მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ფლოქსიმედი განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი, რომლებიც გამოწვეულია ნაწილში „ფარმაკოდინამიკა“ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- E.I.P.I.Co., ეგვიპტე
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- S01AE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034300
- რეგისტრირებულია
- 3 თებერვალი 2022, მოქმედებს 3 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- World Medicine Ophthalmics (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლოქსიმედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ფლოქსიმედი განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი, რომლებიც გამოწვეულია ნაწილში „ფარმაკოდინამიკა“ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით. თვალის მალამოს გამოყენებას თან უნდა ახლდეს ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტურობის შესაბამისი მონიტორინგი.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების ოფიციალური გაიდლაინები.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1,25 სმ მალამო მოთავსებული უნდა იქნას დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში (ან დაიტანება ქუთუთოს კიდეზე) 3-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 2-ჯერ დღეში მომდევნო 5 დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მდგომარეობის გაუმჯობესებიდან 2 დღის განმავლობაში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რჩევით.
მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ ტუბის წვერის ქუთუთოებთან, სახის მიმდებარე ნაწილებთან ან სხვა ზედაპირებთან შეხებას. გამოყენების შემდეგ საჭიროა ტუბის მჭიდროდ დახურვა.
რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
1 წლამდე ბავშვები
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ოფთალმოლოგიური მალამოს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეფასების კვლევები არ ჩატარებულა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპერმგრძნობელობა ქინოლონების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. არ გადაყლაპოთ.
არ არსებობს გამოყენების გამოცდილება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თვალის მალამოს გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის ცხვირ-ხახაში მოხვედრის რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას და გავრცელებას.
თვალის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ახალშობილებში გონოკოკით ან ქლამიდიებით გამოწვეული ოფთალმიით, ასეთ პაციენტებში გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო. ახალშობილებმა ოფთალმიით უნდა მიიღონ მკურნალობა დაავადების ეტიოლოგიის შესაბამისად.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებით სისტემურ თერაპიას, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია), მათ შორის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი. ამ პაციენტთაგან მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანამნეზში.
ციპროფლოქსაცინისადმი ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები საჭიროებენ გადაუდებელი დახმარების გაწევას ჟანგბადის თერაპიის გამოყენებით და სასუნთქი გზების გამტარიანობის შენარჩუნებით კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.
უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სხვა ნიშნების აღნიშვნის დროს.
ციპროფლოქსაცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატისა, შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების ან სოკოების ზრდის აქტივირება, რომლებიც არ არიან მგრძნობიარენი მის მიმართ. სუპერინფექციის აღნიშვნის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა უნდა შეფასდეს გაფართოებული კვლევების გამოყენებით, როგორიცაა ჭრილი ნათურით ბიომიკროსკოპია და ფლუორესცეინით შეღებვა.
ფტორქინოლონებით, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, სისტემური თერაპიის დროს, შესაძლებელია მყესის ანთება და რღვევა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში თანმხლები კორტიკოსტეროიდული თერაპიით. ამიტომ, თვალის მალამოს ფლოქსიმედის გამოყენება უნდა შეწყდეს მყესების ანთების პირველი ნიშნების დროს.
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც გაქრა შემდგომი გამოყენებისას. პრეციპიტატის გამოჩენა არ საჭიროებს პრეპარატის შეწყვეტას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ინფექციის მკურნალობისას. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, არ გამოიყენონ კონტაქტური ლინზები ფლოქსიმედი თვალის მალამოთი მკურნალობის დროს.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ლანოლინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ციპროფლოქსაცინის დაბალი სისტემური კონცენტრაციის გათვალისწინებით ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას, სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არის ან შეზღუდულია. ცხოველებში ციპროფლოქსაცინის პერორალური გამოყენების კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენაზე რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ვარაუდობენ, რომ ციპროფლოქსაცინის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელოა. როგორც პრევენციული ღონისძიება, რეკომენდებულია ორსულობის დროს ფლოქსიმედის გამოყენების თავიდან აცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავარაუდო თერაპიული ეფექტი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ციპროფლოქსაცინი პერორალური მიღების შემდეგ გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია გადადის თუ არა ციპროფლოქსაცინი დედის რძეში ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკი არ არის გამორიცხული.
უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ მკურნალობის დროს ან შეწყვეტის/უარის თქმის შესახებ ფლოქსიმედით მკურნალობაზე, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის თანაფარდობისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
არ ჩატარებულა კვლევები ციპროფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების გავლენის შესაფასებლად ადამიანებში ფერტილობაზე.
ცხოველებში ციპროფლოქსაცინის პერორალური გამოყენების კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფლოქსიმედი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილის მართვის და პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ნებისმიერი ოფთალმოლოგიური პრეპარატის მსგავსად, მხედველობის სიმკვეთრის დროებითმა დაქვეითებამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს მხედველობის მკაფიოობის დარღვევას, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის სრულად აღდგენას სატრანსპორტო საშუალების მართვამდე ან სხვა მექანიზმების გამოყენებამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები იყო დისკომფორტი თვალებში, დისგევზია (გემოვნების აღქმის დარღვევა) და რქოვანაზე პრეციპიტატი (თეთრი ნალექი), რომლებიც დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 6%, 3% და 3% შესაბამისად.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი გამოვლენის სიხშირის შემცირების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თეთრი ნადები (პრეციპიტატი რქოვანაზე), დისკომფორტი თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია; არახშირად - კერატოპათია, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ინფილტრატები, ფოტოფობია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ქუთუთოების შეშუპება, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, თვალებიდან გამონადენი, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე, ქუთუთოების კანის აქერცვლა, ქუთუთოების ჰიპერემია, თვალების სიწითლე; იშვიათად - ტოქსიკური მოვლენები მხედველობის ორგანოს მხრივ, კერატიტი, კონიუნქტივიტი, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, დიპლოპია, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, ასთენოპია, ჯიბლიბო, თვალის გაღიზიანება, თვალის ანთებითი დაავადებები.
სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: იშვიათად - ტკივილი ყურებში.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად - პარანაზალური სინუსების ლორწოვანი გარსის სეკრეციის მომატება, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისგევზია; არახშირად - გულისრევა; იშვიათად - მუცლის ტკივილი, დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - დერმატიტი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მყესების დაზიანება.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ფტორქინოლონების ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან იშვიათია გენერალიზებული გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმოლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ჭინჭრის ციება. ერთეულ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას აღინიშნებოდა მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და პრეციპიტატის გამოჩენა რქოვანას ზედაპირზე.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებით სისტემურ თერაპიას, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია), მათ შორის პირველი დოზის გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ფტორქინოლონებს, აღინიშნა მხრის, მტევნის, აქილევსის მყესების და სხვა მყესების რღვევები, რომლებიც შემდგომში საჭიროებდნენ ოპერაციას ან იწვევდნენ ხანგრძლივ ინვალიდობას. სისტემური ფტორქინოლონების კვლევები და ამ პროდუქტების პოსტმარკეტინგული გამოცდილება მიუთითებს, რომ მყესების ასეთი გაწყვეტის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, და გავლენას ახდენს მყესებზე, რომლებიც ექვემდებარებიან მაღალ დატვირთვას, კერძოდ, აქილევსის მყესზე.
კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის ამჟამინდელმა მონაცემებმა არ გამოავლინა მკაფიო კორელაცია ციპროფლოქსაცინის ადგილობრივ გამოყენებასა (თვალის მალამოს სახით) და ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ არასასურველ რეაქციებს შორის.
ქინოლონების სისტემური გამოყენებისას აღინიშნა ზომიერი და მძიმე ფოტოტოქსიკურობის რეაქციები. თუმცა, ციპროფლოქსაცინზე ასეთი რეაქციები იშვიათია.
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც ქრებოდა შემდგომი გამოყენებისას. პრეციპიტატის გამოჩენა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
პედიატრიული პოპულაცია
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 მგ/გ კონცენტრაციით ბავშვებში 1-დან 12 წლამდე ასაკში დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 103 ბავშვი. პაციენტების ამ ჯგუფში სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარება არ აღნიშნულა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აქვს სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არ არის ცნობები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატის თვისებების გათვალისწინებით, ტოქსიკური ეფექტი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან ტუბის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის დროს ნაკლებად სავარაუდოა.
მკურნალობა
ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჭარბი მალამოს მოცილება შესაძლებელია თვალების თბილი წყლით ჩამობანით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და დამხმარე თერაპია.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 3,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
პრეპარატის ათქ კოდი S01AE03
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
წარმოების თარიღიდან 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული პრეპარატები. ფტორქინოლონები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლოქსიმედი შეიცავს ციპროფლოქსაცინს (ფტორქინოლონს). ციპროფლოქსაცინის ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება განპირობებულია მისი ურთიერთქმედებით ფერმენტ დნმ-ჰირაზასთან, , რომელსაც ბაქტერიები იყენებენ დნმ-ის სინთეზისთვის. შედეგად ირღვევა ქრომოსომებიდან გენეტიკური ინფორმაციის წაკითხვა, რაც იწვევს ბაქტერიების მეტაბოლიზმის დარღვევას. ციპროფლოქსაცინი აქტიურია in vitro გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
რქოვანაში ანტიბაქტერიული ნივთიერების ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მიკროორგანიზმის მმკ90-ზე (მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია, რომელიც თრგუნავს 90% შტამების ზრდას), არამედ პრეპარატის კონცენტრაციაზე სტრომულ უჯრედებში. ოფთალმოლოგიურ ირიგაციულ ხსნარებში არსებულ ლითონის იონებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ფტორქინოლონების ბიოშეღწევადობა. ამრიგად, მეტალის იონებთან ურთიერთქმედების გამო, ციპროფლოქსაცინის კლინიკური ეფექტურობა თვალის მძიმე ინფექციებთან მიმართებაში შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე დაფიქსირებული ლაბორატორიულ კვლევებში მგრძნობელობაზე ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი.
მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის მიმართ
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებად ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით; ამასთან დაკავშირებით, სასურველია ლოკალური ცნობების ქონა რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით სერიოზული ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტული შტამების გავრცელებადობის შესახებ და სამკურნალო საშუალების გამოყენების სარგებელი საეჭვოა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ ინფექციასთან მიმართებაში, აუცილებელია კონსულტაციისათვის ექსპერტთან მიმართვა. ქვემოთ მოცემულია ბაქტერიების სახეობები, რომლებიც გამოყოფილია თვალის გარეგანი ინფექციური დაავადებების დროს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Corynebacterium accolens, Corynebacterium auris, Corynebacterium propinquum, Corynebacterium psudodiphtheriticum, Corynebacterium striatum, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე – MSSA), Staphylococcus capitis, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-მგრძნობიარე – MSSE), Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus warneri, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans (ჯგუფი);
გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Acinetobacter species, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens.
მიკროორგანიზმების სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა
გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენული – MRSA), Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-რეზისტენტული – MRSE), Staphylococcus lugdunensis;
გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: არ არსებობს;
სხვა მიკროორგანიზმები: არ არსებობს.
მიკროორგანიზმები თანდაყოლილი რეზისტენტობით
გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Corynebacterium jeikium;

რეზისტენტობის მექანიზმი
ფტორქინოლონებისადმი რეზისტენტობა, კერძოდ ციპროფლოქსაცინის მიმართ, მოითხოვს მნიშვნელოვან გენეტიკურ მოდიფიკაციას ხუთი ძირითადი ბაქტერიული მექანიზმიდან ერთში ან მეტში: ა) დნმ-ის სინთეზში მონაწილე ფერმენტებში, ბ) დამცავ ცილებში, გ) უჯრედების გამტარიანობაში, დ) სამკურნალო საშუალების ეფლუქსში, ან ე) პლაზმიდ-განპირობებულ ამინოგლიკოზიდებში 6'-N-აცეტილტრანსფერაზასი, AAC (6') - 1b.
ფტორქინოლონები, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, განსხვავდებიან ამინოგლიკოზიდებისგან, β-ლაქტამებისგან, მაკროლიდებისგან, ტეტრაციკლინებისგან, სულფონამიდებისგან, ტრიმეტოპრიმისა და ქლორამფენიკოლისგან მათი ქიმიური აგებულებით და მოქმედების მექანიზმით. ამიტომ, ამ პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები შეიძლება იყოს მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ.
კრიტიკული კონცენტრაციები
ციპროფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების ოფიციალური კრიტიკული კონცენტრაციები დადგენილი არ არის. გამოიყენება კრიტიკული კონცენტრაციები, დაფუძნებული სისტემურ გამოყენებაზე, მაგრამ მათი გამოყენება ადგილობრივი გამოყენების დროს გაურკვეველია. EUCAST სახელმძღვანელოში დადგენილია შემდეგი კრიტიკული კლინიკური მმკ ამ ანტიბაქტერიული პრეპარატისთვის:
Staphylococcus species
Streptococcus pneumoniae
Haemophilus influenzae
Moraxella catarrhalis
Pseudomonas aeruginosa
S ≤ 1 მგ/ლ, R ≥ 1 მგ/ლ
S ≤ 0,125 მგ/ლ, R ≥ 2 მგ/ლ
S ≤ 0,5 მგ/ლ, R ≥ 0,5 მგ/ლ
S ≤ 0,5 მგ/ლ, R ≥ 0,5 მგ/ლ
S ≤ 0,5 მგ/ლ, R ≥ 1 მგ/ლ
პედიატრიული პოპულაცია
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 მგ/გ კონცენტრაციით ბავშვებში 1-დან 12 წლამდე დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 103 ბავშვი. პაციენტების ამ ჯგუფში სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარება არ აღნიშნულა.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება თვალის ქსოვილში თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. კურდღლებში პიკური კონცენტრაცია უმეტეს ქსოვილებში მიიღწევა 0,5-2 საათის განმავლობაში. სისტემური კონცენტრაციები ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალი იყო. ადამიანებში, ციპროფლოქსაცინის დონე პლაზმაში 0,3% ციპროფლოქსაცინის ხსნარის 2 წვეთის ჩაწვეთების შემდეგ ყოველ 2 საათში ორი დღის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 4 საათში ხუთი დღის განმავლობაში მერყეობდა განუზომელიდან (<1,0 მკგ/მლ) 4,7 მკგ/მლ-მდე. ციპროფლოქსაცინის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, რომელიც მიღებულია ამ კვლევაში, დაახლოებით 450-ჯერ დაბალია, ვიდრე 250 მგ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი პერორალური მიღებისას. ციპროფლოქსაცინის სისტემური ფარმაკოკინეტიკური თვისებები კარგად არის შესწავლილი. ციპროფლოქსაცინი ფართოდ ნაწილდება სხეულის ქსოვილებში. განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარებაში შეადგენს 1,7-5,0 ლ/კგ. შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 20-40%-ს. პლაზმიდან ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს. ციპროფლოქსაცინი და მისი ოთხი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა შარდით და განავლით. თირკმლის კლირენსი შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით ორ მესამედს, ნაღველთან და განავლით გამოყოფა უზრუნველყოფს დარჩენილ პროცენტს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზომიერად იზრდება ელიმინაციის ექსტრარენალური გზების ხარჯზე. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ იზრდება.
ციპროფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა და სისტემური ექსპოზიციის დონეები ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს სახით ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ 3 მგ/გ კონცენტრაციით არ არის შესწავლილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფლოქსიმედი
სავაჭრო დასახელება
ფლოქსიმედი, Floximed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციპროფლოქსაცინი, Ciprofloxacin
სამკურნალო ფორმა
თვალის მალამო 0,3%.
აღწერილობა: ჰომოგენური, ნახევრად მყარი ზეთოვანი მასა, მოყვითალო-თეთრიდან ყვითელ ფერამდე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 3,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
პრეპარატის ათქ კოდი S01AE03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ფლოქსიმედი განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი, რომლებიც გამოწვეულია ნაწილში „ფარმაკოდინამიკა“ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით. თვალის მალამოს გამოყენებას თან უნდა ახლდეს ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტურობის შესაბამისი მონიტორინგი.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების ოფიციალური გაიდლაინები.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1,25 სმ მალამო მოთავსებული უნდა იქნას დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში (ან დაიტანება ქუთუთოს კიდეზე) 3-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 2-ჯერ დღეში მომდევნო 5 დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მდგომარეობის გაუმჯობესებიდან 2 დღის განმავლობაში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რჩევით.
მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ ტუბის წვერის ქუთუთოებთან, სახის მიმდებარე ნაწილებთან ან სხვა ზედაპირებთან შეხებას. გამოყენების შემდეგ საჭიროა ტუბის მჭიდროდ დახურვა.
რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
1 წლამდე ბავშვები
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ოფთალმოლოგიური მალამოს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეფასების კვლევები არ ჩატარებულა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპერმგრძნობელობა ქინოლონების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
კლინიკურ კვლევებში ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები იყო დისკომფორტი თვალებში, დისგევზია (გემოვნების აღქმის დარღვევა) და რქოვანაზე პრეციპიტატი (თეთრი ნალექი), რომლებიც დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 6%, 3% და 3% შესაბამისად.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი გამოვლენის სიხშირის შემცირების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თეთრი ნადები (პრეციპიტატი რქოვანაზე), დისკომფორტი თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია; არახშირად - კერატოპათია, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ინფილტრატები, ფოტოფობია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ქუთუთოების შეშუპება, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, თვალებიდან გამონადენი, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე, ქუთუთოების კანის აქერცვლა, ქუთუთოების ჰიპერემია, თვალების სიწითლე; იშვიათად - ტოქსიკური მოვლენები მხედველობის ორგანოს მხრივ, კერატიტი, კონიუნქტივიტი, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, დიპლოპია, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, ასთენოპია, ჯიბლიბო, თვალის გაღიზიანება, თვალის ანთებითი დაავადებები.
სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: იშვიათად - ტკივილი ყურებში.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად - პარანაზალური სინუსების ლორწოვანი გარსის სეკრეციის მომატება, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისგევზია; არახშირად - გულისრევა; იშვიათად - მუცლის ტკივილი, დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - დერმატიტი.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მყესების დაზიანება.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ფტორქინოლონების ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან იშვიათია გენერალიზებული გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმოლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ჭინჭრის ციება. ერთეულ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას აღინიშნებოდა მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და პრეციპიტატის გამოჩენა რქოვანას ზედაპირზე.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებით სისტემურ თერაპიას, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია), მათ შორის პირველი დოზის გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ ფტორქინოლონებს, აღინიშნა მხრის, მტევნის, აქილევსის მყესების და სხვა მყესების რღვევები, რომლებიც შემდგომში საჭიროებდნენ ოპერაციას ან იწვევდნენ ხანგრძლივ ინვალიდობას. სისტემური ფტორქინოლონების კვლევები და ამ პროდუქტების პოსტმარკეტინგული გამოცდილება მიუთითებს, რომ მყესების ასეთი გაწყვეტის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, და გავლენას ახდენს მყესებზე, რომლებიც ექვემდებარებიან მაღალ დატვირთვას, კერძოდ, აქილევსის მყესზე.
კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის ამჟამინდელმა მონაცემებმა არ გამოავლინა მკაფიო კორელაცია ციპროფლოქსაცინის ადგილობრივ გამოყენებასა (თვალის მალამოს სახით) და ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ არასასურველ რეაქციებს შორის.
ქინოლონების სისტემური გამოყენებისას აღინიშნა ზომიერი და მძიმე ფოტოტოქსიკურობის რეაქციები. თუმცა, ციპროფლოქსაცინზე ასეთი რეაქციები იშვიათია.
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც ქრებოდა შემდგომი გამოყენებისას. პრეციპიტატის გამოჩენა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
პედიატრიული პოპულაცია
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 მგ/გ კონცენტრაციით ბავშვებში 1-დან 12 წლამდე ასაკში დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 103 ბავშვი. პაციენტების ამ ჯგუფში სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარება არ აღნიშნულა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აქვს სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. არ გადაყლაპოთ.
არ არსებობს გამოყენების გამოცდილება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თვალის მალამოს გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის ცხვირ-ხახაში მოხვედრის რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას და გავრცელებას.
თვალის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ახალშობილებში გონოკოკით ან ქლამიდიებით გამოწვეული ოფთალმიით, ასეთ პაციენტებში გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო. ახალშობილებმა ოფთალმიით უნდა მიიღონ მკურნალობა დაავადების ეტიოლოგიის შესაბამისად.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებით სისტემურ თერაპიას, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია), მათ შორის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ზოგიერთ რეაქციას თან ახლდა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გონების დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ხახის ან სახის შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და ქავილი. ამ პაციენტთაგან მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანამნეზში.
ციპროფლოქსაცინისადმი ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები საჭიროებენ გადაუდებელი დახმარების გაწევას ჟანგბადის თერაპიის გამოყენებით და სასუნთქი გზების გამტარიანობის შენარჩუნებით კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.
უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სხვა ნიშნების აღნიშვნის დროს.
ციპროფლოქსაცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატისა, შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების ან სოკოების ზრდის აქტივირება, რომლებიც არ არიან მგრძნობიარენი მის მიმართ. სუპერინფექციის აღნიშვნის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა უნდა შეფასდეს გაფართოებული კვლევების გამოყენებით, როგორიცაა ჭრილი ნათურით ბიომიკროსკოპია და ფლუორესცეინით შეღებვა.
ფტორქინოლონებით, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, სისტემური თერაპიის დროს, შესაძლებელია მყესის ანთება და რღვევა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში თანმხლები კორტიკოსტეროიდული თერაპიით. ამიტომ, თვალის მალამოს ფლოქსიმედის გამოყენება უნდა შეწყდეს მყესების ანთების პირველი ნიშნების დროს.
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ხშირი გამოყენებისას რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა თეთრი პრეციპიტატი (პრეპარატის ნარჩენები), რომელიც გაქრა შემდგომი გამოყენებისას. პრეციპიტატის გამოჩენა არ საჭიროებს პრეპარატის შეწყვეტას და ასევე არ ახდენს უარყოფით გავლენას შეხორცების პროცესზე.
არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ინფექციის მკურნალობისას. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, არ გამოიყენონ კონტაქტური ლინზები ფლოქსიმედი თვალის მალამოთი მკურნალობის დროს.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ლანოლინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
ფლოქსიმედი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილის მართვის და პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ნებისმიერი ოფთალმოლოგიური პრეპარატის მსგავსად, მხედველობის სიმკვეთრის დროებითმა დაქვეითებამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს მხედველობის მკაფიოობის დარღვევას, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის სრულად აღდგენას სატრანსპორტო საშუალების მართვამდე ან სხვა მექანიზმების გამოყენებამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არის ან შეზღუდულია. ცხოველებში ციპროფლოქსაცინის პერორალური გამოყენების კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენაზე რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ვარაუდობენ, რომ ციპროფლოქსაცინის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელოა. როგორც პრევენციული ღონისძიება, რეკომენდებულია ორსულობის დროს ფლოქსიმედის გამოყენების თავიდან აცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავარაუდო თერაპიული ეფექტი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ციპროფლოქსაცინი პერორალური მიღების შემდეგ გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია გადადის თუ არა ციპროფლოქსაცინი დედის რძეში ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკი არ არის გამორიცხული.
უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ მკურნალობის დროს ან შეწყვეტის/უარის თქმის შესახებ ფლოქსიმედით მკურნალობაზე, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის თანაფარდობისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
არ ჩატარებულა კვლევები ციპროფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების გავლენის შესაფასებლად ადამიანებში ფერტილობაზე.
ცხოველებში ციპროფლოქსაცინის პერორალური გამოყენების კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ციპროფლოქსაცინის დაბალი სისტემური კონცენტრაციის გათვალისწინებით ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას, სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
არ არის ცნობები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატის თვისებების გათვალისწინებით, ტოქსიკური ეფექტი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან ტუბის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის დროს ნაკლებად სავარაუდოა.
მკურნალობა
ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ჭარბი მალამოს მოცილება შესაძლებელია თვალების თბილი წყლით ჩამობანით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და დამხმარე თერაპია.
გამოშვების ფორმა
თვალის მალამოს 5გ-იანი ალუმინის ტუბში.
1 ტუბი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
წარმოების თარიღიდან 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
(“E.I.P.I.Co.”, თენს ოვ რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა В1, ს/ყ 149 ტენსი, ეგვიპტე
(“E.I.P.I.Co.”, Tenth of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth, Egypt).
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ოფთალმიქსი“-სთვის, დიდი ბრიტანეთი
(“WORLD MEDICINE OPHTHALMICS”, GREAT BRITAIN).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.