ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
დღიური დოზა, მგ მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შეიძლება მოიცავდეს ციპროფლოქსაცინის საწყის პარენტერალურ გამოყენებას) ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით არაჰოსპიტალური პნევმონია 500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში 7-14 დღე ზედა სასუნთქი გზების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Technolog» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039303
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Technolog» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ციპროფლოქსაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დღიური დოზა, მგ
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შეიძლება მოიცავდეს ციპროფლოქსაცინის საწყის პარენტერალურ გამოყენებას)
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, განსაკუთრებით თუ ის გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით

შუა ყურის ინფექციები
შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი

საშარდე ტრაქტის ინფექციები
გაურთულებელი მწვავე ცისტიტი
250 მგ -დან ორჯერ დღე-ღამეში 500 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
3 დღე
ქალებს მენოპაუზამდე შეუძლიათ გამოიყენონ 500 მგ ერთჯერადი დოზა
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში
7 დღე
მწვავე პიელონეფრიტი

სულ მცირე 10 დღე, ზოგიერთ განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევაში (როგორიცაა აბსცესი) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 21 დღეზე მეტ ხანს.
ბაქტერიული პროსტატიტი

2-დან 4 კვირამდე (მწვავე) და 4-დან 6 კვირამდე (ქრონიკული)
სასქესო ორგანოების ინფექციები
გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი
ერთჯერადი დოზა
500 მგ
1 დღე (ერთჯერადი დოზა)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები
დიარეა
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში
5 დღე
გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინტრააბდომინალური ინფექციები
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში 750-მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
5-დან 15 დღემდე
გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

7-დან 14 დღემდე
ძვლებისა და სახსრების ინფექციები

მაქსიმუმ 3 თვე
ცხელება ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად.

თერაპია უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში.
კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის რადიკალური მკურნალობა იმ პირებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მკურნალობა პერორალური გზით, თუკი ეს კლინიკურად აუცილებელია.
პრეპარატის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სავარაუდო ან დადასტურებული კონტაქტის შემდეგ.
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში
60 დღე Bacillus anthracis-თან დადასტურებული კონტაქტის დღიდან
ბავშვები და მოზარდები
ჩვენებები
დღიური დოზა, მგ
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შეიძლება მოიცავდეს პარენტერალურ ციპროფლოქსაცინის საწყის გამოყენებას)
Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ბრონქოფილტვის ინფექციები პაციენტებში კისტოზური ფიბროზით
20 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში მაქსიმალური დოზა შეადგენს 750 მგ
10-დან 14 დღემდე
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი
10 მგ/კგ-დან სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში 20 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში, როცა მაქსიმალური დოზა შეადგენს 750 მგ.
10-დან 21 დღემდე
ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის მქონე პირთან კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და ამ დაავადების მკურნალობის შემდგომი პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ პერორალური მკურნალობა, თუკი ეს კლინიკურად აუცილებელია. პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სავარაუდო ან დადასტურებული კონტაქტის შემდეგ.
10-15 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 მგ-ს.
60 დღე-ღამე Bacillus anthracis-თან დადასტურებული კონტაქტის დღიდან
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა უნდა მიიღონ დოზა, რომელიც შერჩეულია ინფექციის სიმძიმისა და პაციენტის კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის:
კრეატინინის კლირენსი
[მლ/წთ/1,73 მ2]
სისხლის შრატის კრეატინინი [მკმოლ/ლ]
ორალური დოზა [მგ]
> 60
<124
იხ. ჩვეულებრივი დოზირება
30-60
124-168
250-500 მგ ყოველ 12 საათში
<30
> 169
250-500 მგ ყოველ 24 საათში
პაციენტები ჰემოდიალიზზე
> 169
250-500 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ)
პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე
> 169
250-500 მგ ყოველ 24 საათში
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის აუცილებელი ციპროფლოქსაცინის დოზის შეცვლა.
არ ჩატარებულა კვლევები ციპროფლოქსაცინის დოზირების შესახებ თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით. მათი მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. უზმოზე მიღებისას მოქმედი ნივთიერება უფრო სწრაფად შეიწოვება. ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები არ შეიძლება იქნას მიღებული რძის პროდუქტებთან (მაგალითად რძესთან, იოგურტთან) ან ხილის წვენებთან, რომლებსაც დამატებული აქვთ მინერალები (მაგალითად, ფორთოხლის წვენი, გამდიდრებული კალციუმით) (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
მძიმე შემთხვევებში ან თუ პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტების მიღება (კერძოდ, ენტერალური კვების დროს), რეკომენდებულია თერაპიის დაწყება ციპროფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანის გზით მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება პერორალურ მიღებაზე გადასვლა.
ბავშვები
ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში, როგორც მეორე და მესამე რიგის პრეპარატი შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციების და პიელონეფრიტის სამკურნალოდ, რომლებიც Escherichia coli-ითაა გამოწვეული, და აგრეთვე Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ფილტვის გართულებების სამკურნალოდ მუკოვისციდოზის მქონე ბავშვებში.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ სახსრებში და/ან მიმდებარე ქსოვილებში გვერდითი ეფექტების განვითარევის შესაძლებლობის გამო.
სხვა ჩვენებების დროს ბავშვებში ციპროფლოქსაცინის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ტიზანიდინთან ერთდროული გამოყენება კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გამო (არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა), რომელიც დაკავშირებულია ტიზანიდინის კონცენტრაციის მატებასთან სისხლის პლაზმაში; გლუკოზა- 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.
სიფრთხილის ზომები
ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ციპროფლოქსაცინით ამ პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის გულდასმითი შეფასების შემდეგ (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის სარგებელი, განსაკუთრებით არამძიმე ინფექციების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ ნაწილში.
პროლონგირებული, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლინებსა და ფტორქინოლონებს, ასაკის მიუხედავად, იქნა დარეგისტრირებული ხანგრძლივი (თვეებისა ან წლების განმავლობაში) მაინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალ (საყრდენ-მამოძრავებელ, ნერვულ, ფსიქიკურ და გრძნობის ორგანოების) სისტემაზე და არსებულ რისკის ფაქტორებზე.
ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნის ან სიმპტომის გამოვლენისას და პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
მძიმე ინფექციები და/ან ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ან ანაერობული ბაქტერიებით.
მძიმე ინფექციების, სტაფილოკოკით ან ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
პნევმოკოკები. ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული პნევმოკოკური ინფექციების სამკურნალოდ Streptococcus pneumoniae-ს ჯგუფის ბაქტერიების მიმართ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.
შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები. ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს ერთდროულად სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, იმ კლინიკური სიტუაციების გარდა, როდესაც სახეზეა ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის შტამები. თუ 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ პოსტოპერაციული ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობისას შეზღუდულია.
კარდიალური დარღვევები. ციპროფლოქსაცინი ასოცირდება ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ხანდაზმული ასაკის პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი QT ინტერვალზე პრეპარატის მოქმედების მიმართ. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენების დროს იმ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება (მაგალითად, Ia ან III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტიკები), და აგრეთვე პაციენტებში აღნიშნული მდგომარეობების რისკ-ფაქტორებით (მაგალითად. QT გახანგრძლივება ანამნეზში, არაკორექტირებული ჰიპოკალიემია).
ანევრიზმა და აორტის დისექცია, გულის საგულე სარქველის რეგურგიტაცია/ უკმარისობა..
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები გვატყობინებებენ ანევრიზმისა და აორტის დისექციის მომატებული რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, და აორტისა და მიტრალური სარქველის რეგურგიტაციის თაობაზე ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. არსებობს ცნობები ანევრიზმისა და აორტის დისექციის შემთხვევების შესახებ, რომლებიც იყო გართულებული გასკდომით (ლეტალური შემთხვევების ჩათვლით), და გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს ( იხ. განყოფილება „ გვერდითი რეაქციები“)
შედეგად, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკ-სარგებელის გულდასმითი შეფასებისა და მკურნალობის სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ ანევრიზმის დადებითი ოჯახური ანამნეზის მქონე ან გულის სარქველების თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში ანევრიზმის და/ან აორტის დისექციის არსებული დიაგნოზით ან გულის სარქველის დაავადებებით ან სხვა რისკის ფაქტორების ან ხელშემწყობი პირობების არსებობით:
როგორც ანევრიზმისა და აორტის დისექციისათვის, ისევე გულის სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობისათვის (მაგალითად, დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ, ისეთები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტონია, რევმატოიდული ართრიტი), აგრეთვე
ანევრიზმისა და აორტის დისექციის დროს (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ისეთები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურ უჯრედულ არტერიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შეგრენის სინდრომი), აგრეთვე
გულის სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის დროს (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).
ანევრიზმისა და აორტის დისექციის რისკი და მათი გასკდომის შესაძლებლობა შეიძლება იქნას მომატებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.
კუჭის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ძლიერი ტკივილის გაჩენის შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, გულისცემის ახალი შეტევის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.
ბავშვები და მოზარდები. ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების ანალიზმა, რომელთა უმეტესობას აღენიშნებოდა მუკოვისციდოზი, არ წარმოუდგინა მკურნალობასთან დაკავშირებული ხრტილის ან სახსრების დაზიანების რაიმე მტკიცებულება. ციპროფლოქსაცინის გამოყენება სხვა ჩვენების შემთხვევაში, გარდა Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ფილტვის გართულებების მკურნალობისა ბავშვებში მუკოვისციდოზით (5-17 წლის ასაკში), E.Coli-ით გამოწვეული შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციებისა და პიელონეფრიტის (1-17 წლის ასაკში) და კონტაქტის შემდეგ ციმბირის წყლულის მკურნალობისა, არ ყოფილა შესწავლილი. სხვა ჩვენებების გამო ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია.
ბავშვებში და მოზარდებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა განხორციელდეს მიმდინარე ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად. ციპროფლოქსაცინის გამოყენებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც გააჩნია კისტოზური ფიბროზით და/ან მძიმე ინფექციით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მართვის გამოცდილება.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის უკვე პირველი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
ერთეულ შემთხვევებში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება გადაიზარდოს შოკის მდგომარეობამდე, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეინიშნება ციპროფლოქსაცინის პირველი მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეჩერდეს და სასწრაფოდ ჩატარდეს მედიკამენტოზური მკურნალობა (ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. თუ მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარდა მძიმე და სტაბილური დიარეა, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან ამ სიმპტომმა შეიძლება შენიღბოს კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადება (მაგალითად, ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება სიცოცხლეს უქმნიდეს საფრთხეს შესაძლო ლეტალური შედეგის გამო), რომელიც მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპიის ჩატარება (მაგალითად ვანკომიცინი პერორალურად 4 x 250 მგ/დღე-ღამეში). სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას, უკუნაჩვენებია.
ცნობილია შემთხვევები ანტიბიოტიკებთან ასოცირებული Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის შესახებ, რომელიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმის მიხედვით მსუბუქი დიარეიდან ლეტალურ კოლიტამდე, დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიულ პრეპარატის, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, გამოყენების დროს. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა იწვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს Clostridium difficile-ს ჭარბ ზრდას.
Clostridium difficile გამოიმუშავებს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის განვითარებას. Clostridium difficile გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ტოქსინს, რაც იწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის გაზრდას ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ პათოგენის შესაძლო მდგრადობის გამო და საჭიროებს კოლექტომიის ჩატარებას. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის შესაძლებლობა უნდა იქონიოს მხედველობაში ყველა პაციენტმა, რომელსაც აქვთ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. აუცილებელია მედიკამენტოზური ანამნეზის გულდასმით შეგროვება, რადგან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული Clostridium Difficile-თი გამოწვეული დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბაქტერიული პრეპარატების შეყვანიდან ორი თვის განმავლობაში. თუ Clostridium difficile-თი გამოწვეული ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის დიაგნოზი განიხილება ან უკვე დადასტურებულია, შეიძლება საჭირო გახდეს Clostridium difficile-ს მიმართ არაეფექტური ანტიბიოტიკების გამოყენების შეწყვეტა. კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, აუცილებელია წყლის და ელექტროლიტური ბალანსის კორექტირება, ცილოვანი პრეპარატების დამატებითი შეყვანის აუცილებლობის განხილვა, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომლების მიმართაც მგრძნობიარეა Clostridium Difficile. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ნეკროზი და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის დაავადების რაიმე ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა), მკურნალობა უნდა შეწყდეს. ასევე შეიძლება განისაზღვროს ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატიზების გარდამავალი მატება და ქოლესტაზური სიყვითლის განვითარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ღვიძლის დაზიანება.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა. ზოგადად, ციპროფლოქსაცინი არ შეიძლება იქნას გამოყენებული მყესების დაავადების ან ანამნეზში ქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე პაციენტებში. ამის მიუხედავად, იშვიათ შემთხვევებში, პათოგენის მიკრობიოლოგიური შესწავლის და სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, ამ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს ციპროფლოქსაცინი ცალკეული მძიმე ინფექციური პროცესების სამკურნალოდ, კერძოდ, სტანდარტული თერაპიის წარუმატებლობის შემთხვევაში ან ბაქტერიული რეზისტენტობასთან დაკავშირებით, როდესაც მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგები ამართლებს ციპროფლოქსაცინის გამოყენებას. ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტენდინიტი ან მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესისა), ზოგჯერ ორმხრივი, მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში. ტენდინოპათიის რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ტენდონიტის ნებისმიერი ნიშნების გაჩენისას (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაზარალებული კიდური უნდა იმყოფებოდეს მშვიდ მდგომარებაში.
ნერვული სისტემა. ეპილეფსიით დაავადებულებს და პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, კრუნჩხვის ზღურბლის დაქვეითება, კრუნჩხვები ანამნეზში, ცერებრალური მიმოქცევის ინტენსივობის დაქვეითება, თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილებები ან ინსულტი) ციპროფლოქსაცინის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს, ვინაიდან ასეთი პაციენტები განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდითი რეაქციების გამო.
ზოგიერთ შემთხვევაში, გვერდითი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან შეინიშნება ციპროფლოქსაცინის პირველი გამოყენებისთანავე. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს ისეთ მდგომარეობამდე, რომელიც საშიშროებას უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს.
პერიფერიული ნეიროპათია. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს, მათ შორის ციპროფლოქსაცინს, აღინიშნებოდა სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები რაც იწვევს პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დისესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, ურჩევენ მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს ნეიროპათიის ისეთი სიმპტომების განვითარების შესახებ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან აიცილონ შეუქცევადი მდგომარეობებიები (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").
კანი და კანქვეშა უჯრედისი. დამტკიცებულია ის, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარებას, ამიტომ პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მოერიდონ მზის ინტენსიურ სხივებს ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში (მზის დამწვრობის მსგავსი), ციპროფლოქსაცინით თერაპია უნდა შეწყდეს.
ციტოქრომი P450. ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი არის ციტოქრომ P450-ის 1A2 ფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორი. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ციპროფლოქსაცინისა და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლების მეტაბოლიზირდებიან მსგავსი ფერმენტული გზით (ისეთები, როგორიცაა თეოფილინი, მეთილქსანტინი, კოფეინი, დულოქსეტინი, კლოზაპინი). ამ პრეპარატების კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში დაკავშირებულია ციპროფლოქსაცინის მიერ მათი მეტაბოლური კლირენსის დათრგუნვასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სპეციფიკური გვერდითი ეფექტები.
სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება. როგორც ყველა ქინოლონის გამოყენების შემთხვევაში, დაფიქსირდა შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებების შესახებ, მათ შორის იყო ჰიპოგლიკემიის შემთხვევები, ისევე როგორც ჰიპერგლიკემიის შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა, როგორც წესი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თანმდევ თერაპიას პერორალური შაქრის დონის დამწევი პრეპარატით (მაგალითად, გლიბენკლამიდით) ან ინსულინით. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით მონიტორინგი (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").
გავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე. ციპროფლოქსაცინმა in vitro შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს Mycobacterium spp-ის ნათესებზე მიკობაქტერიების კულტურის ზრდის პროცესის დათრგუნვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნათესის ანალიზის ცრუ-უარყოფითი შედეგები პაციენტებთან, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს.
ციპროფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული მონოთერაპიის სახით გრამდადებითი ან ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს.
ძვლებისა და სახსრების ინფექციები. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა. ადამიანებში გამოყენება დაფუძნებულია მგრძნობელობის in vitro განსაზღვრისა და ცხოველებზე ჩატარებული ცდების მონაცემებზე, და აგრეთვე ადამიანებისაგან მიღებულ შეზღუდულ მონაცემებზე. ექიმმა უნდა იმოქმედოს ციმბირული წყლულის მკურნალობის ეროვნული და/ან საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად.
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
მეტოტრექსატი. არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება.
ბრონქო-ფილტვის ინფექციები კისტოზური ფიბროზის დროს. კლინიკური კვლევები მოიცავდა 5-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებს. უფრო შეზღუდული გამოცდილება არსებობს 1-დან 5 წლამდე ბავშვების მკურნალობაში.
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი. საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა განიხილებოდეს მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობა არ არის შესაძლებელი. მკურნალობა უნდა იქნას დაფუძნებული მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებზე.
ტენდინიტი და მყესების გახლეჩვა. ტენდინიტი და მყესის გახლეჩვა (არა მხოლოდ აქილევსის მყესისა), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ და მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლოვაშიც კი. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გადატანილი მთელი ორგანოს ტრანსპლანტაცია და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. ამრიგად, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველივე ნიშნის გამოჩენის შემთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურ(ებ)ს უნდა ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა (მაგალითად, იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული.
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა. აღინიშნა ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან დაკავშირებული კრისტალურიია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე. თავიდან უნდა იქნას აცილებული შარდის გადაჭარბებული ტუტიანობა.
რეზისტენტობა. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის კურსის დროს ან მის შემდეგ, რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება იყვნენ გამოყოფილნი კლინიკურად განსაზღვრებად სუპერინფექციასთან ერთად ან მის გარეშე. შესაძლოა არსებობდეს ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გამოყოფის გარკვეული რისკი მკურნალობის ხანგრძლივი კურსების დროს და შიდა სტაციონარული ინფექციების და/ან Staphylococcus და Pseudomonas სახეობებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ციპროფლოქსაცინისა და Ia ან III კლასის ანტიარითმული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაკროლიდების, ანტიფსიქოზურების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან ციპროფლოქსაცინს გააჩნია ადიტიური ეფექტი QT ინტერვალის გახანგრძლივების დროს (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები").
ქელატური კომპლექსის ფორმირება. ციპროფლოქსაცინის (პერორალურად) და ისეთი სამკურნალო საშუალებების, რომლებიც შეიცავენ მრავალვალენტიან კათიონებს, მინერალური დანამატების (მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა), ფოსფატშემაკავშირებელი პოლიმერების (მაგალითად, სეველამერი, ლანთანის კარბონატი), სუკრალფატების ან ანტაციდების შემცველი მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას, და აგრეთვე მაგნიუმის, ალუმინის ან კალციუმის შემცველი დიდი ბუფერული მოცულობის პრეპარატებთან გამოყენებისას (მაგალითად, დიდანოზინის ტაბლეტები), ციპროფლოქსაცინის აბსორბცია მცირდება. ამასთან დაკავშირებით, ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას მიღებული ამ პრეპარატების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან ამ პრეპარატების მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ანტაციდებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან H2 რეცეპტორების ბლოკატორების კლასს.
რძის ნაწარმი და სხვა საკვები პროდუქტები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ციპროფლოქსაცინისა და რძის ან მინერალებით გამდიდრებული პროდუქტების (მაგ., იოგურტი, კალციუმით მდიდარი ფორთოხლის წვენი) ერთდროული გამოყენება. კალციუმის შემცველი სხვა პროდუქტები მნიშვნელოვნად არ მოქმედებენ ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე.
პრობენეციდი. პრობენეციდი ანელებს ციპროფლოქსაცინის გამოყოფას ნაღველთან ერთად. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციის მატებას. პრობენეციდი ახდენს გავლენას ციპროფლოქსაცინის თირკმლით სეკრეციაზე.
მეტოკლოპრამიდი. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას (პერორალურად მიღების შემთხვევაში), რაც იწვევს სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის შემცირებას. არ ყოფილა აღნიშნული არანაირი გავლენა ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე.
ომეპრაზოლი. ციპროფლოქსაცინისა და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომეპრაზოლს, იწვევს Cmax-ისა და ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებულ ფართობის მაჩვენებლის უმნიშვნელო შემცირებას.
ტიზანიდინი. ტიზანიდინის კონცენტრაციის სისხლის შრატში მატებასთან ასოცირდება ჰიპოტენზიური და სედატიური გვერდითი რეაქციები. ამიტომ ციპროფლოქსაცინისა და იმ საკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ტიზანიდინს, უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენებები“).
თეოფილინი. ციპროფლოქსაცინისა და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ თეოფილინს, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების განვითარება. იშვიათ შემთხვევებში ეს გვერდითი რეაქციები შეიძლება წარმოადგენდნენ საფრთხეს სიცოცხლისათვის ან ჰქონდეთ ფატალური შედეგი. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ტარდებოდეს სისხლის შრატში თეოფილინის კონცენტრაციის კონტროლი და ადეკვატურად მცირდებოდეს მისი დოზა (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
ქსანტინის სხვა წარმოებულები. ციპროფლოქსაცინისა და ისეთი საშუალებების ერთდროული გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ კოფეინს ან პენტოქსიფილინს (ოქსპენტიფილინი) აღინიშნა ამ ქსანტინების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.
მეტოტრექსატი. ციპროფლოქსაცინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია მეტოტრექსატის მილაკოვანი ტრანსპორტის (თირკმლის მეტაბოლიზმი) შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. ამ დროს შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ტოქსიკური რეაქციების ალბათობა, რომლებიც გამოწვეულია მეტოტრექსატით. ციპროფლოქსაცინისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან მაღალი დოზების ქინოლონებისა (გირაზას ინჰიბიტორების) და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავის გარდა) კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
ციკლოსპორინი. ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენების დროს აღინიშნებოდა შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ტრანზიტორული მატება. ამიტომ, ასეთ პაციენტებისათვის აუცილებელია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი (კვირაში ორჯერ).
K ვიტამინის ანტაგონისტები. ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელის ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს ინფექციის ძირითადი ტიპის, ასაკის, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ ძნელია ზუსტად შეფასდეს ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობის (INR) მნიშვნელობის გაზრდაზე. INR-ის რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტის (ვარფარინის, აცენოკუმაროლის, ფენპროკუმონისა ან ფლუინდიონის) ერთდროული შეყვანის დროს და დაუყოვნებლივ მათი შეყვენის შემდეგ. არსებობს შეტყობინებები ორალური ანტიკოაგულანტების აქტივობის გაზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, კერძოდ, ფტორქინოლონებს.
დულოქსეტინი. მიუხედავად კლინიკური მონაცემების არარსებობისა, შეიძლება ვივარაუდოთ ურთიერთქმედების შესაძლებლობა ციპროფლოქსაცინისა და დულოქსეტინის ერთდროულ გამოყენების დროს (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
როპინიროლი. რეკომენდირებულია როპინიროლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და დოზის შესაბამისი კორექტირება ჩატარდეს ციპროფლოქსაცინთან ერთდროული მიღების დროს და დაუყოვნებლივ მის შემდეგ (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
ლიდოკაინი. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შემცველი ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ლიდოკაინსა და ციპროფლოქსაცინს, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერი მოქმედების ინჰიბიტორი, იწვევს ლიდოკაინის კლირენსის შემცირებას, რომელიც შეყვანილი იყო ინტრავენურად, 22%-ით. თუმცა ლიდოკაინი კარგად გადაიტანება, ციპროფლოქსაცინთან მისი ერთდროული გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული ურთიერთქმედება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გვერდითი რეაქციები.
კლოზაპინი. 250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროული გამოყენების შემდეგ
7 დღის განმავლობაში კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის კონცენტრაცია შრატში გაიზარდა 29%-ით და 31%-ით შესაბამისად. კლინიკური დაკვირვება და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექცია რეკომენდებულია განხორციელდეს ციპროფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენების დროს და მის შემდეგ დაუყოვნებლივ (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
სილდენაფილი. გამოკვლევების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, იყო აღმოჩენილი, რომ სილდენაფილის Cmax და AUC მატულობს დაახლოებით ორჯერ 50 მგ პერორალური მიღების შემდეგ 500 მგ ციპროფლოქსაცინთან ერთად. ციპროფლოქსაცინი სილდენაფილთან ერთად სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული, როდესაც რისკისა და სარგებლის თანაფარდობა გულდასმით იქნება შეფასებული. ფენიტოინი. ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ფენიტოინის კონცენტრაციების მომატება ან შემცირება, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატების დონეების მონიტორინგი.
პერორალური შაქრის დონის დამწევი საშუალებები. პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პტეპარატების, განსაკუთრებით სულფონილშარდოვანას (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიმეპირიდი) ერთდროული გამოყენებისას იყო შემოსული შეტყობინებები ჰიპოგლიკემიის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ასოცირებული იყო ციპროფლოქსაცინის მიერ დიაბეტის საწინააღნდეგო პერორალური საშუალებების მოქმედების პოტენცირებასთან (იხ. "გვერდითი რეაქციები").
ორსულობა და ძუძუთი კვება
ციპროფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში ამ კატეგორიის პაციენტებში მისი გამოყენების გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, ახალშობილებში სასახსრე ხრტილის დაზიანების შესაძლებლობა სრულად არ არის გამორიცხული, მაშინ, როდესაც ტერატოგენული ეფექტების (მალფორმაციების) შესაძლებლობა არ არის დადასტურებული.
ლაქტაციის პერიოდი.
ციპროფლოქსაცინი გადადის დედის რძეში. ახალშობილებში სასახსრე ხრტილის დაზიანების პოტენციური რისკის გამო ციპროფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი
მაშინაც კი, როდესაც პრეპარატი მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვას. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია პრეპარატის ალკოჰოლთან პარალელურად გამოყენებისას.
გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინვაზიები: სოკოვანი სუპერინფექციები (კანის კანდიდოზი; კანდიდოზი ორალური, კუჭ-ნაწლავის, ვაგინალური), ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ძალიან იშვიათად - შესაძლო ლეტალობით).
სისხლის წარმოქმნის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია (სიცოცხლისთვის საშიშია), ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლის საშიშია), ლიმფადენოპატია, მეტჰემოგლობინემია, მონოციტების დონის მატება.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ალერგიული/ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისთვის საშიში), შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები.
ფსიქიური დარღვევები*: ფსიქომოტორული აღგზნებადობა/შფოთვა, გონების აღრევა და დეზორიენტაცია, პათოლოგიური სიზმრები, დეპრესია, ჰალუცინაციები, ფსიქოტური რეაქციები, ქცევითი დარღვევები, სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა, მანიაკალური რეაქცია, ფობია, დეპერსონალიზაცია.
ნერვული სისტემის მხრივ*: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, უძილობა, ლეთარგია, ქალასშიდა ჰიპერტენზია, სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაქვეითება, პარესთეზიები, დიზესთეზიები, ჰიპესთეზიები, ჰიპერესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპატია და პოლინეიროპათია.
სმენის ორგანოების მხრივ *: სმენის დარღვევა, ხმაური ყურში, სმენის დაკარგვა.
მხედველობის ორგანოების მხრივ*: მხედველობის დარღვევა, ფერის აღქმის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის გაორება, თვალის ტკივილი, ნისტაგმი.
გულის მხრიდან**: ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია, პირუეტული ტაქიკარდია (ეს რეაქციები აღინიშნებოდა ძირითადად პაციენტებში QT ინტერვალის პროლონგაციის დამატებითი რისკის ფაქტორებით (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“), წინაგულების თრთოლვა, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის შეგრძნება, გულის გაჩერება.
სისხლძარღვების მხრიდან**: ვაზოდილაცია, ჰიპოტენზია, სინკოპეს მდგომარეობა, ჰიპერტენზია, ვასკულიტი, ჰემორაგიული დიათეზი, თავის ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი, ფლებიტი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის ორგანოების მხრივ, თორაკალური და მედიასტენალური დარღვევები: დისპნოე (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით), სისხლდენა ცხვირიდან, სისხლის ამოხველება, ბრონქოსპაზმი, ფილტვის ან ხორხის შეშუპება, სლოკინი, ფილტვის ემბოლია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები, მეტეორიზმი, ანორექსია, დისფაგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი კუჭისა და ნაწლავების მიდამოში, პანკრეატიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მტკივნეულობა, ნაწლავის პერფორაცია, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ტრანსამინაზების და ბილირუბინის დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სიყვითლე, ჰეპატიტი (არაინფექციური), ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათად- პროგრესირებადი სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე).
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, არასპეციფიკური ბუშტუკების გამოჩენა, პეტექიები, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მხრივ*: ართრალგია, მიალგია, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება და კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების რღვევა (ძირითადად აქილევსის), მიასთენიის სიმპრომების გამწვავება, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (ტკივილი კიდურების, წელის, გულმკერდის არეში).
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდვის დარღვევა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, პოლიურია, ჰემატურია, ცილინდრურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ურეთრალური სისხლდენა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი,, ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები.
ზოგადი მდგომარეობები*: არასპეციფიკური ტკივილის სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, შეშუპებები, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), ჰიპერპიგმენტაცია, სიარულის დარღვევა, პოდაგრის გამწვავება, ვაგინიტი, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: მომატებული მაჩვენებლები: სისხლში ტუტე ფოსფატაზასი, ამილაზასი, ლიპაზასი, ტრიგლიცერიდების, სისხლის გამა-გლუტამილტრანსფერაზასი, შარდმჟავასი; ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერკალიემია, პროთრომბინის ნორმალური დონიდან გადახრა, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გაზრდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს, აციდოზი, პროთრომბინის დროის ცვლილებები.
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებსა და ფტორქინოლონებს, რისკის ფაქტორების არსებობა-არარსებობის მიუხედავად, დაფიქსირდა ხანგრძლივი (თვეებისა ან წლების განმავლობაში), მაინვალიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმეზე ერთდროულად, სხეულის სისტემებზე და გრძნობის ორგანოებზე (მათ შორის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გასკდომა, ართრალგია, კიდურებში ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა).
- * პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს დაფიქსირდა ანევრიზმისა და აორტის დისექციის, ზოგჯერ გართულებულს გასკდომოთ (ლეტალური შემთხვევების ჩათვლით), და აგრეთვე გულის ნებისმიერი პარკუჭის რეგურგიტაცია/ უკმარისობას შემთხვევებს (იხ. განყოფილება ,,განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ‘‘).
შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები მომატებული სიხშირით ვლინდება პაციენტების ქვეჯგუფებში, რომლებიც იყენებენ პრეპარატს ინტრავენურად ან თანმიმდევრულად (ინტრავენური შეყვანის შემდეგ - შეყვანის პერორალური გზა): ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება, გამონაყარი; თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, გონების აღრევა და დეზორიენტაცია. ჰალუცინაციები, პარესთეზიები და დისესთეზიები, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ვიზუალური დარღვევები, სმენის დაკარგვა, ტაქიკარდია, ვაზოდილატაცია, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის ტრანზიტორული უკმარისობა, სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა, შეშუპებები; პანციტოპენია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ანაფილაქსიური შოკი, ფსიქოტური რეაქციები, შაკიკი, ყნოსვის დაქვეითება, სმენის დაქვეითება, ვასკულიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ნეკროზი, პეტექიები, მყესების გახლეჩვა.
ჭარბი დოზა
პერორალური მიღებისას დოზის გადაჭარბების გამო, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა შექცევადი ტოქსიკური ეფექტი თირკმლის პარენქიმაზე. ამიტომ, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გარდა ჩვეულებრივი ღონისძიებებისა (კუჭის გამორეცხვა, ღებინების გამომწვევი საშუალებების მიღება, დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, შარდის მჟავე რეაქციის შექმნა), ასევე რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი და მაგნიუმის და კალციუმის შემცველი ანტაციდების მიღება, რომლებიც ამცირებენ ციპროფლოქსაცინის აბსორბციას. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დახმარებით გამოიყოფა ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%).
დაფიქსირდა, რომ 12 გ-ით დოზის გადაჭარბება იწვევდა ზომიერი ტოქსიკურობის სიმპტომებს. 16 გ-ით დოზის მწვავე გადაჭარბებამ გამოიწვია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავდა თავბრუსხვევას, ტრემორს, თავის ტკივილს, დაღლილობას, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციების, გონების აღრევას, აბდომინალურ დისკომფორტს, თირკმელების და ღვიძლის უკმარისობას, ასევე კრისტალურიას და ჰემატურიას.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება საწყის შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში;
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ პრეპარატს. ციპროფლოქსაცინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიების დნმ-ის გირაზაზე (ტოპოიზომერაზაზე) ზემოქმედებასთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიული დნმ-ის რეპროდუქციაში. ციპროფლოქსაცინს ახდენს სწრაფ ბაქტერიციდულ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იმყოფებიან როგორც მიძინებულ მდგომარეობაში, ასევე გამრავლების ეტაპზე.
პრეპარატის მოქმედების სპექტრი მოიცავს გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების შემდეგ სახეობებს: E.coli, Shigella, Salmonella, Citrobacter, Klebsiella, Enterobacter, Serratia, Hafnia, Edwardsiella, Proteus (ინდოლდადებითი და ინდოოლუარყოფითი), Providencia, Morganella, Providencia, Yersinia, Vibrio, Aeromonas, Plesiomonas, Pasteurella, Haemophilus, Campylobact, Pseudomonas, Legionella, Neisseria, Moraxella, Branhamella, Acinetobacter, Brucella, Staphylococcus, Streptococcus agalaqtae, Listerua, Corynebacterium, Chlamydia, აგრეთვე ბაქტერიების პლაზმიდური ფორმები. სხვადასხვა მგრძნობელობას ავლენენ Gardnerella, Flavobacterium, Alciligenes, Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Mycoplasma hominus, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum. ანაერობები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ზომიერად მგრძნობიარენი (Peptococcus, Peptostreptococcus) ან რეზისტენტულნი (Bacteroides) არიან. ციპროფლოქსაცინი ეფექტურია ბაქტერიების მიმართ, რმლებიც აპროდუცირებენ β-ლაქტამაზებს. ციპროფლოქსაცინი აქტიურია პათოგენების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულია თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, სულფანილამიდის და ნიტროფურანის პრეპარატების მიმართ. ყველაზე ხშირად რეზისტენტულია: Streptococcus faecium, Ureaplasma uralyticum, Nocardia asteroides, Treponema pallidum. პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ნელა და თანდათანობით.
ფარმაკოკინეტიკა.
ციპროფლოქსაცინი სწრაფად და კარგად შეიწოვება პრეპარატის მიღების შემდეგ (ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-85%). სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 60-90 წუთის შემდეგ. განაწილების მოცულობა არის 2-3 ლ/კგ. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა (20-40%). ციპროფლოქსაცინი კარგად აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში, ძვლებში. შინაგანად მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ ის ჩნდება ქსოვილებში და სხეულის სითხეებში კონცენტრაციებით, რომლებიც ბევრჯერ აღემატება მის კონცენტრაციას სისხლის შრატში.
ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად უცვლელი სახით: ძირითადად თირკმელებით (50-70%). პერორალური მიღების შემდეგ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-დან 5 საათამდე. პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე გამოიყოფა ნაღველთან და განავალთან ერთად (30%-მდე), ამიტომ მხოლოდ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა იწვევს გამოყოფის შენელებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ციპროფლოქსაცინი
(CIPROFLOXACIN)
სამკურნალო საშუალების დასახელება: ციპროფლოქსაცინი.
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ციპროფლოქსაცინი;
ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები, თეთრი ან თეთრი-მოყვითალო ელფერით, რომლის ზედა და ქვედა ზედაპირი ამობურცულია. გადატეხის ადგილზე გამადიდებელი შუშის ქვეშ ჩანს ბირთვი, რომელიც გარშემორტყმულია ერთი მთლიანი შრით.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა.
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი;
1 ტაბლეტი შეიცავს ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს 250 მგ ან 500 მგ ციპროფლოქსაცინზე გადათვლით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოლიეთილენ გლიკოლი 6000 (მაკროგოლი 6000), ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლისორბატი 80.
სამკურნალო ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ანტიმიკრობული პრეპარატები - ქინოლონის წარმოებულები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.
ათქ კოდი J01MA02 .
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ციპროფლოქსაცინი ნაჩვენებია ქვევით ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. განყოფილებები ,,განსაკუთრებული წესები გამოყენების შესახებ‘‘ და ,,ფარმაკოლოგიური თვისებები‘‘). თერაპიის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა არსებულ ინფორმაციას ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობის შესახებ.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების შესახებ.
ზრდასრულები
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით; არაჰოსპიტალური პნევმონია
ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, განსაკუთრებით თუ ის გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით*.
შუა ყურის ინფექციები ( შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი).
გაურთულებელი მწვავე ცისტიტი *.
მწვავე პიელონეფრიტი.
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები.
ბაქტერიული პროსტატიტი.
გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები.
ინტრააბდომინალური ინფექციები.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით.
ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
ცხელება ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა (კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და რადიკალური მკურნალობა).
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნება ამ ინფექციის სამკურნალოდ, აღმოჩნდება არაეფექტური ან არამიზანშეწონილი.
ბავშვები და მოზარდები
Pseudomonas aeruginosa მიერ გამოწვეული ბრონქოფილტვის ინფექციები პაციენტებში კისტოზური ფიბროზით (კლინიკურ კვლევებში ბავშვების ასაკი, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას, შეადგენდა 5-დან 17 წლამდე).
საშარდე გზების გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი. (კლინიკურ კვლევებში ბავშვების ასაკი, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას, შეადგენდა 1-დან 17 წლამდე).
ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა (კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და რადიკალური მკურნალობა).
მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ექიმმა, რომელსაც აქვს ბავშვებში და მოზარდებში კისტოზური ფიბროზის და/ან მძიმე ინფექციების მკურნალობის გამოცდილება (იხ. განყოფილებები ,,განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ‘‘ და ,,ფარმაკოლოგიური თვისებები‘‘).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონის ჯგუფის სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ტიზანიდინთან ერთდროული გამოყენება კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გამო (არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა), რომელიც დაკავშირებულია ტიზანიდინის კონცენტრაციის მატებასთან სისხლის პლაზმაში; გლუკოზა- 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.
გამოყენების წესი და დოზები
დოზა განისაზღვრება ჩვენებების, ინფექციის სიმძიმისა და ადგილის, პათოგენის (პათოგენების) ორგანიზმის (ორგანიზმების)ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით, პაციენტის თირკმლის ფუნქციის მიხედვით, ხოლო ბავშვებში და მოზარდებში - სხეულის წონის მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, კლინიკურ სურათზე და პათოგენის ტიპზე.
გარკვეული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა (მაგალითად, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter ან Staphylococci) შეიძლება მოითხოვდეს ციპროფლოქსაცინის მაღალი დოზების გამოყენებას და ამავდროულად სხვა აუცილებელი ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნას.
ზოგიერთი ინფექციის მკურნალობა (მაგალითად, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების, ინტრააბდომინალური ინფექციების, ნეიტროპენიის მქონე პაციენტების ინფექციების, ძვლებისა და სახსრების ინფექციების) შეიძლება მოითხოვოს ამავდროულად სხვა აუცილებელი ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნას გამოვლენილი პათოგენების სახეობიდან გამომდინარე.
მოზრდილები
ჩვენება
დღიური დოზა, მგ
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შეიძლება მოიცავდეს ციპროფლოქსაცინის საწყის პარენტერალურ გამოყენებას)
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, განსაკუთრებით თუ ის გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
შუა ყურის ინფექციები
შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
7-14 დღე
საშარდე ტრაქტის ინფექციები
გაურთულებელი მწვავე ცისტიტი
250 მგ -დან ორჯერ დღე-ღამეში 500 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
3 დღე
ქალებს მენოპაუზამდე შეუძლიათ გამოიყენონ 500 მგ ერთჯერადი დოზა
საშარდე გზების გართულებული ინფექციები
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში
7 დღე
მწვავე პიელონეფრიტი
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
სულ მცირე 10 დღე, ზოგიერთ განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევაში (როგორიცაა აბსცესი) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 21 დღეზე მეტ ხანს.
ბაქტერიული პროსტატიტი
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
2-დან 4 კვირამდე (მწვავე) და 4-დან 6 კვირამდე (ქრონიკული)
სასქესო ორგანოების ინფექციები
გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი
ერთჯერადი დოზა
500 მგ
1 დღე (ერთჯერადი დოზა)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და ინტრააბდომინალური ინფექციები
დიარეა
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში
5 დღე
გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინტრააბდომინალური ინფექციები
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში 750-მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
5-დან 15 დღემდე
გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
7-დან 14 დღემდე
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
მაქსიმუმ 3 თვე
ცხელება ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად.
500 მგ-დან ორჯერ დღე-ღამეში 750 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში
თერაპია უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში.
კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის რადიკალური მკურნალობა იმ პირებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მკურნალობა პერორალური გზით, თუკი ეს კლინიკურად აუცილებელია.
პრეპარატის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სავარაუდო ან დადასტურებული კონტაქტის შემდეგ.
500 მგ ორჯერ დღე-ღამეში
60 დღე Bacillus anthracis-თან დადასტურებული კონტაქტის დღიდან
ბავშვები და მოზარდები
ჩვენებები
დღიური დოზა, მგ
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შეიძლება მოიცავდეს პარენტერალურ ციპროფლოქსაცინის საწყის გამოყენებას)
Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ბრონქოფილტვის ინფექციები პაციენტებში კისტოზური ფიბროზით
20 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში მაქსიმალური დოზა შეადგენს 750 მგ
10-დან 14 დღემდე
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი
10 მგ/კგ-დან სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში 20 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში, როცა მაქსიმალური დოზა შეადგენს 750 მგ.
10-დან 21 დღემდე
ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის მქონე პირთან კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და ამ დაავადების მკურნალობის შემდგომი პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ პერორალური მკურნალობა, თუკი ეს კლინიკურად აუცილებელია. პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სავარაუდო ან დადასტურებული კონტაქტის შემდეგ.
10-15 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 მგ-ს.
60 დღე-ღამე Bacillus anthracis-თან დადასტურებული კონტაქტის დღიდან
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა უნდა მიიღონ დოზა, რომელიც შერჩეულია ინფექციის სიმძიმისა და პაციენტის კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის:
კრეატინინის კლირენსი
[მლ/წთ/1,73 მ2]
სისხლის შრატის კრეატინინი [მკმოლ/ლ]
ორალური დოზა [მგ]
> 60
<124
იხ. ჩვეულებრივი დოზირება
30-60
124-168
250-500 მგ ყოველ 12 საათში
<30
> 169
250-500 მგ ყოველ 24 საათში
პაციენტები ჰემოდიალიზზე
> 169
250-500 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ)
პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე
> 169
250-500 მგ ყოველ 24 საათში
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის აუცილებელი ციპროფლოქსაცინის დოზის შეცვლა.
არ ჩატარებულა კვლევები ციპროფლოქსაცინის დოზირების შესახებ თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით. მათი მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. უზმოზე მიღებისას მოქმედი ნივთიერება უფრო სწრაფად შეიწოვება. ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები არ შეიძლება იქნას მიღებული რძის პროდუქტებთან (მაგალითად რძესთან, იოგურტთან) ან ხილის წვენებთან, რომლებსაც დამატებული აქვთ მინერალები (მაგალითად, ფორთოხლის წვენი, გამდიდრებული კალციუმით) (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
მძიმე შემთხვევებში ან თუ პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტების მიღება (კერძოდ, ენტერალური კვების დროს), რეკომენდებულია თერაპიის დაწყება ციპროფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანის გზით მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება პერორალურ მიღებაზე გადასვლა.
ბავშვები
ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში, როგორც მეორე და მესამე რიგის პრეპარატი შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციების და პიელონეფრიტის სამკურნალოდ, რომლებიც Escherichia coli-ითაა გამოწვეული, და აგრეთვე Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ფილტვის გართულებების სამკურნალოდ მუკოვისციდოზის მქონე ბავშვებში.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ სახსრებში და/ან მიმდებარე ქსოვილებში გვერდითი ეფექტების განვითარევის შესაძლებლობის გამო.
სხვა ჩვენებების დროს ბავშვებში ციპროფლოქსაცინის კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია.
გვერდითი რეაქციები
ინფექციები და ინვაზიები: სოკოვანი სუპერინფექციები (კანის კანდიდოზი; კანდიდოზი ორალური, კუჭ-ნაწლავის, ვაგინალური), ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ძალიან იშვიათად - შესაძლო ლეტალობით).
სისხლის წარმოქმნის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია (სიცოცხლისთვის საშიშია), ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლის საშიშია), ლიმფადენოპატია, მეტჰემოგლობინემია, მონოციტების დონის მატება.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ალერგიული/ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისთვის საშიში), შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები.
ფსიქიური დარღვევები*: ფსიქომოტორული აღგზნებადობა/შფოთვა, გონების აღრევა და დეზორიენტაცია, პათოლოგიური სიზმრები, დეპრესია, ჰალუცინაციები, ფსიქოტური რეაქციები, ქცევითი დარღვევები, სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა, მანიაკალური რეაქცია, ფობია, დეპერსონალიზაცია.
ნერვული სისტემის მხრივ*: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, უძილობა, ლეთარგია, ქალასშიდა ჰიპერტენზია, სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაქვეითება, პარესთეზიები, დიზესთეზიები, ჰიპესთეზიები, ჰიპერესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპატია და პოლინეიროპათია.
სმენის ორგანოების მხრივ *: სმენის დარღვევა, ხმაური ყურში, სმენის დაკარგვა.
მხედველობის ორგანოების მხრივ*: მხედველობის დარღვევა, ფერის აღქმის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის გაორება, თვალის ტკივილი, ნისტაგმი.
გულის მხრიდან**: ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია, პირუეტული ტაქიკარდია (ეს რეაქციები აღინიშნებოდა ძირითადად პაციენტებში QT ინტერვალის პროლონგაციის დამატებითი რისკის ფაქტორებით (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“), წინაგულების თრთოლვა, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის შეგრძნება, გულის გაჩერება.
სისხლძარღვების მხრიდან**: ვაზოდილაცია, ჰიპოტენზია, სინკოპეს მდგომარეობა, ჰიპერტენზია, ვასკულიტი, ჰემორაგიული დიათეზი, თავის ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი, ფლებიტი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის ორგანოების მხრივ, თორაკალური და მედიასტენალური დარღვევები: დისპნოე (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით), სისხლდენა ცხვირიდან, სისხლის ამოხველება, ბრონქოსპაზმი, ფილტვის ან ხორხის შეშუპება, სლოკინი, ფილტვის ემბოლია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები, მეტეორიზმი, ანორექსია, დისფაგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი კუჭისა და ნაწლავების მიდამოში, პანკრეატიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მტკივნეულობა, ნაწლავის პერფორაცია, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ტრანსამინაზების და ბილირუბინის დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სიყვითლე, ჰეპატიტი (არაინფექციური), ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათად- პროგრესირებადი სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე).
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, არასპეციფიკური ბუშტუკების გამოჩენა, პეტექიები, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მხრივ*: ართრალგია, მიალგია, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება და კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების რღვევა (ძირითადად აქილევსის), მიასთენიის სიმპრომების გამწვავება, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (ტკივილი კიდურების, წელის, გულმკერდის არეში).
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდვის დარღვევა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, პოლიურია, ჰემატურია, ცილინდრურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ურეთრალური სისხლდენა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი,, ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები.
ზოგადი მდგომარეობები*: არასპეციფიკური ტკივილის სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, შეშუპებები, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), ჰიპერპიგმენტაცია, სიარულის დარღვევა, პოდაგრის გამწვავება, ვაგინიტი, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: მომატებული მაჩვენებლები: სისხლში ტუტე ფოსფატაზასი, ამილაზასი, ლიპაზასი, ტრიგლიცერიდების, სისხლის გამა-გლუტამილტრანსფერაზასი, შარდმჟავასი; ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერკალიემია, პროთრომბინის ნორმალური დონიდან გადახრა, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გაზრდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს, აციდოზი, პროთრომბინის დროის ცვლილებები.
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებსა და ფტორქინოლონებს, რისკის ფაქტორების არსებობა-არარსებობის მიუხედავად, დაფიქსირდა ხანგრძლივი (თვეებისა ან წლების განმავლობაში), მაინვალიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმეზე ერთდროულად, სხეულის სისტემებზე და გრძნობის ორგანოებზე (მათ შორის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გასკდომა, ართრალგია, კიდურებში ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა).
- * პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს დაფიქსირდა ანევრიზმისა და აორტის დისექციის, ზოგჯერ გართულებულს გასკდომოთ (ლეტალური შემთხვევების ჩათვლით), და აგრეთვე გულის ნებისმიერი პარკუჭის რეგურგიტაცია/ უკმარისობას შემთხვევებს (იხ. განყოფილება ,,განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ‘‘).
შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები მომატებული სიხშირით ვლინდება პაციენტების ქვეჯგუფებში, რომლებიც იყენებენ პრეპარატს ინტრავენურად ან თანმიმდევრულად (ინტრავენური შეყვანის შემდეგ - შეყვანის პერორალური გზა): ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება, გამონაყარი; თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, გონების აღრევა და დეზორიენტაცია. ჰალუცინაციები, პარესთეზიები და დისესთეზიები, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ვიზუალური დარღვევები, სმენის დაკარგვა, ტაქიკარდია, ვაზოდილატაცია, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის ტრანზიტორული უკმარისობა, სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა, შეშუპებები; პანციტოპენია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ანაფილაქსიური შოკი, ფსიქოტური რეაქციები, შაკიკი, ყნოსვის დაქვეითება, სმენის დაქვეითება, ვასკულიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ნეკროზი, პეტექიები, მყესების გახლეჩვა.
ზედოზირება
პერორალური მიღებისას დოზის გადაჭარბების გამო, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა შექცევადი ტოქსიკური ეფექტი თირკმლის პარენქიმაზე. ამიტომ, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გარდა ჩვეულებრივი ღონისძიებებისა (კუჭის გამორეცხვა, ღებინების გამომწვევი საშუალებების მიღება, დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, შარდის მჟავე რეაქციის შექმნა), ასევე რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი და მაგნიუმის და კალციუმის შემცველი ანტაციდების მიღება, რომლებიც ამცირებენ ციპროფლოქსაცინის აბსორბციას. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დახმარებით გამოიყოფა ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%).
დაფიქსირდა, რომ 12 გ-ით დოზის გადაჭარბება იწვევდა ზომიერი ტოქსიკურობის სიმპტომებს. 16 გ-ით დოზის მწვავე გადაჭარბებამ გამოიწვია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავდა თავბრუსხვევას, ტრემორს, თავის ტკივილს, დაღლილობას, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციების, გონების აღრევას, აბდომინალურ დისკომფორტს, თირკმელების და ღვიძლის უკმარისობას, ასევე კრისტალურიას და ჰემატურიას.
განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ
ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ციპროფლოქსაცინით ამ პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის გულდასმითი შეფასების შემდეგ (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის სარგებელი, განსაკუთრებით არამძიმე ინფექციების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ ნაწილში.
პროლონგირებული, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლინებსა და ფტორქინოლონებს, ასაკის მიუხედავად, იქნა დარეგისტრირებული ხანგრძლივი (თვეებისა ან წლების განმავლობაში) მაინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ორგანიზმის სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალ (საყრდენ-მამოძრავებელ, ნერვულ, ფსიქიკურ და გრძნობის ორგანოების) სისტემაზე და არსებულ რისკის ფაქტორებზე.
ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნის ან სიმპტომის გამოვლენისას და პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
მძიმე ინფექციები და/ან ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ან ანაერობული ბაქტერიებით.
მძიმე ინფექციების, სტაფილოკოკით ან ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
პნევმოკოკები. ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული პნევმოკოკური ინფექციების სამკურნალოდ Streptococcus pneumoniae-ს ჯგუფის ბაქტერიების მიმართ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.
შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები. ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს ერთდროულად სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, იმ კლინიკური სიტუაციების გარდა, როდესაც სახეზეა ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის შტამები. თუ 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ პოსტოპერაციული ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობისას შეზღუდულია.
კარდიალური დარღვევები. ციპროფლოქსაცინი ასოცირდება ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ხანდაზმული ასაკის პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მგრძნობიარენი QT ინტერვალზე პრეპარატის მოქმედების მიმართ. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენების დროს იმ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება (მაგალითად, Ia ან III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტიკები), და აგრეთვე პაციენტებში აღნიშნული მდგომარეობების რისკ-ფაქტორებით (მაგალითად. QT გახანგრძლივება ანამნეზში, არაკორექტირებული ჰიპოკალიემია).
ანევრიზმა და აორტის დისექცია, გულის საგულე სარქველის რეგურგიტაცია/ უკმარისობა..
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები გვატყობინებებენ ანევრიზმისა და აორტის დისექციის მომატებული რისკის შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, და აორტისა და მიტრალური სარქველის რეგურგიტაციის თაობაზე ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. არსებობს ცნობები ანევრიზმისა და აორტის დისექციის შემთხვევების შესახებ, რომლებიც იყო გართულებული გასკდომით (ლეტალური შემთხვევების ჩათვლით), და გულის ნებისმიერი სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს ( იხ. განყოფილება „ გვერდითი რეაქციები“)
შედეგად, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკ-სარგებელის გულდასმითი შეფასებისა და მკურნალობის სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ ანევრიზმის დადებითი ოჯახური ანამნეზის მქონე ან გულის სარქველების თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში ანევრიზმის და/ან აორტის დისექციის არსებული დიაგნოზით ან გულის სარქველის დაავადებებით ან სხვა რისკის ფაქტორების ან ხელშემწყობი პირობების არსებობით:
როგორც ანევრიზმისა და აორტის დისექციისათვის, ისევე გულის სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობისათვის (მაგალითად, დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ, ისეთები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტონია, რევმატოიდული ართრიტი), აგრეთვე
ანევრიზმისა და აორტის დისექციის დროს (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ისეთები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურ უჯრედულ არტერიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შეგრენის სინდრომი), აგრეთვე
გულის სარქველის რეგურგიტაციის/უკმარისობის დროს (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტი).
ანევრიზმისა და აორტის დისექციის რისკი და მათი გასკდომის შესაძლებლობა შეიძლება იქნას მომატებული პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.
კუჭის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ძლიერი ტკივილის გაჩენის შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მწვავე ქოშინის, გულისცემის ახალი შეტევის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.
ბავშვები და მოზარდები. ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების ანალიზმა, რომელთა უმეტესობას აღენიშნებოდა მუკოვისციდოზი, არ წარმოუდგინა მკურნალობასთან დაკავშირებული ხრტილის ან სახსრების დაზიანების რაიმე მტკიცებულება. ციპროფლოქსაცინის გამოყენება სხვა ჩვენების შემთხვევაში, გარდა Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ფილტვის გართულებების მკურნალობისა ბავშვებში მუკოვისციდოზით (5-17 წლის ასაკში), E.Coli-ით გამოწვეული შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციებისა და პიელონეფრიტის (1-17 წლის ასაკში) და კონტაქტის შემდეგ ციმბირის წყლულის მკურნალობისა, არ ყოფილა შესწავლილი. სხვა ჩვენებების გამო ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია.
ბავშვებში და მოზარდებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა განხორციელდეს მიმდინარე ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად. ციპროფლოქსაცინის გამოყენებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც გააჩნია კისტოზური ფიბროზით და/ან მძიმე ინფექციით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მართვის გამოცდილება.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის უკვე პირველი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
ერთეულ შემთხვევებში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება გადაიზარდოს შოკის მდგომარეობამდე, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეინიშნება ციპროფლოქსაცინის პირველი მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეჩერდეს და სასწრაფოდ ჩატარდეს მედიკამენტოზური მკურნალობა (ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. თუ მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარდა მძიმე და სტაბილური დიარეა, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან ამ სიმპტომმა შეიძლება შენიღბოს კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადება (მაგალითად, ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება სიცოცხლეს უქმნიდეს საფრთხეს შესაძლო ლეტალური შედეგის გამო), რომელიც მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპიის ჩატარება (მაგალითად ვანკომიცინი პერორალურად 4 x 250 მგ/დღე-ღამეში). სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას, უკუნაჩვენებია.
ცნობილია შემთხვევები ანტიბიოტიკებთან ასოცირებული Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის შესახებ, რომელიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმის მიხედვით მსუბუქი დიარეიდან ლეტალურ კოლიტამდე, დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიულ პრეპარატის, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, გამოყენების დროს. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა იწვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს Clostridium difficile-ს ჭარბ ზრდას.
Clostridium difficile გამოიმუშავებს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის განვითარებას. Clostridium difficile გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ტოქსინს, რაც იწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის გაზრდას ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ პათოგენის შესაძლო მდგრადობის გამო და საჭიროებს კოლექტომიის ჩატარებას. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის შესაძლებლობა უნდა იქონიოს მხედველობაში ყველა პაციენტმა, რომელსაც აქვთ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. აუცილებელია მედიკამენტოზური ანამნეზის გულდასმით შეგროვება, რადგან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული Clostridium Difficile-თი გამოწვეული დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბაქტერიული პრეპარატების შეყვანიდან ორი თვის განმავლობაში. თუ Clostridium difficile-თი გამოწვეული ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის დიაგნოზი განიხილება ან უკვე დადასტურებულია, შეიძლება საჭირო გახდეს Clostridium difficile-ს მიმართ არაეფექტური ანტიბიოტიკების გამოყენების შეწყვეტა. კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, აუცილებელია წყლის და ელექტროლიტური ბალანსის კორექტირება, ცილოვანი პრეპარატების დამატებითი შეყვანის აუცილებლობის განხილვა, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომლების მიმართაც მგრძნობიარეა Clostridium Difficile. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ნეკროზი და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის დაავადების რაიმე ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა), მკურნალობა უნდა შეწყდეს. ასევე შეიძლება განისაზღვროს ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატიზების გარდამავალი მატება და ქოლესტაზური სიყვითლის განვითარება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ღვიძლის დაზიანება.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა. ზოგადად, ციპროფლოქსაცინი არ შეიძლება იქნას გამოყენებული მყესების დაავადების ან ანამნეზში ქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე პაციენტებში. ამის მიუხედავად, იშვიათ შემთხვევებში, პათოგენის მიკრობიოლოგიური შესწავლის და სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, ამ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს ციპროფლოქსაცინი ცალკეული მძიმე ინფექციური პროცესების სამკურნალოდ, კერძოდ, სტანდარტული თერაპიის წარუმატებლობის შემთხვევაში ან ბაქტერიული რეზისტენტობასთან დაკავშირებით, როდესაც მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგები ამართლებს ციპროფლოქსაცინის გამოყენებას. ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტენდინიტი ან მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესისა), ზოგჯერ ორმხრივი, მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში. ტენდინოპათიის რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ტენდონიტის ნებისმიერი ნიშნების გაჩენისას (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაზარალებული კიდური უნდა იმყოფებოდეს მშვიდ მდგომარებაში.
ნერვული სისტემა. ეპილეფსიით დაავადებულებს და პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, კრუნჩხვის ზღურბლის დაქვეითება, კრუნჩხვები ანამნეზში, ცერებრალური მიმოქცევის ინტენსივობის დაქვეითება, თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილებები ან ინსულტი) ციპროფლოქსაცინის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს, ვინაიდან ასეთი პაციენტები განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდითი რეაქციების გამო.
ზოგიერთ შემთხვევაში, გვერდითი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან შეინიშნება ციპროფლოქსაცინის პირველი გამოყენებისთანავე. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს ისეთ მდგომარეობამდე, რომელიც საშიშროებას უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს.
პერიფერიული ნეიროპათია. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს, მათ შორის ციპროფლოქსაცინს, აღინიშნებოდა სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები რაც იწვევს პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დისესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, ურჩევენ მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს ნეიროპათიის ისეთი სიმპტომების განვითარების შესახებ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან აიცილონ შეუქცევადი მდგომარეობებიები (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").
კანი და კანქვეშა უჯრედისი. დამტკიცებულია ის, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარებას, ამიტომ პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მოერიდონ მზის ინტენსიურ სხივებს ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში (მზის დამწვრობის მსგავსი), ციპროფლოქსაცინით თერაპია უნდა შეწყდეს.
ციტოქრომი P450. ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი არის ციტოქრომ P450-ის 1A2 ფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორი. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ციპროფლოქსაცინისა და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლების მეტაბოლიზირდებიან მსგავსი ფერმენტული გზით (ისეთები, როგორიცაა თეოფილინი, მეთილქსანტინი, კოფეინი, დულოქსეტინი, კლოზაპინი). ამ პრეპარატების კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში დაკავშირებულია ციპროფლოქსაცინის მიერ მათი მეტაბოლური კლირენსის დათრგუნვასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სპეციფიკური გვერდითი ეფექტები.
სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება. როგორც ყველა ქინოლონის გამოყენების შემთხვევაში, დაფიქსირდა შეტყობინებები სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებების შესახებ, მათ შორის იყო ჰიპოგლიკემიის შემთხვევები, ისევე როგორც ჰიპერგლიკემიის შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა, როგორც წესი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თანმდევ თერაპიას პერორალური შაქრის დონის დამწევი პრეპარატით (მაგალითად, გლიბენკლამიდით) ან ინსულინით. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით მონიტორინგი (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").
გავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე. ციპროფლოქსაცინმა in vitro შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს Mycobacterium spp-ის ნათესებზე მიკობაქტერიების კულტურის ზრდის პროცესის დათრგუნვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნათესის ანალიზის ცრუ-უარყოფითი შედეგები პაციენტებთან, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს.
ციპროფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული მონოთერაპიის სახით გრამდადებითი ან ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს.
ძვლებისა და სახსრების ინფექციები. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა. ადამიანებში გამოყენება დაფუძნებულია მგრძნობელობის in vitro განსაზღვრისა და ცხოველებზე ჩატარებული ცდების მონაცემებზე, და აგრეთვე ადამიანებისაგან მიღებულ შეზღუდულ მონაცემებზე. ექიმმა უნდა იმოქმედოს ციმბირული წყლულის მკურნალობის ეროვნული და/ან საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად.
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
მეტოტრექსატი. არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება.
ბრონქო-ფილტვის ინფექციები კისტოზური ფიბროზის დროს. კლინიკური კვლევები მოიცავდა 5-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებს. უფრო შეზღუდული გამოცდილება არსებობს 1-დან 5 წლამდე ბავშვების მკურნალობაში.
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი. საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა განიხილებოდეს მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობა არ არის შესაძლებელი. მკურნალობა უნდა იქნას დაფუძნებული მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებზე.
ტენდინიტი და მყესების გახლეჩვა. ტენდინიტი და მყესის გახლეჩვა (არა მხოლოდ აქილევსის მყესისა), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ და მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლოვაშიც კი. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გადატანილი მთელი ორგანოს ტრანსპლანტაცია და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. ამრიგად, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველივე ნიშნის გამოჩენის შემთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა. დაზიანებულ კიდურ(ებ)ს უნდა ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა (მაგალითად, იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული.
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა. აღინიშნა ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან დაკავშირებული კრისტალურიია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე. თავიდან უნდა იქნას აცილებული შარდის გადაჭარბებული ტუტიანობა.
რეზისტენტობა. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის კურსის დროს ან მის შემდეგ, რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება იყვნენ გამოყოფილნი კლინიკურად განსაზღვრებად სუპერინფექციასთან ერთად ან მის გარეშე. შესაძლოა არსებობდეს ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გამოყოფის გარკვეული რისკი მკურნალობის ხანგრძლივი კურსების დროს და შიდა სტაციონარული ინფექციების და/ან Staphylococcus და Pseudomonas სახეობებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
ციპროფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში ამ კატეგორიის პაციენტებში მისი გამოყენების გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, ახალშობილებში სასახსრე ხრტილის დაზიანების შესაძლებლობა სრულად არ არის გამორიცხული, მაშინ, როდესაც ტერატოგენული ეფექტების (მალფორმაციების) შესაძლებლობა არ არის დადასტურებული.
ლაქტაციის პერიოდი.
ციპროფლოქსაცინი გადადის დედის რძეში. ახალშობილებში სასახსრე ხრტილის დაზიანების პოტენციური რისკის გამო ციპროფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი
მაშინაც კი, როდესაც პრეპარატი მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვას. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია პრეპარატის ალკოჰოლთან პარალელურად გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ციპროფლოქსაცინისა და Ia ან III კლასის ანტიარითმული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაკროლიდების, ანტიფსიქოზურების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან ციპროფლოქსაცინს გააჩნია ადიტიური ეფექტი QT ინტერვალის გახანგრძლივების დროს (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები").
ქელატური კომპლექსის ფორმირება. ციპროფლოქსაცინის (პერორალურად) და ისეთი სამკურნალო საშუალებების, რომლებიც შეიცავენ მრავალვალენტიან კათიონებს, მინერალური დანამატების (მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა), ფოსფატშემაკავშირებელი პოლიმერების (მაგალითად, სეველამერი, ლანთანის კარბონატი), სუკრალფატების ან ანტაციდების შემცველი მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას, და აგრეთვე მაგნიუმის, ალუმინის ან კალციუმის შემცველი დიდი ბუფერული მოცულობის პრეპარატებთან გამოყენებისას (მაგალითად, დიდანოზინის ტაბლეტები), ციპროფლოქსაცინის აბსორბცია მცირდება. ამასთან დაკავშირებით, ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას მიღებული ამ პრეპარატების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან ამ პრეპარატების მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ანტაციდებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან H2 რეცეპტორების ბლოკატორების კლასს.
რძის ნაწარმი და სხვა საკვები პროდუქტები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ციპროფლოქსაცინისა და რძის ან მინერალებით გამდიდრებული პროდუქტების (მაგ., იოგურტი, კალციუმით მდიდარი ფორთოხლის წვენი) ერთდროული გამოყენება. კალციუმის შემცველი სხვა პროდუქტები მნიშვნელოვნად არ მოქმედებენ ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე.
პრობენეციდი. პრობენეციდი ანელებს ციპროფლოქსაცინის გამოყოფას ნაღველთან ერთად. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციის მატებას. პრობენეციდი ახდენს გავლენას ციპროფლოქსაცინის თირკმლით სეკრეციაზე.
მეტოკლოპრამიდი. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას (პერორალურად მიღების შემთხვევაში), რაც იწვევს სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის შემცირებას. არ ყოფილა აღნიშნული არანაირი გავლენა ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე.
ომეპრაზოლი. ციპროფლოქსაცინისა და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომეპრაზოლს, იწვევს Cmax-ისა და ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებულ ფართობის მაჩვენებლის უმნიშვნელო შემცირებას.
ტიზანიდინი. ტიზანიდინის კონცენტრაციის სისხლის შრატში მატებასთან ასოცირდება ჰიპოტენზიური და სედატიური გვერდითი რეაქციები. ამიტომ ციპროფლოქსაცინისა და იმ საკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ტიზანიდინს, უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენებები“).
თეოფილინი. ციპროფლოქსაცინისა და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ თეოფილინს, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების განვითარება. იშვიათ შემთხვევებში ეს გვერდითი რეაქციები შეიძლება წარმოადგენდნენ საფრთხეს სიცოცხლისათვის ან ჰქონდეთ ფატალური შედეგი. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ტარდებოდეს სისხლის შრატში თეოფილინის კონცენტრაციის კონტროლი და ადეკვატურად მცირდებოდეს მისი დოზა (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
ქსანტინის სხვა წარმოებულები. ციპროფლოქსაცინისა და ისეთი საშუალებების ერთდროული გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ კოფეინს ან პენტოქსიფილინს (ოქსპენტიფილინი) აღინიშნა ამ ქსანტინების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.
მეტოტრექსატი. ციპროფლოქსაცინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია მეტოტრექსატის მილაკოვანი ტრანსპორტის (თირკმლის მეტაბოლიზმი) შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. ამ დროს შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ტოქსიკური რეაქციების ალბათობა, რომლებიც გამოწვეულია მეტოტრექსატით. ციპროფლოქსაცინისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან მაღალი დოზების ქინოლონებისა (გირაზას ინჰიბიტორების) და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავის გარდა) კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
ციკლოსპორინი. ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენების დროს აღინიშნებოდა შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ტრანზიტორული მატება. ამიტომ, ასეთ პაციენტებისათვის აუცილებელია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი (კვირაში ორჯერ).
K ვიტამინის ანტაგონისტები. ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელის ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს ინფექციის ძირითადი ტიპის, ასაკის, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ ძნელია ზუსტად შეფასდეს ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება საერთაშორისო ნორმალიზებული ურთიერთობის (INR) მნიშვნელობის გაზრდაზე. INR-ის რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტის (ვარფარინის, აცენოკუმაროლის, ფენპროკუმონისა ან ფლუინდიონის) ერთდროული შეყვანის დროს და დაუყოვნებლივ მათი შეყვენის შემდეგ. არსებობს შეტყობინებები ორალური ანტიკოაგულანტების აქტივობის გაზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, კერძოდ, ფტორქინოლონებს.
დულოქსეტინი. მიუხედავად კლინიკური მონაცემების არარსებობისა, შეიძლება ვივარაუდოთ ურთიერთქმედების შესაძლებლობა ციპროფლოქსაცინისა და დულოქსეტინის ერთდროულ გამოყენების დროს (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
როპინიროლი. რეკომენდირებულია როპინიროლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და დოზის შესაბამისი კორექტირება ჩატარდეს ციპროფლოქსაცინთან ერთდროული მიღების დროს და დაუყოვნებლივ მის შემდეგ (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
ლიდოკაინი. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შემცველი ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ლიდოკაინსა და ციპროფლოქსაცინს, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერი მოქმედების ინჰიბიტორი, იწვევს ლიდოკაინის კლირენსის შემცირებას, რომელიც შეყვანილი იყო ინტრავენურად, 22%-ით. თუმცა ლიდოკაინი კარგად გადაიტანება, ციპროფლოქსაცინთან მისი ერთდროული გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული ურთიერთქმედება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გვერდითი რეაქციები.
კლოზაპინი. 250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროული გამოყენების შემდეგ
7 დღის განმავლობაში კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის კონცენტრაცია შრატში გაიზარდა 29%-ით და 31%-ით შესაბამისად. კლინიკური დაკვირვება და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექცია რეკომენდებულია განხორციელდეს ციპროფლოქსაცინთან ერთდროული გამოყენების დროს და მის შემდეგ დაუყოვნებლივ (იხ. განყოფილება "განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ").
სილდენაფილი. გამოკვლევების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, იყო აღმოჩენილი, რომ სილდენაფილის Cmax და AUC მატულობს დაახლოებით ორჯერ 50 მგ პერორალური მიღების შემდეგ 500 მგ ციპროფლოქსაცინთან ერთად. ციპროფლოქსაცინი სილდენაფილთან ერთად სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული, როდესაც რისკისა და სარგებლის თანაფარდობა გულდასმით იქნება შეფასებული. ფენიტოინი. ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ფენიტოინის კონცენტრაციების მომატება ან შემცირება, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატების დონეების მონიტორინგი.
პერორალური შაქრის დონის დამწევი საშუალებები. პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პტეპარატების, განსაკუთრებით სულფონილშარდოვანას (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიმეპირიდი) ერთდროული გამოყენებისას იყო შემოსული შეტყობინებები ჰიპოგლიკემიის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ასოცირებული იყო ციპროფლოქსაცინის მიერ დიაბეტის საწინააღნდეგო პერორალური საშუალებების მოქმედების პოტენცირებასთან (იხ. "გვერდითი რეაქციები").
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ პრეპარატს. ციპროფლოქსაცინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიების დნმ-ის გირაზაზე (ტოპოიზომერაზაზე) ზემოქმედებასთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიული დნმ-ის რეპროდუქციაში. ციპროფლოქსაცინს ახდენს სწრაფ ბაქტერიციდულ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იმყოფებიან როგორც მიძინებულ მდგომარეობაში, ასევე გამრავლების ეტაპზე.
პრეპარატის მოქმედების სპექტრი მოიცავს გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების შემდეგ სახეობებს: E.coli, Shigella, Salmonella, Citrobacter, Klebsiella, Enterobacter, Serratia, Hafnia, Edwardsiella, Proteus (ინდოლდადებითი და ინდოოლუარყოფითი), Providencia, Morganella, Providencia, Yersinia, Vibrio, Aeromonas, Plesiomonas, Pasteurella, Haemophilus, Campylobact, Pseudomonas, Legionella, Neisseria, Moraxella, Branhamella, Acinetobacter, Brucella, Staphylococcus, Streptococcus agalaqtae, Listerua, Corynebacterium, Chlamydia, აგრეთვე ბაქტერიების პლაზმიდური ფორმები. სხვადასხვა მგრძნობელობას ავლენენ Gardnerella, Flavobacterium, Alciligenes, Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Mycoplasma hominus, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum. ანაერობები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ზომიერად მგრძნობიარენი (Peptococcus, Peptostreptococcus) ან რეზისტენტულნი (Bacteroides) არიან. ციპროფლოქსაცინი ეფექტურია ბაქტერიების მიმართ, რმლებიც აპროდუცირებენ β-ლაქტამაზებს. ციპროფლოქსაცინი აქტიურია პათოგენების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულია თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, სულფანილამიდის და ნიტროფურანის პრეპარატების მიმართ. ყველაზე ხშირად რეზისტენტულია: Streptococcus faecium, Ureaplasma uralyticum, Nocardia asteroides, Treponema pallidum. პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ნელა და თანდათანობით.
ფარმაკოკინეტიკა.
ციპროფლოქსაცინი სწრაფად და კარგად შეიწოვება პრეპარატის მიღების შემდეგ (ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-85%). სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 60-90 წუთის შემდეგ. განაწილების მოცულობა არის 2-3 ლ/კგ. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა (20-40%). ციპროფლოქსაცინი კარგად აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში, ძვლებში. შინაგანად მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ ის ჩნდება ქსოვილებში და სხეულის სითხეებში კონცენტრაციებით, რომლებიც ბევრჯერ აღემატება მის კონცენტრაციას სისხლის შრატში.
ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად უცვლელი სახით: ძირითადად თირკმელებით (50-70%). პერორალური მიღების შემდეგ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-დან 5 საათამდე. პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე გამოიყოფა ნაღველთან და განავალთან ერთად (30%-მდე), ამიტომ მხოლოდ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა იწვევს გამოყოფის შენელებას.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება საწყის შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში;
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
კსს "ტექნოლოგი"
ადგილმდებარეობა
უკრაინა, 20300, ჩერკასის ოლქი, ქალაქი უმანი, სტარაია პრორეზნაიას ქუჩა, სახლი 8.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.