პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

უნიტრექსატი საინექციო

UNITREXATE Inj.

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

1. მეტოტრექსატი გამოიყენება რეგრესის გამოწვევისთვის ნეოპლაზიური მდგომარეობების ფართო სპექტრის დროს: 1. მწვავე ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, რბილი ქსოვილების და ოსტეოგენური სარკომები 2. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთოტრექსატი (methotrexate)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/2მლ 2მლ ინტრათეკალური, ი.მ. და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034076
რეგისტრირებულია
28 დეკემბერი 2021, მოქმედებს 28 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაუნიტრექსატი საინექციო და სხვა წამალი ერთად

უნიტრექსატი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • მეტოტრექსატი გამოიყენება რეგრესის გამოწვევისთვის ნეოპლაზიური მდგომარეობების ფართო სპექტრის დროს:
  • მწვავე ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, რბილი ქსოვილების და ოსტეოგენური სარკომები
  • სოლიდური კიბო, განსაკუთრებით ძუძუს, თავის და კისრის, ფილტვის და შარდის ბუშტის

ტროფობლასტური დაავადება (ქორიოკარცინომა, ქორიოადენომა destruens, და ჰიდატიფორმული ხალი).

  • რევმატოიდული ართრიტი
  • ასევე გამოიყენება მწვავე, უკონტროლო ფსორიაზის სამკურნალოდ, რომელიც სხვა თერაპიაზე არ რეაგირებს.

მიღების წესი და დოზირება

  • ყოველი ჩვენებისთვის რეკომენდებული დოზირება შემდეგია:
  • მენინგეალური ლეიკემია ბავშვებისთვის: ინტრათეკალურად, 12-15მგ/მ2, (დაახლოებით 0.4-0.5მგ/კგ) სანამ ცერებროსპინალური სითხის (CSF) უჯრედების რაოდენობა ნორმას დაუბრუნდება (ჩვეულებრივ 2-3 კვირა).
  • ტროფობლასტური დაავადება: ინტრამუსკულარულად, 10-30მგ/მ2 , დღე-ღამეში, 5 ხუთდღიანი კურსით. ასეთი კურსები ჩვეულებრივ მეორდება 3-5 ჯერ 7-12 დღიანი ინტერვალით.
  • ძუძუს კიბო: რეკომენდებული დოზაა 10-60მგ/მ2 , ინტრავენურად.
  • ფილტვის კიბო:რეკომენდებული დოზაა 20-100მგ/მ2 , ინტრავენური ინფუზიის ან ინტრავენური ინექციის სახით.
  • თავის და კისრის ეპიდერმოიდული კიბოები: რეკომენდებული დოზაა 240-1,080მგ/მ2 , ინტრავენურად, შემდეგ ლეუკოვირინი გადაუდებლად.
  • შარდის ბუშტის კიბო: ინტრავენური ინფუზია ან ინტრავენური ინექცია, მაქსიმალური დოზა 100მგ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
  • ოსტეოსარკომა: რეკომენდებული დოზაა 600-900მგ/მ2, ინტრავენურად. შემდეგ ლეუკოვორინი გადაუდებლად.
  • არა-ჰოჯკინის ლიმფომა: რეკომენდებული დოზაა 90-900მგ/მ2, ინტრავენური ინფუზია ან ინტრავენური ინექცია, შემდეგ მაღალი დოზით ლეუკოვირინი გადაუდებლად.
  • ფსორიაზი

ფსორიაზის მართვისთვის, მეტოტრექსატის ერთჯერადი 5-10მგ დოზა უნდა გამოიყენონ თერაპიის დაწყებამდე 1 კვირით ადრე იდიოსინკრაზიული რეაქციების აღმოსაჩენად. მწვავე ფსორიაზის მკურნალობისთვის რეკომენდებულია 10-25მგ ორალურად, კვირაში ერთხელ. თუმცა, შესაძლებელია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენება. პარენტერალური დოზირება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ საჭიროებებს და რეაგირებას.

  • მეტოტრექსატი უნდა გამოიყენონ მარტო ან რადიოთერაპიასთან, ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად. უნდა გაითვალისწინონ დოზირების განსაზღვრა.

უკუჩვენებები

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიდროთორაქსი ან ასციტი (გახანგრძლივებული ჰიდროთორაქსი და ასციტი შეიძლება ტოქსიურობას აძლიერებდეს)

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ფსორიაზი ან რევმატოიდული ართრიტი:

  • რომლებსაც აქვთ სისხლის დისკრაზია, როგორიცაა ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მნიშვნელოვანი ანემია;
  • რომლებსაც აქვთ ღია ან ლაბორატორიულად დადასტურებული იმუნოდეფიციტის სინდრომი;
  • რომლებსაც აღენიშნებათ ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება ან ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადები;

ორსული ქალები ან მეძუძური ქალები.

პაციენტები, რომლებიც აციტრეტინს იღებენ.

სიფრთხილე

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები (შეიძლება გახანგრძლივდეს პრეპარატის ელიმინაცია);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ან წყლულოვანი სტომატიტი (შინაგანი ორგანოების პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ენტერიტი და სიკვდილი).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის წყლული ან წყლუოვანი კოლიტი;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური დაავადება;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ძვლის ტვინის დეპრესია;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჩუტყვავილა (შეიძლება განვითარდეს ნაყოფის სისტემური დაზიანება);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექციით მიმდინარე გართულებები;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მენტალური დარღვევები;

ხანდაზმულები და ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

მეტოტრექსატი უნდა დანიშნოს მხოლოდ იმ ექიმმა, რომელსაც აქვს ანტიმეტაბოლური თერაპიის გამოცდილება. ფატალური ან მწვავე ტოქსიური რეაქციების შესაძლებლობის გამო პაციენტი ექიმის მიერ სრულად ინფორმირებული უნდა იყოს რისკების შესახებ და უნდა იმყოფებოდეს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენება აქვეითებს მეტოტრექსატ-ტრანსპორტის ფუნქციას, იწვევს ელიმინაციის გადავადებას და ძლიერდება ამ პრეპარატის მოქმედება ან ტოქსიურობა, აქედან გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე: სულფონამიდები, ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, ამინობენზოატი, პროპრონის მჟავა, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, პრობენეციდი, სულფინპირაზონი. ამ პრეპარატს აქვს პროტეინებთან კავშირის დიდი უნარი და შეიძლება ჩანაცვლდეს სალიცილის მჟავით, ფენიბუტაზონით, დიურეზული, ანტიდიაბეტური საშუალებებით, ფენიტოინით, სულფონამიდებით, ტეტრაციკლინით, ქლორამფენიკოლით, p-ამინობენზოის მჟავით, მჟავა აგენტებით. აქედან გამომდინარე, ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს. იშვიათად, კომპლექსური პრეპარატის-სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის მოქმედება შეიძლება გაიზარდოს. იშვიათად, ტრიმეტოპრიმით/სულფამეტოქსაზოლით აღწერილია ძვლის ტვინის სუპრესიის გაძლიერება პაციენტებში, რომლებიც მეტოტრექსატს იღებდნენ, სავარაუდოდ, ადიტიური ანტიფოლატური ეფექტით. ფოლიუმის მჟავას შემცველი ვიტამინების პრეპარატები ან მისი წარმოებულები შეიძლება აქვეითებდნენ სისტემურად გამოყენებულ მეტოტრექსატზე პასუხს. თირკმლის მილაკებით ტრანსპორტი ასევე ქვეითდება პრობენეციდით. ამ პრეპარატთან ერთად მეტოტრექსატის გამოყენებისას საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი. ასევე სიფრთხილეა საჭირო როდესაც აასს და სალიცილატები გამოიყენება მეტოტრექსატის დაბალ დოზებთან ერთად. ცხოველების მოდელში აღწერილია ამ პრეპარატების მიერ მეტოტრექსატის მილაკოვანი სეკრეციის შემცირება და შეიძლება გააძლიეროს მისი ტოქსიურობა.

ჰეპატიტის მომატებული რისკი აღწერილია მეტოტრექსატის და ეტრეტინატის ერთად გამოყენებისას. შედეგად, მეტოტრექსატის აციტრეტინთან კომბინაცია ასევე უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში გამოყენებისას მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი ან ტერატოგენური ეფექტები. მეტოტრექსატი უკუნაჩვენებია ფსორიაზით ან რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ორსულებში და ნეოპლაზიური დაავადებების მკურნალობისას უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში მეტოტრექსატის გამოყენება არ უნდა დაიწყოს ორსულობის გამორიცხვამდე და სრულად ინფორმირებული უნდა იყვნენ ნაყოფის სერიოზული რისკების შესახებ მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში

ხანდაზმულებში კლინიკური ფარმაკოლოგია შესწავლილი არ არის. ხანდაზმულებში უფრო დაბალია ფოლიუმის მჟავას რეზერვი და ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინონ დოზირების შემცირება და საჭიროა ტოქსიურობის საწყის ნიშნებზე დაკვირვება.

უსაფრთხოება დღენაკლებში, ახალშობილებში, ჩვილებში (არაუმეტეს 1 წლის) დადგენილი არ არის.

კლინიკური ტესტზე ეფექტი

კომპლექსური პრეპარატის სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის თანმხლები გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი დიჰიდრო ფოლატ რედუქტაზას (DHFR) გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე.

გვერდითი მოვლენები

შოკი: იშვიათად, შოკის განვითარების შემთხვევაში საჭიროა საკმარისი მონიტორინგი. აუცილებლობისას გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

გასტროინტესტინური: გასტროინტესტინური ტრაქტის წყლულის, სისხლდენის, სტომატიტის, მუცლის ტკივილის, დიარეის, გულისრევის, ღებინების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეტოტრექსატი უნდა მოიხსნას გამოჯანმრთელებამდე. ასევე შეიძლება განვითარდეს ანორექსია, შავი მასების ღებინება, ენტეროკლეზისი

რესპირატორული სისტემა: აღწერილია გარდაცვალება ინტერსტიციალური პნევმონიის გამო. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ინტერსტიციალური დაავადება, ფილტვის ფიბროზი. ფილტვის სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი, არაპროდუქტიული ხველა) ან არასპეციფიური პნევმონია შეიძლება იყოს სარისკო პოტენციური დაზიანების ნიშნები, აქედან გამომდინარე ამ დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ინტენსიური გამოკვლევები.

ფსიქონევრალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დისფაზია, ჰემიპლეგია, დამბლა, კონვულსიები, კომა, ათიმია, კისრის და თავის დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი.

უროგენიტალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს ასპერმატიზმი, საკვერცხის უკმარისობა, კატამენიას უკმარისობა, უნაყოფობა, აბორტი და ნაყოფის ანომალიები.

ჰემატოლოგიური: შეიძლება განვითარდეს ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სისხლდენა, იქორემია, ჰიპოგამაგლობულინემია. გრანულოციტოპენიის და ალების შემთხვევაში, საჭიროა დაუყვნებლივ გამოკვლევა და შესაბამისი თერაპია როგორიცაა პარენტერალურად ანტიბიოტიკური საშუალებების ექსტენსიური შეყვანა.

ღვიძლი: შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება (GOT, GPT, AL-P მომატება), სიყვითლე,ღვიძლის გაცხიმოვნება, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, ღვიძლის ქსოვილის ფიბროზი, ჰეპატოციროზი.ღვიძლის ციროზის და ფიბროზის მძიმე შემთხვევებში გამოყენება უნდა შეწყდეს.

თირკმლის: შეიძლება განვითარდეს შარდსაწვეთის ნეკრობიოზი,მძიმე ნეფროპათია, ჰემატურია,BUN ან კრეატინინის მომატება. ოსტეოსარკომის სამკურნალოდ გამოყენებულმა მეტოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწივოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

მომატებული მგრძნობელობა: შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დარღვევა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, დამბლა, ცემინება, დისპნოე, გულმკერდის შფოთვა, შემცივნება, ოფლიანობა. ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

კანი: შეიძლება განვითარდეს მომატებული ფოტომგრძნობელობა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, ერითემა, პიგმენტაცია, დეკოლორაცია, კანქვეშა ეკქიმოზი, აკნე, ღრუები, ტელეანგიექტაზია და ჭრილობების გამწვავება.

სხვა: შეიძლება განვითარდეს სისუსტე, პაროტიდიტი, ბლენოფთალმია, ცისტიტი, ართრალგია, მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და უეცარი სიკვდილი.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

რადგან შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძვლის ტვინის დეპრესია, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და კლინიკური ტესტების (სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, თირკმლის ფუნქციური ტესტი, შარდის ტესტი) ხშირი ჩატარება.სიმპტომების შემთხვევაში უნდა დაიიშნოს შესაბამისი თერაპია, როგორიცაა დოზის შემცირება ან მოხსნა.

სიფრთხილეა საჭირო ინფექციის გამოვლენის ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის დროს.

ბავშვებში ან ისეთ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ, უნდა გაითვალისწინონ გონადებზე ეფექტი.

პრეპარატის მიღებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა ძირითადად განპირობებულია თირკმლის მილაკებში მეტოტრექსატის და 7-ჰიდრომეტოტრექსატის დალექვით.უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი ადექვატური ჰიდრატაციის, შარდის დატუტიანების, შარდით ელიმინაციის და შრატში მეტოტრექსატის და კერატინინის დონის გაზომვის ჩათვლით.

მეტოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადება პოტენციურად საშიში დაზიანებაა, რომელიც შეიძლება მწვავედ განვითარდეს თერაპიის ნებისმიერ დროს და რომელიც აღწერილია კვირაში 7,5მგ დოზის გამოყენების დროსაც. ის ყოველთვის სრულად შექცევადი არ არის. ფილტვის დაავადებაზე ეჭვის დროს, ეფექტურია ფილტვის ფუნქციური ტესტი, როგორიცაა საბაზისო გაზომვები.

რადგან მეტოტრექსატის დაბალი დოზით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიურობა, რეგულარულად საჭირო იქნება ღვიძლის ფუნქციური ტესტები. სიმპტომების შემთხვევაში გამოყენება მინიმუმ 2 კვირით უნდა შეწყდეს.

ამ პრეპარატის გამოყენებით სპერმოგენეზზე და ოვოგენეზზე ეფექტების გამო რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება შექცევადად დაქვეითდეს, აქედან გამომდინარე ორსულობის თავიდან აცილება საჭიროა თერაპიის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ინტრასპინალური გამოყენების შემდეგ ტვინის რადიოთერაპიასთან ერთად მიღებისას აღინიშნა ლეიკოენცეფალოპათია.

რადგან ამ პრეპარატს აქვს იმუნოსუპრესიული ფუნქცია, შეიძლება დააქვეითოს ვაქცინისადმი იმუნური პასუხი. ცოცხალ ვაქცინასთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიგენზე სერიოზული პასუხი.

სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის გაზრდისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შემდეგ უნდა დაიწყოს სისხლის გადასხმით დამხმარე მკურნალობა ან შექცევადი ბარიერული მოვლა.

ჰემოპოეტინის დაქვეითება შეიძლება უეცრად განვითარდეს დაბალი დოზის გამოყენების დროსაც.

ცენტრალური ნერვული სისტემის რადიოთერაპიის შემთხვევაში ამ პრეპარატის პარალელური ინტრასპინალური გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფერის მიმცემი საშუალების სახით პრეპარატი შეიცავს ტარტრაზინს, აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზა

ლეუკოვორინი ნაჩვენებია ტოქსიურობის განეიტრალების და შემცირებისთვის და მეტოტრექსატის დოზის უნებლიე გადაჭარბების ეფექტის წინააღმდეგობისთვის.ლეუკოვორინის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ლეუკოვორინის მეტოტრექსატის დოზის ექვივალენტის ან უფრო მეტის გამოყენება უნდა მოხდეს ინტრავენური ნაკადით ინექციის სახით, ერთი საათის განმავლობაში.თუ იზრდება დროის ინტერვალი მეტოტრექსატის გამოყენებას და ლეუკოვორინის მიღების დაწყებას შორის, ლეუკოვორინის მიერ ტოქსიურობის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მცირდება. შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მონიტორინგი აუცილებელია ლეუკოვორინის ოპტიმალური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის. დოზის მასიური გადაჭარბების შემთხვევაში, ჰიდრატაცია და შარდის დატუტიანება შეიძლება აუცილებელი იყოს მეტოტრექსატის და/ან მეტაბოლიტების თირკმლის მილაკებში დალექვის პრევენციისთვის. მეტოტრექსატის ელიმინაციის გაუმჯობესება ნაჩვენები არ არის ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. თუმცა, საჭიროა პაციენტებზე ფრთხილი დაკვირვება და სხვა დამხმარე ზომები, როგორიცაა ჰემოტრანსფუზია, თირკმლის დიალიზი და შექცევადი ბარიერული მოვლა.

შენახვა

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა

1 ფლაკონი/კოლოფში.

გადახედვა: 21 ივლისი, 2008 წელი.

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი (2მლ) შეიცავს

მეტოტრექსატი.....50მგ

ყოველი ფლაკონი (20მლ) შეიცავს

მეტოტრექსატი.....500მგ

აღწერა

ღია ყვითელი ხსნარი ქარვისფერ ამპულაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

უნიტრექსატი საინექციო

მეტოტრექსატი ანტინეოპლაზიური

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი (2მლ) შეიცავს

მეტოტრექსატი.....50მგ

ყოველი ფლაკონი (20მლ) შეიცავს

მეტოტრექსატი.....500მგ

აღწერა

ღია ყვითელი ხსნარი ქარვისფერ ამპულაში.

ჩვენება

  • მეტოტრექსატი გამოიყენება რეგრესის გამოწვევისთვის ნეოპლაზიური მდგომარეობების ფართო სპექტრის დროს:
  • მწვავე ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, რბილი ქსოვილების და ოსტეოგენური სარკომები
  • სოლიდური კიბო, განსაკუთრებით ძუძუს, თავის და კისრის, ფილტვის და შარდის ბუშტის

ტროფობლასტური დაავადება (ქორიოკარცინომა, ქორიოადენომა destruens, და ჰიდატიფორმული ხალი).

  • რევმატოიდული ართრიტი
  • ასევე გამოიყენება მწვავე, უკონტროლო ფსორიაზის სამკურნალოდ, რომელიც სხვა თერაპიაზე არ რეაგირებს.

დოზირება და გამოყენება

  • ყოველი ჩვენებისთვის რეკომენდებული დოზირება შემდეგია:
  • მენინგეალური ლეიკემია ბავშვებისთვის: ინტრათეკალურად, 12-15მგ/მ2, (დაახლოებით 0.4-0.5მგ/კგ) სანამ ცერებროსპინალური სითხის (CSF) უჯრედების რაოდენობა ნორმას დაუბრუნდება (ჩვეულებრივ 2-3 კვირა).
  • ტროფობლასტური დაავადება: ინტრამუსკულარულად, 10-30მგ/მ2 , დღე-ღამეში, 5 ხუთდღიანი კურსით. ასეთი კურსები ჩვეულებრივ მეორდება 3-5 ჯერ 7-12 დღიანი ინტერვალით.
  • ძუძუს კიბო: რეკომენდებული დოზაა 10-60მგ/მ2 , ინტრავენურად.
  • ფილტვის კიბო:რეკომენდებული დოზაა 20-100მგ/მ2 , ინტრავენური ინფუზიის ან ინტრავენური ინექციის სახით.
  • თავის და კისრის ეპიდერმოიდული კიბოები: რეკომენდებული დოზაა 240-1,080მგ/მ2 , ინტრავენურად, შემდეგ ლეუკოვირინი გადაუდებლად.
  • შარდის ბუშტის კიბო: ინტრავენური ინფუზია ან ინტრავენური ინექცია, მაქსიმალური დოზა 100მგ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
  • ოსტეოსარკომა: რეკომენდებული დოზაა 600-900მგ/მ2, ინტრავენურად. შემდეგ ლეუკოვორინი გადაუდებლად.
  • არა-ჰოჯკინის ლიმფომა: რეკომენდებული დოზაა 90-900მგ/მ2, ინტრავენური ინფუზია ან ინტრავენური ინექცია, შემდეგ მაღალი დოზით ლეუკოვირინი გადაუდებლად.
  • ფსორიაზი

ფსორიაზის მართვისთვის, მეტოტრექსატის ერთჯერადი 5-10მგ დოზა უნდა გამოიყენონ თერაპიის დაწყებამდე 1 კვირით ადრე იდიოსინკრაზიული რეაქციების აღმოსაჩენად. მწვავე ფსორიაზის მკურნალობისთვის რეკომენდებულია 10-25მგ ორალურად, კვირაში ერთხელ. თუმცა, შესაძლებელია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენება. პარენტერალური დოზირება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ საჭიროებებს და რეაგირებას.

  • მეტოტრექსატი უნდა გამოიყენონ მარტო ან რადიოთერაპიასთან, ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად. უნდა გაითვალისწინონ დოზირების განსაზღვრა.

გაფრთხილებები

მეტოტრექსატი უნდა დანიშნოს მხოლოდ იმ ექიმმა, რომელსაც აქვს ანტიმეტაბოლური თერაპიის გამოცდილება. ფატალური ან მწვავე ტოქსიური რეაქციების შესაძლებლობის გამო პაციენტი ექიმის მიერ სრულად ინფორმირებული უნდა იყოს რისკების შესახებ და უნდა იმყოფებოდეს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

უკუჩვენება

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიდროთორაქსი ან ასციტი (გახანგრძლივებული ჰიდროთორაქსი და ასციტი შეიძლება ტოქსიურობას აძლიერებდეს)

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ფსორიაზი ან რევმატოიდული ართრიტი:

  • რომლებსაც აქვთ სისხლის დისკრაზია, როგორიცაა ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მნიშვნელოვანი ანემია;
  • რომლებსაც აქვთ ღია ან ლაბორატორიულად დადასტურებული იმუნოდეფიციტის სინდრომი;
  • რომლებსაც აღენიშნებათ ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება ან ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადები;

ორსული ქალები ან მეძუძური ქალები.

პაციენტები, რომლებიც აციტრეტინს იღებენ.

სიფრთხილე

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები (შეიძლება გახანგრძლივდეს პრეპარატის ელიმინაცია);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ან წყლულოვანი სტომატიტი (შინაგანი ორგანოების პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ენტერიტი და სიკვდილი).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის წყლული ან წყლუოვანი კოლიტი;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური დაავადება;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ძვლის ტვინის დეპრესია;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჩუტყვავილა (შეიძლება განვითარდეს ნაყოფის სისტემური დაზიანება);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექციით მიმდინარე გართულებები;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მენტალური დარღვევები;

ხანდაზმულები და ბავშვები.

გვერდითი ეფექტები

შოკი: იშვიათად, შოკის განვითარების შემთხვევაში საჭიროა საკმარისი მონიტორინგი. აუცილებლობისას გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

გასტროინტესტინური: გასტროინტესტინური ტრაქტის წყლულის, სისხლდენის, სტომატიტის, მუცლის ტკივილის, დიარეის, გულისრევის, ღებინების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეტოტრექსატი უნდა მოიხსნას გამოჯანმრთელებამდე. ასევე შეიძლება განვითარდეს ანორექსია, შავი მასების ღებინება, ენტეროკლეზისი

რესპირატორული სისტემა: აღწერილია გარდაცვალება ინტერსტიციალური პნევმონიის გამო. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ინტერსტიციალური დაავადება, ფილტვის ფიბროზი. ფილტვის სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი, არაპროდუქტიული ხველა) ან არასპეციფიური პნევმონია შეიძლება იყოს სარისკო პოტენციური დაზიანების ნიშნები, აქედან გამომდინარე ამ დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ინტენსიური გამოკვლევები.

ფსიქონევრალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დისფაზია, ჰემიპლეგია, დამბლა, კონვულსიები, კომა, ათიმია, კისრის და თავის დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი.

უროგენიტალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს ასპერმატიზმი, საკვერცხის უკმარისობა, კატამენიას უკმარისობა, უნაყოფობა, აბორტი და ნაყოფის ანომალიები.

ჰემატოლოგიური: შეიძლება განვითარდეს ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სისხლდენა, იქორემია, ჰიპოგამაგლობულინემია. გრანულოციტოპენიის და ალების შემთხვევაში, საჭიროა დაუყვნებლივ გამოკვლევა და შესაბამისი თერაპია როგორიცაა პარენტერალურად ანტიბიოტიკური საშუალებების ექსტენსიური შეყვანა.

ღვიძლი: შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება (GOT, GPT, AL-P მომატება), სიყვითლე,ღვიძლის გაცხიმოვნება, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, ღვიძლის ქსოვილის ფიბროზი, ჰეპატოციროზი.ღვიძლის ციროზის და ფიბროზის მძიმე შემთხვევებში გამოყენება უნდა შეწყდეს.

თირკმლის: შეიძლება განვითარდეს შარდსაწვეთის ნეკრობიოზი,მძიმე ნეფროპათია, ჰემატურია,BUN ან კრეატინინის მომატება. ოსტეოსარკომის სამკურნალოდ გამოყენებულმა მეტოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწივოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

მომატებული მგრძნობელობა: შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დარღვევა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, დამბლა, ცემინება, დისპნოე, გულმკერდის შფოთვა, შემცივნება, ოფლიანობა. ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

კანი: შეიძლება განვითარდეს მომატებული ფოტომგრძნობელობა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, ერითემა, პიგმენტაცია, დეკოლორაცია, კანქვეშა ეკქიმოზი, აკნე, ღრუები, ტელეანგიექტაზია და ჭრილობების გამწვავება.

სხვა: შეიძლება განვითარდეს სისუსტე, პაროტიდიტი, ბლენოფთალმია, ცისტიტი, ართრალგია, მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და უეცარი სიკვდილი.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

რადგან შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძვლის ტვინის დეპრესია, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და კლინიკური ტესტების (სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, თირკმლის ფუნქციური ტესტი, შარდის ტესტი) ხშირი ჩატარება.სიმპტომების შემთხვევაში უნდა დაიიშნოს შესაბამისი თერაპია, როგორიცაა დოზის შემცირება ან მოხსნა.

სიფრთხილეა საჭირო ინფექციის გამოვლენის ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის დროს.

ბავშვებში ან ისეთ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ, უნდა გაითვალისწინონ გონადებზე ეფექტი.

პრეპარატის მიღებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა ძირითადად განპირობებულია თირკმლის მილაკებში მეტოტრექსატის და 7-ჰიდრომეტოტრექსატის დალექვით.უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი ადექვატური ჰიდრატაციის, შარდის დატუტიანების, შარდით ელიმინაციის და შრატში მეტოტრექსატის და კერატინინის დონის გაზომვის ჩათვლით.

მეტოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადება პოტენციურად საშიში დაზიანებაა, რომელიც შეიძლება მწვავედ განვითარდეს თერაპიის ნებისმიერ დროს და რომელიც აღწერილია კვირაში 7,5მგ დოზის გამოყენების დროსაც. ის ყოველთვის სრულად შექცევადი არ არის. ფილტვის დაავადებაზე ეჭვის დროს, ეფექტურია ფილტვის ფუნქციური ტესტი, როგორიცაა საბაზისო გაზომვები.

რადგან მეტოტრექსატის დაბალი დოზით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიურობა, რეგულარულად საჭირო იქნება ღვიძლის ფუნქციური ტესტები. სიმპტომების შემთხვევაში გამოყენება მინიმუმ 2 კვირით უნდა შეწყდეს.

ამ პრეპარატის გამოყენებით სპერმოგენეზზე და ოვოგენეზზე ეფექტების გამო რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება შექცევადად დაქვეითდეს, აქედან გამომდინარე ორსულობის თავიდან აცილება საჭიროა თერაპიის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ინტრასპინალური გამოყენების შემდეგ ტვინის რადიოთერაპიასთან ერთად მიღებისას აღინიშნა ლეიკოენცეფალოპათია.

რადგან ამ პრეპარატს აქვს იმუნოსუპრესიული ფუნქცია, შეიძლება დააქვეითოს ვაქცინისადმი იმუნური პასუხი. ცოცხალ ვაქცინასთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიგენზე სერიოზული პასუხი.

სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის გაზრდისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შემდეგ უნდა დაიწყოს სისხლის გადასხმით დამხმარე მკურნალობა ან შექცევადი ბარიერული მოვლა.

ჰემოპოეტინის დაქვეითება შეიძლება უეცრად განვითარდეს დაბალი დოზის გამოყენების დროსაც.

ცენტრალური ნერვული სისტემის რადიოთერაპიის შემთხვევაში ამ პრეპარატის პარალელური ინტრასპინალური გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფერის მიმცემი საშუალების სახით პრეპარატი შეიცავს ტარტრაზინს, აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენება აქვეითებს მეტოტრექსატ-ტრანსპორტის ფუნქციას, იწვევს ელიმინაციის გადავადებას და ძლიერდება ამ პრეპარატის მოქმედება ან ტოქსიურობა, აქედან გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე: სულფონამიდები, ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, ამინობენზოატი, პროპრონის მჟავა, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, პრობენეციდი, სულფინპირაზონი. ამ პრეპარატს აქვს პროტეინებთან კავშირის დიდი უნარი და შეიძლება ჩანაცვლდეს სალიცილის მჟავით, ფენიბუტაზონით, დიურეზული, ანტიდიაბეტური საშუალებებით, ფენიტოინით, სულფონამიდებით, ტეტრაციკლინით, ქლორამფენიკოლით, p-ამინობენზოის მჟავით, მჟავა აგენტებით. აქედან გამომდინარე, ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს. იშვიათად, კომპლექსური პრეპარატის-სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის მოქმედება შეიძლება გაიზარდოს. იშვიათად, ტრიმეტოპრიმით/სულფამეტოქსაზოლით აღწერილია ძვლის ტვინის სუპრესიის გაძლიერება პაციენტებში, რომლებიც მეტოტრექსატს იღებდნენ, სავარაუდოდ, ადიტიური ანტიფოლატური ეფექტით. ფოლიუმის მჟავას შემცველი ვიტამინების პრეპარატები ან მისი წარმოებულები შეიძლება აქვეითებდნენ სისტემურად გამოყენებულ მეტოტრექსატზე პასუხს. თირკმლის მილაკებით ტრანსპორტი ასევე ქვეითდება პრობენეციდით. ამ პრეპარატთან ერთად მეტოტრექსატის გამოყენებისას საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი. ასევე სიფრთხილეა საჭირო როდესაც აასს და სალიცილატები გამოიყენება მეტოტრექსატის დაბალ დოზებთან ერთად. ცხოველების მოდელში აღწერილია ამ პრეპარატების მიერ მეტოტრექსატის მილაკოვანი სეკრეციის შემცირება და შეიძლება გააძლიეროს მისი ტოქსიურობა.

ჰეპატიტის მომატებული რისკი აღწერილია მეტოტრექსატის და ეტრეტინატის ერთად გამოყენებისას. შედეგად, მეტოტრექსატის აციტრეტინთან კომბინაცია ასევე უკუნაჩვენებია.

გამოყენება ორსულობის დროს და მეძუძურ დედებში

ორსულ ქალებში გამოყენებისას მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი ან ტერატოგენური ეფექტები. მეტოტრექსატი უკუნაჩვენებია ფსორიაზით ან რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ორსულებში და ნეოპლაზიური დაავადებების მკურნალობისას უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში მეტოტრექსატის გამოყენება არ უნდა დაიწყოს ორსულობის გამორიცხვამდე და სრულად ინფორმირებული უნდა იყვნენ ნაყოფის სერიოზული რისკების შესახებ მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში

ხანდაზმულებში კლინიკური ფარმაკოლოგია შესწავლილი არ არის. ხანდაზმულებში უფრო დაბალია ფოლიუმის მჟავას რეზერვი და ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინონ დოზირების შემცირება და საჭიროა ტოქსიურობის საწყის ნიშნებზე დაკვირვება.

უსაფრთხოება დღენაკლებში, ახალშობილებში, ჩვილებში (არაუმეტეს 1 წლის) დადგენილი არ არის.

კლინიკური ტესტზე ეფექტი

კომპლექსური პრეპარატის სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის თანმხლები გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი დიჰიდრო ფოლატ რედუქტაზას (DHFR) გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე.

დოზის გადაჭარბება

ლეუკოვორინი ნაჩვენებია ტოქსიურობის განეიტრალების და შემცირებისთვის და მეტოტრექსატის დოზის უნებლიე გადაჭარბების ეფექტის წინააღმდეგობისთვის.ლეუკოვორინის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ლეუკოვორინის მეტოტრექსატის დოზის ექვივალენტის ან უფრო მეტის გამოყენება უნდა მოხდეს ინტრავენური ნაკადით ინექციის სახით, ერთი საათის განმავლობაში.თუ იზრდება დროის ინტერვალი მეტოტრექსატის გამოყენებას და ლეუკოვორინის მიღების დაწყებას შორის, ლეუკოვორინის მიერ ტოქსიურობის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მცირდება. შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მონიტორინგი აუცილებელია ლეუკოვორინის ოპტიმალური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის. დოზის მასიური გადაჭარბების შემთხვევაში, ჰიდრატაცია და შარდის დატუტიანება შეიძლება აუცილებელი იყოს მეტოტრექსატის და/ან მეტაბოლიტების თირკმლის მილაკებში დალექვის პრევენციისთვის. მეტოტრექსატის ელიმინაციის გაუმჯობესება ნაჩვენები არ არის ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. თუმცა, საჭიროა პაციენტებზე ფრთხილი დაკვირვება და სხვა დამხმარე ზომები, როგორიცაა ჰემოტრანსფუზია, თირკმლის დიალიზი და შექცევადი ბარიერული მოვლა.

შენახვა

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა

1 ფლაკონი/კოლოფში.

გადახედვა: 21 ივლისი, 2008 წელი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა