პრეპარატი ბიემეფრინი უნდა გამოიყენოს საავადმყოფოში სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალმა. ბიემეფრინი შედგება 4 მლ ხსნარის შემცველი 10 ცალი ტიპი I შუშის ამპულებისგან. თითოეული ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნორადრენალინს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნორეპინეფრინი (norepinephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ/4მლ (1მგ/მლ) 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №10
- მწარმოებელი
- Mefar İlaç Sanayii A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- C01CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046696
- რეგისტრირებულია
- 17 ნოემბერი 2026, მოქმედებს 17 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ვიან-ლოჯისტიკა“
ბიემეფრინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ბიემეფრინი უნდა გამოიყენოს საავადმყოფოში სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალმა.
ბიემეფრინი შედგება 4 მლ ხსნარის შემცველი 10 ცალი ტიპი I შუშის ამპულებისგან. თითოეული ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნორადრენალინს.
ბიემეფრინი წარმოდგენილია ხსნარის სახით და ინტრავენურად მისი გამოყენება ხდება მხოლოდ განზავების შემდეგ.
ბიემეფრინი გამოიყენება შემდეგი გადაუდებელი შემთხვევების დროს:
მწვავე ჰიპოტენზიის (არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება) შემთხვევაში ნორმალური არტერიული წნევის აღსადგენად.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბიემეფრინის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ბიემეფრინს გაგიკეთებენ 5% გლუკოზის ხსნარში ან 5% გლუკოზის და 0.9% NaCl ნარევში განზავებული სახით.
თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს დაავადების შესაბამისად.
ამ დოკუმენტის ბოლოს წარმოდგენილია სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ინფორმაცია.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ბიემეფრინი გამოიყენება უპირატესად მკლავზე მსხვილ ვენაში ინფუზიის გზით. თუ თვლით, რომ ბიემეფრინის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ბიემეფრინი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
ბიემეფრინს გაგიკეთებთ ექიმი საავადმყოფოში. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საჭიროზე მეტი რაოდენობით პრეპარატის გამოყენების ალბათობა. თუ გრძნობთ გარკვეულ შეშფოთებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებთან ჩვეულებრივი დოზაზე უფრო ხშირად შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები: ჰიპერტენზია, ფოტოფობია, მკერდის ძვლის უკანა მიდამოში ტკივილი, სიფერმკრთალე, ძლიერი ოფლდენა და ღებინება.
მკურნალობა:
უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ გახდება სტაბილური.
ანტიდოტი: ალფა-ბლოკატორის (5-10 მგ), როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი, ინტრავენურად გამოყენება. საჭიროებისას შესაძლებელია ამ დოზის გამეორება.
თუ თვლით, რომ ბიემეფრინი გამოყენებული იქნა საჭიროზე მაღალი დოზით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბიემეფრინის გამოყენება:
არ არის ძალაში.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ბიემეფრინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქციები
თუ თვლით, რომ აღარ გჭირდებათ ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბიემეფრინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
უკუჩვენებები
თუ თქვენ გაქვთ
ალერგია ნორადრენალინზე ან ბიემეფრინის შემადგენელ სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევის), რადგანაც ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტი არტერიული წნევის მატების დროს შესაძლებელია უფრო მეტად მგრძნობიარე იყოს ნორადრენალინის ზემოქმედების მიმართ.
ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევის) რომლის მიზეზია სისხლის მცირე მოცულობა.
სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი შემცველობა (ჰიპერკაპნია), ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) და სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები.
პრინცმეტალის სტენოკარდია, ანუ მკერდის მიდამოში ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია გულთან და თავს იჩენს მოსვენებულ მდგომარეობაში. რადგანაც ასეთ პაციენტებთან კორონარული (გულის სისხლძარღვების) სისხლის ნაკადი შესაძლებელია დაეცეს ისეთი ხანგრძლივობით და სიმძიმით, რომ გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა).
ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი მოქმედება). ასეთ პაციენტებს ახასიათებთ ნორადრენალინის ზემოქმედების მიმართ მგრძნობელობა და შესაძლებელია აღინიშნებოდეს მცირე დოზით ტოქსიკურობა.
იტარებთ ქლოროფორმით, ციკლოპროპანითა და ჰალოტანით ანესთეზიას, რადგანაც შესაძლებელია ნორადრენალინმა გააძლიეროს გულის კუნთების სტიმულირება და გამოიწვიოს გულის სწრაფი და არარეგულარული შეკუმშვა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ბიემეფრინი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
არ შეიძლება ბიემეფრინის ინექციის გაკეთება ქვედა კიდურების სისხლძარღვებში.
ბიემეფრინის ძლიერი ზემოქმედების გამო ყოველთვის არსებობს ჭარბი დოზის შედეგად არტერიული წნევის სახიფათო მატების რისკი. არტერიული წნევის ძლიერი მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეჩერდეს.
სისხლძარღვების შემავიწროებელი ნებისმიერი ძლიერი პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვებში პლაზმის მოცულობის შემცირება. ეს დეფიციტი სტაბილურად უნდა გამოსწორდეს წყლის და სათანადო მარილების მეშვეობით.
საჭიროა სიფრთხილე დიაბეტის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის ან გადიდებული პროსტატის შემთხვევაში.
ნორადრენალინი ძლიერად აღიზიანებს ქსოვილებს, შესაბამისად აუცილებელია მხოლოდ ძალიან განზავებული ხსნარის გამოყენება. თუ ინექციის მიდამოში იგრძნობთ წვას ან ტკივილს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლებელია ხსნარის გავიდეს სისხლძარღვების გარეთ მდებარე ქსოვილებში.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ბიემეფრინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის ძალაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბიემეფრინმა შესაძლებელია დააქვეითოს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ნაყოფის გულისცემის აჩქარება. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა და ორსულობის ბოლოს ნაყოფის ასფიქსია. რის გამოც ორსული ქალის რეანიმაციის დროს გამოყენება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური სარგებელი აღემატება ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ნორადრენალინი რძით.
ცხოველებზე არ ჩატარებულა კვლევა ნორადრენალინის რძით გამოყოფასთან დაკავშირებით. როდესაც თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა შეჩერდეს თუ არა ძუძუთი კვება ან უნდა შეჩერდეს თუ არა ბიემეფრინით მკურნალობა /საჭიროა თუ არა მოერიდოთ მკურნალობას, იგი გაითვალისწინებს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელს და მეძუძური დედისთვის ბიემეფრინით მკურნალობის სარგებელს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბიემეფრინი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიემეფრინის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატის შემადგენლობაში არსებულმა ნატრიუმის მეტაბისულფიტმა (E223) იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ამ სამედიცინო პრეპარატის თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ შეიძლება ბიემეფრინის გამოყენება ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებულ ზოგიერთ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ქლოროფორმი, ციკლოპროპანი და ჰალოტანი (ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან გულის კუნთების სტიმულირებას და იწვევენ გულის სწრაფ და არარეგულარულ შეკუმშვას).
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ატროფინის სულფატთან ერთად, რომელიც გამოიყენება შენელებული გულისცემის, ჰიპოტენზიის და გულის რითმის დარღვევების დროს, ასევე ანტიჰისტამინურ საშუალებებთან (დიფენილჰიდრამინი, ტრიპელენამინი, დექსქლორფენირამინი) ერთად, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს.
ერგოტამინის წარმოებულმა ზოგიერთმა ალკალოიდმა (გუანეტიდინი ან მეთილდოპა) შესაძლებლია გააძლიეროს ნორადრენალინის ვაზოპრესორული ზემოქმედება და გამოიწვიოს სერიოზული და რეზისტენტული ჰიპერტენზია.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიდი რაოდენობით დიგიტალისს და ქინიდინს, შესაძლებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევები.
რეზეპინმა, გუანეტიდინმა და კოკაინმა შესაძლებელია გაზარდოს ბიემეფრინის ზემოქმედება.
არ შეიძლება დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებულ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგალითად, იმიპრამინი) და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება.
ფუროსემიდთან და სხვა დიურეზულ საშუალებებთან (შარდის გამოყოფის გასაძლიერებლად გამოყენებული პრეპარატები) ერთად გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით.
ცნობილია, რომ ნორადრენალინი ზრდის სისხლის მიმოქცევის სისტემაში გლიცერინის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს. ნორადრენალინით ქვეითდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატისა და ალანინის დონე.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
მაღალი არტერიული წნევა და ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობა.
ძლიერი ვაზოპრესორული ეფექტის გამო იშემიური დაზიანება.
ხშირი:
ტაქიკარდია
შენელებული პულსი
გულის რითმის დარღვევები
არათანაბარი გულისცემა
გულზე β1 ადრენერგიული ზემოქმედებიდან გამომდინარე გულის კუნთის შეკუმშვის გახშირება
გულის მწვავე უკმარისობა
არახშირი:
შფოთვა
უძილობა
გაბრუება
თავის ტკივილი
ფსიქოზური მდგომარეობა
სისუსტე
ტაქიკარდია
მომატებული სიფრთხილე
უმადობა
გულისრევა და ღებინება
თვალშიგა წნევის უეცარი მატება: ძალიან ხშირია პაციენტებში, რომელთაც ანატომიურად აქვთ ირიდოკორნეალური კუთხის დახურვისკენ მიდრეკილება
სუნთქვის უკმარისობა და გაძნელება, დისპნოე
ინექციის მიდამოში გაღიზიანება და ქსოვილების ნეკროზი, სისხლძარღვების შევიწროება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კიდურების და სახის გაცივება და სიფერმკრთალე
სისხლის მოცულობის ჩანაცვლების გარეშე სისხლის წნევის შენარჩუნების მიზნით ნორადრენალინის მუდმივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
პერიფერიული და ვისცერული სისხლძარღვების სერიოზული შევიწროება
თირკმლებიდან სისხლის ნაკადის შემცირება
შარდის გამოყოფის შემცირება
ქსოვილებში არასაკმარისი ჟანგბადის დონე
სისხლში რძემჟავას დონის მატება.
ნორადრენალინის გამო მოსალოდნელი სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციები გამომდინარეობს დოზასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიული ზემოქმედებისგან. შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ჰიპერტენზია ფილტვის შეშუპებით და ჰემორაგიული ინსულტით.
ინტრავენური ინფუზიის დროს ნორადრენალინის გაჟონვამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინფუზიის მიდამოს ირგვლივ დაბუჟება და ქსოვილების ნეკროზი. გახანგრძლივებულ ინფუზიას შესაძლებელია ახლდეს კიდურების განგრენა.
ინფუზიის მიდამოში დარღვეული ცირკულაციის (შესაძლებელია იყოს გაჟონვით ან გაჟონვის გარეშე) დროს ცხელი სახვევისა და ფენტოლამინის (5მგ/10მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული) მეშვეობით შესაძლებელია ამ მიდამოში ინფილტრაციის შემსუბუქება.
ნორადრენალინით ქვეითდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატისა და ალანინის დონე.
ნებისმიერი ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება, რაც შესაძლებელია გამოსწორდეს სითხით და ელექტროლიტებით ჩანაცვლებითი თერაპიით. თუ ვერ მოხდება პლაზმის მოცულობის დარეგულირება, ნორადრენალინით მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლებელია განმეორდეს ჰიპოტენზია ან სისხლის ნაკადის შემცირების გამო გაგრძელდეს არტერიული წნევა სერიოზული პერიფერიული და ვისცერული ვაზოკონსტრიქციის რისკით.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ბიემეფრინის შენახვა
ბიემეფრინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.
ბიემეფრინის ამპულები შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცული სახით.
0,9% ნატრიუმის ქლორიდით (ნარევი 50/50 h/h) ან მის გარეშე 5% დექსტროზის ხსნარში განზავებული საინფუზიო ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ბიემეფრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ბიემეფრინი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ბიემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ანითთეფეს უბანი თურგუთ რეისის გამზირი №:21, თანდოღანი / ჩანქაია - ანკარა
წარმოების ადგილი: სს მეფარ ილაჩ სანაი
ქურთქოი - ფენდიქი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 09/10/2024 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს
გამოყენების, შეფუთვის და განადგურების შესახებ ინფორმაცია
- კონცენტრირებული ხსნარი ინფუზიისთვის გამოსაყენებლად უნდა განზავდეს ქვემოთ მითითებული ხსნარით. ინტრავენური ინფუზიისთვის ნორადრენალინის განზავებისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
- ინექციის გზით გამოყენებული პრეპარატი ყოველთვის უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და არ შეიძლება გამოყენება, თუ მასში არის ნაწილაკები ან შეცვლილია ფერი.
- ნორადრენალინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორადრენალინის ინფუზია უნდა გაკეთდეს მსხვილ ვენაში. კერძოდ, უპირატესობა ენიჭება მკლავის ლატერალურ კანქვეშა ვენებს, რადგანაც ამ შემთხვევაში დაბალია გახანგრძლივებული ვაზოკონსტრიქციის გამო დამფარავი ქსოვილების ნეკროზის რისკი. საჭიროა მოვერიდოთ ქვედა კიდურების ვენებში გაკეთებას.
- ვენის გარეთ ინექციის შემთხვევაში საჭიროა მიდამო, რომელზეც მოხდა ზემოქმედება, ჩარეცხილი იქნას ფენტოლამინის მეზილატით.
- ინტრავენური კათეტერი საინექციო ნემსით შეიყვანეთ სათანადო ცენტრალურ ვენაში და დააფიქსირეთ წებოვანი სახვევით.
- ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის მიდამოში თავისუფალი ნაკადი.
- საჭიროა რეგულარული დაკვირვება არტერიულ წნევაზე, რაც უნდა განხორციელდეს ინფუზიის დაწყებიდან სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფამდე ყოველ ორ წუთში ერთხელ. თუ ინფუზია უნდა გაგრძელდეს, სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფის შემდეგ ყოველ ხუთ წუთში ერთხელ.
- საჭიროა ინფუზიის სისტემით მოხდეს სისტემატური დაკვირვება ინფუზიის ნაკადის სიჩქარეზე და ინფუზიის მთელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს დაკვირვება პაციენტზე.
- გამოუყენებელი პროდუქცია უნდა გადაყარონ ადგილობრივი წესების მიხედვით.
არტერიული წნევის დარეგულირება
მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში: ნებისმიერი ვაზოპრესორული საშუალების გამოყენებამდე, რამდენადაც შესაძლებელია, მთლიანად უნდა გამოსწორდეს სისხლის მოცულობის შემცირება. ნორადრენალინის გამოყენება შესაძლებელია სისხლის მოცულობის ჩანაცვლების დროს ან მანამდე.
ჩვეულებრივი დოზა:
როგორც წესი, ინფუზია იწყება შემდეგი დოზით: 2-3 მლ/წუთი (წუთში 8-12 μg ან 0,11-0,17 მიკროგრამი /კგ/წუთში) და რაოდენობის რეგულირება ხდება არტერიული წნევის მიხედვით. დასაწყისში არტერიული წნევის მაჩვენებლის აღრიცხვა ხდება ყოველ ორ წუთში ერთხელ და ხორციელდება მუდმივი დაკვირვება ინფუზიის სიჩქარეზე. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება საწყის დოზაზე პაციენტის პასუხი, ნაკადის სიჩქარეს არეგულირებენ ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში ცირკულაციის შენარჩუნების მიზნით უზრუნველყოფილი და შენარჩუნებული იქნას ნორმალური არტერიული წნევა (როგორც წესი, 80-100 მმ ვწყ.სვ. სისტოლური). პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰიპერტენზია, რეკომენდებულია, სისხლის წნევა არ იქნას გაზრდილი მანამდე არსებულ სისტოლურ წნევაზე 400 მმ ვწყ. სვ.-ით მეტად.
როგორც წესი, სისხლის წნევის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლების მისაღწევად საკმარისია განზავებული ხსნარის საშუალო ნაკადი - 0,5-1 მლ/წუთში (ან 0,03-0,06 მიკროგრამი/კგ/წუთში).
ზემოთ განმარტებული პოზოლოგია არ არის საბოლოო. დოზირება განისაზღვრება პაციენტის გულის ან სისხლძარღვების მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაძლებელია პაციენტებს ჰქონდეთ პრეპარატის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავებული მგრძნობელობა.
თუ პაციენტს კვლავ აღენიშნება ჰიპოტენზია, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში საჭირო გახდეს დაახლოებით 17 ცალი 4 მლ ამპულის (რაოდენობა, რომელიც შეესაბამება 0,67 მკგ/კგ/წუთში) გამოყენება, მაგრამ მუდმივად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ არსებობს სისხლის რაოდენობის ფარულად შემცირების ალბათობა, და, საჭიროებისას, გამოსწორდეს. როგორც წესი, ამ შემთხვევის დადგენას და მკურნალობას ხელს უწყობს ცენტრალურ ვენურ წნევაზე დაკვირვება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის განსხვავებულია და შესაძლებელია იცვლებოდეს 1-2 საათიდან 6 დღემდე. ხსნარის შეყვანა უნდა გაგრძელდეს, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ქსოვილებში საკმარისი ინფუზია და საკმარისი არტერიული წნევა. არტერიული წნევის სერიოზულად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად ინფუზია უნდა შემცირდეს ნელ-ნელა და შემდეგ შეწყდეს.
განზავება:
ბიემეფრინი გამოიყენება 1 ლიტრ 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% გლუკოზის ნარევში (50/50) განზავებული ინტრავენური ინფუზიის სახით. პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ უმარილო დიეტას, აზავებენ მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარში. გლუკოზის ხსნარი გამოიყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნორადრენალინის ოქსიდაცია L-ნორადრენალინის სახით.
ნორადრენალინის სასურველი კონცენტრაციის მისაღებად ამპულის შიგთავსის განზავების დაანგარიშებისას სახელმძღვანელოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი:
ნორადრენალინის შემცველობა, რომლის მიღებაც სურთ
გამოყენებული ამპულის რაოდენობა
გამოყენებული განზავების ხსნარის რაოდენობა
4 მიკროგრამი/მლ
1
1 ლიტრი
8 მიკროგრამი/მლ
2
1 ლიტრი
12 მიკროგრამი/მლ
3
1 ლიტრი
16 მიკროგრამი/მლ
4
1 ლიტრი
20 მიკროგრამი/მლ
5
1 ლიტრი
არ შეიძლება ბიემეფრინის შერევა პლაზმაში ან სისხლში, პროცედურა უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე (მაგალითად, თუ უნდა მიეცეს ერთდროულად, საჭიროა Y-კათეტერის ან ცალ-ცალკე ჭურჭლის გამოყენება).
სითხის მიღება:
განზავების ხარისხი დამოკიდებულია მოცულობის კლინიკურ საჭიროებაზე.
თუ დროის ერთეულში ჭარბი დოზით პრესორი აგენტის შემცველი ნაკადის სიჩქარისთვის საჭიროა სითხის (დექსტროზა) მაღალი მოცულობა, გამოყენებული უნდა იქნას 4 მიკროგრამი/მლ-ზე უფრო მეტად განზავებული ხსნარი. მეორე მხრივ, თუ არ არის საჭირო სითხის მაღალი მოცულობები, შესაძლებელია საჭირო გახდეს 4 მიკროგრამი/მლ-ზე მაღალი კონცენტრაცია.
ინექციის მიდამო:
ნორადრენალინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორადრენალინის ინფუზიები უნდა გაკეთდეს მსხვილ ვენაში. კერძოდ, უპირატესობა ენიჭება მკლავის ლატერალურ კანქვეშა ვენებს, რადგანაც ამ შემთხვევაში დაბალია გახანგრძლივებული ვაზოკონსტრიქციის გამო დამფარავი ქსოვილების ნეკროზის რისკი. საჭიროა მოვერიდოთ ქვედა კიდურების ვენებში ინექციის გაკეთებას.
არტერიული წნევის კონტროლი:
არტერიული წნევა უნდა შემოწმდეს ინფუზიის დაწყებიდან სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფამდე ყოველ ორ წუთში ერთხელ. თუ გამოყენება უნდა გაგრძელდეს, სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფის შემდეგ უნდა შემოწმდეს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ. ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის ნაკადის სიჩქარე და ინფუზიის დროს კატეგორიულად დაუშვებელია პაციენტის მარტო დატოვება.
ექსტრავაზაციის რისკი:
ხშირად უნდა შემოწმდეს, არის თუ არა თავისუფალი ინფუზიის ნაკადი.
მომატებული გამტარობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციიდან გამომდინარე შესაძლებელია მოხდეს პრეპარატის გაჟონვა ვენის ირგვლივ ქსოვილებში. არ არის სავალდებულო, აღნიშნულის მიზეზი იყოს ექსტრავაზაცია. ამ დროს ვითარდება ქსოვილების სიფერმკრთალე. თუ ადგილი ექნება ფერის დაკარგვას, ლოკალურად ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედების შესამცირებლად უნდა შეიცვალოს ინფუზიის მიდამო.
ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:
სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის გაჟონვის ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედებიდან გამომდინარე განვითარდეს ქსოვილების დაზიანება. საჭიროა ინექციის მიდამო, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად ჩაირეცხოს 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური მარილხსნარით. ამ მიზნით უნდა გამოიყენონ შპრიცი წვრილი ნემსით და ინექცია გაკეთდეს ლოკალურად. ამპულები გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს. არ შეიძლება გამოყენება, თუ ამპულაში არის ნაწილაკები ან შეცვლილია ფერი.
დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკურ პოპულაციებთან დაკავშირებით:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:
ნორადრენალინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებზე. სისხლის ნაკადი შესაძლებელია დაქვეითდეს ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ღვიძლი და თირკმელი, რის გამოც თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენებისას.
პედიატრიული პოპულაცია:
არ არსებობს საკმარისი კვლევები ახალშობილებზე ნორადრენალინის ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ბავშვებში ნორადრენალინის გამოყენებისას საჭიროა ისეთივე სიფრთხილის გამოჩენა, როგორც მოზრდილებთან. საწყის დოზად, არტერიული წნევის კონტროლით, როგორც წესი, შესაძლებელია გაკეთდეს ნორადრენალინის ინფუზია 0,05 μg/კგ/წუთში და იგი გაიზარდოს და გახდეს ნორადრენალინი 0,5 μg/კგ/წუთში.
გერიატრიული პოპულაცია:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ასაკოვნებთან, განსაკუთრებით პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა სიმპათომიმეტურ აგენტებსა და ნორადრენალინზე.
გამოყენებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები:
ნორადრენალინი შეუთავსებელია შემდეგ ნივთიერებებთან: ტუტე ხსნარები ან მჟანგავები, ბარბიტურატები, ქლორფენირამინი, ქლოროთიაზიდი, ნიტროფურანტოინი, ნოვობიოცინი, ფენიტოინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის იოდიდი, სტრეპტომიცინი, ინსულინი (არსებობს ინფორმაცია შეუთავსებლობის შესახებ), სისხლი ან პლაზმა.
არ შეურიოთ ბიემეფრინი სისხლში ან პლაზმაში. თუ არსებობს სისხლის მოცულობის გაზრდის ჩვენება, ბიემეფრინი გამოყენებული უნდა იქნას პლაზმისგან ან სისხლისგან განცალკევებით, მაგალითად, Y-სისტემის გამოყენებით.
ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის მიდამო. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ექსტრავაზაცია, რომელიც იწვევს ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ნეკროზს. ნორადრენალინის ექსტრავაზაციის დროს ან, თუ ინექცია გაკეთდა ვენის გარეთ, სისხლძარღვებზე სამედიცინო პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედების გამო შესაძლებელია განვითარდეს ქსოვილების დაზიანება. მომატებული გამტარობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ვენის ირგვლივ ქსოვილებში მოხდეს ნორადრენალინის გაჟონვა. არ არის სავალდებულო, აღნიშნულის მიზეზი იყოს ექსტრავაზაცია. იგი იწვევს ქსოვილების გაცხელებას. გაცხელების შემთხვევაში ლოკალურად ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედების შესამცირებლად ყურადღება უნდა მიექცეს ინფუზიის მიდამოს შეცვლას.
ექსტრავაზაციიდან გამომდინარე იშემიის მკურნალობა:
სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის გაჟონვის ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის გაკეთების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედებიდან გამომდინარე განვითარდეს ქსოვილების დაზიანება.
საჭიროა ინექციის მიდამო, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად ჩაირეცხოს 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ხსნარით. ამ მიზნით უნდა გამოიყენონ შპრიცი, რომელსაც ექნება კარგი ნემსი, და ინექცია გაკეთდეს ლოკალურად.
ცირკულაციის სხვა პრობლემების მკურნალობა
ინფუზიის მიდამოში დარღვეული ცირკულაციის (ექსტრავაზაციით ან ექსტრავაზაციის გარეშე) დროს ცხელი სახვევისა და 5 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინექციის მეშვეობით შესაძლებელია ამ მიდამოში ინფილტრაციის შემსუბუქება.
თუ გამოიყენეთ ბიემეფრინი საჭიროზე მეტი რაოდენობით
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ გახდება სტაბილური.
ანტიდოტის სახით შესაძლებელია ინტრავენურად გამოყენებული იქნას ალფა-ბლოკატორი, როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ). საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გამეორება.
ლაბორატორიულ ტესტებთან ურთიერთქმედება
ცნობილია, რომ ნორადრენალინი ზრდის სისხლის მომოქცევაში გლიცერინის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს. ნორადრენალინის ზემოქმედებით ქვეითდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.
KT-755046-2410
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია
ბიემეფრინი 4 მგ / 4 მლ ი.ვ. ინფუზიისთვის საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა
გამოიყენება ინტრავენურად.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს 8 მგ ნორადრენალინის ბიტარტარატს (4 მგ ნორადრენალინის ეკვივალენტური). 1 მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ნორადრენალინს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციაში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები:
- რა არის ბიემეფრინი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბიემეფრინის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ბიემეფრინი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
- ბიემეფრინის შენახვა
- რა არის ბიემეფრინი და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატი ბიემეფრინი უნდა გამოიყენოს საავადმყოფოში სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალმა.
ბიემეფრინი შედგება 4 მლ ხსნარის შემცველი 10 ცალი ტიპი I შუშის ამპულებისგან. თითოეული ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნორადრენალინს.
ბიემეფრინი წარმოდგენილია ხსნარის სახით და ინტრავენურად მისი გამოყენება ხდება მხოლოდ განზავების შემდეგ.
ბიემეფრინი გამოიყენება შემდეგი გადაუდებელი შემთხვევების დროს:
მწვავე ჰიპოტენზიის (არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება) შემთხვევაში ნორმალური არტერიული წნევის აღსადგენად.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბიემეფრინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბიემეფრინი შემდეგ შემთხვევებში:
თუ თქვენ გაქვთ
ალერგია ნორადრენალინზე ან ბიემეფრინის შემადგენელ სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევის), რადგანაც ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტი არტერიული წნევის მატების დროს შესაძლებელია უფრო მეტად მგრძნობიარე იყოს ნორადრენალინის ზემოქმედების მიმართ.
ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევის) რომლის მიზეზია სისხლის მცირე მოცულობა.
სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი შემცველობა (ჰიპერკაპნია), ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) და სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები.
პრინცმეტალის სტენოკარდია, ანუ მკერდის მიდამოში ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია გულთან და თავს იჩენს მოსვენებულ მდგომარეობაში. რადგანაც ასეთ პაციენტებთან კორონარული (გულის სისხლძარღვების) სისხლის ნაკადი შესაძლებელია დაეცეს ისეთი ხანგრძლივობით და სიმძიმით, რომ გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა).
ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი მოქმედება). ასეთ პაციენტებს ახასიათებთ ნორადრენალინის ზემოქმედების მიმართ მგრძნობელობა და შესაძლებელია აღინიშნებოდეს მცირე დოზით ტოქსიკურობა.
იტარებთ ქლოროფორმით, ციკლოპროპანითა და ჰალოტანით ანესთეზიას, რადგანაც შესაძლებელია ნორადრენალინმა გააძლიეროს გულის კუნთების სტიმულირება და გამოიწვიოს გულის სწრაფი და არარეგულარული შეკუმშვა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ბიემეფრინი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
არ შეიძლება ბიემეფრინის ინექციის გაკეთება ქვედა კიდურების სისხლძარღვებში.
ბიემეფრინის ძლიერი ზემოქმედების გამო ყოველთვის არსებობს ჭარბი დოზის შედეგად არტერიული წნევის სახიფათო მატების რისკი. არტერიული წნევის ძლიერი მატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეჩერდეს.
სისხლძარღვების შემავიწროებელი ნებისმიერი ძლიერი პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვებში პლაზმის მოცულობის შემცირება. ეს დეფიციტი სტაბილურად უნდა გამოსწორდეს წყლის და სათანადო მარილების მეშვეობით.
საჭიროა სიფრთხილე დიაბეტის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის ან გადიდებული პროსტატის შემთხვევაში.
ნორადრენალინი ძლიერად აღიზიანებს ქსოვილებს, შესაბამისად აუცილებელია მხოლოდ ძალიან განზავებული ხსნარის გამოყენება. თუ ინექციის მიდამოში იგრძნობთ წვას ან ტკივილს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლებელია ხსნარის გავიდეს სისხლძარღვების გარეთ მდებარე ქსოვილებში.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ბიემეფრინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის ძალაში.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბიემეფრინმა შესაძლებელია დააქვეითოს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ნაყოფის გულისცემის აჩქარება. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა და ორსულობის ბოლოს ნაყოფის ასფიქსია. რის გამოც ორსული ქალის რეანიმაციის დროს გამოყენება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური სარგებელი აღემატება ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ნორადრენალინი რძით.
ცხოველებზე არ ჩატარებულა კვლევა ნორადრენალინის რძით გამოყოფასთან დაკავშირებით. როდესაც თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა შეჩერდეს თუ არა ძუძუთი კვება ან უნდა შეჩერდეს თუ არა ბიემეფრინით მკურნალობა /საჭიროა თუ არა მოერიდოთ მკურნალობას, იგი გაითვალისწინებს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელს და მეძუძური დედისთვის ბიემეფრინით მკურნალობის სარგებელს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
ბიემეფრინი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიემეფრინის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატის შემადგენლობაში არსებულმა ნატრიუმის მეტაბისულფიტმა (E223) იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ამ სამედიცინო პრეპარატის თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ შეიძლება ბიემეფრინის გამოყენება ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებულ ზოგიერთ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ქლოროფორმი, ციკლოპროპანი და ჰალოტანი (ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან გულის კუნთების სტიმულირებას და იწვევენ გულის სწრაფ და არარეგულარულ შეკუმშვას).
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ატროფინის სულფატთან ერთად, რომელიც გამოიყენება შენელებული გულისცემის, ჰიპოტენზიის და გულის რითმის დარღვევების დროს, ასევე ანტიჰისტამინურ საშუალებებთან (დიფენილჰიდრამინი, ტრიპელენამინი, დექსქლორფენირამინი) ერთად, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს.
ერგოტამინის წარმოებულმა ზოგიერთმა ალკალოიდმა (გუანეტიდინი ან მეთილდოპა) შესაძლებლია გააძლიეროს ნორადრენალინის ვაზოპრესორული ზემოქმედება და გამოიწვიოს სერიოზული და რეზისტენტული ჰიპერტენზია.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიდი რაოდენობით დიგიტალისს და ქინიდინს, შესაძლებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევები.
რეზეპინმა, გუანეტიდინმა და კოკაინმა შესაძლებელია გაზარდოს ბიემეფრინის ზემოქმედება.
არ შეიძლება დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებულ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (მაგალითად, იმიპრამინი) და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება.
ფუროსემიდთან და სხვა დიურეზულ საშუალებებთან (შარდის გამოყოფის გასაძლიერებლად გამოყენებული პრეპარატები) ერთად გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით.
ცნობილია, რომ ნორადრენალინი ზრდის სისხლის მიმოქცევის სისტემაში გლიცერინის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს. ნორადრენალინით ქვეითდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატისა და ალანინის დონე.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ბიემეფრინი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ბიემეფრინს გაგიკეთებენ 5% გლუკოზის ხსნარში ან 5% გლუკოზის და 0.9% NaCl ნარევში განზავებული სახით.
თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს დაავადების შესაბამისად.
ამ დოკუმენტის ბოლოს წარმოდგენილია სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ინფორმაცია.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ბიემეფრინი გამოიყენება უპირატესად მკლავზე მსხვილ ვენაში ინფუზიის გზით. თუ თვლით, რომ ბიემეფრინის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ბიემეფრინი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
ბიემეფრინს გაგიკეთებთ ექიმი საავადმყოფოში. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საჭიროზე მეტი რაოდენობით პრეპარატის გამოყენების ალბათობა. თუ გრძნობთ გარკვეულ შეშფოთებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებთან ჩვეულებრივი დოზაზე უფრო ხშირად შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები: ჰიპერტენზია, ფოტოფობია, მკერდის ძვლის უკანა მიდამოში ტკივილი, სიფერმკრთალე, ძლიერი ოფლდენა და ღებინება.
მკურნალობა:
უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ გახდება სტაბილური.
ანტიდოტი: ალფა-ბლოკატორის (5-10 მგ), როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი, ინტრავენურად გამოყენება. საჭიროებისას შესაძლებელია ამ დოზის გამეორება.
თუ თვლით, რომ ბიემეფრინი გამოყენებული იქნა საჭიროზე მაღალი დოზით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბიემეფრინის გამოყენება:
არ არის ძალაში.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ბიემეფრინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქციები
თუ თვლით, რომ აღარ გჭირდებათ ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბიემეფრინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
მაღალი არტერიული წნევა და ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობა.
ძლიერი ვაზოპრესორული ეფექტის გამო იშემიური დაზიანება.
ხშირი:
ტაქიკარდია
შენელებული პულსი
გულის რითმის დარღვევები
არათანაბარი გულისცემა
გულზე β1 ადრენერგიული ზემოქმედებიდან გამომდინარე გულის კუნთის შეკუმშვის გახშირება
გულის მწვავე უკმარისობა
არახშირი:
შფოთვა
უძილობა
გაბრუება
თავის ტკივილი
ფსიქოზური მდგომარეობა
სისუსტე
ტაქიკარდია
მომატებული სიფრთხილე
უმადობა
გულისრევა და ღებინება
თვალშიგა წნევის უეცარი მატება: ძალიან ხშირია პაციენტებში, რომელთაც ანატომიურად აქვთ ირიდოკორნეალური კუთხის დახურვისკენ მიდრეკილება
სუნთქვის უკმარისობა და გაძნელება, დისპნოე
ინექციის მიდამოში გაღიზიანება და ქსოვილების ნეკროზი, სისხლძარღვების შევიწროება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კიდურების და სახის გაცივება და სიფერმკრთალე
სისხლის მოცულობის ჩანაცვლების გარეშე სისხლის წნევის შენარჩუნების მიზნით ნორადრენალინის მუდმივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
პერიფერიული და ვისცერული სისხლძარღვების სერიოზული შევიწროება
თირკმლებიდან სისხლის ნაკადის შემცირება
შარდის გამოყოფის შემცირება
ქსოვილებში არასაკმარისი ჟანგბადის დონე
სისხლში რძემჟავას დონის მატება.
ნორადრენალინის გამო მოსალოდნელი სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციები გამომდინარეობს დოზასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიული ზემოქმედებისგან. შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ჰიპერტენზია ფილტვის შეშუპებით და ჰემორაგიული ინსულტით.
ინტრავენური ინფუზიის დროს ნორადრენალინის გაჟონვამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინფუზიის მიდამოს ირგვლივ დაბუჟება და ქსოვილების ნეკროზი. გახანგრძლივებულ ინფუზიას შესაძლებელია ახლდეს კიდურების განგრენა.
ინფუზიის მიდამოში დარღვეული ცირკულაციის (შესაძლებელია იყოს გაჟონვით ან გაჟონვის გარეშე) დროს ცხელი სახვევისა და ფენტოლამინის (5მგ/10მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული) მეშვეობით შესაძლებელია ამ მიდამოში ინფილტრაციის შემსუბუქება.
ნორადრენალინით ქვეითდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატისა და ალანინის დონე.
ნებისმიერი ძლიერი ვაზოპრესორის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის შემცირება, რაც შესაძლებელია გამოსწორდეს სითხით და ელექტროლიტებით ჩანაცვლებითი თერაპიით. თუ ვერ მოხდება პლაზმის მოცულობის დარეგულირება, ნორადრენალინით მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლებელია განმეორდეს ჰიპოტენზია ან სისხლის ნაკადის შემცირების გამო გაგრძელდეს არტერიული წნევა სერიოზული პერიფერიული და ვისცერული ვაზოკონსტრიქციის რისკით.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ბიემეფრინის შენახვა
ბიემეფრინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.
ბიემეფრინის ამპულები შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცული სახით.
0,9% ნატრიუმის ქლორიდით (ნარევი 50/50 h/h) ან მის გარეშე 5% დექსტროზის ხსნარში განზავებული საინფუზიო ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ბიემეფრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ბიემეფრინი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ბიემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ანითთეფეს უბანი თურგუთ რეისის გამზირი №:21, თანდოღანი / ჩანქაია - ანკარა
წარმოების ადგილი: სს მეფარ ილაჩ სანაი
ქურთქოი - ფენდიქი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 09/10/2024 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს
გამოყენების, შეფუთვის და განადგურების შესახებ ინფორმაცია
- კონცენტრირებული ხსნარი ინფუზიისთვის გამოსაყენებლად უნდა განზავდეს ქვემოთ მითითებული ხსნარით. ინტრავენური ინფუზიისთვის ნორადრენალინის განზავებისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
- ინექციის გზით გამოყენებული პრეპარატი ყოველთვის უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და არ შეიძლება გამოყენება, თუ მასში არის ნაწილაკები ან შეცვლილია ფერი.
- ნორადრენალინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორადრენალინის ინფუზია უნდა გაკეთდეს მსხვილ ვენაში. კერძოდ, უპირატესობა ენიჭება მკლავის ლატერალურ კანქვეშა ვენებს, რადგანაც ამ შემთხვევაში დაბალია გახანგრძლივებული ვაზოკონსტრიქციის გამო დამფარავი ქსოვილების ნეკროზის რისკი. საჭიროა მოვერიდოთ ქვედა კიდურების ვენებში გაკეთებას.
- ვენის გარეთ ინექციის შემთხვევაში საჭიროა მიდამო, რომელზეც მოხდა ზემოქმედება, ჩარეცხილი იქნას ფენტოლამინის მეზილატით.
- ინტრავენური კათეტერი საინექციო ნემსით შეიყვანეთ სათანადო ცენტრალურ ვენაში და დააფიქსირეთ წებოვანი სახვევით.
- ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის მიდამოში თავისუფალი ნაკადი.
- საჭიროა რეგულარული დაკვირვება არტერიულ წნევაზე, რაც უნდა განხორციელდეს ინფუზიის დაწყებიდან სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფამდე ყოველ ორ წუთში ერთხელ. თუ ინფუზია უნდა გაგრძელდეს, სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფის შემდეგ ყოველ ხუთ წუთში ერთხელ.
- საჭიროა ინფუზიის სისტემით მოხდეს სისტემატური დაკვირვება ინფუზიის ნაკადის სიჩქარეზე და ინფუზიის მთელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს დაკვირვება პაციენტზე.
- გამოუყენებელი პროდუქცია უნდა გადაყარონ ადგილობრივი წესების მიხედვით.
არტერიული წნევის დარეგულირება
მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში: ნებისმიერი ვაზოპრესორული საშუალების გამოყენებამდე, რამდენადაც შესაძლებელია, მთლიანად უნდა გამოსწორდეს სისხლის მოცულობის შემცირება. ნორადრენალინის გამოყენება შესაძლებელია სისხლის მოცულობის ჩანაცვლების დროს ან მანამდე.
ჩვეულებრივი დოზა:
როგორც წესი, ინფუზია იწყება შემდეგი დოზით: 2-3 მლ/წუთი (წუთში 8-12 μg ან 0,11-0,17 მიკროგრამი /კგ/წუთში) და რაოდენობის რეგულირება ხდება არტერიული წნევის მიხედვით. დასაწყისში არტერიული წნევის მაჩვენებლის აღრიცხვა ხდება ყოველ ორ წუთში ერთხელ და ხორციელდება მუდმივი დაკვირვება ინფუზიის სიჩქარეზე. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება საწყის დოზაზე პაციენტის პასუხი, ნაკადის სიჩქარეს არეგულირებენ ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში ცირკულაციის შენარჩუნების მიზნით უზრუნველყოფილი და შენარჩუნებული იქნას ნორმალური არტერიული წნევა (როგორც წესი, 80-100 მმ ვწყ.სვ. სისტოლური). პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰიპერტენზია, რეკომენდებულია, სისხლის წნევა არ იქნას გაზრდილი მანამდე არსებულ სისტოლურ წნევაზე 400 მმ ვწყ. სვ.-ით მეტად.
როგორც წესი, სისხლის წნევის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლების მისაღწევად საკმარისია განზავებული ხსნარის საშუალო ნაკადი - 0,5-1 მლ/წუთში (ან 0,03-0,06 მიკროგრამი/კგ/წუთში).
ზემოთ განმარტებული პოზოლოგია არ არის საბოლოო. დოზირება განისაზღვრება პაციენტის გულის ან სისხლძარღვების მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაძლებელია პაციენტებს ჰქონდეთ პრეპარატის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავებული მგრძნობელობა.
თუ პაციენტს კვლავ აღენიშნება ჰიპოტენზია, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში საჭირო გახდეს დაახლოებით 17 ცალი 4 მლ ამპულის (რაოდენობა, რომელიც შეესაბამება 0,67 მკგ/კგ/წუთში) გამოყენება, მაგრამ მუდმივად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ არსებობს სისხლის რაოდენობის ფარულად შემცირების ალბათობა, და, საჭიროებისას, გამოსწორდეს. როგორც წესი, ამ შემთხვევის დადგენას და მკურნალობას ხელს უწყობს ცენტრალურ ვენურ წნევაზე დაკვირვება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის განსხვავებულია და შესაძლებელია იცვლებოდეს 1-2 საათიდან 6 დღემდე. ხსნარის შეყვანა უნდა გაგრძელდეს, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ქსოვილებში საკმარისი ინფუზია და საკმარისი არტერიული წნევა. არტერიული წნევის სერიოზულად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად ინფუზია უნდა შემცირდეს ნელ-ნელა და შემდეგ შეწყდეს.
განზავება:
ბიემეფრინი გამოიყენება 1 ლიტრ 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% გლუკოზის ნარევში (50/50) განზავებული ინტრავენური ინფუზიის სახით. პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ უმარილო დიეტას, აზავებენ მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარში. გლუკოზის ხსნარი გამოიყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნორადრენალინის ოქსიდაცია L-ნორადრენალინის სახით.
ნორადრენალინის სასურველი კონცენტრაციის მისაღებად ამპულის შიგთავსის განზავების დაანგარიშებისას სახელმძღვანელოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი:
ნორადრენალინის შემცველობა, რომლის მიღებაც სურთ
გამოყენებული ამპულის რაოდენობა
გამოყენებული განზავების ხსნარის რაოდენობა
4 მიკროგრამი/მლ
1
1 ლიტრი
8 მიკროგრამი/მლ
2
1 ლიტრი
12 მიკროგრამი/მლ
3
1 ლიტრი
16 მიკროგრამი/მლ
4
1 ლიტრი
20 მიკროგრამი/მლ
5
1 ლიტრი
არ შეიძლება ბიემეფრინის შერევა პლაზმაში ან სისხლში, პროცედურა უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე (მაგალითად, თუ უნდა მიეცეს ერთდროულად, საჭიროა Y-კათეტერის ან ცალ-ცალკე ჭურჭლის გამოყენება).
სითხის მიღება:
განზავების ხარისხი დამოკიდებულია მოცულობის კლინიკურ საჭიროებაზე.
თუ დროის ერთეულში ჭარბი დოზით პრესორი აგენტის შემცველი ნაკადის სიჩქარისთვის საჭიროა სითხის (დექსტროზა) მაღალი მოცულობა, გამოყენებული უნდა იქნას 4 მიკროგრამი/მლ-ზე უფრო მეტად განზავებული ხსნარი. მეორე მხრივ, თუ არ არის საჭირო სითხის მაღალი მოცულობები, შესაძლებელია საჭირო გახდეს 4 მიკროგრამი/მლ-ზე მაღალი კონცენტრაცია.
ინექციის მიდამო:
ნორადრენალინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. ნორადრენალინის ინფუზიები უნდა გაკეთდეს მსხვილ ვენაში. კერძოდ, უპირატესობა ენიჭება მკლავის ლატერალურ კანქვეშა ვენებს, რადგანაც ამ შემთხვევაში დაბალია გახანგრძლივებული ვაზოკონსტრიქციის გამო დამფარავი ქსოვილების ნეკროზის რისკი. საჭიროა მოვერიდოთ ქვედა კიდურების ვენებში ინექციის გაკეთებას.
არტერიული წნევის კონტროლი:
არტერიული წნევა უნდა შემოწმდეს ინფუზიის დაწყებიდან სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფამდე ყოველ ორ წუთში ერთხელ. თუ გამოყენება უნდა გაგრძელდეს, სასურველი არტერიული წნევის უზრუნველყოფის შემდეგ უნდა შემოწმდეს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ. ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის ნაკადის სიჩქარე და ინფუზიის დროს კატეგორიულად დაუშვებელია პაციენტის მარტო დატოვება.
ექსტრავაზაციის რისკი:
ხშირად უნდა შემოწმდეს, არის თუ არა თავისუფალი ინფუზიის ნაკადი.
მომატებული გამტარობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციიდან გამომდინარე შესაძლებელია მოხდეს პრეპარატის გაჟონვა ვენის ირგვლივ ქსოვილებში. არ არის სავალდებულო, აღნიშნულის მიზეზი იყოს ექსტრავაზაცია. ამ დროს ვითარდება ქსოვილების სიფერმკრთალე. თუ ადგილი ექნება ფერის დაკარგვას, ლოკალურად ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედების შესამცირებლად უნდა შეიცვალოს ინფუზიის მიდამო.
ექსტრავაზაციით გამოწვეული იშემიის მკურნალობა:
სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის გაჟონვის ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედებიდან გამომდინარე განვითარდეს ქსოვილების დაზიანება. საჭიროა ინექციის მიდამო, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად ჩაირეცხოს 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური მარილხსნარით. ამ მიზნით უნდა გამოიყენონ შპრიცი წვრილი ნემსით და ინექცია გაკეთდეს ლოკალურად. ამპულები გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს. არ შეიძლება გამოყენება, თუ ამპულაში არის ნაწილაკები ან შეცვლილია ფერი.
დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკურ პოპულაციებთან დაკავშირებით:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:
ნორადრენალინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებზე. სისხლის ნაკადი შესაძლებელია დაქვეითდეს ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ღვიძლი და თირკმელი, რის გამოც თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენებისას.
პედიატრიული პოპულაცია:
არ არსებობს საკმარისი კვლევები ახალშობილებზე ნორადრენალინის ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ბავშვებში ნორადრენალინის გამოყენებისას საჭიროა ისეთივე სიფრთხილის გამოჩენა, როგორც მოზრდილებთან. საწყის დოზად, არტერიული წნევის კონტროლით, როგორც წესი, შესაძლებელია გაკეთდეს ნორადრენალინის ინფუზია 0,05 μg/კგ/წუთში და იგი გაიზარდოს და გახდეს ნორადრენალინი 0,5 μg/კგ/წუთში.
გერიატრიული პოპულაცია:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ასაკოვნებთან, განსაკუთრებით პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა სიმპათომიმეტურ აგენტებსა და ნორადრენალინზე.
გამოყენებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები:
ნორადრენალინი შეუთავსებელია შემდეგ ნივთიერებებთან: ტუტე ხსნარები ან მჟანგავები, ბარბიტურატები, ქლორფენირამინი, ქლოროთიაზიდი, ნიტროფურანტოინი, ნოვობიოცინი, ფენიტოინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის იოდიდი, სტრეპტომიცინი, ინსულინი (არსებობს ინფორმაცია შეუთავსებლობის შესახებ), სისხლი ან პლაზმა.
არ შეურიოთ ბიემეფრინი სისხლში ან პლაზმაში. თუ არსებობს სისხლის მოცულობის გაზრდის ჩვენება, ბიემეფრინი გამოყენებული უნდა იქნას პლაზმისგან ან სისხლისგან განცალკევებით, მაგალითად, Y-სისტემის გამოყენებით.
ხშირად უნდა შემოწმდეს ინფუზიის მიდამო. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ექსტრავაზაცია, რომელიც იწვევს ინფუზიისთვის გამოყენებული ვენის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ნეკროზს. ნორადრენალინის ექსტრავაზაციის დროს ან, თუ ინექცია გაკეთდა ვენის გარეთ, სისხლძარღვებზე სამედიცინო პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედების გამო შესაძლებელია განვითარდეს ქსოვილების დაზიანება. მომატებული გამტარობის გამო ვენის კედლის ვაზოკონსტრიქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ვენის ირგვლივ ქსოვილებში მოხდეს ნორადრენალინის გაჟონვა. არ არის სავალდებულო, აღნიშნულის მიზეზი იყოს ექსტრავაზაცია. იგი იწვევს ქსოვილების გაცხელებას. გაცხელების შემთხვევაში ლოკალურად ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედების შესამცირებლად ყურადღება უნდა მიექცეს ინფუზიის მიდამოს შეცვლას.
ექსტრავაზაციიდან გამომდინარე იშემიის მკურნალობა:
სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის გაჟონვის ან სისხლძარღვის გარეთ ინექციის გაკეთების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ვაზოკონსტრიქციული ზემოქმედებიდან გამომდინარე განვითარდეს ქსოვილების დაზიანება.
საჭიროა ინექციის მიდამო, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად ჩაირეცხოს 5-10 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი ფიზიოლოგიური ხსნარით. ამ მიზნით უნდა გამოიყენონ შპრიცი, რომელსაც ექნება კარგი ნემსი, და ინექცია გაკეთდეს ლოკალურად.
ცირკულაციის სხვა პრობლემების მკურნალობა
ინფუზიის მიდამოში დარღვეული ცირკულაციის (ექსტრავაზაციით ან ექსტრავაზაციის გარეშე) დროს ცხელი სახვევისა და 5 მგ ფენტოლამინის მეზილატის შემცველი 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინექციის მეშვეობით შესაძლებელია ამ მიდამოში ინფილტრაციის შემსუბუქება.
თუ გამოიყენეთ ბიემეფრინი საჭიროზე მეტი რაოდენობით
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ გახდება სტაბილური.
ანტიდოტის სახით შესაძლებელია ინტრავენურად გამოყენებული იქნას ალფა-ბლოკატორი, როგორიცაა ფენტოლამინის მეზილატი (5-10 მგ). საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გამეორება.
ლაბორატორიულ ტესტებთან ურთიერთქმედება
ცნობილია, რომ ნორადრენალინი ზრდის სისხლის მომოქცევაში გლიცერინის, აცეტოაცეტატის, β-ჰიდროქსიბუტირატის და გლუკოზის დონეს. ნორადრენალინის ზემოქმედებით ქვეითდება პლაზმაში ინსულინის, ლაქტატის, პირუვატის და ალანინის დონე.
KT-755046-2410
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.