უნეპრინი არის პრეპარატი, რომლის გაკეთება საავადმყოფოში სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა განხორციელდეს. უნეპრინი შედგება 10 ცალიანი 4 მლ ხსნარის შემცველი 1 სამედიცინო შუშის ამპულებისაგან. თითოეული ამპულა მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნორეპინეფრინის ტარტარატს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნორეპინეფრინი (norepinephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/4მლ 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
- მწარმოებელი
- VEM Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- C01CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036423
- რეგისტრირებულია
- 14 სექტემბერი 2022, მოქმედებს 14 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- VEM Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იუნაითედ კომპანი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
უნეპრინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
უნეპრინი არის პრეპარატი, რომლის გაკეთება საავადმყოფოში სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა განხორციელდეს.
უნეპრინი შედგება 10 ცალიანი 4 მლ ხსნარის შემცველი 1 სამედიცინო შუშის ამპულებისაგან. თითოეული ამპულა მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნორეპინეფრინის ტარტარატს.
უნეპრინი წარმოდგენილია ხსნარის სახით და მხოლოდ განზავების შემდეგ შეიძლება მისი სისხლძარღვოვანი შეყვანა.
უნეპრინი გამოიყენება ქვემოთ მოცემულ მწვავე მდგომარეობებში:
მწვავე ჰიპოტენზიური მდგომარეობების დროს, როგორც პირველი დახმარება არტერიული წნევის ნორმამდე აღსადგენად.
უნეპრინის მიღების დაწყებამდე რას მივაქციოთ ყურადღება
უნეპრინი ქვემო მოცემულ მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ
ნორეპინეფრინის და ან უნეპრინის შემადგენელი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ალერგიისას
ჰიპერტენზიულ (მაღალი არტერიული წნევა) მდგომარეობებში, რადგანაც ჰიპერტენზიული ავადმყოფები მაღალი არტერიული წნევის ქვეშ ნორეპინეფრინის მოქმედების მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყვნენ
სისხლის მოცულობის უკმარისობით გამოწვეულ ჰიპოტენზიურ მდგომარეობებში
სისხლში მკვეთრად მომატებული ნახშირორჟანგის (ჰიპერკაპნია), ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობის (ჰიპოქსიის) და სისხლძარღვების ობსტრუქციული დაავადებების დროს
პრინცმეტალის ანგინის-სახელით წოდებული სტენოკარდიის დროს, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება, მკერდში გულის დაავადებებით გამოწვეული ტკივილის დროს, ამ დროს ავადმყოფებში კორონარული (გულის სისხლძარღვები) სისხლის დინების დრო (ხანგრძლივობა) და სიდიდე შეიძლება დაეცეს, რომელიც შეიძლება მიოკარდიუმის (ინფარქტის) მიზეზი გახდეს.
ჰიპერთიროიდულ (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დროს) მდგომარეობებში, ასეთ ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ნორეპინეფრინის მოქმედებაზე მკვეთრი მგრძნობელობა და დაბალი დოზებით ტოქსიკურობა.
ქლოროფორმით, ციკლოპროპანით და ჰალოტანით ანესთეზიის დროს ნორეპინეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთების მომატებული აგზნებადობა და გამოიწვიოს გულის ცემის სიხშირის და შეკუმშვის არა-რეგულარობა.
ქვემოთ მოცემულ მდგომარებების დროს უნეპრინი გამოიყენეთ ფრთხილად
ქვემო კიდურების მიდამოს სისხლძარღვებში უნეპრინის ინექცია არ კეთდება
უნეპრინის ძლიერი ეფექტის გამო, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არტერიული წნევის მკვეთრი, საშიში მომატების რისკი ყოველთვის არის. სისხლის არტერიული წნევის მკვეთრი მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეჩერდეს.
სისხლძარღვთა შემავიწროებელი ნებისმიერი ძლიერი წამლის ხანგრძლივი მიღება შეიძლება გახდეს სისხლძარღვებში პლაზმის მოცულობის მკვეთრი შემცირების მიზეზი. ეს დეფიციტი წყლის და შესაბამისი მარილების დახმარებით უნდა ალაგდეს სამუდამოდ.
შაქრიანი დიაბეტის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის და ან პროსტატის ჰიპერპლაზიის დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ნორეპინეფრინი ქსოვილების ძლიერი გამაღიზიანებელია, ამიტომ გამოყენებული უნდა იქნას კარგად განზავებული ხსნარები. თუ ინექციის ადგილას წვას და ან ტკივილს იგრძნობთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც ხსნარი შეიძლება ჟონავდეს სისხლძარღვების გარეთ.
აღნიშნული გაფრთხილებების შესახებ, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში მომხდარი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
უნეპრინის მიღების დამოკიდებულება საკვებთან და სასმელთან
არ მოქმედებს
მიღების წესი და დოზირება
სწორი მიღება და დოზები/მიღების სიხშირის შესახებ მითითებები:
უნეპრინი 5% გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ უნდა გაგიკეთდეთ.
ექიმი დაავადების შესაბამისად დოზას განსაზღვრავს და შემდეგ გაგიკეთებთ.
ჯანდაცვის პერსონალის შესახებ ინფორმაცია ამ დოკუმენტის ბოლოშია მოცემული.
შეყვანის ფორმა და მეთოდი:
უნეპრინის შეყვანა სასურველია ხელის ყველაზე ფართო სისხლძარღვზე ინფუზიით განხორციელდეს.
თუ უნეპრინის მოქმედების ეფექტთან მიმართებაში შეამჩნევთ მის ძალიან ძლიერ და ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი უნეპრინი მიიღეთ:
უნეპრინს საავადმყოფოს პირობებში თქვენი ექიმი გაგიკეთებთ. ამიტომ ზედმეტი დოზის მიღება შეუძლებელია. თუმცა, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ექთანს.
გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში და ან მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: ჰიპერტენზია, სინათლის შიში, მკერდის ძვლის უკან ტკივილი, სიფერმკრთალე, მომატებული ოფლიანობა და ღებინება.
მკურნალობა:
ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე ანტიდოტის მიცემა უნდა შეწყდეს. ანტიდოტი: ფენტოლამინის მეზილატის მსგავსი ალფა-ბლოკერის (5-10 მგ) ინტრავენური მიცემა. თუ საჭირო იქნება აღნიშნული დოზა შეიძლება განმეორდეს.
თუ უნეპრინი განსაზღვრულ დოზაზე მეტი მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
თუ უნეპრინის მიღება დაგავიწყდათ:
არ მოქმედებს
ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს.
რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
სხვა წამლების მსგავსად, უნეპრინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.
უკუჩვენებები
უნეპრინი უკუნაჩვენებია შემდეგ პირობებში:
o ჰიპერმგრძნობელობა ნორადრენალინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ: უნეპრინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, როგორც დამხმარე ნივთიერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იშვიათი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
o ჰიპერტენზია: ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ უნეპრინის პრესორული ეფექტის მიმართ.
o ჰიპერტიროიდიზმი: ჰიპერტიროიდიზმის მქონე პაციენტები ძალიან მგრძნობიარენი არიან ნორადრენალინის მიმართ და ტოქსიკურობა შეიძლება მოხდეს დაბალი დოზებით.
o Prinzmetal Anjina: პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პრინზმმეტალური ანჯინა, კორონალური სისხლის ნაკადის სიჩქარე შეიძლება მკვეთრად შემცირდეს და გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.
o ჰიპოტენზია სისხლის მოცულობის დეფიციტის გამო
o ჰიპერკაპნია, ჰიპოქსია და ოკლუზიური სისხლძარღვთა დაავადება
o ნორადრენალინმა შეიძლება გაზარდოს გულის კუნთების აგზნებადობა და გამოიწვიოს სწრაფი და არარეგულარული შეკუმშვა. ამიტომ უნეპრინი უკუნაჩვენებია ქლოროფორმის, ციკლოპროპანის და ჰალოტანის ანესთეზიის დროს.
სიფრთხილის ზომები
ნორეპინეფრინი - ტუტე ხსნარებთან და ან ოქსიდატურ ნივთიერებებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინთან, ქლოროთიაზიდთან, ნიტროფურანტიონთან, ნოვობიოცინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან, ინსულინთან (ცნობილია ერთგვარი შეუთავსებლობა), სისხლთან და ან პლაზმასთან შეუთავსებელია.
უნეპრინი არ შეურიოთ სისხლთან და ან პლაზმასთან. თუ სისხლის მოცულობის მომატებისთვის არსებობს ჩვენება, უნეპრინი პლაზმის და სისხლისგან ცალკე უნდა გადაესხას. მაგ. Y- სისტემის გამოყენებით.
ინფუზიის მიდამო ხშირად უნდა გაკონტროლდეს. ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის ირგვლივ ქსოვილების ნეკროზის განმაპირობებელი ექსტრავაზაციის თავიდან აცილების მიზნით ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ნორეპინეფრინის ექსტრავაზაციის დროს და ან ინექცია ხდება ვენის გარეთ, ასეთ შემთხვევაში, სისხლძარღვებში არსებული სამედიცინო პროდუქტის ვაზოკონსტიქტიული ეფექტის გამო შეიძლება გამოვლინდეს ქსოვილების დაზიანება.
მომატებული განვლადობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტიქციის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიური ვენის ირგვლივ ქსოვილებში ნორეპინეფრინის გაჟონვა. ეს მდგომარეობა პირდაპირ, ზუსტად ექსტრავაზაციის გამო არ არის და ქსოვილების დაზიანების (მოხარშვის) მიზეზი ხდება, ამიტომ, თუ აღნიშნული მოხარშვა გამოვლინდება, ლოკალური ვაზოკონსტრიქტორების ეფექტის შესამცირებლად ინფუზიის მიდამო უნდა შეიცვალოს.
ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:
წამლის სისხლძარღვის გარეთ გაჟონვის შემთხვევაში და ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის დროს, სისხლძარღვებში წამლით გამოწვეული ვაზოკონსტიქციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ქსოვილების დაზიანება, ინექციის მიდამო რაც შეიძლება სწრაფად 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ნატრიუმის ხსნარით უნდა გამოირეცხოს.
ამ მიზნით წვრილ ნემსიანი ენჟექტორიანი შპრიცით ხდება ლოკალური ინექციების ჩატარება
ამპულები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს, თუ აღინიშნება მასში ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება, არ უნდა გამოიყენოთ.
ცირკულაციის სხვა პრობლემების მკურნალობა:
ინფუზიის მიდამოში დარღვეულ ცირკულაციას და ამ მიდამოს ინფილტრაციას (ექსტრავაზაციური და ან ექსტრავაზაციის გარეშე) თბილი სახვევი და 5მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი 10 მლ ნატრი ქლორის ხსნარის ინექცია ამსუბუქებს.
თუ გამოიყენეთ საჭირო დოზაზე მეტი უნეპრინი:
უნეპრინის ინფუზია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
ანტიდოტის სახით ინტრავენურად ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ) და ალფა- ბლოკერი შეიძლება იქნას გამოყენებული. თუ საჭირო იქნება ეს დოზა შეიძლება განმეორდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული ქლოროფორმის, ციკლოპროპანის და ჰალოტანის მსგავს (გულის კუნთის აგზნებადობის მომამატებელი და გულის ცემის ხშირი და არარეგულარული შეკუმშვის განმაპირობებელი ნივთიერებები) ზოგიერთ მედიკამენტთან ნორეპინეფრინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ფრთხილად გამოიყენება: ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის და გულის რითმის დარღვევების დროს, ატროპინის სულფატის გამოყენებისას, ალერგიის დროს ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიფენილჰიდრამინი, ტრიპელენნამინი, დექსქლორფენირამინი) მიღებისას.
ერგოტამინის ჯგუფის ზოგიერთ ალკალოიდს (გუანეტიდინი ან მეთილდოფა) შეუძლია გამოიწვიოს ნორეპინეფრინის ვაზოპრესორული მოქმედების პოტენცირება და სერიოზული და ფიქსირებული (მყარი) ჰიპერტენზიის გამოწვევა.
ავადმყოფები, რომლებიც დიდი რაოდენობით ღებულობენ დიგიტალისს და ქინიდინს, გულის რითმის დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს.
რეზერპინი, გუანეტიდინი და კოკაინი უნეპრინის მოქმედებას აძლიერებს.
უნეპრინი არ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებულ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგ. იმიპრამინი) და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან.
ფრთხილად გამოიყენება ფუროსემიდთან და სხვა დიურეტიკებთან (მედიკამენტები, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას).
ნორეპინეფრინის მიღებისას სისხლის მიმოქცევაში მატულობს გლიცეროლის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონე. ნორეპინეფრინის მოქმედებით პლაზმაში მცირდება: ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.
თუ ექიმის დანიშნულებით და ან დანიშნულების გარეშე ამჟამად ღებულობთ რომელიმე პრეპარატს და ან ბოლო პერიოდში ღებულობდით, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
ნორეპინეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება და ნაყოფის გულის რითმის აჩქარება. ამასთანავე, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა და ორსულობის ბოლოს ნაყოფის მოხრჩობა. ამიტომ, ორსული ქალისთვის სასწრაფო დახმარების გაწევისას, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ კლინიკური სარგებელი მაღალია ბავშვზე შესაძლო რისკთან შედარებით, უნდა გამოვიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს ორსულობა გამოვლინდება, სასწრაფოდ რჩევა მიიღეთ თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტისგან.
ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე რჩევა მიიღეთ თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტისგან. ნორეპინეფრინი ადამიანის რძეში გადადის თუ არა უცნობია.
ნორეპინეფრინის რძეში გადასვლა არ არის გამოკვლეული ცხოველებში. ძუძუს წოვების შეწყვეტის ან გაგრძელების და ან უნეპრინით მკურნალობის შეწყვეტის ან გაგრძელების/მკურნალობაზე თავის არიდება-არ არიდებასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და მეძუძური დედისთვის უნეპრინით მკურნალობის სარგებელი. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ტრანსპორტის და ტექნიკის მართვა:
უნეპრინის მიღება ტრანსპორტის და ტექნიკის მართვაზე გავლენას არ ახდენს.
უნეპრინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
უნეპრინი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, აღნიშნული (განსაკუთრებით სულფიტების მიმართ მგრძნობიარე ავადმყოფებში) ძალიან იშვიათად იწვევს სერიოზულ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს და ბრონქოსპაზმს.
უნეპრინის თითოეული ამპულა 1 მმოლ (23 გრ)-ზე უფრო ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ ძირითადად ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
უნეპრინი არ ახდენს გავლენას მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1-ში ვლინდება
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 ავადმყოფიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში ვლინდება
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში ვლინდება
იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება
ძალიან იშვიათი: 10 000 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება
არ არის ცნობილი: ხელთ არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება ვარაუდის გამოთქმა
ძალიან გავრცელებული:
- მაღალი არტერიული წნევა და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა. ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროებელი წამლის მოქმედების გამო იშემიური დაზიანება.
გავრცელებული:
- გულის ფრიალი, დაბალი პულსი, გულის რითმის დარღვევა, გულის ცემის არა-რეგულარობა, გულში β1-ადრენერგული მოქმედებით გამოწვეული გულის კუნთის შეკუმშვის მატება, მწვავე გულის უკმარისობა.
ნაკლებად გავრცელებული:
- ნერვიულობა, უძილობა, გაბრუება, თავის ტკივილი, ფსიქოზური მდგომარეობა, სისუსტე, გულის ფრიალი, ყურადღების გამახვილება, უმადობა, გულისრევა და ღებინება.
- თვალის შიგა წნევის უეცარი მომატება: ირიდოკორნეალური კუთხის დახურვის ანატომიური წინაპირობის მქონე ავადმყოფებში ძალიან ხშირია.
- სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა
- ინექციის მიდამოში გაღიზიანება და ქსოვილების ნეკროზი, სისხლძარღვების შეკუმშვა, რომლის შედეგიცაა კიდურებსა და სახეზე სიცივე, სიფერმკრთალე.
სისხლის მოცულობის აღდგენამდე, სისხლის წნევის კონტროლის მიზნით მუდმივად ნორეპინეფრინის მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ მოცმული სიმპტომები:
პერიფერიული და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების სერიოზული შევიწროება
რენალური სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შემცირება
შარდის გამოყოფის შემცირება
ქსოვილებში ჟანგბადის არა საკმარისი დონე
სისხლში რძე მჟავას დონის მატება.
ნორეპინეფრინის შესაძლო სიცოცხლისთვის საშიში ეფექტი განპირობებულია მის დოზასთან დაკავშირებულ ჰიპერტენზიულ ეფექტთან. ფილტვების შეშუპების და თავის ტვინში სისხლჩაქცევასთან ერთად შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპერტენზია.
ინტრავენური ინფუზიის დროს ნორეპინეფრინის გაჟონვა გამოიწვევს ინფუზიის მიდამოს ირგვლივ დაბუჟებას და ქსოვილების ნეკროზს. გახანგრძლივებულ ინფუზიებს შეიძლება თან სდევდეს კიდურების განგრენა.
ინფუზიის მიდამოში დარღვეული ცირკულაციის შემსუბუქება (შეიძლება იყოს გაჟონვით და მის გარეშეც) თბილი სახვევით და ფენტოლამინის (5მგ/10 მლ ფიზ. ხსნარით განზავებული) ამ მიდამოში ინფილტრაციით შეიძლება.
ნორეპინეფრინის მოქმედებით პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონეები მცირდება.
ნებისმიერი პოტენციური ვაზოპრესორის გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება. აღნიშნული შეიძლება გამოსწორდეს შესაბამისი რაოდენობის სითხის და ელექტროლიტების ჩანაცვლებითი თერაპიით. თუ პლაზმის მოცულობა არ აღდგება, ნორეპინეფრინით მკურნალობის შეწყვეტისას ჰიპოტენზია შეიძლება განმეორდეს და ან სისხლის არტერიული წნევა სისხლის დინების შემცირებით შეიძლება პერიფერიული და ვისცერალური ვაზოკონსტრიქციის რისკით გაგრძელდეს.
თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გამოგივლინდებათ რომელიც არ არის აღნიშნულიამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ დასკვნა
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს. ამასთანავე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოცემულია შემდეგ ვებ გვერდზეც: www.titck.gov.tr; დააწკაპუნეთ ,,ინფორმაცია წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ’’ სიმბოლოს და ან დარეკეთ 0 800 314 00 08- გვერდითი ეფექტების შესახებ საინფორმაციო სამსახურს, აგრეთვე აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენს მიერ მიღებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი.
უნეპრინის შენახვა
შეინახეთ უნეპრინი ბავშვებისთვის არა-ვიზუალიზებულ, მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთვაში, სინათლისგან შორს.
განზავებული საინფუზიო ხსნარი 250C-ის ქვევით ოთახის ტემპერატურაზე, 0.9% ნატრი ქლორის შემცველი (ნარევი 50/50h/h) ან არ შემცველი 5% დექსტროზის ხსნარი 24 საათი სტაბილურია.
გამოიყენეთ, გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო თარიღის შემდეგ უნეპრინი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, უნეპრინი არ გამოიყენოთ.
მედიკამენტები, რომელიც ვადა გასულია და არ იყენებთ, ნაგავში არ ჩაყაროთ. გადაეცით, გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სისტემას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მძიმე ჰიპერტენზია, ფერმკრთალი, არანორმალურად დაბალი პულსი და პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდა და დაბალი გულის ცემა.
ჰიპერმგრძნობელობის ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები; ჰიპერტენზია, ფოტოფობია, რეტროსტერნალური ტკივილი, ფერმკრთალი, ინტენსიური ოფლიანობა და ღებინება.
ნორადრენალინის შესაძლო სიცოცხლისათვის საშიში ეფექტები წარმოიქმნება მისი დოზადამოკიდებული ჰიპერტენზიის ეფექტიდან. შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის შეშუპება და მწვავე ჰიპერტენზია ცერებრალური სისხლდენით.
ნორადრენალინის ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინფუზიის ზონის მიმდებარე ქსოვილის ნეკროზი და ინერცია. კიდურების ნეკროზი შეიძლება მოხდეს ხანგრძლივი ინფუზიის გამო. შეცვლილი ცირკულაცია საინფუზიო ზონაში (ექსტრავაზაციით ან მის გარეშე) შეიძლება შემსუბუქდეს ცხელი სახვევის გამოყენებით და ფენტოლამინის ხსნარის ინფილტრაციით 5 მგ/მლ ფიზიოლოგიურ ფიზიოლოგიურ ხსნარში.
ნებისმიერი ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება, რაც შეიძლება გამოსწორდეს შესაბამისი ელექტროლიტების ან თხევადი ჩანაცვლებითი თერაპიით. თუ პლაზმის მოცულობა არ არის კორექტირებული, ჰიპოტენზია შეიძლება განმეორდეს ნორადრენალინის ინფუზიის შეწყვეტისას, ან არტერიული წნევა შეიძლება შენარჩუნდეს მძიმე პერიფერიული და ვისცერული ვაზოკონსტრიქციის რისკით სისხლის ნაკადის დაქვეითებით.
მკურნალობა
მიღება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ პაციენტი კვლავ სტაბილური გახდება.
ანტიდოტი: α-ბლოკერის ინტრავენური შეყვანა, როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ). საჭიროების შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება განმეორდეს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 8 მგ ნორადრენალინის ტარტრატს (4 მგ ნორადრენალინის ბაზის ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი................................ 34,52 მგ
ნატრიუმის მეტაბისულფიდი........................ 4 მგ
იხილეთ ნაწილი 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.
შენახვის პირობები
24 თვე
ამპულა უნდა განზავდეს გახსნისთანავე. უნეპრინის საინფუზიო ხსნარი სტაბილურია ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, 24 საათის განმავლობაში. (იხილეთ ნაწილი 4.2)
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან თავის არიდებით, კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადამდე.
იხ. სექცია 6.3 განზავებული პროდუქტის შენახვის პირობებისთვის.
- 5. კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
იგი წარმოდგენილია I ტიპის უფერო მინის ამპულაში 5 მლ ტევადობით, რომელიც შეიცავს 4 მლ ხსნარს.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
გამოუყენებელი ან ნარჩენი ნივთიერებები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგული ნებართვის მფლობელი
VEM İLAÇ სან. ve Tic.A.s.
Maslak Mahallesi AOS 55. სოკაკი
42 Maslak A Blok Sit. No: 2/134
სარიერი/სტამბოლი/თურქეთი
- მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი(ები)
- პირველი ავტორიზაციის / ავტორიზაციის განახლების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადრენერგული პრეპარატები
ათქ კოდი: C01CA03
ნორადრენალინი არის ენდოგენური კატექოლამინი, რომელიც სინთეზირებულია თირკმელზედა ჯირკვლის ტვინში და ის არის ეპინეფრინის ბიოქიმიური წინამორბედი. ნორადრენალინს აქვს ძალიან ძლიერი მოქმედება α-ადრენერგულ რეცეპტორებზე და უშუალოდ ასტიმულირებს β-ადრენერგულ რეცეპტორებს გულის კუნთზე (β1-ადრენერგული რეცეპტორები), გარდა β2-ადრენერგული რეცეპტორებისა, რომლებიც არ გვხვდება ბრონქებზე ან პერიფერიულ სისხლძარღვებზე. თუმცა, ნორადრენალინი ნაკლებად ძლიერია β1-რეცეპტორებზე, ვიდრე ეპინეფრინი და იზოპროტერენოლი. ბეტა ადრენერგული ეფექტები მოიცავს ადენილციკლაზას სტიმულაციას; მეორეს მხრივ, ალფა ადრენერგული ეფექტები მოიცავს ციკლური ადენოზინ-3'-5'-მონოფოსფატის (AMP) წარმოების ინჰიბირებას ადენლი ციკლაზას ფერმენტის ინჰიბირებით.
ნორადრენალინის თერაპიული დოზების ძირითადი ეფექტი არის ვაზოკონსტრიქცია და გულის სტიმულაცია. ნორადრენალინი ავიწროებს სისხლძარღვების წინააღმდეგობას და ტევადობას α-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულირებით. მთლიანი პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდა იწვევს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მატებას.
ნორადრენალინით β1-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულირება იწვევს დადებით ინოტროპულ ეფექტს გულზე. გარდა ამისა, ნორადრენალინის დადებითი ქრონოტროპული ეფექტის მიუხედავად, სინოატრიული კვანძის მეშვეობით, ის გამოიყოფა ვაგალური აქტივობის გაზრდით, რომელიც წარმოიქმნება ამაღლებული არტერიული წნევის საპასუხოდ და, როგორც წესი, იწვევს ბრადიკარდიას. ატროპინი ხელს უშლის ბრადიკარდიას.
ჰიპოტენზიურ პაციენტებში ნორადრენალინის დადებითმა ინოტროპულმა ეფექტმა შეიძლება გაზარდოს გულის გამომუშავება და წვლილი შეიტანოს პრეპარატის პრესორულ ეფექტში. გარდა ამისა, გულის გადინება შეიძლება შეიცვალოს ან შემცირდეს რეფლექსური ბრადიკარდიის გამო. თუ გულში ვენური დაბრუნება მცირდება პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის გაზრდის შედეგად, შესაძლოა დაქვეითება მოხდეს პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია:
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პრესორული პასუხი სწრაფად ვითარდება ნორადრენალინზე. პრეპარატს აქვს მოქმედების ხანმოკლე ხანგრძლივობა და პრესორული მოქმედება წყდება ინფუზიის შეწყვეტიდან 1-2 წუთში.
დისტრიბუცია:
ნორადრენალინი ლოკალიზებულია ძირითადად სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში. პრეპარატი კვეთს პლაცენტას, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ის აკავშირებს პლაზმის ცილებს 50% თანაფარდობით. მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 0,09-0,4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ნორადრენალინის ფარმაკოლოგიური მოქმედება მთავრდება, ძირითადად, სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების შეწოვით და მეტაბოლიზმით. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში და სხვა ქსოვილებში რეაქციების კომბინაციით, რომლებიც მოიცავს ფერმენტებს კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) და მონოამინ ოქსიდაზას (MAO). ძირითადი მეტაბოლიტებია ნორმეტანეფრინი და 3-მეთოქსილ-4-ჰიდროქსი მანდელიუმის მჟავა (ვანილილმანდელის მჟავა, VMA), რომლებიც ორივე არააქტიურია. სხვა არააქტიური მეტაბოლიტები მოიცავს 3-მეთოქსი-4-ჰიდროქსიფენილგლიკოლს და 3,4-დიჰიდროქსიფენილგლიკოლს.
აღმოფხვრა:
ნორადრენალინის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში, ძირითადად, სულფატის კონიუგატების სახით და, ნაკლებად, გლუკურონიდის კონიუგატების სახით. ნორადრენალინის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
უნეპრინი 4 მგ/4მლ კონცენტრირებული ხსნარის შემცველი ამპულა ი.ვ. ინფუზიისთვის
შეიყვანება სისხლძარღვოვანი გზით
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 4 მგ ნორადრენალინის ბაზის ექვივალენტურ 8 მგ ნორადრენალინის ტარტარატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), 10% ტარტარატრის მჟავა და საინექციო წყალი.
ამ წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ, შემდგომში შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ეს წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ
პრეპარატის მიღების დროს ექიმთან და ან საავადმყოფოში მიმართვისას, ამ წამლის მიღების შესახებ ექიმს ინფორმაცია მიაწოდეთ
ინსტრუქციის მითითებები ზუსტად შეასრულეთ, თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა არ მიიღოთ მაღალი და ან დაბალი დოზა.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის შემადგენელი თემები:
რა არის უნეპრინი და რისთვის გამოიყენება?
უნეპრინის მიღების დაწყებამდე რას მივაქციოთ ყურადღება
როგორ გამოიყენება უნეპრინი?
რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
როგორ შეინახება უნეპრინი
რა არის უნეპრინი და რისთვის გამოიყენება?
უნეპრინი არის პრეპარატი, რომლის გაკეთება საავადმყოფოში სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა განხორციელდეს.
უნეპრინი შედგება 10 ცალიანი 4 მლ ხსნარის შემცველი 1 სამედიცინო შუშის ამპულებისაგან. თითოეული ამპულა მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ნორეპინეფრინის ტარტარატს.
უნეპრინი წარმოდგენილია ხსნარის სახით და მხოლოდ განზავების შემდეგ შეიძლება მისი სისხლძარღვოვანი შეყვანა.
უნეპრინი გამოიყენება ქვემოთ მოცემულ მწვავე მდგომარეობებში:
მწვავე ჰიპოტენზიური მდგომარეობების დროს, როგორც პირველი დახმარება არტერიული წნევის ნორმამდე აღსადგენად.
უნეპრინის მიღების დაწყებამდე რას მივაქციოთ ყურადღება
უნეპრინი ქვემო მოცემულ მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ
ნორეპინეფრინის და ან უნეპრინის შემადგენელი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ ალერგიისას
ჰიპერტენზიულ (მაღალი არტერიული წნევა) მდგომარეობებში, რადგანაც ჰიპერტენზიული ავადმყოფები მაღალი არტერიული წნევის ქვეშ ნორეპინეფრინის მოქმედების მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყვნენ
სისხლის მოცულობის უკმარისობით გამოწვეულ ჰიპოტენზიურ მდგომარეობებში
სისხლში მკვეთრად მომატებული ნახშირორჟანგის (ჰიპერკაპნია), ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობის (ჰიპოქსიის) და სისხლძარღვების ობსტრუქციული დაავადებების დროს
პრინცმეტალის ანგინის-სახელით წოდებული სტენოკარდიის დროს, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება, მკერდში გულის დაავადებებით გამოწვეული ტკივილის დროს, ამ დროს ავადმყოფებში კორონარული (გულის სისხლძარღვები) სისხლის დინების დრო (ხანგრძლივობა) და სიდიდე შეიძლება დაეცეს, რომელიც შეიძლება მიოკარდიუმის (ინფარქტის) მიზეზი გახდეს.
ჰიპერთიროიდულ (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დროს) მდგომარეობებში, ასეთ ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ნორეპინეფრინის მოქმედებაზე მკვეთრი მგრძნობელობა და დაბალი დოზებით ტოქსიკურობა.
ქლოროფორმით, ციკლოპროპანით და ჰალოტანით ანესთეზიის დროს ნორეპინეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთების მომატებული აგზნებადობა და გამოიწვიოს გულის ცემის სიხშირის და შეკუმშვის არა-რეგულარობა.
ქვემოთ მოცემულ მდგომარებების დროს უნეპრინი გამოიყენეთ ფრთხილად
ქვემო კიდურების მიდამოს სისხლძარღვებში უნეპრინის ინექცია არ კეთდება
უნეპრინის ძლიერი ეფექტის გამო, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არტერიული წნევის მკვეთრი, საშიში მომატების რისკი ყოველთვის არის. სისხლის არტერიული წნევის მკვეთრი მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეჩერდეს.
სისხლძარღვთა შემავიწროებელი ნებისმიერი ძლიერი წამლის ხანგრძლივი მიღება შეიძლება გახდეს სისხლძარღვებში პლაზმის მოცულობის მკვეთრი შემცირების მიზეზი. ეს დეფიციტი წყლის და შესაბამისი მარილების დახმარებით უნდა ალაგდეს სამუდამოდ.
შაქრიანი დიაბეტის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის და ან პროსტატის ჰიპერპლაზიის დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ნორეპინეფრინი ქსოვილების ძლიერი გამაღიზიანებელია, ამიტომ გამოყენებული უნდა იქნას კარგად განზავებული ხსნარები. თუ ინექციის ადგილას წვას და ან ტკივილს იგრძნობთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც ხსნარი შეიძლება ჟონავდეს სისხლძარღვების გარეთ.
აღნიშნული გაფრთხილებების შესახებ, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში მომხდარი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
უნეპრინის მიღების დამოკიდებულება საკვებთან და სასმელთან
არ მოქმედებს
ორსულობა
წამლის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
ნორეპინეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება და ნაყოფის გულის რითმის აჩქარება. ამასთანავე, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა და ორსულობის ბოლოს ნაყოფის მოხრჩობა. ამიტომ, ორსული ქალისთვის სასწრაფო დახმარების გაწევისას, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ კლინიკური სარგებელი მაღალია ბავშვზე შესაძლო რისკთან შედარებით, უნდა გამოვიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს ორსულობა გამოვლინდება, სასწრაფოდ რჩევა მიიღეთ თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტისგან.
ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე რჩევა მიიღეთ თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტისგან. ნორეპინეფრინი ადამიანის რძეში გადადის თუ არა უცნობია.
ნორეპინეფრინის რძეში გადასვლა არ არის გამოკვლეული ცხოველებში. ძუძუს წოვების შეწყვეტის ან გაგრძელების და ან უნეპრინით მკურნალობის შეწყვეტის ან გაგრძელების/მკურნალობაზე თავის არიდება-არ არიდებასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და მეძუძური დედისთვის უნეპრინით მკურნალობის სარგებელი. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ტრანსპორტის და ტექნიკის მართვა:
უნეპრინის მიღება ტრანსპორტის და ტექნიკის მართვაზე გავლენას არ ახდენს.
უნეპრინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
უნეპრინი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, აღნიშნული (განსაკუთრებით სულფიტების მიმართ მგრძნობიარე ავადმყოფებში) ძალიან იშვიათად იწვევს სერიოზულ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს და ბრონქოსპაზმს.
უნეპრინის თითოეული ამპულა 1 მმოლ (23 გრ)-ზე უფრო ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ ძირითადად ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად
ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული ქლოროფორმის, ციკლოპროპანის და ჰალოტანის მსგავს (გულის კუნთის აგზნებადობის მომამატებელი და გულის ცემის ხშირი და არარეგულარული შეკუმშვის განმაპირობებელი ნივთიერებები) ზოგიერთ მედიკამენტთან ნორეპინეფრინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ფრთხილად გამოიყენება: ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის და გულის რითმის დარღვევების დროს, ატროპინის სულფატის გამოყენებისას, ალერგიის დროს ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიფენილჰიდრამინი, ტრიპელენნამინი, დექსქლორფენირამინი) მიღებისას.
ერგოტამინის ჯგუფის ზოგიერთ ალკალოიდს (გუანეტიდინი ან მეთილდოფა) შეუძლია გამოიწვიოს ნორეპინეფრინის ვაზოპრესორული მოქმედების პოტენცირება და სერიოზული და ფიქსირებული (მყარი) ჰიპერტენზიის გამოწვევა.
ავადმყოფები, რომლებიც დიდი რაოდენობით ღებულობენ დიგიტალისს და ქინიდინს, გულის რითმის დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს.
რეზერპინი, გუანეტიდინი და კოკაინი უნეპრინის მოქმედებას აძლიერებს.
უნეპრინი არ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებულ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგ. იმიპრამინი) და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან.
ფრთხილად გამოიყენება ფუროსემიდთან და სხვა დიურეტიკებთან (მედიკამენტები, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას).
ნორეპინეფრინის მიღებისას სისხლის მიმოქცევაში მატულობს გლიცეროლის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონე. ნორეპინეფრინის მოქმედებით პლაზმაში მცირდება: ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.
თუ ექიმის დანიშნულებით და ან დანიშნულების გარეშე ამჟამად ღებულობთ რომელიმე პრეპარატს და ან ბოლო პერიოდში ღებულობდით, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
როგორ მიიღება უნეპრინი?
სწორი მიღება და დოზები/მიღების სიხშირის შესახებ მითითებები:
უნეპრინი 5% გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ უნდა გაგიკეთდეთ.
ექიმი დაავადების შესაბამისად დოზას განსაზღვრავს და შემდეგ გაგიკეთებთ.
ჯანდაცვის პერსონალის შესახებ ინფორმაცია ამ დოკუმენტის ბოლოშია მოცემული.
შეყვანის ფორმა და მეთოდი:
უნეპრინის შეყვანა სასურველია ხელის ყველაზე ფართო სისხლძარღვზე ინფუზიით განხორციელდეს.
თუ უნეპრინის მოქმედების ეფექტთან მიმართებაში შეამჩნევთ მის ძალიან ძლიერ და ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი უნეპრინი მიიღეთ:
უნეპრინს საავადმყოფოს პირობებში თქვენი ექიმი გაგიკეთებთ. ამიტომ ზედმეტი დოზის მიღება შეუძლებელია. თუმცა, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ექთანს.
გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში და ან მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: ჰიპერტენზია, სინათლის შიში, მკერდის ძვლის უკან ტკივილი, სიფერმკრთალე, მომატებული ოფლიანობა და ღებინება.
მკურნალობა:
ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე ანტიდოტის მიცემა უნდა შეწყდეს. ანტიდოტი: ფენტოლამინის მეზილატის მსგავსი ალფა-ბლოკერის (5-10 მგ) ინტრავენური მიცემა. თუ საჭირო იქნება აღნიშნული დოზა შეიძლება განმეორდეს.
თუ უნეპრინი განსაზღვრულ დოზაზე მეტი მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
თუ უნეპრინის მიღება დაგავიწყდათ:
არ მოქმედებს
ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობისას, მიმართეთ ექიმს.
რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
სხვა წამლების მსგავსად, უნეპრინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების შესაბამისად მოცემულია ქვემოთ:
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1-ში ვლინდება
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 ავადმყოფიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში ვლინდება
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში ვლინდება
იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება
ძალიან იშვიათი: 10 000 ავადმყოფიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება
არ არის ცნობილი: ხელთ არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება ვარაუდის გამოთქმა
ძალიან გავრცელებული:
- მაღალი არტერიული წნევა და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა. ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროებელი წამლის მოქმედების გამო იშემიური დაზიანება.
გავრცელებული:
- გულის ფრიალი, დაბალი პულსი, გულის რითმის დარღვევა, გულის ცემის არა-რეგულარობა, გულში β1-ადრენერგული მოქმედებით გამოწვეული გულის კუნთის შეკუმშვის მატება, მწვავე გულის უკმარისობა.
ნაკლებად გავრცელებული:
- ნერვიულობა, უძილობა, გაბრუება, თავის ტკივილი, ფსიქოზური მდგომარეობა, სისუსტე, გულის ფრიალი, ყურადღების გამახვილება, უმადობა, გულისრევა და ღებინება.
- თვალის შიგა წნევის უეცარი მომატება: ირიდოკორნეალური კუთხის დახურვის ანატომიური წინაპირობის მქონე ავადმყოფებში ძალიან ხშირია.
- სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა
- ინექციის მიდამოში გაღიზიანება და ქსოვილების ნეკროზი, სისხლძარღვების შეკუმშვა, რომლის შედეგიცაა კიდურებსა და სახეზე სიცივე, სიფერმკრთალე.
სისხლის მოცულობის აღდგენამდე, სისხლის წნევის კონტროლის მიზნით მუდმივად ნორეპინეფრინის მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ მოცმული სიმპტომები:
პერიფერიული და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების სერიოზული შევიწროება
რენალური სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შემცირება
შარდის გამოყოფის შემცირება
ქსოვილებში ჟანგბადის არა საკმარისი დონე
სისხლში რძე მჟავას დონის მატება.
ნორეპინეფრინის შესაძლო სიცოცხლისთვის საშიში ეფექტი განპირობებულია მის დოზასთან დაკავშირებულ ჰიპერტენზიულ ეფექტთან. ფილტვების შეშუპების და თავის ტვინში სისხლჩაქცევასთან ერთად შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპერტენზია.
ინტრავენური ინფუზიის დროს ნორეპინეფრინის გაჟონვა გამოიწვევს ინფუზიის მიდამოს ირგვლივ დაბუჟებას და ქსოვილების ნეკროზს. გახანგრძლივებულ ინფუზიებს შეიძლება თან სდევდეს კიდურების განგრენა.
ინფუზიის მიდამოში დარღვეული ცირკულაციის შემსუბუქება (შეიძლება იყოს გაჟონვით და მის გარეშეც) თბილი სახვევით და ფენტოლამინის (5მგ/10 მლ ფიზ. ხსნარით განზავებული) ამ მიდამოში ინფილტრაციით შეიძლება.
ნორეპინეფრინის მოქმედებით პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონეები მცირდება.
ნებისმიერი პოტენციური ვაზოპრესორის გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება. აღნიშნული შეიძლება გამოსწორდეს შესაბამისი რაოდენობის სითხის და ელექტროლიტების ჩანაცვლებითი თერაპიით. თუ პლაზმის მოცულობა არ აღდგება, ნორეპინეფრინით მკურნალობის შეწყვეტისას ჰიპოტენზია შეიძლება განმეორდეს და ან სისხლის არტერიული წნევა სისხლის დინების შემცირებით შეიძლება პერიფერიული და ვისცერალური ვაზოკონსტრიქციის რისკით გაგრძელდეს.
თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გამოგივლინდებათ რომელიც არ არის აღნიშნულიამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ დასკვნა
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს. ამასთანავე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოცემულია შემდეგ ვებ გვერდზეც: www.titck.gov.tr; დააწკაპუნეთ ,,ინფორმაცია წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ’’ სიმბოლოს და ან დარეკეთ 0 800 314 00 08- გვერდითი ეფექტების შესახებ საინფორმაციო სამსახურს, აგრეთვე აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენს მიერ მიღებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი.
უნეპრინის შენახვა
შეინახეთ უნეპრინი ბავშვებისთვის არა-ვიზუალიზებულ, მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთვაში, სინათლისგან შორს.
განზავებული საინფუზიო ხსნარი 250C-ის ქვევით ოთახის ტემპერატურაზე, 0.9% ნატრი ქლორის შემცველი (ნარევი 50/50h/h) ან არ შემცველი 5% დექსტროზის ხსნარი 24 საათი სტაბილურია.
გამოიყენეთ, გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო თარიღის შემდეგ უნეპრინი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, უნეპრინი არ გამოიყენოთ.
მედიკამენტები, რომელიც ვადა გასულია და არ იყენებთ, ნაგავში არ ჩაყაროთ. გადაეცით, გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სისტემას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
VEM ILAC San. ve Tic. A.S.
Maslak Mahallesi AOS 55. Sokak
42 Maslak A Block Sit . No: 2/134
Sariyer/ სტამბოლი/თურქეთი
წარმოების ადგილი:
VEM ILAC San. ve Tic. A.S.
ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბოლგესი
ქარააღაჩის უბანი, ფათიჰის ბულვარი N38. ქაფაქლი/თექირდაღი/თურქეთი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია დამოწმებულია 07 მარტს 2018 წელს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც ამ პრეპარატის შეყვანას განახორციელებს
ინფორმაცია გამოყენების, შეფუთვასა და განადგურების შესახებ
- ინფუზიისთვის კონცენტრირებული ხსნარი ქვემოთ მითითებული გამხსნელი ხსნარით უნდა განზავდეს. ინტრავენური ინფუზიისთვის ნორეპინეფრინის განზავების დროს გამოიყენეთ ასეპტიკური მეთოდები.
- ინექციით გასაკეთებელი პროდუქცია ყოველთვის უნდა შემოწმდეს ვიზუალურად, არ გამოიყენოთ ნაწილაკების არსებობისას და ან ფერის ცვილების დროს.
- ნორეპინეფრინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორეპინეფრინის ინფუზია დიდ ვენაში უნდა გაკეთდეს. განსაკუთრებით სასურველია ანტეკუბიტალური (იდაყვის წინა) ვენები, რადგანაც ამ შემთხვევაში გახანგრძლივებული ვაზოკონსტრიქციის გამო მფარავი ქსოვილის ნეკროზის რისკი ნაკლებია. ქვემო კიდურების ვენებზე ინექციას უნდა მოვერიდოთ.
- ვენის გარეთ ინექციის შემთხვევაში, გაღიზიანებული მიდამოები ფენტოლამინის მაზილატით უნდა გამოირეცხოს, დამუშავდეს.
- ინტრავენური კათეტერი საინექციო ნემსით შესაბამის ცენტრალურ ვენაში ჩადგით და ლეიკოთი დააფიქსირეთ.
- ინფუზიის მიდამოში თავისუფალი დინება ხშირად უნდა გაკონტროლდეს.
- საჭიროა სისხლის არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი. ინფუზიის დასაწყისში სასურველი სისხლის არტერიული წნევის მიღებამდე საჭიროა ყოველ 2 წთ-ში კონტროლი, თუ ინფუზია უნდა გაგრძელდეს, სასურველი სისხლის არტერიული წნევის მიღების შემდეგ საჭიროა კონტროლი ყოველ 5 წთ-ში.
- ინფუზიის დინების სიჩქარე საინფუზიო სისტემის საშუალებით ფიქსირებულად უნდა გაკონტროლდეს, ავადმყოფი ინფუზიის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.
- გამოუყენებელი პროდუქტი, ადგილობრივი წესების შესაბამისად იქნება გადაგდებული.
სისხლის წნევის დარეგულირება
მწვავე ჰიპოტენზიურ მდგომარეობებში: სისხლის მოცულობის შემცირება ნებისმიერი ვაზოპრესორის გამოყენებამდე შეძლებისდაგვარად სრულად უნდა დარეგულირდეს, გამოსწორდეს. ნორეპინეფრინი შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის მოცულობის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს და ან მანამდე.
ჩვეულებრივი დოზა:
ინფუზია ძირითადად დასაწყისში 2-3 მლ/წთ (წუთში 8-12 მკგ) ან 0.11-0.17 მიკროგრამი/კგ/წუთში) კეთდება და სისხლის წნევის შესაბამისად რაოდენობა რეგულირდება. სისხლის წნევის მაჩვენებელი დასაწყისში ყოველ 2 წთ-ში ჩაინიშნება და ინფუზიის სიჩქარე მუდმივად კონტროლის ქვეშაა. ავადმყოფის ჩვეულებრივ დოზაზე პასუხის (შედეგის) დადგენის შემდეგ დარეგულირდება დინების სიჩქარე, სასიცოცხლო ორგანოებში ცირკულაციის გაგრძელებისთვის საჭირო ნორმალური არტერიული სისხლის წნევის (ძირითადად 80-100 მმ Hg) (ვწყ. სვ სისტოლური) წარმოშობისა და გაგრძელებისთვის. რეკომენდირებულია, არ ამაღლდეს ჰიპერტენზიულ ავადმყოფებში ადრე არსებული სისხლის არტერიული სისტოლური წნევის > 400 მმ ვწყ. სვ .
განზავებული ხსნარის 0.5-1 მლ/წთ საშუალო დინება (ან 0.03-0.06 მიკორგრამი/კგ/წუთში) დამაკმაყოფილებელი სისხლის წნევის მაჩვენებლების მიღებისთვის ძირითადად საკმარისია.
ზემოთ მოცემული დოზირება საბოლოო არ არის. დოზა განისაზღვრება ავადმყოფის გულის და სისხლძარღვების მდგომარეობის შესაბამისად. პროდუქტის მიმართ მგრძნობელობა ინდივიდუალურად იცვლება.
თუ ავადმყოფი ჰიპოტენზიური რჩება-24 სთ-ში შეიძლება საჭიროა გახდეს 4 მლ 17 ამპულა უნეპრინის შეყვანა (0.67 მიკროგრამი/კგ/წთ-ში შესაბამისი რაოდენობა), მაგრამ ყოველთვის ეჭვი უნდა გვქონდეს ფარულ სისხლის მოცულობის შემცირებაზე და თუ საჭირო იქნება უნდა დარეგულირდეს. ამ მდგომარეობის დადგენასა და მკურნალობაში ძირითადად დაგვეხმარება ცენტრალური ვენური წნევის კონტროლი.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობა თითოეული კლინიკური გამოვლინების და შემთხვევისთვის განსხვავებულია და მერყეობს 1-2 საათიდან 6 დღემდე.
ინფუზია, უნდა გაგრძელდეს, საკმარისი ქსოვილოვანი ინფუზიისა და საჭირო სისხლის წნევის მიღებამდე.
სისხლის წნევის სერიოზულად დაცემის თავიდან აცილების მიზნით ინფუზია ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და შემდეგ შეწყდეს.
განზავება:
უნეპრინი უნდა განზავდეს 1 ლიტრ 5% გლუკოზაში ან 0.9% ნატრიუმის ქლორსა და 5% გლუკოზის ნარევში (50/50) და ამის შემდეგ შეიძლება ი.ვ. ინფუზიით შეყვანა. ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან უმარილო დიეტაზე, ზავდება მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარით. გლუკოზის ხსნარი გამოიყენება ნორეპინეფრინის L-ნორეპინეფრინად ოქსიდაციის საწინააღმდეგოდ.
ნორეპინეფრინის სასურველი კონცენტრაციის მიღებისთვის ამპულის შემადგენლობის განზავების გამოთვლისას, შეიძლება ვისარგებლოთ ქვემოთ მოცემული რეფერანსის ცხრილით.
ნორეპინეფრინის ბაზის სასურველი შემადგენლობა
გამოსაყენებელი ამპულის რაოდენობა
გამოსაყენებელი გაზავებული ხსნარის მოცულობა
4 მიკროგრამი/მლ
1
1 ლიტრი
8 მიკროგრამი/მლ
2
1 ლიტრი
12 მიკროგრამი/მლ
3
1 ლიტრი
16 მიკროგრამი/მლ
4
1 ლიტრი
20 მიკროგრამი/მლ
5
1 ლიტრი
უნეპრინის შერევა პლაზმასთან და ან სისხლთან არ შეიძლება, უნდა გაკეთდეს ცალ-ცალკე (მაგ. თუ ერთსადაიმავე დროს უნდა გადაისხას, საჭიროა ორმილიანი Y- კათეტერი და ან გამოყენებული იქნას ცალ-ცალკე კონტეინერი).
სითხის მიღება
განზავების ხარისხი დამოკიდებულია კლინიკურად მოცულობის საჭიროებაზე.
თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში მომატებული დოზით პრესორული აგენტის შემცველი დინების სიჩქარისთვის სითხის (დექსტროზის) მაღალი მოცულობა გახდება საჭირო, გამოყენებული უნდა იქნეს 4 მიკროგრამი/მლ-ზე უფრო ნაკლები კონცენტრაციის ხსნარი, მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სითხის მაღალი მოცულობა არ გვინდა, 4 მიკროგრამი/მლ-ზე უფრო მაღალი კონცენტრაციის ხსნარი იქნება საჭირო.
ინექციის მიდამო:
ნორეპინეფრინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორეპინეფრინის ინფუზიის შეყვანა ხდება დიდი ვენიდან, განსაკუთრებით სასურველია ანტეკუბიტალური (იდაყვის წინა) ვენები, რადგანაც ასეთ მდგომარეობაში ხანგრძლივად მიღებული ვაზოკონსტრიქტორების გამო ზედაპირის მფარავი ქსოვილის ნეკროზის რისკი ნაკლებია. თავი უნდა ავარიდოთ ქვემო კიდურების მიდამოს ვენებზე ინექციას.
სისხლის წნევის კონტროლი:
ინფუზიის დაწყებიდან სასურველი სისხლის წნევის მიღებამდე ყოველ 2 წუთში უნდა გაკონტროლდეს სისხლის წნევა. თუ ინფუზია უნდა გაგრძელდეს, სასურველი სისხლის არტერიული წნევის მიღების შემდეგ ყოველ 5 წუთში კვლავ უნდა გაკონტროლდეს სისხლის წნევა.
უნდა გაკონტროლდეს ინფუზიის დინების სიჩქარე და ავადმყოფი ინფუზიის დროს არავითარ შემთხვევაში მარტო არ უნდა დარჩეს.
ექსტრავაზაციის რისკი:
ინფუზიის თავისუფალი დინება ხშირად უნდა გაკონტროლდეს.
მომატებული განვლადობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციის შედეგად, შეიძლება ვენის ირგვლივ ქსოვილებში გამოვლინდეს წამლის გაჟონვა, ეს მდგომარეობა საბოლოოდ მხოლოდ ექსტრავაზაციის შედეგი არ არის და ქსოვილების გაფერმკრთალებას იწვევს. ამიტომ, თუ სიფერმკრთალე გამოვლინდება, ლოკალური ვაზოკონსტრიქციური ეფექტის შემცირების მიზნით ინფუზიის მიდამო უნდა შეიცვალოს.
ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა
წამლის სისხლძარღვის გარეთ გაჟონვის შემთხვევაში და ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის დროს, სისხლძარღვებში წამლით გამოწვეული ვაზოკონსტიქციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ქსოვილების დაზიანება. ინექციის მიდამო რაც შეიძლება სწრაფად 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ნატრიუმის ხსნარით უნდა გამოირეცხოს.
ამ მიზნით წვრილ ნემსიანი ენჟექტორიანი შპრიცით ხდება ლოკალური ინექციების ჩატარება.
ამპულები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს, თუ აღინიშნება მასში ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება, არ უნდა გამოიყენოთ.
განსაკუთრებულ პოპულაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
ნორეპინეფრინის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის და ან ღვიძლის დაავადებები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. ღვიძლსა და თირკმლებში სისხლის დინების შემცირების შემთხვევაში სიმპატომიმეტიკების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
პედიატიული პოპულაცია:
ახალშობილებში ნორეპინეფრინის მოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არა საკმარისია. ბავშვებზე ნორეპინეფრინის მიცემისას, საჭიროა ყურადღების მიქცევა და სიფრთხილე ისევე როგორც ზრდასრულებში. საწყისი დოზა სისხლის წნევის კონტროლით ძირითადად 0.05 მკგ/კგ/წუთში ნორეპინეფრინის ბაზის ინფუზიით შეიძლება და მომატება შეიძლება 0.5 მკგ/კგ/წუთში ბაზამდე.
გერიატრიული პოპულაცია:
ფრთხილად გამოიყენება ასაკოვან პირებში, განსაკუთრებით სიმპატომიმეტიკური აგენტების და ნორეპინეფრინის მიმართ მგრძნობიარე პირებში.
გაფრთხილებები წამლის გამოყენების დროს:
ნორეპინეფრინი - ტუტე ხსნარებთან და ან ოქსიდატურ ნივთიერებებთან, ბარბიტურატებთან, ქლორფენირამინთან, ქლოროთიაზიდთან, ნიტროფურანტიონთან, ნოვობიოცინთან, ფენიტოინთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ნატრიუმის იოდიდთან, სტრეპტომიცინთან, ინსულინთან (ცნობილია ერთგვარი შეუთავსებლობა), სისხლთან და ან პლაზმასთან შეუთავსებელია.
უნეპრინი არ შეურიოთ სისხლთან და ან პლაზმასთან. თუ სისხლის მოცულობის მომატებისთვის არსებობს ჩვენება, უნეპრინი პლაზმის და სისხლისგან ცალკე უნდა გადაესხას. მაგ. Y- სისტემის გამოყენებით.
ინფუზიის მიდამო ხშირად უნდა გაკონტროლდეს. ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის ირგვლივ ქსოვილების ნეკროზის განმაპირობებელი ექსტრავაზაციის თავიდან აცილების მიზნით ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ნორეპინეფრინის ექსტრავაზაციის დროს და ან ინექცია ხდება ვენის გარეთ, ასეთ შემთხვევაში, სისხლძარღვებში არსებული სამედიცინო პროდუქტის ვაზოკონსტიქტიული ეფექტის გამო შეიძლება გამოვლინდეს ქსოვილების დაზიანება.
მომატებული განვლადობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტიქციის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ინფუზიური ვენის ირგვლივ ქსოვილებში ნორეპინეფრინის გაჟონვა. ეს მდგომარეობა პირდაპირ, ზუსტად ექსტრავაზაციის გამო არ არის და ქსოვილების დაზიანების (მოხარშვის) მიზეზი ხდება, ამიტომ, თუ აღნიშნული მოხარშვა გამოვლინდება, ლოკალური ვაზოკონსტრიქტორების ეფექტის შესამცირებლად ინფუზიის მიდამო უნდა შეიცვალოს.
ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:
წამლის სისხლძარღვის გარეთ გაჟონვის შემთხვევაში და ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის დროს, სისხლძარღვებში წამლით გამოწვეული ვაზოკონსტიქციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ქსოვილების დაზიანება, ინექციის მიდამო რაც შეიძლება სწრაფად 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ნატრიუმის ხსნარით უნდა გამოირეცხოს.
ამ მიზნით წვრილ ნემსიანი ენჟექტორიანი შპრიცით ხდება ლოკალური ინექციების ჩატარება
ამპულები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს, თუ აღინიშნება მასში ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება, არ უნდა გამოიყენოთ.
ცირკულაციის სხვა პრობლემების მკურნალობა:
ინფუზიის მიდამოში დარღვეულ ცირკულაციას და ამ მიდამოს ინფილტრაციას (ექსტრავაზაციური და ან ექსტრავაზაციის გარეშე) თბილი სახვევი და 5მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი 10 მლ ნატრი ქლორის ხსნარის ინექცია ამსუბუქებს.
თუ გამოიყენეთ საჭირო დოზაზე მეტი უნეპრინი:
უნეპრინის ინფუზია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
ანტიდოტის სახით ინტრავენურად ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ) და ალფა- ბლოკერი შეიძლება იქნას გამოყენებული. თუ საჭირო იქნება ეს დოზა შეიძლება განმეორდეს.
ურთიერთქმედება ლაბორატორიულ ტესტებზე:
ნორეპინეფრინის მოქმედებით ვლინდება გლიცეროლის, აცეტოაცეტატის, β- ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონის მატება სისხლის მიმოქცევაში. პლაზმის ინსულინი, ლაქტატი, პირუვატი და ალანინის დონეები ნორეპინეფრინის მოქმედებით მცირდება.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


