პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

მიკოფიტი

Mycofit

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სრული სახელწოდებაა მიკოფენოლატის მოფეტილი 250 მგ კაფსულები. მიკოფენოლატის მოფეტილის 250 კაფსულები შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. “იმუნოსუპრესანტებს”. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
ფორმა და შეფუთვა
250მგ მყარი კაფსულა №100
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-045031
რეგისტრირებულია
23 მარტი 2026, მოქმედებს 23 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებამიკოფიტი და სხვა წამალი ერთად

მიკოფიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სრული სახელწოდებაა მიკოფენოლატის მოფეტილი 250 მგ კაფსულები.

მიკოფენოლატის მოფეტილის 250 კაფსულები შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. “იმუნოსუპრესანტებს”.

მიკოფენოლატის მოფეტილი გამოიყენება გადანერგილი თირკმლის, გულის ან ღვიძლის ორგანიზმიდან მოცილების პრევენციისათვის და გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მისაღები წამლის რაოდენობა

მისაღები წამლის რაოდენობა დამოკიდებულია ჩატარებული ტრანსპლანტაციის ტიპზე, რეკომენდებული დოზა მოცემულია ქვემოთ. მკურნალობა გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.

თირკმლის გადანერგვა

ზრდასრულები:

პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 3 დღის განმავლობაში.

დღიური დოზა შეადგენს 8 კაფსულას (2 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად.

4 კაფსულა მიიღება დილით და 4 კაფსულა – საღამოს.

ბავშვები (2-დან 18 წლამდე):

დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონასა და სიმაღლეზე.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას ბავშვის სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით – იზომება კადრატულ მეტრებში ან “მ2”). რეკომენდებული დოზაა 600 მგ/მ²-ზე დღეში ორჯერ.

გულის გადანერგვა

ზრდასრულები:

პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან 5 დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად.

6 კაფსულის მიიღება დილით და 6 კაფსულა – საღამოს.

ბავშვები:

მონაცემები არასაკმარისია მიკოფიტის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში გულის გადანერგვის შემდეგ.

ღვიძლის გადანერგვა

ზრდასრულები:

მიკოფიტის კაფსულების პირველი პერორალური დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 4 დღის განმავლობაში, როცა პაციენტი შეძლებს წამლის გადაყლაპვას.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად,

6 კაფსულა მიიღება დილით, 6 კაფსულა – საღამოს.

ბავშვები:

მონაცემები არასაკმარისია მიკოიტის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.

მედიკამენტის მიღებისა და დანიშვნის წესი

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

არ შეიძლება კაფსულების გატეხვა ან გასრესვა.

არ შეიძლება გატეხილი ან გაყოფილი კაფსულების მიღება.

აცილებულ უნდა იქნეს გატეხილი კაფსულიდან გამოყოფილი ფხვნილის თვალებში ან პირში მოხვედრა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობა მტკნარი წყლით ჩამობანა.

აცილებულ უნდა იქნეს გატეხილი კაფსულიდან გამოყოფილი ფხვნილის კანზე მოხვედრა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გულმოდგინედ საპნითა და წყლით ჩამობანა.

მიკოფიტის დოზის გადაჭარბებისას

მიკოფიტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. იგივე უნდა გაკეთდეს შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა.

მიკოფიტის დოზის მიღების დავიწყებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე და შემდეგ დანიშნულების მიხედვით გაგრძელება. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მიკოფიტით მკურნალობის შეწყვეტისას

მიკოფიტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმის მითითების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკი.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლატის მოფეტილის, მიკოფენოლის მჟავის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში);

თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს არ გაუკეთებია ორსულობის ტესტი, რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;

ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში;

თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტიან მეთოდებს (იხ. ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება);

ძუძუთი კვების დროს.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მიკოფიტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სიფრთხილის ზომები

მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია:

თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, რადგან შეიძლება გვერდითი მოვლენების, როგორიცაა გარკვეული ვირუსული ინფექციები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და ფილტვების შეშუპება, განვითარების გაზრდილი რისკი ჰქონდეს, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი;

თუ პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული;

თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას ან მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა;

თუ პაციენტს ფერმენტის მემკვიდრეობითი დეფიციტი აქვს, როგორიცაა ლეშ-ნიჰამის და კელი-სიგმილერის სინდრომი.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან პაციენტი არ არის დარწმუნებული), მიკოფიტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.

მზის სხივების ეფექტი

მიკოფიტი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, შედეგად, არსებობს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი. პაციენტმა უნდა შეამციროს მიღებული მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა. საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

საჭიროა დამცავი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ასევე ფარავს თავს, კისერს, ხელებსა და ფეხებს;

საჭიროა მზის სხივებისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომელსაც დაცვის მაღალი ფაქტორი აქვს.

ბავშვები

დაუშვებელია მედიკამენტის მიცემა 2 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებისათვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეზღუდული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია რეკომენდაციების გაცემა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ეფექტზე.

კერძოდ, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი მიკოფიტით მკურნალობის დაწყებამდე იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

აზატიოპრინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას -გამოიყენება გადანერგვის ოპერაციის შემდეგ;

ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლების სამკურნალოდ;

რიმფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ ან მისი პრევეციისათვის, როგორიცაა ტუბერკულოზი (TB)

ანტაციდები, ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - გამოიყენება კუჭში მჟავიანობის დარღვევის დროს, როგორიცაა დისპეფსია;

ფოსფატების შემბოჭველები - გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს სისხლის მიერ აბსორბირებული ფოსფატების დონის დასაქვეითებლად;

ანტიბიოტიკები – გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

ისავუკონაზოლი – გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

ტელმისარტანი – გამოიყენება სისხლის მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

ვაქცინები

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს ესაჭიროება ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინით) მიკოფიტით მკურნალობის დროს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, თუ რომელი ვაქცინის გაკეთებაა მიზანშეწონილი.

მიკოფიტით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირისა არ შეიძლება სისხლის დონაცია.

მამაკაცებში მიკოფიტით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღისა არ არის რეკომენდებული სპერმის დონაცია.

მიკოფიტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს მიკოფიტით მკურნალობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კონტრაცეფცია ქალებში მიკოფიტით მკურნალობის პერიოდში

შვილოსნობის ასაკის მქონე ასაკის ქალებში საჭიროა კონტრაცეფციის ეფექტიანი მეთოდის გამოყენება მიკოფიტით მკურნალობის დროს, რაც მოიცავს:

მიკოფიტის მიღების დაწყებამდე;

მიკოფიტით მკურნალობის მთელ პერიოდში;

მიკოფიტით მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის შესარჩევად, ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. უმჯობესია გამოყენებულ იქნეს კონტრაცეფციის ორი ტიპი, რადგან ეს ამცირებს არაგანზრახული ორსულობის რისკს. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტიანი, ან დაავიწყდა კონტრაცეფციული აბების მიღება.

პაციენტს არ შეუძლია დაორსულება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:

თუ პაციენტს აღენიშნება პოსტმენოპაუზური მდგომარეობა, მაგ.: არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა კიბოს მკურნალობის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა ისევ არის);

თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოღებულია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);

თუ საშვილოსნო ამოღებულია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);

თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (საკვერცეების ნაადრევი უკმარისობა დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);

თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;

თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.

კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მიკოფიტით

ხელმისაწვდომი მტკიცებულებები არ მიუთითებს ანომალიების ან აბორტის გაზრდილ რისკზე, თუ მამა იღებს მიკოფენოლატს. თუმცა, რისკი სრულად არ უნდა გამოირიცხოს.

სიფრთხილის ზომის სახით, მამაკაცმა პაციენტმა და მისმა მდედრობითი სქესის პარტნიორმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდები მკურნალობის დროს და მიკოფიტის მიღების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

თუ პაციენტი გეგმავს შვილის ყოლას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ,

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ

პაციენტი გეგმავს ორსულობას;

პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა, ან ვარაუდობს ორსულობას;

პაციენტმა სქესობრივი კავშირის დროს არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტიანი მეთოდი.

თუ მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მიკოფიტის მიღების გაგრძელება.

ორსულობა

მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (ტუჩის/სასის ნაპრალი) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის (მილი, რომელიც ხახას აერთებს კუჭთან), თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაიტარონ ორსულობის ტესტი და მხოლოდ ტესტის უარყოფითი მაჩვენებლისა და ექიმის მიერ რეკომენდებული კონტრაცეფციის დაცვის შემდეგ უნდა დაიწყონ მკურნალობა. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ორსულობის დასადგენი ერთზე მეტი ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.

ძუძუთი კვება

არ შეიძლება მიკოფიტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მიკოფიტს ზომიერი გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ცნობიერების დაბინდვა, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა და პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობს.

მიკოფიტი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება და ყელის ტკივილი;

მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები და სისხლდენა;

გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენისა და ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით – ეს შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის ალერგიული რექციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება).

დამახასიათებელი პრობლემები

მედიკამენტის მიღების დროს ყველაზე დამახასიათებელი პრობლემაა დიარეა, ლეიკოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ინფექცია და ღებინება. მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სისხლის ანალიზი შემდეგ მაჩვენებლებზე:

სისხლის უჯრედების რაოდენობა ან ინფექციის ნიშნები

ბავშვებს უფრო მეტად აღენიშნებათ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა. ეს მოიცავს დიარეას, ინფექციებს, ლეიკოციტებისა და ერიტროციტების რაოდენობის შემცირებას.

ინფექციებთან ბრძოლა

მიკოფიტი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, რაც ხელს უშლის გადანერგილი ორგანოს მოცილებას სხეულის მიერ, შედეგად, ქვეითდება ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ავადდება ინფექციებით, მათ შორის თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვების და საშარდე სისტემის ინფექციებით.

ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო

როგორც სხვა ამ ტიპის მედიკამენტების (იმუნოსუპრესანტების) მკურალობის ფონზე, პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას მიკოფიტით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდათ ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო.

ზოგადი არასასურველი ეფექტები

შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ზოგადი გვერდითი მოვლენები, ეს მოიცავს სერიოზული ხასიათის ალერგიულ რეაქციებს (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, დაძინების გაძნელება, ტკივილი (კუჭის, მკერდის არეში, სახსრების ან კუნთების ტკივილი), თავის ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები და შეშუპება.

სხვა არასასურველი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

კანის პრობლემები, როგორიცაა:

აკნე, ჰერპესული გამონაყარი, სარტყლისებრი ლიქენი, კანის წარმონაქმნები, თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი.

შარდვის პრობლემები, როგორიცაა:

სისხლიანი შარდი

საჭმლის მომნელებელი სისტემის და პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა:

ღრძილების შესივება და წყლულები პირის ღრუში;

პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან კუჭის ანთება;

კუჭ-ნაწლავების დარღვევები, მათ შორის სისხლდენა;

ღვიძლის პრობლემები;

დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსია, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი.

ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა:

თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაბუჟების შეგრძნება;

ტრემორი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები;

შფოთვა ან დეპრესია, გუნება-განწყობილების ცვლილებები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, როგორიცაა:

სისხლის წნევის ცვალებადობა, გაძლიერებული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება.

ფილტვების პრობლემები, როგორიცაა:

პნევმონია, ბრონქიტი

ქოშინი, ხველა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიებით (მდგომარეობა, როცა ფილტვების სასუნთქი გზები პათოლოგიურად დილატირებულია) ან ფილტვის ფიბროზით (ფილტვის ქსოვილის დაზიანება). თუ პაციენტს აღენიშნება მუდმივი ხასიათის ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

სითხე ფილტვებში ან გულმკერდის ღრუში

სინუსიტები.

სხვა პრობლემები, როგორიცაა:

წონაში კლება, პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მატება, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მიკოფენოლატის მოფეტილი. თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოვიდონი K 90, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (FD) და C ლურჯი 2 (E132).

შავი მელანი შეიცავს: შელაკი, რკინის შავი ოქსიდი.

მიკოფიტის გამოშვები ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მიკოფიტი არის ღია ცისფერი/ატმისფერი, ზომით “1”, მყარი ჟელატინის კაფსულები, თავსახურზე ამოტვიფრულია “MMF” და კორპუსზე – “250”, შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის ფხვნილს.

მიკოფიტი ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, შეფუთვაში 100 და 300 კაფსულით.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7

02-677 Warszawa

Tel: + 48 22 577 28 00

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ. ზ.ო.ო.

ულ. ტასმოვა 7

02-677 ვარშავა

ტელ.: +48 22 577 28 00

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30⁰C-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების შემჩნევისას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვაის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

მიკოფიტი 250 მგ მყარი კაფსულები

მიკოფენოლატის მოფეტილი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვრდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს მიკოფიტი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მიკოფიტის მიღებამდე

მიკოფიტის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

მიკოფიტის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს მიკოფიტი და მისი გამოყენება

მედიკამენტის სრული სახელწოდებაა მიკოფენოლატის მოფეტილი 250 მგ კაფსულები.

მიკოფენოლატის მოფეტილის 250 კაფსულები შეიცავს მიკოფენოლატის მოფეტილს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. “იმუნოსუპრესანტებს”.

მიკოფენოლატის მოფეტილი გამოიყენება გადანერგილი თირკმლის, გულის ან ღვიძლის ორგანიზმიდან მოცილების პრევენციისათვის და გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ციკლოსპორინი და კორტიკოსტეროიდები.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მიკოფიტის მიღებამდე

გაფრთხილება

მიკოფენოლატი იწვევს ნაყოფის დეფექტებსა და თვითნებურ აბორტს. თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალია, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა ორსულობის ტესტით და საჭიროა მკურნალი ექიმის მიერ მიცემული რჩევების გათვალისწინება კონტრაცეფციის შესახებ.

მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პაციენტი მიიღებს წერილობით ინფორმაციას ნაყოფზე მიკოფენოლატის ეფექტის შესახებ. საჭიროა ამ ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა და ექიმის მითითებების დაცვა.

თუ პაციენტისათვის გაუგებარია ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები, საჭიროა ექიმთან ხელმეორედ მიმართვა განმარტებებისათვის მიკოფენოლატით მკურნალობის დაწყებამდე. დამატებითი ინფორმაცია იხ. აგრეთვე პარაგრაფში “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები” და “ორსულობა და ძუძუთი კვება”.

მიკოფიტი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლატის მოფეტილის, მიკოფენოლის მჟავის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში);

თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს არ გაუკეთებია ორსულობის ტესტი, რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;

ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში;

თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტიან მეთოდებს (იხ. ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება);

ძუძუთი კვების დროს.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მიკოფიტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია:

თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, რადგან შეიძლება გვერდითი მოვლენების, როგორიცაა გარკვეული ვირუსული ინფექციები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და ფილტვების შეშუპება, განვითარების გაზრდილი რისკი ჰქონდეს, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი;

თუ პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული;

თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას ან მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა;

თუ პაციენტს ფერმენტის მემკვიდრეობითი დეფიციტი აქვს, როგორიცაა ლეშ-ნიჰამის და კელი-სიგმილერის სინდრომი.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი (ან პაციენტი არ არის დარწმუნებული), მიკოფიტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.

მზის სხივების ეფექტი

მიკოფიტი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, შედეგად, არსებობს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი. პაციენტმა უნდა შეამციროს მიღებული მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა. საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

საჭიროა დამცავი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ასევე ფარავს თავს, კისერს, ხელებსა და ფეხებს;

საჭიროა მზის სხივებისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომელსაც დაცვის მაღალი ფაქტორი აქვს.

ბავშვები

დაუშვებელია მედიკამენტის მიცემა 2 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებისათვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეზღუდული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია რეკომენდაციების გაცემა.

სხვა მედიკამენტები და მიკოფიტი:

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების ეფექტზე.

კერძოდ, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი მიკოფიტით მკურნალობის დაწყებამდე იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

აზატიოპრინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას -გამოიყენება გადანერგვის ოპერაციის შემდეგ;

ქოლესტირამინი - გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლების სამკურნალოდ;

რიმფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ ან მისი პრევეციისათვის, როგორიცაა ტუბერკულოზი (TB)

ანტაციდები, ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - გამოიყენება კუჭში მჟავიანობის დარღვევის დროს, როგორიცაა დისპეფსია;

ფოსფატების შემბოჭველები - გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს სისხლის მიერ აბსორბირებული ფოსფატების დონის დასაქვეითებლად;

ანტიბიოტიკები – გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

ისავუკონაზოლი – გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

ტელმისარტანი – გამოიყენება სისხლის მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

ვაქცინები

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს ესაჭიროება ვაქცინაცია (ცოცხალი ვაქცინით) მიკოფიტით მკურნალობის დროს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, თუ რომელი ვაქცინის გაკეთებაა მიზანშეწონილი.

მიკოფიტით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირისა არ შეიძლება სისხლის დონაცია.

მამაკაცებში მიკოფიტით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღისა არ არის რეკომენდებული სპერმის დონაცია.

მიკოფიტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს მიკოფიტით მკურნალობაზე.

ორსულობა, კონტრაცეფცია და ძუძუთი კვება

კონტრაცეფცია ქალებში მიკოფიტით მკურნალობის პერიოდში

შვილოსნობის ასაკის მქონე ასაკის ქალებში საჭიროა კონტრაცეფციის ეფექტიანი მეთოდის გამოყენება მიკოფიტით მკურნალობის დროს, რაც მოიცავს:

მიკოფიტის მიღების დაწყებამდე;

მიკოფიტით მკურნალობის მთელ პერიოდში;

მიკოფიტით მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირის განმავლობაში.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის შესარჩევად, ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. უმჯობესია გამოყენებულ იქნეს კონტრაცეფციის ორი ტიპი, რადგან ეს ამცირებს არაგანზრახული ორსულობის რისკს. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტიანი, ან დაავიწყდა კონტრაცეფციული აბების მიღება.

პაციენტს არ შეუძლია დაორსულება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:

თუ პაციენტს აღენიშნება პოსტმენოპაუზური მდგომარეობა, მაგ.: არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა კიბოს მკურნალობის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა ისევ არის);

თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოღებულია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);

თუ საშვილოსნო ამოღებულია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);

თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (საკვერცეების ნაადრევი უკმარისობა დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);

თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;

თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.

კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მიკოფიტით

ხელმისაწვდომი მტკიცებულებები არ მიუთითებს ანომალიების ან აბორტის გაზრდილ რისკზე, თუ მამა იღებს მიკოფენოლატს. თუმცა, რისკი სრულად არ უნდა გამოირიცხოს.

სიფრთხილის ზომის სახით, მამაკაცმა პაციენტმა და მისმა მდედრობითი სქესის პარტნიორმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო მეთოდები მკურნალობის დროს და მიკოფიტის მიღების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.

თუ პაციენტი გეგმავს შვილის ყოლას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ,

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ

პაციენტი გეგმავს ორსულობას;

პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა, ან ვარაუდობს ორსულობას;

პაციენტმა სქესობრივი კავშირის დროს არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტიანი მეთოდი.

თუ მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მიკოფიტის მიღების გაგრძელება.

ორსულობა

მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (ტუჩის/სასის ნაპრალი) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის (მილი, რომელიც ხახას აერთებს კუჭთან), თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაიტარონ ორსულობის ტესტი და მხოლოდ ტესტის უარყოფითი მაჩვენებლისა და ექიმის მიერ რეკომენდებული კონტრაცეფციის დაცვის შემდეგ უნდა დაიწყონ მკურნალობა. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ორსულობის დასადგენი ერთზე მეტი ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.

ძუძუთი კვება

არ შეიძლება მიკოფიტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

მიკოფიტს ზომიერი გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ცნობიერების დაბინდვა, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა და პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობს.

მიკოფიტი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

მიკოფიტის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მისაღები წამლის რაოდენობა

მისაღები წამლის რაოდენობა დამოკიდებულია ჩატარებული ტრანსპლანტაციის ტიპზე, რეკომენდებული დოზა მოცემულია ქვემოთ. მკურნალობა გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.

თირკმლის გადანერგვა

ზრდასრულები:

პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 3 დღის განმავლობაში.

დღიური დოზა შეადგენს 8 კაფსულას (2 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად.

4 კაფსულა მიიღება დილით და 4 კაფსულა – საღამოს.

ბავშვები (2-დან 18 წლამდე):

დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონასა და სიმაღლეზე.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის დოზას ბავშვის სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით – იზომება კადრატულ მეტრებში ან “მ2”). რეკომენდებული დოზაა 600 მგ/მ²-ზე დღეში ორჯერ.

გულის გადანერგვა

ზრდასრულები:

პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან 5 დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად.

6 კაფსულის მიიღება დილით და 6 კაფსულა – საღამოს.

ბავშვები:

მონაცემები არასაკმარისია მიკოფიტის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში გულის გადანერგვის შემდეგ.

ღვიძლის გადანერგვა

ზრდასრულები:

მიკოფიტის კაფსულების პირველი პერორალური დოზის მიღება უნდა მოხდეს გადანერგვის ოპერაციიდან 4 დღის განმავლობაში, როცა პაციენტი შეძლებს წამლის გადაყლაპვას.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 12 კაფსულას (3 გ აქტიურ ნივთიერებას), რომელიც მიიღება 2 დოზად,

6 კაფსულა მიიღება დილით, 6 კაფსულა – საღამოს.

ბავშვები:

მონაცემები არასაკმარისია მიკოიტის დოზის რეკომენდაციისათვის ბავშვებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.

მედიკამენტის მიღებისა და დანიშვნის წესი

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

არ შეიძლება კაფსულების გატეხვა ან გასრესვა.

არ შეიძლება გატეხილი ან გაყოფილი კაფსულების მიღება.

აცილებულ უნდა იქნეს გატეხილი კაფსულიდან გამოყოფილი ფხვნილის თვალებში ან პირში მოხვედრა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობა მტკნარი წყლით ჩამობანა.

აცილებულ უნდა იქნეს გატეხილი კაფსულიდან გამოყოფილი ფხვნილის კანზე მოხვედრა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გულმოდგინედ საპნითა და წყლით ჩამობანა.

მიკოფიტის დოზის გადაჭარბებისას

მიკოფიტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. იგივე უნდა გაკეთდეს შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა.

მიკოფიტის დოზის მიღების დავიწყებისას

მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე და შემდეგ დანიშნულების მიხედვით გაგრძელება. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მიკოფიტით მკურნალობის შეწყვეტისას

მიკოფიტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმის მითითების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკი.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება და ყელის ტკივილი;

მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები და სისხლდენა;

გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენისა და ხორხის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით – ეს შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის ალერგიული რექციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება).

დამახასიათებელი პრობლემები

მედიკამენტის მიღების დროს ყველაზე დამახასიათებელი პრობლემაა დიარეა, ლეიკოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ინფექცია და ღებინება. მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სისხლის ანალიზი შემდეგ მაჩვენებლებზე:

სისხლის უჯრედების რაოდენობა ან ინფექციის ნიშნები

ბავშვებს უფრო მეტად აღენიშნებათ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა. ეს მოიცავს დიარეას, ინფექციებს, ლეიკოციტებისა და ერიტროციტების რაოდენობის შემცირებას.

ინფექციებთან ბრძოლა

მიკოფიტი აქვეითებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, რაც ხელს უშლის გადანერგილი ორგანოს მოცილებას სხეულის მიერ, შედეგად, ქვეითდება ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ავადდება ინფექციებით, მათ შორის თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვების და საშარდე სისტემის ინფექციებით.

ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო

როგორც სხვა ამ ტიპის მედიკამენტების (იმუნოსუპრესანტების) მკურალობის ფონზე, პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას მიკოფიტით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდათ ლიმფური ქსოვილისა და კანის კიბო.

ზოგადი არასასურველი ეფექტები

შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ზოგადი გვერდითი მოვლენები, ეს მოიცავს სერიოზული ხასიათის ალერგიულ რეაქციებს (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, დაძინების გაძნელება, ტკივილი (კუჭის, მკერდის არეში, სახსრების ან კუნთების ტკივილი), თავის ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები და შეშუპება.

სხვა არასასურველი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

კანის პრობლემები, როგორიცაა:

აკნე, ჰერპესული გამონაყარი, სარტყლისებრი ლიქენი, კანის წარმონაქმნები, თმის ცვენა, გამონაყარი, ქავილი.

შარდვის პრობლემები, როგორიცაა:

სისხლიანი შარდი

საჭმლის მომნელებელი სისტემის და პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა:

ღრძილების შესივება და წყლულები პირის ღრუში;

პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან კუჭის ანთება;

კუჭ-ნაწლავების დარღვევები, მათ შორის სისხლდენა;

ღვიძლის პრობლემები;

დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსია, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი.

ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა:

თავბრუსხვევა, ძილიანობა ან დაბუჟების შეგრძნება;

ტრემორი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები;

შფოთვა ან დეპრესია, გუნება-განწყობილების ცვლილებები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, როგორიცაა:

სისხლის წნევის ცვალებადობა, გაძლიერებული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება.

ფილტვების პრობლემები, როგორიცაა:

პნევმონია, ბრონქიტი

ქოშინი, ხველა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქოექტაზიებით (მდგომარეობა, როცა ფილტვების სასუნთქი გზები პათოლოგიურად დილატირებულია) ან ფილტვის ფიბროზით (ფილტვის ქსოვილის დაზიანება). თუ პაციენტს აღენიშნება მუდმივი ხასიათის ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

სითხე ფილტვებში ან გულმკერდის ღრუში

სინუსიტები.

სხვა პრობლემები, როგორიცაა:

წონაში კლება, პოდაგრა, სისხლში შაქრის დონის მატება, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

მიკოფიტის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30⁰C-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების შემჩნევისას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვაის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მიკოფიტი:

აქტიური ნივთიერებაა მიკოფენოლატის მოფეტილი. თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ მიკოფენოლატის მოფეტილს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოვიდონი K 90, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგო კარმინი (FD) და C ლურჯი 2 (E132).

შავი მელანი შეიცავს: შელაკი, რკინის შავი ოქსიდი.

მიკოფიტის გამოშვები ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მიკოფიტი არის ღია ცისფერი/ატმისფერი, ზომით “1”, მყარი ჟელატინის კაფსულები, თავსახურზე ამოტვიფრულია “MMF” და კორპუსზე – “250”, შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის ფხვნილს.

მიკოფიტი ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, შეფუთვაში 100 და 300 კაფსულით.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7

02-677 Warszawa

Tel: + 48 22 577 28 00

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ. ზ.ო.ო.

ულ. ტასმოვა 7

02-677 ვარშავა

ტელ.: +48 22 577 28 00

მწარმოებელი:

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.

ულ. ლუტომიერსკა 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ეს სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:

ქვეყნის სახელწოდება

შემოთავაზებული სახელწოდება

ბულგარეთი

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

კვიპროსი

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

ფინეთი

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

საფრანგეთი

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდ ჰელსქეა 250 მგ კაფსულები

გერმანია

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

მალტა

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

პოლონეთი

მიკოფიტი, 250 მგ მყარი კაფსულები

პორტუგალია

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

ესპანეთი

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები EFG

გაერთიანებული სამეფო

მიკოფენოლატის მოფეტილი 250 მგ კაფსულები

დანია

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი

ირლანდია

მიკოფენოლატის მოფეტილი 250 მგ კაფსულები

იტალია

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი

ნიდერლანდები

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

ნორვეგია

მიკოფენოლატი აკორდი 250 მგ კაფსულები

შვედეთი

მიკოფენოლატის მოფეტილი აკორდი 250 მგ კაფსულები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2023 წლის დეკემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა