მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები, USP 500მგ
Mycophenolate Mofetil Capsules, USP 500mg
- მოქმედი ნივთიერება
- მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ კაფსულა №100 პლასტმასის ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Strides Shasun Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023824
- რეგისტრირებულია
- 14 ნოემბერი 2017, მოქმედებს 14 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ირაკლი კაკუბერი
- GMP
- -
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები, USP 500მგ — ინსტრუქცია ქართულად
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
მედიკამენტის ინსტრუქცია
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები აშშფ
მიკოფენოლატის მოფეტილის ტაბლეტები აშშფ
მედიკამენტის მიღებამდე და რეცეპტის ყოველი განახლებისას წაიკითხეთ მიკოფენოლატის მოფეტილის გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა იყოს ახალი ინფორმაცია. ეს სამედიცინო ინსტრუქცია არ ანაცვლებს ექიმთან გასაუბრებას თქვენი ჯანრმთელობის მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ?
მიკოფენოლატის მოფეტილმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვედითი ეფექტები:
ორსულობის შეწყვეტის რისკის მომატება (აბორტი) და დაბადებისას არსებული დეფექტების გაზრდილი რისკი. ქალებში, რომლებიც ორსულობის დროს იღებენ მიკოფენოლატის მოფეტილს, პირველი 3 თვის განმავლობაში (პირველი ტრიმესტრი) უფრო მაღალია აბორტის რისკი და მათ ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიების ალბათობა. თუ ხართ შვილოსნობის უნარის მქონე ქალი:
თქვენი ექიმი უნდა გაგესაუბროთ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დროს გამოსაყენებელი კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ (კონსულტაცია კონტრაცეფციის შესახებ).
ორსულობის ტესტი უნდა ჩაიტაროთ ერთხელ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დაწყებისთანავე, ხოლო მეორედ 8-10 დღის შემდეგ. ორსულობის ტესტები უნდა გამოერდეს ექიმთან შემდგომი დაკვირვებისთვის რუტინული ვიზიტების განმავლობაში. ორსულობის ყველა ტესტის შედეგი აცნობეთ ექიმს.
კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდი უნდა გამოიყენოთ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი დასრულებიდან 6 კვირა, თუ თქვენ საერთოდ უარს არ ამბობთ სქესობრივ კავშირზე.
მიკოფენოლატის მოფეტილი აქვეითებს ორალურად მიღებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ჰორმონების დონეს სისხლში. ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები შეიძლება ეფექტური არ იყოს მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებისას და შეიძლება დაორსულდეთ. თუ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებისას იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, თქვენ ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის სხვა მეთოდიც. კითხეთ თქვენს ექიმს სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დროს. თუ გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს გამოგადგებათ თუ არა სხვა საშუალებები.
თუ დაორსულდებით მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების პერიოდში, არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღება უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შესაძლო რისკები თქვენი ბავშვის.
თქვენ და თქვენმა ექიმმა ორსულიბის შესახებ უნდა შეატყობინოთ მიკოფენოლატის ორსულობის რეგისტრატურას (1800-617-8191).
ამ რეგისტრაციის მიზანია თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
სერიოზული ინფექციების განვითარების გაზრდილი რისკი. მიკოფენოლატის მოფეტილი ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და მოქმედებს ინფექციებთან ბრძოლის უნარზე. მიკოფენოლატის მოფეტილის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სასიკვდილო ინფექციები. ეს სერიოზული ინფექციები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ვირუსული ინფექციები: ზოგიერთი ვირუსი შეიძლება არსებობდეს თქვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს აქტიური ინფექცია ორგანიზმის დასუსტებისას. მიკოფენოლატის მოფეტილის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი ვირუსული ინფექციები:
ლიქენი, სხვა ჰერპესული ინფექციები და ციტომეგალოვირუსი (CMV). CMV-მ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის და სისხლის სერიოზული ინფექციები.
BK ვირუსი. BK ვირუსები შეიძლება მოქმედებდეს თირკმლის ფუნქციზე და გამოიწვიოს გადანერგილი თირკმლის უკმარისობა.
B და C ჰეპატიტის ვირუსები. ჰეპატიტის ვირუსებმა შეიძლება იმოქმედოს ღვიძლის ფუნქციაზე. მიმართეთ ექიმს რათა გაიგოთ როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე ჰეპატიტის ვირუსებმა.
ტვინის ინფექცია, სახელწოდებით პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML). ზოგიეთ პაციენტში მიკოფენოლატის მოფეტილმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სასიკვდილო ინფექცია. თქვენ ხართ ტვინის ინფექციის რისკის ქვეშ, დასუსტებული იმუნური სისტემის გამო. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
სისუსტე ორგანიზმის ერთ მხარეს
აღარ გაღელვებთ ის საკითხები, რომლებიც ჩვეულებრივ გაფიქრებდათ (აპათია)
დაბნეული ხართ ან გაქვთ ფიქრის პრობლემა
ვერ აკონტროლებთ კუნთებს.
სოკოვანი ინფექციები: მიკოფენოლატის მოფეტილის გამოყენებისას შეიძლება შეიძლება განვითარდეს საფუარა ან სხვა სოკოვანი ინფექციები და შეიძლება გამოიწვიოს სისხლის და ქსოვილის სერიოზული ინფექციები. (იხილეთ “რა არის მიკოფენოლატის მოფეტილის შესაძლო გვერდითი ეფექტები?”)
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ინფექციის რომელიმე შემდეგი ნიშანი და სიმპტომი:
ტემპერატურა 100.5ºF ან მეტი.
გაციების სიმპტომები როგორიცაა სურდო ან ყელის ტკივილი.
გრიპის სიმპტომები, როგორიცაა მუცელში დისკომფორტი, მუცლის ტკივილი, ღებინება ან დიარეა.
ყურის ან თავის ტკივილი
ტკივილი შარდვის დროს
პირის ღრუში ან ყელში თეთრი “ბილიკები”
მოულოდნელი სისხლჩაქცევა ან სისხლდენა.
ჭრილობები, ნაკაწრები და ნაიარევი, რომელიც არის წითელი, თბილი და ჩირქიოვანი.
ზოგიერთი კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი. იმ პირებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატის მოფეტილს მომატებულია ლიმფომის და სხვა ტიპის კიბოების, განსაკუთრებით კანის კიბოს განვითარების რისკი. აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ:
აუხსნელი ცხელება, გახანგრძლივებული დაღლილობა, წონაში კლება ან ლიმფური კვაძების შეშუპება.
კანის ყავისფერი ან შავი დაზიანება არასწორი კონტურებით, ან თუ დაზიანების ერთი ნაწილი მეორესგან განსხვავებულია.
ხალის ზომისა და ფერის ცვლილება
კანის ახალი დაზიანება ან კვანძი.
ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა ცვლილება.
სხვა სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პარაგრაფი “როგორია მიკოფენოლატის მოფეტილის შესაძლო გვერდითი ეფექტები?”
რა არის მიკოფენოლატის მოფეტილი?
მიკოფენოლატის მოფეტილი არის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი უარყოფის პრევენციისთვის (უარყოფის საწინააღმდეგო საშუალება) იმ პირებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის, გულის ან ღვიძლის გადანერგვა. უარყოფა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ახალ ორგანოს აღიქვამს როგორც “უცხოს” და ებრძვის მას.
მიკოფენოლატის მოფეტილი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც ეწოდებათ “ციკლოსპორინები” (სანდიმუნი, გენგრატი და ნეორალი) და კორტიკოსტეროიდები.
მიკოფენოლატის მოფეტილი უსაფრთხოდ გამოიყენება და მოზრდილების მგსავსად მოქმედებს ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა. უცნობია მიკოფენოლატის მოფეტილის გამოიყენება უსაფრთხოა და მოქმედებს თუ არა ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ გულის ან ღვიძლის გადანერგვა.
ვინ არ უნდა მიიღოს მიკოფენოლატის მოფეტილი?
არ მიიღოთ მიკოფენოლატის მოფეტილი თუ ალერგიული ხართ მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების USP ან მიკოფენოლატის მოფეტილის ტაბლეტების USP რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულების USP ან მიკოფენოლატის მოფეტილის ტაბლეტების USP ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ სამედიცინო ინსტრუქციის ბოლოს.
რა უნდა ვაცნობო ექიმს მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე? აცნობეთ ექიმს ყველა თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ თუ:
გაქვთ საჭმლის მონელების პრობლემები, როგორიცაა წყლული
გაქვთ ფენილკეტონურია (PKU)
გაქვთ ლეშ-ნიჰანის ან კელი-სეგმიფაიერის სინდრომი ან სხვა იშვიათი მემკვიდრული ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოზა-ტრანსფერაზას (HGPRT)დეფიციტი. მიკოფენოლატის მოფეტილი არ უნდა მიიღოთ თუ აღგენიშნებათ რომელიმე ეს დაავადება.
გეგმავთ ვაქცინის მიღებას. ადამიანებმა, რომლებიც მიკოფენოლატ მოფეტილს იღებენ ცოცხალი ვაქცინები არ უნდა გაიკეთონ. ზოგიერთმა ვაქცინამ შეიძლება არ იმუშაოს მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობისას.
ხართ ან გეგმავთ ორსულობას. იხილეთ “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორ'მაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატ მოეტილის შესახებ?”
კვებავთ ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას. უცნობია გამოიყოფა თუ არა მიკოფენოლატის მოფეტილი რძეში. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მიიღებთ მიკოფენოლატ მოფეტილს თუ ბავშვს ძუძუთი გამოკვებავთ.
აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების, ვიტამინების და მცენარეული დანამატების ჩათვლით.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება იმოქმედოს მიკოფენოლატის მოფეტილის მუშაობაზე და პირიქით. განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ საშუალებებს:
ჩასახვისსაწინააღმდეგო აბები (ორალური კონტრაცეპტივები). იხ. “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ?”
სეველამერი (რენაგელი, რენველა). ამ პროდუქტების მიღება უნდა მოხდეს მიკოფენოლატის მოფეტილის გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ.
აციკლოვირი (ზოვირაქსი), ვალაციკლოვირი (ვალტრექსი), განციკლოვირი (ციტოვენი-IV, ვიტრასერტი), ვალგანციკლოვირი (ვალციტი)
რიფამპინი (რიფატერი, რიფამატი, რიმაქტანი, რიფადინი)
ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს და ალუმინს (მიკოფენოლატის მოფეტილი და ანტაციდები ერთდროული გამოყენება არ შეიძლება).
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI) (პრევაციდი, პროტონიქსი)
სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი (ბაქტრიმი, ბაქტრიმი DS)
ნორფლოქსაცინი (ნოროქსინი) და მეტრონიდაზოლი (ფლაჟილი, ფლაჟილი ER, ფლაჟილი IV, მეტრო IV, ჰელიდაკი, პილერა)
ციპროფლოქსაცინი (ციპრო, ციპრო XR, ცილოქსანი, პროქინი XR) და ამოქსიცილინს დამატებული კლავულანის მჟავა (აუგმენტინი, აუგმენტინი XR)
აზატიოპრინი (აზასანი, იმურანი)
ქოლესტირამინი (ქვესტრანი მსუბუქი, ქვესტრანი, ლოქოლესტი მსუბუქი, ლოქოლესტი, პრევალიტი).
იცოდეთ რა მედიკამენტებს იღებთ. შეინახეთ მათი სია რათა აჩვენოთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ახალი მედიკამენტის მიღებისას. ახალი მედიკამენტი არ მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
როგორ უნდა მივიღო მიკოფენოლატის მოფეტილი?
მიკოფენოლატის მოფეტილი მიიღეთ ზუსტად დანიშნულებისამებრ.
მიკოფენოლატის მოფეტილის მიღება არ შეწყვიტოთ და დოზა არ შეცვალოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ დაგავიწყდათ მიკოფენოლატის მოფეტილის მიღება ან არ გახსოვთ როდის მიიღეთ ბოლო დოზა, მიკოფენოლატის მოფეტილის დანიშნული რაოდენობა მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ და მიყევით ჩვეულ სქემას. არ მიიღოთ ერთდროულად ორი დოზა. თუ არ იცით რა გააკეთოთ მიმართეთ ექიმს.
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები USP და მიკოფენოლატის მოფეტილის ტაბლეტების USP მიიღეთ უზმოდ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ თუ ექიმმა სხვა დნიშნულება არ მოგცათ. ექიმის ნებართვით, სტაბილურ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა, საჭიროებისას, შესაძლებელია მიკოფენოლატის მოფეტილის ჭამის დროს მიღება.
ადამიანების უმრავლესობა მიკოფენოლატ მოფეტილს იღებს ორალურად სპილოსძვლისფერი კაფსულების ან მოვარდისფრო ყავისფერი ტაბლეტების სახით. ზოგიერთ პაციენტებში მიკოფენოლატის მოფეტილის გამოყენება შეიძლება მოხდეს ინტრავენური ინფუზიის სახით ტრანსპლანტაციისთანავე.
არ დაანაწევროთ მიკოფენოლატის მოფეტილის ტაბლეტები USP. არ გახსნათ და არ დაანაწევროთ მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები USP.
თუ მიიღეთ ნორმაზე მეტი მიკოფენოლატის მოფეტილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან შხამების კონტროლის ცენტს.
რას უნდა მოვერიდო მიკოფენოლატის მოფეტილის მიღების დროს?
თავიდან აიცილეთ ორსულობა. იხ. “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ?”
შეზღუდეთ მზეზე ყოფნის დრო. მოერიდეთ სოლარიუმს ან მზის სინათლის ნათურებს. ადამიანებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატის მოფეტილს აქვთ კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკი. (იხ. “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ?”) მზეზე ყოფნისას ატარეთ დამცავი სამოსი გამოიყენეთ მზისგან დამცავი მარალი დაცვის ფაქტორით (არანაკლებ 30 SPF). ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი კანი არის ღია ფერის ან, თუ ოჯახის ისტორიაში გაქვთ კანის კიბოს შემთხვევა.
რა არის მიკოფენოლატის მოფეტილის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
მიკოფენოლატ მოფეტილს შეუძლია გამოიწვიოს სეროიზული გვერდითი ეფექტები:
იხ. “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ?”
სისხლის უჯრედების დაბალი რაოდენობა. ადამიანებში, რომლებიც ყოველდღე იღებენ მიკოფენოლატის მაღალ დოზებს, შეიძლება აღინიშნოს სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება შემდეგის ჩათვლით:
სისხლის თეთრი უჯრედები, განსაკუთრებით ნეიტროფილები. ნეიტროფილები ებრძვიან ბაქტერიულ ინფექციებს. ინფექციის განვითარების უფრო მაღალი შანსი გაქვთ როდესაც სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა დაბალია. ეს ყველაზე ხშირია ტრანსპლანტაციიდან 3 ან 6 თვის შემდეგ.
სისხლის წითელი უჯრედები. სისხლის წითელ უჯრედებს გადააქვთ ჟანგბადი ორგანიზმის ქსოვილებამდე. მწვავე ანემიის განვითარების მაღალი შანსი გაქვთ როდესაც სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა დაბალია.
თრომბოციტები. თრომბოციტები ეხმარება სისხლს შედედებაში. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემოწმებისთვის ექიმი ანალიზს ჩაატარებს მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებამდე და მიკოფენოლატის მოფეტილით მკურნალობის მიმდინარეობისას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი (იხ. “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდე მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ?”) ან მოულოდნელი სისხლჩაქცევა ან სისხლდენა. აგრეთვე აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ უჩვეულო დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა.
კუჭის პრობლემები. იმ პირებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატის მოფეტილის მაღალ დოზებს, შეიძლება აღინიშნოს კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა. შეიძლება სისხლდენა მწვაე იყოს და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
დიარეა. დიარეის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მიკოფენოლატის მოფეტილის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ღებინება
ტკივილი
მუცლის ტკივილი
ფეხების ქვედა ნაწილის, კოჭის და ტერფების შეშუპება
სისხლის მაღალი წნევა
გვერდითი ეფექტები, რომლებიც მიკოფენოლატის მოფეტილის მიღებისას ბავშვებში უფრო ხშირად ვითარდება ვიდრე მოზრდილებში, მოიცავს შემდეგს:
მუცლის ტკივილი
ცხელება
ინფექცია
ტკივილი
სისხლის ინფექცია (სეფსისი)
დიარეა
ყელის ტკივილი
გაციება (რესპირატორული ტრატის ინფექციები)
სისხლის მაღალი წნევა
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა
ღებინება
ეს არ არის მიკოფენოლატის მოფეტილის ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტი. აცნობეთ ექიმს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ რომელიც გაწუხებთ ან რომელიც არ ქრება. გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტები შეიძლება შეატყობინოთ FDA-ს ნომერზე 1088 ან Strides Pharma inc ნომერზე 1877-244-9825 ან ეწვიოთ საიტს www.stridessashun.com
როგორ უნდა შევინახო მიკოფენოლატის მოფეტილი?
მიკოფენოლატის მოფეტილის კაფსულები USP ან მიკოფენოლატის მოფეტილის ტაბლეტები USP შეინახეთ 20-25°C ტემპერატურაზე (68-77°F). [იხ. USP, კონტროლირებული ოთახის ტემპერატურა]. კონტეინერი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.
მიკოფენოლატის მოფეტილი და ყველა მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ზოგადი ინფორმაცია მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ
მედიკამენტები ზოგჯერ ინიშნება ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებისგან განსხვავებული მიზეზით. მიკოფენოლატის მოფეტილი არ გამოიყენოთ ისეთი შემთხვევის სამკურნალოდ, რისთვისაც ის არ არის დანიშნული. არ გადასცეთ მიკოფენოლატის მოფეტილი სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ რაც თქვენ. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიკოფენოლატის მოფეტილის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ექიმს ან ფარმაცევტს შეგიძლიათ თხოვოთ მოგაწოდონ ინფორმაცია მიკოფენოლატ მოფეტილსი შესახებ, რომელიც დაწერილია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ 1-800-438-1985.
რა არის მიკოფენოლატის მოფეტილის ინგრედიენტები?
აქტიური ინგრედიენტი: მიკოფენოლატის მოფეტილი
არააქტიური ინგრედიენტები:
მიკოფენოლატის მოფეტილი კაფსულები USP, 250მგ: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (K-30) და მიკროკრისტალური ცელულოზა. კაფსულის გარსი შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს, FD&C წითელს No3, ნატრიუმის ლაურილსულფატს და ტიტანის დიოქსიდს.
მიკოფენოლატის მოფეტილი ტაბლეტები USP, 500მგ: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K-30), მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული), ოპადრაი ყავისფერი, ოპაკოდი შავი. ოპადრაი ყავისფერი შეიცავს FD&C ლურჯს, No1, ალუმინის ლაკს, FD&C წითელს # 40 ალუმინის ლაკს, ჰიპრომელოზას, რკინის წითელ ოქსიდს, პოლიეთილენგლიკოლს და ტიტანის დიოქსიდს.
ეს სამედიცინო ინსტრუქცია დამტკიცებულია ამერიკის კვების და წამლის ადმინისტრაციის მიერ.
მწარმოებელი:
სტრაიდს შასუნ ლიმიტედ
ბანგალორი-560076, ინდოეთი
დისტრიბუტორი:
სტრაიდს ფარმა ინკ.
აღმოსავლეთ ბრუნსვიკი, NJ 08816
რევიზია: 11/2016.
თარგმანი შეესბამება ორიგინალს, მთაგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
