პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

ნიდოლი გელი

NIDOL Gel

ურეცეპტოდ2%ინსტრუქცია ქართულადტაილანდი
რისთვის გამოიყენება

დაჭიმულობითა და მწვავე ტრავმული ტენდინიტით განპირობებული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (nimesulide)
ფორმა და შეფუთვა
2% (20მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Polipharm Co., Ltd., ტაილანდი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA26
რეგისტრაციის ნომერი
რ-034859
რეგისტრირებულია
5 აპრილი 2022, მოქმედებს 5 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Eurodrug Laboratories S.A. (ბელგია)
განმცხადებელი
ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიდოლი გელი და სხვა წამალი ერთად

ნიდოლი გელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დაჭიმულობითა და მწვავე ტრავმული ტენდინიტით განპირობებული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

ნიმესულიდი 2% გელი (ჩვეულებრივ, 3 გ, რაც შეესაბამება 6-7 სმ სიგრძის გელს) დაიტანეთ თხელი ფენის სახით დაზიანებულ მიდამოზე 2-3-ჯერ დღეში და შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-15 დღე.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

ნიმესულიდი 2% გელის გამოყენება ბავშვებში შესწავლილი არ არის. შესაბამისად, მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო, გელის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია (იხ. ნაწილი 4.3).

უკუჩვენებები

მედიკამენტი უკუნაჩვენებია:

ჰიპერმგრძნობელობის დროს ნიმესულიდის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ასპირინის ან პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ ალერგიულ პირებში, რომლებსაც განუვითარდათ ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმი.

მოტეხილობაზე ან დაზიანებულ კანზე ან ადგილობრივი ინფექციის კერაზე დასატანად.

სხვა ადგილობრივ კრემებთან ერთად გამოყენებისთვის.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აქტიური ან სავარაუდო პეპტიური წყლული, თირკმლის ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია, სისხლის შედედების მწვავე დარღვევები ან გულის მწვავე, უკონტროლო უკმარისობა, ინიშნება სიფრთხილით.

თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

სიფრთხილის ზომები

ნიმესულიდი 2% გელი არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ტრავმებზე დასატანად.

დაუშვებელია ნიმესულიდი 2% გელის კონტაქტი თვალებთან ან ლორწოვან გარსთან. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ წყლით.

დაუშვებელია პროდუქტის ორალური მიღება. მისი დატანის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ნიმესულიდი 2% გელი არ გამოიყენება ოკლუზიური საფენების ქვეშ.

ნიმესულიდი 2% გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 4.3).

გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ნიმესულიდი 2% გელის გამოყენება არ არის შესწავლილი ჰიპერტენზიის მქონე სუბიექტებში, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ ჰიპერმგძნობელობის მქონე პირებში მისი გამოყენების დროს. ჰიპერმგრძნობელობის განვითარების ალბათობის გამორიცხვა მკურნალობის პროცესში შეუძლებელია.

იმის გამო, რომ სხვა ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს წვის შეგრძნება და ფოტოდერმატიტი, სიფრთხილეა საჭირო ნიმესულიდი 2% გელის გამოყენების დროსაც.

ფოტოსენსიბილიზაციის რისკის შესამცირებლად საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებსა და სოლარიუმებს.

სიმპტომების უკუგანვითარების არარსებობის ან მათი გამწვავების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის კურსის გადახედვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნიმესულიდი 2% გელის ადგილობრივი გამოყენების დროს რაიმე სახის ურთიერთქმედება მედიკამენტებთან აღწერილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ნიდოლი გელის ადგილობრივი გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შესაბამისად, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ნიმესულიდი 2% გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ნიმესულიდი 2% გელის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

გვერდითი მოვლენები

შეზღუდული რაოდენობის პაციენტებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემებით აღწერილ იქნა მსუბუქი ადგილობრივი რეაქციები. გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირდება, როგორც: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), ზომიერი სიხშირის (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), ერთეული შემთხვევები.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივი დარღვევები:

ხშირი: ქავილი, ერითემა.

ჰიპერდოზირება:

ნიმესულიდით ინტოქსიკაცია ნიმესულიდი 2% გელის ადგილობრივი გამოყენების შედეგად არ არის მოსალოდნელი, რადგან მისი აპლიკაციის შედეგად პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია ძალიან ჩამოუვარდება სისტემური მიღების შედეგად განვითარებულს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

ნიდოლი გელი 2% შეიცავს 2% ნიმესულიდს (1 გ გელი შეიცავს 20 გ ნიმესულიდს).

დამხმარე ნივთიერებები იხ. ნაწილში 6.1

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: M02AA26

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება დგილობრივი გამოყენებისთვის.

ნიმესულიდი წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზში მონაწილე ფერმენტის, ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორს.

ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს პროსტაგლანდინების სინთეზში, რომელთა ნაწილი ხელს უწყობს ანთებითი რეაქციის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ნიმესულიდი 2% გელის ადგილობრივად დატანის შემდეგ ნიმესულიდის პლაზმური კონცენტრაცია ძალიან დაბალია, განსხვავებით ორალური მიღების დროს განვითარებული კონცენტრაციისგან. გელის ფორმით 200 მგ ნიმესულიდის ერთჯერადი დატანის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 9,77 ნგ/მლ შეადგენდა 24 საათის შემდეგ. მთავარი მეტაბოლიტის, 4-ჰიდროქსი-ნიმესულიდის კვალიც კი არ იქნა გამოვლენილი. წონასწორობის მდგომარეობაში (მე-8 დღეს) პლაზმის პიკური კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო (37,2513,25 ნგ/მლ), მაგრამ ეს მაჩვენებელიც თითქმის 100-ჯერ ნაკლებია განმეორებითი ორალური დოზის მიღების შემდგომ მაჩვენებელზე.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები:

2% ნიმესულიდის ადგილობრივი ამტანობა, გაღიზიანებადობა და სინსიბილიზაციის პოტენციალი გამოკვლეულ იქნა რამდენიმე აღიარებულ ცხოველურ მოდელზე. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ნიმესულიდი 2% კარგად გადაიტანება.

სისტემურად დანიშნული პრეპარატის კლინიკამდელი მონაცემები არ მიუთითებს ადამიანისთვის რაიმე ზიანზე უსაფრთხოების ტრადიციული ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე, როგორიცაა განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა, გენოტოქსიკურობა და კარცენოგენული პოტენციალი. განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის შესწავლისას ნიმესულიდმა გამოავლინა ტოქსიკურობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლისა და ღვიძლის მიმართ. რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენური ეფექტები (ჩონჩხის ანომალიები, ტვინის პარკუჭების დილატაცია) ბაჭიებში, მაგრამ ვირთხებში არა, დედისთვის არატოქსიკური დოზებით მიღების ფონზე. ვირთხებში გაიზარდა შთამომავლობის სიკვდილიანობა ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში და ნიმესულიდმა არასასურველი გავლენა იქონია ფერტილობაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ნიდოლი გელი 2%

ნიმესულიდი 2 გ/100 მგ

სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება:

ნიდოლი გელი 2%, ნიმესულიდი 2 გ/100 მგ

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ნიდოლი გელი 2% შეიცავს 2% ნიმესულიდს (1 გ გელი შეიცავს 20 გ ნიმესულიდს).

დამხმარე ნივთიერებები იხ. ნაწილში 6.1

გამოშვების ფორმა:

გელი.

კლინიკური მახასიათებლები:

თერაპიული ჩვენებები:

დაჭიმულობითა და მწვავე ტრავმული ტენდინიტით განპირობებული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები

ნიმესულიდი 2% გელი (ჩვეულებრივ, 3 გ, რაც შეესაბამება 6-7 სმ სიგრძის გელს) დაიტანეთ თხელი ფენის სახით დაზიანებულ მიდამოზე 2-3-ჯერ დღეში და შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-15 დღე.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

ნიმესულიდი 2% გელის გამოყენება ბავშვებში შესწავლილი არ არის. შესაბამისად, მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო, გელის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია (იხ. ნაწილი 4.3).

უკუჩვენებები:

მედიკამენტი უკუნაჩვენებია:

ჰიპერმგრძნობელობის დროს ნიმესულიდის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ასპირინის ან პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ ალერგიულ პირებში, რომლებსაც განუვითარდათ ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმი.

მოტეხილობაზე ან დაზიანებულ კანზე ან ადგილობრივი ინფექციის კერაზე დასატანად.

სხვა ადგილობრივ კრემებთან ერთად გამოყენებისთვის.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აქტიური ან სავარაუდო პეპტიური წყლული, თირკმლის ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია, სისხლის შედედების მწვავე დარღვევები ან გულის მწვავე, უკონტროლო უკმარისობა, ინიშნება სიფრთხილით.

თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ნიმესულიდი 2% გელი არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ტრავმებზე დასატანად.

დაუშვებელია ნიმესულიდი 2% გელის კონტაქტი თვალებთან ან ლორწოვან გარსთან. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ წყლით.

დაუშვებელია პროდუქტის ორალური მიღება. მისი დატანის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ნიმესულიდი 2% გელი არ გამოიყენება ოკლუზიური საფენების ქვეშ.

ნიმესულიდი 2% გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 4.3).

გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ნიმესულიდი 2% გელის გამოყენება არ არის შესწავლილი ჰიპერტენზიის მქონე სუბიექტებში, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ ჰიპერმგძნობელობის მქონე პირებში მისი გამოყენების დროს. ჰიპერმგრძნობელობის განვითარების ალბათობის გამორიცხვა მკურნალობის პროცესში შეუძლებელია.

იმის გამო, რომ სხვა ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს წვის შეგრძნება და ფოტოდერმატიტი, სიფრთხილეა საჭირო ნიმესულიდი 2% გელის გამოყენების დროსაც.

ფოტოსენსიბილიზაციის რისკის შესამცირებლად საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებსა და სოლარიუმებს.

სიმპტომების უკუგანვითარების არარსებობის ან მათი გამწვავების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის კურსის გადახედვა.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები:

ნიმესულიდი 2% გელის ადგილობრივი გამოყენების დროს რაიმე სახის ურთიერთქმედება მედიკამენტებთან აღწერილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები ნიდოლი გელის ადგილობრივი გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შესაბამისად, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ნიმესულიდი 2% გელი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:

არ ჩატარებულა კვლევები ნიმესულიდი 2% გელის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

გვერდითი ეფექტები:

შეზღუდული რაოდენობის პაციენტებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემებით აღწერილ იქნა მსუბუქი ადგილობრივი რეაქციები. გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირდება, როგორც: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), ზომიერი სიხშირის (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), ერთეული შემთხვევები.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივი დარღვევები:

ხშირი: ქავილი, ერითემა.

ჰიპერდოზირება:

ნიმესულიდით ინტოქსიკაცია ნიმესულიდი 2% გელის ადგილობრივი გამოყენების შედეგად არ არის მოსალოდნელი, რადგან მისი აპლიკაციის შედეგად პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია ძალიან ჩამოუვარდება სისტემური მიღების შედეგად განვითარებულს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკა:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ათქ კოდი: M02AA26

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება დგილობრივი გამოყენებისთვის.

ნიმესულიდი წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზში მონაწილე ფერმენტის, ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორს.

ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს პროსტაგლანდინების სინთეზში, რომელთა ნაწილი ხელს უწყობს ანთებითი რეაქციის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ნიმესულიდი 2% გელის ადგილობრივად დატანის შემდეგ ნიმესულიდის პლაზმური კონცენტრაცია ძალიან დაბალია, განსხვავებით ორალური მიღების დროს განვითარებული კონცენტრაციისგან. გელის ფორმით 200 მგ ნიმესულიდის ერთჯერადი დატანის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 9,77 ნგ/მლ შეადგენდა 24 საათის შემდეგ. მთავარი მეტაბოლიტის, 4-ჰიდროქსი-ნიმესულიდის კვალიც კი არ იქნა გამოვლენილი. წონასწორობის მდგომარეობაში (მე-8 დღეს) პლაზმის პიკური კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო (37,2513,25 ნგ/მლ), მაგრამ ეს მაჩვენებელიც თითქმის 100-ჯერ ნაკლებია განმეორებითი ორალური დოზის მიღების შემდგომ მაჩვენებელზე.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები:

2% ნიმესულიდის ადგილობრივი ამტანობა, გაღიზიანებადობა და სინსიბილიზაციის პოტენციალი გამოკვლეულ იქნა რამდენიმე აღიარებულ ცხოველურ მოდელზე. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ნიმესულიდი 2% კარგად გადაიტანება.

სისტემურად დანიშნული პრეპარატის კლინიკამდელი მონაცემები არ მიუთითებს ადამიანისთვის რაიმე ზიანზე უსაფრთხოების ტრადიციული ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე, როგორიცაა განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა, გენოტოქსიკურობა და კარცენოგენული პოტენციალი. განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის შესწავლისას ნიმესულიდმა გამოავლინა ტოქსიკურობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლისა და ღვიძლის მიმართ. რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენური ეფექტები (ჩონჩხის ანომალიები, ტვინის პარკუჭების დილატაცია) ბაჭიებში, მაგრამ ვირთხებში არა, დედისთვის არატოქსიკური დოზებით მიღების ფონზე. ვირთხებში გაიზარდა შთამომავლობის სიკვდილიანობა ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში და ნიმესულიდმა არასასურველი გავლენა იქონია ფერტილობაზე.

ფარმაცევტული მახასიათებლები:

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენ გლიკოლი, ტრიეთანოლამინი, კარბომერი, პოლიეთილენ გლიკოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დინატრიუმის ედეტატი, გამოხდილი წყალი.

შეუთავსებლობა:

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა:

30 გ ტუბი.

გამოყენების განსაკუთრებული წესი:

არ არსებობს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს პოლიფარმ კო,

109 ბანგნა-ტრადის ქ., ბანგ ფლი გამზირი,

სუმუტ პრაკან 10540, ტაილანდი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

ტექსტის გადახედვის თარიღი

2019 წლის თებერვალი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა