მარელიმი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება იმუნუსუპრესანტების ჯგუფის პრეპარატებს. მარელიმი გამოიყენება თირკმლის გადანერგვის შემდგომ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსლპანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 180მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №120
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039966
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2024, მოქმედებს 16 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მარელიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მარელიმი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება იმუნუსუპრესანტების ჯგუფის პრეპარატებს.
მარელიმი გამოიყენება თირკმლის გადანერგვის შემდგომ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსლპანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ. მარელიმი გამოიყენება ციკლოსპორინის და კორტიკოსტეროიდების შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
მარელიმის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მარელიმის დანიშვნა მოხდება მხოლოდ ორგანოთა გადანერგვის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისაღები წამლის დოზა
მარელიმის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი), ორად გაყოფილი დოზის სახით, 720 მგ (4 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი) თითო მიღებაზე.
ტაბლეტები მიიღება დილით და საღამოს.
პირველი დოზა (720 მგ) პაციენტს მიეცემა ორგანოს გადანერგვიდან 72 საათის შემდეგ.
თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი).
მარელიმის მიღების წესი
ტაბლეტები იყლაპება ჭიქა წყალთან ერთად.
დაუშვებელია ტაბლეტების დანაწევრება ან დაღეჭვა.
დაუშვებელია დანაწევრებული ან გაყოფილი ტაბლეტის მიღება.
მკურნალობა გაგრძელდება იმუნოსუპრესიის საჭიროებამდე, რათა არ მოხდეს ორგანიზმის მიერ ტრანსლანტის მოცილება.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლის მჟავის, მიკოფენოლატის ნატრიუმის, მიკოფენოლატის მოფეტილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალია და მკურნალობის დაწყებამდე ვერ ხერხდება ორსულობის გამორიცხვა ტესტირებით; რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. პუნქტი “კონტრაცეფცია ქალებში და მამაკაცებში”);
ძუძუთი კვების დროს (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
დაუშვებელია მარელიმის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
სიფრთხილის ზომები
მარელიმის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს ანამნეზში აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული;
პაციენტს აღენიშნება იშვიათი გენეტიკური ფერმენტოვანი დარღვევა – ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზას უკმარისობა (HGPRT), მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომის ან კელი-სიგმილერის სინდრომის სახით.
ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი:
მარელიმი აქვეითებს კანის დამცველობით ფუნქციას მზის გამოსხივების მიმართ, რაც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად, საჭიროა კანის შიშველი მიდამოების მაქსიმალურად დაფარვა და მაღალი დამცველობითი ინდექსის მქონე მზისგან დამცავი ლოსიონის რეგულარული გამოყენება. დამატებითი ინსტრუქციებისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
B ან C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, მარელიმმა შესაძლოა გაზარდოს მათი გამწვავებების რისკი. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები დაშეამოწმოს დაავადების სიმპტომები. ნებისმიერი სიმპტომის (კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, მადის დაქვეითება, შარდის მუქი შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
პერსისტირებადი ხველის ან სუნთქვის გაძნელების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
მარელიმით მკურნალობის პერიოდში, ექიმი შეამოწმებს ანტისხეულების დონეს სისხლში, განსაკუთრებით თუ სახეზეა ინფექციებისადმი მიდრეკილება და პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც. ექიმი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა მარელიმით მკურნალობა;
ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის (მაგ. ცხელება ან ყელის ტკივილი), უეცარი სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
მარელიმით მკურნალობის პერიოდში, ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა მარელიმით მკურნალობის გაგრძელება;
მარელიმში შემავალი აქტიური ნივთიერება - მიკოფენოლის მჟავა არ არის მსგავსი ჟღერადობის ნივთიერებების, მაგ. მიკოფენოლატის მოფეტილის ანალოგი. პრეპარატების ჩანაცვლება დაუშვებელია მკურნალი ექიმისგან დამოუკიდებლად;
ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში, მარელიმმა შესაძლოა დააზიანოს ნაყოფი (ასევე იხ. პუნქტი “ორსულობა და ძუძუთი კვება”) და გაზარდოს თვითნებური აბორტის რისკი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მედიკამენტებს:
სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა აზათიოპრინი ან ტაკროლიმუსი;
ჭარბი ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ქოლესტირამინი;
აქტივირებული ნახშირი (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ფაღარათი, დყსპეპსია და მეტეორიზმი);
მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები;
ვირუსული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის აციკლოვირი ან განციკლოვირი.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი დაგეგმილი ვაქცინაციის შესახებ.
მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მამაკაცებში, მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღის განმავლობაში, არ არის მიზანშეწონილი სპერმის დონაცია.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
მარელიმის მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს პრეპარატს საკვებთან ერთად თუ მის გარეშე და განახორციელოს მსგავსი წესით მიღება ყოველდღიურად. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმში პრეპარატის შეწოვა ყოველდღე მოხდეს თანაბარი რაოდენობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანში შესული (65 წლიდა) პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. გამოიყენება სტანდარტული რეკომენდებული დოზები.
ბავშვები და მოზარდები
არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონტრაცეფცია ქალებში მარელიმით მკურნალობის პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალებში საჭიროა კონტრაცეფციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდის გამოყენება:
მარელიმით მკურნალობის დაწყებამდე;
მარელიმით მკურნალობის მთლიან პერიოდში;
მარელიმით მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირის განმავლობაში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის შესარჩევად ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ორსულობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, უმჯობესია გამოყენებული იქნეს კონტრაცეფხიის ორი მეთოდი. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტური, ან დაავიწყდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტის მიღება.
პაციენტს არ შეუძლია დაფეხმძიმება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:
თუ პაციენტი იმყოფება პოსტმენოპაუზურ პერიოდში, მაგ.: არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა ქიმიოთერაპიის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა კვლავ არსებობს);
თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);
თუ საშვილოსნო ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);
თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ადრეული კლიმაქსი დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);
თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მარელიმით
ყოვლთვის საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება მარელიმით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტი გეგმავს მამობას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ
პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას;
პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ორსულობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში;
პაციენტმა არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი სქესობრივი აქტის დროს.
თუ მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მარელიმის მიღების გაგრძელება.
ფეხმძიმობა
მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (კურდღლის ტუჩი/სასა) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის (მილი, რომელიც ხახას აერთებს კუჭთან), თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მარელიმის მიღებამდე, უნდა ჩაიტარონ ფეხმძიმობის ტესტი და მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მხოლოდ ტესტის უარყოფითი შედეგისა და კონტრაცეფციის შემთხვევაში. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფეხმძიმობის დასადგენი ერთი ან რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება მარელიმის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მარელიმი ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მარელიმი შეიცავს ნატრიუმს
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.61 მმოლ (13.9 მგ) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია მარილის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პირებისთვის.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შედარებით სუსტი იმუნიტეტის გამო, ხანში შესულ პაციენტებში შესალოა განვითარდეს მეტი გვერდითი მოვლენა.
იმუნოსუპრესანტები, მათ შორის მარელიმი, თრგუნავენ ორგანიზმის იმუნიტეტის თავდაცვის მექანიზმებს და ხელს უშლიან ტრანსლპლანტის მოცილების რეაქციას. შედეგად, ორგანიზმის ინფექციების მიმართ ბრძოლის უნარი სუსტდება და იზრდება სხვადასხვა ინფექციების განვითარების რისკი, მათ შორის თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და შარდგამომყოფი სისტემის.
მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის უჯრედების ან სისხლში არსებული სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის შაქრის, ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის რაოდენობას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის:
ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება, შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა ან ენერგიის ნაკლებობა. მირალემით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი. აღნიშნულმა შესაძლოა მოიცვას სხეულის სხვადასხვა მიდამო, თუმცა ყველაზე ხშირია თირკმელების, შარდის ბუშტის, ზედა და/ან ქვედა სასუნთქი გზების ინფეცქციები;
სისხლიანი ღებინება, შავი ან სისხლიანი განავალი, კუჭის ან ნაწლავების წყლული;
ჯირკვლების შეშუპება, ახალი წანაზარდების გაჩენა კანზე ან არსებულის ზომაში ზრდა, არსებული ხალების ცვლილებები. პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს, შესაძლოა განვითარდეს კანის ან ლიმფური ჯირკვლების კიბო.
მარელიმით მკურნალობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ფაღარათი;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება;
კალციუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალცემია);
კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალემია);
შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია);
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
შფოთვა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის წითელი უჯრედებს რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და კანის სიფერმკრთალე (ანემია);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქვები (თრომბოციტოპენია);
თავის ტკივილი;
ხველა;
მუცლის ან კუჭის ტკივილი, კანის ამომფენი შრის ანთება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მოუნელებლობა, მეტეორიზმი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება;
დაღლილობა, ცხელება;
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
რესპირატორული ინფექციები;
კალიუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰყპერკალემია);
მაგნიუიმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰიპომაგნემია);
თავბრუსხვევა;
არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);
ქოშინი (დისპნეა);
აკნე;
სისუსტე (ასთენია);
კუნთების ტკივილი (მიალგია);
ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
ქავლილი.
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია), სითხე ფილტვებში (ფილტვისმიერი შეშუპება);
წანაზარდი, რომელიც კისტას წააგავს და შეიცავს სითხეს (ლიმფოცელე);
თვალების სიწითლე და შეშუპება (კონიუნქტივიტი), მხედველობის დაბინდვა;
ვიზინგი;
ბოყინი, ცუდი სუნი პირის ღრუში, ნაწლავის დახშობა (გაუვალობა), ტუჩების წყლულები, გულძმარვა, ენის ფერის ცვლილება, პირის სიმშრალე, ღრძილების ანთება, პანკრეასის ანთება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტი), სანერწყვე ჯირკვლების დახშობა, მუცლის შიდა შრის ანთება (პერიტონიტი);
ძვლების, სისხლის და კანის ინფექციები;
სისხლი შარდში, თირკმელების დაზიანება, ტკივილი შარდვისას და შარდვის გაძნელება;
თმის ცვენა, კანშიდა სისხლჩაქცევები;
სახსრების ტკივილი (ართრიტი), წელის ტკივილი, კუნთების კრამპები;
მადის დაკარგვა, ლიპიდების მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰყპერლიპიდემია), შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერქოლესტერინემია) ან ფოსფატის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოფოსფატემია);
გრიპის ნიშნები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი), კოჭების და ტერფების შეშუპება, ტკივილი, რიგიდობა, ჭარბი წყურვილის გრძნობა ან სისუსტის შეგრძნება;
ღამის კოშმარები, დელუზიები (არარსებული ფაქტების რწმენა);
ერექციული დისფუნქცია;
ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი სუნტქვისას (ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შესაძლო სიმპტომები).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე დაზუსტება შეუძლებელია):
გამონაყარი;
ცელება, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექციები, რაც წარმოადგენს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითების შესაძლო ნიშნებს (აგრანულოციტოზი).
მარელიმის მსგავს პრეპარატებთან ასოცირებული სხვა გვერდითი მოვლენები
მარელიმის ჯგუფის მედიკამენტებთან ასოცირებული დამატებითი გვერდითი მოვლემებია: კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის) ანთება, კუჭის ამომფენი შრის ანთება, რაც გამოწვეულია ციტომეგალოვირუსით; ნახვრეტის განვითარება წვრილი ნაწლავის კედელში, რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს და შესაძლო სისხლდენას; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; სიხლის ზოგიერთი ტიპის თეთრი უჯრედების ან ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის დაქვეითება; საშიში ინფექციები, მათ შორის გულის კუნთის და გულის კარების ანთება, თავის და ზურგის ტვინის დამცავი გარსების ანთება; ქოშინი, ხველა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბრონქიექტაზით (მდგომარეობა, როდესაც პათოლოგიურად ფართოვდება სასუნთქი გზები) და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას (ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია). პერსისტირებადი ხველის ან ქოშინის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პრეპარატების, სამედიცინო აპარატურის და ბიოციდური პროდუქციის რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში:
Al. Jerozolimskie 181C
PL-02-222 ვარშავა
ტელეფონი: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://HYPERLINK "mailto:[email protected]"smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
მარელიმის ზედმეტი დოზის მიღებისას, ან შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტები (ან ცარიელი შეფუთვა თუ ტაბლეტები აღარ არის დარჩენილი) და ანახოს ისინი სამედიცინო პერსონალს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტის მოცილების რეაქცია.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა გაფუჭების ხილული ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
მარელიმის შემადგენლობა
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას (მიკოფენოლატის ნატრუმის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ მიკოფენოლის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, ტალკი, სილიკა კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: აკრილი-ეზე მწვანე 930510003: Uმეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიათილის ციტრატი, სილიკა კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის წყალბადის კარბობატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ინდიგოკარმინი ალუმინის ლეიკი (E132), ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ტაბლეტის ამონატვიფრი: ოპაკოდი შავი S-1-1-17823:
შელაკი ლაქი, ნაწილობრივ ესტერიფირებული, რკინის ოქსიდი შავი (E172), პროპილენგლიკოლი, ამონია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
მარელიმი 180 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები
მიკოფენოლის მჟავა
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მარელიმი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მარელიმის მიღებამდე
მარელიმის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
მარელიმის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს მარელიმი და მისი გამოყენება
მარელიმი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება იმუნუსუპრესანტების ჯგუფის პრეპარატებს.
მარელიმი გამოიყენება თირკმლის გადანერგვის შემდგომ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსლპანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ. მარელიმი გამოიყენება ციკლოსპორინის და კორტიკოსტეროიდების შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა მარელიმის მიღებამდე
გაფრთხილება
მიკოფენოლის მჟავა იწვევს ნაყოფის დეფექტებსა და თვითნებით აბორტს. თუ პაციენტი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალია, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ფეხმძიმობა ტესტირებით და საჭიროა მკურნალი ექიმის მიერ მიცემული რჩევების გათვალისწინება კონტრაცეფციის შესახებ.
მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პაციენტი მიიღებს წერილობით ინფორმაციას ნაყოფზე მიკოფენოლის მჟავას გავლენის შესახებ. საჭიროა ამ ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა და ექიმის მითითებების დაცვა.
თუ პაციენტისათვის სრულად არ არის გასაგები ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები, საჭიროა ექიმთან ხელმეორედ მიმართვა მიკოფენოლატით მკურნალობის დაწყებამდე. დამატებითი ინფორმაცია აგრეთვე იხ. პარაგრაფში “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები” და “ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება”.
მარელიმი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლის მჟავის, მიკოფენოლატის ნატრიუმის, მიკოფენოლატის მოფეტილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალია და მკურნალობის დაწყებამდე ვერ ხერხდება ორსულობის გამორიცხვა ტესტირებით; რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. პუნქტი “კონტრაცეფცია ქალებში და მამაკაცებში”);
ძუძუთი კვების დროს (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
დაუშვებელია მარელიმის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მარელიმის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს ანამნეზში აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როგორიცაა კუჭის წყლული;
პაციენტს აღენიშნება იშვიათი გენეტიკური ფერმენტოვანი დარღვევა – ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზას უკმარისობა (HGPRT), მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომის ან კელი-სიგმილერის სინდრომის სახით.
ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი:
მარელიმი აქვეითებს კანის დამცველობით ფუნქციას მზის გამოსხივების მიმართ, რაც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად, საჭიროა კანის შიშველი მიდამოების მაქსიმალურად დაფარვა და მაღალი დამცველობითი ინდექსის მქონე მზისგან დამცავი ლოსიონის რეგულარული გამოყენება. დამატებითი ინსტრუქციებისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
B ან C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, მარელიმმა შესაძლოა გაზარდოს მათი გამწვავებების რისკი. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები დაშეამოწმოს დაავადების სიმპტომები. ნებისმიერი სიმპტომის (კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, მადის დაქვეითება, შარდის მუქი შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
პერსისტირებადი ხველის ან სუნთქვის გაძნელების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
მარელიმით მკურნალობის პერიოდში, ექიმი შეამოწმებს ანტისხეულების დონეს სისხლში, განსაკუთრებით თუ სახეზეა ინფექციებისადმი მიდრეკილება და პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც. ექიმი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა მარელიმით მკურნალობა;
ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის (მაგ. ცხელება ან ყელის ტკივილი), უეცარი სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
მარელიმით მკურნალობის პერიოდში, ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა მარელიმით მკურნალობის გაგრძელება;
მარელიმში შემავალი აქტიური ნივთიერება - მიკოფენოლის მჟავა არ არის მსგავსი ჟღერადობის ნივთიერებების, მაგ. მიკოფენოლატის მოფეტილის ანალოგი. პრეპარატების ჩანაცვლება დაუშვებელია მკურნალი ექიმისგან დამოუკიდებლად;
ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში, მარელიმმა შესაძლოა დააზიანოს ნაყოფი (ასევე იხ. პუნქტი “ორსულობა და ძუძუთი კვება”) და გაზარდოს თვითნებური აბორტის რისკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მედიკამენტებს:
სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა აზათიოპრინი ან ტაკროლიმუსი;
ჭარბი ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ქოლესტირამინი;
აქტივირებული ნახშირი (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ფაღარათი, დყსპეპსია და მეტეორიზმი);
მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები;
ვირუსული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის აციკლოვირი ან განციკლოვირი.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი დაგეგმილი ვაქცინაციის შესახებ.
მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მამაკაცებში, მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღის განმავლობაში, არ არის მიზანშეწონილი სპერმის დონაცია.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
მარელიმის მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს პრეპარატს საკვებთან ერთად თუ მის გარეშე და განახორციელოს მსგავსი წესით მიღება ყოველდღიურად. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმში პრეპარატის შეწოვა ყოველდღე მოხდეს თანაბარი რაოდენობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანში შესული (65 წლიდა) პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. გამოიყენება სტანდარტული რეკომენდებული დოზები.
ბავშვები და მოზარდები
არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია
კონტრაცეფცია ქალებში მარელიმით მკურნალობის პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალებში საჭიროა კონტრაცეფციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდის გამოყენება:
მარელიმით მკურნალობის დაწყებამდე;
მარელიმით მკურნალობის მთლიან პერიოდში;
მარელიმით მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირის განმავლობაში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდის შესარჩევად ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ორსულობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, უმჯობესია გამოყენებული იქნეს კონტრაცეფხიის ორი მეთოდი. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტური, ან დაავიწყდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტის მიღება.
პაციენტს არ შეუძლია დაფეხმძიმება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:
თუ პაციენტი იმყოფება პოსტმენოპაუზურ პერიოდში, მაგ.: არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა ქიმიოთერაპიის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა კვლავ არსებობს);
თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);
თუ საშვილოსნო ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);
თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ადრეული კლიმაქსი დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);
თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მარელიმით
ყოვლთვის საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება მარელიმით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტი გეგმავს მამობას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ
პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას;
პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ორსულობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში;
პაციენტმა არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი სქესობრივი აქტის დროს.
თუ მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მარელიმის მიღების გაგრძელება.
ფეხმძიმობა
მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (კურდღლის ტუჩი/სასა) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის (მილი, რომელიც ხახას აერთებს კუჭთან), თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მარელიმის მიღებამდე, უნდა ჩაიტარონ ფეხმძიმობის ტესტი და მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მხოლოდ ტესტის უარყოფითი შედეგისა და კონტრაცეფციის შემთხვევაში. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფეხმძიმობის დასადგენი ერთი ან რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება მარელიმის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
მარელიმი ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მარელიმი შეიცავს ნატრიუმს
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.61 მმოლ (13.9 მგ) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია მარილის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პირებისთვის.
- მარელიმის მიღების წესი
მარელიმის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მარელიმის დანიშვნა მოხდება მხოლოდ ორგანოთა გადანერგვის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისაღები წამლის დოზა
მარელიმის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი), ორად გაყოფილი დოზის სახით, 720 მგ (4 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი) თითო მიღებაზე.
ტაბლეტები მიიღება დილით და საღამოს.
პირველი დოზა (720 მგ) პაციენტს მიეცემა ორგანოს გადანერგვიდან 72 საათის შემდეგ.
თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი).
მარელიმის მიღების წესი
ტაბლეტები იყლაპება ჭიქა წყალთან ერთად.
დაუშვებელია ტაბლეტების დანაწევრება ან დაღეჭვა.
დაუშვებელია დანაწევრებული ან გაყოფილი ტაბლეტის მიღება.
მკურნალობა გაგრძელდება იმუნოსუპრესიის საჭიროებამდე, რათა არ მოხდეს ორგანიზმის მიერ ტრანსლანტის მოცილება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
მარელიმის ზედმეტი დოზის მიღებისას, ან შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტები (ან ცარიელი შეფუთვა თუ ტაბლეტები აღარ არის დარჩენილი) და ანახოს ისინი სამედიცინო პერსონალს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტის მოცილების რეაქცია.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შედარებით სუსტი იმუნიტეტის გამო, ხანში შესულ პაციენტებში შესალოა განვითარდეს მეტი გვერდითი მოვლენა.
იმუნოსუპრესანტები, მათ შორის მარელიმი, თრგუნავენ ორგანიზმის იმუნიტეტის თავდაცვის მექანიზმებს და ხელს უშლიან ტრანსლპლანტის მოცილების რეაქციას. შედეგად, ორგანიზმის ინფექციების მიმართ ბრძოლის უნარი სუსტდება და იზრდება სხვადასხვა ინფექციების განვითარების რისკი, მათ შორის თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და შარდგამომყოფი სისტემის.
მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის უჯრედების ან სისხლში არსებული სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის შაქრის, ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის რაოდენობას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის:
ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება, შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა ან ენერგიის ნაკლებობა. მირალემით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი. აღნიშნულმა შესაძლოა მოიცვას სხეულის სხვადასხვა მიდამო, თუმცა ყველაზე ხშირია თირკმელების, შარდის ბუშტის, ზედა და/ან ქვედა სასუნთქი გზების ინფეცქციები;
სისხლიანი ღებინება, შავი ან სისხლიანი განავალი, კუჭის ან ნაწლავების წყლული;
ჯირკვლების შეშუპება, ახალი წანაზარდების გაჩენა კანზე ან არსებულის ზომაში ზრდა, არსებული ხალების ცვლილებები. პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს, შესაძლოა განვითარდეს კანის ან ლიმფური ჯირკვლების კიბო.
მარელიმით მკურნალობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ფაღარათი;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება;
კალციუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალცემია);
კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალემია);
შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია);
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
შფოთვა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის წითელი უჯრედებს რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და კანის სიფერმკრთალე (ანემია);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქვები (თრომბოციტოპენია);
თავის ტკივილი;
ხველა;
მუცლის ან კუჭის ტკივილი, კანის ამომფენი შრის ანთება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მოუნელებლობა, მეტეორიზმი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება;
დაღლილობა, ცხელება;
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
რესპირატორული ინფექციები;
კალიუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰყპერკალემია);
მაგნიუიმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰიპომაგნემია);
თავბრუსხვევა;
არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);
ქოშინი (დისპნეა);
აკნე;
სისუსტე (ასთენია);
კუნთების ტკივილი (მიალგია);
ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
ქავლილი.
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია), სითხე ფილტვებში (ფილტვისმიერი შეშუპება);
წანაზარდი, რომელიც კისტას წააგავს და შეიცავს სითხეს (ლიმფოცელე);
თვალების სიწითლე და შეშუპება (კონიუნქტივიტი), მხედველობის დაბინდვა;
ვიზინგი;
ბოყინი, ცუდი სუნი პირის ღრუში, ნაწლავის დახშობა (გაუვალობა), ტუჩების წყლულები, გულძმარვა, ენის ფერის ცვლილება, პირის სიმშრალე, ღრძილების ანთება, პანკრეასის ანთება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტი), სანერწყვე ჯირკვლების დახშობა, მუცლის შიდა შრის ანთება (პერიტონიტი);
ძვლების, სისხლის და კანის ინფექციები;
სისხლი შარდში, თირკმელების დაზიანება, ტკივილი შარდვისას და შარდვის გაძნელება;
თმის ცვენა, კანშიდა სისხლჩაქცევები;
სახსრების ტკივილი (ართრიტი), წელის ტკივილი, კუნთების კრამპები;
მადის დაკარგვა, ლიპიდების მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰყპერლიპიდემია), შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერქოლესტერინემია) ან ფოსფატის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოფოსფატემია);
გრიპის ნიშნები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი), კოჭების და ტერფების შეშუპება, ტკივილი, რიგიდობა, ჭარბი წყურვილის გრძნობა ან სისუსტის შეგრძნება;
ღამის კოშმარები, დელუზიები (არარსებული ფაქტების რწმენა);
ერექციული დისფუნქცია;
ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი სუნტქვისას (ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შესაძლო სიმპტომები).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე დაზუსტება შეუძლებელია):
გამონაყარი;
ცელება, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექციები, რაც წარმოადგენს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითების შესაძლო ნიშნებს (აგრანულოციტოზი).
მარელიმის მსგავს პრეპარატებთან ასოცირებული სხვა გვერდითი მოვლენები
მარელიმის ჯგუფის მედიკამენტებთან ასოცირებული დამატებითი გვერდითი მოვლემებია: კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის) ანთება, კუჭის ამომფენი შრის ანთება, რაც გამოწვეულია ციტომეგალოვირუსით; ნახვრეტის განვითარება წვრილი ნაწლავის კედელში, რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს და შესაძლო სისხლდენას; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; სიხლის ზოგიერთი ტიპის თეთრი უჯრედების ან ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის დაქვეითება; საშიში ინფექციები, მათ შორის გულის კუნთის და გულის კარების ანთება, თავის და ზურგის ტვინის დამცავი გარსების ანთება; ქოშინი, ხველა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბრონქიექტაზით (მდგომარეობა, როდესაც პათოლოგიურად ფართოვდება სასუნთქი გზები) და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას (ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია). პერსისტირებადი ხველის ან ქოშინის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პრეპარატების, სამედიცინო აპარატურის და ბიოციდური პროდუქციის რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში:
Al. Jerozolimskie 181C
PL-02-222 ვარშავა
ტელეფონი: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://HYPERLINK "mailto:[email protected]"smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- მარელიმის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა გაფუჭების ხილული ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
მარელიმის შემადგენლობა
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას (მიკოფენოლატის ნატრუმის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ მიკოფენოლის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, ტალკი, სილიკა კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: აკრილი-ეზე მწვანე 930510003: Uმეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიათილის ციტრატი, სილიკა კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის წყალბადის კარბობატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ინდიგოკარმინი ალუმინის ლეიკი (E132), ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ტაბლეტის ამონატვიფრი: ოპაკოდი შავი S-1-1-17823:
შელაკი ლაქი, ნაწილობრივ ესტერიფირებული, რკინის ოქსიდი შავი (E172), პროპილენგლიკოლი, ამონია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მწვანე ლიმნისფერი, მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი, კონუსისებრი კიდეების მქონე ტაბლეტები ენტერული გარსით, რომელთა ცალ მხარეს შავი საღებავით ამოტვიფრულია “M1”, ხოლო მეორე მხარე სადაა.
მარელიმი გამოდის #20, #50, #100, #120 და #250 ბლისტერულ შეფუთვებში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Taśmowa 7,
02-677, Warsaw
Tel: + 48 22 577 28 00
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა,
ტელ: + 48 22 577 28 00
მწარმოებელი/იმპორტიორი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ეს სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირებულია შედეგი სახელწოდებებით:
ქვეყანა
პრეპარატის სახელწოდება
ავსტრია
Mycophenolsäure Accord 180 mg magensaftresistente Tabletten
ბულგარეთი
Mycophenolic acid Accord 180mg gastro-resistant tablets
კვიპროსი
Mycophenolic acid Accord 180mg gastro-resistant tablets
ჩეხეთის რესპუბლიკა
Mycophenolic acid Accord 180mg Enterosolventní tablety
დანია
Mycophenolsyre Accord
ესპანეთი
Ácido micofenólico Stada 180mg comprimidos gastrorresistentes EFG
ნიდერლანდები
Mycofenolzuur Accord 180 mg, maagsapresistente tabletten
ისლანდია
Mycofenolsýra Accord 180 mg sýruþolnar töflur
გერმანია
Mycophenolsäure Accord 180 mg magensaftresistente Tabletten
ნორვეგია
Mykofenolsyre Accord
პოლონეთი
Marelim, 180 mg, tabletki dojelitowe
პორტუგალია
Mycophenolic acid Accord
შვედეთი
Mykofenolsyra Accord 180 mg enterotabletter
გაერთიანებული სამეფი (ჩრ. ირლანდია)
Mycophenolic acid 180 mg gastro-resistant tablets
იტალია
Acido micofenolico Accord 180 mg compresse gastroresistenti
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: ივნისი, 2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


