მუტანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფლუოქსეტინს და წარმოადგენს ანტიდეპრესანტს. ის მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაციების შერცევითი ინჰიბიტორების ჯგუფს (SSRI). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუოქსეტინი (fluoxetine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14
- მწარმოებელი
- G.L. Pharma GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035510
- რეგისტრირებულია
- 13 ივნისი 2022, მოქმედებს 13 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „სი ბი ეს ფარმა“
- GMP
- -
მუტანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მუტანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფლუოქსეტინს და წარმოადგენს ანტიდეპრესანტს. ის მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაციების შერცევითი ინჰიბიტორების ჯგუფს (SSRI).
ეს წამალი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
მოზრდილები:
ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ბულიმია: მუტანი გამოიყენება- როგორც ფსიქოთერაპიის დანამატი
- ჭარბი კვების და თვითგამოწვეული ღებინების შესამცირებლად.
ბავშვები და მოზარდები, 8 წლის და უფროსი ასაკი
ზომიერი ან მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები, თუ დეპრესია არ პასუხობს ფსიქოლოგიურ მკურნალობას 4-დან 6 სეანსის შემდეგ. მუტანი უნდა მიეცეს მხოლოდ ბავშვს ან მოზარდს ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან ერთად, რომელსაც აქვს ზომიერი და მძიმე დეპრესიული აშლილობა.
როგორ მოქმედებს მუტანი:
ყველა ადამიანს თავის ტვინში აქვს ნივთიერება სეროტონინი. ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ან ბულიმია, აქვთ სეროტონინის ნაკლებობა, ვიდრე სხვები. გაურკვეველია როგორ მუშაობენ მუტანი ან სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინფიბიტოები, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტვინში სეროტონინის დონის ამაღლებას.
თქვენი მდგომარეობის სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ იგრძნოთ თავი.
მკურნალობის გარეშე, გაუმჯობესების ნაცვლად, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და გართულდეს მკურნალობა. შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ სიმპტომები.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მუტანის მიღებამდე?
მუტანის მიღება არ შეიძლება
თუ ალერგიული ხართ ფლუოქსეტინის ან ამ მედიკამენტის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა შემადგენელი ნაწილის მიმართ. თუ გექნებათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), შეწყვიტეთ მუტანის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა და ერთდროულად იღებთ არტერიული წნევის წამალ მეტოპროლოლს, რადგან მატულობს თქვენი გულისცემის ზედმეტად შენელების რისკი.
თუ თქვენ იღებთ სხვა გარკვეულ მედიკამენტს, რომელიც მოხსენიებულია, როგორც შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, რადგან შესაძლოა მოხდეს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები.
მუტანით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან ორი კვირის მანძილზე.
არ მიიღოთ შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები მუტანის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ მუტანი დაინიშნა უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან უფრო მაღალი დოზით, თქვენი ექიმი განიხილავს უფრო დიდ ინტერვალს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დეპრესიები
რეკომენდებული დოზა არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
თქვენი ექიმი განიხილავს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-დან 4 კვირამდე და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მას. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 შემოგარსულ ტაბლეტამდე (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში. დოზა დიდი სიფრთხილით უნდა გაზარდოთ, რათა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. შეიძლება მაშინვე არ იგრძნოთ თავი უკეთესად, როდესაც დეპრესიისთვის წამლის მიღებას დაიწყებთ. ეს ნორმალურია, რადგან დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
რეკომენდებული დოზა არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
თქვენი ექიმი განიხილავს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-დან 4 კვირამდე და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მას. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 შემოგარსულ ტაბლეტამდე (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში არ არის მდგომარეობის გაუმჯობესება, მუტანით მკურნალობა საფიქრებელია.
კვებითი აშლილობა (ბულიმია)

გამოყენება დეპრესიის მქონე 8-დან 18 წლამდე
ასაკის ბავშვებში და მოზარდებში
მკურნალობა უნდა დაიწყოს და კონტროლდებოდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზაა 10 მგ ფლუოქსეტინი დღეში. ერთიდან ორ კვირამდე ექიმმა შეიძლება გაზარდოს ფლუოქსეტინის დოზა 20 მგ-მდე დღეში. დოზა დიდი სიფრთხილით უნდა გაზარდოთ, რათა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზა. ტქვენი ექიმი განიხილავს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ იქნება მკურნალობაზე ადეკვატური პასუხი. თუ 9 კვირის განმავლობაში არ გამოჯანმრთელდებით, თქვენი ექიმი გადახედავს მკურნალობის კურსს.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალი ექიმი გაზრდის დოზას მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით. ყოველდღიურო დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 2 შემოგარსულ ტაბლეტს (40 მგ ფლუოქსეტინი). მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 3 შემოგარსული ტაბლეტი (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
ღვიძლის დარღვევის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლები ასევე იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება მუტანთან, მკურნალი ექიმი განიხილავს უფრო დაბალ დოზას ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით მიღებას (მაგ: 20 მგ ფლუოქსეტინი ყოველ მეორე დღეს).
გამოყენების ტიპი
მისაღებად.
გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის დიდი რაოდენობით.
მისი მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის გარეშე.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
გამოყენების ხანგრძლივობა
არ შეცვალოთ დანიშნული დოზა დამოუკიდებლად ან არ შეწყვიტოთ მოულოდნელად ამ პრეპარატის გამოყენება (იხილეთ ქვემოთ „თუ შეწყვეტთ მუტანის მიღებას“).
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ ფიქრობთ, რომ წამალი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ მუტანს, ვიდრე საჭიროა
თუ იღებთ ძალიან ბევრ ტაბლეტს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას ან დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ შეგიძლია თან წაიღე მუტანის შეფუთვა.
სიფრთხილის ზომები
გთხოვთ მუტანის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მუტანის მიღებისას
თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ კრუნჩხვები (ეპილეფსია). გთხოვთ, აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. თუ კრუნჩხვები ხელახლა იწყება ან კრუნჩხვის სიხშირე იზრდება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. ის გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა წამლის გაგრძელება.
მიმდინარე ელექტროკრუნჩხვითი თერაპიით.
მანიაკალური მდგომარეობა (ამჟამად ან წარსულში). აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. თუ თქვენ გაქვთ გადაჭარბებული აგზნებადობა (მანიაკალური ეპიზოდი) რამდენიმე დღის განმავლობაში, გთხოვთ, დაუყონებლივ აცნობოთ ექიმს. ის გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა წამლის გაგრძელება.
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექტირება.
თუ გაქვთ გულის პრობლემები.
თუ გაქვთ დაბალი გულისცემა მოსვენების დროს და/ან თუ იცით, რომ გაქვთ მარილის ნაკლებობა ხანგრძლივი, მძიმე დიარეისა და ღებინების (გულისრევის) ან შარდმდენების (წყლის ტაბლეტების) გამოყენების გამო.
შარდმდენებით (წყლის ტაბლეტები) ერთდროული მკურნალობა, თუ ხართ ხანდაზმული.
თუ გაწუხებთ დიაბეტი (შაქრის დაავადება). თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.
გლაუკომის დროს (თვალის წნევის მომატება).
თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია ან გაქვთ სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან თუ ამჟამად ორსულად ხართ (იხ. ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“).
თუ ამჟამად იყენებთ მედიკამენტებს სისხლის გასათხელებლად (იხ. „მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
თუ ამჟამად მკურნალობთ ტომოქსიფენით (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ) (იხ. „მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
მოუსვენრობის შეგრძნება და თუ არ შეგიძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა (აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს.
თუ გაქვთ ცხელება, კუნთების სიმტკიცე ან კანკალი, ცნობიერების ცვლილებები, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანება და უკიდურესი აგზნება; შესაძლებელია გაწუხებდეთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათია, მას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში პირობები იხილეთ ნაწილი 4 „რომელი გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?“). გთხოვთ დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს მუტანით მკურნალობის შეწყვეტა.
თუ გექნებათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), შეწყვიტეთ შემოგარსული ტაბლეტების მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თავის მოკვლის აზრები (სუიციდის აზრები) და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან მოკვლის შესახებ. ეს შეძლება გაუარესდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტებს დრო სჭირდება მოქმედებისთვის. როგორც წესი, მკურნალობის ეფექტი შესამჩნევია ორი კვირის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ამას უფრო მეტი დრო სჭირდება.
თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად განავითაროთ ეს აზრები,
თუ ოდესმე გიფიქრიათ საკუთარი თავის მოკვლაზე ან ზიანის მიყენებაზე.
თუ ზრდასრული ახალგაზრდა ხარ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში და ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან ზიანის მიყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან დაუყონებლივ წადით უახლოეს საავადმყოფოში.
შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს, ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ დეპრესიაში ხართ ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა.
თქვენთვის სანდო ადამიანს სთხოვეთ წაიკითხოს ეს ინსტრუქცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ იმ ადამიანს, რომ გითხრათ, ფიქრობს თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება ან ამჩნევს თუ არა თქვენს ქცევაში ცვლილებას.
მედიკამენტებმა, როგორიცაა მუტანი (ე.წ. შერჩევითი სეროტონინის უკუქცევის ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები შენარჩუნდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს.
მუტანი გამოიყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მხოლოდ ზომიერი და მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ (ფსიქოლოგიური მკურნალობის ღონისძიებებთან ერთად) და არა სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, შეზღუდულია ინფორმაცია მუტანის გრძელვადიანი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ და ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, პუბერტატის, გონებრივი და ემოციური განვითარებისა და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით. თუმცა თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუტანი ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან ერთად ზომიერი და მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს თქვენ გჭირდებათ. თუ თქვენმა ექიმმა მუტანი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ მუტანს.
მუტანი არ უნდა იქნეს გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გარკვეული მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები), ზოგიერთი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. შეუქცევადი არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები არ უნდა იქნას გამოყენებული მუტანთან ერთად, რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები (სეროტონინის სინდრომი) (იხ. პუნქტი 2 „არ მიიღოთ მუტანი“ და პუნქტი 4 „რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?“). ფლუოქსეტინით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს შეუქცევადი მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაგ: ტრანილციპრომინის) შეწყვეტიდან 2 კვირაზე ადრე. ანალოგიურად, ფლუოქსეტინით მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 5 კვირა უნდა გავიდეს შეუქცევადი არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების დაწყებამდე. თუ მუტანი დაინიშნა უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან უფრო მაღალი დოზით, თქვენი ექიმი განიხილავს უფრო დიდ ინტერვალს.
თუმცა ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს გარკვეული შექცევადი A ტიპის მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაგ: მოკლობემიდი, ლინზოლიდი, მეთილთიონიუმის ქლორიდი (მეთილენბლაუ)), თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეზლებელია. თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს ყველაფერს და გამოიყენებს A ტიპის მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალ დოზას.
ლითიუმი, ტრამადოლი, ტრიპტანები, ტრიპტოფანი, სელეგილინი, სამკურნალო ბალახები: ამ მედიკამენტების მუტანთან ერთად მიღებისას იზრდება სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი. თქვენი ექიმი გააკეთებს უფრო ხშირ კონტროლს.
ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის): ვინაიდან მუტანს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტის სისხლის დონეზე, ტქვენი ექიმი უფრო მეტ სიფრთხილეს და მონიტორინგს გამოიჩენს ფენიტოინის დაწყებისას, თუ იგი მიიღება მუტანთან ერთად.
მეტოპროლოლი (მედიკამენტი მაღალი წნევის დროს): თუ გაქვთ გულის უკმარისობა, არ უნდა მიიღოთ მეტოპროლოლი მუტანთან ერთად (იხ. ნაწილი 2 „არ მიიღოთ მუტანი“).
წამლები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგალითად: IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ: ფენოთიაზინი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, სპეციფიკური ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი (გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ), ატომოქსეტინი (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიულობის დარღვევისთვის – ADHS), კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიისთვის), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რისპერიდონი (ნეიროლეპტიკი): ვინაიდან მუტანს შეუძლია პოტენციურად შეცვვალოს ამ მედიკამენტების სისხლის დონეები, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭუირდეს ამ მედიკამენტების უფრო დაბალი დოზის დანიშვნა მუტანთან მკურნალობის დროს.
ტამოქსიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ): ვინაიდან მუტანს შეუძლია შეცვალოს ამ წამლის სისხლის დონეები და არ არის გამორიცხული ტომოქსიფენის ეფექტის შემციება, ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვა ანტიდეპრესანტული საშუალება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი) ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (ე.წ.პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, ანტითრომბოციტების სამკურნალო საშუალებებია ცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით): მუტანს შეუძლია შეცვალოს ამ მედიკამენტების ზემოქმედება სისხლზე. მუტანით მკურნალობის დაწყების ან შეწყვეტისას, სანამ იღებთ ორალურ ანტიკოაგულანტებს თქვენს ექიმს დასჭირდება გარკვეული ტესტების ჩატარება, დოზის კორექტიება და თქვენი ხშირი კონტროლი.
მეკიტაზინი (ალერგიისთვის): ერთად მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.
ციპროჰეპტადინი (ალერგიისთვის): ერთან მიღებისას ფლუოქსეტინი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს.
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს (ჰიპონატრიემია): ჰიპონატრიემია ფლუოქსეტინის არასასურველი გვერდითი მოვლენა. სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია (მაგ: წყალგაუმტარი მედიკამენტები (დესმოპრესინი), კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი), შეიძლება გაიზარდოს ამ გვერდითი მოვლენების რისკი.
წამლები, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვებს: კრუნჩხვენი ფლუოქსეტინის არასასურველი გვერდითი მოვლენა. სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვა (მაგ: ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სხვა შერჩევითი ინჰიბიტორები ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლორიქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ), ან ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა ფენოთიროფენები ან ბუპროპიონი), ამ გვერდითი მოვლენის რისკი შეიძლება გაიზარდოს.
მუტანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:
მუტანის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან დამოუკიდებლად, სურვილის მიხედვით. მოერიდეთ ალკოჰოლს მუტანით მკურნალობისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.
დაფიქსირდა რამდენიმე შეტყობინება ჩვილების შესახებ, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და აღენიშნებოდათ თანდაყოლილი დეფექტების რისკი, განსაკუთრებით გულზე.
საერთოდ 100-დან 1 ბავშვი იბადება გულის მანკით. ეს პროპორცია იზრდება დაახლოებით 100 ჩვილიდან 2-მდე დედებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს.
ორსულობის დროს მუტანის მიღებამ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება გაზარდოს ახალშობილში, სერიოზული გართულების და ფილტვის მუდმივი ჰიპერტენზიის რისკი. ეს გართულება იწვევს სუნთქვის აჩქარებას და ბავშვს შეიძლება გქონდეს მოლურჯო ფერი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენს შვილს მსგავსი რამ შეამჩნიეთ, დაუყონებლივ მიმართეთ ბებიაქალს ან ექიმს.
უმჯობესია არ გამოიოყენოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამიტომ, თქვენ და თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ უკეთესია ორსულობისას თანდათან შეწყვიტოთ მუტანის მიღება. თუმცა გარემოებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება ასევე გირჩიოთ, რომ თქვენთვის უკეთესია მუტანის მიღების გაგრძელება.
თუ თქვენ ორსულობის დასრულებამდე მიტანს მიიღებთ, საშოდან შეიძლება ძლიერი სისხლდენის რისკი გაიზარდოს ჩვილის დაბადებიდან მალევე, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ გქონდათ სისხლდენის დარღვევები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს თუ იღებთ მუტანს, რათა მათ სათანადო რჩევა მოგცეთ.
სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრების გვიან დაორსულების შემთხვევაში ან მშობიარობამდე, რადგან შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ახალშობილებში: გაღიზიანება, კანკალი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი, ძუძუს წოვის გაძნელება და ძილის დარღვევა.
ლაქტაცია
ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერტდითი მოვლენები ჩვილებში. ამიტომ თქვენ უნდა აწოვოთ ძუძუ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ გააგრძელებთ ძუძუთი კვებას, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუტანის უფრო დაბალი დოზა.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. ამან თეორიულად შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე. თუმცა, ადამიანის ნაყოფიერებაზე ზემოქმედება დღემდე არ დაფიქსირებულა.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი რეაქციის უნარი და მანქანის მართვის უნარი.
მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა შეტყობინება ფლუოქსეტინით მკურნალობის დროს რეაქტიულობის დარღვევის შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გამოიყენეთ მექანიზმები ან მართეთ მანქანა მაშინ, თუ თქვენი ქმედითუნარიანობა არ არის დაქვეითებული.
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ მიიღოთ მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის მიმართ აუტანლობა.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო შემოგარსული ტაბლეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
ჭარბი დოზა
ღებინება, გულისრევა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (გულის არითმიიდან გულის გაჩერებამდე), ფილტვების ფუნქციის დარღვევადა ცნობიერების ცვლილებები, აგზნებიდან კომამდე.
ინფორმაცია ექიმისთვის: ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოცემულია ამ ინსტრუქციის ბოლოს.
თუ დაგავიწყდათ მუტანის მიღება:
არ ინერვიულოთ, თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება. მიიღეთ ჩვეული დოზა ჩვეულ დროს მეორე დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზრაურებლად.
თუ თქვენ შეწყვეტთ მუტანი მიღებას:
არ შეწყვიტოთ მუტანის მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. მნიშვნელივანია, რომ გააგრძელოთ წამლის მიღება.
მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაგიმთავრდეთ შემოგარსული ტაბლეტები.
მუტანის მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი ეფექტები (მოხსნის სიმპტომები): თავბრუსხვევა, ჩხვლეტა, როგორც ნემსით; ძილის დარღვევა (ნათელი ოცნებები, კოშმარები, უძილობა); მოუსვენრობა ან მღელვარება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე; შიშის გრძნობები; გულისრევა/ღებინება; კანკალი; თავის ტკივილი.
ადამიანის უმეტესობისთვის , მუტანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად ქრება რამდენიმე კვირაში. მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დისკომფორტი გაქვთ.
თუ შეწყვეტთ მუტანის მიღებას, ამასთქვენი ექიმი გადაწყვეტს, დაგეხმარებათ თანდათან შეამციროთ დოზა ერთიდან ორ კვირამდე. ეს ხელს შეუწყობს მოხსნის სიმპტომების შესაძლებლობის შემცირებას.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავის ზიანის მიყენებაზე ან მოკვლაზე, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან წადით საავადმყოფოში (იხილეთ ნაწილი 2, „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ თქვენ გაქვთ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები/ენა ან ხიხინი/ქოშინი, დაუყონებლივ შეწყვიტეთ შემოგარსული ტაბლეტების მიღება ან აცნობეთ ექიმს.
თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და უჭირთ ჯდომა ან დგომა, შეიძლება გქონდეთ მოუსვენრობა (აკათიზია); მუტანის დოზის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება თავი იგრძნოთ ცუდათ; თუ ასე გრძნობთ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი კანი გაწითლდება, განვითარდება კანის სხვა რეაქცია, კერძოდ, კანის აქერცვლა ან ბუშტუკები. ეს ძალიან იშვიათია.
ყველა გავრცელებული გვერდითი ეფექტები (ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში) არის
უძილობა
თავის ტკივილი
დიარეა
გულისრევა და
დაღლილობა ან სისუსტე
ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა
სიმპტომების ერთობლიობა (ცნობილია, როგორც „სეროტონინის სინდრომი“), მათ შორის აუხსნელი ცხელება, აჩქარებული სუნთქვით და გულისცემის სიხშირით, ოფლიანობა, კუნთების სიმტკიცე ან ტრემორი, დაბნეულობა, უკიდურესი აგზნება ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათად);
სისუსტის, თავბრუსხვევის ან დაბნეულობის შეგრძნება, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში და (ხანდაზმულებში) პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს (ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება დრენირების დროს);
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია;
გაღიზიანება და ექსტრემალური მღელვარება;
გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის არანორმალურ ფუნქციონირებაზე.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენა გაგიჩნდებათ, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფლუოქსეტინით:
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს)
მადის დაქვეითება, მადის დაკარგვა, წონის დაკლება
ნერვიულობა, შფოთვა, მოუსვენრობა, დაძაბულობის შეგრძნება, ყურადღების მიქცევის პრობლემები.
დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური პრობლემები (იმპოტენცია, ერექციული დისფუნქცია, მათ შორის სექსუალური აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე)
უძილობა, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, დაღლილობა და ძილიანობა
თავბრუსხვევა
უკონტროლო შერყევითი მოძრაობები
ბუნდოვანი ხედვა
სწრაფი და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება
ხახუნი
გემოვნების დარღვევა
საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება
პირის სიმშრალე
კანის სიწითლე
გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძლიერი ოფლიანობა
სახსრების ტკივილი
ხშირი შარდვა
აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა
შემცივნება
კანკალი
იშვიათად (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე)
უჩვეულო შეგრძნება, სისუსტე, არანორმალური შეგრძნება
სიცხის ან სიცივის შეგრძნება
არანორმალურად ამაღლებული განწყობა
უცნაური აზროვნება
მეხსიერების დაქვეითება
სუიციდის ან საკუთარი თავის ზიანის მიყენების აზრები
სექსუალური დისფუნქცია, მათ შორის ორგაზმის პრობლემები, რომელიც ზოგჯერ გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ზედმეტად აქტიური ქცევა, მოძრაობის ან კოორდინაციის დარღვევა, დისბალანსი, კუნთების კანკალი
გადიდებული (გაფართოებული) თვალის გუგები
ყურებში ხმაური
დაბალი წნევა
სუნთქვის გაძნელება
ცხვირიდან სისხლდენა
ყლაპვის გაძნელება
კბილების ჭრიალი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში
თმის ცვენა
სისხლჩაქცევების მომატებული ტენდენცია
ცივი ოფლი
შარდვის გაძნელება
ძალიან იშვიათად (შეიძლება გავლენა იქონიოს 1.000-დან 1 ადამიანზე)
სისხლში მარილის დაბალი დონე
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
იმუნური სისტემის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია, შრატისმიერი დაავადება)
ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, რომელიც ეხმარება შარდს კონცენტრირებაში (ანტიდიურეზული ჰორმონი)
ამაღლებული განწყობა და ენერგიის მომატება, ჰალუცინაციები, აგზნებადობა, პანიკის შეტევები, დაბნეულობა, აგრესიულობა
გულის არითმიები
კრუნჩხვები, გადაადგილების შეზღუდვა, ღეჭვა და ყლაპვის მოძრაობები უმიზეზოდ
სიმპტომების ერთობლიობა, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მომატებული პულსი, ოფლიანობა, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების კრუნჩხები, რომელიც თუ მწვავეა შეიძლება იყოს ფატალური (სეროტონინის სინდრომი)
კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება, კანის ან ლორწოვანი გარსის მცირე ლაქოვანი ან მკვეთრი სისხლდენა, მზის სხივებისადმი მგრძნობელობა, კანის ანთებითი დაავადებების სწრაფი დაწყება (ერითემა, მულტიფორმული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკული ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი))
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), სისხლძარღვების გაფართოება
ღვიძლის ანთება
ტკივილი საყლაპავში
ყელის ტკივილი
ფილტვების პრობლემები (ქოშინი)
კუნთების ტკივილი
შარდსასქესო ქცევა
სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოჟონვა, სისხლში პროლაქტინის დონის მომატება, მუდმივი მტკივნეული ერექცია
ღვიძლის ფუნქციის მომატება
უცნობია (სიხშირე ხელმისაწვდომობის მიხედვით, მონაცემების შეფასება შეუძლებელია)
ხელებისა და ფეხების სისხლძარღვთა დაავადება (ერითრომელალგია)
მძიმე სისხლდენა საშოდან მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), (იხ. ნაწილი 2 „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“)
ამ გვერდითი ეფექტების უმეტესობა მოსალოდნელია მანამ, სანამ თქვენ განაგრძობთ ამ მედიკამენტის მიღებას.
ძვლების მტვრევა
ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში და მოზარდებში (8-დან 18 წლამდე)
გარდა ზემოთ მოცემული შესაძლო გვერდითი მოვლენებისა, მუტანმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა შეაფერხოს სექსუალური განვითარება. სუიციდური ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობა ან თავის მოკვლის აზრები), მტრობა, მანიაკური ქცევები და ცხვირიდან სისხლდენა ხშირად აღინიშნება ბავშვებში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ რაიმე გვერდით მოვლენას შეამჩნევთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ გვერდითი მოვლენები (მონაცემები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
- როგორ უნდა შეინახოთ მუტანი?
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის: ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდს 20 მგ ფლუოქსეტინის ექვივალენტს.
სხვა შემადგენელი ნაწილები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ძლიერ დეპრესიული სილიციუმის დიქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის საფარი: მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, პოლიაკრილატის დისპრესია 30%.
როგორია მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები და შეფუთვის შიგთავსი
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მოგრძო გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც ორივე მხარეს არის გაჭრილი. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
შეფუთვის ზომები: 14 და 28 გარსით დაფარული ტაბლეტები.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი
შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი
ლიცენზიის #: 1-20793
ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2021 წლის აპრილში.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის.
სიმპტომები
მხოლოდ ფლუოქსეტინის დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია. დოზის გადაჭარბების სიმპტომი მოიცავს გულისრევას, ღებინებას, კრუნჩხვებს, გულ-სისხლძარღვთა ანომალიებს, ასიმპტომური არითმიებიდან (კვანძოვანი არითმიების და პარკუჭოვანი არითმიების ჩათვლით) ან ეკგ ცვლილებები, რომლებიც მიუთითებენ QTc-ის ხანგრძლივობაზე, გულის უკმარისობას (ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), ფილტვის უკმარისობას დაცენტრალური ნერვული სიმპტომები, აგზნებიდან კომამდე. მხოლოდ ფლუოქსეტინის დოზის გადაჭარბებით სიკვდილი ძალიან იშვიათია.
თერაპია
რეკომენდებულია გულის და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, ზოგად სიმპტომურ და დამხმარე ღონისძიებებთან ერთად. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.
ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია, ან გაცვლითი ტრანსფუზია ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარგებელს მოიტანს. გააქტიურებული ნახშირი, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სორბიტოლთან ერთად, სავარაუდოდ ისეთივე ან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ღებინება ან კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე წამლის ჩართვა. თუ თქვენ იღებთ ანტიდეპრესანტებს და ერთდროულად იღებთ ფლუოქსეტინს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ იგი, შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო მონიტორინგი დიდი ხნის განმავლობაში.
პრეპარატის დასახელება/სიძლიერე: მუტანი 20 მგ
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შეფუთვის ტიპი: ბლისტერი
დასახელების #: GI50510
კოდი #: 34.2021/ 398
ქვეყანა: ავსტრია
ფორმატი: 160 x 600 მმ
შეფუთვის ტიპი: გამოყენების ინსტრუქცია
პროდუქტი: შიდა
შრიფტი: Helvetica 8,0 narrow - 22,0 Punkt
წარწერა: შავი
ვერსია: 1
თარიღი: 25.08.2021 წ.
დრო: 23:01:54 სთ
GEROT – LANNACH
GI50510, მუტანი 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
მუტანი (Mutan) შემოგარსული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: ფლუოქსეტინი
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
- აუცილებლად შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგინდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
- ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, როგორც თქვენ.
- თუ თქვენ უკუჩვენებას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ინსტრუქციაში?
- რა არის მუტანი და რისთვის გამოიყენება?
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მუტანის მიღებამდე?
- როგორ მივიღოთ მუტანი?
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
- როგორ უნდა შეინახოთ მუტანი?
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის მუტანი და რისთვის გამოიყენება?
მუტანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფლუოქსეტინს და წარმოადგენს ანტიდეპრესანტს. ის მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაციების შერცევითი ინჰიბიტორების ჯგუფს (SSRI).
ეს წამალი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
მოზრდილები:
ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ბულიმია: მუტანი გამოიყენება- როგორც ფსიქოთერაპიის დანამატი
- ჭარბი კვების და თვითგამოწვეული ღებინების შესამცირებლად.
ბავშვები და მოზარდები, 8 წლის და უფროსი ასაკი
ზომიერი ან მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები, თუ დეპრესია არ პასუხობს ფსიქოლოგიურ მკურნალობას 4-დან 6 სეანსის შემდეგ. მუტანი უნდა მიეცეს მხოლოდ ბავშვს ან მოზარდს ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან ერთად, რომელსაც აქვს ზომიერი და მძიმე დეპრესიული აშლილობა.
როგორ მოქმედებს მუტანი:
ყველა ადამიანს თავის ტვინში აქვს ნივთიერება სეროტონინი. ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ან ბულიმია, აქვთ სეროტონინის ნაკლებობა, ვიდრე სხვები. გაურკვეველია როგორ მუშაობენ მუტანი ან სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინფიბიტოები, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტვინში სეროტონინის დონის ამაღლებას.
თქვენი მდგომარეობის სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ იგრძნოთ თავი.
მკურნალობის გარეშე, გაუმჯობესების ნაცვლად, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და გართულდეს მკურნალობა. შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ სიმპტომები.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მუტანის მიღებამდე?
მუტანის მიღება არ შეიძლება
თუ ალერგიული ხართ ფლუოქსეტინის ან ამ მედიკამენტის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა შემადგენელი ნაწილის მიმართ. თუ გექნებათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), შეწყვიტეთ მუტანის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა და ერთდროულად იღებთ არტერიული წნევის წამალ მეტოპროლოლს, რადგან მატულობს თქვენი გულისცემის ზედმეტად შენელების რისკი.
თუ თქვენ იღებთ სხვა გარკვეულ მედიკამენტს, რომელიც მოხსენიებულია, როგორც შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, რადგან შესაძლოა მოხდეს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები.
მუტანით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან ორი კვირის მანძილზე.
არ მიიღოთ შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები მუტანის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ მუტანი დაინიშნა უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან უფრო მაღალი დოზით, თქვენი ექიმი განიხილავს უფრო დიდ ინტერვალს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გთხოვთ მუტანის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მუტანის მიღებისას
თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ კრუნჩხვები (ეპილეფსია). გთხოვთ, აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. თუ კრუნჩხვები ხელახლა იწყება ან კრუნჩხვის სიხშირე იზრდება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. ის გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა წამლის გაგრძელება.
მიმდინარე ელექტროკრუნჩხვითი თერაპიით.
მანიაკალური მდგომარეობა (ამჟამად ან წარსულში). აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. თუ თქვენ გაქვთ გადაჭარბებული აგზნებადობა (მანიაკალური ეპიზოდი) რამდენიმე დღის განმავლობაში, გთხოვთ, დაუყონებლივ აცნობოთ ექიმს. ის გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა წამლის გაგრძელება.
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის კორექტირება.
თუ გაქვთ გულის პრობლემები.
თუ გაქვთ დაბალი გულისცემა მოსვენების დროს და/ან თუ იცით, რომ გაქვთ მარილის ნაკლებობა ხანგრძლივი, მძიმე დიარეისა და ღებინების (გულისრევის) ან შარდმდენების (წყლის ტაბლეტების) გამოყენების გამო.
შარდმდენებით (წყლის ტაბლეტები) ერთდროული მკურნალობა, თუ ხართ ხანდაზმული.
თუ გაწუხებთ დიაბეტი (შაქრის დაავადება). თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.
გლაუკომის დროს (თვალის წნევის მომატება).
თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია ან გაქვთ სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან თუ ამჟამად ორსულად ხართ (იხ. ნაწილი „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“).
თუ ამჟამად იყენებთ მედიკამენტებს სისხლის გასათხელებლად (იხ. „მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
თუ ამჟამად მკურნალობთ ტომოქსიფენით (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ) (იხ. „მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
მოუსვენრობის შეგრძნება და თუ არ შეგიძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა (აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს.
თუ გაქვთ ცხელება, კუნთების სიმტკიცე ან კანკალი, ცნობიერების ცვლილებები, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანება და უკიდურესი აგზნება; შესაძლებელია გაწუხებდეთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათია, მას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში პირობები იხილეთ ნაწილი 4 „რომელი გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?“). გთხოვთ დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს მუტანით მკურნალობის შეწყვეტა.
თუ გექნებათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები (როგორიცაა ქავილი, ტუჩების ან სახის შეშუპება ან ქოშინი), შეწყვიტეთ შემოგარსული ტაბლეტების მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თავის მოკვლის აზრები (სუიციდის აზრები) და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან მოკვლის შესახებ. ეს შეძლება გაუარესდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტებს დრო სჭირდება მოქმედებისთვის. როგორც წესი, მკურნალობის ეფექტი შესამჩნევია ორი კვირის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ამას უფრო მეტი დრო სჭირდება.
თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად განავითაროთ ეს აზრები,
თუ ოდესმე გიფიქრიათ საკუთარი თავის მოკვლაზე ან ზიანის მიყენებაზე.
თუ ზრდასრული ახალგაზრდა ხარ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში და ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან ზიანის მიყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან დაუყონებლივ წადით უახლოეს საავადმყოფოში.
შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს, ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ დეპრესიაში ხართ ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა.
თქვენთვის სანდო ადამიანს სთხოვეთ წაიკითხოს ეს ინსტრუქცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ იმ ადამიანს, რომ გითხრათ, ფიქრობს თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება ან ამჩნევს თუ არა თქვენს ქცევაში ცვლილებას.
მედიკამენტებმა, როგორიცაა მუტანი (ე.წ. შერჩევითი სეროტონინის უკუქცევის ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები შენარჩუნდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს.
მუტანი გამოიყენება 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მხოლოდ ზომიერი და მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ (ფსიქოლოგიური მკურნალობის ღონისძიებებთან ერთად) და არა სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, შეზღუდულია ინფორმაცია მუტანის გრძელვადიანი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ და ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, პუბერტატის, გონებრივი და ემოციური განვითარებისა და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით. თუმცა თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პაციენტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუტანი ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან ერთად ზომიერი და მძიმე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს თქვენ გჭირდებათ. თუ თქვენმა ექიმმა მუტანი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ მუტანს.
მუტანი არ უნდა იქნეს გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
მუტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ურთიერთქმედება შესაძლებელია შემდეგ მედიკამენტებთან:
გარკვეული მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები), ზოგიერთი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. შეუქცევადი არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები არ უნდა იქნას გამოყენებული მუტანთან ერთად, რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ფატალური რეაქციები (სეროტონინის სინდრომი) (იხ. პუნქტი 2 „არ მიიღოთ მუტანი“ და პუნქტი 4 „რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?“). ფლუოქსეტინით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს შეუქცევადი მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაგ: ტრანილციპრომინის) შეწყვეტიდან 2 კვირაზე ადრე. ანალოგიურად, ფლუოქსეტინით მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 5 კვირა უნდა გავიდეს შეუქცევადი არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების დაწყებამდე. თუ მუტანი დაინიშნა უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან უფრო მაღალი დოზით, თქვენი ექიმი განიხილავს უფრო დიდ ინტერვალს.
თუმცა ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს გარკვეული შექცევადი A ტიპის მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაგ: მოკლობემიდი, ლინზოლიდი, მეთილთიონიუმის ქლორიდი (მეთილენბლაუ)), თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეზლებელია. თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს ყველაფერს და გამოიყენებს A ტიპის მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალ დოზას.
ლითიუმი, ტრამადოლი, ტრიპტანები, ტრიპტოფანი, სელეგილინი, სამკურნალო ბალახები: ამ მედიკამენტების მუტანთან ერთად მიღებისას იზრდება სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკი. თქვენი ექიმი გააკეთებს უფრო ხშირ კონტროლს.
ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის): ვინაიდან მუტანს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტის სისხლის დონეზე, ტქვენი ექიმი უფრო მეტ სიფრთხილეს და მონიტორინგს გამოიჩენს ფენიტოინის დაწყებისას, თუ იგი მიიღება მუტანთან ერთად.
მეტოპროლოლი (მედიკამენტი მაღალი წნევის დროს): თუ გაქვთ გულის უკმარისობა, არ უნდა მიიღოთ მეტოპროლოლი მუტანთან ერთად (იხ. ნაწილი 2 „არ მიიღოთ მუტანი“).
წამლები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგალითად: IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ: ფენოთიაზინი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, სპეციფიკური ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი (გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ), ატომოქსეტინი (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიულობის დარღვევისთვის – ADHS), კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიისთვის), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რისპერიდონი (ნეიროლეპტიკი): ვინაიდან მუტანს შეუძლია პოტენციურად შეცვვალოს ამ მედიკამენტების სისხლის დონეები, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭუირდეს ამ მედიკამენტების უფრო დაბალი დოზის დანიშვნა მუტანთან მკურნალობის დროს.
ტამოქსიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ): ვინაიდან მუტანს შეუძლია შეცვალოს ამ წამლის სისხლის დონეები და არ არის გამორიცხული ტომოქსიფენის ეფექტის შემციება, ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვა ანტიდეპრესანტული საშუალება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი) ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (ე.წ.პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, ანტითრომბოციტების სამკურნალო საშუალებებია ცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით): მუტანს შეუძლია შეცვალოს ამ მედიკამენტების ზემოქმედება სისხლზე. მუტანით მკურნალობის დაწყების ან შეწყვეტისას, სანამ იღებთ ორალურ ანტიკოაგულანტებს თქვენს ექიმს დასჭირდება გარკვეული ტესტების ჩატარება, დოზის კორექტიება და თქვენი ხშირი კონტროლი.
მეკიტაზინი (ალერგიისთვის): ერთად მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.
ციპროჰეპტადინი (ალერგიისთვის): ერთან მიღებისას ფლუოქსეტინი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს.
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს (ჰიპონატრიემია): ჰიპონატრიემია ფლუოქსეტინის არასასურველი გვერდითი მოვლენა. სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია (მაგ: წყალგაუმტარი მედიკამენტები (დესმოპრესინი), კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი), შეიძლება გაიზარდოს ამ გვერდითი მოვლენების რისკი.
წამლები, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვებს: კრუნჩხვენი ფლუოქსეტინის არასასურველი გვერდითი მოვლენა. სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვა (მაგ: ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სხვა შერჩევითი ინჰიბიტორები ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლორიქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ), ან ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა ფენოთიროფენები ან ბუპროპიონი), ამ გვერდითი მოვლენის რისკი შეიძლება გაიზარდოს.
მუტანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად:
მუტანის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან დამოუკიდებლად, სურვილის მიხედვით. მოერიდეთ ალკოჰოლს მუტანით მკურნალობისას.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.
დაფიქსირდა რამდენიმე შეტყობინება ჩვილების შესახებ, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და აღენიშნებოდათ თანდაყოლილი დეფექტების რისკი, განსაკუთრებით გულზე.
საერთოდ 100-დან 1 ბავშვი იბადება გულის მანკით. ეს პროპორცია იზრდება დაახლოებით 100 ჩვილიდან 2-მდე დედებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს.
ორსულობის დროს მუტანის მიღებამ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება გაზარდოს ახალშობილში, სერიოზული გართულების და ფილტვის მუდმივი ჰიპერტენზიის რისკი. ეს გართულება იწვევს სუნთქვის აჩქარებას და ბავშვს შეიძლება გქონდეს მოლურჯო ფერი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენს შვილს მსგავსი რამ შეამჩნიეთ, დაუყონებლივ მიმართეთ ბებიაქალს ან ექიმს.
უმჯობესია არ გამოიოყენოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამიტომ, თქვენ და თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ უკეთესია ორსულობისას თანდათან შეწყვიტოთ მუტანის მიღება. თუმცა გარემოებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება ასევე გირჩიოთ, რომ თქვენთვის უკეთესია მუტანის მიღების გაგრძელება.
თუ თქვენ ორსულობის დასრულებამდე მიტანს მიიღებთ, საშოდან შეიძლება ძლიერი სისხლდენის რისკი გაიზარდოს ჩვილის დაბადებიდან მალევე, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ გქონდათ სისხლდენის დარღვევები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს თუ იღებთ მუტანს, რათა მათ სათანადო რჩევა მოგცეთ.
სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრების გვიან დაორსულების შემთხვევაში ან მშობიარობამდე, რადგან შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ახალშობილებში: გაღიზიანება, კანკალი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი, ძუძუს წოვის გაძნელება და ძილის დარღვევა.
ლაქტაცია
ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერტდითი მოვლენები ჩვილებში. ამიტომ თქვენ უნდა აწოვოთ ძუძუ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ გააგრძელებთ ძუძუთი კვებას, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუტანის უფრო დაბალი დოზა.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუოქსეტინი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. ამან თეორიულად შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე. თუმცა, ადამიანის ნაყოფიერებაზე ზემოქმედება დღემდე არ დაფიქსირებულა.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი რეაქციის უნარი და მანქანის მართვის უნარი.
მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა შეტყობინება ფლუოქსეტინით მკურნალობის დროს რეაქტიულობის დარღვევის შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გამოიყენეთ მექანიზმები ან მართეთ მანქანა მაშინ, თუ თქვენი ქმედითუნარიანობა არ არის დაქვეითებული.
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ მიიღოთ მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის მიმართ აუტანლობა.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო შემოგარსული ტაბლეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მივიღოთ მუტანი?
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დეპრესიები
რეკომენდებული დოზა არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
თქვენი ექიმი განიხილავს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-დან 4 კვირამდე და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მას. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 შემოგარსულ ტაბლეტამდე (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში. დოზა დიდი სიფრთხილით უნდა გაზარდოთ, რათა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. შეიძლება მაშინვე არ იგრძნოთ თავი უკეთესად, როდესაც დეპრესიისთვის წამლის მიღებას დაიწყებთ. ეს ნორმალურია, რადგან დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
რეკომენდებული დოზა არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
თქვენი ექიმი განიხილავს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-დან 4 კვირამდე და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მას. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 შემოგარსულ ტაბლეტამდე (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში. თუ 10 კვირის განმავლობაში არ არის მდგომარეობის გაუმჯობესება, მუტანით მკურნალობა საფიქრებელია.
კვებითი აშლილობა (ბულიმია)
რეკომენდებული დოზა არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (20 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
გამოყენება დეპრესიის მქონე 8-დან 18 წლამდე
ასაკის ბავშვებში და მოზარდებში
მკურნალობა უნდა დაიწყოს და კონტროლდებოდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. საწყისი დოზაა 10 მგ ფლუოქსეტინი დღეში. ერთიდან ორ კვირამდე ექიმმა შეიძლება გაზარდოს ფლუოქსეტინის დოზა 20 მგ-მდე დღეში. დოზა დიდი სიფრთხილით უნდა გაზარდოთ, რათა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. დაბალი წონის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზა. ტქვენი ექიმი განიხილავს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ იქნება მკურნალობაზე ადეკვატური პასუხი. თუ 9 კვირის განმავლობაში არ გამოჯანმრთელდებით, თქვენი ექიმი გადახედავს მკურნალობის კურსს.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალი ექიმი გაზრდის დოზას მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით. ყოველდღიურო დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 2 შემოგარსულ ტაბლეტს (40 მგ ფლუოქსეტინი). მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 3 შემოგარსული ტაბლეტი (60 მგ ფლუოქსეტინი) დღეში.
ღვიძლის დარღვევის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლები ასევე იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება მუტანთან, მკურნალი ექიმი განიხილავს უფრო დაბალ დოზას ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით მიღებას (მაგ: 20 მგ ფლუოქსეტინი ყოველ მეორე დღეს).
გამოყენების ტიპი
მისაღებად.
გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის დიდი რაოდენობით.
მისი მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის გარეშე.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
გამოყენების ხანგრძლივობა
არ შეცვალოთ დანიშნული დოზა დამოუკიდებლად ან არ შეწყვიტოთ მოულოდნელად ამ პრეპარატის გამოყენება (იხილეთ ქვემოთ „თუ შეწყვეტთ მუტანის მიღებას“).
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ ფიქრობთ, რომ წამალი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ მუტანს, ვიდრე საჭიროა
თუ იღებთ ძალიან ბევრ ტაბლეტს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას ან დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ შეგიძლია თან წაიღე მუტანის შეფუთვა.
დოზის გადაჭარბების შემდეგ თუ დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (გულის არითმიიდან გულის გაჩერებამდე), ფილტვების ფუნქციის დარღვევადა ცნობიერების ცვლილებები, აგზნებიდან კომამდე.
ინფორმაცია ექიმისთვის: ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოცემულია ამ ინსტრუქციის ბოლოს.
თუ დაგავიწყდათ მუტანის მიღება:
არ ინერვიულოთ, თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება. მიიღეთ ჩვეული დოზა ჩვეულ დროს მეორე დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზრაურებლად.
თუ თქვენ შეწყვეტთ მუტანი მიღებას:
არ შეწყვიტოთ მუტანის მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. მნიშვნელივანია, რომ გააგრძელოთ წამლის მიღება.
მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაგიმთავრდეთ შემოგარსული ტაბლეტები.
მუტანის მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი ეფექტები (მოხსნის სიმპტომები): თავბრუსხვევა, ჩხვლეტა, როგორც ნემსით; ძილის დარღვევა (ნათელი ოცნებები, კოშმარები, უძილობა); მოუსვენრობა ან მღელვარება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე; შიშის გრძნობები; გულისრევა/ღებინება; კანკალი; თავის ტკივილი.
ადამიანის უმეტესობისთვის , მუტანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად ქრება რამდენიმე კვირაში. მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დისკომფორტი გაქვთ.
თუ შეწყვეტთ მუტანის მიღებას, ამასთქვენი ექიმი გადაწყვეტს, დაგეხმარებათ თანდათან შეამციროთ დოზა ერთიდან ორ კვირამდე. ეს ხელს შეუწყობს მოხსნის სიმპტომების შესაძლებლობის შემცირებას.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავის ზიანის მიყენებაზე ან მოკვლაზე, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან წადით საავადმყოფოში (იხილეთ ნაწილი 2, „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ თქვენ გაქვთ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები/ენა ან ხიხინი/ქოშინი, დაუყონებლივ შეწყვიტეთ შემოგარსული ტაბლეტების მიღება ან აცნობეთ ექიმს.
თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და უჭირთ ჯდომა ან დგომა, შეიძლება გქონდეთ მოუსვენრობა (აკათიზია); მუტანის დოზის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება თავი იგრძნოთ ცუდათ; თუ ასე გრძნობთ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი კანი გაწითლდება, განვითარდება კანის სხვა რეაქცია, კერძოდ, კანის აქერცვლა ან ბუშტუკები. ეს ძალიან იშვიათია.
ყველა გავრცელებული გვერდითი ეფექტები (ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში) არის
უძილობა
თავის ტკივილი
დიარეა
გულისრევა და
დაღლილობა ან სისუსტე
ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა
სიმპტომების ერთობლიობა (ცნობილია, როგორც „სეროტონინის სინდრომი“), მათ შორის აუხსნელი ცხელება, აჩქარებული სუნთქვით და გულისცემის სიხშირით, ოფლიანობა, კუნთების სიმტკიცე ან ტრემორი, დაბნეულობა, უკიდურესი აგზნება ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათად);
სისუსტის, თავბრუსხვევის ან დაბნეულობის შეგრძნება, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში და (ხანდაზმულებში) პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს (ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება დრენირების დროს);
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია;
გაღიზიანება და ექსტრემალური მღელვარება;
გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, კოლაფსი ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს გულის არანორმალურ ფუნქციონირებაზე.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენა გაგიჩნდებათ, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფლუოქსეტინით:
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს)
მადის დაქვეითება, მადის დაკარგვა, წონის დაკლება
ნერვიულობა, შფოთვა, მოუსვენრობა, დაძაბულობის შეგრძნება, ყურადღების მიქცევის პრობლემები.
დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური პრობლემები (იმპოტენცია, ერექციული დისფუნქცია, მათ შორის სექსუალური აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე)
უძილობა, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, დაღლილობა და ძილიანობა
თავბრუსხვევა
უკონტროლო შერყევითი მოძრაობები
ბუნდოვანი ხედვა
სწრაფი და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება
ხახუნი
გემოვნების დარღვევა
საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება
პირის სიმშრალე
კანის სიწითლე
გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძლიერი ოფლიანობა
სახსრების ტკივილი
ხშირი შარდვა
აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა
შემცივნება
კანკალი
იშვიათად (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე)
უჩვეულო შეგრძნება, სისუსტე, არანორმალური შეგრძნება
სიცხის ან სიცივის შეგრძნება
არანორმალურად ამაღლებული განწყობა
უცნაური აზროვნება
მეხსიერების დაქვეითება
სუიციდის ან საკუთარი თავის ზიანის მიყენების აზრები
სექსუალური დისფუნქცია, მათ შორის ორგაზმის პრობლემები, რომელიც ზოგჯერ გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ზედმეტად აქტიური ქცევა, მოძრაობის ან კოორდინაციის დარღვევა, დისბალანსი, კუნთების კანკალი
გადიდებული (გაფართოებული) თვალის გუგები
ყურებში ხმაური
დაბალი წნევა
სუნთქვის გაძნელება
ცხვირიდან სისხლდენა
ყლაპვის გაძნელება
კბილების ჭრიალი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში
თმის ცვენა
სისხლჩაქცევების მომატებული ტენდენცია
ცივი ოფლი
შარდვის გაძნელება
ძალიან იშვიათად (შეიძლება გავლენა იქონიოს 1.000-დან 1 ადამიანზე)
სისხლში მარილის დაბალი დონე
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
იმუნური სისტემის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია, შრატისმიერი დაავადება)
ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, რომელიც ეხმარება შარდს კონცენტრირებაში (ანტიდიურეზული ჰორმონი)
ამაღლებული განწყობა და ენერგიის მომატება, ჰალუცინაციები, აგზნებადობა, პანიკის შეტევები, დაბნეულობა, აგრესიულობა
გულის არითმიები
კრუნჩხვები, გადაადგილების შეზღუდვა, ღეჭვა და ყლაპვის მოძრაობები უმიზეზოდ
სიმპტომების ერთობლიობა, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მომატებული პულსი, ოფლიანობა, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების კრუნჩხები, რომელიც თუ მწვავეა შეიძლება იყოს ფატალური (სეროტონინის სინდრომი)
კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება, კანის ან ლორწოვანი გარსის მცირე ლაქოვანი ან მკვეთრი სისხლდენა, მზის სხივებისადმი მგრძნობელობა, კანის ანთებითი დაავადებების სწრაფი დაწყება (ერითემა, მულტიფორმული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკული ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი))
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), სისხლძარღვების გაფართოება
ღვიძლის ანთება
ტკივილი საყლაპავში
ყელის ტკივილი
ფილტვების პრობლემები (ქოშინი)
კუნთების ტკივილი
შარდსასქესო ქცევა
სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოჟონვა, სისხლში პროლაქტინის დონის მომატება, მუდმივი მტკივნეული ერექცია
ღვიძლის ფუნქციის მომატება
უცნობია (სიხშირე ხელმისაწვდომობის მიხედვით, მონაცემების შეფასება შეუძლებელია)
ხელებისა და ფეხების სისხლძარღვთა დაავადება (ერითრომელალგია)
მძიმე სისხლდენა საშოდან მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), (იხ. ნაწილი 2 „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“)
ამ გვერდითი ეფექტების უმეტესობა მოსალოდნელია მანამ, სანამ თქვენ განაგრძობთ ამ მედიკამენტის მიღებას.
ძვლების მტვრევა
ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში და მოზარდებში (8-დან 18 წლამდე)
გარდა ზემოთ მოცემული შესაძლო გვერდითი მოვლენებისა, მუტანმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა შეაფერხოს სექსუალური განვითარება. სუიციდური ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობა ან თავის მოკვლის აზრები), მტრობა, მანიაკური ქცევები და ცხვირიდან სისხლდენა ხშირად აღინიშნება ბავშვებში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ რაიმე გვერდით მოვლენას შეამჩნევთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ გვერდითი მოვლენები (მონაცემები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
- როგორ უნდა შეინახოთ მუტანი?
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის: ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდს 20 მგ ფლუოქსეტინის ექვივალენტს.
სხვა შემადგენელი ნაწილები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ძლიერ დეპრესიული სილიციუმის დიქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის საფარი: მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, პოლიაკრილატის დისპრესია 30%.
როგორია მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები და შეფუთვის შიგთავსი
მუტანის 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მოგრძო გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც ორივე მხარეს არის გაჭრილი. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
შეფუთვის ზომები: 14 და 28 გარსით დაფარული ტაბლეტები.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი
შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი
ლიცენზიის #: 1-20793
ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2021 წლის აპრილში.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის.
სიმპტომები
მხოლოდ ფლუოქსეტინის დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია. დოზის გადაჭარბების სიმპტომი მოიცავს გულისრევას, ღებინებას, კრუნჩხვებს, გულ-სისხლძარღვთა ანომალიებს, ასიმპტომური არითმიებიდან (კვანძოვანი არითმიების და პარკუჭოვანი არითმიების ჩათვლით) ან ეკგ ცვლილებები, რომლებიც მიუთითებენ QTc-ის ხანგრძლივობაზე, გულის უკმარისობას (ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით), ფილტვის უკმარისობას დაცენტრალური ნერვული სიმპტომები, აგზნებიდან კომამდე. მხოლოდ ფლუოქსეტინის დოზის გადაჭარბებით სიკვდილი ძალიან იშვიათია.
თერაპია
რეკომენდებულია გულის და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, ზოგად სიმპტომურ და დამხმარე ღონისძიებებთან ერთად. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.
ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია, ან გაცვლითი ტრანსფუზია ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარგებელს მოიტანს. გააქტიურებული ნახშირი, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სორბიტოლთან ერთად, სავარაუდოდ ისეთივე ან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ღებინება ან კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე წამლის ჩართვა. თუ თქვენ იღებთ ანტიდეპრესანტებს და ერთდროულად იღებთ ფლუოქსეტინს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ იგი, შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო მონიტორინგი დიდი ხნის განმავლობაში.
პრეპარატის დასახელება/სიძლიერე: მუტანი 20 მგ
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შეფუთვის ტიპი: ბლისტერი
დასახელების #: GI50510
კოდი #: 34.2021/ 398
ქვეყანა: ავსტრია
ფორმატი: 160 x 600 მმ
შეფუთვის ტიპი: გამოყენების ინსტრუქცია
პროდუქტი: შიდა
შრიფტი: Helvetica 8,0 narrow - 22,0 Punkt
წარწერა: შავი
ვერსია: 1
თარიღი: 25.08.2021 წ.
დრო: 23:01:54 სთ
GEROT – LANNACH
GI50510, მუტანი 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.