ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ფლუოქსეტინი + ფარმა 20მგ ტაბლეტები

Fluoxetin + pharma 20mg Tabletten

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება
ფლუოქსეტინა (fluoxetine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
GE Pharmaceuticals Ltd., ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046447
რეგისტრირებულია
7 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „კასუს ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუოქსეტინი + ფარმა 20მგ ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ფლუოქსეტინი + ფარმა 20მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე ექიმი გირჩევთ.

დოზირების რეკომენდაციები ყველა ჩვენებისთვის

ფლუორიტინ +ფარმა 40 მგ კაფსულები და ფლუორიტინ +ფარმა 20 მგ კაფსულები ასევე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური დოზირებისთვის.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები

დეპრესია

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში.

მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში, თქვენი ექიმი საჭიროების შემთხვევაში გადახედავს და დაარეგულირებს დანიშნულ დოზას. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 ტაბლეტამდე (60 მგ) დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს ფრთხილად, რათა უზრუნველყოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. შესაძლოა, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებისას თავი მაშინვე არ იგრძნოთ უკეთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან დეპრესიული სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება არ მოხდეს პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. დეპრესიის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა გაიარონ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

Bulemia nervosa

რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი (60 მგ) დღეში

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში. თქვენი ექიმი შეამოწმებს და დაარეგულირებს თქვენს დოზას საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 ტაბლეტამდე (60 მგ) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, თქვენი ექიმი გადახედავს ფლუოქსეტინ +ფარმათი თქვენ მკურნალობას.

გამოყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის, დეპრესიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში:

მკურნალობა უნდა დაიწყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში (ფლუოქსეტინის პერორალური ხსნარის 2.5 მლ სახით). 1-2 კვირის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 20 მგ/დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს ფრთხილად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები. თუ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება, ექიმი განიხილავს 6 თვეზე უფრო მეტი ხნით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას. თუ 9 კვირის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ექიმი ხელახლა შეაფასებს მკურნალობის გეგმას.

ხანდაზმულები

ამ ჯგუფის პაციენტებში ექიმმა დოზა უნდა გაზრდის უფრო დიდი სიფრთხილით, და დღიური დოზა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 ტაბლეტს (40 მგ). მაქსიმალური დოზაა 3 ტაბლეტი (60 მგ) დღეში.

ღვიძლის უკმარისობა

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუოქსეტინზე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის დანიშვნა ან დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის +ფარმას დოზა ყოველ მეორე დღეს.

მიღების წესი

ტაბლეტები გადაყლაპეთ წლის საკმაო როადენობასთან ერთად. არ დაღეჭოთ ტაბლეტები. შეგიძლიათ მიიღოთ ფლუოქსეტინ +ფარმა საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ ფლუოქსეტინ +ფარმას საჭიროზე მეტი დოზა

  • თუ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას) ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
  • თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ ფლუოქსეტინ + ფარმას შეფუთვა.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. 6 ნაწილი). თუ განგივითარდათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იღებთ სხვა მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია როგორც შეუქცევადი არასელექტიური მემოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ან შექცევადი, A ტიპის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (ასევე ცნობილია, როგორც MAO ინჰიბიტორები), ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები. MAO ინჰიბიტორებს მიეკუთვნება - ნიალამიდი, იპრონიაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, იზოკარბოქსაზიდი, და ტოლოქსატონი

იღებთ მეტოპროპლოლს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან არსებობს გულისცემის ძალიან შენელების რისკი

ფლუოქსეტინ + ფარმათი მკურნალობა უნდა დაიწყოთ მხოლოდ შეუქცევადი, არასელექტიური MAO -ს ინჰიბიტორის (მაგ., ტრანილციპრომინი) შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.

არ მიიღოთ შეუქცევადი, არასალექტიური MAO -ს ინჰიბიტორი ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების

შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინ + ფარმა დანიშნულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, ექიმმა უნდა განიხილოს ინტერვალის გახანგრძლივებით მიღება.

სიფრთხილის ზომები

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გეხებათ:

გულის პრობლემები სიცხის;

კუნთების შებოჭილობის ან ტრემორის ნიშნები, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანება და ძლიერი აგზნებადობა, შეიძლება გაწუხებდეთ ე.წ. „სეროტონინის სინდრომი“ ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათად გვხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, ამ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შეიძლება ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა იყოს საჭირო.

მანია (მოუსვენარი აქტივობა და იდეების მოზღვავება) მიმდინარედ ან წარსულში, თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა;

სისხლდენის დარღვევები ან სისხლჩაქცევების ან უჩვეულო სისხლდენები, ან თუ ხართ ორსულად (იხ. თავი "ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება");

სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მიმდინარე მკურნალობა (იხ. "სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინ +ფარმა");

ეპილეფსია ან კრუნჩხვები. თუ გაქვთ კრუნჩხვები ან კრუნჩხვების გამოვლენის სიხშირის მომატება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინ +ფარმას მიღების შეწყვეტა;

დეპრესიის სამკურნალოდ მიმდინარე ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ);

ტამოქსიფენით მიმდინარე მკურნალობა (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ) (იხ. "სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინ + ფარმა");

მოუსვენრობის შეგრძნება და უძრავად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა (აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა;

დიაბეტი (ექიმს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მკურნალობის დოზის კორექტირება);

ღვიძლის პრობლემები (ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექტირება);

დაბალი პულსი მოსვენების დროს და/ან თუ იცით, რომ შესაძლოა გქონდეთ მარილის დეფიციტი ხანგრძლივი, მძიმე დიარეის და/ან ღებინების ან შარდმდენების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენების შედეგად;

შარდმდენებით (შარდმდენი ტაბლეტებით) მკურნალობა, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ;

გლაუკომა (თვალში წნევის მომატება);

წონის კლება.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება.

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების საწყის ეტაპზე, გასათვალისწინებელია, რომ ამ პრეპარატების მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი.

შესაძლოა, უფრო გაგიძლიერდეთ ასეთი ფიქრები:

თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების სურვილი.

თუ ხართ ახალგაზრდა ასაკის. კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა სუიციდური აზრების მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფსიქიატრიული პრობლემები და რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

შეიძლება სასარგებლო იყოს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის იმის თქმა, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ, წაიკითხოს ეს ინსტრუქცია. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან აღელვებთ თუ არა თქვენი ქცევითი ცვლილებები.

ბავშვები და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ ტიპის მედიკამენტების მიღებისას მომატებული აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). ფლუოქსეტინ + ფარმა ინიშნება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ საშუალო და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში) და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.

გარდა ამისა, შეზღუდულია ინფორმაცია ფლუოქსეტინ + ფარმას ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში, კერძოდ ზრდის, სქესობრივი მომწიფების, გონებრივი, ემოციური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლუოქსეტინი + ფარმა საშუალო და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების დროს, ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში, რადგან ის გადაწყვეტს, რომ ეს თქვენს ინტერესებშია. თუ ექიმმა ფლუოქსეტინ + ფარმა დანიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი განვითარდა ან გაუარესდა, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებს ფლუოქსეტინ + ფარმას, უნდა აცნობოთ ექიმს.

ფლუოქსეტინ + ფარმა არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

სექსუალური დისფუნქცია

ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინ + ფარმა (ე.წ. SSRI), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ბოლო დროს მიიღეთ/გამოიყენეთ (5 კვირამდე) ან შეიძლება მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, თუნდაც ისინი რეცეპტის გარეშე გაიცემა. ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგი მედიკამენტების მოქმედებაზე (ურთიერთქმედება):

ტამოქსიფენი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ); რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატის დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტამოქსიფენის ეფექტის შემცირება, ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვა ანტიდეპრესანტული მკურნალობის დანიშვნა;

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები A (MAOI-A), მათ შორის მოკლობემიდი, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონინიუმის ქლორიდი (ასევე ცნობილია, როგორც მეთილენის ლურჯი, რომელიც გამოიყენება წამლებით ან ქიმიკატებით გამოწვეული სისხლის დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია როგორც მეთემოგლობინემია): სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციების (სეროტონინის სინდრომის) რისკის გამო. ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს შექცევადი MAOI-ებით მკურნალობის შეწყვეტიდან მეორე დღეს, მაგრამ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი ყურადღებით და გამოიყენოს MAOI-A პრეპარატის, უფრო დაბალი დოზა.

მექვიტაზინი (ალერგიის დროს); რადგან ამ პრეპარატის ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის აქტივობის ცვლილებების რისკი.

ფენიტოინი (ეპილეფსიის დროს); რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატის დონეზე სისხლში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფენიტოინის უფრო ფრთხილად დანიშვნა და შემოწმების ჩატარება ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებისას;

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალოდ), ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი ან ბუპრენორფინი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ), ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალოდ), ტრიპტოფანი (საკვები დანამატი), სელეგელინი (პრაკინსონის დაავადება), სამკურნალო მცენარე კრაზანა (დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან ამ პრეპარატების ფლუოქსეტინ +ფარმასთან ერთად მიღებისას იზრდება სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი. ექიმმა ამ დროს უფრო ხშირად უნდა შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა.

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ. IA და III ჯგუფის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი ან გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი, მექვიტაზინი), რადგან ამ პრეპარატებიდან ერთი ან მეტის ფლუოქსეტინ +ფარმასთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკი;

ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტირევმატული პრეპარატები ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) (როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი), აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება (მათ შორის კლოზაპინი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ). ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება სისხლზე. თუ ფლუოქსეტინ + ფარმათი მკურნალობა იწყება ან შეწყდება ვარფარინის მიღების დროს, ექიმმა უნდა ჩაატაროს გარკვეული ანალიზები, დაარეგულიროს თქვენი დოზა და უფრო ხშირად შეგამოწმოთ.

ციპროჰეპტადინი (ალერგიული რეაქციების დროს); ვინაიდან მან შეიძლება შეამციროს ფლუოქსეტინის ანტიდეპრესანტული ეფექტი.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ნატრიუმის დონეს (მათ შორის პრეპარატები, რომლებიც იწვევენ შარდვის გახშირებას, დესმოპრესინი, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი); რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში ნატრიუმის დონის მნიშვნელოვანი კლება ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებისას.

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიაზინები ან ბუტიროფენონები; რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი ამ მედიკამენტებთან ერთად მიღების დროს. ფლეკაინიდი, ენკაინიდი, პროპაფენონი ან ნებივოლოლი (გულის პრობლემების დროს); კლოზაპინი (გარკვეული ფსიქიკური დაავადებების დროს), ატომოქსეტინი (ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის დარღვევის დროს), კარბამაზეპინი (ეპილეფსიის დროს), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დეზიპრამინი და ამიტრიპტილინი) ან რისპერიდონი (გარკვეული ფსიქიკური დაავადებების დროს); რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შესაძლოა შეცვალოს ამ მედიკამენტების დონე სისხლში, და ექიმს შეიძლება დასჭირდეს მათი დოზის შემცირება ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებისას.

ფლუოქსეტინ + ფარმა საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ამ პრეპარატის მიღების დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, დადგენილია გულის თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილი რისკი. ზოგადად მოსახლეობაში, დაახლოებით 100 ჩვილიდან 1 იბადება გულის დეფექტით. ეს მაჩვენებელი იზრდება დაახლოებით 2-ჯერ იმ დედებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ფლუოქსეტინის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში ისეთი სერიოზული მდგომარეობა, როგორიც არის ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და მოლურჯო ელფერის წარმოქმნას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს თქვენს ბავშვს დაემართა, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და/ან ექიმს.

ორსულობის დროს ამ პრეპარატით მკურნალობა არ არის სასურველია, მხოლოდ თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. ამრიგად, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ფლუოქსეტინ + ფარმას თანდათანობით შეწყვეტა ორსულობის დროს ან ორსულობამდე. თუმცა, თქვენი გარემოებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ თქვენთვის უკეთესია ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების გაგრძელება.

სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით გვიან ორსულობის დროს ან მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში აღწერილია შემდეგი ეფექტები: გაღიზიანება, ტრემორი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება

თუ ორსულობის ბოლოს იღებდით ფლუოქსეტინ + ფარმას, შესაძლოა გაიზარდოს ვაგინალური სისხლდენის რისკი პრეპარატის მიღებიდან მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევები. აცნობეთ ექიმს ან ბებიაქალს, რომ იღებთ ფლუოქსეტინ +ფარმას, რათა მათ შეძლონ შესაბამისი რჩევის მოცემა.

ძუძუთი კვება

ფლუოქსეტინი გადადის დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ბავშვებში. ამ დროს ძუძუთი კვება უნდა გაგრძლედეს თუ ეს აშკარად აუცილებელია. თუ ძუძუთი კვების გაგრძელება აუცილებელია, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა.

ფერტილობა

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სიფრთხილე: ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს რეაქციისუნარიანობა და მართვის უნარი. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილების მიღების ან კოორდინაციის უნარზე. არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინ +ფარმა თქვენზე.

ნატრიუმი

პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ ფლუოქსეტინი + ფარმა
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ფლუოქსეტინი + ფარმა და რისთვის გამოიყენება

ფლუოქსეტინი + ფარმა შეიცავს ფლუოქსეტინს, რომელიც ანტიდეპრესანტია. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI) ეწოდება.

პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები:

დეპრესიული აშლილობები (დიდი დეპრესიული ეპიზოდები)

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ბულიმია ნერვოზა: ფლუოქსეტინი + ფარმა გამოიყენება ფსიქოთერაპიასთან ერთად ჭარბი კვებისა და ოფლიანობის შესამცირებლად

8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

საშუალო და მწვავე დეპრესიული აშლილობა, თუ დეპრესია არ რეაგირებს ფსიქოლოგიურ თერაპიაზე 4-6 სესიის შემდეგ. ფლუოქსეტინი + ფარმა ენიშნებ ბავშვს ან ახალგაზრდას, რომელსაც აქვს საშუალო და მძიმე დეპრესიული აშლილობა, მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინი + ფარმა

ყველა ადამიანის ტვინში არის ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიულ ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისას ან ბულიმია ნერვოზას დროს, ადამიანებს სეროტონინის უფრო დაბალი დონე აქვთ, ვიდრე სხვებს. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინი + ფარმა და სხვა SSRI პრეპარატები, თუმცა მათ შეუძლიათ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდა.

მკურნალობა აუცილებელია ასეთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ მკურნალობა არ ჩატარდება, პაციენტის მდგომარეობა შეიძლება არ გაუმჯობესდეს და უფრო სერიოზულიც კი გახდეს, და შემდეგ მკურნალობა უფრო რთული ხდება. მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება იყოს საჭირო, რომ სრულად გაქრეს სიმპრტომები.

  • რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინი + ფარმას მიღებამდე

ჭარბი დოზა

ღებინება, გულისრევა, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, აგზნებიდან კომამდე.

თუ დაგავიწყდათ ფლუოქსეტინ + ფარმას მიღება

  • თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა მეორე დღეს, ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
  • მედიკამენტის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, რომ გახსოვდეთ მისი რეგულარული მიღება.

თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინ + ფარმას

  • მიღებას არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მედიკამენტის მიღება
  • დაიჭირეთ თადარიგი, რომ ტაბლეტები არ გამოგელიოთ.

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი ეფექტები (მოხსნის სინდრომის სიმპტომები): თავბრუსხვევა; ნემსით ან ქინძისთავით ჩხვლეტის შეგრძნება; ძილის დარღვევა (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), მოუსვენრობის ან აგზნების შეგრძნება; უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შფოთვა, გულისრევა/ღებინება; ტრემორი; თავის ტკივილი.

მოსახლეობის უმეტესობაში ფლუოქსეტინ +ფარმას შეწყვეტის სიმპტომი მსუბუქია და როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ქრება. თუ მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომებს შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს.

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების შეწყვეტისას, ექიმი დაგეხმარებათ დოზის თანდათანობით შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რაც შეამცირებს მოხსნის სინდრომის განვითარების რისკს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერბა არის ფლუოქსეტინი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 22,4 მგ ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდს რომელიც შეესაბამება 20 მგ ფლუოქსეტინის.

სხვა ინგრედიენტებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური, უწყლო სილიციუმი.

როგორ გამოიყურება ფლუოქსეტინ +ფარმა 20 მგ ტაბლეტის შეფუთვა

ფლუოქსეტინ +ფარმა 20 მგ ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ნაჭდევის მქონე ტაბლეტი.

ფლუოქსეტინ +ფარმა 20 მგ ტაბლეტი ხელმისაწვდომია 14 და 30 ტაბლეტიანი შეფუთვით.

შეფუთვაში ყველა რაოდენობა არი არის გაყოდვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

+ფარმა არცნეიმიტელ გმბჰ (+pharma arzneimittel GmbH)

8054 გრაცი, ავსტრია

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Genericon Phamra Gesellschaft m.b.H., 8054 გრაცი, ავსტრია

რეგ.#.: 1-24028

ინსტრუქციის გადახედვის თარიღი აპრილი 2025

შემდეგი ინფორმაცია არის მხოლო ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებისთვის:

ინტოქსიკაციის მკურნალობა:

ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია, ან გადასხმა შეისაძლოა იყოს ეფექტური. გააქტივებული ნახში, რომლის დანიშვნა შეიძლება სორბიტოლთან კომბინაციაში, ეს შესაძლოა იყოს უფრო ეფექტური ვიდრე ღებინება ან კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა. რეკომენდებულია გულის სასიცოცხლო მდგომარეობის მეთვალყურეობა, ძირითადი სიმპტომების და შემანარჩუნებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. სპეციფიური ანტიდოტი არ აქვს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ფლუოქსეტინი + ფარმა 20 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ფლუოქსეტინი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაიკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენის მსგავსია.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება, ნებისმიერი შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც შეიძლება არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

რას მოიცავს ინსტრუქცია

  • რა არის ფლუოქსეტინი + ფარმა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინი + ფარმას მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ ფლუოქსეტინი + ფარმა
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ ფლუოქსეტინი + ფარმა
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ფლუოქსეტინი + ფარმა და რისთვის გამოიყენება

ფლუოქსეტინი + ფარმა შეიცავს ფლუოქსეტინს, რომელიც ანტიდეპრესანტია. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI) ეწოდება.

პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები:

დეპრესიული აშლილობები (დიდი დეპრესიული ეპიზოდები)

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ბულიმია ნერვოზა: ფლუოქსეტინი + ფარმა გამოიყენება ფსიქოთერაპიასთან ერთად ჭარბი კვებისა და ოფლიანობის შესამცირებლად

8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

საშუალო და მწვავე დეპრესიული აშლილობა, თუ დეპრესია არ რეაგირებს ფსიქოლოგიურ თერაპიაზე 4-6 სესიის შემდეგ. ფლუოქსეტინი + ფარმა ენიშნებ ბავშვს ან ახალგაზრდას, რომელსაც აქვს საშუალო და მძიმე დეპრესიული აშლილობა, მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინი + ფარმა

ყველა ადამიანის ტვინში არის ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიულ ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისას ან ბულიმია ნერვოზას დროს, ადამიანებს სეროტონინის უფრო დაბალი დონე აქვთ, ვიდრე სხვებს. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინი + ფარმა და სხვა SSRI პრეპარატები, თუმცა მათ შეუძლიათ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდა.

მკურნალობა აუცილებელია ასეთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ მკურნალობა არ ჩატარდება, პაციენტის მდგომარეობა შეიძლება არ გაუმჯობესდეს და უფრო სერიოზულიც კი გახდეს, და შემდეგ მკურნალობა უფრო რთული ხდება. მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება იყოს საჭირო, რომ სრულად გაქრეს სიმპრტომები.

  • რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინი + ფარმას მიღებამდე

არ მიიღოთ ფლუოქსეტინი ფარმა, თუ:

გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. 6 ნაწილი). თუ განგივითარდათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იღებთ სხვა მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია როგორც შეუქცევადი არასელექტიური მემოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ან შექცევადი, A ტიპის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (ასევე ცნობილია, როგორც MAO ინჰიბიტორები), ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები. MAO ინჰიბიტორებს მიეკუთვნება - ნიალამიდი, იპრონიაზიდი, სელეგილინი, მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, იზოკარბოქსაზიდი, და ტოლოქსატონი

იღებთ მეტოპროპლოლს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან არსებობს გულისცემის ძალიან შენელების რისკი

ფლუოქსეტინ + ფარმათი მკურნალობა უნდა დაიწყოთ მხოლოდ შეუქცევადი, არასელექტიური MAO -ს ინჰიბიტორის (მაგ., ტრანილციპრომინი) შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.

არ მიიღოთ შეუქცევადი, არასალექტიური MAO -ს ინჰიბიტორი ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების

შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინ + ფარმა დანიშნულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, ექიმმა უნდა განიხილოს ინტერვალის გახანგრძლივებით მიღება.

გაფრთხილებები და სიფრთხილისზომები

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გეხებათ:

გულის პრობლემები სიცხის;

კუნთების შებოჭილობის ან ტრემორის ნიშნები, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანება და ძლიერი აგზნებადობა, შეიძლება გაწუხებდეთ ე.წ. „სეროტონინის სინდრომი“ ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათად გვხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, ამ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შეიძლება ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა იყოს საჭირო.

მანია (მოუსვენარი აქტივობა და იდეების მოზღვავება) მიმდინარედ ან წარსულში, თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა;

სისხლდენის დარღვევები ან სისხლჩაქცევების ან უჩვეულო სისხლდენები, ან თუ ხართ ორსულად (იხ. თავი "ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება");

სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მიმდინარე მკურნალობა (იხ. "სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინ +ფარმა");

ეპილეფსია ან კრუნჩხვები. თუ გაქვთ კრუნჩხვები ან კრუნჩხვების გამოვლენის სიხშირის მომატება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინ +ფარმას მიღების შეწყვეტა;

დეპრესიის სამკურნალოდ მიმდინარე ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ);

ტამოქსიფენით მიმდინარე მკურნალობა (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ) (იხ. "სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინ + ფარმა");

მოუსვენრობის შეგრძნება და უძრავად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა (აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა;

დიაბეტი (ექიმს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მკურნალობის დოზის კორექტირება);

ღვიძლის პრობლემები (ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექტირება);

დაბალი პულსი მოსვენების დროს და/ან თუ იცით, რომ შესაძლოა გქონდეთ მარილის დეფიციტი ხანგრძლივი, მძიმე დიარეის და/ან ღებინების ან შარდმდენების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენების შედეგად;

შარდმდენებით (შარდმდენი ტაბლეტებით) მკურნალობა, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ;

გლაუკომა (თვალში წნევის მომატება);

წონის კლება.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება.

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების საწყის ეტაპზე, გასათვალისწინებელია, რომ ამ პრეპარატების მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი.

შესაძლოა, უფრო გაგიძლიერდეთ ასეთი ფიქრები:

თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების სურვილი.

თუ ხართ ახალგაზრდა ასაკის. კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა სუიციდური აზრების მომატებული რისკი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფსიქიატრიული პრობლემები და რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

შეიძლება სასარგებლო იყოს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის იმის თქმა, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ, წაიკითხოს ეს ინსტრუქცია. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან აღელვებთ თუ არა თქვენი ქცევითი ცვლილებები.

ბავშვები და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ ტიპის მედიკამენტების მიღებისას მომატებული აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). ფლუოქსეტინ + ფარმა ინიშნება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ საშუალო და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში) და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.

გარდა ამისა, შეზღუდულია ინფორმაცია ფლუოქსეტინ + ფარმას ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში, კერძოდ ზრდის, სქესობრივი მომწიფების, გონებრივი, ემოციური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლუოქსეტინი + ფარმა საშუალო და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების დროს, ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში, რადგან ის გადაწყვეტს, რომ ეს თქვენს ინტერესებშია. თუ ექიმმა ფლუოქსეტინ + ფარმა დანიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი განვითარდა ან გაუარესდა, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებს ფლუოქსეტინ + ფარმას, უნდა აცნობოთ ექიმს.

ფლუოქსეტინ + ფარმა არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

სექსუალური დისფუნქცია

ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინ + ფარმა (ე.წ. SSRI), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.

სხვა მედიკამენტები და ფლუოქსეტინ + ფარმა

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ბოლო დროს მიიღეთ/გამოიყენეთ (5 კვირამდე) ან შეიძლება მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, თუნდაც ისინი რეცეპტის გარეშე გაიცემა. ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგი მედიკამენტების მოქმედებაზე (ურთიერთქმედება):

ტამოქსიფენი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ); რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატის დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტამოქსიფენის ეფექტის შემცირება, ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვა ანტიდეპრესანტული მკურნალობის დანიშვნა;

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები A (MAOI-A), მათ შორის მოკლობემიდი, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონინიუმის ქლორიდი (ასევე ცნობილია, როგორც მეთილენის ლურჯი, რომელიც გამოიყენება წამლებით ან ქიმიკატებით გამოწვეული სისხლის დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია როგორც მეთემოგლობინემია): სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციების (სეროტონინის სინდრომის) რისკის გამო. ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს შექცევადი MAOI-ებით მკურნალობის შეწყვეტიდან მეორე დღეს, მაგრამ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი ყურადღებით და გამოიყენოს MAOI-A პრეპარატის, უფრო დაბალი დოზა.

მექვიტაზინი (ალერგიის დროს); რადგან ამ პრეპარატის ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის აქტივობის ცვლილებების რისკი.

ფენიტოინი (ეპილეფსიის დროს); რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატის დონეზე სისხლში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფენიტოინის უფრო ფრთხილად დანიშვნა და შემოწმების ჩატარება ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებისას;

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალოდ), ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი ან ბუპრენორფინი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ), ტრიპტანები (შაკიკის სამკურნალოდ), ტრიპტოფანი (საკვები დანამატი), სელეგელინი (პრაკინსონის დაავადება), სამკურნალო მცენარე კრაზანა (დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან ამ პრეპარატების ფლუოქსეტინ +ფარმასთან ერთად მიღებისას იზრდება სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი. ექიმმა ამ დროს უფრო ხშირად უნდა შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა.

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ. IA და III ჯგუფის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი ან გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი, მექვიტაზინი), რადგან ამ პრეპარატებიდან ერთი ან მეტის ფლუოქსეტინ +ფარმასთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებების რისკი;

ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტირევმატული პრეპარატები ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) (როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი), აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება (მათ შორის კლოზაპინი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ). ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება სისხლზე. თუ ფლუოქსეტინ + ფარმათი მკურნალობა იწყება ან შეწყდება ვარფარინის მიღების დროს, ექიმმა უნდა ჩაატაროს გარკვეული ანალიზები, დაარეგულიროს თქვენი დოზა და უფრო ხშირად შეგამოწმოთ.

ციპროჰეპტადინი (ალერგიული რეაქციების დროს); ვინაიდან მან შეიძლება შეამციროს ფლუოქსეტინის ანტიდეპრესანტული ეფექტი.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ნატრიუმის დონეს (მათ შორის პრეპარატები, რომლებიც იწვევენ შარდვის გახშირებას, დესმოპრესინი, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი); რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში ნატრიუმის დონის მნიშვნელოვანი კლება ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებისას.

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიაზინები ან ბუტიროფენონები; რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი ამ მედიკამენტებთან ერთად მიღების დროს. ფლეკაინიდი, ენკაინიდი, პროპაფენონი ან ნებივოლოლი (გულის პრობლემების დროს); კლოზაპინი (გარკვეული ფსიქიკური დაავადებების დროს), ატომოქსეტინი (ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის დარღვევის დროს), კარბამაზეპინი (ეპილეფსიის დროს), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დეზიპრამინი და ამიტრიპტილინი) ან რისპერიდონი (გარკვეული ფსიქიკური დაავადებების დროს); რადგან ფლუოქსეტინ + ფარმამ შესაძლოა შეცვალოს ამ მედიკამენტების დონე სისხლში, და ექიმს შეიძლება დასჭირდეს მათი დოზის შემცირება ფლუოქსეტინ + ფარმასთან ერთად მიღებისას.

ფლუოქსეტინ + ფარმა საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ამ პრეპარატის მიღების დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლისგან.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, დადგენილია გულის თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილი რისკი. ზოგადად მოსახლეობაში, დაახლოებით 100 ჩვილიდან 1 იბადება გულის დეფექტით. ეს მაჩვენებელი იზრდება დაახლოებით 2-ჯერ იმ დედებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ფლუოქსეტინის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ახალშობილებში ისეთი სერიოზული მდგომარეობა, როგორიც არის ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და მოლურჯო ელფერის წარმოქმნას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს თქვენს ბავშვს დაემართა, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და/ან ექიმს.

ორსულობის დროს ამ პრეპარატით მკურნალობა არ არის სასურველია, მხოლოდ თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. ამრიგად, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ფლუოქსეტინ + ფარმას თანდათანობით შეწყვეტა ორსულობის დროს ან ორსულობამდე. თუმცა, თქვენი გარემოებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ თქვენთვის უკეთესია ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების გაგრძელება.

სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით გვიან ორსულობის დროს ან მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში აღწერილია შემდეგი ეფექტები: გაღიზიანება, ტრემორი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება

თუ ორსულობის ბოლოს იღებდით ფლუოქსეტინ + ფარმას, შესაძლოა გაიზარდოს ვაგინალური სისხლდენის რისკი პრეპარატის მიღებიდან მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევები. აცნობეთ ექიმს ან ბებიაქალს, რომ იღებთ ფლუოქსეტინ +ფარმას, რათა მათ შეძლონ შესაბამისი რჩევის მოცემა.

ძუძუთი კვება

ფლუოქსეტინი გადადის დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ბავშვებში. ამ დროს ძუძუთი კვება უნდა გაგრძლედეს თუ ეს აშკარად აუცილებელია. თუ ძუძუთი კვების გაგრძელება აუცილებელია, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა.

ფერტილობა

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სიფრთხილე: ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს რეაქციისუნარიანობა და მართვის უნარი. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილების მიღების ან კოორდინაციის უნარზე. არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ფლუოქსეტინ +ფარმა თქვენზე.

ნატრიუმი

პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.

  • როგორ მივიღოთ ფლუოქსეტინ +ფარმა

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე ექიმი გირჩევთ.

დოზირების რეკომენდაციები ყველა ჩვენებისთვის

ფლუორიტინ +ფარმა 40 მგ კაფსულები და ფლუორიტინ +ფარმა 20 მგ კაფსულები ასევე ხელმისაწვდომია ინდივიდუალური დოზირებისთვის.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები

დეპრესია

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში.

მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში, თქვენი ექიმი საჭიროების შემთხვევაში გადახედავს და დაარეგულირებს დანიშნულ დოზას. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 ტაბლეტამდე (60 მგ) დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს ფრთხილად, რათა უზრუნველყოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. შესაძლოა, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებისას თავი მაშინვე არ იგრძნოთ უკეთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან დეპრესიული სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება არ მოხდეს პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. დეპრესიის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა გაიარონ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

Bulemia nervosa

რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი (60 მგ) დღეში

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში. თქვენი ექიმი შეამოწმებს და დაარეგულირებს თქვენს დოზას საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 ტაბლეტამდე (60 მგ) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, თქვენი ექიმი გადახედავს ფლუოქსეტინ +ფარმათი თქვენ მკურნალობას.

გამოყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის, დეპრესიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში:

მკურნალობა უნდა დაიწყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში (ფლუოქსეტინის პერორალური ხსნარის 2.5 მლ სახით). 1-2 კვირის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 20 მგ/დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს ფრთხილად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები. თუ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება, ექიმი განიხილავს 6 თვეზე უფრო მეტი ხნით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას. თუ 9 კვირის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ექიმი ხელახლა შეაფასებს მკურნალობის გეგმას.

ხანდაზმულები

ამ ჯგუფის პაციენტებში ექიმმა დოზა უნდა გაზრდის უფრო დიდი სიფრთხილით, და დღიური დოზა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 ტაბლეტს (40 მგ). მაქსიმალური დოზაა 3 ტაბლეტი (60 მგ) დღეში.

ღვიძლის უკმარისობა

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუოქსეტინზე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის დანიშვნა ან დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის +ფარმას დოზა ყოველ მეორე დღეს.

მიღების წესი

ტაბლეტები გადაყლაპეთ წლის საკმაო როადენობასთან ერთად. არ დაღეჭოთ ტაბლეტები. შეგიძლიათ მიიღოთ ფლუოქსეტინ +ფარმა საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ ფლუოქსეტინ +ფარმას საჭიროზე მეტი დოზა

  • თუ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას (ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას) ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
  • თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ ფლუოქსეტინ + ფარმას შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ღებინება, გულისრევა, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, აგზნებიდან კომამდე.

თუ დაგავიწყდათ ფლუოქსეტინ + ფარმას მიღება

  • თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა მეორე დღეს, ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
  • მედიკამენტის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, რომ გახსოვდეთ მისი რეგულარული მიღება.

თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინ + ფარმას

  • მიღებას არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მედიკამენტის მიღება
  • დაიჭირეთ თადარიგი, რომ ტაბლეტები არ გამოგელიოთ.

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი ეფექტები (მოხსნის სინდრომის სიმპტომები): თავბრუსხვევა; ნემსით ან ქინძისთავით ჩხვლეტის შეგრძნება; ძილის დარღვევა (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), მოუსვენრობის ან აგზნების შეგრძნება; უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შფოთვა, გულისრევა/ღებინება; ტრემორი; თავის ტკივილი.

მოსახლეობის უმეტესობაში ფლუოქსეტინ +ფარმას შეწყვეტის სიმპტომი მსუბუქია და როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ქრება. თუ მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომებს შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს.

ფლუოქსეტინ + ფარმას მიღების შეწყვეტისას, ექიმი დაგეხმარებათ დოზის თანდათანობით შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რაც შეამცირებს მოხსნის სინდრომის განვითარების რისკს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება

  • თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს (იხილეთ მე-2 ნაწილი).
  • თუ გაგიჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება ან ხიხინი/ქოშინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს.
  • თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და ვერ ჯდებით ან ვერ დგახართ, შესაძლოა გქონდეთ აკატიზია. ფლუოქსეტინ + ფარმას დოზის ზრდამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. თუ ასე გრძნობთ თავს, მიმართეთ ექიმს.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი კანი გაწითლდება, განვითარდება კანის სხვადასხვა რეაქცია, ან კანზე იწყება ბუშტუკების გაჩენა ან აქერცვლა. ეს მოვლენა ძალიან იშვიათია.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა:

სიმპტომების კომბინაცია (ცნობილი როგორც "სეროტონინის სინდრომი"), მათ შორის აუხსნელი ცხელება სუნთქვის ან გულისცემის აჩქარებით, ოფლიანობა, კუნთების შებოჭილობა ან ტრემორი, დაბნეულობა, ძლიერი აგზნება ან ძილიანობა (იშვიათად);

სისუსტის, ძილიანობის ან დაბნეულობის შეგრძნება, ძირითადად ხანდაზმულ და (ხანდაზმულ) პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს (შარდმდენი საშუალებები);

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია;

გაღიზიანება და ძლიერი აგზნება;

გულის პრობლემები, როგორიცაა ტაქიკარდია ან არითმია, გონების დაკარგვა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის დარღვევაზე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა გაქვთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინ +ფარმას:

ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

გულისრევა, დიარეა

თავის ტკივილი

უძილობა

დაღლილობა, გამოფიტვის სინდრომი (დაღლილობა)

ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 1-მდე ადამიანს 10-დან)

ნერვოზული მდგომარეობა, შფოთვა

მოუსვენრობა, კონცენტრაციის დაქვეითება

დაძაბულობის შეგრძნება

თავბრუსხვევა

ძილის პრობლემები, უჩვეულო სიზმრები, დაღლილობა ან ძილიანობა

სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ან სექსუალური პრობლემები (მათ შორის სექსუალური აქტივობის დროს ერექციის შენარჩუნების უნარის დაქვეითება)

კანკალი ან შემცივნება

მხედველობის დაბინდვა

საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება

გემოს შეცვლა

პირის სიმშრალე

ჭარბი ოფლიანობა

ხშირი შარდვა

შიმშილის გრძნობის გაქრობა, წონის დაკლება

უკონტროლო კანკალი

გახშირებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება

კანის სიწითლე

მთქნარება

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი

სახსრების ტკივილი

უმიზეზო ვაგინალური სისხლდენა

ნაკლებად ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 1-მდე ადამიანს 100-დან)

  • საკუთარი თავისგან განცალკევების შეგრძნება
  • უცნაური აზრები
  • უჩვეულოდ ამაღლებული განწყობა
  • სექსუალური დისფუნქცია, მათ შორის ორგაზმის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
  • თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები
  • კბილების კრაჭუნი
  • კუნთების კანკალი, უნებლიე მოძრაობები ან წონასწორობის ან კოორდინაციის პრობლემები
  • მეხსიერების დარღვევა
  • გაფართოებული გუგები
  • ყურებში შუილი
  • დაბალი არტერიული წნევა
  • ქოშინი
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ყლაპვის გაძნელება
  • თმის ცვენა
  • სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების ზრდა
  • ცივი ოფლი
  • შარდვის გაძნელება
  • სიცხის ან სიცივის შეგრძნება
  • ღვიძლის ტესტების პათოლოგიური შედეგები
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემაში
  • ზოგადი სისუსტე, პათოლოგიური შეგრძნება

იშვიათად (შეიძლება აღენიშნებოდეს 1-მდე ადამიანს 1000-დან)

  • სისხლში მარილის დაბალი დონე
  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს
  • ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეითროპენია)
  • უჩვეულო ველური ქცევა
  • აგრესია
  • ჰალუცინაციები
  • აგზნება
  • პანიკური შეტევები
  • კრუნჩხვები
  • დაბნეულობა
  • ენაბლუობა
  • კრუნჩხვები
  • სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
  • კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება
  • საყლაპავის ტკივილი
  • ყელის ანთება
  • ღვიძლის ანთება,
  • ფილტვების პრობლემები
  • კუნთების ტკივილი
  • მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა
  • შარდვის პრობლემები
  • კანის მძიმე დაავადება ზოგადი კეთილდღეობის დარღვევით, ცხელებით და მტკივნეული ბუშტუკებით, განსაკუთრებით პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური შედეგები, ღვიძლის ფერმენტების მომატება
  • კანზე სისხლჩაქცევები
  • ლორწოვანი გარსის სისხლჩაქცევები
  • სისხლძარღვების გაფართოება
  • პირის ღრუს, ენის ან კიდურების უკონტროლო მოძრაობები (ბუკოგლოსალური სინდრომი)
  • პროლაქტინის მაღალი დონე, რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან

სეროტონინის სინდრომი: გამოწვეული სეროტონინის უკიდურესად მაღალი დონით (ნივთიერება, რომელიც გვხვდება ორგანიზმში); იხილეთ მე-2 ნაწილი: "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები"

სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის, ტორსადეს დე პოინტესი), ეკგ-ს პათოლოგიური მაჩვენებლები (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

გახანგრძლივებული, მტკივნეული ერექცია

კანზე პატარა წითელი ლაქები

კანის მძიმე მდგომარეობა სიწითლით, კანისა და ლორწოვანი გარსების დიდი ბუშტუკებით და აქერცვლით (ლაიელის სინდრომი)

უცნობია სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

  • კონცენტრაციის დარღვევა
  • ერითრომელალგია (იშვიათი დაავადება, რომელიც აზიანებს კანის ნერვებსა და სისხლძარღვებს კიდურებში, რომლის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიწითლეს, ტკივილს და კანის ტემპერატურის მომატებას კიდურებში)
  • ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა); დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი 2, "ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება"

ძვლის მოტეხილობა:

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს, აღინიშნა ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი. ამ გვერდითი მოვლენების უმეტესობა, ძირითადად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში (8-18 წლის ასაკის)

ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების გარდა, ფლუოქსეტინ +ფარმამ შეიძლება შეაფერხოს ზრდა ან შესაძლოა გადაავადოს სქესობრივი მომწიფება. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები), მტრული განწყობა, უჩვეულოდ ველური ქცევა და ცხვირიდან სისხლდენა ასევე ხშირად აღინიშნა ბავშვებში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება.

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც თუნდაც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნა პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:

ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური ოფისი

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ შევინახოთ ფლუოქსეტინ +ფარმა

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე/ბლისტერზე „ვარგისიანობის ვადა“-ს გასწრივ. ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ წამლები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ გამოუყენებელი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლუოქსეტინ +ფარმა

აქტიური ნივთიერბა არის ფლუოქსეტინი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 22,4 მგ ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდს რომელიც შეესაბამება 20 მგ ფლუოქსეტინის.

სხვა ინგრედიენტებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური, უწყლო სილიციუმი.

როგორ გამოიყურება ფლუოქსეტინ +ფარმა 20 მგ ტაბლეტის შეფუთვა

ფლუოქსეტინ +ფარმა 20 მგ ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ნაჭდევის მქონე ტაბლეტი.

ფლუოქსეტინ +ფარმა 20 მგ ტაბლეტი ხელმისაწვდომია 14 და 30 ტაბლეტიანი შეფუთვით.

შეფუთვაში ყველა რაოდენობა არი არის გაყოდვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

+ფარმა არცნეიმიტელ გმბჰ (+pharma arzneimittel GmbH)

8054 გრაცი, ავსტრია

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Genericon Phamra Gesellschaft m.b.H., 8054 გრაცი, ავსტრია

რეგ.#.: 1-24028

ინსტრუქციის გადახედვის თარიღი აპრილი 2025

შემდეგი ინფორმაცია არის მხოლო ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებისთვის:

ინტოქსიკაციის მკურნალობა:

ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია, ან გადასხმა შეისაძლოა იყოს ეფექტური. გააქტივებული ნახში, რომლის დანიშვნა შეიძლება სორბიტოლთან კომბინაციაში, ეს შესაძლოა იყოს უფრო ეფექტური ვიდრე ღებინება ან კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა. რეკომენდებულია გულის სასიცოცხლო მდგომარეობის მეთვალყურეობა, ძირითადი სიმპტომების და შემანარჩუნებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. სპეციფიური ანტიდოტი არ აქვს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა