ნიმესილი
Nimesil®
- მოქმედი ნივთიერება
- ნიმესულიდი (nimesulide)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30
- მწარმოებელი
- Laboratorios Menarini S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M01AX17
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041648
- რეგისტრირებულია
- 18 ივლისი 2024, მოქმედებს 18 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratori Guidotti S.p.A. (იტალია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა.მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიმესილი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 პაკეტს (100 მგ) ორჯერ დღეში. შემადგენლობა იხსნება ჭიქა წყალში და მიიღება საკვების მიღების შემდეგ. პრეპარატი ნიმესილი უნდა გამოიყენოთ დროის რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მკურნალობის ერთი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.
თუ მიიღეთ პრეპარატ ნიმესილის საჭიროზე მეტი დოზა
აასს-ის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ შემდეგია: ლეთარგია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და ტკივილი კუჭის არეში. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა არტერიული წნევის მომატება, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. არსებობს ცნობები მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ როგორც აასს-ის ჩვეულებრივი დოზებით მიღებისას, ისე - აღნიშნული პრეპარატების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნიმესილის დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ ნიმესილის დოზის მიღება, მიიღეთ ის მომდევნო მიღების დროს.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ნიმესილის მიღება
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატ ნიმესილის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ნიმესულიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
- თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს (მაგალითად, მსტვინავი სუნთქვა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა, ჭინჭრის ციება) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
- თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ტოქსიკურ ეფექტებს ღვიძლზე ნიმესულიდის მიღებისას;
- თუ იღებთ ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატებს, მაგალითად, პარაცეტამოლს ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ან აასს-ს;
- თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევს შეჩვევას, ან გაქვთ პრეპარატებზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამომწვევი ჩვევები;
- თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით;
- თუ წარსულში ადგილი ჰქონდა სისხლდენას ან პერფორაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აასს-ით თერაპიასთან დაკავშირებით;
- თუ ადგილი აქვს ღვიძლის დაავადებებს ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას;
- თუ გაქვთ ამჟამად ან წარსულში ადგილი ჰქონდა პეპტიურ წყლულს (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის);
- თუ ადგილი აქვს დადასტურებულ სისხლდენას კუჭიდან ან ნაწლავიდან;
- თუ ადგილი აქვს დადასტურებულ სისხლჩაქცევას თავის ტვინში (ინსულტი);
- თუ ადგილი აქვს სხვა სისხლდენებს ან სისხლის შედედების დარღვევით გამოწვეულ პრობლემებს;
- თუ ადგილი აქვს გულის უკმარისობას ან თირკმელების ფუნქციის დარღვევას (თირკმელების უკმარისობა) ან ნებისმიერ დარღვევას ღვიძლის მხრივ;
- თუ გაქვთ ციებ-ცხელება ან გრიპი (ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, შემცივნება ან კანკალი, ან სხეულის ტემპერატურის მომატება);
- თუ ხართ ორსულად - ორსულობის ბოლო სამი თვე;
- თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ნიმესილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ნიმესილის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. პრეპარატის გვერდითი მოქმედების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია დაავადების სიმპტომების კონტროლისათვის.
- შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
- თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია პრეპარატ ნიმესილთან ურთიერთქმედება:
- პრეპარატები, რომლებიც ამცირებს სისხლის სიბლანტეს (ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა სალიცილატები);
- სხვა აასს, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორები (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები);
- შარდმდენი პრეპარატები (დიურეზულები), რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის ან მომატებული არტერიული წნევის დროს, აგრეთვე სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები;
- ლითიუმის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და ანალოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ;
- მეთოტრექსატი;
- ციკლოსპორინი.
პრეპარატ ნიმესილით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ზემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შესახებ.
- ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე მიუთითებს, საჭიროა პრეპარატ ნიმესილით მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ღვიძლის დაზიანების სიმპტომებს მიეკუთვნება მადის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, შარდის მუქი შეფერილობა. პრეპარატ ნიმესილის მიღებამდე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ როდესმე გქონდათ პეპტიური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება.
- პრეპარატ ნიმესილით მკურნალობის დროს ციებ-ცხელების ან/და გრიპის მსგავსი სიმპტომების (ზოგადი სისუსტის, შეუძლოდ ყოფნის, შეციების ან კანკალის შეგრძნება) გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ მკურნალ ექიმს გამოვლენილი სიმპტომების შესახებ.
- გულის ან თირკმელების დაავადების შემთხვევაში პრეპარატ ნიმესილის მიღებამდე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, რადგან აღნიშნული პრეპარატის მიღებისას თირკმელების ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს.
- ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს, რადგან პრეპარატმა ნიმესილმა შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის პირი, ექიმმა უფრო ხშირად უნდა გაგსინჯოთ, რათა დარწმუნდეს, რომ პრეპარატი ნიმესილი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას კუჭზე, თირკმელებზე, გულზე ან ღვიძლზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, აასს-ის მიღებისას, გვერდითი მოქმედების გამოვლენის სიხშირე მომატებულია, განსაკუთრებით - სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია, რაც საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისათვის.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება
ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ნიმესილი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის უმნიშვნელო გაზრდასთან. აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას. არ გაზარდოთ ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
გულის დაავადების არსებობისას, წარსულში გადატანილი ინფარქტის შემთხვევაში, ან თუ თვლით, რომ არსებობს აღნიშნული დაავადებების განვითარების შესაძლო რისკი (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან გაქვთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, ეწევით სიგარეტს), შესაძლო მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აგრეთვე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ანამნეზში მომატებული არტერიული წნევის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს ცნობები სითხის შეკავებისა და შეშუპების შესახებ აასს-ის მიღებისას.
ნიმესულიდმა შესაძლოა გააუარესოს თრომბოციტების ფუნქცია; ამიტომ, სისხლდენებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებმა ნიმესილი უნდა მიიღონ სიფრთხილით. ნიმესილი არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავას ნაცვლად გულის და სისხლძარღვების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედება
არსებობს ცნობები სისხლდენის შესახებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყველა აასს-თან დაკავშირებით, წყლულისა და პერფორაციის შესახებ, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე და შესაძლოა, სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს პაციენტში – მანიშნებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული დარღვევების არსებობით ან მათ გარეშე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის და წყლულის პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდის შემთხვევაში, წარსულში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (ის. პარაგრაფი „პრეპარატ ნიმესილის გამოყენების უკუჩვენება“), აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა რაც შეიძლება დაბალი დოზებით უნდა დაიწყონ.
აღნიშნულ პაციენტებს, და აგრეთვე იმ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატების დაბალი დოზებით, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების რისკს, აუცილებელია განხილულ იქნას დამცავი საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, და თუ ხართ ხანდაზმული ასაკის პირი, ექიმს უნდა აცნობოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (პირველ რიგში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე და ხანდაზმულ ასაკში.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, თუ ერთდროულად იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, მაგალითად, პერორალურ კორტიკოსტეროიდებს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს), ანტიკოაგულანტებს (როგორიცაა ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან ანტიაგრეგანტებს (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. პარაგრაფი „პრეპარატი ნიმესილი და სხვა სამკურნალო საშუალებები“).
პრეპარატ ნიმესილის მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა სიფრთხილით ინიშნება წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან არსებობს აღნიშნული დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
რეაქციები კანის მხრივ
არსებობს ცნობები აასს-ის გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კანის მხრივ სერიოზული რეაქციების შესახებ კანის გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების ჩათვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოქმედება“). პაციენტებს აღნიშნული რეაქციების განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვთ მკურნალობის საწყის ეტაპზე: უმეტეს შემთხვევაში რეაქციის განვითარება ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანებების პირველი ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ ნიმესილის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
თუ გაგიჩნდათ გამონაყარი ან კანის მხრივ სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ნიმესილის მიღება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის და აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
პრეპარატი ნიმესილი და სხვა სამკურნალო საშუალებები
კორტიკოსტეროიდებისა და პრეპარატ ნიმესილის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
აასს-მა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, მოქმედება (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). ამიტომ, აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის და არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, ვისაც სისხლის კოაგულაციის მნიშვნელოვანი დარღვევები აქვთ. თუ შეუძლებელია პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის თავიდან აცილება, საჭიროა ანტიკოაგულაციური აქტივობის საგულდაგულო კონტროლი.
პრეპარატ ნიმესილის, ანტიაგრეგანტების და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ერთდროულად გამოყენებისას არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
პრეპარატი ნიმესილი ასუსტებს ფუროსემიდის (დიურეზული საშუალება, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ) და სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას.
პრეპარატ ნიმესილის და ლითიუმის პრეპარატების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალება) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა. აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის შრატში.
მეთოტრექსატის (რევმატიზმის და კიბოს სამკურნალო პრეპარატი) მიღების წინ ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში პრეპარატ ნიმესილის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა და ამ პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება.
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (როგორიცაა ნიმესულიდი) შეიძლება გააძლიეროს თირკმელებზე ციკლოსპორინის არასასურველი მოქმედება (იმუნური პასუხის დამთრგუნველი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).
გთხოვთ, აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნიმესილი ორსულობის პირველ ექვს თვეში მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ მიიღოთ ნიმესილი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მომავალ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენის მიმართ ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაწყების გახანგრძლივება ან მოსალოდნელზე ხანგრძლივი მშობიარობა. არ მიიღოთ ნიმესილი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია და რეკომენდებულია თქვენი ექიმის მიერ. თუ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან იმ პერიოდში, როდესაც ცდილობთ დაორსულებას, გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა ყველაზე მცირე დროის განმავლობაში. ორსულობის მეოცე კვირიდან, პრეპარატის რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ნიმესილმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ირგვლივ არსებული ამნიოტური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიოზი) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროება. თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგის ჩატარება.
ძუძუთი კვება
პრეპარატ ნიმესილის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.
ფერტილობა
ნიმესულიდს შეუძლია გაართულოს დაორსულება. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ პრეპარატ ნიმესილის მიღების შემდეგ თქვენ გრძნობთ გაბრუებას, თავბრუსხვევას ან ძილიანობას.
პრეპარატი ნიმესილი შეიცავს საქაროზას
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ დაგიდგინდათ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობების მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
აასს-ის მიღების შემდეგ აღნიშნულ ყველაზე ხშირ გვერდით მოქმედებას წარმოადგენს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). არსებობს ცნობები პრეპარატით მკურნალობისას შემდეგი რეაქციების შესახებ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ჩივილები საჭმლის მონელებაზე, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისფერი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). შედარებით იშვიათად აღინიშნებოდა გასტრიტი.
არსებობს ცნობები შეშუპების განვითარების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით.
არსებობს მონაცემები აასს-ის მიღებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამოვლენილი კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომელსაც თან ახლავს კანის გაწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ნიმესილი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან.
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):
დიარეა
გულისრევა
ღებინება
სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):
თავბრუსხვევა
მომატებული არტერიული წნევა
სუნთქვის გაძნელება
ყაბზობა
მეტეორიზმი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და წყლულის პერფორაცია
ქავილი
გამონაყარი
გაძლიერებული ოფლდენა
ქსოვილებში სითხის დაგროვება (შეშუპება)
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 პაციენტს):
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) კონცენტრაციის გაზრდა
ალერგიული რეაქციები
სისხლში კალიუმის დონის გაზრდა (ჰიპერკალიემია)
შფოთვითი მდგომარეობები
ნევროზულობა
ღამის კოშმარული სიზმრები
არამკვეთრი მხედველობა
გულის შეკუმშვათა გახშირება (ტაქიკარდია)
სისხლდენა
არასტაბილური არტერიული წნევა
წამოხურება
კანის გაწითლება
დერმატიტი
გაძნელებული შარდვა
სისხლი შარდში
შეუძლოდ ყოფნა
სისუსტე
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს):
თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რიცხვის შემცირება)
სისხლის ყველა უჯრედის კონცენტრაციის დაქვეითება (პანციტოპენია);
ლოკალიზებული სისხლჩაქცევები (პურპურა)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია)
თავის ტკივილი
ძილიანობა
თავის ტვინის აშლილობის გარკვეული ფორმა (ენცეფალოპათია, მათ შორის რეიეს სინდრომი)
მხედველობის დარღვევა
თავბრუსხვევა
ასთმა
ბრონქოსპაზმი
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)
ტკივილი კუჭის არეში
საჭმლის მონელების დარღვევა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
კუპრისებრი განავალი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ელვისებური ჰეპატიტი (ლეტალური შედეგების ჩათვლით)
სიყვითლე
ნაღვლის გამოყოფის დარღვევა (ქოლესტაზი)
ჭინჭრის ციება.
ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).
სახის შეშუპება
კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
შარდის შეკავება
თირკმელების უკმარისობა
არასაკმარისი შარდის წარმოქმნა
თირკმელების ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი)
სხეულის ანომალურად დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია)
უცნობია (ვერ ხდება შეფასება არსებული მონაცემებით)
ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი (შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც კანის სიწითლის და შეშუპების მრგვალი ან ოვალური უბნები), ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
პრეპარატ ნიმესილის შემადგენლობა
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ნიმესულიდი.
სხვა კომპონენტები: მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, საქაროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა უწყლო, ფორთოხლის არომატიზატორი.
პრეპარატ ნიმესილის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გრანულები შეფუთულია ქაღალდის, ალუმინისა და პოლიეთილენის მასალით დამზადებულ პაკეტებში; პაკეტები და ჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 9, 15 ან 30 პაკეტი; ერთი პაკეტი შეიცავს 2 გ გრანულებს (100 მგ ნიმესულიდი).
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ნიმესილი
გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად, 100 მგ
ნიმესულიდი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის და არ არის განკუთვნილი სხვა პირებისთვის გადასაცემად. მოცემულ პრეპარატს შეუძლია დააზიანოს სხვა პირების ჯანმრთელობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- პრეპარატ ნიმესილის აღწერა და გამოყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნიმესილის მიღების დაწყებამდე
- პრეპარატ ნიმესილის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ ნიმესილის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ნიმესილი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს) ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, ტკივილის შეტევების კუპირებისთვის ოსტეოართრიტის დროს, ასევე - მტკივნეული მენსტრუაციის სამკურნალოდ.
პრეპარატ ნიმესილის დანიშვნამდე თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი და მისი გვერდითი მოქმედების რისკი.
თუ სიმპტომები გაღრმავდა ან არ გაუმჯობესდა მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნიმესილის მიღების დაწყებამდე
პრეპარატ ნიმესილის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია ნიმესულიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
- თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს (მაგალითად, მსტვინავი სუნთქვა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა, ჭინჭრის ციება) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
- თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ტოქსიკურ ეფექტებს ღვიძლზე ნიმესულიდის მიღებისას;
- თუ იღებთ ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატებს, მაგალითად, პარაცეტამოლს ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ან აასს-ს;
- თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევს შეჩვევას, ან გაქვთ პრეპარატებზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამომწვევი ჩვევები;
- თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით;
- თუ წარსულში ადგილი ჰქონდა სისხლდენას ან პერფორაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აასს-ით თერაპიასთან დაკავშირებით;
- თუ ადგილი აქვს ღვიძლის დაავადებებს ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას;
- თუ გაქვთ ამჟამად ან წარსულში ადგილი ჰქონდა პეპტიურ წყლულს (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის);
- თუ ადგილი აქვს დადასტურებულ სისხლდენას კუჭიდან ან ნაწლავიდან;
- თუ ადგილი აქვს დადასტურებულ სისხლჩაქცევას თავის ტვინში (ინსულტი);
- თუ ადგილი აქვს სხვა სისხლდენებს ან სისხლის შედედების დარღვევით გამოწვეულ პრობლემებს;
- თუ ადგილი აქვს გულის უკმარისობას ან თირკმელების ფუნქციის დარღვევას (თირკმელების უკმარისობა) ან ნებისმიერ დარღვევას ღვიძლის მხრივ;
- თუ გაქვთ ციებ-ცხელება ან გრიპი (ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, შემცივნება ან კანკალი, ან სხეულის ტემპერატურის მომატება);
- თუ ხართ ორსულად - ორსულობის ბოლო სამი თვე;
- თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ნიმესილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ნიმესილის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. პრეპარატის გვერდითი მოქმედების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია დაავადების სიმპტომების კონტროლისათვის.
- შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
- თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია პრეპარატ ნიმესილთან ურთიერთქმედება:
- პრეპარატები, რომლებიც ამცირებს სისხლის სიბლანტეს (ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა სალიცილატები);
- სხვა აასს, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორები (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები);
- შარდმდენი პრეპარატები (დიურეზულები), რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის ან მომატებული არტერიული წნევის დროს, აგრეთვე სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები;
- ლითიუმის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და ანალოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ;
- მეთოტრექსატი;
- ციკლოსპორინი.
პრეპარატ ნიმესილით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ზემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შესახებ.
- ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე მიუთითებს, საჭიროა პრეპარატ ნიმესილით მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ღვიძლის დაზიანების სიმპტომებს მიეკუთვნება მადის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, შარდის მუქი შეფერილობა. პრეპარატ ნიმესილის მიღებამდე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ როდესმე გქონდათ პეპტიური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება.
- პრეპარატ ნიმესილით მკურნალობის დროს ციებ-ცხელების ან/და გრიპის მსგავსი სიმპტომების (ზოგადი სისუსტის, შეუძლოდ ყოფნის, შეციების ან კანკალის შეგრძნება) გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ მკურნალ ექიმს გამოვლენილი სიმპტომების შესახებ.
- გულის ან თირკმელების დაავადების შემთხვევაში პრეპარატ ნიმესილის მიღებამდე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, რადგან აღნიშნული პრეპარატის მიღებისას თირკმელების ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს.
- ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს, რადგან პრეპარატმა ნიმესილმა შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის პირი, ექიმმა უფრო ხშირად უნდა გაგსინჯოთ, რათა დარწმუნდეს, რომ პრეპარატი ნიმესილი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას კუჭზე, თირკმელებზე, გულზე ან ღვიძლზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, აასს-ის მიღებისას, გვერდითი მოქმედების გამოვლენის სიხშირე მომატებულია, განსაკუთრებით - სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია, რაც საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისათვის.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება
ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ნიმესილი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის უმნიშვნელო გაზრდასთან. აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას. არ გაზარდოთ ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
გულის დაავადების არსებობისას, წარსულში გადატანილი ინფარქტის შემთხვევაში, ან თუ თვლით, რომ არსებობს აღნიშნული დაავადებების განვითარების შესაძლო რისკი (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან გაქვთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, ეწევით სიგარეტს), შესაძლო მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აგრეთვე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ანამნეზში მომატებული არტერიული წნევის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს ცნობები სითხის შეკავებისა და შეშუპების შესახებ აასს-ის მიღებისას.
ნიმესულიდმა შესაძლოა გააუარესოს თრომბოციტების ფუნქცია; ამიტომ, სისხლდენებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებმა ნიმესილი უნდა მიიღონ სიფრთხილით. ნიმესილი არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავას ნაცვლად გულის და სისხლძარღვების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედება
არსებობს ცნობები სისხლდენის შესახებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყველა აასს-თან დაკავშირებით, წყლულისა და პერფორაციის შესახებ, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე და შესაძლოა, სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს პაციენტში – მანიშნებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული დარღვევების არსებობით ან მათ გარეშე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის და წყლულის პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდის შემთხვევაში, წარსულში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (ის. პარაგრაფი „პრეპარატ ნიმესილის გამოყენების უკუჩვენება“), აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა რაც შეიძლება დაბალი დოზებით უნდა დაიწყონ.
აღნიშნულ პაციენტებს, და აგრეთვე იმ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატების დაბალი დოზებით, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების რისკს, აუცილებელია განხილულ იქნას დამცავი საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, და თუ ხართ ხანდაზმული ასაკის პირი, ექიმს უნდა აცნობოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (პირველ რიგში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე და ხანდაზმულ ასაკში.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, თუ ერთდროულად იღებთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, მაგალითად, პერორალურ კორტიკოსტეროიდებს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს), ანტიკოაგულანტებს (როგორიცაა ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან ანტიაგრეგანტებს (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. პარაგრაფი „პრეპარატი ნიმესილი და სხვა სამკურნალო საშუალებები“).
პრეპარატ ნიმესილის მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა სიფრთხილით ინიშნება წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან არსებობს აღნიშნული დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
რეაქციები კანის მხრივ
არსებობს ცნობები აასს-ის გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კანის მხრივ სერიოზული რეაქციების შესახებ კანის გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების ჩათვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოქმედება“). პაციენტებს აღნიშნული რეაქციების განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვთ მკურნალობის საწყის ეტაპზე: უმეტეს შემთხვევაში რეაქციის განვითარება ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანებების პირველი ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ ნიმესილის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
თუ გაგიჩნდათ გამონაყარი ან კანის მხრივ სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ნიმესილის მიღება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის და აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
პრეპარატი ნიმესილი და სხვა სამკურნალო საშუალებები
კორტიკოსტეროიდებისა და პრეპარატ ნიმესილის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
აასს-მა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, მოქმედება (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). ამიტომ, აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის და არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, ვისაც სისხლის კოაგულაციის მნიშვნელოვანი დარღვევები აქვთ. თუ შეუძლებელია პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის თავიდან აცილება, საჭიროა ანტიკოაგულაციური აქტივობის საგულდაგულო კონტროლი.
პრეპარატ ნიმესილის, ანტიაგრეგანტების და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ერთდროულად გამოყენებისას არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
პრეპარატი ნიმესილი ასუსტებს ფუროსემიდის (დიურეზული საშუალება, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ) და სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას.
პრეპარატ ნიმესილის და ლითიუმის პრეპარატების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალება) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა. აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის შრატში.
მეთოტრექსატის (რევმატიზმის და კიბოს სამკურნალო პრეპარატი) მიღების წინ ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში პრეპარატ ნიმესილის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა და ამ პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება.
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (როგორიცაა ნიმესულიდი) შეიძლება გააძლიეროს თირკმელებზე ციკლოსპორინის არასასურველი მოქმედება (იმუნური პასუხის დამთრგუნველი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).
გთხოვთ, აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და ფერტილობა
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნიმესილი ორსულობის პირველ ექვს თვეში მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ მიიღოთ ნიმესილი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მომავალ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენის მიმართ ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაწყების გახანგრძლივება ან მოსალოდნელზე ხანგრძლივი მშობიარობა. არ მიიღოთ ნიმესილი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია და რეკომენდებულია თქვენი ექიმის მიერ. თუ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან იმ პერიოდში, როდესაც ცდილობთ დაორსულებას, გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა ყველაზე მცირე დროის განმავლობაში. ორსულობის მეოცე კვირიდან, პრეპარატის რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ნიმესილმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ირგვლივ არსებული ამნიოტური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიოზი) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროება. თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგის ჩატარება.
ძუძუთი კვება
პრეპარატ ნიმესილის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.
ფერტილობა
ნიმესულიდს შეუძლია გაართულოს დაორსულება. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ პრეპარატ ნიმესილის მიღების შემდეგ თქვენ გრძნობთ გაბრუებას, თავბრუსხვევას ან ძილიანობას.
პრეპარატი ნიმესილი შეიცავს საქაროზას
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ დაგიდგინდათ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობების მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
- პრეპარატ ნიმესილის მიღების წესი
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 პაკეტს (100 მგ) ორჯერ დღეში. შემადგენლობა იხსნება ჭიქა წყალში და მიიღება საკვების მიღების შემდეგ. პრეპარატი ნიმესილი უნდა გამოიყენოთ დროის რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მკურნალობის ერთი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.
თუ მიიღეთ პრეპარატ ნიმესილის საჭიროზე მეტი დოზა
აასს-ის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ შემდეგია: ლეთარგია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და ტკივილი კუჭის არეში. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა არტერიული წნევის მომატება, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. არსებობს ცნობები მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ როგორც აასს-ის ჩვეულებრივი დოზებით მიღებისას, ისე - აღნიშნული პრეპარატების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნიმესილის დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ ნიმესილის დოზის მიღება, მიიღეთ ის მომდევნო მიღების დროს.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ნიმესილის მიღება
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატ ნიმესილის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
აასს-ის მიღების შემდეგ აღნიშნულ ყველაზე ხშირ გვერდით მოქმედებას წარმოადგენს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). არსებობს ცნობები პრეპარატით მკურნალობისას შემდეგი რეაქციების შესახებ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ჩივილები საჭმლის მონელებაზე, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისფერი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). შედარებით იშვიათად აღინიშნებოდა გასტრიტი.
არსებობს ცნობები შეშუპების განვითარების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით.
არსებობს მონაცემები აასს-ის მიღებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამოვლენილი კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომელსაც თან ახლავს კანის გაწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ნიმესილი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან.
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):
დიარეა
გულისრევა
ღებინება
სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს):
თავბრუსხვევა
მომატებული არტერიული წნევა
სუნთქვის გაძნელება
ყაბზობა
მეტეორიზმი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და წყლულის პერფორაცია
ქავილი
გამონაყარი
გაძლიერებული ოფლდენა
ქსოვილებში სითხის დაგროვება (შეშუპება)
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 პაციენტს):
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) კონცენტრაციის გაზრდა
ალერგიული რეაქციები
სისხლში კალიუმის დონის გაზრდა (ჰიპერკალიემია)
შფოთვითი მდგომარეობები
ნევროზულობა
ღამის კოშმარული სიზმრები
არამკვეთრი მხედველობა
გულის შეკუმშვათა გახშირება (ტაქიკარდია)
სისხლდენა
არასტაბილური არტერიული წნევა
წამოხურება
კანის გაწითლება
დერმატიტი
გაძნელებული შარდვა
სისხლი შარდში
შეუძლოდ ყოფნა
სისუსტე
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს):
თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რიცხვის შემცირება)
სისხლის ყველა უჯრედის კონცენტრაციის დაქვეითება (პანციტოპენია);
ლოკალიზებული სისხლჩაქცევები (პურპურა)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია)
თავის ტკივილი
ძილიანობა
თავის ტვინის აშლილობის გარკვეული ფორმა (ენცეფალოპათია, მათ შორის რეიეს სინდრომი)
მხედველობის დარღვევა
თავბრუსხვევა
ასთმა
ბრონქოსპაზმი
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)
ტკივილი კუჭის არეში
საჭმლის მონელების დარღვევა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
კუპრისებრი განავალი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ელვისებური ჰეპატიტი (ლეტალური შედეგების ჩათვლით)
სიყვითლე
ნაღვლის გამოყოფის დარღვევა (ქოლესტაზი)
ჭინჭრის ციება.
ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).
სახის შეშუპება
კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
შარდის შეკავება
თირკმელების უკმარისობა
არასაკმარისი შარდის წარმოქმნა
თირკმელების ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი)
სხეულის ანომალურად დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია)
უცნობია (ვერ ხდება შეფასება არსებული მონაცემებით)
ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი (შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც კანის სიწითლის და შეშუპების მრგვალი ან ოვალური უბნები), ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პრეპარატ ნიმესილის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატ ნიმესილის შემადგენლობა
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ნიმესულიდი.
სხვა კომპონენტები: მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, საქაროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა უწყლო, ფორთოხლის არომატიზატორი.
პრეპარატ ნიმესილის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გრანულები შეფუთულია ქაღალდის, ალუმინისა და პოლიეთილენის მასალით დამზადებულ პაკეტებში; პაკეტები და ჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 9, 15 ან 30 პაკეტი; ერთი პაკეტი შეიცავს 2 გ გრანულებს (100 მგ ნიმესულიდი).
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლაბორატორი გიდოტტი ს.პ.ა.
ლივორნეზეს ქუჩა 897
56122 ლა ვეტოლა – (პიზა)
იტალია
მწარმოებელი
ლაბორატორიოს მენარინი ს.ა.
ალფონსო XII ქუჩა, 587
08918 ბადალონა (ბარსელონა)
ესპანეთი
ან
ფაინ ფუდს & ფარმაცეუტიკალს ნ.ტ.მ.ს.პ.ა.
გრინიანოს ქუჩა, 43
24041 ბრემბატე (ბერგამო)
იტალია
უფლებამოსილი წარმომადგენელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი
გერმანია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 09.2022.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.