პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

უნისტინი საინექციო

UNISTIN Inj.

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

უნისტინი (ცისპლატინი) გამოიყენება სათესლე ჯირკვლების მეტასტაზური სიმსივნის, საკვერცხის მეტასტაზური სიმსივნეების, შარდის ბუშტის პროგრესირებადი კარცინომას და სხვა ნეოპლაზმის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცისპლატინი (cisplatin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/50მლ (1მგ/მლ) 50მლ ი.ვ. საინფუზიო, ი.ა. და ინტრაპერიტონეალური საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
ATC კოდი
L01XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034244
რეგისტრირებულია
25 იანვარი 2022, მოქმედებს 25 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაუნისტინი საინექციო და სხვა წამალი ერთად

უნისტინი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

უნისტინი (ცისპლატინი) გამოიყენება სათესლე ჯირკვლების მეტასტაზური სიმსივნის, საკვერცხის მეტასტაზური სიმსივნეების, შარდის ბუშტის პროგრესირებადი კარცინომას და სხვა ნეოპლაზმის სამკურნალოდ. ეს მედიკმენტი გამოიყენება როგორც კომბინაციური ქიმიოთერაპიული რეჟიმის კომპონენტი, ვინაიდან შედარებით ნაკლებად ახასიათებს ჰემატოლოგიური ტოქსიურობა.

სათესლე ჯირკვლის, საკვერცხეების, შარდის ბუშტის კიბო, თავისა და კისრის კიბო, საშვილოსნოს ყელის კარცინომა, ფილტვის კიბო.

პრეპარატის დოზირება და მიღება

მიღების წესი და დოზირება

უნისტინი მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით. პრეპარატი აგრეთვე მიიღება შიდაარტერიული შეყვანით და ინტაპერიტონეალურად.

სათესლე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 15-20მგ/მ2 ინტრავენურად ერთხელ ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ან ინიშნება 25-35მგ/მ2 ერთხელ კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

  • საკვერცხის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 50-70მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში ან ინიშნება 1-ლი პუნქტის ერთი მეთოდით პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

თავისა და კისრის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 10-20მგ/მ2 ერთხელ ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ან 50-70მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ფილტვის კარცინომა

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 70-90მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში ან 20მგ/მ2 ერთხელ დღეში ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

საყლაპავის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 50-70მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში ან 15-20მგ/მ2 ერთხელ დღეში ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

საშვილოსნოს და ყელის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 15-20მგ/მ2 ერთხელ ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ან 70-90მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

კუჭის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 70-90მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში.

თირკმლის ტოქსიურობის რემისიისთვის:

მოზრდილებში:

მკურნალობამდე ჰიდრატაცია სითხით 1-2 ლიტრის ოდენობით ინტრავენურად შეყვანილი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინით მკურნალობამდე.

უნისტინს უნდა დაემატოს ინტრავენური საინფუზიო სითხე 0.5-1 ლიტრის ოდენობით დოზირებიდან გამომდინარე ყოველ 2 საათშო პრეპარატის მიღების დროს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი და 5% გლუკოზა

რეკომენდირებულია ადეკვატური ჰიდრატაცია 1-2 ლიტრი სითხით ინტრავენურად შეყვანილი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინის მიღებიდან.

დიურეზს შეიძლება დაეხმაროს მანიტოლის და/ან ფუროსემიდის მიღება, საჭიროების შემთხვევაში.

ბავშვებში:

მკურნალობამდე ჰიდრატაცია 300-900მლ/მ2 სითხით ინტრავენურად შეყვანილი 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინით მკურნალობამდე.

უნისტინს უნდა დაემატოს ინტრავენური საინფუზიო სითხე 300-900მლ/მ2 ოდენობით დოზირებიდან გამომდინარე ყოველ 2 საათშო პრეპარატის მიღების დროს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი და 5% გლუკოზა

რეკომენდირებულია ადეკვატური ჰიდრატაცია 600მლ/მ2 სითხით ინტრავენურად შეყვანილი 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინის მიღებიდან.

უკუჩვენებები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტები ჰიპერმგრძნობელობით ცისპლატინის მიმართ ანამნეზში.

სიფრთხილის ზომები

ცისპლატინი იწვევს გამოხატულ გულისრევას, ღებინებას და ანორექსიას თითქმის ყველა პაციენტში და ზოგჯერ ისე მძიმედ არის გამოხატული რომ პრეპარატის შეწყვეტას საჭიროებს.

შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა. შესაბამისად, საჭიროა თერაპიის მონიტორინგი პერიოდულად და აგრეთვე რეგულარულად უნდა ჩატარდეს კლინიკური გამოკვლევები: თირკმლის ფუნქციის, ჰემატოლოგიური, ღვიძლის ფუნქციური ტესტები.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფექცა, ჰერმორაგიის გამოვლინება.

ცისპლატინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. პრეპარატი გამოყენებულ იქნა იმედისმომცემი შედეგებით ოსტეოგენური სარკომის, ნეირობლასტომის და მორეციდივე ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში ბავშვებში, მაგრამ საჭიროა დამატებითი შეფასება. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. ოტოტოქსიურობა) ჩანს რომ უფრო მძიმეა ბავშვებში.

ცისპლატინის გავლენა ადამიანის რეპროდუქციაზე არ არის დადგენილი. ცისპლატინის თერაპიას შეიძლება უარყოფი გავლენა ქონდეს ფერტილობაზე.

პრეპარატების ურთიერთზემოქმედება

სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების და სხივური თერაპიის თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა.

ამინოგლიკოზიდებთან თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ოტოტოქსიურობა ან ნეფროტოქსიურობა.

ფარმაკოთერაპიული უსაფრთხოების ზომები

უნისტინს უნდა დაამატონ ინტრავენური საინფუზიო სითხე მიღებამდე, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი და 5% გლუკოზა იქნება შესაფერისი.

ინტრავენური კომპლექტის ნემსები, რომლებიც შეიცავს ალუმინის ნაწილებს და შეიძლება შეხებაში მოვიდეს ცისპლატინთან, არ უნდა გამოიყენონ პრეპარატის მომზადებისას ან მიღებისას. ალუმინი რეაქციაში შედის ცისპლატინთან, იწვევს ნალექის წარმოქმნას და ეფექტურობის დაკარგვას.

ამ პრეპარატის ინექცია სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად არ ხდება.

საინექციო უნისტინი უნდა იყოს დაცული სინათლისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უსაფრთხო გამოყენება ორსულობის დროს არ არის დადგენილი.

ცისპლატინი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც არიან ორსულად ან დედებს, რომლებიც არიან ძუძუთი კვებაზე.

სხვა

დაფიქსირდა რომ იშვიათად ადგილი აქვს გულის მხრივ დარღვევებს (დეფექტების წარმოშობისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის ჩათვლით), SIADH-ს, ჰიპერკალციემიას.

ინ ვიტრო ცისპლატინმა აჩვენა რომ ხასიათდება მუტაგენური თვისებებით ბაქტერიაში.

პრეპარატმა გამოავლინა კანცეროგენული თვისებები თაგვებსა და ვირთხებში.

გამოვლინდა რომ სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების თანხმლებმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ინფარქტი, ტვინის ინფარქტი.

პრეპარატის შენახვა

პრეპარატი ინახება ჰერმეტულ კონტეინერებში, რომლებიც დაცულია სინათლისგან.

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/კოლოფი

ტექსტის გადახედვა: 03 მარტი, 2010წ.

კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ. 107, გონგდან-რო, იეონსეო-მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

3410201873-61102

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის: გამოხატული გულისრევა და ღებინება ვითარდება თითქმის ყველა პაციენტში, რომელიც ნამკურნალევია ცისპლატინით და ზოგჯერ იმდენად ძლიერია რომ მედიკამენტის შეწყვეტას მოითხოვს. დიარეა, ანორექსია შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ, ყაბზობა, სტომატიტი შეიძლება განვითარდეს.

ნეფროტოქსიურობა: ნეფროტოქსიურობა, რომელიც დოზასთან არის დაკავშირებული და შეიძლება იყოს მძიმედ გამოხატული, ვითარდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინს. თირკმლის ტოქსიურობა ვლინდება შრატში კრეატინინის კლირენსის და გლომერული ფილტრაციის სიჩქარის მატებით.

ჰემატოლოგიური: მიელოსურპესია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ცისპლატინით. ლეიკოპენა და თრომბოციტოპენია გხვდება უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას. ანემია ვითარდება დაახლოებით იგივე სიხშირით და იმავე დროის პერიოდში, როცა ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია ვითარდება.

ოტოტოქსიურობა: ოტოტოქსიურობა გამოვლენილი ყურებში ხმაურით, რასაც შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს სმენის დაქვეითება და იშვიათად სიყრუე, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინს და შეიძლება იყოს უფრო მძიმე ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. იშვიათად, დაფიქსირდა დროებითი ცალმხრივი ოტალგია და სმენითი რეკრუიტმენტი.

მონიტორინგის ჩატარება აუდიომეტრიის საშუალებით საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე და ცისპლატინის მომდევნო დოზის მიღებამდე.

ჰიპერმგრძნობელობა: შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები, გამონაყარი.

ნეიროტოქსიურობა: ნეიროტოქსიურობა, რომელიც ჩვეულებრივ ხასიათდება პერიფერიული ნეიროპათიებით, ვითარდება ზოგიერთ პაციენტში. აგრეთვე გამოვლინდა გემოს დაკარგვა და კრუნჩხვები.

ცისპლატინის მკურნალობით მიღებული ნეიროპათიები შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, თუმცა, ნევროლოგიური სიმპტომები დაფიქსირდა ერთი დოზის მიღების შემდეგაც.

ცისპლატინით თერაპია უნდა შეწყდეს, როდესაც სიმპტომები პირველად შეინიშნება. წინასწარი მტკიცებულებების მიხედვით, პერიფერიული ნეიროპათია შეიძლება იყოს შეუქცევადი ზოგიერთ პაციენტში.

ღვიძლისმიერი: შრატში AST-ის (SGOT), ALT-ის (SGPT) და ბილირუბინის კონცენტრაციების მსუბუქი და გარდამავალი მომატება შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინს.

კარდიოვასკულარული: ხანგამოშვებით ვითარდება გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია.

ელექტროლიტები: ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების სერიოზული დარღვევა- ნატრიუმის, კალიუმის, ქრომის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის.

სხვა: ცისპლატინთან ასოცირებული სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს მსუბუქი ხარისხის ალოპეციას ან თმის გათხელებას, სლოკინს, მიალგიას, ცხელებას და პლატინის ღრძილის ხაზს (gingival platimum line).

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (50მლ) შეიცავს

ცისპლატინი .......................................50მგ

აღწერა

გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალ ყვითელ შეფერილობამდე ხსნარი ქარვისფერ ფლაკონი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

უნისტინი საინექციო

ცისპლატინი 50მგ/50მლ

ანტინეოპლაზიური საშუალება

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (50მლ) შეიცავს

ცისპლატინი .......................................50მგ

აღწერა

გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალ ყვითელ შეფერილობამდე ხსნარი ქარვისფერ ფლაკონი

ჩვენებები

უნისტინი (ცისპლატინი) გამოიყენება სათესლე ჯირკვლების მეტასტაზური სიმსივნის, საკვერცხის მეტასტაზური სიმსივნეების, შარდის ბუშტის პროგრესირებადი კარცინომას და სხვა ნეოპლაზმის სამკურნალოდ. ეს მედიკმენტი გამოიყენება როგორც კომბინაციური ქიმიოთერაპიული რეჟიმის კომპონენტი, ვინაიდან შედარებით ნაკლებად ახასიათებს ჰემატოლოგიური ტოქსიურობა.

სათესლე ჯირკვლის, საკვერცხეების, შარდის ბუშტის კიბო, თავისა და კისრის კიბო, საშვილოსნოს ყელის კარცინომა, ფილტვის კიბო.

პრეპარატის დოზირება და მიღება

დოზირება

უნისტინი მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით. პრეპარატი აგრეთვე მიიღება შიდაარტერიული შეყვანით და ინტაპერიტონეალურად.

სათესლე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 15-20მგ/მ2 ინტრავენურად ერთხელ ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ან ინიშნება 25-35მგ/მ2 ერთხელ კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

  • საკვერცხის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 50-70მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში ან ინიშნება 1-ლი პუნქტის ერთი მეთოდით პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

თავისა და კისრის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 10-20მგ/მ2 ერთხელ ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ან 50-70მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ფილტვის კარცინომა

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 70-90მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში ან 20მგ/მ2 ერთხელ დღეში ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

საყლაპავის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 50-70მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში ან 15-20მგ/მ2 ერთხელ დღეში ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

საშვილოსნოს და ყელის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 15-20მგ/მ2 ერთხელ ხუთი მომდევნო დღის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ან 70-90მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

კუჭის კიბო

ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზირება არის 70-90მგ/მ2 ერთხელ ყოველ 4 კვირაში.

თირკმლის ტოქსიურობის რემისიისთვის:

მოზრდილებში:

მკურნალობამდე ჰიდრატაცია სითხით 1-2 ლიტრის ოდენობით ინტრავენურად შეყვანილი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინით მკურნალობამდე.

უნისტინს უნდა დაემატოს ინტრავენური საინფუზიო სითხე 0.5-1 ლიტრის ოდენობით დოზირებიდან გამომდინარე ყოველ 2 საათშო პრეპარატის მიღების დროს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი და 5% გლუკოზა

რეკომენდირებულია ადეკვატური ჰიდრატაცია 1-2 ლიტრი სითხით ინტრავენურად შეყვანილი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინის მიღებიდან.

დიურეზს შეიძლება დაეხმაროს მანიტოლის და/ან ფუროსემიდის მიღება, საჭიროების შემთხვევაში.

ბავშვებში:

მკურნალობამდე ჰიდრატაცია 300-900მლ/მ2 სითხით ინტრავენურად შეყვანილი 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინით მკურნალობამდე.

უნისტინს უნდა დაემატოს ინტრავენური საინფუზიო სითხე 300-900მლ/მ2 ოდენობით დოზირებიდან გამომდინარე ყოველ 2 საათშო პრეპარატის მიღების დროს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი და 5% გლუკოზა

რეკომენდირებულია ადეკვატური ჰიდრატაცია 600მლ/მ2 სითხით ინტრავენურად შეყვანილი 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცისპლატინის მიღებიდან.

დიურეზს შეიძლება დაეხმაროს მანიტოლის და/ან ფუროსემიდის მიღება, საჭიროების შემთხვევაში.

უკუჩვენებები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტები ჰიპერმგრძნობელობით ცისპლატინის მიმართ ანამნეზში.

სიფრთხილის ზომები

პაციენტები თირკმლის უკმარისობით, ღვიძლის დაზიანებით, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით ან სმენის დარღვევით.

გვერდითი რეაქციები

კუჭ-ნაწლავის: გამოხატული გულისრევა და ღებინება ვითარდება თითქმის ყველა პაციენტში, რომელიც ნამკურნალევია ცისპლატინით და ზოგჯერ იმდენად ძლიერია რომ მედიკამენტის შეწყვეტას მოითხოვს. დიარეა, ანორექსია შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ, ყაბზობა, სტომატიტი შეიძლება განვითარდეს.

ნეფროტოქსიურობა: ნეფროტოქსიურობა, რომელიც დოზასთან არის დაკავშირებული და შეიძლება იყოს მძიმედ გამოხატული, ვითარდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინს. თირკმლის ტოქსიურობა ვლინდება შრატში კრეატინინის კლირენსის და გლომერული ფილტრაციის სიჩქარის მატებით.

ჰემატოლოგიური: მიელოსურპესია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ცისპლატინით. ლეიკოპენა და თრომბოციტოპენია გხვდება უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას. ანემია ვითარდება დაახლოებით იგივე სიხშირით და იმავე დროის პერიოდში, როცა ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია ვითარდება.

ოტოტოქსიურობა: ოტოტოქსიურობა გამოვლენილი ყურებში ხმაურით, რასაც შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს სმენის დაქვეითება და იშვიათად სიყრუე, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინს და შეიძლება იყოს უფრო მძიმე ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. იშვიათად, დაფიქსირდა დროებითი ცალმხრივი ოტალგია და სმენითი რეკრუიტმენტი.

მონიტორინგის ჩატარება აუდიომეტრიის საშუალებით საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე და ცისპლატინის მომდევნო დოზის მიღებამდე.

ჰიპერმგრძნობელობა: შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები, გამონაყარი.

ნეიროტოქსიურობა: ნეიროტოქსიურობა, რომელიც ჩვეულებრივ ხასიათდება პერიფერიული ნეიროპათიებით, ვითარდება ზოგიერთ პაციენტში. აგრეთვე გამოვლინდა გემოს დაკარგვა და კრუნჩხვები.

ცისპლატინის მკურნალობით მიღებული ნეიროპათიები შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, თუმცა, ნევროლოგიური სიმპტომები დაფიქსირდა ერთი დოზის მიღების შემდეგაც.

ცისპლატინით თერაპია უნდა შეწყდეს, როდესაც სიმპტომები პირველად შეინიშნება. წინასწარი მტკიცებულებების მიხედვით, პერიფერიული ნეიროპათია შეიძლება იყოს შეუქცევადი ზოგიერთ პაციენტში.

ღვიძლისმიერი: შრატში AST-ის (SGOT), ALT-ის (SGPT) და ბილირუბინის კონცენტრაციების მსუბუქი და გარდამავალი მომატება შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინს.

კარდიოვასკულარული: ხანგამოშვებით ვითარდება გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია.

ელექტროლიტები: ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების სერიოზული დარღვევა- ნატრიუმის, კალიუმის, ქრომის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის.

სხვა: ცისპლატინთან ასოცირებული სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს მსუბუქი ხარისხის ალოპეციას ან თმის გათხელებას, სლოკინს, მიალგიას, ცხელებას და პლატინის ღრძილის ხაზს (gingival platimum line).

უსაფრთხოების ზომები

ცისპლატინი იწვევს გამოხატულ გულისრევას, ღებინებას და ანორექსიას თითქმის ყველა პაციენტში და ზოგჯერ ისე მძიმედ არის გამოხატული რომ პრეპარატის შეწყვეტას საჭიროებს.

შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა. შესაბამისად, საჭიროა თერაპიის მონიტორინგი პერიოდულად და აგრეთვე რეგულარულად უნდა ჩატარდეს კლინიკური გამოკვლევები: თირკმლის ფუნქციის, ჰემატოლოგიური, ღვიძლის ფუნქციური ტესტები.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფექცა, ჰერმორაგიის გამოვლინება.

ცისპლატინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. პრეპარატი გამოყენებულ იქნა იმედისმომცემი შედეგებით ოსტეოგენური სარკომის, ნეირობლასტომის და მორეციდივე ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში ბავშვებში, მაგრამ საჭიროა დამატებითი შეფასება. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. ოტოტოქსიურობა) ჩანს რომ უფრო მძიმეა ბავშვებში.

ცისპლატინის გავლენა ადამიანის რეპროდუქციაზე არ არის დადგენილი. ცისპლატინის თერაპიას შეიძლება უარყოფი გავლენა ქონდეს ფერტილობაზე.

პრეპარატების ურთიერთზემოქმედება

სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების და სხივური თერაპიის თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა.

ამინოგლიკოზიდებთან თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ოტოტოქსიურობა ან ნეფროტოქსიურობა.

ფარმაკოთერაპიული უსაფრთხოების ზომები

უნისტინს უნდა დაამატონ ინტრავენური საინფუზიო სითხე მიღებამდე, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდი და 5% გლუკოზა იქნება შესაფერისი.

ინტრავენური კომპლექტის ნემსები, რომლებიც შეიცავს ალუმინის ნაწილებს და შეიძლება შეხებაში მოვიდეს ცისპლატინთან, არ უნდა გამოიყენონ პრეპარატის მომზადებისას ან მიღებისას. ალუმინი რეაქციაში შედის ცისპლატინთან, იწვევს ნალექის წარმოქმნას და ეფექტურობის დაკარგვას.

ამ პრეპარატის ინექცია სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად არ ხდება.

საინექციო უნისტინი უნდა იყოს დაცული სინათლისგან.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

უსაფრთხო გამოყენება ორსულობის დროს არ არის დადგენილი.

ცისპლატინი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც არიან ორსულად ან დედებს, რომლებიც არიან ძუძუთი კვებაზე.

სხვა

დაფიქსირდა რომ იშვიათად ადგილი აქვს გულის მხრივ დარღვევებს (დეფექტების წარმოშობისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის ჩათვლით), SIADH-ს, ჰიპერკალციემიას.

ინ ვიტრო ცისპლატინმა აჩვენა რომ ხასიათდება მუტაგენური თვისებებით ბაქტერიაში.

პრეპარატმა გამოავლინა კანცეროგენული თვისებები თაგვებსა და ვირთხებში.

გამოვლინდა რომ სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების თანხმლებმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ინფარქტი, ტვინის ინფარქტი.

პრეპარატის შენახვა

პრეპარატი ინახება ჰერმეტულ კონტეინერებში, რომლებიც დაცულია სინათლისგან.

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/კოლოფი

ტექსტის გადახედვა: 03 მარტი, 2010წ.

კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ. 107, გონგდან-რო, იეონსეო-მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

3410201873-61102

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა