პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

ფრენაგ ფორტი 3% გელი

Frenag Fort 3% Gel

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფრენაგ ფორტი 3% გელი წარმოდგენილია ბაზარზე ტუბში 30 გ გელის სახით, რომელიც შეიცავს ნიმესულიდს და გამოიყენება გარეგანად. ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება ტკივილის და შეშუპების შემსუბუქებისთვის: რბილი ქსოვილების დაზიანებისას (როგორიცაა დაჭიმულობა, ტრავმა/დაზიანება სისხლჩაქცევებით), მყესის დაზიანება, რომელსაც ეწოდება …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (nimesulide)
ფორმა და შეფუთვა
3% (0,9გ/30გ) 30გ ადგილობრივი გამოყენების გელი ლამინირებული ტუბი №1
მწარმოებელი
Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA26
რეგისტრაციის ნომერი
რ-042805
რეგისტრირებულია
20 თებერვალი 2025, მოქმედებს 20 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფრენაგ ფორტი 3% გელი და სხვა წამალი ერთად

ფრენაგ ფორტი 3% გელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფრენაგ ფორტი 3% გელი წარმოდგენილია ბაზარზე ტუბში 30 გ გელის სახით, რომელიც შეიცავს ნიმესულიდს და გამოიყენება გარეგანად.

ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება ტკივილის და შეშუპების შემსუბუქებისთვის:

რბილი ქსოვილების დაზიანებისას (როგორიცაა დაჭიმულობა, ტრავმა/დაზიანება სისხლჩაქცევებით),

მყესის დაზიანება, რომელსაც ეწოდება “მწვავე პოსტტრავმული ტენდონიტი“.

თუ 7 დღის განმავლობაში არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მოცემულ ჩანართის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზა/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:

ჩვეულებრივი რაოდენობა შეადგენს 3 გ გელს (გელის 6-7 სმ სიგრძის ზოლი ტუბიდან).

გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში.

პრეპარატი გამოიყენეთ საერთო ჯამში 7-15 დღის განმავლობაში. თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა, მკურნალობის შემდეგ კურსთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის დოზასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და მეთოდი

მასაჟის მოძრაობით შეიზილეთ გელი მტკივნეულ ან შეშუპებულ ადგილზე. გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

მოცემული პრეპარატი არ არის განკუთვნილი შიგნით (პერორალურად) გამოყენებისთვის. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებას.

არ გამოიყენოთ გელი დაზიანებულ კანზე, ჭრილობაზე, თუ აღინიშნება აბრაზია ან ინფექცია.

არ წაისვათ გელი თვალებზე. ასეთ შემთხვევაში, გამოიბანეთ თვალები სუფთა წყლით.

არ გამოიყენოთ სხვა კრემები ან მალამოები დამუშავებულ კანზე. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი პრეპარატის მოქმედებაზე.

მოარიდეთ დამუშავებული კანი პირდაპირ მზის სხივებს. ჩვეულებრივზე უფრო ადვილად დამწვრობის მიღების რისკი მაღალია.

არ დაფაროთ დამუშავებული კანი ჰერმეტული ან წყალგაუმტარი სახვევით.

ფრენაგ ფორტი 3% გელით დამუშავებულმა კანმა და ტანსაცმელმა, რომელიც მას ეხება, შეიძლება დროებით მიიღოს ყვითელი ფერი.

თუ გადაყლაპეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის საჭიროზე მეტი დოზა:

ნაკლებად სავარაუდოა დოზის გადაჭარბება კანში შეწოვის გზით.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ფრენაგ ფორტი 3% გელი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ გელის გამოყენება, წაისვით მცირე რაოდენობით, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ გაიმეორეთ გელის წასმა ჩვეულებრივ დროს. არ გაზარდოთ გელის რაოდენობა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება პაციენტებში ცნობილი მგრძნობელობით ნიმესულიდის მიმართ, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (მაგალითად, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება და ა.შ.), 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის პერიოდში, ადგილობრივად დაინფიცირებულ კანის ზედაპირებზე, დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე, ასევე სხვა ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება პაციენტებში ცნობილი მგრძნობელობით ნიმესულიდის მიმართ, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (მაგალითად, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება და ა.შ.)

12 წლამდე ასაკის ბავშვებში,

ორსულობის პერიოდში,

ადგილობრივად დაინფიცირებულ კანის ზედაპირებზე, დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე, ასევე სხვა ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.

თავი შეიკავეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის კონტაქტისგან თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან; შემთხვევით კონტაქტისას, კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.

დაუშვებელია პრეპარატის პერორალურად მიღება. პრეპარატის წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები დიდი რაოდენობის წყლით. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.

გვერდითი მოქმედების შემცირება შეგიძლიათ პრეპარატის მინიმალური ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენების გზით.

მოცემული პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით, თუ გაქვთ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აქტიური ან მოსალოდნელი პეპტიური წყლული, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, მძიმე კოაგულაციური დარღვევები ან გულის მძიმე/არაკონტროლირებული უკმარისობა.

ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენება არ არის შესწავლილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, სიფრთხილის მაქსიმალური ზომები უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა აასს-ის მიმართ. გასათვალისწინებელია ჰიპერმგრძნობელობის რისკი მკურნალობის პერიოდში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და ყურადღება უნდა დაეთმოს პირდაპირი მზის სხივების და სოლარიუმის ზემოქმედებას, სინათლის მიმართ მგრძნობელობის რისკის შესამცირებლად.

სიმპტომების შენარჩუნების ან მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო კონსულტაციისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კომბინირებული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

ფრენაგ ფორტი 3% გელის გარეგანი გამოყენების შემთხვევაში სხვა სისტემურად (პერორალურად) მიღებულ სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის და ასეთი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. არ წაისვათ კანზე სხვა ტოპიკურად (ადგილობრივად) გამოსაყენებელ პრეპარატებთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში ფრენაგ ფორტი 3% გელის ურთიერთქმედება სხვა ფარმაცევტულ საშუალებებთან ცნობილი ან მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

თუ ხართ ფეხმძიმე ან მეძუძური დედა, ვარაუდობთ რომ ხართ ფეხმძიმედ ან აპირებთ დაორსულებას, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი და აცნობეთ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფრენაგ ფორტი 3% გელის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ყველას არ გამოუვლინდება. ეს გვერდითი ეფექტები ძირითადად არის მსუბუქი.

თუ გექნებათ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ გელის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გვერდითი ეფექტების სიხშირე მოცემულია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არც ისე ხშირი (>1/100, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

ხშირი: გამონაყარი და ერითემა.

ჭარბი დოზა

ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენებისას აღნიშნული ნიმესულიდის ყველაზე მაღალი დონეები ბევრად დაბალია სისტემური შეყვანისას აღნიშნულ დონესთან შედარებით, ფრენაგ ფორტი 3% გელის ადგილობრივი გამოყენების შედეგად დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის.

შემადგენლობა

თითოეული 1 გ გელი,

მოქმედი ნივთიერება:

ნიმესულიდი 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებები იხილეთ პარაგრაფში 6.1.

შენახვის პირობები

ფრენაგ ფორტი 3% გელი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც გასული აქვს ვარგისობის ვადა ან აღარ იყენებთ! მიაწოდეთ ისინი შეგროვების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივად გამოსაყენებელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

ათქ კოდი: M02AA26

ციკლოოქსიგენაზა წარმოქმნის გარკვეულ პროსტაგლანდინებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, გარკვეულ როლს ასრულებს ანთების განვითარებასა და შემდგომ პროცესებში. ნიმესულიდი ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორია, რომელიც წარმოადგენს პროსტაგლანდინის სინთეზის ფერმენტს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფრენაგ ფორტი 3% გელის ადგილობრივად გამოყენების შემთხვევაში პლაზმაში ნიმესულიდის კონცენტრაცია ძალიან დაბალი იყო, პერორალური გამოყენებისას მიღებულ კონცენტრაციებთან შედარებით.

200 მგ ნიმესულიდის გელის ფორმით ერთჯერადი გამოყენების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 9,77 ნგ/მლ აღინიშნა 24 საათის შემდეგ. ძირითადი მეტაბოლიტის 4-ჰიდროქსინიმესულიდის კვალი არ აღინიშნება. სტაციონარულ მდგომარეობაში (მე-8 დღე) პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო (37.25+13.25 ნგ/მლ), მაგრამ თითქმის 100-ჯერ უფრო დაბალი, ვიდრე კონცენტრაცია განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ფრენაგ ფორტი 3% გელი

გამოიყენება კანზე.

მოქმედი ნივთიერება: გელის თითოეული გრამი შეიცავს 30 მგ ნიმესულიდს.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400 (პოლიეთილენგლიკოლი 400), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტრიეთილციტრატი, ეთანოლი, რძემჟავა

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია ინფორმაციის მისაღებად. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ პრეპარატის დანიშნულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ პარაგრაფებს:

  • რას წარმოადგენს ფრენაგ ფორტი 3% გელი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ფრენაგ ფორტი 3% გელი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • ფრენაგ ფორტი 3% გელის შენახვის პირობები

სათაურები მითითებულია.

  • რას წარმოადგენს ფრენაგ ფორტი 3% გელი და რისთვის გამოიყენება

ფრენაგ ფორტი 3% გელი წარმოდგენილია ბაზარზე ტუბში 30 გ გელის სახით, რომელიც შეიცავს ნიმესულიდს და გამოიყენება გარეგანად.

ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება ტკივილის და შეშუპების შემსუბუქებისთვის:

რბილი ქსოვილების დაზიანებისას (როგორიცაა დაჭიმულობა, ტრავმა/დაზიანება სისხლჩაქცევებით),

მყესის დაზიანება, რომელსაც ეწოდება “მწვავე პოსტტრავმული ტენდონიტი“.

თუ 7 დღის განმავლობაში არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენებამდე

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება პაციენტებში ცნობილი მგრძნობელობით ნიმესულიდის მიმართ, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (მაგალითად, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება და ა.შ.)

12 წლამდე ასაკის ბავშვებში,

ორსულობის პერიოდში,

ადგილობრივად დაინფიცირებულ კანის ზედაპირებზე, დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე, ასევე სხვა ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.

თავი შეიკავეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის კონტაქტისგან თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან; შემთხვევით კონტაქტისას, კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.

დაუშვებელია პრეპარატის პერორალურად მიღება. პრეპარატის წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები დიდი რაოდენობის წყლით. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.

გვერდითი მოქმედების შემცირება შეგიძლიათ პრეპარატის მინიმალური ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენების გზით.

მოცემული პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით, თუ გაქვთ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აქტიური ან მოსალოდნელი პეპტიური წყლული, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, მძიმე კოაგულაციური დარღვევები ან გულის მძიმე/არაკონტროლირებული უკმარისობა.

ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენება არ არის შესწავლილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, სიფრთხილის მაქსიმალური ზომები უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა აასს-ის მიმართ. გასათვალისწინებელია ჰიპერმგრძნობელობის რისკი მკურნალობის პერიოდში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და ყურადღება უნდა დაეთმოს პირდაპირი მზის სხივების და სოლარიუმის ზემოქმედებას, სინათლის მიმართ მგრძნობელობის რისკის შესამცირებლად.

სიმპტომების შენარჩუნების ან მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო კონსულტაციისთვის.

ბავშვები და მოზარდები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კომბინირებული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

ფრენაგ ფორტი 3% გელის გარეგანი გამოყენების შემთხვევაში სხვა სისტემურად (პერორალურად) მიღებულ სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის და ასეთი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. არ წაისვათ კანზე სხვა ტოპიკურად (ადგილობრივად) გამოსაყენებელ პრეპარატებთან ერთად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

თუ ხართ ფეხმძიმე ან მეძუძური დედა, ვარაუდობთ რომ ხართ ფეხმძიმედ ან აპირებთ დაორსულებას, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი და აცნობეთ ექიმს.

  • როგორ გამოიყენება ფრენაგ ფორტი 3% გელი

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მოცემულ ჩანართის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზა/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:

ჩვეულებრივი რაოდენობა შეადგენს 3 გ გელს (გელის 6-7 სმ სიგრძის ზოლი ტუბიდან).

გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში.

პრეპარატი გამოიყენეთ საერთო ჯამში 7-15 დღის განმავლობაში. თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა, მკურნალობის შემდეგ კურსთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის დოზასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და მეთოდი

მასაჟის მოძრაობით შეიზილეთ გელი მტკივნეულ ან შეშუპებულ ადგილზე. გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

მოცემული პრეპარატი არ არის განკუთვნილი შიგნით (პერორალურად) გამოყენებისთვის. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებას.

არ გამოიყენოთ გელი დაზიანებულ კანზე, ჭრილობაზე, თუ აღინიშნება აბრაზია ან ინფექცია.

არ წაისვათ გელი თვალებზე. ასეთ შემთხვევაში, გამოიბანეთ თვალები სუფთა წყლით.

არ გამოიყენოთ სხვა კრემები ან მალამოები დამუშავებულ კანზე. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი პრეპარატის მოქმედებაზე.

მოარიდეთ დამუშავებული კანი პირდაპირ მზის სხივებს. ჩვეულებრივზე უფრო ადვილად დამწვრობის მიღების რისკი მაღალია.

არ დაფაროთ დამუშავებული კანი ჰერმეტული ან წყალგაუმტარი სახვევით.

ფრენაგ ფორტი 3% გელით დამუშავებულმა კანმა და ტანსაცმელმა, რომელიც მას ეხება, შეიძლება დროებით მიიღოს ყვითელი ფერი.

თუ გადაყლაპეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის საჭიროზე მეტი დოზა:

ნაკლებად სავარაუდოა დოზის გადაჭარბება კანში შეწოვის გზით.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ფრენაგ ფორტი 3% გელი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ გელის გამოყენება, წაისვით მცირე რაოდენობით, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ გაიმეორეთ გელის წასმა ჩვეულებრივ დროს. არ გაზარდოთ გელის რაოდენობა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ყველას არ გამოუვლინდება. ეს გვერდითი ეფექტები ძირითადად არის მსუბუქი.

თუ გექნებათ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ გელის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გვერდითი ეფექტების სიხშირე მოცემულია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არც ისე ხშირი (>1/100, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

ხშირი: გამონაყარი და ერითემა.

  • ფრენაგ ფორტი 3% გელის შენახვის პირობები

ფრენაგ ფორტი 3% გელი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც გასული აქვს ვარგისობის ვადა ან აღარ იყენებთ! მიაწოდეთ ისინი შეგროვების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.Ş.

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: +90 216 365 41 47

მწარმოებელი:

Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.Ş.

ტუზლა/სტამბოლი/თურქეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა