა მომზადების და მიღებისთვის ან რომელიც კონტაქტში იყო ცისპლატინთან რაიმე გზით, უნდა განადგურდეს ადგილობრივი ციტოტოქსიური გაიდლაინების მიხედვით.
თუ პაციენტი შენიშნავს, რომ ხსნარი იმღვრევა ან აღინიშნება ნალექი, რომელიც არ იხსნება ფლაკონი უნდა განადგურდეს.
დამატებითი ინფორმაცია
ცისპლატინის ინექციის შემადგენლობა:
ცისპლატინის ინექცია შეიცავს აქტიურ ნივთიერება ცისპლატინს.
ხსნარის ყოველი მილილიტრი (მლ) შეიაცვს 1 მილიგრამ (მგ) ცისპლატინს, ეს მედიკამენტი გამოდის ქარვისფერ მინის კონტეინერებში, რომლებსაც ეწოდება ფლაკონები.
შეფუთვა 10მლ 25მლ 50მლ 100მლ
ცისპლატინის რაოდენობა 10მგ 25მგ 50მგ 100მგ
გამოდის შეფუთვებში, რომელიც შეიცავს ერთ ფლაკონს (ყველა აღნიშნული შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი).
სხვა ინგრედიენტები მოიცავს საინექციო წყალს, ნატრიუმის ქლორიდს, ქლორწყალბადმჟავას (pH დასარეგულირებლად) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH დასარეგულირებლად).
ცისპლატინის ინექციის გარეგანი სახე და შეფუთვა:
ცისპლატინის ინექცია არის გამჭვირვალე, უფერო ან მკრთალი ყვითელი ხსნარი ქარვისფერ მინის ფლაკონში, თითქმის თავისუფალი ნაწილაკებისგან, გამჭვირვალე სახრახნიანი თავსახურით.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 10მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 10მგ ცისპლატინს.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 25მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 25მგ ცისპლატინს.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 50მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 50მგ ცისპლატინს.
შეფუთვა 1 საინექციო ფლაკონი 100მლ, ყოველი საინექციო ფლაკონი შეიცავს 100მგ ცისპლატინს.
შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ზომის შეფუთვა.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Accord Healthcare Limited
Sage House, 319, Pinner Road, North Harrow, Middlesex, HA1 4HF,
United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ
სეიჯ ჰაუსი, 319 პაინერ როუდი, ჩრდილოეთ ჰაროუ, მიდლესექსი, ჰა1 4ჰფ,
გაერთიანებული სამეფო.
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი 02/2016.
- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის გამოყენების ინსტრუქცია და არა SPC* პროდუქტის სრული დეტალებისთვის უნდა იხილოს SPC).
შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის:
პროდუქტის მომზადება და შენახვა
როგორც სხვა ანტი-ნეოპლაზიური პროდუქტების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ცისპლატინის შემთხვევაშიც. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში ტრენირებული პერსონალის მიერ სპეციფიკურად გამოყოფილ ადგილას. საჭიროა დამცავი ხელთათმანების ტარება. სიფრთხილეა საჭირო კანსა და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის აცილებისთვის. თუ კანთან კონტაქტი მაინც მოხდა კანი დაუყოვნებლივ უნდა დაიბანოს საპნით და წყლით. კანთან კონტაქტისას აღწერილია ჩხვლეტა, წვა და სიწითლე. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა მათი გარეცხვა წყლის უხვი რაოდენობით. ინჰალაციის შემდეგ აღწერილია ქოშინი, გულმკერდში ტკივილი, ყელის გაღიზიანება და გულისრევა.
ორსული ქალები უნდა მოერიდონ ციტოსტატიკურ პრეპარატებთან კონტაქტს. ორგანიზმის ნარჩენი მასალა და პირნაღები მასა უნდა განადგურდეს სიფრთხილით.
თუ ხსნარი შემღვრეულია და ნალექიანია და დოზა არ იხსნება ფლაკონი უნდა განადგურდეს.
დაზიანებული ფლაკონი ისევე უნდა განიხილონ და მას ისევე უნდა მოეპყრან, როგორც დაბინძურებულ ნარჩენ მასალას. დაბინძურებული ნარჩენები ინახება ნარჩენებისთვის სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერებში. იხ. პარაგრაფი ,,განადგურება”.
მომზადება ინტრავენური გამოყენებისთვის
საჭიროა ფლაკონიდან ხსნარის საჭირო რაოდენობის ამოღება და განზავება მინიმუმ 1 ლიტრი შემდეგი ხსნარებით:
ნატრიუმის ქლორიდი 0.9%
ნატრიუმის ქლორიდის 0.9%/გლუკოზა 5% (1:1) ნარევი (განაპირობებს საბოლოო კონცენტრაციას: ნატრიუმის ქლორიდი 0.45%, გლუკოზა 2.5%)
ნატრიუმის ქლორიდი 0.9% და 1.875% მანიტიოლი საინექციო
ნატრიუმის ქლორიდი 0,45%, გლუკოზა 2.5% და 1.875% მანიტოლი საინექციო
ყოველთვის უნდა დათალიერდეს ინექცია გამოყენებამდე. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი.
დაუშვებელია კონტაქტში მოყვანა ალუმინის შემცველ საინექციო მასალასთან. არ გამოიყენება განუზავებელი.
მიკრობიოლოგიოური, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობის თვალსაზრისით განუზავებელ ხსნარებთან ერთად გამოყენებისას, იხ, ქვემოთ ,,უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის”.
განადგურება
ყველა მასალა, რაც გამოყნებული იქნა მომზადების და მიღებისთვის, ან რომელიც კონტაქტში იყო ცისპლატინთან ნებისმიერი გზით უნდა განადგურდეს ადგილობრივი ციტოტოქსიკური გაიდლაინების მიხედვით. არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების წესების შესახებ პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.
შეუთავსებლობა
არ უნდა იქნას მოყანილი კონტაქტში ალუმინთან. ცისპლატინი შეიძლება ურთირთქმედებდეს მეტალ ალუმინთან და წარმოქმნას პლატინის შავი ნალექი. უნდა მოერიდონ ალუმინის შემცველი ინტრავენური მოწყობილობების, ნემსების, კათეტერების და შპრიცების გამოყენებას.
ცისპლატინი ხსნართან ერთად იშლება შემადგენელ ნაწილებად ქლორიდის დაბალი შემცველობით: ქლორიდის კონცენტრაცია უნდა იყოს მინიმუმ 0.45% ნატრიუმის ქლორიდის ექვივალენტური.
შეთავსებადობის კვლევების არ არსებობის გამო, ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას შერეული სხვა სამედიცინო პროდუქტებთან.
ანტიოქსიდანტებმა (როგორიცაა ნატრიუმის მეტაბისულფიტი), ბიკარბონატებმა (ნატრიუმის ბიკარბონატი), სულფატებმა, ფტორურაცილმა და პაკლიტაქსელმა შეიძლება მოახდინონ ცისპლატინის ინაქტივაცია საინფუზიო სისტემებში.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
სამედიცინო პროდუქტები, შეფუთული გაყიდვისთვის:
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი 1მგ/1მლ
განუზავებელი ხსნარი: კონტეინერი ინახება მეორეულ კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. თუ ხსნარი გამჭვირვალე არ არის ან წარმოიქმნა განუზავებელი ნალექი ხსნარი არ უნდა გამოიყენონ.
განზავებული ხსნარი:
განზავებული სამედიცინო პროდუქტის შენახვის პირობებისთვის: იხ. ქვემოთ: ,,საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი განზავების შემდეგ”.
დაუშვებელია მაცივარში შენახვა და გაყინვა.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი განზავების შემდეგ:
განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა საინფუზიო სითხეებთან განზავების შემდეგ აღწერილია პარაგრაფში: ,,პროდუქტის მომზადება და შენახვა”, რომელიც აჩვენებს, რომ რეკომენდებულ სითხეებთან განზავების შემდეგ ცისპლატინის ინექცია სტაბილური რჩება 24 საათის განმავლობაში 20-25°C ოთახის ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით განზავებული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს მაშინვე. თუ გამოყენება არ ხდება დაუყოვნებლივ, შენახვის პირობები და მდგომარეობა გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებულ და ასეპტიურ პირობებში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


