მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება იმუნუსუპრესანტების ჯგუფის პრეპარატებს. მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები გამოიყენება თირკმლის გადანერგვის შემდგომ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსლპანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკოფენოლატი (mycophenolic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 180მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №120
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041206
- რეგისტრირებულია
- 6 ივნისი 2024, მოქმედებს 6 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მიკოფენოლის მჟავა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება იმუნუსუპრესანტების ჯგუფის პრეპარატებს.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები გამოიყენება თირკმლის გადანერგვის შემდგომ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსლპანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ. მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები გამოიყენება ციკლოსპორინის და კორტიკოსტეროიდების შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების დანიშვნა მოხდება მხოლოდ ორგანოთა გადანერგვის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისაღები წამლის დოზა
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი), ორად გაყოფილი დოზის სახით, 720 მგ (4 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი) თითო მიღებაზე.
ტაბლეტები მიიღება დილით და საღამოს.
პირველი დოზა (720 მგ) პაციენტს მიეცემა ორგანოს გადანერგვიდან 72 საათის შემდეგ.
თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი).
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღების წესი
ტაბლეტები იყლაპება ჭიქა წყალთან ერთად.
დაუშვებელია ტაბლეტების დანაწევრება ან დაღეჭვა.
დაუშვებელია დანაწევრებული ან გაყოფილი ტაბლეტის მიღება.
მკურნალობა გაგრძელდება იმუნოსუპრესიის საჭიროებამდე, რათა არ მოხდეს ორგანიზმის მიერ ტრანსლანტის მოცილება.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლის მჟავის, მიკოფენოლატის ნატრიუმის, მიკოფენოლატის მოფეტილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალია და მკურნალობის დაწყებამდე ვერ ხერხდება ორსულობის გამორიცხვა ტესტირებით; რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. პუნქტი “კონტრაცეფცია ქალებში და მამაკაცებში”);
ძუძუთი კვების დროს (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
დაუშვებელია მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება და უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
სიფრთხილის ზომები
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს ამჟამად აწუხებს ან წარსულში ჰქონია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა კუჭის წყლული;
პაციენტს აღენიშნება იშვიათი გენეტიკური ფერმენტოვანი დარღვევა – ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზას უკმარისობა (HGPRT), მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომის ან კელი-სიგმილერის სინდრომის სახით.
ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი:
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები აქვეითებს კანის დამცველობით ფუნქციას მზის გამოსხივების მიმართ, რაც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად, საჭიროა კანის შიშველი მიდამოების მაქსიმალურად დაფარვა და მაღალი დამცველობითი ინდექსის მქონე მზისგან დამცავი ლოსიონის რეგულარული გამოყენება. დამატებითი ინსტრუქციებისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
B ან C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებმა შესაძლოა გაზარდოს მათი გამწვავებების რისკი. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები დაშეამოწმოს დაავადების სიმპტომები. ნებისმიერი სიმპტომის (კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, მადის დაქვეითება, შარდის მუქი შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
პერსისტირებადი ხველის ან სუნთქვის გაძნელების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში, ექიმი შეამოწმებს ანტისხეულების დონეს სისხლში, განსაკუთრებით თუ სახეზეა ინფექციებისადმი მიდრეკილება და პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც. ექიმი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა მიკოფენოლის მჟავით მკურნალობა;
ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის (მაგ. ცხელება ან ყელის ტკივილი), უეცარი სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში, ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელება;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებში შემავალი აქტიური ნივთიერება - მიკოფენოლის მჟავა არ არის მსგავსი ჟღერადობის ნივთიერებების, მაგ. მიკოფენოლატის მოფეტილის ანალოგი. პრეპარატების ურთიერთჩანაცვლება დაუშვებელია მკურნალი ექიმისგან დამოუკიდებლად;
ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში, მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებმა შესაძლოა დააზიანოს ნაყოფი (ასევე იხ. პუნქტი “ორსულობა და ძუძუთი კვება”) და გაზარდოს თვითნებური აბორტის რისკი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მედიკამენტებს:
სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა აზათიოპრინი ან ტაკროლიმუსი;
ჭარბი ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ქოლესტირამინი;
აქტივირებული ნახშირი (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ფაღარათი, დყსპეპსია და მეტეორიზმი);
მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები;
ვირუსული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის აციკლოვირი ან განციკლოვირი.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი დაგეგმილი ვაქცინაციის შესახებ.
მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მამაკაცებში, მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღის განმავლობაში, არ არის მიზანშეწონილი სპერმის დონაცია.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს პრეპარატს საკვებთან ერთად თუ მის გარეშე და განახორციელოს მსგავსი წესით მიღება ყოველდღიურად. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმში პრეპარატის შეწოვა ყოველდღე მოხდეს თანაბარი რაოდენობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანში შესული (65 წლიდა) პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. გამოიყენება სტანდარტული რეკომენდებული დოზები.
ბავშვები და მოზარდები
არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონტრაცეფცია ქალებში მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალებში საჭიროა კონტრაცეფციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდის გამოყენება:
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის მთლიან პერიოდში;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირის განმავლობაში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის ოპტიმალური მეთოდის შესარჩევად ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ორსულობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, უმჯობესია გამოყენებული იქნეს კონტრაცეფციის ორი მეთოდი. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტური ან დაავიწყდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტის მიღება.
პაციენტს არ შეუძლია დაფეხმძიმება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:
თუ პაციენტი იმყოფება პოსტმენოპაუზურ პერიოდში, მაგ.: არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა ქიმიოთერაპიის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა კვლავ არსებობს);
თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);
თუ საშვილოსნო ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);
თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ადრეული კლიმაქსი დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);
თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით
ყოვლთვის საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტი გეგმავს მამობას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ
პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას;
პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ორსულობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში;
პაციენტმა არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი სქესობრივი აქტის დროს.
თუ მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღების გაგრძელება.
ფეხმძიმობა
მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (კურდღლის ტუჩი/სასა) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის (მილი, რომელიც ხახას აერთებს კუჭთან), თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე, უნდა ჩაიტარონ ფეხმძიმობის ტესტი და მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მხოლოდ ტესტის უარყოფითი შედეგისა და კონტრაცეფციის შემთხვევაში. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფეხმძიმობის დასადგენი ერთი ან რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.61 მმოლ (13.9 მგ) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია მარილის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პირებისთვის.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შედარებით სუსტი იმუნიტეტის გამო, ხანში შესულ პაციენტებში შესალოა განვითარდეს მეტი გვერდითი მოვლენა.
იმუნოსუპრესანტები, მათ შორის მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები, თრგუნავენ ორგანიზმის იმუნიტეტის თავდაცვის მექანიზმებს და ხელს უშლიან ტრანსლპლანტის მოცილების რეაქციას. შედეგად, ორგანიზმის ინფექციების მიმართ ბრძოლის უნარი სუსტდება და იზრდება სხვადასხვა ინფექციების განვითარების რისკი, მათ შორის თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და შარდგამომყოფი სისტემის.
მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის უჯრედების ან სისხლში არსებული სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის შაქრის, ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის რაოდენობას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის:
ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება, შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა ან ენერგიის ნაკლებობა. მირალემით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი. აღნიშნულმა შესაძლოა მოიცვას სხეულის სხვადასხვა მიდამო, თუმცა ყველაზე ხშირია თირკმელების, შარდის ბუშტის, ზედა და/ან ქვედა სასუნთქი გზების ინფეცქციები;
სისხლიანი ღებინება, შავი ან სისხლიანი განავალი, კუჭის ან ნაწლავების წყლული;
ჯირკვლების შეშუპება, ახალი წანაზარდების გაჩენა კანზე ან არსებულის ზომაში ზრდა, არსებული ხალების ცვლილებები. პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს, შესაძლოა განვითარდეს კანის ან ლიმფური ჯირკვლების კიბო.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ფაღარათი;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება;
კალციუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალცემია);
კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალემია);
შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია);
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
შფოთვა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის წითელი უჯრედებს რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და კანის სიფერმკრთალე (ანემია);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქვები (თრომბოციტოპენია);
თავის ტკივილი;
ხველა;
მუცლის ან კუჭის ტკივილი, კანის ამომფენი შრის ანთება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მოუნელებლობა, მეტეორიზმი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება;
დაღლილობა, ცხელება;
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
რესპირატორული ინფექციები;
კალიუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰყპერკალემია);
მაგნიუიმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰიპომაგნემია);
თავბრუსხვევა;
არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);
ქოშინი (დისპნეა);
აკნე;
სისუსტე (ასთენია);
კუნთების ტკივილი (მიალგია);
ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
ქავლილი.
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია), სითხე ფილტვებში (ფილტვისმიერი შეშუპება);
წანაზარდი, რომელიც კისტას წააგავს და შეიცავს სითხეს (ლიმფოცელე);
თვალების სიწითლე და შეშუპება (კონიუნქტივიტი), მხედველობის დაბინდვა;
ვიზინგი;
ბოყინი, ცუდი სუნი პირის ღრუში, ნაწლავის დახშობა (გაუვალობა), ტუჩების წყლულები, გულძმარვა, ენის ფერის ცვლილება, პირის სიმშრალე, ღრძილების ანთება, პანკრეასის ანთება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტი), სანერწყვე ჯირკვლების დახშობა, მუცლის შიდა შრის ანთება (პერიტონიტი);
ძვლების, სისხლის და კანის ინფექციები;
სისხლი შარდში, თირკმელების დაზიანება, ტკივილი შარდვისას და შარდვის გაძნელება;
თმის ცვენა, კანშიდა სისხლჩაქცევები;
სახსრების ტკივილი (ართრიტი), წელის ტკივილი, კუნთების კრამპები;
მადის დაკარგვა, ლიპიდების მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰყპერლიპიდემია), შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერქოლესტერინემია) ან ფოსფატის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოფოსფატემია);
გრიპის ნიშნები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი), კოჭების და ტერფების შეშუპება, ტკივილი, რიგიდობა, ჭარბი წყურვილის გრძნობა ან სისუსტის შეგრძნება;
ღამის კოშმარები, დელუზიები (არარსებული ფაქტების რწმენა);
ერექციული დისფუნქცია;
ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი სუნტქვისას (ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შესაძლო სიმპტომები).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე დაზუსტება შეუძლებელია):
გამონაყარი;
ცხელება, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექციები, რაც წარმოადგენს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითების შესაძლო ნიშნებს (აგრანულოციტოზი).
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მსგავს პრეპარატებთან ასოცირებული სხვა გვერდითი მოვლენები
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების ჯგუფის მედიკამენტებთან ასოცირებული დამატებითი გვერდითი მოვლემებია: კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის) ანთება, კუჭის ამომფენი შრის ანთება, რაც გამოწვეულია ციტომეგალოვირუსით; ნახვრეტის განვითარება წვრილი ნაწლავის კედელში, რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს და შესაძლო სისხლდენას; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; სიხლის ზოგიერთი ტიპის თეთრი უჯრედების ან ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის დაქვეითება; საშიში ინფექციები, მათ შორის გულის კუნთის და გულის კარების ანთება, თავის და ზურგის ტვინის დამცავი გარსების ანთება; ქოშინი, ხველა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბრონქიექტაზით (მდგომარეობა, როდესაც პათოლოგიურად ფართოვდება სასუნთქი გზები) და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას (ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია). პერსისტირებადი ხველის ან ქოშინის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების ზედმეტი დოზის მიღებისას, ან შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტები (ან ცარიელი შეფუთვა თუ ტაბლეტები აღარ არის დარჩენილი) და ანახოს ისინი სამედიცინო პერსონალს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტის მოცილების რეაქცია.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა გაფუჭების ხილული ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების შემადგენლობა
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას (მიკოფენოლატის ნატრუმის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ მიკოფენოლის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პოვიდონი K30 (E1201), ტალკი (E553b), სილიკა კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E47Ob).
ტაბლეტის გარსი:
მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტალკი(E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიათილის ციტრატი (E1505), სილიკა კოლოიდური უწყლო (E551), ნატრიუმის წყალბადის კარბობატი (E500), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ინდიგოკარმინი ალუმინის ლეიკი (E132), ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487).
შელაკი ლაქი, ნაწილობრივ ესტერიფირებული (E904), რკინის ოქსიდი შავი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), ამონია (E527).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
მიკოფენოლის მჟავა 180 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები
მიკოფენოლის მჟავა
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები და მისი გამოყენება
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება იმუნუსუპრესანტების ჯგუფის პრეპარატებს.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები გამოიყენება თირკმლის გადანერგვის შემდგომ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსლპანტის მოცილების რეაქციის საწინააღმდეგოდ. მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები გამოიყენება ციკლოსპორინის და კორტიკოსტეროიდების შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე
გაფრთხილება
მიკოფენოლის მჟავა იწვევს ნაყოფის დეფექტებსა და თვითნებით აბორტს. თუ პაციენტი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალია, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ფეხმძიმობა ტესტირებით და საჭიროა მკურნალი ექიმის მიერ მიცემული რჩევების გათვალისწინება კონტრაცეფციის შესახებ.
მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პაციენტი მიიღებს წერილობით ინფორმაციას ნაყოფზე მიკოფენოლის მჟავას გავლენის შესახებ. საჭიროა ამ ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა და ექიმის მითითებების დაცვა.
თუ პაციენტისათვის სრულად არ არის გასაგები ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები, საჭიროა ექიმთან ხელმეორედ მიმართვა მიკოფენოლატით მკურნალობის დაწყებამდე. დამატებითი ინფორმაცია აგრეთვე იხ. პარაგრაფში “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები” და “ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება”.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია მიკოფენოლის მჟავის, მიკოფენოლატის ნატრიუმის, მიკოფენოლატის მოფეტილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალია და მკურნალობის დაწყებამდე ვერ ხერხდება ორსულობის გამორიცხვა ტესტირებით; რადგან მიკოფენოლატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტები და თვითნებური აბორტი;
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. პუნქტი “კონტრაცეფცია ქალებში და მამაკაცებში”);
ძუძუთი კვების დროს (იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
დაუშვებელია მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება და უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს ამჟამად აწუხებს ან წარსულში ჰქონია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა კუჭის წყლული;
პაციენტს აღენიშნება იშვიათი გენეტიკური ფერმენტოვანი დარღვევა – ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოზილ-ტრანსფერაზას უკმარისობა (HGPRT), მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომის ან კელი-სიგმილერის სინდრომის სახით.
ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი:
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები აქვეითებს კანის დამცველობით ფუნქციას მზის გამოსხივების მიმართ, რაც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად, საჭიროა კანის შიშველი მიდამოების მაქსიმალურად დაფარვა და მაღალი დამცველობითი ინდექსის მქონე მზისგან დამცავი ლოსიონის რეგულარული გამოყენება. დამატებითი ინსტრუქციებისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
B ან C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებმა შესაძლოა გაზარდოს მათი გამწვავებების რისკი. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები დაშეამოწმოს დაავადების სიმპტომები. ნებისმიერი სიმპტომის (კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, მადის დაქვეითება, შარდის მუქი შეფერილობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
პერსისტირებადი ხველის ან სუნთქვის გაძნელების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში, ექიმი შეამოწმებს ანტისხეულების დონეს სისხლში, განსაკუთრებით თუ სახეზეა ინფექციებისადმი მიდრეკილება და პაციენტი ღებულობს სხვა იმუნოსუპრესანტებსაც. ექიმი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა მიკოფენოლის მჟავით მკურნალობა;
ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის (მაგ. ცხელება ან ყელის ტკივილი), უეცარი სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში, ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელება;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებში შემავალი აქტიური ნივთიერება - მიკოფენოლის მჟავა არ არის მსგავსი ჟღერადობის ნივთიერებების, მაგ. მიკოფენოლატის მოფეტილის ანალოგი. პრეპარატების ურთიერთჩანაცვლება დაუშვებელია მკურნალი ექიმისგან დამოუკიდებლად;
ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში, მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებმა შესაძლოა დააზიანოს ნაყოფი (ასევე იხ. პუნქტი “ორსულობა და ძუძუთი კვება”) და გაზარდოს თვითნებური აბორტის რისკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მედიკამენტებს:
სხვა იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა აზათიოპრინი ან ტაკროლიმუსი;
ჭარბი ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ქოლესტირამინი;
აქტივირებული ნახშირი (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ფაღარათი, დყსპეპსია და მეტეორიზმი);
მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები;
ვირუსული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის აციკლოვირი ან განციკლოვირი.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი დაგეგმილი ვაქცინაციის შესახებ.
მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 6 კვირის განმავლობაში არ შეიძლება სისხლის დონაცია. მამაკაცებში, მიკოფენოლის მჟავით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუადრეს 90 დღის განმავლობაში, არ არის მიზანშეწონილი სპერმის დონაცია.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს პრეპარატს საკვებთან ერთად თუ მის გარეშე და განახორციელოს მსგავსი წესით მიღება ყოველდღიურად. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმში პრეპარატის შეწოვა ყოველდღე მოხდეს თანაბარი რაოდენობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანში შესული (65 წლიდა) პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. გამოიყენება სტანდარტული რეკომენდებული დოზები.
ბავშვები და მოზარდები
არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია
კონტრაცეფცია ქალებში მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალებში საჭიროა კონტრაცეფციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდის გამოყენება:
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის მთლიან პერიოდში;
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირის განმავლობაში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია კონტრაცეფციის ოპტიმალური მეთოდის შესარჩევად ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ორსულობის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, უმჯობესია გამოყენებული იქნეს კონტრაცეფციის ორი მეთოდი. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ კონტრაცეფცია არ არის ეფექტური ან დაავიწყდა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტის მიღება.
პაციენტს არ შეუძლია დაფეხმძიმება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს:
თუ პაციენტი იმყოფება პოსტმენოპაუზურ პერიოდში, მაგ.: არის არანაკლებ 50 წლის და ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელზე მეტი (თუ მენსტრუაცია შეწყდა ქიმიოთერაპიის გამო, მაშინ ორსულობის დადგომის ალბათობა კვლავ არსებობს);
თუ ორივე ფალოპის მილი და ორივე საკვერცხე ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ბილატერული სალპინგო-ოვარექტომია);
თუ საშვილოსნო ამოკვეთილია ქირურგიული გზით (ჰისტერქტომია);
თუ საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებს (ადრეული კლიმაქსი დადასტურებულია გინეკოლოგის მიერ);
თუ პაციენტს აღენიშნება იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფეხმძიმობა შეუძლებელია: XY გენოტიპი, ტერნერის სინდრომი ან საშვილოსნოს აგენეზია;
თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია და არ აღენიშნება მენსტრუაცია.
კონტრაცეფცია მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით
ყოვლთვის საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში.
თუ პაციენტი გეგმავს მამობას, მკურნალი ექიმი მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას ფეხმძიმობის შესაძლო რისკებისა და ალტერნატიული მკურნალობის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის, თუ
პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას;
პაციენტს მენსტრუაციის პერიოდი გადაუცდა ან ფიქრობს, რომ გადაუცდა, აღენიშნება უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა ან ორსულობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში;
პაციენტმა არ გამოიყენა კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი სქესობრივი აქტის დროს.
თუ მიკოფენოლატით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება. თუმცა ექიმთან ვიზიტამდე საჭიროა მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღების გაგრძელება.
ფეხმძიმობა
მიკოფენოლატი იწვევს ძალიან მაღალი სიხშირით ორსულობის შეწყვეტას (50%) და ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტებს (23-27%). აღნიშნულ იქნა ნაყოფის განვითარების დეფექტები, როგორიცაა ყურების, თვალების, სახის (კურდღლის ტუჩი/სასა) ანომალიები, თითების, გულის, საყლაპავის (მილი, რომელიც ხახას აერთებს კუჭთან), თირკმელებისა და ნერვული სისტემის (მაგ.: spina bifida (ხერხემლის ძვლები არასწორადაა განვითარებული)) განვითარების ანომალიები. ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე, უნდა ჩაიტარონ ფეხმძიმობის ტესტი და მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მხოლოდ ტესტის უარყოფითი შედეგისა და კონტრაცეფციის შემთხვევაში. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფეხმძიმობის დასადგენი ერთი ან რამდენიმე ტესტის ჩატარება, რათა სრულად გამოირიცხოს ორსულობა.
ძუძუთი კვება
არ შეიძლება მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან წამლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.61 მმოლ (13.9 მგ) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია მარილის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პირებისთვის.
- მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღების წესი
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების დანიშვნა მოხდება მხოლოდ ორგანოთა გადანერგვის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისაღები წამლის დოზა
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი), ორად გაყოფილი დოზის სახით, 720 მგ (4 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი) თითო მიღებაზე.
ტაბლეტები მიიღება დილით და საღამოს.
პირველი დოზა (720 მგ) პაციენტს მიეცემა ორგანოს გადანერგვიდან 72 საათის შემდეგ.
თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1440 მგ-ს (8 ცალი 180 მგ-ანი ტაბლეტი).
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღების წესი
ტაბლეტები იყლაპება ჭიქა წყალთან ერთად.
დაუშვებელია ტაბლეტების დანაწევრება ან დაღეჭვა.
დაუშვებელია დანაწევრებული ან გაყოფილი ტაბლეტის მიღება.
მკურნალობა გაგრძელდება იმუნოსუპრესიის საჭიროებამდე, რათა არ მოხდეს ორგანიზმის მიერ ტრანსლანტის მოცილება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების ზედმეტი დოზის მიღებისას, ან შემთხვევით სხვა პირის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტები (ან ცარიელი შეფუთვა თუ ტაბლეტები აღარ არის დარჩენილი) და ანახოს ისინი სამედიცინო პერსონალს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტის მოცილების რეაქცია.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შედარებით სუსტი იმუნიტეტის გამო, ხანში შესულ პაციენტებში შესალოა განვითარდეს მეტი გვერდითი მოვლენა.
იმუნოსუპრესანტები, მათ შორის მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტები, თრგუნავენ ორგანიზმის იმუნიტეტის თავდაცვის მექანიზმებს და ხელს უშლიან ტრანსლპლანტის მოცილების რეაქციას. შედეგად, ორგანიზმის ინფექციების მიმართ ბრძოლის უნარი სუსტდება და იზრდება სხვადასხვა ინფექციების განვითარების რისკი, მათ შორის თავის ტვინის, კანის, პირის ღრუს, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების და შარდგამომყოფი სისტემის.
მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის უჯრედების ან სისხლში არსებული სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის შაქრის, ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის რაოდენობას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს სერიოზული ხასიათის:
ინფექციის ნიშნები, როგორიცა ცხელება, შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა ან ენერგიის ნაკლებობა. მირალემით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი. აღნიშნულმა შესაძლოა მოიცვას სხეულის სხვადასხვა მიდამო, თუმცა ყველაზე ხშირია თირკმელების, შარდის ბუშტის, ზედა და/ან ქვედა სასუნთქი გზების ინფეცქციები;
სისხლიანი ღებინება, შავი ან სისხლიანი განავალი, კუჭის ან ნაწლავების წყლული;
ჯირკვლების შეშუპება, ახალი წანაზარდების გაჩენა კანზე ან არსებულის ზომაში ზრდა, არსებული ხალების ცვლილებები. პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს, შესაძლოა განვითარდეს კანის ან ლიმფური ჯირკვლების კიბო.
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
ფაღარათი;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება;
კალციუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალცემია);
კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოკალემია);
შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია);
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
შფოთვა.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის წითელი უჯრედებს რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და კანის სიფერმკრთალე (ანემია);
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქვები (თრომბოციტოპენია);
თავის ტკივილი;
ხველა;
მუცლის ან კუჭის ტკივილი, კანის ამომფენი შრის ანთება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მოუნელებლობა, მეტეორიზმი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება;
დაღლილობა, ცხელება;
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები;
რესპირატორული ინფექციები;
კალიუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰყპერკალემია);
მაგნიუიმის ჭარბი რაოდენობა სისხლში (ჰიპომაგნემია);
თავბრუსხვევა;
არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);
ქოშინი (დისპნეა);
აკნე;
სისუსტე (ასთენია);
კუნთების ტკივილი (მიალგია);
ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
ქავლილი.
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია), სითხე ფილტვებში (ფილტვისმიერი შეშუპება);
წანაზარდი, რომელიც კისტას წააგავს და შეიცავს სითხეს (ლიმფოცელე);
თვალების სიწითლე და შეშუპება (კონიუნქტივიტი), მხედველობის დაბინდვა;
ვიზინგი;
ბოყინი, ცუდი სუნი პირის ღრუში, ნაწლავის დახშობა (გაუვალობა), ტუჩების წყლულები, გულძმარვა, ენის ფერის ცვლილება, პირის სიმშრალე, ღრძილების ანთება, პანკრეასის ანთება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტი), სანერწყვე ჯირკვლების დახშობა, მუცლის შიდა შრის ანთება (პერიტონიტი);
ძვლების, სისხლის და კანის ინფექციები;
სისხლი შარდში, თირკმელების დაზიანება, ტკივილი შარდვისას და შარდვის გაძნელება;
თმის ცვენა, კანშიდა სისხლჩაქცევები;
სახსრების ტკივილი (ართრიტი), წელის ტკივილი, კუნთების კრამპები;
მადის დაკარგვა, ლიპიდების მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰყპერლიპიდემია), შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერქოლესტერინემია) ან ფოსფატის რაოდენობის დაქვეითება სისხლში (ჰიპოფოსფატემია);
გრიპის ნიშნები (როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი), კოჭების და ტერფების შეშუპება, ტკივილი, რიგიდობა, ჭარბი წყურვილის გრძნობა ან სისუსტის შეგრძნება;
ღამის კოშმარები, დელუზიები (არარსებული ფაქტების რწმენა);
ერექციული დისფუნქცია;
ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი სუნტქვისას (ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შესაძლო სიმპტომები).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე დაზუსტება შეუძლებელია):
გამონაყარი;
ცხელება, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექციები, რაც წარმოადგენს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითების შესაძლო ნიშნებს (აგრანულოციტოზი).
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მსგავს პრეპარატებთან ასოცირებული სხვა გვერდითი მოვლენები
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების ჯგუფის მედიკამენტებთან ასოცირებული დამატებითი გვერდითი მოვლემებია: კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის) ანთება, კუჭის ამომფენი შრის ანთება, რაც გამოწვეულია ციტომეგალოვირუსით; ნახვრეტის განვითარება წვრილი ნაწლავის კედელში, რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს და შესაძლო სისხლდენას; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; სიხლის ზოგიერთი ტიპის თეთრი უჯრედების ან ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის დაქვეითება; საშიში ინფექციები, მათ შორის გულის კუნთის და გულის კარების ანთება, თავის და ზურგის ტვინის დამცავი გარსების ანთება; ქოშინი, ხველა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბრონქიექტაზით (მდგომარეობა, როდესაც პათოლოგიურად ფართოვდება სასუნთქი გზები) და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას (ტუბერკულოზი და ატიპიური მიკობაქტერიული ინფექცია). პერსისტირებადი ხველის ან ქოშინის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა გაფუჭების ხილული ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
მიკოფენოლის მჟავა გასტრორეზისტენტული ტაბლეტების შემადგენლობა
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მიკოფენოლის მჟავას (მიკოფენოლატის ნატრუმის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 180 მგ მიკოფენოლის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პოვიდონი K30 (E1201), ტალკი (E553b), სილიკა კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E47Ob).
ტაბლეტის გარსი:
მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტალკი(E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიათილის ციტრატი (E1505), სილიკა კოლოიდური უწყლო (E551), ნატრიუმის წყალბადის კარბობატი (E500), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ინდიგოკარმინი ალუმინის ლეიკი (E132), ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487).
შელაკი ლაქი, ნაწილობრივ ესტერიფირებული (E904), რკინის ოქსიდი შავი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), ამონია (E527).
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მწვანე ლიმნისფერი, მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი, კონუსისებრი კიდეების მქონე ტაბლეტები ენტერული გარსით, რომელთა ცალ მხარეს შავი საღებავით ამოტვიფრულია “M1”, ხოლო მეორე მხარე სადაა.
პრეპარატი გამოდის #20, #50, #100, #120 და #250 ბლისტერულ შეფუთვებში.
ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს რეალიზაციაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Limited
Sage house, 319 Pinner Road, North Harrow,
Middlesex HA1 4HF, United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ
სეიჯჰაუს, 319 პინერ როუდ, ნორს ჰეროუ,
მიდლსექსი HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი/იმპორტიორი
Accord Healthcare Limited
Sage house, 319 Pinner Road, North Harrow,
Middlesex HA1 4HF, United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ
სეიჯჰაუს, 319 პინერ როუდ, ნორს ჰეროუ,
მიდლსექსი HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 04/2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



