პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ცელლცეპტი

CELLCEPT

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

სელსეპტი, 500 მგ მიკოფენოლატის მოფეტილის შემცველი, აპკით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. სელსეპტი, ორგანიზმში არსებული და ინოზინ მონოფოსფატ დეჰიდროგენაზას (იმფდჰ) სახელით ცნობილი ფერმენტის ფუნქციის საწინააღმდეგო მოქმედებით ავლენს ეფექტს, იმუნურ სისტემას თრგუნავს (იმუნოსუპრესანტია). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AA06
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0167
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაცელლცეპტი და სხვა წამალი ერთად

ცელლცეპტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სელსეპტი, 500 მგ მიკოფენოლატის მოფეტილის შემცველი, აპკით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი.

სელსეპტი, ორგანიზმში არსებული და ინოზინ მონოფოსფატ დეჰიდროგენაზას (იმფდჰ) სახელით ცნობილი ფერმენტის ფუნქციის საწინააღმდეგო მოქმედებით ავლენს ეფექტს, იმუნურ სისტემას თრგუნავს (იმუნოსუპრესანტია).

სელსეპტის, 50 აპკით შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერებშია მოთავსებული, თითოეული ბლისტერი 10 ტაბლეტს შეიცავს და შეფუთვაშია განთავსებული.

სელსეპტი, გამოიყენება თირკმლების გადანერგვის, ღვიძლის ანდა გულის გადანერგვის შემდეგ სხეულის მიერ მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზინით.

სელსეპტი, კალცინორინის ინჰიბიტორია (სელსეპტის მსგავსი მოქმედების, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ სხეულის მიერ ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება,იმუნურ სისტემას სთრგუნავს) და /ანდა კორტიკოსტეროიდთან (სხეულში თირკმლეზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონის-კორტიზოლის მსგავსი სტრუქტურის წამალი) ერთდროულად შეიძლება გამოყენება.

  • სელსეპტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

სელსეპტი, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ.

თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

მოცემული დოზის რაოდენობა დამოკიდებულია თქვანთან გადანერგილ ორგანოზე. ნორმალური დოზები ქვემოთაა მოცემული:

მკურნალობა, გადანერგილი ორგანოს ორგანიზმის მიერ მოცილების თავიდან აცილების მიზნით თქვენთვის საჭირო დროით გაგრძელდება.

თირკმლების გადანერვის შემთვევაში გამოყენება;

ზრდასრულებში, პირველი დოზა გადანერგვის ოპერციის შემდეგ 72 საათში უნდა მიეცეს.

დღიური დოზა, ორი ცალკე დოზის სახით მიცემული 4 ტაბლეტია ( 2 გ მოქმედი ნივთიერება)

2 ტაბლეტი დილით, 2 ტაბლეტი საღამოს უნდა იქნას მიღებული.

გულის გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

ზრდასრულებში, პირველი დოზა ოპერაციის შემდეგ 5 დღეში მიეცემა.

რეკომენდირებული დღიური დოზა, ორი ცალკე დოზის სახით მიცემული 6 ტაბლეტია (3 გ მოქმედი ნივთიერება)

3 ტაბლეტი დილით, 3 ტაბლეტი საღამოს უნდა იქნას მიღებული.

ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

ზრდასრულებში, სელსეპტის პირის გზით (ორალურად)მისაღები პირველი დოზა გადანერგვის ოპერაციიდან სულ ცოტა 4 დღის შემდეგ და პირის გზით წამლის მიღების შეძლებისას მიეცემა.

დღიური დოზა, ორი ცალკე დოზის სახით მიცემული 6 ტაბლეტია (3 გ მოქმედი ნივთიერება)

მიცემის გზა და მეთოდი:

სელსეპტის ტაბლეტები 1ჭიქა წყლით გადაყლაპეთ.

ტაბლეტები არ გატეხოთ ანდა არ დაფხვნათ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება (2-18 წელი)

თირკმლების გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

საჭირო დოზა ბავშვის სხეულის წონის მიხედვით იცვლება.

ექიმი, შესაბამის დოზას სხეულის ზედაპირის ფართის( სიმაღლის და წონის გამოთვლის მიხედვით) მიხედვით გადაწყვეტს. რეკომენდირებული დოზაა დღეში 2-ჯერ 600 მგ/მ2.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ბავშვებში, რომელთაც გულის გადანერგვა გაუკეთდათ, სელსეპტის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ მოიპოვება.

ბავშვებში, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა გაუკეთდათ, სელსეპტის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ მოიპოვება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თირკმლების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში რეკომენდირებული დღიური დოზაა: 1 გრამი ორჯერ დღეში. გულის და ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში რეკომენდრიებული დოზაა: 1.5 გრამი ორჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა :

სერიოზული თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში თირკმლის გადანერგვისას, თირკმლის გადანერგვის შემდგომის პერიოდის გარდა, მიეცემა 1 გრამი ორჯერ დღეში, 1 გრამზე მეტი დოზის მიცემას უნდა მოერიდოთ. თუ, თირკმლის უკმარისობის პრობლემა გაქვთ, ექიმი დღიურად სელსპეტის უფრო დაბალი დოზის მიღებას გირჩევთ.

გულის ანდა ღვიძლის გადანერგვის მქონე და ამავდროულად თირკმლების უკამრისობის მქონე ავადმყოფებთან დაკაშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების გადანერგივის მქონე და ამავდროულად ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებთან დაკავშირებით დოზის სპეციალური რეგულაცია არ არის საჭირო.

გულის გადანერგვის მქონე და ამავდროულად ღვიძლის უკამრისობის მქონე ავამდყოფებში, სელსეპტის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

თუ ფიქრობთ, რომ სელსეპტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, სელსეპტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, სელსპეტის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა თქვენს წამალს შემთხვევით მიიღებს. წამალი თან იქონიეთ საავადმყოფოში.

ქოლესტირამინის მსგავსი, ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები სელსეპტის გამოყოფას აძლიერებს და ამ წამლის აქტიური მეტაბოლიტს (წამლის მეტაბოლიზმის დროს გამოვლენილი ქიმიური ნაერთი) მიკოფენოლის მჟავას ჩამოაშორებს.

თუ, სელსპეტის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ,მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, სელსეპტის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, სელსპეტის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი მიიღეთ, შემდეგი დოზა როგორც ყოველთვის, ჩვეულ დროზე (საათზე) მიიღეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

სელსეპტით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

ექიმის მითითების გარეშე, წამლის მიღება არ შეწყვიტოთ. სელსეპტით მკურნალობის შეწყვეტა, გადანერგილი ორგანოს მოცილების ალბათობის რისკს ზრდის.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალმა, სელსეპტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუნდაც, ყველასთან არა.

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი ქვემოთაა მოცემული: დიარეა, სისხლში წითელი და /ანდა თეთრი უჯრედების შემცირება, ინფექცია, ღებინება. ექიმი, სისხლის შემადგენლობის კონტროლის და ასევე ინფექციის ნიშნებზე დაკვირვებისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზების გადამოწმებას მოითხოვს.

ბავშვები, მოზარდებათან შედარებით უფრო მიდრეკილია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენებაზე:დიარეა, ინფექცია, სისხლში წითელი და/ანდა თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სელსეპტი, გადანერგილი თირკმლის, გულის, ღვიძლის სხეულის მიერ მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, სხეულის იმუნურ-დაცვით სისტემას თრგუნავს, ასუსტებს. შესაბამისად, სხეულს ინფექციის მიმართ ბრძოლის უნარი ნორმასთან შედარებით დაბალია, ანუ, თუ სელსპეტს იყენებთ, შეიძლება უფრო ხშირად დაგემართოთ თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭის და ნაწლავების, ფილტვების და საშარდე გზების ინფექციები.

ამ ტიპის, იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამლების მომხმარებელი ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვში შეიძლება გამოვლინდეს კანის და ლიმფური კვანძების სიმსივნე.

წამალი მთელს სხეულზე მოქმედებს, შესაბამისად, ამ წამლის მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს გავრცელებული გვერდითი ეფექტები, ზოგადად, ეს არის არასასურველი ეფექტები. ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს: სერიოზული ალერგიული რეაქციები(ანაფილაქსია, ანგიოედემას მსგავსი), ცხელება, ძლიერი დაღლილობა, ჩაძინების გაძნელება, ტკივილი (კუჭის, მკერდის, კუნთების ანდა სახსრების), თავის ტკივილი, გრიპის სიმპტომები და შესივება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სელსეპტის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ცხელება ანდა ყელის ტკივილის მსგავსი ინფექციის სიმპტომების გამოვლენა,

სხეულზე მოულოდნელი დალურჯება ანდა სისხლჩაქცევა,

თუ, გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ამ წამლის მიმართ ალერგია (ანაფილაქსიის, ანგიოედემის მსგავსი)გაქვთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სელსეპტის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სელსპეტის მომხმარებელ ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდით ორსულობის კონტროლი:

თუ, დაორსულების პოტენციალის მქონე ქალი ხართ, სელსეპტით მკურნალობის დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ:

სელსპეპტის გამოყენების დაწყებამდე,

სელსპეტით მკურნალობის პერიოდში სრულად,

სელსეპტით მკურნალობის შეწყვეტის შემედეგ 6 კვირის განმავლობაში.

თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შერჩევისთვის ექიმს მიმართეთ. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა და მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით არჩევანი ორ განსხვავებულ ჩაახვის საწინააღმდეგო მეთოდზე უნდა შეაჩეროთ. თუ, ფიქრობთ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი თქვენთან ეფექტური არ არის ანდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება გავიწყდებათ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, ქვემოთ მოცემული მდგომარეობები თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ ორსულობის პოტენციალის არ მქონე ქალი ხართ:

თუ, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ხართ, მაგ. სულ ცოტა 50 წლის ხართ და ბოლო მენსტრუაცია 1 წლის უკან გქონდათ (თუ, სიმსივნის მკურნალობის გამო მენსტრუალური ციკლი შეჩერდა, მაშინ ორუსლობის ალბათობა მაინც გაქვთ)

თუ, ოპერაციულად ფალოპის მილები და ორივე საკვერცხე ამოღებულია (ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია)

თუ, საშვილოსნო ოპერაციული ჩარევით ამოღებულია (ჰისტერექტომია)

თუ, საკვერცხეების ფუნქცია დარღვეულია (გინეკოლოგის მიერ დადასტურებული საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა)

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებით დაიბადეთ, რომელიც თქვენს დაორსულებას შეუძლებელს ხდის: XYგენოტიპი, ტერნერის სინდრომი ანდა საშვილოსნოს აგენეზია.

თუ, ჯერ კიდევ მენსტრუალური ციკლის პერიოდში არა ხართ, ბავშვი ანდა ყმაწვილი ხართ.

სელსეპტის გამოყენების დროს მამაკაცებში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი:

არსებული მონაცემებით, სელსეპტის მომხმარებელ მამებში თანდაყოლილი ანომალიების ანდა აბორტის რისკი დიდი არ არის, თუმცა რისკის სრულად უგულებელყოფა არ შეიძლება, ამიტომ რეკომენდირებულია, თქვენი და თქვენი პარტნიორის მიერ მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 90 დღის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, შვილის ყოლას გეგემავთ, პოტენციური რისკების და ალტერნატიული მკურნალობების შესახებ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

სელსეპტის მომხმარებელ ქალებში ორუსლობის პერიოდი:

თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა შვილის ყოლას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ,

ორსულობას გეგემავთ,

ფიქრობთ, რომ მენსტრუალური ციკლი იგვიანებს, უჩეულო მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ ანდა ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ,

ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების გარეშე სქესობრივი კავშირი გქონდათ,

ექიმი, რისკების და გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გაგესაუბრებათ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების შესახებ.

თუ, სელსპეტით მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ,მაგრამ ექიმთან გასაუბრებამდე სელსპეტის გამოყენება გააგრძელეთ.

მიკოფენოლატი, საკმაოდ დიდი სიხშირით (50%) იწვევს აბორტს და მუცლად მყოფი ბავშვის სერიოზულ ანომალიებს (23-27%). დღემდე ცნობილა შემდეგი სახის ანომალიების გამოვლენა: ყურების, თვალის, სახის ( ტუჩის/სასის ნაპრალი), თითების განვითარების, გულის, საყლაპავის (ხახის და კუჭის დამაკავშირებელი მილი), თირკმლების და ნერვული სისტემის (მაგ.ხერხემლის ნაპრალი(ხერხემლის ძვლების განუვითარებლობა). თქვენს ბავშვთან შეიძლება ეს ანდა უფრო მეტი პრობლემა გამოვლინდეს.

თუ, ორუსლობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მკურნალობის დაწყებამდე ორსულობის ტესტი გაიკეთეთ და უარყოფით პასუხში დარწმუნდით, ასევე ექიმის მიერ მოცემული მითითებები ჩასავის საწინააღმდეგო მეთოდთან დაკაშირებით გაითვალისწინეთ. ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე ორსულობის არ არსებობაში რომ დარწმუნდეს, შეიძლება რამდენიმე ტესტის გაკეთება გთხოვოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წამალი, შეიძლება მცირე რაოდენობით დედის რძეში გადადიოდეს, ამიტომ თუ ძუძუთი კვებავთ, სელსპეტი არ უნდა გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სელსეპტი ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე საშუალო ხარისხის ზემოქმედებას ახდენს , თუ, ძილიანობას, გაბრუებას, თვლემას გრძნობთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ და სამან კარგად არ იგრძნობთ თავს, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

სელსპეტის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000- დან >1 ავადმყოფიდან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული

თირკმლების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში;

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია) სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია)

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია), სისხლში ფოსფატების დონის შემცირება (ჰიპოფოსფატემია)

თავის ტკივილი

სისხლის არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

ხველა, სუნთქვის გაძნელება (დისპნე)

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), გულისრევა, ღებინება

შარდში სისხლის არსებობა(ჰემატურია)

კუნთების სისუსტე (ასთენია), შეშუპება, ცხელება

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ბაქტერიული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები და ვირუსული ინფექციები

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების მომატება(ლეიკოციტოზი)(სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია), თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალემია), სისხლში კალციუმის დონის შემცირება (ჰიპოკალცემია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალემია), სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნემია), სისხლში ფოსფატების დონის შემცირება(ჰიპოფოსფატემია)

გონების არევა (კონფუზია), დეპრესია, უძილობა, შფოთვა(ქცევითი და ფსიქიკური მღელვარება)

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბუჟება (პარესთეზია), კანკალი

გულის ცემის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია)

სისხლის არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება(ჰიპოტენზია)

ხველა,ჰაერის უკმარისობა (დისპნე), პლევრალური ეფუზია(გულის ირგვლივ გარსში სითხის დაგროვება)

მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, დიარეა, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), შებერილობა, გულისრევა, ღებინება

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ღვიძლში ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი), სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ჰიპერბილირუბინემია)

გამონაყარი

სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში შარდოვანას მომატება, თირკმლების უკმარისობა

კუნთებში სისუსტის შეგრძნება(ასთენია), კანკალი, შეშუპება, თიაქარი, ტკივილი, ცხელება

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ბაქტერიული , სოკოვანი და ვირუსული ინფექციები

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია), ექიმოზი (კანის დალურჯება), სისხლში თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტოზი), სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

სისხლში მჟავიანობის მომატება (აციდოზი) სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალემია), სისხლში ცხიმის დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალემია), სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნემია), სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰუპერურიკემია), პოდაგრა (სახსრების ჩირქოვანი ანთება)

გონების არევა (კონფუზია), დეპრესია, უძილობა, აჟიტაცია (მოუსვენრობა), შფოთვა (ქცევითი და ფსიქიკური მოუსვენრობა)

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა (ჰიპერტონია), დაბუჟება(პარესთეზია), თვლემა, კანკალი

სისხლის არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დონის მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ჰიპერბილირუბინემია)

აკნე, გამონაყარი, კანის გასქელება (კანის ჰიპერტროფია)

სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე

კუნთებში სისუსტის შეგრძნება (ასთენია), კანკალი, შეშუპება, თიაქარი, ტკივილი, ცხელება

გავრცელებული:

თირკმელბის გადანერვის მქონე ავადმყოფებში

სოკოვანი ინფექცია

კანზე კეთილთვისებიანი სიმსივნე(კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზია), სიმსივნე (ნეოპლაზია), კანის სიმსივნე

ექიმოზი(კანის დალურჯება), სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

სისხლში მჟავიანობის მომატება (აციდოზი), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის მომატება, (ჰიპერკალემია), სისხლში ცხიმიანობის დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლში კალციუმის დონის მომატება (ჰიპერკალცემია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალემია), სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნემია), სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰუპერურიკემია), პოდაგრა (სახსრების ჩირქოვანი ანთება), წონის დაკლება

გონების არევა (კონფუზია), დეპრესია, უძილობა, შფოთვა (ქცევითი და ფსიქიკური მოუსვენრობა)

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა (ჰიპერტონია), დაბუჟება (პარესთეზია), თვლემა, კანკალი, ნევროლოგიური ფუნქციების გარდამავალი დარღვევები (კონვულსია)

სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), ვენების დახშობა (ვენების თრომბოზი), სისხლძარების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

პლევრალური ეფუზია (ფილტვების მფარავ გარსში სითხის დაგროვება)

მუცლის დაჭიმულობა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება (კოლიტი), მადის შემცირება, საყლაპავის ჩირქოვანი ანთება (ეზოფაგიტი), შებერილობა, კუჭის ანთება (გასტრიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა), კუჭის წყლული, ღრძილების შესივება (ღრძილების ჰიპერპლაზია), ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას ფერმენტის მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი), სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ჰიპერბილირუბინემია)

აკნე, თმის ცვენა (ალოპეცია), გამონაყარი, კანის გასქელება (კანის ჰიპერტროფია)

სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე

სისხლში კრეატინინის მომატება, თირკმლების უკმარისობა

კანკალი, თიაქარი, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში;

კანზე კეთილ თვისებიანი სიმსივნე(კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზია), სიმსივნე(ნეოპლაზია)

ექიმოზი(კანის დალურჯება), სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია),

სისხლში მჟავიანობის მომატება (აციდოზი), სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია), სისხლში ცხიმის რაოდენობის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლში შარდმჟვავას დონის მომატება(ჰიპერურიკემია), პოდაგრა (სახსრების ჩირქოვანი ანთება), წონის დაკლება

აჟიტაცია(მოუსვენრობა), ანორმალური ფიქრები

კუნთების დაჭიმულობა (ჰიპერტონია), თვლემა, ნევროლოგიური ფუნქციების გარდამავალი დარღვევები (კონვულსია)

ვენების დახშობა (ვენური თრომბოზი), სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება (კოლიტი), საყლაპავის ჩირქოვანი ანთება (ეზოფაგიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა), კუჭის წყლული, ღრძილების შესივება (ღრძილების ჰიპერპლაზია), ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი)

მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სიყვითლე (სისხლის უჯრედების დაშლის შედეგად ბილირუბინის სახელით ცნობილი ნივთიერების სხეულში დაგროვება, შედეგად კი კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება)

აკნე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის გასქელება (კანის ჰიპერტროფია)

სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე

შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)

შეუძლოდ ყოფნა

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

კანზე კეთილთვისებიანი სიმსივნე (კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზია), სიმსივნე (ნეოპლაზია), კანის სიმისვნე

ფსევდოლიმფომა (წამალთან დაკაშირებით განვითარებული ლიმფომის მსგავსი სურათი)

სისხლში კალციუმის დონის შემცირება (ჰიპოკალცემია), სისხლში ფოსფატების დონის შემცირება (ჰიპოფოსფატემია), წონის დაკარგვა

ანორმალური ფიქრები

ნევროლოგიური ფუნქციების გარდამავალი დარღვევა (კონვულსია), პირში ანორმალური გემოს შეგრძნება (დისგუზია)

ვენების დახშობა (ვენური თრომბოზი)

მუცლის დაჭიმულობა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება (კოლიტი),საყლაპავის ჩირქოვანი ანთება(ეზოფაგიტი), ბოყინი, კუჭის ანთება (გასტრიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა), კუჭის წყლული, ღრძილების შესივება (ღრძილების ჰიპერპლაზია), ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი)

თმის ცვენა (ალოპეცია)

შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)

შეუძლოდ ყოფნა

ნაკლებად გავრცელებული:

თირკმლების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პროტოზოური ინფექციები

ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები(ლიმფური ქსოვილების უკონტროლო გამრავლებით გამოვლენილი დაავადება)

წმინდა წითელი უჯრედების აპლაზია, ძვლის ტვინის უკმარისობა, ფსევდოლიმფომა (წამალთან დაკაშირებულით განვითარებული ლიმფომის მსგავსი სურათი)

აჟიტაცია (მოუსვენრობა), ანორმალური ფიქრები

პირში ანორმალური გემოს შეგრძნება (დისგუზია)

ლიმფოცელე (ლიმფური სითხის ერთ პარკში(მემბრანულ გარსში) დაგროვება

ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანორმალური გაფართოება), ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება (ფილტვების ქსოვილის დარღვევის განმაპირობებელი დაავადების ჯგუფი)

ბოყინი, პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)

მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა), ჰიპოგამაგლობულინემია (გამაგლობულინის სახელით ცნობილი პროტეინის ნაკლებობასთან დაკაშირებული იმუნური სისტემის უკმარისობა)

სიყვითლე (სისხლის უჯრედების დაშლის შედეგად ბილირუბინის სახელით ცნობილი ნივთიერების სხეულში დაგროვება, რაც კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლებას იწვევს.

სისხლში შარდოვანას მომატება

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პროტოზოური ინფექციები

ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (ლიმფური ქსოვილების უკონტროლო გამრავლებით გამოვლენილი დაავადება), კანის სიმსისვნე

ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანორმალური გაფართოება), პულმონალური ფიბროზი (ფილტვებში ჰაერის ბუშტების გასქელება და გამკვრივება)

ბოყინი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დონის მომატება

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პროტოზოური ინფექციები

ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (ლიმფური ქსოვილების უკონტროლო გამრავლებით გამოვლენილი დაავადება)

წმინდა წითელი უჯრედების აპლაზია, ძვლის ტვინის უკმარისობა, სისხლის ყველა უჯრედების შემცირება (პანციტოპენია)

ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანორმალური გაფართოება), პულმონალური ფიბროზი(ფილტვებში ჰაერის ბუშტების გასქელება და გამკვრივება)

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება(პანკრეატიტი)

ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი)

ძალიან იშვიათი:

თირკმლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პულმონალური ფიბროზი(ფილტვებში ჰაერის ბუშტების გასქელება და გამკვრივება)

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება(ფილტვების ქსოვილის დარღვევის განმაპიროებებელი დაავადებათა ჯგუფი)

ჰიპოგამაგლობულინებია (გამაგლობულინის სახელით ცნობილი პროტეინის ნაკლებობასთან დაკაშირებული იმუნური სისტემის უკმარისობა)

ჰიპოგამაგლობულინებია (გამაგლობულინის სახელით ცნობილი პროტეინის ნაკლებობასთან დაკაშირებული იმუნური სისტემის უკმარისობა

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • სელსეპტის შენახვა

სელსპეპტი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სელსეპტი არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

სს Roche მუსთაჰზარლარი სანაი

უნიქი. სტამბული.აიაზაღას ქ. N:4დ/101

მასლაქი 34396

სარიერი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Recipharm leganes, S.L.U. , ლეგანესი, ესპანეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 28.09.2020 -ში დამოწმებულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია ROCHE

სელსეპტიR 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის) გზით.

მოქმედი ნივთიერება: მიკოფენოლატის მოფეტილია. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 500 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონ K-90, მაგნიუმის სტეარატი, გაუმჭვირვალე შავი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაკროგოლ 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის/თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება სელსეპტი?

სელსეპტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება სელსპეტი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

სელსეპტის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება სელსეპტი?

სელსეპტი, 500 მგ მიკოფენოლატის მოფეტილის შემცველი, აპკით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი.

სელსეპტი, ორგანიზმში არსებული და ინოზინ მონოფოსფატ დეჰიდროგენაზას (იმფდჰ) სახელით ცნობილი ფერმენტის ფუნქციის საწინააღმდეგო მოქმედებით ავლენს ეფექტს, იმუნურ სისტემას თრგუნავს (იმუნოსუპრესანტია).

სელსეპტის, 50 აპკით შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერებშია მოთავსებული, თითოეული ბლისტერი 10 ტაბლეტს შეიცავს და შეფუთვაშია განთავსებული.

სელსეპტი, გამოიყენება თირკმლების გადანერგვის, ღვიძლის ანდა გულის გადანერგვის შემდეგ სხეულის მიერ მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზინით.

სელსეპტი, კალცინორინის ინჰიბიტორია (სელსეპტის მსგავსი მოქმედების, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ სხეულის მიერ ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება,იმუნურ სისტემას სთრგუნავს) და /ანდა კორტიკოსტეროიდთან (სხეულში თირკმლეზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონის-კორტიზოლის მსგავსი სტრუქტურის წამალი) ერთდროულად შეიძლება გამოყენება.

  • სელსეპტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გაფრთხილებები

მიკოფენოლატმა შეიძლება გმოიწვიოს თანდაყოლი მანკების და აბორტის განვითარება. თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მკურნალობის დაწყებამდე ნეგატიური შედეგის მაჩვენებელი ორუსლობის ტესტის პასუხი უნდა გქონდეთ, ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდთან დაკაშირებით უნდა გაითვალისწინოთ ექიმის მიერ მოცემული მითითებები.

ექიმი, მიკოფენოლატის მუცლად მყოფ ბავშვზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციას წერილობით მოგაწვდით. ეს ინფორმაცია ყურადღებით წაიკითხეთ და მითითებები შეასრულეთ.

თუ, მითითებები სრულად გასაგები არ არის, გთხოვთ, თქვენს ექიმს სთხოვეთ, რომ მიკოფენოლატით მკურნალობის დაწყებამდე, განმეორებით აგიხსნათ წამლის მუცლად მყოფ ბავშვზე შესაძლო ზემოქმედების დეტალები. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეთ. ,,ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სელსპეტი სიფრთხილით გამოიყენეთ’’ ,,ორსულობის’’ და ,,ძუძუთი კვების-ლაქტაციის’’ ნაწილები.

სელსეპტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ;

თუ, მიკოფენოლატის მოფეტილის, მიკოფენოლის მჟავის ანდა სელსპეტის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ბრძანდებით და წამლის პირველ გამოყენებამდე ორსულობის ტესტის ნეგატიური პასუხი არ მიგიღიათ, მიკოფენოლატმა შეიძლება თანდაყოლილი დეფექტები და თვითნებითი აბორტი გამოიწვიოს.

თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ.

ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს არ იყენებთ(იხილეთ ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები და ძუძუთი კვება-ლაქტაცია).

თუ, ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ.

სელსეპტი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

სელსეპტით მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ:

თუ,

ცხელება ანდა ყელის ტკივილის მსგავსი ინფექციის სიმპტომები გაქვთ,

სხეულზე მოულოდნელი დალურჯებები ანდა სისხლჩაქცევები გაქვთ,

მანამდე კუჭის წყლულის მსგავსი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობოლემები გქონდათ,

ორსულობას გეგემავთ ანდა თქვენი ანდა თქვენი პარტნიორის სელსპეტის გამოყენების ფონზე ორსულობა დადასტურდა.

მზის სხივების ზემოქმედება

სელსეპტი, სხეულის იმუნურ სისტემას აქვეითებს, შედეგად კანის სიმსივნის რისკი მატულობს, ამიტომ მზის სხივების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების რაოდენობა ქვემოთ მოცემული მითითებების გათვალისწინებით უნდა შევამციროთ:

თავის, კისრის, ხელების და ფეხების დამცავი ტანისამოსი ატარეთ

დაცვის მაღალი ფაქტორის მაჩვენებლით მზის დამცავი საშუალებები გამოიყენეთ

სელსეპტით მკურნალობის დროს და მკრუნალობის დასრულების შემდეგ, სულ ცოტა 6 კვირის განმავლობაში სისხლის დონაცია არ უნდა აწარმოოთ. მამაკაცებმა, სელსპეტით მკურნალობის დროს და მკრუნალობის დასრულებიდან სულ ცოტა 90 დღის განმავლობაში სპერმის დონაცია არ უნდა აწარმოონ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სელსეპტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვების მიღება ანდა სასმელის დალევა სელსეპტით მკურნალობაზე არ მოქმედებს.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სელსპეტის მომხმარებელ ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდით ორსულობის კონტროლი:

თუ, დაორსულების პოტენციალის მქონე ქალი ხართ, სელსეპტით მკურნალობის დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ:

სელსპეპტის გამოყენების დაწყებამდე,

სელსპეტით მკურნალობის პერიოდში სრულად,

სელსეპტით მკურნალობის შეწყვეტის შემედეგ 6 კვირის განმავლობაში.

თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შერჩევისთვის ექიმს მიმართეთ. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა და მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით არჩევანი ორ განსხვავებულ ჩაახვის საწინააღმდეგო მეთოდზე უნდა შეაჩეროთ. თუ, ფიქრობთ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი თქვენთან ეფექტური არ არის ანდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება გავიწყდებათ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, ქვემოთ მოცემული მდგომარეობები თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ ორსულობის პოტენციალის არ მქონე ქალი ხართ:

თუ, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ხართ, მაგ. სულ ცოტა 50 წლის ხართ და ბოლო მენსტრუაცია 1 წლის უკან გქონდათ (თუ, სიმსივნის მკურნალობის გამო მენსტრუალური ციკლი შეჩერდა, მაშინ ორუსლობის ალბათობა მაინც გაქვთ)

თუ, ოპერაციულად ფალოპის მილები და ორივე საკვერცხე ამოღებულია (ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია)

თუ, საშვილოსნო ოპერაციული ჩარევით ამოღებულია (ჰისტერექტომია)

თუ, საკვერცხეების ფუნქცია დარღვეულია (გინეკოლოგის მიერ დადასტურებული საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა)

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემებით დაიბადეთ, რომელიც თქვენს დაორსულებას შეუძლებელს ხდის: XYგენოტიპი, ტერნერის სინდრომი ანდა საშვილოსნოს აგენეზია.

თუ, ჯერ კიდევ მენსტრუალური ციკლის პერიოდში არა ხართ, ბავშვი ანდა ყმაწვილი ხართ.

სელსეპტის გამოყენების დროს მამაკაცებში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი:

არსებული მონაცემებით, სელსეპტის მომხმარებელ მამებში თანდაყოლილი ანომალიების ანდა აბორტის რისკი დიდი არ არის, თუმცა რისკის სრულად უგულებელყოფა არ შეიძლება, ამიტომ რეკომენდირებულია, თქვენი და თქვენი პარტნიორის მიერ მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 90 დღის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, შვილის ყოლას გეგემავთ, პოტენციური რისკების და ალტერნატიული მკურნალობების შესახებ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

სელსეპტის მომხმარებელ ქალებში ორუსლობის პერიოდი:

თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა შვილის ყოლას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ,

ორსულობას გეგემავთ,

ფიქრობთ, რომ მენსტრუალური ციკლი იგვიანებს, უჩეულო მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ ანდა ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ,

ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების გარეშე სქესობრივი კავშირი გქონდათ,

ექიმი, რისკების და გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გაგესაუბრებათ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების შესახებ.

თუ, სელსპეტით მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ,მაგრამ ექიმთან გასაუბრებამდე სელსპეტის გამოყენება გააგრძელეთ.

მიკოფენოლატი, საკმაოდ დიდი სიხშირით (50%) იწვევს აბორტს და მუცლად მყოფი ბავშვის სერიოზულ ანომალიებს (23-27%). დღემდე ცნობილა შემდეგი სახის ანომალიების გამოვლენა: ყურების, თვალის, სახის ( ტუჩის/სასის ნაპრალი), თითების განვითარების, გულის, საყლაპავის (ხახის და კუჭის დამაკავშირებელი მილი), თირკმლების და ნერვული სისტემის (მაგ.ხერხემლის ნაპრალი(ხერხემლის ძვლების განუვითარებლობა). თქვენს ბავშვთან შეიძლება ეს ანდა უფრო მეტი პრობლემა გამოვლინდეს.

თუ, ორუსლობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მკურნალობის დაწყებამდე ორსულობის ტესტი გაიკეთეთ და უარყოფით პასუხში დარწმუნდით, ასევე ექიმის მიერ მოცემული მითითებები ჩასავის საწინააღმდეგო მეთოდთან დაკაშირებით გაითვალისწინეთ. ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე ორსულობის არ არსებობაში რომ დარწმუნდეს, შეიძლება რამდენიმე ტესტის გაკეთება გთხოვოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წამალი, შეიძლება მცირე რაოდენობით დედის რძეში გადადიოდეს, ამიტომ თუ ძუძუთი კვებავთ, სელსპეტი არ უნდა გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

სელსეპტი ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე საშუალო ხარისხის ზემოქმედებას ახდენს , თუ, ძილიანობას, გაბრუებას, თვლემას გრძნობთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ და სამან კარგად არ იგრძნობთ თავს, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

სელსპეტის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გაფრთხილების განმაპირობებელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, მცენარეული წამლების მსგავს ანდა რეცეპტის გარეშე გაცემულ წამალს ღებულობთ ანდა ახლო პერიოდში გამოიყენეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნოებთ, რადგანაც სელსეპტმა , შეიძლება ზოგიერთი წამლის ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს, გარდა ამისა, სხვა წამლებმაც შეიძლება სელსპეტის ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს იყენებთ, სელსპეტით მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს აცნოებთ:

თუ, აზათიოპრინს, ციკლოსპორინი A, ტაკროლიმუსს ანდა სხვა იმუნური სისტემის დამთრგუნავ (იმუნოსუპრესორული) საშუალებებს (ავადმყოფებს ზოგჯერ გადანერგვის ოპერაციის შემდეგ ეძლევათ) ღებულობთ,

თუ, აციკლოვირს დ განციკლოვირის მსგავს ვირუსების საწინააღმდეგო ეფექტურ წამალს ღებულობთ,

თუ, პოდაგრის ანდა სხვა მიზეზებით სისხლში შარდმჟავის დონის მომატების (ჰიპერურიკემია) სამკრუნალოდ პრობენეციდის მსგავს წამლებს ღებულობთ,

თუ, ქოლესტირამინს (სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების სამკურნალო წამალი) ღებულობთ,

თუ, რიფამპიცინს (ტუბერკულოზის მსგავსი ინფექციების თავიდან აცილების და სამკრუნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი) ღებულობთ,

თუ, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების სამკურნალოდ ანტაციდებს ანდა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს ღებულობთ,

თუ, ფოსფატების შემბოჭველ წამლებს (თირკმელბის ქრონიკული უკმარისობის დროს ფორფატების შეწოვის შემცირებისთვის) ღებულობთ,

თუ, ანტიბიოტიკებს (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ) ღებულობთ,

თუ, იზოვუკონაზოლს (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო) ღებულობთ,

თუ, ტელისარტანს(მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო) ღებულობთ.

აცრები

სელსეპტის გამოყენების დროს, თუ აცრის გაკეთება დაგჭირდებათ (ცოცხალი აცრა), ჯერ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ. ექიმი, აგიხსნით, თუ რომელი აცრის გაკეთება შეგიძლიათ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება სელსეპტი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

სელსეპტი, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიიღეთ.

თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

მოცემული დოზის რაოდენობა დამოკიდებულია თქვანთან გადანერგილ ორგანოზე. ნორმალური დოზები ქვემოთაა მოცემული:

მკურნალობა, გადანერგილი ორგანოს ორგანიზმის მიერ მოცილების თავიდან აცილების მიზნით თქვენთვის საჭირო დროით გაგრძელდება.

თირკმლების გადანერვის შემთვევაში გამოყენება;

ზრდასრულებში, პირველი დოზა გადანერგვის ოპერციის შემდეგ 72 საათში უნდა მიეცეს.

დღიური დოზა, ორი ცალკე დოზის სახით მიცემული 4 ტაბლეტია ( 2 გ მოქმედი ნივთიერება)

2 ტაბლეტი დილით, 2 ტაბლეტი საღამოს უნდა იქნას მიღებული.

გულის გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

ზრდასრულებში, პირველი დოზა ოპერაციის შემდეგ 5 დღეში მიეცემა.

რეკომენდირებული დღიური დოზა, ორი ცალკე დოზის სახით მიცემული 6 ტაბლეტია (3 გ მოქმედი ნივთიერება)

3 ტაბლეტი დილით, 3 ტაბლეტი საღამოს უნდა იქნას მიღებული.

ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

ზრდასრულებში, სელსეპტის პირის გზით (ორალურად)მისაღები პირველი დოზა გადანერგვის ოპერაციიდან სულ ცოტა 4 დღის შემდეგ და პირის გზით წამლის მიღების შეძლებისას მიეცემა.

დღიური დოზა, ორი ცალკე დოზის სახით მიცემული 6 ტაბლეტია (3 გ მოქმედი ნივთიერება)

3 ტაბლეტი დილით, 3 ტაბლეტი საღამოს უნდა იქნას მიღებული.

მიცემის გზა და მეთოდი:

სელსეპტის ტაბლეტები 1ჭიქა წყლით გადაყლაპეთ.

ტაბლეტები არ გატეხოთ ანდა არ დაფხვნათ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება (2-18 წელი)

თირკმლების გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

საჭირო დოზა ბავშვის სხეულის წონის მიხედვით იცვლება.

ექიმი, შესაბამის დოზას სხეულის ზედაპირის ფართის( სიმაღლის და წონის გამოთვლის მიხედვით) მიხედვით გადაწყვეტს. რეკომენდირებული დოზაა დღეში 2-ჯერ 600 მგ/მ2.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გულის გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

ბავშვებში, რომელთაც გულის გადანერგვა გაუკეთდათ, სელსეპტის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ მოიპოვება.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში გამოყენება:

ბავშვებში, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა გაუკეთდათ, სელსეპტის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ მოიპოვება.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თირკმლების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში რეკომენდირებული დღიური დოზაა: 1 გრამი ორჯერ დღეში. გულის და ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში რეკომენდრიებული დოზაა: 1.5 გრამი ორჯერ დღეში.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა :

სერიოზული თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში თირკმლის გადანერგვისას, თირკმლის გადანერგვის შემდგომის პერიოდის გარდა, მიეცემა 1 გრამი ორჯერ დღეში, 1 გრამზე მეტი დოზის მიცემას უნდა მოერიდოთ. თუ, თირკმლის უკმარისობის პრობლემა გაქვთ, ექიმი დღიურად სელსპეტის უფრო დაბალი დოზის მიღებას გირჩევთ.

გულის ანდა ღვიძლის გადანერგვის მქონე და ამავდროულად თირკმლების უკამრისობის მქონე ავადმყოფებთან დაკაშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების გადანერგივის მქონე და ამავდროულად ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებთან დაკავშირებით დოზის სპეციალური რეგულაცია არ არის საჭირო.

გულის გადანერგვის მქონე და ამავდროულად ღვიძლის უკამრისობის მქონე ავამდყოფებში, სელსეპტის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

თუ ფიქრობთ, რომ სელსეპტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, სელსეპტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, სელსპეტის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა თქვენს წამალს შემთხვევით მიიღებს. წამალი თან იქონიეთ საავადმყოფოში.

ქოლესტირამინის მსგავსი, ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები სელსეპტის გამოყოფას აძლიერებს და ამ წამლის აქტიური მეტაბოლიტს (წამლის მეტაბოლიზმის დროს გამოვლენილი ქიმიური ნაერთი) მიკოფენოლის მჟავას ჩამოაშორებს.

თუ, სელსპეტის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ,მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, სელსეპტის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, სელსპეტის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი მიიღეთ, შემდეგი დოზა როგორც ყოველთვის, ჩვეულ დროზე (საათზე) მიიღეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

სელსეპტით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

ექიმის მითითების გარეშე, წამლის მიღება არ შეწყვიტოთ. სელსეპტით მკურნალობის შეწყვეტა, გადანერგილი ორგანოს მოცილების ალბათობის რისკს ზრდის.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალმა, სელსეპტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუნდაც, ყველასთან არა.

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი ქვემოთაა მოცემული: დიარეა, სისხლში წითელი და /ანდა თეთრი უჯრედების შემცირება, ინფექცია, ღებინება. ექიმი, სისხლის შემადგენლობის კონტროლის და ასევე ინფექციის ნიშნებზე დაკვირვებისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზების გადამოწმებას მოითხოვს.

ბავშვები, მოზარდებათან შედარებით უფრო მიდრეკილია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენებაზე:დიარეა, ინფექცია, სისხლში წითელი და/ანდა თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სელსეპტი, გადანერგილი თირკმლის, გულის, ღვიძლის სხეულის მიერ მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, სხეულის იმუნურ-დაცვით სისტემას თრგუნავს, ასუსტებს. შესაბამისად, სხეულს ინფექციის მიმართ ბრძოლის უნარი ნორმასთან შედარებით დაბალია, ანუ, თუ სელსპეტს იყენებთ, შეიძლება უფრო ხშირად დაგემართოთ თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭის და ნაწლავების, ფილტვების და საშარდე გზების ინფექციები.

ამ ტიპის, იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამლების მომხმარებელი ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვში შეიძლება გამოვლინდეს კანის და ლიმფური კვანძების სიმსივნე.

წამალი მთელს სხეულზე მოქმედებს, შესაბამისად, ამ წამლის მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს გავრცელებული გვერდითი ეფექტები, ზოგადად, ეს არის არასასურველი ეფექტები. ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს: სერიოზული ალერგიული რეაქციები(ანაფილაქსია, ანგიოედემას მსგავსი), ცხელება, ძლიერი დაღლილობა, ჩაძინების გაძნელება, ტკივილი (კუჭის, მკერდის, კუნთების ანდა სახსრების), თავის ტკივილი, გრიპის სიმპტომები და შესივება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სელსეპტის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ცხელება ანდა ყელის ტკივილის მსგავსი ინფექციის სიმპტომების გამოვლენა,

სხეულზე მოულოდნელი დალურჯება ანდა სისხლჩაქცევა,

თუ, გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ამ წამლის მიმართ ალერგია (ანაფილაქსიის, ანგიოედემის მსგავსი)გაქვთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სელსეპტის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000- დან >1 ავადმყოფიდან ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული

თირკმლების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში;

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია) სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია)

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია), სისხლში ფოსფატების დონის შემცირება (ჰიპოფოსფატემია)

თავის ტკივილი

სისხლის არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

ხველა, სუნთქვის გაძნელება (დისპნე)

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), გულისრევა, ღებინება

შარდში სისხლის არსებობა(ჰემატურია)

კუნთების სისუსტე (ასთენია), შეშუპება, ცხელება

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ბაქტერიული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები და ვირუსული ინფექციები

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების მომატება(ლეიკოციტოზი)(სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია), თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალემია), სისხლში კალციუმის დონის შემცირება (ჰიპოკალცემია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალემია), სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნემია), სისხლში ფოსფატების დონის შემცირება(ჰიპოფოსფატემია)

გონების არევა (კონფუზია), დეპრესია, უძილობა, შფოთვა(ქცევითი და ფსიქიკური მღელვარება)

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბუჟება (პარესთეზია), კანკალი

გულის ცემის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია)

სისხლის არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება(ჰიპოტენზია)

ხველა,ჰაერის უკმარისობა (დისპნე), პლევრალური ეფუზია(გულის ირგვლივ გარსში სითხის დაგროვება)

მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, დიარეა, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), შებერილობა, გულისრევა, ღებინება

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ღვიძლში ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი), სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ჰიპერბილირუბინემია)

გამონაყარი

სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში შარდოვანას მომატება, თირკმლების უკმარისობა

კუნთებში სისუსტის შეგრძნება(ასთენია), კანკალი, შეშუპება, თიაქარი, ტკივილი, ცხელება

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ბაქტერიული , სოკოვანი და ვირუსული ინფექციები

სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია), ექიმოზი (კანის დალურჯება), სისხლში თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტოზი), სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

სისხლში მჟავიანობის მომატება (აციდოზი) სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალემია), სისხლში ცხიმის დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალემია), სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნემია), სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰუპერურიკემია), პოდაგრა (სახსრების ჩირქოვანი ანთება)

გონების არევა (კონფუზია), დეპრესია, უძილობა, აჟიტაცია (მოუსვენრობა), შფოთვა (ქცევითი და ფსიქიკური მოუსვენრობა)

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა (ჰიპერტონია), დაბუჟება(პარესთეზია), თვლემა, კანკალი

გულის ცემის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია)

სისხლის არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია), სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

ხველა,ჰაერის უკმარისობა (დისპნე), პლევრალური ეფუზია(გულის ირგვლივ გარსში სითხის დაგროვება)

მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, დიარეა, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), შებერილობა, გულისრევა, ღებინება

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დონის მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ჰიპერბილირუბინემია)

აკნე, გამონაყარი, კანის გასქელება (კანის ჰიპერტროფია)

სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე

სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში შარდოვანას მომატება, თირკმლების უკმარისობა

კუნთებში სისუსტის შეგრძნება (ასთენია), კანკალი, შეშუპება, თიაქარი, ტკივილი, ცხელება

გავრცელებული:

თირკმელბის გადანერვის მქონე ავადმყოფებში

სოკოვანი ინფექცია

კანზე კეთილთვისებიანი სიმსივნე(კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზია), სიმსივნე (ნეოპლაზია), კანის სიმსივნე

ექიმოზი(კანის დალურჯება), სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

სისხლში მჟავიანობის მომატება (აციდოზი), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის მომატება, (ჰიპერკალემია), სისხლში ცხიმიანობის დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლში კალციუმის დონის მომატება (ჰიპერკალცემია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალემია), სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნემია), სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰუპერურიკემია), პოდაგრა (სახსრების ჩირქოვანი ანთება), წონის დაკლება

გონების არევა (კონფუზია), დეპრესია, უძილობა, შფოთვა (ქცევითი და ფსიქიკური მოუსვენრობა)

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა (ჰიპერტონია), დაბუჟება (პარესთეზია), თვლემა, კანკალი, ნევროლოგიური ფუნქციების გარდამავალი დარღვევები (კონვულსია)

გულის ცემის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია)

სისხლის არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), ვენების დახშობა (ვენების თრომბოზი), სისხლძარების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

პლევრალური ეფუზია (ფილტვების მფარავ გარსში სითხის დაგროვება)

მუცლის დაჭიმულობა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება (კოლიტი), მადის შემცირება, საყლაპავის ჩირქოვანი ანთება (ეზოფაგიტი), შებერილობა, კუჭის ანთება (გასტრიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა), კუჭის წყლული, ღრძილების შესივება (ღრძილების ჰიპერპლაზია), ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას ფერმენტის მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი), სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ჰიპერბილირუბინემია)

აკნე, თმის ცვენა (ალოპეცია), გამონაყარი, კანის გასქელება (კანის ჰიპერტროფია)

სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე

სისხლში კრეატინინის მომატება, თირკმლების უკმარისობა

კანკალი, თიაქარი, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში;

კანზე კეთილ თვისებიანი სიმსივნე(კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზია), სიმსივნე(ნეოპლაზია)

ექიმოზი(კანის დალურჯება), სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია),

სისხლში მჟავიანობის მომატება (აციდოზი), სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება (ჰიპერქოლესტერინემია), სისხლში ცხიმის რაოდენობის მომატება (ჰიპერლიპიდემია), სისხლში შარდმჟვავას დონის მომატება(ჰიპერურიკემია), პოდაგრა (სახსრების ჩირქოვანი ანთება), წონის დაკლება

აჟიტაცია(მოუსვენრობა), ანორმალური ფიქრები

კუნთების დაჭიმულობა (ჰიპერტონია), თვლემა, ნევროლოგიური ფუნქციების გარდამავალი დარღვევები (კონვულსია)

ვენების დახშობა (ვენური თრომბოზი), სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია)

ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება (კოლიტი), საყლაპავის ჩირქოვანი ანთება (ეზოფაგიტი), კუჭის ანთება (გასტრიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა), კუჭის წყლული, ღრძილების შესივება (ღრძილების ჰიპერპლაზია), ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი)

მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სიყვითლე (სისხლის უჯრედების დაშლის შედეგად ბილირუბინის სახელით ცნობილი ნივთიერების სხეულში დაგროვება, შედეგად კი კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება)

აკნე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის გასქელება (კანის ჰიპერტროფია)

სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე

შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)

შეუძლოდ ყოფნა

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

კანზე კეთილთვისებიანი სიმსივნე (კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზია), სიმსივნე (ნეოპლაზია), კანის სიმისვნე

ფსევდოლიმფომა (წამალთან დაკაშირებით განვითარებული ლიმფომის მსგავსი სურათი)

სისხლში კალციუმის დონის შემცირება (ჰიპოკალცემია), სისხლში ფოსფატების დონის შემცირება (ჰიპოფოსფატემია), წონის დაკარგვა

ანორმალური ფიქრები

ნევროლოგიური ფუნქციების გარდამავალი დარღვევა (კონვულსია), პირში ანორმალური გემოს შეგრძნება (დისგუზია)

ვენების დახშობა (ვენური თრომბოზი)

მუცლის დაჭიმულობა, ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება (კოლიტი),საყლაპავის ჩირქოვანი ანთება(ეზოფაგიტი), ბოყინი, კუჭის ანთება (გასტრიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა), კუჭის წყლული, ღრძილების შესივება (ღრძილების ჰიპერპლაზია), ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი)

მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სიყვითლე (სისხლის უჯრედების დაშლის შედეგად ბილირუბინის სახელით ცნობილი ნივთიერების სხეულში დაგროვება, შედეგად კი კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება)

თმის ცვენა (ალოპეცია)

შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)

შეუძლოდ ყოფნა

ნაკლებად გავრცელებული:

თირკმლების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პროტოზოური ინფექციები

ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები(ლიმფური ქსოვილების უკონტროლო გამრავლებით გამოვლენილი დაავადება)

წმინდა წითელი უჯრედების აპლაზია, ძვლის ტვინის უკმარისობა, ფსევდოლიმფომა (წამალთან დაკაშირებულით განვითარებული ლიმფომის მსგავსი სურათი)

აჟიტაცია (მოუსვენრობა), ანორმალური ფიქრები

პირში ანორმალური გემოს შეგრძნება (დისგუზია)

ლიმფოცელე (ლიმფური სითხის ერთ პარკში(მემბრანულ გარსში) დაგროვება

ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანორმალური გაფართოება), ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება (ფილტვების ქსოვილის დარღვევის განმაპირობებელი დაავადების ჯგუფი)

ბოყინი, პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)

მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა), ჰიპოგამაგლობულინემია (გამაგლობულინის სახელით ცნობილი პროტეინის ნაკლებობასთან დაკაშირებული იმუნური სისტემის უკმარისობა)

სიყვითლე (სისხლის უჯრედების დაშლის შედეგად ბილირუბინის სახელით ცნობილი ნივთიერების სხეულში დაგროვება, რაც კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლებას იწვევს.

სისხლში შარდოვანას მომატება

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პროტოზოური ინფექციები

ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (ლიმფური ქსოვილების უკონტროლო გამრავლებით გამოვლენილი დაავადება), კანის სიმსისვნე

წმინდა წითელი უჯრედების აპლაზია, ძვლის ტვინის უკმარისობა, ფსევდოლიმფომა (წამალთან დაკაშირებულით განვითარებული ლიმფომის მსგავსი სურათი)

პირში ანორმალური გემოს შეგრძნება (დისგუზია)

ლიმფოცელე (ლიმფური სითხის ერთ პარკში(მემბრანულ გარსში) დაგროვება

ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანორმალური გაფართოება), პულმონალური ფიბროზი (ფილტვებში ჰაერის ბუშტების გასქელება და გამკვრივება)

ბოყინი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დონის მომატება

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პროტოზოური ინფექციები

ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (ლიმფური ქსოვილების უკონტროლო გამრავლებით გამოვლენილი დაავადება)

წმინდა წითელი უჯრედების აპლაზია, ძვლის ტვინის უკმარისობა, სისხლის ყველა უჯრედების შემცირება (პანციტოპენია)

ლიმფოცელე (ლიმფური სითხის ერთ პარკში(მემბრანულ გარსში) დაგროვება

ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანორმალური გაფართოება), პულმონალური ფიბროზი(ფილტვებში ჰაერის ბუშტების გასქელება და გამკვრივება)

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება(პანკრეატიტი)

ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი)

ძალიან იშვიათი:

თირკმლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

პულმონალური ფიბროზი(ფილტვებში ჰაერის ბუშტების გასქელება და გამკვრივება)

ღვიძლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება(ფილტვების ქსოვილის დარღვევის განმაპიროებებელი დაავადებათა ჯგუფი)

ჰიპოგამაგლობულინებია (გამაგლობულინის სახელით ცნობილი პროტეინის ნაკლებობასთან დაკაშირებული იმუნური სისტემის უკმარისობა)

გულის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში:

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება(ფილტვების ქსოვილის დარღვევის განმაპიროებებელი დაავადებათა ჯგუფი)

ჰიპოგამაგლობულინებია (გამაგლობულინის სახელით ცნობილი პროტეინის ნაკლებობასთან დაკაშირებული იმუნური სისტემის უკმარისობა

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • სელსეპტის შენახვა

სელსპეპტი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სელსეპტი არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

სს Roche მუსთაჰზარლარი სანაი

უნიქი. სტამბული.აიაზაღას ქ. N:4დ/101

მასლაქი 34396

სარიერი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Recipharm leganes, S.L.U. , ლეგანესი, ესპანეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 28.09.2020 -ში დამოწმებულია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა