პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ფლუოქსეტინი 20 მგ კაფსულები

Fluoxetine 20 mg Capsules

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ფლუოქსეტინი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლეთაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი) - ანტიდეპრესანტები. იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: დიდი დეპრესიული ეპიზოდები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ასევე ცნობილი როგორც OCD), კვებითი აშლილობა - ნერვული ბულემია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუოქსეტინი (fluoxetine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ მყარი კაფსულა №30
მწარმოებელი
MEDREICH PLC, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044117
რეგისტრირებულია
8 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 8 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუოქსეტინი 20 მგ კაფსულები და სხვა წამალი ერთად

ფლუოქსეტინი 20 მგ კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლუოქსეტინი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლეთაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი) - ანტიდეპრესანტები.

იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დიდი დეპრესიული ეპიზოდები,

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ასევე ცნობილი როგორც OCD),

კვებითი აშლილობა - ნერვული ბულემია. ფსიქოთერაპიასთან ერთად ფლუოქსეტინი გამოიყენება კვებითი აშლილობის შესამცირებლად, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და ხელოვნური გულისრევით ხასიათდება.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:

ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული აშლილობები, თუ დეპრესია არ პასუხობს ფსიქოლოგიურ თერაპიას 4-6 სესიის შემდეგ. ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ბავშვის ან მოზარდისთვის ფლუოქსეტინი ნაჩვენებია მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მუშაობს ფლუოქსეტინი

ყველას აქვს თავის ტვინში ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ან ნერვული ბულემიის მქონე ადამიანებს აქვთ სეროტონინის დაბალი დონე, სხვებთან შედარებით. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მუშაობს ფლუოქსეტინი და სხვა სუსი-ები, მაგრამ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით.

ამ მდგომარეობების მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ გახდომაში. თუ არ მოხდება მათი მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, შეიძლება გახდეს უფრო სერიოზული, ხოლო მკურნალობა უფრო რთული.

შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ აღარ გაქვთ სიმპტომები.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ იმაზე მეტი კაფსულა, რაც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.

გადაყლაპეთ კაფსულა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ კაფსულები.

მოზრდილები:

რეკომენდებული დოზაა:

დეპრესია: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. საჭიროების შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგიკორექტორებთ დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას. შესაძლოა, მაშინვე არ იგრძნოთ თავი უკეთესად, როდესაც დაიწყებთ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების მიღებას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება არ აღინიშნოს პირველი რამდენიმე კვირის განამვლობაში. დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ნერვული ბულემია: რეკომენდებული დოზაა 3 კაფსულა (60 მგ) დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. თქვენი ექიმი განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირებს თქვენს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება 10 კვირის განმავლობაში, თქვენი ექიმი გადახედავს თქვენს მკურნალობას.

გამოყენება ბავშვებსა და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია

მკურნალობა უნდა დაიწყოს და ზედამხედველობა გაუწიოს სპეციალისტმა. საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში (2.5 მლ ფლუოქსეტინის სხნარის სახით). 1-2 კვირის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გაგიზარდოთ დოზა 20 მგ-მდე დღეში. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას. მცირე წონიან ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები. თუ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხია, თქვენი ექიმი განიხილავს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 9 კვირის განმავლობაში არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, თქვენი ექიმი ხელახლა შეაფასებს თქვენს მკურნალობას.

ხანდაზმულები

თქვენი ექიმი გაზრდის დოზას მეტი სიფრთხილით და დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 კაფსულას (40 მგ). მაქსიმალური დოზაა 3 კაფსულა დღეში (60 მგ).

დარღვევა ღვიძლის მხრივ

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემა ან იყენებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუოქსეტინზე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა ან გირჩიოთ ფლუოქსეტინის გამოყენება ყოველ მეორე დღეს.

თუ მიიღეთ ფლუოქსეტინის კაფსულები დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას (ან უბედური შემთხვევის განყოფილებას) ან აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ შეგიძლიათ, თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

უკუჩვენებები

გარკვეული შეუქცევადი, არასელექციური მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) ზოგიერთი მათგანი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. არ შეიძლება შეუქცევადი არასელექციური მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) და ფლუოქსეტინის ერთად გამოყენება, რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ლეტალური რეაქციები (სეროტონინის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ ფლუოქსეტინი“). ფლუოქსეტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი მაო ინჰიბიტორების (მაგალითად, ტრანილციპრომინის) შეწყვეტიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ. არ მიიღოთ შეუქცევადი, არასელექციური მაო ინჰიბიტორები ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინი დაგენიშნათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, შესაძლოა თქვენმა ექიმმა განიხილოს 5 კვირაზე მეტი ინტერვალი.

მეტოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, რადგან იზრდება გულისცემის ძლიერი შენელების რისკი.

ფლუოქსეტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე და სხვა მედიკამენტებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფლუოქსეტინზე (წამლისმიერი ურთიერთქმედება):

ტამოქსიფენი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ), ფლუოქსეტინმა შეიძლება შეცვალოს სისხლში ამ პრეპარატის კონცენტრაციის დონეები და შეიძლება შეამციროს ტამოქსიფენის ეფექტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვადასხვა ანტიდეპრესანტული მკურნალობა.

მონოამინო ოქსიდაზა A-ს ინჰიბიტორები (მაო-A ინჰიბიტორები) მათ შორის მოკლობლემიდი, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონიუმის ქლორიდი (ასევე უწოდებენ მეთილენის ლურჯს, გამოიყენება მედიკამენტური ან ქიმიური პროდუქტებით გამოწვეული მეტჰემოგლობინემიის სამკურნალოდ): იზრდება მძიმე ან თუნდაც ლეტალური რეაქციების რისკი (სეროტონინის სინდრომი). ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს შექცევადი მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან მეორე დღეს, მაგრამ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი საგულდაგულო მონიტორინგი და გამოიყენოს მაო-A ინჰიბიტორი პრეპარატის უფრო დაბალი დოზა.

მეკიტაზინი (ალერგიებისთვის): რადგან ამ მედიკამენტის ფლუოქსეტინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკი.

ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის): რადგან ფლუოქსეტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატის დონეზე სისხლში, ამიტომ თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფენიტოინით მკურნალობის უფრო ფრთხილად დაწყება და რეგულარულად ანალიზების ჩატარება ფლუოქსეტინის მიღებისას.

ლითიუმი, სელეგილინი, კრაზანა (მცენარე), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი): ამ პრეპარატების ფლუოქსეტინთან ერთად მიღებისას იზრდება მსუბუქი სეროტონინის სინდრომის რისკი. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო ხშირ გამოკვლევებს.

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენურად შესაყვანი ერითრომიცინი, პენტამიდინინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი ან გარკვეული ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი), რადგან ამ მედიკამენტების ფლუოქსეტინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკი.

ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, როგორიცაა იბრუპროფენი, დიკლოფენაკი), ასპირინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება (კლოზაპინის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ); ფლუოქსეტინმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება სისხლში. თუ ფლუოქსეტინით მკურნალობა დაიწყება ან შეწყდა ვარფარინის მიღებისას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ გარკვეულ ტესტებს, დაგიკორექტირებთ დოზას და შეგამოწმებთ უფრო ხშირად.

ციპროჰეპტადინი (ალერგიისთვის), რადგან მას შეუძლია შეამციროს ფლუოქსეტინის ეფექტი.

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მათ შორის: პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის გამოყოფას, დესმოპრესინი, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი). რადგან ამ პრეპარატებმა, ფლუოქსეტინთან ერთად მიღების დროს, შეიძლება გაზარდონ სისხლში ნატრიუმის დონის ძლიერი დაქვეითების რისკი.

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური სხვა ინჰიბიტორები (სუსი) ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიაზინები ან ბუტიროფენონები, რადგან ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას ფლუოქსეტინმა შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი.

ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი ან ენკაინიდი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ), კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ), ატომოქსეტინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დესიპრამინი და ამიტრიპტილინი), ან რისპერიდონი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ) - რადგან ფლუოქსეტინმა შესაძლოა შეცვალოს ამ მედიკამენტების კონცენტრაცია სისხლში, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს მათი დოზის შემცირება ფლუოქსეტინთან ერთად მიღებისას.

ფლუოქსეტინის კაფსულები საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი საკვებთან ერთად ან მის გარეშე, სურვილისამებრ.

ამ მედიკამენტის მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან.

სიფრთხილის ზომები

ფლუოქსეტინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ:

გულის პრობლემები.

სიცხის, კუნთების რიგიდობის ან ტრემორის, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების გამოვლენისას, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანებადობა და ძლიერი აღგზნებადობა, შეიძლება გაწუხებდეთ ე.წ. „სეროტონინის სინდრომი“ ან „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათად გვხვდება, მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები; დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა.

წარსულში გაწუხებდათ ან ახლა გაწუხებთ მანია. თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევა ან გაქვთ სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან თუ ხართ ორსულად (იხ. „ორსულობა“).

ამჟამად მკურნალობთ მედიკამენტებით, რომლებმაც ათხელებს სიხლს (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინი“).

ეპილეფსია ან გულყრები. თუ გაქვთ ეპილეფსია ან გულყრები (კრუნჩხვები) ან აღგენიშნებათ კრუნჩხვების სიხშირის მომატება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

ამჟამად მკურნალობთ ECT-ით (ელექტროკონვულსიური თერაპია).

ამჟამად მკურნალობთ ტამოქსიფენით (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ) (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინი“).

გეწყებათ მოუსვენრობა და ვერ ზიხართ და ვერ დგახართ ერთ ადგილას (აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა.

დიაბეტი (თქვენმა ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება).

გაქვთ ღვიძლის პრობლემა (თქვენმა ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს თქვენი დოზის კორექტირება).

გაქვთ შენელებული გულისცემა და/ან თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილის დონის შემცირება ხანგრძლივი მძიმე დიარეისა და ღებინების (შეუძლოდ ყოფნის) ან დიურეზული საშუალებების (შარდმდენების) გამოყენების შედეგად.

ამჟამად მკურნალობთ დიურეზული საშუალებებით (შარდმდენებით), განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.

გაქვთ გლაუკომა (თვალში წნევის მომატება).

პრეპარატებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინი (ე.წ. სუსი/სნუი-ები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.

თქვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია გქონდეთ მსგავსი ფიქრები:

თუ წარსულში გქონდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები.

თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა სუიციდური ქცევების მომატებული რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გაქვთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.

სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.

ბავშვები და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). ფლუოქსეტინი უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მხოლოდ ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოთერაპიასთან კომბინაციაში) და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში მოიპოვება მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ფლუოქსეტინის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ ზრდასთან, პუბერტატულ პერიოდთან, გონებრივ, ემოციურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლუოქსეტინი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ზომიერი და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ ფსიქოთერაპიასთან ერთად, თუ ჩათლის, რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა ფლუოქსეტინი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ფლუოქსეტინს.

ფლუოქსეტინი არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპატატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებსაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

სასწრაფოდ მიმათეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს თუ ხართ ორსულად, თუ შესაძლებელია რომ იყოთ ორსულად ან თუ აპირებთ დაორსულებას.

ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველ თვეებში, მიღებულია შეტყობინებები თანდაყოლილი გულის მანკების გაზრდილი რისკის შესახებ, კერძოდ, გულზე ზემოქმედების შესახებ. ზოგად პოპულაციაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 იბადება გულის მანკით, რაც იზრდება 100 ბავშვიდან 2-მდე ფლუოქსეტინის მიმღებ დედების ჩვილებში.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინის კაფსულები, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რაც ვლინდება ბავშვის აჩქარებული სუნთქვით და გალურჯებით.

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ აღნიშნული გამოუვლინდა თქვენს ბავშვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან ბებიაქალს.

უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამრიგად, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ ეტაპობრივად შეწყვიტოთ ფლუოქსეტინის მიღება ორსულობის დროს. თუმცა, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ უკეთესია გააგრძელოთ ფლუოქსეტინის მიღება.

სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო პერიოდში ან მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში დაფიქსირდა შემდეგი ეფექტები: გაღიზიანებადობა, ტრემორი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება.

თუ ორსულობის ბოლოს იღებთ ფლუოქსეტინის კაფსულებს, შესაძლოა გაიზარდოს მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი დაბადებიდან მალევე, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ დარღვევები სისხლდენის მხრივ. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ფლუოქსეტინის კაფსულებს, რათა მათ გაგიწიონ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში. ძუძუთი უნდა კვებოთ ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აშკარად აუცილებელია. თუ ძუძუთი კვება გაგრძელდა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა, როგირიცაა ფლუოქსეტინი შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი განსჯის ან კოორდინაციის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ გამოიყენოთ მექანიზმები სანამ არ გეცოდინებათ რა გავლენას ახდენს თქვენზე ფლუოქსეტინი.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ ფლუოქსეტინის კაფსულებსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან თვითდაზიანების შესახებ, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს (იხ. პარაგრაფი 2).

თუ გაქვთ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები/ენა ან ხიხინი/ქოშინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა ერთ ადგილას, შეიძლება გქონდეთ აკათიზია; ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შესაძლოა გაგიუარესოთ მდგომარეობა. თუ გრძნობთ აღნიშნულს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი კანი იწყებს გაწითლებას ან გივლინდებათ სხვადასხვაგვარი კანისმიერი რეაქციები ან აღგენიშნებათ კანზე ბუშტუკები ან აქერცვლა. ეს ძალიან იშვიათია.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) არის: უძილობა, თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) და დაღლილობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა:

სიმპტომების ერთობლიობა (ცნობილი, როგორც „სეროტონინის სინდრომი“), მათ შორის: აუხსნელი ცხელება აჩქარებული სუნთქვით ან გულისცემის სიხშირით, ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა ან ტრემორი, დაბნეულობა, ძლიერი აღგზნებადობა ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათად);

სისუსტის, ძილიანობის ან დაბნეულობის შეგრძნება უმეტესად ხანდაზმულებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს),

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია,

გაღიზიანებადობა და ძლიერი აგზნებადობა,

გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, კოლაფსი ან თავბრუსხვევა დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს პათოლოგიურ გულისცემაზე.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუოქსეტინს:

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

ნერვიულობა, შფოთვა,

დაძაბულობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა,

გემოვნების შეცვლა,

ბუნდოვანი ხედვა,

ალები,

მთქნარება,

საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება,

პირის სიმშრალე,

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი,

ჭარბი ოფლიანობა,

სახსრების ტკივილი,

ცუდი მადა, წონის დაკლება,

უფრო ხშირი შარდვა,

აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა,

კანკალის ან შემცივნების შეგრძნება,

მოუსვენრობა, ყურადღების დარღვევა,

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან სქესობრივი პრობლემები (მათ შორის, სქესობრივი აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე),

ძილის პრობლემები, უჩვეულო სიზმრები, დაღლილობა ან ძილიანობა,

უკონტროლო რხევითი მოძრაობები,

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

უცნაური აზროვნება,

თვითგაუცხოების შეგრძნება,

პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა,

ორგაზმის პრობლემები,

თვითმკვლელობის ან თვიდაზიანების აზრები,

კბილების კრაჭუნი,

კუნთების კრუნჩხვა, უნებლიე მოძრაობები ან წონასწორობის ან კოორდინაციის პრობლემები,

მეხსიერების დაქვეითება,

გადიდებული (გაფართოებული) გუგები,

შუილი ყურებში,

დაბალი არტერიული წნევა,

ქოშინი,

ცხვირიდან სისხლდენა,

ყლაპვის გაძნელება,

თმის ცვენა,

სისხლჩაქცევებისადმი გაზრდილი მიდრეკილება;

აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა,

ცივი ოფლი,

შარდვის გაძნელება,

სიცხის ან სიცივის შეგრძნება,

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

სისხლში მარილის დაბალი დონე,

სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს,

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა,

არატიპიური ველური ქცევა,

ჰალუცინაციები,

აჟიტაცია

პანიკური შეტევები,

დაბნეულობა,

ენის დაბმა,

აგრესია,

შეტევები,

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის გარშემო ქსოვილების სწრაფი შეშუპება,

საყლაპავის, მილი, რომლის საშუალებითაც საკვები და წყალი ხვდება კუჭში, ტკივილი,

ჰეპატიტი,

ფილტვების პრობლემები,

მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ,

კუნთების ტკივილი,

შარდვის პრობლემები,

მკერდში რძის წარმოება.

სიხშირე უცნობია

მძიმე ვაგინალური სისხლდენა დაბადებიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი 2 - ორსულობა.

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

ამ გვერდითი მოვლენების უმეტესობა სავარაუდოდ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.

ბავშვებსა და მოზარდებში (8-18 წელი)

ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების გარდა, ფლუოქსეტინმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა შეაფერხოს სქესობრივი მომწიფება. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები), მტრული დამოკიდებულება, მანია და ცხვირიდან სისხლდენა ასევე ხშირად აღინიშნა ბავშვებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით, ვებ. გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება აღგზნებადობიდან კომამდე.

თუ დაგავიწყდათ ფლუოქსეტინის კაფსულების მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

წამლის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ გახსოვდეთ მისი რეგულარულად მიღების შესახებ.

თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინის მიღებას

არ შეწყვიტოთ ფლუოქსეტინის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, როცა თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი წამლის მიღება.

დარწმუნდით, რომ არ დაგიმთავრდათ კაფსულები.

ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი სიმპტომები (მოხსნის ეფექტი): თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორიცაა შერჭობის შეგრძნება, ძილის დარღვევა (კაშკაშა სიზმრები, ღამის კოშმარები, უძილობა), მოუსვენრობის ან აგზნებადობის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შფოთვის შეგრძნება, გულისრევა/ღებინება (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა), ტრემორი (კანკალი), თავის ტკივილი.

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ფლუოქსეტინის შეწყვეტისას ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და ქრება რამდენიმე კვირაში. თუ მკურნალობის შეწყვეტისას გამოგივლინდებათ სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტისას თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში - ეს დაგეხმარებათ მოხსნის ეფექტის განვითარების ალბათობის შემცირებაში.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი. სხვა ნივთიერებებია პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი. ჟელატინის კაფსულები შეფერადებულია E172-ით, E133-ით და E171-ით. შავი მელანი შეიცავს შელაკს და შავი რკინის ოქსიდს.

ფლუოქსეტინის კაფსულების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულები არის მწვანე და მოთეთრო შეფერილობის და აქვს მარკირება FLX/MIL.

ისინი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10, 14, 20, 30, 50, 70 და 100 კაფსულას.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

PL 21880/0009 POM

0009/O/PIL 001 I-7

შენახვის პირობები

შეინახეთ კაფსულები ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კაფსულები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე, EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფლუოქსეტინი 20 მგ კაფსულები

რვა მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინის შესახებ

ფლუოქსეტინი მკურნალობს დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებს. ყველა მედიკამენტის მსგავსად, მასაც შეიძლება ჰქონდეს არასასურველი ეფექტები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენმა ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე შეაფასოთ მკურნალობის სარგებელი და შესაძლო არასასურველი ეფექტები.

ფლუოქსეტინი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. იხ. მე-2 პარაგრაფი, გამოყენება ბავშვებსა და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ფლუოქსეტინი დაუყოვნებლივ არ იწყებს მოქმედებას. ანტიდეპრესანტების მიმღები ზოგიერთი ადამიანი თავიდან თავს უარედად გრძნობს, სანამ დაიწყებს გაუმჯობესების შემჩნევას. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ განმეორებითი ვიზიტი მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ. იხ. მე-3 პარაგრაფი, როგორ მიიღება ფლუოქსეტინის კაფსულები.

დეპრესიული ან შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები ფიქრობენ თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. თუ გრძნობთ გაუარესებას, ან ფიქრობთ თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. იხ. მე-2 პარაგრაფი.

არ შეწყვიტოთ ფლუოქსეტინის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ფლუოქსეტინის მიღებას ან გამოტოვებთ დოზას, შეიძლება განვითარდეს მოხსნის სინდრომი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მე-3 პარაგრაფი.

თუ გრძნობთ მოუსვენრობას და გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ ერთ ადგილას ჯდომა ან დგომა, აცნობეთ თქვენს ექიმს. ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს გრძნობები. იხ. მე-4 პარაგრაფი, შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ფლუოქსეტინთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია. იხ. მე-2 პარაგრაფი, სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. იხ. მე-2 პარაგრაფი, ორსულობა და ძუძუთი კვება.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ფლუოქსეტინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინის კაფსულების მიღებამდე

როგორ მიიღება ფლუოქსეტინის კაფსულები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ფლუოქსეტინის კაფსულები

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ფლუოქსეტინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება

ფლუოქსეტინი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლეთაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი) - ანტიდეპრესანტები.

იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დიდი დეპრესიული ეპიზოდები,

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ასევე ცნობილი როგორც OCD),

კვებითი აშლილობა - ნერვული ბულემია. ფსიქოთერაპიასთან ერთად ფლუოქსეტინი გამოიყენება კვებითი აშლილობის შესამცირებლად, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და ხელოვნური გულისრევით ხასიათდება.

ბავშვები და 8 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:

ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული აშლილობები, თუ დეპრესია არ პასუხობს ფსიქოლოგიურ თერაპიას 4-6 სესიის შემდეგ. ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ბავშვის ან მოზარდისთვის ფლუოქსეტინი ნაჩვენებია მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მუშაობს ფლუოქსეტინი

ყველას აქვს თავის ტვინში ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ან ნერვული ბულემიის მქონე ადამიანებს აქვთ სეროტონინის დაბალი დონე, სხვებთან შედარებით. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მუშაობს ფლუოქსეტინი და სხვა სუსი-ები, მაგრამ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით.

ამ მდგომარეობების მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ გახდომაში. თუ არ მოხდება მათი მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, შეიძლება გახდეს უფრო სერიოზული, ხოლო მკურნალობა უფრო რთული.

შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ აღარ გაქვთ სიმპტომები.

რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინის კაფსულების მიღებამდე

არ მიიღოთ ფლუოქსეტინის კაფსულები თუ:

გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაგივითარდათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქცია (როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები ან სახე ან ქოშინი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ კაფსულების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

იღებთ სხვა პრეპარატებს სახელწოდებით შეუქცევადი, არასელექციური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) (მაგ. იპრონიაზიდი დეპრესიის სამკურნალოდ), ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ლეტალური რეაქციები.

ფლუოქსეტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი, არასელექციური მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.

არ მიიღოთ არც ერთი შეუქცევადი, არასელექციური მაო ინჰიბიტორები ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ იღებდით ფლუოქსეტინს დიდი ხნის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს უფრო ხანგრძლივი ინტერვალი.

მკურნალობთ მეტოპროლოლით (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან იზრდება თქვენი გულისცემის ძლიერი შენელების რისკი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფლუოქსეტინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ:

გულის პრობლემები.

სიცხის, კუნთების რიგიდობის ან ტრემორის, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების გამოვლენისას, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანებადობა და ძლიერი აღგზნებადობა, შეიძლება გაწუხებდეთ ე.წ. „სეროტონინის სინდრომი“ ან „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათად გვხვდება, მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები; დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა.

წარსულში გაწუხებდათ ან ახლა გაწუხებთ მანია. თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევა ან გაქვთ სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან თუ ხართ ორსულად (იხ. „ორსულობა“).

ამჟამად მკურნალობთ მედიკამენტებით, რომლებმაც ათხელებს სიხლს (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინი“).

ეპილეფსია ან გულყრები. თუ გაქვთ ეპილეფსია ან გულყრები (კრუნჩხვები) ან აღგენიშნებათ კრუნჩხვების სიხშირის მომატება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

ამჟამად მკურნალობთ ECT-ით (ელექტროკონვულსიური თერაპია).

ამჟამად მკურნალობთ ტამოქსიფენით (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ) (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინი“).

გეწყებათ მოუსვენრობა და ვერ ზიხართ და ვერ დგახართ ერთ ადგილას (აკათიზია). ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა.

დიაბეტი (თქვენმა ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება).

გაქვთ ღვიძლის პრობლემა (თქვენმა ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს თქვენი დოზის კორექტირება).

გაქვთ შენელებული გულისცემა და/ან თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილის დონის შემცირება ხანგრძლივი მძიმე დიარეისა და ღებინების (შეუძლოდ ყოფნის) ან დიურეზული საშუალებების (შარდმდენების) გამოყენების შედეგად.

ამჟამად მკურნალობთ დიურეზული საშუალებებით (შარდმდენებით), განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.

გაქვთ გლაუკომა (თვალში წნევის მომატება).

პრეპარატებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინი (ე.წ. სუსი/სნუი-ები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.

თქვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია გქონდეთ მსგავსი ფიქრები:

თუ წარსულში გქონდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები.

თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა სუიციდური ქცევების მომატებული რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გაქვთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.

სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.

ბავშვები და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). ფლუოქსეტინი უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მხოლოდ ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოთერაპიასთან კომბინაციაში) და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში მოიპოვება მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ფლუოქსეტინის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ ზრდასთან, პუბერტატულ პერიოდთან, გონებრივ, ემოციურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლუოქსეტინი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ზომიერი და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ ფსიქოთერაპიასთან ერთად, თუ ჩათლის, რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა ფლუოქსეტინი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ფლუოქსეტინს.

ფლუოქსეტინი არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპატატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებსაც.

არ მიიღოთ ფლუოქსეტინი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

გარკვეული შეუქცევადი, არასელექციური მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) ზოგიერთი მათგანი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. არ შეიძლება შეუქცევადი არასელექციური მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) და ფლუოქსეტინის ერთად გამოყენება, რადგან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ლეტალური რეაქციები (სეროტონინის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ ფლუოქსეტინი“). ფლუოქსეტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი მაო ინჰიბიტორების (მაგალითად, ტრანილციპრომინის) შეწყვეტიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ. არ მიიღოთ შეუქცევადი, არასელექციური მაო ინჰიბიტორები ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინი დაგენიშნათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, შესაძლოა თქვენმა ექიმმა განიხილოს 5 კვირაზე მეტი ინტერვალი.

მეტოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, რადგან იზრდება გულისცემის ძლიერი შენელების რისკი.

ფლუოქსეტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე და სხვა მედიკამენტებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფლუოქსეტინზე (წამლისმიერი ურთიერთქმედება):

ტამოქსიფენი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ), ფლუოქსეტინმა შეიძლება შეცვალოს სისხლში ამ პრეპარატის კონცენტრაციის დონეები და შეიძლება შეამციროს ტამოქსიფენის ეფექტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვადასხვა ანტიდეპრესანტული მკურნალობა.

მონოამინო ოქსიდაზა A-ს ინჰიბიტორები (მაო-A ინჰიბიტორები) მათ შორის მოკლობლემიდი, ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონიუმის ქლორიდი (ასევე უწოდებენ მეთილენის ლურჯს, გამოიყენება მედიკამენტური ან ქიმიური პროდუქტებით გამოწვეული მეტჰემოგლობინემიის სამკურნალოდ): იზრდება მძიმე ან თუნდაც ლეტალური რეაქციების რისკი (სეროტონინის სინდრომი). ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს შექცევადი მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან მეორე დღეს, მაგრამ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი საგულდაგულო მონიტორინგი და გამოიყენოს მაო-A ინჰიბიტორი პრეპარატის უფრო დაბალი დოზა.

მეკიტაზინი (ალერგიებისთვის): რადგან ამ მედიკამენტის ფლუოქსეტინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკი.

ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის): რადგან ფლუოქსეტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატის დონეზე სისხლში, ამიტომ თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფენიტოინით მკურნალობის უფრო ფრთხილად დაწყება და რეგულარულად ანალიზების ჩატარება ფლუოქსეტინის მიღებისას.

ლითიუმი, სელეგილინი, კრაზანა (მცენარე), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი): ამ პრეპარატების ფლუოქსეტინთან ერთად მიღებისას იზრდება მსუბუქი სეროტონინის სინდრომის რისკი. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო ხშირ გამოკვლევებს.

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენურად შესაყვანი ერითრომიცინი, პენტამიდინინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი ან გარკვეული ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი), რადგან ამ მედიკამენტების ფლუოქსეტინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკი.

ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, როგორიცაა იბრუპროფენი, დიკლოფენაკი), ასპირინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება (კლოზაპინის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ); ფლუოქსეტინმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება სისხლში. თუ ფლუოქსეტინით მკურნალობა დაიწყება ან შეწყდა ვარფარინის მიღებისას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ გარკვეულ ტესტებს, დაგიკორექტირებთ დოზას და შეგამოწმებთ უფრო ხშირად.

ციპროჰეპტადინი (ალერგიისთვის), რადგან მას შეუძლია შეამციროს ფლუოქსეტინის ეფექტი.

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მათ შორის: პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის გამოყოფას, დესმოპრესინი, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი). რადგან ამ პრეპარატებმა, ფლუოქსეტინთან ერთად მიღების დროს, შეიძლება გაზარდონ სისხლში ნატრიუმის დონის ძლიერი დაქვეითების რისკი.

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური სხვა ინჰიბიტორები (სუსი) ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიაზინები ან ბუტიროფენონები, რადგან ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას ფლუოქსეტინმა შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი.

ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ნებივოლოლი ან ენკაინიდი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ), კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ), ატომოქსეტინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დესიპრამინი და ამიტრიპტილინი), ან რისპერიდონი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ) - რადგან ფლუოქსეტინმა შესაძლოა შეცვალოს ამ მედიკამენტების კონცენტრაცია სისხლში, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს მათი დოზის შემცირება ფლუოქსეტინთან ერთად მიღებისას.

ფლუოქსეტინის კაფსულები საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი საკვებთან ერთად ან მის გარეშე, სურვილისამებრ.

ამ მედიკამენტის მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

სასწრაფოდ მიმათეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს თუ ხართ ორსულად, თუ შესაძლებელია რომ იყოთ ორსულად ან თუ აპირებთ დაორსულებას.

ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს ორსულობის პირველ თვეებში, მიღებულია შეტყობინებები თანდაყოლილი გულის მანკების გაზრდილი რისკის შესახებ, კერძოდ, გულზე ზემოქმედების შესახებ. ზოგად პოპულაციაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 იბადება გულის მანკით, რაც იზრდება 100 ბავშვიდან 2-მდე ფლუოქსეტინის მიმღებ დედების ჩვილებში.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინის კაფსულები, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რაც ვლინდება ბავშვის აჩქარებული სუნთქვით და გალურჯებით.

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ აღნიშნული გამოუვლინდა თქვენს ბავშვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან ბებიაქალს.

უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამრიგად, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ ეტაპობრივად შეწყვიტოთ ფლუოქსეტინის მიღება ორსულობის დროს. თუმცა, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ უკეთესია გააგრძელოთ ფლუოქსეტინის მიღება.

სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო პერიოდში ან მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში დაფიქსირდა შემდეგი ეფექტები: გაღიზიანებადობა, ტრემორი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება.

თუ ორსულობის ბოლოს იღებთ ფლუოქსეტინის კაფსულებს, შესაძლოა გაიზარდოს მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი დაბადებიდან მალევე, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ დარღვევები სისხლდენის მხრივ. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ფლუოქსეტინის კაფსულებს, რათა მათ გაგიწიონ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში. ძუძუთი უნდა კვებოთ ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აშკარად აუცილებელია. თუ ძუძუთი კვება გაგრძელდა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფლუოქსეტინის უფრო დაბალი დოზა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა, როგირიცაა ფლუოქსეტინი შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი განსჯის ან კოორდინაციის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ გამოიყენოთ მექანიზმები სანამ არ გეცოდინებათ რა გავლენას ახდენს თქვენზე ფლუოქსეტინი.

როგორ მიიღება ფლუოქსეტინის კაფსულები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ იმაზე მეტი კაფსულა, რაც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.

გადაყლაპეთ კაფსულა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ კაფსულები.

მოზრდილები:

რეკომენდებული დოზაა:

დეპრესია: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. საჭიროების შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგიკორექტორებთ დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას. შესაძლოა, მაშინვე არ იგრძნოთ თავი უკეთესად, როდესაც დაიწყებთ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების მიღებას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება არ აღინიშნოს პირველი რამდენიმე კვირის განამვლობაში. დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ნერვული ბულემია: რეკომენდებული დოზაა 3 კაფსულა (60 მგ) დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა (20 მგ) დღეში. თქვენი ექიმი განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირებს თქვენს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 3 კაფსულამდე (60 მგ) დღეში. თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება 10 კვირის განმავლობაში, თქვენი ექიმი გადახედავს თქვენს მკურნალობას.

გამოყენება ბავშვებსა და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია

მკურნალობა უნდა დაიწყოს და ზედამხედველობა გაუწიოს სპეციალისტმა. საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში (2.5 მლ ფლუოქსეტინის სხნარის სახით). 1-2 კვირის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გაგიზარდოთ დოზა 20 მგ-მდე დღეში. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას. მცირე წონიან ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები. თუ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხია, თქვენი ექიმი განიხილავს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 9 კვირის განმავლობაში არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, თქვენი ექიმი ხელახლა შეაფასებს თქვენს მკურნალობას.

ხანდაზმულები

თქვენი ექიმი გაზრდის დოზას მეტი სიფრთხილით და დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 კაფსულას (40 მგ). მაქსიმალური დოზაა 3 კაფსულა დღეში (60 მგ).

დარღვევა ღვიძლის მხრივ

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემა ან იყენებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუოქსეტინზე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა ან გირჩიოთ ფლუოქსეტინის გამოყენება ყოველ მეორე დღეს.

თუ მიიღეთ ფლუოქსეტინის კაფსულები დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას (ან უბედური შემთხვევის განყოფილებას) ან აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ შეგიძლიათ, თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება აღგზნებადობიდან კომამდე.

თუ დაგავიწყდათ ფლუოქსეტინის კაფსულების მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

წამლის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ გახსოვდეთ მისი რეგულარულად მიღების შესახებ.

თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინის მიღებას

არ შეწყვიტოთ ფლუოქსეტინის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, როცა თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი წამლის მიღება.

დარწმუნდით, რომ არ დაგიმთავრდათ კაფსულები.

ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი სიმპტომები (მოხსნის ეფექტი): თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორიცაა შერჭობის შეგრძნება, ძილის დარღვევა (კაშკაშა სიზმრები, ღამის კოშმარები, უძილობა), მოუსვენრობის ან აგზნებადობის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შფოთვის შეგრძნება, გულისრევა/ღებინება (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა), ტრემორი (კანკალი), თავის ტკივილი.

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ფლუოქსეტინის შეწყვეტისას ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და ქრება რამდენიმე კვირაში. თუ მკურნალობის შეწყვეტისას გამოგივლინდებათ სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტისას თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში - ეს დაგეხმარებათ მოხსნის ეფექტის განვითარების ალბათობის შემცირებაში.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ ფლუოქსეტინის კაფსულებსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან თვითდაზიანების შესახებ, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს (იხ. პარაგრაფი 2).

თუ გაქვთ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები/ენა ან ხიხინი/ქოშინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა ერთ ადგილას, შეიძლება გქონდეთ აკათიზია; ფლუოქსეტინის დოზის გაზრდამ შესაძლოა გაგიუარესოთ მდგომარეობა. თუ გრძნობთ აღნიშნულს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი კანი იწყებს გაწითლებას ან გივლინდებათ სხვადასხვაგვარი კანისმიერი რეაქციები ან აღგენიშნებათ კანზე ბუშტუკები ან აქერცვლა. ეს ძალიან იშვიათია.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) არის: უძილობა, თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) და დაღლილობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა:

სიმპტომების ერთობლიობა (ცნობილი, როგორც „სეროტონინის სინდრომი“), მათ შორის: აუხსნელი ცხელება აჩქარებული სუნთქვით ან გულისცემის სიხშირით, ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა ან ტრემორი, დაბნეულობა, ძლიერი აღგზნებადობა ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათად);

სისუსტის, ძილიანობის ან დაბნეულობის შეგრძნება უმეტესად ხანდაზმულებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს),

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია,

გაღიზიანებადობა და ძლიერი აგზნებადობა,

გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, კოლაფსი ან თავბრუსხვევა დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს პათოლოგიურ გულისცემაზე.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუოქსეტინს:

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

ნერვიულობა, შფოთვა,

დაძაბულობის შეგრძნება,

თავბრუსხვევა,

გემოვნების შეცვლა,

ბუნდოვანი ხედვა,

ალები,

მთქნარება,

საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება,

პირის სიმშრალე,

გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი,

ჭარბი ოფლიანობა,

სახსრების ტკივილი,

ცუდი მადა, წონის დაკლება,

უფრო ხშირი შარდვა,

აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა,

კანკალის ან შემცივნების შეგრძნება,

მოუსვენრობა, ყურადღების დარღვევა,

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან სქესობრივი პრობლემები (მათ შორის, სქესობრივი აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე),

ძილის პრობლემები, უჩვეულო სიზმრები, დაღლილობა ან ძილიანობა,

უკონტროლო რხევითი მოძრაობები,

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

უცნაური აზროვნება,

თვითგაუცხოების შეგრძნება,

პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა,

ორგაზმის პრობლემები,

თვითმკვლელობის ან თვიდაზიანების აზრები,

კბილების კრაჭუნი,

კუნთების კრუნჩხვა, უნებლიე მოძრაობები ან წონასწორობის ან კოორდინაციის პრობლემები,

მეხსიერების დაქვეითება,

გადიდებული (გაფართოებული) გუგები,

შუილი ყურებში,

დაბალი არტერიული წნევა,

ქოშინი,

ცხვირიდან სისხლდენა,

ყლაპვის გაძნელება,

თმის ცვენა,

სისხლჩაქცევებისადმი გაზრდილი მიდრეკილება;

აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა,

ცივი ოფლი,

შარდვის გაძნელება,

სიცხის ან სიცივის შეგრძნება,

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

სისხლში მარილის დაბალი დონე,

სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს,

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა,

არატიპიური ველური ქცევა,

ჰალუცინაციები,

აჟიტაცია

პანიკური შეტევები,

დაბნეულობა,

ენის დაბმა,

აგრესია,

შეტევები,

ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის გარშემო ქსოვილების სწრაფი შეშუპება,

საყლაპავის, მილი, რომლის საშუალებითაც საკვები და წყალი ხვდება კუჭში, ტკივილი,

ჰეპატიტი,

ფილტვების პრობლემები,

მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ,

კუნთების ტკივილი,

შარდვის პრობლემები,

მკერდში რძის წარმოება.

სიხშირე უცნობია

მძიმე ვაგინალური სისხლდენა დაბადებიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი 2 - ორსულობა.

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

ამ გვერდითი მოვლენების უმეტესობა სავარაუდოდ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.

ბავშვებსა და მოზარდებში (8-18 წელი)

ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების გარდა, ფლუოქსეტინმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა შეაფერხოს სქესობრივი მომწიფება. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები), მტრული დამოკიდებულება, მანია და ცხვირიდან სისხლდენა ასევე ხშირად აღინიშნა ბავშვებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით, ვებ. გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება ფლუოქსეტინის კაფსულები

შეინახეთ კაფსულები ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კაფსულები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე, EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლუოქსეტინის კაფსულები

მოქმედი ნივთიერება არის ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი. სხვა ნივთიერებებია პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი. ჟელატინის კაფსულები შეფერადებულია E172-ით, E133-ით და E171-ით. შავი მელანი შეიცავს შელაკს და შავი რკინის ოქსიდს.

ფლუოქსეტინის კაფსულების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულები არის მწვანე და მოთეთრო შეფერილობის და აქვს მარკირება FLX/MIL.

ისინი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10, 14, 20, 30, 50, 70 და 100 კაფსულას.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

PL 21880/0009 POM

0009/O/PIL 001 I-7

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

MEDREICH PLC (დსს მედრეიჩ)

Warwick House, Plane Tree Crescent (უორვიკის სახლი, პლაინ თრი ქრესენთი),

ფეიტჰემი TW13 7HF, UK.

ელ.ფოსტა: [email protected]

ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2020 წლის ნოემბერში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა