გამოყენება ოფთალმოლოგიაში მოზრდილები, ახალშობილები (0-27 დღე), ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 23 თვემდე), ბავშვები (2-დან 11 წლამდე) და მოზარდები (12-დან 16 წლამდე): ფლოქსიმედი ნაჩვენებია რქოვანას წყლულების და თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.3% (3,0მგ/მლ) 5მლ თვალის და ყურის წვეთები დაბალი სიმვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური და ოტოლოგიური პრეპარატები, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
- ATC კოდი
- S03AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037297
- რეგისტრირებულია
- 9 თებერვალი 2023, მოქმედებს 9 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლოქსიმედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
მოზრდილები, ახალშობილები (0-27 დღე), ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 23 თვემდე), ბავშვები (2-დან 11 წლამდე) და მოზარდები (12-დან 16 წლამდე):
ფლოქსიმედი ნაჩვენებია რქოვანას წყლულების და თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით, კერძოდ Pseudomonas aeruginosa და სხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, რომლებიც რეზისტენტულია მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდების მიმართ.
გამოყენება ოტოლოგიაში
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ფლოქსიმედი ნაჩვენებია დიფუზური ან ლოკალური გარეთა ოტიტის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს მძიმე ანთებითი რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით, აგრეთვე ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავებისას.
Pseudomonas aeruginosa არის ერთ-ერთი მიკროორგანიზმი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ასეთ შემთხვევებში. ფლოქსიმედი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ოტოლარინგოლოგის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ყურის სხვა ინფექციების შემთხვევაში, როდესაც ვლინდება ან საეჭვოა Pseudomonas aeruginosa და/ან ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე სხვა მიკროორგანიზმები.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
თუ თავსახურის გახსნის შემდეგ დამცავი რგოლი ძვრება, ის უნდა მოიხსნას პრეპარატის გამოყენებამდე.
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
მოზრდილები, ახალშობილები (0-27 დღე), ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 23 თვემდე), ბავშვები (2-დან 11 წლამდე) და მოზარდები (12-დან 16 წლამდე)
რქოვანას წყლულის დროს ფლოქსიმედი უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი ინტერვალებით, ღამითაც კი: პირველ დღეს 2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 15 წუთში პირველი 6 საათის განმავლობაში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წუთში დღის დარჩენილი პერიოდისთვის; მე-2 დღეს ყოველ საათში აწვეთებენ 2 წვეთს; მე-3-დან მე-14 დღემდე - 2 წვეთი ყოველ 4 საათში. თუ პაციენტს სჭირდება მკურნალობა 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დოზირების რეჟიმს ადგენს ექიმი.
თვალისა და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციის დროს პირველი ორი დღის განმავლობაში აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 2 საათში. მომდევნო დღეებში 4 საათში ერთხელ აწვეთებენ 1-2 წვეთს ბაქტერიული ინფექციის ნიშნების გაქრობამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ნიშნების გაქრობიდან 2 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
საცობი-საწვეთურის და ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, თვალყური უნდა ადევნოთ, რომ საწვეთური არ შეეხოს ქუთუთოებს, მიმდებარე ნაწილებს ან სხვა ზედაპირებს. რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენება ოტოლოგიაში
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
გამოყენებამდე საჭიროა გარეთა სასმენი მილის სათანადოდ გასუფთავება. უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად (ვესტიბულური სტიმულაცია) ჩაწვეთებისას, ხსნარი წინასწარ უნდა შეათბოთ ოთახის ტემპერატურამდე ან უფრო სასურველია სხეულის ტემპერატურამდე. პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში 3-4 წვეთს 2-4-ჯერ დღეში ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად. პაციენტი უნდა დაწვეს გვერდზე ისე, რომ დაზიანებული ყური ზევით იყოს, სასურველია ამ მდგომარეობაში დარჩეს 5-10 წუთის განმავლობაში. სასმენი არხის ადგილობრივი გაწმენდის შემდეგ შეიძლება ყურში ხსნარში გაჟღენთილი მარლის ტურუნდა ან ჰიდროფილური ბამბის ტამპონი ჩადოთ. როგორც წესი, ტურუნდას ან ბამბის ტამპონს ყურში ტოვებენ 1-2 დღე, მაგრამ ისინი პრეპარატით დღეში ორჯერ უხვად საჭიროებს დასველებას. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ არ აღემატება 5-10 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში უმჯობესია განისაზღვროს ადგილობრივი ფლორის მგრძნობელობა. როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ან სოკოების ზრდა.
გამოყენების წესი
საცობი-საწვეთურის და ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, თვალყური უნდა ადევნოთ, რომ საწვეთური არ შეეხოს ყურის ნიჟარას ან გარეთა სასმენ მილს, მიმდებარე ნაწილებს ან სხვა ზედაპირებს. როდესაც პრეპარატი არ გამოიყენება, ფლაკონი მჭიდროდ დახურული უნდა იყოს.
გამოყენება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს
არ არის ჩატარებული კვლევები ციპროფლოქსაცინის თვალის/ყურის წვეთების გამოყენების შესახებ პაციენტების ამ ჯგუფში.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპერმგრძნობელობა ქინოლონების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თვალისა და ყურისთვის გამოსაყენებლად. არ გამოიყენოთ ინექციისთვის და არ გადაყლაპოთ.
ფლოქსიმედის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, სადაც დაფიქსირდა მძიმე გვერდითი რეაქციები, რომლებიც იყო დაკავშირებული ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ფლოქსიმედით ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ.
იყო შეტყობინებები სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური დასასრულით, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციების) შესახებ, მათ შორის პირველი დოზის მიღების შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ თერაპიას ქინოლონებით. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი. პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანამნეზში.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მძიმე მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება მოითხოვოს გადაუდებელი დახმარება, ჟანგბადის თერაპიის ჩათვლით და კლინიკური საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა.
ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.
ციპროფლოქსაცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატისა, შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ან სოკოვანი შტამების გადაჭარბებული ზრდა, რომლებიც არ არიან მგრძნობიარე მის მიმართ. თუ აღინიშნა სუპერინფექცია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ხანგრძლივი, მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი მედიკამენტური რეაქციები
იყო შეტყობინებები გრძელვადიანი (შეინიშნება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ სხვადასხვა, მათ შორის რამდენიმესი ერთდროულად, სისტემების (ძვალ-კუნთოვანი და ნერვული სისტემები, ფსიქიკა, გრძნობათა ორგანოები) მხრივ პაციენტებში, რომლებიც ქინოლონებს და ფტორქინოლონებს იღებდნენ, ასაკისა და არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი მძიმე გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების აღნიშვნისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ფლოქსიმედის მიღება და უცილებელია მიმართვა ექიმთან.
ფტორქინოლონებით, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, სისტემური თერაპიის დროს შესაძლებელია ანთება და მყესების გაწყვეტა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას. ფლოქსიმედით თერაპია უნდა შეწყდეს მყესის ანთების პირველი ნიშნის დროს.
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა
ტენდინიტი და მყესის, განსაკუთრებით აქილევსის მყესის, გაწყვეტა, ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება აღინიშნოს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით თერაპიის დაწყებიდან უკვე 48 საათის განმავლობაში, ასევე მისი შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდინიტის და მყესების გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პაციენტებში პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველი ნიშნის აღნიშვნისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება), ფლოქსიმედის გამოყენება უნდა შეწყდეს და განიხილოს საკითხი ალტერნატიული მკურნალობის შესახებ. კიდურის(ებ)ის დაზიანებისას სათანადო მკურნალობა უნდა ჩატარდეს (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ტენდინოპათიის ნიშნების განვითარების შემთხვევაში.
პერიფერიული ნეიროპათია
იყო შეტყობინებები სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომელსაც თან ახლდა პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ქინოლონებით ან ფტორქინოლონებით. პაციენტები, რომლებიც იღებენ მკურნალობას ფლოქსიმედით, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ თუ ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე განვითარდება, უნდა მიმართონ ექიმს, რათა გადაწყდეს საკითხი თერაპიის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ და თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი დაზიანებების განვითარება.
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
კლინიკური გამოცდილება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით ახალშობილებში, გამოყენების შესახებ ძალიან შეზღუდულია.
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენება ახალშობილებში გონოკოკური ან ქლამიდიური წარმოშობის თვალის დაზიანებით არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პაციენტებში გამოყენება შესწავლილი არ არის.
თვალის წვეთების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის ნაზოფარინქსში მოხვედრის რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და გავრცელებას.
კლინიკური ჩვენებების მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ნაპრალოვანი ნათურის გამოყენებით.
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც ქრებოდა პრეპარატის შემდგომი გამოყენებისას. ნალექის აღნიშვნა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
თვალის ინფექციების მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. ამიტომ, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ არ ატარონ კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებისას.
ფლოქსიმედი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი პრეპარატის 1 მლ-ში), რომელიც შეიძლება აბსორბირდეს რბილ კონტაქტურ ლინზებზე და შეცვალოს მათი ფერი. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ამოიღეთ ისინი თვალის წვეთების გამოყენებამდე და ჩაისვით ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს მშრალი თვალის სინდრომი ან რქოვანას დაავადება.
თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ სისტემური აბსორბციის შესამცირებლად რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში და 2 წუთის განმავლობაში თითით დაჭერა საცრემლე არხის მიდამოში.
გამოყენება ოტოლოგიაში
გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დადგენილია კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. თუმცა არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე გარეთა ოტიტის მკურნალობის შესახებ, არ არსებობს განსხვავებები ოტიტის პათოგენეზში პაციენტთა ზემოაღნიშნულ ჯგუფებს შორის, რაც გამორიცხავდა პრეპარატის გამოყენებას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, ექიმმა უნდა შეაფასოს ციპროფლოქსაცინის გამოყენების კლინიკური სარგებელი ცნობილ და პოტენციურ რისკებთან, როდესაც პრეპარატი ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ყურის წვეთების გამოყენებისას საჭიროა სათანადო და რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა, რათა დროულად დადგინდეს სხვა თერაპიული ზომების გამოყენების საჭიროება.
ფლოქიმედი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და კანის რეაქციების პროვოცირება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
თვალის ან ყურის წვეთების ადგილობრივი გამოყენებისას ციპროფლოქსაცინის დაბალი სისტემური კონცენტრაციის გათვალისწინებით, მედიკამენტური ურთიერთქმედებები ნაკლებად სავარაუდოა.
თუ რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იწვეთებენ თვალში, საჭიროა მათი გამოყენებებს შორის მინიმუმ 5 წუთიანი დაყოვნება. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებში ციპროფლოქსაცინის პერორალური გამოყენების კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მოსალოდნელია, რომ ციპროფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელო იქნება. პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია, თავი აარიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობის დროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში პერორალური მიღებისას. უცნობია გამოიყოფა თუ არა ციპროფლოქსაცინი დედის რძეში ადგილობრივი გამოყენებისას თვალის ან ყურის წვეთების სახით. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვისთვის რისკი ვერ იქნება გამორიცხული. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან თერაპიის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებული უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და თერაპიის სარგებელი დედისთვის.
ფერტილობა
კვლევები, რომლებიც აფასებენ ციპროფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების გავლენას ფერტილობაზე ადამიანებში, არ ჩატარებულა. ცხოველებში პერორალური გამოყენება არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენას ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფლოქსიმედი არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ისევე, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, მხედველობის მკაფიოობის დროებით დარღვევამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ინსტილაციის დროს შეინიშნება მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვამდე.
არ არსებობს მონაცემები ფლოქსიმედის ყურის წვეთების გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გვერდითი მოვლენები
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში, ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო თვალის დისკომფორტი, დისგევზია და რქოვანას აშრევება, რომლებიც ვლინდებოდა პაციენტების დაახლოებით 6%, 3% და 3%-ში შესაბამისად.
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ კატეგორიაში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. არასასურველი რეაქციების შესახებ მოყვანილი მონაცემები ეფუძნება კლინიკურ კვლევებს და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგებს.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა.
ნერვული სისტემის მხრივ*: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ*: ხშირად - თეთრი პრეციპიტატი, დისკომფორტი თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია; არახშირად - კერატოპათია, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ინფილტრატები, ფოტოფობია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ქუთუთოების შეშუპება, მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალების ქავილი, გაძლიერებული ცრემლდენა, გამონადენი თვალებიდან, ფუფხის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეზე, ქუთუთოს აქერცვლა, კონიუნქტივალური შეშუპება, ქუთუთოს ერითემა; იშვიათად - ოკულარული ტოქსიურობა, კერატიტი, კონიუნქტივიტი, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, დიპლოპია, თვალის ჰიპესთეზია, ასთენოპია, ჯიბლიბო, თვალის გაღიზიანება, თვალების ანთება.
სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ*: იშვიათად - ყურის ტკივილი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ჰიპერსეკრეცია პარანაზალურ სინუსებში, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისგევზია; არახშირად - გულისრევა; იშვიათად - დიარეა, მუცლის ტკივილი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - დერმატიტი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: სიხშირე უცნობია - მყესების დაზიანება.
პედიატრიული პოპულაცია
თვალის წვეთების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციით 3 მგ/მლ 230 ბავშვში დაბადებიდან 12 წლამდე, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
გამოყენება ოტოლოგიაში
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ყურის ქავილი და ოტორეა, რომელიც აღენიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 1%-ს.
სიხშირის თითოეულ კატეგორიაში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. არასასურველი რეაქციების შესახებ მოყვანილი მონაცემები ეფუძნება კლინიკურ კვლევებს და პოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგებს. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები მოცემულია ზემოთ.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი.
სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ: არახშირად - ყურის ტკივილი, ყურის დაცობა, ოტორეა, ქავილი ყურში; სიხშირე უცნობია - ტინიტუსი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - დერმატიტი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე*: არახშირად- პირექსია.
- ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები მდგრადი (შეინიშნებოდა რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ სხვადასხვა, მათ შორის რამდენიმე ერთდროულად, სისტემებიდან და გრძნობათა ორგანოებიდან (მათ შორის ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, მოძრაობის დარღვევა, ნეიროპათია თანმხლები პარესთეზიით, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა, სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, ზოგიერთ შემთხვევებში არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად.
პედიატრიული პოპულაცია
ყურის წვეთების გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში ციპროფლოქსაცინის 3 მგ/მლ კონცენტრაციით 193 ბავშვში დაბადებიდან 12 წლამდე, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
ფტორქინოლონების ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან იშვიათია გენერალიზებული გამონაყარი, ტოქსიური ეპიდერმოლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ჭინჭრის ციება. ერთეულ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენებისას აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და პრეციპიტატების გაჩენა.
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც ქრებოდა შემდგომი გამოყენებისას. ნალექის გამოჩენა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
გამოყენება ოტოლოგიაში
ყურში გამოყენებისას კომპონენტები, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში, იშვიათად იწვევენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას. თუმცა, როგორც კანზე დატანილი ნებისმიერი ნივთიერების შემთხვევაში, არსებობს ალერგიული რეაქციის შესაძლებლობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
სისტემური გამოყენება
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურად ფტორქინოლონებით თერაპიას, იყო შეტყობინებები სერიოზული, ზოგჯერ ფატალური, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციების) შესახებ, მათ შორის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტა, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
პაციენტებში, რომლებიც სისტემურ ფტორქინოლონებს იღებდნენ, იყო შეტყობინებები აქილევსის მყესის, მხრის, მტევნის ან სხვა მყესების გაწყვეტის შესახებ, რაც იწვევდა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ან ხანგრძლივ შრომისუუნარობას. სისტემური ფტორქინოლონების გამოყენების კვლევები და პოსტმარკეტინგული გამოცდილება მიუთითებს, რომ ასეთი გაწყვეტის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, და შეიძლება გავლენა იქონიოს მყესებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ძლიერ დატვირთვას, კერძოდ აქილევსის მყესზე. დღეისათვის კლინიკურმა და პოსტმარკეტინგულმა მონაცემებმა არ აჩვენა მკაფიო კავშირი ციპროფლოქსაცინის ადგილობრივ გამოყენებასა და ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ არასასურველ რეაქციებს შორის.
ზომიერიდან და მძიმემდე ფოტომგრძნობელობის რეაქციები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სისტემური ქინოლონებით. თუმცა, ციპროფლოქსაცინზე ფოტომგრძნობელობის რეაქციები იშვიათია.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია.
თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არ არის ცნობები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი ტოქსიური ეფექტები ჭარბი დოზირების შემთხვევაში თვალის/ყურის წვეთების ადგილობრივი გამოყენებისას ან თუ ფლაკონის შიგთავსი შემთხვევით გადაყლაპეს.
მკურნალობა
ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება მოცილებული იქნას თვალებიდან თბილი წყლით. ნებისმიერი ზემოქმედების მკურნალობა იქნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 3,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ყინულოვანი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S03AA07
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლოქსიმედი შეიცავს ციპროფლოქსაცინს (ფტორქინოლონს). ციპროფლოქსაცინის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატული მოქმედება განპირობებულია დნმ-ჰირაზასთან ურთიერთქმედებით, ფერმენტთან, რომელსაც ბაქტერიები იყენებენ დნმ-ის სინთეზისთვის. შედეგად ირღვევა ბაქტერიული უჯრედების ქრომოსომებიდან ინფორმაციის წაკითხვა, რაც იწვევს ბაქტერიების მეტაბოლიზმის დარღვევას. ციპროფლოქსაცინი ავლენს გამოხატულ ანტიბაქტერიულ აქტივობას in vitro გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
ანტიბაქტერიული პრეპარატის ეფექტურობა რქოვანაში დამოკიდებულია არა მხოლოდ მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე, რომელიც აფერხებს გამომწვევის შტამების 90%-ის ზრდას (მმკ90), არამედ პრეპარატის კონცენტრაციაზე რქოვანას სტრომის უჯრედებში. ოფთალმოლოგიურ ირიგაციულ ხსნარებში არსებულ მეტალის იონებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ფტორქინოლონების ბიოშეღწევადობა. ამრიგად, ციპროფლოქსაცინის კლინიკური ეფექტურობა თვალის მძიმე ინფექციების მიმართ შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე მიღებულის ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ლაბორატორიული კვლევებით, პრეპარატის მეტალის იონებთან ურთიერთქმედების გამო.
რეზისტენტობის მექანიზმი
ფტორქინოლონების, კერძოდ ციპროფლოქსაცინის, მიმართ რეზისტენტობა მოითხოვს მნიშვნელოვან გენეტიკურ მოდიფიკაციებს ხუთი ძირითადი ბაქტერიული მექანიზმიდან ერთ ან რამდენიმე მათგანში: დნმ-ის სინთეზისთვის ფერმენტები; დამცავი ცილები; უჯრედის გამტარიანობა; პრეპარატის ეფლუქსი; პლაზმიდით განპირობებული ამინოგლიკოზიდი 6'-N-აცეტილტრანსფერაზა, AAC (6')-Ib.
ფტორქინოლონები, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, განსხვავდება ქიმიური აგებულებით და მოქმედების მექანიზმით ამინოგლიკოზიდებისგან, β-ლაქტამური ანტიბიოტიკებისგან, მაკროლიდებისგან, ტეტრაციკლინებისგან, სულფანილამიდებისგან, ტრიმეტოპრიმისა და ქლორამფენიკოლისგან. ამიტომ, ამ პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები შეიძლება იყოს მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ.
კრიტიკული კონცენტრაციები
ადგილობრივი გამოყენების ციპროფლოქსაცინის ოფიციალური კრიტიკული კონცენტრაციები დადგენილი არ არის. გამოიყენება სისტემურ გამოყენებაზე დაფუძნებული კრიტიკული კონცენტრაციები, მაგრამ მათი გამოყენება ადგილობრივი გამოყენებისას ეჭვს იწვევს. EUCAST-მა დაადგინა შემდეგი კრიტიკული კლინიკური მმკ ამ ანტიბაქტერიული პრეპარატისათვის:
Staphylococcus species S ≤ 1 მგ/ლ, R ≥ 1 მგ/ლ
Streptococcus pneumoniae S ≤ 0,125 მგ/ლ, R ≥ 2 მგ/ლ
Haemophilus influenzae S ≤ 0,5 მგ/ლ, R ≥ 0,5 მგ/ლ
Moraxella catarrhalis S ≤ 0,5 მგ/ლ, R ≥ 0,5 მგ/ლ
Pseudomonas aeruginosa S ≤ 0,5 მგ/ლ, R ≥ 1 მგ/ლ
მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის მიმართ
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებადობა ცალკეულ სახეობებში შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ სასურველია გქონდეთ ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელებადობა ისეთია, რომ ზოგიერთი სახის ინფექციების დროს პრეპარატის ეფექტურობა ეჭვს იწვევს, უნდა მიმართოთ ექსპერტებს რჩევისათვის. ქვემოთ მოცემულია ბაქტერიული სახეობები, რომლებიც გამოყოფილია თვალის ზედაპირული ინფექციების დროს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium accolens, Corynebacterium auris, Corynebacterium propinquum, Corynebacterium pseudodiphtheriticum, Corynebacterium striatum, Staphylococcus aureus (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე), Staphylococcus capitis, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინისადმი მგრძნობიარე), Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus warneri, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans (ჯგუფი);
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter species, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens.
სახეობები, რომელთათვის შესაძლებელია შეძენილი რეზისტენტობა
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (მდგრადი მეთიცილინისადმი), Staphylococcus epidermidis (მდგრადი მეთიცილინისადმი), Staphylococcus lugdunensis.
მიკროორგანიზმები ბუნებრივი რეზისტენტობით
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium jeikeium.
პედიატრიული პოპულაცია
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
თვალის წვეთების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციით 3 მგ/მლ 230 ბავშვში დაბადებიდან 12 წლამდე ასაკის, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
გამოყენება ოტოლოგიაში
ყურის წვეთების გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში ციპროფლოქსაცინის 3 მგ/მლ კონცენტრაციით 193 ბავშვში დაბადებიდან 12 წლამდე ასაკის, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
ფარმაკოკინეტიკა
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება თვალში 3 მგ/მლ კონცენტრაციით ხსნარის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. კურდღლებში პიკური კონცენტრაცია უმეტეს ქსოვილებში მიიღწევა 0,5-2 საათის განმავლობაში. სისტემური კონცენტრაციები ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალი იყო. ადამიანებში, ციპროფლოქსაცინის დონე პლაზმაში 3 მგ/მლ კონცენტრაციით ციპროფლოქსაცინის ხსნარის 2 წვეთის ჩაწვეთების შემდეგ ყოველ 2 საათში 2 დღის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 4 საათში 5 დღის განმავლობაში მერყეობდა რაოდენობრივი შეფასების შესაძლებლობებიდან (<1,0 ნგ/მლ) 4,7 ნგ/მლ-მდე. ამ კვლევაში მიღებული ციპროფლოქსაცინის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 450-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი პერორალური 250 მგ დოზის დროს. ციპროფლოქსაცინის სისტემური ფარმაკოკინეტიკური თვისებები კარგად არის შესწავლილი. ციპროფლოქსაცინი კარგად აღწევს სხეულის ქსოვილებში. განაწილების აშკარა მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 1.7-დან 5.0 ლ/კგ-მდე. შრატის ცილებთან შეკავშირება არის 20-40%. ციპროფლოქსაცინის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს. ციპროფლოქსაცინი და მისი ოთხი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა შარდით და განავლით. თირკმლის კლირენსი შეადგენს შრატის მთლიანი კლირენსის დაახლოებით ორ მესამედს, დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან და განავალთან ერთად. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზომიერად იზრდება ექსტრარენალური ელიმინაციის გზების ხარჯზე. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ იზრდება.
გამოყენება ოტოლოგიაში
ბავშვებში შუა ოტიტით ჩადგმული ტიმპანოსტომიის მილით, ციპროფლოქსაცინის 3 მგ/მლ კონცენტრაციით ხსნარის გამოყენებისას (3 წვეთი 3-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში), ციპროფლოქსაცინი არ იყო გამოვლენილი სისხლის პლაზმაში (რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარი 5 ნგ/მლ). ციპროფლოქსაცინის მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბცია არ არის მოსალოდნელი გამოყენების ჩვეულებრივი პირობების შემთხვევაში.
არ არსებობს მონაცემები ბავშვებში ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ფლოქსიმედი
სავაჭრო დასახელება
ფლოქსიმედი, Floximed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციპროფლოქსაცინი, Ciprofloxacin
სამკურნალო ფორმა
0,3% თვალის/ყურის წვეთები.
აღწერილობა: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან მომწვანო-მოყვითალო ფერამდე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 3,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ყინულოვანი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S03AA07
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
მოზრდილები, ახალშობილები (0-27 დღე), ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 23 თვემდე), ბავშვები (2-დან 11 წლამდე) და მოზარდები (12-დან 16 წლამდე):
ფლოქსიმედი ნაჩვენებია რქოვანას წყლულების და თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით, კერძოდ Pseudomonas aeruginosa და სხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, რომლებიც რეზისტენტულია მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდების მიმართ.
გამოყენება ოტოლოგიაში
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ფლოქსიმედი ნაჩვენებია დიფუზური ან ლოკალური გარეთა ოტიტის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს მძიმე ანთებითი რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით, აგრეთვე ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავებისას.
Pseudomonas aeruginosa არის ერთ-ერთი მიკროორგანიზმი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ასეთ შემთხვევებში. ფლოქსიმედი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ოტოლარინგოლოგის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ყურის სხვა ინფექციების შემთხვევაში, როდესაც ვლინდება ან საეჭვოა Pseudomonas aeruginosa და/ან ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე სხვა მიკროორგანიზმები.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზირება
თუ თავსახურის გახსნის შემდეგ დამცავი რგოლი ძვრება, ის უნდა მოიხსნას პრეპარატის გამოყენებამდე.
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
მოზრდილები, ახალშობილები (0-27 დღე), ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 23 თვემდე), ბავშვები (2-დან 11 წლამდე) და მოზარდები (12-დან 16 წლამდე)
რქოვანას წყლულის დროს ფლოქსიმედი უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი ინტერვალებით, ღამითაც კი: პირველ დღეს 2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 15 წუთში პირველი 6 საათის განმავლობაში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წუთში დღის დარჩენილი პერიოდისთვის; მე-2 დღეს ყოველ საათში აწვეთებენ 2 წვეთს; მე-3-დან მე-14 დღემდე - 2 წვეთი ყოველ 4 საათში. თუ პაციენტს სჭირდება მკურნალობა 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დოზირების რეჟიმს ადგენს ექიმი.
თვალისა და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციის დროს პირველი ორი დღის განმავლობაში აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 2 საათში. მომდევნო დღეებში 4 საათში ერთხელ აწვეთებენ 1-2 წვეთს ბაქტერიული ინფექციის ნიშნების გაქრობამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ნიშნების გაქრობიდან 2 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
საცობი-საწვეთურის და ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, თვალყური უნდა ადევნოთ, რომ საწვეთური არ შეეხოს ქუთუთოებს, მიმდებარე ნაწილებს ან სხვა ზედაპირებს. რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენება ოტოლოგიაში
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
გამოყენებამდე საჭიროა გარეთა სასმენი მილის სათანადოდ გასუფთავება. უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად (ვესტიბულური სტიმულაცია) ჩაწვეთებისას, ხსნარი წინასწარ უნდა შეათბოთ ოთახის ტემპერატურამდე ან უფრო სასურველია სხეულის ტემპერატურამდე. პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში 3-4 წვეთს 2-4-ჯერ დღეში ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად. პაციენტი უნდა დაწვეს გვერდზე ისე, რომ დაზიანებული ყური ზევით იყოს, სასურველია ამ მდგომარეობაში დარჩეს 5-10 წუთის განმავლობაში. სასმენი არხის ადგილობრივი გაწმენდის შემდეგ შეიძლება ყურში ხსნარში გაჟღენთილი მარლის ტურუნდა ან ჰიდროფილური ბამბის ტამპონი ჩადოთ. როგორც წესი, ტურუნდას ან ბამბის ტამპონს ყურში ტოვებენ 1-2 დღე, მაგრამ ისინი პრეპარატით დღეში ორჯერ უხვად საჭიროებს დასველებას. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ არ აღემატება 5-10 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში უმჯობესია განისაზღვროს ადგილობრივი ფლორის მგრძნობელობა. როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ან სოკოების ზრდა.
გამოყენების წესი
საცობი-საწვეთურის და ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, თვალყური უნდა ადევნოთ, რომ საწვეთური არ შეეხოს ყურის ნიჟარას ან გარეთა სასმენ მილს, მიმდებარე ნაწილებს ან სხვა ზედაპირებს. როდესაც პრეპარატი არ გამოიყენება, ფლაკონი მჭიდროდ დახურული უნდა იყოს.
გამოყენება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს
არ არის ჩატარებული კვლევები ციპროფლოქსაცინის თვალის/ყურის წვეთების გამოყენების შესახებ პაციენტების ამ ჯგუფში.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპერმგრძნობელობა ქინოლონების მიმართ.
გვერდითი რეაქციები
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში, ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო თვალის დისკომფორტი, დისგევზია და რქოვანას აშრევება, რომლებიც ვლინდებოდა პაციენტების დაახლოებით 6%, 3% და 3%-ში შესაბამისად.
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ კატეგორიაში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. არასასურველი რეაქციების შესახებ მოყვანილი მონაცემები ეფუძნება კლინიკურ კვლევებს და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგებს.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა.
ნერვული სისტემის მხრივ*: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ*: ხშირად - თეთრი პრეციპიტატი, დისკომფორტი თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია; არახშირად - კერატოპათია, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ინფილტრატები, ფოტოფობია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ქუთუთოების შეშუპება, მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალების ქავილი, გაძლიერებული ცრემლდენა, გამონადენი თვალებიდან, ფუფხის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეზე, ქუთუთოს აქერცვლა, კონიუნქტივალური შეშუპება, ქუთუთოს ერითემა; იშვიათად - ოკულარული ტოქსიურობა, კერატიტი, კონიუნქტივიტი, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, დიპლოპია, თვალის ჰიპესთეზია, ასთენოპია, ჯიბლიბო, თვალის გაღიზიანება, თვალების ანთება.
სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ*: იშვიათად - ყურის ტკივილი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ჰიპერსეკრეცია პარანაზალურ სინუსებში, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისგევზია; არახშირად - გულისრევა; იშვიათად - დიარეა, მუცლის ტკივილი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - დერმატიტი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: სიხშირე უცნობია - მყესების დაზიანება.
პედიატრიული პოპულაცია
თვალის წვეთების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციით 3 მგ/მლ 230 ბავშვში დაბადებიდან 12 წლამდე, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
გამოყენება ოტოლოგიაში
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ყურის ქავილი და ოტორეა, რომელიც აღენიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 1%-ს.
სიხშირის თითოეულ კატეგორიაში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. არასასურველი რეაქციების შესახებ მოყვანილი მონაცემები ეფუძნება კლინიკურ კვლევებს და პოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგებს. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები მოცემულია ზემოთ.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი.
სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ: არახშირად - ყურის ტკივილი, ყურის დაცობა, ოტორეა, ქავილი ყურში; სიხშირე უცნობია - ტინიტუსი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - დერმატიტი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე*: არახშირად- პირექსია.
- ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები მდგრადი (შეინიშნებოდა რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ სხვადასხვა, მათ შორის რამდენიმე ერთდროულად, სისტემებიდან და გრძნობათა ორგანოებიდან (მათ შორის ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, მოძრაობის დარღვევა, ნეიროპათია თანმხლები პარესთეზიით, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა, სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს, ზოგიერთ შემთხვევებში არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად.
პედიატრიული პოპულაცია
ყურის წვეთების გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში ციპროფლოქსაცინის 3 მგ/მლ კონცენტრაციით 193 ბავშვში დაბადებიდან 12 წლამდე, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
ფტორქინოლონების ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან იშვიათია გენერალიზებული გამონაყარი, ტოქსიური ეპიდერმოლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ჭინჭრის ციება. ერთეულ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენებისას აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და პრეციპიტატების გაჩენა.
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც ქრებოდა შემდგომი გამოყენებისას. ნალექის გამოჩენა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
გამოყენება ოტოლოგიაში
ყურში გამოყენებისას კომპონენტები, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში, იშვიათად იწვევენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას. თუმცა, როგორც კანზე დატანილი ნებისმიერი ნივთიერების შემთხვევაში, არსებობს ალერგიული რეაქციის შესაძლებლობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
სისტემური გამოყენება
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურად ფტორქინოლონებით თერაპიას, იყო შეტყობინებები სერიოზული, ზოგჯერ ფატალური, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციების) შესახებ, მათ შორის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტა, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
პაციენტებში, რომლებიც სისტემურ ფტორქინოლონებს იღებდნენ, იყო შეტყობინებები აქილევსის მყესის, მხრის, მტევნის ან სხვა მყესების გაწყვეტის შესახებ, რაც იწვევდა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ან ხანგრძლივ შრომისუუნარობას. სისტემური ფტორქინოლონების გამოყენების კვლევები და პოსტმარკეტინგული გამოცდილება მიუთითებს, რომ ასეთი გაწყვეტის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, და შეიძლება გავლენა იქონიოს მყესებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ძლიერ დატვირთვას, კერძოდ აქილევსის მყესზე. დღეისათვის კლინიკურმა და პოსტმარკეტინგულმა მონაცემებმა არ აჩვენა მკაფიო კავშირი ციპროფლოქსაცინის ადგილობრივ გამოყენებასა და ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ არასასურველ რეაქციებს შორის.
ზომიერიდან და მძიმემდე ფოტომგრძნობელობის რეაქციები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სისტემური ქინოლონებით. თუმცა, ციპროფლოქსაცინზე ფოტომგრძნობელობის რეაქციები იშვიათია.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია.
თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ზოგადი მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თვალისა და ყურისთვის გამოსაყენებლად. არ გამოიყენოთ ინექციისთვის და არ გადაყლაპოთ.
ფლოქსიმედის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, სადაც დაფიქსირდა მძიმე გვერდითი რეაქციები, რომლებიც იყო დაკავშირებული ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ფლოქსიმედით ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ.
იყო შეტყობინებები სერიოზული, ზოგჯერ ლეტალური დასასრულით, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების (ანაფილაქსიური რეაქციების) შესახებ, მათ შორის პირველი დოზის მიღების შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ თერაპიას ქინოლონებით. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი. პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანამნეზში.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მძიმე მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება მოითხოვოს გადაუდებელი დახმარება, ჟანგბადის თერაპიის ჩათვლით და კლინიკური საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა.
ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.
ციპროფლოქსაცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატისა, შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ან სოკოვანი შტამების გადაჭარბებული ზრდა, რომლებიც არ არიან მგრძნობიარე მის მიმართ. თუ აღინიშნა სუპერინფექცია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ხანგრძლივი, მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი მედიკამენტური რეაქციები
იყო შეტყობინებები გრძელვადიანი (შეინიშნება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ სხვადასხვა, მათ შორის რამდენიმესი ერთდროულად, სისტემების (ძვალ-კუნთოვანი და ნერვული სისტემები, ფსიქიკა, გრძნობათა ორგანოები) მხრივ პაციენტებში, რომლებიც ქინოლონებს და ფტორქინოლონებს იღებდნენ, ასაკისა და არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი მძიმე გვერდითი რეაქციის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების აღნიშვნისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ფლოქსიმედის მიღება და უცილებელია მიმართვა ექიმთან.
ფტორქინოლონებით, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, სისტემური თერაპიის დროს შესაძლებელია ანთება და მყესების გაწყვეტა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას. ფლოქსიმედით თერაპია უნდა შეწყდეს მყესის ანთების პირველი ნიშნის დროს.
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა
ტენდინიტი და მყესის, განსაკუთრებით აქილევსის მყესის, გაწყვეტა, ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება აღინიშნოს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით თერაპიის დაწყებიდან უკვე 48 საათის განმავლობაში, ასევე მისი შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდინიტის და მყესების გაწყვეტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პაციენტებში პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველი ნიშნის აღნიშვნისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება), ფლოქსიმედის გამოყენება უნდა შეწყდეს და განიხილოს საკითხი ალტერნატიული მკურნალობის შესახებ. კიდურის(ებ)ის დაზიანებისას სათანადო მკურნალობა უნდა ჩატარდეს (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ტენდინოპათიის ნიშნების განვითარების შემთხვევაში.
პერიფერიული ნეიროპათია
იყო შეტყობინებები სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომელსაც თან ახლდა პარესთეზია, ჰიპესთეზია, დიზესთეზია ან სისუსტე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ქინოლონებით ან ფტორქინოლონებით. პაციენტები, რომლებიც იღებენ მკურნალობას ფლოქსიმედით, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ თუ ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე განვითარდება, უნდა მიმართონ ექიმს, რათა გადაწყდეს საკითხი თერაპიის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ და თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი დაზიანებების განვითარება.
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
კლინიკური გამოცდილება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით ახალშობილებში, გამოყენების შესახებ ძალიან შეზღუდულია.
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენება ახალშობილებში გონოკოკური ან ქლამიდიური წარმოშობის თვალის დაზიანებით არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პაციენტებში გამოყენება შესწავლილი არ არის.
თვალის წვეთების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის ნაზოფარინქსში მოხვედრის რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და გავრცელებას.
კლინიკური ჩვენებების მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ნაპრალოვანი ნათურის გამოყენებით.
ციპროფლოქსაცინის თვალის წვეთების ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც ქრებოდა პრეპარატის შემდგომი გამოყენებისას. ნალექის აღნიშვნა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
თვალის ინფექციების მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. ამიტომ, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ არ ატარონ კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებისას.
ფლოქსიმედი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი პრეპარატის 1 მლ-ში), რომელიც შეიძლება აბსორბირდეს რბილ კონტაქტურ ლინზებზე და შეცვალოს მათი ფერი. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ამოიღეთ ისინი თვალის წვეთების გამოყენებამდე და ჩაისვით ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს მშრალი თვალის სინდრომი ან რქოვანას დაავადება.
თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ სისტემური აბსორბციის შესამცირებლად რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში და 2 წუთის განმავლობაში თითით დაჭერა საცრემლე არხის მიდამოში.
გამოყენება ოტოლოგიაში
გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დადგენილია კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. თუმცა არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე გარეთა ოტიტის მკურნალობის შესახებ, არ არსებობს განსხვავებები ოტიტის პათოგენეზში პაციენტთა ზემოაღნიშნულ ჯგუფებს შორის, რაც გამორიცხავდა პრეპარატის გამოყენებას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, ექიმმა უნდა შეაფასოს ციპროფლოქსაცინის გამოყენების კლინიკური სარგებელი ცნობილ და პოტენციურ რისკებთან, როდესაც პრეპარატი ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ყურის წვეთების გამოყენებისას საჭიროა სათანადო და რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა, რათა დროულად დადგინდეს სხვა თერაპიული ზომების გამოყენების საჭიროება.
ფლოქიმედი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და კანის რეაქციების პროვოცირება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ფლოქსიმედი არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ისევე, როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, მხედველობის მკაფიოობის დროებით დარღვევამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ინსტილაციის დროს შეინიშნება მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვამდე.
არ არსებობს მონაცემები ფლოქსიმედის ყურის წვეთების გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებში ციპროფლოქსაცინის პერორალური გამოყენების კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მოსალოდნელია, რომ ციპროფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელო იქნება. პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია, თავი აარიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობის დროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში პერორალური მიღებისას. უცნობია გამოიყოფა თუ არა ციპროფლოქსაცინი დედის რძეში ადგილობრივი გამოყენებისას თვალის ან ყურის წვეთების სახით. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვისთვის რისკი ვერ იქნება გამორიცხული. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან თერაპიის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებული უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და თერაპიის სარგებელი დედისთვის.
ფერტილობა
კვლევები, რომლებიც აფასებენ ციპროფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების გავლენას ფერტილობაზე ადამიანებში, არ ჩატარებულა. ცხოველებში პერორალური გამოყენება არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენას ფერტილობაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
თვალის ან ყურის წვეთების ადგილობრივი გამოყენებისას ციპროფლოქსაცინის დაბალი სისტემური კონცენტრაციის გათვალისწინებით, მედიკამენტური ურთიერთქმედებები ნაკლებად სავარაუდოა.
თუ რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იწვეთებენ თვალში, საჭიროა მათი გამოყენებებს შორის მინიმუმ 5 წუთიანი დაყოვნება. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
არ არის ცნობები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი ტოქსიური ეფექტები ჭარბი დოზირების შემთხვევაში თვალის/ყურის წვეთების ადგილობრივი გამოყენებისას ან თუ ფლაკონის შიგთავსი შემთხვევით გადაყლაპეს.
მკურნალობა
ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება მოცილებული იქნას თვალებიდან თბილი წყლით. ნებისმიერი ზემოქმედების მკურნალობა იქნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
გამოშვების ფორმა
5 მლ თვალის/ყურის წვეთები პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, აღჭურვილი დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.