პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

ფრენაგ ფორტი 3% გელი

Frenag Fort 3% Gel

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება რბილი ქსოვილების რევმატული დარღვევების სამკურნალოდ და სიმპტომების შესამსუბუქებლად; რბილი ქსოვილების ტრავმებისას, როგორიცაა დაჭიმულობა და კონტუზია; ძვალ-კუნთოვანი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ტკივილით, ანთებით და კუნთების დაძაბვით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (nimesulide)
ფორმა და შეფუთვა
3% (0,03გ/გ) 30გ ადგილობრივი გამოყენების გელი ლამინირებული ტუბი №1
მწარმოებელი
Argis Pharmaceuticals Inc. Co, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA26
რეგისტრაციის ნომერი
რ-041273
რეგისტრირებულია
13 ივნისი 2024, მოქმედებს 13 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Helba Pharmaceuticals Inc. Co. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფრენაგ ფორტი 3% გელი და სხვა წამალი ერთად

ფრენაგ ფორტი 3% გელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება რბილი ქსოვილების რევმატული დარღვევების სამკურნალოდ და სიმპტომების შესამსუბუქებლად; რბილი ქსოვილების ტრავმებისას, როგორიცაა დაჭიმულობა და კონტუზია; ძვალ-კუნთოვანი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ტკივილით, ანთებით და კუნთების დაძაბვით.

მიღების წესი და დოზირება

წაისვით ფრენაგ ფორტი 3% გელი დაზიანებულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში, თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7-15 დღე.

მიღების გზა და წესი

ფრენაგ ფორტი 3% გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

წაისვით პროდუქტის თხელი ფენა კანზე და მუსუბუქად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მიერ:

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ბავშვებში გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობებისას

თირკმლის უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა:

არ გამოიყენება პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით და ღვიძლის უკმარისობით. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფრენაგ ფორტი 3% გელის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ცნობილი მგრძნობელობა ნიმესულიდის მიმართ და პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ (მაგალითად, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება და ა.შ.), 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, კანის ზედაპირებზე ადგილობრივი ინფექციით, დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანის ზედაპირზე და სხვა ადგილობრივად გამოყენებულ პრეპარატებთან ერთად.

სიფრთხილის ზომები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ უნდა წაისვათ კანზე არსებულ დაზიანებებზე ან ღია ჭრილობებზე.

მოერიდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის შეხებას თვალებთან ან ლორწოვან გარსთან; ხოლო შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, კარგად უნდა დაიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით.

არასოდეს მიიღოთ პროდუქტი პერორალურად. პროდუქტის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტები პროდუქტის მინიმალური ეფექტური დოზის უმოკლეს დროში გამოყენების გზით.

გთხოვთ გამოიყენოთ პრეპარატი მაქსიმალური სიფრთხილით, თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, აქტიური ან საეჭვო პეპტიური წყლული, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, კოაგულაციის მძიმე დარღვევები ან მძიმე/უკონტროლო გულის უკმარისობა.

ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელი ჯერ არ არის შესწავლილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ მკურნალობის დროს ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა.

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება მზის პირდაპირი სხივების და სოლარიუმის ზემოქმედების მიმართ, რათა შეამციროთ სინათლის მიმართ მგრძნობელობის რისკი.

თუ სიმპტომები შენარჩუნდება ან მდგომარეობა გაუარესდება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის ცნობილი ან მოსალოდნელი ფრენაგ ფორტი 3% გელის ურთიერთქმედება სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან ადგილობრივი გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის კატეგორიაა C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია

ორსულ და მეძუძურ დედებს შეუძლიათ გამოიყენონ ფარმაცევტული საშუალება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულ ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ ფარმაცევტული საშუალება მხოლოდ ექიმის მიერ რისკის/ეფექტურობის შეფასების შემდეგ.

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაყოფისთვის ნიმესულიდის სახიფათო ეფექტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, ორსულ ქალებზე ჩატარებული კონტროლირებადი კვლევა არ არის ხელმისაწვდომი. ორსულობის დროს ნიმესულიდის გამოყენება დაკავშირებულია ოლიგოჰიდრამნიოზთან, ახალშობილებში თირკმლის უკმარისობასთან და არტერიული სადინრის ადრეულ დახურვასთან. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მკაფიოდ აუცილებელია.

ლაქტაცია

იმის გამო, რომ არ არის საკმარისი კვლევები ნიმესულიდის დედის რძეში გადასვლის და მეძუძურ ჩვილზე შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია, რომ ის არ გამოიყენონ მეძუძურმა ქალებმა შემდგომი მონაცემების მიღებამდე.

  • 7. ზემოქმდება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მუშაობაზე ფრენაგ ფორტი 3% გელის ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (>1/100-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (არაპროგნოზირებადი ხელმისაწვდომი მონაცემებით)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ქავილი და ერითემა.

ჭარბი დოზა

იმის გამო, რომ ნიმესულიდის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც დაფიქსირდა ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური მიღებისას დაფიქსირებული დონეები, მოსალოდნელი არ არის დოზის გადაჭარბება ფრენაგ ფორტი 3% გელის ადგილობრივად გამოყენების შედეგად.

შემადგენლობა

პრეპარატის ნივთიერება:

ნიმესულიდი 0,9გ

დამხმარე ნივთიერებები:

გთხოვთ იხილეთ დამხმარე ნივთიერებები პუნქტში 6.1

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  • 5. კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

ლამინირებულ ტუბებში PP სახურავით.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს სამედიცინო პროდუქტის კონტროლის შესახებ დებულებისა და „შეფუთვის ნარჩენების შესახებ დებულებების“ შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმათერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად.

ათქ კოდი: M02AA26

ნიმესულიდი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. სულფონანილიდის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტის ფუნქციურ შემცველობას, განასხვავებს ნიმესულიდს სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან, რომლებიც შეიცავს კარბოქსილის და ენოლის ჯგუფებს.

ციკლოოქსიგენაზა წარმოქმნის პროსტაგლანდინებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობენ ანთების განვითარებასა და შემდგომ პროცესებში. ნიმესულიდი არის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორი, პროსტაგლანდინების სინთეზის ფერმენტი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

  • სამკურნალო საშუალების დასახელება

ფრენაგ ფორტი 3% გელი

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

პრეპარატის ნივთიერება:

ნიმესულიდი 0,9გ

დამხმარე ნივთიერებები:

გთხოვთ იხილეთ დამხმარე ნივთიერებები პუნქტში 6.1

  • ფარმაცევტული ფორმა

გელი

ღია ყვითელი ფერის გელი დამახასიათებელი სუნით

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

ფრენაგ ფორტი 3% გელი გამოიყენება რბილი ქსოვილების რევმატული დარღვევების სამკურნალოდ და სიმპტომების შესამსუბუქებლად; რბილი ქსოვილების ტრავმებისას, როგორიცაა დაჭიმულობა და კონტუზია; ძვალ-კუნთოვანი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ტკივილით, ანთებით და კუნთების დაძაბვით.

  • 2. დოზირება და მიღების წესი

დოზირება და მიღების ხანგრძლივობა

წაისვით ფრენაგ ფორტი 3% გელი დაზიანებულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში, თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7-15 დღე.

მიღების გზა და წესი

ფრენაგ ფორტი 3% გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

წაისვით პროდუქტის თხელი ფენა კანზე და მუსუბუქად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მიერ:

არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ბავშვებში გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობებისას

თირკმლის უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა:

არ გამოიყენება პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით და ღვიძლის უკმარისობით. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფრენაგ ფორტი 3% გელის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • 3. უკუჩვენებები

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ცნობილი მგრძნობელობა ნიმესულიდის მიმართ და პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ (მაგალითად, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება და ა.შ.), 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, კანის ზედაპირებზე ადგილობრივი ინფექციით, დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანის ზედაპირზე და სხვა ადგილობრივად გამოყენებულ პრეპარატებთან ერთად.

  • 4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ფრენაგ ფორტი 3% გელი არ უნდა წაისვათ კანზე არსებულ დაზიანებებზე ან ღია ჭრილობებზე.

მოერიდეთ ფრენაგ ფორტი 3% გელის შეხებას თვალებთან ან ლორწოვან გარსთან; ხოლო შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, კარგად უნდა დაიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით.

არასოდეს მიიღოთ პროდუქტი პერორალურად. პროდუქტის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტები პროდუქტის მინიმალური ეფექტური დოზის უმოკლეს დროში გამოყენების გზით.

გთხოვთ გამოიყენოთ პრეპარატი მაქსიმალური სიფრთხილით, თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, აქტიური ან საეჭვო პეპტიური წყლული, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, კოაგულაციის მძიმე დარღვევები ან მძიმე/უკონტროლო გულის უკმარისობა.

ვინაიდან ფრენაგ ფორტი 3% გელი ჯერ არ არის შესწავლილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ მკურნალობის დროს ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა.

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება მზის პირდაპირი სხივების და სოლარიუმის ზემოქმედების მიმართ, რათა შეამციროთ სინათლის მიმართ მგრძნობელობის რისკი.

თუ სიმპტომები შენარჩუნდება ან მდგომარეობა გაუარესდება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

არ არის ცნობილი ან მოსალოდნელი ფრენაგ ფორტი 3% გელის ურთიერთქმედება სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან ადგილობრივი გამოყენებისას.

  • 6. ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორიაა C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია

ორსულ და მეძუძურ დედებს შეუძლიათ გამოიყენონ ფარმაცევტული საშუალება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულ ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ ფარმაცევტული საშუალება მხოლოდ ექიმის მიერ რისკის/ეფექტურობის შეფასების შემდეგ.

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაყოფისთვის ნიმესულიდის სახიფათო ეფექტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, ორსულ ქალებზე ჩატარებული კონტროლირებადი კვლევა არ არის ხელმისაწვდომი. ორსულობის დროს ნიმესულიდის გამოყენება დაკავშირებულია ოლიგოჰიდრამნიოზთან, ახალშობილებში თირკმლის უკმარისობასთან და არტერიული სადინრის ადრეულ დახურვასთან. ფრენაგ ფორტი 3% გელი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მკაფიოდ აუცილებელია.

ლაქტაცია

იმის გამო, რომ არ არის საკმარისი კვლევები ნიმესულიდის დედის რძეში გადასვლის და მეძუძურ ჩვილზე შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია, რომ ის არ გამოიყენონ მეძუძურმა ქალებმა შემდგომი მონაცემების მიღებამდე.

  • 7. ზემოქმდება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მუშაობაზე ფრენაგ ფორტი 3% გელის ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

  • 8. არასასურველი ეფექტები:

გვერდითი ეფექტების სიხშირის ჯგუფებია შემდეგი

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (>1/100-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (არაპროგნოზირებადი ხელმისაწვდომი მონაცემებით)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ქავილი და ერითემა.

  • 9. დოზის გადაჭარბება

იმის გამო, რომ ნიმესულიდის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც დაფიქსირდა ფრენაგ ფორტი 3% გელის გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური მიღებისას დაფიქსირებული დონეები, მოსალოდნელი არ არის დოზის გადაჭარბება ფრენაგ ფორტი 3% გელის ადგილობრივად გამოყენების შედეგად.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმათერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად.

ათქ კოდი: M02AA26

ნიმესულიდი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. სულფონანილიდის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტის ფუნქციურ შემცველობას, განასხვავებს ნიმესულიდს სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან, რომლებიც შეიცავს კარბოქსილის და ენოლის ჯგუფებს.

ციკლოოქსიგენაზა წარმოქმნის პროსტაგლანდინებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობენ ანთების განვითარებასა და შემდგომ პროცესებში. ნიმესულიდი არის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორი, პროსტაგლანდინების სინთეზის ფერმენტი.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების სია

მაკროგოლი 400 (პოლიეთილენ გლიკოლი 400)

ტრიეთილის ციტრატი

ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა

ეთანოლი

რძემჟავა

  • 2. შეუთავსებლობები

ცნობილი არ არის შეუთავსებლობის შესახებ.

  • 3. შენახვის ვადა

24 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  • 5. კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

ლამინირებულ ტუბებში PP სახურავით.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს სამედიცინო პროდუქტის კონტროლის შესახებ დებულებისა და „შეფუთვის ნარჩენების შესახებ დებულებების“ შესაბამისად.

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi

Çamlık Mahallesi Pamuk Sokak A Blok Apt. No:12-16/17

Ümraniye-İstanbul/ Turkey

Tel: +90 (216) 365 41 47

Fax: +90 (216) 365 41 48

e-mail : [email protected]

წარმოების ადგილი:

ARGİS İLAÇ SAN. ve TİC. A. Ş.

Batı Sitesi Mah. Gersan Sanayi Sitesi 2307. Sok. No: 80-82-86 Yenimahalle/Ankara/Turkey

Phone : +90 312 255 54 74

Fax : +90 312 255 54 42

e-mail : [email protected]

  • სავაჭრო ნებართვის ნომერი(ები)

პირველი რეგისტრაციის თარიღი:

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • პირველი ნებართვის / ნებართვის განახლების თარიღი
  • ტექსტის გადასინჯვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა